You are on page 1of 9

კითხვის ნიშანი რასაც აქვს ბოლოს, ზუსტი პასუხი არ არის ნ.

1. ადისონის მიზეზი- აუტოიმუნური;


2. პიელონეფრიტის პრევენციისთვის შარდის ბაქტერიოლოგია;
3. ეპიგლოტიტი( თავი გადახრილი და ნერწყვდენა)- ჰემოფილუს ინფლუენსა;
4. ასპირაციული ბიოფსია- პერიფერიული კვანძი ფილტვში?
5. პანკრეატიტის დროს ტკივილის გადაცემა მარჯვნივ რა ნიშანია-კერტე კისერში და
მარჯვენა ბეჭში?
6. ჰემოგლობინი 100ზე დაბალი რკინას აძლევ;
7. ცისტურ ფიბროზიან ბავშვს თირკმელი უზიანდება რა იქნება -თირკმლის
უკმარისობა?
8. სიმსივნეები საყლაპავიდან შუასაყარში გულმკერდის ზედა ნაწილიდან
ვრცელდება.
9. რეზისტენტული ჰიპერტენზიის დროს ინიშნება-მინოქსოდილი;
10. ტრავმული დაზიანების დროს ღვიძლის IV ნაწილი ზიანდება;
11. პანკრეასის თავის დაჟეჟილობა და სადინრის გახეთქვა ოპერაცია-
დუოდენოპანკრეატექტომია;
12. მსხვილი ნაწლავს კიბო რამდენი სახისაა- 8;
13. კითხვაა რომელია საყლაპავის სიმსივნე იშვიათიო 70%-ში
ბრტყელუჯრედოვანია და 20% ადენოკარცინომა, კითხვის პასუხების მიხედვით
შემოხაზეთ;
14. დამწვრობის შემდეგ თირკმლის დაზიანების პრევენცია- დეჰიდრატაციის
კორექცია, ნატრიუმის ქლოორიდი 5%გლუკოზასთან ერთად;
15. დედას თუ ვირუსი აქვს ძუძუს აწოვებს ჩვეულებრივად შეწყვეტის გარეშე;
16. აორტის კოარქტაციისას რომელია სწორიო - პასუხია აორტის შევიწროების
ზემოთ ჰიპერტენზია და ქვემოთ-ჰიპოტენზია;
17. მჟავებითა და ტუტეებით საყლაპავის (თუ კუჭის არ მახსოვს ) დაზიანებას რა
ეწოდებაო - კოროზიული;
18. როგორი პნევმოთორაქსი არ არსებობს- შერეული ;
19. მწვავე აპემდიციტის მიზეზი არ არის- ბიკარბონატების ჰიპერსეკრეცია;
20. უმეტეს შემთხვევაში ფილტვის კიბო ვითარდება- ბრონქის ეპითელისგან
21. ალგოდისმენორეის დროს ტკივილს იწვევს პროსტაგლანდინის სიჭარბე;
22. ბავშვი 1თვის გადაიტანა ჩუყყვავილა და 4 დღეა აქვს სახსრის ტკივილი-
რეაქტიული ართრიტი;
23. ქალი უშვილო, ამენორეა ჰირსუტიზმი BMI >32 -პოლიკისტოზი აქვს;
24. ენდოკარდიტის დროს რა არ არის სწორი- ხშირია წინაგულთაშუა ძგიდის
დეფექტი;
25. ბავშვი უნაგირა ცხვირით, ხელზე ერთი განივი ნაოჭი, მონღოლოიდური თვალის
ჭრილი რომელი კვლევა უნდა ჩატარდეს- კარიოტიპირება;
26. უშაქრო დიაბედი აქვს ბავშვს რითი ვმკურნალობთ- დესმოპრესინი;
27. ბავშვს ვირუსი ქონდა და შემდეგ გამოაყარა -თრომბოციტოპენიური პურპურა;
28. ბავშვი ვირუსული ინფექციით, რინორეა მაღალი სიცხე, დაფისაპკის ჰიპერემია
და ჭირვეულობა ბავშვის როგორ ვმკურნალობთ- ამოქსიცილინი p.o. მაღალი დოზა;
29. საყლაპავის დივერტიკულს ახასიათებს- საკვების პატარა ულუფების..?
