You are on page 1of 16

ალ.

ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“ (ანალიზი)

„ხევისბერი გოჩა“, რომელიც პირველად დაიბეჭდა 1884 წ. „დროებაში“,


წარმოადგენს უმაღლეს მწვერვალს ყაზბეგის შემოქმედებაში როგორც თავისი მსოფლმხედ-
ველობრივი სიღრმით, ისე მხატვრული ოსტატობის თვალსაზრისითაც.

ალ. ყაზბეგის ნაწარმოებთა შორის „ხევისბერი გოჩა“ თავისი მხატვრული გააზრებით


განსაკუთრებით ენათესავება ე. წ. „შექსპირული“ რეალიზმის სულს. ჩვენ მხედველობაში
გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, ის შინაგანი „ტიტანიზმი, რითაც ამ ნაწარმოების გმირთა
ხასიათები, მთელი მათი სულიერი ცხოვრება არის აღბეჭდილი. „ხევისბერი გოჩას“
პერსონაჟები, ისევე როგორც შექსპირის გმირები, შეპყრობილნი არიან უაღრესად მძაფრი და
ძლიერი ემოციებით; მათთვის უცხოა ნახევარ გზახე შეჩერება, რადგან მათი ნებისყოფა და
მოქმედება ერთ მთლიან ჯაჭვს შეადგენს. და თუ მათი ვნებები წინააღმდეგობაში ექცევიან
მათსავე ეთიკურ მრწამსთან, ეს წინააღმდეგობა შეურიგებელ ხასიათს იძენს და ტრაგიკული
კატასტროფით მთავრდება.191 „ხევისბერი გოჩაში“ ყასბეგის ძიებანი, განსაკუთრებით,
ეთიკური ჭეშმარიტების დადგენის პათოსი, ახალ საფეხურს აღწევს. აქ კონდენსირებული
სახით არის წარმოდგენილი ყველა ის საბედისწერო საკითხი, რომელიც მის სხვადასხვა
ნაწარმოებში გვხვდება. კერძოდ, ცნობილი ჰამლეტისებური კითხვა „მოზღვავებულს
უბედურებასთან“ დამოკიდებულების შესახებ აქაც ასეთივე სიმწვავით არის დასმული,
მაგრამ ამ ნაწარმოებში იგი ბევრად უფრო რთულ ასპექტში წყდება.

განხეთქილება გოჩასა და ონისეს შორის, რომელიც ამ ნაწარმოების მთავარ კონფლიქტს


წარმოადგენს, სინამდვილეში არის შეურიგებელი კონფლიქტი ორი იდეის, ორი
მსოფლმხედველობის, ცხოვრებისადმი ორი დამოკიდებულებისა. ამით არის
განპირობებული ის ღრმა შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მთელ ამ ნაწარმოებს
გასდევს.ამ მხრივ საყურადღებოა, რომ „ხევისბერი გოჩას“ ფაბულისა და კომპოზიციის
შესწავლისას ჩვენ ზოგჯერ ვაწყდებით თავისებურ გაორებას,ან, უფრო სწორად, ერთი და
იმავე მოვლენის წარმოსახვის ორმხრივობას.

მოთხრობაში პირობითად შეიძლება გამოვყოთ მოქმედების ორი ხაზი-გარეგანი და


შინაგანი, ,,საზოგადო“ და ,,პირადი“. პირველ შემთხვევაში ყველაფერი შედარებით
უბრალოდ წყდება და ავტორის პასუხიც სრულად ნათელია: „მოზღვავებულ
უბედურებად“ აქ გვევლინება გარეშე დამპყრობელი. მასთან შერიგება
თავისუფლებისმოყვარე მოხევეთათვის სიკვდილზე უარესია. აქ ალ. ყანბეგის პასუხი
უბრალოა: როდესაც საქმე ეხება ადამიანთა დიდი ჯგუფის - ხალხის თავისუფლებას,
საჭიროა შეურიგებელი ბრძოლა. დათმობა ან მოთმენა დაუშვებელია. ალ. ყაზბეგი
კვლავ პირდაპირ გვიცხადებს თავისი რწმენის ურყევ სიმბოლოს: „ძალას - ბრძოლა!“

ბევრად უფრო რთულია მოთხრობის მეორე - შინაგანი ხაზი. აი სწორედ აქ


შეინიშნება ის ნიშანდობლივი გაორება, რომელიც ადრე ვახსენეთ. ერთი მხრივ,
„მოზღვავებულ უბედურებად“, ბოროტ და დამღუპველ ცოდვად აქ თითქოს ონისეს
„უკანონო“ სიყვარულია წარმოდგენილი. ონისეს საბედისწერო შეცდომაც სწორედ ისაა,
რომ იგი საკმაოდ ვერ შეებრძოლა თავის „უკანონო“ გრძნობას ძიძიასადმი. ყოველ
შემთხვევაში, ვერ დასძლია იგი და საბოლოოდ მაინც დაუთმო, დამორჩილდა მას.

ხოლო, რაც შეეხება გოჩას, იგი ამ შემთხვევაში ჩვენ გვევლინება, როგორც ადამიანურ
სისუსტესთან, ბოროტისმყოფელ ცდუნებასთან შეურიგებლობის განსახიერება. იგი არის
მატარებელი მაღალი და კეთილშობილურ სტოიციზმისა და მისი რ, კინისებური ნებისყოფა
წინ აღუდგება არა მხოლოდ გარე ძალმომრეობას, არამედ ადამიანის შინაგანი „ბნელი“
ვნებების მოზღვავებასაც, გოჩა მოითხოვს საკუთარი ემოციების კონტროლს, იგი არ უშვებს
არავითარ შეღავათს, არავითარ დათმობას იმ გრძნობათა მიმართ, რომელთაც შეიძლება
შეარყიონ თემის მორალი.

ამ თვალსაზრისით გოჩა აქტიური საწყისის განსახიერებაა, ხოლო ონისე - პასიურის...

ალ. ყაზბეგის შემოქმედება თავისებური ეთიკური სიმკაცრით არის


აღბეჭდილი. ,,ხევისბერი გოჩაც“, თავისი შინაარსით, გმირთა მოქმედებით, მთელი თავისი
სიუჟეტური ლოგიკით თითქო ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულებაა იმ მაღალი,
კეთილშობილური, დემოკრატიული ეთიკისა, რომელიც ხევის პატრიარქალურ კოდექსში და
ზნე-ჩვეულებებში ხედავს თავის იდეალს...

ყაზბეგის ეთიკური იდეალი სრულიად მოკლებულია მორალური შეზღუდულობის


ელემენტს. ავტორისათვის განუყრელია ყოველივე ცხოვრებისეულისადმი,
ადამიანურისადმი გატაცებული, თავდავიწყებული სიყვარული...

არსებობს „ხევისბერი გოჩას“ ორი, ხევში ჩაწერილი ფოლკლორული ვარიანტი,


რომლებიც ზოგიერთ მომენტში არსებითად განსხვავდებიან ლიტერატურული
ნაწარმოებისაგან.

