You are on page 1of 15

ფიზიოლოგიური მშობიარობის

მართვა და მონიტორინგი

მაია ასანიძე
განმარტება
მშობიარობა არის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მოვლენა,
რომელიც სრულდება ახალშობილისა და მომყოლის
დაბადებით. ორსულობა არ არის დაავადება შესაბამისად,
მშობიარობა არ წარმოადგენს სამედიცინო
პრობლემას.ორსულობა და მშობიარობა არის უფრო
მნიშვნელოვანი, პერსონალური, ინტიმური და სოციალური
მოვლენა, ვიდრე სამედიცინო პრობლემა.მშობიარობის
პროცესში ნაყოფი საშვილოსნოდან იბადება მშობაირობის
პროცესის პროგრესის განმსაზღვრელ სამ კომპონენტს შორის
ურთიერთკავშირის შედეგად.

ესენია:
• საშვილოსნოს შეკუმშვა
• სამშობიარო გზების გამტარობა
• ნაყოფი
ფიზიოლოგიური მშობიარობის ნიშნები:

• თვითნებური დაწყება
• დაბალი რისკი მშობიარობის დაწყებისას და მთელი
მშობიარობის პროცესის განმავლობაში
• ერთი ნაყოფით სპონტანური მშობიარობა თავით წინ
მდებარეობაში
• დროული მშობიარობა 37–41 6/7 კვირის ვადაზე
• მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებით, რაიმე
ჩარევის გარეშე
• მშობიარობის შემდეგ დედისა და ახალშობილის
დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა
უსაფრთხო მშობიარობის კრიტერიუმები

• სუფთა მშობიარობა
• მართავს პიროვნება, რომელიც ფლობს
სათანადო უნარჩვევებს
• საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

მშობიარობის წინამდებარე ნიშნები


• მუცლის დაწევა
• ჭიპის ამობურცვა
• გუნება–განწყობის შეცვლა
• ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის დაქვეითება
• სხეულის მასის 1–2 კილოგრამით დაკლება
• არარეგულარული მქაჩავი ტკივილები წელისა და მუცლის ქვედა არეში
• საშვილოსნოს ყელის მომწიფება(სამშობიარო ყელის სიმწიფის შეფასება ხდება
თითებით ვაგინლური გასინჯვის დროს და ფასდება ქულობრივად ბიშოპის
სქემით)
მიმღები განყოფილება
სამეანო მიმღებს უნდა ჰქონდეს ისეთი მდებარეობა, სადაც სრულიად დაცული
იქნება პაციენტის კონფიდენციალურობა.ანამნეზის შეკრებისა და სავალდებულო
სამედიცინო დოკუმენტაციის შევსების დროს მიმღებში არ უნდა იმყოფებოდნენ
უცნობი პირები. მშობიარე ქალთან კომუნიკაციის დასამყარებლად სამედიცინო
პერსონალმა უნდა შეასრულოს შემდეგი ქმედებები:

• მიესალმოს ქალს ღიმილით და მიმართოს ღიმილით


• მიმართოს პირადად
• გაარკვიოს მისი ენობრივი შესაძლებლობები
• გაეცნოს და განუმარტოს საკუთარი როლი მასზე ზრუნვაში
• შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, რათა საკუთარი მანერებით
დაარწმუნოს ქალი, რომ ყველაფერი კარგად არის
• მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და სხვა ინფექციური პროცესების
ნიშნების შეფასების შემდეგ, რომელიც საშიშია გარშემომყოფთათვის ,
შესთავაზოს მშობიარეს თანმხლები პირის( უმჯობესია მეუღლის )
მშობიარობის პროცესზე დასწრება.

