You are on page 1of 35

ევოლუცია:

ნეირონებიდან
სიზმრებამდე
ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს,
გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და
არაცოცხალ ბუნებასთან.

სიცოცხლე არის გარედან მიღებული ენერგიით,


ბიოპოლიმერებისაგან აგებული სპეციფიური სტრუქტურების
შენარჩუნება და თვითწარმოქმნა.
დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ცოცხალი წარმოადგენს
ბიოპოლიმერებისაგან აშენებულ ღია, თვითწარმომქნელ და
თვითმარეგულირებელ სისტემას.
როგორ და რატომ
ქცევის შესწავლისას უნდა გავარკვიოთ ოთხი ძირითადი საკითხი:
1. ქცევის უშუალო მიზეზი (მექანიზმი)
2. ქცევის განვითარება
3. ქცევის ევოლუცია
4. ქცევის ადაპტური ფუნქცია

1. უშუალო მიზეზი ის ენდოკრინული, ნერვული და გენეტიკური მექანიზმებია, რომლებიც


საფუძვლად უდევს ქცევას
2. განვითარება გულისხმობს ცვლილებას, რომელიც ორგანიზმმა განიცადა ინდივიდუალური
განვითარების პროცესში
3. ევოლუცია გულისხმობს თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა ეს ქცევა ევოლუციური
განვითარების პროცესში
4. ადაპტური ფუნქცია გულისხმობს თუ რამდენად უწყობს ქცევა ხელს ორგანიზმის
ადაპტაციას გარემოსთან და მის გამრავლებას
ერაზმუს დარვინი

მთავარი ნაშრომი: ზოონომია ანუ ორგანული სიცოცხლის კანონები

ამ ნაშრომში ლამარკზე ადრე გამოთქვა ბევრი ისეთი იდეა,


რომლებიც ლამარკმა თავის ევოლუციურ თეორიას დაუდო
საფუძვლად.
აგრეთვე მისი შვილიშვილის, ჩარლზ დარვინის იდეების
(ბუნებრივი გადარჩევა, შემგუებლობა) მსგავსი მოსაზრებები
ჩამოაყალიბა.

1731 – 1802
ლამარკის ევოლუციური თეორია

• სწრაფვა სრულყოფილებისაკენ
1744 – 1829 • ორგანიზმები განუწყვეტლივ იცვლებიან, იძენენ რა ისეთ
თვისებებს, რომლებიც ეხმარება მათ წარმატებით
იცხოვრონ თავის გარემოში
• ორგანოების სელექციური ვარჯიში ან უვარჯიშებულობა
ორგანიზმს შეძენს ან აკარგვინვებს თვისებებს
სიცოცხლის განმავლობაში
• შეძენილი ნიშანთვისებების დამემკვიდრება
• დროთა განმავლობაში განვითარდება ახალი სახეობა
ლამარკის შეცდომები

• არ იცოდა როგორ გადაეცემა ნიშნები შთამომავლობას (ნიშნები


გადადის გენებით)
• გენები არ იცვლება აქტივობებით, რომლებიც სიცოცხლის
მანძილზე მიმდინარეობს
• ცვლილებები მიმდინარეობს მუტაციებით, რაც ორგანიზმის
დაბადაბამდე ვლინდება
ჩარლზ დარვინი
1809 - 1882
1879

1855-1859

1831-1836

1816
მოგზაურობა გემ ბიგლით 1831 - 1836
რატომ გვხვდება მონათესავე სახეობების ნამარხი და თანამედროვე ფორმები
ერთი და იგივე ტერიტორიაზე, თუ ადრინდელი (ნამარხი) ფორმები არ აძლევენ
დასაბამს თანამედროვე ფორმებს?

18 მილიონი წლის წინ


ცხოვრობდა დედამიწაზე.
ნამარხი ახლახანს იპოვეს
ჩილეში, ანდებში.
წონა-90 კგ, სიგრძე 76 სმ.

გლიპტოდონტი. იწონიდა
2000 კგ. ცხოვრობდა 2,5 მლ.
სამხრეთ ამერიკაში
წლის უკან დედამიწაზე.
მცხოვრები
ნაპოვნია დარვინის დროს.
ჯავშნოსანის
თანამედროვე ფორმა
1837 წელს დარვინმა სახეობათა წარმოშობის და ბუნებრივი გადარჩევის
შესახებშესახებ თავის დღიურში ჩანაწერების გაკეთება დაიწყო.
1838 წელს გაეცნო თომას მალთუსის ნაშრომს, რომელმაც მასში დიდი ინტერესი
გამოიწვია.