კერძოდ, საყურადღებოა, რომ ხალხურ ვერსიებში ძიძია ბევრად უფრო აქტიურია და


კლასიკური „მაცთური“ ქალის როლში გამოდის. ყაზბეგის მოთხრობაში, პირიქით, ძიძია
სრულიად მოკლებულია არათუ რაიმე აქტივობას, არამედ თავდაცვის საშუალებასაც კი. ის ·
არის არა შემცდენი ონისესი, არამედ ისეთივე მსხვერპლი ამ საბედისწერო გრძნობისა,
როგორც ეს უკანასკნელი. საზოგადოდ, ფოლკლორული ვერსიისაგან განსხვავებით, ალ.
ყაზბეგი არ გვიხატავს ონისესა და ძიძიას ურთიერთლტოლვას, როგორც უბრალო ხორციელ
ცდუნებას. არსად, სადაც მათი შეხვედრებია აღწერილი, ოდნავადაც კი არ იგრძნობა
უარყოფისა ან განკითხვის ინტონაცია. პირიქით, ეს არის ამ მოთხრობის ყველაზე
ამაღლებული და პოეტური სტრიქონები, რომლებიც ავტორს დაუფარავი აღტაცებით
უწერია.

მაგრამ თავი რომ დავანებოთ თვით ამ ადგილებსაც, სადაც უშუალოდ ონისესა და ძიძიას
შეხვედრებია აღწერილი, მთელი ეს ნაწარმოები თავისთავად გამსჭვალულია რაღაც ძნელად
განსასახღვრაი, მაგრამ აშკარად საგრძნობი განწყობილებით, რომელიც არა თუ არ უარყოფს,
არამედ თავისებურ, ამ ინტიმური სცენებისათვის ,,ხელსაყრელ“ ფონსაც კი ქმნის
მოთხრობაში.
სიყვარულის, ურთიერთლტოლვის მარცვლები გაბნეულია თითქოს თვით იმ ჰაერში,
რომელიც ძიძიასა და ონისეს ახვევია გარს. მისი სუნთქვა ისმის ყველგან, ყოველ ნაბიჯზე, |
ყოველ ცოცხალ თუ უსულო საგანში. ჩვენ აქ მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ადგილს, რომელიც
წინ უძღვის ონისეს შინ დაბრუნებასა და ძიძიასთან შეხვედრას.

,,დილის ნიავმა დაჰქროლა, ნისლი შეარყია, შეაღელვა, მოეშველა მზის შუქიც და ნისლმა
აღშფოთებულს საყვარელსავით, რომლისთვისაც განთიადს მოესწრო, წყნარად მთა-მთა
დაიწყო გაპარვა“.

როგორც ვხედავთ, აქ ავტორს ძიძიასა და ონისეს სიყვარულის მოტივი ბუნებაში


გადააქვს და ამგვარად თითქოს ცდილობს მის თავისებურ განზოგადებას. აქ ის თითქოს
გვეუბნება, რომ ამგვარი გრძნობა თვით ბუნებიდან მომდინარეობს, ბუნებისმიერია,
ბუნებრივია.

საზოგადოდ, ხევისბერ გოჩაში არის შინაგანი წინააღმდეგობა - თავისებური pro et coilrin


ყველაფერში, არამედ თვით ბუნებაშიც ერთის მხრივ, სასტიკი, მკაცრი და პირქუში ბუნების
სურათები, რომლებიც თქოს ქედუხრელი სტოიციზმისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ
ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ბუნება - საოცრად ნახი, ალერსიანი, თითქოს
სიცოცხლით ტკბობის სურვილთა აღსაძვრელად განგებ შექმნილა.

„ხეეისბერი გოჩა“ ავტორი თითქოს გვებნება, რომ ორივე ეს საწყისი არსებობს ოვით
ბუნებაში, ორივე კანონზომიერი და ბუნებრივია.

ასევეა ადამიანურ ყოფაშიც: მართალია გოჩა, როდესაც ამბობს, რომ ადამიანი


ტანჯვისათვის არის გაჩენილი“ ეს არის ცხოვრების სიბრძნე, დიდი და გარდუვალი
ჭეშმარიტება, რომელიც თითქოს თვით ბუნებაშ ასწავლა მას. მაგრამ ასევე მართალია თავის
გულიან ონისეც. ასევე ბუნებისმიერი და ძლევამოსილია ის ძალა, რომელიც მას იპყრობს და
იტაცებს. ეს არის მეორე სიმართლე, მეორე ჭეშმარიტება, ჩაგონებული არა ცივი გონებითა და
ფხიზელი გამოცდილებით, არამედ თავდავიწყების, ოცნებისა და გატაცებით ნაკარნახევი.

მოთხრობის დასაწყისში არის ერთი ამ მხრივ უაღრესად საინტერესო ადგილი, როდესაც


საქორწილო მარხილზე მჯდომ ძიძიასთან პირველი სიახლოვის ექსტაზით გატაცებულ
ონისეს ერთ-ერთი მაყარი გამოაფხიზლებს, ავტორი ასე გადმოგვცემს მის განცდებს: ,,ონისე
ჩქარა გონს მოვიდა და აშკარად დაინახა შეუწყნარებელი ჭეშმარიტება თავის მოქმედების“.

ასე შემოდის მოთხრობაში „ორი სინამდვილის“ მოტივი.ერთი სიმართლეა ის, რაც ონისემ
გამოფხიზლებისას დაინახა, როდესაც მან შეძლო ფხიზლად სჯა და ანგარიში. ეს არის
„შეუწყნარებელი“ სიმართლე, სასტიკი სინამდვილე, მაგრამ ონისესთვის ერთი წუთით ადრე
გაიხსნა მეორე სიმართლეც, მეორე მისთვის კიდევ უფრო ძლიერი და ყოვლისმომცველი
ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება ახალგაზრდული გატაცების, ჭაბუკური თავდავიწყების და,
მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ერთადერთი მოწმე და საბუთი მხოლოდ მისი
საკუთარი ,,გულის ფართხალი“ იყო, ამიერიდან იგი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ონისეს შეგნებაში.

აქედან იწყება ონისეს ხასიათის გაორება და ამასთან ერთად თანდათან ორდება-


თავისებურ „დიალოგურ“ ხასიათს იღებს მოთხრობის კონცეფციაც.
არის ამ მოთხრობაში ისეთი ადგილები, სადაც ავტორის თვალსაზრისი თითქოს
სრულიად სხვა მხრით შემოტრიალდება ჩვენ წინაშე და თავის საწინააღმდეგო ხასიათს
იღებს. ასეთ დროს მოზღვავებულ უბედურებად გვევლინება უკვე არა ონისეს გრძნობა,
არამედ, პირიქით, ყოველივე ის, რაც მას წინ ეღობება. თუ ონისეს გულის ხმას დავუგდებთ

ყურს, აღმოჩნდება, რომ უკანონო, უმართებულო, ბუნების საწინააღმდეგოა არა ის გრძნობა,


რომელმაც მისი სული შეიპყრო, არამედ ადამიანთა მიერ გამოგონილი „წესი, რომელიც ამ
გრძნობის განხორციელებას უშლის ხელს. :

ამ თვალსაზრისით აქტიურ, შეურიგებელ ძალად წარმოგვიდგება უკვე არა გოჩას


სიბრძნე, რომელიც მოთმინებას და თავშეკავებას მოითხოვს, არამედ ონისეს ახალგაზრდა,
ალალი გული, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, „მიიბრძვის ძიძიასაკენ“.

