You are on page 1of 278

სოციალური, ემოციური და

ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებების მქონე ბავშვების
მხარდაჭერა ადრეულ ასაკში

პრაქტიკული გადაჭრის გზები და სტრატეგიები


თითოეული დაწესებულებისათვის

სონია მეინსტონ-კოტონი

თბილისი
2023
Supporting Children with Social, Emotional and
Mental Health Needs in the Early Years
Practical Solutions and Strategies for Every Setting
Sonia Mainstone-Cotton

პუბლიკაცია მომზადებულია ნორვეგიის მთავრობის და გაეროს ბავშვთა


ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, არ არის
აუცილებელი, ასახავდეს ნორვეგიის მთავრობის ან გაეროს ბავშვთა ფონდის
ოფიციალურ თვალსაზრისს.

© 2021 Sonia Mainstone-Cotton


All Rights Reserved. Authorised translation from the English language
edition published by Routledge, a member of the Taylor & Francis Group.

მთარგმნელი: ნათია კუხალეიშვილი


სამეცნიერო რედაქტორი: თამთა კუხალეიშვილი
ენის რედაქტორი: ეკა კეკელია, თეონა ბექიშვილი
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

ISBN 978-9941-18-427-7

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა


ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი, 0162, საქართველო

ILIA STATE UNIVERSITY PRESS


3/5 Cholokashvili Ave, Tbilisi, 0162, Georgia
სარჩევი

შესავალი 5

სექცია I 9
1. სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები
ბავშვებში: ნაწილი I: ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო
გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე 11
2. სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები
ბავშვებში: ნაწილი II: ამ საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა 39
3. სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები
ბავშვებში: ნაწილი III: ოჯახური ძალადობის, ნაყოფის ალკოჰოლური
სინდრომის, მშობლების ფსიქიკური დაავადებისა და მინდობით
აღზრდაში მყოფი ან აყვანილი ბავშვების კვლევა 59
4. ზრდასრულის როლი 82

სექცია II 99
5. გარემო 101
6. რუტინები და ტრანზიციები 121
7. ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა 140
8. სენსორული გამოცდილებები 162
9. გარე სივრცე 193
10. მაინდფულნესი 219
11. მშობლებთან ურთიერთობა 238
12. ზრდასრულთა კეთილდღეობა 256
დასკვნა 277
შესავალი

ეს წიგნი ფოკუსირებულია სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯან­


მრთელობის საჭიროებების მქონე ადრეული ასაკის ბავშვების მხარდა-
ჭერაზე, განსაკუთრებით იმ ბავშვების, რომლებსაც უფრო დიდი საჭი-
როება აქვთ ამ მიმართულებით. მე ვმუშაობ სპეციალისტების გუნდში,
სახელად „სამი გზის ნათელი მომავალი“ და ვარ მათი ზრუნვის გაფარ-
თოების სერვისის წევრი. ეს არის სერვისი, რომელიც ეხმარება ბავ­
შვებს, საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადასვლაში, ბაღის ბოლო წლისა
და სკოლის პირველი წლის განმავლობაში. ყველა ბავშვი, რომელთა-
ნაც ჩვენ ვმუშაობთ, სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთე-
ლობის მხრივ დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონეა; თითო-
ეულ მათგანს ამ სფეროში აქვს მაღალი საჭიროებები. ჩვენ ვმუშაობთ
ბავშვთან კვირაში ერთხელ მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი სამუ-
შაო მიმართულია ბავშვების მხარდაჭერაზე, თუმცა ასევე ვთავაზობთ
იდეებს, რჩევებს და მხარდაჭერას საგანმანათლებლო პერსონალს,
რომელიც ყოველდღიურადაა ბავშვთან. ჩვენი მუშაობა შესაძლებელია
მხოლოდ იმ პირობებში, თუკი საგანმანათლებლო დაწესებულებაში
არის პერსონალი, რომელიც გვენდობა და მათ აქვთ სურვილი მოსინ-
ჯონ და დანერგონ ჩვენი იდეები. ამ წიგნში მოვაქციე ზრუნვის გაფარ-
თოების სერვისის გუნდის წევრებთან ინტერვიუები, რათა თქვენთვის
გამეზიარებინა მათი ცოდნა, სიბრძნე და გამოცდილება.
ტერმინი სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობა
(შემდგომში გამოყენებული იქნება აბრევიატურა სეფჯი) შედარებით
ახალია. ჩვენ სულ უფრო მეტად გვესმის ის სკოლებში, თუმცა უკვე
ხშირად იცნობენ ამ ტერმინს საბავშვო ბაღებშიც. ვფიქრობ, ჩვენთვის

5
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

მნიშვნელოვანია სეფჯის საჭიროებებს განვიხილავდეთ განსხვავებუ-


ლობის და არა დეფიციტის მოდელის ფარგლებში. ჩვენ, ყველას, სხვა-
დასხვა დონის სეფჯის საჭიროებები გვაქვს და გვჭირდება მათი დაკმა-
ყოფილება. გვევალება ამ საჭიროების მქონე ბავშვების აღმოჩენისას
მათი მხარდაჭერა.
ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანები ხშირად პირ-
ველნი არიან, ვინც ხედავენ და ეჭვდებიან, ხომ არ სჭირდება ბავშვს
დამატებითი მხარდაჭერა სეფჯის საჭიროებების დასაკმაყოფილებ-
ლად. თუმცა ამ საკითხზე მათთვის ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელ-
მისაწვდომი. უფრო და უფრო იზრდება წიგნების რაოდენობა ბავშვების
ზოგად კეთილდღეობაზე და რამდენიმე მათგანის ავტორი თავადაც
გახლავართ. თუმცა, ვაცნობიერებდი, რომ არსებობდა საჭიროება, შექ-
მნილიყო ერთი წიგნი დამატებითი სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვე-
ბის მხარდაჭერის კონკრეტულ გზებზე. ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნის სა-
შუალებით ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანებს მივაწო-
დებ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოამარაგებს მათ იდეებით,
თუ როგორ დაეხმარონ, დაგეგმონ და იმუშაონ სეფჯის საჭიროებების
მქონე ბავშვებთან. ეს წიგნი არ ეხება ბავშვის დიაგნოსტირებას, არა-
მედ ის ნათელს ჰფენს, თუ რა ხდება ბავშვის თავს და უბიძგებს პრაქ-
ტიკოსს, იყოს ცნობისმოყვარე და დასვას შეკითხვები იმის შესახებ, თუ
რას შეიძლება განიცდიდნენ ბავშვები და როგორ გვაჩვენებენ ისინი
თავიანთ საჭიროებებს. ბავშვები აუცილებლად გვეტყვიან თავიანთი
სეფჯის საჭიროებების შესახებ, როდესაც ასეთი აქვთ, თუმცა ამისთვის
ისინი ხშირად სიტყვებს არ იყენებენ. ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რომ
ისინი გვესაუბრებიან ბევრი სხვადასხვა გზით. უნდა ვცადოთ, გავიგოთ,
რას გვეუბნებიან და შემდეგ ვიპოვოთ გზები მათ მხარდასაჭერად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული
შესაძლებლობების ქოლგის ქვეშ ოთხი მიმართულებიდან ერთ-ერთია
სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები.
თუკი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები და შეზღუდული
შესაძლებლობები ახალია თქვენთვის და გაინტერესებთ, თუ როგორ
შედის სეფჯი მასში, მოგიწოდებთ, განაგრძოთ ამ მიმართულებით კით-

6
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ხვა და კვლევა. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაშრომი


აქვს კერი პეინს (მასთან ვებინარის ბმული იხილეთ „დამატებითი ინ-
ფორმაცია და წყაროების“ განყოფილებაში).
ამ წიგნს აქვს ორი სექცია. პირველი მოიცავს ოთხ თავს, რომლებ-
შიც განხილულია სეფჯი და ბავშვების გამოცდილებები. ეს თავები დრო-
დადრო საკმაოდ მძიმე საკითხავია, რამდენადაც აქ განხილულია საკ-
მაოდ რთული თემები, როგორებიცაა ბავშვობის დროინდელი საზიანო
გამოცდილებები, მიჯაჭვულობა, შევიწროვება, ტრავმა, მშობლის ფსი-
ქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, ნარკოტიკოდამოკიდებულება
და ალკოჰოლიზმი, ოჯახური ძალადობა და უფროსის როლი. ამ თავე-
ბის სიმძიმის გამო თქვენ შესაძლოა მოგინდეთ შეისვენოთ კითხვისას,
იზრუნოთ საკუთარ თავზე და გადახვიდეთ მე-2 სექციაზე (მე-5-მე-12
თავები), რომელიც უფრო პრაქტიკული საკითხებისგან შედგება. ამათ-
გან თითოეული განიხილავს სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვების
მხარდაჭერის გზებს, გთავაზობთ იდეებს, ბევრ პრაქტიკულ რჩევასა და
რესურსს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ მუშაობაში. მეორე სექცი-
აში განხილულია მრავალფეროვანი საკითხები, დაწყებული გარემო-
დან, გრძნობებისა და ემოციების ამოცნობიდან, სენსორული თამაშები-
დან დამთავრებული გარეთ თამაშით, მაინდფულნესით,* მშობლებთან
მუშაობითა და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით. წიგნი შესაძლოა
წაიკითხოთ თანმიმდევრულად, თავიდან ბოლომდე, ან შესაძლებელია
მოგინდეთ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ სხვადასხვა თავს პრაქტიკული
რჩევებისა და იდეებისათვის.
ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი მოგაწვდით იდეებს, რჩევებსა და სა-
ბაზისო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ
ბავშვებთან, რომლებსაც შესაძლოა, დამატებითი სეფჯის საჭიროებები
აქვთ. თითოეული თავის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები შემდეგი
საკითხის კითხვისა და სწავლისთვის. ჩემი განზრახვაა, ამ წიგნის საშუ-
ალებით დაინახოთ, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ბავშვების სეფჯის
საჭიროებებზე გავლენის მოხდენა და რომ პატარა, მაგრამ მნიშვნე-

* ინგლისურიდან ‒ mindfulness. მეტი ინფორმაციისთვის იხ. თავი 10.

7
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ლოვანი ხრიკებითა და ცვლილებებით შესაძლებელია დავეხმაროთ ამ


ბავშვებს პიროვნულ წინსვლაში.
მე გააზრებული მაქვს, რომ ვმუშაობ სპეციალისტების გუნდში და
იდეები, რომლებსაც ამ წიგნში გიზიარებთ, ეფუძნება როგორც ჩემს პი-
რადს, ასევე გუნდურ გამოცდილებას. ბავშვებთან მუშაობისას არ არ-
სებობს ერთი მოდელი, რომელიც ყველას მოერგება; ჩვენი სამუშაო
დაფუძნებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების
დაკმაყოფილების მცდელობასა და საგანმანათლებლო პერსონალის
მხარდაჭერაზე, რათა მათ გაუჩნდეთ განცდა იმისა, რომ შესწევთ ძალა
და აქვთ უნარი, გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. იდეები, რომლებსაც
გიზიარებთ, არ წარმოადგენს უნივერსალურ მოდელს, რომლის გა-
დაღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ იმედს ვი-
ტოვებ, რომ ხორცს შეასხამთ გარკვეულ იდეებს, გაითვალისწინებთ
ზოგიერთ რეკომენდაციას და იპოვით თქვენს საკუთარ შემოქმედებით
გზას სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.
ამ წიგნის წერა დავიწყე 2020 წლის აპრილში, როდესაც ეს ქვეყანა
და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჩაკეტილი იყო კოვიდ-19-ის პანდე-
მიის გამო. ამჟამად მწვავედ ვიაზრებ იმ სტრესსა და შფოთვას, რო-
მელსაც პანდემია იწვევს ბევრ ოჯახში. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ყვე-
ლანი დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, მიმდინარე ჭრილობები
განაგრძობს არსებობას გაერთიანებული სამეფოსა და მთელი მსოფ-
ლიოს მასშტაბით, როგორც ამ პერიოდის შედეგი. სავსებით დარწმუ-
ნებული ვარ, რომ გაიზრდება სოციალური, ემოციური და ფსიქიკური
ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშვების რიცხვი და ვიმედოვ-
ნებ, ეს წიგნი მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას სეფჯის შესახებ, ასეთი
საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერის პრაქტიკულ იდეებთან
ერთად.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Kerry Payne ‒ Supporting children with SEND [კერი პეინი ‒ სსსმ და შშმ ბავშვების
მხარდაჭერა]. ხელმისაწვდომია ბმულზე http://kinderly.co.uk/early-years-webi-
nars/

8
სექცია

თავები

▶▶ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები


ბავშვებში: ნაწილი I: ტრავმის გამოკვლევა, ბავშვობისდროინდელი
საზიანო გამოცდილებები და სტრესის გავლენა სხეულზე.
▶▶ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები
ბავშვებში: ნაწილი II: ამ საჭიროებების სიღრმისეულად გამოკვლევა.
▶▶ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები
ბავშვებში: ნაწილი III: ოჯახური ძალადობის, ნაყოფის ალკოჰოლური
სინდრომის, მშობლის ფსიქიკური დაავადების და ნაშვილები ან
მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების გამოკვლევა.
სოციალური, ემოციური და
1 ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებები ბავშვებში
ნაწილი I: ტრავმის,
ბავშვობისდროინდელი საზიანო
გამოცდილებებისა და სტრესის
გავლენა სხეულზე

ეს თავი იკვლევს სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთე-


ლობის სფეროს. იგი შედარებით ახალია და სულ უფრო ხშირად
გამოიყენება სხვადასხვა დისციპლინაში, მაგალითად, როგორები-
ცაა: ჯან­მრთელობა, განათლება და სოციალური ზრუნვა. სოციალურ,
ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხშირად საუბრობენ სკოლის
ასაკის ბავშვებთან მიმართებით, თუმცა ბოლო ხანებში იზრდება ცნო-
ბიერება იმასთან დაკავშირებით, რომ ადრეული ასაკის ბავშვებიც
ავლენენ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მა-
ღალ საჭიროებებს. ასევე განვიხილავ ბავშვობისდროინდელ საზიანო
გამოცდილებებს და მოკლედ შევეხები მიჯაჭვულობის თეორიასაც,
რამდენადაც ეს ორი საკითხი გადამწყვეტია სეფჯის გაგებისა და გააზ-
რებისთვის.
სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებე-
ბის მქონე ბავშვების მოკლე განმარტება შეიძლება ასეთი იყოს:
▶▶ ბავშვები, რომლებსაც უკიდურესად ურთულდებათ საკუთარი
გრძნობების, ემოციებისა და ქცევების მართვა
▶▶ ბავშვები, რომელთათვისაც ყოველდღიური ცვლილებები აშინებთ
▶▶ ბავშვები, რომლებსაც ურთულდებათ უფროსებთან ან ბავშვებთან
ურთიერთობის ჩამოყალიბება

11
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

▶▶ ბავშვები, რომლებსაც ურთულდებათ ჯგუფთან ერთად აქტივობებ-


სა და რუტინაში ჩართვა.

ზოგიერთი ქცევა, რომელსაც შეიძლება ავლენდნენ სეფჯის მეტი


საჭიროების მქონე ბავშვები:
▶▶ ბავშვებისა და უფროსებისკენ მიმართული ბრაზის აფეთქებები
▶▶ დისტრესი მშობლის ან ბავშვისთვის სხვა მნიშვნელოვანი უფრო-
სის გვერდით არყოფნის გამო
▶▶ გაქცევა
▶▶ უარი რომ შეუერთდეს ან მიყვეს მითითებებს
▶▶ კონტროლისა და მის ირგვლივ ყველაფერის გაკონტროლების სა-
ჭიროება
▶▶ გაშეშება, როდესაც თითქოს გაითიშა
▶▶ დამალვა
▶▶ ბავშვებისა და/ან უფროსებისგან ჩამოცილება
▶▶ თვითდაზიანება
▶▶ ადვილად შეკრთომა ხმამაღალი ხმების გაგონებისას, უცაბედი
მოძრაობებისას, კარების მიჯახუნებისას
▶▶ შფოთვა
▶▶ გახანგრძლივებული ტანტრუმები
▶▶ ძილის სირთულეები.

უახლესმა ბრიტანულმა კვლევებმა (2018) აჩვენა, რომ ინგლისში,


5-დან 19 წლამდე ასაკის, რვა ბავშვიდან ერთს აქვს ფსიქიკური ჯან-
მრთელობის დარღვევა. ამ კვლევის ფარგლებში, ასევე შეისწავლეს
წინასასკოლო 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები (ასეთი პატარა ასა-
კის კვლევის პირველი შემთხვევა) და აღმოაჩინეს, რომ 18-დან ერთ
ბავშვს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მინიმუმ ერთი დარღვევა.
კვლევა ჩატარდა 9117 ბავშვსა და ახალგაზრდასთან, მშობლებსა და
მასწავლებლებთან და მისი მიზანი იყო, მოესმინათ სხვადასხვა პრობ-
ლემის შესახებ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთე-
ლობაზე თავად ბავშვებისა და ახალგაზრდებისგან, ასევე მოზრდი-

12
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ლებისგან, რომლებიც მათ იცნობენ. კვლევის ფარგლებში ფსიქიკური


ჯანმრთელობის დარღვევა დაყვეს ოთხ კატეგორიად:
▶▶ ემოციური
▶▶ ქცევითი
▶▶ ჰიპერაქტიურობა
▶▶ ნაკლებად გავრცელებული დარღვევები.

შენიშვნა: ჩვეულებრივ, ნაკლებად ვიყენებ ხოლმე ტერმინს „დარ-


ღვევა“. თუმცა ის გამოყენებული იყო კვლევაში, რამდენადაც ისინი არ
იკვლევდნენ ზოგადი ფსიქიკური „ჯანმრთელობის პრობლემებს“ ან
„გამოწვევებს“.

შეყოვნდით

სანამ გავაგრძელებთ, მინდა მოგიწოდოთ, ცოტა ხნით შეყოვნდეთ


და დაფიქრდეთ ზემოთ მოცემული ქცევების ჩამონათვალზე. როდე-
საც კიდევ ერთხელ გადახედავთ სიას, იფიქრეთ, ხომ არ გახსენებთ
ის რომელიმე კონკრეტულ ბავშვს, რომელთანაც მუშაობთ ან ადრე
გიმუშავიათ?
თუკი ამ კვლევის მონაცემებს ჩავხედავთ, მეტად სავარაუდოა, რომ
თითოეული ჩვენგანი ამჟამადაც მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც
ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები აქვთ, რადგანაც 18-დან
ერთი 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვი, საკმაოდ მაღალი ციფრია. ეს
წიგნი არ გთავაზობთ ამ ბავშვების დიაგნოსტირებას ‒ ეს არ არის
ჩვენი საქმე ‒ მაგრამ ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ზოგიერთ
ბავშვს, რომელთანაც ვმუშაობთ, შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი
სეფჯის საჭიროებები. ამის გაცნობიერება შესაძლებლობას გვაძ-
ლევს, დავიწყოთ შეკითხვების დასმა, დავუკავშირდეთ შესაბამის სა-
აგენ­ტოებს, დავნერგოთ იმგვარი მიდგომები, რომლებიც დაეხმარე-
ბა ყველა ბავშვს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შეიძლება დამატებითი
სეფჯის საჭიროებები ჰქონდეს.

13
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

შეყოვნდით

თქვენი კეთილდღეობა

ეს საკმაოდ რთული თემაა საკითხავად. შესაძლოა გაგიაქტიურდეთ


ძლიერი გრძნობები იმ ბავშვების მიმართ, რომელთანაც ამჟამად მუ-
შაობთ ან ადრე გიმუშავიათ ან შესაძლოა გაგიაქტიურდეთ ემოციები
და გრძნობები თქვენი შვილების ან თქვენი ბავშვობის შესახებ. თქვე-
ნი კეთილდღეობა გადამწყვეტია. მინდა გირჩიოთ, რომ ყურადღებით
იყოთ იმ გრძნობების მიმართ, რომლებიც თქვენში აღმოცენდება ამ
წიგნის კითხვის პროცესში. გულისხმიერი იყავით საკუთარი თავის
მიმართ. თუკი წიგნი თქვენთვის რთული იქნება, ან აღძრავს რთულ
ემოციებს, გამოყავით დრო, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე. ეს შესაძ-
ლოა გააკეთოთ საკუთარი თავისთვის ფინჯანი ყავის მომზადებით,
ხელების მასაჟით, 5 წუთიანი მედიტაციით, მეგობართან ან სანდო
კოლეგასთან საუბრით. საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა გადამ­
წყვეტი მნიშვნელობისაა, რამდენადაც ეს გეხმარებათ ხელი შეუწყოთ
ბავშვების კეთილდღეობას. ამ თემას უფრო მეტად მე-12 თავში ჩა-
ვუღრმავდებით.

სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვების ზოგიერთი აღწერა ნათელს


ხდის, რომ მათ შესაძლოა გამოცდილებაში აქვთ ტოქსიკური სტრესი ან
ტრავმა. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ერთჯერად ტრავმულ ინციდენტს,
როგორიც არის, მაგალითად, ავტოავარია, არ ექნება იგივენაირი
ეფექტი, როგორც ხანგრძლივ ტრავმატულ მოვლენებს ან ტოქსიკურ
სტრესს. ტოქსიკური სტრესი გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრ-
თელობაზე: მივყავართ ჩვენი სტრესული რეაქციების დარღვევამდე,
რაც შედეგად ხშირად გამოიხატება ქცევით დარღვევებსა და სხვების
მიმართ უნდობლობაში (Bomber 2020). თუმცა, ისიც უნდა აღინიშ-
ნოს, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც გამოუცდია ტრავმა ან ტოქსიკური
სტრესი, არ უვითარდება მაღალი სოციალური, ემოციური და ფსიქი-
კური ჯანმრთელობის საჭიროებები. ზოგიერთი ბავშვი ძალიან მედე-

14
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

გია და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ბავშვებს აქვთ პოზიტიური, მოსიყ-


ვარულე და უსაფრთხო კავშირი უფროსებთან, ამან შეიძლება ხელი
შეუწყოს მათ მედეგობას. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა
ბავშვს, რომელიც ავლენს სეფჯის საჭიროებებს, არ ექნება ტრავმული
ან ტოქსიკური გამოცდილებები.
ახლა ზოგიერთი ნაცნობი მიზეზი მინდა განვიხილო, რის გამოც
ზოგ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს უფრო მაღალი სეფჯის საჭიროებები
და განიცდიდეს ტოქსიკურ სტრესს.

ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებები

ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებები ტერმინია, რო-


მელსაც ახლა უკვე ბევრი იცნობს. ბავშვობისდროინდელი საზიანო
გამოცდილებების შესახებ ფიქრი 1985 წელს დაიწყეს, ჭარბი წონის
კორექციის კლინიკაში, სან დიეგოში. ექიმ ვინსენტ ფელიტს (Felitti et
al. 1998), რომელიც პრევენციული მედიცინის განყოფილების ხელმ-
ძღვანელი იყო, უჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ წყვეტდა დიეტას ამ-
დენი ზრდასრული პაციენტი. მან დაიწყო პაციენტებისგან ინტერვიუს
აღება და აღმოაჩინა მიზეზი, რომელსაც მოგვიანებით ის აღწერს,
როგორც ბავშვობისდროინდელ საზიანო გამოცდილებებს. ფელტიმ
და მისმა კოლეგებმა განაგრძეს და გამოკითხეს კიდევ 100 პაციენტი,
ისინი ისმენდნენ პაციენტების ისტორიებს ბავშვობაში განცდილი ძა-
ლადობის შესახებ და დაადგინეს, რომ ბავშვობისდროინდელი ტრავ-
მული გამოცდილება ყველასთვის საერთო იყო. ამ საწყისი კვლევის
შემდეგ მან და მისმა კოლეგებმა ბავშვობისდროინდელ საზიანო
გამოცდილებების პირველი კვლევა ჩაატარეს. ეპიდემიოლოგი რო-
ბერტ ანდა შეუერთდა ფელიტის და მათ ერთობლივად მოიფიქრეს
ბავშვობისდროინდელ საზიანო გამოცდილებების კვლევის საკვლევი
კითხვები. ამ კითხვარში მოცემული იყო ბავშვობის საზიანო გამოცდი-
ლებების ირგვლივ 10 შეკითხვა და ის დღემდე გამოიყენება ბავშვო-
ბისდროინდელ საზიანო გამოცდილებების ქულების გასაზომად. ისი-
ნი პაციენტებს ეკითხებოდნენ, ჰქონდათ თუ არა ჩამოთვლილთაგან

15
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

რომელიმე გამოცდილება 18 წლის ასაკამდე. შეკითხვები ეხებოდა


10 საკითხს:
▶▶ ემოციური შევიწროვება
▶▶ ფიზიკური შევიწროვება
▶▶ ვერბალური შევიწროვება
▶▶ სექსუალური შევიწროვება
▶▶ უგულებელყოფა
▶▶ ნივთიერებათა ავადმოხმარება ოჯახში
▶▶ ფსიქიკური დაავადებები ოჯახში
▶▶ ოჯახური ძალადობა
▶▶ მშობლების განქორწინება
▶▶ კრიმინალური ქცევა ოჯახში

თითოეულ კატეგორიას ენიჭებოდა ერთი ქულა (Burke Harris


2018). შეკითხვების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ბავშვ-
თა განვითარების ცენტრის ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე
(2015; ნახეთ „დამატებითი ინფორმაცია და წყაროები“). კითხვარის
საწყისი შემუშავების შემდეგ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადევ-
ნებენ თვალს. ამ ეტაზე უკვე ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდი-
ლებების საერთაშორისო კვლევითი ქსელიც არსებობს. ის არის ჯან-
დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილი, რომელმაც შექმნა ACE-IQ
(2018), რომლის მიზანია გააიოლოს ბავშვობის საზიანო გამოცდი-
ლებების გაზომვა ყველა ქვეყანაში და შეადაროს ისინი ერთმანეთს,
რაც საშუალებას მისცემს, აღმოაჩინონ კავშირი ბავშვობის საზიანო
გამოცდილებებს, ჯანმრთელობისთვის სარისკო ქცევებსა და მოგვი-
ანებით ცხოვრებაში ჯანმრთელობის შედეგებს შორის. რეკომენდებუ-
ლია ჯანმრთელობის შესახებ უფრო ფართე საკითხების კითხვარებთან
ერთად საერთაშორისო ACE-IQ-ს გამოყენება. ეს კითხვარი ბევრად
მეტ დეტალს მოიცავს. პირველადი კითხვარის თითოეული შეკითხვა
ჩაშლილი და დაკონკრეტებულია. მაგალითისთვის, არის განყოფილე-
ბა ფიზიკური დასჯის კონკრეტულ ტიპებთან დაკავშირებით: „წამოურტ-
ყამს, ჩაურტყამს, ფეხი (პანჩური) ამოურტყამს, სილა გაუწნავს, მუშტი

16
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

დაურტყამს ან უცემიხართ მშობელს, მზრუნველს ან რომელიმე ოჯახის


წევრს?“, „მშობელს, მზრუნველს ან რომელიმე ოჯახის წევრს დაურტ-
ყამს ან დაუჭრიხართ რაიმე ნივთით, როგორებიცაა: ჯოხი (ან წკეპლა),
ბოთლი, კეტი, დანა, შოლტი და ა.შ.?“ პასუხებიც კატეგორიებად არის
დაყოფილი: „ბევრჯერ“, „რამდენჯერმე“, „ერთხელ“, „არასოდეს“,
„პასუხისგან თავს შევიკავებ“. კითხვარს ასევე აქვს განყოფილება
თანატოლთა მხრიდან ძალადობაზე, საზოგადოების მხრიდან ძალა-
დობასა და ომის ზემოქმედებაზე. ამ დეტალების შესახებ და კვლევის
სრული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის ვებგვერდს (იხილეთ „დამატებითი ინფორმაცია და წყა-
როები“).
ფელიტისა და ანდას საწყის კვლევაში 17421 ადამიანი გამოიკით-
ხა ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების კითხვარის საშუ-
ალებით. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებები
ძალიან გავრცელებული იყო და 6-დან ერთ რესპონდენტს ჰქონდა 4 ან
4-ზე მაღალი ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების ქულა.
მათ გააცნობიერეს, რომ საზიანო გამოცდილებები ხშირად ურთიერ-
თდაკავშირებულია: მართალია, ხშირად მათ ცალ-ცალკე იკვლევენ,
ფელიტიმ და ანდამ აღმოაჩინეს, რომ პრაქტიკაში ისინი იშვიათად
გვხვდება განცალკევებით. როდესაც უფრო გულდასმით გააანალიზეს
შედეგები, მათ დაინახეს, რომ ბავშვობის ტრავმის ეფექტები ცხადად
იჩენდა თავს უკვე სკოლის ასაკში. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანე-
ბის ნახევარი, რომლებსაც ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდი-
ლებების ქულა 4-დან ზევით ჰქონდა, ავლენდა ქცევით და სწავლის
სირთულეებს სკოლაში. ამ ჯგუფის მონაცემები შეადარეს ადამიანები-
სას, რომლებსაც 0 ქულა ჰქონდათ, ისინი 3% წარმოადგენდნენ. მათ
აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობისდროინდელი
საზიანო გამოცდილებების მაღალი ქულა ჰქონდათ, ჰქონდათ ასევე
ჯანმრთელობის მაღალი რისკები. რაც უფრო იზრდება ბავშვობისდ-
როინდელი საზიანო გამოცდილებების ქულა, ზრდასრულობაში ქრო-
ნიკული დეპრესიის პროცენტული მაჩვენებელიც იზრდება და ასევე
აღმოაჩინეს, რომ 4 და მეტი ქულის მქონე რესპონდენტებს გულის

17
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

დაავადებების, სიმსივნის, ღვიძლის დაავადებების და ფილტვების


ქრონიკული დაავადებების ბევრად მაღალი ალბათობა ჰქონდათ. მათ
დაასკვნეს, რომ სტრესი ხანგრძლივად აგრძელებს სხეულზე ზეგავლე-
ნას (Burke Harris 2018, van Der Kolk 2014).

კვლევის ჩვენეული ინტერპრეტაცია

კვლევა დაგვეხმარა უფრო მეტად და ღრმად გაგვეცნობიერებინა, თუ


რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვობის საზიანო გამოცდილებებს
ჩვენს ცხოვრებაზე გრძელვადიანად. ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რო-
მელმაც მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოს და დაეხმარა ადამიანებს
არა მარტო გაეგოთ ბავშვობის საზიანო გამოცდილებების შესახებ,
არამედ ასევე აღწერა, როგორ შეგვიძლია მათი გავლენის შესუსტება,
არის დოქტორი ნადინ ბურკე ჰარისი, პედიატრი სან ფრანცისკოდან.
მას TED Talk-ის გამოსვლა ჰქონდა 2014 წელს და ასევე დაწერა წიგ-
ნი „ყველაზე ღრმა ჭა: ბავშვობის საზიანო ვითარებების ხანგრძლივი
გავლენების განკურნება“ (2018). წიგნში ის განიხილავს ამ ადრეული
ტრავმების გავლენას, როგორც ბავშვობის პერიოდში, ასევე მოგვი-
ანებით, ზრდასრულ ასაკში. წიგნში ის ასევე საუბრობს, თუ როგორ
ეხმარება მისი კლინიკა ამ ტრავმების განკურნებაში, განიხილავს, თუ
როგორ შეგვიძლია საწყისი ტრავმების შეჩერება და რა შეიძლება ხან-
გრძლივი შედეგების შეჩერებაში იყოს დამხმარე. ბურკე ჰარისმა გამო-
იყენა ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების შეკითხვები
ბავშვი პაციენტების მშობლებთან თავის ამბულატორიულ კლინიკაში.
მან აღმოაჩინა, რომ მის პაციენტ ბავშვებში (საშუალო ასაკი 8 წელი),
რომლებსაც ბავშვობისდროინდელ საზიანო გამოცდილებებში 4 ან
მეტი ქულა ჰქონდათ, 2-ჯერ მეტი იყო ჭარბწონიანობის ალბათობა და
32,6-ჯერ მეტად სავარაუდო იყო დასწავლისა და ქცევითი სირთულე-
ების დიაგნოზის ქონა. ამის ფონზე ბურკე ჰარისს გაუჩნდა მტკიცებულე-
ბები, რაზე დაყრდნობითაც შეეძლო ეჩვენებინა, რომ იმ ბავშვების სირ-
თულეები, რომლებიც მასთან მოყავდათ როგორც „ქცევითი პრობლე-
მების“ მქონე, პირდაპირ იყო დაკავშირებული ტოქსიკურ გამოცდილე-

18
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ბებთან. ის ამტკიცებდა, რომ ამ მიგნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა


ჰქონდა ბავშვების სწორად დიაგნოსტირებასა და მხარდაჭერაში. მან
აღმოაჩინა, რომ ბავშვების ძალიან დიდ რაოდენობას მის კლინიკაში
უსვამდნენ ADHD-ს დიაგნოზს. თუმცა, ბურკე ჰარისს მიაჩნდა, რომ ამ
ბავშვების დიდი ნაწილი ავლენდა ქრონიკულ ნეგატიურ გავლენას თა-
ვიანთი სტრესული რეაქციების სისტემაზე, რაც განსხვავდება უშუალოდ
ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომისაგან (Burke
Harris 2018).

შეკითხვები ბავშვობისდროინდელი საზიანო


გამოცდილებების ირგვლივ

კვლევის ჩატარების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი


დაინტერესდა და გაეცნო ბავშვობისდროინდელ საზიანო გამოცდი-
ლებებს და ამ საკითხზე დისკუსიებმა იმატა როგორც ჯანდაცვის, ასევე
განათლების სექტორში. გაერთიანებულ სამეფოში შოტლანდია დაწი-
ნაურდა ამ საკითხთან მიმართებით, ყურადღება გაამახვილა მხოლოდ
ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების გამოყენებასთან
დაკავშირებულ შეზღუდვებზე და აღიარა ასეთი მიდგომის ნაკლოვა-
ნებები. ძალიან ბევრმა ადამიანმა წამოწია წინ საკითხი ცალკეულად
ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების სიფრთხილით გა-
მოყენებასთან დაკავშირებით, ამას ბარეტი (Barrett, 2018) აღწერს
როგორც მზარდ „ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებასა
და ცნობიერ მოძრაობას“. ის და სხვები აღნიშნავენ, რომ დასაწყისში
ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების კვლევა იყო ჯანმ-
რთელობის კვლევის ნაწილი ‒ ის არ იყო გათვლილი იმისთვის, რომ
კლინიკაში, განათლების სფეროში, ადრეულ ასაკის ბავშვებთან ან
საქველმოქმედო საქმიანობაში მომუშავე ადამიანებს მშობლებთან ან
ბავშვებთან გამოეყენებინათ როგორც კითხვარი. ბარეტი განათლების
ფსიქოლოგია და მისი პროფესიის სხვა წარმომადგენლების მსგავ-
სად, ის აღნიშნავს, რომ კითხვარი პოტენციურად საზიანო პრაქტიკას
წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტრავმატული მოვლენა არ არის

19
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

იგივე რაც ტრამვა. ტრავმატული მოვლენა განსხვავებულ გავლენას ახ-


დენს სხვადასხვა უფროსსა და ბავშვზე და ეს გავლენა დამოკიდებულია
ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, როგორებიც არის ‒ სად ცხოვრობენ, რა
მხარდაჭერა აქვთ, როგორი წინარე გამოცდილება აქვთ და როგორია
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო
ამ კითხვარის ოჯახებთან გამოყენების დროსაც, რამდენადაც მან შე-
საძლოა გამოიწვიოს რეტრავმატიზაცია (Barrett 2018).

როგორ გვეხმარება ბავშვობისდროინდელი საზიანო


გამოცდილებების გაგება

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როგორ ცხოვრობენ ბავშვები,


რომლებთანაც ვმუშაობთ და როგორია მათი ყოველდღიური გამოც-
დილება. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი ცხოვრობდა
ოჯახური ძალადობის პირობებში, უკეთესად ვიგებთ, თუ რატომ არის
ბავშვი ძალიან ნერვიული, ზეფხიზელი და რატომ არის შესაძლებელი
ზოგჯერ ძალიან გაშმაგდეს. როდესაც ეს ინფორმაცია გვაქვს, ჩვენ
შეგვიძლია ბავშვს შევთავაზოთ ის უსაფრთხოება, მხარდაჭერა და სიყ-
ვარული, რომელიც მას სჭირდება. თუმცა, ვეთანხმები უიტნი ბარეტსა
და სხვებს, რომლებმაც გაგვაფრთხილეს იმის შესახებ, რომ შესაძლოა
არსებობდეს ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების საშუ-
ალებით შეფასების და ბავშვების კატეგორიზაციის საფრთხე. შოტლან-
დიის საზოგადოებრივი ჯანდაცვა (2021) არ უწევს რეკომენდაციას,
ნებისმიერმა გამოიყენოს კითხვარი მშობლებსა და ბავშვებთან ბავშ-
ვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების ქულების „შესაგროვებ-
ლად“, რამდენადაც ამან შეიძლება მიგვიყვანოს უსარგებლო სტიგმა-
ტიზაციამდე და გააღიზიანოს ან გული ატკინოს ოჯახებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვის ცხოვრებაში, ძალიან
ბევრი რამ შეიძლება უწყობდეს ხელს იმას, რომ ისინი განიცდიდნენ
დამატებით სეფჯის საჭიროებებს. ბავშვობისდროინდელი საზიანო გა-
მოცდილებების ჩამონათვალი რაღაც ინფორმაციის შემცველია, თუმცა
ყოველთვის არ გვაძლევს სრულ სურათს. მაგალითისთვის, ძალადობ-

20
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

რივ გარემოში ცხოვრება, მოულოდნელად საცხოვრებლის შეცვლის


მრავალჯერადი გამოცდილება, უსახლკარობა, ქრონიკულ სიღარიბეში
ცხოვრება, ქრონიკული ხანგრძლივი დაავადების მქონე მშობლის ან
დედმამიშვილის ყოლა, ბულინგის მსხვერპლობა ან ბულინგის გამოც-
დილება ოჯახში ‒ ის ფაქტორებია, რომლებსაც შეუძლია ბავშვისთვის
უკიდურესი სტრესის გამოწვევა, თუმცა ისინი საერთოდ არ შედის ბავშ-
ვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების ჩამონათვალში.
ჩვენს გუნდში ვცდილობთ გავიგოთ იმ ბავშვისა და ოჯახის ისტო-
რია, რომელთანაც ვმუშაობთ, მაგრამ ამას ვაკეთებთ მათთან ურთიერ-
თობის აგებით, მათთან შეხვედრით, მათთან საერთო ენის გამონახ-
ვითა და იმის გაგებინებით, რომ აქ მათთან სამუშაოდ ვართ და ჩვენი
მიზანი მათი მხარდაჭერაა და არა განსჯა. მიმაჩნია, რომ ოჯახებისთ-
ვის ძალიან პირადი შეკითხვების დასმა პირველ შეხვედრაზე დაუჯე-
რებლად ინვაზიურია, მათ საზღვრებში უხეში შეჭრაა და ზრდის იმის
ალბათობას, რომ აღქმული ვიყოთ შემფასებლებად. როდესაც ჩვენ
პირველად აგვყავს ბავშვი, ზოგიერთ ინფორმაციას გაგვიზიარებენ
სხვა პროფესიონალები ‒ მაგალითისთვის, თუ ცნობილია ოჯახური ძა-
ლადობის შესახებ ან თუ არსებობს ნარკოტიკების ავად მოხმარების
ისტორია მშობლებთან. მშობლებთან პირველ შეხვედრისას ერთ-ერთი
შეკითხვა, რომელიც მათთან ურთიერთობის დამყარებაში მეხმარება
არის: „შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენი შვილის შესახებ ერთი რამ, რაც
გახალისებთ“. ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად, მშობლები
სიამოვნებას იღებენ თავიანთი შვილის შესახებ რაიმე პოზიტიურის მო-
ყოლით, რამდენადაც ჩვეულებრივ ისინი ელოდებიან, რომ პროფესი-
ონალებთან მოუწევთ ნეგატიური რაღაცების მოყოლა. მე ვეკითხები
მშობლებს, თუ არის რამე ისეთი, რაც დამჭირდება ვიცოდე მათი შვი-
ლის სახლში ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ვაკეთებ დი-
ალოგისას. ვაღიარებ, რომ ეს არის უნარი. მე ვმუშაობდი მშობლებთან
25 წელზე მეტი და ვისწავლე, როგორ უნდა ვიჯდე და ვიყო მათთან,
თუ როგორ არ ვიყო შემფასებლური ან შოკირებული იმით, რასაც ვის-
მენ და შემეძლოს, მივცე მშობლებს საშუალება, იგრძნონ, რომ შეუძ-
ლიათ თავისუფლად ისაუბრონ იმაზე, თუ როგორია მათი ცხოვრება. მე

21
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ძალას არ ვატან, რომ ინფორმაცია მომაწოდონ, რადგანაც ვაცნობი-


ერებ, რომ დროთა განმავლობაში გავიგებ, რაც საჭიროა. ზოგჯერ შე-
საძლოა მშობელთან თითქმის ერთწლიანი მუშაობა დასჭირდეს იმას,
რომ მშობელმა იგრძნოს, მას შეუძლია ისაუბროს ძალადობაზე, ფსიქი-
კური ჯანმრთელობის პრობლემებზე ან მეზობლის მხრიდან ბულინგზე,
რომელიც მათ გამოუცდიათ.
როდესაც ბავშვებთან ვმუშაობთ, ჩვენ ვიცით, რომ საწყისი ინ-
ფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, ამბის მხოლოდ ნაწილია, მაგრამ მას
შეუძლია ნათელი მოჰფინოს ბავშვის გამოცდილებას და იმას, რასაც
ის გვაჩვენებს თავისი ქცევის საშუალებით. ჩვენი გამოცდილებით, ზო-
გიერთ ბავშვს, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, საერთოდ არ აქვს ბავშ-
ვობის საზიანო გამოცდილება ან სხვა ტრავმა და მიუხედავად ამისა,
მაინც შეიძლება ავლენდეს დისტრესისა და დისრეგულაციისთვის და-
მახასიათებელ ნიშნებს, შფოთვას ან შიშებს.
იმისათვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ შეიძლება ბავშვობისდ-
როინდელი საზიანო გამოცდილებების შესახებ ცოდნა დაეხმაროს ად-
რეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანებს, ვაპირებ მოვიყვანო
ინტერვიუს ნაწყვეტი ექსპერტ ჯუდი პართან. ჯუდი არის ბავშვთა ცენ-
ტრის კოორდინატორი და მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებაში,
სადაც ჩვენი გუნდია დაფუძნებული, ბაფსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ
სომერსეთში.

რატომ ფიქრობთ, რომ ბავშვობისდროინდელი საზიანო


გამოცდილებების და ტრავმის შესახებ ცოდნის ქონა დამხმარეა
ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანებისთვის?
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცით თუ არა რასთან ვმუშაობთ,
ვიცით თუ არა ის სიტუაციები, რომლის პირისპირაც ყოველდღი-
ურად უწევთ ყოფნა ჩვენი ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს. ასეთ შემ­
თხვე­ვაში, ჩვენ შევძლებთ შევიმუშაოთ ან მოვიძიოთ უკვე არსებული
ინსტრუმენტები, რომ დავეხმაროთ ბავშვებს იმ გამოცდილებების
მიმართ მედეგობის ჩამოყალიბებაში, რომელთა პირისპირაც ყო-

22
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ველდღიურად უწევთ ყოფნა. ბავშვობის დროინდელი საზიანო გა-


მოცდილებების შემთხვევაში ჩვენ უმეტესად არ შეგვიძლია რაღაცე-
ბის შეცვლა. შესაძლოა ყველაფერი ვიღონოთ ბავშვების ზიანისა და
შევიწროებისგან დასაცავად, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მშობლის
დაპატიმრებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ასევე
უფრო ფართე საკითხებზე, რომლებიც არ არის დასახელებული ბავშ-
ვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებების ჩამონათვალში, მაგ.:
საზოგადოებისგან გაუცხოება, სიღარიბე და ა.შ. ჩვენ ამ გარემოებე-
ბის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ვიმუშაოთ ოჯახებთან,
რათა დავეხმაროთ მედეგობის განვითარებაში მათი შვილებისათვის
და დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვებს აქვთ ის რესურსები, რომლებიც
სჭირდებათ ამ პრობლემების დასაძლევად. ჩვენ ვიცით, რომ თითოე-
ული ბავშვის აღზრდას მთელი საზოგადოება სჭირდება და თუკი ჩვენ
შეგვიძლია ვიყოთ ადრეული ასაკის ბავშვებისათვის ამ საზოგადო-
ების ნაწილი, რა ფორმატითაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენ შეგვიძლია
ვიყოთ დამხმარე მათი მშობლებისთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ თუკი
შევძლებთ გამოწვევების მქონე ზრდასრულების მხარდაჭერას, ამას
სასარგებლო ეფექტი ექნება ბავშვებზეც.
შეგიძლიათ ახსნათ, როგორ დაეხმარება ეს ინფორმაცია ად-
რეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანებს, რომ მნიშვნე-
ლოვან შედეგებს მიაღწიონ?
ამერიკაში ჩატარებულმა ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოც-
დილებების თავდაპირველმა და ასევე შემდგომში განხორციელე-
ბულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არის რაღაცები, რაც მნიშვნელოვან
ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე. მაგალითად, ასეთია ოჯახის გარეთ
ზრდასრული ადამიანის არსებობა, რომელსაც შენი სჯერა, რომელიც
გამჩნევს და შენთან ერთადაა. ბავშვებისთვის უზარმაზარი მნიშვნე-
ლობისაა ბაღსა და სკოლაში თავს გრძნობდნენ აღიარებულად, და
მათ არსებობას ამჩნევენ. ეს ქმნის დიდ განსხვავებას. ჩვენ ვიცით,
რომ ადრეულ ასაკში სოციალური და ემოციური განვითარების სა-
ფუძვლის ქონა უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვზე დარჩენილი
ცხოვრების განმავლობაში. თუკი ჩვენ ვასწავლით მედეგობას ად-

23
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

რეულ წლებში, ეს მათ დაეხმარებათ განვითარების კვალდაკვალ


მთელი ცხოვრება. ვიცით, რომ როდესაც ბავშვები მედეგები არიან,
ისინი უკეთ უმკლავდებიან, რაც არ უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში.
ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს მედეგობა, როგორ გაუმკლავ-
დნენ პრობლემებს, დავეხმაროთ მათს, მართონ სტრესის ასატანი
დონე, დამხმარე ინსტრუმენტების მიცემით. ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქ-
ტიულები. ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანებს, რომ-
ლებიც ბავშვებს ყოველდღიურად ან კვირაში რამდენიმეჯერ ხედა-
ვენ, საკვანძო ადგილი აქვთ მათ ცხოვრებაში. შესაძლებლობა აქვთ
იყვნენ სახლის გარეთ არსებული პოზიტიური მოზრდილი, რომელსაც
შეუძლია წაახალისოს სწავლისა და თამაშის სიყვარული და დაეხმა-
როს ბავშვებს პრობლემების გადაჭრაში.

როგორ დავეხმაროთ ოჯახებს, როდესაც ვიცით,


რომ ცხოვრება სავსეა გამოწვევებით?

ჯუდიტი აღწერს, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ იმ საზოგადოების ნა-


წილი, რომელიც ზრდის ბავშვს და მეც მომწონს ეს სურათ-ხატი. ვფიქ-
რობ, უზომოდ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალგვიძს შევ-
თავაზოთ ოჯახებს მხარდაჭერა, ყური, რომელიც მათ მოუსმენს. რო-
გორც ადრეული ასაკის ბავშვებისთვის სერვისის მიმწოდებლები, ჩვენ
ასევე შეიძლება ვიყოთ პირველები, ვისთანაც ოჯახები მიდიან, რათა
გაერკვნენ, თუ სად შეიძლება შემდგომი მხარდაჭერის მიღება. ჩვენ
ყოველთვის უნდა გვქონდეს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ
რის გაკეთება შეგვიძლია და რის ‒ არა, ასევე უნდა გვქონდეს ინფორ-
მაცია ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ სერვისებზე, რომლებსაც შეუძ-
ლიათ მხარდაჭერა და გვახსოვდეს, რომ მიმართულების მიცემა მნიშვ-
ნელოვანია. წლების განმავლობაში მრავალი შესანიშნავი მაგალითი
მომისმენია ადრეული ასაკისათვის განკუთვნილი სერვისების შესახებ,
რომლებიც ეხმარებიან მშობლებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ
შეუძლიათ მშობლობა. ასევე ვიცი ზოგიერთი საბავშვო ბაღი, რომელ-
საც აქვს მშობლობის შესახებ დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა ისეთი

24
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

სასარგებლო წიგნებით, როგორებიცაა, მაგალითად, დან სიეგელისა


და ტინა ფეინ-ბრისონის (2020),მარგოტ სანდერლანდის (2016) წიგ-
ნები. წიგნები ეხმარება მშობლებს, დაფიქრდნენ მშობლობის საკუთარ
სტილზე, იმის ფონზე, თუ როგორ ზრდიდნენ თავად მშობლები. მე ასე-
ვე ვიცი სხვა საბავშვო ბაღებიც, რომლებიც დაუკავშირდნენ ადგილობ-
რივ ბავშვთა ცენტრებს და დააკვალიანეს მშობლები, თუ სად შეიძლება
გაევლოთ კურსები მშობლობის შესახებ. ისინი ასევე თავიანთი ვებსა-
იტის ან საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით აწვდიან მშობლებს
ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ადგილობრივი
მხარდაჭერის ჯგუფები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქო-
ნეთათვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის და ა.შ.

სტრესი სხეულზე

რაც ცხადია ტრავმული გამოცდილებების შესახებ, არის ის, რომ მას


შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური სტრესი. ამ თავში ერთხელ უკვე ვახ-
სენე ტოქსიკური სტრესი და მისი მავნე გავლენა სხეულზე. იმისათვის,
რომ კარგად გავიაზროთ, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს
სტრესს სხეულზე, ინტერვიუ ჩავატარე ნიკი სპენსერ-ჰაჩინგზთან. ნიკი
არის ჩვენი „უფრო ნათელი მომავლის“ გუნდის წევრი. ის მუშაობს ნაშ-
ვილებ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან და ასევე ატარებს „წარმატების
მიღწევის“ (Thrive, 2021) ტრენინგს ქვეყნის მასშტაბით.

შეგიძლიათ აგვიხსნათ, თუ როგორ გავლენას ახდენს ტვინ-


სა და სხეულზე ისეთი მიმდინარე სტრესული გამოცდილებები, რო­
გორიც არის ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებები?
ბავშვების გადარჩენა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ზრდა­
სრულზე, რომელიც მის ბაზისურ საჭიროებებს აკმაყოფილებს. ბევრი
ზრდასრულისთვის უამრავი მიზეზის გამო ძალიან რთულია თავიან-
თი შვილების საჭიროებების დაკმაყოფილება. ხშირად ბავშვს უწევს,
რომ ადაპტირდეს სიტუაციასთან, ხშირად საკმაოდ ექსტრაორდინა-

25
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ლური გზებით, იმისთვის რომ იცოცხლოს და შეინარჩუნოს მზრუნ-


ველთან კონტაქტი იმ დოზით მაინც, რომ გადარჩეს. ეს უდავოდ არის
გადარჩენა და არა ‒ განვითარება.
როდესაც ბავშვი განიცდის ტრავმული გამოცდილებების მიმდინა-
რე, ქრონიკულ და ხშირ ექსპოზიციას, რომელიც გავლენას ახდენს
მის ან მისი მზრუნველის უსაფრთხოების განცდაზე, ამას შეიძლება
ჰქონდეს მყისიერი და ხანგრძლივი გავლენა მათ მოზარდ სხეულსა
და ტვინზე. ამას ჰქვია ტოქსიკური სტრესი. ის ძალიან განსხვავდება
ყოველდღიური გამოწვევებისაგან, რომლებიც ბავშვს სჭირდება მე-
დეგობისა და ზრდის ხელშემწყობი ნორმალური, ჯანსაღი განვითა-
რების პროცესისათვის.
შეგიძლიათ ცოტათი მეტი აგვიხსნათ ტოქსიკური სტრესის შე-
სახებ?
ტოქსიკური სტრესი გვხვდება უგულებელყოფის, შევიწროვების,
ოჯახური ძალადობის სიტუაციებში, ასევე სხვა უარყოფითი გამოც-
დილებების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს ოჯახში.
როდესაც ბავშვების უსაფრთხოების განცდა რისკის ქვეშ დგება, მათი
სხეული ემზადება თავის დასაცავად და საფრთხეზე საპასუხოდ ისეთ
ჰორმონებს გამოყოფს, რომლებიც აღძრავს შებრძოლების, გაქცევის
ან გაშეშების საპასუხო რეაქციას. საფრთხეზე ეს ევოლუციური პასუხი
შექმნილია იმისთვის, რომ უფროსმა უშუალო საფრთხეზე, როგორი-
ცაა, მაგალითად, გზად შემხვედრი გარეული ცხოველი, რეაგირება
მოახდინოს. სხეულის ეს რეაქცია არ არის გამოსადეგი პატარა შეში-
ნებული ბავშვისთვის, რომელიც ძალადობის შემსწრე ხდება სახლში.
ეს ნეირობიოლოგიური პასუხი (შებრძოლება, გაქცევა და გაშეშება)
წარმოიქმნება ბავშვის ნერვულ სისტემაში, მაგრამ არ აღჭურავს მათ
სათანადოდ, რადგან პატარები არიან და არ შეუძლიათ შეაჩერონ
საფრთხე. ამის სანაცვლოდ, ისინი გაუცნობიერებლად დაისწავლიან
და დახვეწენ გადარჩენის გზებს, რომელიც შემდეგ ყალიბდება ქცე-
ვის ჩვეულ პატერნებად. შესაძლოა ბავშვმა დაისწავლოს, იყოს ძა-
ლიან ჩუმი ან ძალიან გულისხმიერი ან ძალიან ხმაურიანი, რომ შე-
აჩეროს ზრდასრული მისი მთლიანად უარყოფისგან.