თავის ნაშრომში „ესე მოსახლეობის ბუნებრივი კანონის შესახებ“


მალთუსმა ჩამოაყალიბა სოციოლოგიური დოქტრინა, რომელმაც
ფართო გავრცელება პოვა.
მალთუსის კანონით მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული
პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებები კი
არითმეტიკულით, რაც საზოგადოების განვითარებაში
წინააღმდეგობებს ქმნის. სიღატაკე, შიმშილი ეპიდემიები,
მზარდი სიკვდილიანობა, ომები მალთუსს მიაჩნდა ხალხთა
რაოდენობის ბუნებრივ მარეგულირებელ პროცესად.
1839 წელს გამოსცა წიგნი გემ „ბიგლით“ მოგზაურობის შესახებ
1844 წელს დაწერა ესე სახეობათა წარმოშობაზე
1855 წლიდან დაწყებული დარვინს მიმოწერა ჰქონდა ამერიკელ ბოტანიკოსთან
გრეისთან, რომლესაც ორ წელიწადში ჩამოუყალიბა თავისი მოსაზრებები.
1856 წელს ინგლისელი ბუნებისმეტყველისა და გეოლოგის ჩარლზ ლეიელის
გვლენით დარვინი შეუდგა წიგნზე მუშაობას.
1858 წლის ივნისში, როდესაც ნაშრომი სანახევროდ მზად ჰქონდა მიიღო
ინგლისელი ნატურალისტის ალფრედ რასელ უოლესის წერილი, სადაც ამ
უკანასკნელის პუბლიკაციის ხელნაწერი იყო. აღნიშნულ სტატიაში დარვინმა
აღმოაჩინა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული თეორია ბუნებრივი გადარჩევის
შესახებ, შემოკლებული სახით იყო აღწერილი
უოლესმა აღნიშნა, რომ დარვინის მიერ შემუშავებული
თეორია უფრო სრულყოფილი იყო. მან მოითხოვა, რომ
ევოლუციის ამდაგვარ ახსნას დარვინიზმი დარქმეოდა
1859 წელს პირველად გამოიცა დარვინის
წიგნი:
სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის
გზით ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების
გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში.

დარვინის ევოლუციური თეორიის თანახმად, ახალი


სახეობის ჩამოყალიბება ხდება მემკვიდრეობითობისა
და ცვალებადობის საფუძველზე. ევოლუციის მთავარი
წარმმართველი ფაქტორი კი - ბუნებრივი გადარჩევაა,
რაც არსებობისათვის ბრძოლის შედეგს წარმოადგენს
ბიოლოგიური ევოლუცია წარმოადგენს ცოცხალი სამყაროს
ბუნებრივი განვითარების პროცესს, რომელსაც თან სდევს
პოპულაციების გენეტიკური შემადგენლობის ცვლილება,
შემგუებლობა, სახეობათა წარმოქმნა და გადაშენება,
ეკოსისტემების და ბიოსფეროს გარდაქმნა
სახეობა არის ინდივიდთა ერთობლიობა, რომელსაც აქვთ საერთო
მორფო-ფიზიოლოგიური ნიშნები და ერთმანეთთან შეჯვარებისა
და ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემის უნარი, საერთო არეალს
იკავებენ და მდგრად გენეტიკურ სისტემას ქმნიან

პოპულაცია არის ერთი სახეობის ორგანიზმების ერთობლიობა,


რომლებიც ერთ, გეოგრაფიულად განკერძოებულ ტერიტორიაზე
ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობენ და შედარებით
გამოცალკევებულია ამავე სახეობის ორგანიზმთა სხვა
ერთობლიობისაგან. მსაგვსი ჯგუფის ფარგლებში შეჯვარების ალბათობა
მნიშვნელოვნად აღემატება სხვა მსგავსი ჯგუფების წარმომადგემლებთან
შეჯვარების ალბათობას. თანამედროვე ევოლუციურ თეორიებში
პოპულაცია ითვლება ევოლუციური პროცესის ელემენტალურ
ერთეულად
ევოლუციის მამოძრავებელი ძალები:

