You are on page 1of 4

I

C ჰეპატიტის ვირუსი ინფექციური ჰეპატოტროპული ვირუსია, რომელიც ფლავივირუსების


ოჯახს მიეკუთვნება, ამ ტიპის ვირუსებს გააჩნიათ ერთჯაჭვიანი რნმ.
ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მწვავე დაავადება პაციენტების დაახლოებით
ერთ მესამედში, თუმცა, პაციენტების უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება.

C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი


მიმდინარეობის დროს დაავადება 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება,
ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.

II
ქრონიკული ინფექცია იწვევს ღვიძლის ანთებას და ფიბროზს - დაავადებას, რომელსაც
ახასიათებს ფილტვის ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ქსოვილის გადიდება.
ქრონიკული პაციენტების მნიშვნელოვან რაოდენობას უვითარდება ციროზი და ღვიძლის
უკმარისობა ან ღვიძლის კიბო, დაახლოებით 20-დან 50 წლამდე პერიოდის განმავლობაში.
ქრონიკულად ინფიცირებულ პაციენტებში ინფექცია იშვიათად განიკურნება სპონტანურად.

ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა, მიეკუთვნება ნელა პროგრესირებად ვირუსთა რიცხვს.


ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული
ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის
პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.

III
ადამიანი ინფიცირდება შემდეგი გზებით:

 ნემსის შემთხვევითი ჩხვლეეტისას;


 საერთო სამართებლის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
 სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრების, ე.წ.. პირსინგის, დროს;
 სისხლმდენი ღრძლიბეს მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის ხმარებისას;
 სხვა ადიამიანის მიერ კბენის დროს;
 დაბინძრებული სააბაზანო აქსესუარების ხმარებისას;
 სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია (1-3%), ძირითადად,
ჰომოსექსუალებში (სწორი ნაწლავის ტრავმირების გამო). შედარებით მაღალია C ვირუსით
ინფიცირების სიხშირე მრავალ პარტნიორთან ურთიერთობის შემთხვევაში.
IV
C ჰეპატისი გადაცემის გზებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ავადდებიან:

 ინტრავენური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები;


 შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის შემთხვევაში;
 ცუდად გასტერილებული სტომაროლოგოური, გინეკოლოგიური და სხვა სამედიცინო
ინსტრუმენტებით მანიპულაციების დროს;
 სამედიცინო პერსონალი – ანუ იგულისხმება ყველა ის შემთხვევა, როდესაც ვირუსით
დაბინძურებული სისხლი ერევა მეორე ადამიანის სისხლს.
 C ჰეპატიტით დაავადების რისკი მაღალია არ ამარტო ინტრავენური ნარკომანიის დროს
არამედ კოკაინის შესუნთქვისას. კოკაინი ძლიერ აღიზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს
და ხშირად იწვევს სისხლდენას. ასეთი პირის მიერ ნახმარ შესასუნთქ ტუბს კი ვირუსი
მეორე ადამიანს ცხვირის ლორწოვანსა და, შესაბამისად, სისხლში გადააქვს.

სისხლის თვალით უხილავ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს ორგანიზმში არსებული


სითხეებიც: ნერწყვი, ცრემლი, განავალი, შარდი, სპერმა. ამიტომ სრული
უსაფრთხოებისთვის, სასურველია სიფრთხილე C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან
ერთუიერთობისას.

თუ ადამიანი C ვირუსით დაინფცირებულის კბილის ჯაგრისს ან პირის საპარს მოიხმარს,


შესაძლებელია ვირუსით დასნებოვანება, რადგან ამ ნივთებზე სისხლის ნაწილაკები
არსებობის ალბათობა დიდია.
C ჰეპატიტის გამომწვევი პლაცენტალურ ბარიერს ვერ გადის, დედისგან ბავშვისთვის
დაავადების გადაცემის შანსი მცირეა. აქედან გამომდიანრე, C ვირუსით ინფიცრებულ
დედისთვის ორსულობა უკუნაჩვენები არ არის. ვირუსის გადაცემის ალბოთობაზე არც ის
ახდენს გავლენას, თუ როგორ იმშობიარებს ქალი – საკიესრო კვეთით თუ ბუნებრივი გზით.
ვირუსი არ გადადის ძუძუთი კვების დროს.
C ჰეპატიტს არ იწვევს კოღოს ნაკბენი, რადგან მწერის სხეულში ვირუსის ძალზე უმნიშვნელო
რაოდენობა ეტევა; არ გადაეცამა ხველებით, დაცემინებით, ჭურჭლით, საკვებითა და წყლით.
დაავადება არ გადადის საერთო პირსახოცით, კოცნით.

VI

C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი (ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების


გამოვლენამდე) უხშირესად 20-80 დღეა. C ჰეპატიტს ახასიათებს როგორც მწვავე, ასევე
ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსით შესაძლოა ნებისმეირი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს.
მწვავე C ჰეპატიტის დროს კლინიკური სიმპტომები იშვიათად (10-20%) ვლინდება. ამ დროს
აღინიშნება საერთო სისუსტე, დისკომფორტი მარჯვენა დერდქვეშა მიდამოში. ღვიძლის
ფუნქციათა მრავალფეროვნების გამო მისი ქსოვილის ანთება, ანუ ჰეპატიტი, შეიძლება
გამოვლინდეს სიმპტომთა ფართო სპექტრით; ესენია:
 კანისა და ლორწოვანი გარსის გაყვითლება;
 დაღლილობის შეგრძნება;
 ცხელება და ოფლიანობა;
 გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
 ტკივილი მუცლის არეში;
 უმადობა, ცხიმიანი საკვების შეძულება;
 ქავილი;
 წონაში დაკლება;
 სისხლჩაქცევები;
 გონების დაბინდვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
 ართრიტები (სახსრების ანთება);
 არასრულფასოვანი ძილი.
აღნიშნული ჩივილები ზოგადად ღვიძლის დაავადებებს ახასიათებს. C ჰეპატიტის დაიგნოსტიკა
და დადასტურება კი ლაბორატორიული მონაცემებით ხდება.

VII
მწვავე ჰეპატიტი C ავადმყოფთა 20-40%-თვის მკურნალობის გარეშე, სპონტანური
გამოჯამრთელებით სრულდება. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის შემთხვევაში ეს
მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა)
და ძვირად ღირებული პროცესია.

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა. C ჰეპატიტის


სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით
ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 7.7% .
ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს აქვს აქტიური დაავადება,
რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ქვეყნის მცირე მასშტაბი და C ჰეპატიტის გავრცელების
მაღალი მაჩვენებელი ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც საქართველო C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამისთვის შეირჩა.

VIII

იგი არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო


პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული
მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა.

2015 წლის  აპრილის თვეში  დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, დაიწყო C ჰეპატიტის


ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის
ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე, ახალი შემთხვევების
აღმოცენების პრევენცია და პროფილაქტიკა, დაავადებულ პირთა მკურნალობაზე
ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრი.

You might also like