You are on page 1of 14

ზვიად ბიგვავა

საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა (Utero-Vaginal Prolafse) ხასიათდება მენჯის


ფსკერის დიაფრაგმის და ორგანოების ნორმალური ანატომიური მდებარეობის
პათოლოგიური ცვლილებებით, შედეგად მათი ფუნქციის დარღვევით. გენიტალური
პროლაფსი (გამოვარდნა) აღიქმება და განიხილება როგორც მენჯის ფსკერის
დიაფრაგმის სახეშეცვლილი თიაქარი. მენჯის ორგანოების პროლაფსი უმეტეს წილად
გვხვდება 40 წლის და მეტი წლოვანების ქალებში, მაგრამ აგრეთვე ხშირია 25-30 წლის
ასაკშიც. უტერულ-ვაგინური პროლაფსი ახალგაზრდა ქალებში ვლინდება
ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ -2,7%, საკეისრო კვეთის შემდეგ -0,9% და
არანამშობიარებელ ქალებში -0,96%.
ანატომია
საშვილოსნო მდებარეობს მცირე მენჯის ღრუს გამტარი ღერძის პროექციაზე.
ის ფიქსირებულია იოგებზე და თავისუფლად მოძრაობს მცირე მენჯის ღრუში.
ორგანოს ასეთი მდებარეობა და მოძრაობა ბენებრივია ორსულობის ან
მშობიარობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია შარდის
ბუშტის, ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. საშვილოსნო და
საშო იოგების გარდა ფიქსირებულია მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ფასციებით
და კუნთებით. თუ მენჯის ფსკერის ფასციები, კუნთები, იოგები დასუსტდა
სხვხდასხვა მიზეზით, შედეგად მენჯის ღრუს ორგანოები, საშოს კედლები,
საშვილოსნო იწევს ქვემოთ და ზოგჯერ სცილდება საშოს შესასვლელს.
კლინიკური შემთხვებიდან გამომდინარე გამოყოფენ მენჯის ორგანოების
პროლაფსის, საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევის, გამოვარდნის
შემდეგ სახეობებს:
ცისტოცელე, ურეთროცელე - საშოს წინა კედლის დაწევა. წინა
კედლის დაწევასთან ერთად შარდის ბუშტის ნაწილი, შარდსადენი .
რექტოცელე, ენტეროცელე - საშოს უკანა კედლის დაწევა. უკანა
კედლის დაწევასთან ერთად სწორი და წვრილი ნაწლავის ნაწილი.
საშვილოსნოს და საშოს არასრული გამოვარდნა. საშვილოსნოს ყელი ან
საშოს კედელი დაწეულია საშოს შესასვლელამდე ან სცილდება მას
ნაწილობრივ.
საშვილოსნოს და საშოს სრული გამოვარდნა. საშვილოსნო ან საშოს
კედელი სრულად გამოდის საშოს შესასვლელიდან.
დაავადების განვითარება

მენჯის ორგანოების პროლაფსი, მათ შორის საშვილოსნოს და


საშოს დაწევა, გამოვარდნა პოლიეტიოლოგიური დაავადებაა,
რომელიც ვითარდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ფასციების,
კუნთების, იოგების მაფიქსირებელი აპარატის ტრავმის, გადაწელვის
და განვითარებული დისტროფიული ცვლილებების შედეგად.
ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:

 • ორსულობა, მშობიარობა გართულებული ტრავმით


 • მენოპაუზა, ესტროგენული უკმარისობა
 • შემაერთებელი ქსოვილიების სტრუქტურის სისტემური
ცვლილებები
 • ფიზიკური დატვირთვა
 • ქრონიკული ხველა და ყაბზობა
 • გენეტიკური მიდრეკილება
 • საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია)
 • გამოხატული სიმსუქნე
დაავადება ვითარდება დინამიურად წლობით, საწყის პერიოდში
კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ეპიზოდურად და მოულოდნელად,
რომლის სიმპტომებია:
 • თიაქარის მზგავსი რბილი ან მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნის
არსებობის შეგრძნება საშოს შესასვლელში ან საშოში
 • დაქაჩვის, სიმძიმის და ზეწოლის შეგრძნება შორისის მიდამოში,
დისკომფორტი, მენჯის ორგანოების ვენური სტაზი, სწორნაწლავის
ფუნქციის დარღვევა, ბუასილი, ყაბზობა
 • ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის, გავისა და წელის არეში
 • ანთებადი ხასიათის და ზოგჯერ სისხლიანი გამონადენი საშოდან
 • შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა, შარდის გამოყოფის
შეფერხება, გახშირებული შარდვა, მცირე ეპიზოდური შარდის
გამოყოფა ფიზიკური დატვირთვისას, ხველის, სიცილის, სწრაფი
სიარულის დროს
დიაგნოზი

