You are on page 1of 9

§12

ევოლუციური მოძღვრება
ევოლუცია- ცვლილება,გარდაქმნა და განვითარება.

მეცნიერები დიდი ხნის მნაძილზე დარწმუნეულები იყვნენ,რომ სიცოცხლე


დედამიწაზე უცვლელია,პირველი მეცნიერი,რომელიც დაუპირისპირდა სამყაროს
უცვლელობის იდეას იყო ჟან ბატისტ ლამარკი. მან ცხოველებსა და მცენარეებზე
დაკვირვებით შენიშნა,რომ სხვადასხვა პირობებში მცხოვრები ერთი სახეობის
ინდივიდები ერთმანეთისგან განსხვავდეოდნენ,ხოლო სხვაობა მით უფრო
მკვეთრია,რაც მეტადაა განსხვავებული საარსებო გარემო.

ლამარკის მიხედვით,ახალი სახეობის წარმოქმნას იწვევს: გარემოს ზემოქმედება


ორგანიზმებზე,მათი სწრაფვა სრულოფილებისკენ და სიცოცხლის მანძილზე
შეძენილი ნიშნებით მემკვიდრეობით გადაცემა.

დარვინის* ევოლუციის თეორია


ევოლუციური თეორიის მიხედვით,ცოცხალმა სამყარომ რთული ისტორიული
განვითარების გზა გაიარა,თანამედროვე სახეობები უძველესი ორგანიზმებიდან
წარმოიქმნენ,წინაპრებისგან მათ მხოლოდ გარკვეული ნიშან-თვისებები
შემორჩათ,უმეტესობა ნიშნებისა კი გაუქრათ.ასეთ ცვლილებებს მილიონობით წლები
სჭირდება.
*დარვინი-იყო ბრიტანელი ბუნებისმეტყველი,რომელმაც შემოგვთავაზა ბუნებრივი გადარჩევის გზით
ბიოლოგიური ევოლუციის თეორია.

ტერმინი განმარტება

ხელოვნური ორგანიზმების შერჩევითი შეჯვარება, რათა


გადარჩევა შთამომავლობაში ჩვენთვის სასურველი ნიშან-თვისებები
მივიღოთ
ბუნებრივი ევოლუციური მექანიზმი, რომელშიც ის ინდივიდები,
გადარჩევა რომლებიც უკეთ არიან შეგუებულნი თავიანთ გარემოს,
უფრო წარმატებით მოახერხებენ გადარჩენასა და
გამრავლებას

ხელოვნურ გადარჩევაზე დაკვრირვებამ დარვინს განუმტკიცა ის აზრი,რომ


ორგანიზმების ესა თუ ის ნიშან-თვისება მუდმივი არ არის და გარკვეულ პირობებში
შეიძლება შეიცვალოს.მან ივარაუდა,რომ მსგავსი პროცესები ბუნებაშიც უნდა
მიმდინარეოდეს.დარვინმა შენიშნა,რომ ბუნებაში გაჩენილი ინდივიდებიდან
ზრდასრულ ასაკს ძალიან ცოტა აღწევს.ორგანიზმების დიდი ნაწილი სიცოცხლის
სხვადასხვა ეტაპზე იღუპება.ყოველი ახლად გაჩენილი ინდივიდი უმკაცრეს
ბრძოლაში ერთვება ყველასთან და ყველაფერთან,რომელიც მას გარს
აკრავს:საკუთარი სახეობის სხვა ინდივიდებთან,სხვა სახეობის
წარმომადგენლებთან,გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან.

ამ ბრძოლას დარვინმა არსებობისთვის ბრძოლა უწოდა .

საკუთარი სახეობის ინდივიდებთან ბრძოლა-ერთი სახეობის ინდივიდებს


საარსებოდ ერთნაირი პირობები:საკვები,ტერიტორია,სქესობრივი პარტნიორი და ა.შ
ესაჭიროებათ,შესაბამისად,ასეთი ბრძოლა ყველაზე დაუნდობელია.

