You are on page 1of 1

კომპლექსური დავალების პირობა:

თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება ჟანგბადი


და წყალი.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი გადარჩენილი მოგზაური .


აღმოაჩინეთ, რომ კუნძულზე არ მოიპოვება მტკნარი წყალი, რომელსაც სასმელად
გამოიყენებთ. ასევე, ჰაერში ბევრია მცირე ზომის მწერი, რომლებიც სუნთქვაში ხელს
გიშლიან.

რას მოიქმედებდით იმისათვის, რომ თავი გადაგერჩინათ? როგორ შეძლებდით სასმელი


წყლის მოპოვებას? როგორ აირიდებდით მწერების შემოტევას?

გაეცანით ნარევების განცალკევების მეთოდებს და ამ მეთოდების შესაბამისობას


ნივთიერებების ფიზიკურ თვისებებთან. შექმენით თქვენთვის სასურველ ფორმატში
დავალება, სადაც ხაზგასმით წარმოაჩენთ:

1. ნარევების განცალკევების რომელ ხერხს ეფუძნება თქვენ მიერ სასმელი წყლის


მოპოვების გზა? – 3 ქულა
2. ნარევების განცალკევების რომელ ხერხს ეფუძნება მწერებისგან თავდაცვა ? – 2
ქულა
3. რა შემთხვევებში არის შესაძლებელი თქვენ მიერ აღწერილი ხერხების
გამოყენება? – 3 ქულა
4. რომელი პროფესიის ადამიანებს ესაჭიროებათ ნარევების განცალკევების
მეთოდების ცოდნა? – 2 ქულა

You might also like