(გაურკვევლად უწერიათ)
30. ახალშობილებს რუტინულად არ უკეთდებათ- სისხლის საერთო ანალიზი;
31. კანქვეშა სუბკუტანეური მასტექტომია არის- ლობულური კარცინომის დროს;
32. 2 წლის ბავშვი მიიყვანეს კლინიკაში ცხელება მაღალი ტემპერატურა
დაუდასტურდა პნევმონია რა არის გამომწვევი- B ჯგუფის სტრეპტოკოკი?
33. კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მიზეზი რამდენი პროცენტია
წყლულოვანი დაავადება- 50%??
34. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა შეფერხებას იწვევს- უტერო- პლაცენტარული
უკმარისობა;
35. საყლაპავის სიმსივნეებიდან რომელი არ არის სწორი- კედლის ამყოლი?
36. საკვერცხის ეპითელური ( მუცინური) კისტა- მუცინური ადენომა;
37. საყლაპავის კიბოს პალიატიური ოპერაციაა- გასტროსტომა;
38. ჰიპიპლაზიური ანემია და რაღაც სახელიანი ანემიას რა ახასიათებთო-
რეტიკულოციტი პასუხში;
39. კულენკამპის სიმპტომი რა არის- რბილი მუცლის დროს დადებითი ბლუმბერგის
ნიშანი;
40. პრეეკლამფსია მხოლოდ ორსულებშია;
41. ეკლამფსიის პროფილაქტიკა და მკურნალობა მაგნეზია;
42. პრეეკლამფსიის დროსაა პროფილაქტიკა- ასპირინი!
43. პლაცენტა დაბლა მდებარეობს მე-20 კვირაზე დიდი ალბათობით რა იქნება-
პლაცენტის წინამდებარეობის განვითარება 10-% ში;
44. ბავშვს აქვს ერითემატოზური გამონაყარი, კონუქტივიტი, ხელებისა და ფეხების
შეშუპება რა დაავადებაა- კავასაკი;
45. ზემო მეზენტერული არტერიის ტოტი არ არის- მარცხენა კოლინჯის არტერია;
46. აბსცესია და არც ანტიმიკრობული მკირნალობა შველის და არც t არ აქვს-
ფილტვის კიბო;
47. რომელი დაავადების დროს არ ვითარდება გულის კუზი?- წინაგულთაშუა
ძგიდის;
48. ანტიკოაგულანტს როდის არ ვიყენებთ- ფორმულაა რაღაც 1ს თუ უდრის ეგ არის
სწორი;
49. ჟოლოსფერი ენ,ა ფეხები შესიებული- კავასაკი;
50. ბავშვი მკურნალობდა არასტეროიდებით და არ უშველა- რევმატოიდული
ართრიტი- ოლიგოარტიკილური ფორმა არის სწორი;
51. და იგივე კითხვაა და მიგყავს თვალის ექიმთან;
52. H. pilori სთან რომელი კიბო არ არის ასოცირებული- კუჭის სხეულის ნაწილის
კიბო;
53. აუტოიმუნურ ჰეპატიტს ახასიათებს- გლუკოკორტიკოიდებზე დადებითი
პასუხი;
54. ბრონქოექტაზიის დროს სისხლდენის მიზეზი- ბრონქის კედლის
ნეოვასკულარიზაცია;
55. პერიკარდიოცენტეზი- მარცხენა ნეკნ-მახვილისებრ კუთხეში;
56. GIST (სტრომული სიმსივნე)- ყველაზე ხშირად კუჭშია;
57. ნაწლავიდან საშუალო ხარისხის სისხლდენის დროს- T/A ზომიერად