სახეობათაშორისი ბრძოლა-განსნხვავებულ სახეობებს შორის მიმდინარეობს.მისი


მაგალითებია:ბრძოლა მტაცებელსა და მსხვერპლს შორის,ბალახისმჭამელ ცხოველსა
და ბალახს შორის.მწერებსა და მწერიჭამია ფრინველებს შორის.

გარემოს არახელსაყრელ პირბებთან-ამგვარი ბრძოლისას მხოლოდ ის ინდივიდები


გადარჩებიან,რომლებიც უფრო მდგრადები აღმოჩნდებიან გარემოს გარკვეული
ტემპერატურის,ტენიანობის,მარილიანობის,განათების მიმართ,რაც არ უნდა მკაცრი
იყოს ეს პირობები.

არსებობისთვის ბრძოლიდან გამომდინარე

ბუნებრივი გადარჩევა არსებობისათვის ბრძოლის შედეგს წარმოადგენს და


მემკვიდრულ ცვალებადობას ეფუძნება. აღნიშნული ფაქტორის მოქმედების შედეგად
შთამომავლობას იძლევიან საარსებო პირობებთან უკეთ შეგუებული ინდივიდები,
ხოლო ნაკლებად შეგუებულნი იღუპებიან.

დარვინის კონცეფცია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ ემყარებოდა რამდენიმე


საკვანძო დაკვირვებას:
• ნიშან-თვისებები ხშირად მემკვიდრულია. ცოცხალ ორგანიზმებში მრავალი
მახასიათებელი არის მემკვიდრული, ანუ გადაეცემა მშობლიდან
შთამომავლობას (დარვინმა იცოდა, რომ ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან
არ იცოდა, რომ ნიშან-თვისებები გენების მიშვეობით გადაიცემოდა).

• ჩნდება უფრო მეტი შთამომავალი, ვიდრე გარემო დაიტევს. გარემოს არ


შეუძლია იმდენი შთამომავლის უზრუნველყოფა, რამდენსაც ორგანიზმები
აჩენენ. ამგვარად, თითოეულ თაობაში მიმდინარეობს კონკურენცია
შეზღუდული ოდენობის რესურსისთვის.

• შთამომავლები განსხვავდებიან მემკვიდრული ნიშან-თვისებებით.


შთამომავლები ნებისმიერ თაობაში ერთმანეთისგან მცირედი
განსხვავებულები იქნებიან საკუთარი ნიშნებით (ფერი, ზომა, ფორმა და ა.შ და
ამ ნიშანთა უმეტესობა მემკვიდრული იქნება.
ამ მარტივ დაკვირვებებზე დაყრდნობით, დარვინმა დაასკვნა შემდეგი:
ნებისმიერ პოპულაციაში ზოგ ინდივიდს ექნება ისეთი მემკვიდრული ნიშან-
თვისებები, რომლებიც მათ დაეხმარება გადარჩენასა და გამრავლებაში (ეს
დამოკიდებულია გარემო პირობებზე, როგორებიცაა მტაცებლები და საკვების
წყაროების არსებობა). სასარგებლო ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდები დატოვებენ
უფრო მეტ შთამომავლობას მომავალ თაობაში, ვიდრე სხვები, რადგან ნიშან-
თვისებები მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ უფრო ეფექტურები გადარჩენასა და
გამრავლებაში.
ვინაიდან სასარგებლო ნიშან-თვისებები მემკვიდრულია და ამ ნიშან-თვისებათა
მქონე ორგანიზმები უფრო მეტ შთამომავლობას ტოვებენ, ეს ნიშან-თვისებები შემდეგ
თაობაში უფრო ხშირი ხდება (ისინი პოპულაციის უფრო დიდ ნაწილს აქვს).
თაობათა განმავლობაში პოპულაცია გარემოს მიმართ უფრო ადაპტირდება (რადგან
ამ გარემოსთვის სასარგებლო ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდები უფრო და უფრო
დიდი წარმატებით მრავლდებიან, ვიდრე სხვები).
ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუციის მოდელმა დარვინს საშუალება მისცა,
აეხსნა ის კანონზომიერებები, რომლებიც მან მოგზაურობის დროს იხილა.
მაგალითად, თუკი გალაპასოსის სკვინჩების სახეობებს საერთო წინაპარი ჰყავდათ,
გასაგები იყო, რომ ისინი ერთმანეთს (და კონტინენტის სკვინჩებს, რომლებიც
სავარაუდოდ იმავე წინაპრიდან მოდიოდნენ) უნდა მსგავსებოდნენ. მიუხედავად
ამისა, თუ სკვინჩების ჯგუფები თაობათა განმავლობაში ერთმანეთს გამოეყვნენ
სხვადასხვა კუნძულზე, თითოეულ ჯგუფზე გავლენას იქონიებდა განსხვავებული
გარემო, რომლებშიც უპირატესი ნიშან-თვისებაც (როგორებიცაა ნისკარტის
განსხვავებული ზომა და ფორმა საკვების სხვადასხვა წყაროების გამოსაყენებლად)
განსხვავებული იქნებოდა. ეს ფაქტორები გამოიწვევდა თითოეულ კუნძულზე
განსხვავებული სახეობის წარმოქმნას.

