You are on page 1of 2

თემა ( ნესტან- დარეჯანი ტარიელს ხვარაზმშას ძის მოკვლას ავალებს) 01/20/2021

მითითებები :

1) იმსჯელეთ პერსონაჟების მხატვრულ სახეებზე ( ყურადღება მიაქციეთ პრობლემის


გააზრებასა და ურთიერთდამოკიდებულებას.
2) იმსჯელეთ მონაკვეთის მიზანდასახულობასა და მთავარ სათქმელზე
3) იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით
თავისებურებებზე.

,, ვეფხისტყაოსანი“ სულის სარკეა რომელიც მარტივად გვანახებს


თითოეული ჩვენგანის სახეს. პერსონაჟთა ფსიქოტიპში ხშირად აღმოვაჩენთ
ნაცნობსა და საერთოს ჩვენსავე ცხოვრებასთან. სწორედ ამაშია პოემის
გენიალურობაც.კერძოდ, ამ მონაკვეთში ვხედავთ ძლიერი ქალის სურათს ,
რომელიც მიუხედავად რთული სიტუაციისა არ კარგავს მაღალმორალურ და
გონივრულ თვისებებს. დილემის წინაშე აღმოჩენილ ნესტანსა და ტარიელს
ბეწვის ხიდი ელით. მათ თავიდან უნდა აიცილონ როგორც სახელმწიფო
გადატრიალება, ისე ერთმანთთან განშორება. ნესტანი სწორად აფასებს
პრობლემას და შესაბამისი წინდახედულობითაც უპირისპირდება მას :
,,მიბრძანა, თუ : ,, გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს ,
რაცა სჯობდეს , მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს“
ის ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით ცდილობს საუკეთესო გზა
შეარჩიოს.ტარიელზე ფიქრის მიუხედავად კი არანაკლებ მნიშვნელოვანია
მისთვის ქვეყნის ბედი და სპარსთა თარეშისგან თავის არიდება :
,, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვემ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.“
სწორედ ამიტომაც დაისახა მიზნად ხვარაზმშას ძის მოკვლა. ნესტანის მიერ
ჩაფიქრებული ეს ერთადერთი ხსნა ასევე მისი დაკვირვებული და
შორსმჭვრეტელი ბუნების დამსახურებაა.ის ყველანაირად ცდილობს
უდანაშაულო ხალხის დაცვას და სიტუაციიდან გარიდებას, რადგან
სამართლიანობა მისთვის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა:
,,რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“
მკითხველი მოცემული პასაჟის კითხვისას უამრავ დეტალს აღმოაჩენს, თუმცა
ნესტანის მხატვრულ სახეზე მსჯელობისას ყველაზე მთავარი მისი გონივრული
ქმედებებია.ერთ-ერთი მათგანი კი მისი და ტარიელის ურთიერთობის
დამალვაა.ამ გადაწყვეტილებას ბევრი გამართლება აქვს, რომლიც ისევ
ქვეყნის ინტერესთან და ტარიელთან ასოცირდება.
,, ჩემი ყოლა ნურა გინდა - სიყვარული , ნუცა ნდომა
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა.“

საყურადღებოა ტარიელის შეუპოვარი სახეც, რომელსაც არაერთხელ


შევხვედრილვართ პოემის შესწავლისას. უზომოდ შეყვარებული გმირი
ყველაფერზეა წამსვლელი საყვარელი ქალის შესანარჩუნებლად და
დამსახურებული ტახტის მოსაპოვებლად:
,, მე ვჰკადრე : ,, ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს , შევიგნა მათი გვარობა.“

რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? შეუძლებელია არ აღმოვაჩინოთ


ნაწარმოების მსგავსება დღევანდელ რეალობასთან . ცხოვრების ნებისმიერი
ეტაპი სავსეა დაბრკოლებითა და დილემით. მათთან ღირსეულად ბრძოლას
მხოლოდ გაწონასწორებული , დაფიქრებული და ბრძენი ერთეულები ახერხებენ
:
,, მიბრძანა , თუ : გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს
რაცა სჯობდეს მოაგვაროს , საწუთროსა დაუწყნარდეს.“
ემოციებს აყოლილი და დაუკვირვებელი ადამიანი კი ვერასდროს დაძლევს
ცხოვრებისეულ პრობლემებს. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია
ღირებულებების სწორი განაწილება , რაც ჩემთვის ხაზგასმით ჩანს
პოემაში.მაქსიმალურად ფრთხილად უნდა აირჩიო მთავარი პრიორიტეტი
ქვეყნისა და პირად ინტერესებს შორის , რომელთაგანაც ერთი მეორეს
ყოველთვის გადაწონის. და სამართლიანობა , რაც ასევე საჭიროა თითოეული
ქმედების დასაგეგმად:
,, ,,რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“
ეს ყველაფერი არის მონაკვეთის მიზანდასახულობა და ავტორის მთავარი
სათქმელი.
შოთა რუსთაველი გამორჩეულია სტილითა და გადმოცემის უნარით.
კითხვისას აღმოვაჩენთ სალიტერატურო ნორმებს და რუსთველურ
სიტყვაწარმოებას. ავტორი პოემაში მთხრობელის გადმოსახედიდან ახასიათებს
ისტორიას.ვხვდებით დიალოგს ნესტანსა და ტარიელს შორის, რაც გაცილებით
საინტერესოს ხდის მოცემულ მონაკვეთს და ყველაზე მთავარი მხატვრული
ხერხებია, რომლებსაც ხშირად წავაწყდებით ,,ვეფხისტყაოსანში “. ასეთია
შედარება : ,, არ დამეხსნები , გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“ რაც ამძაფრებს
და საინტერესოს ხდის ნაწარმოებს. მრავლადაა მეტაფორები : ,, ჩემო ლომო და
მჯობო ყოველთა გმირთაო „ ამ საშუალებით ტარიელის მხატვრული სახე
გაცილებით მარტივად აღსაქმელია. მაღალი შაირით გარითმული სტროფები და
მხატვრული ხერხები ბევრად თვალსაჩინოს ხდის როგორც ავტორის ხელწერას,
ისე პოემის მთავარ სათქმელს.

You might also like