„ხევისბერი გოჩას“ ავტორის დიდი ჰუმანიზმი, მისი გულთამხილაობის სიღრმე იმაში


მჟღავნდება, რომ იგი არ ჩქარობს ფხიზელი მორალისტის როლში ჩადგომას, არ გვთავაზობს
ტენდენციურ, სწორხაზოვან სქემას ცხოვრების დიდი და რთული სიმართლის სანაცვლოდ.
ამის გამო ნაწარმოების კითხვის დროს ჩვენ არ გვტოვებს მისი მძაფრი დილემურობის
განცდა.

და მაინც, მოთხრობის ფინალში, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ირკვევა, იმარჯვებს გოჩა

– გოჩას სიმართლე, მაგრამ რა ფასით?

აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ხევისბერი გოჩას, ფოლკლორულმა უარიანტმა არ იცის


მამისაგან შვილის მოკვლის მოტივი ხალხურ თქმულებაში „კანისეს ჰკლავს არა გოჩა, არამედ
გუგუა.

ყაზბეგის მოთხრობაში შვილის მოკვლის მოტივი აშკარად აქცენტირებულია. ეს


უკანასკნელი განსაკუთრებით ამაღლებს და თავისებური შარავანდედით მოსავს გოჩას სახეს.
სწორედ ეს მოქმედება და არა რაიმე სხვა აქცევს მეს ხევისბერ გოჩად, რადგან ამ აქტით
იხსნება მთლიანად მისი ხასიათი, მაგრამ სწორედ. აქვე ხდება უაღრეს ად ნიშანდობლივი
გარდატეხაც ამ აქტის აღსრულების შემდეგ გოჩა ჰკარგავს მთელ თავის სიდიადეს იგი
შეიშლება, ხდება უმწეო, შესაბრალისი - სრული ანტიპოდი თავისივე ხასიათისა

რითი უნდა აიხსნას ასეთი გარდატეხა გოჩას ხასიათში? ჩვენი ფიქრ, ით ამ კითხვაზე
მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეიძლება ის, რაც გააკეთა გოჩამ, აღემატება ადამიანის ძალას
და ბუნებას. ის მწვერვალი, რომელზედაც მან ფეხის შედგმა გაბედა, ძალზე ციცაბო
აღმოჩნდა უბრალო მოკვდავი ადამიანისათვის, რათა მას თავი შეეკავებინა ამ სიმაღლეზე.

ყაზბეგი აღტაცებულია თავისი გმირით, მისი ხასიათის განსაცვიფრებელი


მთლიანობითა და სიძლიერით, მისი ურყევი რწმენითა და ნებისყოფით, მაგრამ, ამავედროს,
იგი თიტქოს ჩვენთან ერთად შეძრწუნებულია ამ ზეადამიანური ხასითის მოქმედებით.

ჰქონდა თუ არა უფლება გოჩას, რჩეულთა შორის რჩეულს, თავ- ისი. ხალხის
უფლებამოსილ ბელადსა და წინამძღოლს, მაგრაშ მაინც ადამიანს, უბრალო მოკვდავს, ასეთი
სასტიკი მსჯავრი გამოეტანა მეორე ადამიანისათვის. ასე შეუბრალებლად დაესაჯა იგი იმის
გამო, რომ ეს უკანასკნელი დამორჩილდა მასზე ძლიერ გრძნობას? ჰქონდა თუ არა უფლება,
ასე თვითნებურად გადაეწყვიტა მისი ბედი? მოესპო მისი სიცოცხლე, მოესპო მთელი ეს ღრმა
წინააღმდეგობით აღსავსე, მაგრამ მშვენიერი, მომხიბლავი და ამაღელვებელი სამყარო,
რომელიც მას თავისი გულით დაჰქონდა და რომელიც თვით ყაზბეგმა ასეთი დაუფარავი
გატაცებითა და თანაგრძნობით დაგვიხატა.

„ხევისბერი გოჩა“ მთელი სისავსით ასახავს იმ შინაგან წინააღმდეგობას, რომელსაც ყაზბეგი


წააწყდა ამ ეთიკური პრობლემის გადაჭრისას და მაინც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს
ნაწარმოები მთავრდება გოჩას სიმართლის გამარჯვებით, რადგან ხევისბერი გოჩა აქ
წარმოგვიდგება, როგორც ერის „კატეგორიული იმპერატივის“ აღმსრულებელი.
თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ინტერესები, ეროვნული თვითშეგნების სიმტკიცე
აქ იქცევა იმ უმაღლეს იდეად, იმ აქსიომატურ ჭეშმარიტებად, რომელიც ამ ნაწარმოების
კატეგორიულობას განაპირობებს.

„ხევისბერი გოჩა“ უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია ალ. ყაზბეგის რთული,


წინააღმდეგობებით აღბეჭდილი, და სწორედ ამის გამო, ღრმად ტრაგედიული
მსოფლმხედველობის გასაგებად. სხვათა შორის, იგი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ
„ელგუჯასა“ და „მამის მკვლელისაგან“ განსხვავებით, აქ მოქმედება წარმოებს, ყაზბეგის
თვალსაზრისით, იდეალურ, ისტორიულ ფონზე. თუ მთის ციკლის სხვა მოთხრობები
ასახავენ თემის დაშლისა და გადაგვარების ეპოქას, აქ მისი ძლიერების ხანაა ასახული. თემის
ერთიანობა, ჰარმონიულობა, წეს-წყობილების სიწმინდე -ყოველივე ის, რაზედაც ყაზბეგი
თავის სხვა ნაწარმოებებში ოცნებობდა, აქ თავისი იდეალური სახით არის წარმოდგენილი. აქ
თითქოს ყველაფერი მოცემულია იმისათვის,რომ ადამიანთა პირადი ცხოვრებაც
ჰარმონიული და ბედნიერი იყოს.

და, აი, სწორედ ასეთ იდეალურ ფონზე ხდება ეს შემაძრწუნებელი კატასტროფა. ეს


უაღრესად დამახასიათებელია ყაზბეგის მსოფლხედველობისათვის. გოჩას სიტყვები: „კაცი...
ტანჯვისათვის არის გაჩენილი“ ამ შემთხვევაში ატარებს არა ისტორიულ, არამედ
აბსოლუტურ ხასიათს. ეს არის თვით ყაზბეგის შეხედულებაც. ჩვენ აქ არ შევუდგებით იმის
გამოკვლევას, თუ რამდენად მართებული, ან სადავოა ეს კონცეფცია. ბევრად უფრო
მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ სინამდვილეში იგი სრულიად მოკლებულია
პესიმიზმისა და პასიურობის ელემენტს, რადგან ეს არის არა სასოწარკვეთის,
დამორჩილების, არამედ შეურიგებელი ბრძოლის ფილოსოფია.