§13

ევოლუციის დამამტკიცებელი არგუმენტები


პალეონტოლოგია- მეცინიერებაა,რომელიც ნამარხ ფორბეს სწავლობს.

ნამარხები- იმ ორგანიზმების ნაშთებს წარმოადგენენ,რომლებიც ოდესღაც


ცხოვრობდნენ დედამიწაზე.

რუდიმენტები-რუდიმენტებს ისეთ ორგანოებს უწოდებენ,რომლემბაც ფუნქცია


დაკარგეს და ამიტომ უკუგანვითარება განიცადეს,დაკნინდნენ და მხოლოდ ნაშთის
სახით არიან შემორჩენილი.(მაგ:ადამიანების კუდუსუნი,იგივე რუდიმენტული
კუდი).
ჰომოლოგიური სტრუქტურა- სტრუქტურა,რომელიც მსგავსია განსხვავებულ
სახეობებში მათი საერთო წინაპრის გამო.

თუკი ორი ან მეტი სახეობა იზიარებს უნიკალურ ფიზიკურ მახასიათებელს,


როგორიცაა, მაგალითად, კომპლექსური ძვლოვანი სტრუქტურა ან სხეულის
აგებულება, შესაძლოა, მათ ეს მახასიათებელი საერთო წინაპრისგან მემკვიდრეობით
მიეღოთ. ფიზიკურ მახასიათებლებს, რომლებიც საზიაროა ევოლუციური ისტორიის
(საერთო წინაპრის) გამო, უწოდებენ ჰომოლოგიურს.

ერთი კლასიკური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვეშაპების, ადამიანების,


ფრინველებისა და ძაღლების წინა კიდურები საკმაოდ განსხვავდება გარეგნულად. ეს
ასე იმიტომაა, რომ ისინი განსხვავებულ გარემოებში ფუნქციონირებისთვის
ადაპტირდნენ. მიუხედავად ამისა, თუკი წინა კიდურების ძვლოვან სტრუქტურას
დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ძვლების თარგი ძალიან მსგავსია სახეობებს შორის.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარად მსგავსი სტრუქტურები თითოეულ სახეობაში
დამოუკიდებლად განვითარდა, და უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ძვლების
ძირითადი სქემა უკვე არსებობდა ვეშაპების, ადამიანების, ძაღლებისა და
ფრინველების საერთო წინაპარში.

ზოგიერთი ჰომოლოგიური სტრუქტურის დანახვა მხოლოდ ემბრიონებშია


შესაძლებელი. მაგალითად, ყველა ხერხემლიანთა ემბრიონებს (მათ შორის,
ადამიანებისას) განვითარების ადრეულ სტადიაზე აქვთ ლაყუჩების ნაპრალები და
კუდი. ამ სახეობების განვითარების მოდელები უფრო და უფრო განსხვავებული
ხდება მოგვიანებით (ამის გამოა, რომ თქვენი ემბრიონული კუდი ახლა კუდუსუნია,
ხოლო ლაყუჩების ნაპრალები თქვენს ყბად და შიდა ყურად გადაიქცა).
ჰომოლოგიური ემბრიონული სტრუქტურები ასახავს იმას, რომ ხერხემლიანთა
განვითარების პროგრამები არის ვარიაციები ანალოგიური გეგმისა, რომელიც
არსებობდა მათ უკანასკნელ საერთო წინაპარში.