დაქვეითებულია, ტაქიკარდია, შოკის ინდექსი 1ია;
58. პერიანალური ფისტულა რეფრაქტერულია- ქირურგიული ჩარევა ჭირდება;
59. პილეფლებიტი- ჩირქოვანი ანთება კარის ვენის
60. რიოლინის რკალი- a. colica sinistra + a. colica media რიოლინის ანასტომოზია-
კოლინჯის მარცხენა არტერია- კოლინჯის შუა არტერია;
61. მარჯვნივ თეძოს ფოსოში პერკუსიით ტკივილი მარცხნივ შეინიშნება- სიმპტომია
როვიზინგის;
62. ბავშვი ტკივილით ეპგასტრიუმში რომელმაც გადაინაცვლა მარჯვნივ -
აპენდიციტი აქვს;
63. პრეეკლამფსიის დროს საკეისრო კვეთის ჩვენებაა- სამიზნე ორგანოების
დაზიანების დროს;
64. პრენატალური ტესტები- მიმართულია პაციენტის დაბადებამდე პათოლოგიის
აღმოსაჩენად;
65. Tis ფილტვის კიბოს დროს -პრეინვაზიური კიბოა ფილტვის;
66. Tx საყლაპავის- არასაკმარისი ინფორმაციაა საყლაპავის კიბოს სადიაგმოსტიკოდ;
67. ცრუ კრუპს იწვევს- პარაგრიპი;
68. ვენური ჰემატომა არტერიულისგან განსხვავებით- არ პულსირებს და არ არის
დაჭიმული;
69. პინგლეს მანევრი- ღვიძლ- თორმეტგოჯა იოგის ლიგირება ტურნიკეტით;
70. არაეროზიულ გასტრიტს იწვევს H.pilori;
71. ურახუსი- შარდის ბუშტ-ჭიპის ფისტულა;
72. ბავშვს აქვს თვალები შეშუპებული და ცოტა სისხლი- ნეფრიტი სავარაუდოდ;
73. პერიტონიტის გართულება რა არის --ქვემოთ არი სურათი
74. ნერვული დეფექტი რასთან არის დაკავშირებული- ფოლიუმის ნაკლებიბა ან
ალფა ფეტოპროტეინის მატება;
75. ჰემოპტიზი ( სისხლიანი ხველა) ყველაზე იშვიათად- მეტასტაზურ სიმსივნეს
ახასიათებს;
76. ჰემატომეზისი- (სისხლიანი ღებინება) ყველაზე იშვიათია პნევმონიის დროს
77. ელექტროლიტები+ კრეატინინი+ შარდოვანა უნდა განისაზღვროს მეტაბოლური
ალკალოზის დროს;
78. პლევრის ექსუდატი ტრიგლიცერიდები- ქილოთორაქსი;
79. რომელი ჰეპატიტი უკუგანვითარდება უკვალოდ- მედიკამენტური ჰეპატიტი;
80. კოკის მიღება როდის არ არის რეკომენდირებული- ჰიპერტენზიის დროს?
81. ფეოქრომოციტიან პაციენტში ოპერაციის წინ წნევის კონტროლისთვის ალფა
ადრენობლოკატორთან ერთად გამოიყენება- ბეტა ბლოკერი;
82. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის ფონზე ჰიპერტენზიის დროს
საფრთხილოა- (პროპრანოლოლი)- ბეტა ბლოკერი.;
83. ნევროლოგიურ პრობლემებს რომელი არტერიის დაზიანება იწვევს?- ფაშვის
ღერო?? ან რომელიმე თავის ტვინის არტერია თუ იყო ის;
84. გულის ჭრილობაზე რა მიდგომაა - მარცხენა თორაკოტომია IV-V ნეკნთაშუა
სივრცე. მარცხენა წინა მიდგომა.
