You are on page 1of 45

კუჭისა და თორმეტგოჯა

ნაწლავის წყლულოვანი
დაავადება
წყლულოვანი დაავადება - ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა,
რომლისთვისაც დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ლორწოვანი გარსის ნაწილის მთლიანობის დარღვევა წყლულოვანი
დეფექტის ჩამოყალიბებით.

წყლულოვანი დაავადება
წარმოადგენს მოპროგრესირე,
გართულებებისკენ მიდრეკილ და
ავადმყოფის სიცოცხლისათვის
საშიშ დაავადებას.
ეტიოლოგია და პათოგენეზი

რიგი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას


და მის რეციდივს:
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ქრონიკული გასტრიტი;
- ქრონიკული დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი
გარსის ქრონიკული ანთება);
- კვების რეჟიმის დარღვევა;
- თამბაქო;
- ყავა და ალკოჰოლური სასმელები;
- ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება (არასტეროიდული
ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები);
- ფსიქოემოციური დატვირთვა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პათოგენეზის 3
ძირითადი ფაქტორი:

- მარილმჟავას ჰიპერსეკრეცია;

- ლორწოვანი გარსის რეზისტენტობის დაქვეითება;

- კუჭის კედლის ინფიცირება Helicobacter pylori - ით.


კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
გავრცელებულია მოსახლეობის 5-15%-ში.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის 4-13-ჯერ უფრო მეტი შემთხვევაა,
ვიდრე კუჭის წყლულის.
მამაკაცებში 4-7-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით ავადდებიან 30-40 წლის ასაკში,
ხოლო კუჭის წყლულით - 50-60 წლის ასაკში.
H.Pylori ეტიოლოგიურად ასოცირდება კუჭის წყლულის 60-75%,
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის - 95%.
კლასიფიკაცია

ეტიოლოგიის მიხედვით

 H.pylori-სთან ასოცირებული;
 არ ასოცირდება H.pylori-სთან

კუჭის სეკრეციის დონის მიხედვით

 მომატებული სეკრეციით;
 ნორმალური სეკრეციით;
 დაქვეითებული სეკრეციით.
ლოკალიზაციის მიხედვით

კუჭის წყლული:
-კარდიული და სუბკარდიული ნაწილების;
- კუჭის სხეულის;
- ანტრალური ნაწილის;
- პილორული არხის.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული:


- ბოლქვის;
- ბოლქვსიქითა ნაწილის (ბოლქვისგარეთა წყლულები).

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შერწყმა.


წყლულის ტიპის მიხედვით

 ერთეული;
 მრავლობითი.

წყლულის ზომების (დიამეტრის)


მიხედვით

 მცირე, დიამეტრი 0,5 სმ-მდე;


 საშუალო, დიამეტრი 0,5-1 სმ;
 დიდი, დიამეტრი 1,1-2,9 სმ;
 გიგანტური, დიამეტრი 3 სმ და მეტი - კუჭის წყლულის
შემთხვევაში და 2 სმ-ზე მეტი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის
დროს.
კლინიკური მიმდინარეობის
მიხედვით

ტიპიური

ატიპიური:

 ატიპიური ტკივილის სინდრომით;

 ტკივილის გარეშე (მაგრამ სხვა სახის კლინიკური

გამოვლინებებით);

უსიმპტომო
მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით

- პირველად აღმოჩენილი წყლულოვანი დაავადება

- რეციდივული მიმდინარეობა:
 იშვიათი გამწვავებებით (2-3 წელიწადში ერთხელ და უფრო
იშვიათად);
 ყოველწლიური გამწვავებებით;
 ხშირი გამწვავებებით.
დაავადების სტადიის მიხედვით

 გამწვავება;
 რემისია.

გართულებების არსებობის
მიხედვით

 სისხლდენა;
 პენეტრაცია;
 პერფორაცია;
 სტენოზი;
 მალიგნიზაცია.
კლინიკური სურათი

1. ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში

ახასიათებს რითმულობა, კავშირი საკვების მიღებასთან,


პერიოდულობა.
განასხვავებენ: ადრეულ, მოგვიანებით და “მშიერ” ტკივილს.
- ადრეული ტკივილი - ვითარდება საკვების მიღებიდან 0,5-1 სთ-ის
შემდეგ. ნარჩუნდება 1,5-2 სთ-ის განმავლობაში. ტკივილი მცირდება
და ქრება კუჭის შიგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში ევაკუაციის
შემდეგ. დამახასიათებელია კუჭის სხეულის არეში ლოკალიზებული
წყლულისთვის. კუჭის კარდიის, სუბკარდიის და ფუნდალური
ნაწილების დაზიანებისას ტკივილი ვითარდება საკვების
მიღებისთანავე.
- მოგვიანებითი ტკივილი - ვითარდება საკვების მიღებიდან 1,5-2 სთ-ში.

