You are on page 1of 4

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი არის დაავადება,რომელიც გამოწვეულია Mycobacterium tuberculosis-ით,


ის უმეტესად მოქმედებს ფილტვებზე,შესაბამისად პულმონარული დაავადება
ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა.სხვა ხშირად დაზიანებული
ორგანოთა სისტემებია: რესპირატორული სისტემა,კუჭ-ნაწლავთა
სისტემა,კანი,ცნს,ღვიძლი.ბოლო რამდენიმე ათწლეულში მსოფლიო
კოლექტიურად ცდილობს ტბ განეიტრალებას,მიუხედავად მიღწეული
მიზნებისა ტბ კონროლში,შემცირებულ ავადობასა და სიკვდილიანობაში,ის
მაინც რჩება მძიმე ტვირთად მსოფლიოს მაშტაბით.
ეტიოლოგია-ტუბერკულოზს იწვევს Mycobacterium tuberculosis ეს არის
ალკოჰოლი და მჟავა-სწრაფი ბაცილი,არის ორგანიზმთა ჯგუფში რომლებიც
კლასიფიცირებულია M. tuberculosis complex ამ ჯგუფის სხვა წევრებია
Mycobacterium africanum, Mycobacterium bovis, Mycobacterium microti სხვა
მიკობაქტერიული ორგანიზმები განიხილებიან როგორც არა ტუბერკულური
ან ატიპიურ მიკობაქტერიული. M. tuberculosis არის სპორა
არწარმომქმნელი,ობლიგატურ-აერობული,ფაკულტატური,კატალაზა-
უარყოფითი,ინტრაუჯრედული ბაქტერია,ის არის არც გრამ-პოზიტიური არც
გრამ-ნეგატიური რადგან სუსტი რეაქცია აქვს გრამის ლაქაზე,სუსტი
უჯრედები ზოგჯერ შეიძლება დემონსტრირებული იყოს გრამის
ლაქაზე,როგორც მოჩვენებითი უჯრედები.ტბ აქვს მრავალი უნიკალური
თვისება სხვა ბაქტერიებთან შედარებით,როგორიცაა ლიპიდების არსებობა
უჯრედის კედელში,რაც დაკავშირებულია;ანტიბიოტიკებისადმი
რეზისტენტობასთან,მძიმე გარემო პირობებისადმი
გამძლეობასთან,ინტრაუჯრედულ (მაკროფაგები)გამძლეობასთან.
ეპიდემიოლოგია-ტუბერკულოზი არსებობს გლობალურად,თუმცა
განვითარებად ქვეყნებში ხასიათდება დისპროპორციული არსებობა,მრავალ
ქვეყანას აზიის,აფრიკის,აღმოსავლეთ ევროპის,ლათინური და ცენტრალური
ამერიკის ტერიტორიაზე,აქვთ მნიშვნელოვნად მაღალი ტბ
მაჩვენებელი.განვითარებულ ქვეყნებში ტბ ვლინდება უმეტესად ახლანდელ
ჩამომსვლელებში ტუბერკულოზ-ენდემური ზონებიდან,სამედიცინო
პერსონალში,იმუნოდეფიციტურ ინდივიდებში. იმუნოსუპრესორული
აგენტების, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება
ასევე ასოცირებულია გაზრდილ რისკთან. სხვა რისკ
ფაქტორებია:სოციოეკონომიკური ფაქტორი (სიღარიბე,მალნუტრიცია,ომი),
იმუნოსუპრესირებული მდგომარეობა (შიდსი,პრეპარატები) ,სამსახური
(მეშახტეები,მშენებლენი,სილიკოზის არსებობა).2008 წელს იყო 8,9-9,9 მილონი
ინციდენტობა, 9,8-13,3 პრევალენტობა,1,1-1,7 სიკვდილიანობა,აზიის ქვეყნებში
მთელი რაოდენობის 55% აფრიკის-30%.
გამძლეობა-ფიზიკური ინაქტივაცია ,ულტრაიისფერი გამოსხივება შეიძლება
გამოყენებული იქნას დეზინფექციისთვის,121*c იყუპება 15 წუთში,65*c მეტზე 30
წუთში,ტუბერკულოზს შეუძლია გაძლოს მშრალ ზედაპირზე (შესაბამისი
პირობებისას) თვეების განმავლობაში,m.bovuis შეუძლია გაძლოს მშრალ
ზედაპირზე 4*c m.tb შეუძლია გაძლოს ხის ზედაპირზე 88 დღე,თხიერ და მშრალ
ნიადაგზე 4 კვირა,გარემოში რომელიც დაცულია მზის სხივებისგან 74 დღე.