დიახ, ადამიანი ტანჯვისათვის არის გაჩენილი: სრული, იდეალური ბედნიერება,


აბსოლუტური ჰარმონია შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანისათვის
აუცილებელია. ეს არის თავისუფლება, სამართალი, ადამიანური ღირსება, კეთილშობილება
და სინდისი. და თუ ძველი თემობა შესანიშნავი იყო, ეს არა იმის გამო, რომ იგი
უზრუნველყოფდა ცალკეულ პიროვნებათა ბედნიერების აბსოლუტურ პირობებს, არამედ
იმიტომ, რომ მასში შენარჩუნებული იყო ადამიანურობის ეს მაღალი პრინციპები.

ადამიანს არ შეუძლია იარსებოს, თუ მას წაერთვა ამ უკანასკნელთა აღდგენისა და


აღორძინების იმედი. ადამიანის დანიშნულებაა შეურიგებლად, დაუღალავად,
თავგანწირვით იბრძოლოს მათ აღსადგენად და ა, ეს ბრძოლა, ეს შეურიგებლობა
თავისთავად წარმოადგენს უდიდეს ბედნიერებას, უდიდეს შვებას, ადამიანის სულიერ
მისწრაფებათა გამოვლენის უმაღლეს ფორმას. ამგვარი რწმენა უდევს საფუძვლად ალ.
ყაზბეგის ოპტიმიზმს.

ხევისბერი გოჩას“ იდეურ-მხატვრული სიღრმე, ემოციური ზემოქმედების საოცარი სიმძაფრე,


გაპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, მისი შინაარსის ჭეშმარიტი ეროვნულობით, იმ
მრავალტანჯული, მაგრამ ქედუხრელი ხალხის მსოფლმხედველობით, რომლის
მიზანსწრაფვისა და იდეალების გამოხატულებას წარმოადგენს ყაზბეგის ეს უკვდავი
ნაწარმოები.

გურამ ასათიანი

რატომ მოკლა ხევისბერმა თავისი ვაჟი? იმიტომ, რომ ის სამშობლოს მოღალატეა?


სრულიადაც არა! ღალატი იქაა, სადაც რამ- დენადმე მაინც შეგნებული, წინასწარ
განზრახული მოქმედებაა. რასა- კვირველ, ია, ასეთი რამ გამორიცხულია ონისეს
საქციელში. მას უყვარს თავისი კუთხე, თავისი თემი და ამ მხრივ მასზე წინ არავინაც
არაა. ეს იცის თვითონ ხევისბერმაც და თემმაც. აკი ასე განმარტავს თემი ონი- სეს მარცხს:
„ონისეს ხევი არ გაუყიდნია.. მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტ. აცნია და თავდავიწყებაში
ჩაუგდია. მაგრამ უმკაცრესთა შორის უმკ, აცრესია - გოჩას პასუხი: „მით უფრო მეტი
საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისათვის გამოუვა... ონისე ეხლავე
მკვდა- რია.. მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!“ - ასე ამბობს გოჩა და ბოლოს თვითვე
მოჰყავს სისრულეში თავისი განაჩენი:

     ეგების ასე იმიტომ მოიქცა გოჩა, რომ სამაგალითოდ დაესაჯა ონისე, რათა სხვას აღარ
გაემეორებინა ის, რაც ონისეს დაემართა. მაგრამ ასეთი ახსნა გულუბრყვილობაა: ონისეს
ყველაფერი მისდაუნებლიეთ მოუვიდა.
    ეგების გოჩა იმიტომ მოიქცა ასე, რომ შვილმა მისი რჩევა ვერ განახორციელა? მაგრამ
დარიგების უნებლიე შეუსრულებლობისათვის უახლოვდება შვილის მოკვლას
პატივმოყვარეობის შელახვისათვის. ასეთი ბრალდება შეურაცხოფდა გოჩას პიროვნებას.
მაშ რატომ მოკლა მამამ შვილი. თუ ეს უკანასკნელი მოღალატე არ არის. და ეს იცის
მამამაც და თვშმაც' და ეს ურთულესი კითხვა.. ფარულად მიმდინარე გრძნობათა
ჭიდილის უფაქიზესი ფორმები დაგვიხატა ყაზბეგმა. ურთიერთის საპი- რისპირო
გრძნობები ერთად ცხოვრობენ პიროვნებაში. აი რა გვაჩვენა ყაზბეგშა და ამით ჩასწვდა ის
ადამიანის უღრმეს სულიერ ფენებს.
გრიგოლ კიკნაძე
ხევისბრობა რთული რელიგიურ-სოციალური ინსტიტუტია ხევისბერს არ ირჩევენ, ის
თავად იტვირთავს თემის წინამძღოლობას ხევისბრობამდე ამა თუ იმ კაცს რომელიმე
ხატი, სალოცავი „ამიზეზებს“, აავადებს, ტანჯავს და მანამ არ მოეშვება, ვიდრე
დამიზეზებული თავს არ დაუდებს არ დაემორჩილება იწყება. ხანგრძლივი
მოწმინდარობა და დაბუშობა, რომელიც გახევისბრების შემდეგაც. პერიოდულად
შეორდება დამიზეზებული განიკურნება და ჯვარის მსახური ხდება. ის არის უშუალო
მოციქული ღვთაებასა და ხალხს შორის. მისი პირით ღმერთი ღაღადებს ბუნებრივია, ის,
ვინც ხალხის სულიერ ცხოვრებას განგების ნებით მართავს, ცხოვრების ყოფითი მხარის
წარმმართველიც უნდა იყოს და ამიტომაა, რომ ჩვენი მთის ხევისბერები სამხედრო საქ
მის წინამძღოლებადაც გვევლინებიან. ასეთი სულიერი გზა აქვს გავ ლილი ხევისბერ
გოჩასაც, რომელიც მოთხრობაში პირველი გამოჩენის- თანავე ზებუნებრივის
შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი სახე ხშირად მის- ტიური ხილვების კვალს აღიბეჭდავს
სამების ეკლესიასთან მდგომი ხევისბერი ღვთაებრივი ნათლითაა გაბრწყინებული. მისი
სამოსი უბრალოა და უფლის კვართს მოგვაგონებს, ხოლო სახე „დამყარებული“ აქვს და
„ზრუნვითა და მჭმუნვარებით სავსე“

   გოჩა ზედმიწევნითი სიხუსტით ასრულებს ყველა იმ საკრალურ წესს, რაიც ხევისბერს


მოეთხოვება. სათემო ყრილობის წინ ის „წმინდობს რათა სახალხო წმინდანს“ - დროშის
თავს - ხელი შეახოს და მისგან მართალი შთაგონება მიიღოს. „იმათ სათემო საბჭოში
მოელოდათ ორის კვირით „საწმენდად გასული“ ხევისბერი გოჩა და მისი თანაშემწენი,
რომელნიც ორი კვირის მარხულობაში და ლოცვაში იყვნენ როშ სა- თემო „დროშის თავის
შეხების ღირსნი გამხდარიყვნენ. ეს ის დროშაა, რომელსაც ალექსანდრე ყახბეგი „სახალხო
წმინდანს უწოდებს და რომელშიაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით,
მოიაზრება უფლის ძალა, უფლის თვალი. „დროშის თავი მათთვის სახუმარო არ იყო: მის
წინაშე ნათქვამი სიტყვა ვეღარ გადაბრუნდებოდი. ეს საუფლო დროშა უჭირავს გოჩას იმ
ჟამს, როცა ხევის. მოღალატეებს ასამართლებს

