You are on page 1of 14

ინგლისის ბიოლოგიური იარაღი და თავდაცვა

ინგლისის ბიოლოგიური იარაღის წარმოება ოფიციალურად გაფორმდა 1936 წელს, როდესაც


ჩამოყალიბდა იმპერიული ბაქტერიოლოგიური იარაღის თავდაცვის კომიტეტი. სამუშაო
პერიოდი ამის შემდეგ შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს ა) 1936-40-წ, როდესაც მუშაობა
ძირითადად მიმართული იყო თავდაცვაზე; ბ)1940-50 წლები ამ პერიოდში მუშაობა
მიმდინარეობდა ორივე მიმართულებით - თავდაცვა და შეტევა. გ) 50- წლებიდან მოყოლებული
დღემდე, როდესაც მუშაობა ძირითადად მიმართულია თავდაცვაზე. 1943-45 წლებში დიდი
ბრიტანეთი ფლობდა ისეთ თანამედროვე ბიოლოგიურ იარაღს, როგორიცა ჯილეხის
გამომწვევი ბაქტერიის დიდი მარაგი. 1930 წელს ინგლისმა რატიფიცირება გაუკეთა ჟენევის 1925
წლის ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავდა ომში მხუთავი, მომწამვლელი და სხვა ტიპის
გაზების და აგრეთვე ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებას, იმ შესწორებით რომ ამ პირობას
ინგლისი შეასრულებდა მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ
ჟენევის ხელშეკრულებაში. ეს შესწორება ინგლისმა ამოიღო 1991 წელს ბიოლოგიური და
ტოქსიური იარაღების კონვენციის მესამე ყრილობაზე. ამ დროისათვის ინგლისს უკვე აღარ
გააჩნდა არც ბიოლოგიური და არც ქიმიური იარაღი. ჟენევის ხელშეკრულება კრძალავდა
მხოლოდ ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის გამოყენებას და მასში არაფერი იყო ნათქვამი ამ
იარაღის წარმოების შესახებ. ამიტომ მაშინ როდესაც ინგლისს გააჩნდა ბიოლოგიური იარაღი ეს
მისი მხრიდან არ წარმოადგენდა ჟენევის ხელშეკრულების დარღვევას.

მიუხედავად იმისა რომ 1936 წლამდე ინგლისში ოფიციალურად არ იყო ფორმირებული


ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამა, სადაზვერვო სამსახური გამუდმებით აწარმოებდა
ინფორმაციის შეგროვებას, სხვა ქვეყნებში ამ ტიპის იარაღის წარმოების შესახებ.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა 1930 წლებში გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაცია.
ერთ-ერთი ასეთი ინფორმაციის ავტორი იყო ვიკჰემ სტიდი, ისტორიკოსი, ლონდონის კოლეჯის
ლექტორი, რომელმაც მოიპოვა საიდუმლო მასალები გერმანელების ბიოლოგიური იარაღის
პროგრამის შესახებ და გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია. თავის პუბლიკაციაში სტიდი წერდა, რომ
გერმანელები აქტიურად აწარმოებდნენ ბიოლოგიურ იარაღს საჰაერო შეტევისათვის და რომ ამ
იარაღის გამოცდა იგეგმებოდა ისეთ ადგილებში როგორიც იყო პარიზის და ლონდონის მეტრო.
ამას მოჰყვა მყისიერი რეაქცია ინგლისის და საფრანგეთის მხრიდან, თუმცა არსებობდა ისეთი
მოსაზრებაც რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და გავრცელებული იყო
გერმანიის დისკრედიტაციის მიზნით. პარლამენტის სხდომაზე ინგლისის პრემიერ მინისტრმა
სტენლი ბოლდვინმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს ამ დოკუმენტების ავთენტურობის
საკითხის გასაჯაროებას. ვიწრო წრეებში კი ამ დოკუმენტების ავთენტურობა ეჭვს არ იწვევდა,
რადგანაც ვიკჰემ სტიდმა ეს დოკუმენტები გამოქვეყნებამდე ჯერ გააცნო ინგლისის თავდაცვის
კომიტეტის თავმჯდომარეს მორის ჰენკს. მორის ჰენკი კი შემდგომში გახდა ინგლისში
ბიოლოგიური იარაღის განვითარების პროგრამის ფუძემდებელი. ბიოლოგიური იარაღის
განვითარების და შესწავლის კომიტეტში შედიოდა ჯანმრთელობის და თავდაცვის
კომიტეტები. კომიტეტებში გაერთიანებულ ყველა მიკრობიოლოგს და ბაქტერიოლოგს დიდი
გამოცდილება ჰქონდა მიღებული ამ სფეროში. მათ მიიღეს სამი მემორანდუმი: პირველი, 1934
წელს, რომელიც ეხებოდა ვიკჰემ სტიდის ინფორმციას. მათი აზრით ის ბაქტერია, რომელიც
სტიდის ინფორმაციით გამოყენებული იყო გერმანელების მიერ, შესაძლებელია განხილული
ყოფილიყო როგორც ქიმიური და არა როგორც ბიოლოგიური იარაღი. ანუ ეს იყო ქიმიური
ნივთიერების აეროზოლის სახით გამოყენება და არა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება.

1936 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა ბაქტერიოლოგიური ომის ქვეკომიტეტი თავდაცვის


კოორდინაციის მინისტრის სერ ტომას ინსკიპის თავმჯდომარეობით. ქვეკომიტეტმა თავის
პირველ შეკრებაზე განიხილა საკითხები რომლებიც ეხებოდა ბაქტერიოლოგიური იარაღის
გამოკვლევის საკითხებს და იმ საპასუხო ქმედებებს რომელიც უნდა განხორციელებულიყო
ასეთი ტიპის ომის საშიშროების შემთხვევაში. კომიტეტის ერთ-ერთ მემორანდუმში აღნიშნული
იყო რომ ბიოლოგიური ომის ეთიკური სტატუსი უნდა ყოფილიყო არც მეტი არც ნაკლები
ვიდრე ქიმიური იარაღის ეთიკური სტატუსი. კომიტეტმა აგრეთვე შეაფასა ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების შესაძლებლობის სტატუსი გერმანიაში. ეს გამომდინარეობდა იმ
მონაცემებზე დაყრდნობით რომ გერმანია უკვე აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს, მართალია
თავდაცვითი ხასიათის, რომელიც თავის მხრივ განპირობებული იყო საბჭოთა კავშირის
მხრიდან თავდასხმის არსებობის საშიშროებით. ამავდროულად საბჭოთა კავშირი იგივე
ბრალდებებს უყენებდა გერმანიას. 1937 წლის თებერვალში ქვეკომიტეტმა გამოაქვეყნა ვრცელი
ანგარიში, რომელშიც განხილული იყო ბიოლოგიური იარაღის წარმოების პრაქტიკული
მნიშვნელობა, თავდაცვითი ხასიათის ღონისძიებების შემუშავებისათვის. ეს ანგარიში მრავალ
უზუსტობას შეიცავდა და მასში აისახებოდა ის პრობლემები რაც დაკავშირებული იყო
ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან და იმ საკითხებთან თუ რამდენად არსებობდა
სინამდვილეში ასეთი საფრთხე. ანუ მართალია არსებობდა ინფორმაცია რომ სხვა ქვეყნები
აწარმოებდნენ კვლევებს ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ არ
არსებობდა ზუსტი მონაცემები თუ რამდენად იყო ეს კვლევები მიმართული შეტევითი
ხასიათის იარაღის შექმნაზე და რამდენად ეფექტური იყო ბიოლოგიური აგენტების ჩანერგვა
საბრძოლო იარაღებში. კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა რომ საჭირო იყო ზუსტი ინფორმაციის
მოპოვება თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა სხვა ქვეყნებში და რომ ამ ეტაპზე არ იყო
აუცილებელი საპასუხო ბიოლგიური შეტევის განხორციელება.

