You are on page 1of 23

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

• საგანი-თერაპია(დავადებათა დიფერენციალური დიაგნოსტიკა )


• საპრეზენტაციო თემა-აბდომინალგიის დიფერენციალური დიაგნოზი
• ლექტორი-ეკა ერისთავი
• სემესტრი-XI
• ფაკულტეტი-მედიცინა
• პრეზენტატორი-თამაზ წილოსანი
განსახილველი საკითხები
• ტკივილის დეფინიცია.
• ტკივილის გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორები.
• აბდომინალგიის ხასიათი.
• ტკივილის თანხმლები სახიფათო სიმპტომები.
• დაავადებები რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე მუცლის
სინდრომი.
• ძირითადი შეკითხვები, რომელიც უნდა დაისვას მუცელში ტკივილის
დროს.
• ფიზიკური გასინჯვა.
• ლაბოლატორიული და რადიოლოგიური კვლევები.
• მუცელში ტკივილის დახასიათება სხვადასხვა დაავადების დროს.
• მკურნალობა.
ტკივილის დეფინიცია
• ტკივილი მუცელში წარმოადგენს
პაციანტში ყველაზე ხშირ და ექიმიმისთვის
ერთ-ერთ ყველაზე რთულ დიაგნოსტიკურ
პრობლემას, ტკივილის წარმოშობის
მიზეზთა დიაპაზონი მეტად ფართოა:
სიცოცხლისთვის საშიში მწავავე
მდგომარეობები, რამდენიმე სისტემის
ერთდროულად ჩართვა, ფუნქციური
დარღვევები.
• მუცელში ტკივილის გამომწვევი მიმზეზი
შესაძლოა იყოს მუცლის ღრუს,
ერთიმეორესთან უშუალო სიახლოვეში
მყოფი ბევრი ორგანო: კუჭი, ღვიძლი,
ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა,
წვრილი და მსხვილი ნაჭლავები,
თირკმელები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო
და დანამატები.
ტკივილის გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორები
• ღრუ ორგანოს ლორწოვანი ან კუნთოვანი შრის პათოლოგია:
პეპტიკური დაავადება, ანთება, ჰემორაგიული გასტრიტი, გასტრო-
ეზოფაგური რეფლიქსი, რეფლუქს ეზოფაგიტი, აპენდიციტი,
ქოლანგიტი, ქოლიცისტიტი, კოლიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი,
ენდომეტრიტი.
• ვისცერული სპაზმი, ან გაწიმვა: ნაწლავის ობსტრუქცია, აპენდიქსის
ობსტრუქცია, თიაქრის ჩაჭედვა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,
მწვავე ბილიარული ობსტრუქცია, პანკრეასის სადინრის ობსტრუქცია,
ურეთრის ობსტრუქცია, ფალოპის მილის ობსტრუქცია,.
• სისხლის, სისხლძარღვთა, ლიმფური სისტემის დაავადებები:
მეზენტერიული თრომბოზი, არტერიის დისექცია ანუ რუბტურა,
ოკლუზია გარეგანი ზეწოლით, მეზენტერიული ლიმფა დენიტი,
ჰემოგლობინოპათია.
• პერიტონიუმის ანთება: ბაქტერიული
ინფექცია, ნაწლავის ინფარქტი,
ქიმიური გაღიზიანება, პანკრეატიტი,
სეროზიტი.
• მუცლის კედლის დაზიანება:
ტრავმული თიაქარი, კუნთის ანთება ან
ინფექცია, ჰემატომა.
• ტოქსინები: მწერის ნაკბენი,მოწამვლა
ტყვიით, სოკოთი და სხვადასხვა სახის
ინტოქსიკაცია.
• ნერვული სისტემის დაავადებები:
ჰერპეს-ზოსტერი, ზურგის ტვინის
ტაბესი, კაუზალგია, სპინალური
ფესვების კომპრესია ან ანთება.
• გადაცემითი ტკივილი: გულის იშემია,
პლევროპვნევმონია, პნევმოთორაქსი,
ფილტვის არტერიის ემბოლია,
აბდომინალგიის ხასიათი
• ტკივილის მიზეზის სიცოცხლისთვის საშიშროების სეფასებაში, დიდი
დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს დაწყების ტემპს-უეცარ თუ თანდათანობით
დაწყებას.