     ამ დროს გოჩა თავის თავს არ ეკუთვნის - ხევისბერია, რომელ- სას „ხევის სიწმინდე,
დროშის თავი, ხელში უჭირავს“. მასზე ღვთის სიტყვაა გადმოსული და ხევისბერიც
მხოლოდ უფალს ესაუბრება - „ღმერთო მოგვიტევე თუ ვცდებიო რაშიმე! რაც შენ გვაგონე,
იმას წარმოვსთქვ ამო“ ამ დროს ხევისბერი ისე წმინდაა, როგორც დროშის ყოველი
ნაწილი. მასთან მიახლოება, ოდნავი შეხებაც კი მოკვდავთაგან არვის ძალუძს და თუ
ვინმე ხელყოფს ამ წესს, ღვთაების რისხვას ჯერ გადურჩება. სწორედ ამ დროს ვიღაცამ
ხელი გაავლო გოჩას და სიტყვა გააწყვეტინა. ხალხმა გაკვირვებით შეხედა ხევისბერის
ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას ხევის სიწმინდე, დროშის თავი ხელში
ეჭირა. მათ თვალწინ ონისე იდგა“ ონისე აღსარებას ამბობს და ხევისბერიც არ
დააყოვნებს: „მოძმეთა სისხლი ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს“ - ამ
თავხარდამცემი ხილვის ნათელში ინთქმება პირადული და ხევისბერი უფლის ნების
აღმსრულებელი ხდება. მაგრამ ეს არის ელვისებური ხილვა, რომლის შემდეგაც
ღვთაებრივი ტოვებს ხევისბერს და გოჩაც ჩვეულებრივ მოკვდავად იქცევა, ადამიანურს
კი აღემატება უფლისეული მსჯავრი

    ასეთია „ხევისბერი გოჩას“ ფინალის რელიგიური სარჩული, რომე- ლიც, რა თქმა უნდა,
რეალურ პლანშიც სულის შემძვრელ ტრაგედიად ცნაურდება.

გიორგი ჯაფარიძე
„ხევისბერი გოჩაში“ ასახულია ხალხის ბრძოლა თავისუფლები ასათვის ნაწარმოებში
ხშირად გვხვდება ამ ბრძოლით განპირობებული დიდი ზემოქმედებითი ძალის მქონე
მძაფრი გამოთქმები, მაგალითად, იმ რიგისა. როგორიცაა: „გახსოვდეს იმ მიწას
გედავებიან, რომელშიც შენი მაძა-პაპის ძვლებია დამარხული, არ დაანებო, მათაც ცოტა
ჭირი არ უნახავო მისი დაცვისათვის“ ან სამსჯავროს სცენის დროს ხევისბერი გინას,
შიმართვა შვილისადმი: „მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს
ითხოვს. მოძმეთა მოღალატე სიცოცხლის დირსი არ არის. ამგვარი აშკარა მითითებები
მკითხველს პატრიოტულად შომართავდა და საზოგადოდ პატრიოტული
სულისკვეთებით მსჭვალ, ავდა თხხულებას. ასევე აღიქვა ნაწარმოები ქართულმა
სალიტერატუ რო კრიტიკამაც და ამ მხრივ სრული ერთსულოვნება შეიმჩნევა. აქედა ან
გამომდინარე, ტრადიციული ახრის მიხედვით, მოთხრობის იდეური დედააზრიც
არსებითად პატრიოტულ გრძნობას დაუქვემდებარდა. მოთხრობის კულმინაციური
ადგილი - სამს- ჯავროს სცვნა, მამის მიერ შვილის მოკვლის ფაქტი, რომელშიაც
მართებულად ნაწარმოების იდეური გასაღებიც დაინახეს, ძირითადად ამ სიბრტყეზე -
პატრიოტულ სიბრტყეზე განიმარტა სხვადასხვა ფორ- მით და სხვადასხვა სიტყვიერი
სამოსით ფაქტიურად ის აღინიშნა, რომ მამის მოქმედებას პატრიოტული გრძნობა
განაგებს, რომ მამამ შვილის სიყვარულზე მაღლა დააყენა სამშობლოს სიყვარული და
ქვეყნის და ხალხის ღალატი შვილსაც არ აპატია, სიკვლილით დასაჯა იგი

სრულიად. ბუნებრივია, რომ „ხევისბერმა გოჩამ“ პატრიოტული თვალსაზრისითაც დიდი


როლი შეასრულა. ეროვნულ- განმათავისუ- ფლებელი ბრძოლის საქმეში, რომ ამ
თვალსაზრისით განუზომელია მისი ისტორიული მნიშვნელობა

მაგრამ, ეს მაინც ასე ვთქვათ, მისი ისტორიული ფუნქცია იყო, გა რკვეული, ისტორიული
ვითარებით შეპირობებული და არა მაინცდა- მაინც ნაწარმოების შინაგანი მხატვრული
სტრუქტურიდან გამომდინა- რე „ხევისბერ გოჩას“, როგორც ჭეშმარიტად დიდებულ
მხატვრულ ქმნილებას, თავისი გამძლე შინაარსიც აქვს, რაც მას ყველა დროის
თვალსაზრისით აქტუალურ თხზულებად აქცევს, ეი. მის უკვდავებას აპირობებს

ალ. ყაზბეგმა „ხევისბერ გოჩაში“ კიდევ უფრო მძლავრად, აქამ - დის ჩვენი
ლიტერატურისათვის სრულიად უჩვეულო მხატვრული ძალით გვიჩვენა ცოცხალი
გრძნობების სირთულე, წინააღმდეგობრივი ბუნება: მწერალი არ ამარტივებს ცხოვრების
სირთულეს, ცოცხალი გრძნობები გრძნობათა სქემებზე არ დაჰყავს, ალ. ყაზბეგმა
თვალნათლივ დაგვანახა, თუ რა მძიმე ტვირთია, იყო ადამიანი, ატარო ადამიანური
ტკივილები, ებრძოლო შენსავე გრძნობებს, მოერიო, დასძლიო შენსავე გულში
ამოვარდნილი ქარიშხალი.

სამსჯავროს ეპიზოდი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ალ ყაზბეგის სახით ჩვენს


წინაშე დიდი ხელოვანი დგას, რომელსაც აქვს ტალანტი იმისა, რომ ცოცხალი.
სინამდვილე დახატოს. ყოველგვარი დაყვანისა და გამარტივების გარეშე, ისევე რთულად,
როგორც სახო- გადოდ ცხოვრება არის.
უაღრესად ადამიანური და გასაგები რამ დაემართა ხევისბერ გოჩას. საკითხავია, ვინმე
სხვა რომ მდგარიყო ონისეს ადგილას და არა საკუთ, არი შვილი, იქნებოდა თუ არა
ხევისბერის განაჩენი ასეთივე მკაც- რი? სრულიად დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა,
რომ არა, არ იქნებოდა. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ გუგუას, რომელსაც ნამდვილად ედებოდა
ბრალი ხევის ღალატში, რომელმაც თავი ვერაფრით ვერ იმართლა, ხევისბერმა სასჯელად
მხოლოდ და მხოლოდ მოკვეთა გამოუტანა და არა სიკვდ, ილი. თანაც ამ განაჩენის
გამოტანისას ხევისბერი არ იყო მშვიდი, ერ, თგვარ სინანულს გრძნობდა.

