You are on page 1of 42

რა არის ბიოლოგიური იარაღი?

ბიოლოგიური იარაღი „ბიო-იარაღი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ წარმოადგენს ცოცხალ


ორგანიზმებს ან გამრავლებად არსებებს (მაგ: ვირუსები) რომლებიც რეპროდუცირდებიან ან
რეპლიცირდებიან ცოცხალ ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ბიოლოგიური ომი
წარმოადგენს ბიოლოგიური ტოქსინების და სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევი
აგენტების მაგ: ბაქტერიების, ვირუსების და სოკოვანი სპორების გამოყენებას ადამიანების,
ცხოველების და მცენარეების დაინფიცირების მიზნით.

სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების მისაღწევად ბიოლოგიური იარაღის გამოყენების


მრავალი გზა არსებობს. ბიოლოგიურ აგენტებს შეიძლება ჰქონდეთ ლეტალური ან
არალეტალური შედეგი და შესაძლებელია გამოყენებული იქნან როგორ ცალკეული ინდივიდის
საწინააღმდეგოდ, ასევე ადამიანების ჯგუფების ან მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ბიოლოგიური იარაღის წარმოება შესაძლებელია მოხდეს ან სახელმწიფოს ან დამოუკიდებელი
ჯგუფების მიერ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში ეს აქტი განიხილება როგორც ბიოტერორიზმი.

ბიოლოგიური იარაღი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თავდასხმის ან თავდაცვის მიზნით,


ასევე იგი შეიძლება მიმართული იყოს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის ასევე ომში ჩართული
სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ. ბიოლოდიური იარაღი ასევე გამოიყენება მცენარეეების (მაგ:
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) და ცხოველების (მაგ: საომარ მოქმედებებში გამოყენებული
გამწევი ძალა). ბიოლოგიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც მაღალი
სიკვდილიანობა მშვიდობიან მოსახლებასა და ჯარში ასევე დიდი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს
ეკონომიკას.

მიჩნეულია, რომ შეტევის მიზნით ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ნაკლებ ეფექტურია. რადგან
ბიოლოგიური იარაღის კონტროლი ძალზედ ძნელია: კერძოდ, ბიოლოგიურ იარაღს შეუძლია
დააზიანოს თვით მოიერიშე მხარე და ამ შემთხვევაში შესაძლებელია თავდამსხმელი უფრო
დაზიანდეს ვიდრო სამიზნე ობიექტი. ისეთი აგენტის გამოყენება როგორიც არის „ყვავილის
გამომწვევი ვირუსი“ ან სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებადი ბიოლოგიური აგენტი
აუცილებლად გავრცელდება დიდ ტერიტორიაზე და დიდი ალბათობაა იმისა რომ მოიერიშეც
დაზარალდება. თუმცა არსებობს ისეთი ბიოლოგიური აგენტები რომელთა გავრცელების არეალი
საკმაოდ მწირია და ისინი დიდი სიზუსტით მიზანმიმართულად შეიძლება იყოს გამოყენებული.

ცოცხალი ორგანიზმების წინააღმდეგ გამოყენებული ბიოლოგიური აგენტები რომ ეფექტური


იყოს უნდა ხასიათდებოდნენ მაღალი ინფიცირების ხარისხით, მაღალი ვირულენტობით, მათ
წინააღმდეგ ვაქცინების არ არსებობით და ეფექტური და მოსახერხებელი გავრცელების
საშუალებებით. ასევე აუცილებელია რომ ბიოლოგიური აგენტი იყოს სტაბილური ანუ
შეინარჩუნოს ვირულენტობა დიდი ხნის განმავლობაში. ბიოლოგიური იარაღი ადვილად
შესაქმნელი უნდა იყოს და გამომყენებელს უნდა გააჩნდეს ამ აგენტით გამოწვეული დაავადების
წინააღმდეგ თავდაცვის პრევენციული საშუალებები. ბიოლოგიური იარაღის შექმნის სირთულე
მდგომარეობს არა ბიოლოგიური აგენტის წარმოებაში (რაც ხშირ შემთხვევაში ძალზედ მარტივია)
არამედ, ბიოლოგიური აგენტის იარაღში ჩანაერგვასა და შემდგომ მის ტრანსპორტირებაში.
მაგალითად Bacillus anthracis - ჯილეხის გამომწვევი ბაქტერია ეფექტური აგენტია რიგი
მახასიათებლების გამო: პირველ რიგში იგი წარმოქმნის მყარ სპორებს რაც ძალზედ ხელსაყრელია
მისი აეროზოლური, დისპერირებადი იარაღის შესაქმნელად. მეორე - იგი არ გადადის ერთი
ადამიანიდან მეორეზე და იშვიად შემთხვევაში იწვევს მეორად ინფექციებს. ჯილეხის ფილტვის
ფორმა (ჰაერწვეთოვანი გზით შეძენილი) იწყება ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებით და 3-7
დღეში რთულდება ჰემორაგიული სისხლდენებით, რაც 90% -ის შემთხვევაში მკურნალობის არ
არსებობისას პაციენტის სიკვდილით სრულდება. მესამე - არსებობს ვაქცინა ამ დაავადების
წინააღმდეგ. ამიტომ ამ აგენტის გამომყენებელი მხარე დაცული იქნება ამ ინფექციის
გავრცელებისაგან.

მცენარეების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო სავარგულების წინააღმდეგ გამოყენებულმა


ბიოლოგიურმა იარაღმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანებს, პირუტყვს ასევე
სახელმწიფო ეკონომიკას. ხშირ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ნათესების გასანადგურებლად
გამოიყენება როგორც ჰერბიციდები, ასევე ქიმიური ნივთიერებები. ბიოლოგიური იარაღი
შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მარცვლეულის ასევე სხვა ფოთლოვანი ნათესების
მიმართ.

ცხოველების წინააღმდეგ გამოყენებული ბიოლოგიური იარაღი მიზნად ისახავს ან საბრძოლო


მოქმედებებში გამწევ ძალად გამოყენებული პირუტყვის დაინფიცირებას ან მესაქონლეობაში
საკვებად გამოყენებული ცხოველების დაინფიცირებას. ამ უკნასკნელის შემთხვევაში ინფექცია
შესაძლებელია პირუტყვიდან გავრცელდეს ადამიანებზეც.

შეტევითი ბიოლოგიური ომი მოიცავს ბიოლოგიური იარაღის მასიურ წარმოებას, დაგროვებას და


მის გამოყენებას. ბიოლოგიური იარაღის განვითარება, წარმოება და გამოყენება აკრძალული იყო
1972 წელს ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის კონვენციის მიერ (ბიტიკ- BTWC). ამ კონვენციის
მიზანს, რომელშიც გაერთიანებულია 210 ქვეყანა, წარმოადგენს ბიოლოგიური იარაღის
გამოყენების აკრძალვას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მშვიდობიანი მოსახლეობის
დაზიანება და დიდი დარტყმა მიაყენოს ეკონომიურ და სოციალურ ინფრასტრუქტურას.
მრავალი ქვეყანა რომელიც გაერთიანებულია ბიტიკ-ში ამჟამად აწარმოებს მეცნიერულ
კვლევევბს ბი-ის (ბიოლოგიური იარაღი) წინააღმდეგ თავდაცვისათვის, ეს არ არის აკრძალული
ბიტიკ-ის მიერ. ზოგიერთი სახელმწიფოები ან სოციალური ჯგუფები შესაძლებელია
წარმოადგენდნენ რეალურ საშიშროებას ბიოლოგიური იარაღის გამოყენების თვალსაზრისით. ამ
იარაღით მიყენებული ზარალი შეიძლება აღემატებოდეს ბირთვული, ქიმიური ან კოვენციური
იარაღით მიყენებულ ზარალს. ამის გათვალისწინებით ბიოლოგიური აგენტები შესაძლებელია
წარმოადგენდნენ სტრატეგიულ საშუალებას ბიოლოგიური ომის პრევენციის ან
შეჩერებისათვის. ომის შემთხვევაში, ბიოლოგიური იარაღის როგორც ერთ-ერთი ტაქტიკური
იარაღის გამოყენების მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ეფექტურობის
გამოსავლენად საჭიროა რამოდენიმე დღე, რაც თავის მხრივ აყოვნებს მის წინააღმდეგ
სტრატეგიულ, საპასუხო რეაქციას. ამავდროულად ზოგიერთი ბიოლოგიური აგენტი (ციმბირის
წყლული, ყვავილი და მრავალი სხვა) ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰაერწვეთოვანი
გზით, რაც რა თქმა უნდა ზრდის იმის რისკს რომ ამ დაავადებით შესაძლებებლია დაავადდეს
როგოც მოწინააღმდეგის ასევე თვით ამ აგენტის გამომყენებლის მხარეც. მაშინ როდესაც
ბიოლოგიური ომი ზოგიერთი ტერორისტული და კრიმინალური დაჯგუფებებისათვის არ
წარმოადგენს ტაბუ დადებულ მოქმედებას, თითქმის მთელი მსოფლიოს სამხედრო და
სამოქალაქო ნაწილისათვის ბიოლოგიური ომი ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ადრეულ ხანებში


ბიოლოგიური ომის ჩანასახოვანი ფორმები წარმოიშვა ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში. ისტორიული
მონაცემების თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ასირიელები წამლავდნენ
მტრის ჭებს შხამიანი სოკოებით. 184 წელს კართაგენელი მეომრები ჰანიბალის ბრძანებით თიხის
ქოთნებს ავსებდნენ შხამიანი გველებით და ესროდნენ მოწინაღმდეგეების გემებს. რაც შეეხება შუა
საუკუნეების ისტორიულ მონაცემებს მონღოლი, თურქი და სხვა მეომრები მოწინაღმდეგეების
ჭებში ყრიდნენ დაავადებული ცხოველების გვამებს, რათა მოეწამლათ სასმელი წყალი.

იმისთვის რომ გარკვეულ ქმედებას მიენიჭოს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების სტატუსი


აუცილებელია შეფასებული და გამოკვლეულ იქნას რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
პირველ რიგში ამ ქმედებას უნდა ქონდეს პოლიტიკური და ისტორიული აზრი, ამავდროულად
მოვლენა გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი დეტალებით რაც საშუალებას მოგვცემს მოხდეს
მისი სამართლებრივი შეფასება. აუცილებელია რომ მოვლენაში აღწერილი ქმედებები
ტექნიკურად შესრულებადი უნდა იყოს ამ ფაქტის მოხდენის დროის სამეცნიერო ცოდნის
თვალსაზრისით. ანგარიშში მოხსენიებული ესა თუ ის ინფექციური დაავადების აფეთქება უნდა
იყოს მოცემული ქმედების შედეგი და არა ამ ინფექციური დაავადების გავრცელება ბუნებრივი
გზით. ისტორიული მტკიცებულებების წყარო კარგად უნდა იყოს დოკუმენტირებული და
არსებობდეს ამ მტკიცებულებების გამამყარებელი საბუთები (მაგ. ისტორიული პირველწყაროები
და თვითმხილვევლების ჩვენებები). ყოველივე ზემოთხსენებული საკითხების შესწავლის და
გათვალისწინების შემდეგ შესაძლებელი ხდება მოვლენის სწორი შეფასება და მისთვის
ბიოლოგიური იარაღის გამოყენების კვალიფიკაციის მიცემა.

ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ წყაროს, რომელიც აღწერს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას,


მიეკუთვნება 1340 და 1346 წლების თუნ ევექუს და კაფას ბრძოლები. მე-14 საუკუნის შუა
ხანებში, როდესაც ინგლისის მეფემ ედვარდ მე-3-ემ მოინდომა საფრანგეთის მეფობა,
საფრანგეთსა და ინგლისს შორის დაიწყო 100 წლიანი ომი. 1337 წელს ედვარდმა იერიში მიიტანა
თუნ-ევექიუს ციხე-სიმაგრეზე, რომელიც მდებარეობდა მდინარე ესკალტზე საფრანგეთის
ჩრდილო დასავლეთით. 100 წლიანი ომის დასაწყისისათვის ეს მდინარე მდებარეობდა
ფლანდრიაში, რომელიც ერთი მხრიდან ესაზღვრებოდა ინგლისს, მეორე მხრიდან კი
საფრანგეთს. ამ იერიშში ჯარს ხელმძღვანელობდა სერ ვალტერ მანი, რომლის ბრძანებითაც ციხე-
სიმაგრე მოექცა ინგლისელების ალყაში. ისტორიული წყაროებიდან ჩანს რომ ამ ალყის პერიოდში
ინგლისელი მეომრები ციხე-სიმაგრეს გამუდმებით ესროდნენ დიდი ზომის ქვებს, რომ
დაენგრიათ კედელი ხოლო შემდგომ კედელში გაჩენილ ხვრელებში ისროდნენ დახოცილი
ცხენების და სხვა ცხოველების გვამებს, რომელთაც უკვე ხრწნა ჰქონდათ დაწყებული.
დაახლოებით ერთ-თვიანი ალყის შემდეგ ციხე-სიმაგრე ჩაბარდა ინგლისელებს. დახოცილი
ცხენებით და სხვა ცხოველებით ციხე-სიმაგრის იერიში შეიძლება ჩაითვალოს ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების მცდელობად, თუმცა ეს აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ როგორც
საბრძოლო იარაღის სიმცირის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული იარაღის გამოყენება. ან კიდევ
შესაძლებელია რომ ხრწნადი ცხოველების გვამების გამოყენება მიზნად ისახავდა
ალყაშემორტყმულ მოსახლეობაში რაიმე ინფექციის გავრცელებას.

მეორე პირველწყაროს, რომელშიც აღწერილია შუა საუკუნეებში ბიოლოგიური იარაღის


გამოყენების მაგალითი წარმოადგენს კაფას ციხე-სიმაგრის ირგვლივ გაჩაღებული ბრძოლა. ამ
ბრძოლის აღწერა ეკუთვნის იტალიელ - გაბრიელ დე მუსის რომელიც ეყრდნობა კაფას ბრძოლის
მონაწილის ჩვენებებს. გაბრიელ დე მუსის აზრით, რომელიც ეყრდნობა ისტორიულ მონაცემებს,
კაფას ბრძოლამ განაპირობა ყირიმიდან ხმელთაშუაზღვის საპორტო ქალაქებში ჭირის
ინფენქციის გავრცელება.
კაფა (ეხლანდელი ფეოდოსია) წარმოადგენდა იტალიელების საპორტო ქალაქს ყირიმის
სანაპიროზე, რომელიც დაარსებული იყო 1266 წელს. იგი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო
ცენტრს რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მოვაჭრეებს
შორეული აღმოსავლეთის სავაჭრო ქარავნებთან, აგრეთვე კაფას საშუალებით მყარდებოდა
კავშირი მდინარე ვოლგასთან და დონთან. მე-14 საუკუნის შუა ხანებში იგი წარმოადგენდა დიდ,
კოსმოპოლიტურ ქალაქს, 50 000 -ზე მეტი მაცხოვრებლით. იგი 1308 წელს დანგრეულ იქნა
მონღოლთა ოქროს ურდოს შეტევის შედეგად. ხოლო 6 წლის შემდეგ კაფა აღადგინეს და მას
გალავნად შემოერტყა ორმაგი კედელი. 1343 წელს უთანხმოებები წარმოიშვა ვენეციელთა
სავაჭრო ქალაქ თანაში (ეხლანდელი აზოვი), რამაც გამოიწვია იტალიელი ვაჭრების გადადინება
პორტ კაფაში, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ მოექცა ალყაში, კვლავ ოქროს ურდოს ხანის
ჯანიბეგის მეთაურობით. ალყა მოიხსნა 1344 წელს მხოლოდ ერთი წლით და კვლავ განახლდა
1345 წელს და გაგრძელდა მანამ სანამ ოქროს ურდოში არ იფეთქა შავმა ჭირმა.

ჭირის აფეთქება ყირიმის სანაპიროზე გაურკვეველია. ეს დაავადება გავრცელებულია


მღრღნელებში და წარმოადგენს ენდემურ დაავადებას ევრაზიული სტეპების თახვებში და
ციყვებში. ადამიანებში ამ დაავადების გავრცელება უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ველური
ცხოველებიდან საყოფაცხოვრებო ცხოველებზე (რუხი ვირთხები) ტრანსმისიით და შემდგომ ამ
დაავადების გადატანით ადამიანებზე ტკიპების საშუალებით. სავარაუდოდ მე-14 საუკუნეში
ჭირის ეპიდემიამ იფეთქა აზიაში, კერძოდ მონღოლეთში და შემოტანილ იქნა ყირიმში მონღოლ
მებრძოლთა მიერ. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრება, რის მიხედვითაც ჭირი გავრცელდა 1346
წლის გაზაფხულზე მღრნელების პოპულაციებში შავი ზღვის სანაპიროზე საიდანაც იგი
გავრცელდა ყირიმში. მიუხედავად ამ დავადების წარმოშობისა მან დამანგრეველი გავლენა
მოახდინა კაფაზე. რაგდან ჭირი მძვინვარებდა მონღოლ მეომრებს შორის რომლებმაც ალყა
შემოარტყეს პორტ კაფას, მსხვერპლის და დაინფიცირებულთა რაოდენობა დღითი-დღე
იზრდებოდა რის გამოც მათ შეასუსტეს ქალაქზე იერიშის მიტანა. მონღოლ მხედართმთავართა
ბრძანებით მეომრებმა დაიწყეს ინფიცირებული გვამების კატაპულტირება პორტ კაფაში რამაც
გამოიწვია ჭირის ეპიდემიის გავრცელება ამ ქალაქში. სასოწარკვეთილი კაფას მცხოვრებნი
ცდილობდნენ მონღოლი მეომრების გვამების დასაფლავებას, ხოლო ნაწილს კი ზღვაში ყრიდნენ,
რამაც შესაბამისად გამოიწვია წყლის დაბინძურება, ამან კი უფრო მეტად შეუწყო ხელი
დაავადების გავრცელებას და მოსახლების დაღუპვას კაფაში. მონღოლებმა ალყა მოხსნეს 1346
წელს, მაგრამ კაფაში მძვინვარებდა შავი ჭირი, რომელიც შემდგომ გავრცელდა
კონსტანტინოპოლში 1347 წლის გაზაფხულზე, მესინაში 1347 წლის ოქტომბერში, გენუაში,
ვენეციასა და მარსელში 1348 წლის იანვარში.

მაშინ როდესაც ჭირის გავრცელება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ევროპაში


დაკავშირებულია კაფადან გამოქცეულ მოსახლეობასთან, თვით ამ ქალაქში ჭირის გავრცელება
არის თუ არა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგი არ არის ბოლომდე გარკვეული.
რადგანაც დე მუსი რომლის წყაროებსაც ჩვენ ვეყრდნობით თვით არ იყო ამ ბრძოლების მონაწილე
და იგი ეყრდნობოდა მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციას, რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია
ბოლომდე გაურკვეველი რჩება. თუმცა ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ დე მუსი
აღწერდა ამ მოვლენებს არა ერთი თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით. არაბული
ისტორიული წყაროები იუწყებიან რომ კაფას ბრძოლებში ჭირის ეპიდემიით 85 000 მებრძოლი
დაიღუპა. ამის გათვალისწინებით სავსებით დასაშვებია რომ მონღოლთა ურდოებმა გამოიყენეს
ინფიცირებული გვამები კაფას მოსახლებაში ამ დაავადების გასავრცელებლად და მათი ძალების
შესასუსტებლად, როდესაც ისინი ახდენდნენ გვამების კატაპულტირებას. კაფას მცხოვრებლები
ცდილობდნენ ეპიდემიის თავიდან აცილებას, რის გამოც ისინი მარხავდნენ გვამებს. დაავადება
ადვილად გადადის ინფიცირებულ ქსოვილის შეხებით. გარდა ამისა ინფექციის გადამტანებს
წარმოადგენდნენ მღრნელები რომლებიც ადვილად აღწევდნენ ალყის ერთი მხარიდან მეორეში.
ამრიგად დე მუსის მიერ აღწერილი ფაქტები ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესახებ
სარწმუნოა.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი აღწერილია მე-17 საუკუნის


ისტორიკოსის ანტუან ვარილასის მიერ, სადაც მოცემულია ჩეხი ერეტიკოსის ჯონ ჰასის და
რელიგიური ომის ისტორია რომელსაც ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში. ვარილასმა ეს
პროცესები აღწერა 250 წლის შემდეგ და ეყრდნობოდა იმდროინდელ წყაროებს რომლის
ავტორებიც არ არის დეტალურად აღწერილი, ამიტომ ამ ფაქტების სარწმუნობა ეჭვქვეშ დგება,
თუმცა მაინც დიდ ინტერესს წარმოადგენს ისტორიული და მეცნიერული თვალსაზრისით. ჰასი
იყო პოპულარული, ჩეხი რელიგიის რეფორმატორი, რომელიც ამტკიცებდა რომ ღმერთისკენ გზა
გადის რწმენაზე და არა ეკლესიაზე. იგი დაწვეს 1415 წელს მას მერე რაც იგი საეკლესიო საბჭომ
აღიარა ერეტიკოსად. ჯონ ჰასმა მოახერხა ჩეხი ხალხის გაერთიანება და მათ გამოუცხადეს
დაუმორჩილებლობა იმ დროინდელ სამღვდელოებას. ანუ ჩეხეთის ეკლესია ითხოვდა
დამოუკიდებლობას. ამ პერიოდში ჩეხეთის დიდგვაროვნებმა უნდობლობა გამოუცხადეს
უნგრეთის მეფეს სიგიზმუნდს და 1421 წელს სთხოვეს ალექსანდრე ვიტოლდს ლიტველ
დიდგვაროვანს გამხდარიყო ჩეხეთის მეფე. ალექსანდრე ვიტოლდისათვის ეს შეთავაზება არ იყო
ადვილი მისაღები, რადგანაც მას ჰქონდა წაყენებული პირობა ჩეხი დიდგვაროვნების მიერ, რომ
გამეფების შემთხვევაში მას უნდა ეღიარებინა ჩეხეთის რელიგიური დამოუკიდებლობა, რაც რა
თქმა უნდა განარისხებდა რომის პაპს და რომის იმპერიას. მან ნდობით აღჭურვილ პირად
ჩეხეთში გააგზავნა ბოჰემიის პრინცი კორიბუტი, რომელიც გამორჩეული მეომარი და კარგი
დიპლომატი იყო. კორიბუტმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა ჩეხეთის ეკლესიის
დამოუკიდებლობას, რითითაც მოიპოვა ჩეხი დიდგვაროვნების ნდობა. 1422 წელს კორიბუტის
მხედართმთავრობით ჩეხეთის ჯარმა ალყა შემოარტყა კარლშტეინს - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
კათოლიკურ ციხესიმაგრეს პრაგის მახლობლად. კორიბუტს მრავალრიცხოვანი და ძლიერი
არმია ჰყავდა თუმცა მან ვერ მოახერხა კარლშტეინის აღება. ვარილასის მიერ აღწერილ
ისტორიულ დოკუმენტში ნახსენებია, რომ კორიბუტის ბრძანებით, ალყაშემორტყმული ქალაქის
დასასუსტებლად, ხდებოდა მეომრების გვამების და ნარჩენების კატაპულტირება სპეციალური
სატყორცნი მანქანების საშუალებით. რას გულისხმობდა ისტორიკოსი „ნარჩენების“ ხსენებისას
გაურკვეველია. შესაძლებელია ეს იყო ფეკალური მასები ან უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნაგავი.
ფაქტი კი ის იყო რომ კარლშტაინის მოსახლეობასა და დამცველებს შორის იფეთქა გაურკვეველმა
ინფექციამ. რომლის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა მხოლოდ გამოცდილი, მდიდარი
ბოჰემიელი აფთიაქარის ძალისხმევით. არ არის გამორიცხული რომ „ნარჩენები“
წარმოადგენდნენ ბიოლოგიურ იარაღს ამ ბრძოლაში, მართალია ამჯერად ბიოლოგიური იარაღი
არ იყო ისეთი დამანგრეველი როგორც კაფას ბრძოლის დროს , რომელმაც გამოიწვია შავი ჭირის
გავრცელება ყირიმში, მაგრამ იგი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი მაგალითი
ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისა. თუმცა მისმა გამოყენებამ კორიბუტს გამარჯვება ვერ
მოუტანა და ხუთი თვის ალყის შემდეგ კორიბუტი იძულებული გახდა უკან დაეხია.

