You are on page 1of 2

მამულიშვილი ბედნიერი ვერ იქნება, თუ მისი სამშობლო დამონებულია

ისტორიას რომ გადავხედოთ,საქართველო ბოლო საუკუნეებში


რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და ამ ქვეყანაზე იყო
დამოკიდებული.ამ დროს ქართველი პოლიტიკოსები წერდნენ
ლექსებს და მოთხრობებს,რომ ხალხისთვის გაეცნოთ სიმართლე და
მათი წუხილი სამშობლოს მიმართ.ისინი იბრძოდნენ იმისათვის,რომ
საქართველო რუსეთის „ტყვეობიდან“ დაეხსნათ.ერთ-ერთი პოეტი და
საზოგადო მოღვაწე იყო აკაკი წერეთელი,რომელმაც დაწერა ლექსი
აღმართ-აღმართ და ამით გადმოსცა მისი ტკივილი.

ლექსი ,,აღმართ-აღმართ" აკაკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული


ლექსია ფორმით, სტილით თუ შინაარსით.დაწერილია მაჯამით ანუ
ომონიმური რითმის სახით, მაგრამ იკვეთება, როგორც ჩვეულებრივ
არა ოთხი არამედ ორი სტრიქონი. მთელი ლექსი კი ალეგორიულადაა
გადმოცემული. სატრფოს სხვის მკლავებში ხილვის დარდი,
სინამდვილეში ავტორის სამშობლოს(სატრფოს) გარუსებით
გამოწვეული გულისტკივილია.

„გავიხედე,ვნახე რომ სხვას ჰმონებდა!

გამიკვირდა! ვსთქვი“მტერს როგორ მონებდა?“

ამ მონაკვეთში კარგად იკვეთება საქართველოს იმდროინდელი


პოლიტიკური ვითარება. თავისუფლების და სიმშვიდის დაპირებას
ამოფარებული რუსეთი რეალურად ორივეს გვართმევდა.
სამწუხაროდ, პოეტის გაფრთხილება ამაო აღმოჩნდა.

,,მივაძახე: ,,ჭინჭარში ნუ ვარდები!..


ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე"."
ეიფორიაში მყოფ ავტორს სიმართლის შეუპოვარი ხმა ესმის. ეს
აფხიზლებს და ცის მახლობლადაც კი ფეხქვეშ მიწას აგრძნობინებს.
უკვე ,,კაცად ყოფნის" ამბიციებიც უჩნდება და სურს იხილოს ის ვის
გამოც ცოცხლობს-სატრფო, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ის სხვის
კალთას მოჰფარებია, ლირიკული გმირი კი დავიწყებია. აკაკიმ თავისი
სათქმელი გასაგებად, მაგრამ შეფარვით გადმოგვცა.

სამწუხაროდ პოეტი ვერ ახერხებდა ბოლომდე ეთქვა თავის


სათქმელი რუსული იმპერიის მიმართ,რის გამოც იგი არ იყო
ბედნიერი,უიმედოდ იყო და ვერ ჰხედავდა გამოსავალს.ბოლოში კი
აკაკი ნებდება წუთისოფელს და სამარეში განისვენებს.

You might also like