You are on page 1of 1

ბავშ ვის განვით არება

ო რს ულობა

როგორ ჩნდება დედის რძე?


ნოემბერი 22, 2020

ლაქტაციის მრჩევლის შორენა


ლაღაძის ბლოგი

ოთხი წლის წინ, როდესაც ჩემი


ორსულობის შესახებ შევიტყვე, პირველი,
რაც დავგეგმე, ძუძუთი კვება იყო.
ვიცოდი, რომ ამ თემაზე ძალიან ცოტა
ინფორმაცია მქონდა, ამიტომ
გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მეტი
ცოდნა მომეგროვებინა.
მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ
საქართველოში ბუნებრივი კვების ისეთი
სავალვალო სტატისტიკა იქნებოდა,
როგორიც რეალურად არის. ვფიქრობდი,
რომ ქალები ყველაფერს აკეთებდნენ
საკუთარი შვილების ძუძუთი
გამოსაკვებად, მაგრამ სამწუხაროდ,
საჭირო ინფორმაციის ძიების პროცესში
უამრავ მითსა და ამ მითების მსხვერპლ
დედებს შევეჩეხე.
ინფორმაციის გადამოწმება, სწორისა და
არასწორის გაფილტვრა ჩემი პროფესიაა.
ჟურნალისტი ვარ. უფრო კონკრეტულად –
გამომძიებელი ჟურნალისტი. მაგრამ
სამწუხაროდ, საქართველოში ყველა დედა
არ ფლობს იმ უნარებს, რასაც მე, ამიტომ
ხშირად ხდებიან არასწორი, არასრული და
არასანდო ინფორმაციის გავლენის ქვეშ.
ამის გაცნობიერების შემდეგ, მიზნად
დავისახე, რომ სხვა ქალებს, ახალბედა
დედებს დავხმარებოდი და ამას ვაკეთებ
კიდევაც.
ჩემი პირველი სტატია, ისევე როგორც
სხვა დანარჩენები ამ საიტზე დედის რძისა
და ბუნებრივი კვების სიკეთეების
შესახებ იქნება.
დავიწყოთ იქედან, რომ დედის რძე
პერსონალური საკვებია. ის თქვენს
ძუძუში უშუალოდ თქვენი შვილისათვის,
ჰორმონების გავლენით მზადდება.
ადამიანის რძის ერთ-ერთი შესანიშნავი
მახასიათებელია ის, რომ მისი
შემადგენლობა თითქმის ყველა კვების
დროს, ბავშვის მოთხოვნილებების
მიხედვით იცვლება და ზუსტად არის
მორგებული მოზარდი ჩვილის ყველა
მოთხოვნას.

თუ შენ ორსულად ხარ, შეამჩნევდი როგორ


იცვლის ფორმასა და ზომას შენი მკერდი,
მუქდება და დიდდება არეოლა (ყავისფერი
არე ძუძუსთავის ირგვლივ), მგრძნობიარე
ხდება ძუძუსთავები – ეს იმის ნიშანია,
რომ ჰორმონები ემზადებიან რძის
წარმოებისათვის. ორსულობის ბოლო
კვირებში შესაძლოა შეამჩნიო ძუძუდან
სქელი, მუქი ყვითელი ან ყავისფერი
გამონადენი – ეს ხსენია, შენი შვილის
პირველი საკვები. ქალების უმეტესობას
ხსენი ბავშვის დაბადებამდე არ აქვს – ეს
არაფერს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა,
გექნება თუ არა ხსენი ორსულობაში, შენ
მაინც შეძლებ აწარმოო რძე. ათეულობით
წლების მანძილზე, ასობით ქალზე
დაკვირვებამ მეცნიერებას მისცა ზუსტი
პასუხი დედის რძის შესახებ – ქალების
99% მთელს მსოფლიოში შეუძლია
ჰქონდეს რძე, თუ ისინი ძუძუთი კვების
პროცესს სწორად დაიწყებენ და სწორადვე
გააგრძელებენ. ძუძუთი კვება რთული
პროცესია, რომელსაც ბევრი
მნიშვნელოვანი, აუცილებლად
გასათვალისწინებელი წესი აქვს. ამ
წესების დაცვის გარეშე ძუძუთი კვება
წარმატებული ვერ იქნება.

რა ხდება ძუძუს შიგნით?

