You are on page 1of 4

სტუდენტი: სესილი კოზუა

თემა №5: წყალი

წყალი - როგორც ამას თითოეული ჩვენგანის ცნობიერში ძლიერად


ფესვებგადგმული ასოციაცია გვკარნახობს (და არც თუ ისე უსაფუძვლოდ) -
სიცოცხლის მარადიული წყაროა.

უძველესი დროიდან ადამიანს კარგად ჰქონდა გააზრებული მისი ძალა. იგი ბევრ
სხვადასხვა კულტურაში 4 სტიქიას შორის ერთ-ერთს წარმოადგენდა. როგორც ამას
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადამინი - ხელოვანი, მეცნიერი,
გამომგონებელი და სხვა მრავალი - ლეონარდო და ვინჩი გვეუბნება: “წყალი ბუნების
მაცოცხლებელი ენერგიაა”. ხოლო ყველასთვის მეტნაკლებად კარგად ცნობილი
პლატონის სიტყვები შედეგია: “დღე, წყალი, მზე, მთვარე და ღამე – ამას ფული ვერ
შემიცვლის.”

რითი დაიმსახურა ეს უზარმაზარი პატივი ამ ერთი შეხედვით უბრალო


ნივთიერებამ, რომელსაც არც ფერი გააჩნია, არც - სუნი, და არც - გემო? ამ კითხვაზე
პასუხის გასაცემად საჭიროა შევეცადოთ კომპლექსურად განვიხილოთ ეს ნივთიერება
და დავაკვირდეთ, რამდენად უნიკალურია იგი თითოეულ ასპექტში.

წყალი ადამინის ორგანიზმში

ის, რომ ადამიანის ორგანიზმს საკვების გარეშე კვირების გაძლება შეუძლია , ხოლო
წყლის გარეშე რამდენიმე დღის, დაწყებითი კლასებიდანვე კარგად ცნობილი ფაქტია.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ საშუალოდ 35 ტონა წყალს ვიღებთ. ჩვენი
სხეული დაახლოებით 70% წყალს შეიცავს. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ წყლის
გარკვეულ რაოდენობას ცხოველქმედებისას, მის ასანაზრაურებლად კი დღეში
დაახლოებით, 1.5 ლიტრი წყალი გვჭირდება და თუ ორგანიზმი 20%-მდე წყალს
დაკარგავს, ადამინი იღუპება. საშუალოდ, ევროპული 4-სულიანი ოჯახი დღეში
დაახლოებით 500 ლიტრ წყალს მოიხმარს, არამხოლოდ სახმელად არამედ - ზოგადა
საოჯახო მრეწველობაში.
წყლის აგებულება

წყალის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს პირველ რიგში ის ფაქტი, რომ ის


ბუნებაში სამივე აგრეგატული მდგომარეობით გვხვდება, შესაბამისად სამივე
მდგომარეობაში მას სხვადასხვა ფიზიკური თვისებები გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს
რომ მას სხვა ნივთიერებებთან შედარებით ბევრი გამონაკლისი ახასიათებს,
მაგალითად, წყალი გაყინვის შემთხვევაში მოცულობით იმატებს (სხვა სითხეებისგან
განსხვავებით) და პირიქით. ასევე ცნობილია, რომ ცხელი წყალი უფრო სწრაფად
იყინება ვიდრე ცივი.

წყლის ქიმიური ქცევის გასაგებად აუცილებელია მისი მოლეკულური


სტრუქტურის გაგება. წყლის მოლეკულა შედგება ჟანგბადის ატომთან
დაკავშირებული ორი წყალბადის ატომისაგან და მთლიანი სტრუქტურა ჩაღუნულია.
ეს იმიტომ, რომ ჟანგბადის ატომი, წყალბადის ატომებთან ბმების წარმოქმნის გარდა,
ატარებს თავისუფალი ელექტრონების 2 წყვილს. ყველა ელექტრონული წყვილი—
საზიარო და თავისუფალი—ერთმანეთს აბათილებს.