85. სად არის ლოკალიზებული ლანგერჰანსის უჯრედები- პანკრეასში;
86. რა მიუთითებს იმაზე რომ პერიფერიული შეშუპება და წონის მატება
განპირობებულია თირკმლის მწვავე დაზიანებით- კრეატინინის პროგრესული
მატება;
87. რა როლს ასრულებს რადიოლოგიური კვლევის მეთოდები სტეატოჰეპატიტის
დიაგნოსტიკაში-ღვიძლის სტეატოზის იდენტიფიცირება;
88. რომელი თანმხლები დაავადების დროს არ შეიძლება საყლაპავის აქალაზიის
მკურნალობა კარდიოდილატაციის გზით- პორტული ჰიპერტენზია საყლაპავის
ვენების ვარიკოზული გაგანიერებით;
89. ენტეროცელეს დროს რომელი ორგანოს თიაქარს აქვს ადგილი საშოში- წვრილი
ნაწლავი;
90. ბრუცელოზზეა რაღაც კითხვა- პრევენცია ხდება რო არაპასტერიზებულ რძეს არ
სვამ და ინფექციის წყარო რადგან ცხოველია ალბათ ნაკლები შეხება. ხორცი კარგად
შემწვარი. ორსულობის ნაადრევ ეტაპზე ჩაიტაროს კონსულტირება და გამოკვლევა
ზემოაღნიშნულ ინფექციებზე;
91. ვირხოვის მეტასტაზი(კუჭის კიბოს დროსაა)- მარცხენა ლავიწზედა ლიმფურ
კვანძში;
92. პარასტერნალური ლიმფური კვანძი იგივეა რაც- ინტრაკოსტალური;
93. ხალდაზმულ ასაკში განვითარებული სიყვითლის და წონაში კლების დროს რას
ვივარაუდებთ- სანაღვლე გზების ობსტრუქცია სიმსივნით;
94. ჰოსპიტალური ინფექციის განვითარების რისკი არაა- მოხუცებულთა
თავშესაფარის რეზიდენტობა;
95. კიდევ ორი კითხვა იყო მსგავსი ქეისები, კრუპის მკურნალობაზე, ერთ
შემთხვევაში მსუბუქი სიმპტომებია და სტეროიდებით ინჰალაცია დავწერე, მძიმედ
მიმდინარეში საინჰალციო ეპინეფრინი+კიდევ რაღაც;
96. ბავშვის რენტგენოლოგიურად კრდიოთორაკოგრამაზე 0.7 ქულაა - ჯანმრთელი;
97. კისტურ ფიბროზზე იყო ერთი ბავშვს აქვს ბავშვობიდან ინფექციებიო და
პანკრესტიტიო და დედამ აკოცაო და მარილიანი კანი აქვს- ოფლის ტესტს გაუკეთებ;
98. კუჭის წყლულის სისხლდენით გართულება არის 5-10%-ში;
99. ღვიძლს რამდენი წილი აქვს- 4!!!სეგმენტი 8 ;
100. . ცელიაკია რომელ პოპულაციას უფრო ახასიათებს აფროამერიკულ-
ჩრდილოეთ აფრიკა! ცელიაკიის დროს ხშირია დიაბეტი, კანის და ძვლების
დაზიანება;
101. . ცელიაკიის დროს არ ზიანდება - სასუნთქი სისტემა;
102. მწვავე ჰიპოტენზიის მიზეზი რა არის-სისხლდენა კუჭიდან;
103. ენდომეტრიოზის დიაგნოზის დადგენა- ბიოფსია;
104. კალოს სამკუთხედი - ზემოთა საზღვარი ღვიძლის არტერიის მარჯვენა ტოტი;
105. როგორია პარასტერნალური თიაქარი - პასუხია მორგანის(მარგანის) კოსტო-
სტერნული თიაქარი;
106. შუასაყრის საზღვრები წინა გულმკერდის ძვალი, უკანა ხერხემალი და პლევრის
გვერდითი ზედაპირები;
107. სიგმოიდური ნაწლავის შემოგრეხისას დაზიანების პირველი ნიშანია ნაწლავის
კედლის კონტრ რაღაცაა (ეგაა სწორი) (არტერიის მოჭყლეტაცაა პასუხებშ მარა ეგ
არაა);
108. ბავშვს აქვს ნაღვლოვანი ღებინება, ჟოლოსებური გამონადენი - კლასიკური
ინვაგინაციაა;
109. კუჭის ლიმფური სადინრები არი 2;
110. 12გოჯას სიგრძეა 25-30;
111. ფილტვის შეძენილი კისტები უპირატესად ვრცელდება პლევრალურ
ზედაპირებზე და წილთაშუა ღარებში;
112. გულის სარკომა შორეულ მეტასტაზს 30%ში იძლევა;
113. შოკის ინდექსი - 20 - 30% ის დაკარგვისას - 1- <30% - 1,5, <50% - 2!!