წყარო-დაახლოებით 90% ინფიცირებულებისა აქვთ


ასიმპტომური,ლატენტური ტბ ინფექცია,მხოლოდ 10% ალბათობა იმისა, რომ
ასიმპტომური მიმდინარეობა გადაიზრდება აქტიურ დაავადებაში,დაავადების
წყარო არის დაავადებული ადამიანი რომელსაც აქვს პულმონარული
გამოვლინება,დაავადება ვრცელდება დაავადებული ცხოველებისგანაც
თუმცა ნაკლებად,ასევე ნაკლებად შესაძლებელია არაფილტვისმიერი ტბ
მქონე ადამიანის მიერ გავრცელებაც.
გადაცემის მექანიზმი-მნიშვნელობა აქვს გადაცემის აეროგენულ
მექანიზმს,,რაც ხდება ჰაერ-წვეთოვანი და ჰაერ-მტვროვანი გზების
საშუალებით.დაინფიცირება შესაძლებელია მოხდეს ავადმყოფთან
პირდაპირი კონტაქტის არსებობისას,მიკობაქტერიები გამოიყოფა
ხველის,ლაპარაკის,დაცემინების დროს,დაინფიცირება შეიძლება მოხდეს
არაპირდაპირი გზითაც-დაბინძურებული საყოფაცხოვრებო
საგნებით,გამომშრალი ნახველის შემცველი მტვერით,თეთრეულით.საკვების
საშუალებით.
დიაგნოსტიკა- ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის
რეკომენდებულია: გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია პირდაპირ
პოზიციაში; ფილტვის ტუბერკულოზზე სავარაუდო რენტგენოლოგიური სურათი
მიუთითებს შემდგომი გამოკვლევის აუცილებლობაზე.ფილტვის ტუბერკულოზის
დიაგნოსტიკისთვის უნდა ჩატარდეს ნახველის; ბაქტერიოსკოპიული კვლევა ;
კულტურალური კვლევა; სწრაფი მოლეკულური კვლევა;ტუბსაწინააღმდეგო
მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის ტესტირება (DST).ფილტვის ტუბერკულოზის
დიაგნოსტიკის მიზნით ნახველის ნიმუშის მიღება უნდა მოხდეს სპონტანური გზით . თუ
ეს შეუძლებელია, ნაჩვენებია ნახველის გამოყოფის ინდუცირება ანბრონქოსკოპია
და ბრონქოალვეოლარული ლავაჟის გამოკვლევა.ნახველის ნიმუშები (სულ მცირე ,
ორი, მათ შორის ერთი - დილის ნიმუში) მიკროსკოპული და კულტურალური
გამოკვლევებისთვის მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიგზავნოს. თუ ს
შეუძლებელია, მისაღებია ნიმუშის გამოკვლევა მკურნალობის დაწყებიდან არა
უგვიანესმე-7 დღისა.რეკომენდაციები ფილტვგარეშე ტუბერკულოზის
დიაგნოსტიკისთვის თუ სავარაუდოა ფილტვგარეშე ტუბერკულოზი,
რეკომენდებულია კულტურალური გამოკვლევის ჩატარება ქირურგიული
მანიპულაციების (პუნქცია, ბიოფსია, ოპერაცია) და აუტოფსიის შედეგად მიღებული
ნებისმიერი მასალით.
მკურნალობა- პირველად აღმოჩენილი ტუბერკულოზით დაავადებული თითქმის
ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი, მთავარია, ყველაფერი
სწორად გაკეთდეს. მკურნალობა უწყვეტად და, ამასთანავე, ერთდროულად
რამდენიმე ანტიტუბერკულოზური პრეპარატით უნდა მიმდინარეობდეს.
თითოეული იმ 4-5 წამლიდან, რომლებსაც ადამიანი ექვსი თვის განმავლობაში
ყოველდღე იღებს, თავისებურად მოქმედებს კოხის ჩხირზე და მხოლოდ მათი
ერთდროული გამოყენებით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს - გავანადგუროთ
დაავადების გამომწვევი. სრული გამოჯანმრთელებისთვის წამლები საკმარისი არ
არის. ავადმყოფებს უნდა ჩაუტარდეთ ფიზიოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები,
დაენიშნოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატებიც. არასწორი
მკურნალობით დაავადების იოლად განკურნებადი ფორმა ძნელად სამკურნალო,
წამლების მიმართ მედეგი ტუბერკულოზით იცვლება. ცნობისათვის: წამლების
მიმართ მედეგი ტუბერკულოზი ტუბერკულოზის ის ფორმაა, რომელიც
სტანდარტული პრეპარატებით მკურნალობას არ ემორჩილება და განისაზღვრება
როგორც პირველი ხაზის ძირითადი პრეპარატების - იზონიაზიდისა და
რიფამპიცინისადმი მედეგი ტუბერკულოზი. ასეთი ტიპის დაავადების
მკურნალობა ჩვეულებრივზე ათასჯერ უფრო ძვირი ჯდება. ქირურგიულ
მკურნალობას - ფილტვის ნაწილის ამოკვეთას - მიმართავენ მხოლოდ
ტუბერკულოზის მიშვებული შემთხვევების დროს.