1937-38 წლებში ქვეკომიტეტი ძირითადად მუშაობდა იმ ვაქცინების შექმნაზე რომლებიც


შესაძლებელია საჭირო გამხდარიყო მომავალში. ინგლისის სადაზვერვო სამსახურის მიერ
მოპოვებულმა ინფორმაციამ, ბერლინის სამხედრო ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში ჯილეხის
სპორების, შუშის ასაფეთქებელი კაფსულების, აეროზოლების და ბომბების მომზადების შესახებ
კიდევ უფრო გააქტიურა ინგლისის ბაქტერიოლოგიური ომის ქვეკომიტეტის მუშაობა. 1938
წლის მაისში ქვეკომიტეტს შეეცვალა სახელწოდება და იგი გადაიქცა საგანგებო და თავდაცვის
იმპერიულ კომიტეტად, რაც კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამდა მის თავდაცვით ხასიათს.
ამავდროულად კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა რომ საზოგადოებისათვის უფრო
მისაღები იქნებოდა „საგანგებო მდგომარეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის
ქვეკომიტეტი.“ ეს იყო ისტორიული მომენტი რადგანაც ამის შემდგომ ქვეკომიტეტმა ძალზედ
ნაყოფიერი სამუშაოები ჩაატარა ომის პერიოდში, იგი ყოველთვის რჩებოდა და დღემდე არის
საზოგადოების სამსახურში. 1938 წლის აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ქვეკომიტეტი რეგულარულად უწევდა ორგანიზებას
იმ სამუშაოებს რომელიც უნდა ჩატარებულიყო ინგლისისა და უელსის ლაბორატორიებში. ამ
ლაბორატორიებში არასოდეს ჩატარებულა რაიმე სახის კვლევა შეტევითი ან თავდაცვითი
ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, აქ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კვლევები
სამედიცინო განხრით, საავადმყოფოებში და სხვა დაწესებულებებში პროფილაქტიკური
ღონისძიებების სწორად სამართავად. 1939 წლის 3 სექტემბერს გამოცხადდა ომი და იმპერიული
თავდაცვის კაბინეტი გადაკეთდა სამხედრო კაბინეტად.

ინგლისში ბიოლოგიური ომისათვის მზადება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში

1939 წლის 27 ნოემბერს სამხედრო კაბინეტმა გადაწყვიტა რომ არსებული იმპერიული


თავდაცვის ბაქტერიოლოგიური ომის კომიტეტი გარდაქმნილიყო ბიოლოგიური ომის
სამხედრო კაბინეტის კომიტეტად. ეს გადაწყვეტილება განაპირობა ინფორმაციებმა რომელიც
მიღებული იყო საფრანგეთიდან და კანადიდან. ახლადშექმნილი კომიტეტის ხელმძღვანელად
დაინიშნა ლორდ ჰენკი. ამ კომიტეტის მოვალეობაში შედიოდა განეხილა მტრის მხრიდან
მოსალოდნელი ბიოლოგიური თავდასხმა და შეემუშავებინა ყველა საპასუხო ქმედება ამ
მოსალოდნელი თავდასხმის შემთხვევაში. კომიტეტის სხდომაზე დაისვა საკითხი არა მარტო
თავდაცვითი საშუალებების შექმნის, არამედ აგრეთვე თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის
შექმნის შესაძლებლობებზეც. ასეთი სამუშაოები კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა
განხორციელებულიყო მიდლესექსის სამხედრო ჰოსპიტალში და ქიმიური თავდაცვის
ექსპერიმენტალურ სტაციონარში - პორტონში. პორტონის სტაციონარი არსებობდა ჯერ კიდევ
1916 წლიდან სადაც მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ქიმიური იარაღის შექმნის და
თავდაცვის საკითხებზე. პორტონში ბიოლოგიური იარაღის განვითარების კვლევების
ხელმძღვანელად დაინიშნა ფილდესი, რომელიც თავიდან წააწყდა მთელ რიგ ორგანიზაციულ
წინააღმდეგობებს. კერძოდ ფილდესი მოითხოვდა რომ მას და ლორდ ჰენკს შორის ყოფილიყო
პირდაპირი და პრივატული ინფორმაციის გაცვლა, ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებულ ყველა
საკითზე. თუმცა სხვა მაღალიჩინოსნებიც მოითხოვდნენ ინფორმაციის გაზიარებას ამ
მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

ფილდესმა და მისმა ჯგუფმა დაიწყო თავისი გასაიდუმლოებული მუშაობა პორტონში, ამ


სამუშაოს დიდი პრიორიტეტი ენიჭებოდა. რამაც გამოიწვია სხვა პროექტებზე მომუშავე
სპეციალისტების გაღიზიანება. თავის მხრივ ფილდესი არასოდეს არ კარგავდა იმ
შესაძლებლობას რომ არ აღენიშნა და ხაზი არ გაესვა იმ გარემოებისათვის რომ მისი ჯგუფის
მიერ წარმოებული სამუშაოს საიდუმლოება ხშირად არ იყო დაცული. მისი ჯგუფი -პორტონის
ბიოლოგიური განყოფილება იყო სრულიად ავტონომიური ერთეული, თუმცა პირობითად
დამოკიდებული იყო თავდაცვითი ქიმიის ექპერიმენტარულ სტაციონარზე, რადგან
ფიზიკურად ლოკალიზებული იყო მათ ტერიტორიაზე და უნდა ესარგებლა მათი შენობებით.
ომის პერიოდში ფილდესის ჯგუფში მუშაობდა 45 ადამიანი. აქედან 12 მეცნიერი და 6
მაღალკვალიფიციური ტექნიკოსი. ლაბორატორიები საკმაოდ პრიმიტიული იყო, რადგან ისინი
არ იყო აშენებული მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის. ამიტომ მთელი ჯგუფი, კვლევების
დროს დიდ სიფრთხილეს იცავდა, რომ უნებლიეთ არ მომხდარიყო რაიმე ბაქტერიოლოგიური
აგენტის გავრცელება და მომუშავე პერსონალის დაინფიცირება. კვლევები ძირითადად
ტარდებოდა ჯილეხის ბაქტერიებზე, რომლებიც იმ დროისათვის ყველაზე კარგად იყო
შესწავლილი. დაინფიცირების ერთადერთი შემთხვევა ფილდესის ჯგუფში აღინიშნა ერთ
მკვლევარზე, რომელსაც სასწრაფოდ ჩაუტარდა პენიცილინით მკურნალობა და მას არ
მოჰყოლია არანაირი გართულება. ფილდესი ატარებდა კონსულტაციებს პორტონის
თანამშრომლებთან თუ როგორ უნდა მომხდარიყო ბაქტერიული აგენტების გავრცელება და
შემდგომ მათი გამოყენება ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. უდაო იყო რომ ყველაზე
ადვილი გზა ბიოლოგიური იარაღის გავრცელებისათვის იყო ჰაერ-წვეთოვანი ინფიცირების
მეთოდი. კუჭ-ნაწლავური სისტემის დაინფიცირების ალბათობაც მაღალი იყო, რადგან საკვების
და სასმელი წყლის მოწამვლა ბიოლოგიური აგენტებით უფრო კომპლექსური და
ამავდროულად ადვილად განხორციელებადი იქნებოდა სამხედრო სტრატეგიის
თვალსაზრისით. ფილდესის ჯგუფი მუშაობდა ისეთი ბიოლოგიური აგენტების შექმნაზე,
რომელთა გავრცელებაც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერ-წვეთოვანი გზით. სამხედრო კაბინეტი
მოითხოვდა ფილდესისაგან უზრუნველეყო ინგლისის ჯარი ასეთი ტიპის ბიოლოგიური
აგენეტებისაგან თავდაცვითი საშუალებებით. მან გადაწყვიტა თავისი კვლევები ძირითადად
მიემართა ჯილეხის ბაქტერიის და ბოტულიზმის გამომწვევი ტოქსინის შესწავლაზე. ჯილეხის
სპორები უფრო რეზისტენტულები იყვნენ ფიზიკური ეფექტების მიმართ და ამ სპორების დიდი
რაოდენობით წარმოება უფრო ადვილი იყო სხვა ტიპის ბიოლოგიურ აგენტებთან შედარებით.
გარდა ამისა ჯილეხი კარგად შესწავლილი დაავადებას წარმოადგენდა და პრევენციული
ზომებიც ამ ინფექციის წინააღმდეგ უკვე იყო შემუშავებული. ბოტულინის ტოქსინიც კარგად
იყო შესწავლილი და იგი მიიჩნეოდა ყველაზე ტოქსიურ ნივთიერებად იმ პერიოდში.
ბოტულინის ტოქსინი არ არის ცოცხალი აგენტი ბიოლოგიური იარაღისათვის, როგორსაც
წარმოადგენს ჯილეხის ბაქტერია, მაგრამ იგი ძალზედ ტოქსიური ნივთიერებაა, რომელიც
მიიღება Clostridium botulinum ბაქტერიისაგან. ბუნებაში როდესაც საკვები დაინფიცირდება ამ
ბაქტერიით და შეიქმნება ამ ბაქტერიის გამრავლებისათვის სასურველი პირობები, საკვებში
გამოიყოფა ძლიერი ტოქსინი და თუ მისი დაშლა არ მოხდა საკვების მომზადების დროს
(დუღილი, მაღალ ტემბერატურაზე დამუშავება) ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ასეთი
საკვების მოხვედრის შემდეგ ადგილი აქვს ძლიერ მოწამვლას, რომელსაც ბოტულიზმი ეწოდება.
ბოტულიზმს მეცნიერები სწავლობდნენ ჯერ კიდევ 1896 წლიდან. ადამიანების და ცხოველების
იმუნიზაცია ამ დაავადების წინააღმდეგ ფართოდ იყო გავრცელებული მე-20 საუკუნის
დასაწყისამდე, დღესდრეობით ბოტულიზმის შემთხვევები იშვიათი და სპორადულია ამიტომაც
პროფილაქტიკური აცრები უმეტეს ქვეყნებში უკვე აღარ ტარდება.