26
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

როდესაც ამ გარემოში იზრდებიან, ზემგრძნობელობა და სიფხიზ-


ლის მაღალი დონე ხდება არსებობის ნორმალური მდგომარეობა.
რამდენადაც ტვინი ურთიერთობების, გამოცდილებების საშუალებით
ყალიბდება, მათი ტვინი იმგვარად ვითარდება, რომ სამყაროს აღიქ-
ვამს რისკებით სავსედ, ზრდასრულებს კი ‒ არაპროგნოზირებად ან
საფრთხის შემცველ არსებებად. ტვინის განვითარება დიდწილად
დამოკიდებულია და რეაგირებს სენსორული სამყაროს ჩვენეულ
გამოცდილებაზე. ანუ სუნები, ხმები და ვიზუალური ხატები, რომლე-
ბიც საფრთხის შემცველ პერიოდებს უკავშირდება, საფრთხეზე სა-
პასუხოდ ააქტიურებს ბავშვის სტრესის მართვის სისტემას. ბავშვები,
რომლებიც ტოქსიკურ სტრესს განიცდიან, ძალიან რთულია იყვნენ
მშვიდად, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს აშკარა საფრთხე. ისინი
პასუხობენ სამყაროს და ყველაფერს, რასაც სამყარო სთავაზობს, ძა-
ლიან განსხვავებულად იმ ბავშვებისაგან, რომელთა ადრეული ცხოვ-
რებაც უსაფრთხო და თანმიმდევრული ზრუნვით იყო სავსე.
როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვს აქვს შებრძოლება-გაქცევა-გა-
შეშების რეაქცია, რის გაკეთება შეგვიძლია დაუყოვნებლივ მათ
დასახმარებლად?
ბავშვების უნარი, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მართონ თავიან-
თი თავი, ვითარდება მხოლოდ ისეთი უფროსის გვერდით, რომელ-
საც შეუძლია თვითრეგულირება. ბავშვის განვითარებადი ნერვული
სისტემა ირეკლავს იმ ზრდასრულს, რომლის გვერდითაცაა. ბავშვე-
ბის სხეული მხოლოდ მაშინ სწავლობს თავის დაწყნარებას, მშვიდად
ყოფნას, სტრესის მართვას, თუკი მათ ჰყავდათ უფროსი, რომელიც
მათთან ერთად ახერხებდა თანარეგულირებას. ბავშვების უმეტე-
სობას, რომლებიც იზრდებიან არახელსაყრელი გამოცდილებებით,
ხშირად არ ჰყავთ უფროსები, რომლებსაც აქვთ ნერვული სისტემის
რეგულირების უნარი და ასევე განიცდიან მაღალი დონის სტრესს.
მაღალი დონის ფუნქციონირებისათვის, რასაც სკოლა და საბავშვო
ბაღი მოითხოვს, მდგრადი ნერვული სისტემაა საჭირო. სწავლა, თა-
მაში, თანამშრომლობა, სოციალური ინტერაქცია, თვითორგანიზება,
გართობა ‒ ეს ყველაფერი ბევრი ბავშვისთვის ჩვეულებრივი ქცევაა,

27
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

მაგრამ არა იმათთვის, რომლებიც იზრდებიან ტრავმულ სიტუაციებ-


ში. ეს არ არის მათთვის ნორმა, რადგან მათი მაღალი დონის სააფ-
რთხეებზე აწყობილი და ზეფხიზელი ტვინისთვის შეუძლებელია იმ
დონეზე ფუნქციონირება, რომელსაც ეს ქცევები საჭიროებს.
როგოც პრაქტიკოსები, რას უნდა დავაკვირდეთ, რა მიგვა-
ნიშნებს, რომ ბავშვები სტრესის მაღალი დონის გავლენის ქვეშ
არიან?
ტოქსიკური სტრესის უშუალო ნიშნები ბავშვებში შეიძლება ძალიან
ცხადად იყოს გამოხატული, თუმცა არა ყოველთვის. ეს შესაძლოა
იყოს ბავშვი, რომელიც ყოველთვის მზად არის გასაქცევად ან შესაბ-
რძოლებლად; რომელიც მუდმივად ცქმუტავს და უჭირს ერთ ადგი-
ლას გაჩერება და რომლის ნერვული სისტემაც არ არის საკმარისად
დარეგულირებული საიმისოდ, რომ გაიჩინოს მეგობრები; ეს ასევე
შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ძალიან მოწადინებულია სხვების
სურვილები დააკმაყოფილოს და ყველას ასიამოვნოს.
ჩვენ უნდა დავაკვირდეთ შებრძოლება-გაქცევა-გაშეშების რეაქ-
ციებს, თვითგადარჩენის მცდელობებს და ვიფიქროთ იმაზე, თუ რო-
გორ ვლინდება ეს ბავშვის ქცევებში. შებრძოლების რეაქციის შემ-
თხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვხედავდეთ ბავშვს, რომელიც ადვილად
აჟიტირდება, იყენებს აგრესიულ ენას, არასწორად კითხულობს სახის
მიმიკას, ტონსა და ხმას ‒ მათ შესაძლოა ჰქონდეთ დატყვევებული
მხეცისმაგვარი რეაქციები. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ასეთ ბავ-
შვებს მოუვიდეთ კონფლიქტი სათამაშო მოედანზე ან უარყოფითი
რეაგირება მოახდინონ უფროსის ქცევაზე, რადგან მცდარად ჩათ-
ვალონ, რომ უფროსი მათ მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ამ
ბავშვებს აქვთ მაღალი მგრძნობელობა გარეგან რეაქციებზე.
ისინი გაქცევით რეაგირებისას, შესაძლოა იმალებოდნენ სხვადას-
ხვა ადგილას, თავიდან ირიდებდნენ ისეთ ადგილებში წასვლას, რო-
გორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღში ჯგუფის ოთახი; შესაძლოა
უჭირდეთ შენობაში დაბრუნება გარეთ გასვლის შემდეგ; ისინი არიან
ბავშვები, რომლებსაც ზეწოლის აღქმისას სჭირდებათ დატოვონ სი-
ტუაცია და გაეცალონ შემთხვევის ადგილს.

28
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

გაშეშება არის სპექტრი: უფრო მწვავე, დისოციაციური რეაქციის


დროს ბავშვებს შესაძლოა ფიზიკური რეაქცია ჰქონდეთ ‒ გული
წაუვიდეთ ან ფიზიკურად ცუდად გახდნენ, სხვები კი შეიძლება გა-
მოეთიშონ, უფრო ოცნებებში წასვლისმაგვარი საპასუხო რეაქციით.
ამავე სპექტრში შედის დაწყნარებაც, რომელიც შესაძლოა დავინა-
ხოთ, როგორც გადარჩენის მეოთხე სტრატეგია. ამ სტრატეგიას მი-
მართავენ ბავშვები, რომლებიც თვლიან, რომ მათი უსაფრთხოება
თავიდან ბოლომდე უფროსების დამშვიდებაზეა დამოკიდებული.
როგორც ჩანს, ისინი ამიტომ ძალიან გულისხმიერნი არიან და ამჩ-
ნევენ, რა სჭირდებათ უფროსებს მათ ირგვლივ. კიდევ ერთი სტრატე-
გია მლიქვნელობაა: ძალიან ბევრი ადამიანი ადრეული ასაკიდანვე,
როდესაც ისინი საფრთხეს განიცდიან, გამოთიშვას ამჯობინებენ ისე
მოიქცნენ, თითქოს ყველაფერი კარგადაა ‒ ხდებიან უნარიანები ვერ
შემჩნევაში ან ყველაფრის გამოსწორებაში, მაშინ, როდესაც კარგად
არაფერიც არ არის. ისინი დაისწავლიან, როგორ არ გამოიწვიონ
აურზაური.
არსებობს თუ არა საკვანძო საკითხები, რაზეც უნდა გავამახვი-
ლოთ ყურადღება, თუკი ვიცით, რომ ბავშვი, რომელთანაც ვმუ-
შაობთ ტრავმირებულია?
როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ტრავმირებულ ბავშვებთან, უნდა გვახ-
სოვდეს მათი საწყისი წერტილი, რომ მათ ჰქონდათ ნეგატიური გა-
მოცდილებები. ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვები:
▶▶ ვითარდება თუ არა ბავშვი?
▶▶ არის თუ არა სივრცეები, სადაც მათ ნაკლებად შეუძლიათ სიმშვიდის
შენარჩუნება?
▶▶ შეუძლიათ თუ არა ურთიერთობების აგება?
▶▶ სად გრძნობენ თავს ნაკლებად კომპეტენტურად?
▶▶ ხომ არ არის წონასწორობიდან გამოსული მათი სხეულის, ნერვული,
კოგნიტური და სენსორული სისტემები?

ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ იმით, რომ განიხილონ გზები, რომელიც


შემოატრიალებს მათ სიტუაციას. შევქმნათ მაქსიმალურად მშვიდი

29
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

გარემო, რათა გაუჩნდეთ უსაფრთხოების განცდა, რომ ნაკლებად მი-


მართონ შებრძოლებას ან გაქცევას და მეტად შეძლონ სენსორული
და სოციალური გამკლავება. ვიცით, რომ ტრავმას შესაძლოა გავლე-
ნა ჰქონდეს ბავშვის მთელ სისტემაზე. ჩვენ მხოლოდ უნდა შევამჩ-
ნიოთ ეს და დავაკვირდეთ ბავშვს, მივიღოთ ის დისტრესი, რომელ-
საც გრძნობენ, გავუგოთ, რომ გარკვეულ საქმიანობებში ჩართვა არ
შეუძლიათ და ამ საქმიანობის ადაპტირება შევძლოთ იმგვარად, რომ
მათ შეეძლოთ გამკლავება.

მოგვიანებით სხვა თავებში განვიხილავ ბევრ პრაქტიკულ იდეას,


თუ როგორ შეიძლება შემოვიტანოთ სიმშვიდე ბავშვებისათვის, რო-
გორც ამას ნიკი აღწერს. სამუშაოს დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენი
გუნდი ატარებს, ეხება ბავშვებთან მომუშავე პერსონალის მხარდაჭე-
რას ‒ იპოვონ შემოქმედებითი გზები ბავშვების სენსორული საჭირო-
ებების დასაკმაყოფილებლად და შეძლონ სიტუაციის იმგვარად ადაპ-
ტირება, რომ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ
და განვითარდნენ.

ტოლერანტობის ფანჯარა

ტერმინი „ტოლერანტობის ფანჯარა“ ჩამოაყალიბა დანიელ სიეგელ-


მა (Siegel, 2020), რათა დაგვხმარებოდა იმის გაგებაში, თუ როგორ
რეაგირებს მთლიანი სხეული და ტვინი სტრესზე, შფოთვასა და არა-
ხელსაყრელ ვითარებებზე. თითოეული ადამიანის ტოლერანტობის
ფანჯარა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც მათ ეხმარება მარ-
თონ და განიცადონ დაღლილობა, ტკივილი, სევდა და ჩვეულებრივი,
ყოველდღიური ბრაზი. უმეტესად ჩვენ ვრჩებით ხოლმე ჩვენს ტოლე-
რანტობის ფანჯარაში ‒ ზოგჯერ გამოცდილება წაგვიღებს ფანჯრის
კიდემდე, მაგრამ ჩვენ განვითარებული გვაქვს რეგულაციის სისტემა
და გვაქვს ინსტრუმენტები და სტრატეგიები, რომლებიც გვეხმარება,
რომ წონასწორობა აღვიდგინოთ. თუკი განვიცდით უკიდურეს სტრესს,
ამან შესაძლოა ფანჯრის ზღვარს მიღმა გაგვიყვანოს და მივიდეთ ჰი-

30
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

პერაღგზნების მდგომარეობამდე (როგორიც არის შფოთვის განცდა,


პანიკა, მოუსვენრობა, ძილის სირთულეები) ან ჰიპოაღგზნებამდე (მა-
გალითად, გათიშვა, გადაქანცვა, დეპრესიაში ჩაშვება). როდესაც ჩვენ
ტოლერანტობის ფანჯრის გარეთ ვართ, შესაძლოა ვმონაცვლეობდეთ
ჰიპერ და ჰიპო აღგზნებულ მდგომაროებს შორის. ბავშვებს, რომლებ-
საც წარსულში აქვთ ტრავმა და ბავშვობის საზიანო გამოცდილებები,
ტოლერანტობის ფანჯარა შესაძლოა ბევრად ვიწრო ჰქონდეთ, ვიდრე
იმ ბავშვებსა, რომლებსაც მშვიდი, სტაბილური და უსაფრთხო გამოც-
დილებები ჰქონდათ. ამ თავის ბოლოს არის იუთუბის ბმული ტოლე-
რანტობის ფანჯრის შესახებ, რომელიც შექმნილია ქველმოქმედი ბი-
ქონ ჰაუსის (Beacon House, 2018) მიერ. თუკი ტოლერანტობის ფან-
ჯრის იდეა თქვენთვის ახალია, გირჩევთ, შეჩერდეთ და უყუროთ ამ
მოკლემეტრაჟიან ფილმს.

გაჭედილი

განვითარების ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ ზოგიერთი ბავშვი, რო-


მელიც განიცდის მიმდინარე ტოქსიკურ სტრესს ან ტრავმას, შესაძლოა
გაეჭედოს განვითარების საფეხურებზე. მაგალითად, ბავშვი, რომელ-
საც ტრავმული გამოცდილება ჰქონდა 2 წლის ასაკში, შესაძლოა ხში-
რად უბრუნდებოდეს იმ ასაკისა და საფეხურისთვის დამახასიათებელ
ქცევებს, როდესაც მას ჰქონდათ დისტრესი. როდესაც ბავშვები იზრ-
დებიან, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ უფროსები ბრაზობენ მათი ქცევის
გამო და მოუწოდებენ, რომ ასაკის შესაბამისად მოიქცნენ, იმის გაცნო-
ბიერების გარეშე, რომ ბევრი ბავშვის სხეული და გონება ემყარება იმ
ნეგატიურ გამოცდილებებს, რომლებიც მათ განიცადეს. სხეულმა და
გონებამ ისინი შეიძლება წაიღოს უკან, იმ ასაკში, როდესაც ეს მოხ-
და. ჩვენს გუნდში ვიყენებთ „წარმატების მიღწევის“ მიდგომას (Thrive,
2021). ის არის სოციალური და ემოციური განვითარების მოდელი,
რომელიც ბავშვის განვითარების თეორიას აკავშირებს მიჯაჭვულობის
თეორიასთან და თამაშსა და შემოქმედებითობას იყენებს უფროსებთან
ნდობაზე დაფუძნებული და უსაფრთხო ურთიერთობების ასაგებად. ეს

31
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

მიდგომა გვეხმარება გავიაზროთ საფეხურები, რომლებშიც შეიძლება


ბავშვი გაეჭედოს. თუკი არ იცნობთ ამ მიდგომას, შეგიძლიათ გადახე-
დოთ „წარმატების მიღწევის“ ვებსაიტს (იხილეთ „დამატებითი ინფორ-
მაცია და წყაროები“).

მიჯაჭვულობა

ბევრ ბავშვს, რომლებიც სეფჯის საჭიროებების ნიშნებს ავლენს, შესაძ-


ლოა ჰქონდეს მიჯაჭვულობის გარკვეული სირთულეები. ჩვენ ვიცით,
რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობა მშობლებთან ან ძირითად მზრუნვე-
ლებთან, თუკი ესენი არ არიან ბიოლოგიური მშობლები, გადამწყვე-
ტია ყველა ბავშვისთვის. ჯონ ბოულბის (1969) და მერი ეინსვორსის
(1969) ადრეული ნაშრომები უცნობი სიტუაციის ექსპერიმენტის შესა-
ხებ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის თეორიის თანამედ-
როვე კვლევებში. თუკი ეს ახალი საკითხია თქვენთვის, ელენ ბარეტის
(Barrett, 2005) სტატია ჟურნალ „საბავშვო ბაღთა სამყაროში“, გა-
გაცნობთ ჯონ ბოულბის და მის თეორიებს, ასევე შეგიძლიათ იუთუბზე
იპოვოთ ვიდეოკლიპი, სადაც ნაჩვენებია მერი ეინსვორსის უცნობი სი-
ტუციის ექსპერიმენტი (YouTube, 2016). წლების განმავლობაში ჩვენი
ცოდნა მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით გაიზარდა და ჩვენ ახლა ბევ-
რად მეტად გვესმის, თუ რა სირთულეები ახლავს მიჯაჭვულობის პრობ-
ლემებს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბევრი მშობელი ვერ ახერხებს თავის
შვილებს უსაფრთხო მიჯაჭვულობა შესთავაზოს. დანიელ სიეგელი და
თინა პეინ ბრისონი „თანადგომის ძალაში“ (Siegel & Payne-Bryson,
2020) იყენებენ ტერმინს „მშობლის თანამყოფობა“. ის აღწერს მშობ-
ლებს, რომლებსაც შეუძლიათ დაფიქრდნენ და გაიაზრონ საკუთარი
მიჯაჭვულობის და მშობლობის ისტორია, რაც მათ საშუალებას აძ-
ლევთ, ფიზიკურად და ემოციურად ხელმისაწვდომი იყვნენ თავიანთი
შვილებისთვის. ბავშვებს სწორედ ასეთი მშობლები სჭირდებათ. იშვი-
ათობა არაა მშობელი, რომელიც ფიზიკურად ხელმისაწვდომია, მაგ-
რამ ემოციურად ‒ არა. რამდენჯერ გვინახავს მშობლები, რომლებიც
ფიზიკურად იმავე ოთახში არიან, რომელშიც ბავშვია, მაგრამ ტელე-

32
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

ფონში ან რომელიმე სხვა მოწყობილობაში აქვთ თავები ჩარგული და


არ შეუძლიათ ბავშვების მიმართ იყვნენ ყურადღებიანი, გამოხატონ
ემოციური მხარდაჭერა ან მისცენ ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდე-
ბათ?! ხშირ შემთხვევაში, თუკი ზრდასრულს თავად არ ჰქონია ჯანსაღი
მიჯაჭვულობა თავის ბავშვობაში, ეს გავლენას ახდენს მათ მშობლობა-
ზე. რაც მომწონს სიეგელისა და პეინ ბრისონის და ასევე ნადინ ბურკე
ჰარისის ნამუშევრებში (Burke Harris, 2014, 2018), მათი ფოკუსია იმა-
ზე, რომ არაა აუცილებელი წარსულმა გვიკარნახოს მომავალი. ისინი
აღწერენ, თუ როგორ შეიძლება დამუშავდეს პრობლემები, რომლებიც
ზრდასრულებს ჰქონდათ თავიანთ ბავშვობაში და როგორ შეგვიძლია
ყურადღებითა და მხარდაჭერით საკუთარი მშობლებისგან განსხვავე-
ბული მშობლები ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის. სიეგელი და ფეინ ბრი-
სონი გვახსენებენ, რომ ქცევები, რომლებიც უსაფრთხო მიჯაჭვულობის
ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო, შესაძლებელია დავისწავლოთ.
იმედი არსებობს.

მიჯაჭვულობის მოკლე მიმოხილვა

ვაპირებ მოკლედ მიმოვიხილო მიჯაჭვულობა, მაგრამ თუკი ეს სა-


კითხი თქვენთვის ახალია, გირჩევდით მეტი წაგეკითხათ ამ თემაზე.
შეგიძლიათ დენიელ სიეგელის ნამუშევრებით დაიწყოთ. მას დაწერი-
ლი აქვს რამდენიმე წიგნი (Siegel 2020; Siegel and Payne-Bryson
2020) და აქვს ბევრი ვიდეო იუთუბზე, ასევე პოდკასტები, რომლებსაც
შეგიძლიათ მოუსმინოთ (იხილეთ „დამატებითი ინფორმაცია და წყა-
როები“).

უსაფრთხო მიჯაჭვულობა

უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს ჰყავთ მშობლები, რომლე-


ბიც ხედავენ თავიანთი შვილების საჭიროებებს და შეუძლიათ მათი
დაკმაყოფილება; მათ ჰყავთ მშობლები, რომლებსაც შეუძლიათ დაამ-

33
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

შვიდონ, ანუგეშონ და მხარი დაუჭირონ ბავშვს, როდესაც მას ეს სჭირ-


დება; მათ ჰყავთ მშობლები, რომლებიც უმეტესად მათთან არიან და
ხელმისაწვდომი არიან ფიზიკურად და ემოციურად. უსაფრთხო მიჯაჭ-
ვულობის მქონე ბავშვების მშობლები არ არიან სრულყოფილი მშობ-
ლები, მაგრამ არიან მშობლები, რომლებსაც შეუძლიათ პირველ ად-
გილას დააყენონ ბავშვის საჭიროებები. ამ ბავშვებს აქვთ რწმენა და
შეუძლიათ ენდონ მშობლებსა და ზრდასრულებს, რომლებიც მათზე
ზრუნავენ ‒ მათ იციან, რომ ისინი უყვართ და უსაფრთხოდ არიან.

ამრიდებლური მიჯაჭვულობა

ამრიდებლური მიჯაჭვულობის გამოცდილების მქონე ბავშვები არიან


ისინი, რომელთა მშობლებიც არ პასუხობენ თავიანთი შვილების საჭი-
როებებს, მაგალითად, ატირებულს ტოვებენ ხანგრძლივი პერიოდით
ან ვერ იგებენ, ბავშვს რა სჭირდება (მაგალითად, შიმშილის ტირილი
აქვს თუ იმიტომ ტირის, რომ გამოსაცვლელია). ისინი უარყოფენ ბავ-
შვის საჭიროებებს, მაგალითად, ბავშვს, რომელიც შიმშილის გამო
ტირის, აღწერენ როგორც თავგასულს ან აბეზარს და არ შეუძლიათ
ბავშვს ემოციურად მხარი დაუჭირონ. ამრიდებლური მიჯაჭვულობის
დროს ბავშვს არ აქვს მოლოდინი, რომ მასზე იზრუნებენ და საჭირო-
ებებს დაუკმაყოფილებენ. ეს ბავშვები ზოგჯერ იმ დონემდე მიდიან,
რომ აღარ შეუძლიათ საკუთარი საჭიროებების ამოცნობა და ასევე ხში-
რად დაისწავლიან, რომ ყურადღება არ მიაქციონ საკუთარ ემოციებსა
და გრძნობებს.

ამბივალენტური მიჯაჭვულობა

ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები არიან ისინი, ვისი


მშობლებიც ზოგჯერ ახერხებენ მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ისინი ამოიცნობენ, რომ ბავშვი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმიტომ
ტირის, რომ შია და აჭმევენ. მაგრამ სხვა შემთხვევაში მშობლების ემო-
ციური საჭიროებები იმდენად მაღალია, რომ მათ უჭირთ ბავშვის საჭი-

34
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

როებების ამოცნობა და შეიძლება ყურადღება არ მიაქციონ ან ძალიან


დაძაბული და მშფოთვარე იყვნენ ბავშვთან. მაგალითად, მათ შეიძლე-
ბა აიყვანონ მშიერი ბავშვი, მაგრამ ჰქონდეთ პანიკა და დაძაბულობა
და არ შეეძლოთ იფიქრონ ბავშვის გამოკვებაზე. მათი სტრესის მაღალ
დონეს ბავშვები გრძნობენ და განიცდიან. ამბივალენტური მიჯაჭვულო-
ბის დროს ბავშვმა არასოდეს იცის დაუკმაყოფილებენ თუ არა საჭირო-
ებებს და რას უნდა ელოდოს. ეს ბავშვები ზოგჯერ შესაძლოა იმ დო-
ნემდე მივიდნენ, რომ აღარავის ენდონ, რამდენადაც ნებისმიერ დროს
შეიძლება იმედები გაუცრუონ.

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები, არიან ისინი, რო-


მელთაც ეშინიათ მშობლების. ბავშვის განმეორებადი გამოცდილება
არის ის, რომ მშობელი საშიშია ან მეტისმეტად გულგრილი. ამან შე-
საძლოა ბავშვი მიიყვანოს განცდამდე, რომ ცხოვრება ძალიან ქაოსუ-
რი და დაუძლეველია. დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის დროს ბავშვს
მუდმივად ეშინია. ისინი გრძნობენ, რომ სამყარო და ადამიანები მათ
გარშემო არაა უსაფრთხო..
ბავშვები, რომლებსაც უსაფრთხო მიჯაჭვულობა აქვთ თავიანთ ძი-
რითად მზრუნველებთან, ცხოვრების გზაზე გრძნობენ, იციან, რომ ისინი
უყვართ, უსაფრთხოდ არიან და შეუძლიათ ახალი რაღაცები მოსინჯონ.
ბავშვები, რომლებსაც უსაფრთხო მიჯაჭვულობა აქვთ, როგორც წესი,
მედეგები არიან და შეუძლიათ გაუმკლავდნენ ცხოვრების სირთულეებ-
სა და მარცხის უმეტესობას. ეს ბავშვები მზად არიან ისწავლონ, ენდონ
ზრდასრულებს თავიანთ ირგვლივ და შეიძინონ მეგობრები. ამის საპი-
რისპიროდ, ბავშვებს, რომლებსაც მიჯაჭვულობის სირთულეები ჰქონ-
დათ, შესაძლოა მუდმივად ეშინოდეთ, არ ენდობოდნენ ზრდასრულებს
და უჭირდეთ მეგობრების შეძენა. მათ შესაძლოა აშფოთებდეთ ახალი
რაღაცები, უჭირდეთ კონცენტრირება, სწავლა და ხშირად შესაძლოა
ცვლილებები მათთვის მეტისმეტად რთული და საშიში იყოს.

35
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

მიჯაჭვულობის ფორმებს შორის მოძრაობა

მართალია, არსებობს მიჯაჭვულობის სუფთა ფორმებიც, დღესდღე-


ობით ფიქრობენ, რომ ბავშვები, რომლებსაც მიჯაჭვულობის პრობ-
ლემები აქვთ, ერთდროულად განიცდიან ყველას თუ არა, რამდენიმე
ფორმის ელემენტს მაინც. ხშირად მიჯაჭვულობის ფორმები ათქვეფი-
ლია:: შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ რომელიმე ასპექტი დომინირებს,
მაგრამ მიჯაჭვულობის ყველა ფორმის რაღაც ელემენტი სახეზეა. რო-
დესაც ვიხედები უკან და ვფიქრობ იმ ბავშვებზე, რომლებთანაც მიმუშა-
ვია წლების განმავლობაში და რომლებსაც მიჯაჭვულობის სირთულე-
ები ჰქონიათ, ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი ამჟღავნებდა მიჯაჭვულო-
ბის სხვადასხვა ფორმის ელემენტებს.

რა ვუყოთ ამ ინფორმაციას

ეს ცოდნა მიჯაჭვულობის, ბავშვობის საზიანო გამოცდილებებისა და


ტრავმის შესახებ, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვმუშაობთ
ბავშვებთან და მხარს ვუჭერთ მათ. როგორც შესავალში ვახსენე, ზოგ-
ჯერ ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანები პირველები
არიან, რომლებსაც ეჭვი უჩნდებათ და იწყებენ იმაზე ფიქრს, ხომ არა
აქვს ბავშვს დამატებითი საჭიროებები, რომელზეც მათ უნდა იზრუნონ.
რა თქმა უნდა, ადრეული ასაკის სპეციალისტები არ ვართ ის ადამიანე-
ბი, რომლებიც ვსვამთ დიაგნოზს ან დაუყოვნებლივ გამოგვაქვს დასკ-
ვნები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სხვებთან ერთად ფაზლის
ნაწილების შეგროვება, დავეჭვდეთ, დავაკვირდეთ და დავსვათ შე-
კითხვები, თუ რა შეიძლება ხდებოდეს ბავშვის თავს. მნიშვნელოვანია,
რომ ეს ინფორმაცია სულ გვახსოვდეს, რადგანაც იგი დაგვეხმარება
დაგეგმვასა და ბავშვის მხარდაჭერაში.

36
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

დასკვნა

ამ თავში ჩვენ დავიწყეთ ტერმინი სეფჯის გამოკვლევა. განვიხილეთ


ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებები, ტრავმა და მიჯაჭ-
ვულობა, ასევე მისი ხანგრძლივი გავლენა და ის, თუ როგორ შეიძ-
ლება ბავშვები გაეჭედონ ადრეული განვითარების საფეხურზე. თავის
დასასრულს, მინდა ვაღიარო, რომ ზოგიერთი ბავშვი, რომელთანაც
ჩვენ ვმუშაობთ, არის მშფოთვარე ‒ მათ უჭირთ საკუთარი გრძნობე-
ბისა და ემოციების მართვა ‒ და ამის აშკარა მიზეზი არ ჩანს. ვფიქ-
რობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სეფჯის საჭიროებების მქონე
ყველა ბავშვს არ აქვს ტრავმის, უარყოფის ან ძალადობის გამოცდი-
ლება. ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენ შესაძლოა
უფრო მეტად ვამჩნევდეთ და გადართული ვიყოთ ტრავმა გამოვლილ
ბავშვებსა და იმაზე, თუ რა შეიძლება ხდებოდეს მათ თავს, ვიდრე ბავ-
შვებზე, რომლებიც ავლენენ შფოთვის ნიშნებს, უჭირთ ემოციების და
გრძნობების მართვა, ისინი შესაძლოა გამოგვრჩეს, რამდენადაც მათ
არ აქვთ აშკარა მაჩვენებლები ან ცნობილი რისკფაქტორები. როგორც
ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანები, ჩვენ ყოველთვის
უნდა დავრჩეთ ცნობისმოყვარეებად და დავსვათ შეკითხვა: „ნეტავ,
რას გრძნობს ბავშვი, რის თქმა სურს მას ჩემთვის“. გვახსოვდეს, რომ
ქცევა ყოველთვის კომუნიკაციის ფორმაა.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Barrett, H. (2005) Early Years Pioneers: John Bowlby. Available at www.nursery-
world.co.uk/features/article/early-years-pioneers-john-bowlby\
Barrett, W. (2018) Why I Worry About the ACE-Aware Movement’s Impact. Avail-
able at www.tes.com/news/why-i-worry-about-ace-aware-movements-impact
Beacon House (2018) Resources: Animations – Window of Tolerance. https://bea-
conhouse.org.uk/resources/
Bombèr, L. (2020) Know Me to Teach Me: Differentiated Discipline for Those Re-
covering from Adverse Childhood Experiences. New York: Worth Publishing.
Bowlby J. (1969) Attachment and Loss, vol. 1, Loss. New York: Basic Books.
Burke Harris, N. (2014) How Childhood Trauma Affects Health Across a Lifetime.
TEDMED2014, September. Available at www.ted.com/talks/nadine_burke_
harris_how:childhood_trauma_affects_health_across_a_lifetime

37
ტრავმის, ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებისა და სტრესის გავლენა სხეულზე

Burke Harris, N. (2018) The Deepest Well: Healing the Long-Term Effects of Child-
hood Adversity. London: Bluebird.
Center on the Developing Child (2015) Take the ACE Quiz – And Learn What
It Does and Doesn’t Mean. Available at https://developingchild.harvard.edu/
media-coverage/take-the-ace-quiz-and-learn-what-it-does-and-doesnt-mean/
Felitti, V. J. et al. (1998). Relationship of childhood abuse and household dysfunc-
tion to many of the leading causes of death in adults: The Adverse Childhood
Experiences (ACE) Study. American Journal of Preventive Medicine 14(4),
245–258.
NHS Digital (2018) One in eight of five to 19-year-olds had a mental disorder in
2107 major new survey finds. Available at https://digital.nhs.uk/news-and-
events/latest-news/one-in-eight-of-five-to-19-year-olds-had-a-m ental-disor-
der-in-2017-major-new-survey-finds
Public Health Scotland (2021) Adverse Childhood Experiences (ACEs). Avail-
able at www.healthscotland.scot/population-groups/children/adve rse-child-
hood-experiences-aces/should-services-ask-about-aces
Siegel, D. (2020) The Developing Mind: How Relationships and the Brain Interact
to Shape Who We Are, 3rd edition. New York and London: Guilford Press.
Siegel, D. and Payne-Bryson, T. (2020) The Power of Showing Up: How Parental
Presence Shapes Who Our Kids Become and How Their Brains Get Wired.
London: Scribe.
Sunderland, M. (2016) What Every Parent Needs to Know. Love, Nurture and Play
with Your Child. London: Dorling Kindersley.
Thrive (2021) The Thrive Approach. Available at www.thriveapproach.com van
der Kolk, B. (2014) The Body Keeps the Score: Mind, Brain and Body in the
Transformation of Trauma. London. Penguin.
World Health Organization (2018) Adverse Childhood Experiences International
Questionnaire (ACE-IQ). Available at www.who.int/violence_injury_preven-
tion/violence/activities/adverse_childhood_experiences/en/
YouTube (2016) Mary Ainsworth’s Strange Situation. Available at www.youtube.
com/watch?v=9WyHo3jGx7k

38
სოციალური, ემოციური და
2 ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებები ბავშვებში
ნაწილი II: ამ საჭიროებების
უფრო დეტალური შესწავლა

ამ თავის მიზანია, დაგაფიქროთ ბავშვებზე, რომლებიც შეიძლება გა-


ნიცდიდნენ დამატებით სოციალურ, ემოციურ და ფსიქიკური ჯანმრ-
თელობის საჭიროებებს. პირველ თავში წარმოდგენილი იყო ქცევები,
რომლებიც შეიძლება შენიშნოთ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ
უფრო მაღალი სეფჯის საჭიროებები და ეს თავი უფრო ახლოდან და-
განახებთ მათ.
ხარისხიანი ჯამრთელობისა და ზრუნვის ნაციონალური ინსტიტუტის
(NICE, 2008) სახელმძღვანელო სკოლებისთვის აღწერს სოციალურ,
ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ბავშვებში, როგორებიცაა:
▶▶ სოციალური: აქვს კარგი ურთიერთობები სხვებთან და არ აღენიშ-
ნება ქცევითი სირთულეები
▶▶ ემოციური: ბედნიერი და თავდაჯერებულია და არ არის დეპრესი-
აში, არ შფოთავს
▶▶ ფსიქოლოგიური: შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, გადაჭრას პრობ­
ლემები, მართოს ემოციები, განიცადოს ემპათია, ჰქონდეს მედე­გო-
ბა და იყოს ყურადღებიანი.

გუნდში, რომელთანაც ვმუშაობ, ვეხმარებით ბავშვებს, რომლებსაც


აღენიშნებათ დამატებითი მხარდაჭერის საჭიროება, ბაღის ბოლო სე-
მესტრსა და სკოლაში შესვლის წელს. საბავშვო ბაღებს ადგილობრივი
მმართველობის გავლით, მოეთხოვებათ რეკომენდაციების დაწერა იმ
ბავშვების შესახებ, რომელთათვისაც, მათი აზრით, სკოლაში ტრანზი-

39
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ცია შესაძლოა აღმოჩნდეს გამოწვევა, მათი სოციალური, ემოციური და


ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ჩვენ ვახალისებთ საბავ-
შვო ბაღებს, იფიქრონ, რა ადრეული იდენტიფიკაციის ინდიკატორი
შეიძლება არსებობდეს, რომელიც გვაჩვენებს, რომ ბავშვისთვის ეს
ტრანზიცია შესაძლოა აღმოჩნდეს განსაკუთრებულად მძიმე. როგორც
ვიცით, ბავშვისთვის ტრანზიცია უდიდესი ცვლილებაა და ეს სწორედ ის
შემთხვევაა, როდესაც საჭიროა მათთვის დახმარების გაწევა. თუმცა,
ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ დამატებითი სოციალური, ემოციური
და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, ასეთი დიდი ცვლილე-
ბა შეიძლება განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდეს. ვიცი, რომ ჩვენი
სერვისი ძალიან უჩვეულოა და შეიძლება მსგავსი სერვისი არც იყოს
თქვენს სივრცეში, თუმცა ჩვენთვის, როგორც ადრეული განათლების
პრაქტიკოსებისთვის, მაინც მნიშვნელოვანია, აღმოვაჩინოთ და შევძ-
ლოთ იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთათვისაც ვფიქრობთ,
რომ ცვლილებები განსაკუთრებულად რთული იქნება და ამ ბავშვებ-
ში დამატებითი მხარდაჭერა და რესურსები ჩავდოთ, შემდეგ კი ჩვენი
იდეები გავუზიაროთ ახალ სკოლასა თუ თანამშრომლებს ახალ სივრ-
ცეში იმის შესახებ, თუ რა ეხმარება ბავშვს. ბავშვისთვის დამატებითი
მხარდაჭერა არ გულისხმობს თანამშრომლების დამატებას, მაგრამ
საჭიროებს დაფიქრებას ბავშვის სპეციფიკური საჭიროებების გასათვა-
ლისწინებლად, თუ როგორ შეიძლება დავხვდეთ მათ. ხშირად ეს შეიძ-
ლება გაკეთდეს ძალიან მოქნილად და შემოქმედებითად. მოცემულ
წიგნში სწორედ ამ იდეებს გიზიარებთ.
ჩვენ თანამშრომლებს ვახალისებთ, გაიაზრონ ის, რაც უკვე იციან
და რასაც ხედავენ. თანამშრომლებს აქვთ მდიდარი ცოდნა, არსის
წვდომის უნარი და ზოგჯერ გვჭირდება დაჯდომა და იმაზე რეფლექ-
სია, რაც უკვე ვიცით, მანამ, სანამ მოვიფიქრებთ გეგმას, თუ როგორ
განვაგრძოთ ბავშვის მხარდაჭერა.
ქვემოთ მოცემული სიები განკუთვნილია რეფლექსიურ სავარჯი-
შოებად გამოყენებისთვის. ჩვენ ისინი შევქმენით ადრეული ასაკის
გარემოსთვის ჩვენს სივრცეში, იმ ბავშვებზე რეფლექსიისთვის გამო-
საყენებლად, რომლებთანაც მუშაობენ. ეს არ გახლავთ დამქანცველი

40
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

სიები, არამედ მოიაზრება, როგორც დამხმარე საშუალებები ‒ კითხ-


ვები, რომლებიც გამოიყენება საუბრის დასაწყებად გუნდში, კონკრე-
ტული ბავშვის შემთხვევაზე რეფლექსიის დროს. ჩვენ არ ვიყენებთ მათ
ბავშვის დიაგნოსტირების მიზნით; ეს არ არის ჩვენი, როგორც ადრე-
ული ასაკის ბავშვთა მუშაკების როლი, თუმცა, ისინი შეიძლება დაგვეხ-
მაროს, ვიფიქროთ ბავშვებზე, რომლებსაც მხარს ვუჭერთ და გავიაზ-
როთ, რა შეიძლება აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მათთვის რთული.
ამ ინფორმაციის გამოყენებას შეუძლია მოგვცეს უფრო სრული სურათი
ბავშვებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა.
დაიმახსოვრეთ: ეს ყოველივე გამოიყენება იმ თანამშრომლების მიერ,
რომლებიც მუშაობენ 3 ან 4 წლის ასაკის ბავშვებთან, იმ წელს, სანამ
ისინი შევლენ სკოლაში. მიუხედავად ამისა, შეიძლება ეს კითხვები სა-
სარგებლო აღმოჩნდეს უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვისაც, მაგრამ
ყოველთვის გაითვალისწინეთ ტიპური ბავშვის განვითარებაც, რასაც
მოელით ამ კონკრეტული ასაკის ბავშვისგან.

ქცევასთან დაკავშირებული შეკითხვები:

ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ იმის გამო, რომ ქცევა არის პირველი, რა-
ზეც პროფესიონალები და მშობლები იწყებენ საუბარს და რითიც ამჩ-
ნევენ, რომ ბავშვი შესაძლოა აწყდებოდეს გარკვეულ სირთულეებს. თუ
ბავშვს აქვს ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები ადრეულ ასაკში,
სავარაუდოდ, მათ სირთულეები ექნებათ შემდეგაც, როცა გაივლიან
ადრეული ასაკის გარემოს და შევლენ სკოლაში, რის გამოც მათ შეიძ-
ლება დასჭირდეთ დამატებითი მხარდაჭერა.
1. ადვილად შორდება თუ არა ბავშვი მშობელს, მომვლელს? ბევ-
რი ბავშვისთვის თავდაპირველი განშორება ძალიან რთულია
და უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ბავშვისთვის ნების-
მიერ ახალ გარემოცვაში განშორება მძიმე იქნება. ზოგჯერ ჩვენ
ვხვდებით ბავშვებს, რომლებისთვისაც ეს სირთულე დიდხანს
გრძელდება. თუ თქვენ გყავთ ბავშვი, რომლისთვისაც განშორე-
ბა რთულია, შეგიძლიათ ჰკითხოთ: ხშირად წუხს ბავშვი თქვენ

41
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

გარემოში? არის თუ არა ის მიჯაჭვული უფროსებზე? შეიძლება


შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვი, რომელსაც მძიმედ გადააქვს მშობ-
ლებთან განშორება, არის ბავშვი, რომელიც გამუდმებით წუხს,
ან სჭირდება მასთან მომუშავე ადამიანის მუდმივად გვერდში ან
მხედველობის არეში ყოფნა. თუმცა, შემდეგი კითხვა შეიძლება
რელევანტური იყოს იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც მძიმედ არ
განიცდიან მზრუნველებისგან განშორებას, მაგრამ მიჯაჭვული
არიან სხვა ზრდასრულებზე.
2. ურთიერთობს თუ არა ბავშვი სხვა ბავშვებთან ისე, როგორც
თქვენ მოელით მისი ასაკისა და განვითარების გათვალისწინე-
ბით? როგორც ადრეული ასაკის ბავშვებთან გამოცდილმა პრაქ-
ტიკოსებმა, ჩვენ ვიცით, განვითარების კუთხით, როგორ ეკონ-
ტაქტებიან ბავშვები სხვა ბავშვებს და ასევე, ვიცით განვითარების
შესაბამისი ქცევები. ზოგიერთ ბავშვთან შეიძლება ეს არ გვხვდე-
ბოდეს. მაგალითად, თქვენ შეიძლება გყავდეთ ბავშვი, რომელიც
არის 4 წლის, მაგრამ არ შეუძლია სხვა ბავშვებთან თამაში. ამის
ნაცვლად, ისინი თამაშობენ ამ ბავშვებისგან განცალკევებით, ან
მათ შეიძლება არ მოსწონდეთ არცერთი სხვა ბავშვი საკუთარ
სივრცეში, როცა თამაშობენ. თუ არ იცნობთ თამაშის განვითარე-
ბის სტადიებს, ქეით ბროდის (Brodie, 2018) წიგნი დასაწყებად
საუკეთესო საშუალებაა.
3. არის თუ არა ბავშვი ჩაკეტილი? ზოგიერთი ბავშვი ლამის გამ­
ქრალია. თქვენ მათ ვერ ამჩნევთ, ისინი არ გიდგანან წინ, შეიძ-
ლება ხშირად არიან წყნარად, ისინი შეიძლება არ ამბობდნენ
უარს რაღაცების შესრულებაზე, მაგრამ არ არიან აქტიურად ჩარ-
თული. ისინი შეიძლება დიდ დროს ატარებდნენ მხოლოდ დგო-
მასა და ყურებაში, ან იყვნენ ოთახის კუთხეში და იყურებოდნენ
ან თამაშობდნენ ჩუმად.
4. არის თუ არა ბავშვი ზეფხიზელი? ესენი არიან ბავშვები, რომლე-
ბიც, ერთი შეხედვით, თამაშში სრულად არიან ჩართული, მაგ-
რამ მაშინვე ამჩნევენ და ესმით, როდესაც ვინმე ჩუმად შემოდის
ოთახში. ეს შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც დიდი დრო სჭირ-

42
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

დება ლანჩის საჭმელად, რადგან გამუდმებით აქეთ-იქით იყურე-


ბა და იცის ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება.
5. აღენიშნება თუ არა ბავშვს გადაჭარბებული ქცევები? ზოგიერთ
ბავშვს იცნობს ყველა: ის შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხმა-
ურობს, ხტის, დარბის აქეთ-იქით, ან იყოს ბავშვი, რომელიც
უფრო უხეშია თამაშისას, ან თუნდაც ბავშვი, რომლის სახელიც
თანამშრომლებისგან ყველაზე ხშირად ისმის.
6. არის თუ არა ბავშვი სხვების ქცევების გავლენის ქვეშ? კომენტა-
რი, რომელიც ხშირად მესმის მშობლების ან პრაქტიკოსებისა-
გან არის, რომ „ტომი“ კარგად არის მანამ, სანამ არ მოხვდება
სხვა ბავშვებთან, რომლებიც მას თამაშში აიყოლიებენ. ზოგიერ-
თი ბავშვი ადვილად შედის გარკვეულ ქცევებში სხვა ბავშვების
გავლენით. ამის საპირისპიროდ, ზოგი ბავშვი მარტივად წუხდება
სხვა ბავშვების ქცევის გამო.
7. არის თუ არა ბავშვი შეშფოთებული? შფოთი მცირეწლოვან
ბავშვებში სხვადასხვა გზით შეიძლება გამოიხატებოდეს. ისი-
ნი შეიძლება შემაწუხებლად თვლიდნენ დღის განმავლობაში
ბევრ ცვლილებას, ან წუხდნენ მოვლენების მრავალფეროვნების
გამო, როგორებიცაა საპირფარეშოში გასვლა ან რაიმე ახლის
ცდა. ამის გამოხატვის ერთი გზა შეიძლება იყოს მათი გამუდმე-
ბით ცუდ ხასიათზე ყოფნა, ან სელექციური მუტიზმი კონკრეტულ
გარემოში.
8. ავლენს თუ არა ბავშვი აღმასრულებელ ფუნქციონირებას? ეს გუ-
ლისხმობს, მაგალითად, ადრე ნასწავლის გახსენება-გაანალიზე-
ბას. აღმასრულებელი ფუნქციები განვითარებას იწყებს დაახლო-
ებით 3-დან 5 წლამდე ასაკში. ბავშვს, რომლის აღმასრულებელი
ფუნქციებიც ვითარდება, შეუძლია კონცენტრირდეს ამოცანაზე ყუ-
რადღების გადატანის გარეშე, შეუძლია შეადგინოს მარტივი გეგ-
მები და გააკეთოს არჩევანი, გააანალიზოს ისეთი რამეები, რო-
გორიცაა მაგალითად: „თუ მე დავარტყამ პიტერს, ის მოიწყენს“.
9. ავლენს თუ არა ბავშვი არასასურველ ფიზიკურ ქცევას ზრდასრუ-
ლებთან ან სხვა ბავშვებთან მიმართებით? ზოგიერთი ბავშვი რე-

43
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

გულარულად მიმართავს ძალადობას სხვა ბავშვებთან, ზრდას-


რულებთან ან ორივესთან მიმართებით, არტყამს, ხელს ჰკრავს,
აფურთხებს, ფეხს ურტყამს, თმას ქაჩავს და ა.შ.
10. როგორ უმკლავდება ბავშვი ტრანზიციებს? ტრანზიცია შეიძლება
იყოს ერთი აქტივობიდან მეორეზე გადართვა, ან მაგალითად,
აქტივობის შეწყვეტა სამხარზე წასასვლელად. ზოგიერთი ბავშ-
ვისთვის ტრანზიციები სტრესული და შემაწუხებელია. მაგალი-
თად, ისინი შეიძლება განაწყენდნენ, როცა მოუწევთ თამაშის
შეწვეტა, ან უმართავი გახდნენ, როცა ეუბნებიან, რომ ოთახში
შემოსვლის დროა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები

ზოგიერთი რამ აქედან შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ისევ


შეგახსენებთ: ეს სია არაა განსჯისთვის, არამედ ის რეფლექსიისთვი-
საა. ეს ჩამონათვალი გაჩნდა ზოგადი ჯანმრთელობის საჭიროებების
საფუძველზე, რაც შევამჩნიეთ ბავშვებში, რომლებთანაც წლების გან-
მავლობაში ვმუშაობდით.
1. დაიბადა თუ არა ბავშვი სრულ ვადაზე? ამ კითხვას ყოველთ-
ვის არ სვამენ, როცა ბავშვი შედის საბავშვო ბაღში ან სკოლა-
ში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ამის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა, ჩვენ დაგვჭირდება იმის ცოდნა,
რამდენად ნაადრევად მოხდა ეს, იმყოფებოდა თუ არა ის ბავშვ-
თა სპეციალური ზრუნვის განყოფილებაში ან რამდენ ხანს? რო-
გორც ვიცით, თუ ბავშვი ნაადრევადაა დაბადებული, ამან შეიძ-
ლება გავლენა მოახდინოს მის შემდგომ განვითარებაზე.
2. ჰქონია თუ არა ბავშვს გადატანილი ერთხელ ან რამდენჯერმე
ოტიტი ეფუზიით, ბაღის პერიოდში? ბავშვებს, რომლებსაც რეგუ-
ლარულად აქვთ ოტიტი ეფუზიით, უჭირთ კონცენტრაცია, რად-
გან ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს მათ საუბარსა და კომუ-
ნიკაციის უნარებზე, მოსმენისა და ინსტრუქციების შესრულების
უნარზე და ა.შ. NHS Digital-ის ვებგვერდზე (NHS, 2020a) დევს

44
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

საჭირო ინფორმაცია ოტიტზე ეფუზიით (იხილეთ „შემდგომი ინ-


ფორმაცია და რეკომენდაციები“).
3. აქვს თუ არა ბავშვს მოტორული სირთულეები (ნატიფი ან მსხვი-
ლი)? დაფიქრდით, რას შეიძლება მოელოდეთ იმავე ასაკის
საშუალო სტატისტიკური ბავშვისგან, მოტორული უნარების მი-
მართულებით, მაგალითად, შეუძლია თუ არა ბურთის სროლა,
პატარა საგნების აღება და ა.შ.
4. აქვს თუ არა ბავშვს სივრცეში საკუთარი თავის აღქმის შეგრძნე-
ბა? მაგალითად, შეუძლია თუ არა ოთახში სირბილი ისე, რომ არ
შეეჯახოს სხვა ბავშვებს ან ნივთებს? ზოგიერთ ბავშვს საერთოდ
არ აქვს საკუთარი სხეულის შეგრძნება სივრცითი ცნობიერების
შეგრძნების ჭრილში. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ხშირად
ეჯახებიან სხვებს შემთხვევით: შეიძლება ასეთი ბავშვი რამეზე
ვარდებოდეს, ან ეჯახებოდეს სივრცეში მყოფ ნივთებს.
5. აქვს თუ არა ბავშვს ამოღებული ბევრი კბილი? დღესდღეობით,
ვხედავთ ბავშვების მზარდ რაოდენობას, რომლებსაც ბევრი სარ-
ძევე კბილი აქვთ ამოღებული. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს
ჭამაზე ან საუბარზე.
6. თქვენი აზრით, არის თუ არა ბავშვისთვის ძილი საკმარისი?
როდესაც მუშაობას ვიწყებთ ოჯახებთან, ჩვენ ყოველთვის ვე-
კითხებით მათ ბავშვის ძილის შესახებ: როდის მიდიან ისინი
დასაძინებლად, რამდენ ხანს სძინავთ, ადვილია თუ არა მათი
გაღვიძება, თუ იღვიძებენ ღამეში რამდენჯერმე. ბევრ ბავშვს,
რომლებთანაც ვმუშაობთ, აღენიშნება ძილის პრობლემები. NHS
Digital-ის ვებგვერდის (NHS, 2020b) რეკომენდაციით, 2-დან 5
წლამდე ბავშვებს ღამით უნდა ეძინოთ 11-12 საათი.
7. ჭამს თუ არა ბავშვი კარგად თქვენ გარემოში? თუ აქვს რაიმე
კვებითი პრობლემა, რომლის შესახებაც იცით? ბავშვებისთვის,
რომლებსაც მხარს ვუჭერთ, არაა უჩვეულო კვებასთან დაკავში-
რებული გარკვეული სირთულეების ქონა. ეს იმიტომ ხდება, რომ
მათ საჭმელთან დაკავშირებით, გემოზე ან სტრუქტურაზე, კონკ-
რეტული დამოკიდებულებები აქვთ. ზოგიერთი ბავშვი უარს ამ-

45
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ბობს საგანმანათლებლო გარემოში ჭამაზე, მაშინ როცა სხვები


მიირთმევენ ყველაფერს და მაინც ყოველ წუთას ამბობენ, რომ
კიდევ შიათ.
8. აქვს თუ არა ბავშვს მისი ასაკისთვის შესაბამისი ლექსიკა და გეს-
მით თუ არა მისი საუბარი? როგორც ვიცით, კომუნიკაცია და ენა
ბევრი ბავშვისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. ხშირად
ბავშვებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, აღენიშნებათ კომუნიკაციის
სირთულეები. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გარკვევით, ანუ ისე, რომ
მის გარშემო ყველას ესმოდეს მისი, ეს შეიძლება ბავშვისთვის ძა-
ლიან შემაწუხებელი აღმოჩნდეს. ლონდონის კოლეჯ უნივერსი-
ტეტის განათლების ინსტიტუტს (The Communication Trust/UCL
Institute of Education, 2021) აქვს სასარგებლო სახელმძღვანე-
ლო ბავშვთა კომუნიკაციისა და ენის განვითარების შესახებ, რო-
მელიც მოიცავს ინფორმაციას ბგერების, სიტყვებისა და გაგების
შესახებ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის (იხილეთ „შემდგომი
ინფორმაცია და რეკომენდაციები“ ამ თავის ბოლოში).
9. იყენებს თუ არა ბავშვი გარკვეულ ენას იმის საჩვენებლად, რომ
მას ესმის საბაზისო ემოციური და ფიზიკური მდგომარეობები?
მაგალითად, იყენებს თუ არა სიტყვებს იმის საჩვენებლად, რომ
ბედნიერია, მოწყენილია, თავს დამძიმებულად გრძნობს, სცხე-
ლა, სცივა და ა.შ.? 3 ან 4 წლის ასაკისთვის ჩვენ ველით ბავშ-
ვისგან ისეთი სიტყვებისა და გრძნობების ცოდნას, როგორები-
ცაა: ბედნიერი, მოწყენილი, დამძიმებული, ტკივილი, სიცივე და
სიცხე. ზოგი ბავშვი ამ სიტყვებს გამუდმებით იყენებს, სხვებმა კი
თითქოს არც იციან ეს შეგრძნებები და იმისდა მიუხედავად, რომ
ესმით ეს სიტყვები, მაინც არ იყენებენ მათ.
10. ხვდება თუ არა ბავშვი, რომ სცივა ან სცხელა? ზოგიერთ ბავშვს
წარმოდგენაც არ აქვს ამაზე. ერთხელ ვმუშაობდი ბავშვთან და
ვიფიქრე, რომ თავზე წყალი გადაისხა, რადგან წურწურით ჩა-
მოსდიოდა წვეთები. შემდეგ კი ეს ოფლი აღმოჩნდა. მას ძალიან
სცხელოდა. ეცვა ჯემპრი, ბევრს დარბოდა და არც კი იცოდა და
ვერც კი ამჩნევდა, რომ სცხელოდა.