ბიოლოგიური ომი ინდიელების წინააღმდეგ


ახალი ქვეყნის კოლონიზაციამ ევროპელების მიერ, რომელიც დაიწყო მე-15 საუკუნეში გამოიწვია
დამანგრეველი კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური ცვლილებები ადგილობრივ
მოსახლეობას შორის. ევროპელთა კოლონიზატორულმა მანევრებმა ფაქტიურად გამოიწვია
ადგილობრივი ინდიელების დემოგრაფიული კოლაფსი. ევროპული დაავადებები ისეთი
როგორიცაა ყვავილი, წითელა და გრიპი გაჩნდა ინდიელ დასახლებებში ევროპელ
კოლონიზატორთა ჩამოსვლის შემდეგ. ხოლო ისეთი დაავადებები როგორიცაა მალარია და
ყვითელი ციებ-ცხელება შემოტანილ იქნა ახალ ქვეყანაში აფრიკელი მონების მიერ. ეს ეპიდემიები
გამოირჩეოდა უჩვეულო ვირულენტობით, რადგანაც ინდიელებში არ არსებობდა სელექციური
გენეტიკური კოდი რეზისტენტული ამ დაავადებების მიმართ. გარდა ამისა ინდიელები
გამოირჩეოდნენ ძალზედ მწირი გენეტიკური მრავალფეროვნებით. სხვა ენდემური დაავადება
მაგ: ტუბერკულოზი უფრო ვირულენტული გახდა სოციალური ქაოსის და დემოგრაფიული
კოლაფსის გამო. გარდა ამისა ევროპელების მიერ შემოტანილი იყო ტუბერკულოზის ახალი
უფრო ვირულენტული შტამები მაგ: Micobacterium tuberculosis. იმ მრავალრიცხოვან
დაავადებებეს შორის, რომლებიც შემოიტანეს ევროპელებმა ახალ ქვეყანაში, ყველაზე უფრო
ვირულენტული და დიდი ზიანის მომტანი იყო ყვავილი. ეს არის ეპიდემიური დაავადება,
რომელიც ამჟამად შეჩერებულია ვაქცინაციის (აცრების) საშუალებით. ევროპელ მოსახლეობაში
ამ დაავადებამ დაახლოებით 30-40 % ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება ინდიელების
პოპულაციას 90% -ზე მეტი ლეტალური შედეგით ხასიათდება. მაშინ როდესაც ყვავილის
ეპიდემია მე-19 საუკუნეში შედარებით შესუსტდა ევროპელებში, მისი გავრცელების ხარისხი
ინდიელებში საკმაოდ მაღალი რჩებოდა. ეს განპირობებული იყო შიმშილით და შესაბამისი
სამკურნალო საშუალებების ნაკლებობით ინდიელ ტომებში. მაგალითად ვილიამ ბრედფორდი
აღწერს 1633 შემთხვევას მასაჩუსეტის შტატში ინდიელთა კოლონიებში. ფატალური შედეგების
რაოდენობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ ყვავილით დაავადებულთა შორის მაღალი იყო
თვითმკვლელობის ფაქტები. აგრეთვე ცნობილია ისეთი ფაქტები როდესაც ოჯახის თავკაცები
სიცოცხლეს ასალმებდნენ თავიანთ ცოლებს და შვილებს ამ დაავადების თავიდან აცილების
მიზნით. ყველა ინფექციური დაავადების გავრცელება ახალ ქვეყანაში იყო ერთმხრივი ანუ
ევროპელებიდან ინდიელებზე, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მე-16 საუკუნეში ევროპაში
გავრცელებული ვირულენტული სიფილისი შემოტანილი იყო ახალი ქვეყნის
კოლონიზატორების მიერ.

იმის მტკიცება, რომ ყვავილი გამიზნულად იქნა შეტანილი და გავრცელებული ინდიელთა შორის
ევროპელ კოლონიზატორთა მიერ ცოტა ძნელია, თუმცა არსებობს ამის დამადასტურებელი
ფაქტებიც. მაგალითად 1812 წელს ევროპელ კოლონიზატორებს წინააღმდეგობა გაუწიეს
კოლუმბიის მდინარის სათავეებთან მცხოვრებმა ინდიელებმა. არსებობს ჩანაწერები სადაც
აღწერილია კოლონიზატორების შეხვედრა ინდიელი ტომების ბელადებთან. ამ შეხვედრაზე
გენერალმა მაკდაუგალმა თავი წარუდგინა ინდიელ ბელადებს როგორც ყვავილის ბრძანებელი,
აჩვენა მათ ბოთლი და უთხრა რომ იქ მას დამწყვდეული ყავდა ამ საშინელი დაავადების
გამავრცელებელი საშუალება და აღუთქვა ბელადებს რომ ის არ გამოიყენებდა მათ წინაარმდეგ ამ
იარაღს იმ შემთხვევაში თუ ინდიელები თავისი ნებით დათმომდნენ მათ მიერ დაკავებულ
ტერიტორიებს. რა თქმა უნდა ასეთმა ფაქტებმა შექმნეს ილუზია რომ ეს საშინელი დაავადება
გამიზნულად იყო შემოტანილი ევროპელების მიერ.

გარდა ამისა არსებობს ჩანაწერები, ახალი ქვეყნის კოლონიზატორთა არქივებიდან, სადაც


მითითებულია რომ ინდიელებთან მოლაპარაკებაზე მისულ სამხედრო პირებს თან ჰქონდათ
სამხედრო ჰოსპიტალიდან წამოღებული ლოგინის საცვალი, რომელსაც ისინი ინდიელებს
საჩუქრად გადასცემდნენ. ეს „საჩუქარი“ წარმოადგენდა ყვავილით დაინფიცირებული მეომრების
ლოგინის საცვალს, რომელსაც ინდიელები ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ იღებდნენ და
რაც წარმოადგენდა ინდიელბს შორის ყვავილის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას.

არსებობს აგრეთვე ზოგიერთი ისტორიული ფაქტი რის მიხედვითაც ახალი ქვეყნის ინდიელები
იყენებდნენ, მართალია ძალზედ იშვიათად, ბიოლოგიურ იარაღს თეთრკანიანი
კოლონიზატორების წინააღმდეგ. 1710 წლის სექტემბერში, დედოფალ ანას მართველობის
პერიოდში, ინგლისელებმა ნიუ-იორკის შტატში გააგზავნეს 2500 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი,
რომელთაც ტბებ საკრამენტთან და ჩამპლეინთან უნდა განელაგებინათ კოლონიზატორული
დასახლებები. მათ თან ახლდათ ინდიელთა ტომები-იროკეზები. თუმცა ცოტა ხანში იროკეზებმა
გადაწყვიტეს რომ მათი ინგლისელი მოკავშირეები ძალზედ მომძლავრდნენ და გადაწყვიტეს
მათზე ფარული თავდასხმის განხორციელება. ისტორიული წყაროები გვამცნობენ რომ
იროკეზების ოთხმა ტომმა თანადგომა აღუთქვა ინგლისელ კოლონიზატორებს,თუმცა
სინამდვილეში მათ სხვა განზრახვა ჰქონდათ. კერძოდ ინგლისელებს უნდოდათ ინდიელების
დახმარებით განედევნათ ფრანგი კოლონიზატორები კანადიდან. მაგრამ ინდიელები კარგად
ხვდებოდნენ იმას რომ მას მერე რაც ინგლისელები ადგილობრივების დახმარებით ბრძოლებს
მოუგებდნენ ფრანგებს მათ უკვე აღარც ინდიელების ყოფნა მოუნდებოდათ ამ ტერიტორიებზე.
ამიტომ ინდიელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ მონრეალის განთავისუფლება ფრანგებისაგან,
ინგლისელების დახმარების გარეშე. ინდიელების და ინგლისელების ჯარები განლაგებული იყო
მდინარის სანაპიროებთან. იროკეზები მთელ დროს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო დახოცილი
ცხოველების ტყავებს კი ყრიდნენ მდინარეში იმ ადგილებთან ახლოს სადაც ინგლისელები იყვნენ
დაბანაკებული. რა თქმა უნდა ამან გამოიწვია სასმელი წყლის დაბინძურება.
ინგლისელებისათვის არ იყო ცნობილი ინდიელთა ეს მზაკვრული ქმედებები, ამიტომ ისინი
აგრძელებდნენ მდინარიდან სასმელი წყლის მოპოვებას, რამაც სერიოზული შედეგები გამოიღო.
კერძოდ ინგლისელებს შორის გავრცელდა ინფექცია რამაც გამოიწვია მაღალი სიკვდილიანობა
ჯარისკაცებს შორის. დაუძლურებულმა და რაოდენობით შემცირებულმა ინგლისელებმა ხელი
აიღეს თავიანთ განზრახვაზე და მიატოვეს საბრძოლო პოზიციები. რა თქმა უნდა იმის მტკიცება
რომ ასეთი დიდი დანაკარგი ინგლისელებმა განიცადეს იროკეზების მიერ განხორციელებული
ქმედებით ცოტა ძნელია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ სასმელი წყლის დაბინძურებას,
გახრწნილი ცხოველური ტყავებით, შესაძლებელია გამოეწვია მძიმე კუჭ-ნაწლავური ინფექციები,
რაც თავის მხრივ მრავალრიცხოვან ლეთალურ შედეგში შეიძლება ასახულიყო. უნდა აღინიშნოს
რომ ეს არის ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პირველი მაგალითი ახალ ქვეყანაში.

უფრო მოგვიანებით, 1870 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე კანადაში მდინარე სასკაჩევანის


სანაპიროებთან იფეთქა ყვავილის ეპიდემიამ. ფორტ პიტთან განლაგებული კოლონიზატორების
გარნიზონში მრავალი ჯარისკაცი დაავადდა ამ სენით. ოფიცრების ბრძანებით ცხედრებს
დაუმარხავს ტოვებდნენ ფორტის მისადგომებთან, რამაც გამოიწვია ყვავილის ეპიდემიის
გავრცელება ინდიელებს შორის. იყო ეს გამიზნული ბიოლოგიური იარაღის გამოყენება
კოლონიზატორების მხრიდან, თუ ისინი ცდილობდნენ თავი დაეზღვიათ და ხელი შეეშალათ ამ
დაავადების გავრცელებისათვის ჯარისკაცებს შორის გაურკვეველია, თუმცა ამ ქმედების
შედეგად ეპიდემიამ იმსხვერპლა ათასობით ინდიელის სიცოცხლე.

ბიოლოგიური ომი ამერიკის რევოლუციის დროს


ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ელიზაბეტ ფენნი, თავის ნარკვევებში აღწერს მრავალ ფაქტს, თუ
როგორ ცდილობდნენ ინგლისელი კოლონიზატორები ყვავილის ინფექციის გავრცელებას
კონტინენტალურ არმიაში. ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია თუ როგორ ხდებოდა
გამიზნულად ყვავილით დაინფიცირება, კერძოდ ყვავილის დროს წარმოქმნილი წყლულის
საშუალებით. თუმცა უმეტეს შემთხვევებში ყვავილის ამ გზით გავრცელებას ნაკლები ზიანი
მოჰქონდა რადგანაც ამ დროს გამომუშავდებოდა იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. მაგრამ
ამავდროულად ხდებოდა ინფიცირებულებიდან ჯამრთელ ადამიანებზე ინფექციის გადაცემა და
ხშირ შემთხვევაში ადგილი ქონდა ყვავილის ეპიდემიის აფეთქებას.

1775 წელს კონტინენტალურმა არმიამ ალყა შემოარტყა ინგლისელების ჯარებს ბოსტონში.


კონტინენტალური არმია წარმოიქმნა ამერიკაში რევოლუციური ომის დროს და მასში
გაერთიანებული იყო 13 კოლონია, რომელიც იბრძოდა ინგლისელების წინააღმდეგ. კერძოდ მათ
უნდოდათ დიდი ბრიტანეთისაგან გამონთავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება და
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ 13 კოლონიაში გაერთანებული
იყო შემდეგი შტატები: დელავერი, მასაჩუსეტსი, პენსილვანია, ნიუ-ჯერსი, ჯორჯია,
კონეკტიკუტი, მერილენდი, სამხრეთ კაროლინა, ნიუ ჰემფშირი, ვირჯინია, ნიუ-იორკი,
ჩრდილოეთ კაროლინა, როდაილენდი და პროვიდენსის პლანტაციები. კონტინენტალურ არმიას
ხელმძღვანელობდა ჯორჯ ვაშინგტონი. ამ დროს ინგლისელების ჯარში, ჯარისკაცებს შორის
ადგილი ჰქონდა ყვავილის რამოდენიმე შემთხვევას და ხელმძღვანელობამ დაიწყო ჯარისკაცების
ინტენსიური აცრები. ამას ჰქონდა პროფილაქტიკური ხასიათი, თუმცა მშვიდობიანი
მოსახლეობის აცრა ატარებდა მზაკვრულ მიზნებს. რადგანაც მოსახლეობა გარბოდა ალყაში
მოქცეული ქალაქიდან და ის ვისაც ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული წარმოადგენდა
პოტენციურ საშიშროებას ამ დაავადების გავრცელებისათვის. ამიტომ კონტინენტალური არმიის
მიერ გაიცა ბრძანება ბოსტონიდან წამოსული მოსახლეობა ყოფილიყო გარკვეული დროის
განმავლობაში კარანტინში, რამაც ხელი შეუშალა ყვავილის გავრცელებას კონტინენტალურ
ჯარში. 1776 წელს ინგლისელებმა დატოვეს ბოსტონი და ეს ქალაქი დაიკავა კონტინენტალურმა
არმიამ. ამ დროისათვის ჯარში ადგილი ჰქონდა ყვავილის ინფექციის რამოდენიმე შემთხვევას და
არმიის მხედარმთავრის გენერალ არტემას ხარდის ბრძანებით დაიწყო კონტინენტალური არმიის
ჯარისკაცების ყვავილის წინააღმდეგ აცრა.

არსებობს აგრეთვე მონაცემები რომ ქალაქ კვებეკის ალყის დროს, ინგლისელები ატარებდნენ
მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ვაქცინაციას და შემდეგ უშვებდნენ მათ რომ კონტაქტი
დაემყარებინათ კონტინენტალური არმიის ჯარისკაცებთან. ყვავილის ეპიდემიამ იფეთქა
ჯარისკაცებს შორის და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ კონტინენტალურმა არმიამ
ვერ მოახერხა ქალაქ კვებეკის დაკავება.

ყვავილის ხელოვნურად გავრცელების მცდელობას ინგლისელების მხრიდან აგრეთვე ადგილი


ჰქონდა სამხრეთშიდაც, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ მონები, რომლებიც მონობიდან თავის დაღწევის
მიზნით გადადიოდნენ ინგლისელების მხარეს. ინგლისელები კი თავის მხრივ ყვავილით
დასნეულებულ აფრო-ამერიკელ მონებს აგზავნიდნენ უკან ამერიკელების პლანტაციებში რათა
მათ გაევრცელებინათ ყვავილი ამერიკელებს შორის. ყველა ეს ფაქტი და აგრეთვე ფორტ პიტის
მაგალითი მოწმობს იმაზე რომ ინგლისელები ყვავილს იყენებდნენ როგორც ბიოლოგიურ იარაღს
მტრის წინააღმდეგ.

ყველა ზემოთ მოხსენიებული ფაქტი ერთის მხრივ წარმოადგენს ბიოლოგიური იარაღის


გამოყენების მცდელობას, თუმცა ყველა ამ ფაქტს ჭირდება მეცნიერული ახსნა და დასაბუთება.
ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევები სხვადასხა საომარი მოქმედებების დროს არ
იყო ხშირი. გარდა ამისა ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერი ეყრდნობა ისეთ ფაქტებს რომელთა
მართებულობაში შესაძლებელია ეჭვის შეტანა. თუმცა იმის აღიარება რომ პირველი
ბიოლოგიური იარაღის გამიზნულ გამოყენებას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში
სავსებით შესაძლებელია.

არცერთ ისტორიულ წყაროში სადაც არის აღწერილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენება არ არის
ოდნავი მინიშნება იმისა რომ, ამ იარაღის გამომყენებლებს ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია ადრეულ
მცდელობებზე ბიოლოგიური იარაღის გამოყენების. ყველა ფაქტი: მკვდარი ცხოველების
გახრწნილი სხეულების გამოყენება ტუნ ევეკუს ფორტში, შავი ჭირით დასნეულებული გვამების
გამოყენება კაფაში და რევალში, და ცხედრების გამოყენება კარლშტაინში განპირობებული იყო
ადგილობრივი მდგომარეობით და თითოეულ შემთხვევა იყო ინდივიდუალური საბრძოლო
საშუალებების გამოყენება. მონაცემების თანახმად ბიოლოგიური შეტევა ადგილობრივ ამერიკელ
ინდიელებზე განხორციელდა მხოლოდ ერთხელ, თუმცა აგრეთვე უნდა აღინიშნოს იმ
დროინდელი ისტორიული ფაქტების დოკუმენტირების სიმწირე. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ
რომ ბიოლოგიური ომი ევროპელ მეომართა და ინდიელთა მიერ ჩაღდებოდა სპონტანურად
უმეტეს შემთხვევაში ამას დიდი მსხვერპლი არ მოყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები როდესაც
ასეთი შეტევა ფართოდ გავრცელებულ ეპიდემიაში გადაიზარდა.

ყოველი მცდელობა ინფექციური დაავადების გავრცელების ინდიელთა შორის შეიცავდა რისკის


ფაქტორს თვით გამავრცელებლებს შორის. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც რომ ასეთმა
ბიოლოგიურმა აგრესიამ დამანგრეველი შედეგი მოუტანა როგორც ინდიელთა პოპულაციას ასევე
გარემოს. ევროპელების ბიოლოგიური შეტევები როგორც ავღნიშნეთ ხორციელდებოდა არა
მხოლოდ ინდიელების წინააღმდეგ არამედ კონტინენტალური არმიის წინააღმდეგაც, რომლის
შემადგენლობაში იყვნენ ამერიკელები და ევროპელები. რა თქმა უნდა ყვავილის ინფექციის
გავრცელება ინგლისელების მხრიდან ეს იყო გამიზნული სამხედრო მანევრი მტრის
შესასუსტებლად. რა თქმა უნდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შუა საუკუნეებში და
ამერიკის კოლონიზატორული ომის დროს მიმდინარეობდა ყოველგვარი ეთიკური ნორმების
დარღვევით, იგი არ იკრძალებოდა იმ დროინდელი მმართველობით.

მე-20 საუკუნის ეთიკური და საკანონდებლო ნორმები განსხვავებულია ზემოთაღწერილი


ნორმებისაგან. 1925 წელს ჟენევის პროტოკოლით აიკრძალა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება
რასაც მხარს უჭერს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა. ჟენევის პროტოკოლი ეხება როგორც საომარ
მოქმედებებს სხადასხვა ქვეყნებს შორის, ასევე სახელმწიფოთა შიგნით გაჩაღებულ სამოქალაქო
კონფლიქტებსაც. დღესდღეობით სამოქალაქო თავდაცვა ანუ მოსახლეობის დაცვა არის
მთავრობის მოვალეობა, თუმცა ეს მოვალეობები ზოგიერთ ქვეყნებში ამჟამადაც ირღვევა.
ინგლისელების მიერ გამიზნულად ყვავილის გავრცელება კონტინენტალურ არმიაში ამერიკული
რევოლუციის დროს რომ მომხდარიყო მე-20 საუკუნეში განხილული იქნებოდა როგორც ჟენევის
პროტოკოლის დარღვევა. ხოლო მე-18 მე-19 საუკუნეებში ადგილობრივი ამერიკელი
ინდიელების წინააღმდეგ ბიოლოგიური შეტევები შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ამ
უკანასკნელთა გენოციდი და რა თქმა უნდა ესეც წარმოადგენს ჟენევის შეთანხმების დარღვევას.
მიკრობიოლოგიის დარგში მომხდარმა რევოლუციამ ძირფესვიანად შეცვალა საზოგადოების
თვითშეგნება, ინფექციური დაავადებების გავრცელების ჯაჭვური რეაქციის ბუნების შესახებ.
1880-1900 წლებში დამტკიცებული იქნა ინფექციური დაავადებების მიკრობული ეთიოლოგია.
გაანალიზებული და შესწავლილი იქნა ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიების და
ვირუსების გავრცელების მექანიზმები. ამან თავის მხრივ დახვეწა და გააუმჯობესა ბიოლოგიური
იარაღის წარმოების ტექნოლოგია.

1890-იან წლებში გერმანელი მეცნიერის მესნერის და ამერიკელი ლუის ლაგარდის


გამოკველევებმა დაადასტურა, რომ ტყვიის ზედაპირზე განლაგებული ბაქტერიები (როგორც
ვეგეტატიური უჯრედები ასევე სპორები) უძლებენ მაღალ ტემპერატურას, წნევას და ჰაერის
წინაღობას ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შემთხვევაში. ექპერიმენტებმა, რომელშიც
გამოიყენებოდა სტერილური სამიზნე და დაინფიცირებული ტყვიები, აჩვენა როგორც სამიზნის
დაინფიცირება აგრეთვე ტყვიის ტრაექტორიის დაინფიცირება იმ ბაქტერიოლოგიური აგენტით
რომლითაც დაფარული იყო ტყვიები. ცხოველებზე ჩატარებულმა იგივე ტიპის ექსპერიმენტებმა
დაადასტურა ცხოველების ინფიცირება იმ პათოგენური რეაგენტებით (ციმბირის წყლულის
სპორები და ვეგეტატიური უჯრედები), რომლითაც დაინფიცირებული იყო ტყვიები. მართალია
ეს ექსპერიმენტები უმეტესად მოტივირებული იყო იმ მიზნით რომ გამოევლინათ ტყვიით
მიყენებული ჭრილობის დაინფიცირების დონე, ინფექციის მკურნალობის ოპტიმალური გზების
საპოვნელად, ეჭვი იმისა რომ ეს შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მზაკვრული
მიზნითაც უსაფუძვლო არ იყო. სხვა ექსპერიმენტებმა აგრეთვე აჩვენა, რომ ბაქტერიებმა და მათმა
სპორებმა შესაძლებელია გაუძლონ დიდი სიმძლავრის აფეთქებას, რაც საშუალებას იძლევა მათი
ჭურვებსა და ბომბებში ჩანერგვისა. საბედნიეროდ მცდელობა იმისა რომ ბომბების და ჭურვების
წარმოებაში გამოეყენებინათ ბიოლოგიური აგენტები არ განხორციელებულა და ბიოლოგიური
ომი არ წარმოადგენდა სამხედროების და მეცნიერების ინტერესს პირველ მსოფლიო ომამდე, ამ
პერიოდში უმეტესობა ქვეყნების გარდა გერმანიის და საფრანგეთისა ნაკლებ ყურადღებას
აქცევდა ამ მიმართულებას. მხოლოდ 1930 წლებში გაიზარდა ინტერესი ბიოლოგიური იარაღის
წარმოებისადმი, დაიხვეწა ტექნოლოგიები მათი წარმოებისათვის თუმცა მათი გამოყენება
ძალზედ იშვიათი იყო.
ბიოლოგიური დივერსიები პირველ მსოფლიო ომში

გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა აშშ-ში

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისათვის მიკრობიოლოგია კარგად შესწავლილი დარგი იყო


სამედიცინო სფეროში. უჯრედული კულტურებიდან გამოყოფილი და კარგად შესწავლილი იქნა
მრავალი ბაქტერიული დაავადების გამომწვევი ეთიოლოგიური აგენტები. ვირუსული
დაავადებები გამოყოფილი იქნა ბაქტერიული და პარაზიტებით გამოწვეული დაავადებებისაგან.
ბაქტერიული დაავადებების გავრცელება კარგად იქნა შესწავლილი რის საფუძველზეც
მოსახლეობაში აქტიურად ტარდებოდა ამ დაავადებების თავიდან აცილების პრევენციული
ღონისძიებები. კერძოდ ტარდებოდა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციები. ამ
სფეროში 1880 -იან წლებში წამყვანი მეცნიერები, ექიმები და ვეტერინარები მოღვაწეობდნენ
გერმანიასა და საფრანგეთში. შესაძლებელია ამან განაპირობა ის ფაქტი რომ პირველად
ბიოლოგიური იარაღის პოტენციალით დაინტერესდნენ გერმანიასა და საფრანგეთში.

გერმანიის მიერ 1915-18 წლებში პირველად განხორციელებული ბიოლოგიური დივერსია


მიმართული იყო როგორც ნეიტრალური ქვეყნების, აგრეთვე მოწინააღმდეგე ქვეყნების მიმართ.
ყველა დივერსია განხორციელდა სამხედრო დანიშნულების პირუტყვზე. ამ პერიოდში
ადამინების წინააღმდეგ ბიოლოგიური დივერსიის გამოყენების ფაქტები არ მოიპოვება. თუმცა
იმის რისკები რომ პირუტყვის დაინფიცირების შედეგად დაავადება შესაძლებელია გადასულიყო
ადამიანებზეც საკმაოდ მაღალი იყო. რა თქმა უნდა ასეთი ქმედებების განხორციელებას წინ
უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი, სხვადასვა ტიპის კვლევები, როგორც სამხედრო
სამსახურებში ასევე მიკრობიოლოგებსა და ვეტერინარებს შორის. ცნობილია რომ პირველი
მსოფლიო ომის დაწყების წინ ბიოლოგიური დივერსიის მომზადების ფართო პროგრამა
შემუშავებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, რუმინეთში, ნორვეგიაში და
ესპანეთში. მაგრამ ყველაზე უფრო ამბიციური და მძლავრი პროგრამა გააჩნდა გერმანიას. თუმცა
ცნობილია, რომ საფრანგეთშიც შემუშავებული იყო ფარული ბიოლოგიური დივერსიის
პროგრამა, რომელიც გამიზნული იყო სამხედრო პირუტყვზე იერიშის მისატანად.

გერმანიის ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა შემუშავებული იყო სამხედრო მაღალჩინოსნების


მიერ, რომელიც მოიცავდა რამოდენიმე ათასს ოფიცერს, კარგად შემუშავებულ სტრატეგიას,
მომზადებულ საიერიშო გეგმას და სხვა სამხედრო ოპერაციებს. ეს პროგრამა რა თქმა უნდა იყო
გასაიდუმლოებული და მის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ სამხედრო საზოგადოების მაღალ
ეშელონებში. ეს პროგრამა განხორციელდა მიუხედევად იმისა რომ გენერალური შტაბი მას
არალეგალურ ქმედებად მიიჩნევდა. 1902 წლის გენერალური შტაბის პროტოკოლში
ვკითხულობთ: „ ომის წარმოების ზოგიერთი საშუალება, რომელსაც მივყევართ არასაჭირო
მსხვერპლთან უნდა იქნეს აკრძალული. ასეთებს მიეკუთვნება: შხამების გამოყენება, როგორც
ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად ანუ სასმელი წყლის და საკვების მოწამვლა და აგრეთვე
ინფექციური დაავადებების გამომწვევი აგენტების გამოყენება“. ეს დებულება შემუშავებული
იქნა 1899 -1907 წლების ჰააგის კონვენციით და ითვალისწინებდა მკაცრ აკრძალვებს ნებისმიერი
სახით რაიმე დაავადების გამიზნულ გავრცელებას მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და რაიმე
სახის საწამლავების ან მოწამლული იარაღის გამოყენებას. ანუ გენერალური შტაბი
ხელმძღვანელობდა სწორედ ჰააგის კონვენციით როდესაც აიკრძალა მომწამვლელი
ნივთიერებების გამოყენება მხოლოდ ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სამხედრო
ოპერაციებში მონაწილე პირუტყვის წინააღმდეგ ეს იარაღი აქტიურად გამოიყენებოდა.