მწერალმა გვაგრძნობინა, რომ ადამიანი მახლობლის საქციელს, მის დანაშაულს უფრო


მწვავედ განიცდის, აქ ერთად არის მოცემული დიდი სიყვარულიც და დიდი
აღშფოთებაც, რამეთუ შეილახა წმინდათა წმინდა, ღირსება გვარისა, სახელისა -

ალ. ყაზბეგმა „ხევისბერ გოჩაში“ ისიც გვიჩვენა, რომ ძალზე მძიმე ტვირთია მსაჯულის
ტვირთი. თუ ყოველთვის შეუძლებელი არა, ერთობ ძნელი კი არის ობიექტურად
განსაჯო ადამიანის საქციელი, ყველასათ- ვის ძნელია იგი და ძნელი აღმოჩნდა ისეთი
დიდი მსაჯულისათვისაც, როგორიც ხევისბერი გაჩა იყო. ადამიანის საქციელი რომ
სათანადოდ შეფასდეს და მსჯავრი დაედოს, ამისათვის საჭირო ყოფილა ბრალმდებელმა
სუბიექტური მომენტები გამორთოს, აღდგეს დანაშაულის სიტუაცია და განსასჯელის
თვალით იქნეს დანახული მოვლენები, აშგ- გარი რამ კი ერთობ ძნელია და ზოგჯერ
შეუძლებელიც,

მწერალმა დაგვანახა, რომ თვითონ ადამიანის გულია სხვადასხვა, ერთმანეთის


საწინააღმდეგო გრძნობათა საუფლო, სხვადასხვა გრძნობას შორის ჭიდილია ადამიანის
სულიერი დრამის შინაარსი. ყაზბეგის დიდმა ტალანტმა თვალნათლივ გვაგრძნობინა,
რომ დანაშაული ჯერ კიდევ არ ნიშნავს ზნეობრივად დაშვებულ ადამიანთან გვქონდეს
საქმე. მი რალი გრძნობათა ნამდვილ ლოგიკას წვდა, რაც გონების ლოგიკის

ენაზე არ ითარგმნება, ალოგიკურია ხევისბერი გოჩა ნამდვილი ბელადია თავისი


ხალხისა. იგი მნახველზე
უკვე თავისი გარეგნობით ახდენს დიდ ზემოქმედებას. მისი გარეგნობ, იმთავითვე
მაუწყებელია მისი უჩვეულო სულიერი ძალისა კეთილი გული აქვს, მაგრამ რბილი არაა
მასში ერთადაა შეერთებული გულკეთილობა და მბრძანებლობა. მისი სიტყვა
გადაუბრუნებლად უნდა შესრულდეს და სრულდება კიდეც. თავის მოვალეობას თავისი
კუთხისა და ხალხის წინაშე უყურებს, როგორც საღვთო საქმეს და სწამს, როგ ხალხის
არჩეული ღვთის რჩეულიცაა დაჯილდოვებულია დიდი დაკვირვებისა და მიხვედრის
უნარით. დაფიქრებულია, მძლავრი ჭკუის პატრონი. შეუძლია ყველა დეტალი
გაითვალისწინოს, შექმნილ სია ტუაციაში მალედვე გაერკვეს. მტკიცეა და შეუვალი.
მისთვის პირადი აღარ არსებობს, ცხოვრობს საერთო, საქვეყნო ინტერესებით; ამ მხრივ
იგი მთლიანი პიროვნებაა, გაუბზარავი. მოვალეობის გრძნობა თავისი ხალხის წინაშე
ყველაფერზე ბატონობს მასში თვითონ პირდაპირი სხვათაგანაც პირდაპირობას
მოითხოვს. ამაყია, დარწმუნებული საკუ- თარ ძალებში დიდად აქვს გამახვილებული
პიროვნული ღირსების გრძნობა, რაც გაიგივებული აქვს თავისი წინაპრების გვარის
ღირსებასთან.

ხანდაზმულია, მაგრამ არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ენერგიითაც აღსავსე.


უსაზღვროდ უყვარს. ერთადერთი ვაჟი ონისე, რომელიც მოხუცის სიამაყეცაა. ონისე
ხევისბერის სიცოცხლეა, მაგრამ იგი ამას არ გამოხატავს. ვინმეს დასანახად, თვით
შვილსაც არ აგრძნობინებს ამას. შვილის სიყვარული არ ნიშნავს, რომ მამამ მას რაიმე
შეღავათი მისცეს. შვილით სიამაყეს იმით გამოხატავს, რომ მას ყველახე სახიფათო და
საპასუხისმგებლო საქმეს ანდობს.

ხევისბერი გოჩა დიდი გრძნობების მატარებელია, მაგრამ ეს გრძნობები უფრო მძლავრ


გონებას ექვემდებარებიან. გოჩა დიდი მოძღვარია. სხვის მაგივრად არაფერს არ გააკეთებს
მიაჩნია, რომ თვი- თონ ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ზნეობრივი ძალები,
ადამიანი თვითონ უნდა ფლობდეს საკუთარ თავს.

გოჩას დიდი მხედართმთავრული ნიჭიც აქვს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც


ინარჩუნებს სიმშვიდეს და ფხიზელი ანალიზის უნარს. გოჩა შესანიშნავად გრძნობს
ბრძოლის ველს. იცის, როდის რა მოთ- მოქმედოს გოჩამ იცის, როგორია მისი
ავტორიტეტის ძალა და სწორედ მაშინ გამოჩნდება ბრძოლის ველზე თავისი ხალხის
გვერდით, როცა ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

გოჩა თავისი ხალხის წინამძღოლიცაა და მსჯავრმდებელიც. იგი არაა ცივი განმსჯელი


თითოეულის ბედითაა შეწუხებული და ადვილად ადამიანს ვერ წირავს, მაგრამ თუ
დარწმუნდა დანაშაულში, მაშინ გი დაუნდობელია, ამაყი და მტკიცე. ისეთი მთლიანი,
გაუბზარავი პიროვნება, როგორიც ხევისბერია,

არ შეიძლებოდა გათელილიყო... და იგი კლდესავით დაირღვა... ბუნების სურათებს


„ხევისბერ გოჩაში“, გარდა „ელგუჯას“ განხილვისას მითითებული კომპოზიციური
თავისებურებებისა, ის ფუნქ- ციაც ეკისრებათ, რომ ისინი წარმოადგენენ ერთგვარ
შეყენებას, სულის მოთქმას ერთი დაძაბული ამბიდან მეორე ამბავზე გადასასვლელად.
ლადო მინაშვილი

ის, რაც ეპატიება სხვის შვილს, არ ეპატიება მის შვილს, - ასე- თია გოჩას მრწამსი. ამას
ჰქვია დიდი კაცი დიდი კაცი ერს უფრო არწმუნებს, ვიდრე უმტკიცებს. დარწმუნების
ერთადერთი, შეუვალი არგუმენტია პირადული მსხვერპლი. ამიტომაც სხვადასხვაგვარი
აღმოჩნდება სასჯ ელი ერთი და იმავე დანაშაულისა: გუგუა ფიჩიტაურს - თემიდან
გაძევება; ონისეს - მამისაგან მახვილი მკერდში; ასეთია თემის თავკაცის განაჩენი.