თანდათან ძლიერდება კუჭიდან საკვების გადასვლის შესაბამისად.


დამახასიათებელია კუჭის პილორული ნაწილისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის ბოლქვის წყლულის დროს.

- “მშიერი” (ღამის) ტკივილი - ვითარდება საჭმლის მიღებიდან 2,5-4


სთ-ის შემდეგ და ქრება საჭმლის მორიგი მიღების შემდეგ.
დამახასიათებელია თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის პილორული
ნაწილის წყლულოვანი დაავადების დროს.

- ერთდროულად ადრეული და მოგვიანებითი ტკივილები


აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის შეუღლებული ან მრავალრიცხოვანი წყლულები.
დამახასიათებელია:
- ატიპიური ტკივილები მკერდის ძვლის უკან ან მის მარცხნივ (ჰგავს
სტენოკარდიულ ტკივილს);
- ტკივილები ზურგში ან მარჯვენა ბეჭქვეშა არეში;
- ტკივილი ბეჭთაშუა არეში, ზოგჯერ მარჯვენა თეძოს არეში

სხვა კლინიკური სიმპტომები:

 გულძმარვა;
 ღებინება;
 ყაბზობა;
 ასთენიზაცია (სისუსტე, ადვილად დაღლა)
ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული
დიაგნოსტიკა

 დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მეთოდები

 რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა

 ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა

 კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევა


რენტგენოლოგიური გამოკვლევა

პირდაპირი დამახასიათებელი ნიშანია - “ნიშის” სიმპტომი, რომელიც


წარმოადგენს კონტრასტული მასის ჩრდილს (შევსებულია
წყლულოვანი კრატერი).
“ნიშა-რელიეფი” შეიძლება გამოჩნდეს პროფილში ან ანფასში. მცირე
“ნიშები” რენტგენოლოგიურად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

“ნიშას” ფორმა: მომრგვალებული, ოვალური, ნაპრალისებრი,


ხაზოვანი, წვეტიანი ან უსწორმასწორო.
მცირე წყლულების კონტურები სწორი და მკაფიოა.
ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია წარმოადგენს ყველაზე
ინფორმაციულ მეთოდს (წყლულის აღმოჩენა ხერხდება
შემთხვევათა 90%-ში).

Helicobacter pylori-ის გამოსავლენად ფიბროეზოფაგოგასტრო-


დუოდენოსკოპიის ჩატარების დროს იღებენ კუჭის ლორწოვანი
გარსის ბიოპტატებს.
კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევა

მკურნალობის ოპტიმალური სქემის განსაზღვრისას


გათვალისწინებული უნდა იყოს კუჭის მჟავიანობა.
- ზონდირების (ინვაზიური) მეთოდიდან იყენებენ კუჭის ფრაქციულ
ზონდირებას და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა
ნაწილების ზონდურ PH-მეტრიას. PH-ის განსაზღვრა ხდება PH-
ზონდის საშუალებით.
ნორმის ფარგლებში კუჭში PH-ის მაჩვენებელი 1,3-1,7-ია.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებული პაციენტების PH
უფრო დაბალია - 0,9-1,0.
კუჭის და დუოდენური წყლულების
დიფერენციული დიაგნოსტიკა

ნიშნები დუოდენური წყლულები კუჭის წყლულები


ძირითადი ასაკი 40 წლამდე 40 წელზე უფროსი

უპირატესი სქესი ხშირია მამაკაცებში მამაკაცებში და ქალებში


ერთნაირი სიხშირით
ტკივილები ღამით, “მშიერ კუჭზე” საჭმლის მიღებისთანავე

ღებინება არ არის დამახასიათებელი ხშირად

მადა ნორმალური, მომატებული ანორექსია

სხეულის წონა სტაბილური ძირითადად მცირდება

ფიბროეზოფაგოგასტროდუ ნებადართულია დიაგნოზის იმეორებენ 5-6 თვის შემდეგ


ოდენოსკოპია დასადასტურებლად შეხორცების
დასადასტურებლად
ბიოფსია არ ტარდება ან ტარდება H. აუცილებელია
Pylori-ს გამოვლენის მრავალჯერადი ბიოფსია
მიზნით
გართულებები