46
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

11. რა ტიპის მზერით კონტაქტს ამყარებს ბავშვი? ზოგიერთი ბავშ-


ვისთვის მზერითი კონტაქტი ძალიან რთულია. ისინი შეიძლება
გვერდზე ან დაბლა იყურებოდნენ, ან ფიზიკურადაც კი მოგშორ-
დნენ, როცა ეცდებით, შემოახედოთ. ზოგჯერ ეს მაშინ ხდება,
როცა ბავშვი ფიქრობს, რომ მტყუანია, მაგრამ არიან ბავშვები,
რომლებისთვისაც ეს მუდამ რთულია.
12. ტუალეტთან მიმართებით, განვითარების რომელ საფეხურზე იმ-
ყოფება ბავშვი? ბავშვების უმეტესობა 3 წლის ასაკისთვის იქნება
საფენების გარეშე და მშრალი მთელი დღის განმავლობაში. ყო-
ველ წელს გვიწევს მუშაობა ისეთ ბავშვებთან, რომლებიც საფე-
ნებით მიდიან სკოლაში. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშ-
ნებათ ეს მიმდინარე სირთულე, საქველმოქმედო ორგანიზაციას
საგანმანათლებლო რესურსების საინფორმაციო ცენტრის (ERIC,
2021) შეუძლია მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შეთავაზე-
ბა.

თამაშთან დაკავშირებული შეკითხვები

ამ სექციისთვის ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ თანამშრომლებს, გამო-


იყენონ ლუვენის კეთილდღეობის სკალა (Playmouth City Council,
2011; იხილეთ შემდეგი ინფორმაცია და რეკომენდაციები), რომელიც
გვეხმარება ბავშვის თამაშზე რეფლექსიაში. ეს ძალიან სასარგებლო
სკალაა, იგი გვეხმარება იმის დაკვირვებასა და გაანალიზებაში, თუ
რამდენადაა ბავშვი ჩართული თამაშში და ასევე გვეხმარება ბავშვის
კეთილდღეობაზე რეფლექსიაში.
1. არის თუ არა ბავშვი ჩართული თამაშსა და თამაშის შესაძლებ-
ლობებში? როდესაც აკვირდებით ზოგიერთ ბავშვს, თქვენ აც-
ნობიერებთ, რომ ისინი არ თამაშობენ, ისინი შეიძლება დახეტი-
ალებდნენ გარემოში, სწრაფად გადადიოდნენ ერთი სათამაშო
სივრციდან მეორეში. არიან სხვა ბავშვებიც, რომლებიც სხედან,
უყურებენ, მერე მიადგებიან, ვთქვათ, სხვა ბავშვის მიერ აშენე-
ბულ კოშკს, დაანგრევენ და გაეცლებიან.

47
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

2. თამაშობს თუ არა ბავშვი სხვა ბავშვებთან, თუ მხოლოდ თავის-


თვის? ასევე, გაითვალისწინეთ, ბავშვი განცალკევებულად თა-
მაშობს თუ ინტერაქტიულად. ქცევის მეორე კითხვაში, რომელიც
იმის შესახებაა, რამდენად ინტერაქტიულია ბავშვი (იხილეთ
ზემოთ), მე აღვნიშნე თამაშის განვითარების სტადიები (Brodie,
2018). ზოგიერთი ბავშვისთვის სხვა ბავშვებთან თამაში გამოწვე-
ვაა, ზოგჯერ მათ თავისთვის ურჩევნიათ ყოფნა. სხვებს მოსწონთ
სხვა ბავშვებთან თამაში, მაგრამ უჭირთ სოციალური წესების გა-
გება მონაცვლეობის, სხვისი იდეების მოსმენის და ა.შ. შესახებ.
ზოგიერთ ბავშვს შეუძლია სხვა ბავშვების პარალელურად თამა-
ში, მაგრამ არ შეუძლია საკუთარ თამაშში სხვებთან ინტერაქცია,
ასეთებს აქვთ საკუთარი პატარა სამყარო და არ ერთვებიან გა-
რეთ მიმდინარე თამაშში.
3. თამაშობს თუ არა ბავშვი თამაშებს განმეორებით? ზოგიერთი
ბავშვის თამაში ძალიან შეზღუდულია. ისინი შეიძლება ერთი და
იმავე სათამაშოთი თამაშობდნენ, ან ერთსა და იმავე თამაშს იმე-
ორებდნენ კვლავ და კვლავ. ეს უჩვეულო არაა ზოგ ბავშვთან
მოკლე პერიოდებისთვის, მაგრამ დასაფიქრებელია, თუკი დიდი
ხნით გრძელდება.
4. ერთობა თუ არა ბავშვი თამაშის დროს? ლუვენის კეთილდღე-
ობის სკალა (Playmouth City Council, 2011) ამაზე დაფიქრების-
თვის ძალიან სასარგებლოა.

შეკითხვები ოჯახის შესახებ

ეს კითხვები ძალიან ჰგავს ათ გარემოს, რომელიც განხილულია ბავშ-


ვობისდროინდელი საზიანო გამოცდილებებში, როგორებიცაა: ემოცი-
ური შევიწროვება, ფიზიკური შევიწროვება და ოჯახური ძალადობა.
1. ჰყავს თუ არა ბავშვს მშობლები, რომლებიც ერთმანეთზე არიან
რაიმე ფორმით (ფიზიკურ, ემოციურ ან იძულებით) ძალადობენ?
2. ცხოვრობენ თუ არა ბავშვის მშობლები ერთ სახლში? თუ მშობ-
ლები სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ, კითხვა იქნება: თუ ბავშვი

48
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ორივე მშობელს ერთად ხედავს, რამდენ დროს ატარებს ორი-


ვესთან ერთად?
3. ცხოვრობს თუ არა ბავშვის ოჯახი დროებით საცხოვრებელში ან
ოდესმე თუ ყოფილან უსახლკაროდ? თუ ისინი დროებით საც-
ხოვრებელში ცხოვრობენ, შემდეგი შეკითხვა იქნება: რამდენჯერ
გადაადგილდნენ აქამდე და ეს გადაადგილება დაგეგმილი იყო
თუ უცაბედი?
4. არის თუ არა ბავშვის რომელიმე მშობელი ციხეში, ან ყოფილა
თუ არა ციხეში ბავშვის ცხოვრების განმავლობაში? თუ მშობელი
ციხეშია, შემდეგი კითხვა იქნება: ეკონტაქტება თუ არა ბავშვი და
ნახულობს თუ არა ბავშვი მშობელს ციხეში?
5. აქვს თუ არა ბავშვის რომელიმე მშობელს ფსიქიკური ჯანმრთე-
ლობის სირთულეები, დეპრესიის ჩათვლით? თუ აქვთ, შემდეგი
კითხვა იქნება: აქვს თუ არა მშობელს ისეთი მხარდაჭერა, რო-
გორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები?
6. მოიხმარენ თუ არა ბავშვის მშობლები ალკოჰოლს ან ნარკოტი-
კულ საშუალებებს, ან თუ მოიხმარდნენ ბავშვის ცხოვრების გან-
მავლობაში? თუ კი, მომდევნო კითხვა იქნება: აქვთ თუ არა მათ
მხარდაჭერა შესაბამისი სერვისებისგან?
7. ცხოვრობს თუ არა ბავშვი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან? თუ
არა, ვისთან ცხოვრობს ის? თუ ბავშვი არ ცხოვრობს ბიოლო-
გიურ მშობლებთან, მომდევნო კითხვები იქნება: როდის შეწყვი-
ტა ბავშვმა ბიოლოგიურ მშობლებთან ცხოვრება? რამდენ სხვა-
დასხვა მზრუნველთან მოუწია ცხოვრება? აქვს თუ არა კონტაქტი
ბიოლოგიურ მშობლებთან?

როგორც დასაწყისში ამ ოთხი ტიპის კითხვებზე ვთქვი, ისინი არ


არის განკუთვნილი დამატებითი სეფჯის საჭიროების მქონე ბავშვის
დიაგნოსტირებისთვის. თუმცა, ჩვენ მათი გამოყენება შეგვიძლია რეფ-
ლექსიური სავარჯიშოების სახით, რომლებიც დაგვეხმარება ბავშვის
ცხოვრებისა და გამოცდილების გაანალიზებაში. ჩვენი გამოცდილე-
ბით, თუკი ამ სიაში ბევრი პუნქტის მონიშვნა გვიწევს, ბავშვები ტრანზი-

49
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ციებს (როგორებიცაა ბაღში ოთახის შეცვლა, სკოლაში შესვლა, ახალი


დედმამიშვილის შეძენა) მეტისმეტად სტრესულად განიცდიან და ძა-
ლიან ადვილად შეიძლება გადაიტვირთონ.
ჩვენთვის, როგორც ადრეული ასაკის პროფესიონალებისთვის,
მსგავსი ტიპის ინფორმაციის ქონა დამხმარე საშუალებას წარმოად-
გენს წინასწარ გააზრებასა და დაგეგმვაში და იმის განსაზღვრაში, რო-
დის გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერის გაწევა, განსაკუთრებით,
ტრანზიციების პერიოდში.
არიან ბავშვები, რომელთანაც ვმუშაობთ და როგორც ადრეული
ასაკის პროფესიონალებს, არ გვიკვირს, რომ განიცდიან ტანჯვას დიდი
ცვლილებების დროს. თუმცა, ასევე, არიან ბავშვები, რომლებიც სხვა-
დასხვა გზით გვაჩვენებენ, რომ არ გრძნობენ თავს კარგად და ცვლი-
ლებები ერთულებათ, მაგრამ ეს აშკარად არაა გამოხატული.

შეყოვნდით

ჩემი რჩევაა, შეჩერდე და დაფიქრდე ამ კითხვებზე. გახსენდებოდა


თუ არა რომელიმე კონკრეტული ბავშვი, როცა ზემოთ მოცემულ შე-
კითხვებს კითხულობდი? თუ ასეა, ალბათ, ჩაინიშნავ ამას და გაუ­ზია­
რ­ებ შენს გუნდსაც. შეიძლება მეტად დაფიქრდეთ და გააკეთოთ მეტი
რეფლექსია.

ქვემოთ მოცემულია ორი ბავშვის ქეისი, რომლებსაც, შესაძლოა,


ეტყობოდეს იმის ნიშნები, რომ სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა
სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. მათი
სახელები შეცვლილია.

50
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

შემთხვევები მაგალითისთვის

ლუსი

ლუსი არის სამი წლის და ცხოვრობს მამასთან, დედასა და ხუთ და-


ძმასთან. ის არის მესამე დედმამიშვილებში, ორ ტყუპისცალ ძმასთან
ერთად, რომლებიც მასზე ერთი წლით არიან უფროსები. დედას აქვს
პოსტნატალური დეპრესია ლუსისა და ტყუპების დაბადების შემდეგ.
ოჯახი ცხოვრობს სამსაძინებლიან, საერთო საცხოვრებელის ტი-
პის სახლში, სოფლის ბოლოში. ერთ-ერთ მეზობელ სახლში ხდება
ოჯახური ძალადობა, რომელიც კედელს მიღმა მაღალ ხმაზე ისმის.
სხვა კარის მეზობელი, სავარაუდოდ, ნარკოდილერია. მამა რძის
პროდუქტების ფერმერია და მუშაობს ახლო ფერმაში, დედა კი საღა-
მოობით მუშაობს ადგილობრივ ბარში. ოჯახს სურს საცხოვრებლის
შეცვლა, მაგრამ ეს სახლი მოსახერხებელია მამისთვის მისი სამუშაო
ადგილის გამო.
ლუსი დადის ადგილობრივ სასკოლო მზაობის ჯგუფში, რომელიც
სოფლის სკოლაშია გახსნილი, შეიყვანეს 2 წლის და 6 თვის ასაკში.
მას შემდეგ კვირაში სამი დღე სასკოლო მზაობის ჯგუფშია. ლუსი ძა-
ლიან წყნარი და ჩაკეტილია და ძლიერ უჭირს დედასთან განშორება,
ხშირად ნახევარ საათს მაინც ტირის, როცა დედა მიდის. ლუსის აქვს
კომუნიკაციის სირთულეები. მისი მშობლები იგებენ, რას ამბობს, მაგ-
რამ თანამშრომლებს უჭირთ მისი ნათქვამის გაგება. ლუსი ხშირად
მხოლოდ დგას და სხვებს უყურებს, თუმცა თუ თანამშრომლები ეხ-
მარებიან, ხანდახან დიდ ჯგუფებს უერთდება. მას ხშირად მიხატული
ღიმილი აქვს სახეზე და როცა ეკითხები, თავს როგორ გრძნობს, ის
ყოველთვის გპასუხობს, რომ ბედნიერია. თუმცა, მისი თვალები სხვა
ამბავს ჰყვებიან, მათში არ არის ნაპერწკალი. ლუსის არ ჰყავს მე-
გობრები და ძირითადად თავისთვის თამაშობს, ის ხშირად წუხდება
სხვა ბავშვების ხმაურიანი თამაშით. ლუსის უყვარს ფერმის ცხოვე-
ლები და უმეტესწილად ან მათით თამაშობს, ან წყლის ჭურჭლით. ის
ხშირად იღლება და სჭირდება შუადღის ძილი. ლუსი სამ თვეში შედის

51
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

სკოლაში და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მის სასკოლო მზაობის


ჯგუფშივეა, დედა და სასკოლო მზაობის ჯგუფის თანამშრომლები
მაინც წუხან, როგორ გადაიტანს ლუსი ამ ტრანზიციას. ისინი დარ-
წმუნებული არიან, რომ ლუსისთვის ძალიან რთული იქნება მთელი
დღით სკოლაში გაჩერება.

ოზი

ოზი ოთხი წლისაა. ის ცხოვრობს დედასთან და ერთ უმცროს ძმასთან


ერთად. როცა ოზი ორი წლის იყო, ოჯახმა დაკარგა სახლი და 6 თვით
გადავიდა დროებით საცხოვრებლად ჰოსტელში. როდესაც ოჯახი გა-
ასახლეს, დედა და მამა გაიყარნენ. ოზი ბაღში დადის კვირაში ოთხი
დღის განმავლობაში და იქ 9 თვის ასაკიდანაა. ბოლო ექვსი თვის
განმავლობაში ოზი ავლენს მზარდ ძალადობას: ის რეგულარულად
ბრაზდება და ურტყამს სხვა ბავშვებსა და ზრდასრულებს. მას სძულს
ცვლილებები და ძალიან ბრაზდება, თუკი მისი რუტინა ირღვევა. ოზი
მეტისმეტად ენერგიულია საბავშვო ბაღში. მას ურჩევნია, ითამაშოს
გარეთ, ბაღში, ვიდრე ოთახში და წარმოსახვითი თამაშების ნაცვ-
ლად, ამჯობინებს კონსტრუქტორებით თამაშს. ბავშვების უმეტესობას
ეშინია ოზის, რადგან ოზი მათ ხშირად აწვალებს, ოზის კი უჭირს იმის
გაგება, რატომ არ სურთ ბავშვებს მასთან თამაში. როდესაც ბავშვები
ეთამაშებიან მას, ოზის სულ ლიდერად ყოფნა სურს და ძალიან ბრაზ-
დება, როცა სხვები არ აკეთებენ იმას, რაც მას უნდა.

მოცემულ ამბებთან დაკავშირებული კითხვები

▸▸ როგორც ადრეული ასაკის გარემო, რა მხარდაჭერას გაუწევდით


ლუსის და ოზის?
▸▸ სკოლაში ტრანზიცია ლუსისთვის, ოზისა და მათი ოჯახებისთვის გა-
მოწვევა იქნება. რა დამატებით მხარდაჭერას შესთავაზებდით?
▸▸ რა ინფორმაციის გაზიარებას შეძლებდით სკოლისთვის ტრანზი-
ციის პროცესში?

52
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ამ ორ ბავშვს სხვადასხვა საჭიროება აქვს, მაგრამ ორივეს სჭირდე-


ბა დამატებითი მხარდაჭერა სკოლაში ტრანზიციის პროცესში. ლუსი
იმ ტიპის ბავშვებს მიეკუთვნება, რომლებიც შეიძლება მხედველობი-
დან გამოგრჩეთ, უჩვეულო არაა, წყნარი და განცალკევებული ბავშ-
ვების შემთხვევაში იმის მხედველობის არიდან გამორჩენა, რომ და-
მატებით მხარდაჭერას საჭიროებენ. თუმცა, ოზის შემთხვევაში, მარ-
ტივად შესამჩნევია, რომ სკოლაში ტრანზიცია მისთვის რთული და
დამღლელი იქნება. მეექვსე თავი სწორედ ტრანზიციის შესახებაა და
გთავაზობთ იდეებს, თუ რა გზებით შეგიძლიათ ამ პროცესში მხარი
დაუჭიროთ ბავშვებს, რომელთაც აქვთ სეფჯის საჭიროებები.

ინტერვიუ რუთ ფერგიუსონთან


რუთი ჩვენი გუნდის მმართველი და განათლების უფროსი ფსიქოლო-
გია. მასთან ინტერვიუ დაგვეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ
შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ბავშვებს, რომელთაც ამის საჭიროება
აქვთ.
თუ ვიცით, რომ ბავშვი განიცდის ჩვენი შეკითხვების ჩამონათ-
ვალიდან (იხილეთ ზემოთ) რამდენიმეს, შეგიძლიათ შესთავა-
ზოთ მარტივი გზები, რომლებსაც გამოიყენებენ ამ ბავ­შვის მხარ-
დასაჭერად?
შევამოწმებდი, რომ თანამშრომლებმა კარგად გაიგეს, რა გავ-
ლენას ახდენს ბავშვის შემდგომ განვითარებაზე ადრეულ ასაკში
ოჯახში მიღებული გამოცდილება. შევამოწმებდი, რომ მათ კარგად
გააცნობიერეს ამ ბავშვების განვითარების გარკვეულ ეტაპზე გაჭედ-
ვის შანსები, რაც დამოკიდებულია ბავშვის მიერ ამ გამოცდილების
მიღების დროზე. თუ ბავშვების ცხოვრება დაბადებიდან მუდმივად
არეული იყო, მაშინ ქცევები, რომლებსაც ისინი ხედავენ, შეიძლება
დამახასიათებელი იყოს ბევრად ადრეული ბავშვობის ქცევებისთვის.
გავარჩევდი თანამშრომლებთან, თუ რის მიმანიშნებელი შეიძლება
ყოფილიყო ეს ქცევები და არა მხოლოდ იმას, რომ ესაა ქცევები, რო-

53
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

მელთა მართვაც მათ სჭირდებათ; ჩვენ გავარჩევდით, რა ვიცით გან-


ვითარების ფსიქოლოგიის შესახებ, რა ტიპის ქცევები დაფიქსირდა,
ვთქვათ, განვითარების წინა საფეხურებზე გაჭედვის. შემდეგ დავფიქ-
რდებოდით, ჩვენი ცოდნიდან რას შეუძლია ბავშვისთვის ცვლილების
მოტანა, მაგალითად, პროგნოზირებად გარემოს, თანმიმდევრულო-
ბასა და რუტინას.
ამაზე დაფიქრებაში დასახმარებლად თანამშრომლებს ვთხოვდი,
დაეყოთ დღის თითოეული ნაწილი.
▶ იმ მომენტიდან, როცა ბავშვი შემოდის, რას ელიან ბავშვი და
მზრუნველი, რა შეიძლება რომ მოხდეს, ვინ არის ის საკვანძო
თანამშრომელი, რომელიც ხვდება და ესალმება მშობელსა და
ბავშვს, ისინი მუდამ იქ არიან? თუ ისინი არ იქნებიან ადგილ-
ზე, მოვუწოდებდი, დაფიქრებულიყვნენ, ეს ინფორმაცია სახლში
ოჯახთან როგორ გაზიარდებოდა.
▶ როგორ გადაეცემა ბავშვი მზრუნველს, როგორ ურთიერთობენ
ისინი ამ საკვანძო პიროვნებასთან?
▶ როგორ იქცევა ბავშვი, როცა სკოლაში მოდის? რთული იყო თუ
არა მისთვის განშორება? მოვიდა თუ არა დამწუხრებული და
სჭირდება თუ არა დამშვიდება? გაუჭირდა თუ არა განშორება?
ან სჭირდება თუ არა ამ განშორებას გახანგრძლივება იმით, რომ
მშობელი 10 წუთით შემოვიდეს, თუ თანხმდებით ჭიშკართან
გასვლაზე ბავშვის დასახვედრად და შემდეგ დამამშვიდებელ
სავარჯიშოებს აკეთებთ სათამაშო მოედანზე, სანამ შენობაში შეხ-
ვალთ?

შემდეგ ვისურვებდი, დეტალურად მცოდნოდა, რა მონაკვეთებში


მოხდა გაჭედვა დღის განმავლობაში? რა იყო რთული? ეს ტრან-
ზიციის დროს ხდებოდა? როგორ დავამშვიდეთ ისინი? მათ ცალკე
სჭირდებათ მიხედვა? ყოველთვის ვინმეა საჭირო, რომ ბავშვზე თვა-
ლი ეჭიროს ყოველი ტრანზიციისას, მაგალითად, აქტივობებს შორის,
ტუალეტში წასვლისას, სათამაშოების აღებისას და ა.შ.?

54
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ლუვენის სკალის გამოყენებას.


შეგიძლიათ ახსნათ, როგორ შეუძლია მას დაგვეხმაროს?
საბავშვო ბაღებს ვურჩევდი, გაეცნონ და გამოიყენონ ლუვენის
სკალა. აიყვანეთ სამი სხვადასხვა ადამიანი სამ სხვადასხვა დროს,
სამ სხვადასხვა დღეს, რომ გამოიყენოს ლუვენის სკალა. მას არ
სჭირდება დიდი დრო. შემდეგ დასხედით გუნდში და განიხილეთ,
რა გაქვთ, რომელია ყველაზე რთული ადგილები. ერთი დღე რამით
უარესია მეორეზე? ჩაინიშნეთ ბავშვის ქცევის პატერნები. გამიჯნეთ
ერთმანეთისგან: „ესაა კომუნიკაცია, ეს არ არის ის, რასთან გამკ-
ლავებაც არ შეგვიძლია, ესაა ურთიერთობა და ვიღაც კარგად არ
გრძნობს თავს“.
ზოგჯერ საბავშვო ბაღში გადატვირთული არიან იმით, რასაც
ხედავენ და ესმით. რა დაეხმარება ბავშვებს ამ შემთხვევაში?
ზოგჯერ ადვილია კატასტროფიზაცია და ფიქრი: „რა შეგვიძლია
გავაკეთოთ, ნუთუ ასეთი საშინელება ხდება სახლში?“ ჩვენ უნდა და-
ვინახოთ, რომ ესაა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრებისეული გა-
მოცდილება და ის არაა უმართავი. ბავშვებთან შესაძლებელია ცვლი-
ლება ურთიერთობის საშუალებით. ძალიან შთამაგონებელია, თუკი
ყველა დაინახავს, რომ ურთიერთობები, ესაა ცვლილებების ადგილი
და თუ ჩვენ ურთიერთობას დავალაგებთ, დავინახავთ, როგორ მოხ-
დება ცვლილებები. თუ ჩვენ კატასტროფიზებას ვახდენთ, ან თუ გვგო-
ნია, რომ ესაა უზარმაზარი რამ, რასაც ვერ გავუმკლავდებით, ამით
უკვე ვაფერხებთ ძალას იმ ურთიერთობისა, რომელიც შეგვიძლია
გვქონდეს ბავშვთან, ხოლო თუკი ვიტყვით: „კარგი, ესაა კომუნიკაცია
და შეიძლება მე ყოველთვის სწორად არ მესმის, მაგრამ მესმის, რომ
შენ ცდილობ ჩემთვის რაღაცის თქმას და ვხედავ, რომ ამ წამს შენთ-
ვის ეს არ არის მარტივი“. მდგომარეობა უფრო მართვადი ხდება და
უკვე შეგვიძლია თავისი ადგილები მივუჩინოთ იმათ, რაც ვიცით, რომ
დაეხმარება ბავშვს: რუტინა, თანმიმდევრულობა, განსაზღვრულობა,
სენსორული გამოცდილებების გაზრდა ან შემცირება. მიუჩინეთ მათ
საკუთარი ადგილი; ასევე დააკვირდით, როგორი ურთიერთობა აქვს

55
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

ბავშვს სხვა ბავშვებთან, რამდენად ჩართულად გრძნობს თავს, რო-


გორ შეგიძლიათ სხვა ბავშვების შემოყვანა ამ ბავშვის ცხოვრებაში,
რომ მან რაღაცის ნაწილად აღიქვას თავი.
მნიშვნელოვანია, თავად თანამშრომლები როგორ გრძნობენ თავს
საკუთარ საქმიანობაში: თუკი თანამშრომლებს აბრკოლებთ იმის
შიში, რამდენად შეუძლიათ გამკლავება, მაშინ ისინი არ ცდიან ამის
გაკეთებას. ჩვენ გვჭირდება მენეჯერები, რომლებიც მიმართულებას
მისცემენ ადრეული განათლების სპეციალისტებს, რომ იგრძნონ თავი
თავდაჯერებულად და უნარიანად, იმუშაონ ასეთ ბავშვებთან, რომ
თავიდან აირიდონ საყოველთაო განწყობა, თითქოს რაღაც საშინე-
ლია და არ შეიცვლება.

რა არის შემდეგი ნაბიჯი?

თუ თქვენ უკვე გამოიყენეთ ამ თავში მოცემული შეკითხვები და მუ-


შაობთ ბავშვთან, რომელიც რამდენიმე საჭიროებას ავლენს, არის
სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ (რუთის მიერ ზემოთ
მოცემული რჩევების პარალელურად).
▶▶ სუპერვიზიაზე განიხილეთ ბავშვი და თქვენი შეშფოთება.
▶▶ მთელმა გუნდმა გაიაზრეთ ის, რასაც ყველა ხედავთ. მოახდინეთ
რეფლექსია, რა მუშაობს და რა ‒ არა.
▶▶ გაესაუბრეთ მშობლებს. ჰკითხეთ, როგორ მიდის ამბები ოჯახში
ზოგადად და როგორია ბავშვის ქცევა, აქვთ თუ არა მშობლებს
შფოთი?
▶▶ გამოიყენეთ ლუვენის სკალა, რათა დაგეხმაროთ იმის გააზრებაში,
როდის აჩვენებს ბავშვი კეთილდღეობის მაღალ დონეს და რო-
დის ‒ არა.
▶▶ როდესაც კორექტივებს შეიტანთ ტრანზიციებისთვის დამატებით
მხარდაჭერაში (ცვლილებების შესახებ დამატებით გაფრთხილე-
ბებში, იმის გააზრებაში, როგორ იწყება და მთავრდება დღე), შეიძ-
ლება აღმოაჩინოთ, რომ მაინც გჭირდებათ დამატებითი იდეები

56
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

და მხარდაჭერა. გაესაუბრეთ ბავშვის ჯანმრთელობის ვიზიტორს.


თუ თქვენს ადგილობრივ სივრცეში არის ინკლუზიური განათლე-
ბის კოორდინატორი ან ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე
მრჩეველ მასწავლებელთა გუნდი, დაუკავშირდით მათ რჩევისა და
მხარდაჭერისთვის და დარწმუნდით, რომ სკოლას შეატყობინეთ
თქვენი ნაფიქრის შესახებ.

დასკვნა

ვიმედოვნებ, ამ თავში მოცემული კითხვები დაგეხმარებათ, დაფიქრ-


დეთ იმ ბავშვებზე, რომლებთანაც მუშაობთ. ვიცი, რომ ძალიან ადვი-
ლი შეიძლება იყოს ზოგიერთი ბავშვის მიმართ ნეგატიური ფიქრების
გაჩენა და უიმედობისა და გაჭედილობის შეგრძნების განცდა. ხშირად
ვხედავ და მესმის საბავშვო ბაღებში, ბოლო სემესტრში როგორ იქან-
ცებიან თანამშრომლები და როგორ ხდება ბავშვის ისტორია და გა-
მოცდილება მათთვის უზარმაზარი და ნეგატიური. ძალიან საკვანძოა
კარგი სუპერვიზიის სესიების მოწყობა, სადაც თანამშრომლებს შეეძ-
ლებათ საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. საკვანძო თანამშრომლებმა
უნდა იცოდნენ, რომ აქვთ მენეჯერების მხარდაჭერა და რომ გუნდს
შეუძლია იმუშაოს ერთად და გაიაზროს, რის თქმას ცდილობს ბავშვი.
ვიმედოვნებ, კითხვების ეს ჩამონათვალი დაგეხმარებათ საუბრისა და
იმ ბავშვების შესახებ რეფლექსიის დაწყებაში, რომლებთან მუშაობაც
თავსატეხი და გამოწვევაა თქვენთვის.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Brodie, K. (2018) The Holistic Care and Development of Children from Birth to
Three: An Essential Guide for Practitioners and Parents. Abingdon: Routledge.
The Communication Trust/uCL Institute of Education (2021) How Children Devel-
op Speech, Language and Communication Skills. Available at www.thecom-
municationtrust.org.uk/media/600981/ite_resource_1.pdf
ERIC (2021) ERIC: The Children’s Bowel & Bladder Charity. Available at www.
eric.org.uk

57
საჭიროებების უფრო დეტალური შესწავლა

NHS (2020a) Glue Ear. Available at www.nhs.uk/conditions/glue-ear/


NHS (2020b) How Much Sleep Do Children Need? Sleep and Tiredness. www.nhs.
uk/live-well/sleep-and-tiredness/how-much-sleep-do-kids-n eed/
NICE (2008) Social and Emotional Wellbeing in Primary Education. www.nice.org.
uk/guidance/ph12/resources/social-and-emotional-wellbeing-in-primary-edu-
cation-pdf-1996173182149
Plymouth City Council (2011) Observing Learning, Playing and Interacting in the
EYFS: Leuven Well Being and Involvement Scales. Available at www.plym-
outh.gov.uk/documents-ldtoolkitleuven.pdf

58
სოციალური, ემოციური და
3 ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებები ბავშვებში
ნაწილი III: ოჯახური ძალადობის,
ნაყოფის ალკოჰოლური
სინდრომის, მშობლების
ფსიქიკური დაავადებისა და
მინდობით აღზრდაში მყოფი ან
აყვანილი ბავშვების კვლევა

ამ თავში ჩავუღრმავდებით ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომლებსაც


განიცდიან ბავშვები და რა გავლენას ახდენს ეს მათ სოციალურ, ემო-
ციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დეტალურად განვიხილავ ოჯახურ
ძალადობას, ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს, მშობლების ფსიქიკურ
დაავადებასა, მინდობით აღზრდაში მყოფი და აყვანილი ბავშვების შემ-
თხვევებს. ეს საკითხები მძიმეა, როგორც წინა თავებშიც აღვნიშნე, ამი-
ტომ გთხოვთ, კითხვისას თავს გაუფრთხილდით. თუკი იგრძნობთ, რომ
დღეს ეს თქვენთვის ძალიან ზედმეტი იქნება, შეიძლება მოისურვოთ ამ
თავის გამოტოვება, შემდეგზე გადასვლა და მოგვიანებით დაბრუნება.

ოჯახური ძალადობა

ამ წიგნის წერის მომენტში ხარისხიანი სოციალური ზრუნვის ინსტიტუ-


ტის (Social Care Institute for Excellence, 2021) ვებგვერდი აცხადებს,
რომ დიდ ბრიტანეთში ყოველ მეშვიდე ბავშვსა და 18 წელზე ნაკლე-
ბი ასაკის მოზარდს ბავშვობის რაღაც ეტაპზე უცხოვრია ოჯახური ძა-

59
ბავშვების კვლევა

ლადობის პირობებში (Women’s Aid, 2021). ჩვენ ამჟამად ჯერ კიდევ


კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებში ვიმყოფებით და
იმატა ანგარიშებმა და შეშფოთებამ ამ პერიოდში ოჯახური ძალადობის
ზრდის შესახებ. ზოგისთვის, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, გან-
საკუთრებით კი ჩაკეტვის პერიოდში. საქველმოქმედო თავშესაფარმა
(Refuge, 2020) განაცხადა, რომ ლოქდაუნის დაწყებიდან მათი დახმა-
რების ხაზზე განხორციელებულმა ზარებმა 25%-ით მოიმატა, ვებგვერ-
დზე ვიზიტებმა კი ‒ 150%-ით. როდესაც თქვენ ამ წიგნს წაიკითხავთ,
ჩემ მიერ გაზიარებული საწყისი სტატისტიკა, სავარაუდოდ, უფრო მა-
ღალი იქნება. საბედნიეროდ, ცხოვრება უფრო ნორმალური გახდება,
საბავშვო ბაღებისა და სამუშაო ადგილების დაბრუნებასთან ერთად,
მაგრამ ოჯახების რიცხვი, სადაც ჩაკეტვის პერიოდში ძალადობა იქნე-
ბა, გაიზრდება. ამის შედეგები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ქეით ბრაუნი, სამეფო პროკურატურისთვის (Brown, 2021) წე-


რისას, ამბობს:
ოჯახური შევიწროვება ან ოჯახური ძალადობა მთავრობის
მიერ განმარტებულია, როგორც კონტროლის ნებისმიერი ინ-
ციდენტი, იძულების ან მუქარის შემცველი ქცევა, ძალადობა ან
შევიწროვება 16 და მეტი წლის პირებზე, რომლებიც არიან ან
ოდესმე ყოფილან ინტიმური პარტნიორები ან ოჯახის წევრები,
მიუხედავად მათი სქესისა ან სექსუალური მიკუთვნებულობისა.

ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახური ძალადობის პირობებში,


შეიძლება ამას სხვადასხვა გზით განიცდიდნენ:
▶▶ მათ შეიძლება დაინახონ ძალადობა, შეიძლება იყვნენ იმავე ოთახ-
ში ან აღმოჩნდნენ ძალადობრივი აქტის ცენტრში.
▶▶ ისინი შეიძლება იყვნენ სხვა ოთახში, მაგრამ ესმოდეთ ძალადობის
ხმა, ან ხედავდნენ ძალადობრივი აქტით გამოწვეულ დაზიანებებს,
ან აქტის შემდეგ გატეხილ საგნებს.
▶▶ მათ შეიძლება გაიგონონ ვერბალური ძალადობა და გაუჩნდეთ
კონფლიქტში ჩართვის ან რომელიმე მხარის დაკავების სურვილი.

60
ბავშვების კვლევა

ზოგიერთ მშობელს სჯერა, რომ ბავშებმა არ იციან ძალადობის შე-


სახებ, აცხადებენ რა, რომ ისინი იყვნენ საწოლში, არიან მეტისმეტად პა-
ტარები და/ან არ იყვნენ სახლში. სინამდვილეში ბავშვებმა იმაზე მეტად
იციან ძალადობის შესახებ, ვიდრე მათ მშობლებს სჯერათ. ბევრი ბავ­
შვი, რომელიც ცხოვრობდა ოჯახური ძალადობის პირობებში, მკაფიოდ
აღწერს იმას, თუ რა ხდებოდა ძალადობისას (Sterne & Poole, 2010).
ოჯახური ძალადობის გავლენები ბავშვების კეთილდღეობასა და
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე:
▶▶ ბავშვების ძილი შეიძლება იყოს დარღვეული, კამათის ან ძალადო-
ბის ხმებით გაღვიძების შედეგად.
▶▶ ბავშვებმა შეიძლება განიცადონ ტკივილი (ფიზიკური და ემოცი-
ური), პიროვნების შევიწროებისაგან დაცვის მცდელობისას.
▶▶ ბავშვები შეიძლება იყვნენ შიშსა და შფოთში.
▶▶ ბავშვები შეიძლება უხალისოდ ტოვებდნენ საკუთარ სახლს ან იმ
მშობელს, რომელსაც ავიწროებენ.
▶▶ ბავშვები შეიძლება იყვნენ ზედმეტად ფხიზლად, რაც გავლენას ახ-
დენს მათ კონცენტრირებისა და სწავლის უნარზე.
▶▶ ბავშვები შეიძლება მოძალადეები ან აგრესიულები გახდნენ მშობ-
ლის ან სხვა ზრდასრულების, ან ბავშვების მიმართ.
▶▶ თუ მოძალადე ახორციელებს კონტროლს, მათ შეიძლება შეზღუ-
დული ჰქონდეთ კვების, გარეთ გასვლის, სხვების ნახვის ან სამე-
დიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა.
▶▶ ბავშვები შეიძლება გამუდმებით ეშინოდეთ, თუ რა დახვდებათ სახ-
ლში მისვლისას და რა შეიძლება შემდეგ მოხდეს.

ოჯახური ძალადობა 5 წლის ასაკის ქვემოთ

უჩვეულოა არაა ოჯახური ძალადობის დაწყება ორსულობის პერიოდ-


ში. ფეხმძიმობასა და ბავშვის ადრეულ ასაკში ძალადობამ შეიძლება
გამოიღოს შედეგები (Sterne & Poole, 2010):
▶▶ ბავშვის დაღუპვა ნაადრევი მშობიარობისას ან სპონტანური აბორ-
ტისას

61
ბავშვების კვლევა

▶▶ ბავშვის ცუდი ზრდა საშვილოსნოში, რაც გავლენას ახდენს ტვინის


განვითარებაზე
▶▶ უსაფრთხო მიჯაჭვულობის განვითარების სირთულეები
▶▶ კვებითი სირთულეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეწყ-
ვეტა
▶▶ ქცევითი სირთულეები, როგორებიცაა ძალადობრივი გამოხტომე-
ბი, ძალიან შემაშფოთებელი ქცევები, შიშის უკიდურესი რეაქცია,
ან ჩაკეტილობა და პასიური ან გაშეშებული რეაქცია.
▶▶ ემოციური სირთულეები, მაგალითად, ხშირადაა სტრესში, ბევრს
ტირის, ნერვიულია, მიჯაჭვულია, შეშინებული.
▶▶ თანატოლებთან სოციალიზაციის სირთულეები.
▶▶ განვითარების შეფერხებები, მეტყველების განვითარების, ტუალე-
ტის ჩვევის და თამაშების უნარების ჩათვლით.
▶▶ ცვლილებებთან და ტრანზიციებთან გამკლავების სირთულეები.
▶▶ ძილის პრობლემები: დაძინების სირთულე, ხშირი გაღვიძება, კოშ-
მარები.

როგორც წინა თავებიდან ვიცით, თუკი ბავშვს განცდილი აქვს


ოჯახური ძალადობის პირობებში ცხოვრების ტრავმა, ეს გავლენას
მოახდენს მისი ტვინის განვითარებაზე, მისი სტრესთან გამკლავების
და ფუნქციონირების უნარზე. ეს გრძელვადიანი გავლენებია და გაგრ-
ძელდება მას მერეც, რაც ბავშვი თავს დააღწევს ტრავმულ გარემოს.
თქვენ შეიძლება იცნობდეთ ოჯახს, სადაც ხდება ოჯახური ძალა-
დობა, ეს ინფორმაცია შეიძლება თქვენს დაწესებულებაში უკვე იცოდ-
ნენ, ან თქვენ შეიძლება ეჭვობდეთ, რომ ასეა. საბავშვო ბაღებისთვის
მნიშვნელოვანია, სად გადაამისამართონ ოჯახები ლოკალური მხარ-
დაჭერის მისაღებად, იცოდნენ, რა საქველმოქმედო დაწესებულებები
ან ადგილობრივი ხელისუფლების სერვისებია სიახლოვეში. ასევე,
მხარდაჭერა შეეძლებათ ჯანმრთელობის ვიზიტორებს და/ან ადგი-
ლობრივ ბავშვთა ცენტრებს (თუკი ისინი ჯერ კიდევაა თქვენს გარემო-
ში). მნიშვნელოვანია, ოჯახებმა იცოდნენ, რომ არ განსჯით მათი სი-
ტუაციის გამო, არამედ გადაამისამართებთ მხარდაჭერის მისაღებად.

62
ბავშვების კვლევა

ოჯახური ძალადობაზე საუბარი რთულია, რადგან ჯერ კიდევ სა-


მარცხვინოდ ითვლება. თუ ეს ახალი სფეროა თქვენთვის, გირჩევთ,
იკითხოთ მის შესახებ და ნახოთ ოჯახური ძალადობის საქველმოქმედო
ორგანიზაციების (როგორც ადგილობრივი, ისე ნაციონალური) ვებგ-
ვერდები. ქალთა დახმარების (The Women’s Aid, 2020) ვებგვერდი
ძალიან სასარგებლოა, „თავშესაფარსაც“ შესანიშნავი ვებგვერდი და
უფასო სატელეფონო დახმარების ხაზი აქვს. გახსოვდეთ, რომ კაცებიც
შეიძლება იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი; არსებობს ვებგ-
ვერდი სპეციალურად მამაკაცებისთვის „მამაკაცთა საკონსულტაციო
ხაზი“(Respect Men’s Advice Line, 2019), რომელსაც ასევე აქვს უფა-
სო სატელეფონო დახმარების სერვისი; (ასევე, იხილეთ „შემდგომი ინ-
ფორმაცია და რეკომენდაციები“).

შეყოვნდით

როგორც ზემოთ მოცემული ციფრებით ვხედავთ, იმ ბავშვების რა-


ოდენობა, რომლებსაც უცხოვრიათ ოჯახური ძალადობის პირობებში,
ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეტად საუბრობენ
ოჯახური ძალადობის შესახებ, ჩემი გამოცდილებით, ეს ჯერ კიდევ ის
სფეროა, სადაც ძიძებისა და ადრეული განათლების პრაქტიკოსების
გაგება-ცნობიერება შეზღუდულია. თუ თქვენს გუნდში ოჯახური ძალა-
დობის შესახებ შეზღუდული ცოდნა გაქვთ, გირჩევდით, ამ თემის ირ-
გვლივ გუნდური შეკრება ან მცირე ტრეინინგ-სესია მოაწყოთ. მთელ
გუნდს მიეცით იმის საშუალება, რომ ეს თემა ცოტათი უკეთ გაიგოს და
დაეხმარეთ ყველას, იცოდნენ, რას მიაქციონ ყურადღება. ოჯახური
ძალადობის საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქვთ საინფორმაციო
ფურცლები და ზოგჯერ ფილმებიც, ან შეიძლება მოისურვოთ ადგი-
ლობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან დაკავშირება, რომ იქ-
ნებ მათ შეძლონ თქვენს გუნდთან საუბარი.

63
ბავშვების კვლევა

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელო მითითებების მიხედვით, ორსუ-


ლობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია, რადგან, რო-
გორც ვიცით, ის პირდაპირ გადაეცემა საშვილოსნოში პლაცენტას და
შეიძლება გამოიწვიოს ანომალიები და გავლენა იქონიოს ნაყოფის
განვითარებაზე. ალკოჰოლი, დედის სისხლის მიმოქცევის სისტემის
გავლით, პირდაპირ ნაყოფს გადაეცემა და იქიდან გამომდინარე, რომ
მას არ აქვს სრულად განვითარებული ღვიძლი, ტოქსინები ვერ გამო-
იდევნება ალკოჰოლიდან. ალკოჰოლს შეუძლია დააზიანოს ნაყოფის
ტვინის უჯრედები და მისი ნერვული სისტემა (National Organisation
for FASD, 2021).
შესაბამისად, თუ დედა ორსულობის პერიოდში ბევრს სვამს, ამან
შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვს და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიწ-
ვიოს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი. ნაყოფის ალკოჰოლური სინ-
დრომის აშლილობის ნაციონალური ორგანიზაცია (FASD, 2021) მას
აღწერს, როგორც „ნეიროგანვითარების მდგომარეობას, ცხოვრების
განმავლობაში კოგნიტური, ემოციური და ქცევითი სირთულეებით“.
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის სიმპტომები შეიძლება მო-
იცავდეს სხვა სახის ანომალიებსაც, თუმცა იგი ყოველთვის არ ჩნდება:
როგორც ვარაუდობენ, ანომალიები ნაყოფის ალკოჰოლური სინდრო-
მის მქონე ბავშვების 10%-ს უვითარდება, რადგან მხოლოდ იმ შემთხ-
ვევაში ჩნდება, თუკი დედა ბევრს სვამს ორსულობის დასაწყისში (როცა
სახე ფორმირდება). მისი დამახასიათებელი ნიშნებია:
▶▶ პატარა თვალები
▶▶ მომცრო თავი
▶▶ თხელი ზედა ტუჩი
▶▶ ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის გლუვი ზედაპირი.

ბრაუნ და მაზერის (Brown & Mather, 2014) მიხედვით, სახის


პრობ­ლემები დაბადებიდანვე თვალსაჩინო მხოლოდ ყველაზე მძიმედ
დაზიანებულ ბავშვებში ვლინდება. დანარჩენ ბავშვებში 8 თვიდან 8

64
ბავშვების კვლევა

წლამდე ასაკში ვლინდება და შემდგომ მოზარდობაში კარგავს მკვეთ-


რად გამოხატულ ფორმას.
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:
▶▶ ზრდის ცუდი მაჩვენებელი
▶▶ მოძრაობისა და ბალანსის სირთულეები
▶▶ სწავლის სირთულეები, როგორებიცაა აზროვნება, მეტყველება,
სო­ციალური უნარები, დროის აღქმა, მეხსიერება
▶▶ ყურადღებისა და კონცენტრაციის სირთულეები
▶▶ ჰიპერაქტიურობა
▶▶ აგრესია
▶▶ რისკის შეფასების სირთულეები
▶▶ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები
▶▶ ღვიძლის, თირკმელების, გულისა და სხვა ორგანოების პრობლე-
მები
▶▶ სმენისა და მხედველობის სირთულეები.

ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომთან დაკავშირებულ მთავარ სირ-


თულედ ითვლება სწავლის, მეტყველებისა და ქცევის გრძელვადიანი
სირთულეები, რაც შედარებით ცხადი ხდება ბავშვის ბაღში ყოფნის პე-
რიოდში და შემდეგ სკოლაში. ყურადღების, ინსტრუქციების მიყოლისა
და ჰიპერაქტიურობის სირთულეები ბევრად ცხადი ამ ასაკში ხდება.
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის დიაგნოსტირება ხშირად არ
ხდება დაბადებიდანვე, ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება გაჩნდეს
გარკვეული შეკითხვები. თუმცა, უჩვეულო არაა ნაყოფის ალკოჰოლუ-
რი სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში რამდენიმე დიაგნო-
ზის ქონა. NHS-ის ეტლი და ფართო თანამეგობრობის ფონდი (NHS
Surrey and Borders NHS Partnership Trust, 2021) წარმოადგენს ამ
პროფილის ერთადერთ სპეციალიზებულ კლინიკას დიდ ბრიტანეთში.
ბრისტოლისა და კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარები იკვლევ-
დნენ ორსულობისას დედების მიერ სმასა და ბავშვების განვითარებას
შორის კავშირს. ბრისტოლის ბავშვების (13.495 ბავშვი) დედების 79%
ორსულობისას იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და 17%-მდე

65
ბავშვების კვლევა

ბავშვი სკრინინგის შედეგად ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის მატა-


რებელი აღმოჩნდა. მათ მიერ გამოყენებული სკრინინგის ინსტრუმენტი
იგივე არაა, რაც ფორმალური დიაგნოზი. თუმცა, მიუთითებს, რამდე-
ნად საყურადღებო უნდა იყოს ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის
(University of Bristol, 2018).
ადრეული განათლების პრაქტიკოსები დიაგნოზს არ ვსვამთ, მაგ-
რამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც შესაძლოა,
დაზარალდნენ თავიანთი დედების მიერ ორსულობაში მიღებული ალ-
კოჰოლის შედეგად. ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გირ-
ჩევთ, გაეცნოთ ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის ნაციონალური
ორგანიზაციის (National Organisation for FASD, 2021) ვებგვერდს.
(იხილეთ „შემდგომი ინფორმაცია და რეკომენდაციები“). თუკი ეს სირ-
თულე შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, რომელთანაც მუშაობთ, გირჩევთ,
გაესაუბროთ მათ პედიატრს და გაუზიაროთ თქვენი ფიქრები, ეჭვები
და შეკითხვები.

მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის


სირთულეები

ჩვენ უკვე მზარდი ცნობიერება გვაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სირ-


თულეებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური
დაავადებები აღარ არის ტაბუირებული როგორც ადრე, ის ზოგიერთ
ადამიანში მაინც უხერხულობას იწვევს..
ვგრძნობ, რომ ეს ნაწილი უნდა დავიწყო იმის გაცხადებით, რომ
მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, ეს ის თემაა,
რომელთანაც დიდი პირადი გამოცდილება მაკავშირებს, რადგან დე-
დაჩემს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა. მას ეს დიაგნოზი (ადრე
ამას მანიაკალურ დეპრესიას ეძახდნენ) დაუსვეს ჩემი დაბადებისას და
ჩემი ზრდის პროცესში ამას ღიად არ განიხილავდნენ. სამწუხაროდ,
დედა დიდ დროს (წელიწადში ორჯერ რამდენიმე თვეს) ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში ატარებდა. ეს იყო 1970-1980 წლებში და საბედნი-
ეროდ, დრო შეიცვალა: ბევრი ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის

66
ბავშვების კვლევა

სირთულეებით ახლა სახლში მკურნალობს და ფსიქიატრიული საავად-


მყოფო მკურნალობის უფრო იშვიათ ფორმას წარმოადგენს, ვიდრე
ნორმას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა
გაცილებით მეტადაა აღიარებული, მიღებული და ღიად განხილული ‒
ასევე, ბევრი წიგნი იწერება ამ თემის შესახებ ‒ ეჭვგარეშეა, რომ ზო-
გიერთი ადამიანი თუ ოჯახი ჯერ კიდევ გრძნობს ტაბუს.
როგორც ადრეული განათლების პრაქტიკოსებმა, ჩვენ უნდა ვი-
ცოდეთ, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ოჯახზე ფსიქიკური ჯანმრ-
თელობის სირთულეებს. ბავშვობისდროინდელი საზიანო გამოცდილე-
ბების კატეგორიებიდან ერთ-ერთია მშობლების ფსიქიკური ჯანმრთე-
ლობის სირთულეები, რადგანაც, როგორც ვიცით, მას მნიშვნელოვანი
გავლენის მოხდენა შეუძლია. გაითვალისწინეთ: მხოლოდ იმის გამო,
რომ მშობელს ფსიქიკური დაავადება აქვს, ავტომატურად არ იგულის-
ხმება, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარ ბავშვებზე ზრუნვა, მაგრამ ამან
შეიძლება გაართულოს მათი, როგორც მშობლების როლი, რადგან გა-
ცილებით რთულია, გადაიტანო ყოველი დღე, როცა ფსიქიკურად ავად
ხარ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები შეიძლება იყოს სხვადას-
ხვა, ესენია:
▶▶ დეპრესია
▶▶ შფოთვითი აშლილობა
▶▶ შიზოფრენია
▶▶ ბიპოლარული აშლილობა
▶▶ პიროვნული აშლილობა.

თითოეული ამ დაავადების შემთხვევაში ადამიანებს სხვადასხ-


ვაგვარი გამოცდილება აქვთ. ზოგიერთ ფსიქიკურ დაავადებას ადა-
მიანის ცხოვრებაზე დიდად ზეგავლენა არ ექნება; ისინი შეძლებენ
წარმატებით მართონ საკუთარი მდგომარეობა მედიკამენტოზურად ან
სხვა დამხმარე ფორმებით; ზოგიერთებს შეიძლება ჰქონდეთ ფსიქი-
კური დაავადების მწვავე პერიოდები, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას
იქონიებს როგორც მათ, ისე მათი ოჯახების ცხოვრებაზე; მაშინ, როცა

67
ბავშვების კვლევა

სხვებისთვის ფსიქიკურ პრობლემებს მუდმივი თანმდევი (მაგრამ არა


უზარმაზარი) გავლენა ექნება. ეს ყველაფერი განსხვავდება ინდივიდე-
ბის, მათი სიტუაციებისა და იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რასაც
იღებენ.
ამავდროულად, ფსიქიკურმა დაავადებამ პარალელურად შეიძლე-
ბა გამოიწვიოს ისეთი სტრესული და ცხოვრებისეული სირთულეები,
როგორებიცაა (NSPCC, 2021):
▶▶ განქორწინება ან განშორება
▶▶ უმუშევრობა
▶▶ ფინანსური სირთულეები
▶▶ საცხოვრებლის პრობლემები
▶▶ დისკრიმინაცია
▶▶ სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა.

ამ სიას ასევე დავუმატებდი „მსოფლიო პანდემიას“. როგორც ად-


რეც აღვნიშნე, ამ წიგნს ვწერ კოვიდ-19-ის ლოქდაუნის პერიოდში,
როცა იზრდება შეშფოთება ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
პანდემიის გავლენასთან დაკავშირებით. დიდ ბრიტანეთში ფსიქიატ-
რები და ფსიქოლოგები გვაფრთხილებდნენ, რომ პანდემია სიღრმი-
სეულ ეფექტს მოახდენდა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და
წინასწარმეტყველებდნენ, რომ ეს არ დამთავრდებოდა ლოქდაუნის
დასრულებისას. საბედნიეროდ, ამ წიგნის კითხვის პერიოდში, ლოქდა-
უნის პერიოდი მხოლოდ მეხსიერებაშიღა იქნება დარჩენილი, მაგრამ
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მართლები არიან, რომ მომდევნო
წლების განმავლობაში, ზრდასრულებისა და ბავშვების ფსიქიკურ ჯანმ-
რთელობაზე ამას თავისი შედეგები ექნება.
ზოგჯერ მშობლის ფსიქიკური დაავადება გავლენას ახდენს იმაზე,
თუ როგორი მშობლები არიან ისინი:
▶▶ მათ შეიძლება ჰქონდეთ ბავშვების წინაშე ემოციების კონტროლის
სირთულეები ‒ მაგალითად, აჩვენებდნენ გადამეტებულ სევდას ან
ბრაზს, ან იყვნენ ზედმეტად ბედნიერები, რაც შეიძლება აღიწეროს,
როგორც მანიაკალური ეპიზოდები.

68
ბავშვების კვლევა

▶▶ მათ შეიძლება ჰქონდეთ განწყობის ხშირი ცვლილებები, ძალიან


კარგ განწყობას ძალიან ცუდი ცვლიდეს. ეს შეიძლება საშიში და
დამაბნეველი იყოს ბავშვებისთვის.
▶▶ ისინი შეიძლება იყვნენ გამოფიტული, ემოციურად მიუწვდომელი.
▶▶ მათ შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ემოციური საჭიროებები, რის
დაკმაყოფილებასაც მოელიან საკუთარი ბავშვებისგან. ან შეიძლე-
ბა ისინი საკუთარ შვილებს უყურებდნენ, როგორც დამშვიდებისა
და ნუგეშის წყაროს, უზარმაზარ მოთხოვნებს აკისრებდნენ მათ
და უჩენდნენ შეგრძნებას, რომ მშობლის კეთილდღეობაზე ისინი
არიან პასუხისმგებელი.
▶▶ მათ არ შეუძლიათ, ამოიცნონ ან დააკმაყოფილონ საკუთარი შვი-
ლების ემოციური საჭიროებები.
▶▶ მათ შეიძლება უჭირდეთ საზღვრების დაწესება.
▶▶ მათ შეიძლება უჭირდეთ რუტინების დანერგვა ‒ მაგალითად, კვე-
ბის დრო, ძილის დრო, ბავშვების წაყვანა სკოლაში ან ბაღში.
▶▶ მათ შეიძლება ფიზიკურად უჭირდეთ, როგორც საკუთარი თავზე,
ისე შვილებზე ზრუნვა.
▶▶ მათთვის შეიძლება რთული იყოს საწოლიდან ადგომა და ბავშვებ-
ზე ზრუნვა.
▶▶ მათთვის შეიძლება რთული იყოს საყიდლებზე წასვლა, დალაგება
და სადილის მომზადება.
▶▶ მათთვის შეიძლება რთული იყოს მუშაობა და ფულის გამომუშავე-
ბა, ან გადასახადების გადახდა.
▶▶ უარეს შემთხვევებში ამან შეიძლება გამოიწვიოს უგულებელყოფა
ან შევიწროვება.

თუ ბავშვი ცხოვრობს ფსიქიკური დაავადების მქონე მშობელთან,


ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე (NSPCC, 2021):
▶▶ ბავშვებმა შეიძლება მზრუნველის როლი მოირგონ მშობელთან
ან და-ძმებთან მიმართებით, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკუ-
რად, მაგალითად, მოჰქონდეთ საჭმელი, აკეთონ სახლის საქ-
მეები.

69
ბავშვების კვლევა

▶▶ ბავშვები შეიძლება პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მშობლის


ავადმყოფობასთან მიმართებით.
▶▶ ბავშვები შეიძლება პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მშობლის
უკეთ გახდომის მცდელობასთან მიმართებით.
▶▶ ბავშვები შეიძლება გამუდმებით გრძნობდნენ წუხილსა და შიშს
მშობლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
▶▶ ბავშვებს შეიძლება ეშინოდეთ, რა შეიძლება მოხდეს, ან რას მო-
იმოქმედებს მათი მშობელი ‒ მათ შეიძლება გამოცდილი აქვთ ან
შესწრებიან საშიშ სიტუაციას მშობელთან ერთად.
▶▶ ბავშვები შეიძლება იზოლირებული იყვნენ სხვებისგან, ან შეიძლე-
ბა წუხდნენ საკუთარი მშობლების ჯანმრთელობისა და ქცევის შესა-
ხებ სხვებთან საუბრის თაობაზე (NSPCC, 2021).

ადრეული ასაკის გარემოში ბავშვზე გავლენა შეიძლება მოიცავ-


დეს:
▶▶ ბავშვს შეიძლება უჭირდეს კონცენტრირება.
▶▶ ბავშვი შეიძლება წუხდეს ან ეშინოდეს.
▶▶ ბავშვი შეიძლება შფოთავდეს მშობლის დატოვებისას ან მათთან
დაბრუნებისას.
▶▶ ბავშვი შეიძლება იყოს მშიერი ან ჭუჭყიანი.
▶▶ ბავშვი შეიძლება წუხდეს საჭმლის ნაკლებობის გამო ოჯახში ან
იმის გამო, რომ ტანსაცმელი ჭუჭყიანია და გარეცხვა სჭირდება.
▶▶ ბავშვი შეიძლება იყოს ზეფხიზლად.
▶▶ ბავშვმა შეიძლება აიღოს სხვებზე მზრუნველის როლი.
▶▶ ბავშვი შეიძლება იყოს ლეთარგიული.
▶▶ ბავშვი შეიძლება იყოს გაბრაზებული.

ჩვენ ძალიან გვეხმარება, თუ ოჯახი გვატყობინებს ფსიქიკური და-


ავადების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს გვეცოდინება, ჩვენ შევძლებთ
დავეხმაროთ და უზრუნველვყოფთ, რომ მათ იცოდნენ ‒ ჩვენ არანა-
ირად არ განვსჯით. შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს, თუკი ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ოჯახში არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთუ-

70
ბავშვების კვლევა

ლეები, მაგრამ მათ თქვენთან არ უსაუბრიათ ამ საკითხზე. რა თქმა


უნდა, თუკი გაქვთ უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინტე-
რესები, უნდა მიჰყვეთ პროცედურებს. თუმცა, თუ თქვენი ინტერესები
არ უკავშირდება უსაფრთხოების დაცვას, არამედ წუხხართ მშობლის
ფსიქიკური დაავადების შესახებ, გაესაუბრეთ ოჯახს. შეამოწმეთ, რო-
გორ არიან და ჰკითხეთ, ყველაფერი კარგადაა, თუ არა. თქვენ ასევე
შეგიძლიათ გაესაუბროთ მათი ჯანმრთელობის ვიზიტორს. ასევე, მნიშ-
ვნელოვანია, იცოდეთ ადგილობრივი მხარდამჭერი სერვისების შესა-
ხებ, სადაც გადაამისამართებთ ოჯახებს. გაითვალისწინეთ, ნაციონა-
ლური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციას აქვს ოფისები
და ჯგუფები უმეტეს რეგიონებში (იხილეთ „შემდგომი ინფორმაცია და
რეკომენდაციები“).

შეყოვნდით

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე


დღეს ბევრად გახსნილად საუბრობენ, გირჩევდით, გამოყოთ დრო
და დაფიქრდეთ, როგორ უყურებენ ამას თქვენს სამუშაო ადგილას,
ოჯახში. შესაძლოა ეს არ იყოს მარტივი. ნორმალურია, თუკი თქვენს
სამსახურში ვინმე ამბობს, რომ შფოთავს ან დეპრესიაშია? ამისა-
მართებს თუ არა მათ თქვენი სამსახური ფსიქიკური ჯანმრთელობის
მხარდამჭერ დაწესებულებებში? თუ არა, მოგიწოდებდით, გაგეთვა-
ლისწინებინათ ეს. ამ თავის ბოლოში მოცემულია რამდენიმე ბმული.
მე-12 თავი განიხილავს ზრდასრულთა კეთილდღეობას და გვთავა-
ზობს რჩევებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭე-
რისთვის.

71
ბავშვების კვლევა

მინდობით აღსაზრდელი და შვილად აყვანილი


ბავშვები

ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ჰყავთ მეურვე


ან არიან აყვანილები, თითქმის ყოველთვის ექნებათ განცდილი ტრავ-
მა და დანაკარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი საკუთარი ბიოლოგი-
ური მშობლებისგან დაბადებისთანავე განცალკევდა, დიდი ალბათო-
ბით, ისინი ტრავმას განიცდიდნენ საშვილოსნოში. ბავშვის მინდობით
აღზრდის, მეურვეობის ან შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებები
დიდ ბრიტანეთში მარტივად არ მიიღება და თითქმის ყოველთვის მო-
იცავს გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, რომ-
ლებშიც ჩართულები არიან სოციალური მუშაკები, სხვა პროფესიონა-
ლები და სასამართლოები. მეურვე არის ბავშვთან ახლო ნათესაობაში
მყოფი პირი, როგორებიცაა ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლო მეგობარი.
სასამართლოს განჩინებით, შეთანხმებულია, რომ ისინი იქნებიან ბავშ-
ვის მუდმივი მზრუნველები.
გაერთიანებულ სამეფოში, მინდობით აღსაზრდელად აყვანილი
ბავშვების რიცხვი იზრდება: 2019 წლის მარტის ბოლოსთვის, 78.150
ბავშვი იყო ადგილობრივი ორგანოების მზრუნველობის ქვეშ, წინა
წელთან შედარებით ეს იყო 4%-იანი ზრდა. ამავდროულად, 3.570
მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი გაშვილდა და 7.130 ელოდა შვი-
ლად აყვანას (Coram BAAF 2021). ორი წლის შემდეგ ეს ციფრები ისევ
გაიზრდება.
თუკი თქვენს დაწესებულებაში გყავთ ბავშვი, რომელიც იმყოფება
მინდობით აღზრდაში, მეურვეობის ქვეშ, ან შვილად აყვანილია, რო-
გორც ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადამიანებმა, შეიძლება
არ იცოდეთ მათი ოჯახიდან განცალკევების მიზეზი და ხშირ შემთხვე-
ვაში, ჩვენც არც გვჭირდება დეტალების ცოდნა. თუმცა, თქვენ გჭირდე-
ბათ მხედველობაში იქონიოთ ტრავმის შესახებ ინფორმირების პრაქ-
ტიკა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვებს არ ახსოვთ ტრავმა, რომელიც
გამოსცადეს, ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამის შესახებ
მეხსიერება, მოგონება იარსებებს მათ სხეულებსა და სტრესის სისტე-

72
ბავშვების კვლევა

მებში. ვან დერ კოლკი (Bessen van der Kolk, 2014) ძალზე დეტალუ-
რად აღწერს, როგორ ინახავს სხეული ტრავმის შესახებ მეხსიერებას.
როგორც პირველ თავში აღმოვაჩინეთ, თუ ბავშვს არ აქვს უსაფრთ-
ხოებისა, მოსიყვარულე ურთიერთობების გამოცდილება, ეს გავლენას
მოახდენს მათ განვითარებაზე. დან ჰიუზი (Dan Huges, 2012) აღწერს,
როგორი დიდი ალბათობით ამჟღავნებენ ეს ბავშვები გაუწონასწორე-
ბელ, იმპულსურ ქცევებს. ასევე, ისინი შეიძლება აზროვნებასა და ქცე-
ვაში ფრიგიდულები ან ქაოსურები იყვნენ.
აღიარებულია, რომ მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები ყველაზე
მოწყვლადები არიან მათ შორის, ვისთანაც ვმუშაობთ და ამის გამო
ბავშვთა კონვენციაში (1989) არსებობს სპეციალური კანონმდებლობა,
რათა გარანტირებულად იყოს გათვალისწინებული მათი დამატებითი
საჭიროებები. ინგლისში ყველა ადგილობრივ დაწესებულებას საკუთა-
რი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის აქვს ვირტუალური სკო-
ლა, რომლებშიც ჩართულები არიან უფროსი მასწავლებლები და მას-
წავლებლები, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ საბავშვო ბაღის,
დაწყებით და საშუალო განათლებას. ვირტუალური სკოლის ფუნქციაა
იმაში დარწმუნება, რომ ბავშვებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ
საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. ვირტუალური სკოლა მოქმე-
დებს, როგორც საგანმანათლებლო ადვოკატი ბავშვის სახელით. ისი-
ნი ჩართული არიან ბავშვის მიერ განათლების მიღების პროცესის გან-
ხილვაში, ურჩევენ ბაღის, დაწყებითი და საშუალო განათლების პერ-
სონალს, თუ რა სახის მხარდაჭერას უნდა იღებდეს ბავშვი და უზიარე-
ბენ ცოდნას მასზე მორგებული გარემოს შექმნასთან დაკავშირებით.
ჩვენი ადგილობრივი ვირტუალური სკოლის გამოცდილებით, ისინი
სამუშაოდ ფანტასტიკურ სერვისს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ: დარ-
წმუნდნენ, რომ დაწესებულება სთავაზობს იმ მხარდაჭერას, რომელიც
ბავშვს სჭირდება; აქვთ წვდომა სხვა პროფესიონალებთან ბავშვის
მხარდაჭერისა და დაწესებულებისთვის რჩევების მისაცემად; იცნობენ
ბავშვსა და მათ საჭიროებებსა და ინტერესებს და რწმუნდებიან, რომ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეს ყველაფერი გაიგეს და მხედ-
ველობაში მიიღეს. ვირტუალური სკოლის მასწავლებელი მეთვალყუ-

73
ბავშვების კვლევა

რეობს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვის ინდივიდუალურ საგანმა-


ნათლებლო გეგმას (Department for Education, 2018).
საბედნიეროდ, მინდობით აღზრდის ქვეშ მყოფი და შვილად აყ-
ვანილი ბავშვები თქვენს დაწესებულებაში ახლა უსაფრთხო, დაცულ
და მშვიდ სახლში არიან. თუმცა, ჯერ კიდევ არის პერიოდები, როცა
მზრუნველობაში აყვანილ ბავშვებს უხდებათ საცხოვრებლის შეცვლა,
რაც მრავალი მიზეზით შეიძლება მოხდეს. სასურველია, მათ შეუნარ-
ჩუნდეთ სტაბილური საცხოვრებელი გარემო, რადგან ცვლილებებს
მაინც შეუძლია და აფუჭებს კიდეც საქმეს. მიმუშავია რამდენიმე ბავშ-
ვთან, რომლებიც წარუმატებლად დააბინავეს, თუმცა მათ წელიწადში
უამრავჯერ მოუწიათ საცხოვრებლის შეცვლა. მზრუნველობის ქვეშ მყო-
ფი და შვილად აყვანილი ყველა ბავშვისთვის ოჯახის შეცვლის გამოც-
დილება ტრავმულია და რაც უფრო მეტჯერ ხდება, მით მეტ ტრავმას
იწვევს, იმ საწყის ტრავმაზე დაშენებით, რომელიც განიცადეს ბიოლო-
გიურ ოჯახში. როგორც წინა თავებში აღვნიშნე, ეს გავლენას მოახდენს
ბავშვზე. მაგალითად, ბავშვისთვის შეიძლება:
▶▶ ტრანზიციები (დიდი და მცირე) აღმოჩნდეს ძალიან რთული;
▶▶ უჭირდეს კონცენტრირება;
▶▶ ჰქონდეს სწავლაში შეფერხება;
▶▶ ჰქონდეს უფროსების ნდობის სირთულე;
▶▶ იყოს ძალიან მაკონტროლებელი;
▶▶ იყოს მშფოთვარე;
▶▶ მარტივად გამოვიდეს წყობიდან;
▶▶ იყოს მფრთხალი, მშიშარა;
▶▶ ძალიან ბრაზდებოდეს;
▶▶ განცალკევდეს.

თუ გყავთ ბავშვი, რომელიც მზრუნველობის ქვეშაა ან აყვანილია,


იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კარგად გამოიყურება, სავარაუდოდ, მაინც
დაგჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერის გაწევა, როცა მათ მოუწევთ
დიდი ტრანზიციის ან ცვლილების გამოცდილების მიღება. მიმუშავია
რამდენიმე აყვანილ ბავშვთან, რომლებიც იყვნენ ახალ მოსიყვარულე

74
ბავშვების კვლევა

ოჯახთან, ბავშვი ბედნიერი ჩანდა საბავშვო ბაღში და არ არსებობდა


არანაირი ეჭვი, და შესაბამისად, არანაირი დამატებითი მხარდაჭერა
არ იყო შეთავაზებული ბავშვისთვის სკოლაში გადასვლის პერიოდში.
სკოლაში ტრანზიციამ გაამძაფრა ბავშვის მთავარი სტრესი ‒ ის უცბად
ჩავარდა პანიკის, ბრაზისა და ძალიან დაუცველად ყოფნის განცდაში.
ეს ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახისთვის, საბავშვო ბაღი-
სა და სკოლისთვის. ყოველთვის ივარაუდეთ, რომ ტრანზიცია, როგო-
რიცაა სკოლაში წასვლა, ჯგუფის შეცვლა ან თანამშრომლების ცვლი-
ლება, პოტენციური საფრთხე იქნება ნაშვილები ან მზრუნველობის ქვეშ
მყოფი ბავშვისთვის. ლუსი მიშელ ბომბერს დაწერილი აქვს რამდენიმე
ფანტასტიკური წიგნი, როგორ დავუჭიროთ მხარი ჩვენს ყველაზე მოწ-
ყვლად ბავშვებს სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპეციალუ-
რად ადრეული განათლების პრაქტიკოსებისთვის არაა განკუთვნილი,
შეიცავს შესანიშნავ იდეებსა და სიბრძნეს, რომლებიც რელევანტურია.
მისი ყველაზე ბოლო წიგნი ‒ „მიცნობდე, რომ მასწავლო“ (Bombèr,
2020), მოიცავს ბევრ გამოსადეგ იდეასა და რჩევას, რომლებიც ყველა
ასაკს მიესადაგება.

ინტერვიუ ფრედ ლესი-ფორდთან

ფრედი ჩვენი გუნდის წევრია და მან და მისმა პარტნ იორმა შვი-


ლად აიყვანეს სამი ბავშვი. ფრედი თამაშის თერაპევტი და დიადური
(წყვილში) განვითარების ფსიქოთერაპევტია. ამ ინტერვიუში, ის გვეხ-
მარება, დავფიქრდეთ, როგორ გავუწიოთ მხარდაჭერა მზრუნველობის
ქვეშ მყოფ ბავშვებს.

თუკი რომელიმე საბავშვო ბაღს ჰყავს მზრუნველობის ქვეშ


მყოფი ან შვილად აყვანილი ბავშვი საკუთარ გარემოში, რა წარ-
მოადგენს საკვანძო საკითხებს, რაზეც უნდა დაფიქრდნენ მათი
მხარდაჭერის პროცესში?
ჩემი პირველი რჩევა იქნება, დაიწყონ იმის გარკვევით, ბავშვი ფორ-
მალურად არის თუ არა მზრუნველობის ქვეშ აყვანილი სოციალური

75
ბავშვების კვლევა

სამსახურების მიერ. თუ ეს ასეა, შემდეგ, როგორც დაწესებულება,


უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი იღებენ სათანადო დაფინანსებას. სა-
თანადო დაფინანსება ესაა მოსწავლის ჩვეულებრივ პაკეტზე დამატე-
ბული დაფინანსება; ეს ეხება ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესე-
ბულებას.
ჩემი მეორე რჩევა იქნება, შეეცადოთ და ჩაერთოთ მზრუნველებ-
თან ერთად ბავშვის მხარდაჭერის პროცესში, ეცადოთ, ჩამოაყალი-
ბოთ ურთიერთობა მათთან. ურთიერთობები დაუჯერებლად მნიშვნე-
ლოვანია; ასეთი ბავშვების ყოლა ძალიან ხშირად იწვევს იზოლირე-
ბას. როდესაც მოპოვებული გექნებათ მზრუნველის ნდობა, ვფიქრობ,
ოჯახისთვის მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მათ შეუძლიათ
გაგიზიარონ ბავშვის ისტორია. სკოლასა და ბაღებს სჭირდებათ იმის
გაგება, თუ რა სირთულეების წინაშე შეიძლება იდგნენ ბავშვები. მი-
ზეზი, რატომაც ვფიქრობ ასე, ის არის, რომ ამის შემდეგ დაწესებუ-
ლებას შეუძლია მომზადებული იყოს და გაიგოს ბავშვის გარკვეული
ქცევები. ეს არ ნიშნავს ბავშვების სტიგმატიზაციას, ეს ნიშნავს იმის
უზრუნველყოფას, რომ დაწესებულებას ჰქონდეს საჭირო ინფორმა-
ცია, რათა, სირთულეების გაჩენის შემთხვევაში, ოჯახსა და ბავშვებს
სათანადო მხარდაჭერა გაეწიოთ. თუ რაიმე მოხდება და გარკვეული
ქცევები გამოვლინდება, საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა
შეეძლოს ჩარევა, მშობლებთან კომუნიკაცია და სწორი მხარდაჭერის
მოძიება. ოჯახებს არ სჭირდებათ დეტალური ახსნა-განმარტება, მაგ-
რამ მათ სჭირდებათ გავუზიაროთ ძირითადი პროტოკოლი. ჩემთვის
ერთ-ერთი საბაზისო პრინციპს წარმოადგენს ის, რომ საგანმანათ-
ლებლო დაწესებულებამ მაქსიმალური რესურსი უნდა ჩადოს ბავშვ-
ში; როდესაც ეს ასე ხდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი დაწესებულებე-
ბი ამ ბავშვისთვის ყველაფერს აკეთებენ, რაც კი შეუძლიათ. ბავშვის
შესახებ რაღაცების ცოდნას შეუძლია დაეხმაროს უფროსებს, მეტი
ინვესტიცია ჩადონ ბავშვში.
ჩემი მესამე რჩევა უკავშირდება ურთიერთობებს. ჩვენ ყურადღება
უნდა გავამახვილოთ სოციალურ უკუკავშირზე. ბავშვებს, რომლებსაც
განვითარების ტრავმა ან მიჯაჭვულობის პრობლემები აქვთ, სჭირდე-

76
ბავშვების კვლევა

ბათ რაც შეიძლება მეტი ადამიანისგან, რაც შეიძლება მეტი პოზიტი-


ური შეტყობინებების მიღება. თუკი ისინი დღის განმავლობაში საკუ-
თარ საგანმანათლებლო გარემოში იმ ზრდასრულებისგან, რომლებ-
საც ენდობიან, მიიღებენ პოზიტიურ სოციალურ უკუკავშირს ‒ რომ
ისინი შესანიშნავები არიან ‒ მაშინ ეს ბავშვები, დიდი ალბათობით,
დროთა განმავლობაში დაიჯერებენ ან ენდობიან ამ შეტყობინებებს,
თუმცა, როცა ბავშვები იღებენ განმეორებად შეტყობინებებს: „შენ
ცუდი ხარ და აქ არ გვინდიხარ“, მაშინ ამას იჯერებენ. ბავშვებს სჭირ-
დებათ პოზიტიური ურთიერთობების ქონა ძირითად უფროსებთან
მათი ოჯახის გარეთ, ეს მათთვის შესანიშნავია.
ჩემი მეოთხე რჩევა ეხება სხვა ბავშვებთან თამაშისა და ურთიერ-
თობების თემას. ბავშვებს, რომელთაც აქვთ ცხოვრებაში რთული
სტარტი, ხშირად სჭირდებათ ვიღაც მათ გვერდით, ვინც ახდენს თა-
მაშისა და სხვებთან ურთიერთობის სტრუქტურირებას. თუ ბავშვმა არ
იცის, ეს როგორ ხდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ. მათ სჭირდებათ
ვიღაც, ვინც ამას აქტიურად გააკეთებს მათთან ერთად; თუ თქვენ სა-
განმანათლებლო დაწესებულებაში გყავთ სანდო პიროვნება, ვისაც
უყვარს ბავშვები, იჩენს მათ მიმართ სითბოს და მხარს უჭერს, მაშინ
თქვენ გყავთ ბავშვები, რომლებიც არიან ბევრად მიმღები და განვი-
თარებული აქტივობებითა და იმით, რასაც აკეთებინებთ. ჩვენ უნდა
გვესმოდეს, რომ ბავშვი ხშირად ძალიან შეშინებულია ‒ მათი შინაგა-
ნი დიალოგი შემდეგია: „ეს არაა უსაფრთხო ან ეს საშიშია“, და ასე
ამბობენ ისინი უარს ჩართულობაზე. ასე რომ, როგორც ზრდასრულ-
მა, თქვენ უნდა შექმნათ უსაფრთხოება მათთვის, მათთან ერთობლივ
თავგადასავალში ჩართვით, რომ მათ იცოდნენ, როგორია ეს. ეს
უნდა იყოს აქტიური თამაში. ამ დროს ბავშვი არ უნდა გრძნობდეს
ზეწოლას, არამედ ბუნებრივად უნდა იყოს ჩართული.
ჩემი მეხუთე რჩევა არის ის, რომ მნიშვნელოვანია, ზედმეტ დათ-
მობაზე არ წავიდეთ ბავშვთან, რაშიც იგულისხმება ბავშვის გათამა-
მება, ან მისგან ისეთივე მოლოდინების უქონლობა, როგორიც სხვა
ბავშვების მიმართ გაქვთ. ზოგჯერ ზოგიერთი დაწესებულება ისმენს
ბავშვის ისტორიას და ისე ეცოდება, რომ მას ათამამებს. ეს ბავშვს

77
ბავშვების კვლევა

არ ეხმარება. შვილად აყვანილ და მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავ-


შვებს სჭირდებათ მჭიდრო საზღვრები საგნების გარშემო, მკაფიო
სტრუქტურის შექმნა და მკაფიო მოლოდინები, რა უნდა გააკეთოს
ბავშვმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არანაირად არაა რაიმე სა-
ხის ზიანის მომტანი. ჩვენ ეს უნდა დავინახოთ, როგორც ორმხრივი
მოდელი: ერთი მხრივ, ჩვენ უხვად ვაძლევთ პოზიტივს, პატივისცე-
მასა და ყურადღებას; მეორე მხრივ, კი ჩვენ ვართ მკაფიო და ვამ-
ბობთ: „ეს არ არის სწორი. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ეს ქცევა არ
არის მისაღები“. ეს არის დენ ჰიუს მოდელი: „მე შენ მიყვარხარ, მე
არ მომწონს ეს ქცევა, ეს არ არის კარგი“. საზღვრები ძალიან მნიშვ-
ნელოვანია.
ჩემი მეექვსე რჩევა ეხება განსხვავების მიმართ მგრძნობელობას.
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეიძ-
ლება გაანაწყენონ ბავშვი გარკვეული რაღაცების კეთებით, მაგა-
ლითად, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკეთებენ ოჯახის
ხეებს, მუშაობენ ბებია-ბაბუების შესახებ, ან ბავშვობის ისტორიებზე.
შესაძლოა, ეს პროცესი ხშირად არასწორად წარიმართოს, მაგალი-
თად, მაშინ, როდესაც ყურადღებას არ აქცევთ იმ ფაქტს, რომ შესაძ-
ლოა, რომელიმე ბავშვი ყოველთვის არ ცხოვრობდა მშობლებთან.
არსებობს განსხვავებული ფაქიზი გზები ამის გასაკეთებლად, როდე-
საც აცნობიერებთ ამ განსხვავების შესახებ. გაიხსენით და მიიღეთ ეს
განსხვავები იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ, რადგან ეს არც ისე
რთულია, ბავშვისა და ოჯახისთვის კი მნიშვნელოვანია.
ჩემი ბოლო რჩევა ეხება მშობლებთან კავშირს. ერთ-ერთი ყველა-
ზე წარმატებული წელი ჩვენს უმცროს ბავშვთან გვქონდა მაშინ, როცა
მისი ერთ-ერთი მასწავლებელი გვხვდებოდა ექვს კვირაში ერთხელ
იმის განსახილველად და სასაუბროდ, როგორ მიდიოდა საქმეები
სკოლასა და სახლში. ამან ძალიან შეცვალა ჩვენი ურთიერთობა მას-
წავლებელთან და დაგვეხმარა, მივნდობოდით მას. ამან სასიკეთო
ცვლილებები მოუტანა ჩვენს ბავშვსაც, რადგან მან იცოდა, რომ ჩვენ
ყველანი ვზრუნავდით მასზე და ეს ეხმარებოდა, თავი უსაფრთხოდ
ეგრძნო. ეს დამაიმედებელი იყო ჩვენთვისაც, როგორც მშობლების-

78
ბავშვების კვლევა

თვის. ყოველ ექვს კვირაში ერთხელ მხოლოდ 10 წუთი სჭირდებოდა


ამას და ის 10 წუთი უდიდეს განსხვავებას ქმნიდა.
ზოგ ბავშვს მხარდაჭერისთვის თამაშის თერაპია სჭირდება.
შეგიძლიათ ახსნათ, რატომ შეიძლება იყოს თამაშის თერაპია სა-
სარგებლო?
თამაშის თერაპიას შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი ასაკის ბავშვთან.
მე მინახავს წარმოუდგენლად წარმატებული თამაშის თერაპია 2 ან
3 წლის ბავშვებთან. როგორც წესი, თქვენ უნდა მოარგოთ პროცესი
უმცროს ბავშვებს, ამგვარად მათი სესიები უფრო ხანმოკლე იქნება.
თამაშის თერაპიის საშუალებით თქვენ ცდილობთ, შეაღწიოთ ბავშ-
ვის სამყაროში და მათ გვერდით იყოთ დასახმარებლად. თუ თქვენ
„წარმატების მიღწევის“ პრაქტიკოსი ხართ და ბავშვს ეთამაშებით
ქვიშით ან რაიმე მსგავსით, თქვენ ესწრებით მათ თამაშს, ზიხართ და
უყურებთ და ნებას რთავთ მათ, გამოხატონ საკუთარი თავი თამაშით.
თამაშის თერაპიის შემთხვევაში, ეს განსხვავებულად ხდება. თქვენ
დახვეწილი და გააზრებული გზებით ცდილობთ, გაიგოთ ბავშვის
შინაგანი სამყარო და ამისთვის მასთან ერთად თამაშობთ, მასთან
ერთად ზიხართ იმ სამყაროში, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს
(თამაში საშიში ჩანს, როდესაც გამოხატავენ ძალადობას, რომელიც
გამოიარეს), საშიშად თუ მხიარულად. რასაც თქვენ აკეთებთ, ზიხართ
მათ გასწვრივ და გრძნობთ იმას, რასაც ისინი გრძნობენ. თამაშის
თერაპევტებთან სუპერვიზიის სესიებისას, ხშირად გამონათება მაქვს
ხოლმე, როცა ისინი ამბობენ: „ისე სევდიანად ვიგრძენი თავი სესიის
შემდეგ, არ ვიცი, საერთოდ რა დამემართა“. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ
ვიკვლევთ და ვამბობთ: „კარგი, დიდი ალბათობით, თავი ასე სევ-
დიანად იგრძენი, რადგან ბავშვი იყო ასეთი სევდიანი. დიდი შანსია,
რომ შენ გაქვს ბავშვის გრძნობების მარტივი ტრანსფერი, რადგან
ისინი გიზიარებენ თავიანთ შინაგან სამყაროს და გრძნობებს. შენ
ამას პატივს სცემ მათთან ერთად ყოფნითა და ამის გაგება-გაზიარე-
ბით“. შეუძლია თუ არა ამგვარ ურთიერთობას, იყოს სასარგებლო?
აბსოლუტურად, რადგან ბავშვებს სჭირდებათ ვინმე, ვინც გაუგებს
მათ შინაგან სამყაროს. თამაშის თერაპიას შეუძლია ამის მოცემა ‒

79
ბავშვების კვლევა

არა იმიტომ, რომ ის მათ უკეთესებს ხდის, არამედ იმიტომ, რომ თუ


შენ შეგიძლია იჯდე ვინმეს გვერდით და გესმოდეს, რა ხდება მათ
თავს, ეს უკვე მხარდაჭერაა, რადგან შენ იზიარებ და ისინი აღარ
არიან ასე მარტოსულები თავიანთ გრძნობებთან.

დასკვნა

ამ თავში მეტად დეტალურად იყო განხილული რამდენიმე საკვანძო


საკითხი, რაც შეიძლება გამოვლილი ჰქონდეს ზოგიერთ ბავშვს. რა
თქმა უნდა, ბავშვებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, შიძლება ჰქონდეთ
ბევრი სხვაგვარი რთული გამოცდილებაც, თუმცა ეს საკითხები ავარ-
ჩიე უფრო დეტალურად განსახილველად, რადგან ბევრ ბავშვს, რომ-
ლებთანაც ვმუშაობდი, უწევდათ მათთან შეჯახება.
ბავშვებს, რომლებსაც გამოვლილი აქვთ აქედან რომელიმე (ან
სხვა) სირთულე, სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ საბავშვო ბაღებში არიან
უსაფრთხოდ და დაცულად, და რომ ზრდასრულები იქ არიან იმის­თვის,
რომ იცავდნენ, უყვარდეთ, ზრუნავდნენ და მხარს უჭერდნენ მათ. მუდ-
მივი რუტინა, დამატებითი მხარდაჭერა ცვლილებების სამართავად
და ემოციურად მდიდარი გარემო, მათთვის საკვანძო პიროვნებასთან
უსაფრთხო მიჯაჭვულობის შექმნის შესაძლებლობასთან ერთად, განსა-
კუთრებულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ბავშვებისთვის.
მომდევნო თავში ჩვენ განვიხილავთ ზრდასრულის როლს.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Bombèr, L. (2020) Know Me to Teach Me: Differentiated Discipline for Those Re-
covering from Adverse Childhood Experiences. Broadway: Worth Publishing.
Brown, J. and Mather, M. (2014) Foetal Alcohol Spectrum Disorder: Parenting a
Child with an Invisible Disability. Published by authors,
Brown, K. (2021) Domestic Abuse. Available at www.cps.gov.uk/domestic-abuse
Coram (2021) Fostering and adoption – Available at www.coram.org.uk Coram
BAAF (2021) Statistics: England – Looked After Children, Adoptionand Fos-
tering Statistics for England. Available at https://corambaaf.org.uk/foster-
ing-adoption/looked-after-children-adoption-fostering-statistics/stat istics-en-
gland

80
ბავშვების კვლევა

Department for Education (2018) Promoting the Education of Looked-After Chil-


dren and Previously Looked-After Children: Statuary Guidance for Local Au-
thorities. Available at https://assets.publishing.service.gov.uk/government/
uploads/system/uploads/attachment_data/file/683556/Promoting_the_edu-
cation_of_looked-after_children_and_previously_looked-after_children.pdf
FASD Network uK (2019) Available at www.fasdnetwork.org
Hughes, D. (2012) Parenting a Child with … Emotional and Behavioural Difficul-
ties. London: British Association for Adoption and Fostering (BAAF).
Mental Health uK (2021) Available at 2021 https://mentalhealth-uk.org Mind
(2021) Available at www.mind.org.uk
National Organisation for FASD (2021) About FASD. Available at https:// nation-
alfasd.org.uk/about-fasd/
NHS Surrey and Borders NHS Partnership Trust (2021) Foetal Alcohol Spectrum
Disorders. Available at www.fasdclinic.com
NSPCC (2021) Parental Mental Health. Available at https://learning.nspcc.or g.uk/
children-and-families-at-risk/parental-mental-health-problems
Refuge (2017) Available at www.refuge.org.uk
Refuge (2020) 25% Increase in Calls to National Domestic Abuse Helpline Since
Lockdown Measures Began. Available at www.refuge.org.uk/25-increase-in-
calls-to-national-domestic-abuse-helpline-since-lockdown-measures-began/
Respect: Men’s Advice Line (2019) Available at https://mensadviceline.org.uk
Roxby, P. (2020) Coronavirus: ‘Profound’ Mental Health Impact Prompts Calls
for urgent Research. Available at www.bbc.co.uk/news/health-52295894
SANE (2010–2021) Available at www.sane.org.uk
Social Care Institute for Excellence (2021) Domestic Violence and Abuse: Safe-
guarding During the COVID-19 Crisis. Available at www.scie.org.uk/care-pro-
viders/coronavirus-covid-19/safeguarding/domestic-violence-abuse
Sterne, A. and Poole, L. (2010) Domestic Violence and Children: A Handbook for
Schools and Early Years. Abingdon: Routledge.
University of Bristol (2018) First uK Estimates of Children Who Could Have Con-
ditions Caused by Drinking in Pregnancy Revealed. Available at http://bristol.
ac.uk/news/2018/november/first-uk-prevalence-estimate-fasd.html
van der Kolk, B. (2014) The Body Keeps the Score: Mind, Brain and Body in the
Transformation of Trauma. London: Penguin.
Women’s Aid (2020) Available at www.womensaid.org.uk
Women’s Aid (2021) What is Domestic Abuse? Available at www.womens aid.org.
uk/information-support/what-is-domestic-abuse/
YoungMinds (2021) Available at https://youngminds.org.uk

81
4 ზრდასრულის როლი

ამ თავში შეგახედებთ ზრდასრულის როლსა და იმაზე, თუ რამდენად


საკვანძოა ეს ბავშვისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად სოციალური,
ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების მქონეთათვის.
ყველა ბავშვს, რომელთანაც ვმუშაობ დაწყებით კლასებში, ჰყავს
სასწავლო ასისტენტი და მათთან ჩემს პირველ შეხვედრაზე მათი რო-
ლის შესახებ სამი მთავარი შეტყობინება მაქვს. მათი ამოცანაა:
▶▶ უყვარდეთ ბავშვი ‒ ბავშვმა ყოველდღიურად მისვლისას და ყო-
ველდღიურად წამოსვლისას უნდა იცოდეს, რომ ამ პიროვნებას ის
უყვარს.
▶▶ შექმნან უსაფრთხო სივრცე ბავშვისთვის.
▶▶ დაეხარონ ბავშვს თანარეგულირებაში.

პროფესიული სიყვარული

ზოგიერთ თანამშრომელს ბავშვის სიყვარულის იდეა უხერხულ გრძნო-


ბას უტოვებს. ბევრჯერ მისაუბრია თანამშრომლებთან, კერძოდ, სასწავ-
ლო ასისტენტებთან, რომლებიც მეუბნებიან, რომ პროფესიონალურად
არ გამოიყურება სიყვარულის გამოხატვა, ან აქვთ უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული ღელვა იმ ბავშვებთან სიყვარულის ენის გამოყენე-
ბასთან დაკავშირებით, რომლებთანაც მუშაობენ. ადრეული ასაკის
ბავშვებზე დიდი რაოდენობის ნაშრომები და კვლევებია პროფესი-
ული სიყვარულის იდეასთან დაკავშირებით. დოქტორმა ჯულს ფეიჯმა
(University of Sheffield, n.d.) კვლევა ჩაატარა ადრეული განათლე-
ბის 793 პრაქტიკოსთან პროფესიული სიყვარულის თემის შესახებ, რაც

82
ზრდასრულის როლი

მიზნად ისახავდა, გამოეკვლია, რა ადგილს იკავებს კურიკულუმში სიყ-


ვარული ადრეული ასაკის ბავშვებთან. მან ბავშვებთან პირისპირ მუშა-
ობის საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ მათთან მოსიყვარულე
ურთიერთობა ჰქონდა. კვლევის შედეგები ძალიან დადებითი იყო, რეს-
პოდენტთა 95%-ს პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა პროფესიული
სიყვარულის იდეასთან დაკავშირებით. პრაქტიკოსები საუბრობდნენ
იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობდნენ თავს სიყვარულის
ისეთი ფორმებით გამოხატვისას, როგორებიცაა ჩახუტება და ფაქიზი
შეხება, დაცულობისა და მიკუთვნებულობის შექმნაში დასახმარებლად.
თუმცა, 10% შეწუხებული იყო ცრუ ბრალდებებითა და მათი ქმედებების
მიზანშეწონილობაზე სხვაგვარი შეხედულებებით. პროფესიონალებს
სთხოვეს, საკუთარი სიტყვებით აღეწერათ პროფესიული სიყვარული.
გამოყენებულ ტერმინებს წარმოადგენდა: „ზრუნვა“, „სიკეთე“, „ყუ-
რადღების მიქცევა“. კვლევის მომდევნო მოდელში დოქტორმა ფეიჯმა
და მისმა გუნდმა შექმნა თანდართული ინსტრუმენტები და ვიდეოები ‒
პროფესიული სიყვარული საბავშვო ბაღების პროექტში (University of
Sheffield, n.d.).
მონაწილეობას ვიღებდი თავდაპირველი კვლევის ჯგუფში და ძა-
ლიან შთამაგონებდა ამ აღმოჩენების კითხვა და მოსმენა. მახსოვს
დრო, ჩემი კარიერის დასწყისში, როდესაც ადრეული ასაკის თანამშ-
რომლებისგან ვისმენდი, რომ ისინი არ ამშვიდებდნენ ბავშვს, ფიზი-
კურად და არ ეხუტებოდნენ. ძალიან შთამაგონებელი იყო დოქტორი
ფეიჯისგან იმის მოსმენა, რომ ამგვარი აზროვნება თითქმის გამქრა-
ლია. თუმცა დებატი ხელახლა აღმოცენდა კოვიდ-19-ის ფონზე, ამ
თავის წერის პროცესში. ამ პერიოდში მთავარი გზავნილი იყო: „არა-
ვითარი ჩახუტება უშუალოდ ოჯახს გარეთ“. ბევრი იმსჯელეს ქვეყანა-
ში იმის თაობაზე, თუ რას ვიზამდით ამის საპასუხოდ, როცა ბავშვები
ჩვენს დაწესებულებებში დაბრუნდებოდნენ. ჩემი პირადი ხედვაა, რომ
არარეალური და შეუსაბამოა, შეეცადო სოციალურ დისტანცირებას ად-
რეული ასაკის ბავშვებთან. თუკი ბავშვს სჭირდება ჩახუტება ან დამშ-
ვიდება, მაშინ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამის გაკეთება, უსაფრთხოებისა
და ხელის დაბანის გათვალისწინებით. ვიცი, რომ ეს უდიდეს გამოწვე-

83
ზრდასრულის როლი

ვას წარმოადგენდა ბევრი ადამიანისთვის ამ პერიოდში, მაგრამ ასევე


ვიცი ბევრი ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალი,
რომლებმაც ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში დაბრუნება, რამდენადაც
ეს შესაძლებელი იყო, ნორმალური გახადეს.
ზოგჯერ სკოლებში ჩახუტებასა და ბავშვების ხელში აყვანასთან
დაკავშირებით, განსხვავებული იდეები გვესმის და ვხედავთ. უსაფრ-
თხოების პრაქტიკა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ
გყავთ ბავშვი, რომელიც გიახლოვდებათ და სურს ჩახუტება, ვფიქრობ,
რომ ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს მისი უკან გაშვება. ბევრ
ბავშვს, რომელთანაც ვმუშაობთ, დასჭირდება მხარზე ფაქიზად ხელის
მოხვევა გასამხნევებლად, ზურგზე ხელის ფაქიზად მოთათუნება იმის
შესახსენებლად, რომ მარტო არაა, ჩახუტება, როცა დამწუხრებულია.
ბევრი ჩვენგანისთვის, ზრდასრულებისთვის, ვიცით, რამდენად დამამშ-
ვიდებელი შეიძლება იყოს ეს შეხება. ზუსტად ასევეა ბავშვებისთვისაც.

შეყოვნდით

მხოლოდ ერთი წუთით დაფიქრდით პროფესიული სიყვარულის მი-


მართ საკუთარ განცდებზე.
▶ რა განცდები გიჩნდებათ ფრაზის მიმართ „პროფესიული სიყვარუ-
ლი“?
▶ რას გრძნობთ იმ ბავშვების მიზანშეწონილ და ფაქიზ შეხებასთან
დაკავშირებით, რომლებზეც ზრუნავთ?
▶ შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვები წლების განმავლობაში?

დოქტორი ფეიჯის თავდაპირველი კვლევა პროფესიული სიყვარუ-


ლის იდეაზე შემდგომში განავითარა და შეისწავლა თამსინ გრიმერ-
მა (Grimmer, 2021). 2020 წლის მაისში თამსინისგან ინტერვიუ აიღო
ქეით ბროდიმ ადრეული ასაკის ტელევიზიისთვის და ესაუბრა მოსიყვა-
რულე პედაგოგიკაზე ადრეულ ასაკში (იხილეთ „შემოდგომი ინფორ-
მაცია და რეკომენდაციები“). ის აღწერს, როგორ სჭირდებათ ბავშვებს
სიყვარულის განცდა საბავშვო ბაღში და ამტკიცებს, რომ როცა ბავშვი

84
ზრდასრულის როლი

გრძნობს, რომ ის უყვართ, მას უკეთესად შეუძლია სწავლა. თამსინი


მოუწოდებს პრაქტიკოსებს მოსიყვარულე პედაგოგიკის გამოყენების-
კენ, იმის აღიარებით, რომ სიყვარული ყველასთვის საბაზისო ადამი-
ანური საჭიროებაა და იმის შეგრძნება, რომ უყვართ, სასიცოცხლოდ
აუცილებელია ბავშვების კეთილდღეობისთვის. ის აღიარებს, რომ სიყ-
ვარული არაა მხოლოდ გრძნობა ან ემოცია, არამედ მიზანმიმართული
მოქმედება, მაგალითად, სხვისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომ-
დინარე მოქმედება ან სხვებთან ერთად დროის გატარებით ტკბობა.
ის ვარაუდობს, რომ ჩვენ, ყველას, სხვადასხვა გზითა და სხვადასხვა
სიღრმით გვიყვარს. მაგალითად, სიყვარული, რომელსაც გრძნობ სა-
კუთარი დედის მიმართ, განსხვავდება სიყვარულისგან, რომელსაც გა-
ნიცდი პარტნიორის მიმართ და სიყვარული, რომელიც გაქვს საკუთარი
შვილების მიმართ, განსხვავდება იმისგან, რასაც განიცდი იმ ბავშვების
მიმართ, რომლებთანაც მუშაობ. თამსინი ამტკიცებს, რომ მოსიყვარუ-
ლე პედაგოგიკა ‒ ესაა ბავშვების დაყენება ჩვენი პრაქტიკის ცენტრ-
ში და ის იკვლევს, რამდენად არ არის ეს შემოზღუდული მხოლოდ
ფორმალური ურთიერთობებით. ზოგ ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ
რა განსხვავებაა პროფესიული სიყვარულის იდეასა და მოსიყვარულე
პედაგოგიკას შორის. თამსინი გამოთქვამს აზრს, რომ პროფესიული
სიყვარულის იდეა თავდაპირველად ითვალისწინებდა მოსიყვარულე
და მზრუნველ ქცევას, რომლითაც მოქმედებდნენ ადრეული განათლე-
ბის პრაქტიკოსები და რომ ეს საჭირო იყო ჯანსაღი მიჯაჭვულობების
ფორმირებისთვის მშობლების ნაცვლად. თამსინმა განავითარა ეს ცნე-
ბა იმაზე ფოკუსირებით, თუ რამდენად გვჭირდება მოსიყვარულე პე-
დაგოგიკის განვითარება მოსიყვარულე მიჯაჭვულობის განვითარებით,
მაგრამ ასევე ყველაფრის, რასაც ვაკეთებთ, სიყვარულით აღვსებით:
გარემოს, რომელსაც ვქმნით, ბავშვებთან ჩვენი ინტერაქციების დროს
და ა. შ. ასე რომ, ეს მხოლოდ ურთიერთობებს არ მოიცავს, არამედ
ის საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. დამატებით ვიტ-
ყოდი, რომ მოსიყვარულე პედაგოგიკა მნიშვნელოვანია სკოლაშიც. ის
ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის, მაგრამ განსაკუთრებით
მათთვის, ვისაც აქვთ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთე-

85
ზრდასრულის როლი

ლობის საჭიროებები, რადგან მათ შეიძლება ყოველთვის არ ჰქონდეთ


განცდილი სითბო და სიყვარული მზრუნველებისგან. მოგვიანებით წიგ-
ნში განვიხილავ, როგორი სიფრთხილით უნდა მივაქციოთ ყურადღება
ბავშვებისათვის ჩვენ მიერ შეთავაზებულ გარემოს, ჩვენ მიერ შეთავა-
ზებულ მხარდაჭერასა და შეტყობინებებს.