სანამ ფილდესი დაიწყებდა ჯილეხის პროგრამას მან ჩაატარა საკონტროლო ცდები ტკიპებზე
და მწერებზე, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა საკვების, კერძოდ პურის დაინფიცირება.
თუმცა ამ მიმართულებით ცდები მალევე შეწყდა, რადგანაც 1942 წელს ჰენდერსონმა და ვუდსმა
შექმნეს სპეციალური აპარატი, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა ბაქტერიული ღრუბელის
გამოფრქვევა. ექსპერიმენტებმა აჩვენა რომ ცხოველების დიდი პროცენტი ინფიცირდებოდა ამ
ხელსაწყოდან გამოფრქვეული ჯილეხის სპორების შემცველი ღრუბლიდან და სიკვდილიანობის
შემთხვევბი საკმაოდ მაღალი იყო. ამის შემდგომ საჭირო იყო უკვე განესაზღვრათ თუ როგორ
მოხდებოდა ამ მეთოდის ჩანერგვა სამხედრო იარაღში. ფილდესის მიერ ჯილეხის ბაქტერიებზე
ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა პორტონში, აჩვენა რომ ყველაზე უფრო წარმატებული შედეგის
მიღება შესაძლებელი იქნებოდა თუ ამ ბაქტერიების განთავსება მოხდებოდა ასაფეთქებელ
იარაღში, გავრცელებისათვის შესაბამისი კონცენტრაციით. ღია ველში ცხოველებზე
ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ სწორად შერჩეული კონცენტრაციის შემთხვევაში სასურველი
ლეტალური შედეგის მიღება შესაძლებელი იყო. უსაფრთხოების მიზნით ღია ველის
ექსპერიმენტების ჩატარება პორტონის მიდამოებში არ იყო მიზანშეწონილი, სწორედ ამიტომ
1942 წელს ფილდის ჯგუფი ექსპერიმენტების ჩასატარებლად გადავიდა შოტლანდიის
ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროზე გრუინარდის კუნძულზე. აქ აშენდა დროებითი ბანაკი,
რომელიც 50-მდე ადამიანს იტევდა. ამ გუნდს ხელმძღვანელობდა საველე წვრთნებში
გამოცდილი სპეციალისტი სერ გრაჰამ სატონი, რომელსაც ბაქტერიოლოგიურ საკითხებში
ხელმძღვანელობას უწევდნენ ჰენდერსონი და ვუდსი. ამ ექსპერიმენტების ძირითად მიზანს
წარმოადგენდა ლეტალური შედეგის მიღება, 13 კილოგრამიანი მოდიფიცირებული ქიმიური
ბომბების გამოცდა, რომლებშიც ჩანერგილი იყო ჯილეხის ბაქტერიების შემცველი ხსნარი.
მეტალის თხელკედლიან ბომბებში ჩადებული იყო 3 ლიტრიანი ბაქტერიული ხსნარი.
იმისათვის რომ ბომბების მიზანში მოხვედრა ყოფილიყო მაქსიმალური სიზუსტით მათ
თავდაპირველად აფეთქებდნენ 1.7 მეტრის სიმაღლეზე, ბომბი ფეთქდებოდა მიწაზე
მოტავსებული ელექტრონული დეტონირებით. ბომბების აფეთქების შემდეგ მინდვრის თავზე
ჩნდებოდა ღრუბელი. ამ ექსპერიმენტებში საცდელ მასალად გამოიყენებოდა ცხვრები. ერთ
კვირიანი ცდების შემდეგ ჯილეხით დაინფიცირდა და დაიღუპა ყველა ცხვარი. აგრეთვე
დადგინდა რომ ბაქტერიების გავრცელება, რომელსაც ლეტალური შედეგი ჰქონდა,
შესაძლებელი იყო 365 მეტრის რადიუსით. ამ ტიპის ბიოლოგიური ბომბები უფრო
ძლიერმომქმედი აღმოჩნდა ვიდრე ამავე ზომის სხვა ქიმიური იარაღი. შემდეგ ცდები
გაგრძელდა უკვე მინიმალური ლეტალური დოზის დასადგენად. ამ ცდებმაც აჩვენა რომ მცირე
ზომის ბიოლოგიური ბომბები უფრო ეფექტურ შედეგს იძლეოდა ვიდრე ქიმიური ბომბები.
შემდგეგ უკვე ბომბების გამოცდა დაიწყეს უფრო მაღალი სიმაღლიდან, კერძოდ ველინგტონის
ბომბდამშენიდან ბიოლოგიური ბომბი გადმოაგდეს 2130 მეტრის სიმაღლიდან. მაგრამ ბომბი
ტორფიან მინდორში ჩავარდა და ბაქტერიების გავრცელება შეფერხდა. ამ წარუმატებელი
მცდელობის შემდეგ საცდელი ბომბი ჩამოაგდეს სანაპიროზე 1500 მეტრი სიმაღლიდან. ცხვრები
რომლებიც განლაგებული იყვნენ სანაპიროზე 295 მეტრის რადიუსით ჯილეხით
დაინფიცირდნენ. საველე პირობებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ბიოლოგიური იარაღის
შექმნა სრულიად შესაძლებელი იყო. დადგენილი იქნა მინიმალური ლეტალური დოზა
ცხვრებისათვის და აგრეთვე ის პერიმეტრი რა პერიმეტრზეც ვრცელდებოდა ჯილეხის
ბაქტერიები (460 მ). აქედან გამომდინარე სავსებით ნათელი იყო რომ ჯილეხის ბაქტერიები 100-
1000 ჯერ უფრო ეფექტური იყო ვიდრე ნებისმიერი იმ დროს უკვე აპრობირებული და
გამოცდილი ქიმიური იარაღი.

ფილდესის და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებულმა საველე ექსპერიმენტებმა რამოდენიმე ძალიან


მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება შეძლო ბიოლოგიური იარაღის გაუმჯობესების კუთხით.
მაგალითად თუ როგორ მოქმედებდა ბაქტერიული სპორების სიცოცხლისუნარიანობაზე ჰაერის
მაღალი წნევა, როგორ ხდებოდა აეროზოლების მეშვეობით ბაქტერიული აგენტების გავრცელება
სამიზნე ტერიტორიაზე. მიუხედავად წარმატებით ჩატარებული კვლევებისა 1943 წელს
ინგლისმა გადაწყვიტა თავი შეეკავებინა ჯილეხის შემცველი ბაქტერიების ბომბების
წარმოებისაგან, რადგან აღმოჩნდა რომ ინგლისს არ გააჩნდა ამ ტიპის იარაღის მასიური
წარმოებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა
გაგრძელებულიყო აშშ-ში, ინდიანას შტატში. კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენდა ის რომ
ინგლისში არ იყო საკმარისი დაუსახლებელი პუნქტები სადაც შესაძლებელი იქნებოდა
ბიოლოგიური იარაღის საველე პირობებში გამოცდა. ამიტომ გადაწყდა რომ ამ ტიპის იარაღის
საველე გამოცდები ჩატარდებოდა კანადაში, საფილდის ექსპერიმენტულ სადგურში. თუმცა
ჩრდილო ატლანტიკის მოკავშირეების გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის
დასასრულისათვის შეწყდა ბიოლოგიური იარაღის წარმოება.