• ტკივილის უეცარი დაწყების მიზეზები: პერფორაცია, კუჭის, თორმეტგოჯა
ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის კიბო, თიაქრის ჩაჭედვა, ჯორჯლიზ არტერიების
თრომბოზი და წვრილი ნაწლავის ინფარქტი, შარდსაწცეთის კოლიკა, მუცლის
აორტის ანევრიზმის გახეთქვა, საშვილოსნოს გარე ორსულობა, საკვერცხის
აპოპლექსია და კისტის შემოგრეხა.
• ტკივილის თანდათანობითი დაწყების
შემპარავი მიზეზები: კუჭის და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულის გამწვავება, მწვავე
ქოლეცისტიტი, მწვავე პანკრიატიტი,
დივერტიკულიტი, ნაწლავთა გაუალობა, მწვავე
აპენდიციტი, ადნექსიტი, მწვავე პიელონეფრიტი ან
ცისტიტი, პროსტატიტი, მეზენტერიული
ლიმფადენიტი, მუცლის შდია ბცესები.
• ტკივილის პერიოდულობა. მუდმივი: ახასიათებს
ანთებითი გენეზის ტკივილს.
• პერიოდული: აღინიშნება გარკვეულ საათებში ან
ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს ( მაგ.
ფიპერსეკრეციული მშიერი ტკივილი)
• მოვლითი: განპირობებულია ღრუ ორგანოების
გლუვკუნთოვანი აპარატის სპაზმური შეკუმშვით.
• სეზონური: თავს იჩენს გაზაფხულსა და
შემოდგომაზე, მაგ. წყლულოვანი პათოლოგიის
დროს.
• გავრცელების თავისებურებებიდან
გამომდინარე: განასხვავებენ
არალოკალიზებულ (ვისცერული),
ლოკალიზებულ ( სომატურ- პარიესული),
ტკივილის თანხმლები სახიფათო სიმპტომები
• ტკივილის თანმხლები სახიფათო სიმპტომები ,
რომლებიც წინა პლანზე გადმოწევს
გადაუდებელი ოპერაციის ჩარევის საკითხს.: თუ
პაციენტს აქვს უეცარი ტკივილი მუცლის არეში,
სასწრაფოდ უნდა შეფასდეს ვიტალური მონაცემები.
• ზოგადი საგანგაშო სიმპტომები: აპათია,
არტერიული წნევის დაქვეითება, გულის წასვლის
ეპიზოდები, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები,
თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია,
ტემპერატურის მომატება.
• ადგილობრივ საგანგაშო სიმპტომატიკას
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ
მიმართებით საჭიროა სიფხიზლე მწვავე მუცლის
სიმპტომო კომპლექსის გამოსავლენად. მისი
არსებობა მიუთითებს სიცოცხლისთვის საშიში
მდგომარეობის პერიტონიტის საფრთხეზე.
დაავადებები რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე
მუცლის სინდრომი
• აპენდიციტი • კოლიკა სანაღვლე გზის
• აორტის ანევრიზმის განშრევება • მწვავე პანკრეატიტი
• ელენთის აბცესი • კუჭის თორმეტგოჯას პერფორაცია
• თიაქრის ცაჭედვა • საშვილოსნოსგარე ორსულობა
• თირკმელზედაჯირკვლოვანი • აბდომინალური სეფსისი
კრიზი • სისხლძარღვების დახშობა
• მეზენტერიული სისხლძარღვთა • წყლულოვანი პროცესი
თრომბოზი
• ადნექსიტი
• კეტოაციდოზი
• კოლიკა თირკმლის
• შარდსაწვეთის ობსტრუქცია
ძირითადი შეკითხვები, რომელიც უნდა დაისვას მუცელში ტკივილის დროს.
1. კონკრეტულად სად აღინიშნება ტკივილი?
2. როგორია ტკივილის ხასიათი? ყრუ? მწვავე? ხანჯლის ჩაცემის მსგავსი?. ყრუ
ტკივილი დამახასიათებელია ღვიძლის ციროზისთვის, მწველი წლულოვანი
დაავადებებისთვის, ხანჯლის ჩაცემის მსგავსი წყლულის პერფორაციისთვის.
3. ახასიათებს თუ არა ტკივილს იარდიაცია რომელიმე მიმართულებით?
4. ტკივილი მუდმივია თუ ხანგამოშვებითი?