გაწონასწორებული ზრდასრული

აქამდე წიგნში განვიხილე, როგორ შეუძლიათ სოციალური, ემოციური


და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშვებს თავიან-
თი ძლიერი შიშის გადმოცემა მძლავრი, ხმამაღალი და ზოგჯერ ძა-
ლადობრივი გზებით. ზოგიერთმა ზრდასრულმა შესაძლოა ეს გაიგოს,
როგორც ბავშვის მხრიდან განზრახ ცელქობა და რთულად მოქცევა,
მათი წყობიდან გამოიყვანის მიზნით. ზოგჯერ ზრდასრულებიც შეიძლე-
ბა გრძნობდნენ საფრთხეს, ან ბავშვს გამოჰყავდეს ისინი წყობიდან. მე
არ ვცდილობ, ამ მართლაც ნამდვილი გრძნობების დაკნინებას ‒ როცა
ბავშვი ურტყამს, ისვრის საგნებს, ან განიცდის სრულ ემოციურ აფეთქე-
ბას, ამის ყურება და მართვა შეიძლება წარმოუდგენლად რთული იყოს
და დამქანცველი აღმოჩნდეს. საკვანძოა იმის გახსენება, რომ ბავშვის
ქცევა არ გვიკავშირდება ჩვენ, ან იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ ან მოვწონ-
ვართ მას, თუ ‒ არა, არამედ ხშირად მათი შინაგანი მდგომარეობითაა
გამოწვეული და, ამ ურთიერთობის ამ ფორმით გვაჩვენებენ, როგორ
შეშინებულად და დაუცველებად გრძნობენ თავს. ზრდასრულებს ხში-
რად კარგად არ გვესმის ეს შეტყობინება; ჩვენ შეგვიძლია ნაჩქარევად
გამოვიტანოთ დასკვნები და გონებაში განსხვავებული ისტორია შევთ-
ხზათ. ჩვენ გვჭირდება ვისწავლოთ იმის შემჩნევა და მოსმენა, თუ რის
თქმას ცდილობს ბავშვი ჩვენთვის და ვეცადოთ, გავიგოთ, თუ რა ხდება
ბავშვისთვის ამ მომენტში.
ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ უსაფრთხოების შეგრძნება და
მათი ნაწილისთვის უსაფრთხოების შეგრძნება ესაა იმის ცოდნა, რომ
მათ გარშემო მყოფი ზრდასრულების ნდობა შეიძლება, ცოდნა, რომ ამ
ზრდასრულებთან ყოფნა უსაფრთხოა. ზოგიერთ ბავშვს ეს გამოცდილე-

86
ზრდასრულის როლი

ბა არ აქვს სახლში, რის გამოც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათთვის


ამის განცდა მათ საგანმანათლებლო და მზრუნველ დაწესებულებებში.
ბავშვებმა ხშირად ინსტინქტურად იციან, მათთან მყოფი ზრდასრული
უსაფრთხოა თუ არა და შეუძლია თუ არა მათი მხარდაჭერა. „უსაფრთ-
ხოებაში“ არ ვგულისხმობ მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ დაცვას, რომ არ
დაიზიანოს საკუთარი თავი, არამედ ასევე, ემოციური უსაფრთხოების
უზრუნველყოფას. მაგალითად, თუკი ბავშვი განრისხებული უყვირის
ზრდასრულს, მიდის და რაღაცას ესვრის და ზრდასრული ამაზე ყვი-
რილით რეაგირებს, ეს არ შეიგრძნობა უსაფრთხოდ. ბავშვებს სჭირ-
დებათ ზრდასრულები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი გრძნობებისა
და ემოციების რეგულირება. ეს არის ზრდასრულის, ალბათ, ყველაზე
მნიშვნელოვანი როლი. როდესაც ბავშვი წყობიდანაა გამოსული, მას
სჭირდება ზრდასრული, რომელიც დაეხმარება წონასწორობის აღდ-
გენაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ თანარეგულირებას ‒ როცა ზრდასრულს
შეუძლია დამშვიდება და მხარდაჭერა, შეუძლია იყოს ემპათიური და
მზრუნველი ბავშვის მიმართ, როცა ის განიცდის დისტრესს. თანარეგუ-
ლირების უნარის მქონე ზრდასრულის მასთან ყოფნა, დროთა განმავ-
ლობაში, ბავშვს ეხმარება განივითაროს თვითრეგულირების სტრატე-
გიები.
ჩვილ ბავშვთა განვითარებიდან ჩვენ ვიცით, რომ როცა ჩვილი
უჭირავს მშვიდ და ფაქიზ ზრდასრულს, რომლის გულისცემაც სტაბი-
ლურია, ბავშვიც მშვიდდება. ამის საპირისპიროდ, თუკი ზრდასრული
ხელში იყვანს ბავშვს და ის ამ დროს სტრესშია, მისი გული სწრაფად
ცემს და სუნთქვა არის ზედაპირული, ბავშვი ამას გრძნობს და თავადაც
დისტრესშია. ეს ასაკით უფროს ბავშვებშიც ასეა. როდესაც მივდივარ
სკოლაში ან ბაღში, უფროსებზე დაყრდნობით, ხშირად რამდენიმე
წუთში შემიძლია ვთქვა, როგორები იქნებიან ბავშვები. თუკი უფროსები
ჩანან აჟიტირებული, გაფანტული და დასტრესილი, ბავშვებიც უფრო
აჟიტირებული და ხშირად მეტად ხმაურიანები იქნებიან (თანამშრომ-
ლები ხშირად მათ ახასიათებენ, როგორც რთულებს). ბავშვები ხშირად
ირეკლავენ მათ წინაშე მყოფ ზრდასრულებს. თუ ხართ ისეთ სიტუაცი-
აში, სადაც ბავშვს აღიქვამთ გამოწვევად, ერთი წამით შეხედეთ საკუ-

87
ზრდასრულის როლი

თარ თავს და ჰკითხეთ, თავს როგორ გრძნობთ. სტრესში ხართ? სავა-


რაუდოდ, ბავშვები ამ გრძნობებს თქვენგან იღებენ.

როდის გვიჩნდება სტრესის ან საფრთხის განცდა

როდესაც ბავშვებთან ვმუშაობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რო-


გორც ძირითადი უფროსები, ვიყოთ ემოციურად გაწონასწორებულები
და გვქონდეს შესანიშნავი ემოციური ლექსიკონი და საკუთარი თავის
გვესმოდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამოვიცნოთ, როდის გვიჩნდება
სტრესის, შფოთის ან აჟიტირებულობის განცდა. სამწუხაროდ, ბევრი
ჩვენგანი ზრდასრულ ასაკამდე მივიდა ფართო ემოციური გაგებისა და
ლექსიკონის გარეშე. ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც მხედველობის
მიღმა რჩება თავიანთი სხეულის მიერ მიწოდებული სიგნალები, რომ-
ლებიც მიანიშნებს, რომ სტრესში არიან და ცუდად ხდებიან.
უამრავი წიგნი არსებობს სტრესის ამოცნობისა და სხეულზე მისი
გავლენის შესახებ. მათ შორისაა დოქტორი რანგან ჩატერჯის „სტრე-
სის გამოსავალი“ (Chatterjee, 2018). ბრენე ბრაუნი (Brown, 2021)
საკუთარ წიგნებში ასევე საუბრობს ემოციური ინტელექტის საჭირო-
ებაზე. მის ვებგვერდზე ჩამოთვლილია 30 საბაზისო ემოციის აღმნიშ-
ვნელი სიტყვა, რომლებიც, მისი აზრით, ყველამ უნდა ვიცოდეთ. ის
ვარაუდობს, რომ პრაქტიკაში უმეტესმა ზრდასრულმა მათი მხოლოდ
მცირე ნაწილი იცის. 2019 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა
და იელის ემოციური ინტელექტის ცენტრის დირექტორმა, დოქტორ-
მა მარკ ბრექეთმა, გამოაქვეყნა წიგნი „ნებართვა, რომ იგრძნო“. მას
შიდა წინა და უკანა ყდაზე, ჩამოთვლილი აქვს 100 ემოციის აღმნიშვ-
ნელი სიტყვა. ის გვიწვევს ჩვენ შევხედოთ მათ და დავფიქრდეთ, რამ-
დენად გვესმის და ვიყენებთ მათ. ვთვლიდი, რომ კარგი ემოციური
ლექსიკონი და გაგება მქონდა ‒ ორივეს მუდმივად ვიყენებ სამსახურ-
ში ‒ მაგრამ ჩემთვის ეს 100 სიტყვა გამოწვევა იყო. ჩვენ შეიძლება
ძალიან კარგად ვცნობდეთ, როდის ვართ ნაწყენი, ბედნიერი ან გაბ-
რაზებული, მაგრამ ხშირად აქ მთავრდება ჩვენი ემოციის გამომხატვე-
ლი სიტყვები.

88
ზრდასრულის როლი

ვფიქრობ, დიდ ბრიტანეთში ჩვენ არ ვართ წახალისებული, ამო-


ვიცნოთ, რას განვიცდით. ირლანდიელი თეოლოგი და პოეტი ფედრეგ
ო ტუამა (Ó Tuama, 2016) იყენებს ფრაზას „მიესალმე შენს ემოციას“
იმის აღმოსაჩენად, თუ რას გრძნობ დღის განმავლობაში. მე ეს გა-
მორჩეულად სასარგებლოდ მივიჩნიე კოვიდ 19-ის ლოქდაუნის და-
საწყისში, როცა ჩემი გრძნობები და ემოციები თითქოს ტალღებივით
მეხეთქებოდნენ. ზოგიერთ დღეს ისინი ძალიან სწრაფად იცვლებოდ-
ნენ ბრაზიდან, მოწყენილობიდან, სასოწარკვეთიდან, აპათიიდან უცებ
ოპტიმისტური და იმედიანი განწყობით, რომ დავმშვიდებულიყავი. მის
ფრაზას ხშირად ვიყენებდი, რათა შემემჩნია, რა ხდებოდა ჩემს სხეულ-
სა და გონებაში, რაც ძალიან დამეხმარა. ზოგჯერ მე მას ვიყენებ ბავშ-
ვებთან მუშაობისას და ასევე, ბევრჯერ ვიყენებ: „მაინტერესებს, ....-ს
ხომ არ გრძნობ“. სხვა დროს, შესაძლოა გამოგადგეთ რაღაც მსგავსი:
„ლუსი, მოდი, მივესალმოთ დარდს, რომელსაც ახლა განიცდი. ნორ-
მალურია რაღაცაზე დარდობდე“.

შეყოვნდით

სანამ გავაგრძელებთ, გამოყავი ერთი-ორი წუთი რომ შეჩერდე და


დაფიქრდე, როგორ ხვდები ხოლმე, რომ სტრეში ხარ? რა არის სხე-
ულის გამაფრთხილებელი ნიშნები? შეიძლება გტკივდებოდეს თავი,
დაგეჭიმოს ყბა, ან გქონდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
ჩვენი სხეული სხვადასხვა გზით გვეუბნება, როდის ვართ სტრესში,
მაგრამ ხშირად ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ამ სიგნალებს ან არ
ვიცით, რომ ის ამ გზით გვაფრთხილებს.
შემდეგ დაფიქრდი საკუთარ ემოციურ ლექსიკონზე. რამდენად
მდიდარია ის? რა სიტყვებს იყენებ საკუთარი ემოციების აღსაწერად?
ასევე, დაფიქრდი, რამდენად იცნობ შენს განსხვავებულ ემოციებს.
მე-12 თავში, რომელიც ეხება ზრდასრულების კეთილდღეობას,
უფრო დეტალურად განვიხილავ სტრესს და ზოგიერთ ამჟამად არსე-
ბულ მოსაზრებას სტრესთან გამკლავების შესახებ.

89
ზრდასრულის როლი

ინტერვიუ კირან მაკარტისთან

კირან მაკარტი არის „ნათელი მომავლის“ დირექტორი, იმ ორგანიზა-


ციისა, რომელშიც ვმუშაობ. ის იყო გეოგრაფიის მასწავლებელი და უფ-
როსი მასწავლებელი სკოლა-ინტერნატში სეფჯის საჭიროებების მქო-
ნე ბავშვებთან და ასევე არის „წარმატების მიღწევის“ (Thrive, 2021)
ტრენერი.

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრუ-


ლი იყოს გაწონასწორებული და მშვიდი. შეგიძლიათ ახსნათ,
როგორ მოქმედებს ეს ბავშვებზე?
როცა ბავშვი იმ ზრდასრულის მიერ, რომელიც თავადაა გაწონას-
წორებული, დამშვიდებისა და დაწყნარების განმეორებად გამოცდი-
ლებას იღებს, ეს ეხმარება ბავშვის სტრესის რეგულაციის სისტემის
განვითარებას ფიზიოლოგიურ, ემოციურ და კოგნიტურ დონეზე. სხვა
სიტყვებით, ბავშვი სწავლობს, როგორ დაარეგულიროს საკუთარი
სხეული, საკუთარი ემოციები და საკუთარი ფიქრები სხვის მიერ მისი
რეგულირების გამოცდილებით. ამ გამოცდილების გარეშე ბავშვებს
არ ეცოდინებათ, როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, რადგან ეს არ იქ-
ნება ჩაშენებული მათ ნერვულ სისტემაში. არსებობს უახლესი კვლევა
მშობლებსა და შვილებს შორის ფიზიოლოგიურ რეგულირებაზე (იხი-
ლეთ Suga et al. 2019). კვლევამ გაზომა გულის რითმი და სუნთქვის
სიხშირე მშობლებსა და შვილებში. როცა დედის გულის რითმი და
სიხშირე დარეგულირებული იყო, ბავშვის გულის სიხშირეც სტაბილუ-
რი და დარეგულირებული იყო.
ეს კვლევა ჩვილ ბავშვებზე ტარდებოდა?
კვლევა ჩატარდა ნულიდან 4-5 წლამდე ასაკის ბავშვებში. საინტე-
რესო იყო ის, რომ ძალიან დიდი სინქრონულობა ჩანდა 6 თვიდან
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს იძლევა შემდეგ მტკიცებულებას,
რომ ადრეული ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური
განვითარებისთვის და საფუძველს უყრის ბავშვის ემოციური რეგუ-
ლირებისა და მედეგობის უნარს.

90
ზრდასრულის როლი

რა შეიძლება ითქვას იმ ბავშვებზე, რომელთაც არ ჰქონიათ


პოზიტიური ადრეული განვითარება?
პოზიტიურ გავლენას ვხედავ დიდ ბავშვებსა და თინეიჯერებში,
როცა მათ ძირითადი უფროსი მუდმივად ეხმარება ემოციების რეგუ-
ლირებაში და მხარს უჭერს, მაშინაც კი, როცა მათ ეს მხარდაჭერა
ადრეულ ასაკში არ ჰქონიათ. ზრდასრულობისას უნარი, დაარეგული-
რონ საკუთარი თავი, სწორედ ამ გამოცდილებას უკავშირდება.
რა ემართება ბავშვს, როცა ის იმყოფება იმ ადამიანის გვერ-
დით, ვინც სტრესშია?
არ ვარ მედიცინის პროფესიონალი ან მეცნიერი, მაგრამ ჩემი გაგე-
ბა სხეულზე სტრესის გავლენის შესახებ ასეთია:
თუ ბავშვი იმყოფება იმ ადამიანის გვერდით, ვინც სტრესშია, მის
სისტემაში მოხდება კორტიზოლის გამოყოფა, რადგან ბავშვი გადა-
ვა გადარჩენის რეჟიმში. თუ ეს განმეორებითად ხდება, მაშინ ბავშ-
ვის ავტონომიური ნერვული სისტემა სტრესის გამტარი ხდება; მისი
ამიგდალა (სტრესის რადარი) ზომაში იმატებს და ზეფხიზელი ხდება.
შედეგად, მთელი სხეული რეაგირებს უმცირეს სენსორულ ტრიგერებ-
სა და პოტენციურ საფრთხეებზეც კი. კორტიზოლი ამ დროს სხეულში
საათობით რჩება. ასე რომ, თუკი ბავშვს აქვს მის გვერდით მყოფი
ზრდასრულის სტრესში ყოფნის განმეორებითი გამოცდილებები, მა-
შინ ბავშვის ნერვული სისტემა იქნება მაღალი სიფხიზლის მდგომა-
რეობაში. როდესაც მათი ენერგია „გადარჩენაზეა“ ფოკუსირებული,
ეს შეიძლება დამღლელი და გამომფიტველი იყოს ბავშვისთვის. ძა-
ლიან რთულია ფოკუსირება სწავლაზე, თამაშზე ან თანატოლებთან
მოდუნებულ სოციალურ ინტერაქციებზე, თუ ისინი არ გრძნობენ თავს
უსაფრთხოდ გვერდით მყოფ ზრდასრულებთან. ამის საპირისპიროა
ბავშვი, რომელიც იმყოფება გაწონასწორებული ზრდასრულის გვერ-
დით, შეიძლება ასეთ შემთხვევაში ბავშვი ან თავად ზრდასრული
სტრესში იყვნენ, მაგრამ ზრდასრულს შეუძლია გაუმკლავდეს სტრესს
და დაეხმაროს ბავშვსაც ამ გამოცდილებისთვის მნიშვნელობის მინი-
ჭებაში. მაგალითად: „მე გადარბენაზე ვიყავი და ცოტათი დავისტრე-
სე, ამიტომ რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ახლა

91
ზრდასრულის როლი

თავს ვგრძნობ მშვიდად და მზად ვარ დაგითმო სრული ყურადღება“.


ბავშვი ამას გრძნობს ფიზიოლოგიურ დონეზე ‒ ეს სტრესის მომენ-
ტია ‒ მაგრამ ის გადის. შეიძლება იმ მომენტში ადრენალინი გამო-
იყოს, მაგრამ ადრენალინი სისტემაში მხოლოდ რამდენიმე წუთით
რჩება, არ ხდება კორტიზოლის განმეორებითი გამოყოფა ტვინსა და
სხეულში, ამიტომ ბავშვს სტრესიდან გამოსვლა გაცილებით სწრა-
ფად შეუძლია.
ზოგჯერ ჩვენი სამუშაო შეიძლება იყოს ძალიან სტრესული. რო-
გორ შეუძლიათ თანამშრომლებს შეამცირონ საკუთარი სტრესის
დონე?
სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდამჭერ დაწესებულე-
ბებში ჩემი მუშაობის გამოცდილებით, სტრესთან გამკლავებისა და
მისი პრევენციისთვის, ძლიერი ფოკუსია საჭირო თანამშრომელთა
კეთილდღეობაზე, სუპერვიზიასა და მხარდაჭერაზე. დაწესებულე-
ბი მასშტაბურად მიდგომა უნდა მიუდგნენ საკითხს, იმის ნაცვლად,
რომ თანამშრომლები მარტო დატოვონ საკუთარ სტრესთან გასამკ-
ლავებლად. გასაკვირი არაა, რომ ვხედავდი ბავშვებს, რომლებიც
ავლენდნენ არასასურველ ქცევასა და დისტრესის მაღალ დონეს იმ
დროს, როცა თანამშრომელთა სტრესის დონე მაღალი იყო. როცა
თანამშრომლები რთულ სიტუაციებთან გამკლავებისას თავს ნაკლე-
ბად თავდაჯერებულად, ნაკლებად ძლიერად და მხარდაჭერის გა-
რეშე გრძნობდნენ, მაგალითად, როცა არ იყო რეგულარული გუნ-
დური შეხვედრების, პრაქტიკაზე რეფლექსიის ან თანამშრომელთა
სუპერვიზიის შესაძლებლობა. პირველი დონე პრევენციულია, როცა
შეგვიძლია გვქონდეს ყოველდღიური კეთილდღეობის პრაქტიკა და
ეს ყველასთვის სხვადასხვა იქნება. ჩემთვის ესაა ბუნებაში დროის გა-
ტარება, მედიტაცია და ვარჯიში.
სტრესის პრევენციისთვის საჭიროა, თანამშრომელთა კეთილდღე-
ობის საჭიროებების დაკმაყოფილება, რომ იყოს საგანმანათლებლო
დაწესებულების კულტურის ნაწილი, რაც დაეხმარება და საშუალებას
მისცემს თანამშრომლებს, პრიორიტეტად აქციონ საკუთარი ემოცი-
ური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყოველდღიურობაში და ად-

92
ზრდასრულის როლი

გილზე ჰქონდეთ მხარდამჭერი სისტემები, მაღალი დონის სტრესზე


დაკვირვებისთვის და მასთან გასამკლავებლად. ვფიქრობ, ასევე ძა-
ლიან სასარგებლო იქნება სტრესთან გასამკლავებლად ინსტრუმენ-
ტებისა და სტრატეგიების შემუშავება, რადგან ამის საჭიროება გარ-
დაუვლად გაჩნდება. როდესაც მოცემულ მომენტში რაღაც ხდება და
ჩვენ ვიცით, რომ გააქტიურდა ჩვენი გაქცევა, შებრძოლება, გაშეშების
რეაქცია, მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ, რომ ეს რთული მომენტია და
გვქონდეს გამკლავების სტრატეგია. ჩემთვის ესაა ხუთი ჩასუნთქვა-
ამოსუნთქვის გაკეთება და იმის შემჩნევა, რა ხდება ჩემს სხეულსა
და გონებაში. ეს ეხება თვითცნობიერებას და თანამშრომელთა მიერ
საკუთარი ემოციური ტრიგერების ცოდნას. მნიშვნელოვანია სამი ან
ოთხი ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაკეთება; ეს საშუალებას გვაძ-
ლევს, ავიღოთ პაუზა, დავასტაბილუროთ საკუთარი თავი და ხელახ-
ლა დავუკავშირდეთ ჩვენს მოაზროვნე ტვინს.
როდესაც ვართ ბავშვთან, რომელიც იმყოფება ემოციური დისტ-
რესის ან ბრაზის მდგომარეობაში, ჩვენი ამიგდალაც შეიძლება გამ-
წვავდეს გადარჩენის რეაქციაზე. მსგავს სტრესულ სიტუაციაში ჩვენ
შეიძლება გაგვირთულდეს ბავშვის საჭიროებებზე რეაგირება იმ მო-
მენტში. ჩვენ შეიძლება გავხდეთ რეაქტიული ან გათიშული, მაშინ
როცა ბავშვს ჩვენგან სჭირდება, რომ ვიყოთ გაწონასწორებული, ყუ-
რადღებიანი და შეგვეძლოს, ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ მკაფიოდ.
ასეთ რთულ მომენტებში შეგვიძლია დავარეგულიროთ ჩვენი სუნთქ-
ვა, დავამშვიდოთ საკუთარი ნერვული სისტემა და მოვიფიქროთ, და-
სახმარებლად რა სტრატეგიები ვიცით, იმის ჩათვლით, რომ საჭირო-
ების შემთხვევაში, დასახმარებლად მივმართოთ კოლეგას. გუნდური
მუშაობა ამ დროს გადამწყვეტია.
შემდეგი კითხვაა: „როგორ განვავითაროთ თვითშემეცნება?“
ვფიქრობ, რომ ეს არის პერსონალის განვითარების ნაწილი საბავშ-
ვო ბაღებსა და სკოლებში. ამაში დაგეხმარებათ „წარმატების მიღწე-
ვისა“ და მაინდფულნესის ტრენინგი. ასევე დაგეხმარებათ გუნდური
კულტურა ‒ ერთმანეთის წახალისება კონსტრუქციული უკუკავშირის
მიცემაში იმის შესახებ, თუ რამ იმუშავა კარგად და რა იყო დამხმარე,

93
ზრდასრულის როლი

ასევე, რა შეიძლება გაკეთდეს სხვაგვარად. რეფლექსურ პრაქტიკას


არსებითი მნიშვნელობა აქვს.

მეტწილად, ის, რასაც კირანი აღწერს, ძალიან მარტივია. ეს არ


წარმოადგენს რთულ სტრატეგიებს ბავშვებთან გამოსაყენებლად. ესე-
ნია სტრატეგიები, რომლებსაც შეუძლია იმუშაონ თითოეული ჩვენგა-
ნისთვის ოჯახებში, პარტნიორებთან, კოლეგებთან, როცა ისინი დის-
ტრესის მდგომარეობაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი
თავადაც მისდევენ პრაქტიკასა და თვითრეფლექსიას. ის რაც ყველაზე
კარგად ვისწავლე ამ როლში და ჩემი კოლეგებისგან (როგორიცაა კი-
რანი), არის, რომ თვითცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ
(როგორც კირანი აღნიშნავს) საკუთარი თავის თანაგრძნობაც საჭი-
როა. იქნება დღეები, როცა ყველაფერი ცუდად მიდის, როცა გვექნება
გათიშვის დღეები. უნდა შეგეძლოს ამის აღიარება, ამისგან სწავლა,
ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა, როცა ვცდებით. საკუთარი თავის მი-
მართ კეთილი მოპყრობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. კრისტინ ნეფი
ძალიან დამეხმარა ჩემს აზროვნებასა და პრაქტიკაში ამის შესახებ, თა-
ვისი წიგნით „საკუთარი თავის თანაგრძნობა“ (Neff, 2021).
ბავშვებთან მუშაობის საკვანძო ნაწილი, როცა ისინი გაუწონასწო-
რებლები არიან, არის დავეხმაროთ მათ იმის გაგებაში, რომ ჩვენ მათ
ვხედავთ, ვამჩნევთ, რა ხდება მათ თავს და იქ ვართ, რომ დავეხმა-
როთ, იყვნენ უსაფრთხოდ. ეს ეხმარება ბავშვებს, იცოდნენ, რომ მარ-
ტო არ არიან დ რომ ჩვენ მათ არ განვსჯით.

თანამშრომელთა სუპერვიზია

ჩვენ ვიცით, რომ იმ ბავშვების მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ სოცი-


ალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, ზოგ-
ჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს. დროდადრო, ამან შეიძლება მო-
იტანოს სტრესი და შფოთი ამ როლში და ზოგჯერ შეიძლება გაჩნდეს
მარტოსულობის შეგრძნება. ყველა ბავშვს, რომელთანაც ვმუშაობთ
სკოლებში, ჰყავს სასწავლო ასისტენტი მხარდასაჭერად. მიმუშავია

94
ზრდასრულის როლი

რამდენიმე ძალიან თავდადებულ და გულითად სასწავლო ასისტენ-


ტთან, რომლებიც ყოველ დღე მოდიოდნენ, ეხმარებოდნენ ბავშვს,
ხშირად მოქმედებდნენ, როგორც მათი დამცველები, აძლევდნენ მათ
მიმართულებას, ასწავლიდნენ, ემოციურად ეჭირათ და ეხმარებოდნენ
მათ. ამ თანამშრომლებისადმი უზარმაზარი მოთხოვნებია წაყენებული.
ზოგჯერ მათ გავლილი აქვთ სასწავლო ასისტენტის ტრეინინგი, ზოგ
შემთხვევაში სპეციალისტის ტრეინინგი მიჯაჭვულობასა და სოციალუ-
რი, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, როგო-
რიცაა „წარმატების მიღწევის“ ტრეინინგი, მაგრამ ხშირად არც აქვთ.
ხშირად ისინი დაბალ ხელფასებსა და მოკლევადიან კონტრაქტებზე
მუშაობენ. უჩვეულო არაა სასწავლო ასისტენტისთვის ჯგუფის გარეთ
დიდი დროის გატარება, რადგან ბავშვი ჯგუფის ოთახში ყოფნას ძა-
ლიან დამქანცველად აღიქვამს. ამ თანამშრომლებს შეუძლიათ (და
ხშირად ასეც არის) თავი ადვილად იგრძნონ მივიწყებულებად. მათ
უნდა ჰქონდეთ რეგულარული სუპერვიზია, სადაც მიეცემათ შესაძლებ-
ლობა, ისაუბრონ იმაზე, რა ხდება, რა სტრატეგიებს იყენებენ, მიეცეთ
მხარდაჭერა. თუმცა, სუპერვიზია იშვიათია ბევრ სკოლაში და ბევრ-
გან საერთოდ არ ტარდება. საბავშვო ბაღებში ახლა უკვე მოთხოვნაა,
რომ თანამშრომლებს უტარდებოდეთ სუპერვიზია, მაგრამ ეს ასე არაა
სკოლებისთვის, საჭიროა ეს სიტუაცია შეიცვალოს. სუპერვიზია თანამშ-
რომლებს სთავაზობს მხარდაჭერასა და მიმართულებას და ეხმარება
მათ, იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მარტონი არ აგებენ პასუხს
ბავშვზე.
სუპერვიზიის პარალელურად, დაწესებულების სხვა თანამშრომ-
ლებმაც რეგულარულად უნდა გადაამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ
ძირითადი უფროსი, სასწავლო ასისტენტი, რომელიც ბავშვს ეხმარება,
კარგად არის და რომ ბავშვიც კარგადაა. ზოგიერთ სიტუაციაში, უზო-
მოდ რთული დღეები შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც თანამშრომლებს
სცემენ, ფეხს ურტყამენ ან კბენენ. ზოგიერთ დაწესებულებაში შემიმჩ-
ნევია, რომ ეს ნორმადაა ქცეული და ამას იშვიათად აღნიშნავენ. არა-
სოდესაა ნორმალური თანამშრომლისთვის ტკივილის მიყენება ‒ არ
ვამბობ, რომ ბავშვებს განზრახ სურთ ზრდასრულებისთვის ტკივილის

95
ზრდასრულის როლი

მიყენება, რადგან მჯერა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ეს ასე არ არის,


მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ როცა გუნდის
წევრს ურტყამენ, სცემენ ან თმას ქაჩავენ, ესაა სტრესული გამოცდი-
ლება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გუნდის სხვა წევრებმა
გადაამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ ზრდასრული კარგადაა, მისცენ
ცოტაოდენი სივრცე, რომ დაისვენოს. როგორც კოლეგებმა, თქვენ შე-
გიძლიათ შესთავაზოთ მათ, წავიდნენ და ფინჯანი ჩაის შესვენება მოიწ-
ყონ, ან გავიდნენ და შენობის გარშემო გაისეირნონ. სთხოვეთ გუნდის
სხვა წევრს, ჩაერთოს და დაეხმაროს ბავშვს და დღის ბოლოს, ისევ
გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ თანამშრომელი კარგადაა და
მიეცით საშუალება, შეაჯამოს განვლილი დღე. ერთადერთი გზა, რომ
თანამშრომლებმა საკუთარი საქმე კარგად აკეთონ, არის მენეჯერებისა
და გუნდის მიერ მათი მხარდაჭერა, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკუ-
რად, მათ მიერ შეთავაზებული სიტყვებითა და ქმედებებით. გუნდში თა-
ნამშრომელთა კეთილდღეობის ნაწილში უნდა დავფიქრდეთ, როგორ
ეხმარებიან გუნდის წევრები ერთმანეთს. ამის შესახებ იდეებს მე-12
თავში შემოგთავაზებთ.

დასკვნა

ბავშვები, რომლებთანაც ვმუშაობთ, ჩვენს მხარდაჭერას ეყრდნობიან.


ამიტომ ჩვენი მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, დავეხმა-
როთ მათ რეგულირებაში. ჩვენ მათ უნდა მივცეთ უნარები და შევთავა-
ზოთ ინსტრუმენტები რეგულირებაში დასახმარებლად. ამ წიგნის დარ-
ჩენილ ნაწილში გაგიზიარებთ იდეებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც
შეგიძლიათ გაუზიაროთ ბავშვებს.

96
ზრდასრულის როლი

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Brackett, M. (2019) Permission to Feel. New York: Macmillan.
Brown, B. (2021) List of Core Emotions. Available at https://brenebrown.com/
downloads/
Chatterjee, R. (2018) The Stress Solution: The 4 Steps to Reset Your Mind, Body,
Relationships & Purpose. London: Penguin.
Grimmer, T. (2020) Tamsin Grimmer on a Loving Pedagogy. Available at www.
earlyyears.tv/episode/tamsin-grimmer-on-a-loving-pedagogy/
Grimmer, T. (2021) Developing a Loving Pedagogy in the Early Years: How Love
Fits with Professional Practice. Abingdon: Routledge.
Neff, K. (2011) Self Compassion. London: HarperCollins.
Ó Tuama, P. (2016) In the Shelter: Finding a Home in the World. London: Hodder
& Stoughton.
Suga, A., uraguchi, M., Tange, A., Ishikawa, H. and Ohira, H. (2019) Research in
Cardiac Interaction Between Mother and Child: Enhancement of Heart Rate
Variability www.nature.com/articles/s41598-019-56204-5
Thrive (2021) The Thrive Approach. Available at www.thriveapproach.com
University of Sheffield (n.d.) Professional Love in Early Years Settings: A Report
of the Summary of Findings. Available at https://pleysproject.files.wordpress.
com/2017/06/pleys-report_singlepages.pdf

97
სექცია

II

თავები

▶▶ გარემო
▶▶ რუტინები და ტრანზიციები
▶▶ ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა
▶▶ სენსორული გამოცდილებები
▶▶ გარე სივრცე
▶▶ მაინფულნესი
▶▶ მშობლებთან მუშაობა
▶▶ ზრდასრულთა კეთილდღეობა
5 გარემო

პირველ სექციაში მე განვიხილე ზოგიერთი გამოცდილება, რომლებ-


საც დამატებითი სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელო-
ბის საჭიროებების მქონე ბავშვები შეიძლება აწყდებოდნენ. მე ასევე
შევეხე ზრდასრულის როლს და იმას, თუ როგორი არსებითი მნიშვნე-
ლობა აქვს მზრუნველ და მხარდამჭერ ზრდასრულს, რომელიც ახერ-
ხებს თვითრეგულირებას ბავშვებთან მუშაობისას. მეორე სექციაში გან-
ხილული იქნება პრაქტიკული გზები ბავშვების დასახმარებლად, ასევე
იდეები და რჩევები რესურსების და აქტივობების შესახებ, რომლებიც
შეგვიძლია განვახორციელოთ და სივრცეების შესახებ, რომლებიც
შეგვიძლია შევქმნათ. ყველა ეს იდეა ეფუძნება იმ ყოველდღიურ სამუ-
შაოს, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ვატარებთ ბავშვებთან. ზოგჯერ
შეიძლება ძალიან დამქანცველი და რთული იყოს იმის გაგება, თუ რა
დაეხმარება ბავშვებს, რომლებსაც დამატებითი სეფჯის საჭიროებები
აქვთ. ვიმედოვნებ, რომ ამ სექციაში წარმოდგენილი პრაქტიკული იდე-
ები დამხმარე იქნება აღნიშნული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მო-
მუშავე პრაქტიკოსებისთვის.
ეს თავი ფოკუსირებულია გარემოზე. სკოლებსა და ბაღებში ჩემი
მუშაობის გამოცდილებიდან, დავკვირვებივარ, რომ ხშირად გარემო
შეიძლება იყოს ტრიგერი, მღლვარების გამომწვევი ადგილი ან რთუ-
ლად გასაჩერებელი სივრცე სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვებისთ-
ვის. პირველ თავში დავწერე დან სიეგელის (Siegel, 2020) ტოლერან-
ტობის ფანჯრის იდეის შესახებ. ზოგჯერ, როდესაც ბავშვის ტოლერან-
ტობის ფანჯარა ძალიან ვიწროა, გარემო შესაძლოა მისთვის გახდეს
ტრიგერი, თუკი ის მისი ფანჯრის გარეთ არის და ეს იწვევს წამლეკავ

101
გარემო

განცდებს ან შიშს. როდესაც ბაღში ჰყავთ ბავშვი, რომელიც ვერ უმკ-


ლავდება ემოციებს, მე ვუბიძგებ თანამშრომლებს, ხელახლა გადახე-
დონ გარემოს და ეცადონ დაინახონ ის დისტრესში მყოფი ბავშვის თვა-
ლით და დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება იწვევდეს მასში საფრთხის
განცდას ან მოუსვენრობას.

გარემო როგორც მესამე მასწავლებელი

ზოგიერთი ადრეული ასაკის ბავშვთან მომუშავე ადამიანი გარემოს აღ-


წერს, როგორც მესამე მასწავლებელს, მათ შორის ისინი, რომლებიც
რეჯიო ემილიას მეთოდს მისდევენ, რადგანაც მათთვის გარემო კულ-
ტურის საკვანძო ნაწილია. რეჯიო ემილია არის ქალაქი ჩრდილოეთ
იტალიაში და 1940-იანი წლებიდან მოყოლებული ადრეული ასაკის
ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსები ავითარებდნენ სასკოლო მზაობის
ჯგუფის ასაკის ბავშვების განათლების უნიკალურ მეთოდს. მათი მეთო-
დი თავდაპირველად დაიწყო მშობელთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც არ
მოსწონდათ განათლების სისტემა და შემდგომში ის განავითარა პედა-
გოგიკის თეორეტიკოსმა ლორის მალაგუზიმ. ქალაქმა ჩამოაყალიბა
საკუთარი „რეჯიოს მიდგომა“ განათლებასთან, რომელიც ამყარებს
შემოქმედებითობას და აღიარებს, რომ ბავშვები გამოხატავენ საკუთარ
თავს „ას სხვადასხვა ენაზე“. მას ასევე სჯეროდა, რომ გარემო არსებით
როლს თამაშობს ბავშვების განათლებასა და მხარდაჭერაში (Edwards
et al. 1998). თუკი თქვენ ესტუმრებით რეჯიოს საბავშვო ბაღებს, შეამჩ-
ნევთ, რომ ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ, თუ როგორ გამო-
იყურება და შეიგრძნობა გარემო. მე საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნ-
დი საიმისოდ, რომ მონაწილეობა მიმეღო რეჯიო ემილიას სასწავლო
ტურში. ჩემი სტუმრობისას თვალში მომხვდა, თუ როგორი ნაკლებგა-
დატვირთული და მსუბუქი იყო გარემო. ეს შესაძლოა უმნიშვნელოდ
ჟღერდეს, მაგრამ ამას უზარმაზრი გავლენის მოხდენა შეუძლია იმაზე,
თუ როგორ რეაგირებს ბავშვი სივრცეში.
თუკი თქვენ არ იცნობთ რეჯიოს სივრცეებს, მოგიწოდებთ, ცოტა
ხნით შეწყვიტოთ კითხვა და დაგუგლოთ „რეჯიო ემილიას სივრცეები“

102
გარემო

და ნახოთ სურათების განყოფილება, რათა შეიქმნათ წარმოდგენა, თუ


როგორ გამოიყენება სივრცეების ფართო დიაპაზონი. თუკი რეჯიო ემი-
ლიას მეთოდით მუშაობა საბავშვო ბაღებში თქვენთვის სიახლეა, შე-
გიძლიათ იხილოთ „დამატებითი ინფორმაცია და წყაროები“.

ბუნებრივი რესურსები

გარდა ნაკლებ გადატვირთული სივრცეებისა, რეჯიო ემილიას საკვან-


ძო მახასიათებელი არის ბუნებრივი რესურსების გამოყენება. თქვენ
ხშირად აღმოაჩენთ ხის სათამაშოებს და ბუნებრივი მასალისგან დამ-
ზადებულ აღჭურვილობას, ასევე ხშირია გარესამყაროს ელემენტების
შემოტანა ჯგუფის გარემოში, მაგალითად, ახალდაკრეფილი ყვავი-
ლები სასადილო მაგიდაზე, ჯოხები, ბუმბულები, კენჭები, ნიჟარები,
რომლებიც გამოიყენება თავისუფალი თამაშისთვის, როგორც შემოქ-
მედებითი რესურსები, რომლებსაც ბავშვები იყენებენ. ბუნებრივი რე-
სურსების გამოყენება საკვანძო ელემენტია მონტესორის პრაქტიკაშიც
და ასევე ბევრ სკანდინავიურ მოდელში. ამის არაერთი ფანტასტიური
მაგალითი მინახავს დანიასა და შვედეთში. ძირითადი სიტყვები, რომ-
ლებსაც ამ სივრცეების აღსაწერად ვიყენებდი, როდესაც პირველად
ვნახე ისინი, იყო „ლამაზი“, „მიმზიდველი“ და „დამამშვიდებელი“.
მათ შექმნილი ჰქონდათ სივრცე, სადაც სურვილი გამიჩნდა დავრჩე-
ნილიყავი, გარემო, რომელმაც კვლევა და თამაში მომანდომა, მაგრამ
სადღაც ასევე ვიგრძენი, რომ შემეძლო მშვიდადაც ჩამოვმჯდარიყავი.
გულწრფელი რომ ვიყო, გაერთიანებულ სამეფოში ხშირად ვყოფილ-
ვარ ისეთ ბაღებშიც, სადაც საპირისპირო განცდები გამჩენია. ცოტათი
უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ამ წინადადებას ვწერ, რადგანაც
ვიცი, რომ ბევრი საბავშვო ბაღი თავს არ ზოგავს და ძალიან ბევრს
შრომობს იმისთვის, რომ გადაიაზროს სივრცეების მოწყობის სტილი
და შეიტანოს ცვლილებები. ვიცი ძალიან ბევრი ბაღი, სადაც მოახერ-
ხეს შეეძინათ ულამაზესი ხის მოწყობილობები და სათამაშოები. ეს
არის ბაღები გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ისეთივე განცდები მიჩ-
ნდება, როგორიც რეჯიოში და სკანდინავიაში განვიცადე. თუმცა, შე-

103
გარემო

საძლოა, ლამაზი ხის ობიექტები და სათამაშოები გქონდეთ, მაგრამ


გარემო მაინც გადატვირთული ჩანდეს და დამქანცველი იყოს. ამიტომ,
მხოლოდ რესურსებზე არაა, არამედ უფრო მეტად საფუძვლად უდევს
არსებული კულტურა.

როგორ შეიძლება გახდეს გარემო სენსორული


გადატვირთვის მიზეზი

ჩვენ ყველანი ძალიან მგრძნობიარენი ვართ იმ გარემოს მიმართ, რო-


მელშიც დიდ დროს ვატარებთ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ
კოვიდ-19 პანდემიის დროს, ლოქდაუნში ბევრმა ადამიანმა დაიწყო
სახლის ხელახლა მოწყობა, ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება
და საცხოვრებელი სახლის შეცვლაზე ფიქრიც კი. როდესაც მუდმივად
ერთ გარემოში ვართ, ამას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს
ემოციურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ, ყვე-
ლას, განსხვავებული გემოვნება და პრეფერენციები გვაქვს: ზოგიერთ
ადამიანს უყვარს მინიმალისტური მიდგომა, მაშინ როდესაც სხვები
სიმყუდროვეს და კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას. ბევრი ადამი-
ანისთვის, განსაკუთრებით თუკი მათ აქვთ სენსორული ინფორმაციის
გადამუშავების სირთულეები (რაც სეფჯის გამოწვევების მქონე ბავშვე-
ბის დიდ ნაწილს აქვს), ქაოსი და ნივთებით გადატვირთული გარემო
შესაძლოა ძალიან სტრესული იყოს.
ვაპირებ განვიხილო რამდენიმე საკითხი, რომლებიც ზოგიერთი
ბავშვისთვის სირთულეების გამომწვევი შეიძლება გახდეს გარემოში.

გადატვირთული კედლები და გამოფენის სივრცეები

ზოგიერთ კლასს და საბავშვო ბაღის ჯგუფს უზღვავი რაოდენობის რა-


ღაც აქვს გამოფენილი: ბავშვების სურათები, ლამაზი და ფერადი მხატ-
ვრული ნამუშევრები, განცხადებები და შეტყობინებები მშობლებისთ-
ვის, გამუქებული სიტყვები. ეს ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენება და

104
გარემო

ხშირად მიჩნდება შეკითხვა, ვისთვის არის ეს განკუთვნილი. რამდენი-


მე შეკითხვა, რომელსაც დავსვამდი, არის:
▶▶ ბავშვებისთვისაა?
▶▶ მშობლებისთვისაა?
▶▶ მენეჯერისთვისაა?
▶▶ სტუმრად მოსული მრჩეველებისა და ზედამხედველებისთვისაა?

როდესაც ამას დაადგენთ, შემდგომ ჩაშალეთ შეკითხვა. თუკი გა-


მოფენა მშობლებისთვისაა:
▶▶ უყურებენ თუ არა მშობლები მას?
▶▶ რა გზავნილების ჩადებას და მიწოდებას ცდილობთ?
▶▶ ადვილად და ნათლად იკითხება, თუ ‒ არა?

თუკი ბავშვებისთვისაა:
▶▶ მარტივად შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მისი დანახვა?
▶▶ ესმით თუ არა, რატომ არის ეს გამოფენის სივრცე აქ?
▶▶ უყურებენ და ინტერესდებიან თუ არა გამოფენილი მასალებით?
▶▶ იყვნენ თუ არა ჩართული მის შეკოწიწებაში?
▶▶ რამდენად დატვირთულია სივრცე?
▶▶ რამდენად ფერადია სივრცე?

ამ შეკითხვების დასმის მიზეზი არის ის, რომ, ვფიქრობ, ჩვენ ხში-


რად გვჯერა, რომ ბავშვებს და მშობლებს ძალიან მოსწონთ გამოფენე-
ბი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ისინი იშვიათად უყურებენ და აქცევენ
ყურადღებას მათ. ბავშვებისთვის განკუთვნილი მასალა, მაგალითისთ-
ვის, ხშირად ისეთ სიმაღლეზეა, რომ ბავშვები მას კარგად ვერ ხედა-
ვენ: თუკი თქვენ ხედავთ საგამოფენო სივრცეს, ან მაღლა უნდა აიხე-
დოთ იმისთვის, რომ შეხედოთ, მაშინ ბავშვი მას ვერ ხედავს წესიერად,
ამის სანაცვლოდ აღიქვამს უამრავ ფერს და მასალას.
ზოგიერთ ბავშვს აქვს სენსორული სირთულეები, მათ შორის ვი-
ზუალური ინფორმაციის გადამუშავების (Abraham et.al. 2015). რო-
დესაც ბავშვს აქვს ვიზუალური გადამუშავების სირთულეები, მისთვის

105
გარემო

ირგვლივ არსებული ვიზუალური სტიმულაცია შესაძლოა მეტისმეტად


ყურადღების გამფანტველი ან სტრესულიც კი აღმოჩნდეს. გამოფენი-
ლი მასალა შესაძლოა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს ზოგიერთი ბავშვისთ-
ვის, რამდენადაც მათზე ხშირად ვიზუალური ქაოსია. მაშინაც კი, თუკი
ის არაა ბავშვის სიმაღლეზე, ის მაინც შეიძლება მეტისმეტი იყოს ვიზუ-
ალურად: ფერების და მასზე ჩამოკიდებული საგნების ნაზავმა შესაძ-
ლოა გამოიწვიოს ზესტიმულაცია, რაც შფოთის მომგვრელია ზოგიერ-
თი ბავშვისთვის.

ჩამოკიდებული ნივთები

▶▶ რა ნივთები გაქვთ ჩამოკიდებული თქვენს სივრცეში?


▶▶ გაქვთ თუ არა თოკები, რომლებზეც ჩამოკიდებულია ბავშვების ნა-
ხატები ან შემოქმედებითი ნამუშევრები?
▶▶ კიდია თუ არა დიდი ზომის კონსტრუქციები ჭერზე?
▶▶ გაქვთ თუ არა დროშები, ბანერები ან დრაპირებები?

ჩამოკიდებული ობიექტები ყოველთვის არ იწვევს სენსორულ გა-


დატვირთვას, მაგრამ თუკი ისინი ძალიან ბევრია, შესაძლოა ამან შექმ-
ნას ვიზუალური ხმაური, განსაკუთრებით, დატვირთული საგამოფენო
სივრცის გვერდით. ზოგიერთ საბავშვო ბაღში ეფექტურად იყენებენ
დრაპირებას და ქსოვილებს წყნარი სივრცის შესაქმნელად, მაგრამ,
კიდევ ერთხელ, სხვა ტიპის ჩამოკიდებული ობიექტები შესაძლოა გახ-
დეს ვიზუალური გადატვირთვის მიზეზი.

ფერების პალიტრა და განათება

▶▶ რა ფერების პალიტრაა გამოყენებული თქვენს სივრცეში?


▶▶ ხმაურიანი და ფერადია?
▶▶ მშვიდი და უპრეტენზიოა?
▶▶ როგორია განათება? შემოდის თუ არა ბევრი ბუნებრივი სინათლე
ჯგუფში?

106
გარემო

▶▶ გაქვთ თუ არა ხაზოვანი განათება?


▶▶ გაქვთ თუ არა სივრცეები, სადაც მკრთალი განათებაა?

ბევრი ბავშვი საერთოდ ვერ შეამჩნევს გამოფენილ მასალას, ფე-


რებს და განათებებს. თუმცა, ზოგიერთი ბავშვისთვის, სწორედ ეს დე-
ტალები შეიძლება ქმნიდეს განსხვავებას მათი სიმშვიდის, ამაღლებულ
და სტრესულ მდგომარეობებს შორის.
ჩვენ ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რა გავლენას შეიძლება ახდენ-
დეს ფერები ჩვენი სიმშვიდის და სიფხიზლის შეგრძნებებზე და საბედ-
ნიეროდ, დღესდღეობით ძალიან ბევრი კლასი და საბავშვო ბაღის ჯგუ-
ფია შეღებილი მშვიდ ფერებში, ჭყეტელა და მკვეთრი ფერების ნაცვ-
ლად, რაც აქტიურად გამოიყენებოდა 10 ან ნაკლები წლის წინ.
ბავშვები, რომელთაც დღის რთული დასაწყისი ჰქონდათ, შესაძ-
ლოა მოვიდნენ ბაღში, შემოვიდნენ ჯგუფში, შეამჩნიონ სარეცხის თოკი,
რომელზეც ნახატებია ჩამოკიდებული ან დაინახონ მოციმციმე განათე-
ბა და ეს გახდეს მათი გაშმაგების მიზეზი. მინახავს ბავშვი, რომელსაც
ეს შეუმჩნევია და შემდეგ გაქცეულა დასამალად.
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც თითქოს ვერც ამჩნევენ სხვადასხვა
საგანს ინტერიერში, ბევრი ფერადი გამოფენა მცირედ განსხვავებას
ქმნის, მაგრამ ის შეიძლება მეტისმეტად შფოთის მომგვრელი იყოს იმ
ბავშვებისთვის, რომლებსაც სენსორული სირთულეები აქვთ. არ გთა-
ვაზობთ, რომ თავიდან მოიშოროთ ყველა გამოფენილი ან ჩამოკიდე-
ბული ნივთი, მაგრამ გირჩევთ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით მოეკი-
დოთ თქვენს ვიზუალურ გარემოს.

შეყოვნდით

ეს არის აქტივობა, რომელიც თქვენს კოლეგებთან ერთად შეგიძ-


ლიათ გააკეთოთ. როცა ტრენინგებს ვატარებ ხოლმე ბაღთან, ხში-
რად ვთხოვ ხოლმე თანამშრომლებს, გააკეთონ ეს სატრენინგო სე-
სიაზე.

107
გარემო

ყველანი ჩაიმუხლეთ ან დაწექით ზურგზე. მიმოიხედეთ ირგვლივ,


სივრცეში. ჰკითხეთ მათ, რას ხედავენ ისინი ამ სიმაღლიდან. როგო-
რი შეგრძნებაა?
ეს ძალიან მარტივი სავარჯიშოა, მაგრამ ის გვეხმარება, დავინა-
ხოთ რაღაცები ბავშვის სიმაღლიდან ან პერსპექტივიდან და გავაც-
ნობიეროთ, რომ ის შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ჩვენ მიერ
დანახული გარემოსგან.
სავარჯიშოს გაგრძელებისთვის შესაძლოა თავად ბავშვებს სთხო-
ვოთ მათი სიმაღლიდან გადაიღონ კედლების, დაფების, ჩამოკიდე-
ბული ობიექტების სურათები და ეს განიხილოთ მათთან ერთად. რას
ხედავენ ისინი? რა მოსწონთ მათ? რა არ მოსწონთ? ეს არის მარტივი
სავარჯიშო ბავშვის გასაგებად, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ და
რომელიც დაგეხმარებათ შეიგრძნოთ, თუ როგორ განიცდება ბავშ-
ვების მიერ თქვენი სივრცე.