ფილდესმა და მისმა ჯგუფმა აგრეთვე შეიმუშავა რქოსანი პირუტყვის ჯილეხის ბაქტერიების


საქონლის საკვებში ჩანერგვის მეთოდი. ასეთი იარაღის შექმნის საუცილებლობა
განპირობებული იყო იმით რომ ეს ერთადერთი საშუალება იყო რის განხორციელებასაც
ინგლისელები მყისიერად მოახერხებდნენ ბიოლოგიური თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო
დარტყმის მისაყენებლად გერმანიის აგრარულ სექტორზე. 1941 წელს დაიწყო ექსპერიმენტები
ლეტალური დოზის დასადგენად რაც აუცილებელი იყო საქონლის კერძოდ ცხვრების, ცხენების
და ქროსანი პირუტყვის დასაინფიცირებლად. ექსპერიმენტების საფუძველზე დადგინდა რომ
ასეთ ლეტალურ დოზას შეადგენდა 5x108 ჯილეხის ბაქტერია რომელიც მოთავსებული
იქნებოდა პირუტყვის ერჯერად საკვებში. აგრეთვე აღინიშნა რომ ამ ბაქტერიების მოთავსება
უფრო ხელსაყრელი და ეფექტური იქნებოდა საქონლის საკვებ სელის-ქადებში.
თავდაპირველად ჩატარდა ცდები პორტონში თუ რამდენად თავისუფლად პოულობდა
პირუტყვი საძოვარზე მიმოფანტულ დაუინფიცირებელ სელის ქადებს. შედეგი ეფექტური
აღმოჩნდა საქონელი თავისუფლად პოულობდა ამ საკვებს და უპირატესობასაც კი ანიჭებდა მას.
ამის შემდეგ უკვე დაიწყო ჯილეხის ბაქტერიების შემცველი სელის ქადების დამზადება.

სელის ქადებს ამზადებდა ლონდონელი მესაპნე და ყოველ კვირას პორტონ დაუნში აგზავნიდა
250 000 ცალს. პორტონის ლაბორატორიაში მარტივ დანადგარს თითოეულ ქადაში შეყავდა 1010
/მლ სპორების შემცველი 0.05 მილილიტრი ხსნარი. სულ იყო 4 ასეთი დანადგარი რომელიც
დღეში აწარმოებდა 12 800-მდე სელის ქადის ბაქტერიულად შევსებას. ამ დანადგარებზე
მუშაობდა ერთი სამხედრო ექიმი-ოფიცერი, 14 გამოცდილი ქალი-ოპერატორი, ერთი
ლაბორანტი, ორი მუშა და ერთი დამხმარე. ამის შემდეგ ქადებს აშრობდნენ 60 C ორი საათის
0

განმავლობაში გამოსაწვავ დიდ ღუმელებში. 5 მილიონი ჯილეხიანი ქადა დამზადდა 1942 წლის
ბოლოს და 1943 წლის დასაწყისში და 400 ცალად ჩალაგდა ყუთებშიდა ეს მარაგი ომის
დასრულებამდე ინახებოდა პორტონში. გათვლები გაკეთდა გერმანიაში საძოვარი მიწების
წილისა და საქონლის სავარაუდო რაოდენობის მიხედვით, აგრეთვე საოპერაციო ფრენის
სიმაღლისა და სიჩქარის მიხედვით. სულ საჭირო იყო 5000000 ცალი სელის ქადა. ოპერაცია
უნდა ჩატარებულიყო ან ერთჯერადად ან სამი ან ორი მცირე რეიდის განხორციელებით.
ერთჯერადი შეტევის სცენარი გულისხმობდა მასიურ ერთეულ რეიდს 1250 თვითფრინავით,
რომელთაგან თითოეულზე იყო ქადებით სავსე 9-10 ყუთი, რომლებსაც ისინი გადმოყრიდნენ
ბომბდამშენიდან 18-20 წუთის განმავკლობაში 360კმ/ს სიჩქარით ფრენის დროს. თუმცა ინგლისს
არ გამოუყენებია ეს ბიოლოგიური იარაღი და მან გაანადგურა თავისი მარაგი ომის
დასრულებიდან ცოტა ხანში.

რაც შეეხებოდა ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავებას ამ


მიმართულებით ინგლისში მიმდინარეობდა ინტენსიური კვლევები. 1941 წელს პორტონის
ბიოლოგიური განყოფილება ატარებდა ცდებს ანტიტოქსინების შესაქმნელად A ტიპის
ბოტულინური ტოქსინის წინააღმდეგ. იმუნიზაციის შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, ანუ
საექსპერიმენტო ცხოველების 80% იმუნიზაციის შემდეგ არ ინფიცირდებოდნენ ბოტულიზმით,
რაც საშუალებას იძლეოდა მოსახლეობის უსაფრთხო იმუნიზაციისათვის. რიგი სამუშაოები
ტარდებოდა ჯილეხის პროფილაქტიკისათვის. ადამიანების ფიზიკური დაცვა ბიოლოგიური
იარაღის წინააღმდეგ ყველაზე უფრო დამოკიდებული იყო სასუნთქი გზების ეფექტურ დაცვაზე.
ასეთი ხელსაწყოები ანუ რესპირატორები ინგლისში უკვე არსებობდა, რომლებიც განკუთვნილი
იყო მომწამვლელი გაზების და ქიმიური აგენტების წინააღმდეგ, გასარკვევი რჩებოდა თუ
რამდენად ეფექტური იქნებოდა ამ ტიპის რესპირატორები ბაქტერიული აგენტების შემცველი
აეროზოლების მიმართ. აღმოჩნდა რომ ინგლისში წარმოებული რესპირატორები ამერიკული და
გერმანული წარმოების რესპირატორებისაგან განსხვავებით არ იყო კარგი თვდაცვითი
საშუალება აეროზოლური ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ. თუმცა ამის გამოსწორება
ადვილად შეძლეს დამატებითი ფილტრების ჩაყენებით. 1936 წლიდან ვაქცინების მომზადება
მშვიდობიანი მოსახლეობისათვის და ჯარისათვის შეადგენდა ინგლისის ბიოლოგიური
პროგრამის ერთ-ერთ წამყვან საკითხს.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის მოკავშირეებს არ ჰქონდათ შექმნილი ბიოლოგიური


ბომბი. ერთადერთ რეალურ ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა ინგლისელების მიერ
შექმნილი რქოსანი პირუტყვის დამაინფიცირებელი ჯილეხის ბაქტერიების შემცველი სელის
ქადები, რომელთა განადგურებაც მოხდა ომის დასრულებისთანავე. ამის შემდგომ ინგლისს
არასდროს არ ჰქონია თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღი, თუმცა ინგლისი აგრძელებდა ამ
მიმართულებით კვლევებს 1950 წლამდე, ამავე წელს ინგლისმა უარი თქვა მოდერნიზებული
ქიმიური იარაღის შექმნაზე, რომელიც განსაზღვრული იყო ნერვული სისტემის პარალიზებაზე.
1945 წელს ფილდესი და მისი თანამიმდევრები დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას, რომელსაც
ისინი ეწეოდნენ მშვიდობიანობის პერიოდში. მიუხედავად არსებული ცდებისა არც ქიმიური და
არც ბიოლოგიური იარაღი არ იყო გამოყენებული მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების
მიერ. მხოლოდ იაპონიამ გამოიყენა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ჩინეთის წინააღმდეგ
1945 წელს. ოკუპირებულ გერმანიაში ნერვული აგენტების აღმოჩენა ნამდვილი შოკი იყო
მოკავშირეებისათვის. ასეთი აგენტების არსებობა დიდ ტაქტიკურ უპირატესობას აძლევდა
ქიმიურ იარაღს. რაც არ უნდა სტრატეგიული და მასიური ეფექტი ჰქონოდა ბიოლოგიურ ბომბს,
ატომური ბომბის შექმნის შემდეგ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად შესუსტდა. თუმცა
მსოფლიოს ქვეყნებს მაინც გააჩნდათ შიში რომ რომელიმე ქვეყანა უფრო კარგად იქნებოდა
შეიარაღებული და მომზადებული ბიოლოგიური ომისათვის, ამიტომ ბევრ სახელმწიფოში
კვლავ მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის ფორმირების და დაგროვების სამუშაოები
როგორც თავდაცვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, თავდასხმის მიზნით. ინგლისში
პირველად დამტკიცდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესაძლებლობა, ამ მიმართულებით
სამუშაოების დაწყება მოტივირებული იყო მოწინააღმდეგეების მხრიდან ამ ტიპის თავდასხმის
შიშით. ინგლისში შეიქმნა ბიოლოგიური იარაღი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო
პირუტყვის მასიური დაინფიცირება. ომის პერიოდში დაგეგმილი იყო ერთობლივი
ბიოლოგიური ბომბის შექმნა ინგლისის, აშშ-ს და კანადის მიერ, თუმცა ეს გეგმა
განუხორციელებელი დარჩა. მართალია ინგლისმა გააგრძელა თავდაცვითი ხასიათის
ბიოლოგიური იარაღის კვლევები 1950 წლამდე. ინგლისს არ გამოუყენებია ბიოლოგიური
იარაღი მეორე მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად იმისა რომ იგი ფლობდა საკმაოდ
სრულყოფილ ბიოლოგიურ იარაღს. ინგლისი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით და
სიფრთხილით იცავდა ჟენევის 1925 წლის ხელშეკრულებას. შემდეგ უკვე 1950 წელს როდესაც
ატომური იარაღის პრობლემა უფრო აქტუალური გახდა ინგლისმა გადაწყვიტა თავი
დაენებებინა და გაენადგურებინა მათ ხელთ არსებული ბიოლოგიური იარაღი.