1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციები წარმოადგენენ პირველ მრავალმხრივ შეთანხმებას


სახვადასხვა სახელმწიფოებს შორის, რომელშიც გაწერილია საომარი მოქმედების წარმოების
კანონები, და რომელიც ეფუძნება აშშშ-ს პრეზიდენტის აბრაჰამ ლინკოლნის მიერ შემუშავებულ
საომარ ქმედებების ინსტრუქციებს. 1899 წლის ჰააგის კონვენციის მე-4 პარაგრაფის მე-2 ქვეთავში
გაწერილია:

დეკლარაცია კრძალავას ასფიქსიური და მომწამვლელი გაზების გამავრცელებელი ჭურვების


გამოყენებას ბრძოლებში. ამ დებულებას უნდა დაემორჩილოს კონვენციის ხელმომწერი ყველა
მხარე.

1916 წლის სექტემბერში გერმანელმა სამხედრო ოფიცერმა - ვინტერმა შესთავაზა გენერალურ


შტაბს ჭირის გამომწვევი ბაქტერიების გამოყენება, ინგლისში ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გეგმის
თანახმად დაახლოებით 100 ლიტრამდე თხევად კულტურაში მოთავსებული ჭირის ბაქტერიების
დაცლა უნდა მომხდარიყო ინგლისის პორტებში, რაც გამოიწვევდა ვირთხების დაინფიცირებას
და შემდგომ ეპიდემიის აფეთქებას. თუმცა ეს გეგმა უგულველყოფილი იქნა, ეთიკური და
ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით, გენერალური შტაბის ექიმის მიერ. მის პასუხში ჩვენ
ვკითხულობთ: „ბატონო ვინტერ, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს სიმამაცეს და პატრიოტიზმს, მაგრამ
თუ ჩვენ სისრულეში მოვიყვანთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩვენ არ ვიქნებით
არსებობის ღირსი ერი“. ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემოთავაზებები საკმაოდ ხშირი
იყო გენერალურ შტაბში, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს რომ არც ერთი ასეთი შემოთავაზება
რომელიც მიმართული იქნებოდა ადამიანების საწინააღმდეგოდ არ იქნა გერმანიის გენერალური
შტაბის მიერ დაკმაყოფილებული. ამ შემთხვევებში ხელმძღვანელობდნენ როგორც ეთიკური
ნორმებით, ასევე იხილავდნენ შესრულების ტექნიკური მხარის სიძნელეებს. ანუ სავსებით
დასაშვები იყო რომ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით გამოწვეული ესა-თუ ის ინფექციური
დაავადება გავრცელებულიყო თვით გერმანელების ჯარში და უფრო დიდი ზიანი მიეყენებინა
მათთვის ვიდრე მტრისათვის. მიუხედავად იმისა რომ გერმანიის გენერალური შტაბის მიერ არ
ხორციელდებოდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ, ბიოლოგიური
ომი ნეიტრალური და მოწინააღმდეგე ქვეყნების ტერიტორიებზე ცხოველების და ნათესების
წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობდა.

თუმცა აშშ წარმოადგენდა ნეიტრალურ მხარეს 1917 წლამდე, ინგლისელების მიერ გერმანული
პორტების ბლოკადამ ცხადყო რომ ამერიკის წარმოება მოკავშირეების მხარეზე იყო. გერმანიის
იმპერიამ თავიდანვე განსაზღვრა რომ ამერიკული მწარმოებლობა იქნებოდა კრიტიკული
ფაქტორი ომის მსვლელობაში ანუ გაახანგრძლივებდა კონფლიქტს და ამიტომ გადაწყვიტა
შეესუსტებინა მისი ძალები ამ სფეროში, დივერსიის სხვადასხვა სისტემატური პროგრამებით.
უმთავრეს გეგმას წარმოადგენდა ამერიკიდან შეეჩერებინათ სხადასხვა საბრძოლო იარაღის და
სურსათის მიწოდება მოკავშირეებისათვის, რაც შესაძლებელი იყო ტვირთებში სხადასხვა ტიპის
ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩანერგვით. რადგანაც ომის პერიოდში გერმანიიდან ამერიკაში
გამგზავრება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, გერმანელები ამერიკული ინდუსტრიის
მოსარყევად უმეტეს შემთხვევებში იყენებდმნენ ადგილობრივ აგენტურას. ამ აგენტურას
ძირითადად წარმოადგენდნენ გერმანული საზღვაო ფლოტის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
დივერსიები იმართებოდა გერმანული დიპლომატიური კორპუსის მიერ, რომელსაც ევალებოდა
ინსტრუქციების, სხვადასხვა მასალების და მატერიალური სახსრების შემოტანა გერმანიიდან აშშ-
ში. ჩატარებული დივერსიები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მათი საშუალებით
მოხერხდა ამერიკაში მრავალმილიონიანი საბრძოლო ინვენტარის და მოკავშირეებისათვის
გასაგზავნი დახმარების განადგურება. გარდა საბრძოლო იარაღისა ამერიკა აწარმოებდა ცხენების
და სხა მსხვილფეხა საქონლის, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავალერიაში, გადაზიდვას
საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. სწორედ ცხენები და მსხვილფეხა საქონელი გახდა იმ
დივერსიის სამიზნე რომელიც დაიგეგმა ბერლინში. გერმანელების პირველმა ბიოლოგიურმა
დივერსიამ მარცხი განიცადა. Pseudomonas mallei-ის ბაქტერიული კულტურა (ეს ბაქტერია იწვევს
საქონლის მძიმე ინფექციურ დაავადებას) დავალებული ქონდა გერმანელ ბანკირს,
კონტრაბანდის გზით შეეტანა აშშ-ში. ამერიკაში შეტანის შემდეგ ეს ბაქტერიული კულტურა
გადაეცა პორტში მომუშავე გერმანელ მეზღვაურს რომელსაც დაევალა ამ ბაქტერიების შეყვანა
საქონლის ცხვირის ნესტოებში, რომლებიც ომში გასაგზავნად იყვნენ გამზადებული ამერიკის
პორტებში. თუმცა გერმანელ მეზღვაურს არ მოეწონა ეს იდეა და მან დასაინფიცირებლად
გამზადებული ბაქტერიული კულტურა ზღვაში გადაღვარა.

გერმანელების შემდგომი მცდელობა უფრო ორგანიზებული იყო. ამ ოპერაციის ჩატარება


დაევალა გერმანელ ექიმს, ანტონ დილგერს. იგი დაიბადა ვირჯინიის შტატში გერმანულ ოჯახში.
ანტონ დილგერი დიდ დროს გერმანიაში ატარებდა, მას დამთავრებული ჰქონდა ჰაიდელბერგის
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტში იგი ატარებდა ცდებს
მიკრობიოლოგიაში. 1915 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში და დაბრუნების მიზეზად მან დაასახელა
ნერვული სტრესიდან გამოსვლის აუცილებლობა, რომელიც თითქოსდა მიიღო ფრანგების მიერ
დაჭრილი ბავშვების მკურნალობისას. სინამდვილეში იგი გამოგზავნილი იქნა გერმანიიდან
ამერიკაში გენერალური შტაბის მიერ. გენერალურმა შტაბმა მას დაავალა ციმბირული წყლულის
და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელება ამერიკაში მსხვილფეხა საქონელს შორის.
დილგერმა ამ ბაქტერიული აგენტების წარმოება მოახერხა მალულად ამერიკაში ჩამოსვლის
შემდეგ. ეს ოპერაცია ცნობილია „ტონის ლაბორატორიის“ სახელწოდებით. მასალის მომზადება
მიმდინარეობდა ვაშინგტონში ერთ-ერთი სახლის სარდაფში დილგერის მიერ. თავდაპირველად
ბაქტერიების კულტივირება ხდებოდა მყარ ზედაპირზე, შემდეგ კი ბაქტერიული მასალა
გადაჰქონდათ თხევად გარემოში. ამერიკაში, დილგერის ჩამოსვლიდან რამოდენიმე თვეში,
დაიწყო ბაქტერიული დივერსიის განხოლციელების ოპერაცია. კერძოდ დილგერის მიერ
გამოყოფილ იქნა ქოთაოს (ინფექციური დაავადება რომელიც იწვევს მსხვილფეხა საქონელში
ფილტვებსა და სასუნთქ გზებში გართულებებს და სრულდება ფატალურად) და ციმბირის
წყლულის ბაქტერიები რომლებიც შემდეგ დაურიგდა ბალტიმორის, ნიუ-პორტის, ნიუ-იორკის
და ნორფოკლის პორტში მომუშავე გერმანელ აგენტურას, რომლებსაც ეს ბაქტერიები უნდა
გაევრცელებინათ ამ პორტებში განლაგებულ, მოკავშირე ჯარებში გასაგზავნ მსხვილფეხა
საქონელს შორის. ამავდროულად ამ პორტებში აგენტების მიერ ხორციელდებოდა სხვა
დივერსიული აქტები, კერძოდ სხავადსხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩანერგვა საბრძოლო
იარაღებში. აგენტურის ბაქტერიებით მომარაგებას და მათთვის ინსტრუქციების მიცემას
ანხორციელებდა კაპიტანი ჰინჩი. ყველა ზემოთხსენებული ფაქტი დადასტურებულია არა ერთი
მოწმის მიერ, ანუ ამას მოწმბენ ამ ოპერაციაში მონაწილე პირები. ანტონ დილგერი 1916 წელს
იძულებული შეიქნა დაეტოვებინა ამერიკა რადგან მისი ქმედებები გამოაშკარავდა. ჯერ მან თავი
შეაფარა მექსიკას საიდანაც იგი გაიქცა ესპანეთში და ცხოვრობდა ალბერტო დონდეს სახელით.
დილგერი გარდაიცვალა ესპანეთში 1918 წელს.

დილგერის და კაპიტან ჰინჩის ქმედებები დაადასტურეს თავიანთ აღიარებით ჩვენებებში ამ


დივერსიაში მონაწილე რამოდენიმე პირმა. ასე რომ ბიოლოგიური დივერსიის სისტემური
პროგრამის არსებობა, რომელიც განხორციელდა გერმანელების მიერ ამერიკაში უტყუარ ფაქტს
წარმოადგენს. ეს დივერსია დაიწყო 1915 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდა 1916 წლის
შემოდგომამდე. დოკუმენტურად დადასტურებულია რომ ციმბირის წყლულის და ქოთაოს
ბაქტერიები გამოყო დილგერმა, შემდეგ სუსპენზიის სახით ეს ბაქტერიები გადასცა კაპიტან ჰინჩს,
რომელმაც გაავრცელა ისინი ამერიკის პორტებში მომუშავე გერმანელ აგენტებს შორის. რა თქმა
უნდა ეს ოპერაცია იმართებოდა გერმანიის გენერალური შტაბის მიერ. რისი დამადასტურებელი
დოკუმენტაციაც არსებობს.

რამდენად ეფექტური იყო ეს დივერსია ძნელი სათქმელია, თუმცა გერმანელი აგენტების და


დიპლომატიური კორპუსის განცხადებების თანახმად ამ დივერსიამ თავის შედეგები გამოიღო.
ანუ ცხოველებში გავრცელდა ზემოთხსენებული ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციური
დაავადებები. თუმცა ზუსტი მონაცემები ამ ფაქტებთან დაკავშირებით არ არსებობს.
დოკუმენტებში ნახსენებია რომ ბასრაში 1916 წელს და ბაგდადში 1917 წელს, ეს სწორედ ის
პერიოდია როდესაც აშშ-ში მიმდინარეობდა ინტენსიური ბიოლოგიური დივერსია, ინგლისური
გემებით შემოსულ ცხენებს შორის იყო რამოდენიმე ქოთაოს შემთხვევა. შესაძლებებლია ეს
სწორედ ის ცხენები იყო, რომლებიც ინგლისელებმა შეიძინეს ამერიკელებისაგან, მაგრამ ეს
მხოლოდ ვარაუდია ანუ დოკუმენტირებული ფაქტები ამის თაობაზე არ გაგვაჩნია.
ამავდროულად გაკვირვებას იწვევს ის რომ არსად არ არის ნახსენები ამ ინფექციების გავრცელება
ადამიანთა შორის. ციმბირის წყლული და ქოთაო ადვილად გადამდებია სისხლით. როგორც
ცნობილია კაპიტან ჰინჩის მიერ დაქირავებულ აგენტებს პორტებში ეს ხსნარში მოთავსებული
ბაქტერიები უნდა შეებკურებინათ ცხენების ნესტოებში ნემსის საშუალებით, დიდია ალბათობა
იმისა რომ სიჩქარეში მომუშავე აგენტებს, რაც არ უნდა მკაცრად დაეცვათ თავი, ინფიცირებული
ნემსი მოხვედროდათ მათაც, რაც გამოიწვევდა მათ დაინფიცირებას. არცერთი შემთხვევა ქოთაოს
ან ციმბირის წყლულით დასნეულების იმ პერიოდში მომუშავე პორტის მუშაკებს შორის არ
დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ ბაქტერიები
არასიცოცხლისუნარიანი ან ავირულენტურები იყვნენ. მართლაც თუ გავითვალისწინებთ
პირობებს და ხანგრძლივობას დილგერის მიერ ბაქტერიების გამოყოფის და შემდგომ მათი
აგენტებისათვის გადაცემის სავსებით დასაშვებია რომ ან დილგერის მიერ გამოყოფილმა
ბაქტერიებმა დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა ან კიდევ თავიდანვე კულტურაში გაზრდილი
ორგანიზმები არა-პათოგენურები იყვნენ. ხოლო ინფექციის ის რამოდენიმე შემთხვევა რომელსაც
ადგილი ჰქონდა ცხენებს შორის სავსებით შესაძლებელია რომ სხვა რაიმე პირობით იყო
გამოწვეული. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ რომ გერმანელების მიერ 1915-1916 წლებში
ნამდვილად შემუშავდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა მოკავშირე ძალების მიმართ და ეს
პროექტი განხორციელდა ამერიკაში თუმცა როგორც ჩანს ბიოლოგიური დივერსია
წარუმატებლად დამთავრდა.

გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა რუმინეთში

რუმინეთი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს 1915 წლამდე. იგი სტრატეგიულად განლაგებული იყო


ავსტრია-უნგრეთს, ბულგარეთს და თურქეთს შორის. ყველა ეს ქვეყანა იყო გერმანიის მოკავშირე
მხარე. გარდა ამ ქვეყნებისა რუმინეთი ესაზღვრებოდა სერბიას და რუსეთს, რომლებიც იყვნენ
ინგლისის და საფრანგეთის მოკავშირეები. უნგრეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო
გზა სადაც ხდებოდა საწვავის, ხორბლეულის და საქონლის გადაზიდვა.

გერმანიამ რუმინეთში ბიოლოგიური დივერსია დაიწყო როგორც ჩანს 1915 წლის ივნისში.
გერმანიის გენერალური შტაბის წევრის ნადოლნის მიერ ბუქარესტში გერმანიის ატაშესადმი
მიწერილ წერილში ვკითხულობთ: “იმ შემთხვევაში თუ რუმინეთი ჩაერთვება ჩვენს წინააღმდეგ
ომში, სასურველია დავიწყოთ რკინიგზის, სამხედრო სტრატეგიული ობიექტების,
განსაკუთრებით იარაღის მწარმოებელი ქარხნების დივერსიული ქმედებები და აგრეთვე
კავალერიისათვის განკუთვნილი ცხენების ინფიცირება. ასაფეთქებელი ნივთიერებები და
ქოთაოს ბაქტერიული კულტურა მზად არის რუმინეთში გამოსაგზავნად. თუ შეიძლება უმოკლეს
ვადაში შეგვატყობინოთ რომელი დივერსიული აქტის განხორცილება არის მიზანშეწონილი
რუმინეთში და სად იქნას გამოგზავნილი ამ ოპერაციისათვის საჭირო მასალა.“ ბუქარესტიდან
მიღებულ პასუხში ნათქვამი იყო რომ, რომ ასეთი სტრატეგიული ობიექტი მრავლად იყო
რუმინეთში და ასევე ისინი მზად იყვნენ დაეწყოთ სამხედრო ოპერაციისათვის განკუთვნილი
ცხენების ინფიცირება შესაბამისი ბაქტერიების და ინსტრუქციების მიღებისთანავე. ანუ
ნადოლნის მიერ გაკეთებული შემოთავაზება დადებითად იქნა აღქმული.

როგორც სამხედრო დოკუმენტებიდან არის ცნობილი რუმინეთში გაიგზავნა ციმბირის წყლულის


და ქოთაოს ბაქტერიული აგენტები, ოღონდ მკაცრი ინსტრუქციით რომ მათი გამოყენება უნდა
მომხდარიყო მხოლოდ ცხოველების წინააღმდეგ და არავითარ შემთხევევაში ადამიანების
დასაინფიცირებლად. რუმინეთიდან სექტემბერში მოითხოვეს დამატებითი ბაქტერიული
კულტურა რადგან ის რაც იყო გამოგზავნილი ივნისში უკვე ათვისებული იქნა. დაახლოებით
ერთი წლის შემდეგ ნადოლნის მიერ შემუშავებული დივერსიული პროგრამის მეორე ნაწილის
განხორციელება დაიწყო. ასაფეთქებელი ნივთიერებები და ბაქტერიული კულტურები
გაგზავნილ იქნა ბუქარესტის საკონსულოში. ამასობაში 1916 წლის 27 აგვისტოს რუმინეთმა
ავსტრია-უნგრეთს გამოუცხადა ომი. რასაც გერმანიამ მყისვე უპასუხა ომის გამოცხადებით
რუმინეთის წინააღმდეგ. თუმცა დივერსიისათვის განკუთვნილი მასალა დიპლომატიური
კორპუსის ხელში იყო და ამიტომ კარგად იყო დაცული, რუმინეთის მთავრობამ ეჭვი აიღო, რის
შედეგადაც გერმანელ დიპლომატებს და საკონსულოს წევრებს ფარულად უთვალთვალებდნენ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ მიმართვაში ვკითხულობთ:
“ადგილობრივი მთავრობის ყურადღება ამ ბოლო დროს მიიპყრო ბუქარესტში გერმანელი
საკონსულოს საეჭვო ქმედებებმა. დიდი რაოდენობით ყუთები და ამანათები მიიღეს ბუქარესტის
გერმანიის საკონსულოში, რომელთა გადმოტანა და გადაზიდვა მოხდა გერმანიის საელჩოს უფრო
შორს განლაგებულ შენობაში 27 აგვისტოს, სწორედ იმ დღეს როდესაც ჩვენ ომი გამოუცხადეთ
ავსტრია-უნგრეთს“. მას მერე რაც გერმანელების დიპლომატიურმა კორპუსმა დატოვა
ბუქარესტი, რუმინეთის სადაზვერვო დეპარტამენტმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად
გადაწყვიტეს ჩხრეკა ჩაეტარებინათ საელჩოს შენობებში. იქ მყოფმა რამოდენიმე საკონსულოს
გერმანელმა თანამშრომელმა აღიარა, რომ როდესაც გერმანიის კონსული, თანაშემწე და სხვა
მაღალჩინოსნები ტოვებდნენ საკონსულოს, მათ რამოდენიმე ყუთი დაუტოვეს თანამშრომლებს
რათა მათ ჩაემარხათ ისინი საკონსულოს ბაღში, რაც თანამშრომლებმა შეასრულეს. რუმინელი და
ამერიკელი სადაზვერვო სამსახურების მიერ აღმოჩენილი იყო ყუთები ასაფეთქებელი
ნივთიერებებით. გარდა ამისა ბაღში აღმოჩნდა ამანათი რომელსაც ზედ ერტყა კრონდშტატის
(უნგრეთი) იმპერატორული გერმანიის საკონსულოს ბეჭედი და ეწერა: „ მხოლოდ კურიერის
საშუალებით! მკაცრად საიდუმლო! ფრთხილად!“. ამანათში იყო შემდეგი შინაარსის წერილი :
გიგზავნით 4 მცირე ზომის ბოთლს ცხენებისათვის და 4 ბოთლს მსხვილფეხა საქონელისათვის.
თითოეული ბოთლი საკმარისია 200-მდე ცხოველისათვის. თუ შესაძლებელია მოახდინეთ ამ
სითხის ადმინისტრირება პირდაპირ ცხოველში, თუ არადა შეურიეთ საკვებს. თქვენგან
მოვითხოვთ მყისიერ შეტყობინებას წარმატების შემთხვევაში.“ ამანათში იდო დაბეჭდილი და
საგულდაგულოდ შეფუთული ბოთლები ყვითელი ფერის ხსნარით.

ბოთლების შემცველი სითხის ანალიზი ჩატარდა ბუქარესტის პათოლოგიისა და


ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტში და დადგინდა რომ ეს იყო ციმბირის წყლულის და ქოთაოს
ბაქტერიული კულტურა. ანუ გერმანელების მიერ განხორციელდა იგივე დივერსიული აქტი რაც
ამერიკაში. ცნობილია რომ რუმინეთში გერმანიიდან გამოგზავნილი იყო ბიოლოგიური
აგენტების 3 პარტია. აქედან როგორც ჩანს ორი გამოყენებული იქნა ხოლო მესამე რუმინელების
მიერ აღმოჩენილი იყო გერმანიის საელჩოს ბაღში. თუ რა შედეგები გამოიწვია ამ დივერსიამ და
მოხდა თუ არა ცხოველების ინფიცირება არ არის დოკუმენტირებული.

გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა ესპანეთში

სავარაუდოდ გერმანიამ აგრეთვე შეიმუშავა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა


ესპანეთისათვის. მიმოწერა რომელიც მიმდინარებდა ბერლინსა და მადრიდს შორის მოწმობს
რომ ასეთი დივერსიების განხორციელება იგეგმებოდა ესპანეთში, პორტუგალიასა და
საფრანგეთის პირინეებში. 1915 წლის 13 ოქტომბერს ნადოლნის მიერ ესპანეთში მყოფ გერმანელ
სამხედრო ატაშესადმი გაგზავნილ დეპეშაში იგი აუწყებს რომ აგენტების გადმოგზავნა
შეწყვეტილია, შემდგომ შეტყობინებამდე, რადგანაც ცხენების ექსპორტი საფრანგეთში
შეჩერებულია. ანუ ამ დროისათვის ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა ესპანეთში უკვე
დაწყებული იყო. შემდეგი მიმოწერა ამ საკითხზე მიმდინარეობდა 1915 წლის დეკემბერში
ბერლინს, მადრიდს და ციურიხს შორის, სადაც საუბარია წარუმატებელ მცდელობაზე ჯილეხის
და ქოთაოს ბაქტერიების გადაგზავნაზე.

ამ აგენტების ჰოლანდიიდან ესპანეთში გადმოგზავნა საფრანგეთის გავლით სარისკო იყო,


რადგანაც ტრანსპორტირებადი ტვირთი აქ მკაცრ შემოწმებას გადიოდა. ივნისის თვეში
გერმანელი საიდუმლო აგენტი „არნოლდი“ მივლინებული იყო მადრიდში „რათა ორგანიზება
მოეხდინა E და B აგენტების“. E და B აგენტები იყო ქოთაოს და ჯილეხის ბაქტერიების კოდური
დასახელება. რა იყო ნაგულისხმევი „წარმოების“ ქვეშ არ არის ცნობილი, ალბათ აგენტ არნოლდს
უნდა გაევრცელებინა ის ბაქტერიები ესპანეთში რომელსაც ნადოლნი ჩამოიტანდა ბერლინიდან.
ცოტა ხანში გერმანიის ელჩმა ესპანეთში შეატყობინა ბერლინს რომ არნოლდი წარმატებით
ჩამოვიდა მადრიდში, რაც რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას რომ ინფექციის გამავარცელებელი
ბაქტერიები უკვე ესპანეთში იყო. თუმცა არაფერია ცნობილი იმის შესახებ თუ რამდენად
წარმატებული იყო ეს დივერსია ესპანეთში და როდის დასრულდა. თუმცა არსებობს იმის ცნობა
რომ ბაქტერიული კულტურა კონტრაბანდული გზით ესპანეთში შეიტანეს ნავით 1918 წელს ანუ
ამ დროისათვის ეს ოპერაცია კიდევ გრძელდებოდა.