ხევისბერი მთის კაცია, რომელსაც მამობრივი სითბო ერთადერთი ძისადმი ძალიან


ღრმად აქვს გულში შენახული იგი კლდის ხასიათია. გოჩა ვულკანურად შეიძლება
მხოლოდ დაინგრეს მის ყოველ გამოჩე- ნას თითქოს კავკასიონის ფონზე, ზეციური
ღრუბლების თანხლებით ვხედავთ, ვხედავთ, როგორ დააბიჯებს მთას ზეცის კაცი.
. ვახტანგ გოგუაძე

შვილის მკვლელობა ყველა დროისა და საზოგადოებისათვის პა- თოლოგიური აქტია.


ხევისბერი გოჩა, როგორც ამ აქტის აღმსრულებელი, ერთდროულად რამდენიმე კანონის
დამრღვევად გვევლინება, უპირვე- ლეს ყოვლისა - ბუნების კანონისა; - მოკლა შვილი,
რომლის სიცოცხლის დაცვა ევალებოდა, მეორე - წინ აღუდგა თემს, რომლის ხევისბერიც
იყო:,,თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას და წყნარად წარმოსთქვეს: - გოჩავ! შენს შვილს
ხევი არ გაუყიდნია... მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია
“, მაგრამ თავის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად არ ისმინა „ხმა ღვთისა - ხმა
ერისა“ ხევისბერმა, რომელიც „ხალხისგან იყო არჩეული და არც ერთხელ თავის
ამრჩევთაგან საყვედური არ მიეღო". მესამე - მართლმსაჯულების დამცველმა.
მართლმსაჯულება დაარღვია, ბრალდებულს ჩადენილი დანაშაულისათვის
შეუფერებელი სასჯელი მიუზღო: ა) ონისეს რომ ხევი არ გაუყიდია, ეს სახალხო
ყრილობაზე დადასტურდა. თემი კი სიკვდილიო მხოლოდ მოღალატეს სჯის. იმავე
კრებაზე ასე ჩააქვავეს ის ორი ოსი, რომელთაც ასეთი ბრალდება წაუყენეს: ჩვენს მტერს
უჩვენეს მოსავლელი ბილიკები, ჩვენს ჯარს მოულოდნელად თავს წამოაყენეს. და ვინც
ამათ ლუკმა მიაწოდა, საკიდელი ჩამოაკიდებინა, ისინი ღალატით გააწყვეტინეს; ბ) თუ
ონისეს ხევი არ გაუყიდია, მაშინ მის დანაშაულს ისეთივე კვალიფიკაცია უნდა მიეცეს,
როგორიც გუგუ- ასას. კერძოდ, იგი უნდა შეფასდეს როგორც გაუფრთხილებლობა (დღე-
ვანდელი ტერმინოლოგიით - გულგრილობა), რაც სასჯელის უმაღლეს ზომას არც იმ
დროში ითვალისწინებდა, რაკი გუგუა ამისათვის მხოლოდ მოიკვეთეს; გ) დარღვეულია
მართლმსაჯულების ეთიკური პრინციპები: კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
საზოგადო საქმისადმი დაუდევრობის გამოჩენა გახდა ონისესა და გუგუას დანაშაულთა
მიზეზი. ონისეს მტერი გამოეპარა პირადულის გამო - ძიძიასთან სიახლოვის სურვილმა
წასძლია; ასევე გუგუამაც პირადულის გამო შეიცვალა. გეზი, ნაცვლად იმისა, რომ
მოძმეთათვის ყველიც ჩაეტანა, ონისეს მოსაკლავად გაეშურა და უნებურად მტრის გზის
გამკვლევი გახდა. ორივე დანაშაული ერთი ხარისხისაა, ორივესთვის ერთნაირია
დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი, მაგრამ ხევისბერი განსხვავებულად
წარმართავს გამოძიებისა და გასამართლების პროცედურას. შემწყნარებლობას იჩენს
გუგუასადმი და განაჩენის გამოტანის წინ მსაჯულებთან თათბირობს. ონისეს ღალატის
სამხილებელი რეალურად არ არსებობს, იგი არავის უნახავს მტრის წინ მომავალი და
განაჩენიც, რომელიც გოჩას გამოაქვს, მსაჯულთაგან სანქციადაუდებელია. თუ ხევისბერი
გუგუასთვის „მარ- თალი სამართალს“ ამყარებს, შვილს იგი უსამართლოდ ასამართლებს
ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირველს თემიდან მოკვეთას უსჯის, მეორეს კი -
სიკვდილს

ამგვარად, ხევისბერი გოჩა პირადული მოტივით ხელმძღვანელობს, როდესაც


მართლმსაჯულებას არღვევს. რა შინაარსის ჩადება შეიძლება ამ პირადულში?
1. ხევისბერი მოქმედებს მიუკერძოებლის პრესტიჟის შესანა- არჩუნებლად; 2.
გულგოროზობა და წრეგადასული პატივმოყვარეობა აფექტის მომენტში ჩაადენინებს
შვილის მკვლელობას; 3. ხევისბერი თემის ზნეობის უშეღავათო დამცველია, მას ეშინია,
ონი- სეს მაგალი თმა ცუდი გავლენა არ იქონიოს 4. შვილის ნაძრახი საქ- ციელი
მამისთვის, როგორც მშობლისა და აღმზრდელისთვის, სამარცხვინო ლაქაა, რომლ - ის
ჩამორეცხვა მხოლოდ ასეთი სისასტიკით შეიძლება. შვილს სიკვდილით გამოასყიდვინა
(და თვითონაც გამოისყიდა) დანაშაული.