114. შარდის გაწითლებას იწვევს- რიფამპიცინი;
115. რომელი უწყობს ქსოვილების ზრდას ხელს - ინსულინის მსგავსი ფაქტორი;
116. რომელი კვირიდან იწარმოება გრავიდოგრამა- 24 კვირიდან;
117. პანკრეასის სადინრები რომელბია? ვირზუნგი და სანტორინი;
118. კორონალური სინდრომია, ქოშინით! არ დასტურდება ეკგ -ით და რა იქნება
შემდგომი ტაქტიკა? 6სთ-ში ტროპონინი და განმეორებითი ეკგ;
119. ბავშვს ჰქონდა ინფექციური დაავადება, იმკურნალა ანტიბიოტიკებით, იყო
დადებითი დინამიკა, მარა დაეწყო 3დღეში მუხლის შეშუპება სიწითლე, რით
უმკურნალებ? NSAIDS
120. ნაღვლის ბუშტის T2 კიბოა, რა ოპერაციას გააკეთებდი? ქოლეცისტექტომია +
ღვიძლის 4-5 სეგმენტებით;
121. ყივანახვველას გმაომწვევი - ბორდეტელა- Bordаtella pertussis;
122. რა იწვევს მწვავე გაუვალობას - ადინამიური;
123. რომელია ფილტვის ცენტრალური კიბო? - წვრილუჯრედოვანი ბრონქული
კარცინომა;
124. არტერიული ჰიპერტენზიის ინციაციის ფაზაში რა არ დაინიშნებაო -
დიურეტიკები(სპირონოლაქტონი);
125. მწვავე არტერიული თრომბოემბოლიის მკურნალობა. ფოგარტის კათეტერით
შედიან;
126. 4 წლის ბავშვი არის, მე-2 დღეა აქვს ცხელება, ყელის ტკივილი. დღეს პირის
ღრუს ლორწოვანზე გამოუვლინდა ქინძისთავისოდენა თეთრი გამონაყარი წითელი
არშიის ფონზეო. აღსანიშნავია რომ ვაქვინირებული არ არისო - რითი
უმკურნალებდითო. ვიტამინები იყო ჩამოწერილი - B12;?
127. ორსულობის დროს რა შემთხვევაში ედება ყელზე ცირკულარული ნაკერი -
წყლების ნაადრევი დაღვრისას;
128. . მუცლის არტერიას პირდაპირ გამოეყოფა საკვერცხლის არტერია;
129. რომლის შემდეგ არ განვითარდება დემპინგ სინდრომი - მსხვილი ნაწლავის
ოპერაციების შემდეგ;
130. ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი არ უნდა დაინიშნოს არტერიული
ჰიპერტენზიის დროს, თუ მას თან ახლავს ბრონქული ასთმა?
ა) კლოფელინი;
ბ) კაპოტენი;
გ) ჰიპოთიაზიდი;
*დ) ანაპრილინი;
ე) ნიფედიპინი;
132. ჩამოთვლილი ანტიჰიპერტენზიული საშუალებებიდან რომელმა შეიძლება
გამოიწვიოს მძიმე მოხსნის სინდრომი?
*ა) კლოფელინმა;
ბ) ჰიპოთიაზიდმა;
გ) ენალაპრილმა;
დ) ამილორიდმა;
ე) სპირონოლაქტონმა
133. მწვავე პერიკარდიტისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი
ნიშანი, გარდა:
ა) ტკივილისა მკერდის ძვლის უკან, რომელიც ძლიერდება სუნთქვისა და ზურგზე
წოლისას;
ბ) ორკომპონენტიანი ხახუნის ხმიანობისა;
გ) ცხელებისა და საერთო სისუსტისა;
დ) პნევმოკოკური პნევმონიის თანაარსებობისა;
*ე) მე-2 ტონის პარადოქსული გახლეჩისა.
134. ჰიპოტენზიურ ანტიადრენერგულ საშუალებებს განეკუთვნება:
ა) რეზერპინი;
ბ) ნიფედიპინი;
გ) ფინოპტინი;
*დ) ვეროშპირონი
135. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული
უკმარისობის ფონზე შესაძლებელია ყველა ჩამოთვლილი პრეპარატით, გარდა:
ა) დიგოქსინის;
*ბ) დიგიტოქსინის;
გ) იზოლანიდისა;
დ) ადონიზიდისა.
136. ალერგიაზე ეჭვის დროს მოწმდება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ა) შრატში Ig E;
ბ) ეოზინოფილები;
*გ) Ig D
დ) რადიოალერგოსორბენტული ტესტი;
ე) კანის ტესტები.
137. ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს გამოიყენებთ სისხლძარღვთა
უკმარისობის პროფილაქტიკისათვის პნევმონიის მკურნალობისას
ა) სულფადიმეტოქსინი;
ბ) ფუზიდინი;
*გ) „B1“ და „C“ ვიტამინებს;
დ) ინდომეტაცინი;
ე) დელაგილი
138. მწვავე ბრონქიტის წარმოშობის ძირითადი მიზეზია:
ა) გაზებისა და აეროზოლების შესუნთქვა ჰაერგამტარი გზების ლორწოვანი გარსის
გაღიზიანებით;
ბ) გადაცივება;
*გ) ვირუსულ-ბაქტერიული ინფექცია;
დ) თამბაქოს წევა.
139. ძალზე მაღალი ალბათობით პლევრის გამონაჟონის ექსუდაციურ ხასიათზე
რივალტას დადებით სინჯთან და ცილის 30 გრ/ლ-ზე მეტ შემცველობასთან
ერთად/კომბინაციაში მიუთითებს გამონაჟონში:
ა) გლუკოზის მომატებული შემცველობა;
*ბ) ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატებული შემცველობა;
გ) ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატებული შემცველობა;
დ) ალანინამინოტრანსფერაზას მომატებული შემცველობა;
ე) ქოლესტერინის მომატებული შემცველობა
140. სისხლში არაკონიუგირებული (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის
მატება ხდება ყველა ჩამოთვლილი მეტაბოლური დარღვევების მიზეზით, გარდა
ა) ბილირუბინის ჭარბი წარმოქმნის;
ბ) ღვიძლის მიერ ბილირუბინის კონიუგირების დაქვეითებისა;
გ) ჰეპატოციტებში გლუკურონილტრანსფერაზის ნაკლებობისა;
*დ) ღვიძლის მიერ ბილირუბინის კონიუგირების გაძლიერებისა;
ე) ერითროციტების გაძლიერებული დაშლისა.
141. ედს-ის მომატება აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციაში, გარდა
ერთისა:
ა) ვაქცინოთერაპიის
ბ) სისხლის გადასხმის
გ) მშობიარობის მე-4 თვიდან
*დ) საძილე საშუალებების მიღების
ე) ხანდაზმულ პერიოდში
142. ვულვის კრაუროზი ყველაზე მეტად რომელ შრეებს აზიანებს- შემაერთებელ
ქსოვილს;
143. ბრმა ნაწლავის მკვებავი სისხლძარღვი (a. apendicularis) რისი ტოტია-
პასუხებში 1.ჯორჯლის ქვემო და თეძოს გარეთა არტერია; 2.თეძო-კოლინჯი!
სხვადასხვა ტესტშია;
144. ბავშვს ფეხის და ხელის გულები აქვს ყვითელი, სხვა ყველაფერი ნორმაშია და
პასუხია კაროტინების შემცველი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღება;
145. რომელი ანტიბიოტიკი აზიანებს თირკმელს- მაკროლიდები; (ჩვენ ტესტშია
ამინოგლიკოზიდები)
146. ჰეპატომელაგლია,სიყვითლე,ღრძილებიდან სისხლდენა,წონაში
კლება,ქსანთომები ქუთუთოებზე.რა საშუალებით შეიძლება დიაგნოზის დასმა-
ღვიძლის ბიოფსია;
147. ძლიერი ტკივილი,რომელსაც მხოლოდ მორფინი ხსნის,პაციენტი მიჯაჭვულია
საწოლს,მსგავსი სიმპტომი ჰქონდა რამდენი თვის წინ.დიაგნოზი- ძვლის ტვინის
ინფარქტი;
148. თირკმლის რომელი უბნის დაზიანებას ახასიათებს ეს ცვლილება( ანალიზში
შარდში ცილაა)- გორგლოვან დაზიანებას;
149. რა ახასიათებს ვულვის კრაუროზს- ატროფია;
150. აუტიზმის ნიშანი- თვალს რომ ვერ უსწორებს;
151. არარეგულარული არითმია მოციმციმესგან განსხვავდება- P კბილი დიდი , f
ტალღები;
152. მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარება ანატომიურად ყველაზე ხშირად
ხდება: ინფრარენულად(თირკმლის არტერიის გამოსვლის ქვეშ)/ თეძოს გარეთა და
შიგნითა არტერიების ბიფურკაციის ადგილას;
153. სარძევე ჯირკვლის კიბო ვითარდება-სარძევე სადინრების ეპითელიუმიდან და
ჯირკვლის წილაკებიდან;
154. როგორია არტერიული ემბოლიის ქირურგიული ოპერაცია- თრომბექტომია;
155. ჰელიკობაქტერიის მკურნალობა- 2ანტიბიოტიკი და ომეპრაზოლი;
156. სამეანო მაშების დადების ოპერაცია- 3ეტაპი!;
157. პანკრეასის სისხლით მომადაგება ხდება- პანკრეასის და თორმეტგოჯას ზედა
და ქვემო არტერიები;
158. სანდიფერის სინდრომი რა არის?გარდამავალი კისერმრუდობა, რომელიც
ვითარდება ბავშვებში დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს;
159. 4წლამდე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი არის სტრეპტოკოკი!!