გერმანელების ბიოლოგიური დივერსია ნორვეგიაში

ნორვეგიაში ირმების დასაინფიცირებლად, რომლებიც გამოიყენებოდნენ როგორც


სატრანსპორტო საშუალება, ზამთრის პერიოდში, სამხედრო ამუნიციის გადასაზიდად
ინგლისიდან რუსეთში, გაგზავნილი იყო ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიები.
მაგრამ ნორვეგიის პოლიციამ, ინგლისელების სადაზვერვო სამსახურის მითითებით, დააკავა
გერმანიის დიპლომატიური კორპუსისათვის განკუთვნილი ტვირთი, რომელშიც მოთავსებული
იყო ეს ბაქტერიული კულტურები. პოლიციის ჩანაწერები მოწმობენ რომ 1917 წლის იანვარში
ნორვეგიის ჩრდილოეთით რუსეთის საზღვართან დააპატიმრეს ბარონ ოტტო კარლ რობერტ ფონ
როსსენი და მისი თანმხლები პირები. არცერთ ამ პირთაგანს არ გააჩნდათ პასპორტი, მათ
აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ბარონის თქმით
განკუთვნილი იყო ფინელი ნაციონალისტებისათვის, რომელთაც უნდა აეფეთქებინათ რუსეთის
სარკინიგზო მაგისტრალი. ბარონს და მის თანმხლებ პირებს გაუკეთეს დეპორტაცია შვედეთში,
მათ ბარგში აღმოაჩინეს 19 შაქრის კუბი, რომელშიც მოთავსებული იყო ამპულები. ეს ამპულები
შეიცავდნენ ციმბირის წყლულის ბაქტერიებს, შაქრის კუბები კი განკუთვნილი იყო
ცხენებისათვის და ირმებისათვის. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ბიოლოგიური
დივერსიისათვის განკუთვნილი მასალა ასე კარგად, კონსპირატიულად იყო შეფუთული. ესეთი
სახით ბაქტერიების გავრცელება გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე მათი შეყვანა
თითოეულ ცხოველში ინოკულაციის გზით, რასაც ადრე იყენებდნენ გერმანელები აშშ-ში.
სავარაუდოდ ამ ახალი მეთოდის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა დილგერი, რომელსაც
გააჩნდა სათანადო სამედიცინო და მიკრობიოლოგიური გამოცდილება და იგი იყო სწორედ
ძირითადი წარმართველი ძალა ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების პროცესში
ამერიკაში.

გერმანიის ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა სამხრეთ ამერიკაში

გერმანელების მიერ აქტიურად ხორციელდებოდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა სამხრეთ


ამერიკაში. ინგლისელების საზღვაო ფლოტის სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოვლენილი და
დეკოდირებული იქნა დაახლოებით 2000-მდე საიდუმლო მიმოწერა გერმანიის გენერალური
შტაბის თანამშრომლებსა და სამხრეთ ამერიკაში მყოფ მათ აგენტურას შორის. ამ 2000
დოკუმენტიდან დაახლოებით 40 ეხებოდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამის
განხორციელებას. არგენტინაში ამ ოპერაციის ჩატარება ევალებოდა აგენტს კოდური სახელით
„არნოლდი“, ის პიროვნება რომელიც იგივე პროგრამას ანხორციელებდა ესპანეთში. „არნოლდი“
1917 წელს ჩავიდა ამერიკაში სადაც სავარაუდოდ მას უნდა მოეპოვებინა თანხები არგენტინაში
ბიოლოგიური ომის განხორციელებისათვის.

1917 წლის შემოდგომაზე გერმანიის სამხედრო ატაშემ ესპანეთიდან ბერლინში გააგზავნა


არგენტინაში განხორციელებული ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების ანგარიში. ამ
ანგარიშში ნახსენები იყო ის ფაქტი რომ გერმანელი აგენტი, რომელსაც ბაქტერიების კულტურა
მიჰქონდა არნოლდისათვის, ეჭვმიტანილი იყო და ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ
ოპერაციის დროებით შეწყვეტა. ამ გეგმის განხორციელება გაგრძელდა თებერვალში, რასაც
მოწმობს არნოლდის მიერ გაგზავნილი ანგარიში, სადაც იგი ამბობს რომ მესოპოტამიაში
გაგზავნილ 5400 თავი მსხვილფეხა საქონელი დამუშავდა ბაქტერიული კულტურით.
ბაქტერიული კულტურა არგენტინაში შეიტანეს ავსტრიიდან, ამპულებით, რომლებიც
მოთავსებული იყო გერმანელების დიპლომატიური კორპუსისათვის განკუთვნილ შაქრის
ტომრებში. თუმცა ამ შაქრის ნაწილი კართაგენში ამოღებული იქნა პოლიციის მიერ.

ამავდროულად არგენტინაში გერმანელები გეგმავდნენ საქონლისათვის განკუთვნილი საკვები


მარცვლეულის მოწამვლის ოპერაციას. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო ქიმიური
ნივთიერებები და არა ბაქტერიული აგენტები. თუმცა განხორციელდა თუ არა ეს ჩანაფიქრი არ
არის ცნობილი.

არგენტინული ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი არ იყო


დიდად წარმატებული. მართალია აგენტი არნოლდი თავის ანაგარიშებში წერდა რომ მან ეს
ოპერაცია ძალზედ წარმატებით ჩაატარა და რომ მოკავშირეებისათვის გაგზავნილი ათასობით
მსხვილფეხა საქონელი ინფიცირებული იყო ქოთაოთი და ციმბირის წყლულით. არგენტინული
სპეცსამსახურების თანახმად კი ამერიკაში გაგზავნილი საქონლიდან მხოლოდ 200 აღმოჩნდა
დაინფიცირებული. ისევე როგორც დილგერის შემთხვევაში ადვილი დასაშვებია ის რომ
არნოლდის მიერ გამოყენებული ბაქტერიული კულტურა არ იყო ვირულენტური. გარდა ამისა ის
პერიოდი რაც ამ ბაქტერიებმა გაიარა მას მერე რაც მომზადდა გერმანიაში, შემდეგ გაიგზვნა
კართაგენში და იქიდან გემების საშუალებით გადაიზიდა ბუენოს-აირესში საკმაოდ ხანგრძლივი
იყო, რაც გამოიწვევდა მათ სიცოცხლისუნარიანობის ანუ ეფექტურობის დაქვეითებას. ასეთი
ბაქტერიების შეყვანა საქონელში არ გამოიწვევდა სასურველ შედეგს ანუ ბიოლოგიური დივერსია
ვერ შესრულდებოდა.

სხვა ქვეყნების მიერ ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების მცდელობები

როგორც აღმოჩნდა საფრანგეთსაც ქონდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა. გერმანელები


თავის მხრივ თვლიდნენ რომ თვითონ აღმოჩნდნენ საფრანგეთის ამ პროგრამის მსხვერპლი.
მასალების თანახმად 1916 წელს გერმანიამ შეიტყო რომ საფრანგეთის საიდუმლო სამსახურმა
განახორციელა გერმანიაში გასაგზავნი ცხენების ინფიცირება ქოთაოს ბაქტერიებით. ფრანგი
ტყვეებიც აგრეთვე ჩართულები იყვნენ ამ პროგრამაში. მათ აღმოუჩინეს ამ მიკრობების შემცველი
კულტურა. 1917 წლის მაისში, პუჩჰაიმის ბანაკში, სამხედრო ტყვეებისადმი გაგზავნილ
ამანათებში თუნუქის ყუთებში იპოვეს ამპულები. რომლებიც შეიცავდნენ ბაქტერიულ
კულტურას და ინსტრუქციები მათი გამოყენებისათვის. მეორე შემთხვევას ადგილი ქონდა 1917
წლის შემოდგომაზე როდესაც დააკავეს ფრანგი გაქცეული სამხედრო ტყვე და მას აღმოუჩინეს
კბილის საცხი რომელიც შეიცავდა ციმბირის წყლულის ბაქტერიებს.

ფრანგული პროგრამის არსებობა დადასტურებულია 1923 წლის სახელმწიფოს


ბაქტერიოლოგიური კომისიის ყრილობის პროტოკოლში, სადაც ვეტერინარული ინსპექციის
ხელმძღვანელმა აღიარა რომ პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დროდადრო იყენებდა
ვირუსებს რომლებიც იყო უვნებელი ადამიანებისათვის, მაგრამ მათი საშუალებით ადვილი იყო
ცხოველების დაინფიცირება. ბაქტერიული კულტურა გამოიყენებოდა მტრის სახმელეთო
ჯარების ცხენების დასაინფიცირებლად, კერძოდ ამ ბაქტერიების შემცველი ადვილად
მტვრევადი ამპულები თავსდებოდა საქონლის საკვებში რაც ზრდიდა ინფექციის გავრცელების
ალბათობას. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასურებს იმ ფაქტს რომ საფრანგეთს გააჩნდა
ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა გერმანიის წინააღმდეგ, თუ რამდენად ეფექტური იყო ეს
ოპერაცია საჭიროებს უფრო დეტალურ გამოკლევებს.

პირველი მსოფლიო ომის დასასრული

ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა გერმანელებმა ომის დასრულებამდე შეწყვიტეს. ერთ-ერთი


გერმანელი მაღალჩინოსანი თავის ჩვენებაში წერდა: „ციმბირის წყლულის ბაქტერიები დიდი
წარმატებით გამოვიყენეთ რუმინეთსა და აშშ-ში. მეზღვაურები იძულებული იყვნენ ცხენები,
რომლითაც დატვირთული იყო ამერიკიდან ინგლისში მიმავალი გემი, გადაეყარათ ზღვაში
რადგანაც ცხენების უმეტესობას გზაში არმოაჩნდა ქოთაო. მაგრამ ომის მეორე ნახევარში ჩვენ
იძულებულები გავხდით უარი გვეთქვა ამ პროგრამის განხორციელებაზე, რადგანაც ჩვენი
აგენტების დიდი რაოდენობა დაპატიმრებული იყო მოკავშირეთა სპეცსამსახურების მიერ“.

გერმანელების მიერ დივერსიული პროგრამის შეჩერება განპირობებული იყო როგორც მათი


აგენტების გამოაშკარავებით, აგრეთვე იმ წარუმატებლობით რაც თან ერთვოდა ბაქტერიული
კულტურების ტრანსპორტირებას დასავლეთის ქვენებში 1918 წელს. ანუ ომის დასასრულისთვის
ეს დივერსიული ქმედებები თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი, მიუხედავათ დილგერის
მცდელობებისა არ შეეწყვიტათ ბიოლოგიური დივერსია.
ბრძოლები დასრულდა 1918 წლის ნოემბერში და მხარეებს შორის დაიდო საზავო
ხელშეკრულება. ძირითადი მშვიდობიანი ხელშეკრულება დაიდო 1919 წლის ივნისში
მოკავშირეებს და გაერთიანებულ სახელმწიფოებს და გერმანიას შორის. ეს ხელშეკრულება
ცნობილია ვერსალის ხელშეკრულების სახელწოდებით. ამ ხელშეკრულების V თავი ეხება
გერმანულ სამხედრო სამსახურს, სადაც აღნიშნულია რომ მათ ეკრძალებათ ყველა მახრჩობელა,
მომწამლავი ან სხვა გაზების და ანალოგიურად ყველა თხევადი ან მყარი მომწამვლელი
ნივთიერებების გამოყენება, წარმოება და იმპორტირება. გარდა ამისა საჭირო იყო ასეთი
მასალების არსებობის შემთხვევაში მათი სრული განადგურება. თუმცა ამ თავში არაფერი იყო
ნახსენები ბიოლოგიური იარაღის შესახებ. ეს კი მიანიშნებს იმაზე რომ ვერსალის
ხელშეკრულების შემქმნელებმა და აგრეთვე მათმა მრჩეველებმა არაფერი იცოდნენ
ბიოლოგიური დივერსიის არსებობის შესახებ. სინამდვილეში ეს პროგრამა ცნობილი იყო
მხოლოდ გერმანიის სამხედრო ძალების მაღალი ეშელონებისათვის. მართალია რუმინეთში
გერმანიის საელჩოს ბაღში აღმოჩენილი დივერსიული მასალის ფაქტი საკმაოდ გახმაურდა,
თუმცა არავის ჩაუთვლია რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაციის ნაწილი, რომელიც უკვე
დიდი ხნის მანძილზე ხორციელდებოდა ერთდროულად მრავალ ქვეყანაში. ინგლისელებმა
იცოდნენ რომ არგენტინაში ხორციელდებოდა დივერსიული პროგრამა, თუმცა მათ
გერმანელების ეს ქმედებები არაეფექტურად მიიჩნიეს. რაც შეეხება აშშ-ში დაგეგმილ და
განხორციელებულ დივერსიას ამის შესახებ არავინ იცოდა, რადგან იგი იმართებოდა
გერმანელების გენერალური შტაბის წარმომადგენელის დილგერის მიერ, რომელიც უშუალოდ
აწარმოებდა ბაქტერიულ კულტურებს ამერიკაში და ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. რადგანაც
ფაქტები ცხოველებში ინფექციური დაავადებების მასიურად გავრცელებისა პირველი მსოფლიო
ომის დროს არ მოიპოვებოდა, მოკავშირე ძალები ბიოლოგიური დივერსიის არსებობას არ
მიიჩნევდნენ სერიოზულ პრობლემად.

ვერსალის ხელშეკრულებაში გაწერილი მკაცრად განსაზღვრული შეზღუდვების მიუხედავად


გერმანიამ შეძლო თავიდან აეცილებინა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი.
კერძოდ ოფიცრების ჯგუფი რომლებიც მონაწილეობდნენ ბიოლოგიური დივერსიული
პროგრამის შექმნაში აგრძელებდა თავის მოღვაწეობას გენერალური შტაბის წევრის რუდოლფ
ნადოლნის ხელმძღვანელობით. ვერსალის ხელშეკრულების დადების შემდეგ გერმანელებმა
გაანადგურეს საიდუმლო დოკუმენტების უმეტესი ნაწილი, რომელიც ეხებოდა ბიოლოგიური
დივერსიის პროგრამას ამერიკაში, რუმინეთში და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ყველა ზემოთ
მოხსენიებული ფაქტი ეყრდნობა დოკუმენტირებულ მასალას რაც ან გადაურჩა განადგურებას ან
თავის დროზე აღმოჩენილი იყო მოკავშირე ძალების სპეცსამსახურების მიერ.

გერმანელების დივერსიული პროგრამა საინტერესოა რამოდენიმე ასპექტით. იგი იყო: 1)


პირველი ნაციონალური პროგრამა ბიოლოგიური შეტევის წარმოებისათვის; 2) პირველი
ბიოლოგიური ომის წარმოების პროგრამა, რომელსაც გააჩნდა მეცნიერული საფუძველი 3) ერთ-
ერთი ორი დადასტურებული შემთხვევიდან, ომებში ბიოლოგიური აგენტების გამოყენების
ფაქტებიდან (მეორე შემთხვევა დაფიქსირდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელების მიერ
ჩინელების წინააღმდეგ) 4) პირველი და ალბათ ერთადერთი მცდელობა საიდუმლო
ფართომაშტაბიანი ბიოლოგიური დივერსიის განხორცილებისა, რაშიც მრავალრიცხოვანი
აგენტურა იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია ის რომ ეს პროგრამა ხორციელდებოდა
ნეიტრალური და არა ომში ჩართული მხარეების მიმართ და აგრეთვე გამიზნული იყო მხოლოდ
ცხოველების და არა ადამიანების დასაინფიცირებლად. სამწუხაროა ის რომ არანაირი მონაცემი
არ არსებობს ამ პროგრამის წარმოშობის წინაპირობისა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი
რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში ბიოლოგიურმა, კერძოდ მიკრობიოლოგიამ
და ვეტერინარულმა, მეცნიერებებმა დიდ განვითარებას მაღწია. ერთადერთი პროფესიონალი
მიკრობიოლოგი რომელიც ცნობილია როგორც ამ პროგრამის მთავარი მონაწილე გახლდათ
ანტონ დილგერი განათლებით ექიმი. ეს იყო ის პიროვნება რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში
პროგრამის შემუშავების დროს, მან განახორციელა დაგეგმილი ოპერაცია აშშ-ში და მას მერე რაც
მასზე ეჭვი აიღეს ინგლისურმა სპეცსამსახურებმა იგი დაბრუნდა გერმანიაში, სადაც აგრძელებდა
ბაქტერიული კულტურის წარმოებას, არგენტინაში, ნორვეგიაში და ესპანეთში ბიოლოგიური
დივერსიების ჩასატარებლად. ანუ ეჭვგარეშეა რომ ანტონ დილგერი წარმოადგენდა ცენტრალურ
ფიგურას გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამაში. რა თქმა უნდა ბაქტერიული
აგენტების შექმნისათვის საჭირო იყო მათი შესწავლა, გამოყოფა და შემდეგ უჯრედული
კულტურის შექმნა. სამწუხაროდ არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ ყველაფერს ამას უძღვებოდა
დილგერი თუ ამაზე მუშაობდა სპეციალური სამეცნიერო ლაბორატორიები. გარდა ამისა
აუცილებელი იყო ამ მიკრობული კულტურების შეფუთვა და მათი ტრანსპორტირება
ნეიტრალურ ქვეყნებში საიდანაც შემდეგ მოკავშირეების ჯარებს ეგზავნებოდათ საბრძოლო
იარაღები და ცხენები. ამას ჭირდებოდა გარკვეული დრო, ასევე საჭირო იყო ამ პროგრამაში
ჩართული პირების ინსტრუქტირება. ანუ მთლიანობაში პროგრამის დაწყებას რამოდენიმე
თვიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა წინ, ყველაფერის განხორციელება ევალებოდა
დილგერს თუ კიდევ სხვა სამხედრო პირები ან მეცნიერები იყვნენ ამ ოპერაციაში ჩართული არ
არის ცნობილი. რადგანაც ფრონტზე გასაგზავნი ცხოველების ინფიცირება უნდა მომხდარიყო
ნეიტრალურ ქვეყნებში ეს სისრულეში მოყავდა სპეციალურ აგენტურას რომელიც რაც არ უნდა
საოცარი იყოს, უმეტეს შემთხვევაში ვერ იქნა გამოვლენილი სპეცსამსახურების მიერ. ის რომ ეს
ოპერაცია განხორციელდა გერმანიაში გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით
დადასტურებულია მრავალი დოკუმენტით. მიკრობული კულტურები რომლებიც ძირითადად
შეიქმნა გერმანიაში მრავალჯერ გაიგზავნა არგენტინაში, ნორვეგიაში, რუმინეთსა და ამერიკაში.
უმეტეს შემთხვევაში ამ ბაქტერიული აგენტების გადაზიდვა წარმოებდა საზღვაო ტრანსპორტით.
ამას მოწმობს დილგერსა და ნადოლს შორის არსებული ფარული მიმოწერა. არ არსებობს რაიმე
დოკუმენტი რომელიც მიუთითებდა მთავარსარდლის ან თვით კაიზერის ჩართულობას ამ
პროგრამაში, თუმცა იმის დაშვება რომ ბიოლოგიური დივერსიის ასეთი ფართომაშტაბიანი
პროგრამა იმართებოდა მხოლოდ ოფიცრების დონეზე ძნელი დასაჯერებელია.

შეუძლებელია ამ პროგრამის ეფექტურობის სრული გამოვლენა. მართალია გერმანია მიიჩნევდა


რომ ბიოლოგიური დივერსიის ოპერაცია პირველ მსოფლიო ომში მან წარმატებულად წარმართა,
მაგრამ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა სრულად არ მოიპოვება. აგრეთვე კითხვებს
ბადებს ის ფაქტი, რომ თუ გერმანიამ წარმატებას მიაღწია ბიოლოგიური ომის ოპერაციაში რატომ
არ მიეცა მას შემდგომი განვითარების ხასიათი. 1920-1930 წლების გერმანიის დოკუმენტებში
არაფერია ნახსენები ბიოლოგიური პროგრამის განვითარების შესახებ. სავარაუდოა რომ ომის
შემდგომ წლებში გერმანიის სამხედრო პირები უფრო მეტად დაკავებულები იყვნენ
სტრატეგიული და თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავებით და აგრეთვე ისეთი ბიოლოგიური
აგენტების შექმნით, რომელთა სამიზნე ადამიანი გახდებოდა.

ვერსალის ხელშეკრულებაში და ჟენევის 1925 წლის პირველ ხელშეკრულებაში არაფერი იყო


ნახსენები ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ. ეს შეიძლება განპირობებული იყო: 1) ამ
საკითხზე ძალზედ ფრაგმენტული მონაცემების არსებობით ან 2) იმ ფაქტით რომ ბიოლოგიური
იარაღი არ იქნა გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ. მაგრამ რადგანაც მაინც არსებობდა
მონაცემები, რომ გერმანია პირველ მსოფლიო ომში იყენებდა ბაქტერიულ აგენტებს ცხენების
დასაინფიცირებლად პოლონეთმა გადაწყვიტა შესწორება შეეტანა ჟენევის ხელშეკრულებაში.
სწორედ ეს შესწორება გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი ბიოლოგიური იარაღის
აკრძალვის შესახებ.
ბიოლოგიური ომის ანალიზი ერთა ლიგის მიერ 1925 წლამდე

პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა რამოდენიმე შეთანხმება „მომწამვლელი“ იარაღის


აკრძალვის გამოყენების თაობაზე: სტრანსბურგის შეთანხმება გერმანიას და საფრანგეთს შორის
(1675), ჰააგის მშვიდობის კონფერენცია (1899 და 1907). ამ შეთანხმებებში აკრძალული იყო
მშვიდობიანი მოსახლეობის სასმელი წყლის დაბინძურება მომწამვლელი ნივთიერებებით. ყველა
ამ შეთანხმებაში ძირითადი ყურადღება უფრო ექცეოდა ქიმიურ და არა ბიოლოგიურ იარაღს.
ვაშინგტონის 1922 წლის შეთანხმებაში აკრძალულია ქიმიური იარაღის გამოყენება და არაფერია
ნათქვამი ბიოლოგიურ იარაღზე. ერთა ლიგის ანსამბლეაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად
აუცილებელი იყო ვაშინგტონის შეთანხმებაში შესწორებების შეტანა. ამისთვის ერთა ლიგამ
შექმნა კომისია, რომელიც შეისწავლიდა არა ტრადიციული საბრძოლო იარაღის კერძოდ,
ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მოქმედების შედეგებს. კომისიამ გამოიტნა დასკვნა რომ
ქიმიური იარაღი წარმოადგენს მნიშვნელოვან საშიშროებას მოსახლეობისათვის, მაშინ როდესაც
ბიოლოგიური იარაღი არ იწვევს მყისიერ დამანგრეველ შედეგებს. თუმცა აქვე იყო
განმარტებული რომ ეს დასკვნა განპირობებული იყო ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესახებ
მწირი მონაცემებით. აგრეთვე მათი აზრით ბიოლოგიური იარაღი არ წარმოადგენდა
გამანადგურებელ საშიშროებას მოსახლეობისათვის იმიტომ რომ: ა) თანამედროვე ჰიგიენურმა
საშუალებებმა შესაძლებელია გააუვნებელყონ უმეტესობა აგენტებისა; ბ)ბიოლოგიური იარაღმა
შეიძლება უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს მის გამომყენებელს უნებლიედ მის ტერიტორიაზე
ბიოლოგიური აგენტის გავრცელების შემთხვევაში; გ)ბიოლოგიური აგენტების ჩანერგვა იარაღში
საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყველა ამ დებულების გათვალისწინებით
არ არის გასაკვირი ის ფაქტი რომ ჟენევის 1925 წლის კონფერენციამდე ნებისმიერ შესაბამის
დოკუმენტში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო ქიმიურ და არა ბიოლოგიურ იარაღზე.

პოლონეთის როლი ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის მოთხოვნაში

ჟენევის საერთშორისო 1925 წლის კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა საბრძოლო იარაღით


და საბრძოლო ტექნიკით ვაჭრობის რეგულაციებს, აშშ-ს დელეგატმა სენატორმა ტეოდორ
ბარტონმა წამოაყენა წინადადება „მხუთავი, მომწამვლელი და მავნე გაზების“ გამოყენების
აკრძალვის თაობაზე. მას მხარი დაუჭირა რამოდენიმე დელეგატმა, მათ შორის პოლონელმა
გენერალმა კაზიმირ სასნოვსკიმ. მისი აზრით „ ამ ბარბაროსული იარაღის აკრძალვა
აუცილებელია იმისათვის, რომ ნებისმიერი ომის გამანადგურებელი შედეგი ოდნავ მაინც ნაკლებ
შემაძრწუნებელი გახდეს“, აგრეთვე გენერალმა სასნოვსკიმ წამოაყენა წინადადება რომ ქიმიური
იარაღის მიმართ გათვალისწინებული აკრძალვები ასევე გავრცელებული ყოფილიყო
ბიოლოგიური იარაღის მიმართ.

1925 წლის 8 მაისს ჟენევის კონფერენციის საერთო საბჭოს გენერალურმა პრეზიდენტმა


დელეგატებს წარუდგინა შესწორებული რეზოლუცია სადაც ეწერა: „ ამერიკელი დელეგაციის
მიერ შემოთავაზებული მასალების, რომელიც ეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას, და
პოლონეთის დელეგაციის წინადადების გათვალისწინებით, ყველა ის აკრძალვა რაც მიღებული
იქნება ქიმიური იარაღის შესახებ ასევე გავრცელდება ბიოლოგიურ იარაღზე, რადგანაც ეს
სავსებით მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისათვის“. პრეზიდენტის რეკომენდაციით ეს
შესწორებული რეზოლუცია განსახილველად გადაეგზავნა სამხედრო, საზღვაო და საჰაერო
ტექნიკურ კომისიებს.