 სისხლდენა

 პენეტრაცია

 პერფორაცია

 პილოროსტენოზი

 მალიგნიზაცია

 პერივისცერიტი
მკურნალობა

მკურნალობის მიზანი

H.pylori ერადიკაცია

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე

ანთების კუპირება, წყლულოვანი დეფექტის შეხორცება.

მდგრადი რემისიის მიღწევა

გართულებების პროფილაქტიკა
წყლულისსაწინააღმდეგო
საბაზისო თერაპია მოიცავს:

1) მედიკამენტური თერაპია;

2) სამკურნალო დიეტა;

3) უარყოფითი ფაქტორების აღმოფხვრა (თამბაქო, ალკოჰოლი,

სამკურნალო საშუალებები - არასტერ. ანთებისსაწ. საშ.,

პრედნიზოლონი);

4) ფსიქიკური და ფიზიკური სიმშვიდე;

5) მკურნალობა ფიზიკური ფაქტორების დახმარებით.


მ-ქოლინობლოკატორები

 გასტროცეპინი 25-50 მგ 2 ჯერ დღეში

Н2- რეცეპტორების ბლოკატორები


 ციმეტიდინი 200 მგ 3 ჯერ დღეში
 რანიტიდინი (რანისანი, ზანტაკი, აცელოკი Е) 150 მგ 2 ჯერ დღეში
 ფამოტიდინი (ქვამატელი, ულფამიდი) 20 მგ 2 ჯერ დღეში

H+-K+-ატფ-აზას ინჰიბიტორი (პროტონული ტუმბო)


 ომეპრაზოლი (ომეზი, ლოსეკი) 20-40 მგ 1 ჯერ 24 სთ-ში
 ეზომეპრაზოლი (ნექსიუმი) 40 მგ 1 ჯერ 24 სთ-ში
 პანტოპრაზოლი (სანპრაზი) 40 მგ 1 ჯერ 24 სთ-ში
 ლანსოპრაზოლი (ლანზოპტოლი) 30 მგ 1 ჯერ 24 სთ-ში
 რაბეპრაზოლი (პარიეტი) 20 მგ 1 ჯერ 24 სთ-ში
სამკურნალო პრეპარატების ძირითადი ჯგუფები

საშუალებები, რომლებიც ახდენენ დამცავ მოქმედებას კუჭისა და

თორეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე (ციტოპროტექტორები)

• სუკრალფატი (ანტეფსინი, ვენტერი) 0,5-1,0 მგ 3 ჯერ დღეში

• ბისმუტის კოლოიდური სუბციტრატი (დე-ნოლი) 120 მგ 4 ჯერ დღეში

ანტაციდები და ადსორბენტები

• ალმაგელი (ფოსფალუგელი, ჰიდროტალციდი,გასტალი, მაალოქსი)

1-2ჯერ საჭმლის მომნელებელ პერიოდს შორის 3-4 ჯერ დღეში და

ძილის წინ

• ვიკალინი (ვიკაირი) 1-2 ტაბლეტი საჭმლის მომნელებელ პერიოდს

შორის 2 ჯერ დღეში


სტანდარტული სამმაგი თერაპია

ომეპრაზოლი 20 მგ 2 ჯერ დღეში ამოქსიცილინი -

ან 1000 მგ 2 ჯერ დღეში

ლანსოპრაზოლი 30 მგ 2 ჯერ +
დღეში კლარიტრომიცინი -
ან 500 მგ 2 ჯერ დღეში
რაბეპრაზოლი 20 მგ 2 ჯერ დღეში ან
ან მეტრონიდაზოლი
პანტოპრაზოლი 40 მგ 2 ჯერ დღეში 500 მგ 2 ჯერ დღეში
ან

ეზომეპრაზოლი 20 მგ 2 ჯერ დღეში


«ერადიკაციის თანმიმდევრული სქემა»