5. აღინიშნებოდა თუ არა ადრე მსგავსი ხასიათის ტკივილი?( მაგ. წყლულოვანი
დაავადება ან ნაღვლკენჭოვანი დაავადება).
6. აღნიშნავს თუ არა მადის შეცვლას და დაიკლო თუ არა წონაში?
7. ახლავს თუ არა ტკივილს გულის რევა, ღებინება, ცხელება?
8. აქვს თუ არა შეკრულობა ან დიარეა?
9. სასარგებლოა გენეტიკური ანამნეზის ცოდნა .
ფიზიკური გასინჯვა

• ობიექტური გამოკვლევის დასაწყისში უნდა შეფასდეს პაციენტის ვიტალური მონაცემები,


მოწმდება ჰემოდინამიკური სტაბილურობა, პულსი და არტერიული წნევა, ყველა შემთხვევაში
უნდა გადავიღოთ ეკგ კორონალური წარმოშობის გადაცემული ტკივილის გამოსარიცხად .
• ფასდება პაციენტის იერი და ზოგადი მდგომარეობა, პაციენტსი პოზა, მაგ. პაციენტი წინ იხრება
პანკრეატიტის ან კუჭის წყლულის პერფორაციის დროს, ნაკვებობის დონე, სხეულის მასის
დეფიციტი ან სიჭარბე, სხეულის ტემპერატურა, გამონაყარი კანზე და ლორწოვანზე, ტურგორი.
• ინსპექციით დგინდება მუცლის ასიმეტრია, ხილული გამოდრეკილობა( თიაქარი) მუცლის
შებერილობა, მოპულსირე წარმონაქმნი, იზომება მუცლის გარშემოწერილობა.
• პალპაციით უნდა შეფასდეს მუცლის დაჭიმულობა, პერიტომნიუმის გაღიზიანებსი სიმპტომები,
ლოკალური მტკივნეულობა, ტკივილის ზუსტი ტოპიკა, პულსააცია მუცელში, ლიმფადენოპათია ,
ღვიძლის და ელენთის ზომები, კოსტოვერტებრული კუთხის დაჭიმულობა.
• პერკუსია, ღვიძლის და ელენთის მოყრუების ზონები, სითხისა და აირების არსებობა, მუსცლის
აუსკულტაციით ვამოწმებთ ნაწლავების ხმიანობას, მუცლის აორტის ტონები და შუილები.
• რექტალური გასინჯვით ვადგენთ მტკივნეულლობას დაჭიმულობას სწორ ნაწლავში, კვანძებისა
და სისხლის არსებობას.
• უნდა შემოწმდეს პერიფერიული პულსაცია არტერიული ოკლუზიის დაავადების აღმოჩენის
შემთხვევაში
ლაბოლატორიული და რადიოლოგიური კვლევები
• კველვას ვატარებთ კლინიკური სურათის
გათვალისწინებით.
• რუტინული კვლევები მოიცავს: სისხლის
საერთო ანალიზი, ელექტროლიტების
შემცველობა სისხლში, კოაგულოგრამა, სისხლში
შაქრის შემცველობის განსაზღვრა, ღვიძლის
პანკრეასის და თირკმლის ფუნქციის ბიოქიმიური
ანალიზი, ეკგ, ჰემატოკრიტი,შარდის საერთო
ანალზი, განავლის ანალიზი, ორსულობის ტესტი,
რენდგენოგრაფია გულმკერდის, მუცლის,
ხერხემლის.
• სპეციფიკური კვლევები მოიცავს:
ულტრასონოგრაფია, კომპიუტერიული და
მაგნიტორეზონანსული
ტომოგრაფია,ანგიოგრაფია,
რენდგენოკონტრასტული გამოკვლევა ბარიუმით,
ირინგოსკოპია, ენდოსკოპიური კვლევები,
ქოლანგიოგრაფია, ინტრავენური პიელოგრაფია,
ლაპარასკოპია და საცდელი
ლაპარატომია,ბიოფსია.
მუცელში ტკივილის დახასიათება სხვადასხვა დაავადების დროს
• თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: დამახასიათებელია ლოკალიზებული,
მწველი მშიერი ტკივილი უზმოზე, ასევე ტიპურად შეძლება დაიწყოს საკვების
მიღებიდან 2-4 სთში ან შუა ღამეს გამოაღვიძოს პაციენტი, საკვების ან
ანტაციდების მირების შემდეგ, მისი ინტენსივობა მცირდება, ტკივილის
ახასიეტებს რიტმულობა, პერიოდულობა, სეზონურობა , ირადიაციას არ
განიცდის.