სასურველია მშობიარე და მისი პარტნიორი წინასწარ ანტენატალური


მეთვალყურეობის პერიოდში ინფორმირებული იყოს მშობიარობის პროცესისა
და მშობიარობის მართვის შესახებ.
მიმღებ განყოფილებაში უნდა განხორციელდეს:

• ანტენატალური მეთვალყურეობის დოკუმენტაციის გაცნობა


• ორსულის ანამნეზის შეკრება
• შინაგანი ორგანოების და სასიცოცხლო ნიშნების შეფასება(ტემპერატურა, წნევა , პულსი ,
სუნთქვა,სხეულის წონა)

ასევე , მიმღებ განყოფილებაში უნდა განხორციელდეს მშობიარობის


დიაგნოსტიკა,რაც გულისხმობს:
• მშობიარობის დაწყების დადასტურებას
• მშობიარობის პერიოდებისა და ფაზების დიაგნოსტიკას
• ნაყოფის მდებარეობის, წინამდებარეობის,პოზიციისა და სახის განსაზღვრას
• ნაყოფის თავის, წინამდებარე ნაწილის, ჩადგმისა და წინმსვლელობის შეფასებას

მშობიარობის დაწყების არასწორ დიაგნოსტიკას ხშირად მოჰყვება დაუსაბუთებელი


ჩარევები, ისეთები, როგორიცაა – ამნიოტონია ან ოქსიტოცინის ინტრავენური
ინფუზია, ან ოპერაციული ჩარევა.
მშობიარობის ზუსტი დიაგნოსტიკის მიზნით
რეკომენდირებულია შეფასდეს:
• სამშობიარო შეტევების ინტენსივობა და რეგულარობა.
• საშვილოსნოს ყელში მიმდინარე სტრუქტურული
ცვლილებები ( გახსნა/გადასწორება)
• ნაყოფის გულისცემა
• ნაყოფის მდებარეობა, წინმდებარეობა, პოზიცია და სახე
• ნაყოფის თავის მდებარეობა მენჯის ღრუში–
აბდომინალურად 5 თითით და ვაგინალურად ,
სპინალური სიბრტყის მიმართ წამყვანი წერტილის
მდებარეობით.
• გამონადენი საშოდან
• მენჯის ზომები( არა რუტინულად)
მშობიარობის დაწყების კრიტერიუმები
• რეგულარული სამშობიარო შეკუმშვების არსებობა:
 ლატენტურ ფაზაში: ყოველ 10 წთ–ში ≥1 შეკუმშვა ≥20 წმ
 აქტიურ ფაზაში : ყოველ 10 წთ–ში ≥3 შეკუმშვა, ხანგრძლივობა 40–
60 წმ
• საშვილოსნოს ყელში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები გახსნა/
გადასწორება

მშობიარობის დაწყება ხასიათდება საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვებით–


სამშობიარო შეტევით. შეტევები იწყება თავისთავად და არ არის დამოკიდებული
ქალის სურვილზე სამშობიარო შეტევებს აქვს პერიოდული ხასიათი და ზოგჯერ თან
ახლავს ტკივილების შეგრძნება, შეტევებს შორის შუალედს უწოდებენ პაუზას.
თავიდან შეტევები მეორდება 10-15 წუთში და გრძელდება 10-15 წმ, შემდგომში
შეტევები ხშირდება და არის უფრო ხანგრძლივი. პირველი პერიოდის დასასრულს
შეტევები მეორდება 3-4 წთ–ში და გრძელდება 40-45 წმ. რეგულარული სამშობიარო
მოქმედწბის დაწყებიდან მშობიარობის დამთავრებამდე ქალს ეწოდება მშობიარე.
საშვილოსნოს და მთელი სხეულის კუნთების ერთდროული ქმედების შედეგად ხდება
ნაყოფის დაბადება.
მშობიარობის კლინიკურ მიმდინარეობაში არჩევენ სამ პერიოდს:

I. პირველი პერიოდი საშვილოსნოს ყელის გახსნა


II. მეორე პერიოდი ნაყოფის დაბადება
III. მესამე პერიოდი მომყოლის გამოძევება.

• მშობიარობის პირველი პერიოდის ლატენტური ფაზა–


საშვილოსნოს ყელის გახსნა 3 სმ–მდე
• მშობიარობის პირველი პერიოდის აქტიური ფაზა –
საშვილოსნოს ყელის გახსნა 3–10 სმ და ნაყოფის თავის
წინმსვლელობის დაწყება
• მშობიარობის მეორე პერიოდის პასიური ფაზა – საშვილოსნოს
ყელის სრულად გახსნა, ნაყოფის თავის წინმსვლელობა,
ჭინთვის შეგრძნება არა აქვს
• მშობიარობის მეორე პერიოდის აქტიური ფაზა – საშვილოსნოს
ყელის სრული გახსნა , წინამდებარე ნაყოფის თავი იმყოფება
მენჯის ფსკერზე,იწყება ჭინთვები
პირველი პერიოდი იწყება–რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებიდან,
სამშობიარო შეტევიდან და მთავრდება საშვილოსნოს ყელის არხის სრული
გახსნით, ამ პერიოდში სამშობიარო შეტევების შედეგად საშვილოსნოს ყელი
თანდათან გადასწორდება და იხსნება, ეს პროცესი სხვადასხვაგვარად
მიმდინარეობს პირველ და განმეორებით მშობიარე ქალებში, თუ პირველ
მშობიარეებში პირველად მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის გადასწორება,,
(საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის გახსნა, ხოლო შემდეგ გარეთა პირის
გახსნა) განმეორებით მშობიარეებში ეს პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად,
როდესაც საშვილოსნოს ყელის სრული გახსნაა, საშვილოსნოს ღრუ და საშო
წარმოადგენს სამშობიარო არხს, სრული გახსნის დროს საშვილოსნოს პირის
გახსნა აღწევს 10-12 სმ, ამ დროს შესაძლებელია ნაყოფის გამოძევება ჭინთვების
პერიოდში, სამშობიარო შეტევის გარდა საშვილოსნოს ყელის გახსნის პროცესში
მონაწილეობას ღებულობს სანაყოფე ბუშტი, საშვილოსნოს ყელის სრული ან
თითქმის სრული გახსნისას ძლიერი შეტევის დროს, მაქსიმალური დაწიმვისას
სანაყოფე ბუშტი სკდება და იღვრება წინა წყლები, უკანა წყლები იღვრება
ნაყოფის დაბადებასთან ერთად,სანაყოფე წყლების დაღვრა საშვილოსნოს
ყელის სრული გახსნის დროს ითვლება დროულ დაღვრად, არასრული გახსნის
დროს ადრეულ დაღვრად, თუ სანაყოფე წყლები იღვრება რეგულარული
სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე უწოდებენ ნაადრევ დაღვრას. პირველ
მეორე პერიოდი––ნაყოფის გამოძევების პერიოდი იწყება ყელის სრული
გახსნიდან და მთავრდება ნაყოფის დაბადებით, მეორე პერიოდში შეტევები
ძლიერდება, მათ შორის პაუზა მცირდება, რაც უზრუნველყოფს წინამდებარე
ნაწილის ჩასვლას მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს ყელის ნერვული
დაბოლოებების გაღიზიანებას, ზეწოლას საშოზე, მენჯის პსკერზე, რის გამოც
რეფრექტორულად წარმოიშვება ჭინთვები, რომლის მოქმედების შედეგადაც
ხდება ნაყოფის გამოძევება.
მოძრაობათა ერთობლიობას რომელსაც ნაყოფი ასრულებს სამშობიარო არხში
გავლის დროს მშობიარობის ბიომექანიზმი ეწოდება.უფრო ხშირად გვხვდება
მშობიარობა კეფითწინმდებარეობის წინა სახის დროს, კეფით წინმდებარეობის
წინა სახის დროს არჩევენ მშობიარობაში ბიომექანიზმის ოთხ მომენტს:
• პირველი მომენტი–თავის მოხრა მენჯის შესავალთან თავი აწარმოებს
გარდიგარდმო ღერძის ირგვლივ ბრუნვას, რის შედეგადაც ნიკაპი უახლოვდება
გულმკერდს, ნაყოფის თავის მოხრის შედეგად ნაყოფის თავი გაივლის მცირე