კანადის ბიოლგიური და ტოქსიური იარაღის წარმოება 1925-45 წლებში

1970 წლის 24 მარტს გაერთიანებული ერების კონფერენციის განიარაღების კომიტეტის


ყრილობაზე კანადელმა დელეგატმა განაცხადა რომ კანადას არასოდეს ჰქონია, არ აქვს
ბიოლოგიური ან ტოქსიური იარაღი და არც აპირებს ამ მიმართულებით სამუშაოების დაწყებას.
თუმცა ეს განცხადება სრულ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
კანადელი მეცნიერები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ინგლის-აშშ-ს ერთობლივ პროექტში,
რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ბიოლოგიური იარაღის შექმნას, როგორც თავდაცვის ასევე
შეტევითი მიზნებისათვის. 1939-45 წლებში კანადა და მისი მოკავშირეები ღრმად იყვნენ
დარწმუნებული რომ მტერი მიზნად ისახავდა ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის
გამოყენებას ომის შემთხვევაში. ომის დასაწყისში კანადელი წამყვანი მეცნიერები ოტტო მაასი
და ფრედერიკ ბანტინგი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ინგლისის და ამერიკის მთავრობა
შეემუშავებინათ ერთობლივი დავდაცვითი ღონისძიებები შესაძლებელი ბიოლოგიური
თავდასხმის წინააღმდეგ და აგრეთვე განევითარებინათ ამ ტიპის თავდასხმითი იარაღი. კანადა
თავის მხრივ სთავაზობდა ინგლისს და ამერიკას თავის ინდუსტრიულ რესურსებს და
ბიოლოგიური იარაღის საგამოცდო სადგურებს სუფფილდში, ალბერტაში და კვებეკში.
ბანტინგმა და მაასმა დიდი როლი ითამაშეს ანგლო-ამერიკული კოორდინირების და
თანამშრომლობის პროცესში. ეს მოლაპარაკებები იყო მკაცრად გასაიდუმლოებული და
ემსახურებოდა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ამ სამ სახელმწიფოს შორის. მას
მერე რაც იაპონია ჩაერთო ომში და იაპონური საჰაერო ბომბები გაჩნდა ინგლისის კოლუმბიის
თავზე კანადელი მეცნიერების შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა. კანადის ბიოლოგიური და
ქიმიური იარაღების წარმოებებს შორის 1938-1945 წლებში არსებობდა მჭიდრო, პირდაპირი
კავშირი. ორივე სისტემის იარაღს აკონტროლებდა ნაციონალური სამეცნიერო საბჭო,რომელთა
სათავეშიც იყვნენ ბანტინგი და მაასი. ორივე ტიპის იარაღის გამოცდა მიმდინდარეობდა
საფილდის საექსპერიმენტო სადგურებში. მიუხედავად მრავალი მსგავსებისა ამ ორი ტიპის
იარაღს შორის იყო მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ბიოლოგიურ იარღთან დაკავშირებული
კვლევები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. კვლევებში უმეტესად მონაწილეობას იღებდნენ
ექიმები, რომელთა პროფესიონალურ ვალს შეადგენდა სიცოცხლის გადარჩენა და არა პირიქით.
კვლევებში გამოყენებული იყო საშიში დაავადებების გამომწვევი აგენტები. ქიმიური
იარაღისაგან განსხვავებით ეს იყო ცოცხალი ორგანიზმები, რომელთა გამოყენება ომში ბევრ
გადაუჭრელ პრობლებას წარმოშობდა. შესაძლებელი იყო თუ არა ამ აგენტების კონტროლირება?
ბიოლოგიური ომის შემთხვევაში რამდენად შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ერთი
მხარისათვის ზიანის მიყენება?

კანადის ჩართულობა ბიოლოგიური იარაღის კვლევაში განპირობებული იყო ძირითადად სამი


ფაქტორით: პირველი ეს იყო კანადის სამხედრო კავშირი ინგლისთან, იმპერიული თავდაცვის
კომიტეტის საშუალებით და სამეცნიერო კავშირი ინგლისის სამედიცინო კვლევების
კომიტეტთან. მეორე ფაქტორი იყო სამედიცინო სფეროში, კანადაში მყოფი და მომუშავე
წამყვანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. მესამე ფაქტორი -ინსტუტიციური კავშირების
არსებობა მრავალ საკვლევ ინსტიტუტებს და ეროვნულ თავდაცვით სამინისტროს შორის. ამ
კავშირის თავმჯდომარე იყო ცნობილი მეცნიერი ბანტინგი, 1923 წლის ნობელის პრემიის
ლაურეატი ინსულინის თანააღმომჩენი, რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელობდა ტორონტოს
უნივერსიტეტის ყველაზე უფრო წარმატებულ სამედიცინო კვლევით ლაბორატორიას.
მიუხედავად იმისა რომ საბოლოოდ ძირითადად ბიოლოგიური იარაღის წარმოებას
ხელმძღვანელობდა კანადის სამხედრო კომიტეტი, ბანტინგს და მაასს სრული თავისუფლება
ჰქონდათ მინიჭებული ინგლისელ და ამერიკელ მეცნიერებთან თანამშრომლობის ბიოლოგიური
იარაღის გამოცდისათვის. ამას კიდევ უწყობდა ხელს ის ფაქტი რომ კანადა წარმოადგენდა
ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორს ინგლის-აშშ-ს ალნიასში და მას არ გააჩნდა არც
შესაძლებლობა და არც პასუხისმგებლობა ამ იარაღის გამოყენების. ანუ ამ იარაღის გამოყენება
შეეძლო მხოლოდ ინგლის ან ამერიკას.

