You are on page 1of 5

ისტორია

კეთრი, ლეპრა იგივე ჰანსენიის დაავადება ერთ-ერთი უძველესი ინფექციური


დაავადებაა . კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. მას ასევე
უწოდებენ ჰანსენის დაავადებას, რომელმაც 1873 წელს Mycobacterium leprae-ის
იდენტიფიცირება მოახდინა. კეთრი ნახსენებია ძველ აღთქმაში, თუმცა დიდი
ალბათობით, ძველ და ანტიკურ წყაროებში კეთრი უნდა იყოს გაგებული არა
როგორც ლეპრა, არამედ ”დაავადების უფრო მსუბუქი ფორმა, რომელსაც ჰქონდა
საკუთარი ეტიოლოგია” ... იგივე ეხება დაავადების მოხსენიებას ძველ ინდოეთში,
ებრაულ პაპირუსებში, მოხსენიებული აქვს ჰიპოკრატესაც(თუმცა უფრო ფსორიაზს
გულისხმობდა).
მე -11 საუკუნიდან მოყოლებული კეთრი გახდა შუა საუკუნეების ევროპის მთავარი
ინფექციური უბედურება და ასე დარჩა XIV საუკუნის შუა ხანებამდე, შავი ჭირის
მოსვლამდე.
დაავადების შესაკავებლად, იქმნებოდა კოლონიები კეთროვანებისთვის. არსებობს
თეორია, რომ ვიკინგების აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი ბეწვეული გახდა
დაავადების უფრო მასიური გავრცელების მიზეზი. ასევე, შუა საუკუნეების
ევროპაში კეთრის გავრცელების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შესაძლოა
ნაცრისფერი ხორცის ბუზები ყოფილიყო, თავად ფაქტი დღემდე განხილვის
საგანია.
ზოგადი მიმოხილვა: დაავადებას ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების
ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემატოზური
დაზიანება. დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ითრევს
ძვალკუნთოვან აპარატს, მხედველობისა და შინაგან ორგანოებს. დაავადება
ძირითადად ორი კლინიკური ფორმით ვლინდება:
- ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრი: გამოვლინდება
ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთებისა და კანქვეშა წარმონაქმნების სახით.
დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და
დუნდულები. ასევე ახასიათებს ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი,
წარბების ცვენა და ყალიბდება ე.წ. ,,ლომის სახე’’.
- ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილური) კეთრი: ვლინდება იშვიათად
ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია,
დამახასიათებელია ტკივილი, კუნთების სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების
მუტილაცია (დანეკროზებული კიდურის ან სხეულის სხვა ნაწილის თვითნებური
მოცილება) და სიბრმავე.
- აღწერილია ე.წ შუალედური (გარდამავალი) და არადიფერენცირებული
ფორმის კეთრიც.
შუალედური ტიპის კეთრს აქვს ორივე ფორმისთვის მახასიათებელი კლინიკური
სურათი და უფრო ლაბილურია. არადიფერენცირებული კეთრი ხასიათდება
ჰიპოპიგმენტური ლაქების არასწორი საზღვრებით, მკურნალობის არ ჩატარების
შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ტუბერკულოიდური, შუალედური ტიპის
ან ლეპრომატოზული დაავადება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) 1990 წელს ჩამოყალიბებული
ლეპრის/კეთრის საელიმინაციო მიზნის შედეგად 1985-დან 2011 წლამდე
აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 5.4 მილიონიდან შემცირდა 219075-მდე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 6 რეგიონის 138 ქვეყნიდან
მიღებული გლობალური ლეპრის/კეთრის სტრატეგიის მონაცემების თანახმად 2015
წლის დასაწყისში რეგისტრირებული იყო 176176 შემთხვევა. ამავე წელს კი 211973
ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი. 1990 წლისთვის კეთრით დაავადებული 21
საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე, რომლებიც მკურნალობას
გადიოდნენ ბაქოში და ასტრახანში მოქმედ ლეპროზორიუმებში. საქართველოში 1991
წლიდან კეთრი აღარ დაფიქისრებულა. კეთრი ამჟამადაც პრობლემურია
ბრაზილიისა და ინდოეთისთვის, სადაც დაავადებულთა უმრავლესობაა
აღრიცხული. დაავადება იშვიათია 3 წლამდე ბავშვებში. დაახლოებით 50
შემთხვევამდეა აღრიცხული 1 წლამდე ბავშვებში. კეთრი მრავალსაუკუნოვანი
ისტორიის დაავადებაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაავადებულთათვის
საცხოვრებლად ცალკე, სხვა მოსახლეობისგან იზოლირებული ტერიტორიები იყო
გამოყოფილი. კეთრით დაავადებულთა განკურნება ქრისტეს მიერ სახარებაშიცაა
აღწერილი.
მთლიანობაში მსოფლიოში კეთრით დაინფიცირების რისკი მოზრდილი ასაკის
ადამიანებში დაბალია, ვინაიდან 95% -ზე მეტს უკვე აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი. იმ
ქვეყნებში, სადაც დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, დაინფიცირების რისკი
გაცილებით მაღალია. 2011-2015 წწ. მსოფლიოში კეთრის 1000 ახალი შემთხვევა
აღირიცხა:
- აფრიკაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, მადაგასკარი,
მოზამბიკი, ნიგერია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.
- აზიაში: ბანგლადეში, ინდოეთი, ინდონეზია, მიანმარი, ნეპალი, ფილიპინები,
შრილანკა.
- სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილია.
გამომწვევი აგენტი: გრამ-დადებითი Mycobacterium leprae, რომელიც
მიეკუთვნება Mycobacteriaceae-ს ოჯახს, Mycobacterium-ის გვარს. იგი სწორი, ან
ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. ის 1-7 მკმ
სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანისაა. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი
გრანულაცია. Mycobacterium lepraeახდენს გლიცერინის და გლუკოზის
უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა მჟავასა და
სპირტისადმი გამძლეობა, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-
ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის
შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე
ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.