160. გულის უკმარისობა თირკმლისმიერი გართულებით არ უნდა დაინიშნოს
დიგოქსინი.
161. მენოპაუზაში რა ჰორმონია წამყვანი- ესტროგენი;
162. კიდე იყო ჰიპოგლიკემიის მიზეზებიო ყველაზე ხშირად- ინსულინომა
პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების სიმსივნე;
163. ჭეილობა რო კორონალურ არტერიასთანაა ახლოს რა ნაკერი იდება- უწყვეტი?;
164. ბრონქოექტაზია რომელი ინფექციითაა რომელიც სწრაფად იწვევს უკმარისობის
განვითარება ჰემოფილუს ინფლუენსა
165. ბავშვი არი მთლიანად ყვითელი და რას აკეთებ ფოტოთერაპიას იწყებ (ის
პასუხი არაა სწორი ტრანსფუზიაზე)
166. საშვილოსნოს ყელის ატიპური დისპლაზიაა და რომელ პერიოდში იქნება
მალიგნიზაციის რისკი- პოსტმენოპაუზა;
167. კლინიკაა პილოროსტენოზის და რას არ აკეთებო- პილოროტომია;
168. პორფირია აქვს და რას არ აკეთებო დექსტროზას.
169. რკინადეფიციტური ანემიის დროს( კლინიკაა ჩამოწერილი მსგავსი) ფერიტინი
დაკლებულია.
170. ბავშვი არი შეშუპებული ძირიტადად ტერფებიო და კიდე სტომატიტი და
ფრჩხილების მტვრევა და რაღაც ეგეთები აქვს აქვს- პროტეინურიაა!! ძაან
დამაბნეველი პასუხებია მარა ესაა
171. დიაბეტი კეტოაციდური და რატო უკეთებ ინსულინს და რატო უსხავ სითხეს-
ჰიპოკალემიის პრევენციისთვის;
172. კოლაფსი აქვს და მერე სპონტანურად აღდგებაო რა არი მიზეზი და
სისხლმომარაგების შემცირება თავის ტვინში;
173. კრეატინფოსფოკინაზაა მომატებული და რადროს იქნება- რაბდომიოლიზი;
174. ბავშვს აქვს კეტოაციდური დიაბეტი და ტემპერატურა აქვს რისი ბრალია-
ინფექციის.
175. ბავშვს პერიფერიულ სისხლში არ აქვს ბლასტური უჯრედები, ძვლის ტვინის
პუნქციისას ნახეს 2% - ნორმაა არაფერი არ ჭირს ბავშვს
176. რომელია ყველაზე ხშირი პერიკარდიტი აუტოიმუნურის შემდეგ-
ბაქტერიული;
177. copd აქვს სტაბილური რას არ გამოიყენებ- ორალურ პრედნიზოლონს
178. პაციენტს აქვს ტკივილი მუცელში, ცხელება და სიმპტომურად მკვეთრად
მძიმდება და რა აქვს- ბაქტერიული პერიტონიტი;
179. ცელიაკიას რა ახასიათებს-რკინადეფიციტური ანემია

You might also like