კანადის დამოკიდებულება საერთაშორისო განიარაღებასა და იარაღის კონტროლზე


განპირობებული იყო საშინაო და თანამეგობრობის პოლიტიკით. პირველმა მსოფლიო ომმა
კანადის მოსახლეობა გაყო ორ ნაწილად: ინგლისურად და ფრანგულად მოლაპარაკე მხარეები.
ომმა აგრეთვე უთანხმოება შეიტანა ფედერალურ ლიბერალურ პარტიაში და წარმოშვა მრავალი
პრობლემა მისი ლიდერი მაკკენზი კინგისათვის. 1921 წელს პრემიერ მინისტრმა გადაწყვიტა არ
გაემძაფრებინა სიტუაცია კვებეკში იმის განხილვით რომ ინგლისის სამხედრო მაღალჩინოსნები
კანადის მანიპულირებას ახდენდენ და რომ კანადა იძულებული იქნებოდა ერთა ლიგის
თავდაცვის კომიტეტის მითითებები შეესრულებინა. ის ფაქტი რომ ამერიკა არ შეუერთდა ერთა
ლიგას დიდ გავლენას ახდენდა კანადის საგარეო პოლიტიკაზე, რადგანაც ეს წარმოადგენდა
დამატებით მიზეზს რომ კანადას მიეღო იზოლირებული პოზიცია და უარი ეთქვა ერთა ლიგის
საერთო თავდაცვით ხელშეკრულებაზე. მაგრამ კანადა ამავდროულად მზად იყო მხარი
დაეჭირა 1925 წლის ჟენევის კონფერენციის იმ მუხლისათვის რომელიც კრძალავდა
მომწამვლელი და მხუთავი და აგრეთვე ბაქტერიოლოგიური მეთოდების გამოყენებას ომის
დროს და ხელიც მოაწერა ამ დოკუმენტს სხვა დანარჩენ 37 ქვეყანასთან ერთად. თუმცა ამ
ხელშეკრულების რატიფიცირებას კანადამ კიდევ ხუთი წელი მოანდომა, რადგან ინგლისმა ამ
ხელშეკრულებას რატიფიცირება გაუკეთა მხოლოდ 1930 წელს, ხოლო კანადის საგარეო და
თავდაცვის პოლიტიკა დამოკიდებული იყო ინგლისის პოლიტიკაზე.

1930 წლებში კანადელი მეცნიერები კარაგად იყვნენ ინფორმირებულები იმის თაობაზე რომ
ომის შემთხვევაში მოსალოდნელილი იყო მომწამვლელი გაზების გამოყენება ზოგიერთი
ქვეყნის მხრიდან, რადგანაც პირველი მსოფლიო ომის დროს მომწამვლელი ქიმიური
ნივთიერებების გამოყენებამ მძიმე დანაკლისი მიაყენა როგორც ჯარს ასევე მშვიდობიან
მოსახლეობას. მეორეს მხრივ ისეთი მეცნიერები როგორებიც იყვნენ ბანტინგი და ჰაასი მხარს
უჭერდნენ ამერიკელი მეცნიერის ჯეიმს კონანტის შეხედულებას იმის თაობაზე რომ ახალი
ტიპის მომწამვლელი და მხუთავი გაზების წარმოება უფრო ამორალური არ იყო ვიდრე
ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღის წარმოება. მაშინ როდესაც ჟენევის პროტოკოლი კრძალავდა
როგორც ქიმიურ ასევე ბიოლოგიურ იარაღს, კანადაში ნაკლებად მიმდინარეობდა დებატები ამ
საკითხთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია შეიცვალა 1935 წელს როდესაც კანადის ჟურნალში
გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები შთანთქავენ ქალაქებს
მომავალი ომის შემთხვევაში.“ ბანტინგმა გამოთქვა დიდი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით
და მოამზადა დეტალური ანალიზი მოსალოდნელი ბიოლოგიური შეტევის საშიშროების
შემთხევევაში. ბანტინგმა აგრეთვე გააფრთხილა კანადის მთავრობა რომ გერმანიასა და
იტალიაში მიმდინარეობდა ამ ორი ტიპის იარაღის წარმოების ინტენსიური კვლევები და რომ
არც იტალია და არც გერმანია ომის შემთხვევაში უარს არ იტყოდა მათ გამოყენებაზე. ამის
შემდგომ ბანტინგს უფლება მიეცა დაეწყო საიდუმლო ბიოლოგიური კვლევები ტორონტოს
უნივერსიტეტში. ბანტინგის აზრით პირველ რიგში უნდა შეექმნათ ანტი- ტეტანური და ტიფის
საწინაარმდეგო შრატები და ვაქცინები, როგორც სამხედროებისათვის ასევე მშვიდობიანი
მოსახლეობისათვის. თუმცა ბანტინგს ამ მიმართულებით ხელი შეუშალა ინგლისის სამედიცინო
კვლევების კომიტეტის თავმჯდომარე ედვარდ მელანბიმ, რომელიც არ იყო დარწმუნებული
იმაში რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა
ომის დროს.

1939 წელს ომის გამოცხადებისთანავე ბანტინგი გაემგზავრა ინგლისში სადაც მონაწილეობას


იღებდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის და თავდაცვის პროგრამაში. ოტავაში დაბრუნების
შემდგომ ბანტინგი აგრძელებდა თავის მცდელობებს დაერწმუნებინა კანადის მთავრობა
ბიოლოგიური იარაღის შექმნის აუცილებლობაში. საბოლოოდ მას დართეს ნება ეწარმოებინა ეს
კვლევები ოღონ მკაცრად განსაზღვრული მიმართულებებით: 1) ბიოლოგიური ინფექციური
აგენტების გავრცელება ბომბების, ჭურვების ან ავიაციის საშუალებით; 2) იმ ინფექციური
აგენტების დადგენა რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებდნენ; 3) სხვა გაუთვალისწინებელი
პრობლემების წამოჭრის ალბათობა. რადგანაც კანადას არ გააჩნდა არც მეცნიერული და არც
ტექნიკური რესურსები, 1940 წლისათვის ცოტა რამ იყო გაკეთებული ამ მიმართულებით. 1941
წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა ბანტინგი, როდესაც იგი კანადიდან ინგლისში
მიემგზავრებოდა. ამან კიდევ უფრო შეაფერხა კანადაში ბიოლოგიური იარაღის წარმოება და
კვლევა. მიუხედავად იმისა რომ ბანტინგი ვერ მოესწრო იმ დროს როცა კანადაში ბიოლოგიური
პროგრამა სრული დატვირთვით განვითარდა მან კარგი საფუძველი მოამზადა ამ
სამუშაოებისათვის. მისი ხელმძღვანელობით ტორონტოს უნივერსიტეტში მუშაობდა
ლაბორატორია, რომლის შემადაგენლობაშიც შედიოდნენ კანადის წამყვანი მიკრობიოლოგები,
ექიმები და ფიზიოლოგები. გარდა ამისა ბანტინგს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ინგლისელ და
ამერიკელ მეცნიერებთან. ეს კავშირები გაგრძელდა ბანტინგის სიკვდილის შემდეგაც. 1942 წელს
შეიქმნა ერთობლივი კომიტეტი რომლის მიზანს შეადგენდა ბიოლოგიური იარაღის
კომპლექსური შესწავლა, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა თავდაცვით ზომებს რაც
მნიშვნელოვნად შეამცირებდა ბიოლოგიური იარაღით მიყენებულ ზარალს. კომიტეტი აგრეთვე
დარწმუნებული იყო რომ იაპონია, რომელიც ერთ-ერთი წამყავნი იყო ბიოლოგიური იარაღის
კვლევაში, გამოიყენებდა ამ იარაღს წყნარი ოკეანის მიდამოებში და აგრეთვე ამერიკის
წინაღმდეგ. ინგლისის ინტერესი ბიოლოგიური იარაღის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა 1941
წლის პერლ-ჰარბორის ინციდენტის შემდეგ. ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე ინგლისელი და
კანადელი მეცნიერები გაერთიანდნენ კოდური სახელწოდების M-1000 ერთეულის ქვეშ. ამ
ერთეულს ხელმძღვანელობდა მიურეი, რომელსაც აგრეთვე ევალებოდა მოეპოვებინა
ინფორმაცია ამერიკის თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ. მიურეი გაემგზავრა ვაშინგტონში
სადაც იგი შეხვდა ამერიკის სახმელეთო და საზღვაო ჯარის წარმომადგენლებს. ამერიკელი
თავდაცვის მეცნიერები დაინტერესებულები იყვნენ მიეღოთ ინფორმაცია კანადელი
მეცნიერებიდან, ყვითელი ციებ-ცხელების და მალარიის გადამტანი კოღოს Aegis aegypti - ის
შესახებ, თავის მხრივ მიურეის ნება დართეს გაცნობოდა იმ გასაიდუმლოებულ მასალას
რომელიც ეხებოდა ბოტულინის ტოქსინს, მალარიას, ჭირს, ტულარემიას, ტიფს და ყვითელ
ციებ-ცხელებას.