მიზეზები/ძირითადი რისკისფაქტორები: ლეპრით (კეთრი) დაინფიცირების ერთ-


ერთ რისკ ფაქტორად ითვლება Mycobacterium leprae-ით დაავადებული
ადამიანთან ხანგრძლივი, მჭიდრო კონტაქტი და არა უბრალოდ შეხება.
მულტიმედიკამენტოზური თერაპიის დაწყებისთანავე პაციენტები ინფექციის
წყაროს აღარ წარმოადგენენ. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული
ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს მიკობაქტერიებს. ყველაზე
ხშირია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის
მეშვეობით. დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე,
არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის
დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის მდგრადობას, არამედ
ხშირად ხელს უწყობს კეთრის გამომწვევის გააქტიურებას, რომელიც მანამდე
ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რეზერვუარი: ითვლება, რომ მხოლოდ ადამიანია რეზერვუარი. ნანახია ბუნებრივად


დასნებოვნებული ცხოველი არმადილო (საქართველოში არ ბინადრობს). ზოგიერთი
კვლევის შედეგების თანახმად, არმადილოსგან ბუნებრივად მოხდა დაავადების
გადაცემა ადამიანებზე. კეთრის ექსპერიმენტებისთვის გამოიყენება შიმპანზეები.
გადაცემის გზები: დაავადების გადაცემა ხდება დაავადებული ადამიანის ცხვირის
გამონადენის მოხვედრით სხვა ადამიანის კანზე და სასუნთქ გზებში, რასაც როგორც
წესი მჭიდრო კონტაქტისას აქვს ადგილი. არაპირდაპირი გადაცემა ნაკლებად
სავარაუდოა. დაავადება არ გადადის: ხელის ჩამორთმევისას ან ჩახუტებისას,
ორსულობის პერიოდში ნაყოფზე, სქესობრივი კონტაქტით. გაითვალისწინეთ რომ:
ბაქტერიების ნელად მზარდი ბუნებისა და დაავადების სიმპტომების გვიანი
გამოვლენის გამო, ინფექციის წყაროს დაზუსტება ზოგჯერ ვერ ხერხდება.