პოლონეთის მიერ მოწოდებული შესწორება 1925 წლის 8 მაისს გადაეგზავნა იურიდიულ და


სამხედრო კომიტეტებსაც. ამ შესწორების განხილვის დროს ქიმიური იარაღის აკრძალვამ
წარმოშვა რიგი წინააღმდეგობები ვაჭრობის კონტროლის სფეროში. ეს აკრძალვა უნდა
განხილული ყოფილიყო იმ ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით რასაც იგი იქონიებდა
სხვადასხვა ქვეყნებზე. კერძოდ ქიმიური პროდუქტს ორმაგი დანიშნულება აქვს ქიმიური
ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და სხვადასხვა
წარმოებებში. პირველი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი 1925 წლამდე, დაფიქსირებული
იყო იპრში, 1915 წლის 22 აპრილს, სადაც გამოყენებული იყო მომწამვლელი გაზები. ერთადერთი
აკრძალვა რომელიც 1899 წელს ჰააგის კონფერენციის რეზოლუციაში დაფიქსირდა ეხებოდა; „
ნებისმიერი სახის ჭურვის გამოყენებას, რომლის ერთადერთ დანიშნულებას წარმოადგენს
მომწამლავი და მხუთავი გაზების გავრცელება“ ეს პუნქტი მრავალ ხარვეზს შეიცავდა რადგანაც
არ იყო საკმარისად კომპლექსური. გარდა ამისა პირველ მსოფლიო ომში მრავალჯერ იყო
დარღვეული ეს პირობები. ამიტომაც აუცილებელი გახდა ახალი დოკუმენტის შემუშავება სადაც
კარგად იქნებოდა ჩამოყალიბებული ქიმიური პროდუქტის აკრძალვა საბრძოლო
დანიშნულებით. კომიტეტების ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა ახალი დოკუმენტი,
რომელიც წარმოადგენდა ვაშინგტონის ხელშეკრულების შესწორებას ქიმიური იარაღის
აკრძალვის საკითხში. თუმცა ამ შესწორებაში არაფერი იყო ნახსენები ბაქტერიოლოგიურ
იარაღზე. ამ შესწორების ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: „ ვითვალისწინებთ რა
საზოგადოების აზრს, რომელსაც ემხრობა მრავალი ქვეყნის მთავრობა ვთვლით რომ მხუთავი,
მომწამვლელი ან სხვა ტიპის გაზების და აგრეთვე მათი ანალოგი მყარი თუ თხევადი
ნივთიერებების გამოყენება აკრძალული უნდა იქნეს ყველა საბრძოლო მოქმედების დროს და ეს
აკრძალვა საყოველთაოდ უნდა იქნას აღიარებული საერთაშორისო კანონის მიერ აკრძალვების
შესახებ. ვაცხადებთ რომ მოლაპარაკების მხარეები, რომლებიც ჯერ არ არიან ამ ხელშეკრულების
მონაწილეები, ვალდებულები არიან მიიღონ ეს აკრძალვა და აღიარონ ამ კანონის უზენაესობა .“

გენერალურმა კომიტეტმა განიხილა ეს შესწორება 8 ივნისს გამართულ სხდომაზე. გენერალმა


სოსნოვსკიმ აღნიშნა ამ შესწორების ნაკლოვანი მხარე, კერძოდ ის რომ მასში არაფერი იყო
ნახსენები ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესახებ. თავის ვრცელ გამოსვლაში მან ხაზი
გაუსვა იმ ფაქტს რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა უფრო ადვილია: „იგი საჭიროებს ნაკლებ
დანახარჯებს და რაც მთავარია მისი წარმოება გაცილებით უფრო კონსპირაციულადაა
შესაძლებელი ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღის. მომწამვლელი გაზებისაგან განსხვავებით,
რომლის მოქმედების ხანგრძლივობა საკმაოდ მცირეა, ბაქტერიების კულტურა, რომელიც
ერთხელ მაინც იქნება გავრცელებული ნებისმიერ ადგილას, გამრავლების მაღალი ხარისხის და
ვირულენტობის გაზრდის გამო წარმოშობს სწრაფად გავრცელებად ეპიდემიას, რაც გავლენას
მოახდენს მოსახლეობაზე, ფაუნაზე და ფლორაზე. გარდა ამისა ბიოლოგიური იარაღი უფრო
საშიშია რადგან მისი წარმოება შეუძლია ერთ ადამიანსაც კი საკმაოდ ფარულად, თუ მას ხელთ
ექნება შესაბამისი ბაქტერიული კულტურა და მისი გამრავლებისათვის აუცილებელი პირობები.
მიუხედავად იმისა რომ სამედიცინო დარგში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი
წარმატებებია მიღწეული, მრავალი დაავდება ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ან კიდევ არ არის
შემუშავებული ის ზომები რომლის საშულებებითაც შესაძლებელი გახდება სხვადასხვა
ვირუსული დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება. ამიტომ ბიოლოგიური იარაღის მიერ
მიყენებული ზარალი, რომლის შედეგადაც დაზარალდება მოსახლეობა, ცხოველთა და
მცენარეული სამყარო, გაცილებით უფრო შემაშფოთებელი და დიდი ზიანის მომტანი იქნება
ვიდრე სხვა საბრძოლო იარაღით მიყენებული ზარალი. ყველა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე
ვთვლი რომ აუცილებელია შემდეგი შესწორებების შეტანა ჩვენს მიერ ხელთ არსებულ პროექტში.
კერძოდ: პროექტის მესამე პარაგრაფში, სადაც საუბარია ქიმიურ იარაღზე აუცილებელია
ჩაიწეროს, რომ ჩვენ, მონაწილე მხარეები სრულად ვაღიარებთ ამ აკრძალვებს რომელიც
გავრცელებული იქნება აგრეთვე ბიოლოგიური იარაღის მიმართაც“

სოსნოვსკის გამოსვლას მხარი დაუჭირა სენატორ ბარტონმა, ჩინეთის და საფრანგეთის


დელეგაციამ. 10 ივნისს კონფერენციამ შეიმუშავა ახალი დოკუმენტი რომელშიც სრულად იყო
გათვალისწინებული პოლონელი დელეგატის მიერ წამოყენებული წინადადება. ამ დოკუმენტის
საბოლოო ვარიანტი კომიტეტმა დაამტკიცა 1925 წლის 17 ივნისს, და ჟენევის კონფერენციის
პროტოკოლში პოლონელი დელეგაციის წყალობით ხაზგასმით არის აღნიშნული ბაქტერიული
იარაღის აკრძალვა, ასვევე მხუთავი, მომწამვლელი და სხვა სახის გაზების გამოყენება საბრძოლო
მოქმედებებში. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ჟენევის კონფერენციის მონაწილე ყველა
მხარემ, ხოლო თვით კანონი ძალაში შევიდა 1928 წელის 8 თებერვალს.

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაუგებარია, თუ რატომ იყო პოლონეთი ამ ინიციატივის


ავტორი, თუმცა პოლონეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ეს ადვილი
ასახსნელია. პოლონეთი რომელიც ესაზღვრება რუსეთს და გერმანიას რა თქმა უნდა ვერ
გაუწევდა ამ უდიდეს ქვეყნებს კონკურენციას შეიარაღების სფეროში. გარდა ამისა პოლონეთს
თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი ეპიდემიის დამანგრეველი ბუნება. ესპანურმა გრიპმა
რომელმაც 1918 -1919 წლებში მოიცვა მრავალი ევროპის ქვეყანა და სხვა კონტინენტებიც, აგრეთვე
დიდი ზიანი მიაყენა პოლონეთსაც. ამ პანდემიის შედეგად დაიღუპა 50-100 მილიონი ადამიანი.
H1N1 ვირუსი იყო ამ გრიპის გამომწვევი. ასეთი საშინელი პანდემიის შემდეგ პოლონეთში 1920
წელს გავრცელდა ტიფი და ქოლერა. ყველაფერი ამის და კიდევ პოლონეთის არც თუ ისე
სახარბიელო სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით არ არის გასაკვირი რომ პოლონეთი
ძალზედ სენსიტიური იყო ნებისმიერი არატრადიციული საბრძოლო იარაღის გამოყენების
მიმართ.

მე -18 საუკუნეში პოლონეთის ტერიტორიები ერთმანეთში გადაინაწილეს ავსტრიამ, პრუსიამ და


რუსეთმა. 1918 წელს მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ პოლონეთი აღდგა როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა ამან არ გადაჭრა მისი თავდაცვის პრობლემა. პოლონეთის
მეზობელი რუსეთი და გერმანია დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ ამ ახლად შექმნილი
ეკონომიურად სუსტი ქვეყნისათვის. მიკრობიოლოგიაში მიღწეულმა წარმატებებმა და პირველ
მსოფლიო ომში გერმანიის მიერ გამოყენებულმა ბიოლოგიურმა იარაღმა რა თქმა უნდა
უსაფუძვლო არ გახადა პოლონეთის შიში იმის თაობაზე რომ იგი გახდებოდა ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების მუდმივი სამიზნე გერმანელების მხრიდან. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები
უფრო სკეპტიკურდ უყურებდნენ ბიოლოგიური იარაღის საშიშროების საკითხებს პოლონეთმა
თავს უფლება არ მისცა იგნორირება გაეკეთებინა ამ საფრთხისათვის.

ეხლა, ჟენევის ხელშეკრულების მიღების მრავალი ათეული წლის შემდეგ კიდევ უფრო ცხადად
ჩანს ამ ხელშეკრულების აუცილებლობა და მისი დიდი მნიშვნელობა. გენერალ სასნოვსკის
წინასწარმეტყველება რომ ამ ხელშეკრულებას შეუერთდებოდა მრავალი სახელმწიფო საკმაოდ
ოპტიმისტური აღმოჩნდა. 1925-დან 1939 წლებამდე ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა
თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფოში, გამონაკლის წარმოადგენდნენ იაპონია და აშშ. თუმცა
შემდგომმა გამოაშკარავებულმა საიდულმო დოკუმენტებმა ცხადყვეს რომ ამ პერიოდში საბჭოთა
კავშირი და იაპონია აგრძელებდა ინტენსიურ მზადებას ბიოლოგიური ომისათვის. პოლონეთი ამ
პერიოდში კვლავ გამოთქვამდა შეშფოთებას ბიოლოგიური იარაღის წარმოების მიმართ და თავის
მხრივ აწარმოებდა ისეთ თავდაცვით ქმედებებს როგორიც იყო მაგალითად აირწინაღების
მასიური წარმოება.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, იმისა რომ თვით პოლონეთი თავის მხრივ აწარმოებდა
რაიმე ბიოლოგიურ იარაღს ან იგი მონაწილეობდა ბიოლოგიური დივერსიის მოწყობაში
გერმანიის წინააღმდეგ. პირიქით 1918-1939 წლების დოკუმენტები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ
ამ პერიოდში პოლონეთი არ აწარმოებდა არანაირ ბიოლოგიურ იარაღს. მისმა გეოპოლიტიკურმა
მდებარეობამ და ტექნოლოგიური განვითარების დაბალმა დონემ პოლონეთი განსაკუთრებით
სენსიტიური გახადა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართ. რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა
პირველი მსოფლიო ომის დასასრულისათვის პოლონეთში გავრცელებული სხადასხვა
ეპიდემიები. ამიტომაც პოლონეთმა გადაწყვიტა რომ ბიოლოგიური იარაღის საშიშროების
პრობლემა უფრო აქტუალური გაეხადა და ჟენევის კონფერენციის ყურადღების ცენტრში მოექცია.
პოლონეთის ეს ინიციატივა გაიზიარა ჟენევის კონფერენციის მონაწილე დელეგაციებმა რის
შედეგადაც მიღებული იქნა ისტორიაში პირველად ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის
რეზოლუცია.

1919-45 წლებში ბიოლოგიური იარაღის წარმოება საფრანგეთში

საფრანგეთის ბიოლოგიური იარაღის წარმოების, მისი შექმნისა და გამოყენების ისტორიული


დოკუმენტაცია ძალზედ მწირია. საარქივო მასალები რომელიც ეკუთვნოდა 1919-1940 წლების
საფრანგეთში ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამას, 1940 წელს განადგურებული იყო
ომის მინისტრის მიერ საფრანგეთის კაპიტულაციის გამოცხადებისთანავე, რათა ეს საიდუმლო
მასალა ხელში არ ჩავარდნოდა გერმანელებს. მიუხედავად ამისა ვეტერინარმა ქირურგმა,
პოლკოვნიკმა სულიემ მოახერხა რამოდენიმე დოკუმენტის გადამალვა მეორე მსოფლიო ომის
პერიოდში. 1940 წლის აგვისტოში კიდევ ერთმა ვეტერინარმა პოლკოვნიკმა გილიოტმა რიგი
დოკუმენტების (50 თაბახი ფურცელი) გადასცა სამხედრო საკვლევ ლაბორატორიას ქალაქ
ტულუზაში.

საფრანგეთის სამხედრო ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამა შეიძლება დაიყოს 3


ფაზად: ა) საფრანგეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მზარდი ინტერესი ბაქტერიული
იარაღის სამხედრო მიზნებით გამოყენებისადმი, 1921-26 წ; ბ) უმოქმედობის (მიძინების) პერიოდი
1927-34 წ; გ) მნიშვნელოვანი აღორძინება სამხედრო და სამეცნიერო სფეროში ბიოლოგიური
იარაღის წარმოების თვალსაზრისით, 1935-40-წ.

ეს პროგრამა სრულყოფილად ასახავს საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობებს, რაც უფრო


მძაფრდებოდა ურთიერთობები ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამა უფრო წინ
მიიწევდა, ურთიერთობების გამოსწორებისას კი პროგრამის მსვლელობა ნელდებოდა.

საფრანგეთის მთავრობამ ბიოლოგიური იარაღის წარმოების მიმართ ინტერესი 1921 წელს


გამოავლინა, მაშინ როდესაც ომის მინისტრმა განიხილა სამეცნიერო კვლევების ჩატარების
აუცილებლობის და მართებულობის საკითხი. სპეციალურ სხდომაზე რომელსაც ესწრებოდნენ
როგორც სამხედრო პირები ასევე მეცნიერები გადაწყდა რომ ბიოლოგიური იარაღის შესწავლა
უნდა მომხდარიყო ქიმიური იარაღის შემსწავლელ კომისიასთან ერთად. ქიმიური იარაღის
კვლევის კომისიას ხელმძღვანელობდა ანდრე (ოგუსტ) ტრილანტი, რომელიც იმ დროისათვის
უკვე მუშაობდა ინფექციური დაავადებების ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების პრობლემაზე და
სწორედ მან შემდგომში (1922-1934 წლები) შეიტანა დიდი წვლილი საფრანგეთის ბიოლოგიური
იარაღის წარმოებისათვის ჩატარებულ კვლევებში. მას დაევალა დეტალურად შეესწავლა
ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესაძლებლობა, ამ ირაღის ნაკლოვანი და უპირატესი
მხარეები და ანგარიში წარედგინა ქიმიური იარაღის კვლევის კომისის წევრებისათის. 6 თვიანი
დაუღალავი შრომის და კვლევის შემდეგ ტრილანტმა ქიმიური იარაღის კვლევის კომისიას
წარუდგინა თავისი დასკვნა, სადაც იგი მეცნიერულ დონეზე ასაბუთებდა ამ პროგრამის შექმნის
აუცილებლობას. მისი ვრცელი ანგარიში შედგებოდა რამოდენიმე თავისაგან. პირველი თავი
ეძღვნებოდა გერმანიში ბიოლოგიური იარაღის კვლევის საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ
ტრილანტმა უარყო გერმანელების მიერ ჭურვების საშუალებით ქოლერის და ქოთაოს
ბაქტერიების გავრცელება მტრის ტერიტორიებზე პირველი მსოფლიო ომის დროს, მან
თვალნათლივ დაასაბუთა ის ფაქტი , რომ გერმანელებმა პირველებმა სცადეს ბაქტერიული
კულტურების საშუალებით ჯილეხის და ქოთაოს გავრცელება ბუქარესტში. აგრეთვე ტრილანტის
აზრით ის ფაქტი რომ სხვადასხვა ეპიდემიებთან საბრძოლველად გერმანიაში მიმდინარეობდა
საყოველთაო ვაქცინაცია, მიუთითებდა იმაზე რომ რომ გერმანიას, ომის შემდგომ პერიოდშიც,
არ შეუწყვიტავს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა. მან აღნიშნა რომ როდესაც 1919 წელს იგი
საფრანგეთის სამინისტროს მიერ მივლინებული იყო გერმანიაში რათა შემდგარიყო
გამოცდილების გაზიარება ქიმიური ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, ერთ-ერთ ქარხანაში
ყოფნისას მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მასთან საუბარში აღიარა რომ
ომის დროს იგი მონაწილეობას იღებდა მიკრობიოლოგიური კულტურების დამზადებაში,
რომელიც გამიზნული იყო ფრონტის ხაზზე სხადასხვა ინფექციური დაავადებების
გასავრცელებლად და რომ განიარაღების მიუხედავად ეს სამუშაოები გერმანიაში კვლავ
გრძელდებოდა.

ანგარიშის მეორე ნაწილში ტრილანტი აკეთებდა იმის შეფასებას თუ რამდენად დიდი


უპირატესობა, სამხედრო თვალსაზრისით, გააჩნდა ბიოლოგიურ იარაღს სხვა იარაღებთან
შედარებით. ანგარიშის ეს ნაწილი ორი ქვეპუნქტისაგან შედგება. ერთში აღწერილია საყოვეთაო
სამხედრო მოსაზრებები, ხოლო მოერე ნაწილში მოცემულია ექსპერიმენტების საფუძველზე
მოპოვებული ინფორმაცია. მაშინ როდესაც მისი მრავალი თანამედროვე „ბიოლოგიურ იარაღს“
უყურებდა როგორც ქიმიური იარაღის შედეგს ტრილანტი თვლიდა რომ ეს ორი იარაღი
ფუნდამენტურად განსხვვდება ერთმანეთისაგან. მათ გააჩნიათ სპეციფიური სამხედრო
თვისებები, კერძოდ ბიოლოგიური იარაღი შეყოვნებული მოქმედებისაა (ინკუბაციური
პერიოდის გამო) და მას შესაძლებელია უკუეფექტი ჰქონდეს რის გამოც იგი გამოყენებული უნდა
იქნას განსაზღვრულ დისტანციაზე. ტრილანტის აზრით ყველაზე უფრო ხელსაყრელი საშულება
ბაქტერიული იარაღის გავრცელების იყო ჭურვი და ბომბები, სადაც მოთავსებული იქნებოდა
ბაქტერიული კულტურის შემცველი სითხე და რომლის ამოფრქვევაც მოხდებოდა ჭურვების ან
ბომბების აფეთქბისას. ამას შესაძლებელია მოჰყვეს ჰაერის, სასმელი წყლის, საჭმელის,
ადამიანების და ცხოველების დაინფიცირება, რაც დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს. რადგანაც
ამ იარაღის გამოყენებას აზრი არ აქვს ფრონტის ხაზზე, ტრილანტი თვლიდა რომ უპრიანი
იქნებოდა მისი გამოყენება მობილიზაციის პერიოდში მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში,
ქარხნებთან და ფაბრიკებთან ახლომდებარე ტერიტორიებზე, წყალსადენთან ანუ ისეთ
ადგილებში სადაც მოხდებოდა დიდი რაოდენობით მოსახლების ინფიცირება და პარალიზება.
ტრილანტი გარდა იმისა რომ აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა ბაქტერიული კულტურის
შექმნასა და შესწავლაში იგი ვერანაირ ზნეობრივ დანაშაულს ვერ ხედავდა ამ მზაკვრული
იარაღის გამოყენებაში. ტრილანტი უპირატესობას ანიჭებდა მიკრობების გავრცელების
ჰაერწვეთოვან მეთოდს და თვლიდა რომ ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში
გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გარემოს სხვადასხვა პარამეტრი. მან დაასაბუთა რომ
„მიკრობების გასავრცელებლად მყარი მიკრობული მტვერის გამოყენება“ არ იქნებოდა
მიზანშეწონილი და იგი გეგმავდა ბაქტერიული ღრუბლის, რომელიც იქნებოდა ბუნებრივი
ღრუბლის ანალოგი-ს, შექმნას. ტრილანტმა აგრეთვე აღნიშნა რომ მექანიკური გამავრცელებელი
ისეთი ეფექტური ვერ იქნებოდა როგორც ასაფეთქებლების გამოყენება.
თავის ანგარიშში ტრილანტმა დიდი როლი მიაკუთვნა თავდაცვით საშუალებებს: ვაქცინაცია,
ანტისეპტიკური ღრუბლის გავრცელება და აირწინაღები. თუმცა იმ დროინდელი აირწინაღების
ფილტრები მაინც ატარებდნენ უმცირეს ბაქტერიულ ნაწილაკებს და საჭირო იყო უფრო
თანამედროვე და უსაფრთხო აირწინაღების შექმნა. ტრილანტი თავის ანგარიშში წერდა რომ მის
ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სავსებით შესაძლებელი იყო
მიკრობული ღრუბლის შექმნა, რომლის განსხვავებაც ჩვეულებრივი ღრუბლისაგან შეუძლებელი
იქნებოდა და ასეთი ღრუბლის მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება 2 საათამდე
გაგრძელებულიყო. ღრუბლის ეფექტიანობის ხანგრძლივობა ორ პარამეტრზე იყო
დამოკიდებული: დამაინფიცირებელი ბაქტერიების დოზა სუსპენზიაში და გარემოს ტენიანობა.
და ბოლოს, თავის დასკვნაში ტრილანტი ხაზგასმით აღნიშნავდა ამ ექპერიმენტების უფრო
ფართო მაშტაბიან ექსპერიმენტებად გადაქცევის აუცილებლობაზე, რადგან იგი თვლიდა რომ
ბიოლოგიური იარაღი ეს არის იდეალური იარაღი მტრის წინააღმდეგ და რომ „ამ იარაღის
გამოყენება ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე შეიძლება არსებული მტრის წინააღმდეგ“.

ბაქტერიოლოგიური კომისია

ტრილანტის ანგარიშის შემდეგ, ბაქტერიული იარაღის შემდგომი კვლევების სტრატეგიის


შესამუშავებლად საფრანგეთის ომის მინისტრმა 1922 წლის 5 დეკემბერს შექმნა სპეციალური
ბაქტერიული კომიტეტი სადაც შედიოდნენ როგორც სამხედრო პირები ასევე მეცნიერები. ამ
კომიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონოდა ქიმიური იარაღის კვლევის კომიტეტთან, მას
უნდა განესაზღვრა თუ რა ტიპის კვლევები უნდა ჩატარებულიყო ბიოლოგიური იარაღის
კვლევის მიმართულებით და აგრეთვე უზრუნველყო ამ კვლევებისათვის აუცილებელი
სახსრების მოზიდვა. ამ საკითხზე მუშაობდა რამოდენიმე ლაბორატორია, მათ შორის იყო
როგორც სამეცნიერო ლაბორატორიები ასევე სამხედრო ბაზებზე არსებული ლაბორატორიები.
მათ შორის იყო სამხედრო-საზღვაო ლაბორატორია ტრილანტის ხელმძღვანელობით, სამხედრო
ვეტერინარული კვლევების ლაბორატორია პარიზში და პიროტექნიკური ლაბორატორია
ბუშეტში. სამოქალაქო ლაბორატორიები ლოკალიზებული იყო პასტერის ინსტიტუტში.
ბაქტერიული კომიიტეტის პირველი შეხვედრა შედგა 1923 წლის 18 მისს. პირველ შეხვედრაზე
განიხილეს ბაქტერიოლოგიური ომის წარმოების სხვადასვა საკითხი. დადგინდა რომ
ბატერიოლოგიური იარაღის წარმოების დროს შეუძლებელია ზღვარის გავლება თავდასხმით და
დაცვის საშუალებებს შორის. აქვე განიხილეს იმ ტოქსინების ნუსხა რომელთა შესწავლა უნდა
მომხდარიყო მათი იარაღში ჩანერგვის მიზნით. კომიტეტი ერთსულოვნად მივიდა
შეთანხმებამდე რომ საავიაციო ბომბები წარმოადგენდნენ საუკეთესო საშუალებას ბიოლოგიური
ომის საწარმოებლად. ლებურშეში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ნათელჰყო რომ ასაფეთქებელი
საშულებებით ბაქტერიების გავრცელება შესაძლებელი იყო შორ მანძილზე: აფეთქების
მექანიკური შოკი არ კლავს ბაქტერიებს და ისინი ინარჩუნებენ ვირულნტობას აფეთქებული
ჭურვიდან ან ბომბიდან ამოფრქვევის შემდეგ. რაც შეეხებოდა ეთიკურ და მორალურ ნორმებს
სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფრანგი მეცნიერები არ გადადიან იერიშზე არამედ
ისინი იკვლევენ თავდაცვის საშუალებებს.

1936 წელს ბაქტერიულმა კომიტეტმა კონსპირაციის მიზნით სახელი შეიცვალა და მას დაერქვა
პროფილაქტიკის კომიტეტი, რომელიც თითქოსდა მუშაობდა მხოლოდ თავდაცვითი
საშუალებების წარმოების საკითხებზე. საფრანგეთში 1922-26 წლებში ბიოლოგიური იარაღის
მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა აგრეთვე სამეცნიერო წრეებმა. ამ მიმართულებით
ჩასატარებელი კვლევებისათვის საკმაოდ დიდი თანხები იქნა გამოყენებული. ბაქტერიული
კომიტეტის მეორე შეხვედრა მოეწყო 1935 წელს, ეს არ ნიშნავს რომ სამუშაოები ბიოლოგიური
იარაღის კვლევებთან დაკავშირებით შეწყდა, თუმცა 27-35 წლებში ზოგჯერ შეიმჩნეოდა
ჩავარდნის პერიოდებიც რაც განპირობებული იყო კოორდინირებისა და შეთანხმებულობის არ
არსებობით, ან ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური დაბრკოლებებით.

