You are on page 1of 4

,,ხმა ღვთისა, ხმა ერისა“- ხევისბერი გოჩა

ნამდვილად გამორჩეული პერსონაჟია. ის ორ


უდიდეს პასუხისმგებლობას ატარებს მხრებით,
ხევისბერობასა და მამობას. ალბათ ყველა
დამეთანხმება, რომ ორივე შემთხვევაში გოჩა
ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას.
მოცემული ეპიზოდის მიხედვით, გოჩას განხილვა
შესაძლებელია სწორედ, ზემოთ ხსენებულ ორ
კონტექსტში. როგორც ხალხის წინამძღოლს,
ხევისბერს მიაჩნდა ხალხის რჩეული , უფლის
რჩეულია და ის თითქოსდა ერთგვარი ხიდია
უფალსა და ხალხს შორის:,,მოხუცი ქუდმოხდილი
და დაჩოქილი პატარა ჯვარცმის წინ იდგა და
მხურვალედ ლოცულობდა“. იგი თავისი ხალხის
გვერდით იყო ჭირისა თუ ლხინიში და ამ მძიმე
დროში ხევისმერი ღმერთს შესთხოვდა თავისი
სულიერი და ხორციელი შვილების
მფარველობას.
განვიხილოთ ხევისბერი გოჩა როგორც მამა,
რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილი. მამა
საკმაოდ კარგად იცნობდა შვილის
ფსიქოლოგიას და თვალებში ერთი ჩახედვაც კი
საკმარისი იყო ყველაფრის გასარკვევად. ონისეს
ომში წასვლამდე , გოჩა ლოცვაში თავის შვილს
იხსენიებს, ღმერთს ევედრება რომ ღირსეულად
მოკვდეს და ხევს მისი დაკრძალვის არ შერცხვეს:
,,ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე!..
ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ
გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს!..“
ხევისბერი გოჩა უსაზღვრო სიამაყითა და
სიყვარულითაა სავსე შვილის მიმართ, მაგრამ
ამ ყველაფერთან ერთად აანალიზებს იმ
მოვალეობებს რომელიც ონისესა და თემის
წევრებს აკისრიათ მამულის წინაშე. ხევისბერს
ურჩევნია შვილი გირსეულად დაეცეს ბრძოლის
ველზე ვიდრე შინ დაბრუნდეს შერცხვენილი.
,,გადმოედინა მდუღარე ცრემლები , რომელნიც
საჩქაროდ მოიწმინდა და გაფრთხილებით
აქეთ-იქით მიიხედა“. გოჩა ხევის სულიერი მამა,
რომელიც სამართლიანობით გამოირჩევა, არ
აძლევს საკუთარ თავს წმინდა ადამიანური და
მამობრივი გრძნობების გამოხატვის უფლებას.
ხევისბერი პირველ რიგში აყენებს საკუთარ
მოვალეობას თემის, წინა და მომავალი
თაობების წინაშე და მხოლოდ მერე საკუთარ
სურვილებსა და ემოციებს. სწორედ, ამასვე
მოითხოვს ონისესგან.
ეს მონაკვეთი ეხება მამა-შვილის ურთიერთობას,
ხევისბერის მოვალეობებს, თუმცა მთავარი
სათქმელი ერთია, რომ ყოველივე ჩვენგანს აქვს
მოვალეობა წინაპრებისა და მომავალი
თაობების წინაშე და მშობლებმა ყველაზე
ღირებული, შვილებიც კი უნდა დათმონ
სამშობლოს კეთილდღეობისთვის. სწორედ ამ
პასუხისმგებლობაზე მიგვითითებს ალექსანდრე
ყაზბეგი: ,, არ დაივიწყო , რომ სადაც შენი მამა-
პაპა გაჩენილა და დამარხულა,სადაც მათი
ძვლებია ჩაფლული, იმას გედავებიან და არ
დაანებო...“
ჩვენ შეგვიძლია პრალელი გავავლოთ ამ
მონაკვეთსა და ვაჟა-ფშაველას პოემა
,,ბახტრიონის“ ბოლო ეპიზოდს შორის, სადაც
წიწოლას დედა დაიტირებს შერცხვენილ ვაჟს და
მიმართავს მას:
,,რად არ იქ მაჰკვდი, ბეჩაბო,
რად ხარ ყელსაბელიანი,
რად არ მამიხვედ, წიწოლავ,
პირნათლი, სახელიანი?“
ადამიანისთვის უმთავრესია სამშობლო და
ღირსება, რის გამოც ყოველივე ჩვენგანი მზად
უნდა ვიყოთ დავთმოთ ყველაზე ძვირფასი და ეს
მსხვერპლი ღირსეულად გავიღოთ, როგორც
ამას შვება ,,ბახტრიონის“ ერთ-ერთი პერსონაჟი
სათანა , რომელიც უარს ამბობს მეუღლისა და
შვილების დატირებაზე, რადგან მათ
თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია.

You might also like