მემკვიდრეობითი
ცვალებადობა

ბრძოლა
არსებობისათვის

ბუნებრივი
გადარჩევა
მემკვიდრეობითი ცვალებადობა გაპირობებულია სხვადასხვა სახის
მუტაციებითა და მათი კომბინაციებით მომდევნო შეჯვარებებში.
ყოველ საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებულ
პოპულაციაში სპონტანურად და არამიზანდასახულად წარმოიშვება
სხვადასხვა მუტაციები, რომლებიც შემდგომში მეტ-ნაკლები
შემთხვევითობით კომბინირდებიან პოპულაციაში უკვე არსებულ
სხვადასხვა მემკვიდრულ თვისებებთან.
ბრძოლა არსებობისათვის არის მრავალფეროვანი და რთული
დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც არსებობს
ორგანიზმებსა და გარემო პირობებს შორის.
არსებობისთვის ბრძოლის ფორმებია:
• შიდასახეობრივი,
• სახეობათაშორისი,
• არახელსაყრელ გარემო პირობებთან ბრძოლა
შიდასახეობრივი ბრძოლა მიმდინარეობს მწვავედ, რადგან პოპულაციის
ყველა ინდივიდს ერთი ეკოლოგიური ნიშა აქვს. შიდასახეობრივი
ბრძოლის დროს ორგანიზმები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს
შეზღუდული რესურსებისათვის, როგორიცაა საკვები, ტერიტორია,
შეჯვარება და სხვა. შიდასახეობრივი ბრძოლის სიმწვავის შესამცირებლად
ორგანიზმები გამოიმუშავებენ სხვადასხვა შეგუებულობას - საარსებო
არის დაყოფა, რთული იერარქიული ურთიერთობები და სხვა.
შიდასახეობრივი ბრძოლა განაპირობებს ნაკლებად შეგუებული
ინდივიდების დაღუპვას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბუნებრივ
გადარჩევას
სახეობათაშორისი ბრძოლა როგორც წესი განსაკუთრებით მწვავედ
მიმდინარეობს როდესაც სახეობათა ეკოლოგიური ნიშების გადაფარვა დიდია.
სახეობათაშორისი ბრძოლის დროს ორგანიზმები კონკურენციას უწევენ
ერთმანეთს შეზღუდული რესურსებისათვის, როგორიცაა საკვები, ტერიტორია.
სახეობათაშორისი ბრძოლა გულისხმობს ისეთ ურთიერთობებს როგორიცაა
მტაცებელი - მსხვერპლი, პარაზიტი - პატრონი, ბალახისმჭამელი ცხოველი -
მცენარე. სახეობათაშორისი ბრძოლა არსებობისათვის ხშირ შემთხვევაში ხელს
უწყობს სახეობების ევოლუციურ ცვლილებას.
სახეობათაშორისი ბრძოლის განსხვავებულ მაგალითს წარმოადგენს ისეთი
ურთიერთობები როდესაც ერთი სახეობა სასარგებლო გავლენას ახდენს
მეორეზე. ასეთია მწერების მიერ ყვავილების დამტვერვა.
ჩვეულებრივ არსებობისათვის სახეობათაშორისი ბრძოლა აძლიერებს და
ამწვავებს შიდასახეობრივ ბრძოლას.
არახელსაყრელ გარემო პირობებთან ბრძოლა ასევე აძლიერებს
შიდასახეობრივ ბრძოლას, რადგან გარდა ინდივიდებს შორის ბრძოლისა
ჩნდება კონკურენცია არაცოცხალი ბუნების ფაქტორებისადმი,
როგორიცაა მინერალური ნივთიერებები, სინათლე და სხვა.
მემკვიდრეობითი ცვალებადობა რომელიც ზრდის სახეობის
შემგუებლობას გარემო პირობებისადმი განაპირეობებს ბიოლოგიურ
პროგრესს.
ბუნებრივი გადარჩევა არის ევოლუციის ძირითადი პროცესი. მისი
ზემოქმედებით პოპულაციაში იზრდება მაღალი შემგუებლობის
მქონე ინდივიდების რაოდენობა, ამავე დროს ხდება ნაკლებად
შეგუებული ინდივიდების რაოდენობის შემცირება.
ჩარლზ დარვინი ადარებდა ერთმანეთს ბუნებრივი გადარჩევის და
ხელოვნურ გადრჩევის პროცესებს. ამ ორი პეროცესის შედარების
აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ბუნებაში ასევე ხდება უფრო კარგი
და წარმატებული ორგანიზმების შერჩევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში
შემფასებლად ადამიანის მაგივრად გვევლინება საარსებო გარემო.
ამასთან ცვლილებების საფუძვლად გადარჩევის ორივე
შემთხვევაში გვევლინება მცირე მემკვიდრეობითი ცვლილებები,
რომლებიც თაობიდან თაობაში გროვდება.
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში ხდება იმ მუტაციური
ცვლილებების დამაგრება , რომლებიც ზრდიან
ორგანიზმების შემგუებლობას.
შემგუებლობა განისაზღვრება როგორც ორგანიზმის
უნარი გადარჩეს და გამრავლდეს და რაც განაპირობებს
მის გენეტიკურ წვლილს შემდეგ თაობაში.
ბუნებრივი გადარჩევა შეიძლება დავყოთ სამ ძირიტად ტიპად:
• მიმართული გადარჩევა - ნიშანთვისების საშუალო მნიშველობის
ცვლილება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად
სხეულის ზომის გაზრდა.
• მასტაბილიზირებელი გადარჩევა - ნიშანთვისების კიდურა
მნიშვნელობების წინააღმდეგ მიმართული გადარჩევა, რაც იწვევ
ნიშანთვისების დისპერსიის შემცირებას.
• გამხლეჩი გადარჩევა - ნიშანთვისების კიდურა მნიშვნელობების
ცვლილება.
მიმართული გადარჩევა - ბუნებრივი
გადარჩევის ფორმა, რომელიც მოქმედებს
გარემო პირობების მიმართული
ცვლილებების დროს. აღწერეს უოლესმა და
დარვინმა. ამ შემთხვებაში ინდივიდები,
რომლებსაც გააჩნიათ ნიშანთვისების
გადახრა საშუალო მნიშვნელობიდან
რომელიმე მიმართულებით აღწევენ
უპირატესობას.
მასტაბილიზირებელი გადარჩევა - ბუნებრივი
გადარჩევის ფორმა, რომლის მოქმედებაც
მიმართულია ნიშანთვისების კიდურა
მნიშვნელობების საწინააღმდეგოდ.
მაგალითად რაც უფრო მეტი ბარტყია ბუდეში
მით უფრო ძნელია მათი გამოკვება. ამიტომ
ყველაზე მეტად შეგუებულები აღმოჩნდებიან
ის ინდივიდები, რომლებსაც საშუალო
რაოდენობის ბარტყები ყავთ.
გამხლეჩი გადარჩევა - ბუნებრივი გადრჩევის
ის ფორმა რომელიც ხელს უწყობს
ნიშანთვისების კიდურა (ორ ან მეტ)
მნიშვნელობების შენარჩუნებას. შედეგად ერთი
ფორმიდან რამდენიმე ფორმა შეიძლება
წარმოიშვას.
დარვინი თვლიდა რომ ამ ტიპის გადარჩევა
დივერგენციის საფუძველია.
დივერგენცია არის ნიშანთვისებების განშტოება, რომელიც გაპირობებულია
ბუნებრივი გადარჩევის განსხვავებული მიმართულებით სახეობის არეალის
სხვადასხვა ნაწილში. იგი იწვევს სხვადასხვა სახის ორგანიზმების
წარმოქმნას, რაც განაპირობებს გარემო პირობების უფრო სრულ ათვისებას.
ბოლდუინის ეფექტი:
ცვლილება ქცევაში ცვლის ბუნებრივი გადარჩევის მოქმედების
მიმართულებას და საბოლოოდ აისახება პოპულაციის გენების
ცვლილებაშიც.