• პირველი 5 დღე – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები +


ამოქსიცილინი

• მეორე 5 დღე – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები +


კლარიტრომიცინი ან მეტრონიდაზოლი

აღნიშნული სქემა საშუალებას იძლევა დაითრგუნოს


კლარიტრომიცინისადმი მდგრადობა
წყლულოვანი დაავადების დროს რაციონში შეიძლება
ჩავრთოთ:
 პურ-ფუნთუშეული (თეთრი ფქვილისა), ბისკვიტი, ორცხობილა;
 კვერცხი (თოხლო ან ორთქლზე მომზადებული ომლეტის
სახით);
 სუპი (ბოსტნეული);
 რძე და რძის ნაწარმი (რძე, ხაჭო, იოგურტი);
 მოხარშული (წყალში ან ორთქლში) ხორცი (საქონლის, ქათმის,
ხბოს კატლეტი, გუფთა, პიურე, რულეტი);
 მოხარშული (წყალში ან ორთქლში) თევზი (ქორჭილა, ფარგა,
კალმახი, ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი ჯიში);
 ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი,
გოგრა);
 ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი);
 მცენარეული ცხიმი;
 ხილი;
 სითხეები (ასკილის ნახარში, არამჟავე ბოსტნეულისა და ხილის
წვენები, უგაზო მინერალური წყალი).
რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

 ცხიმიანი ხორცი და თევზი, განსაკუთრებით - შემწვარი;

 სოკოს სუპი;

 ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი;

 ცხარე სანელებლები;

 ძეხვი, შაშხი;

 კონსერვები;

 ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი;

 ალკოჰოლური სასმელები;

 ნაყინი.
გულისრევა და ღებინება
გულისრევა საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელსაც შესაძლოა
თან ახლდეს სისუსტე, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა და
ოფლდენა.
ღებინება რთული რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც კუჭის
შიგთავსი საყლაპავიდან ზევით - პირის ღრუში ამოიტყორცნება.
ყოველივე ეს კუჭის ქვედა ნაწილებში გაძლიერებული პერისტალტიკის,
ზედა ნაწილებისა და საყლაპავის მოდუნების, დიაფრაგმისა და მუცლის
კედლის კუნთების ერთდროული შეკუმშვის შედეგია.
გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირად აწუხებთ:

 სკოლამდელი ასაკის ბავშვებს;

 ორსულებს;

 ონკოლოგიურ პაციენტებს ანტისიმსივნური თერაპიის პერიოდში;

 საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების

მქონე პაციენტებს;

 ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის დაღვევის მქონე

პირებს.
გულისრევის მიზეზები:
 ქოლეცისტიტი;
 ზოგიერთი პრეპარატის მიღება (ანტიბიოტიკები,
ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, რკინის პრეპარატები);
 მოწამვლა;
 გასტრიტი;
 ცხელება;
 პიელონეფრიტი;
 ჰიპერტონია;
 თავის ტვინის ტრვმა;
 აპენდიციტი;
 მიოკარდიუმის ინფარქტი;
 პარაზიტული ინვაზიები;
 ტრანსპორტში რხევა;
 ნაწლავური ინფექცია;
 შიმშილი;
 სტრესი;
 პანკრეატიტი;
 ჰიპოთირეოზი;
 ორსულობა
ღებინების ფორმები

გამომწვევი მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ღებინებას:

 ცენტრალური

 ტოქსიკური

 ვისცერული .
ცენტრალური წარმოშობის ღებინება

ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომი:

 ქალასშიდა წნევის მატება;

 შაკიკი;

 თავის ტვინის სიმსივნე;

 ჰიპერტონიული კრიზი;

 მენინგიტი;

 ზღვისა და მთის ავადმყოფობა.


ტოქსიკური ღებინება
იწვევს მოწამვლა და მეტაბოლური დარღვევები:

 ნიკოტინით, ალკოჰოლითა და ნახშირჟანგით მოწამვლა;

 ზოგიერთი პრეპარატის მიღება (ციტოსტატიკები, გულ-

სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

 თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

 დიაბეტური კეტოაციდოზი;

 ორსულთა ტოქსიკოზი;

 სხივური დაავადება.
ვისცერული ღებინება

ვლინდება კუჭ-ნაწლავის სიტემის ზოგიერთი დაავადებისას:

 გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი

დაავადება, კუჭისა და საყლაპავის კიბო;

 მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;

 მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;

 მწვავე პერიტონიტი, აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი;

 ნაწლავური გაუვალობა;

 პარაზიტული დაავადებები.
მკურნალობა
ღებინების სამკურნალოდ თავდაპირველად აუცილებელია მიზეზის
დადგენა.