1923 წელს ტრილატის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექპერიმენტები, ცხოველებზე ღრუბელში


მოთავსებული პათოგენების გავლენის შესასწავლად. საველე ექსპერიმენტები ტარდებოდა
პარიზიდან 15 კილომეტრის დაშორებით სევრან-ლივრში. ღრუბლის მიღება წარმოებდა
მიკრობული სუსპენზიის ატომიზაციის შედეგად. ამ ექპერიმენტების საფუძველზე შესაძლებელი
იყო ეწარმოებინათ დაკვირვება თუ რა გავლენას ახდენდა ძლიერი აფეთქება მიკრობების
სიცოცხლის უნარიანობაზე და პათოგენების გავრცელების ხარისხზე, ღია ველში სხვადასხვა
წინააღმდეგობების არსებობისას. საექსპერიმენტო თაგვებს ათავსებდნენ ასაფეთქებელი
მოწყობილობის ახლოს, რომელიც შეიცავდა სალმონელას ბაქტერიას, რომელიც არის
ინფექციური დაავადების - პარატიფის გამომწვევი. ცდებში აგრეთვე იყენებდნენ ვირულენტური
ქოლერის შემცველ აეროზოლს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ცხოველებში ძალიან მაღალი იყო.
1923 წლის 12 ივნისს, სერვან-ვილში გამოსცადეს ჭურვი რომელშიც მოთავსებული იყო 500 გრ
ბაქტერიული ემულსია (paratyphoid bacillus). ეს ექსპერიმენტი რომელიც ჩატარდა მღრღნელებზე
წარმატებულად შეფასდა. 1923-1924 წლებში ტრილატის და პასტერის ინსტიტუტის
ლაბორატორიული კვლევები ძირითადად მიმართული იყო ბაქტერიების ვირულენტობის
შენარჩუნებაზე. თავის ანგარიშში ტრილანტი წერს: „ჩვენი ექსპერიმენტებიდან გამომდინარე
მიკრობული ჭურვების შევსება უნდა მოხდეს მათ გამოყენებამდე რამოდენიმე საათით ადრე.
ამასთანავე აუცილებელია ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს ბაქტერიული
საკვები არის სტერილურობის შენარჩუნებას.“

1925 წელს სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა ახალი კვლევები ეწარმოებინა ასაფეთქებელი ბომბების
შესაქმნელად, რომლის შიგნითაც მოთავსებული იქნებოდა მიკრობული კულტურები. ამ
ბომბების აფეთქების შედეგად წარმოიქმნებოდა ღრუბელი შემდგარი ფრაგმენტირებული
მიკროორგანიზმებიდან, რომლებსაც შენარჩუნებული ექნებოდათ პათოგენური თვისებები. ამ
პროექტის განხორციელება მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთ მთავარ
წინააღმდეგობას წარმოადგენდა ტემპერატურის ცვლილება, კერძოდ მაღალ სიმაღლეზე ყოფნის
დროს დიდი ალბათობა იყო იმისა რომ ბაქტერიული კულტურა გაიყინებოდა და შეუძლებელი
გახდებოდა აეროვანი მიკრობული ღრუბლის წარმოქმნა. ტრილატის ლაბორატორიაში დაიწყეს
მიკრობული კულტურის შემცველი ბომბის შექმნა, ამისათვის აუცილებელი იყო იმ დროის
განსაზღვრა რა დროშიც ბაქტერიული კულტურა შეინარჩუნებდა თავის ვირულენტობას. გარდა
ამისა ბომბის შევსება ბაქტერიული კულტურით ავტომატურ რეჟიმში უნდა წარმართულიყო,
რათა არ მომხდარიყო ოპერატორის დაინფიცირება. 9 ასეთი ბომბი იქნა შექმნილი და 1926 წელს
მოხდა მათი გამოცდა. ბომბები 1000 მეტრიდან იქნა ჩამოგდებული. შედეგი საკმაოდ
იმედმომცემი იყო და ტრილატის ლაბორატორიამ გააგრძელა კვლევები ამ მიმართულებით.

1926 წლის შემოდგომიდან 1934 წლის ივლისამდე საფრანგეთის სამხედრო ბიოლოგიური


პროგრამა ე.წ. მიძინების ფაზაში გადავიდა, ამის მიზეზი გახლდათ საფრანგეთის მთავრობის
მიერ ჟენევის პროტოკოლის რატიფიცირება, რომელიც კრძალავდა საომარ მოქმედებებში
მხუთავი, მომწამვლელი და სხვა ტიპის გაზების გამოყენებას და აგრეთვე ბიოლოგიური იარაღის
გამოყენებას. საფრანგეთმა 1925 წლის ჟენევის შეთანხმებას რატიფიცირება გაუკეთა 1926 წელს,
თუმცა ერთი შესწორებით იგი უფლებას იტოვებდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისა
საპასუხო თავდაცვის შემთხვევაში.

ტრილატის ლაბორატორიაში კვლავ მიმდინარეობდა კვლევები თუმცა ნაკლები ინტენსივობით


და ეს კვლევა უფრო მიმართული იყო ბიოლოგიური ომის შემთხვევაში თავდაცვითი
საშუალებების შემუშავებაზე. ამ მიმართულებით ექსპერიმენტული ჯგუფი მუშაობდა
მიკრობული ღრუბელის სტერილიზაციის პროცედურებზე. შეიქმნა ორი ტიპის ღრუბელი:
ანტისეპტიკური და სავაქცინაციო. ანუ სავაქცინაციო ღრუბელში ათავსებდნენ საექსპერიმენტო
ცხოველებს მათი სხვადასხვა პათოგენით დასაინფიცირებლად, ხოლო ანტისეპტიკური
ღრუბლის საშუალებით უნდა მომხდარიყო სავაქცინაციო ღრუბლის განეიტრალება. პირველ
შემთხვევაში გარკვეული წარმატებული შედეგები იქნა მიღებული. მაგრამ რაც შეეხება
ანტისეპტიკური ღრუბლის გამანეიტრალებელი ეფექტის მიღებას იგი ვერ მოხერხდა.

1933 წლის დასასრულს ევროპაში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა. 14 ოქტომბერს გერმანიის


დელეგაციამ დემონსტრაციულად დატოვა განიარაღების კონფერენცია და ერთი კვირის შემდეგ
იგი გამოვიდა ერთა ლიგიდანაც. 1934 წლის 17 აპრილს საფრანგეთმა მტკიცე უარი უთხრა
გერმანიას მხარი დაეჭირა მისთვის შეიარაღების პროცესში და განაცხადა რომ იგი თავად
იზრუნებდა საკუთარ თავდაცვაზე. ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგ მინისტერიალის
გადაწყვეტილებით განახლდა ბაქტერიული კომიტეტის მუშაობა. ამ პერიოდში პრესაში ხშირად
ისმოდა გერმანიის მიმართ ბრალდებები სხვადასხვა ტიპის დივერსიებთან დაკავშირებით,
კერძოდ საუბარი იყო უცნობი ტიპის გაზის გაშვებაზე ლონდონის, ნიუ-იორკის და პარიზის
მეტროში. საფრანგეთის ბაქტერიულმა კომიტეტმა გადაწყვიტა გამოეკვლია ამ გაზის ბუნება.
კომისიამ გამოიტანა დასკვნა რომ გამოყენებული გაზი შეიცავდა ბოტულიზმის გამომწვევ
ბაქტერიას.

1935 წლამდე მიუხედავად ტრილატის მიერ ჩატარებული გამოკვლევებისა და პასტერის


ინსტიტუტის დიდი მხარდაჭერის, საფრანგეთის ბაქტერიული ბროგრამა არც თუ ისე ფართო
მაშტაბიანი იყო. მხოლოდ 1937 წელს მას შემდეგ რაც გერმანიასა და საფრანგეთს შორის
ურთიერთობა დაიძაბა ომის სამინისტრომ გადაწყვიტა უფრო გაერფართოვებინა და
გაეძლიერებინა ამ მიმართულებით სამუშაოები და ჩამოაყალიბა ლე ბურშეს პროფილაქტიკური
ლაბორატორია. ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახდა ვეტერინარი პოლკოვნიკი ველუ,
რომელსაც უნდა მოემზადებინა ანგარიში ჩატარებული კვლევების შესახებ. გარდა ამისა ახალი
კვლევები დაიწყო ძლიერი მომწამვლელი ნივთიერების რიცინის შესაქმნელად. რიცინს შეიცავს
მცენარე Ricinus communis, რომელიც ძლიერ ტოქსიკურია და მისი უმნიშვნელო დოზა
სასიკვდილოა ადამიანისათვის. განსაკუთრებით საშიშია თუ ეს ნივთიერება ინექციის ან
აეროზოლის სახით მოხვდება ადამიანის ორგანიზმში. ამ მიმართულებით კვლევები დაიწყო ლე
ბურშეს ლაბორატორიაში თუმცა რიცინთან მუშაობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. 1939
წლის 26 მაისს პროფილაქტიკის კომისიის სხდომაზე პროფესორმა მაგნემ გააკეთა მოხსენება
სადაც აღინიშნა რიცინის ინჰალაციის მაღალი ტოქსიური ეფექტი და რომ ექსპერიმენტები
წარმატებით მიმდინარეობდა. კერძოდ მუშავდებოდა ორი ვარიანტი: რიცინის იმპლემენტაცია
ბომბებში და რიცინის - პირდაპირ აეროზოლის სახით ჰაერში გაშვება. ამავე სხდომაზე იქნა
წამოყენებული წინადადება კოლორადოს ხოჭოების სამხედრო თვითნფრინავიდან გადმოყრის
შესახებ, მტრის კარტოფილის პლანტაციებზე რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა გერმანიის
ეკონომიკას.

ამ პერიოდში საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურს ხელში ჩაუვარდა გერმანიის


ბაქტერიოლოგიური სამსახურის ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო რომ გერმანელებმა შექმნეს
ჭურვები, რომლებიც შეიცავდნენ ჯილეხის ბაქტერიულ კულტურას. ამან კიდევ უფრო
გააფართოვა და ინტენსიური გახადა საფრანგეთის ბაქტერიული კომიტეტის მუშაობა. კვლევები
დაიწყო ტეტანუსის, განგრენის და ძროხის ჭირის ბაქტერიებით შემცველი ბომბების
შესაქმნელად. ამავე დროს აღმოჩნდა რომ ჰაერში რიცინის შემცველი აეროზოლის გაშვება
სასურველ შედეგს არ აღწევდა და გარდა ამისა ამ მომწამვლელი ნივთიერების ანტიტოქსინის
შექმნა ვერ მოხერხდა, ამიტომაც ამ მიმართულებით კვლევები შეწყდა. სამაგიეროდ კვლევები
ბოტულიზმის, ჯილეხის და კოლორადოს ხოჭოს, როგორც ბიოლოგიური იარაღის საშუალებების
საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა.

1940 წლის დასაწყისში გერმანიიდან მოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საფრანგეთის


მთავრობა დიდ შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ როგორც სამხედროები ასვე მშვიდობიანი
მოსახლეობა შესაძლებელია გამხდარიყო გერმანიის მხრიდან მასიური ბიოლოგიური შეტევის
მსხვერპლი. ამიტომ საფრანგეთის მთვრობამ გადაწყვიტა პროფილაქტიკური და თვდაცვითი
ღონისძიებების გაძლიერება.

1940 წლის იანვარში საფრანგეთის პრემიერ მინისტრი თავის წერილში რომლის ადრესატი
სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო წერდა : „უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებზე
დაყრდნობით ვფლობთ ინფორმაციას, რომ როგორც სამხედრო ძალებზე ასევე მშვიდობიან
მოსახლეობაზე მტერმა შეიძლება განახორციელოს ბიოლოგიური თავდასხმა. კერძოდ
შესაძლებელია ბაქტერიული ვირულენტული კულტურების ან სხვა ტიპის ტოქსინების
გავრცელება სასმელ წყალში და საკვებ პროდუქტებში. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია
გავაძლიეროთ და გავამკაცროთ სასმელი წყლის და საკვები პროდუქტების ინსპექცირების
ზომები, ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით, რათა აღმოჩენილი და
გაუვნებელყოფილი იქნას არა მარტო ცოცხალი პათოგენები არამედ ტოქსინებიც“. ამ
პროფილაქტიკურ ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის ჯანდაცვის
სამინისტრო. განსაკუთრებული სიმკაცრით მოწმდებოდა სასმელი წყალი, პასტერიზებული რძე
და კონსერვირებული საკვები.

1940 წლის 28 თებერვალს შედგა კონფერენცია რომელსაც პროფილაქტიკის კომისიის გარდა


ესწრებოდა სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის და თავდაცვის სამინისტროების
წარმომადგენლები. კონფერენციის დღის წესრიგში განსახილველი იყო შემდეგი საკითხები:

ა)ბაქტერიოლოგიური ომის დაწყების შესაძლებლობა, თუ რომელ ორგანიზაციებს უნდა მიეღოთ


მონაწილეობა ამ ომის საწინააღმდეგო თავდაცვით ოპერაციებში და თუ რამდენად იყვნენ ეს
დაწესებულებები მზად მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათის
ბ) როგორ უნდა მომხდარიყო თავდაცვითი ღონისძიებების კოორდინირება და რომელ უწყებას
უნდა განეხორციელებინა კოორდინირების საკითხი
გ) უნდა შემუშავებულიყო ბრძანებულების გეგმა, რომელიც განსახილველად გაეგზავნებოდა
თავდაცვის მინისტრს, რომელიც ლეგალიზაციას გაუკეთებდა მაკოორდინირებელ
ორგანიზაციას.
კონფერენციაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა პროფილაქტიკის კომისიის გენერალური
მდივანი გილიოტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოახსენა ყველა იმ შესაძლებელ
ბაქტერიოლოგიური თუ ტოქსიური იარაღის გამოყენების საშიშროებაზე რისი მსხვერპლიც
შეიძლება საფრანგეთი გამხდარიყო. მან აგრეთვე თქვა რომ ასეთი საშიშროება არ უნდა იქნას
უგულვებელყოფილი და ყოველგვარი ზომები თვადაცვისათვის უნდა იქნას შემუშავებული.
კერძოდ მან ისაუბრა ტიფის, ქოლერის, დიზინტერიის და ჯილეხის გავრცელების
საშიშროებებზე და იმ პრევენციულ ზომებზე რომლის აუცილებლობაშიც მას ეჭვი არ ეპარებოდა.
კონფერენციამ შეიმუშავა დებულება რის თანახმადაც ბიოლოგიური ომის წარმოების და
თავდაცვის ღონისძიებების კოორდინირება უნდა ეწარმოებინა უშუალოდ თავდაცვის
სამინისტროს. 1940 წლის საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ალბერტ ლებრანის ხელმოწერით
გამოიცა საიდუმლო ბრძანებულება სადაც ნათქვამი იყო, რომ ბიოლოგიური შეტევის
შემთხვევაში კოორდინაციული და თავდაცვითი სამუშაოებისათვის უნდა ეხელმძღვანელა
თავდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა ამ ბრძანებულებაში მითითებული იყო ის
ვალდებულებები რაც უნდა შეესრულებინათ სხვა სამინისტროებს.
თავდაცვის სამინისტრო - დავდაცვითი ღონისძიებების წარმართვა და კოორდინირება;
ყოველგვარი ინფორმაციის (სადაზვერვო სამსახურების მიერ მოწოდებული) ცენტრალიზაცია;
ომის სამინისტრო - თავდაცვით სამუშაოებზე და ექპერიმენტების საფუძველზე მოპოვებული
ინფორმაციის გავრცელება პროგრამაში მონაწილე ყველა უწყებას შორის;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - ტერიტორიების გაძლიერებული კონტროლი, ნებისმიერი საეჭვო
ქმედების გამოსავლენად;
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო - ჯანმრთელობის მონიტორინგი ზღვასა და ხმელეთზე,
ვაქცინების და შრატების წარმოება;
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საკვების და სასოფლო მეურნეობის პროდუქტის
მონიტორინგი, კონტროლი და დახარისხება.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ჯანმრთელობის სამინისტრო, რომლის
მოვალეობაშიც შედიოდა მთელი ინფორმაციის ცენტრალიზაცია, წყლის მომარაგების
მონიტორინგი და გაწმენდა, ჯანმრთელობის მონიტორინგი არმიასა და მშვიდობიან
მოსახლებაში და შრატების და ვაქცინების წარმოების მონიტორინგი. სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ევალებოდა საკვები და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების კონტროლი,
მონიტორინგი და გადახარისხება. ანუ ეს დოკუმენტი საშულებას აძლევდა საფრანგეთის
მთავრობას ფართო მაშტაბიანი თავდაცვითი პროგრამის ამოქმედების. ამ პერიოდში ბუშეტის
ლაბორატორიაში გრძელდებოდა კვლევები ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. 1939 წლის
დეკემბრიდან 1940 წლის ივნისამდე ველუ, ვეტერინარ სულიესთან ერთად ატარებდა კვლვევბს
თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი მიკრობული გაზების და ქიმიური იარაღის (მდოგვის და
ფოსგენის გაზები) შერწყმა და კომბინირებული იარღის შექმნა. მათ ნაწილობრივ დადებითი
შედეგი მიიღეს მაგრამ ეს იდეა ბოლომდე ვერ იქნა ხორცშესხმული.

მეორე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა სამხედრო პერსონილის თავდაცვითი


საშუალებების გაუმჯობესება, რაც გამოიხატებოდა გაუმჯობესებული აირწინაღების
კონსტრუირებაში. სწორედ ამ პერიოდში წარმოიქმნა ანგლო-ფრანგული კოლაბორაცია ბიო
უშიშროების სფეროში. ეს კოლაბორაცია მოიცავდა მხოლოდ თავდაცვით საშუალებებზე
წარმოებული ინფორმაციის გაზიარებას და აგრეთვე სადაზვერვო სამსახურების მიერ
მოპოვებული საიდუმლო მასალების გაცვლას გერმანიის მიერ წარმოებულ კვლევებზე. მაგრამ ეს
თანამშრომლობა მოიცავდა ნაკლებად სტრატეგიული ინფორმაციის გაცვლას ანუ ორივე მხარე
თავს იკავებდა დეტალიური ინფორმაცია მიეწოდებინათ ერთმანეთისათვის თუ რა კონკრეტული
მეცნიერული კვლევები მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. 1940 წლის
აპრილში ლე ბუშეტის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ბაქტერიული
ბომბების და ჭურვების შესაქმნელად, თუმცა ვინაიდან ასეთი ბომბების ტრანსპორტირება
გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული ლაბორატორიაში აგრეთვე მიმდინარეობდა
შედარებით უფრო მცირე მოცულობის ასაფეთქებელი საშუალებების შექმნაც. სწორედ მცირე
გაბარიტიანი ასაფეთქებელი ჭურვების გამოცდა ჩატარდა 1940 წლის 7 მაისს, რომელმაც
წარმატებულად ჩაიარა, თუმცა ეს იყო საფრანგეთის ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ბოლო
სამუშაო. გერმანია აქტიურად უტევდა ევროპას და საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა
გაენადგურებინა ამ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საბუთი. მაგრამ კვლევითი
სამუშაოები კვლავ გრძელდებოდა მალულად ტულუზის უნივერსიტეტში 1942 წლამდე.

საფრანგეთის ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამა თავის მხრივ წარმოადგენდა ინოვაციულ


და კარგად შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმას. მიუხედავად შეზღუდული დაფინანსებისა ანდრე
ტრილანტის ძალისხმევით ამ პროგრამამ ფართო განვითარება მიიღო. პროგრამა ახალ ფაზაში
შევიდა 1938 წელს როდესაც საფრანგეთი დადგა იმის საშიშროების წინაშე რომ ომის
გამოცხადების შემთხვევაში გერმანია გამოიყენებდა ბიოლოგიურ იარაღს მტრის წინაარმდეგ.
ტრილანტის მიერ წარმოებული კვლევები ცხადჰყოფდა რომ საფრანგეთი მზად იყო შეექმნა
სამეცნიერო და სამხედრო საფუძველი ბიოლოგიური იარაღის შექმნისათვის და თავდაცვითი
ღონისძიებების შემუშავებისათვის. მაგრამ დროის და ფინანსური რესურსების სიმცირის გამო,
აგრეთვე ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მზაობის არ არსებობის გამო საფრანგეთმა ვერ შეძლო
საბრძოლო იარაღის ინდუსტრიალიზაცია, ანუ მასიურ წარმოებაში ჩაშვება. საფრანგეთის
მთავრობა 1921-1940 წლებში ხშირად გამოთქვამდა მოსაზრებას რომ მათ არ უნდა დაეწყოთ
ბიოლოგიური იარაღის წარმოება მანამ სანამ მტერი არ გამოიყენებდა ამ იარაღს.
იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამა

1931-1945 წლებში იაპონიას ჰქონდა ფართო მაშტაბიანი და განსაკუთრებული ბიოლოგიური


იარაღის წარმოების პროგრამა. მეცნიერები და ექიმები მუშაობდნენ ბიოლოგიური იარაღის
შექმნაზე და მიზნად ისახავდნენ ისეთი საბრძოლო იარაღის შექმნას რომელიც იაპონიას გახდიდა
ერთ-ერთ ყველაზე ძალაუფლებიან სამხედრო ძალად აზიაში. მეცნიერები უარს არ ამბობდნენ
ნებისმიერი აკრძალული მეთოდების გამოყენებაზე, მათ მხარს უჭერდნენ სამხედრო პირები,
რომლებითაც უმეტესად დაკომპლექტებული იყო იმდროინდელი იაპონიის მთავრობა. ცდები
ტარდებოდა როგორც საექსპერიმენტო ცხოველებზე ასევე ადამიანებზე. იაპონიამ ბიოლოგიური
იარაღი გამოიყენა სამხედრო ოპერაციებში საბჭოთა კავშირ - მანჯურიის, მანჯურია-
მონგოლეთის საზღვრებთან და ჩინეთში. გამოთვლებით იაპონელებმა დახოცეს დაახლოებით
10000-მდე ადამიანი თავიანთი ექსპერიმენტებით და ასეულ ათასობით ადამიანი სამხედრო
შეტაკებების დროს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესწავლა დიდ
წინააღმდეგობებთან არის დაკავშიებული. პირველ რიგში ყველა საარქივო მასალა დახურულია
ნებისმიერი სამეცნიერო გამოძიებისათვის. მიუხედავად იმისა რომ ბიოლოგიური იარაღის
პროგრამაში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ რომ საარქივო მასალა განადგურებულია, მაინც
არსებობს მოსაზრება რომ ნაწილი ამ მასალისა გადაურჩა განადგურებას. მიუხედავად იმისა რომ
ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ ცოტა ხუთი სამხედრო, სამეცნიერო და
სამართლებრივი გამოძიება ჩაატარა, არც ერთი ოფიციალურ პირი არ აღმოჩნდა ბრალდებული.
1949 წლამდე არ შემდგარა არანაირი სასამართლო სადაც ბრალდებული იქნებოდა იაპონია და
ამიტომ წვდომა საარქოვო მასალებთან შეუძლებელი იყო. თუმცა 1949 წელს ხაბაროვსკში
ჩატარდა სასამართლო, სადაც განაჩენი პროცესის დაწყებამდე იყო ცნობილი. იაპონური
ბიოლოგიური პროგრამის წამყვან მეცნიერებს ინფორმაციის სანაცვლოდ იმუნიტეტი
შესთავაზეს. ამერიკელ გამომძიებლებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ იმისათვის რომ
გამოევლინათ იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამის უდიდესი ნაწილი,
რადგან გამოძიების პერიოდში ისინი აწყდებოდნენ დიდ წინააღმდეგობებს: ფაქტების და
დოკუმენტაციის დამალვა, მოწმეების ცრუ ჩვენებები. პროგრამის მონაწილეები ყოველთვის
ცდილობდნენ დაეცვათ ზემდგომი პირები, განსაკუთრებით იმპერატორი, რის გამოც
აიძულებდნენ მოწმეებს უგულებელყოთ ნებისმიერი ბრალდება. იაპონური პროგრამის შეფასება
კიდევ გაძნელებულია იმით რომ აქ უპირატესობა ენიჭება ერთ პიროვნებას, იში შიროს, რომლის
განსაკუთრებულმა როლმა დაჩრდილა ამ პროგრამის სხვა ყველა დანარჩენი მონაწილე და
რომელმაც სხვა მეცნიერებთან ერთად ომის შემდგომ იმუნიტეტი მიიღო.