ორსულობისას შენი პლაცენტა ააქტიურებს


თავის ტვინში ორ ჰორმონს –
ესტროგენსა და პროგესტერონს, რაც
თავის მხრივ, რთავს შენს სხეულში სხვა
ჰორმონებს, რომლებიც ამზადებენ მკერდს
რძის წარმოებისათვის.

მკერდის დიდ ნაწილს შეადგენს


კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი,
ასევე მკერდის ნაწილებია სარძევე
ჯირკვლები – სადაც ჩნდება რძე და სარძევე
არხები, რომელთა მეშვეობითაც სარძევე
ჯირკვლებში დამზადებული რძე
ძუძუსთავებამდე მიდის. მკერდის
ცხიმოვანი ქსოვილი ყველა ქალს
სხვადასხვა რაოდენობის აქვს. აი,
ჯირკვლები და სადინარები (არხები) –
ყველა შემთხვევაში ერთნაირი
რაოდენობისაა. სარძევე არხებს არაფერი
ფარავს ან კეტავს, ისინი ღიაა და
თავისუფალი. შესაბამისად, ცნება
სარძევე სადინარების გახსნის შესახებ,
მცდარია.

მკერდი შენი მომავალი შვილისათვის


რძის წარმოებისათვის ემზადებოდა ჯერ
კიდევ მაშინ, როდესაც შენ დედის
საშვილოსნოში იყავი. მაშინ, როდესაც
შენი სქესი ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბდა
შენს მკერდში სადინარები და სარძევე
ჯირკვლები.

ორსულობის დროს, ჰორმონები სარძევე


არხებსა და რძის წარმომქმნელ ჯირკვლებს
აფართოვებს და ზომაში ზრდის. ბავშვის
დაბადების მერე, შენს ტვინში ორი
ჰორმონი იწყებს გააქტიურებას –
პროლაქტინი, რომლის მოვალეობაც რძის
წარმოებაა და ოქსიტოცინი, იგივე
ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ხელს
უწყობს მკერდში სადინარების
გაფართოვებას და მასში რძის
მომოქცევას. პროლაქტინის დახმარებით
მკერდში არსებული სარძევე ჯირკვლები
იწოვენ შენი სისხლის თეთრ უჯრედებს,
სისხლში არსებულ ცილებს, ცხიმებს,
შაქრებს, ვიტამინებს , ანტისხეულებს,
ამინომჟავებს და თქვენს ორგანიზმში
არსებულ სხვა ათიათასობით
სასარგებლო ნივთიერებას და ქმნიან
რძეს, ამგვარად წარმოქმნილი რძე
ოქსიტოცინის დახმარებით მიედინება
სადინარებში, მიდის ძუძუსთავამდე და
იქედან – შენი ახალშობილის პაწაწინა
პირში ჩაიღვრება.

რძის სადინარების სისტემა ხსენისა და


რძის წარმოქმნისათვის მზადაა
ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ასე რომ
შენ იმ შემთხვევაშიც შეგიძლია რძის
წარმოება, თუ შენი პატარა ნაადრევად
დაიბადება.

ხსენი

ქალების უმეტესობას ჰგონია, რომ რძე


ბავშვის დაბადებისთანავე მოდის.
რეალურად, რძის მოსვლამდე ყველა ქალს
აქვს ხსენი, რომელიც რძეზე უფრო
მნიშვნელოვანი საკვებია შენი
ახალშობილისათვის.

ხსენი ანტისხეულებით სავსე ძალიან


სქელი, მუქი ყვითელი სითხეა (ის
შესაძლოა იყოს ყავისფერი,
სისხლისფერი, ნარინჯისფერი) და ძალიან
მნიშვნელოვანია ახალშობილის
იმუნიტეტისათვის. ხსენს (იგივე
კოლოსტრიუმი) ექიმები პირველ აცრას
უწოდებენ და მოუწოდებენ ყველა დედას,
მიუხედავად იმისა, გეგმავენ თუ არა
ისინი ძუძუთი კვებას, აუცილებლად
მისცენ შვილებს ხსენი.

ხსენი არის საუკეთესო საკვები იმ


საკვებთა შორის, რაც შეიძლება ბავშვს
სიცოცხლის მანძილზე მისცეთ. ადამიანის
ხსენს აქვს ვიტამინებისა და
ანტისხეულების მაღალი შემცველობა,
მაგრამ იგი მცირე რაოდენობით
გამომუშავდება. ამის მიზეზი ისაა, რომ
ახალშობილს სჭირდება ზუსტად 5 მლ ხსენი,
რაც 1 პატარა ჩაის კოვზია. მეტის ჭამისა
და მონელების უნარი ბავშვს ამ ასაკში არ
აქვს.