საინტერესოა, რომ წყლის, როგორც ნივთიერების მეცნიერული შესწავლა დაიწყო


მხოლოდ 1783 წ. ინგლისელმა ფიზიკოსმა ჰენრი კავენდიშმა, პირველმა გვაჩვენა, რომ

ელექტრონული ნაპერწკლის წარმოქმნისას წყალბადი და ჟანგბადი ერთიანდებიან

წყლად. იმავე წელს ეს გარემოება დაადასტურეს პარიზში ლავუაზიემ და ლაპლასმა.


1805 წელს ჯემ ბოლტმა და გეი-ლუსაკმა დაამტკიცეს, რომ წყალი შედგება ორი
მოცულობა წყალბადისა და ერთი მოცულობა ჟანგბადისაგან. ასე წყლის კლასიკური
ფორმულა H2O . შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს ტრიტიუმი და შესაბამისი ზემძიმე
წყალი. არსებობს აგრეთვე ნახევრადმძიმე წყალი ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას,
რომ არსებობს ჟანგბადის 3 იზოტოპი – 16,17,18, აღმოჩნდა რომ ნივთიერება,
რომელსაც ჩვენ წყალს ვუწოდებთ, წარმოადგენს 18 სხვადასხვა ნივთიერების
შესაძლოკომბინაციებს. ხოლო მყარ მდგომარეობაში წყალს გააჩნია 6 ალოტროპული
ფორმა; აქედან ერთიჩვეულებრივი ყინული – წყალზე მსუბუქია.
წყლის რესურსის ცნების არსი

წყლის რესურსებს ჩვეულებრივ უწოდებენ რომელიმე ტერიტორიის ზედაპირულ და


მიწისქვეშა წყლების მარაგს. თუ ხსენებული ტერიტორია მოიცავს დიდ გეოგრაფიულ
რეგიონს, ეკონომიკურ რაიონს ან ადმინიტრაციულ ერთეულს, შესაძლებელია “წყლის
რესურსებში” იგულისხმებოდეს მხოლოდ მდინარეთა წლიური ჩამონადენი. ამ
ჩამონადენთან შედარებით მიწისქვეშა და ტბებში დაგროვილი წყლები შედარებით
მცირე ნაწილს წარმოადგენენ და ამგვარად მათი უგულვებელყოფა დასაშვებადაა
მიჩნეული. რაც შეეხება მიწისქვეშა წყლებს, ჰიდროლოგიაში განასხვავებენ ორ
ტერმინს – “რესურსი” და “მარაგი”. ამასთან “რესურსებში” იგულისხმება მიწისქვეშა
წყლის ის ნაწილი, რომლის შევსება ხდება დედამიწის მიმდინარე წყალბრუნვის
პროცესების ხარჯზე (მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები), ხოლო “მარაგში”
კი იგულისხმება მიწისქვეშა წყლების საერთო მოცულობა, რომელიც არსებობს
დედამიწის გარსში განსახილველი ტერიტორიის ფარგლებში. არსებობს აგრეთვე
ტერმინი-მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო რესურსები. აქ კი იგულისხმება
მიწისქვეშა რესურსების ის ხარჯი რომელითაც შეიძლება უზრუნველყოთ
წყალმოთხოვნილება განუსაზღვრელად დიდი დროით, ამასთანავე წყლის ხარისხის
ნორმების დაცვით.

წყლის დაბინძურება

მრეწველობაში კი წყლის მოხმარება უკვე ტონობით ისაზღვრება. გამოყენებული


წყალი, უკვე დაბინძრებული, ხვდება ბუნებრივ წყალსაცავებში, ტბებში და
შემდგომში ის მავნე ზეგავლენას ახდენს მცენარეებზე და ცხოველებზე.
განსაკუთრებულად ეს ხდება მუნიციპალურ კანალიზაციასა და ქიმიური
მრეწველობიდან მიღებულ ნარჩენებს.

როგორც უკვე დავრწმუნდით, წყალი „სიცოცხლის ელექსირია“, ამიტომ


აუცილებელია გავუფრთხილდეთ მას და გამოვიყენოთ გონივრულად.

ბოლოს, ასევე გთავაზობთ ჩემს მიერ შექმნილ მცირე ვიდეორგოლს, საინტერესო ფაქტებით:
https://www.youtube.com/watch?v=dc6Ev35qqag.

You might also like