You are on page 1of 2

ნ. დუმბაძეს არაერთი შესანიშნავი რომანი აქვს დაწერილი.

ერთერთი
მათგანი კი სწორედ „მზიანი ღამე“ გახლავთ. ამ მონაკვეთში აღწერილია
საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული დედის შეხვედრა
შვილთან, თემურთან.
ტექსტის ერთ-ერთი მონაკვეთის დასაწყისშივე იკვეთება თემურის
შიში: „ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მუხლები მომეკვეთა“. იგი უხალისო
და იმედგაცრუებულია, რადგან სინანულით ამბობს: „ჩემთვის
ყურადღება არავის მოუქცევია“. თავისთავად მისი ქცევებიდან ნათლად
ჩანს, რომ იგი დედასთან ურთიერთობას გადაჩვეულია. საბჭოთა
კავშირმა მას წაართვა ადამიანური ურთიერთობები, მოახერხა
შვილისთვის დედა იმდენად უცხო ადამიანად ექცია, რო „ქალბატონის“
გარდა, მისთვის სხვა ფორმა ვერ მოეძებნა. ეს პერსონაჟი
ემოციურობითაც გამოირჩევა: „ მე მინდოდა მოვმკვდარიყავი,
დავყრუებულიყავი, მეკივლა“. მიუხედავად რთული ბავშვობისა ის
ახერხებს შეინარჩუნოს თანაგრძნობის, სიყვარულის უნარი, რასაც ის
დედასთან ურთიერთობისას ამჟღავნებს. იგი იბრძვის გაუცხოებასთან,
თუმცა მონაკვეთის ბოლოს, თემური ახერხებს საკუთარ თავში ძალის
პოვნას და მძიმე ბავშვობის აჩრდილად ქცეულ, ჭაღარა ქალს კვლავ
ეძახის - „დედა“. ამ სიტყვებით იგი თითქოსდა ამარცხებს ბოროტების
იმპერიას, რომელის მთავარი იარაღი სწორედ ადამიანური
ურთიერთობების ჩაკვლით უგულო ადამიანების ჩამოყალიბებაა
(თავისთავად, რათა უკეთ სამართავი საზოგადოება შეიქმნას).
ამ ტექსტში სწორედ იმის დანახვა შეგვიძლია, თუ რამხელა
ზეგავლენას ახდენს ეპოქა და მითუმეტეს გარემო ადამიანთა
ურთიერთობაზე. საბჭოთა ხელისუფლება დედა-შვილის
ურთიერთობასაც კი მისწვდა და ისინი ერთმანეთს დააშორა. ნოდარ
დუმბაძეს დამოკიდებულებაც ნათლად ჩანს ამ საკითხის მიმართ:
„დედას თვალებიდან მდუღარე ცრემლები სდიოდა“. ამ ფრაზაში კი
„ორმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთი შეშინებული ჩანდა მეორე კი
იღიმებოდა და პირი ვერცხლის კბილებით ჰქონდა გამოტენილი“
სრულიად აისახება საბჭოთა სისტემა, რომელიც გამეფდა
საზოგადოებაში, რომლის ერთმა ნაწილმა ადამიანობა „ვერცხლის
კბილებზე“ გაცვალა, ხოლო მეორე ნაწილს შიშმა აიძულა მორჩილება.
ამ მონაკვეთში აღსანიშნავია ეპითეტები: „სამარისებული,
ვეებერთელა, ჭაღარა...“ ამავდროულად გვხვდება საინტერესო
შედარებაც: „მოჩვენებასავით უახლოვდება ჩემს საწოლს“, რათა მძაფრად,
მთელი ემოციით გამოხატოს მთხრობლის ემოცია. ავტორი მიმართავს
ჰიპერბოლასაც, ჩემი აზრით, თემურის დედისადმი დიდი სიყვარულის
გადმოსაცემად, როდესაც იგი ამბობს: „ იგი მსოფლიოში ყველა დედაზე
ლამაზი იყო“.
ასე რომ, საერთო ჯამში მისი ემოციური შინაარსით, ჰუმანიზმით
გაჯერებული თხრობის სტილით თუ მხატვრული საშუალებებით,
ტექსტი მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

You might also like