ბავშვების ჩართულობა გარემოს შექმნაში

იმის ნაცვლად, რომ ბაღის თანამშრომლებმა შექმნან გარემო ბავშვე-


ბისთვის, ისინი ბავშვებთან ერთად უნდა მუშაობდნენ ამაზე. ჩართეთ
ბავშვები დაფების შექმნაზე ფიქრის პროცესში, რა უნდა განთავსდეს
მათზე და რა უნდა გქონდეთ ჯგუფში. იმსჯელეთ მათთან ფერების და
ნივთების შერჩევაზე, წაახალისეთ, იფიქრონ იმაზე, რა რესურსები
გჭირდებათ და სად ინახავთ მათ. ეს აძლევს ბავშვებს განცდას, რომ ეს
გარემო საერთოა, საზიაროა, რომელზეც თითოეულმა მათგანმა უნდა
იზრუნოს, მაგრამ ასევე რომელიც ყველას საჭიროებებს უნდა აკმაყო-
ფილებდეს.
ვმუშაობდი საბავშვო ბაღში, სადაც მათ მთლიანად შეცვალეს გა-
რემო რამდენიმე კვირაში. ეს ბაღი ჩართული იყო პროექტში, რომლის
ფარგლებშიც უნდა მოეფიქრებინათ, თუ როგორ შემოეტანათ შიგნით
გარე სამყარო და ერთ ბავშვს აინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუკი
ამას რეალურად განახორციელებდნენ. ერთი შაბათ-კვირის გასვლის

108
გარემო

შემდეგ, თანამშრომლებმა ჯგუფში შემოიტანეს მიწისზედა საფარი,


ბალახებით, მთელი იატაკი დაფარული იყო მიწით. ის დარჩა ჯგუფში
რამდენიმე კვირის განმავლობაში და ბავშვებმა და თანამშრომლებმა
ისიამოვნეს ერთობლივი თამაშით და დაგეგმვით, თუ როგორ გამოეყე-
ნებინათ ბალახიანი ოთახი. ეს ცოტათი გიჟური მაგალითია! მაგრამ მე
მიყვარს ის, როგორც ბავშვების ფიქრებისა და განსხვავებული აზროვ-
ნების მოსმენის და მიყოლის მაგალითი.

უწესრიგობა, არეულობა, ქაოსი

ქაოსი ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამ არის ირგვლივ. ზოგიერთ ადა-
მიანს შეუძლია იცხოვროს არეულობაში და არ შეამჩნიოს, მაგრამ სხვე-
ბისთვის ის შეიძლება ძლიერი გამღიზიანებელი იყოს. პირადად მე,
სადღაც შუაში ვარ, რადგან შემიძლია არეულობაში ვიცხოვრო, მაგრამ
როდესაც სტრესში ვარ, მეტად მგრძნობიარე ვხდები უწესრიგობის მი-
მართ. ვიცი, რომ ზოგიერთ გარემოში: ბაღის ჯგუფში, საკლასო ოთახ-
ში ან ბავშვზე ზრუნვის სხვა დაწესებულებებში, შესაძლოა შეზღუდული
იყოს ფიზიკური და სათავსო სივრცე. ეს განსაკუთრებით პრობლემაა
ხოლმე სკოლის საკლასო ოთახებში, როგორც შევამჩნიე. როდესაც
ჩვენ გვაქვს შემოზღუდული ოთახი და სათავსო სივრცეების ნაკლებო-
ბას განვიცდით, არეულობა შესაძლოა უფრო მეტი პრობლემა იყოს,
თანაც წლების გასვლასთან ერთად ის შეიძლება გაიზარდოს. ზო-
გიერთი სკოლის საკლასო ოთახებში ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს
ასე ‒ ძალიან ბევრი მაგიდა და სკამი, ყუთები, მათში მოთავსებული
ნივთებით, საძერწი სივრცე გადმოღვენთილი და ნარჩენი მასალებით,
სათამაშოების და რესურსების ყუთები, გამოსაცვლელი სივრცე ჩამო-
კიდებული ტანსაცმელებით.
დიდი რაოდენობით ნივთებს და არეულობას რამდენიმე პრობლე-
მა ახლავს:
▶▶ ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ მათთვის სასურველი სათამაშო-
ების და ხელსაწყოების მოძებნა.
▶▶ ეს შეიძლება ვიზუალურად დამქანცველი იყოს.

109
გარემო

▶▶ ზოგიერთი ბავშვი ასეთ გარემოში შესაძლოა ვერ გრძნობდეს თავს


უსაფრთხოდ.

იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა იცოდნენ,


რა სათამაშოები და რესურსებია მათთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა
უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოსაჩენად იდოს, არა-
მედ ბავშვებმა იცოდნენ, რაზე აქვთ მათ წვდომა. სირთულე, რაც მე-
ტისმეტ ქაოსს და გადატვირთულობას ახლავს, არის გადაჭარბებული
ვიზუალური სტიმულაცია: ზოგიერთი ბავშვისთვის არის საშიშროება,
რომ ეს დამქანცველი აღმოჩნდეს. ასევე ამან შეიძლება გაართულოს
წვდომა და საჭირო ნივთების პოვნა, რამაც შესაძლოა ისინი ხშირად
ფრუსტრაციამდე ან წყობიდან გამოსვლამდეც კი მიიყვანოს. ზოგიერთ
ბავშვში არეულობა საფრთხის განცდას იწვევს. მათ არ იციან, რა არის
იქ და რა ‒ არა და ეს ზოგჯერ შფოთვის მიზეზიც ხდება.
კიდევ ერთი სირთულე, რაც გადატვირთულობას და ქაოსს ახლავს,
არის სივრცეში თავისუფლად გადაადგილების პრობლემა. მინახავს
სივრცეები, სადაც იმდენი რამეა მოთავსებული იატაკზე, რომ სანამ
ბავშვები სათამაშოს ან რაიმე სხვა ნივთს აიღებენ, ისინი ძირს ცვივა
და ბავშვები ზედ აბიჯებენ. ეს შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი
სივრცეში გადაადგილებისას. კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება დამქანც-
ველი და საფრთხის განცდის შემცველი იყოს ზოგიერთი ბავშვისთვის
(და უფროსისთვისაც).
ხშირად დაწესებულებებში დიდი დალაგება აქვთ ხოლმე წელი-
წადში ერთხელ. ეს არის შესაძლებლობა, რომ დაახარისხონ რესურ-
სები, თავიდან მოიშორონ არასაჭირო ნივთები. ცოტათი ზაფხულის
დალაგების მსგავსია. მაგრამ იქნებ ღირდეს ამის უფრო ხშირად გა-
კეთება, მაგალითად, რამდენიმე თვეში ერთხელ. მე არ გთავაზობთ
რესურსების გადაყრას, მაგრამ შესაძლოა კარგი პრაქტიკა იყოს მათი
გადახედვა, არასაჭირო ნივთების რეგულარულად გადაყრა ან შესაძ-
ლოა ზოგიერთი ნივთის სათავსოში გადაწყობა (თუკი გაქვთ სათავსოს-
თვის რამე სივრცე). თქვენ შეგიძლიათ თავად ბავშვები ჩართოთ ამაში

110
გარემო

და აფიქროთ იმაზე, რა რესურსებს იყენებენ და უყვართ და რით არ


თამაშობენ არასდროს.

შეყოვნდით

კარგია თუ ამ სავარჯიშოს გუნდის შეხვედრაზე გააკეთებთ. დახარჯეთ


დრო თქვენი ჯგუფის გარემოს გუნდურად დასათვალიერებლად და
განსახილველად.
▶ რას ამჩნევთ?
▶ ყველაფერს აქვს თუ არა თქვენს ოთახში თავისი სახლი, სადაც ის
„ცხოვრობს“?
▶ იციან თუ არა ბავშვებმა, როგორ უნდა იპოვონ ნივთები?
▶ ყველაფერი გჭირდებათ თუ არა იმათგან, რაც გამოფენილია?
▶ ბოლოს როდის გადაახარისხეთ ნივთები?

წყნარი სივრცეები

ბევრი ბავშვი, რომლებთანაც ვმუშაობ, ხშირად იქანცება ხმაურიან სივ-


რცეში, საკლასო ოთახში ან ბაღის ჯგუფში. როდესაც შევდივარ ახალ
ჯგუფში ან საკლასო ოთახში, სადაც ბავშვის დასახმარებლად მივდი-
ვარ, ყოველთვის ვეძებ წყნარ სივრცეს. ეს შესაძლოა იყოს წიგნების
კუთხე ან სივრცე დრაპირებით, ბალიშებითა და საბნებით, კარავი ან
ბუნაგიც კი მაგიდის ქვეშ. ვფიქრობ, ყველა დაწესებულებაში საჭიროა,
იყოს წყნარი სივრცე, ადგილი, სადაც ბავშვს შეუძლია დაჯდეს, დაწვეს
და სიმშვიდე იპოვოს. ასევე ვემხრობი იმას, რომ ასეთი სივრცე ხელმი-
საწვდომი იყოს არა მარტო შიგნით, არამედ გარეთაც.
როდესაც წყნარი სივრცე გვაქვს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა
ბავშვმა იცის, რისთვის არის ეს სივრცე და როგორ უნდა გამოიყენოს
ის. ბავშვებს ეს თავისთავად ვერ ეცოდინებათ. ჩვენ უნდა ვუთხრათ
მათ, ვაჩვენოთ, მაგალითი დავანახოთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ
ეს სივრცე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ სივრცეზე წვდომა

111
გარემო

ჰქონდეთ ნებისმიერ დროს, როდესაც დასჭირდებათ. ზოგიერთი ბავშ-


ვი არასდროს შევა ამ სივრცეში, მაგრამ ზოგისთვის ეს გახდება უსაფრ-
თხოებისა და განმარტოების ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრ-
ცეები იყოს გენდერისადმი ნეიტრალური. ხშირად მინახავს წყნარი სივ-
რცეები, რომლებიც გამოიყურება და განიცდება ძალიან ფემინურად,
ვარდისფერი ფარდებით და ფუმფულა ბალიშებით. ზოგიერთ ბიჭს
მოეწონება ეს, მაგრამ სხვა ბიჭებისთვის (და გოგოებისთვის) ზიზღის
მომგვრელი და შემაცბუნებელი იქნება. მნიშვნელოვანია გულდასმით
შეარჩიოთ ფერები და ფაქტურები, რომლებსაც იყენებთ.
ელიზაბეტ ჯარმანი იკვლევდა და მუშაობდა კომუნიკაციისადმი მე-
გობრული სივრცეების იდეაზე, რაც მისი მუშაობის სფერო იყო მრავა-
ლი წლის განმავლობაში. მისი მოსაზრებით, გადატვირთული, ქაოსური
საკლასო ოთახი და ადრეული განათლების სივრცე არ წაახალისებს
ბავშვებს შორის ურთიერთობას. ისინი ხშირად შეიძლება ძალიან ხმა-
ურიანი იყოს, რაც ასევე ხელს უშლის კარგ კომუნიკაციას. იმისათვის,
რომ ბავშვებმა შეძლონ ერთმანეთთან და უფროსებთან ურთიერთობა,
მისი აზრით, სჭირდებათ მიმზიდველი და კომუნიკაციისთვის ხელმისაწ-
ვდომი გარემო.
ელიზაბეტი მომხრეა კედლების დამამშვიდებელ ფერებში შეღებ-
ვის, დრაპირებებისა და მსუბუქი განათებების და ისეთი სივრცეების არ-
სებობის, სადაც არის ბალიშები, საბნები, ნოხები ‒ ადგილების, სადაც
შეიძლება მშვიდად დაჯდომა ან დაწოლა. ის მოგვიწოდებს, გამოვიყე-
ნოთ ბუნებრივი ნივთები და ობიექტები, რომლებიც სახლიდან მოვი-
შორეთ. როდესაც ვყოფილვარ საბავშვო ბაღებში, რომლებზეც ელი-
ზაბედის იდეებმა მოახდინეს გავლენა, შემიმჩნევია, რამდენად მეტი
სიმშვიდეა იქ და ბავშვებიც როგორი მშვიდები არიან. ელიზაბედის
ნაშრომში განსაკუთრებულად მომწონს, რომ ის არ ემხრობა მაინც-
დამაინც უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაწევას ძვირადღირებული,
ხის, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობებისა და სათამაშოების შე-
საძენად. ის მიესალმება და უბიძგებს თანამშრომლებსა და ოჯახებს,
გამოიყენონ ნივთები სახლიდან და მოარგონ ისინი ბაღის გარემოს.

112
გარემო

ელიზაბეტის ნაშრომის ბმული იხილეთ განყოფილებაში „დამატებითი


ინფორმაცია და წყაროები“.

ჰიუგა*

საბავშვო ბაღები, რომლებიც ელიზაბეტის იდეებს იყენებენ, მახსენებენ


დანიურ საბავშვო ბაღებს, რომლებშიც ვყოფილვარ და სადაც ჰიუგას
იდეა კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია (Hygge in the Early Years,
2021). ეს არის უსაფრთხოების და სიმყუდროვის განცდის შექმნა მათ
გარემოში. ბაღის ოთახებში, რომელსაც ვსტუმრობდი, ძირითადი ავე-
ჯი იყო კომფორტული სავარძლები და ბალიშები, იატაკზე გაფენილი
ცხვრის ტყავის ხალიჩების პარალელურად. განათება იყო მსუბუქი,
ლამფებით და გამჭვირვალე სანათებით. მათ ჰქონდათ ოთახის მცე-
ნარეები და მახლობლად მდებარე ტყეში ნაპოვნი ნივთები (ფრთები,
გირჩები, კურკები და ძვლები), რომლებიც მინის კოლოფებში იყო მო-
თავსებული როგორც სილამაზისა და ინტერესის ობიექტები. ჯგუფში
ასევე ჰქონდათ გამოტენილი ცხოველებით, რაც უნდა ვაღიარო, აქამ-
დე არ მინახავს გაერთიანებული სამეფოს ბაღებში, მაგრამ, როგორც
აღმოჩნდა, ის იწვევს ბავშვების ინტერესს და აღტაცებას. რასაც ამ
დანიურ ბაღში დავაკვირდი და ვესაუბრე თანამშრომლებს, ისინიც და
ბავშვებიც დაუჯერებლად მშვიდები და დინჯები იყვნენ. ისინი დროის
ძალიან დიდ ნაწილს ატარებდნენ გარეთ, ტყეში და ეს უდავოდ დიდ
როლს თამაშობდა ბავშვების კეთილდღეობის განცდასა და სიმშვიდის
შეგრძნებაში (ამ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავ მე-9 თავში).
თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯგუფში შექმნილი გარემოც ეხმარებოდა თანამ-
შრომლებსა და ბავშვებს თავი მშვიდად ეგრძნოთ. ეს იყო მიმზიდველი,
კომფორტული, უსაფრთხო და სახლური გარემო, რომელიც მყუდროდ
მოწყობისა და განტვირთვისკენ გიბიძგებდა. გაერთიანებულ სამეფოში
კიმბერლი სმიტს აქვს საკონსულტაციო და ტრენინგ ცენტრი, რომელიც

* დანიურიდან ‒ Hygge. მყუდრო და კონფორტული თანაცხოვრების ხარისხი, რომელიც


კმაყოფილებისა და კეთილდღეობის განცდის გამომწვევია.

113
გარემო

ეხმარება საბავშვო ბაღებს, დანერგონ ჰიუგა. ეს ეხება თქვენ მიერ მი-


წოდებული რესურსებით შექმნილ გარემოს და შიდა და გარე სივრცე-
ების მოწყობის შესახებ იდეების ნაზავს. ამასთან დაკავშირებით ბმული
შეგიძლიათ იხილოთ თავის ბოლოს.

შეყოვნდით

▶ გაქვთ თუ არა წყნარი სივრცე ორივეგან: შიგნით და გარეთ?


▶ რამდენად კარგად იყენებენ მათ ბავშვები? შესაძლოა თქვენ რამ-
დენიმე დღე დაგჭირდეთ დასაკვირვებლად, თუ როგორ იყენებენ
ამ სივრცეს ბავშვები.
▶ რას ფიქრობენ ბავშვები ამ სივრცეზე? შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშ-
ვებს, გადაიღონ სურათები ან გითხრან, როგორ მოსწონთ ამ სივრ-
ცის გამოყენება ან რა მოსწონთ ამ სივრცეში. თუ გყავთ ბავშვები,
რომლებიც არ იყენებენ წყნარ სივრცეს, გაიგეთ, რას ფიქრობენ
ისინიც მის შესახებ.

დამშვიდებისთვის განკუთვნილი სივრცეები

ბავშვებისთვის, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, უჩვეულო არ არის გა-


დაღლა და წონასწორობიდან გამოსვლა. ზოგჯერ ამას გარემო უწყობს
ხელს (როგორც ზემოთ განვიხილეთ); სხვა შემთხვევებში ეს შესაძლოა
გამოწვეული იყოს რაიმეს თხოვნით ან ტრანზიციებით; ზოგ შემთხვევა-
ში კი შესაძლოა ვერც მივხვდეთ, თუ რამ გამოიწვია ბავშვის გაღიზიანე-
ბა. როგორც მე-4 თავში აღვნიშნეთ, კიერან მაკარტისთან ინტერვიუში,
იდეალურ შემთხვევაში უფროსებს შეუძლიათ ამოიცნონ, როდის ეწყება
ბავშვს სირთულეები და გაჩნდნენ მასთან, რომ შესთავაზონ მხარდაჭე-
რა და გამწვავებამდე განმუხტონ სიტუაცია, მაგრამ ეს ყოველთვის არ
არის შესაძლებელი. ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ რეგულარუ-
ლად მოვიხმართ და ვურჩევთ დაწესებულებებს, არის უსაფრთხო და
დამამშვიდებელი სივრცე, რომელსაც ბავშვი გამოიყენებს. ჩვენ ხში-

114
გარემო

რად ამისთვის მოვიხმართ გასაშლელ ან ინდიელების კარვებს, მაგრამ


ასევე გამომიყენებია დიდი მუყაოს ყუთი ან კუსტარულად გამიკეთებია
კარავი მაგიდის ქვეშ, ზემოდან გადაფარებული საბნით.
ამ სივრცის მიზანია ბავშვები შევიდნენ, როდესაც დასჭირდებათ,
თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და დამშვიდდნენ. ეს არ არის ტაიმაუტის
სივრცე, ჩვენ არ ვიყენებთ ტაიმაუტს, არამედ როცა ბავშვს სჭირდება,
ამ დროს ვართ მასთან ერთად. ეს სივრცე უკავშირდება უსაფრთხო-
ების და დაცულობის განცდას და ჩვენ ხშირად აქ ვათავსებთ რამდენი-
მე რბილ ნივთს. ქვევით მოცემულ ბოქსში მოცემულია იმ ნივთების სია,
რომლებიც შეიძლება ამ სივრცეში გქონდეთ. ეს სივრცე ცოტათი უფრო
ბნელი იქნება, ვიდრე ჯგუფის დანარჩენი ნაწილი, რამდენადაც ეს მცი-
რე განათება შესაძლოა დაეხმაროს ბავშვს, უფრო მშვიდად იგრძნოს
თავი. იდეალურ შემთხვევაში, დასამშვიდებელი სივრცე უნდა იყოს ჯგუ-
ფის ოთახში, როგორც მისი ნაწილი და არა მოშორებით, კორიდორში,
ოთახის ძირითადი ნაწილისგან გამოყოფილად. ძირითად ოთახში ამ
სივრცის არსებობა ბავშვს აძლევს საშუალებას, დაიმშვიდოს თავი და
მოახერხოს წონასწორობის აღდგენა, ისე რომ თავი არ იგრძნოს და-
სასჯელად გაგზავნილად. დასამშვიდებელი სივრცის კიდევ ერთი უპი-
რატესობა ის არის, რომ უფროსები ბავშვების გვერდით არიან: თუკი
ფიზიკურად არ არიან მათთან ამ სივრცეში (რადგანაც უფროსი ყოველ-
თვის ვერ ეტევა ამ სივრცეში), გარეთ მაინც არიან.
თუკი თქვენ თქვენს კლასში ან ჯგუფში გყავთ აღიარებული დამატე-
ბითი სეფჯის საჭიროებების მქონე მოსწავლე ან ბავშვი, რომელსაც სენ-
სორული სირთულეები აქვს, იდეალურ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება
კონკრეტულად მისთვის გქონდეთ დამამშვიდებელი სივრცე. მაგალი-
თად, გასულ წელს, მე-6 სემესტრის ბოლოს, განვიხილე ჩემს სამ ახალ
სკოლასთან, თუ როგორ შევძლებდით ამის დანერგვას იმ ბავშვებისთ-
ვის, რომლებთანაც ვიმუშავებდი სექტემბრიდან. ჩვენ ვიცოდით მათი
ბაღებიდან, რომ ამ ბავშვებთან კარგად მუშაობდა დამამშვიდებელი
კარვები, ამდენად გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს გაკეთ-
დებოდა შემოდგომის სემესტრის დასაწყისში. მთელს ჯგუფს მიეწოდა
ინფორმაცია, რომ ეს იყო ამ კონკრეტული ბავშვისთვის განკუთვნილი

115
გარემო

სივრცე და არა ზოგადი სათამაშო სივრცე. ზოგიერთი დაწესებულება


ღელავს იმაზე, რომ ამას ბავშვები არ მიიღებენ ან უსამართლობა იქნე-
ბა მათ მიმართ. ჩემი გამოცდილებით, ბავშვებს ბევრად მეტი მიმღებ-
ლობა აქვთ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ისინი იშვიათად აპრო-
ტესტებენ ან მოითხოვენ დაჟინებით მის გამოყენებას.

რა უნდა გვქონდეს წყნარ სივრცეში

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყნარი სივრცე შესაძლოა იყოს:


▶▶ გასაშლელი კარავი
▶▶ ინდიელების კარავი
▶▶ მაგიდაზე გადაფარებული საბანი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ შეძ-
რომა
▶▶ ტანსაცმელების საშრობზე გადაფარებული საბანი
▶▶ დიდი ზომის მუყაოს ყუთი გადასაფარებლით (შესაძლოა ბავშვებს
სთხოვოთ მისი მორთვა).

წარმოიდგინეთ ბუნაგი, რომელიც გაგიკეთებიათ ბავშვობაში ან


თქვენს საკუთარ შვილებთან ერთად. ამ სივრცეებში მიმზიდველი ისაა,
რომ ისინი პატარა ზომისაა, ბნელი და მყუდროა. მეტად მყუდრო გა-
ხადეთ ის შიგნიდან საბნებით, ბალიშებით და მბჟუტავი განათებით (ან
მცირე ზომის LED სანათებით).
ზოგიერთ ბავშვს მოსწონს თვისი საყვარელი სათამაშოს ან რამდე-
ნიმე წიგნის შეტანა ამ სივრცეში, მაშინ როდესაც სხვებს ურჩევნიათ აქ
ჰქონდეთ რამდენიმე სენსორული სათამაშო ან დამამშვიდებელი ყუთი
(ამასთან დაკავშირებული იდეებისთვის იხილეთ მე-8 თავი). მნიშვნე-
ლოვანია, რომ ბავშვები თავად იყვნენ ჩართული მათთვის ამ სივრცის
შექმნის პროცესში.

116
გარემო

როგორ გამოვიყენოთ ეს სივრცეები

როდესაც მშვიდად არიან, მოუყევით მათ თქვენ მიერ შექმნილი და-


მამშვიდებელი სივრცის შესახებ. აუხსენით, რომ ეს იქნება მათი სივ-
რცე, სადაც ისინი შეძლებენ თქვენთან ერთად გარკვეული დრო გა-
ატარონ და რომ ეს არის ადგილი, რომელიც დაეხმარებათ ცოტათი
უფრო მშვიდად იგრძნონ თავი. ჩართეთ ბავშვი იმაზე ფიქრში, თუ რა
მოეწონებოდათ ამ სივრცეში. იქნებ მათ აარჩიონ მათთვის სასურველი,
თქვენს ხელთ არსებული საბნებისა და ქსოვილებიდან, შეარჩიონ ბა-
ლიშები, რომლებიც უნდათ, რომ ამ სივრცეში იყოს. ერთ ბავშვს, რო-
მელთანაც ვმუშაობდი, საერთოდ არ უნდოდა ბალიშები. მას სურდა
ჰქონოდა მხოლოდ ერთი საბანი და მისი საყვარელი სათამაშო. ასევე
ვმუშაობდი ისეთ ბავშვთანაც, რომელსაც უნდოდა 5 საბანი და მთლი-
ანად იფარებდა ამ საბნებს. როგორც ვიცით, ყველა ბავშვი განსხვავე-
ბულია და მათ თავად უკეთესად იციან, რა ესიამოვნებათ და რა არა.
ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სივრცეში ისინი თავს კარგად გრძნობდნენ.
არასოდეს გამოიყენოთ დამამშვიდებელი სივრცე, როგორც სას-
ჯელი. არ მჯერა, რომ ბავშვებთან ტაიმაუტები შედეგიანია, ვფიქრობ,
რომ ბავშვებს ასეთ დროს სჭირდებათ მხარდამჭერ, მშვიდ და მზრუნ-
ველ უფროსთან ერთად დროის გატარება. ეს სივრცე საშუალებას აძ-
ლევს ბავშვებს, რომ ცოტა ხნით ჩამოშორდნენ იმ რაღაცებს, რაც მათ
გადაღლას იწვევს. ეს არის სივრცე, რომლის მიზანია ბავშვმა უსაფრთ-
ხოდ იგრძნოს თავი და დაუკავშირდეს უფროსს.

როგორ გამოვიყენოთ დამამშვიდებელი სივრცე?

აუხსენით, რომ თქვენ იქნებით მათ გვერდით და რომ ეს აგრძნობინებს


მათ თავს უსაფრთხოდ. როდესაც ამჩნევთ, რომ ბავშვს მოუსვენრობა
ეწყება და წონასწორობიდან იწყებს გამოსვლას, თქვენ მას უნდა უთხ-
რათ: „ვხედავ, რომ შენ ცოტა არ იყოს ღიზიანდები, მოდი შენს მშვიდ
სივრცეში დაჯექი. ვფიქრობ, ეს შეიძლება დაგეხმაროს ცოტათი უფრო
მშვიდად იგრძნო თავი“. ამ სიტყვების გამოყენებით, თქვენ აჩვენებთ

117
გარემო

ბავშვს, რომ ამოიცანით მისი ძლიერი გრძნობები, თქვენ ამის ვალი-


დაციას ახდენთ და ეხმარებით მართვაში. ამას სჭირდება დრო და ვარ-
ჯიში და ყოველთვის არ იმუშავებს, მაგრამ თუკი შევინარჩუნებთ სიმშ-
ვიდეს და ვიქნებით თანმიმდევრული, ამ სივრცეებს შეუძლიათ ძალიან
დაგვეხმარონ.
დროთა განმავლობაში იქამდე უნდა მიხვიდეთ, რომ ბავშვმა თა-
ვად ამოიცნოს თავისი მდგომარეობა და ასეთ დროს არჩიოს წყნარ
სივრცეში განმარტოება. გასულ წელს ვეხმარებოდი ბიჭუნას, რომე-
ლიც უკიდურესად აგრესიული ხდებოდა ძალიან სწრაფად. დასაწ-
ყისში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ტრიგერების ამოცნობა და მათი წი-
ნასწარ განჭვრეტა და მასთან მუდმივად ვიყენებდით დამამშვიდებელ
სივრცეს და დამამშვიდებელ ყუთს. ზოგჯერ დამხმარე მასწავლებელი
იყო მასთან, სხვა შემთხვევებში ძირითადი მასწავლებელი, ზოგჯერ
კი ადმინისტრაციის გუნდის წევრები (მათ შორის დირექტორი). ისინი
მის გვერდით იჯდნენ ამ სივრცეში და ეხმარებოდნენ დამშვიდებაში.
სასწავლო წლის შუაში მან დაიწყო თანამშრომლებისთვის თქმა „მე
გაბრაზებული ვარ და უბრალოდ მინდა ჩემს სივრცეში ვიჯდე“. ეს ჩვენ-
თვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. რა თქმა უნდა, მაინც იყო შემთხვე-
ვები, როდესაც ის ვერ ახერხებდა ამოეცნო თავისი აღმავალი ემოცი-
ები, მაგრამ ამან დაგვანახა, რომ ეს სივრცე გახდა მისთვის ადგილი,
რომელსაც ის აღიარებდა უსაფრთხოდ და რაც მნიშვნელოვანია, ის
იწყებდა თავის თავში სხვადასხვა გრძნობისა და ემოციის დანახვას
და შესწავლას (ამას უფრო დაწვრილებით განვიხილავ მე-7 თავში,
ემოციური ენის და გრძნობებისა და ემოციების ამოცნობის საკითხების
განხილვისას).

სენსორული შესვენება

ზოგიერთი ბავშვისთვის, რომლებთანაც ვმუშაობ, ჯგუფური შეხვედ-


რების დრო, ხალიჩაზე შეკრების დრო, განსაკუთრებულად რთულია.
ჯდომის პროცესი შესაძლოა ძალიან რთული იყოს, რამდენადაც ამდე-
ნი ბავშვის გარემოცვაში ძალიან ბევრი სენსორული არჩევანია მათთ-

118
გარემო

ვის. ზოგიერთმა ამ ბავშვთაგანმა აღმოაჩინა, რომ წრის დროს ისინი


უკეთ გრძნობენ თავს, თუკი თავიანთ წყნარ სივრცეში იმყოფებიან, ჯგუ-
ფის უკანა ნაწილში. იქედან მათ შეუძლიათ მოისმინონ და დაინახონ
(თუკი სურვილი ექნებათ, თავს გამოყოფენ), რა ხდება და ასე უფრო
უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ეს შესაძლოა იყოს სენსორული შესვენე-
ბა, რომელიც მათ სჭირდებათ. მყავდა ერთი პატარა ბიჭუნა, რომელიც
თვეების განმავლობაში დამხმარე მასწავლებელთან ერთად, თავისი
კარვიდან ესწრებოდა ანბანის გაკვეთილებს. ის არ ჩამორჩენილა, მის-
მა სივრცემ იმუშავა მისთვის. საბოლოოდ, მან მოახერხა გამოსულიყო
კარვიდან და გამხდარიყო დანარჩენი ჯგუფის ნაწილი, მაგრამ იყო
დღეები, როდესაც მას უჭირდა და ასეთ დროს შეეძლო ისევ დაბრუნე-
ბოდა კარვის სივრცეს.

დასკვნა

გარემო არ არის ყოველთვის პირველი რამ, რაზეც ვფიქრობთ, როდე-


საც ვეხმარებით სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვებს. ამის ნაცვლად,
როგორც წესი, ფიქრს ვიწყებთ ქცევაზე. თუმცა, თუკი უკან დავიხევთ
და ინტერესით დავფიქრდებით გარემოზე, რომელიც ჩვენ შევქმე-
ნით ‒ თუკი მას შევხედავთ ბავშვის თვალით და დავინტერესდებით,
როგორ გრძნობენ თავს ამ სივრცეში და როგორი შეიძლება იყოს
მათი გამოცდილება ‒ შესაძლოა ეს დაგვეხმაროს ვიპოვოთ გამო-
სავალი და ჰოლისტურად მივუდგეთ ბავშვებთან მუშაობას, ვიპოვოთ
მათი დახმარებისა და მხარდაჭერის გზები. ზოგჯერ უბრალოდ მცირე
ცვლილებებისა და ხრიკების განხორციელება გვჭირდება, თუმცა ეს
პატარა ცვლილებები, ხშირად საკმარისია დიდი განსხვავებების შე-
საქმნელად.
თუკი გარემოს შესახებ ფიქრის იდეა თქვენთვის ახალია, ჩემი
რჩევა იქნება, გუნდის წევრებმა გარკვეული დრო გამოყოთ იმისთვის,
რომ დაფიქრდეთ თქვენი არსებული ჯგუფის ბავშვების საჭიროებებზე
და შემდეგ განიხილოთ, როგორ აკმაყოფილებს და ერგება ჯგუფის და
ეზოს გარემო მათ საჭიროებებს. ეს სარგებელს მოუტანს ჯგუფის ყველა

119
გარემო

ბავშვს და თანამშრომელს. ჩემთვის ეს არის რაღაც, რაც რეგულარუ-


ლად უნდა ვაკეთოთ, რასაკვირველია, ყველა ახალ ჯგუფთან, რადგა-
ნაც ყველა ჯგუფს ექნება სხვადასხვა სენსორული საჭიროება.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Abraham, D., Heffron, C., Braley, P. and Drobnjak, L. (2015) Sensory Processing
101. LLA Media LLC.
Edwards, C., Gandini, L. and Forman, G. (eds) (1998) The Hundred Languages of
Children: The Reggio Emilia Approach – Advanced Reflections. London: Ablex
Publishing.
Hygge in the Early Years (2021) Hygge in the Early Years. Available at www.hyg-
geintheearlyyears.co.uk
Jarman, E. (2021) Elizabeth Jarman: Creating Optimum Conditions for Learning.
Available at https://elizabethjarman.com
Reggio Emilia Approach (2020) Reggio Emilia Approach. Available at www.reg-
giochildren.it/en/reggio-emilia-approach/
Siegel, D. (2020) The Developing Mind: How Relationships and the Brain Interact
to Shape Who We Are, 3rd edition. New York and London: Guilford Press.
Smith, K. (2021) How You Can Harness ‘Hygge’ in Early Years. Available at www.
teachearlyyears.com/learning-and-development/view/how-you-can-harness-
hygge-in-early-years

120
6 რუტინები და
ტრანზიციები

ამ თავში განხილულია, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია


ბავშებისთვის რუტინები და ტრანზიციები, განსაკუთრებით კი იმ ბავშ-
ვებისთვის, რომლებსაც აქვთ დამატებითი სოციალური, ემოციური და
ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები. ტრანზიციები და ტრანზიცი-
ებისთვის მზადება ჩემი სამყაროს ძირითადი ნაწილი გახდა. როგორც
კი დაიწყებთ ამ გზით მუშაობას, მალევე ის შემოაღწევს თქვენი ცხოვ-
რების სხვა ნაწილებშიც. ჩემი ოჯახისთვის გასართობია (და ზოგჯერ გა-
მაღიზიანებელი), იმდენ დროს ვხარჯავ იმაში დასარწმუნებლად, რომ
ჩვენ ყველანი მზად ვართ სხვადასხვა ტრანზიციისთვის. თუმცა მე ასე
არ ვფიქრობ ‒ მომზადებაში გადაჭარბება შეუძლებელია.
როცა ბავშვი იწყებს სკოლაში ან საბავშვო ბაღში სიარულს, ჩვენ
ვფიქრობთ ტრანზიციაზე, რა მხარდაჭერის გაწევა, რა ინფორმაციის
გაზიარება გვჭირდება და რა განსხვავებული გზებით შეგვიძლია მო-
ვემზადოთ. თუმცა, ყოველთვის არ ვფიქრობთ ტრანზიციაზე, განსაკუთ-
რებით კი, პატარა ტრანზიციებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს ხდება.
ამ თავში განვიხილავ რამდენიმე ასეთ პატარა ტრანზიციას და პრაქტი-
კებს, რომლებიც შეგვიძლია დავნერგოთ ბავშვების მხარდასაჭერად.
ბევრი წიგნია დაწერილი დიდი ტრანზიციების დროს ბავშვების მხარდა-
ჭერის შესახებ და ერთი-ორი მათგანი მოცემულია „დამატებით ინფორ-
მაციასა და რეკომენდაციებში“ (Grimmer, 2018; Mainstone-Cotton,
2020). ზოგიერთი ბავშვისთვის ყველა ტრანზიციამ, განსაკუთრებით კი
პატარებმა, შეიძლება გამოიწვიოს შფოთი და გადაიყვანოს შებრძო-
ლება, გაქცევა, გაშეშების რეჟიმში.

121
რუტინები და ტრანზიციები

შეყოვნდით

სანამ გააგრძელებთ, ერთი წამით დაფიქრდით, დღეში რამდენ


ტრანზიციას გადიან ბავშვები, რომლებთანაც მუშაობთ.
თქვენ შესაძლოა გსურდეთ, დაასახელოთ ბავშვების ის ტრანზიცი-
ები, რომლებსაც საბავშვო ბაღში ან სკოლაში მოსვლამდე გადიან.
აი, რამდენიმე მაგალითი:
▶ ადგომა
▶ საუზმე
▶ დაბანა
▶ ჩაცმა
▶ სახლიდან გასვლა.

შემდეგ, როცა ისინი მოვლენ, შეიძლება დღე დავყოთ შემდეგ ნა-


წილებად:
▶ მოსვლა
▶ დილის რუტინა
▶ ლანჩი
▶ შუადღის რუტინა
▶ წასვლა.

როდესაც ეს სავარჯიშო გავაკეთე, მივხვდი, დღეში რამდენ ტრან-


ზიციას აწყდებიან ბავშები, რომლებსაც ვეხმარები. შემდეგი კითხვა
არის: „ელიან ისინი ამ ტრანზიციებს?“ იციან, რას ელოდონ? სჭირ-
დებათ მათ ყველა ამ ტრანზიციის განხორციელება?

ძალაუფლება

ზოგიერთი ბავშვისთვის ცვლილება და ტრანზიცია არ წარმოადგენს


პრობლემას. ზოგი ბავშვი ადაპტური იბადება ‒ მათ შეუძლიათ ჩაერ-
თონ ყველაფერში, რაც ხდება და მთლიანად მიიღონ ის, მაგრამ, ჩემი

122
რუტინები და ტრანზიციები

გამოცდილებით, ბევრისთვის რთულია ცვლილება და ტრანზიციები.


ვფიქრობ, ბავშვების უმეტესობას სურს, იცოდეს, რა ხდება და იცოდ-
ნენ იმ ცვლილებების შესახებ, რაც უნდა მოხდეს. ეს ასეა ჩვენთვის,
ზრდასრულებისთვისაც. რამდენად გიხარიათ, როცა მოულოდნელად
იცვლება რაღაც? მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ და წიგნს
კითხულობთ, თქვენი პარტნიორი კი შემოდის ოთახში და აცხადებს:
„ჩაიცვი პალტო, ჩვენ გარეთ გავდივართ“. იქნება თუ არა თქვენი
პასუხი „კარგი“ და შეასრულებ თუ არა ინსტრუქციას კითხვების დას-
მის გარეშე? ვიცი, რომ საპასუხოდ ვიკითხავდი: „რატომ, სად მივდი-
ვართ? რატომ ახლა?“ და ალბათ, საკმაოდ გავღიზიანდებოდი ან მეწ-
ყინებოდა (შესაძლოა გავბრაზებულიყავი კიდეც, რომ მანამ არ მითხ-
რეს ამის შესახებ) და არ გამოვრიცხავ, რომ უარი მეთქვა. ხშირად ეს
ყველაფერი დადის ძალაუფლებამდე. ჩვენ, როგორც ზრდასრულებს,
გვაქვს მთელი ძალაუფლება და ხშირად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტი-
ლებებს, რა გავაკეთოთ, როდის და როგორ. ზოგიერთ ზრდასრულს
დიდებულად შეუძლია ბავშვის ჩართვა, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ხში-
რად ჩვენ გვიპყრია ძალაუფლება და ყოველთვის არ ვფიქრობთ მის
გავლენაზე.
ჩემთვის პრობლემის ნაწილს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ უბრა-
ლოდ საკმარისად არ ვფიქრობთ ცვლილებებზე. არ ვფიქრობთ ბევრი
პატარა ტრანზიციისა და ცვლილების ჭრილში, ჩვენ უბრალოდ ვაკე-
თებთ ამას. ვიმედოვნებ, ეს თავი დაგვეხმარება, ცოტათი უფრო მეტად
მოვახდინოთ რეფლექსია ამ პატარა კორექტივებზე.

რატომ შეიძლება ტრანზიციები იყოს რთული

პირველ სექციაში ჩვენ გავარჩიეთ განსხვავებული გამოცდილებები,


რომლებსაც ზოგიერთი სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვი აწყდება.
თუ ბავშვის ადრეული ცხოვრების ეტაპი დამაბნეველი, საშიში და დამ-
ქანცველი იყო, ან თუ ბავშვი სამყაროს განსხვავებულად გადაამუშა-
ვებს და ბევრ რამეს გამომფიტველად და საშიშად აღიქვამს, მაშინ მას
ხშირად უჩნდება სურვილი, ჰქონდეს გარკვეული კონტროლი მოვლე-

123
რუტინები და ტრანზიციები

ნებზე, კონტროლი მის პატარა სამყაროზე. ბევრ ბავშვის, რომლებთა-


ნაც ვმუშაობთ, აღწერა შეიძლება შემდეგნაირად, რომ მას სჭირდება
მუდმივად ჰქონდეს კონტროლი. მე ხშირად მეუბნებიან მშობლები და
თანამშრომლები, რომ ბავშვი მშვენივრადაა, სანამ იმას აკეთებს, რაც
უნდა, მაგრამ როგორც კი მათ რაიმეს მოსთხოვენ, ისინი ფეთქდებიან.
ეს აფეთქება და ბრაზი, როგორც წესი, მოდის შიშიდან, ან შესაძლოა
დაბნეულობიდან. ბავშვს ხშირად არ შეუძლია იმის გამოხატვა, როგორ
გრძნობს თავს, მაგრამ გამოცდილება აღმოაცენებს შებრძოლება, გაქ-
ცევის (ან ზოგჯერ გაშეშების) რეაქციას. ზოგიერთი ბავშვი რეაგირებს
არა ბრაზით, არამედ გაშეშებით. რამდენიმე წლის წინ ვმუშაობდი გო-
გონასთან, რომელიც, როდესაც ეუბნებოდნენ, რომ სადილის, გარეთ
სათამაშოდ გასვლის ან მწკრივში ჩადგომის დრო იყო, სადაც არ უნდა
ყოფილიყო, ძირს წვებოდა, თვალებს ხუჭავდა და არ ინძრეოდა. ის არ
იბრძოდა, ფეხებს არ აბაკუნებდა და არ ხმაურობდა. არავითარი მო-
თაფვლა, დარწმუნება, რომ ემოძრავა, არ მუშაობდა. ის შეშდებოდა.
მასთან მომუშავე ზრდასრულები ამას აღმაშფოთებლად თვლიდნენ
და იმ პრიზმიდან უყურებდნენ და იმ ისტორიას უყვებოდნენ საკუთარ
თავს, რომ გოგონა განზრახ იქცეოდა ასე. მე ვეცადე, დავხმარებოდი
მათ, რომ ეს დაენახათ გოგონას პრიზმიდან, რომელიც ცვლილებისგან
გადატვირთული იყო. მას სჭირდებოდა მომზადება და მხარდაჭერა და
არა ლანძღვა.

როგორ განიცდება ეს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ცვლილებები


შეიძლება იყოს საშიში, დამქანცველი ან დამაბნეველი. ჩვენ ვიცით,
რატომ ვთხოვეთ ბავშვს შემდეგი ცვლილების განხორციელება, მაგრამ
მათ იციან? ცვლილებებისა და ტრანზიციებისთვის ბავშვების მომზადე-
ბა კარგ პრაქტიკადაა აღიარებული და ეს ყველა ბავშვისთვის სასარ-
გებლოა. თუმცა, ზოგჯერ ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთ
ბავშვს თითოეული მცირე ტრანზიციის ან ცვლილებისთვის სჭირდება
მომზადება, განსაკუთრებით, თუ ის მათ არ აურჩევიათ.

124
რუტინები და ტრანზიციები

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, რომელიც დაფუძნებუ-


ლია მრავალწლიან პრაქტიკაზე, რამდენიმე რჩევასთან ერთად, რო-
გორ შეიძლება გამოიყურებოდეს ტრანზიციისადმი ბავშვის დამოკიდე-
ბულება განსხვავებულად (სახელები შეცვლილია კონფიდენციალობის
დასაცავად).

მაგალითები

ასადი 6 თვისაა. ის იატაკზე წევს დაკიდებული სათამაშოების ქვეშ,


იცინის, უყურებს და ღუღუნებს. მისი მშობელი მოდის, იყვანს ხელში
და უცბად აცმევს პალტოს გარეთ გასაყვანად. მშობელი არ ესაუბრე-
ბა ასადს, ბიჭუნას შეიძლება უკვირდეს, რა მოხდა, თავს გრძნობდეს
გაღიზიანებულად, ან გაოცებულად, შეიძლება ეშინოდეს. ალტერნატი-
ული მიდგომა იქნებოდა, მშობელი დახრილიყო და ცოტა ხნით ეცქირა
ასადისთვის, მსუბუქად ეჩქმიტა ლოყაზე, მზერითი კონტაქტი დაემყა-
რებინა მასთან და ეთქვა; „შენ ერთობი, მაგრამ ახლა პალტო უნდა ჩა-
გაცვა და გავიდეთ საყიდლებზე“. ასადი ვერ გაიგებს სიტყვებს, მაგრამ
პროცესი უფრო ნელია, კავშირი დამყარებულია და ეს უფრო უსაფრ-
თხოა. ასადმა შეიძლება მაინც იწუწუნოს და იჯუჯღუნოს ან შეიძლება
იტიროს კიდეც, მაგრამ იმედია, მშობელი დაამშვიდებს და დააწყნა-
რებს მას, ამოიცნობს რა, რომ ის აპროტესტებს ცვლილებას.
ფეივორი 2 წლისაა. ის თამაშობს ქვიშაში, როცა ბაღის თანამშრო-
მელი მოდის და აცხადებს, რომ ლანჩის დროა. თანამშრომელი იყ-
ვანს ფეივორს, მიჰყავს ნიჟარასთან ხელების დასაბანად და შემდეგ
სვამს მაღალ სკამში. ფეივორი საპასუხოდ ყვირის და ფეხებს იქნევს.
როდესაც უახლოვდებიან ნიჟარას, ის ხელების ქნევას უმატებს და
როდესაც სკამთან მიდიან, ის მთლიანად უკონტროლო ხდება: მისი
მკლავები და ფეხები ყველგანაა. ფეივორი ძალიან გაღიზიანებულია
და თანამშრომელს უჭირს მისი ხელში ჭერა. ფეივორი შეიძლება
გრძნობდეს შოკს, ბრაზსა და მრისხანებას და წუხილსაც. ალტერნა-
ტიული მიდგომა იქნებოდა, თუკი თანამშრომელი მიუახლოვდებოდა

125
რუტინები და ტრანზიციები

ფეივორს, ჩაიმუხლებდა მის გვერდით, ჩაერთვებოდა მასთან ქვი-


შაში თამაშში, შემდეგ აჩვენებდა ქვიშის საათს და აუხსნიდა: „როცა
ქვიშა ჩამოიყრება, ჩვენ დავიბანთ ხელებს და იქნება ლანჩის დრო.
ხელების დაბანის შემდეგ, ჩაგსვამ სკამში“. თანამშრომელს შეიძლე-
ბა ასევე ჰქონდეს რამდენიმე შესაბამისი პატარა სურათიც ფეივორის-
თვის საჩვენებლად.
მედი, 3 წლის, მივიდა ბაღში და წავიდა პირდაპირ დუპლოს (ლე-
გოს დიდი ზომის კუბურები) ზონაში. ის შეუპოვრად აშენებს. სხვა ბავ-
შვები მოდიან, უერთდებიან და შემდეგ მიდიან. მედი იქ რჩება 30
წუთის განმავლობაში, მან იცის, რას აშენებს და განაგრძობს თავისი
შენობის მორგებასა და ცვლილებას. თანამშრომელი აქნევს მანიშნე-
ბელ ჯოხს და აცხადებს: „წახემსების დროა. ყველა უნდა გაჩერდეს
და აალაგოს ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ“. წახემსების შემდეგ
იქნება სიმღერის დრო“. მედი ამას უგულებელყოფს და შენებას გა-
ნაგრძობს. თანამშრომლები ამჩნევენ, რომ მედი ერთადერთია, რო-
მელიც არ ალაგებს და ეძახიან შესახსენებლად. მედი უგულებელ-
ყოფს მათ და განაგრძნობს შენებას. ყველა ბავშვმა აალაგა ნივთები
და ახლა სხედან წასახემსებლად. მედი განაგრძობს შენებას, თითქოს
ვერ ამჩნევს, რა ხდება მის გარშემო. თანამშრომელი მოდის მედის-
თან და კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ აალაგოს იქაურობა. მედი ისევ
არ იმჩნევს მას, თანამშრომელი იწყებს დუპლოს ჩაწყობას, მედი უცებ
იწყებს ყვირილს და თანამშრომელი ვერაფრით ვერ აწყნარებს მას.
მედი შეიძლება გრძნობდეს შოკსა და მრისხანებას. ალტერნატიული
მიდგომა იქნებოდა, ძირითადი უფროსი მიახლოებოდა მედის, როცა
ის თამაშობდა, ჩართულიყო მასთან და გასაუბრებოდა, თუ რას აკე-
თებდა ის. ამ ეტაპზე, მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ პერსონიზებული
„ჯერ და შემდეგ“ ინსტრუმენტი (იხილეთ ქვემოთ), ეჩვენებინათ მე-
დისთვის დუპლოს სურათი „ჯერ“ და წახემსების სურათი „შემდეგ“. მა-
ნიშნებელ ჯოხამდე ხუთი წუთით ადრე საკვანძო თანამშრომელი დაბ-
რუნდებოდა მედისთან, აღნიშნავდა პროგრესს, რომელსაც მან მიაღ-
წია და გააფრთხილებდა: „ხუთ წუთში, მანიშნებელ ჯოხს გააქნევენ

126
რუტინები და ტრანზიციები

ალაგების დროის საჩვენებლად და შემდეგ იქნება წახემსების დრო“.


მას შეეძლო, ეჩვენებინა მისთვის ალაგების დროის სურათი ასხმულა-
ზე ვიზუალური მინიშნებითა და „ჯერ და შემდეგ“ ბარათებით. როცა
მანიშნებელ ჯოხს გააქნევდნენ, ძირითად უფროსს შეეძლო, მისული-
ყო მედისთან და აეხსნა, რომ იცის, როგორ ბეჯითად იმუშავა მედიმ.
ორივე ერთად გადაწყვეტდა, სად შეიძლებოდა შენობის უსაფრთხოდ
შენახვა, შემდეგ კი დარჩენილ დუპლოს ჩაალაგებდნენ ერთად.

შეყოვნდით

შეყოვნდი იმაზე დასაფიქრებლად, როგორ ამზადებთ ბავშვებს ტრან-


ზიციებისთვის თქვენს დაწესებულებაში? ყოველთვის წინასწარ აფრ-
თხილებთ მათ? ყველა თანამშრომელი ერთსა და იმავე ტექნიკებს
იყენებს? პატარა ტრანზიციებისთვის ბავშვების მომზადება ადვილად
შეიძლება გამოგრჩეთ. ეს არის ერთ-ერთი იმ თემათაგანი, რომელიც
იმსახურებს კვლევასა და გუნდურ რეფლექსიას.

რუტინები

რუტინების იდეაც შემაქვს ამ თავში, რადგან რუტინა ძალიან სასარგებ-


ლო შეიძლება იყოს ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მცირეწლოვანი
ბავშვებისთვის. რუტინას ბევრი ზრდასრულიც მიიჩნევს სასარგებლოდ.

შეყოვნდით

ერთი წუთით გადაავლე თვალი შენს დღეს. გაქვს თუ არა რეგულარუ-


ლი რუტინები, რომლებიც გეხმარება დღის განმავლობაში? დაფიქრ-
დი ამ რუტინებზე და გააანალიზე, როგორ გეხმარება ისინი დღის გავ-
ლაში. ეს შეიძლება იყოს დილას ყავის დალევა ან ვარჯიში, ან შეიძლე-
ბა იყოს რუტინა დღის ბოლოს, რომელიც გეხმარება განტვირთვაში.

127
რუტინები და ტრანზიციები

მე მაქვს დილის რუტინა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.


დილას ვდგები დაახლოებით 5:45 საათზე, ვსვამ წყალს, მივდივარ
ადგილობრივ აუზზე დილის ცურვისთვის, ვცურავ 30 წუთი, მოვდივარ
უკან, ვსვამ ყავას და შემდეგ ვამოწმებ ელექტრონულ ფოსტას. ბევრი
ადამიანისთვის, კოვიდ 19-ის ლოქდაუნისას, ძირეულ პრობლემას
წარმოადგენდა მათი რეგულარული რუტინის დარღვევა. მე ჩემი ცურ-
ვა ჩავანაცვლე მზის ამოსვლისას გასეირნებით, რადგან ვიცოდი, რომ
მჭირდებოდა მიმდინარე რუტინის ჩვევის შენარჩუნება და ვფიქრობ,
ამან უდიდესი სარგებელი მოუტანა ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობას
ჩაკეტვის პერიოდში. როგორც ბევრმა ჩვენგანმა ისწავლა, რამდენად
მნიშვნელოვანია რუტინის რაღაც ფორმით არსებობა, ზუსტად იგივეა
ბავშვებისთვისაც. არ გთავაზობთ, რომ საჭიროა ხისტი რუტინები, მა-
გალითად, ყოველ 40 წუთში შეჩერება და აქტივობის შეცვლა. თუმცა,
გენერალურ რუტინას, რომელიც ყველა ბავშვმა იცის და სწავლობს,
შეუძლია მათი მხარდაჭერა, თავი იგრძნონ დაცულად და უსაფრთხოდ.
ეს შეიძლება მოიცავდეს დახვედრის, ლანჩის დროისა და დღის დასას-
რულის რუტინას.
ზოგიერთი ბავშვის, რომლებთანაც ვმუშაობთ, ოჯახში ცხოვრება
შეიძლება იყოს ქაოსური, მათი ოჯახური ცხოვრება შეიძლება სავსე
იყოს ბევრი ცვლილებით. ბავშვებს შეუძლიათ ცვლილებებთან გამკ-
ლავება, განსაკუთრებით, თუ მათ გვერდით მყოფი ზრდასრულები
მშვიდად არიან და უმკლავდებიან, მაგრამ ისინი ასევე, უკეთ უმკლავ-
დებიან, როცა მომზადებული არიან და იციან, რა ხდება. არსებობს
რამდენიმე ძალიან მარტივი გზა დაწესებულებებში ამის მისაღწევად
და ჩვენ ასევე, შეგვიძლია, წავახალისოთ მშობლები, სახლშიც გა-
მოიყენონ ეს ინსტრუმენტები. ამ თავის შემდეგ ნაწილში განვიხილავ
რამდენიმე ინსტრუმენტს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია ბავშვების
დასახმარებლად რუტინისა და ნებისმიერი ცვლილებისთვის მომზადე-
ბაში.