მიუკერძოებლის პრესტიჟის დამკვიდრებას არაჩვეულებრივი საქ ციელით,


ჩვეულებრივ, ის ცდილობს, ვისაც შინაგანად ბზარი შეჰპარვია თავისი ობიექტურობის
რწმენაში. გოჩასთან ეს გამორიცხულია, ამი- ტომ პირველი მოტივი უკუსაგდებია. ასევე
უგულებელსაყოფია მეორე მოტივიც; გულგოროზობა და წრეგადასული
პატივმოყვარეობა ხელოვნუ- რად დააკნინებდა, დაამცირობდა გოჩას პიროვნებას.
მართალია, იგი თემში რჩეულთა შორის ურჩეულესია და საკუთარი ღირსების მაღალი
შეგნებაც აქვს ( გათეთრებული, ლაზათიანის შეხედულებით, მბრძანებლის მიხვრა-
მოხვრით და მედიდურის, მტკიცე სახის გამოშე- ტყველებით, რომლის წინაშეც მთელი
ხეობა თავს იხრიდა და რომლის სიტყვაც გადაუბრუნებლად სრულდებოდა.“; „იცი, ვისი
გორ, ისა ხარ?“), მაგრამ სწორედ ეს გარემოება ვერ იგუებს ცოტა კა- ცისთ, ვის
დამახასიათებელ ავადმყოფურ პატივმოყვარეობას. ხევისბერი მართ, ლა იმისთვის რომ
კლავდეს შვილს, რასაც ყვედრებით ეუბნება: „მაშ, ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება“ მაშინ
ძალზე მარტივ ხასიათთან გვექნებოდა საქმე და არა ისეთ ღრმა პიროვნებასთან, როგორაც
ხევისბერია

გოჩა რომ თემის ზნეობის უშეღავათო დამცველია, ეს ეჭვს არ იწვევს. მას ეშინია ცუდი
მაგალითისა. „მეტისმეტად ძნელი გასაგონი იყო გოჩასთვის თავის მეზობლის
დასახელება, იმ მეზობლისა, რომელიც იმის სამწყსოს ეკუთვნოდა და, მაშასადამე,
გუგუას ზნეობრივს მიმა- რთულებაში მასაც წილი უნდა ხდებოდა. მის გულს მწარედ
სდაგავდა ამგვარი შეურაცხყოფა მთელის ერობისა და კარგად ესმოდა, რომ შესაძლებელი
იყო ამ მაგალითს ხალხზედ მეტად ცუდი გავლენა. ჰქონოდა, მაგრამ უსამართლო
განაჩენი, გაუმართლებელი სისასტიკე უფრო მეტადაა ცუდი მაგალითის მიმცემი, ვიდრე
დამნაშავის შეწყალება: ზნეობის აღზრდა და დაცვა მხოლოდ სამართლიანობისა და
ჰუმანიზმის მაღალი კვარცხლბეკიდან შეიძლება უსამართლობა უსამართლობის
მშობელია, ხევისბერი მას მეგზურად არ გაიხდიდა თემის ზნეობის გზა- ზე დასასრულ,
მეოთხე მოტივი - გოჩამ ონისეს სიკვდილით გამოასყიდვინა დანაშაული. მაგრამ
საკითხავია, შეიძლება კი საერთოდ დანაშაულის დანაშაულითვე გამოსყიდვა?

ანაზღაურება მხოლოდ მატერიალური ზარალისა შეიძლება, მაგ- რამ როგორი


უმნიშვნელოც უნდა იყოს იგი, მისი თანმხლები მორალუ რი ზარალი მაინც
აუნაზღაურებელი რჩება. ასე რომ, დანაშაულის მხოლოდ ნაცვალგებაზე თუ შეიძლება
ლაპარაკი და არა მის გამოსყიდვაზე. სასჯელს კი დიდაქტიკური მნიშვნელობაც აქვს
როგორც დამნაშავისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. ამგვარად, ეს მოტივი მესამე
მოტივზე დაიყვანება და მასაც. უგულებელვყოფთ, როგორც ფსევდომოტივს.

გოჩას, როგორც მამას, შვილის ონისეს - სიცოცხლის დაცვა ევალებოდა მაგრამ სიცოცხლე
ორია: ფიზიკური და სოციალური სიცოცხლის ფუნქციაა სიკვდილი და ისიც ორია:
ფიზიკურ სიკვდილს ჩვენ ვერ განვიცდით, ის ჩვენთვის ნეგატიურია, მას განიცდის სხვა
სოციალური სიკვდილი კი პოზიტიური ძალაა და იმ გარემოში, სადაც „ხევისბერი გოჩას“
გმირები ცხოვრობენ, მძაფრად აღიქმება

გაწბილებულ, ნაძრას სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია - ასეთია ალ ყაზბეგის გმირების


ეთიკური დევიზი. ბიწაძრახი სიცოცხლე მხოლოდ ფიზიკური. სიცოცხლეა. მისი
სოციალური რეალობა სიკვ- დილია. ხოლო სოციალური სიკვდილი ფიზიკური
სიკვდილის ტოლფა, სი კი არ არის, არამედ მეტი, უარესია. ამიტომ სწორედ სოციალური
სიკვდილისა ეშინიათ ალ. ყაზბეგის გმირებს, ფიზიკურ სიკვდილს კი ადვილად იღებენ

ფიზიკური სიცოცხლე უფრო ადვილად შესალევია, ვიდრე სოციალუ, რა.

ხევისბერი გოჩა, როგორც მამა, შვილის ორივე სიცოცხლის სადა- რაჯოზე დგას, მაგრამ
უფრო მეტად დაჰკანკალებს მის სწორედ სოციალურ სიცოცხლეს სია ვინძლო ქვეყანა არ
გააცინო“, „თუ სიკვ- დილი შეგემთხვევა, ისიც უფლის ნებაა... ერთხელ ნაშობი ერთხელ
მოკვდების! მაგრამ ვაჟკაცურად კი მოკვდი.. ისე მოკვდი, რომ ხევს შენი დამარხვა არ
ეთაკილებოდეს“, „ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე ადრევე მოუსპე სიცოცხლე,
სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს“).

- ონისე ეხლავე მკვდარია! - ამბობს ზარდაცემული ხევისბერი როცა ონისეს მარცხს


შეიტყობს. მან, როგორც მსაჯულმა, იცის, რომ ონისე მოღალატე არ არის, მაგრამ როგორც
მამა, გრძნობს უსაშინლეს სიმართლეს - ონისე უნდა მოკვდეს ეს ერთადერთი
გამოსავალია უბედური შვილისათვის, უნდა მოკვდეს ახლავე და უნდა მოკვდეს მამის
ხელით, სხვა ამ ცოდვას ვერ დაიდებს და სხვისი გაჩენილის მიმართ ვერც იმ
ჯოჯოხეთურ სიბრალულს იგრძნობს, რომლის გამო ხევისბერი ვერ იმეტებს ონისეს
უღირსი არსებობისთვის, გაუნელებელი სატანჯ- ველისთვის.

ამგვარად, თუ ხევისბერ გოჩას, როგორც მსაჯულს, ონისეს მოკვ- ლის უფლება არ ჰქონდა,
მას, როგორც მამას, რომელიც ვერაფრით ააცდენდა შვილს სოციალურ სიკვდილს, ისღა
დარჩენოდა, შეეწყვიტა მისი ნაძრახი სიცოცხლე, რომელიც ფიზიკურ სიკვდილზე უფრო
მტან- ჯველია, რადგან საკუთარ ფიზიკურ სიკვდილს ონისე უკვე ვეღარ განიცდიდა. მას
განიცდიდა სხვა - მის სოციალურ ატომში ყველაზე ახლო მდგომი - მამა. ამ განცდის
შედეგიც - გოჩას ჭკუაზე შეშლა - ლოგიკური და ბუნებრივია.
. გუჩა კვარაცხელია

You might also like