1942 წლის იანვარში ინგლისელი, კანადელი და ამერიკელი მეცნიერები (M -1000 ერთეული)


შეიკრიბნენ ოტავაში. ამ შეხვედრაზე მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმის განხილვა თუ რომელ
პათოგენს ან ტოქსინს გამოიყენებდა გერმანია და იაპონია. ყველაზე უფრო რეალურად მათ
მიაჩნდათ ბოტულინის ტოქსინი რადგანაც იგი ადვილი მისაღები და ძლიერ ტოქსიური იყო,
აგრეთვე განიხილებოდა ყვითელი ციებ-ცხელების გამომწვევი აგენტებიც. აგრეთვე სხდომაზე
განიხილეს თუ რამდენად კარგად იყო ორგანიზებული ბიოლოგიური იარაღის კვლევა ამ
გაერთიანებაში. მიურეიმ გამოთქვა მოსაზრება რომ აუცილებელი იყო გრძელვადიანი
კონტრაქტების გაფორმება კანადის ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან, რადგანაც მან არ
იცოდა თუ რა დაფინანსებას გამოყოფდა კანადის თავდაცვის სამინისტრი ბიოლოგიური
იარაღის კვლევებისათვის. ინგლისელები თავის მხრივ სთავაზობდნენ მიურეის ეს კვლევები
ეწარმოებინა ინგლისის მოდელით ანუ მოეხდინათ ლაბორატორიების დეცენტრალიზაცია რაც
კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს ბაქტერიოლოგების და პათოლოგების ინტეგრაციას ამ საქმეში
და ლაბორატორიების და საცდელი სადგურების ტექნიკურ აღჭურვას. ყველაზე დიდი დავა ამ
შეხვედრის დროს გამოიწვია მიურეის წინადადებამ რომ ჭირის გამომწვევი ბაქტერიის
(მსხვილფეხა რქოსანი საქონელის დასაინფიცირებლად) კვლევა ჩატარებულიყო, კვებეკიდან
ახლომდებარე იზოლირებულ კუნძულზე - გროსს აილზე. კუნძული დაუსახლებელი იყო,
თუმცა გარკვეული ინფრასტრუქტურა იქ არსებობდა, რადგანაც ეს კუნძკული თავის დროს
წარმოადგენდა ემიგრანტების საკარანტინო სადგურს. ამ წინადადებამ განსხვავებული
რეაქციები გამოიწვია ამერიკელების და ინგლისელების მხრიდან. ამერიკული მხარე დიდი
ენთუზიაზმით შეხვდა ამ შემოთავაზებას თუმცა არ იყო დარწმუნებული უსაფრთხოების
პირობებთან დაკავშირებით. ინგლისის მხარე კი უფრო სკეპტიკურად შეხვდა ამ დაავადების
შესწავლას, რადგანაც მათი მტკიცებულებით ჭირის გამომწვევი აგენტის გამოყენება არ
წარმოადეგნდა მთავარ საფრთხეს ინგლისისათვის. თუმცა კანადის თავდაცვის სამინისტრომ
მოიწონა მიურეის ეს შემოთავაზება და ამერიკის მხარდაჭერით გადაწყდა ექსპერიმენტების
ჩატარება კუნძულ „გროსს აილზე“.

კანადა-ინგლის-ამერიკის ერთობლივ კვლევებზე, ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით, დიდი


გავლენა იქონია ამერიკაში ბიოლოგიური იარაღის სისტემაში მომხდარმა ცვლილებებმა. 1942
წელს ამერიკის საბრძოლო კვლევის ცენტრის (საიდუმლო სამოქალაქო ორგანიზაცია)
ხელმძღვანელად აირჩიეს ფარმაცეპტული კომპანიების მაგნატი ჯორჯ მერკი, რომელმაც დიდი
დაინტერესება გამოთქვა ბიოლოგიური იარაღის კვლევების კავშირების გაფართოებასთან
დაკავშირებით ინგლისსა და კანადას შორის. მან მოითხოვა ორი სპეციალისტის გაგზავნა
ინგლისში რათა მათ შეესწავლად თუ რამდენად შორს იყვნენ ინგლისელი მეცნიერები წასული
ჯილეხის აგენტის შემცველი საბრძოლო იარაღის შექმნის საკითხში. მერკი აგრეთვე ესტუმრა
ოტავას სადაც, განიხილეს ჯილეხის გამომწვევი ბიოლოგიური იარაღის შექმნის
უპირატესობები. კერძოდ მისი აზრით ასეთი იარაღი უფრო მდგრადი იყო, ცხოველებში
იწვევდა მაღალპროცენტულ სიკვდილიანობას, შესაძლებელი იყო მისი დიდი რაოდენობით
წარმოება და ადვილად გავრცელებადი იყო. ამ შეხვედრების დროს აგრეთვე განიხილეს
ბოტულინის ტოქსინის ბიოლოგიურ იარაღში გამოყენების შესაძლებლობებიც. იმ დროისათვის
ინგლისში ფილდესის ხელმძღვანელობით მიმდინარე კვლევებმა დადებითი შედეგი გამოიღო.
კერძოდ შოტლანდიაში ჩატარებულმა საველე ტესტებმა აჩვენა რომ ჯილეხის ბომბების
აფეთქებით წარმოიქმნებოდა ჯილეხის სპორების შემცველი ღრუბელი, რომელიც ეფქტური იყო
დაახლოებით 2 კმ-ის რადიუსში. კანადელმა მეცნიერებმა დაითანხმეს ფილდესი რომ
დახმარებოდა მათ ჯილეხის ბომბების შექმნაში გროსს აილზე. 1943 წელს მათ შეუერთდათ
ამერიკული მხარე და ამ სამი ქვეყნის ალიანსი ბიოლოგიური იარაღის კვლევებთან
დაკავშირებით გაგრძელდა 1944 წლის იანვრამდე.

პირველი ექსვი თვის განმავლობაში გროსს აილის სადგური მრავალ სიძნელეს გადააწყდა.
პირველ რიგში დაგვიანდა ლაბორატორიების მშენებლობა და აღჭურვა სათანადო აპარატურით.
მიურეის თხოვნა რომ კვლევით ჯგუფში შესულიყო 15 მეცნიერი, რომელთა შორის იყო 3
კვალიფიციური მეცნიერი არ შესრულდა. გარდა ამისა არ ხდებოდა ლაბორატორიების საჭირო
რაოდენობით საექსპერიმენტო ცხოველებით მომარაგება. მიუხედავად ყველა ამ
წინააღმდეგობებისა 1943 წლისათვის მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღებული ჭირის
ვაქცინების შემსწავლელ ლაბორატორიაში. მუშაობას აფერხებდა ის ფაქტიც რომ ხშირ
შემთხვევაში ტექნიკური გაუმართაობის გამო სრულად არ იყო დაცული უსაფრთხოების
პირობები. 1944 წლის აგვისტოს ბოლოს კანადა-ამერიკის ჯილეხის პროგრამა გაუქმდა და ის
მეცნიერები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ პროექტში აპარატურის ნაწილთან ერთად
უნდა გადასულიყვნენ საფილდში. ხოლო ჯილეხის ბომბების შემქმნელი აპარატი უნდა
გადაგზავნილიყო დეტრიკში. ამ პერიოდისათვის გროსს აილზე უკვე შექმნილი იყო მაღალი
ხარისხის 500 ლიტრი ჯილეხის ბაქტერიული ნიმუში, რომელიც საკმარისი იქნებოდა 2000
ბომბის შესაქმნელად. 1945 წლის ივნისში როდესაც ეს პროგრამა საბოლოოდ დაიხურა გროს
აილზე შექმნილი იყო რქოსანი პირუტყვის ჭირის ვაქცინის დაახლოებით 2000 ერთეული.
1943-45 წლებში გარდა ლაბორატორიული სამუშაოებისა გროსს აილზე მიმდინარეობდა საველე
ტესტირებებიც. კანადელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მაღალი ლეტალური
გამოსავლის მქონე ბოტულინის ტოქსინის შექმნა. ინგლისელი და ამერიკელი სადაზვერვო
სამსახურების ცნობით გერმანელები აპირებდნენ ამ ტოქსინის გამოყენებას მოკავშირე სამხედრო
ძალების წინააღმდეგ. ამიტომ მიურეის ლაბორატორიაში შეიქმნა ბოტულინის ვაქცინა
იმუნიზაციისათვის და აგრეთვე ბოტულინის ტოქსინი როგორც თავდასხმითი იარაღისათვის.
ომის დასასრულისათვის სუფილდსა და დეტრიკში მომუშავე მეცნიერები აწარმოებდნენ
ქვეითი ჯარის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ორი ბიოლოგიური იარაღის ტესტირებას -
ბრუცელოზის და ტულარემია. ბრუცელოზი მიიჩნეოდა უფრო ეფექტურ იარაღად რადგან იგი
უფრო სტაბილური აგენტი იყო და მას მწყობრიდან გამოყავდა და არ კლავდა ადამიანს. 1944
წელს საფილდში ჩატარდა ბრუცელოზის შემცველი ორი ტიპის ბომბების საველე ტესტირება,
რამაც აჩვენა რომ ასეთი იარაღის გამოყენება მტრის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური იქნებოდა.
პრობლემა იყო ის რომ ამ იარაღის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელი იყო ანტიტოქსინის
და შესაბამისი სამედიცინო თერაპიის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა მოკავშირე
ჯარების უსაფრთხოებას.

