You are on page 1of 2

ტიციან ტაბიძე - „ანანურთან“

ლექსი ეძღვნება თამუნია წერეთელს.


- შთაგონების, ქალური სილამაზისა და სრულყოფილების მუზა გახლავთ თამუნია წერეთელი.
- იგი იყო არაერთი პოეტისა და შემოქმედის მუზა.

1) პირველი სტროფი.
ა. „შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის, ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.“
- სამყაროშიც კი შავი და თეთრი ერწყიმს ერთმანეთს და ბუნებისთვის ჩვეულებრივია,
მაგრამ ადამიანობისთვის , ტრაგიკული სიყვარულისთვის, ყველაფერი გამთიშველია.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2) მეორე სტროფი.
ა. „ისე გხატავდა თამარს ვრუბელი, ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე““, ფეხ-
მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი“
1 – ტიციანი გულისხმობს მიხაილ ლერმონტოვის "დემონის"
ვრუბელისეულ ილუსტრაციებს (მიხაილ ვრუბელი – რუსი ფერმწერი (1856-1910 წწ.))
რომლებშიც გამოსახულია აღნიშნული ნაწარმოების პერსონაჟი – ქართველი ქალი
ტამარა (თამარი).
2 – „ხარ დანგრეული შენ „მოდი ნახე“ – „მოდი-ნახე“ ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე
იმერეთში (XVIII ს.), ერთ დროს ზვიადი და მტკიცე კედლები ახლა ჩამოშლილ-
ჩამონგრეულია.
3 – „ფეხ-მოტეხილი“ - სამშობიარო ტრამვის გამო, მას ფეხი მოჰკვეთეს. - მეტაფორა,
რომელიც ფეხწართმეულ თამუნიასთან ასოცირდება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3) მესამე სტროფი.
ა. „ისე ნაზია ეს მოგონება,როგორც დემონის ფრთების შეხება“
- „დემონი“ – ბნელი, ბოროტი ძალა, მაგრამ ხელოვნებაში ხშირად წარმოდგენილია
როგორც იდუმალი, ამოუხსნელი, მისტიკური ფენომენი, რომელიც შემოქმედებით
იმპულსს აძლიერებს.
ბ. „სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა, მოიბან შენი ირმის ფეხები.“
- ალბათ, ახლა სხვა მგოსნების მუზები დაიბადებიან. სიკვდილის თემა, სიყვარულთან
ერთად ბუნებრივად შემოდის ამ ლექსში.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4) მეხუთე სტროფი.
ა. „გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი“
- სიკვდილის წინათგრძნობა, რისი წინასწარმეტყველებაც აუხდება 1937 წელს
„სამშობლოს ღალატისთვის“ სიკვდილით დასჯით.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5) მეექვსე სტროფი.
„ასე კვდებოდა ალბათ ათასი და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური, ეს არის ჩემი
მგოსნობის ფასი და თვითმკვლელობის იავნანური..“

1. - მთავარი კითხვა ამ ლექსისას - რამდენად არიან პოეტები მზად რომ თავი,


სიცოცხლე შეწირონ სიყვარულს?

ა. „ასე კვდებოდა ალბათ ათასი“ -


- ნამდვილი პოეტების ბედი არის ასეთი - ისინი შეიძლება დაიხოცნონ, მაგრამ თავიანთ
იდეალებს არ გასწირავენ და უღალატებენ არც ერთ შემთხვევაში.
ბ. „ანანური, ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი“
- რითი იზომება პოეტის ფასი? - იზომება იმით, თუ როგორ პოეზიას შექმნის იგი, რა
იდეალებს იქადაგებს და ასე შემდეგ.
გ. „თვითმკვლელობის იავნანური..“
- თვითმკლელობა - გამართლება, გზა უნუგეშო ყოფიერებისგან თავდასახსნელად.
თვითმკვლელობა პოეტს და ადამიანს იავნანად, რომელიც მას სამუდამო ძილისთვის
გაამზადებს.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
- გავიხსენებ მნიშვნელოვან ფაქტს, ტიციანის მეგობარმა სერგეი ესენინმა 1925 წელს
თავი მოიკლა, რაც გამოწვეული იყო რეჟიმთან წინააღმდეგობით.

სერგეი რამდენჯერმე იყო თბილისში, ერთხელ კი ნინო ტაბიძეს თავისი ლექსების


კრებული აჩუქა, უცებ კალამი ვერ იპოვა, დასაწერად თითი გაიჭრა და დასაწერად
სისხლი გამოიყენა.
- „გიყვარდე მე და ცისფერი ყანწები“ - თითქოს სისხლით იწერებოდა ცისფერყანწელთა
ისტორია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ტიციან ტაბიძე იყო.

პ.ს. ცისფერყანწელები - ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა


შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ
ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916
წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა საბჭოთა
წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.

You might also like