 მსუბუქი ღებინებისას: ნეიროლეპტიკები (ეტაპერაზინი,


ჰალოპერიდოლი), ტრანქვილიზატორები (ფენოზეპამი, დიაზეპამი);
 შუა ყურის დაავადებებით გამოწვეული ღებინებისას -
ანტიჰისტამინური საშუალებები (დიმენჰიდრინატი, პრომეტაზინის
ჰიდროქლორიდი);

 სიმპტომური მკურნალობისას ეფექტურია დოფამინის ანტაგონისტები


(ცერუკალი, მეტოკლოპრამიდი).
 ფართო პერიფერიული ეფექტით ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მამოძრავებელი ფუნქციის სტიმულატორი - ციზაპრიდი.
 ონკოლოგიური დაავადებების დროს ქიმიოთერაპიის შედეგად
გამოწვეული ღებინების დროს გამოიყენება სეროტონინის რეცეპტორების
ანტაგონისტები (გრანისეტრონი, ონდანცეტრონი, ტროპისეტრონი).
 ორგანიზმის გაუწყლოვნების და ელექტროლიტური ბალანსის
დარღვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება: შიგნით მისაღებად -
რეჰიდრონი; ინტრავენურად - რინგერის ხსნარი.
დიარეა

დიარეა - ხშირი (2-3ჯერ და მეტი დღე-ღამეში), უხვი, თხიერი ან


ფაფისებური განავალია. დიარეის დამახასიათებელი ნიშანია წყლის
მომატებული შემცველობა განავალში (85%-ზე მეტი).

 სეკრეციული დიარეა;

 ოსმოსური დიარეა;

 ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით გამოწვეული დიარეა;

 ანთებითი დიარეა
სეკრეციული დიარეა
მიზეზი:

• ბაქტერიული და ვირუსული ინფექცია;


• საფაღარათო და სხვა სამკურნალო საშუალებები;
• ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები;
• ნაღვლის მჟავების შეწოვის დარღვევა.

ოსმოსური დიარეა
ვითარდება:

• მარილიანი საფაღარათო საშუალებების მიღებისას;


• მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე ნებისმიერი დაავადების
დროს.
ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით
გამოწვეული დიარეა

ვითარდება:

• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს;


• თირეოტოქსიკოზის დროს.

ანთებითი დიარეა

ვითარდება:

• ენტეროინვაზიური ბაქტერიული ინფექციებისას;


• ანთებითი დაავადებების დროს;
• ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
დიარეის ძირითადი სიმპტომები:

 მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში;

 მუცლის შებერვა;

 ნაწლავების მოქმედების გახშირება.

 ცხელება;

 ლორწოიანი, ჩირქიანი და/ან სისხლიანი განავალი;

 გულისრევა, ღებინება.

 ტენეზმები(დეფეკაციის ძლიერი ცრუ მოთხოვნილება)

ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით კი


როტავირუსული დიარეა.
დიაგნოსტიკა

დიაგნოსტირებისთვის ხდება განავლის გამოკვლევა:

 პათოლოგიურ ფლორაზე,
 მარტივ მიკროორგანიზმებზე,
 ჰელმინთებზე.

თუ ფაღარათი გახანგრძლივებულია ან ქრონიკული, ასეთ


შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები.
საშიშროების ნიშნები

 შეუპოვარი ღებინება - საათში 3 და მეტჯერ.

 კანისა და ლორწოვანის სიმშრალე

 კრუნჩხვა

 მკვეთრი აგზნება

 გამოხატული ლეთარგია - ძილიანობა ან უგონო მდგომარეობა;

 სითხის (მათ შორის – ორალური მარილოვანი ხსნარის) მიღების

შეუძლებლობა;
მკურნალობა

 ინფექციური დიარეის შემთხვევაში - დამზოგველი დიეტა;

 ძლიერი ცხელების, ინტოქსიკაციის, გაუწყლოების სიმპტომების

დროს - 2-3ლ რეჰიდრატაციული ხსნარის ყოველდღიური მიღება;

 ენტეროინფექციების დროს - ანტიბიოტიკები.

You might also like