§14

ეკოსისტემა
მეზობელ ორგანიზმებსა და არაცოცხალ ბუნებას შორის იბმება მყარი და
მრავალმხირივი კავშირი.სისტემას,რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი
საარსებო გარემოსგან შედგება,ეკოსისტემასუწოდებენ.ნებისმიერი ეკოსისტება
შედგება ორი ნაწილისგან- აბიოტური და ბიოტური.

აბიოტური კომპონენტი-ნიადაგი,წყალი,ტემპერატურა და სინათლე.


ბიოტური კომპონენტი-ეკოსისტემაში ბინადარი ცოცხალი ორგანიზმი.
თანასაზოგადოება- ეკოსისტემაში ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა.

ეკოსისტემის ცოცხალი ორგანიზმები მთელი სიცოცხლის მანძილზე გარემოს


მრავალი ფაქტორის მუდმივ ზემოქმედებას განიცდიან .მათთან დაკავშირებით
ორგანიზმებს მრავალი შეგუებლობა გამოუმუშავდებათ,რაც მოცემულ გარემოში მათ
არსებობას უზრუნველყოფს.
ეკოლოგები გარემოს ფაქტორებს სამ ჯგუფად-აბიოტურ(არაცოცხალი გარემოს ყველა
პირობაა გაერთიანებული),ბიოტურ(მრავალფეროვანი ურთიერთობები
თანასაზოგადოების წევრებს შორის)და ანთროპოგენურ(ადამიანის გავლენა)
ფაქტორებად ყოფენ.
ფაქტორის იმ მნიშვნელობას,რომლის დროსაც ორგანიზმები ყველაზე კარგად
გრძნობენ თავს და მათი ცხოველქმედება მაქსიმალურია,ოპტიმუმი
ეწოდება.ფაქტორის ოპტიმალური მნიშვნელობიდან ნემისმიერი მიმართულებით
გადახრა თრგუნავს სახეობას-ამცირებს მის ცხოველქმედებას.
მცენარის ზრდის დამოკიდებულება ტემპერატურაზე

უკიდურესი მაჩვენებლები არის მინიმუმი და მაქსიმუმი,ფაქტორის ამ ფარგლებში


მცენარეს შეუძლია არსებობა.ამ ფარგლებს გამძლეობის საზღვრებსაც უწოდებენ.თუ
რომელიმე ფაქტორის მნიშვნელობა გადასცდა გამძლეობის საზღვრებს,სახეობის
არსებობა შეუძლებელი ხდება.ასეთ ფაქტორს შემზღუდველი ფაქტორი
ქვია.სხვადასხვა მცენარესა და ცხოველს გამძლეობის სხვადასხვა საზღვარი და
ოპტიმუმი გააჩნია.

§16

ურთიერთობანი ორგანიზმებს შორის თანასაზოგადოებაში


თანასაზოგადოების წევრებს შორის სიცოცხლის მანძილზე მარავალი
ურთიერთობები მყარდება,რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათი
არსებობა.

ნეიტრალიზმი- ურთიერთობის ისეთი ფორმაა,როდესაც თანასაზოგადოების


სხვადასხვა სახეობის ინდივიდები ერთმანეთზე უშუალოდ არ ზემოქმედებენ.

სიმბიოზი-სხვადასხვა სახეობის ინდივიდების ხანგრძლივი თანაცხოვრებაა.

პარაზიტიზმი-თანასაზოგადოების სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს შორის ისეთი


თანაცხოვრებაა,როდესაც ერთ-ერთი მათგანი-პარაზიტი საბინადროდ და საკვებად
მეორე სახეობის ინდივიდს-მასპინძელს ირჩევს და მის ხარჯზე დიდხანს არსებობს.
კონკურენცია-თანასაზოგადოების ინდივიდებს შორის ისეთი
დამოკიდებულებაა,როდესაც ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს საკვების
მოპოვებისთვის,თავშესაფრისთვის.