128
რუტინები და ტრანზიციები

ინსტრუმენტები მხარდაჭერისთვის

ლოდინის დრო

ზოგჯერ ბავშვი იტვირთება, რადგან ჩვენ მათ ვაწვდით ძალიან ბევრ


ინფორმაციას. ვიცი, მეც შეიძლება ვიყო დამნაშავე ამის კეთებაში. მე
შეიძლება ვიძლეოდე ორ ან სამ ინსტრუქციას ერთდროულად, მაგრამ
ბავშვს შესაძლოა მხოლოდ პირველი ნაწილი ესმოდეს, რომელიც ზოგ-
ჯერ მათი სახელია. შემდეგ ისინი მიდრეკილები არიან გამორთვისკენ,
ან ხანდახან ისინი შესაძლოა დისტრესში ჩაცვივდნენ ინსტრუქციებით
გადატვირთვის გამო. ამ სიტუაციის შემცირება ადვილად შეიძლება
მისი დაშლით, იმის შენელებით, რასაც მათგან ვითხოვთ და დანაწევ-
რებით. მაგალითად, „სამერ“. შემდეგ მოიცადეთ, სანამ მიიღებთ მის
ყურადღებას: „პალტოს ჩაცმის დროა“. შემდეგ, როცა პალტო ეცმევა:
„ჩვენ ახლა გარეთ გავდივართ“. ქერი პეინი (Payne, 2020) ამას აღ-
წერს, როგორც „ლოდინის დროს“ (იხილეთ „შემდგომი ინფორმაცია
და რეკომენდაციები“). ზოგიერთი ბავშვისთვის ვერბალური შენელება
საკმარისია, მაშინ როცა, სხვა ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ საჩვე-
ნებელი ობიექტი, რომელიც შეიძლება იყოს სურათი ან ობიექტზე მი-
თითება. ამ მაგალითში, პალტოზე. ლოდინის დრო შეიძლება იყოს იმ
ხანგრძლივობის, რა ლოდინის დროსაც ბავშვისგან ველით. ეს შეიძ-
ლება პრობლემად იქცეს და ამას ხშირად ვხედავ სკოლებში, განსა-
კუთრებით, როცა ერთ ან ორ ბავშვს ელოდები რამის გასაკეთებლად.
მაგალითად, თქვენ შეიძლება დარეკეთ ზარი და ყველა ბავშვი უნდა
ადგეს წყნარად და გაამოძრაოს თითები. კლასში უმეტესობა ამას აკე-
თებს, მაგრამ ერთს ან ორს უჭირს, ამიტომ თქვენ ელოდებით და ეუბ-
ნებით ბავშვს: „ჩვენ ყველანი შენ გელოდებით“. მინახავს მაგალითები,
როცა პრაქტიკოსი 10 წუთი იცდის, სანამ მთელი ჯგუფი შეასრულებს
მის თხოვნას. ჩემი აზრით, ეს ლოდინი არავისთვის სასარგებლო არაა
და პრაქტიკოსს დანამდვილებით აგრძნობინებს სტრესს. იქნებ ბავშ-
ვებს, რომლთაც გგონიათ, რომ რაღაც უჭირთ, გარკვეული მხარდაჭე-
რა გაუწიოთ? მაგალითად, ერთმა მათგანმა შეიძლება დარეკოს ზარი,

129
რუტინები და ტრანზიციები

მეორეს კი მისცეთ განსხვავებული საქმე. მესმის, რომ როცა ჯგუფში 30


ბავშვია და მხოლოდ ორი ზრდასრული, ყოველთვის არაა შესაძლებე-
ლი ინდივიდუალური მხარდაჭერის გაწევა ბავშვებისთვის, რომელთაც
ეს სჭირდებათ, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა შემოქმედებითი გზები, რი-
თიც შეგვიძლია დავძლიოთ ასეთი რთული მომენტები.

ვიზუალური ცხრილები

ბევრი საბავშვო ბაღი და დაწყებითი კლასი იყენებს ვიზუალურ ცხრი-


ლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა დაწყებითი ასაკის ფარგ-
ლებს არ სცდება. ვიზუალური ცხრილი შესანიშნავი ინსტრუმენტია ბავ-
შვებისთვის იმის საჩვენებლად, რა მოხდება დღის განმავლობაში, მის
ვიზუალურ მინიშნებებად დაყოფის გზით, მაგალითად, ხელის დაბანა,
მოსვლა, ლანჩი, სახლში წასვლა. ბევრ დაწესებულებას აქვს ასეთი
ყველა ბავშვისთვის, ხშირად ოთახის ძირითად ნაწილში და გამოიყენე-
ბა დღის დასაწყისში ბავშვებისთვის დღის გეგმის შესახსენებლად. რო-
დესაც თანამშრომლებმა იციან, რომ ცალკეულ ბავშვებს დამატებითი
მხარდაჭერა სჭირდებათ, მათთვის კარგი იდეაა, ასხმულაზე იქონიონ
რამდენიმე ბარათი, რომელთა გამოყენებაც შეეძლებათ ბავშვისთვის
იმის საჩვენებლად და შესახსენებლად, რა მოხდება შემდეგ. თქვენ შე-
გიძლიათ მათი შეძენა, თუმცა ბევრი პრაქტიკოსი თავად აკეთებს მათ
და ეს ძალიან ადვილია (სურათების წყაროსთვის იდეები ჩამოთვლი-
ლია „შემდგომ ინფორმაციასა და რეკომენდაციებში“.).

„ჯერ და შემდეგ“ ბარათები

ვიზუალური ცხრილი გამოსადეგია, მაგრამ ზოგი ბავშვისთვის შეიძლება


რთული იყოს მთელი ინფორმაციის დამახსოვრება და სჭირდებათ უშუ-
ალო „ჯერ“ და „შემდეგ“ მინიშნებები. ეს ბარათები წარმოუდგენლად
მარტივი, ხშირად სახლში დამზადებული და ლამინირებული ფურცლე-
ბია ორი ბოქსით: ერთის დასახელებაა „ჯერ“, მეორესი ‒ „შემ­დეგ“.
თითო ბოქსს აქვს წებოვანი ლენტი და აქვს ფოტოები, რომ­ლებზეც წარ-

130
რუტინები და ტრანზიციები

მოდგენილია დღის ყველა აქტივობა. ამ ბარათების იდეაა იპოვო შესა-


ბამისი ფოტო და თითოეულ ბოქსში მიაკრა წებოვან ლენტს. ძირითა-
დი მასწავლებელი ამას გამოიყენებს ბავშვისთვის იმის საჩვენებლად,
რა ხდება „ჯერ“ და „შემდეგ“. ალტერნატივის სახით, თანამშრომლებს
შეიძლება ჰქონდეთ დაფა და ზედ დახატონ „ჯერ“ და „შემდეგ“ სიმბო-
ლო.
ბევრ ბავშვს, რომლებსაც ვეხმარები, აქვს „ჯერ და შემდეგ“ ბარა-
თები. ზოგჯერ ისინი საჭიროა მხოლოდ წლის დასაწყისში, შემდეგ კი,
როგორც კი ბავშვი ერგება რუტინას, მას ნაკლებად სჭირდება ის, მაგ-
რამ სხვა ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში სჭირდებათ (ვურჩევ
თანამშრომლებს, მთელი წლით იქონიონ ისინი პირველ კლასში). ბავ-
შვებს ხშირად ძალიან ეხალისებათ, დაეუფლონ მას და იპოვონ შესაბა-
მისი ფოტოები და მიაკრან ბოქსს. მნიშვნელოვანია, გქონდეთ ფოტო-
ების ფართო ასორტიმენტი, დღის სხვადასხვა ნაწილის ასახვისთვის.
იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ვეხმარები, საგანმანათლებლო დრო
დღის ძირითადი ნაწილია და თანამშრომლებს ამისთვის ფოტო აქვთ.
ისინი, ასევე, იყენებენ ჩემს ფოტოს, მათთვის ჩემი სესიების საჩვენებ-
ლად, რომ მე უნდა მოვიდე სკოლაში და ვიმუშაო მათთან. ერთ ბავშვს,
რომელსაც გასულ წელს ვეხმარებოდი, საკუთარი „ჯერ და შემდეგ“
ბარათი და ვიზუალური ცხრილი ჰქონდა და ლოქდაუნის დასაწყისში,
სკოლამ ანალოგიური რესურსი დაუმზადა დედას სახლში გამოსაყე-
ნებლად, რომელსაც ის იყენებდა მისი დღის სტრუქტურიზებისთვის.
მან ასევე, დაამზადა რამდენიმე ახალი ბარათი, რომლებიც ერგებოდა
ოჯახურ ცხოვრებას და ეს მისთვის ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი
აღმოჩნდა რთულ პერიოდში.
ჩვეულებრივ „ჯერ და შემდეგ“ ბარათებთან ერთად კარგი იდეაა,
მთლიანად გამოიყენოთ იგივე ფოტოები და (თუ შესაძლებელია) გაუზი-
აროთ ისინი მშობლებს სახლში გამოსაყენებლად. თქვენ შეგიძლიათ
ბევრი სხვადასხვა ტიპის ფოტოს გამოყენება, მაგალითად, პექსი*,

* Picture Exchange Communication System PECS ‒ სურათების გაცვლით საკომუნიკა-


ციო სისტემა არის ოგმენტატური და ალტერნატიული კომუნიკაციის ფორმა, რომელიც
იყენებს ვიზუალურ სიმბოლოებს.

131
რუტინები და ტრანზიციები

მაკატონი*, რეალური ფოტოები. ქერი პეინი (Payne, 2020) გვირჩევს,


დავრწმუნდეთ, რომ ერთსა და იმავე ფოტოებს ხანგრძლივად მოვიხ-
მართ,, რადგან ძალიან დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვე-
ბისთვის, თუ ვიყენებთ ფოტოების დიდ მრავალფეროვნებას.

საქმიანობების ამსახველი ბარათები

ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტების პარალელურად, ზოგიერთ ბავშვი


ძალიან სასარგებლოდ თვლის იმ ფოტოების ქონას, რომლებიც თან-
მიმდევრულად ასახავს გარკვეულ ამოცანებს, როგორიცაა, ვთქვათ,
ხელების დაბანა. თუ გაქვთ ვიზუალური მინიშნება და შეხსენება ბავშ-
ვის თვალისთვის მისაწვდომ ადგილას, ამას შეუძლია ყველა ბავშვის
დახმარება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც უჭირს ინს-
ტრუქციებზე მიყოლა.

თანამშრომლების და მშობლების ფოტოები

ბევრ ბავშვს, რომელთანაც ვმუშაობ, სჭირდება იმის ცოდნა, რომელი


ზრდასრულები ეხმარებიან მათ, ან რომლები იქნებიან დაწესებულება-
ში. ისინი შეიძლება შეაშფოთოს თანამშრომელთა ცვლილებამ. ბევრი
საბავშვო ბაღი იყენებს შემოსასვლელში ფოტოების დაფას, სადაც ნაჩ-
ვენებია, ვინ იქნება იმ დღეს საბავშვო ბაღში. ამას ზოგჯერ სკოლებ-
ში ცალკეული კლასებიც აკეთებენ. ერთ სკოლაში, რომელთანაც ვმუ-
შაობდი, იყვნენ წყვილად მომუშავე მასწავლებლები და წყვილად მო-
მუშავე სასწავლო ასისტენტები და სასწავლო წლის დასაწყისში გავაკე-
თეთ ვიზუალური ბუკლეტი. ბავშვს ეს სახლში ჰქონდა, თითო გვერდზე
თითო დღე იყო მოცემული და თითო გვერდი აჩვენებდა (ფოტოებით),
რომელი თანამშრომელი დაეხმარებოდა მათ იმ დღეს. ეს ვიზუალური
რესურსი მშობლებს დაეხმარა ბავშვის ყოველდღიურ მხარდაჭერაში,

* Makaton ‒ ალტერნატიული კომუნიკაციის ფორმა რომელიც იყენებს ჟესტებსა და სიმ-


ბოლოებს მეტყველებასთან ერთად.

132
რუტინები და ტრანზიციები

სანამ სკოლაში მოვიდოდნენ და ბუკლეტზე შეხედვა ბავშვის იმ დღისთ-


ვის მომზადებაში დასახმარებლად, რუტინის ნაწილი გახდა.
ეს იდეა ასევე სასარგებლო იქნება ბავშვების დასახმარებლად,
როცა ისინი ტოვებენ დაწესებულებას, თუკი ბავშვი რეგულარულად
სხვადასხვა პირს გაჰყავს, კვირის განმავლობაში, მაგალითად, სხვა-
დასხვა მშობელს ან ძიძას, ან ოჯახის სხვა წევრებს. ეს ძალიან დამ-
ხმარე ინსტრუმენტია იმ შემთხვევაში გამოსაყენებლად, როცა ბავშვს
ერთულება წასვლის ტრანზიცია. იმ პიროვნების ფოტოს გამოყენება,
რომელსაც გაჰყავს ის, ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია. თქვენ
ამის გამოყენება შეგიძლიათ „ჯერ და შემდეგ“ ბარათზე, როგორც ვი-
ზუალური ცხრილის ნაწილი ან შეგიძლიათ გქონდეთ თანამშრომელთა
ბუკლეტი (როგორც ზემოთაა აღწერილი). ერთ ბიჭს, რომელთანაც ვმუ-
შაობდი, ჰყავდა ოთხი სხვადასხვა პიროვნება, ვისაც ყოველ კვირას გა-
ყავდა, რაც მას აბნევდა და აწუხებდა. ჩვენ გვქონდა თითოეული ამ პი-
როვნების ფოტო და ლანჩის დროს ვაჩვენებდით, რომელი პიროვნება
წაიყვანდა იმ დღეს. შემდეგ შუალედში კიდევ ვახსენებდით შუადღის-
კენ. მისი დედა იმავე ტექნიკას იყენებდა, დილაობით ფოტოს აჩვენებ-
და და უხსნიდა, ვისი დღე იყო მის გამოსაყვანად. ჩვენ რაღაც მსგავსი
ასევე გამოვიყენეთ ბავშვთან, რომელიც ნახევარი კვირა დედის სახლ-
ში ცხოვრობდა, ნახევარი კი ‒ მამის. შუადღეს თანამშრომლები იყე-
ნებდნენ მშობლისა და სახლის ფოტოს, სადაც დღის ბოლოს ბავშვი
უნდა წასულიყო, რაც მას ეხმარებოდა მომზადებასა და შეხსენებაში.

სოციალური ისტორიები, როცა დიდი ცვლილებები ხდება

მუშაობის პროცესში ჩვენ ხშირად ვიყენებთ სოციალურ ისტორიებს.


ისინი ბავშვებს ეხმარება, გაიგონ ცვლილება ან ტრანზიცია, ან თუ
სჭირდებათ მხარდაჭერა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რო-
გორებიცა ტუალეტის მოლევა ან ჭამის დრო. თქვენ შეგიძლიათ იყი-
დოთ სოციალური ისტორიები, მაგრამ უფრო ადვილია, დაწეროთ თა-
ვად და ამ გზით შეგეძლებათ ზუსტად იმ საკითხზე იმუშაოთ, რომელიც
გჭირდებათ.

133
რუტინები და ტრანზიციები

ჩვენ მიერ გამოყენებული სოციალური ისტორიის ერთი მაგალითი


ეხება სკოლაში ტრანზიციას. ისტორიას აქვს გოგონას, სახელად, ლი-
ლის ფოტოები, რომელმაც სკოლაში სიარული უნდა დაიწყოს. ის საუბ-
რობს, თუ რა უნდა მოხდეს და გამოთქვამს საკუთარ გრძნობებს ამის
შესახებ. ის ასევე, სვამს რამდენიმე შეკითხვას, როგორებიცაა:
▶▶ ლილი მიდის თავის ახალ სკოლაში. მას ჰქვია კამერტონის დაწყე-
ბითი სკოლა. შენ სად მიდიხარ სკოლაში?
▶▶ ლილის სკოლის ჯემპერი ცისფერია. რა ფერის იქნება შენი სკო-
ლის ჯემპერი?
▶▶ ლილი სკოლაში მიდის თავის მეგობართან, მეგანთან ერთად. რო-
მელი მეგობრები მიდიან შენს ახალ სკოლაში?
▶▶ ლილი სკოლაში წავა ველოსიპედით მამასთან ერთად. შენ რო-
გორ მიხვალ სკოლაში?
▶▶ ლილის სკოლაში ექნება სადილი, მას მოსწონს ღუმელში შემწვარი
კარტოფილის ჭამა. რას გააკეთებ შენ სადილის დროს?
▶▶ ლილის ერთი სული აქვს, საკლასო ოთახში ითამაშოს მეკობრის
ნავით. შენ რა გინდა ყველაზე მეტად სკოლაში?
▶▶ ლილი ცოტათი წუხს სათამაშო დროებზე, სათამაშო მოედანს აქვს
მაღალი ასაძრომი და მას ცოტათი ეშინია. შენ თუ გაწუხებს რამე
სკოლასთან დაკავშირებით?

ეს მარტივი ინსტრუმენტია, თითო გვერდზე ფოტოთი და პარაგრა-


ფით. მსგავსი რამის გამოყენება გეხმარებათ, მხარი დაუჭიროთ, შეახ-
სენოთ და შეამზადოთ ბავშვი, მაგრამ ასევე, საშუალებას გაძლევთ,
მოისმინოთ მათი ფიქრები ან შეშფოთება.

იმის ცოდნა, რა მოხდება

როგორც ამ თავის დასაწყისში აღვნიშნე, ზოგიერთი ბავშვისთვის არ-


ცოდნა შეიძლება იყოს დისტრესის წყარო და როცა ისინი დისტრესში
არიან, ეს შეიძლება გამოხატონ ყვირილით, დამალვით ან უარყოფით.

134
რუტინები და ტრანზიციები

თუ ჩვენ ნებას დავრთავთ ბავშვებს, იცოდნენ, რა მოხდება იმ დღეს, ეს


მათ შფოთვებს შეამცირებს.
ახლახან დავასრულე მუშაობა საზაფხულო არდადეგების პერიოდ-
ში თამაშის ორკვირიან სქემაზე, რომელიც გამიზნული იყო პირველკ-
ლასელი ბავშვებისთვის, მათ განსაკუთრებულად გაუჭირდათ ლოქდა-
უნი. ზოგიერთი ბავშვი, რომელიც მესწრებოდა, იტანჯებოდა შფოთის
გრძნობით და ზოგი ბავშვისთვის, იმის არცოდნა, რა მოხდებოდა, კი-
დევ უფრო აუარესებდა ამ მდგომარეობას. ჩვენი სათამაშო სქემა სთა-
ვაზობდა მაღალი ხარისხის ხელოვნებას, სპორტს, თამაშსა და გარე
გამოცდილებებს, რომლებიც გამყარებული იყო მაღალი აღმზრდელო-
ბითი სულისკვეთებით.
ბავშვების დასახმარებლად ჩვენ შემოვიტანეთ ძალიან მარტივი
სტრუქტურა. ყოველ დილას მათ ხვდებოდათ გუნდის ერთი და იგივე
წევრი და ერთად მიემართებოდნენ გუნდის იმ წევრისკენ, რომელიც
უღიმოდა, ზრუნავდა და ინტერესდებოდა მათი მდგომარეობით. ჩვენ
ყოველ გაკვეთილს ვიწყებდით კოცონის გარშემო ერთად ჯდომით, სა-
დაც ზრდასრულები უყვებოდნენ ბავშვებს სხვადასხვა რესურსის შესა-
ხებ. ზრდასრულების მიზანი იყო რესურსებისა და იდეების შეთავაზება,
მაგრამ ასევე ბავშვებისა და მათი ინტერესების მიყოლაც. ასე რომ, ეს
არ იყო აქტივობების ნაკრები, არამედ ‒ თავისუფალი იდეები. ჩვენ
ყოველ დღე ერთსა და იმავე სტრუქტურას მივყვებოდით და ყოველი
დღის ბოლოს ბავშვებსა და მშობლებს ვეუბნებოდით, მომდევნო დღეს
რა საჭმელი შევთავაზებდით.
ეს პატარა, მაგრამ ინტენსიური რუტინები და სტრუქტურები (და
ასევე, წინასწარი გაფრთხილებაც) ეხმარებოდა ბავშვებს დამშვიდე-
ბაში, მოდუნებასა და გართობაში. ბავშვებს უყვარდათ სათამაშო სქე-
მა. ვიცი, რომ ჯგუფის წევრ ბავშვებს რუტინის გამეორება და შემდეგი
დღის დეტალების წინასწარი ცოდნა (როგორიცაა საჭმელი, ან თუ თა-
ნამშრომლები იცვლებოდნენ) ეხმარებოდა, თავი ეგრძნოთ უსაფრთ-
ხოდ და საშუალებას აძლევდა, მოდუნებულიყვნენ და შეძლებოდათ
თამაში.

135
რუტინები და ტრანზიციები

ტრიგერის ან კონფლიქტის ზონის ამოცნობა

ზოგიერთ ბავშვს, რომლებთანაც ვმუშაობთ, ვამჩნევთ, რომ ბევრი საკ-


ვანძო ტრანზიცია ერთულებათ და ეს ყოველთვის რთული იქნება მათ-
თვის. როდესაც ეს ვიცით და გვესმის, ჩვენ შეგვიძლია მათ დასახმა-
რებლად დღის ადაპტირება. ქვემოთ განვიხილავ რამდენიმე საკითხს,
სადაც რეგულარულად ვიყენებთ ადაპტაციის ტექნიკებს ჩვენს სამუშა-
ოში.

მოსვლა და წასვლა

მოსვლა და წასვლა ხშირად ტრიგერებს წარმოადგენს ბევრი ბავშ-


ვისთვის, განსაკურებით, დაწესებულებებში, სადაც ყველა ბავშვი ერთ
დროს მოდის და მიდის. მე ვისაუბრე წინასწარ გაფრთხილებებსა და
ვიზუალური საშუალებების გამოყენებაზე. ისინი ძალიან მნიშვნელო-
ვანია, მაგრამ ზოგიერთი ბავშვისთვის საკმარისი არ არის. როდესაც
ყველა ერთ დროს მოდის ან მიდის, ეს ხშირად იწვევს დიდ ხმაურსა
და მოძრაობას, რაც შეიძლება დამქანცველი იყოს. კითხვა, რომელიც
უნდა დავსვათ, არის: „შეუძლია ბავშვს მოვიდეს ან წავიდეს სხვებისგან
ოდნავ განსხვავებულ დროს?“ „ან შეუძლიათ მათ, მოვიდნენ და წა-
ვიდნენ სხვა მხრიდან, რომელიც უფრო წყნარია?“ ზოგიერთი ბავშვი,
რომელთანაც ვმუშაობ, სხვებზე 10 წუთით გვიან მოდის და მათ საკუ-
თარი სასწავლო ასისტენტები მთავარ მისაღებ ზონაში ხვდებიან, საკ-
ლასო ოთახის კართან შეხვედრის ნაცვლად. ეს პატარა ადაპტაციები
ქმნის განსხვავებას ბავშვის კარგ ტრანზიციასა და ცუდ და დისტრესთან
დაკავშირებულ ტრანზიციას შორის.

რიგში დგომა

ბევრ სკოლას მოსწონს რიგში დგომის იდეა. გულახდილად რომ


ვთქვა, არ მესმის ეს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადამწყვე-
ტი უნარია 4 წლის ასაკისთვის. თუმცა, ის ხშირადაა გამოყენებული,

136
რუტინები და ტრანზიციები

განსაკუთრებით სკოლებში. ბევრი ბავშვისთვის, რომლებთანაც ვმუ-


შაობ, რიგში დგომა უკიდურესად რთულია. ზოგ მათგანს მხოლოდ
იმ შემთხვევაში შეუძლია ამასთან გამკლავება, თუ რიგის დასაწყისში
არიან, როცა სხვებს დაახლოებით ერთ წუთში შეუძლიათ ამის გაკე-
თება. უპირველესად, დასვით კითხვა, ყოველთვის საჭიროა თუ არა
ის? თუ ეს ასეა, გააკეთეთ ადაპტაციები ბავშვისთვის, რომელთათვისაც
ეს რთულია. თქვენ შეგიძლიათ: სხვა სამუშაო მისცეთ მათ, რომ თავი
აარიდონ რიგში ჩადგომას; მისცეთ სხვა საქმე და მერე დაავალოთ,
შეუერთდნენ რიგს, როცა ის წინ მიიწევს; ან ჩააყენოთ ბავშვი რიგის
თავში და თავადაც დაეხმაროთ. ასე თუ ისე, სცადეთ, რიგში დგომა
დაიყვანოთ მინიმუმამდე.

კვების დროები დიდ ჯგუფებში

ეს ნაკლები პრობლემაა საბავშვო ბაღებში, თუმცა ზოგიერთი საბავშ-


ვო ბაღი ძალიან დიდია და სასადილო ოთახი სკოლის მსგავსად აქვს
მოწყობილი. კვების დრო შეიძლება ბევრი ბავშვისთვის რთულ დროს
წარმოადგენდეს, განსაკუთრებით, თუ არსებობს სენსორული პრობ-
ლემები საკვების, ტექსტურების, სუნის, გემოს ან ხმაურის გარშემო. ეს
შეიძლება დიდებული სოციალური დრო იყოს, როცა ბავშვები და თა-
ნამშრომლები ერთად სხედან და ჭამენ. ვფიქრობ, თანამშრომლებისა
და ბავშვების ერთად ჭამა ძალიან პოზიტიური ძვრაა და შესანიშნავია
ბავშვებისთვის კვებისა და სოციალური უნარების მოდელირებისათვის.
თუმცა, ზოგიერთი ბავშვისთვის კვების დრო პრობლემურია. ღირს დავ-
ფიქრდეთ სივრცეში ხმაურის დონეზე. დაფიქრდით მე-5 თავზე, გარე-
მოზე. არსებობს რამე გზა ხმაურის შესამცირებლად? იქნებ მასალით?
ბავშვთან ჯდომა და მისი მხარდაჭერა სასარგებლოა და შეიძლება და-
მამშვიდებელი იყოს, მაგრამ ასევე დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს
რთული მათთვის. თუ იცით, რომ გარკვეულ საჭმელს ვერ იტანენ, არ
მისცეთ მათ ეს საკვები. თუ არ მოსწონთ, როცა საჭმელი ერთმანეთს
ეხება, ისე მიუტანეთ საკვები, რომ ეს არ მოხდეს. თუ იცით, რომ კვე-
ბის დროს ბევრ ხალხთან ერთად ყოფნაა რთული, დაფიქრდით, იქნებ

137
რუტინები და ტრანზიციები

სადმე სხვაგან შეუძლია ბავშვს დაჯდეს და მიღოს საკვები, შეიძლება


ერთ ან ორ სხვა ბავშვთან ერთად, სხვა დანარჩენი ბავშვების პარა-
ლელურად. საბოლოოდ, ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ისეთი ტრიგერი
შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საუკეთესო გამოსავალი მათთვის არის
საკვების მირთმევა განცალკევებულ ადგილას, ზრდასრულთან ან
შეიძლება ერთ სხვა ბავშვთან ერთად. მთელი დროის განმავლობაში
უნდა ისმეოდეს კითხვა: „რა არის ამ ბავშვის საუკეთესო ინტერესი?“
თუ კვების დროები ძალიან კაპრიზულია და ყველას უჭირს, მაშინ გჭირ-
დებათ შემოქმედებითად იფიქროთ და იპოვოთ გარკვეული გზები ამ
პრობლემის გადასაჭრელად.

დასკვნა

ძალიან ხშირად ჩვენ ბავშვის მიერ გასავლელი ტრანზიციებისა და


ცვლილებების რაოდენობას თავისთვად ცხადად მივიჩნევთ. შეიძლება
ჩვენ მარტივად უგულებელვყოფდეთ, რომ ეს რთული იყოს ზოგიერ-
თი ბავშვისთვის, რომლებთანაც ვმუშაობთ. ზოგჯერ ჩვენ ვერ ვაანა-
ლიზებთ, რამდენ ტრანზიციასთან გამკლავებას მოველით ბავშვის-
გან დღის განმავლობაში და თუ შევჩერდებით მათ დასათვლელად,
ეს რიცხვი შეიძლება ცოტათი მოულოდნელიც აღმოჩნდეს. როგორც
ამ თავის დასაწყისში აღვნიშნე, ზოგიერთი ბავშვისთვის ბევრი ცვლი-
ლება შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ იმ მარტივი ინსტრუმენტების
გამოყენებით, რომელიც ზემოთ გავარჩიეთ, ჩვენ შეგვიძლია ნაბიჯ-ნა-
ბიჯ დავეხმაროთ მათ მომზადებაში. ბევრი იმ იდეათაგანი, რომელიც
შემოგთავაზეთ, მარტივი და ამასთან ადრეული ასაკის კარგი პრაქ-
ტიკაა. ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ გვჭირდება იმის გახსენება, რომ თან-
მიმდევრულები ვიყოთ მათ გამოყენებაში ან გადავაფასოთ, როგორ
შეუძლიათ მათ ზოგიერთი იმ ბავშვის მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს
დაწესებულებაში გვყავს.

138
რუტინები და ტრანზიციები

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Early Learning HQ (2021) Visual Timetables and Routines. Available at www.ear-
lylearninghq.org.uk/class-management/visual-timetables-and-routines/
Grimmer, T. (2018) School Readiness and the Characteristics of Effective Learn-
ing: The Essential Guide for Early Years Practitioners. London: Jessica King-
sley.
Little Owls Resources (2021) Personal, Social and Emotional Development. Avail-
able at https://littleowlsresources.com/psed
Mainstone-Cotton, S. (2020) Supporting Young Children Through Change and Ev-
eryday Transitions: Practical Strategies for Practitioners and Parents. London:
Jessica Kingsley.
Payne, K. (2020) Supporting Children with SEND. Available at www.kathyb rodie.
com/articles/early-years-tv/ (members only).
Twinkl (2021) Visual Timetables and Routine –Visual Timetables. Available at
www.twinkl.co.uk/resources/communication-speech-language-and-comm
unication-areas-of-need-primary-send-inclusion-teaching-resources/spec
ialeducationalneeds-sen-cognition-and-learning-visual-resources/visu-
al-timetables-visual-timetables-and-routine-social-emotional-and-men-
tal-health-difficulties-sen

139
7 ემოციებისა და
გრძნობების ამოცნობა

თუკი მთხოვდნენ გამომეყო ერთი საკვანძო რამ, რის სწავლებაზეც


უნდა მიაპყრონ მშობლებმა ყურადღება ადრეული ასაკის ბავშვებთან,
ვურჩევდი მათ, დახმარებოდნენ ბავშვებს ემოციებისა და გრძნობების
ამოცნობაში. ჩვენ, უფროსები, ხშირად ვვარაუდობთ, თითქოს ბავშვები
თავისთავად იგებენ, რომ ისინი გახარებული ან მოწყენილი, გაბრაზე-
ბული ან დადარდიანებული არიან, მაგრამ როგორ შეძლებენ ბავშვები
ამას, თუკი მათთვის ადრეული ასაკიდან არ უსწავლებიათ, რას ნიშნავს
ეს? ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვინახავს უფროსებისა, რომლებსაც
საკუთარი გრძნობებისა და ემოციების შეზღუდული გაგება აქვთ. მე-4
თავში აღწერილია, თუ როგორ სჭირდებათ ზრდასრულებს ჰქონდეთ
მაღალი თვითცნობიერება, მდიდარი ემოციური ლექსიკონი და შეეძ-
ლოთ ემოციების გაგება. ამ წიგნში ხშირადაა აღნიშნული, თუ როგორ
ურთულდებათ ბავშვებს თვითრეგულაცია და ამისთვის სჭირდებათ
უნარების დასწავლა. ბავშვებისათვის თვითრეგულაციის სწავლებისა
და მოდელირების ძირითადი ნაწილია მათი მხარდაჭერა საკუთარი
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობასა და გაგებაში. ეს შეიძლება
დაიწყოს ჩვილობიდანვე.

როგორ ვიწყებთ ჩვილებთან და ახალფეხადგმულ


ბავშვებთან

როგორც ადრე აღვნიშნეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვილობის ასა-


კიდანვე ემოციურად მდიდარ ლექსიკას ვიყენებთ ბავშვებთან. როდე-

140
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

საც ჩვილი ტირის იმის გამო, რომ გამოცვლა უნდა, ჩვენ შეგვიძლია
ავიყვანოთ ხელში და გავახმოვანოთ, თუ როგორ გრძნობს ის თავს:
„შენ ძალიან წუხხარ, იმიტომ რომ გამოცვლა გინდა. მოდი წავიდეთ და
გამოვიცვალოთ ახლავე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნო თავი“.
როდესაც შიათ, ასევე შეგვიძლია გავახმოვანოთ ჩვენი სიტყვებით:
„ვაჰ, შენ გაღიზიანებული ხარ, იმიტომ რომ ძალიან გშია. ახლავე გაჭ-
მევ“. ახალშობილი ვერ გაიგებს სიტყვებს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ,
მაგრამ მათ ეცოდინებათ, რომ მოუსმინეს და უპასუხეს ზრუნვით და
დროთა განმავლობაში სიტყვების მნიშვნელობასაც ისწავლიან. რო-
დესაც ახალფეხადგმული ბავშვები შუა გზაში ჩერდებიან და იწყებენ
სასოწარკვეთილ ტირილს და ერთ ადგილას ტრიალს, რადგანაც აღარ
შეუძლიათ სიარულის გაგრძელება, სასურველია უფროსი ჩაიმუხლოს
და უთხრას: „ოჰ, შენ ისეთი შეწუხებული ხარ, ვფიქრობ, შენი პატარა
ფეხები დაიღალნენ და საკმარისია სიარული“. თუკი ჩვენ თავიდანვე
მუდმივად ვუსახელებთ ბავშვებს გრძნობებსა და ემოციებს, ამით ვეხმა-
რებით მათ, გაიგონ, რას განიცდიან, ვთავაზობთ შესაბამის სიტყვებს ამ
მდგომარეობის გამოსახატავად და ვეხმარებით გაიაზრონ, რომ ამაში
ცუდი არაფერია, რომ ემოციების განცდა მისაღებია. მე ყოველთვის
მსიამოვნებს, როდესაც სამი წლის ბავშვი მეუბნება, რომ გაღიზიანე-
ბულია ან სასოწარკვეთილი ყვირის, რომ ფეხები დაეღალა. ეს მაჩვე-
ნებს, რომ მას შესანიშნავი დასაწყისი აქვს მდიდარი ემოციური ლექსი-
კისა და ემოციური გაგების განვითარების თვალსაზრისით.

ემოციებისა და გრძნობების განსჯაზე უარის თქმა

ჩვენ ხშირად განვსჯით გრძნობებსა და ემოციებს, განსაკუთრებით


როცა საქმე ეხებათ სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვებს. მე ვიცი 3 და
4 წლის ბავშვები, რომლებსაც უკვე მიეწებათ „ცელქი ბიჭის“, „დემონი
ბავშვის“ ან „რთული ბავშვის“ იარლიყი. ეს იარლიყები ძალიან მავ-
ნეა, მე მათ არასოდეს გამოვიყენებდი, თუმცა ხშირად მსმენია მშობ-
ლებისა და პროფესიონალებისაგან. ამ იარლიყებს, ბავშვის ძლიერი
გრძნობებისა და ემოციის გამოხატვის გამო რომ აწეპებენ, პრაქტიკუ-

141
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ლად განაჩენი გამოაქვს მათთვის, მე ასევე მყოლია 3 და 4 წლის ბავშ-


ვები, რომლებიც თავიანთ თავზე მეუბნებოდნენ, რომ არიან: „ცელქი
ბიჭი“ ან: „ცუდი ბავშვი“. ერთი პატარა ბიჭუნა მყავდა, რომელმაც მას
შემდეგ, რაც ძალიან გაბრაზდა და წყობიდან გამოვიდა, მითხრა, რომ:
„ის ცუდი ბიჭია“. სამწუხაროა, რომ ჩვენ გვახასიათებს გრძნობებისა
და ემოციების გამო განსჯა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფროსე-
ბი ადრეული ასაკიდანვე ვეხმარებოდეთ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ
გაბრაზება, გაღიზიანება ან შურის განცდა სავსებით ნორმალურია. რომ
არ არსებობს მცდარი ან ცუდი გრძნობები და ემოციები. რა თქმა უნდა,
ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია დარტყმა, კბენა ან ვინმეს დაზიანება,
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს ძლიერი ემოციების
გაგებაში მათი დარცხვენისა და უუნარობის განცდის გაჩენის გარეშე.
ბევრი ბავშვისთვის, რომელთანაც მე ვმუშაობ, ეს იარლიყები (და მას-
ზე მიბმული ისტორიები) არის უზარმაზარი პრობლემა და შესაძლოა,
მუდმივად მათთან დარჩეს. ხშირად ეს იარლიყები და მათთან დაკავ-
შირებული ამბები ჩნდება იმის გამო, რომ ადამიანები უბრალოდ არ
დაინტერესდნენ იმით, თუ რა ხდება ბავშვის თავს და რატომ შეიძლება
ამყარებდნენ კომუნიკაციას იმ ფორმით, როგორც ამას აკეთებენ. ამის
სანაცვლოდ, მათ განსაჯეს ის და ნაჩქარევად მიაკერეს იარლიყი.

შეყოვნდით

რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ძლიერ გრძნობებთან?


უფროსები ხშირად მიაწერენ საკუთარ სირთულეებს ბავშვებს.
მხოლოდ ერთი წუთით დაფიქრდით, რამდენად კომფორტულად
გრძნობთ თავს საკუთარ გრძნობებთან და ემოციებთან? აქ არის რამ-
დენიმე რამ, რაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ:
▶ როგორ გრძნობთ თავს, როდესაც გაბრაზებული ხართ ან როდესაც
სხვები არიან გაბრაზებული?
▶ ამოიცნობთ და აღიარებთ, როდესაც გშურთ ან ეჭვიანობთ?
▶ ამჩნევთ თუ არა სიხარულს და განიცდით თუ არა მას ბოლომდე?
▶ ოდესმე გრძნობთ სასოწარკვეთას ან გიჩნდებათ უიმედობის განცდა?

142
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ზოგჯერ შესაძლოა ძალიან დაგვეხმაროს იმაზე დაფიქრება, თუ რა


იარლიყებს ვანიჭებთ ჩვენს გრძნობებს. ზოგიერთი ჩვენგანი გაიზარდა
იმ რწმენით, რომ ბრაზი, გაღიზიანება ან მრისხანება არ უნდა გამოიხა-
ტოს და არასწორია ამ ემოციების განცდა. თავად გრძნობები არ არის
მცდარი და ძალიან ჯანსაღია ამოვიცნოთ ისინი ჩვენში, მაგრამ, რა
თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ
მათ. როგორც მე-4 თავში აღვნიშნეთ, ბრენე ბრაუნი (Brown, 2021)
ბევრს იკვლევდა ამ სფეროს და ამ თემაზე ბევრი შესანიშნავი წიგნი
დაწერა. გირჩევდით, წაგეკითხათ მისი ნამუშევრები.
ძალიან გვეხმარება რეფლექსიის უნარი, თუ როგორ ვრეაგირებთ
ამა თუ იმ ემოციასა და გრძნობაზე. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად
სურს, აირიდოს ძლიერი ემოციები. ეს შესაძლოა მათთვის დიდი გამოწ-
ვევა იყოს და ამიტომ აშინებდეთ, როდესაც ამ გრძნობებს აწყდებიან
ბავშვებში. თუკი ბავშვებთან ვმუშაობთ, ჩვენ უნდა გვქონდეს ღრმად
გააზრებული, რა გვიქმნის ჩვენ სირთულეს და გვესმოდეს, რა შეიძლება
იყოს პირადად ჩვენი ტრიგერი. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად
უპასუხებს სხვადასხვა ემოციასა და ქცევას. მე ვმუშაობდი გუნდის ერთ-
ერთ წევრთან ერთად, რომელსაც არ შეეძლო შეფურთხების ატანა, ეს
მას საშინლად აცოფებდა. სამწუხაროდ, იმ წელს გვყავდა პატარა ბიჭუ-
ნა, რომელიც მუდმივად ასე იქცეოდა. გუნდში იმის განხილვის შესაძ-
ლებლობა თუ ვის როგორი რეაქცია გვაქვს და რას ვგრძნობთ, ძალიან
დაგვეხმარა ‒ ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ გუნდის წევრისა და იმ
ბავშვის მხარდაჭერის სტრატეგია, რომელიც იფურთხებოდა. როდესაც
მუშაობა დავიწყე სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებების მქონე ბავშვებთან, განსაკუთრებულად მერთულებოდა
ბრაზის აფეთქებები. უკიდურეს ბრაზზე ჩემი რეაქცია გვერდით გადგო-
მაა, მაგრამ ჩემს როლში ეს ხშირად შეუძლებელი ან შეუსაბამოა. წლების
გასვლის შემდეგ უკვე მშვიდად ვხვდები ასეთ შემთხვევებს, ვისწავლე
ღრმად ჩასუნთქვა ‒ ზოგჯერ გვერდზე გადგომა სწორი რეაქციაა ‒ მაგ-
რამ ახლა შემიძლია ვიჯდე და ვიყო გაბრაზებული ადამიანის გვერდით,
შევამჩნიო და ვიყო ფხიზელი. თავის დაღწევის სურვილი ყოველთვის არ
მიჩნდება. ეს დამეხმარა გამეგო და მცოდნოდა, როგორ ვრეაგირებდი.

143
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია


გამოვიყენოთ

ამ თავის დარჩენილ ნაწილში განხილულია რიგი პრაქტიკული გზები-


სა, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, გა-
ნივითარონ ემოციებისა და გრძნობების გაგების უნარი. გაგიზიარებთ
ბევრ ისეთ თამაშს, აქტივობასა და რესურსს, რომლებიც, ჩვენი გამოც-
დილებით, ძალიან სასარგებლო და გამოსადეგი აღმოჩნდა.

გრძნობების დაფა (ორი წლიდან ზევით)

ძალიან ბევრი დაწესებულება იყენებს ამგვარ ბარათებს ბავშვებთან


სამუშაოდ. ისინი ასევე გამოიყენება იმის აღსანიშნავად, თუ რა ცვლი-
ლებებს გრძნობს ბავშვი დღის განმავლობაში.

დაგჭირდებათ
▶▶ დრეკადი (ლამინირებული ან მუყაოს) დაფა, თითოეული ბავშვის
ლამინირებული სურათით, რომელსაც უკანა მხარეს ფხრიწი ექნე-
ბა მიმაგრებული.
▶▶ სხვადასხვა ემოციის ლამინირებული სურათები.

როდესაც ბავშვები მოვლენ, თითოეულ მათგანს სთხოვეთ, განა-


თავსოს თავისი სურათი იმ გრძნობის გამომხატველი სურათის გასწვ-
რივ, რომელსაც იმ მომენტში განიცდის. თუკი ასეთ რესურსს იყენებთ,
მნიშვნელოვანია, უფროსმა, რომელსაც წამყვანი როლი აქვს, შეხედოს
ამ ფოტოებს, შეამჩნიოს, რა გრძნობა შეარჩია ბავშვმა და გადაამოწ-
მოს ამის შესახებ მასთან. თუკი ბავშვებს კვლავ წაახალისებთ, რომ
შეცვალონ დაფაზე ემოცია დღის განმავლობაში, თანამშრომლებმა
უნდა შენიშნოთ ეს და გქონდეთ შესაბამისი რეაქცია.

144
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

წრის დრო (3 წლიდან ზევით)

ბევრ გარემოში იყენებენ წრის დროს დღის გარკვეულ მონაკვეთში. ეს


შესანიშნავი შესაძლებლობაა გრძნობებისა და ემოციების გამოკვლე-
ვისა და გამოვლენისათვის. ეს შესაძლოა ისტორიების გამოყენებით,
სიმღერითა და ასევე ემოციებისა და გრძნობების შესახებ რესურსების
გამოყენებით (როგორიც არის ნახატებიანი ბარათები ან თამაშები). აქ
არის მოცემული რამდენიმე გზა, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.
გქონდეთ გრძნობების გამომხატველი სურათების ნაკრები და
სთხოვეთ ბავშვებს, აირჩიონ ერთი და დაიჭირონ ხელში. თქვენ დაგ-
ჭირდებათ ყველასთვის საკმარისი რაოდენობის სახეები ან დააჭერი-
ნეთ მონაცვლეობით. დაჟინებით ნუ მოსთხოვთ ბავშვებს, ისაუბრონ
შერჩეულ გრძნობებზე, თუკი მათ ეს არ სურთ, მაგრამ შეგიძლიათ
უთხრათ რაღაც მსგავსი: „ვინმეს ხომ არ სურს მომიყვეს იმ გრძნობის
(ქვის, სურათის, ბალიშის) შესახებ, რომელიც უჭირავს?“ ამაში პერსო-
ნალმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა უფროსებმა ბავშვებს აჩვე-
ნონ ემოციური ლექსიკის გამოყენების მაგალითი.
სასარგებლო რესურსების რაოდენობა გაიზარდა ‒ მათ შორის
არის გრძნობების ქვები, ბალიშები, ფუმფულა სათამაშოები, სურათე-
ბი, პოსტერები და ბარათები. თქვენ შეგიძლიათ დიდი რაოდენობით
თანხა დახარჯოთ ამაში, მაგრამ რეალურად ამის საჭიროება არ არ-
სებობს. გააკეთეთ თქვენი, საკუთარი სურათები ბავშვების ფოტოების
გამოყენებით, რომლებშიც ისინი სხვადასხვა გრძნობას გამოხატავენ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეაგროვოთ მცირე ზომის ქვები და დაახატოთ
სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სახეები ან გააკეთოთ ხის კოვზე-
ბი, უკანა მხარეს გამოსახული გრძნობების ამსახველი სახეებით. თავის
ბოლოს ჩამოგითვლით რამდენიმე კომპანიას, რომლებიც მომწონს
ამ რესურსებისთვის, მათ შორის არის კომპანია Elsa (Elsa Support,
2021), რომელიც ქმნის ძალიან იაფ რესურსებს და მათი ჩამოტვირთვა
შესაძლებელია.

145
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

გრძნობების თოჯინები

ზოგიერთ დაწესებულებაში აქვთ გრძნობების თოჯინები და ფუმფულა


სათამაშოები, რომლებიც ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის. ზოგიერთ
ბავშვს მოსწონს მათი ჩახუტება ან მათთან საუბარი, როდესაც ისინი
განიცდიან ძლიერ გრძნობებს. მათი გამოყენება შესაძლებელია წრის
დროსაც, ისევე როგორც დღის განმავლობაში. მე მაქვს მწუხარების
მონსტრის ბრელოკი, ისევე მაქვს მოზრდილი მწუხარების მონსტრი,
ფუმფულა სათამაშო, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებ (Sense
Toys 2021). ზოგიერთ ბავშვს მოსწონს მათი ხელში დაჭერა და მათთან
საუბარი, როდესაც გრძნობენ სევდას, დადარდიანებული ან გაღიზი-
ანებული არიან.

ემოციებთან და გრძნობებთან დაკავშირებული


სიმღერები და წიგნები

ბოლო დროს სულ უფრო მეტად იზრდება ემოციებსა და გრძნობებთან


დაკავშირებული საბავშვო წიგნების რაოდენობა. ამ წიგნში ჩამოთვ-
ლილია რამდენიმე მათგანი, რომლებიც ძალიან მომწონს და ხშირად
ვიყენებ (იხილეთ დამატებითი ინფორმაცია და წყაროები).
წყაროებში მოცემული სიმღერებისა და გარითმული ლექსებიდან
ორი პირადად მე ძალიან მომწონს, ესენია „თუკი გახარებული ხარ
და იცი ეს“ და „იტირე, იტირე, როცა მოწყენილი ხარ“ (ასევე იხილეთ
Preschool Express, 2021).

ემოციებზე რესურსები (3 წლიდან ზემოთ)

ისევე როგორც დიდი რაოდენობით წიგნები ემოციების შესახებ, ბაზარ-


ზე ხელმისაწვდომია სხვა ტიპის რესურსებიც. ზემოთ უკვე აღვნიშნე მცი-
რე ზომის ემოციების ქვები და ბალიშები, მაგრამ არის ზოგიერთი სხვა
რესურსიც, რომლებიც უკვე გამომიყენებია:

146
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ემოციების ვენტილატორი

თქვენ შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ან იყიდოთ ემოციების ვენტილა-


ტორი. ეს მსგავსია იმ თვალსაჩინოებებისა, რომლებიც მე-6 თავში ვახ-
სენე. ის შესაძლოა გამოიყენოთ როგორც დამხმარე თვალსაჩინოება
ბავშვებთან მათ გრძნობებზე სასაუბროდ.

ემოციების კამათელი

მასზე გამოსახულია სხვადასხვა ემოციის გამომსახველი სახეები. გამო-


იყენეთ ის, როგორც თამაში: გააგორეთ კამათელი და ნახეთ, რომელი
სახე დაჯდება და შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, დაასახელოს ის ან განასა-
ხიეროს. Elsa-ს ვებგვერდი (Elsa Support, 2021) გაწვდით რამდენიმე
შაბლონს, რომელთა გამოყენებითაც საკუთარი კამათლის დამზადება
შეგიძლიათ.

ემოციების ბინგო, დომინო

შეგიძლიათ იყიდოთ ან თავად დაამზადოთ.

სამაგიდო თამაშები და ფაზლები ემოციებზე

ბაზარზე ასეთი თამაშების დიდი არჩევანია, თუმცა უმეტესობა მათგანი


გათვლილია 6 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებზე.

ემოციების ბარათები

მაქვს ბარათების ნაკრები Todd Parr-ის (2010) ავტორობით, რომელიც


დაკავშირებულია მის მიერ დაწერილ წიგნთან (რომელიც ძალიან მომ-
წონს და ხშირად ვიყენებ). ეს ბარათები ძალიან კარგია, რადგან ემო-
ციების ფართო სპექტრს მოიცავს. 20 ორმხრივი ბარათია, რომელთა

147
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ორივე მხარეს თითო ემოციაა გამოსახული, მაგალითად, მხიარული/


სევდიანი; უდარდელი/დადარდიანებული; ზიზღი/სიამოვნება; აღფრ-
თოვანებული/იმედგაცრუებული ‒ და თითოეულ მხარეზე მოცემულია
სიტყვა, თანმხლები ფერადი სურათით.
ეს ბარათები ბევრნაირად შეიძლება გამოგადგეთ. მცირეწლოვან
ბავშვებთან მე ვიყენებ რამდენიმე ბარათს და ვაკვირდები, შეუძლია
იპოვოს თუ არა სურათებს შორის, ვთქვათ, „გახარებული“, „სევდი-
ანი“, „გაბრაზებული.“ შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ ამ სურათებზე. შედარე-
ბით უფრო დიდ ბავშვებთან ვიყენებ რამდენიმე ბარათს და ვსაუბრობთ
სიტყვასა და სურათზე, მაგალითად, „იმედგაცრუებულზე.“ მე შესაძ-
ლოა ვიკითხო: „საინტერესოა, რატომ არის ბიჭი იმედგაცრუებული?“
(სურათზე ნაჩვენებია ბიჭუნა, რომელსაც ხელში უჭირავს ნაყინი, რო-
მელიც დავარდა და ის ტირის). ბავშვს, რომელსაც უფრო მეტად ესმის
ემოციების და აქვს ლექსიკური მარაგი, ვთხოვ ხოლმე, აარჩიოს ბარა-
თი და ილაპარაკოს, რა ხდება ამ ბარათზე, როგორ გრძნობს თავს სუ-
რათზე გამოსახული ადამიანი და რა ისტორია აქვს. თქვენ შეგიძლიათ
ამ ბარათების გამოყენება და მათი მორგება სხვადასხვაგვარად. ჩვენ
აღმოვაჩინეთ, რომ ეს ბარათები კარგად მუშაობს პატარებთან, თუმცა
შედარებით დიდი ბავშვებიც (დაწყებითი სკოლის ასაკის), სიამოვნებას
იღებენ ამ ბარათებით თამაშით.
ყველა ამ რესურსს და სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებთ, რათა
ისაუბროთ ბავშვებთან. ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს
და ეს საუბრები გრძელდება ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში.