1943 წლის 20 დეკემბერს ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსმა მიიღო შეტყობინება


სტრატეგიული მართვის სამსახურიდან რომ გერმანია ემზადებოდა ბოტულინის ტოქსინის
გამოსაყენებლად, როგორც ჯარის ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. საფილდში
ჩატარებულმა ტესტირებებმა აჩვენა რომ ჰაერში გაბნეული ბოტულინის ფხვნილი
განსაკუთრებულად მაღალი ლეტალური შედეგით გამოირჩეოდა. ამ ინფორმაციას ფილდესი
სკეპტიკურად შეხვდა, რადგანაც იგი თვლიდა რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება
გერმანიის მხრიდან ამ ტიპის იარაღის გამოყენებისათვის. გარდა ამისა მისი აზრით ასეთი
იარაღის გამოყენების შემთხვევაში მასიურ იმუნიზაციას აზრი არ ექნებოდა, რადგან
შეუძლებელი იქნებოდა ზუსტად იმის დადგენა თუ რომელი აგენტი გამოიყენა მტერმა.
კანადელმა და ამერიკულმა მხარემ კი გადაწყვიტა ჯარში ჩაეტარებინა მასიური იმუნიზაცია. ეს
ვაქცინები დამზადდა რიდის და მიურეის ლაბორატორიებში და დაახლოებით 25 000
ჯარისკაცისათვის განკუთვნილი ვაქცინა გადაიგზავნა ინგლისში. თუმცა აქ კანადელები
ინგლისელთა მხრიდან გადააწყდნენ წინააღმდეგობას, კერძოდ ისნი კრძალავდნენ ინგლისში
განლაგებული ამერიკული და კანადური ჯარების იმუნიზაციას ბოტულინის ვაქცინით,
რადგანაც ინგლისის სადაზვერვო სამსახურის ცნობით გერმანიას ამ ტიპის ბიოლოგიური
იარაღი არ გააჩნდა. ამერიკელები დათანხმდნენ აცრების შეჩერებაზე, ხოლო კანადურმა მხარემ
მკაცრად მოთხოვა იგლისელებს უზრუნველეყოთ მათი ჯარისკაცების უსაფრთხოება და ნება
დაერთოთ ვაქცინაციაზე. საბოლოოდ კანადელ ჯარისკაცებს რომლებიც დაბანაკებულები
იყვნენ ნორმანდიაში არ ჩაუტარდათ იმუნიზაცია და არც არანაირ ბიოლოგიურ შეტევას
გერმანელების მხრიდან არ ჰქონია ადგილი.

მაშინ როდესაც ამერიკა და მისი მოკავშირეები გეგმავდნენ იაპონიაზე თავდასხმას სადაზვერვო


სამსახურმა მათ მიაწოდა ინფორმაცია რომ იაპონიას განზრახული ჰქონდა ბიოლოგიური
იარაღის გამოყენება მისი მტრების წინაარმდეგ. ასობით ბიოლოგიური აგენტით დატვირთული
საჰაერო ბუშტის გადატყორცნა იგეგმებოდა ჩრდილო ამერიკის სანაპიროსაკენ. ამ საშიშროებას
ამძაფრებდა ის ფაქტიც რომ სავარაუდოდ საჰაერო ბუშტები იმოძრავებდნენ 6000-9000მეტრის
სიმაღლეზე მიჩიგანის მიმართულებით და მათი დროულად აღმოჩენა და გაუვნებელყოფა
შეუძლებელი იქნებოდა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით ამ საჰაერო ბუშტების
ტევადობა იყო დაახლოებით 180კგ და ისინი შეიცავდნენ სხვადასხვა ბიოლოგიურ აგენტებს.
დიდი ალბათობა იყო იმისა რომ აგენტებად გამოყენებული იქნებოდა ჭირის, B ენცეფალიტის,
ჯილეხის და რქოსანი პირუტყვის დამაინფიცირებელი ბაქტერიები. ამ ფაქტის შესასწავლად
შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც სამი თვის გამოძიების შემდეგ დაადგინა, რომ ამ
საჰაერო ბუშტების იდენტიფიცირება რადარების საშუალებით ძალზედ გართულდებოდა.
აგრეთვე დადგინდა რომ ეს საჰაერო ბუშტები კარგი სატრანსპორტო საშუალება იყო
ბიოლოგიური აგენტებისათვის და მათ მიერ მიყენებული ზიანი ადამიანებზე, ცხოველებზე და
სამეურნეო მცენარეებზე ფართომაშტაბიანი და გამანადგურებელი იქნებოდა. კომისიამ
გამოიტანა დადგენილება რომ კანადის ნაციონალური თავდაცვის განყოფილებას
კოორდინირება უნდა გაეწია სამედიცინო და ვეტერინარული რესურსებისათვის და
უზრუნველეყო როგორც სამხედრო პირთა ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის და პირუტყვის
დაცვა ბიოლოგიური იარაღისაგან. 1945 წლის ივლისისათვის იაპონიის მხრიდან ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების საშიშროება აღარ იყო აქტუალური მაგრამ თავდაცვითი ზომების
შემუშავება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის მაასმა, მიურეიმ და რიდმა დიდ წარმატებებს


მიაღწიეს კანადის ბიოლოგიური იარაღის კვლევის საკითხებში. მათ ორგანიზება გაუკეთეს
კანადელ ბაქტერიოლოგებს, ბიოქიმიკოსებს და ვეტერინარებს და შექმნეს გაერთიანებული
ჯგუფი, რომელიც აწარმოებდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევას. თავის ამერიკელ
კოლეგებთან ერთად კანადელი მეცნიერები წარმატებულ ტესტირებებს ატარებდნენ გროსს
აილზე, რქოსან პირუტყვის ჭირის ვაქცინის შესაქმნელად. გარდა ამისა რიდმა შექმნა
ბოტულინის ანტიტოქსინის კანადური ვარიანტი, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული
იქნებოდა კანადელი ჯარისკაცების იმუნიზაციისათვის. რაც შეეხება თავდასხმითი
ბიოლოგიური იარაღის შექმნას, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობებისა კანადელმა
მეცნიერებმა შეძლეს ჯილეხის სპორების შემცველი იარაღის შემუშავება. თუმცა მიურეიმ და
რიდმა აღიარეს რომ ჯილეხის საბრძოლო იარაღს მრავალი ნაკლოვანება გააჩნდა და უკთესი
იქნებოდა ბოტულინის ტოქსინის შემცველი ბომბების წარმოება. ლოგიკურად იბადება კითხვა
თუ რამდენად არღვევდა ბანტინგის და მიურეის კვლევები იმდროინდელ სამეცნიერო და
სამედიცინო ფასეულობებს და რამდენად არასამართლიანი იყო კანადელების მხრიდან
ბიოლოგიური იარაღის კვლევაში ჩართვა. რიდი მიიჩნევდა რომ ნებისმიერი ომი მოითხოვს
მსხვერპლს და მისი მოვალეობა იყო დაეცვა თავისი ქვეყანა შესაძლებელი ბიოლოგიური
თავდასხმისაგან. მართალია კანადას არასოდეს გამოუყენებია ბიოლოგიური იარაღი მეორე
მსოფლიო ომის პერიოდში იგი იყო ამ იარაღის მფლობელი ომის შემდგომ წლებში. 1950 წლის
ოქტომბერში აშშ-ს გაერთიანებული კომიტეტების შტაბის უფროსმა განაცხადა რომ საბჭოთა
კავშირთან შესაძლებელი ომის შემთხვევაში კანადის მხრიდან ისინი მიიღებდნენ დახმარებას
ბიოლოგიური იარაღის სახით.

You might also like