კოლოსტრიუმში არის ნახშირწყლები,


ცილები, ანტისხეულები და რთული ცხიმები
შედარებით დაბალი რაოდენობით (რადგან
ახალშობილებში რთული ტიპის ცხიმის
მონელება ძნელია).

ახალშობილებს ძალზე პატარა კუჭი აქვთ


და კოლოსტრიუმი მათ სიცოცხლისათვის
საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას
აწვდის ძალიან კომპაქტურ ფორმაში,
მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ იგი
მცირე რაოდენობისაა, სწორედ ბავშვის
კუჭის სიმცირის გამო.

ხსენს აქვს მსუბუქი საფაღარათო


მოქმედება, რაც ხელს უწყობს ბავშვის
პირველი განავლის გამოყოფას,
რომელსაც მეკონიუმი ეწოდება. იგივე
თვისება ხელოვნურ რძეს არა აქვს.

ხსენი ასუფთავებს ახალშობილის სხეულს


ზედმეტი ბილირუბინისაგან, სისხლის
ზედმეტი, მკვდარი უჯრედებისაგან,
რომლებიც წარმოიქმნება ნაყოფის
სხეულში არსებული დიდი რაოდენობით
სისხლის მოცულობის შემცირების გამო.

კოლოსტრიუმი შეიცავს დიდი


რაოდენობით ანტისხეულებს,
სახელწოდებით “სეკრეტორული
იმუნოგლობულინი” (IgA), რომლებიც ხელს
უწყობენ ჩვილის ყელის, ფილტვებისა და
ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაცვას.
#

ხსენში ლეიკოციტები ასევე დიდი


რაოდენობითაა; ისინი ეხმარებიან
ჩვილის მავნე ვირუსებისა და
ბაქტერიებისგან თავდასაცავად
"
იმუნიტეტის ,, ასაშენებლად”.

!
კოლოსტრიუმის მიღება აყალიბებს
სასარგებლო ბაქტერიებს ბავშვის კუჭ-
ნაწლავში. იგივე არ ხდება ხელოვნური
რძის მიღების დროს.

ნაადრევი ჩვილებისათვის ხსენი კიდევ


უფრო მნიშვნელოვანია.

ადამიანის რძე შეიცავს სპეციალურ


კომპონენტებს, ე.წ. ზრდის
მოდულატორებს, რომლებიც ეხმარება
ნაადრევი ბავშვებს საჭმლის მომნელებელ
სისტემას დროულად ჩამოყალიბდეს და
ასევე იმაში, რომ ისინი დროულად
დაეწიონ წონისა და სიმაღლის ნორმებს
და შესაბამისად განვითარდნენ
გონებრივად.

გამოკვლევების თანახმად,
ახალშობილებს, რომლებმაც კვება
დაიწყეს ხელოვნური რძით, უფრო გვიან
უყალიბდებათ მომნელებელი სისტემა,
ვიდრე ბავშვებს, რომლებმაც დედის ხსენი
მიიღეს.

  

თეგები: დედის რძე

კოლოსტრიუმი ხსენი

7 კომენტარი
დალაგება ამის მიხედვით:

უახლესი

დაამატეთ კომენტარი...

Irma-kesaria Diasamidze
რა საინტერესოდ არის
დალაგებული ინფორმაცია...
მოწონება · პასუხი · სპამად მონიშვნა
· 2 · 2წ.

Maka Machavariani
მადლობა.საინტერესო
რეალობისთვის, რომელიც ესე
ლამაზად მოგვაწოდეთ.
მოწონება · პასუხი · სპამად მონიშვნა
· 2წ.

Maia Mortuladze
ძალიან მომეწონა დიდი
მადლობა
მოწონება · პასუხი · სპამად მონიშვნა
· 2წ.

ნინო ბიჭიკაშვილი
4 შვილი მყავს და 4ვე ძუძუთი
გაზარდე და ყოველთვის
მომენატრება ეგ პროცესი..ამაზე
კარგი გრძნობა არაფერი პატარა
რომ ძუძუს ჭამს...პირველზე
4დღე რძე გამიშრა და
ყველაფერი გავაკეთE რო
აღმედგინა..
მოწონება · პასუხი · სპამად მონიშვნა
· 1 · 2წ.