იმისათვის რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების


პროგრამაზე და იში შიროს წვლილზე ამ პროგრამის განხორციელებაში თვალი გადავავლოთ
იაპონიის სამხედრო ქმედებებს მეორე მსოფლიო ომის დროს. პერლ-ჰარბორის შეტევის დროს (
1941 წლის 7დეკემბერი) იაპონიის ჯარში იყო დაახლოებით 1 700 000 ჯარისკაცი. ომის
მსვლელობაში ჯარისკაცების როცხვი 5 მილიონამდე გაიზარდა. ცნობილი პინგ ფანის დანაყოფი
- 731 ერთეული, რომელიც იყო ერთ-ერთი ძირითადი რგოლი ბიოლოგიური იარაღის წარმოების
პროგრამაში მოიცავდა დაახლოებით 5000 ადამიანს. ამ საკითხზე მუშაობდნენ სხვა დანაყოფები
რომელთა შემადგენლობაში დაახლოებით 4000 ადამიანი იყო. საერთო ჯამში ბიოლოგიური
იარაღის წარმოებაზე მუშაობდა 15 000 ადამიანი. ის თავისუფლება რაც მინიჭებული ჰქონდა იში
შიროს თავის კვლევებში განპირობებული იყო იმ ფაქტით რომ იაპონიის მთავრობა ძირითადად
სამხედრო პირებით იყო დაკომპლექტებული.
იაპონიაში, 1889 წელს მიღებული კონსტიტუციით, სახმელეთო და საზღვაო სამხედრო არმიას
უფლება ეძლეოდა ეკონტროლებინა მთავრობა, რასაც იგი დიდი წარმატებით ახორციელებდა.
სამხედრო მაღალჩინოსნებს ნებადართული ჰქონდათ იმპერატორთან უშუალო კავშირი და
აგრეთვე მათ შეეძლოთ გადაეყენებინათ ან თავიანთი მოსაზრების მიხედვით დაენიშნათ
მინისტრები. მიუხედავად იმისა რომ 1937 წელს დაარსდა იმპერატორული გენერალური
შტაბები, არმიის კოორდინირებისათვის, სახმელეთო ჯარი და საზღვაო ფლოტი მაინც
დამოუკიდებლად მოქმედებდა. სამხედრო დანაყოფების უფროსები ხშირად იძლეოდნენ
ბრძანებებს რომელიც არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. სამხედრო და საზღვაო მინისტრებს
არ ჰქონდათ საკმარისი კონტროლი გენერალიტეტზე და ჯარზე, ისინი ძირითადად
ასრულებდნენ ადმინისტრაციულ და ჯარის მომარაგების საკითხებს. ისევე როგორც
ბიოლოგიური იარაღის პროგრამის გატარებაში, ასევე იაპონიის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში
წამყვან როლს თამაშობდნენ სამხედროები, იმპერატორის უფლებები კი ძალზედ უმნიშვნელო
იყო. ამიტომაც იმის განსაზღვრა თუ რამდენად იყო იმპერატორი ინფორმირებული ამ პროგრამის
შესახებ შედარებით რთულია. თვით არმიაშიც დარღვეული იყო სუბორდინაციის პრინციპი.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევაში არ იყო შეთანხმებული ზემდგომ
ორგანოებთან.

მანჯურია გახდა ძირითადი სამიზნე, სადაც იაპონია სცდიდა თავის ბიოლოგიურ იარაღს მეორე
მსოფლიო ომის დროს. ეს პროგრამა ხორციელდებოდა სამხედროების მიერ სრულიად
დამოუკიდებლად, ისე რომ სამოქალაქო ძალაუფლება ვერ აკონტროლებდა მას. ამ სიტუაციიდან
გამომდინარე გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი რომ იაპონიამ რატიფიცირება არ გაუკეთა 1925
წლის ჟენევის ხელშეკრულებას მხუთავი, მომწამვლელი და სხვა გაზების გამოყენების და
ბაქტერიული ომის აკრძალვის შესახებ. მიუხედავად იმისა რომ იაპონიის მთავრობამ 1920 წელს
მხარი დაუჭირა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვას ომის შემთხვევაში, მთავრობაში
სამხედრო ძალაუფლების გაძლიერების და იაპონიის მიერ ერთა ლიგიდან გამოსვლის შემდეგ
(1935) აშკარა იყო რომ იპონია ჟენევის პროტოკოლის რატიფიცირებაზე უარს იტყოდა. იაპონიის
ბიოლოგიური იარაღის პროგრამა ფოკუსირებული იყო შეტევითი ხასიათის იარაღის შექმნაზე,
რომლის გამოყენებასაც იგი გეგმავდა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირში. რა თქმა უნდა ამ პროგრამის
შექმნა მოტივირებული იყო იმითაც რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით ჩინეთი და
საბჭოთა კავშირი ამზადებდნენ ბიოლოგიურ დივერსიას იაპონიის წინააღმდეგ, ციმბირის და
მანჯურიის საზღვრებთან. იაპონიის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ
საბჭოთა კავშირი აპირებდა ჯილეხის, ქოლერის და დიზინტერიის გამომწვევი ბაქტერიების
გავრცელებას მანჯურიაში. ომის შემდგომ, სასამართლოზე იში შირომ განაცხადა რომ ჩინეთი
გამუდმებით აბინძურებდა სასმელი წყლის რეზერვუარებს ქოლერის ბაქტერიებით, ჩინეთ-
იაპონიის ომის დროს. მან ეს განცხადება გამოიყენა იმისათვის რომ გაემართლებინა
ბიოლოგიური იარაღის პროგრამა და დაემტკიცებინდა რომ იაპონიამ ეს მხოლოდ თავდაცვის
მიზნებისათვის გააკეთა. იშის მიერ საბჭოთა კავშირის და ჩინეთის მიმართ წაყენებული
ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, იშიმ ეს გამოგონილი საშიშროება გამოიყენა მხოლოდ
იმისათვის რომ დაერწმუნებინა იაპონიის მთავრობა ბიოლოგიური იარაღის შექმნის
აუცილებლობაში.

ომის შემდგომ პერიოდში, აშშ-ს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურების მიერ შეგროვებული


მასალების თანახმად, რომელიც ეფუძნებოდა 1920 წლებიდან მოყოლებული იაპონიის
ბიოლოგიური პროგრამის მონაწილეების ჩვენებებს, ამ პერიოდში იაპონია ჯერ კიდევ
მონაწილეობდა განიარაღების მოლაპარაკებებში, ამ პროგრამის ინიციატორი იყო მაშინდელი
ჯარის ახალგაზრდა ექიმი, ლეიტენანტი, იში შირო.
იში შირო დაიბადა 1892 წელს და ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული
ნიჭიერებით. იგი ავლენდა განსხვავებულ პიროვნულ თვისებებს. იში შირო ზრუნავდა თავის
ქვეშევრდომებზე და ამავდროულად ყურმოჭრილი მონა იყო ზემდგომებისადმი, იგი ავლენდა
ფანატურ ლოიალობას მისი თანამოაზრეების მიმართ და დაუნდობლად უსწორდებოდა მათ ვინც
არ იზიარებდა მის შეხედულებებს. ერთის მხრივ იგი ბრწყინვალე ექიმი და მეცნიერი იყო, ხოლო
მეორეს მხრივ ისეთ ქმედებებს ჩადიოდა რომ ზოგჯერ მის მეგობრებსაც კი ეჭვი ეპარებოდათ მის
ფსიქიურ მდგომარეობაში. იში შირომ კიოტოს სამედიცინო ინსტიტუტი 4 წელიწადში
წარჩინებით დაამთავრა. ერთი თვის შემდეგ მან ოფიცრის რანგში მუშოაბა დაიწყო ჯარში, ხუთი
თვის შემდეგ იგი დააწინაურეს ლეიტენანტ ქირურგად და გადაიყვანეს ყველაზე პრესტიჟულ,
იმპერატორის დაცვის ქვედანაყოფში. თავისი ნიჭის, შრომისმოყვარეობის და მიზანსწრაფვის
გამო მან მალე მიიპყრო უფროსების ყურადღება. 1924 წელს იშიმ კვალიფიკაცია გაირა კიოტოს
უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლა ბაქტერიოლოგია, ვირუსოლოგია, პათოლოგია და
ინფექციური დაავადებების პრევენცია, აგრეთვე იგი მუშაობდა წყლის ფილტრირების
საკითხებზე სწორედ ამ დარგში მიღებული ცოდნა მოგვიანებით გამოიყენა იშიმ თავისი
ძირითადი საქმიანობის შესანიღბად. მიღებულმა ცოდნამ შემდგომში განაპირობა მისი
კარიერული წინსვლა. 1927 წლიდან იშიმ მუშაობა დაიწყო კიოტოს სამხედრო ჰოსპიტალში.
სწორედ ამ პერიოდში იში დაინტერესდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის პრობლემით. 1925 წლის
ჟენევის ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ იშიმ დაასკვნა რომ მსოფლიოს მოსახლეობის
უმეტესობას არ სურდა ამ პოტენციურად საშიში იარაღის განვითარება. რადგანაც ბიოლოგიური
იარაღი იყო აკრძალვების სიაში იშიმ გადაწყვიტა რომ იაპონიას აუცილებლად უნდა შეექმნა იგი,
რათა ჰქონოდა უპირატესობა თავისი ოპონენტების მიმართ, მომავალ ომებში. იშიმ აუხსნა
ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის თვისებები თავის უფროსებს: ბიოლოგიური აგენტები და
ტოქსინები ხასიათდებიან თვით გამრავლების უნარით და შეუძლიათ ადამიანების განადგურება
ნაკლები მატერიალური და ძალების დახარჯვით, ვიდრე ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი
საბრძოლო იარაღით. ბიოლოგიურ და ტოქსიურ იარაღს არ ესაჭიროება ფოლადი, რომელიც
ძალზედ ძნელი პოსაპოვებელი იყო იაპონიაში, და ამიტომ იგი წარმოადგენდა იაპონიის
ჯარისათვის იდეალურ იარაღს. იშის მცდელობა დაერწმუნებინა კოლეგები ამ იდეის
განხორციელების აუცილებლობაში თავდაპირველად უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა 1930 წელს, მას
შემდეგ რაც იშის მიენიჭა პროფესორის წოდება იმუნოლოგიაში, მან გარკვეულ წარმატებას მაინც
მიაღწია. იგი ლობირებდა თავის იდეას სამხედრო მაღალ-ჩინოსნებს შორის და მათი დახმარებით
იშიმ ტოკიოს სამხედრო სამედიცინო სკოლაში დაარსა იმუნოლოგიის განყოფილება.
მოგვიანებით სამხედრო მაღალ-ჩინოსნების დახმარებით იშიმ ტოკიოში ააშენა ახალი შენობა,
რომელიც შემდგომში გახდა იაპონიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების ცენტრი.

იში თავის ლაბორატორიაში ადამიანებზე ატარებდა ცდებს, მან კარგად იცოდა თუ რა საფრთხე
ემუქრებოდა მას და ქვეყანას ამ ექსპერიმენტების გამოაშკარავების შემთხვევაში. მის ერთ-ერთ
საანგარიშო ბარათში ვკითხულობთ: „ არსებობს ორი ტიპის A და B ბაქტერიოლოგიური იარაღის
წარმოების კვლევები. პირველი A - თავდასხმისათვის და მეორე B -თავდაცვისათვის. კვლევები
მეორე ტიპის იარაღის შესაქმნელად ანუ ვაქცინების, შრატების წარმოება და სხვა ტიპის
პრევენციული ღონისძიებების შესამუშავებელი კვლევები უნდა მიმდინარეობდეს იაპონიაში,
ხოლო შეტევითი - A ტიპის - ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი ცდები უნდა ჩატარდეს
საზღვარგარეთ.“ იშის საშუალება მიეცა ეწარმოებინა პირველი ტიპის ბიოლოგიური იარაღის
შექმნისათვის ექსპერიმენტები 1932 წელს იაპონიის ახალ კოლონიაში მანჩუკოში. აქ იგი უშიშრად
ატარებდა თავის ცდებს ადამიანებზე რადგანაც მას ჰქონდა როგორც სახმედრო მაღალ-
ჩინოსნების, აგრეთვე ადგილობრივი პოლიციის მხარდაჭერა და არანაირი საშიშროება იმისა რომ
ეს საშინელი ექსპერიმენტები გამოაშკარავდებოდა არ იყო. იშიმ პირველი ლაბორატორია შექმნა
ჰარბინში, მანჩუკოს მთავარ ინდუსტრიულ ცენტრში. მან დიდი ფულადი დახმარება მიიღო
სამხედრო საბჭოსაგან და შესაძლებლობა მიეცა თავისი საქმის განვითარებისათვის
დაექირავებინა 300-მდე თანამშრომელი. მიუხედავად პოლიციის და სამხედრო მფარველობისა
იში მალე მიხვდა იმას რომ ჰარბინი საკმაოდ დიდი და კოსმოპოლიტური ქალაქი იყო, რის გამოც
იგი ვერ შეძლებდა დიდი ხნის განმავლობაში თავისი საქმიანობის დაფარვას. ამიტომ იშიმ
ნაწილი თავისი ლაბორატორიისა დატოვა ჰარბინში რომელსაც უნდა გაეგრძელებინა B ტიპის
კვლევები, ხოლო უფრო დიდი ნაწილი გადავიდა ჰარბინიდან 100 კმ მოცილებით სოფელ ბეინში.
1932 წლის გაზაფხულზე იში და რამოდენიმე სამხედრო შეიჭრა სოფელში და უბრძანეს
შეშინებულ მოსახლეობას სამი დღის განმავლობაში დაეტოვებინათ სოფელი. სწორედ ამ
ადგილას აშენდა იაპონიაში პირველი „სიკვდილის ქარხანა“ - ზონგ-მას ციხე ბანაკი.

ზონგ-მას ციხე-ბანაკი იყო ყველა დანარჩენი მისი მსგავსი დაწესებულების პროტოტიპი


რომელსაც ხელმძღვანელობდა იში. იგი გარშემორტყმული იყო მაღალი აგურის კედლით
რომელსაც გარს ერტყა მაღალძაბვიანი მავთულხლართი. ამ კომპლექსის ცენტრში აღმართული
იყო შენობა, რომელიც ცნობილი იყო ზონგ-მას ციხე-სიმაგრის სახელწოდებით. ამ შენობაში
განთავსებული იყო ციხე, ადმინისტრაცია და ლაბორატორია სადაც მიმდინარეობდა
ექსპერიმენტები ადამიანებზე. საექსპერიმენტო კანდიდატებს წარმოადგენდნენ კომუნისტი
პარტიზანები, იაპონური პოლიტიკის ოპონენტები, შეზღუდული შესაძლებლობების და ღატაკი
ადამიანები. საექპერიმენტო კანდიდატების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდნენ, რადგან
მეცნიერებს უფლება ჰქონდათ ნებისმიერ მომენტში ჩვეულებრივი ციხეებიდან გამოეთხოვათ
პატიმრები ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ზონგ-მას ციხე გათვალისწინებული იყო 1000
ადამიანზე, მაგრამ მასში ერთდროულად იმყოფებოდა საშუალოდ 500-600-მდე პატიმარი.
ძირითადად ექსპერიმენტები იყო ძალზედ მარტივი და უხეში მაგრამ უმეტესად ლეტალური
დასასრულით. იში და მისი ჯგუფი მუშაობდა სხვადასხვა პათოგენებზე, თუმცა ძირითადი
ყურადღება გადატანილი იყო ჯილეხზე, ქოთაოზე და ჭირზე. მიუხედავად იმისა რომ
დოკუმენტირებული მასალა ამ ექსპერიმენტების თაობაზე განადგურდა 1945 წელს, მცირე
ნაწილი მაინც შემორჩა ანალიზისათვის. 1939 წლის იშის ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ რომ
მან გამოსცადა ჭირის და ქოლერის ბაქტერიები პატიმრებზე და დაასკვნა რომ ჭირის ბაქტერია
არის ძალზედ „ეფექტური“ პოტენციური ბიოლოგიური იარაღი. უმეტესობა ექსპერიმენტებისა
გამოირჩეოდა სისასტიკით და დაუნდობლობით. ეს საშინელება გრძელდებოდა ორი წლის
განმავლობაში, ზოგჯერ ციხეში პატიმრები აწყობდნენ აჯანყებებს, ზოგჯერ ეწყობოდა ჯგუფური
გაქცევები, თუმცა უმეტესობა წარუმატებლობით სრულდებოდა. ზონგ-მას ციხის შიგნით
მიმდინარე პროცესები აღარ წარმოადგენდა საიდუმლოებას. 1935 წელს ციხეში მოხდა აფეთქება.
იშიმ დაარწმუნა ზემდგომი ეშელონები რომ მან დიდ წარმატებას მიაღწია თავის კვლევებში და
რომ მას ჭირდებოდა უფრო დიდი მაშტაბების დაწესებულება სადაც იგი უფრო ეფქტურად
შეძლებდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობას.

ფართო მაშტაბიანი დაწესებულების შესაქმნელად იშიმ ამოირჩია ჰარბინიდან სამხრეთით 24 კმ-


ით დაშორებული 10 სოფელი (პინგ-ფანი). სოფლის მცხოვრებლებს დაატოვებინეს თვიანთი
სახლები და 1936 წელს პინგ-ფანში დაიწყო უდიდესი ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელი
დაწესებულების შენება. მილიონი იენი იყო გამოყოფილი ამ დაწესებულების ასაშენებლად და
იგივე თანხა მისი აღჭურვისათვის. გარდა ამისა იშიმ მიიღო 3 მილიონი იენი მკვლევარებისათვის
და 6 მილიონი იენი ექსპერიმენტებისათვის და კვლევებისათვის. იშის კვლევებისათვის
გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი შეადგენდა 10 მილიონ იენს ეს იმ პერიოდში როდესაც
სახელმწიფოს ბიუჯეტი ძირითადად განკუთვნილი იყო სამხედრო შეიარაღებაზე. ეს ის
პერიოდია როდესაც იაპონია წარმოადგენს სამხედრო სახელმწიფოს და მთავრობას არ შესწევს
უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს სამხედროების მოთხოვნებს. გარდა ამისა სამხედრო
მთავარსარდლობა მხარს უჭერდა იშის გეგმებს და ყოველმხრივ ხელს უწყობდა მას. დადგენილია
რომ 10000-15000 ჩინელი იძულებით მუშაობდა შიროს საექსპერიმენტო ბანაკის მშენებლობაში
1936 დან 1939 წლამდე. მუშების ერთი მესამედი გარდაიცვალა მშენებლობის დროს
შიმშილისაგან და დამთრუნგველი შრომისაგან. დასრულებული სახით პინგ-ფანის კომპლექსი
მოიცავდა 76 კაპიტალურ შენობას და მრავალ ე.წ. დროებით კონსტრუქციას, ეს იყო
ლაბორატორიები, საცხოვრებელი შენობები იაპონელი და კორეელი მუშებისათვის, სამხედრო
იარაღის საწყობები, საცდელი ცხოველებისათვის ვივარიუმები, აუტოპსიის და პროზექტურის
შენობები. აქ იყო ორი ციხის შენობა ერთში მოთავსებული იყო კაცები, მეორეში - ქალები და
ბავშვები. ძირითად შენობას ამ ტერიტორიაზე წარმოადგენდა ადმინისტრაციული შენობა,
„ოთკუთხა შენობა“ რომელიც მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდა ყველა სხვა დანარჩენ
შენობას. მის ცენტრში იდგა ატრიუმის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენდა ციხეს და
იქ იყვნენ მოთავსებული საექსპერიმენტო კანდიდატები. ციხის ასეთი მდებარეობა შეუძლებელს
ხდიდა რომ იგი შემჩნეული ყოფილიყო ტერიტორიის ნებისმიერი სხვა წერტილიდან.
„ოთხკუთხა შენობა“ იმდენად კარგად და მყარად იყო აშენებული რომ იგი ერთადერთია რაც
დღემდე შემორჩა ამ კომპლექსიდან. პინგ-ფანის ახლობლად აგრეთვე აშენდა აეროდრომი
რომელსაც კონტროლირებას უწევდა სამხედრო საჰაერო ძალები. პინგ-ფანგს სარკინიგზო
კავშირიც ჰქონდა ჰარბინთან, საიდანაც ეშელონებით მოყავდათ პატიმრები, ნაწილი ტყვეების კი
დიდი სატვირთო კომუფლაჟირებული მანქანებით, რომ მოსახლეობის ყურადღება არ მიეპყროთ.
სინამდვილეში იაპონიის სამხედრო ხელისუფლებამ სრული თვისუფლება მიანიჭა იში შიროს.
მას ემსახურებოდა ათასობით იაპონელი და კორეელი მეცნიერი, ხელოსანი და მუშა. მიუხედავად
იმისა რომ იგი არ იყო ანგარიშვალდებული სამოქალაქო სექტორის მიმართ მან მაინც გადაწყვიტა
თავისი საქმიანობა დაფარულად ეწარმოებინა. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა რომ პიგ-
ფანის ტერიტორიაზე შენდებოდა ხის სახერხი, რის გამოც იში და მისი კოლეგები
ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ პატიმრებს „ხის მორებს“ („მარუტა“ იაპონურად)
უწოდებდნენ.

1941 წელს სამხედროებმა სახელი შეუცვალეს იშის ჯგუფს და ამის შემდგეგ იგი ცნობილი იყო
როგორც 731 ერთეული. ოფიციალურ დოკუმენტებში პინგ-ფას ციხე ბანაკი აღნიშნული იყო
წყლის გამწმენდ დაწესებულებად, ხოლო იში დაინიშნა წყლის დასუფთავების ბიუროს
ხელმძღვანელად როგორც დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტს წყლის ფილტრაციის
საკითხებში, ეს იყო კარგი კონსპირაციული სვლა მისი ნამდვილი ქმედებების დასამალავად და
უფრო ფართო ასპარეზს აძლევდა მას თავის საქმიანობაში. იში და მისი იდეის მიმდევრები
არანაირ სიძნელეს არ აწყდებოდნენ იაპონიის წამყვანი მეცნიერების თავის კვლევებში ჩართვის
დროს. თუმცა არსებობდნენ ისეთებიც რომლებიც იძულებით მუშაობდნენ პინგ-ფას
„სიკვდილის“ ბანაკში. იშის თანამოაზრეები თვლიდნენ რომ იაპონელი ხალხის
კეთილდღეობისათვის ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევა გამართლებული იყო. ომის
დასრულების შემდეგ ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე თავის ჩვენებებში აღნიშნავდა რომ იგი
იძულებით გახდა ბიოლოგიური იარაღის წარმოების თანამონაწილე, თუმცა თვლიდა რომ შირო
დიდი მეცნიერი იყო და თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის იღწვოდა. თუმცა არსებობდა სხვა
მოსაზრებებიც, მაგალითად აკიმოტო სუეო თავის ჩვენებებში ამბობს: „ მე შევუერთდი 731
ერთეულს 1944 წელს, ერთი თვის შემდეგ მე სრულ ინფორმაციას ვფლობდი. იქ მუშაობა დავიწყე
იმ რწმენით რომ მონაწილეობას მივიღებდი პროფილაქტიკური მედიცინის კვლევებში, თუმცა
მალევე მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე. სამჯერ გამოვთქვი პროტესტი ჩემს
ხელმძღვანელობასთან, რაზედაც მივიღე პასუხი რომ აქ მე ჩემი ნებით ვიყავი მოსული და
არანაირი უფლება არ მქონდა მიმეტოვებინა ეს კვლევები.“

იმ მსხვერპლთა რიცხვი რომელიც იშის და მისი კოლეგების ექსპერიმენტებს შეეწირა ზუსტად არ


არის დადგენილი. თუმცა მიახლოებითი ცნობებით მარტო პინგ-ფას ბანაკში დაღუპულთა
რაოდენობა 3000 აღემატება. მართალია პინგ-ფაში მომუშავე პერსონალი მათ მიერ ჩატარებული
სამუშაოს ზუსტ აღრიცხვას აწარმოებდა, მაგრამ მათ ჩანაწერებში არასოდეს არ იყო აღრიცხული
ექსპერიმენტებში გამოყენებული ადამიანების ვინაობა და წარმოშობა. თითოეულ პატიმარს
ეძლეოდა სამ ან ოთხ ციფრიანი ნომერი რომლის საშუალებითაც ხდებოდა მათი
იდენტიფიცირება, ეს ნომრები ამოტვიფრთული იყო სპეციალურ ფირფიტაზე და ნომრის
იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო მხოლოდ რენტგენის სხივების საშუალებით. ეს ფირფიტები
სხვა მაკომპრომანტირებელ მასალასთან ერთად გაქრა 1945 წელს. ციფრები იწყებოდა 101-დან და
ადიოდა 1500-მდე შემდეგ ისევ თავიდან იწყებოდა. სწორედ ამ დოკუმენტაციის განადგურების
შედეგია ის რომ იში შიროს სასტიკი ექსპერიმენტების მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა
დაუდგენელია. მრავალი წლის განმავლობაში პინგ-ფას ბანაკში ათასობით ექსპერიმენტი
ჩატარდა ადამიანებზე. მრავალი ასეთივე კვლევა მიმდინარეობდა სხვა სატელიტურ
ლაბორატორიაშიც. ტყვეებს უკეთებდნენ სხვადასხვა პათოგენური აგენტების შემცველ ინექციებს
რათა დაედგინათ თუ რომელი იყო უფრო ეფექტური ბიოლოგიური ომის წარმოებისათვის.
აგრეთვე მიმდინარეობდა ექპერიმენტები იმის დასადგენად თუ რა სახის საკვები, ტანსაცმელი და
სხვა საშუალებები იყო უფრო ხესაყრელი ბაქტერიული აგენტების გავრცელებისათვის.
პატიმრებს აძლევდნენ დასალევად სხვადასხვა პათოგენების შემცველ სითხეს, რომ დაედგინათ
ის ოპტიმალური დოზა რაც საჭირო იყო ბიოლოგიური ომის საწარმოებლად. აგრეთვე
ადმიანებზე და ცხოველებზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ბიოლოგიური ბომბების და ჭურვების
გამოცდა. ექსპერიმენტებში მონაწილე ტყვეები ძირითადათ იღუპებოდნენ ორ ან ექვს კვირაში და
მათ ადგილს მსხვერპლის ახალი ნაკადი იკავებდა. გარდაცვლილებს უკეთდებოდა კრემაცია,
ხოლო ექსპერიმენტებისათვის უკვე გამოუსადეგარ პატიმრებს უკეთებდნენ სასიკვდილო დოზის
საწამლავს ან ხვრეტდნენ. ყველა პათოგენის წარმოება დიდი რაოდენობით მიმდინარეობდა პინ-
ფანის ბანაკში. ბაქტერიების მასიური წარმოებისათვის იშიმ შექმნა სპეციალური ბაქტერიული
კულტურის გასაზრდელი აპარატურა რომელიც 50-ჯერ აღემატებოდა მანამდე არსებულ
სტანდარტულ ხელსაწყოს. გარდა ამისა ბაქტერიული კულტურების გადათესვა ხდებოდა
ავტომატიზირებული დანადგარის საშუალებთ რაც საგრძნობლად ამცირებდა დაინფიცირების
ალბათობას ტექნიკურ პერსონალს შორის. ყოველ წელს პინ-ფანის ლაბორატორიებში
აწარმოებდნენ ვაქცინებს რომლის რაოდენობა 20 მილიონ დოზას აღემატებოდა. აქ აწაროებდნენ
ტიფის, ჭირის, ჯილეხის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინებს, რომელთა გამოცდაც ცოცხალ
ადამიანებზე წარმოებდა.

