You are on page 1of 3

წყალი

წყალი (წყალბადის ოქსიდი) — ბინარული არაორგანული შენაერთი ქიმიური

ფორმულით  წყლის მოლეკულა შედგება


წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისაგან, რომლებიც ერთიანდებიან
კოვალენტური კავშირით. ჩვეულებრივ პირობებში
წარმოადგენს უსუნო, უგემო და უფერული სითხეს (სქელ ფენებში ან აპარატურით
დაკვირვებისას ცისფერია). მყარ მდგომარეობაში იგი წარმოგვიდგება ყინულის სახით,
ხოლო აიროვან მდგომარეობაში, როგორც — წყლის ორთქლი.
წყალი ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთია და იგი აუცილებელია
ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.

მისი პოლარობისა და წყალბადური ბების წარმოქმნის უნარის გამო, წყალი


არაჩვეულებრივი გამხსნელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია მრავალი სხვადასხვა
სახის მოლეკულის გახსნა. სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ქიმიური რეაქციების
უმეტესობა მიმდინარეობს უჯრედების შიგნით და წყლის უნარიანობა, გახსნას მრავალი
ნაირსახეობის მოლეკულა, არსებითია ამ ქიმიური რეაქციების წარმოებისთვის.

წყლის გამხსენელი თვისებები

მრავალგვარი ხსნარების გახსნის უნარის წყალობით წყალს ზოგჯერ „უნივერსალურ


გამხსნელს" უწოდებენ. თუმცა, ეს სახელწოდება მთლად ზუსტი არაა, რაკი არსებობს
ზოგიერთი ნივთიერება (როგორებიცაა ზეთები), რომელიც კარგად არ იხსნება წყალში.
ზოგადად, წყალი იონებისა და პოლარული მოლეკულების კარგი გამხსნელია, მაგრამ
სუსტია. არაპოლარული მოლეკულების გახსნაში. ( პოლარული მოლეკულა ნეიტრალურია
ან დაუმუხტავი, მაგრამ მუხტის ასიმეტრიული შიდა განაწილება აქვს, რაც იწვევს
ნაწილობრივ დადებითი და ნაწილობრივ უარყოფითი მხარეების არსებობას.)

წყალი დამუხტულ და პოლარულ ნივთიერებებთან, არაპოლარული ნივთიერებებისგან


განსხვავებულად ურთიერთქმედებს, მისი მოლეკულების პოლარობიდან გამომდინარე.
წყლის მოლეკულები პოლარულია, ნაწილობრივ დადებითი მუხტით წყალბადებზე,
ნაწილობრივ უარყოფითი მუხტით ჟანგბადზე და ჩაზნექილი სტრუქტურით. წყლის
მოლეკულაში მუხტის არათანაბარი განაწილება ასახავს ჟანგბადისა და წყალბადის
ურთიერთკავშირის ელექტროუარყოფითობას: O-H ბმების საზიარო ელექტრონები უფრო
დიდ დროს ატარებენ O ატომთან, ვიდრე H-თან. ქვემოთ მოცემულ სურათზე გამოსახულია
ნაწილობრივ დადებითი და უარყოფითი მუხტების აღმნიშვნელი სიმბოლოები: δ+ და δ-

პოლ
არულობის გამო წყალს შეუძლია აწარმოოს ელექტროსტატიკური ურთიერთქმედებები
(დამყარებული მუხტების მიზიდულობაზე) სხვა პოარულ მოლეკულებთან და იონებთან.
პოლარული მოლეკულები და იონები ურთიერთქმედებენ წყლის ნაწილობრივ დადებით და
ნაწილობრივ უარყოფით ბოლოებთან, სადაც დადებითი მუხტები იზიდავს უარყოფით
მუხტებს (როგორც მაგნიტის + და - ბოლოები). როდესაც წყლის მოლეკულები ხსნადი
ნივთიერების მოლეკულებთან შეფარდებით მაღალია, როგორც წყალხსნარში, ეს
ურთიერთქმედებებიიწვევს წყლის მოლეკულის სამგანზომილებიანი სფეროს წარმოქმნას,
ან ჰიდრატულ შრეს, ხსნადი ნივთიერების გარშემო. ჰიდრატული შრეები საშუალებას
აძლევს ნაწილაკებს წყალში სწორად გაიფანტონ.

თუ სუფრის მარილს წყალში ჩავამატებთ და შევანჯღრევთ, NaCl-ის კრისტალური მესერი


დაიწყებს Na+ superscript და Cl- იონებად დისოცირებას. (დისოციაცია იმ პროცესის
სახელია, რომელშიც ნარევი ან მოლეკულა იხლიჩება იონების წარმოსაქმნელად.) წყლის
მოლეკულები ჰიდრატულ შრეს წარმოქმნიან იონების გარშემო: დადებითად დამუხტული
Na+ იონები გარშემორტყმულია ნაწილობრივ უარყოფითი მუხტებით, წყლის მოლეკულის
ჟანგბადის ბოლოებიდან, მაშინ, როდესაც უარყოფითად დამუხტული Cl- იონები
წყალბადის ბოლოების ნაწილობრივ დადებითი მუხტებითაა გარშემორტყმული. პროცესის
გაგრძელებასთან ერთად, სუფრის მარილში შემავალი ყველა იონი გარშემორტყმული ხდება
ჰიდრატული შრეებით და ხსნარშია გაშლილი.

You might also like