მპტაცებლობა-ორგანიზმებს შორის ურთიერთობის ყველაზე დაძაბული და მწვავე


ფორმაა.მტაცებლები ნადირობით მოიპოვებენ მსხვერპლს.მტაცებელს ნადირობაში,
ხოლო მსხვერპლს თავდაცვის მიზნით მთელი რიგი შეგუებულობანი
გამოუმუშავდებათ.

§17

კვებითი ჯაჭვი;კვებითი ქსელი

კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პროცესია.მასზეა დამოკიდებული


პორგანიზმების ზრდა-განვითარება,გამრავლება,ფიზიკური და გონებრივი აქტივობა.

პროდუცენტი---კონსუმენტი---რედუცენტი

პროდუცენტი-”შემქმნელს” ნიშნავს.ისინი ქმნიან ორგანულ


ნივთიერებებს,რომლებსაც კვებითი ჯაჭვის სხვა ორგანიზმები იყენებენ საკვებად.

კონსუმენტი-მათ მომხმარებლებსაც უწოდებენ,რადგან ისინი თვითონ არ ქმნიან


პროდუქციას და როგანულ ნივთიერებებს სხვა ორგანიზმისგან მზა სახით
ღებულობენ.

რედუცენტები- ბაქტერიებს,სოკოებსა და ზოგიერთ მწერებს ქვიათ იმის გამო,რომ


კვების პროცესში ისინი მკვდარ ორგანიზმებს შლიან.(რედუქცია-გამარტივებას,უკან
დაბრუნებას ნიშნავს).რედუცენტების მიერ მკვდარი მცენარეებისა და ცხოველების
ნარჩენების დაშლის შედეგად მარტივი არაორგანული ნივითიერებები გამოიყოფა.ამ
ნივთიერებების ნაწილი ნიადაგს უბრუნდება,ნაწილი კი ატმოსფეროში გადადის.მათ
ისევ მცენარეები საკკუთარი საკვების დასამზადებლად იყენებენ.

რაც უფრო რთულია კვებითი ქსელი,მით უფრო სტაბილურია ის და დაშლა არ


ემუქრება,რადგან სახეობათა სიმრავლის გამო,თითიეულ მათგანს კვების
ალტერნატიული წყაროები გააჩნია.
§18

ფოტოსინთეზი
ყოველი ეკოსისტემის საფუძველს პროდუცენტები წარმოადგენენ,ისინი ამარაგებენ
კონსუმენტეს საკვებით,რომლის ორგანულ ნივთიერებებს კონსუმენტები საკუთარი
ორგანიზმის ასაგებად და ენერგიის წყაროდ იყენებენ.

სუნთქვის პროცესში წვისას გლუკოზა მარტივ ნივთიერებებად იშლება.მას რთულ


მოლეკულაში ატომებს შორის არსებული ქიმიური ბმები წყდება და ენერგია სწორედ
ამ დროს გამოთავისუფლდება.

*ATP-იგივე ენერგიაა

ფოტოსინთეზი ქიმიური რეაქციების ერთობლიობაა,რომლის შედეგია გლუკოზის


მოლეკულის წარმოქმნა.ამ პროცესში მზინ ენერგია ქიმიურ ენერგიად გარდაიმქნება
და გლუკოზის მოლეკულაში ინახება.

მთავარი როლი ფოტოსინთეზის პროცესში ქლოროფილის მოლეკულას


ენიჭება,რომელიც ძალიან მგრძნობიარეა სინათლის გამოსხივების მიმართ-ის
შთანთქავს მზის სხივებს.შთანთქმული ენერგიის ხარჯზე წყლის საკმაოდ
სტაბილური მოლეკულა წყალბადად და ჟანგბადად იხლიჩება,ქლოროპლასტის
ფერმენტები წყალბას ნახშირორჟანგს უერთებენ და გკუკოზის მოლეკლუას
წარმოქმნიან,ჟანგბადი კი ატმოსფეროში გამოიყოფა.

ფოტოსინთეზის პროცესში სინთეზირებული გლუკოზა უჯრედში ფერმენტების


მონაწილეობით სხვა ორგანულ ნივთიერებებად გარდაიქმნება.

გლუკოზა

საქაროზა სახამებელი ცელულოზა ცილები ლიპიდები ქლოროფილი

You might also like