ნი ნია
ეს ყველაფერი კარგია და
გასაგები მაგრამ ჩემთვის
ძუძუთი კვების დაგეგმვა არის
ცოტა გაუგებარი..მესამე
შემეძინა ახლა და ვერცერთი
ვერ გავზარდე ძუძუთი არადა
სურვილი მქონდა ძალიან
დიდი,ლამის ვლოცულობდი რომ
რძე მომსბლოდა რა
დანამატებს არ
ვსვამდი,ნახარშებს თუ ჩაებს
ოღონდ ყოფილიყო მაგრამ
ამაოდ...ვგიჟდები რომ ამბობენ
ყველა დედას აქვს რძეო...აგერ
ვარ ფაქტი მაინტერესებს ამ
პროცესის მართვა როგორ
შეიძლება,რას ნიშნავს ,,ძუძუთი
კვების სწორად დაწყება და
წარმართვა"?
მოწონება · პასუხი · სპამად მონიშვნა
· 1 · 2წ.

Malina Sajaia
მოგესალმებით ^
წაიკითხეთ "დედამ _ იცის"
სტატიები ძუძუთი კვების
^
სწორად დაწყებასთან
დაკავშირებით.
აუცილებელია
დაბადებიდან მალევე
ძუძუს ჩადება
ბავშვისთვის, სწორი
მოჭიდება და სარძევე
ჯირკვლის ბოლომდე
დაცლა.
https://dedamicis.ge/neonat
ologis-rchevebi/
https://dedamicis.ge/dzudzu
ti-kvebis-dawyeba/
მოწონება · პასუხი · სპამად
მონიშვნა · 2წ.

2 დამატებითი კომენტარის ჩატვირთვა

Facebook-ის კომენტარების დანამატი

ასევე მოგეწონებათ

ორსულო ბა ო რ სულ ო ბ ა

რატომ არის
საჭირო სისხლში
შაქრის დონის
განსაზღვრა
ორსულობის
დროს?
სექტემბერი 23, 2020

1-3 წ ლ ამდ ე

ბავშ ვის განვით არება

რატომ? – ახლად
ფეხადგმული
ბავშვების
საყვარელი კითხვა
ნოემბერი 2, 2020

ძებნა … 

კატეგორიები

ორსულობა
ბავშვის განვითარება
მშობლობა
ცხოვრების სტილი
ექიმის რჩევა
სიახლეები

ბოლო სიახლეები

ბავშ ვის განვით არება

რატომ უნდა ვმართოთ


ბავშვის საეკრანო დრო?
– ინტერვიუ
სპეციალისტთან

ბავშ ვის განვით არება

რა იწვევს ახლობელ
ადამიანთან
განშორების შფოთვას
ბავშვებში? – ინტერვიუ
სპეციალისტთან

ბავშ ვის განვით არება

როგორ წავახალისოთ
ჯანსაღი ამბიციურობა
ბავშვებში? – ინტერვიუ
სპეციალისტთან

3-6 წ ლ ამდ ე , ბავშ ვის


განვით არება

როდის არის ბავშვი


სკოლისთვის მზად? –
ინტერვიუ
სპეციალისტთან

დ ედ ო ბა , მშ ობლობა

რა უნდა იცოდნენ
დედებმა მენტალური
კარგად ყოფნისთვის?

თეგები

ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘ

ᲐᲣᲢᲘᲖᲛᲘ

ᲛᲨᲝᲑᲘᲐᲠᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ
ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲐ

ᲝᲕᲣᲚᲐᲪᲘᲐ

ᲡᲔᲥᲡᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲐ

ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲐ ᲨᲤᲝᲗᲕᲐ

ᲝᲠᲡᲣᲚᲝᲑᲐ ᲫᲘᲚᲘ

ᲫᲣᲫᲣᲗᲘ ᲙᲕᲔᲑᲐ

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘ

ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲞᲐᲜᲓᲔᲛᲘᲐ

ᲚᲐᲥᲢᲐᲪᲘᲐ

ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘ COVID-19

ჩვენ შესახებ

მასალის გამოყენების პირობები

რეკლამა

კონტაქტი

 

Copyright © 2023 ყველა უფლება დაცულია.



Developed by Plexygon.com

You might also like