ინკუბაციური პერიოდი:მერყეობს 9 თვიდან 20 წლამდე, საშუალოდ 4 წელი


ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილარული) კეთრისთვის და 2 წელი -
ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრისთვის.
გადამდებლობის პერიოდი:გამომშრალი ცხვირის სეკრეტში ბაცილა ცხოვრობს 7
დღემდე, სხეულის გარეთ არსებულ გამონადენში - 36 საათზე მეტ ხანს, ხოლო
ტროპიკული კლიმატის პირობებში - 9 დღემდე.
მიმღებლობა: დაავადება გვხვდება ორივე სქესის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში,
კვლევების მიხედვით მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მამაკაცები 2 - ჯერ მეტად
ავადდებიან ვიდრე ქალები.

კონტროლის ღონისძიებები:
a. პრევენციული ღონისძიებები: კეთრის პრევენცია დამოკიდებულია
დაავდებაზე სავარაუდო პირების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობაში დროულ
ჩართვაზე. დაავადებული პირების, მათი ოჯახის წევრების და საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება, ასევე მულტიმედიკამენტოზურ თერაპიაში ჩართვა.
საყოფაცხოვრებო კონტაქტში მყოფი პირების მონიტორინგი. ამბულატორიული
მკურნალობის შესაბამისად, პაციენტი ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს მხოლოდ
დეფორმაციების ქირურგიული კორექციისათვის, ანესთეზიით გამოწვული
წყლულების და მწვავე კეთროვანი რეაქციების სამკურნალოდ.

b. კონტროლი: კეთრზე ეჭვის მიტანისას შეტყობინება უნდა გაეგზავნოს


საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, შემთხვევის შეტყობინება უმეტეს ქვეყნებში
სავალდებულოა.

c. პაციენტის იზოლაცია არ არის რეკომენდირებული ვინაიდან შესაძლებელია


გამოიწვიოს სტიგამტიზაცია. დაავადებაზე საკარანტინო რეჟიმი არ ვრცელდება,
თუმცა კონტაქტების და ინფექციის წყაროს გამოკვლევა მიზანშეწონილია.

d. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: არ შეესაბამება!


მკურნალობა
კეთრის მკურნალობა მოითხოვს მრავალი სპეციალისტის ჩართვას.
ანტიმიკრობული თერაპიის გარდა, შეიძლება დაგჭირდეთ ორთოპედის,
ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ფიზიოთერაპევტის კონსულტაციები და
მკურნალობა. კეთრის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ანტიბიოტიკები:
დაპსონი, რიფამპიცინი, კლოფაზიმინი; ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ეფექტურია
მინოციკლინი, ოფლოქსაცინი, თალიდომიდი და კლარიტრომიცინი.
დროული დიაგნოზის შემთხვევაში, კეთრი დღეისთვის მთლიანად განკურნებადია.
დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში დაავადება იწვევს მუდმივ
მორფოლოგიურ ცვლილებებს, რის გამოც პაციენტი შესაძლოა სამუდამოდ
დაინვალიდდეს

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა ველურ ბუნებაში კეთროვანი შიმპანზეები


დააფიქსირეს. ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ შეეყარათ შიმპანზეებს ინფექცია,
მაგრამ დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ კეთრი შიმპანზეებსა და სხვა გარეულ
ცხოველებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შიმპანზეებმა ინფექცია მათი ბუნებრივი გარემოდან
შეიძინეს. ამასთან, გაურკვეველია, როგორ შეიძლება ამ დაავადებამ გავლენა
იქონიოს შიმპანზეებზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ნაწილობრივ იმით არის
განპირობებული, რომ კეთრი შედარებით ნელა მოქმედი დაავადებაა, რომელსაც
დიდი დრო სჭირდება მის მასპინძელზე ზემოქმედებისათვის.
კეთრის საერთაშორისო დღე
ყოველი იანვრის ბოლო კვირა დღეს, მსოფლიო კეთრის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს. კეთრით დაავადებულებს, სიმპტომების გარდა, სტიგმა და
სტერეოტიპები აწუხებთ, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს
აყენებს. კეთრის საერთაშორისო დღეც იმიტომ დაარსდა, რომ საზოგადოების
ცნობიერება ამ დაავადების შესახებ ამაღლდეს.

You might also like