ბოლდუინის ეფექტი გულისხმობს, რომ როდესაც რაიმე სახის ქცევა სასარგებლო


აღმოჩნდება გადარჩენისათვის, პოპულაციის წარმომადგენლებს შორის
კონკურენციის პროცესში თანდათანობით იმარჯვებენ და შესაბამისად
რეპროდუქციულ წარმატებას და რაოდენობრივ უპირატესობას აღწევენ ის James Mark
წევრები, რომლებსაც ეს ქცევა ათვისებული აქვთ. Baldwin
1861 - 1934
ქცევის ათვისება გულისხმობს იმ გარკვეული სახის გენების არსებობას, რომელიც
გააჩნია პოპულაციის ამ წევრებს და რომელთა მიერ განპირობებული ნიშან-
თვისებები იძლევა ამ ქცევის განხორციელების საშუალებას. საბოლოოდ ვიღებთ
ახალ პოპულაციას, რომლის წევრებს ძველის - წინაპრულისაგან განსხვავებული
გენების ერთობლიობა აქვს და პროგრესული ქცევით ხასიათდება.

ამგვარად ქცევა ცვლის პოპულაციის გენურ შემადგენლობას - არა თვით გენებს


პოპულაციაში არამედ ამ გენების სიხშირეს.
კონგოს დემოკრატიული
რესპუბლიკა

მდინარე კონგო
გორილა შიმპანზე

ბონობო

You might also like