დიაგნოზის დასმა POP-Q სისტემის მიხედვით არ წარმოადგენს


გინეკოლოგისთვის სირთულეს. საშოს ინსტრუმენტებით
ვიზუალიზაციის შემდეგ მიზანშეწონილია ბიმანიალური,
რექტოვაგინალური გასინჯვა და უროდინამიური გამოკვლევები.
რა არის POP- Q
 POP- Q – მენჯის ორგანოების პროლაფსის რაოდენობრივი კლასიფიკაციის სისტემის
მიხედვით შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის ვარიაციაში:
 0 – არ არის პროლაფსი
 I – არასრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი ნაწილობრივ დაწეულია,
მაგრამ არა უმეტეს ერთი სანტიმეტრით საქალწულე აპკის დონემდე.
 II – არასრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი ნაწილობრივ დაწეულია
საქალწულე აპკის დონემდე, ერთი სანტიმეტრით სცილდება და დამოუკიდებლად
ბრუნდება უკან.
 III – არასრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი ნაწილობრივი
გამოვარდნილია სცდება საქალწულე აპკის დონეს ერთი სანტიმეტრით და
დამოუკიდებლად ვეღარ ბრუნდება უკან, ხოლო საშოს სიგრძე მოკლდება ორ
სანტიმეტრამდე.
 IV – სრული პროლაფსი – ორგანოს დისტალური ნაწილი სრულად გამოვარდნილია,
სცდება საქალწულე აპკის დონეს ორი სანტიმეტრით ან მეტით, ხოლო საშოს სიგრძე
მოკლდება ორ სანტიმეტრზე მეტად. კლინიკური სურათი დამახასიათებელია მენჯის
ორგანოს სრული გამოვარდნისთვის.
მკურნალობა
 არსებობს არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა.
 მკურნალობის დაწყების წინა პერიოდში მიზანშეწონილია
მეან/გინეკოლოგის კონსულტაცია ზუსტი დიაგნოსის დასასმელად და
მკურნალობის შესარჩევად.
 მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთების რელაქსაციის და პროლაფსის
განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზე არაქირურგიული მკურნალობის
პირველსაწყისად მიჩნეულია კეგელის ვარჯიშები. კეგელის ვარჯიშები
ანვითარებს და აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს, რომლითაც
გარშემორტყმულია შარდსადენი, საშო, შორისი, სწორი ნაწლავი და
ანალური სფინქტერი.
 10 წამის განმავლობაში შეკუმშეთ, დაძაბეთ ის კუნთები რომლებიც
გამოიყენება შარდისა და აერის შესაჩერებლად, შემდეგ მოადუნეთ 10 წამით
და იგივე გაიმეორეთ 5-10 ჯერადად დღეში 5-10 ჯერ. შეასრულეთ
ყოველდღიურად არანაკლებ 50-100 და მეტი ვაეჯიში 2-6 თვის
განმავლობაში. მენჯის ფსკერის დიაფრაგმის კუნთების ინტენსიური კეგელის
ვარჯიშების განხორციელება განსაკუთრებილ მნიშვნელობას იძენს
ორსულობის და ბუნებრივი საშოსმხრივი გზით მშობიარობის შემდეგ
ლოგინობის და ლოგინობის შემდგომ პერიოდში.
 თუ აღმოჩნდა რომ უტერულ-ვაგინური პროლაფსის სამკურნალოდ
მიზნობრივი ინტიმური კუნთების, კეგელის ვარჯიშები ნაკლებადშედეგიანია
რეკომინდირებულია პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა მენჯის ფსკერის
რეკონსტრუქციული ოპერაცია. ოპერაციის მიზანი, ხასიათი, მოცულობა და
შედეგი დაკავშირებულია დაავადების სიმძიმესთან.
 ოპერაციამდე დაავადების განვითარების საშუალო და მძიმე პროლაფსის
შემთხვევებში მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია დროებით
სილიკონის სხვადასხვა ფორმის და ზომის ვაგინური პესსარიების მოხმარება.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like