You are on page 1of 3

,,მთიდან ჩამოვარდნილი ჯაყო"(მე-5 თავის

მიხედვით)
ჯაყო თხუთმეტი წლის იყო,როდესაც მისი ბიძა ქეშელა ჯავის
ხეობიდან დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა.
ობოლი ჯაყოც თავის ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ
დაუდგა და თავიდანვე ისეთი ძაღლური ერთგულება,
ხელმარჯვება და მუყაითობა გამოიჩინა, რომ
ქანცმილეული პეტრე მალე ხელში ჩაიგდო და მისი
მაგივრობაც დაიმკვიდრა.თანდათან ტყიდან
გამოვარდნილმა დათვმა მლიქვნელობით და ეშმაკობით
წაართვა თეიმურაზს ყველაფერი რაც გააჩნდა. ამ
უკანასკნელსაც მხოლოდ საკუთარი სახელი ადარდებდა,
ყველაფერზე თვალებს ხუჭავდა და ბრძანების ნაცვლად
ჯაყოს კვლავ დარიგებით გაბერავდა. და ასე ჯაყო ჯერ მის
მიწას დაეპატრონა, ათი წლის სამყოფი განძეულობას ისე
წააგლიჯა ვერავინ ვერაფერს მიხვდა და საბოლოოდ
ნაშინდარის ბატონ-პატრონიც გახდა.
ადრე რომ ჯაყო ჯივაშვილს კითხავდნენ, სადაური ხარო,
ჯაყო თითს როკის მთისკენ გაიშვერდა და იტყოდა: -
„ იქაური ხარ, შენი წირი მე. საწყალი ჯაყო ობოლი ხარ, არც
ძმა გყავს, არც მამა და არც ბიძა. ჯაყოს მარტო საწყალი
ქეშელა გყავს.“
შემდეგ კი, როცა გლეხობას მიწის ციებ-ცხელება აუტყდა,
როკის მთაში ჯაყოს ძმებიც აღმოუჩნდნენ და ბიძებიც.
როდესაც დრო მოვიდა, მთებიდან მოულოდნელად
კბილებამდე იარაღში ჩამსხდარი ხუთი ჯივაშვილი
ჩამოვარდა. ჩამოცვივდნენდა ჯაყოს გვერდით ამოუდგნენ.
თვითონ ჯაყოს კი ყოველთვის ზედ ეკიდა რუსული თოფი,
მაუზერის დამბაჩა, თეიმურაზის მამა-პაპეული ხმალ-
ხანჯალი, სამასი ვაზნით გატენილი სამი სავაზნე და ოთხი
საომარი ყუმბარა. არსენალად გადაქცეული ჯაყო
თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, როგორც უპატრონო
ქონებისა და თავისი ნაოფლარი კანონიერი მემკვიდრე,
გააფთრებული გაჰკიოდა:
„- ჩემია! ჩემია! ჯაყო დედას გიტირებდე, ვინც მოხვიდოდე!
„გვერდით ძმები და ბიძები ჰყავდა: ქეშელა, გიბა,
ტელა,მეშთა და ბრინკა. ისინიც ჯაყოს გაბერილ მადას
იარაღით ადასტურებდნენ: „მაშ, მაშა! ყველაფერი ჩვენია“
ჯაყომ ძალას და მუქარას ხერხი და კეთილი გულიც
დააყოლა: მთელი სოფელი რამდენჯერმე დაპატიჟა,
ათიოდე ცხვარი დაკლა, გლეხების გული მოინადირა,
მტრებიც შეირიგა და ხელისუფლებაც გაამაგრა.
-„ გაგიმარჯოს ჟორდანიას მთავრობასა! „- გაჰკიოდა
წარამარა.
ამიერიდან ჯაყო ნაშინდარის თავიც გახდა,ვექილიც და
მზრუნველიც. კვირა არ გავიდოდა, რომ შეიარაღებული
ჯაყო გორის ან ცხინვალის ხელისუფლებს კრიჭაში არ
ჩასდგომოდა და არ ახვიხვინებულიყო.
რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი
კრიზისული მდგომარეობა. იგი განათლებულია, მცოდნეა,
მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა, აღარავის ჭირდება, ამიტომ
ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში და ნელი-ნელ კარგავს
სულიერ თუ მატერიალურ, კულტურულ მონაპოვნებს.
საგვარეულო განძს, თავის უსაყვარლეს წიგნებს და
ბოლოს, ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ
მეგობარს მარგოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, კრებითი
სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ დროს,
როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო
ჯივაშვილი – წინააღმდეგობის ხორცშესხმული ხატება –
თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ, მხოლოდ, ხიზანის
მდგომარეობით.
ჯაყოს მხატვრული სახე, მაგალითად გალაღებული
ბოროტების ხორცშესხულ ხატებადაც შეიძლება მივიჩნიოთ
და რევოლუციის შედეგად აღზავებული ძალადობის
განსახიერებადაც. აქვე, ამასთან ერთად, არც ისაა
შემთხვევითი, რომ ჯაყო ჩვენს მიწაზე შემოხიზნული უცხო
ტომის წარმომადგენელია, მოხერხებულად სარგებლობს
შექმნილი მდგომარეობით, ქვეყანას ახალ მყვლეფელად
ევლინება და მგლური სიხარბით ეპატრონება თავისი
ნაბატონარის ცოლსაც და მთელ ავლადიდებასაც.

You might also like