• კუჭის წყლული: დამახასიათებელია დიფუზური მღრღნელი, მწველი ტკივილი,
რომელლიც იწყება საკვების მიღებიდან 30 წთდან 2 სთმდე, საკვების მიღების
შემდეგ ზოგჯერ ადგუილი აქვს ბოყინსა და გულისრევას, შეიძლება
აღენიშნებოდეს წონაში დაკლება და სისხლდენის ეპიზოდები.
• წყლულის პერფორაცია: სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
დამახასიათებელია უეცარი ძლიერი ხანჯლის ჩაცემის მსგავსი ტკივილი,
რომელმაც შეიძლება მოიცვას მთელი მუცელი, და გადაეცეს ზურგში, აღინიშნება
მუცლის წინა კედლის რიგიდობა, დაჭიმულობა, ნაწლავის ხმიანობის
არარსებობა.
• გასტრიტი: მწვავე გასტრიტის დროს აღინიშნება მუცლის ტკივილის მწვავე
შეტევა. ტკივილი შეძლება გამოიხატოს მსუბუქი დისკომფორტით ეპიგასტრიუმის
შუა არეში, ტკივილს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, ანორექცია, გულის რევა ,
სისხლიანი ღებინება და მელენა.
• ქოლეცისტიტი: პაციენტს აღენიშნება მწვავე ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა
კვანდრანტში, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ, ტკივილს ახასიათებს
ირადიაცია, მარჯვენნა მხარში, ბეჭში ან გულმკერდში, მერფის ნიშანი დადებითია.
• ღვიძლის ციროზი: ყრუ ტკივილს ხშირად თან ახლავს ანორექსია,
მოუნელებლობა, გულის რევა, ღებინება, შეკრულობა, დიარეა, ცხელება, ასციტი,
ფეხების შეშუპება, ჰეპატომეგალია, სიყვითლე, ძლიერი ქავილი, სისხლდენისკენ
მიდრეკილება, პალმარული ერითემა და მედუზას თავის ნიშანი.
• პანკრეატიტი: გახანგრძლივებულია ტკივილი მუცლის ზედა არეში, რომელიც
ირადირდება ორივე ფერდში და ზურგში, აქვს სარტყლისებრი ხასიათი, შეტევის
დასაწყისში დამახასიათებბელია მოუსვენრობა, მდგომარეობის დამძიმების
შემთხვევაში უძრავი პოზა.
• აპენდიციტი: მწვავე ტკივილი აღმოცენდება ეპიგასტრიუმში, ან ჭიპის არეში,
ანორექსია გულის რევა და ღებინება აღინიშნება ტკივილის შემდეგ, ტკივილს თან
ახლავს ცხელება, მუცლის დაჭიმულობა, ტკივილი ძლიერდება ხველის დროს,
ბლიმბერდის ნიშანი დადებითია.
• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: ეპიგასტრიუმის მიდამოში აღინიშნება
მოვლითი ტკივილი, რომელსაც აქვს შეტევითი ხასიათი, და თან ახლავს
გულისრევა, ღებინება, რომელიც ტკივილს არ ამსუბუქებს, ზოგჯერ ტკივილი
ვრცელდება საყლაპავის გასწვრივ, შეიძლება ავადმყოფს ქონდეს ყელში ლუკმის
გაჩხირვის შეგრძნება.
• პიელონეფრიტი: ტკივილი აღინიშნება დაზიანების მხარეს, გვერდში,
საზარდული არეში, შეიძლება ირადირებდეს მუცლის შუა ნაწილში,
კოსტოვერტებრული კუთხე დაჭიმულია, თან ახლავს ცხელება, შემცივნება,
გულისრევა, ღებინება, გახშირებილი შარდვა და ტკივილი შარდვის დროს.
• პროსტატიტი: ტკივილი აღინიშნება ბოქვენზედა და საზარდულის არეებში , თან
ახლავს დიზურია, შარდვის გახშირება, ნიქტურია, შემცივნება, მაღალი ცხელება,
გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, მიალგია, ართრალგია.
მკურნალობა

• მწვავე აპენდიციტი- როდესაც


დასმულია აპენდიციტის
დიაგნოზი, ტარდება
აპენდექტომია- ანთებადი
ჭიაყელა ნაწლავის
ქირურგიული გზით ამოკვეთა.