პრევენცია- ტუბერკულოზის პრევენცია მოიცავს მაღალი რისკის ჯგუფების


გამოვლენას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ახალშობილთა
ვაქცინაციას. მაღალი რისკის ქვეშ შედიან აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული
ოჯახის წევრები, თანამშრომლები, მეგობრები. მკურნალობა ტარდება რამდენიმე
ანტიბიოტიკით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული
შტამების რაოდენობა იზრდება, რის გამოც ზოგიერთი ავადმყოფი ავადდება მრავალ
ანტიბიოტიკზე რეზისტრენტული ტუბერკულოზით (MDR-TB). ვარაუდობენ, რომ
მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის
მიკობაქტერიით. ახალი შემთხვევები მოსახლეობის 1%–ში ერთი წლის
განმავლობაში. 2014 წელს აქტიური ტუბერკულოზის 9,6 მილიონი შემთხვევა
გამოვლინდა, რომელთაგან 1,5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 95% განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ . ახალი
შემთხვევების რაოდენობამ იკლო 2015 წლიდან. აზიისა და აფრიკის მოსახლეობის
80% ტუბერკულოზზე ტესტირებისას დადებით შედეგს აჩვენებს, ხოლო ამერიკის
შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 5-10%–ს უდრის.
კლინიკა- ტუბერკულოზის ინკუბაციის პერიოდი, საწყისი სიმპტომების დაწყებამდე,
საშუალოდ 3-დან 4 კვირამდეა. ამ დროს ადამიანი არ იცავს პათოგენურ ბაქტერიას
გარემოში, ანუ, არა გადამდები.თუმცა, იმასაც იცი, რომ მიკობაქტერია, რომელიც
ყოველთვის არ ხდება სხეულში, იწვევს ინფექციურ პროცესს. რამდენიმე
მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ როლი. უმთავრესია იმუნური სისტემის მდგომარეობა .
ჯანსაღი პირის ორგანიზმში კარგი იმუნიტეტი, რომელთა დამცავი ძალები
მობილიზებულია, აფერხებს დაავადების განვითარებას.სუსტი იმუნიტეტის მქონე
ადამიანები აივ ინფექციით დაავადებულნი არიან სხვა პათოლოგიებით
დაავადებულნი, ავადდებიან. ინფექცია, რომელიც შედის რესპირატორულ ტრაქტში ,
არის ხელსაყრელი პირობები, ვრცელდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში,
საიდანაც იგი ფილტვებში იგზავნება. ამდენად, დაავადება ვითარდება , რომელიც
მალევე იწყებს გამოვლინებას.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტუბერკულოზი, როგორც სოციალური
დაავადება, მიუხედავად კლების ტენდენციისა საქართველოში კვლავ რჩება
პრობლემად და მის სრულ ლიკვიდირებამდე მრავალმხრივი ეპიდსაწინააღდეგო
ღონისძიებაა გასატარებელი.შემთხვევათა უმრავლესობა მოდის 25-34 წლის
მამაკაცებზე. ავადობა ყველაზე მაღალია მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმის
რაიონებში, რაც გამოწვეულია ერთის მხრივ მოსახლეობის სიმცირით, მეურნეობით,
დაბალი სოციალური ფენის და შესაბამისად, სამედიცინო ჩარევის
ხელმიუწვდომლობით.ეს ჰიპოთეზა დასტურდება იმითაც, რომ თბილისში და ქვემო
ქართლში ყველაზე დაბალია ავადობის მაჩვენებელი.ასევე შეგვიძლია დავასკვნათ ,
რომ ბცჟ ვაქცინა, რომელიც კეთდება 0-5 დღემდე ახალშობილებში საკმაოდ
ეფექტურად იცავს ჩვილს ტუბერკულოზის მიკობაქტერიისგან, რაც დასტურდება
ეპიდკვლევებით. შემდგომი რევაქცინაცია ეპიდჩვენებით იძლევა კიდევ უფრო
ძლიერ იმუნიტეტს.

You might also like