მენჯის ყველა სიბრტყეს ადვილად,
• მეორე მომენტი– ნაყოფის თავის შინაგანი ბრუნვა, ნაყოფის თავი
წინმსვლელობით მოძრაობასთან ერთად ასრულებს ბრუნვით მოძრაობას
სიგრძივი ღერძის გარშემო, თავის შინაგანი ბრუნვა თავდება მენჯის ფსკერზე.
• მესამე მომენტი–თავის გაშლა ხდება მენჯის
გამოსავალში, როდესაც მოხრილი თავი მიაღწევს
მენჯის ფუძეს, კუნთები დაფასციები უწევენ
წინაარმდეგობას მის შემდგომ წინმსვლელობას,
ბრუნავს გარდიგარდმო ღერძის გარშემო, გადაიხრება
წინისაკენ და იშლება.
• მეოთხე მომენტი–მხრების შინაგანი და თავის გარეგანი
ბრუნვა,მხრები მცირე მენჯის გამოსავალში
გარდიგარდმო ზომებიდან შემობრუნდება პირდაპირ
ზომაში, პირველად ბოქვენის სიმფიზის ქვემოთ ჩამოდის
წინამხარი, რომლის დაფიქსირების შემდეგ, სხეული
მოიხრება გულმკერდის არეში, რის შედეგადაც
დაიბადება უკანა მხარი, შემდეგ ადვილად იბადება
სხეული და ნაყოფის ფეხები, მხრების შინაგანი ბრუნვის
პარალელურად ხდება ნაყოფის თავის გარეგანი
მშობიარიბის მესამე პერიოდი –ნაყოფის დაბადებიდან მომყოლის დაბადებამდე
მომყოლი შეიცავს პლაცენტას, სანაყოფე გარსებს და ჭიპლარს, მესამე
პერიოდში საშვილოსნოს შეკუმშვების შედეგად პლაცენტა და გარსები ცილდება
საშვილოსნოს კედელს და მომყოლი იბადება, მშობიარობის შემდეგ
საშვილოსნოს ზომები კლებულობს, ღებულობს მომრგვალო ფორმას, 2-3 წუთის
შემდეგ იწყება საშვილოსნოს შეკუმშვა, რაც იწვევს პლაცენტის მოცილებას
საშვილოსნოს კედლიდან. როდესაც მოხდება პლაცენტის დაგარსების სრული
მოცილება და საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, საშოში მომყოლის ჩამოსვლა,
მშობიარეს ეწყება ჭინთვები, რომლის შედეგადაც 2-3 წუთის განმალობაში
იბადება მომყოლი. მომყოლის დაბადების შემდეგ საშვილოსნო ძლიერ
იკუმშება, რის გამოც ხდება საშვილოსნოს სისხლძარღვების მიჭყლეტვა და
პლაცენტარული მოედნიდან სისხლდენის შეჩერება, სისხლდენის შეწყვეტას
ასევე ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნა პლაცენტარული მოედნის
სისხლძარღვების სანათურში. მშობიარობის ნორმალური მიმდინარეობის დროს
სისხლის დანაკარგი არ აღემატება 250 მლ, (იშვიათად 50-100 მლ)–
ფიზიოლოგიური სისხლის დანაკარგი. სისხლის დანაკარგი -400მლ–ზე
ზემოთ ითვლება პათოლოგიურ დანაკარგია. მომყოლის პერიოდის
დამთავრების შემდეგ მთავრდება მშობიარობის პროცესი და ქალს უწოდებენ
მელოგინეს. ფიზიოლოგიური მშობიარობის საერთო ხანგრძლივობა
პირველმშობიარეებში ბრძელდება 10-12 საატი, განმეორებითში 8-10 საათი.
• იმ შემთხვევაში თუ ნაყოფის წინამდებარე ნაწილის
დადგენა ვერ ხერხდება რეკომენდირებულია ექოსკოპიური
კვლევის ჩატარება
• საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასების მიზნით
თითებით საშოსმხირვი გასინჯვა არ არის
რეკომენდირებული,თუ ორსული ღვრის სანაყოფე წყლებს
და რეგულარული სამშობიარო მოქმედება არ აღენიშნება
• სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევის შემთხვევაში
საშვილოსნოს ყელისა და სანაყოფე წყლების შეფასების
მიზნით რეკომენდირებულია საშვილოსნოს ყელის
სტერილურ სარკეებში დათვალიერება1
• სანაყოფე წყლების დაღვრის შემთხვევაში უნდა შეფასდეს
სანაყოფე წყლების ხასიათი და რაოდენობა

You might also like