You are on page 1of 2

პაოლო იაშვილის - ,,პოეზია"

1)რისი ,,ქება", რისი განდიდებაა, პოეტის აზრით, პოეზიის


დანიშნულება? როგორ ფიქრობთ, რისი სიმბოლოა აქ
მზე?-
`“გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და
თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები“ პოეტი
ყოველდღე შესაფერისი სიტყვებით უნდა ამკობდეს,
ხოტბას ასხამდეს სამყაროს მანათობელ მზეს,რადგან
სწორედ,პოეზიის დანიშნულებაა მზის განდიდება და
ქება.ამ ლექსში,მზე არის სილამაზის სიმბოლო.
2)რატომ არის უზარმაზარი ტანჯვა, პოეტის
აზრით, ,,შთაგონებით დასნეულება"? რა გამოარჩევს პოეტს
სხვა ადამიანებისაგან?-
პოეტისთვის ლექსი , გულის ნაწილი, მისი სისხლი და
ხორცია.ის ამქვეყნიური ცხოვრების უზარმაზარ „ტანჯვად“
მიიჩნევს პოეტის შთაგონების დასნეულებას,ანუ მუზის
დაკარგვას,რადგან ამ შემთხვევაში მის ცხოვრებას აზრი
აღარ ექნება და მისი შემოქმედება დაღუპვისთვის იქნება
განწირული.
3)როგორ არის გამოთქმული ის აზრი, რომ ,,პეპელასავით
წმინდა" ლექსი დიდი შრომისა და ტანჯვის ფასად
იქმნება?-
პოეტი სხვანაირად ხედავს და აღიქვამს ყოველივეს,
ამიტომ ბევრი თვალი და ბევრი გული სჭირდება. ის წერს:
„რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი
ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა”.ასევე,წერს,რომ
ის ლექსში მთელ თავის სულსა და გულს ატანს,
ამიტომაცაა, რომ თითო ლექსში ცხოვრების თითო წელი
ექვითება:„რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს”.აქ კი ნათლად
ჩანს ის,რომ ლექსი დიდი შრომისა და ტანჯვის ფასად
იქმნება.

You might also like