მნიშვნელოვანი კველევები იქნა ჩატარებული იმის დასადგენად, თუ ბაქტერიების ან ვირუსების


რა მინიმალური დოზა იყო საჭირო 50% საექსპერიმენტო ობიექტების დასაინფიცირებლად, და რა
გზით იყო უფრო ხელსაყრელი ამა თუ იმ აგენტის გამოყენება. პინგ-ფას ციხის საექსპერიმენტო
ლაბორატორიის ერთ-ერთი სამუშაო ჯურნალის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

დაინფიცირების 50% გამოსავლინობის დოზები

აგენტი მინიმალური დაინფიცირების დოზა (50%)

ჯილეხი 10 მგ (კანქვეშ)
50.0 მგ (ორალურად)
ჭირი 10.6 მგ (კანქვეშ)
0.1 მგ (ორალურად)
ტიფი 0.4 მგ (ორალურად)
პარატიფი A და B 1.0მგ (ორალურად)
დიზინტერია 10.0 მგ (ორალურად)
ქოლერა 10.4 მგ (ორალურად)
ქოთაო 0.2 მგ (კანქვეშ)

სწორედ ასეთი ზუსტი გამოთვლების და ფარტომაშტაბიანი ექსპერიმენტების შედეგების


ამერიკისა და საბჭოთა კავშირის მხარისთვის გადაცემამ განაპირობა ის, რომ არც იში შირო და არც
სხვა იაპონიის ბიოლოგიურ პროგრამაში ჩართული პირი არ დასჯილა და მათ მიენიჭათ
ხელშეუხებლობის იმუნიტეტი.

იაპონიის ბიოლოგიური პროგრამის მსვლელობისას დიდი ყურადღება ექცეოდა აგრეთვე


მარცვლეული კულტურების გამანადგურებელი აგენტების შექმნას. შესწავლილი იყო სხვადასხვა
მარცვლეული და სხვა მცენარეული კულტურების დაავადებების გამომწვევი სოკოები,
ბაქტერიები და ნემატოდები რომლის გამოყენებას იაპონელები გეგმავდნენ მანჯურიასა და
ციმბირში. იშიმ და მისმა თანამზრახველებმა გამოყვეს და შეისწავლეს მრავალი ბაქტერია და
ვირუსი: ჯილეხის, ქოლერის, შავი ჭირის, ტეტანუსის, ტუბერკულოზის, ტულარემიის და ტიფის.
ბიოლოგიური იარაღისათვის ყველაზე ხელსაყრელ იარაღად აღიარეს ჯილეხის და ჭირის
გამომწვევი ბაქტერიები, რადგან სიკვდილიანობის პროცენტი ამ დაავადებებში ყველაზე მაღალი
იყო. იში მიიჩნევდა რომ ამ აგენტების გასავრცელებლად ყველაზე ეფექტური იქნებოდა
არტირელიური ჭურვები, ჰაერიდან ბაქტერიების გადმოფრქვევა და ბომბები. ტომპსონის
მონაცემების თანახმად 1940 წელს იაპონელებს ჰქონდათ ცხრა სხვადასხვა სახის ბაქტერიული
ბომბი. თუმცა იშიმ თავის ჩვენებაში აღნიშნა რომ ამ ცხრა ბომბიდან მხოლოდ ერთი
აკმაყოფილებდა ბიოლოგიური იარაღის ყველა პარამეტრს. ბაქტერიული ბომბების გამოცდა
მიმდინარეობდა მრავალ ადგილას, თუმცა შედეგები არც თუ ისე წარმატებული იყო. როგორც
ადრე ავღნიშნეთ იშიმ თავის ჩვენებაში განაცხადა რომ ყველა ექსპერიმენტი ტარდებოდა
მხოლოდ თავდაცვითი საშუალებების შესაქმნელად. იგი ჯიუტად იმეორებდა რომ ყველა
შეტევითი ხასიათის ბიოლოგიური იარაღის გამოცდა ტარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ
თავდაცვითი საშუალებების გამოსავლენად და სხვადასხვა პრევენციული ზომების დასადგენად.

1939 წელს იში კმაყოფილი იყო თავისი ლაბორატორიული კვლევების შედეგებით და ნებართვა
ითხოვა პრაქტიკაში გამოეცადა თავისი მიღწევები. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ჩინეთი და საბჭოთა კავშირი აწარმოებდა ბიოლოგიურ დივერსიას იაპონური ჯარების
წინააღმდეგ მანჯურიაში. კვანტუნგის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა საბჭოთა არმიასთან
შეტაკების დროს მონგოლეთისა და მანჯურიის საზღვრებთან. კვანტუნგის არმიის მთავარ
სარდალმა ნება დართო იშის გამოეცადა ბიოლოგიური იარაღი. 12 ივლისს იშიმ ჩამოაყალიბა
„თვითმკვლელების“ ორი 24 კაციანი რაზმი, რომელთაც ნავით გადაკვეთეს საზღვარი და საბჭოთა
კავშირის ტერიტორიაზე მდინარე ჰალჰას ნაპირის გასწვრივ გაავრცელეს 122.5 კგ
სალმონელოზის და ტიფის ბაქტერიები. აქვე გამოყენებული იქნა ბაქტერიული ჭურვები.
შედეგები არც თუ ისე დამაჯერებელი აღმოჩნდა. ისევე როგორც საბჭოთა არმიის რიგებში ასევე
იაპონურ ჯარშიც იყო ქოლერის, დიზინტერიის და ტიფის შემთხვევები, თუმცა იმის დადგენა ეს
დაავადებები გამოიწვია იშის მიერ გავრცელებულმა პათოგენებმა თუ ანტისანიტარულმა
პირობებმა საკმაოდ რთულია. თუმცა ამის შემდეგ იშიმ მაინც შეძლო დაერწმუნებინა სამხედო
მაღალჩინოსნები რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას სრული თავისუფლება მიეცა
გაეგრძელებინა მის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის გამოცდა ჩინეთის და მანჩუკოს
ტერიტორიებზე. 1939-დან 1942 წლებში მოსახლეობა ამ რეგიონებში ტერორიზებული იყო
გამუდმებული ბიოლოგიური ბომბების აფეთქებებით. ამ პერიოდში ჰარბინის მახლობლად
იფეთქა ტიფის ეპიდემიამ და 1000-მდე სასმელი წყლის ჭა დაბინძურდა ტიფის პათოგენით. 1940
წელს კი მანჩუკოს დედაქალაქში იფეთქა ქოლერის ეპიდემიამ. ორი წლის შემდეგ კი იშიმ და
მისმა თანამზრახველებმა ცენტრალურ ჩინეთში გაავრცელეს 130 კგ პარატიფის და ჯილეხის
ბაქტერია, რასაც ეპიდემია მოყვა. 1940 წელის 27 ოქტომბერს ქალაქ ნინგბოზე განხორციელდა
ფართომაშტაბიანი ბიოლოგიური თავდასხმა. შეტევა დაიწყო დილის 7 საათზე, 2000 მეტრი
სიმაღლიდან სამხედრო თვითმფრინავიდან ქალაქზე გადმოყარეს ჭირის გადამტანი მწერები,
ხორბალთან და ბამბასთან ერთად. „ჭირის მწერების“ გამოყენება უფრო მიზანშეწონილად
ჩაითვალა რადგან იმის ალბათობა რომ ჭირის ბაქტერია გადამტანი მწერის საშუალებით უფრო
ადვილად მიაღწევდა სამიზნე ობიექტამდე უფრო დიდი იყო, ხოლო მარცვლეული და ბამბა კი
უზრუნველყოფდა მწერების მიწაზე დაშვებას. პირველი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა 4 დღის
შემდეგ, ნოემბრის დასაწყისისათვის უკვე ცნობილი გახდა რომ დაავადებამ ეპიდემიის სახე
მიიღო, ის მიდამოები კონტამინირებული იყო და ამიტომ დახურულ ზონად გამოცხადდა. ჭირის
ეპიდემია დასრულდა 2 დეკემბერს და სულ აღირიცხა 106 ლეტალური შემთვევა. ეს შეტევა იყო
ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლეტალური იმ შეტევებიდან რომელიც განხორციელდა ჩინეთის ამ
პროვინციაში, თუმცა ბიოლოგიური ომის წარმატებულობის კუთხით არც თუ ისე ეფექტური იყო.
პირველ რიგში იმიტომ რომ ამ ტიპის ბაქტერიის გამოყენებამ მყისიერად გამოიწვია ინფექცია და
შესაბამისად საპასუხო რეაქცია დაზარალებული მოსახლებოის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება
თვითონ მოიერეშე მხარეს მან სათანადოდ ვერ გათვალა თუ რა მაშტაბებს მიიღებდა ეპიდემია და
ამიტომ უფრო დიდი მოლოდინი ქონდა. ერთ-ერთ თავის ანგარიშში 1941 წელს იში შირო წერდა:
„ ეს არც ისე ადვილია როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ და ფიქრობენ - ინფექციური
დაავადების გეგმიური გავრცელება. მაშინ როდესაც ინფექციური დაავადება ბუნებრივად
ადვილად ვრცელდება, ხელოვნურად მისი გავრცელება მრავალ გაუთვალისწინებელ და
მოულოდნელ წინააღმდეგობას აწყდება და დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო ამ
წინააღმდეგობების დასაძლევად. “
ნინგბოზე შეტევიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ჩინელებმა დაიწყეს ბიოლოგიური ომის
საწინააღმდეგო პრევენციული ზომების გატარება. 28 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ ჩანჰუას
მშვიდობიან მოსახლეობაზე იაპონელების მხრიდან განხორციელდა ბიოლოგიური შეტევა.
როგორც თვითმხილველები აღწერდნენ სამმა თვითმფრინავმა გადაიფრინა ქალაქის თავზე და
გადმოყარა მცირე ზომის გრანულები. ამ საეჭვო გრანულებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და
დადგინდა რომ ისინი შეიცავდნენ ჭირის ბაქტერიებს. მოსახლეობა გაფრთხილებული იყო და
მიეცათ მითითება შეძლებისდაგვარად არ გამოსულიყვნენ გარეთ. იაპონელების ეს მცდელობა
წარუმატებლად დასრულდა ჩანჰუანში არ დაფიქსირდა არცერთი შემთხვევა ჭირით
დაინფიცირებისა. რადაგანაც მშვიდობიან მოსახლეობაზე ჭირის გამომწვევი ბაქტერიების
გამოყენება უმეტეს შემთხვევაში წარუმატებლობით დასრულდა 1942 წლიდან იაპონელებმა
გადაწყვიტეს ბიოლოგიური შეტევები განეხორციელებინათ სამხედრო ჯარებზე. აპრილში იში
შიროს მეთაურობით ჩზეჟანის მიდამოებზე განხორციელდა მასიური ბიოლოგიური შეტევა. ამ
შეტევის დროს გამოყენებული იქნა უმეტესად ქოლერის და ჭირის გამომწვევი ბაქტერიები.
ოპერაციის შედეგად ქოლერით დაინფიცირდა 10.000 ადამიანი, ხოლო ჭირით
დაინფიცირებულთა შემთხვევა არ დაფიქსირდა. ეს ბიოლოგიური შეტევა ჩაითვალა
წარმატებულად რადგან დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. თუმცა სამხედრო
თვალსაზრისით ეს იაპონელებისათვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგი იყო რადგან ქოლერით
დაინფიცირებულთა შორის 1 700 იაპონელი ჯარისკაცი იყო.
ამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იაპონიის არმიის გენერალიტეტმა დაკარგა რწმენა
მასიური მოქმედების ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესაძლებლობაზე. გადაწყდა რომ
აუცილებელი იყო ახალი ტიპის იარაღის შექმნა რომელიც უზრუნველყოფდა იაპონელი
ჯარისკაცების უსაფრთხოებას. იში შირომ გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ბომბი ან ჭურვი რომელშიც
შესაძლებელი იქნებოდა ბაქტრეიების ჩანერგვა და ამ ბომბის ან ჭურვის აფეთქების შედეგად
ბაქტერია არ დაკარგავდა თავის ვირულენტობას და გამანადგურებელ ზიანს მიაყენებდა მტერს.
ამ ამოცანის გადასაჭრელად საჭირო იყო ორი პირობის დაკმაყოფილება: 1. აუცილებელი იყო
პათოგენების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე; 2.
საჭირო იყო ისეთი ჭურვის ან ბომბის შექმნა რომელის ასაფეთქებლად ნაკლები ძალა იქნებოდა
საჭირო რაც უძრუნველყოფდა პათოგენების სითბური შოკიდან დაზიანების თავიდან აცილებას.
გარდა ამისა იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი გახდებოდა „ადვილადმსხვრევადი“ ბომბის
შექმნა აუცილებელი იყო სწორად შერჩეულიყო ის პათოგენი რომლითაც მოხდებოდა ამ ტიპის
ბომბების შევსება. რადგანაც ბაქტერიული ჭურვის ან ბომბის ჩამოგდების შემთხვევაში
დაინფიცირდებოდა მხოლოდ ის პიროვნებები რომლებიც აფეთქების ზონაში მოხვდებოდნენ, ეს
არ იქნებოდა სასურველი შედეგის მომტანი აუცილებელი იყო რომ მომხდარიყო ბაქტერიების
გავრცელება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით გადაწყდა რომ ყველაზე ეფექტური მეთოდი
იქნებოდა „ადვილადმსხვრევადი ბომების“ ჭირის გადამტანი მწერებით შევსება. შეიქმნა
კერამიკული თიხის ბომბი რომელიც გაკეთებული იყო დიატომიზირებული მიწისაგან (მთის
ნალექი ქანები რომლებიც შეიცავენ მიკროსკოპულ წყალმცენარეებს). ამ ბომბის შექმნაში იშის
ძალიან გამოადგა მისი გამოცდილება წლის ფილტრაციის საკითში. რადგან წყლის გამწმენდ
დაწესებულებებში იყენებდნენ ფილტრებს რომელიც დამზადებული დიატომიზირებული
ქანებიდან. ამ ბომბების ასაფეთქებლად ძალზედ მცირე მუხტი იყო საჭირო და ამიტომ „ჭირის
მწერები“ არ დაზიანდებოდნენ აფეთქების შედეგად. ბომბები ცნობილი იყო „იშის ბაქტერიული
ბომბების სახელწოდებით“ რომელთა მასიური წარმოება დაიწყო 1944 წლის დასასრულისათვის
და 1945 წლის დასაწყისისათვის ათასობით ასეთი ბომბი იყო დამზადებული.
იში შირო უდაოდ წარმოადგენდა ძირითად ფიგურას იპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების
პროგრამაში, მაგრამ იგი მარტო არ მოქმედებდა. ამ პროგრამას ხელმძვანელობდა და
მფარველობდა ტოკიოს სამხედრო ძალების და კვანტუნგის არმიის მთავარსარდლობა. იშის
პარალელურად ამ პროგრამაზე სხვებიც მუშაობდნენ. ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ ოპერაციის
განხორციელებაში ეკისრებოდა გენერალ კიტანო მასაჯის რომელიც ხელმძღვანელობდა ქვეჯგუფ
100. 1942-45 წლებში მისი უშუალო მონაწილობით ან ბრძანებით სიცოცხლეს გამოასალმეს
ათასობით ჩინელი და კორეელი, ბიოლოგიური იარაღის ტესტირების დროს. ომის შემდგომ
პერიოდში კიტანომ, მას შემდეგ რაც მას აშშ-მ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიანიჭა, ამერიკელ
მეცნიერებს გადასცა თავისი კვლევების ტექნოლოგიები. მართალია ჩანაწერების უმეტესი ნაწილი
განადგურებული იყო ომის შემდგომ, კიტანომ თავისი ექსპერიმენტების დეტალური აღწერა
მიაწოდა ამერიკელ მეცნიერებს. იგი ძირითადად მუშაობდა ყვითელი ციებ-ცხელების გამომწვევ
პათოგენებზე რაშიც მისი თქმით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი რგოლი, ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამაში, მუშაობდა მცენარეებისა
და ცხოველების ინფიცირების საკითხებზე. თუმცა ისინიც თავიანთ ექსპერიმენტებში ცოცხალ
ადამიანებს იყენებდნენ. ეს ჯგუფი მუშაობდა იმ მეთოდებზე რისი საშუალებითაც შესაძლებელი
გახდებოდა ბაქტერიების და ვირულენტური შხამების გავრცელება ცხოველებში მათი მასიური
განადგურების მიზნით. საცდელ მასალას მათი კვლევებისათვის ადამიანები და ცხოველები
შეადგენდნენ. ამ ჯგუფის მიერ 1941 -1942 წლებში შეიქმნა 1000 კგ ჯილეხის, 500 კგ ცხვრის
წყლულის და 100 კგ ქოთაოს ბაქტერია, აგრეთვე დიდი რაოდენობით ჰერბიციდები და
პესტიციდები.
ათასობით ჩინელი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი გამოასალმა სიცოცხლეს 731 და 100
ქვეჯგუფის ექსპერიმენტებმა. დივერსანტები წამლავდნენ სასმელ წყალს, ექიმები სხვადასხვა
პათოგენურ ინექციებს უკეთებდნენ პაციენტებს და იწვევდნენ ქოლერის, შავი ჭირის და სხვა
ინფექციური დაავადებების ეპიდემიურ აფეთქებებს. მცენარეები, ცხოველები და ადამიანები
სერიოზულად იყვნენ დაინფიცირებულები. მოსახლეობა აგრეთვე ავადდებოდა საკვებიდან,
რადგან მარცვლეული მოწამლული იყო სხვადასხვა ტიპის პესტიციდებით. იაპონიის სამხედრო
სამსახური აფინანსებდა კიდევ მრავალ სხვა ქვეჯგუფებს რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ
ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში. ასეთი ქვეჯგუფები იყო კანტონში, ბეიჟინში, სინგაპურსა და
შანხაიში.

1944 წლის ნოემბერში იაპონელები ვარაუდობდნენ დიდი საჰაერო ბუშტების საშუალებით


გაყინული მშრალი ბაქტერიების შემცველი ბომბების გადატანას ჩრდილოეთ ამერიკაში. მათი
გადატანა მოსახერხებელი იყო ზამთარში, რადგან ქარის დახმარებით მათი გადაადგილება
გაადვილებული იქნებოდა. მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა რადგანაც იაპონიის პრემიერ
მინისტრმა, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო რომ იაპონიამ ომი წააგო, აკრძალა ამ გეგმის
სისრულეში მოყვანა. ამრიგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური დივერსია შეჩერებული
იქნა თავიდანვე.

მეორე განუხორციელებელი მცდელობა ცნობილია „ალუბლების ყვავილები ღამით“ ოპერაციის


სახელწოდებით. ეს იყო საკუთრივ იში შიროს მოფიქრებული ოპერციის გეგემა და კოდური
დასახელებაც მისი შერჩეული იყო. ამ გეგმის თანახმად ღამის განმავლობაში თვითმფრინავების
საშუალებით უნდა გაევრცელებინათ ჭირი კალიფორნიის სანაპიროზე. I-400 კლასის ხუთი
ახალი წყალქვეშა გემი უნდა გასულიყო წყნარ ოკეანეში რომლის თითოეულ ბორტზეც
განთავსებული იქნებოდა სამი M6A Seiran ტიპის საჰაერო ბომბდამშენი, ჭირის გადამტანი
მწერებით დატვირთული. წყალქვეშა გემები სან-დიეგოს სანაპიროსთან უნდა ამოსულიყვნენ
წყლის ზედაპირზე და აქედან სამხედრო თვითმფრინავები გაფრენილიყვნენ სამიზნე
ადგილებისაკენ. ამ ოპერაციის განხორციელების შედეგად დაინფიცირდებოდა და დაიღუპებოდა
ათასობით ადამიანი. ეს მისია აგრეთვე საკმაოდ სარისკო იქნებოდა თვით პილოტებისათვის.
ერთ-ერთი პილოტი იხსენებდა ამ გეგმას 1998 წელს: „ ალუბლების ყვავილები ღამით“ კამიკაძის
მისიის შესახებ მე თვით იში შირომ შემატყობინა. მე გავიგე რომ უნდა გამევრცელებინა
დაინფიცირებული მწერები მტრის ტერიტორიაზე რათა მომხდარიყო მოსახლეობის ჭირით
დასნეულება“ამ გეგმის განხორციელება უნდა დაწყებულიყო 1945 წლის 22 სექტემბერს, მაგრამ ამ
გეგმას ვეტო დაადო მთავარსარდალმა , ხოლო 1945 წლის 15 აგვისტოს იაპონია ჩაბარდა. ამ
დროისათვის I-400 კლასის მხოლოდ 3 წყალქვეშა გემი არსებობდა , მაგრამ სავარაუდოდ
სექტემრისათვის დასრულდებოდა კიდევ 2-ის აგება.

ნამდვილად უდაოა რომ იაპონიის ბიოლოიური იარაღის წარმოების პროგრამა განსაცვიფრებელი


და შემაძრწუნებელია თავისი მაშტაბებით და სისასტიკით. 2002 წელს ჩატარებულ
საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნებოდა „ბაქტერიული ომის მსხვერპლებს“,
გამოითქვა მოსაზრება, რომ იაპონიიის იმპერიული ჯარის მიერ განხორციელებული
ბაქტერიული ომის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 580,000 აღწევდა.
ალტერნატიულ წყაროებზე დაყრდნობით, ასი ათასობით და შესლებელია დაახლოებით 400, 000
მხოლოდ ჩინელი დაიღუპა წყლულოვანი ჭირით, ქოლერით და სხვა ინფექციური დაავადებებით
რომელთაც იაპონელები იყენებდნენ ბიო-ომის წარმოების დროს. ძალიან ძნელია იმის ახსნა თუ
როგორ მოახერხა იაპონიის მთავრობამ ამდენი უდანაშაულო ადამიანის განადგურება ისე რომ
არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდნენ საერთაშორისო კანონების მიმართ. თუმცა იმის
გათვალისწინებით რომ იაპონიის მთავრობა 1930-1945 წლებში ძირითადად წარმოდგენილი იყო
სამხედროებით და იაპონელი ფანატიკოსი მეომრები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ უფროსების
ბრძანებას ასეთი ქმედება არც თუ ისე გასაკვირი ხდება. მანჯურიის დაპყრობის შემდეგ, იაპონიის
მთვრობაში დომინირებდნენ სამხედროები, რომლებმაც უარყვეს 1920 -იანების შიდეჰარას
პოლიტიკა. შიდეჰარა ცდილობდა დაახლოებას დასავლეთთან და მხარს უჭერდა განიარაღების
პოლიტიკას. შესუსტდა აგრეთვე იმპერატორის ძალაუფლება. ბუშიდოს კოდის თანახმად
არანაირი თანაგრძნობის გამოხატვა არ შეიძლებოდა დაჭრილი ან ტყვედ აყვანილი მეომრების
მიმართ. ამიტომაც პინგ-ფას ბანაკში ტყვეებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ.
იაპონიის ბიოლოგიური პროგრამის ლიდერები კმაყოფილები იყვნენ ამ სფეროში მიღწეული
შედეგებით. მიუხედავად იმისა რომ ამ პროგრამის განხორციელებაზე დაიხარჯა დიდი
რაოდენობით თანხა, კვლევები მიმდინარეობდა ინტენსიურად სხვადასხვა წერტილებში,
მრავალი წამყვანი მეცნიერების და ექიმების მონაწილეობით, მაინც ვერ მოხერხდა ამ გაწეული
ძალისხმევის ადექვატური ბიოლოგიური იარაღის შექმნა. ეს წარუმატებლობა პირველ რიგში
განპირობებული იყო ორგანიზაციული სისუსტით. პროგრამას აკლდა კოორდინაცია, ძალზედ
იყო დაქსაქსული და სხვადასხვა რგოლებს შორის არ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა.
დოკუმენტური მასალის არ არსებობის გამო რთულია იაპონური გენერალიტეტის როლის
შეფასება ამ პროგრამის განხორციელებაში. ცნობილია რომ სამხედრო მაღალ-ჩინოსნებს შორის
იყვნენ პირები რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროექტს, თუმცა რამდენად ხელისშემშლელი
იყო ეს ფაქტორი დაუდგენელია. მრავალი კითხვა ჯერ კიდევ პასუხის გარეშეა დარჩენილი.
იაპონიის მთავრობა უარს აცხადებს საარქივო მასალების გახსნაზე. 1966 წელს საყოველთაოდ
აღიარებული, ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიუხედავად, ზოგიერთი სახელმწიფო
კვლავ უარს ამბობს ინფორმაციის გაცემაზე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნების
მიზნით. საბჭოთა კავშირის საარქივო მასალებიც შეიცავენ ინფორმაციას იაპონიის ბიოლოგიური
იარაღის პროგრამის შესახებ, მაგრამ 1990 წელს გამოქვეყნდა ამ დოკუმენტების მხოლოდ მცირე
ნაწილი. იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამის სრული შეფასება შესაძლებელი
იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მთავრობა სააშკარაოზე გამოიტანს საარქივო მასალებს.

You might also like