განაკვეთი კეთდება
მაკბურნეის წერტილში,
აპენდიქსის ამოსაკვეთად ორი
მეთოდია მიღებული,
ჩვეულებრივ ქირურგიული
ჩარევა კანისა და სხვა
ქსოვილების გაკვეთის გზით და
აპენდექტომია ლაპარასკოპის
საშუალებით. ანტიბიოტიკებით
მკურნალობას კი დიაგნოზის
დასმისთანავე იწყებენ.
• მწვავე ქოლეცისტიტი- მქონე
პაციენტები საჭიროებენ
ჰოსპიტალიზაციას მათ
ეკრძალებათ საკვებისა და
სასმლის მიღება და
ინტრავენურად ეძლევათ
სითხეები და ელექტროლიტები,
გარდა ამისა პაციენტს
ინტავენულად ეძლევა
ანტიბიოტიკები და
ტკივილგამაყუჩებლები, თუ
დადგინდა მწვავე
ქოლეცისტიტის დიაგნოზი და
ოპერაციის ჩატარების რისკი
მცირეა, სიმპტომების გაჩენიდან
24-48 სთში, ნაღვლის ბუშტს
ამოკვეტენ, ნაღვლის ბუშტის
ქირურგიული
ამოკვეთა(ქოლეცისტექტომია)
ჩვეულებრივ ხორციელდება
• მწვავე პანკრეატიტი-დროს მკურნალობის მიზანია
კუჭქვეშა ჯირკვალში განვითარებული ანთებითი და
ნეკროზული პროცესების შემოსაზღვრა, ტკივილის
მოხსნა და ინტოქცისკაციის ჩახშობა, შეტევის
დაწყებიდან 3-4 დღის განმავლობაში ავადმყოფს
ენიშნება მკაცრი წოლითი რეჟიმი, სრული შიმშილი,
მუცელზე ყინულის ბუშტი დადება, წვირლი ზონდით
კუჭის ამორეცხვა, ანტაციტური პრეპარატების
სეკრეციის ბლოკირების მიზნით. აუცილებელია
ტკივილის მოხსნა, რისთვისაც კეტდება
სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩაებელი
პრეპარატების ინექცია. ინფექციური გართულებების
თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები,
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ორგანიზმის
დეზინტოქსიკაციისთვის-ჰემოდეზის, მანიტოლის და
სხვა ამგვარი პრეპარატების ინტრავენური გადასხმა.
ოპერაცია აუცილებელია როცა პანკრეატიტი ტრავმის
შედეგია, ამ დროს ქირურგი პანკრეასის
იმფიცირებულ და დაშლილ ნაწილებს ამოკვეთს.
• პროსტატი- პროსტატის
პროვოცირებას ყოველთვის
რადენიმე ფაქტორი ახდენს,
ამიტომ მოქმედებაც
ერთდროულად რამდენიმე
მიმართულებით არის საჭირო
მკურნალობის კომპლექსურ
პროგრამაში შედის
ანტიბაქტერიული მკურნალობა,
მკურნალობა პრეპარატებით,
რომლებიც აუმჯობესებს
სისხლძარღვების ტონუს,
ფიზიოთერაპიული
პროცედურები(მაგნიტოლაზეროინ
დუქტოთერაპია,
რეფლექსოთერაპია) ასევე
ზოგადგამაჯანსაღებელი
• კრონის დაავადება- მკურნალობა
საკმაოდ რთულია და დაავადების
სიმძიმესა და ანთებითი პროცესის
ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული,
მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია
სამკურნალო კვება, შეწოვის ფუნქციის
აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის
დარღვევათა აღმოფხვრა,
ელექტროლიტების, პოლივიტამინების,
მოწესრიგება. ბაზისური პათოგენური
მკურნალობა 5-ამინოსალიცმჟავას
შემცველი პეპარატებით,
გლუკოკორტიკოიდებიტ და
არაჰორმონული იმუნოდეპრესანტებით.
სიმპტომური თერაპია, ქირურგიული
მკურნალობა- ოპერაციულ ჩარევას
მიმართავენ ნაწლავის გაუვალობის,
ფისტულების, აბცესის, პერფორაციის, და
ნაწლავიდან სისხლდენის დროს.
ნაწლავის მრავლობითი რეზექციის

You might also like