სარკეები (ჩვილები)

სარკეები იდეალური საშუალებაა ბავშვებისთვის ემოციების მოდე-


ლირებისა და ჩვენებისთვის, ასევე ემოციების გამომხატველ სახეებში
გასავარჯიშებლად. ბავშვებისთვის ემოციის დასახელება და სარკეში
ჩვენება საყვარელი და სახალისო აქტივობაა, რომელიც ჩვილებს და
ახალფეხადგმულ ბავშვებს ძალიან უყვართ. აჩვენეთ მათ გაღიმებუ-
ლი სახე: „შეხედე, ვიღიმი, თავს ბედნიერად ვგრძნობ“. ან „შეხედე,

148
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

­ვამთქნარებ, დაღლილობას ვგრძნობ“. ან „შეხედე, ჩემი სახე დაღვ-


რემილია, სევდიანი ვარ“.
როცა ბავშვი იზრდება, ითამაშეთ მიბაძვის თამაში სარკის საშუ-
ალებით. სთხოვეთ ბავშვს მიიღოს ამა თუ იმ ემოციის გამომხატველი
სახე, შემდეგ გამოიცანით, რა გრძნობაა ეს და გაიმეორეთ. მოირგეთ
როლები მონაცვლეობით.

მუსიკა და ხატვა (3 წლიდან ზევით)

ხატვის გამოყენება იმისათვის, რომ ბავშვებს დაეხმაროთ, დაფიქრდ-


ნენ, როგორ აგრძნობინებთ თავს სხვადასხვა რამ, შესაძლოა ძალიან
საყვარელი აქტივობა იყოს. როდესაც ჩემი ქალიშვილები პატარები იყ-
ვნენ, ძალიან ხშირად ვთამაშობდი ამ თამაშს მათთან.
მოუსმინეთ მუსიკას ან უბრალოდ მის მცირე მონაკვეთს და ჰკითხეთ
ბავშვს, როგორ აგრძნობინა თავი ამ მუსიკამ. გაუჩნდათ თუ არა რაიმე
შეგრძნებები სხეულში? მაგალითად, გამოაცოცხლა, გააბედნიერა და
ცეკვა მოანდომა თუ პირიქით, შეანელა, ჩამოაძინა და დაამშვიდა?
იმავენაირად შეიძლება ითამაშოთ ნახატის შემთხვევაშიც. ჩემი
მეუღლე მხატვარია, ასე რომ ჩემი გოგონები, ჩვილობის ასაკიდან მო-
ყოლებული, გალერეებში სიარულში გაიზარდნენ. ჩვენ ხშირად ვჩერ-
დებოდით, ვაკვირდებოდით ხელოვნების ნიმუშს და ვსაუბრობდით მის
შესახებ, ვეკითხებოდით გოგონებს, რა გრძნობები გაუჩინათ ნახატმა.
დაასევდიანა თუ გააბრაზა, დაამწუხრა თუ იქნებ გააბედნიერა კიდეც ამ
ნახატის დანახვამ? ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს აქტივობა
უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთვის არის შესაფერისი, მაგრამ ის ასევე
კარგად მუშაობს პატარა ბავშვებთანაც.

ემოციების დაკავშირება ჩვენს შეგრძნებებთან

ბევრ ბავშვს ეს ძალიან უძნელდება ‒ მათ შესაძლოა ჰქონდეთ სიტყ-


ვები ბედნიერების, სევდიის, ბრაზების და სხვა ემოციებისთვისაც, თუმ-
ცა სიტყვების დაკავშირება მათში არსებულ შეგრძნებებთან შესაძლოა,

149
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

უფრო რთული იყოს. ემოციებთან დაკავშირებული ბევრი რესურსი


საუბრობს ემოციების შესახებ, მაგრამ ყოველთვის არ აკავშირებს მას
სხეულებრივ შეგრძნებებთან. პიქსარის ანიმაციურმა ფილმმა „შიგნი-
დან გარეთ“ (Inside Out, 2015) წამოიწყო ამასთან დაკავშირებული
დიალოგი და ჩვენ უფრო მეტს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს
სხეულსა და თავში. მე მომწონს ეს ფილმი და ძალიან ხშირად ვიყენებ
მის პერსონაჟებს ჩემს მუშაობაში. ის უფრო მეტად 4 წლიდან და ზევით
ასაკის ბავშვებს ერგება.
არსებობს რესურსები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია
იმისათვის, რომ ჩვენი სხეულებრივი შეგრძნებების ემოციებთან და-
კავშირება ვისწავლოთ. მაგალითად, როგორიც არის გაერთიანებულ
სამეფოში მცირე კომპანიის „ისწავლე კარგად“ (Learn Well, 2020)
მიერ შექმნილი რესურსები. მათი ბარათები, ემოციების გამომხატველი
სიტყვებისა და სურათების გამოსახულებით, კარგად ეხმარება ბავშვებს
გააცნობიერონ თავიანთი სხეულებრივი შეგრძნებები. მაგალითად:
▶▶ როდესაც მუცელში ჟრუანტელის შეგრძნება გაქვს, ყურებამდე იღი-
მი, გული ჩქარა გიცემს და გინდა იხტუნო ან ტაში დაუკრა ‒ აღელ-
ვებული
▶▶ შეგრძნება, რომ შესაძლოა შიგნიდან აფეთქდე, წარბშეყრილი
ხარ, გული ძლიერად და სწრაფად გიცემს, გინდა ფეხი დააბაკუნო
ან წიხლი კრა ‒ გაბრაზებული
▶▶ შინაგანი სიმშვიდის შეგრძნება გაქვს, სუნთქვა შენელებულია, სახე
ისვენებს, შენ მშვიდად ხარ ‒ მოდუნებული.

გასულ წელს სკოლისთვის შევქმენი რესურსი ერთ პატარა ბიჭ-


თან სამუშაოდ. ამ ბავშვს რამდენიმე ძლიერი ემოცია ჰქონდა, მაგრამ
უჭირდა მათი ამოცნობა და სხეულებრივი შეგრძნებების ემოციებთან
დაკავშირება. მას უყვარდა ცხოველები, ამიტომაც გავაკეთე ცხოველე-
ბის ნახატები და ვესაუბრებოდი შინაგან შეგრძნებებზე. ასევე მქონდა
სათამაშო ცხოველი თითოეული ნახატის შესაბამისად. თანამშრომ-
ლები იყენებდნენ ამ სურათებს მასთან შეგრძნებებსა და ემოციებზე
სასაუბროდ ‒ ეს იყო უბრალოდ ერთ-ერთი დამხმარე ინსტრუმენტი

150
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

მათთვის. მე ვმუშაობდი მასთან და რამდენიმე თვის შემდეგ მას უკვე


შეეძლო ეთქვა: „შიგნიდან აფორიაქებული ვარ, როგორც ბაყაყი“, „მე
დადარდიანებული ვარ“ ან: „დღეს ნიანგივით გაბრაზებული და გაღი-
ზიანებული ვარ“. ეს შესაძლოა არ გამოგადგეთ ზოგიერთ ბავშვთან,
მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ უნდა შეიმუშაოთ სწორი, მათ-
ზე მორგებული რესურსი, თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად.
აი, სურათები და მაგალითები, რომლებზეც ვსაუბრობ:
ჩემი გული დახტის, როგორც ბაყაყი (მღელვარება, დარდი, მოუსვენ-
რობა).
მუცელში ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შიგნით ფუტკარი ბზუის
(შფოთვა).
შინაგანად თავს ისე ვგრძნობ, როგორც დიდპირა ნიანგი (გაბრაზებუ-
ლი).
შიგნით დიდი ვეშაპის მსგავსი შეგრძნებები მაქვს, მინდა რომ თავი და-
ვაღწიო (გაქცევა).
შინაგანად გაშეშებული და გაყინული ვარ, როგორც სელაპი ქვაზე (გა-
შეშება).

Elsa-ს ვებგვერდეც (Elsa Support, 2021) არის რესურსები, რომ-


ლებიც ემოციებს უკავშირებს ჩვენს სხეულებრივ შეგრძნებებს. ეს სა-
სარგებლო ვებგვერდი შექმნილია განვითარების ფსიქოლოგების გუნ-
დის მიერ. ძალიან ბევრი დამხმარე მასწავლებელი სკოლებში არის
Elsa-ს დატრენინგებული. მომწონს მათი რესურსები, მიუხედავად იმი-
სა, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო ზედა ასაკის, დაწყებითი სკოლის
ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.

სცენარები

ისევე როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რესურსი და ინსტრუმენტი,


ჩვენი პრაქტიკის სხვა აუცილებელი და ძირითადი ნაწილი არის სცე-
ნარების გამოყენება. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა უფ-
როსმა გამოიყენოს ერთი და იგივე სიტყვები ბავშვის მხარდასაჭერად.

151
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ეს სიტყვები ეხება იმ ემოციებისა და გრძნობების აღიარებას, რომლებ-


საც ბავშვი განიცდის. მთავარია, რომ სცენარი იყოს მარტივი, არ გამო-
იყენოთ ძალიან ბევრ სიტყვა და იყოთ თანმიმდევრული. ბავშვებთან,
რომლებთანაც ვმუშაობ, თავიდანვე შემომაქვს სცენარები. მე, სკოლა-
ში ბავშვთან მომუშავე უფროსები და მშობლები, ყველა ერთსა და იმა-
ვე სცენარს ვიყენებთ. სცენარი სიტყვიერად აჟღერებს, აღიარებს, რაც
ხდება ბავშვის თავს, მისი გრძნობების დადასტურება ხდება და ასევე
აწესებს საზღვრებს, თუკი ამის საჭიროება არსებობს. ძირითადი ფრა-
ზები, რომლებსაც ვიყენებ მუშაობის პროცესში შემდეგია:
ვეჭვობ, გაღიზიანებული ხარ. იყო გაღიზიანებული სავსებით ნორმალუ-
რია, მაგრამ მიუღებელია ჩემთვის ზიანის მოყენება.
ვეჭვობ, განრისხებული ხარ. იყო განრისხებული სავსებით ნორმალუ-
რია. მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნო.

სხვა მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ:


სავსებით მისაღებია განიცდიდე ...(ემოცია), მაგრამ მიუღებელია ...
(ქცევა).
მე მაინც აქ ვარ. მე, მიუხედავად ყველაფრისა, მშვიდად ვარ. ყველა-
ფერი კარგად იქნება.
აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმარო.
მე აქ შენთვის ვარ.
მე შენთან ვარ.

ინტერვიუ შარონ ქუქთან

ზემოთ გაგიზიარეთ ზოგიერთი ინსტრუმენტი, რომლებიც შეგვიძლია


შევქმნათ, ვიყიდოთ და გამოვიყენოთ ემოციური ლექსიკისა და გაგე-
ბის ყოველდღიურობაში დასამკვიდრებლად. ახლა ვაპირებ მოვიყვანო
ინტერვიუ შერონ ქუქთან, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრია.
შერონი გვიზიარებს რამდენიმე შემოქმედებით სტრატეგიას, რომლებ-
საც ის იყენებს ბავშვების დასახმარებლად, რათა დააფიქროს ისინი
საკუთარ ემოციებსა და შეგრძნებებზე.

152
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

შერონ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა გზებს იყენებთ იმისა­


თვის, რომ ბავშვებს დაეხმაროთ, გაერკვნენ საკუთარ გრძნობებ-
სა და ემოციებში?
პირველი, რაც უნდა ითქვას, ერთი მიდგომა ყველას არ ერგება.
ბავშვს ძალიან კარგად უნდა იცნობდე. ვფიქრობ, რომ ოთხი რამ
არის მნიშვნელოვანი: ილუსტრაციები, ლექსიკონი, აქტივობები,
სხეუ­ლებრივ შეგრძნებებზე ფიქრი და მათი ამოცნობა იმგვარად,
რომ ბავშვმა შეძლოს მათი სიტყვიერად გამოხატვა.
პირველად რასაც ვიყენებ, არის ბუშტი. თუკი მათ მოსწონთ ბუშ-
ტები, ვბერავ ბუშტს, ვუშვებ და სანამ ის წუილით მოძრაობს ოთახში,
ვამბობ: „აი, ასე გამოიყურება ბედნიერი“. შემდეგ, როდესაც ის ჩა-
იფუშება და იატაკზე დაეშვება, ვამბობ: „აი, ასე გამოიყურება სევ-
დიანი“. შემდეგ ისევ ვბერავ მას და ნელ-ნელა ვუშვებ ჰაერს, ის კი-
ვილისმაგვარ ხმას გამოსცემს. მე ვამბობ: „ის შეშინებულია". ჰაერი
შეიძლება გამოვიდეს სწრაფად ან ცოტათი ნელა, იმის მიხედვით, თუ
რამდენად „შეშინებულია“ ბუშტი. შემდეგ მე მას ისევ ვბერავ და ვაგ-
რძელებ გაბერვას მანამდე, სანამ არ გასკდება (თუკი ბავშვს არ ეში-
ნია უეცარი ხმის) ან ჩვენ უბრალოდ წარმოვიდგენთ, რომ ის გასკდა
და ვამბობ: „ის გაბრაზებულია“.
შემდეგ ხელახლა განვიხილავ ოთხ ძირითად ემოციას, იმისთვის
რომ მათ შეძლონ გრძნობების დაკავშირება სიტყვებთან: „ოჰ, აი, ასე
ვგრძნობ ხოლმე თავს, როდესაც ბედნიერი, სევდიანი, შეშინებული,
გაბრაზებული ვარ". ვიყენებ ისეთ აქტივობებს, როგორებიც არის:
საპნის ბუშტების გაბერვა, ბუშტებით თამაშები, ტომსიკის გადაწოდე-
ბა. როდესაც ამას ვაკეთებთ, ვსაუბრობ გრძნობების დონეებზე, მაგა-
ლითად, როცა ბედნიერი ხარ, როგორ შეიძლება ეს გადაიზარდოს
მღელვარებაში? ასევე შემომაქვს ფერები და ვეკითხები: „ბედნიერე-
ბა რომ ფერი იყოს, რა ფერის იქნებოდა ის?“ და ამის შემდეგ ჩვენ
ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიგრძნობიან ისინი, თბილია ისინი თუ
ცივი? ვსაუბრობთ იმაზე, თუ სად შეიგრძნობენ მას, სხეულის რომელ
ნაწილში და ცდილობენ დაფიქრდნენ, მაგალითად: „მე სითბოს შე-
ვიგრძნობ აი, აქ (უთითებენ მკერდზე)“.

153
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ვიცი, რომ მუშაობის პროცესში ძალიან დიდი დოზით იყენებთ


წიგნებს. როგორ უთავსებთ ამას აქტივობებს?
მაქვს წიგნები, რომელთა გამოყენებაც მომწონს, რამდენადაც იქ
ბევრი სხვადასხვა ემოციაა განხილული. აქ მოცემულია სიტუაციები
სხვადასხვა ემოციაზე დაყრდნობით. ის უყვება მათ, რა არის სხე-
ულებრივი შეგრძნება, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს და იქ-
ცეოდეს ის და შემდეგ სთავაზობს პრაქტიკულ იდეებს (იხილეთ ამ
წიგნების ჩამონათვალი თავის დასასრულს).
ვცდილობ, რომ გავაკეთო რაღაც, რაც მოცემულ ამბავს უკავშირ-
დება, ამდენად, მაგალითად, „სევდიანისთვის,“ მექნებოდა 3 ნამც-
ხვარი და გავანაწილებდი მას. ჩვენ ორივეს გვაქვს თითო, როგორ
იგრძნობდა თავს მესამე ადამიანი, მე რომ მეორე ნამცხვარი ავიღო
და მას საერთოდ არ ერგოს? ჩვენ ვისაუბრებდით ამაზე და დავუკავ-
შირებდით ბუშტების აქტივობას, რომელიც მანამდე გავაკეთეთ და
ფერებს, რომლებზეც მანამდე იფიქრეს.
„გაბრაზებაზე“ მომწონს „პოპკორნის“ გამოყენება. ჩვენ ვსაუბ-
რობთ იმაზე, თუ როგორ ვხურდებით და ვბორგავთ, ვტრიალებთ,
როდესაც გაბრაზებული ვართ ‒ ვხურდებით და ვხურდებით, სანამ არ
ავფეთქდებით. ჩვენ ვუყურებთ პოპკორნს, როგორ აკეთებს ამას ის
პოპკორნის აპარატში და შემდეგ ვჭამთ მას ერთად. ამის მერე ვსაუბ-
რობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავმშვიდდეთ, სანამ ავფეთქ-
დებით. ჩვენ ვსაუბრობთ სუნთქვაზე და შესაძლოა, ვაჩვენო მათ რამ-
დენიმე სუნთქვითი სავარჯიშო ან ვსაუბრობთ ჩამოჯდომასა და ცივი
წყლის დალევაზე და როგორ შეუძლია ამას შეგვანელოს და დაგვეხ-
მაროს თავი უფრო მშვიდად ვიგრძნოთ. ასევე ვსაუბრობთ ცოცვასა
და იმაზე, თუ როგორი სიფრთხილით უნდა ვიფიქროთ თითოეულ
ქმედებაზე, როდესაც ვცოცავთ. ასევე ვსაუბრობთ რაიმე მაგარის და-
ღეჭვაზე. თითოეული ჩამოთვლილთაგანი არის იდეეები, რომლებიც
შესაძლოა დაეხმაროს მათ თავი უფრო მშვიდად იგრძნონ და ჩვენ ამ
გზებს ერთად მოვსინჯავთ ხოლმე.
„შეშინებულზე“, წარმოსახვითი მინი კოცონი გვექნება, რომელ-
საც შემოვუსხდებით, დავლევთ ცხელ შოკოლადს და ვისაუბრებთ იმ

154
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

რაღაცებზე, რაც გვაშინებს. ვესაუბრები შიშის დონეებზე, შესაძლოა


ვუთხრა, რომ მე ცოტათი მაშინებს წურბელები: „მეშინია სიბნელის,
მაგრამ მზარავს ტარანტულები“. ეს ეხმარება მათ დაინახონ შიშის
დონეები და განსხვავებები მათ შორის. შემდგომ ამას ისევ ბუშტებს
დავუკავშირებ, ფერს, რომელიც მათ შეარჩიეს და მათ სხეულებრივ
შეგრძნებებს.
როგორ ეხმარებით ბავშვებს ემოციებისა და გრძნობების გა-
გების განვითარებაში, როდესაც მათ უკვე ამ სფეროში ბაზისური
უნარები აქვთ?
როდესაც ბავშვები უფრო მეტად უმკლავდებიან გრძნობებს, ჩავრ-
თავდი თამაშებს, რომლებშიც რიგის დაცვა, დალოდება და არჩევა-
ნის გაკეთებაა საჭირო და ჩვენ ვისაუბრებდით, თუ რას გრძნობდნენ
ისინი ამ დროს.
ჩემი დაკვირვებით, ფერების გამოყენება ძალიან სასარგებლოა.
ზოგიერთ ბავშვს ურთულდება თქვას, რომ ის გაბრაზებული ან გა-
ხარებულია, მაგრამ მათ შეუძლიათ მიაკუთვნონ საკუთარ მდგომა-
რეობას რომელიმე ფერი. ზოგიერთ ბავშვთან მანქანების ემოციების
დასტას ვიყენებ. ეს არის Elsa Support-ის რესურსი (2021). ბავშვებს
აქვთ ფერადი მანქანების ლამინირებული ბარათები და როდესაც
ისინი ბრუნდებიან თამაშის შემდეგ ან მოდიან დილით, დასტიდან
იღებენ ფერადი მანქანის სურათს იმ ემოციის შესაბამისად, რომელ-
საც გრძნობენ. მანქანების ნაკრებში არის ლამინირებული ფურცე-
ლი სხვადასხვა ფერის ემოციების მანქანებით. ეს თანამშრომლებს
აჩვენებს, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს, მათი მხრიდან სიტყვე-
ბის გამოყენების გარეშე. უფროსებს შეუძლიათ ნახონ, რომ ბავშვი
დაბრუნდა თამაშიდან და თავისი მანქანა დადო წითელ ფერზე. ის
გაბრაზებულია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი უნდა დაეხმარონ
ბავშვს, გაარკვიონ, რა ხდება მის თავს. ამ ნაკრებს ასევე მოყვება
სკალა ‒ ამგვარად, როდესაც ბავშვები იწყებენ საკუთარ გრძნობებში
გარკვევას, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ გაზომონ ეს გრძნობე-
ბი: „რამდენად გაბრაზებული ხარ? 1 ნიშნავს ცოტათი შეწუხებული,
ხოლო 5 კი განრისხებული“.

155
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

თამაშები გრძნობებზე

შერონის იდეების გარდა, ასევე ვიყენებ ზოგიერთ სხვა თამაშსა და აქ-


ტივობას, რომლებიც ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირე-
ბული. მაგალითად:

აბრაკადაბრა

უთხარით ბავშვებს, რომ თქვენ „ჯადოქრობას ჩაუტარებთ“ მათ გრძნო-


ბებს. როდესაც ისინი მოისმენენ გრძნობის გამომხატველ სიტყვას, განასა-
ხიერონ, როგორ გამოიყურება ეს გრძნობა. გამოიყენეთ სიტყვა „აბრაკა-
დაბრა“ (ან ნებისმიერი სხვა, თქვენი მოგონილი სიტყვა) და „ჯადოქრობა
ჩაუტარეთ“ ბავშვებს, რომ სივრცეში დგომისას გაიცინონ, გაბრაზდნენ ან
დაამთქნარონ; აკანკალდნენ, ლოყები აუხურდეთ, აღელვებულად გამო-
იყურებოდნენ ან სევდიანად გამოიყურებოდნენ. გამოიყენეთ სხვადასხვა
გრძნობა და ემოცია, რათა ბავშვებმა მოსინჯონ თითოეული მათგანი.

სახეები საძერწი ცომისგან

ეს იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, როდესაც ბავშვი მშვიდადაა, შეუძლია


ემოციების გაგება და აქვს შესაბამისი ლექსიკური მარაგი.

დაგჭირდებათ
▶▶ საძერწი ცომი
▶▶ მისაწეპებელი თვალები
▶▶ ღილები ცხვირებისთვის
▶▶ დრეკადი ფუმფულა ჯოხები (ფაიფქლინერები) ან კბილის ჩხირები

სთხოვეთ ბავშვებს, რომ შექმნან სახეები. ისაუბრეთ თქვენ მიერ


შექმნილ სახეებზე და როგორ აგრძნობინებენ ისინი ბავშვებს თავს.
იმისათვის რომ განავრცოთ ეს, შეგიძლიათ ჰკითხოთ ბავშვს, რა მოხ-
და, რატომ გრძნობს ეს სახე ასე თავს.

156
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ნამცხვრის სახეები

დაგჭირდებათ
▶▶ ადვილად მოსანელებელი ნამცხვრები
▶▶ საცხობი ლანგარი
▶▶ საკვებად ვარგისი თვალები

სთხოვეთ ბავშვებს, მორთონ ნამცხვრები ისე, როგორც სახე. რო-


გორც ზემოთ, საძერწი ცომის შემთხვევაში, ესაუბრეთ მათ მიერ შექ-
მნილ გრძნობებზე და რატომ გრძნობენ სახეები თავს ასე. შემდეგ
შეჭამეთ ერთად ნამცხვრები და ისაუბრეთ ტექსტურაზე, გემოსა და
სურნელზე. ჰკითხეთ ბავშვებს, როგორი შეგრძნებები აქვთ ნამცხვრის
ჭამისას.

სახეები ბუნებაში

დაგჭირდებათ
▶▶ სახის ფორმაზე გამოჭრილი ბარათები
▶▶ წებო
▶▶ შეგროვებული ყვავილის ფურცლები, ფოთლები, ტოტები და ა.შ.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის ფორმის გამოჭრილი ბარა-
თი, ეს მასალები რომ დააწყოთ ზედ ან შეგიძლიათ დახატოთ სახის
ფორმა გარეთ, ქვიშაში ან მიწაზე.

როგორც ზემოთ, საძერწი ცომისა და ნამცხვრების შემთხვევაში,


აქაც ვქმნით სახეებს ბუნებრივი მასალებისგან (ყვავილის ფურცლების,
ფოთლების და ა.შ.).
იდეალურ შემთხვევაში თავად შეაგროვებინეთ ბავშვებს ყვავილე-
ბის ფურცლები, ფოთლები და ა.შ. სახის გასაკეთებლად და ესაუბრეთ
სახეზე, როდესაც მის შექმნას დაასრულებენ.

157
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

ბედნიერების წიგნის შექმნა

ჩახატეთ წიგნში ან ჩააკარით იმ რაღაცების სურათები, რაც მათ აბედ-


ნიერებთ. როდესაც სევდიანი იქნებიან ან სიმშვიდე დასჭირდებათ,
შეუძლიათ ეს წიგნი დაათვალიერონ.

სოციალური ისტორიები

მე-6 თავში დავწერე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალური ის-


ტორიები ბავშვების დასახმარებლად, რათა მათ გაიაზრონ მოსალოდ-
ნელი ცვლილებები, როგორებიცაა, მაგალითად, სკოლაში შესვლა ან
საცხოვრებლის შეცვლა. ჩვენ ასევე ვიყენებთ სოციალურ ისტორიებს,
რათა დავეხმაროთ ბავშვებს გრძნობებისა და ემოციების გაგებაში.
მე მაქვს დაწერილი უამრავი სოციალური ისტორია, რომელთაგან
ზოგიერთი ეხება გრძნობებს და დაკავშირებულია პერსონაჟთან, რო-
მელიც ბავშვს მოსწონს. წარსულში დავწერე რამდენიმე სოციალური
ისტორია პიქსარის მულტფილმების „თომასი, თუნუქის მანქანა“ და
„მანქანები“ (Cars, 2006), პერსონაჟებზე დაყრდნობით. გამოვიყენე ამ
პერსონაჟების სურათები და დავაწერე გრძნობების აღმნიშვნელი სიტყ-
ვები. აქ არის მაგალითი პიქსარის მანქანების ისტორიიდან:
მატერი მოვიდა რბოლაში მონაწილეობის მისაღებად. ფიქრობს, რომ
მეგობრებთან ერთად რბოლა სახალისო იქნება. ის იცინის.
ლაითნინგს მოსწონს რბოლა, ის მას ძალიან აბედნიერებს.
ფინი ფიქრობს, რომ ის ყველაზე ლამაზი შესახედაობის მანქანაა, ის
ამაყობს საკუთარი ლურჯი მოხატულობით.
ჰოლი დარწმუნებულია, რომ ის მოიგებს რბოლას, მან იცის, რომ ის
ჩქარია.
როდი გაბრაზებულია, ერთ-ერთმა მანქანამ მისი ფერის შესახებ ცუდი
რაღაც თქვა.

მე ასევე ვიყენებ სოციალურ ისტორიებს კონკრეტული პრობლემუ-


რი საკითხების ირგვლივ. ერთ-ერთი ბავშვი, რომელთანაც ვმუშაობდი,

158
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

იყენებდა უხეშ სიტყვებს უფროსებისა და ბავშვების მიმართ. მე დავწე-


რე მარტივი სოციალური ისტორია ზღარბ პერსიზე. აქ არის მაგალითი
ამ ისტორიიდან „ჩვენ ადამიანებს თავაზიანად ვესაუბრებით“.

ეს არის ზღარბი პერსი.


უმეტესად პერსი მხიარულია და იყენებს თავაზიან სიტყვებს და კეთილ-
განწყობილ ხმას თავისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ.
მაგრამ ზოგჯერ პერსი ყვირის, მისი ხმა ძალიან უხეშად ჟღერს და ის
იყენებს უხამს და უკმეხ სიტყვებს.
ზოგჯერ პერსი უყვირის თავის დედას: „წადი და საჭმელი მომიტანე“ ან
თავის მეგობრებს: „მომეცი ეს სათამაშო“ ან „მეზიზღები“.
როდესაც ის ყვირის და უხეშობს, ძალიან გაღიზიანებული ჩანს და მის
მეგობრებს შეიძლება ცოტათი შეეშინდეთ. დედა და მეგობრები
მოწყენილი არიან, როდესაც პერსი იყენებს არათავაზიან სიტყვებს
და უხეშ ხმას.
პერსის არ უნდა, რომ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები მოწყენილი
იყვნენ. პერსის არ უნდა, რომ თავისი ოჯახის წევრები და მეგობრე-
ბი შეაშინოს. პერსი იწყებს ვარჯიშს, რომ გამოიყენოს უფრო რბი-
ლი, ალერსიანი ხმა. ის ასევე ვარჯიშობს თავაზიანი სიტყვების გა-
მოყენებაში. რა თავაზიანი სიტყვების გამოყენება შეუძლია პერსის?

სოციალური ისტორიების შექმნა მარტივად და სწრაფადაა შესაძ-


ლებელი. მე მათ ვწერ კომპიუტერში და ვსვამ ისტორიასთან დაკავ-
შირებულ სურათს თითოეულ გვერდზე, რამდენიმე წინადადებასთან
ერთად. შემდეგ ვბეჭდავ მათ და ვუკეთებ ლამინირებას, შემდეგ კი ვი-
ყენებთ მას სკოლასა და სახლში. ძალიან ბევრი წიგნია ბაზარზე, რო-
მელთა ყიდვაც შეგვიძლია ბავშვის ემოციური განვითარების ხელშე-
საწყობად, მაგრამ ზოგჯერ გვჭირდება რაღაც იმდენად სპეციფიკური,
რომ უფრო მარტივი და იაფია, თავად შევქმნათ. ამიტომ მოგიწოდებთ,
თქვენც სცადოთ!

159
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

დასკვნა

ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ემოციებთან დაკავშირებული ენის გამო-


ყენება ბავშვებთან ჩვილობის ასაკიდანვე (ემოციებზე თამაშებთან და
აქტივობებთან ერთად), ჩვენს მუშაობაში და სახლში მისი ჩართვით.
ეს ბავშვებს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით ამარაგებს, რომლის გა-
მოყენებასაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძლებენ. ყო-
ველთვის უნდა მივუსადაგოთ ჩვენი იდეები არსებულ მოცემულობას,
რამდენადაც თუკი მათ მძიმე დღე აქვთ და ყველაფერი ერთულებათ,
ისეთი აქტივობა, როგორიც არის საძერწი ცომისგან სახეების გამო-
ძერწვა, შესაძლოა არ გამოგვადგეს, მაშინ როდესაც პოპკორნის იდეა,
რომელიც შერონმა აღნიშნა თავის ინტერვიუში, შესაძლოა იდეალური
ვარიანტი იყოს. ასევე, როდესაც შესაძლებელია, უმჯობესია მათი ინტე-
რესების გათვალისწინება. მაგალითად: ერთ წელს ვმუშაობდი პატარა
ბიჭუნასთან, რომელიც აღმერთებდა „ჩემს პატარა პონის“, ამიტომაც
მე მას ვრთავდი ყველაფერში, რასაც ვაკეთებდით, სენსორული აქ-
ტივობებიდან დაწყებული, ემოციებისა და გრძნობების შესახებ პონის
წიგნით დასრულებული. ზრდასრულები ინტერესით უნდა მოვეკიდოთ
ბავშვების გრძნობებსა და ემოციებს და ვიყოთ კრეატიულები, რო-
დესაც მათ ვეხმარებით საკუთარი ემოციების გაგებაში. არ არსებობს
ერთი ინსტრუმენტი ან პროგრამა, რომელიც იმუშავებს ყველა ბავშვ-
თან, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები და შეგვეძლოს ადაპტა-
ცია, როდესაც ვგეგმავთ სამუშაოს და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამო-
ყენებას ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების ირგვლივ.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Brown, B. (2021) List of Core Emotions. Available at https://brenebrown.com/
downloads/
Butterfield [Harvey], M. (XXXX) Everybody Feels … Stafford, uK: QED Publica-
tions.
Cars (2006) [film] Emeryville, CA: Pixar Animation Studios.
Early Years Resources (2021) PSHE Feelings and Emotions. Available at www.
earlyyearsresources.co.uk/pshe-c52/emotions-c117

160
ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა

Elsa Support (2021) Managing Strong Feelings Resources. Available at www.el-


sa-support.co.uk
Inside Out (2015) [film] Emeryville, CA: Pixar Animation Studios.
Karst, P. (2000) The Invisible String. Los Angeles: DeVorss & Company.
Learn Well (2020) Emotions Resources. Available at www.learnwell.co.uk
Llenas, A. (2016) The Colour Monster: A. Pop-Up Book. London: Templar.
Moroney, T. (XXXX) When I am Feeling … Fitzroy, VIC: Five Mile Press.
Parr, T. (2005) The Feelings Book. New York: Little, Brown.
Parr, T. (2010) Feelings Flashcards. San Francisco, CA: Chronicle Books.
Percival, T. (2018) Ruby’s Worry. London: Bloomsbury.
Percival, T. (2019) Ravi’s Roar. London: Bloomsbury.
Preschool Express (2021) Music & Rhyme Station: Feelings Songs. Available at
www.preschoolexpress.com/music-station09/feelings-songs-april.shtml
Sense Toys (2021) Anxiety & Worries. Available at www.sensetoys.com/so cial-
emotional-skills-c35/anxiety-worries-c41
Tinkertray (2019) Tinker Tray Play. Available at www.tinkertrayplay.co.uk
Witek, J. (2013) In My Heart: A Book of Feelings. New York. Abrams Appleseed.

161
8 სენსორული
გამოცდილებები

სენსორული გამოცდილებები, ემოციურად მდიდარი ლექსიკის გამოყე-


ნებასთან ერთად, ერთ-ერთი საბაზისო ინსტრუმენტია, რომელსაც ბავშ-
ვებს პრაქტიკოსის როლში ყოფნისას ვთავაზობთ. ბევრი ბავშვი მოდის
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სენსორული თამაშის, კრიტიკულად
მნიშვნელოვანი სენსორული გამოცდილებების გარეშე. ჩემთვის სენ-
სორული თამაშის შესაძლებლობების დეფიციტი რამდენიმე სხვადასხ-
ვა მიზეზიდან გამომდინარეობს. ზოგიერთი მშობელი შფოთავს ბავშ-
ვების სენსორულ თამაშთან დაკავშირებით, ამ თამაშების მიერ გამოწ-
ვეული უწესრიგობის გამო. მე შემიძლია ამის გაგება, განსაკუთრებით
იმ ოჯახების შემთხვევაში, რომლებიც ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ.
ოჯახები შეიძლება ღელავდნენ არეულობასა და ზიანზე, რომელიც სენ-
სორულ თამაშებს შეუძლიათ გამოიწვიონ, ამ მშობლებს ძალიან შეზ-
ღუდული დროის რესურსი აქვთ და ფიქრი იმის შესახებ, რომ საუკუნე
უნდა ალაგონ თამაშის შემდეგ, შესაძლოა მეტისმეტი იყოს მათთვის.
კიდევ ერთი წუხილი შეიძლება ეხებოდეს ჭუჭყსა და ბაქტერიებს: ზო-
გიერთი ოჯახისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია ბავშვების ტალახსა და
გუბეებში თამაშის იდეა. მე-9 თავში უფრო დეტალურად განვიხილავ,
თუ რა უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის გარეთ ყოფნას და
ბუნებაში თამაშს ტალახით და ჯოხებით, ხოჭოების პოვნას და ა.შ.
ასევე ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრ მშობელს აქვს ცოდნის დე-
ფიციტი სენსორული თამაშის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ‒ რა
უზარმაზარი სარგებლობა მოაქვს მას ბავშვის ტვინის განვითარებისათ-
ვის, ემოციური განვითარებისა და სწავლისთვის. ხშირად სენსორული

162
სენსორული გამოცდილებები

თამაში მოხსენიებულია, როგორც „ჭუჭყიანი თამაში“, მაგრამ მე შევწ-


ყვიტე ამ ტერმინის გამოყენება ბევრი წლის წინ, რადგანაც, ვფიქრობ,
რომ სახელწოდებას აქვს ნეგატიური კონოტაცია და არ წაახალისებს
მშობლებს, რომ ამ ტიპის თამაშებში ჩაერთონ. 1990-იან წლებში, ინგ-
ლისის მასშტაბით ბავშვთა ცენტრების გაჩენასთან ერთად, სენსორული
თამაშების ან ჭუჭყიანი თამაშების სესიები ყველა ოჯახისთვის ხელმი-
საწვდომი გახდა. ეს საშუალებას აძლევდა ოჯახებს, რომლებსაც არ
სურდათ არეულობა სახლში, წაეყვანათ შვილები უფასო ან ძალიან
იაფ სესიებზე და მიეცათ ბავშვებისთვის საშუალება, მიეღოთ მნიშვ-
ნელოვანი გამოცდილებები. სამწუხაროდ, გაერთიანებული სამეფოს
კონსერვატიულმა მთავრობამ მოუხსნა დაფინანსება ბევრ საბავშვო
ცენტრს. დაახლოებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრი სა-
ბავშვო ცენტრი დაიხურა და ისინი, რომლებიც დარჩნენ, იშვიათად
გვთავაზობენ უნივერსალურ სერვისებს. ვფიქრობ, ამან განაპირობა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადრეული სენსორული გამოცდილებე-
ბის დეფიციტი ბავშვებში.

რატომ არის სენსორული თამაში მნიშვნელოვანი?

ვიცით, რომ შეგრძნებების გამოყენებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს


ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს აღმოჩენასა და შესწავლაში. ჩვენ
ეგრევე ვფიქრობთ შეგრძნებებზე ‒ მხედველობა, სმენა, შეხება, გემო
და ყნოსვა ‒ მაგრამ, მათ გარდა, ასევე გვაქვს ინტროცეპტული, ვესტი-
ბულარული და პროპრიოცეპტული შეგრძნებები. ინტროცეპტული შეგ-
რძნებები დაკავშირებულია ჩვენი სხეულის ფიზიკურ მდგომარეობას-
თან, ის გვეხმარება აღვიქვათ გვშია, გვწყურია თუ გვტკივა რაიმე. ვეს-
ტიბულარული და პროპრიოცეპტული შეგრძნებებიც ასევე შინაგანია.
ვესტიბულარული შეგრძნება გვეხმარება, გადავამუშავოთ მიზიდულო-
ბის ძალასთან დაკავშირებული ინფორმაცია ‒ მისი რეცეპტორები გან-
ლაგებულია ყურის შიგნითა ნაწილში და აქტიურდება თავის პოზიციისა
და მოძრაობის ცვლილებებთან ერთად. ის გვეხმარება შევიგრძნოთ
სიჩქარე, წონასწორობა, გრავიტაცია და მიმართულება. პროპრიოცეპ-

163
სენსორული გამოცდილებები

ტული შეგრძნებები გვეხმარება შევიგრძნოთ, როგორ მოძრაობს ჩვენი


სხეული, ზის, წევს თუ დგას. პროპრიოცეპტული რეცეპტორები განლა-
გებულია ჩვენს კუნთებში, მყესებსა და სახსრებში. პროპრიოცეპტული
შეგრძნებების ჩართვა შესაძლოა დაეხმაროს ბავშვს თვითრეგულირე-
ბაში (ამის შესახებ ზოგიერთ იდეას ამ თავში გაგიზიარებთ, მოგვიანე-
ბით. ასევე იხილეთ „დამატებითი ინფორმაცია და წყაროები“).
ჩვილები და ახალფეხადგმული ბავშვები ბუნებრივად და ავტო-
მატურად კავდებიან თავიანთი შეგრძნებებით: შეხება, გალოკვა, ნივ-
თების პირში ჩადება, სხვადასხვა ზედაპირზე დაწოლა, ხელში ისეთი
ნივთების დაჭერა, რომლებსაც აქვს ვიბრაცია, განმეორებით გადაგო-
რება-გადმოგორება და სხეულის აზიდვა. სენსორული თამაში შესაძ-
ლებელია იყოს როგორც მომხიბვლელი და მასტიმულირებელი, ასევე
დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი, აკმაყოფილებს რა ორივე ამ
საჭიროებას. თრეისი ბექერლეგი (Beckerleg, 2008), რომელიც სპეცი-
ალური პედაგოგი და პორტიჯის თანამშრომელი იყო, ამტკიცებს, რომ
სენსორულ თამაშს ასევე შეუძლია:
▶▶ დაეხმაროს ბავშვებს კუნთების მოდუნებაში
▶▶ ხელი შეუწყოს ნატიფი და უხეში მოტორული უნარების განვითარე-
ბას
▶▶ ხელი შეუწყოს სოციალურ თამაშს, რიგის დაცვასა და გაზიარებას
▶▶ ხელი შეუწყოს კომუნიკაციური უნარებისა და კონცენტრაციის უნა-
რის განვითარებას

ბავშვების დიდი ნაწილს, რომლებთანაც ვმუშაობ, ძალიან ურთულ-


დებათ ბევრ აქტივობაზე კონცენტრაცია, განსაკუთრებით ისეთებზე,
რომლებიც საჭიროებს დაჯდომას და კონცენტრირებას. მათ შეუძლიათ
მოახერხონ, რამდენიმე წუთით გაჩერდნენ, მაგრამ მეტი არა და ხში-
რად ინაცვლებენ ხოლმე ერთი აქტივობიდან მეორეზე. თუმცა, როდე-
საც მათ სენსორულ აქტივობას სთავაზობენ, შეუძლიათ ხანგრძლივად
დაკავდნენ ამ აქტივობით, რაც იშვიათობაა სხვა შემთხვევებში. ჩვენ
ვიცით, რომ თამაში საკვანძო მნიშვნელობის მქონეა ბავშვის სწავ-
ლასა და განვითარებაში, ამდენად თუკი ჩვენ გამოვაცლით თამაშის

164
სენსორული გამოცდილებები

გამოცდილებისა და შესაძლებლობის ერთ ელემენტს, ამით ჩვენ ვამ-


ცირებთ სწავლის მიმდინარე შესაძლებლობებს. ვიმედოვნებ, რომ ეს
თავი გამოავლენს ჩვენს საქმიანობაში სენსორული თამაშის ჩართვის
ზოგიერთ გზას და იმას, თუ რამდენად დამხმარე შეიძლება იყოს ის
ბავშვებისთვის.

სენსორული თამაში არის ყველა ბავშვისთვის და


არა მხოლოდ ადრეული ასაკის ბავშვებისათვის

ბევრი საბავშვო ბაღი სენსორული თამაშის შესანიშნავ შესაძლებლო-


ბებს უზრუნველყოფს, მაგრამ ეს შეთავაზებები მცირდება, როდესაც
ბავშვები აღწევენ სასკოლო ასაკს. სასკოლო მზაობის ჯგუფები სთა-
ვაზობენ მცირეოდენს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით არასაკმარისს და
უკვე პირველი კლასიდან ზევით სენსორული თამაშის შესაძლებლობე-
ბი ძალიან ხშირად ქრება. ასე ხდება, იმ შემთხვევების გარდა, თუკი ეს
არ არის ტყის სკოლა ან ტყის სკოლა არ არის შედის მათ სასწავლო
გეგმაში. სამწუხაროდ, ის არ არის ყველა დაწყებით სკოლაში. ზაფხუ-
ლის არდადეგების განმავლობაში ვმუშაობდი თამაშის სქემაზე რამდე-
ნიმე, მეტად მოწყვლადი, 4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ჩვენს
ტერიტორიაზე. თამაშის მთლიანი სქემა დაფუძნებული იყო გარეთ
განსახორციელებელ აქტივობებზე და სავსე იყო სენსორული თამაშის
შესაძლებლობებით. ბევრი ბავშვისთვის ყურადღება გამახვილებული
იყო თიხითა და საღებავებით თამაშზე. სხვადასხვა ასაკის ბევრ ბავშვს
არ ჰქონდა წარმოდგენილი თამაშის საბოლოო მიზანი, მაგრამ ისი-
ნი სიამოვნებას იღებდნენ სენსორული გამოკვლევით. იყო ერთი 11
წლის ბიჭუნა, რომელსაც უჭირდა სკოლაში ჩართვა და კონცენტრირე-
ბა და ფრუსტრაციის დროს შესაძლოა აფეთქებულიყო. ერთ დღეს მან
ზუსტად საათ-ნახევარი გაატარა თიხითა და წყლით თამაშში ‒ მას არ
„შეუქმნია“ არაფერი, მაგრამ სიამოვნება მიიღო ტექსტურის გამოკვ-
ლევით, იმის კვლევით, თუ რის გაკეთება შეეძლო თიხით და როგორ
რეაგირებდა ეს მასალა სხვადასხვანაირ მოძრაობებზე. როდესაც
მას ამის შესახებ ვკითხე, მან თქვა: „მე უბრალოდ მომწონს შეგრძნე-

165
სენსორული გამოცდილებები

ბა. მომწონს, როგორც მაგრძნობინებს ეს თავს, მშვიდი და ბედნიერი


ვარ“. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო ჩემთვის, რომ სენსორული თამაში არ
არის მხოლოდ ადრეული ასაკისთვის, არამედ მას სარგებელი მოაქვს
ყველა ასაკის ბავშვისთვის. ვფიქრობ, ის სარგებლის მომტანია ზრდას-
რულებისთვისაც: ხშირად უფროსები ირჩევენ დაკავდნენ სხვადასხვა
სენსორული გამოცდილებით, რათა აიმაღლონ კეთილდღეობის განც-
და. მე ვქსოვ და მატყლს ვართავ, ასევე მებაღეობას მივსდევ ‒ თითო-
ეული მათგანი მეტად სენსორულია, რაც მამშვიდებს და მაწყნარებს.

შეყოვნდით

ერთი წუთით დაფიქრდით იმ სენსორულ ინფორმაციაზე, რომელიც


თქვენში შემოდის.
▶ რომელი სენსორული აქტივობები ზრდის თქვენში კეთილდღეობის
განცდას?
▶ რამდენად ხშირად აძლევთ საკუთარ თავს უფლებას ამით დაკავ-
დეთ?
▶ გამოყოფთ თუ არა დროს, რომ რეგულარულად ჩართოთ ეს აქტი-
ვობები თქვენს ცხოვრებაში?

დაფიქრდით, რა სენსორულ შესაძლებლობებს სთავაზობთ ბავშ-


ვებს, რომლებთანაც მუშაობთ ან თქვენი ოჯახის წევრებს? განიხი-
ლავთ თუ არა ამ აქტივობებს, როგორც ადრეული ასაკის ბავშვების-
თვის განკუთვნილს? თუკი ასეა, შეგიძლიათ თუ არა განავრცოთ ის
უფრო მოზრდილ ბავშვებზეც?

რა ხდება, როდესაც ბავშვებს არა აქვთ სენსორული


თამაშის გამოცდილებები?

ხშირად ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც ბუნების დეფიციტი აქვთ,


მაგრამ მჯერა ‒ ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზოგიერთ

166
სენსორული გამოცდილებები

ბავშვს აქვს შესაძლებლობების დეფიციტი, მიიღოს სენსორული გა-


მოცდილებები. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს პრობლემა იზრდება ად-
რეული ასაკის ბავშვებთან ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებასთან
ტანდემში. ბევრი ჩვენგანი ხედავს ბავშვებს, რომლებიც მოდიან ბაღში
და შეუძლიათ ეკრანი „ჩასქროლონ“, მაგრამ არ იციან, როგორ გამო-
იყენონ საძერწი ცომი. ჩვენ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც სიხარულით
მოგიყვებიან თამაშზე, რომელიც აიპადში ითამაშეს, მაგრამ არ იციან,
რა ქნან ტალახის სამზარეულოში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სენსო-
რული თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ, ექსპერი-
მენტები ჩაატარონ და ცნობისმოყვარენი იყვნენ. სენსორული თამაშის
საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ მათი ენა. სენსორული
თამაშის საშუალებით ბავშვებს აქვთ საშუალება, განივითარონ ნატიფი
და უხეში მოტორული უნარები. ისინი ასევე ივითარებენ შემოქმედები-
თობას და იწყებენ დაინტერესებას, შეკითხვების დასმასა და გამოკვ-
ლევას. ასევე არსებობს არგუმენტი, რომ ადრეული სენსორული თამა-
ში გვაძლევს ერთიან სხეულებრივ გამოცდილებას, რაც აღგვჭურვავს
შემდგომი სწავლისთვის. მაგალითად, 2 წლის ასაკში სხეულით ხატვის
გამოცდილება, როდესაც მთლიანად საღებავში ამოისვრები და ამჩ-
ნევ, რა კვალი დატოვა შენი სხეულის სხვადასხვა ნაწილმა ‒ გამზა-
დებს იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს საღებავი, როდესაც
გაძლევენ ფუნჯს, როცა უფრო მოზრდილი ბავშვი ხარ. შენ უკვე იცი,
როგორ შეიგრძნობა საღებავი, როგორ გამოიყურება და რის გაკეთება
შეგიძლია მისი გამოყენებით.
როდესაც სენსორული გამოცდილების დეფიციტი აქვთ, სენსო-
რული თამაში შესაძლოა ბავშვისთვის საშიში ან შფოთისმომგვრელი
გახდეს. ყოველ წელს, როგორც წესი, მყავს ხოლმე ბავშვი, რომელიც
თავიდან ირიდებს ხელების დასვრას, არ აქვს სურვილი შეეხოს გარკ-
ვეულ ტექსტურებს ‒ რაღაცების შეხების იდეაც კი მათ დისტრესს იწ-
ვევს. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად, მათ არ ჰქონიათ სენსორული
თამაშის შესაძლებლობა სახლში და ირჩევენ, რომ არ დაკავდნენ ასე-
თი თამაშებით ბაღშიც, რამდენადაც ძალიან შეზღუდული სენსორული
გამოცდილება აქვთ. ამან ხშირად შეიძლება შფოთვა და შესაბამისი

167
სენსორული გამოცდილებები

ქცევები გამოიწვიოს. ან შესაძლოა, ეს ბავშვები თავიდან ირიდებდნენ


სენსორულ სტიმულებს და კონკრეტული ტექსტურები და გამოცდილე-
ბა მათთვის იყოს შემაწუხებელი. როდესაც ბავშვებს შიშს გვრით ან
აფრთხობთ სენსორული გამოცდილება, ჩვენ ფაქიზად უნდა დავეხმა-
როთ მათ ამის დაძლევაში ‒ მაგალითისთვის, მივცეთ რაიმე ინსტრუ-
მენტი, რასაც ჩაარჭობს საძერწ ცომში, ნაცვლად იმისა, რომ ვთხო-
ვოთ ხელების გამოყენება. მეორე მხრივ, ზოგიერთ ბავშვს მძაფრად
სწყურია სენსორული გამოცდილება, ისინი გამუდმებით სენსორულ
ძიებაში არიან. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ყველაფერს ეხებიან,
დაუსრულებლად იდებენ რაღაცებს პირში, იქნევენ ნივთებს ან ყველა-
ფერს ყნოსავენ. ასეთი ბავშვები ხშირად თავით გადაეშვებიან ხოლმე
სენსორული აქტივობების უმეტესობაში, რომლებსაც სთავაზობთ და
თუკი ვერაფერს პოულობენ, თავად ქმნიან სენსორულ გამოცდილე-
ბებს, მაგალითად, ხმამაღალი ხმების გამოცემით ან ნივთებზე მსუბუ-
ქად დარტყმით.

დიაგნოსტირებული სენსორული სირთულეები

ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა უკვე ჰქონდეს დიაგნოზი და სენსორული


სირთულეები მის ნაწილს შეადგენდეს ‒ მაგალითად, აუტიზმი, სენსო-
რული გადამუშავების დარღვევა, დისპრაქსია, ყურადღების დეფიცი-
ტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD). თუმცა, ბავშვების უმე-
ტესობას, რომლებსაც ჩვენ ადრეულ ასაკში ვხედავთ, არ ექნება დიაგ-
ნოზი და ჩვენი, როგორც ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე ადა-
მიანების როლის ნაწილია, ცნობისმოყვარეები ვიყოთ იმის მიმართ,
რასაც ბავშვები ავლენენ. ზოგჯერ ჩვენ განვაგრძობთ კითხვის დასმას,
რამე ხომ არ ხდება, მაგრამ ასევე უნდა დავაკვირდეთ და შევამჩნიოთ,
როგორ იქცევა ბავშვი სხვადასხვა სენსორულ აქტივობასთან მიმართე-
ბით. აქ არი, რამდენიმე სასარგებლო შეკითხვა, რომლებიც შეიძლება
დაისვას:
▶▶ ეძებენ თუ არა ისინი სენსორულ სტიმულებს?
▶▶ ირიდებენ თუ არა სენსორულ სტიმულებს?

168
სენსორული გამოცდილებები

▶▶ ეხმარებათ თუ არა შემოსული სენსორული ინფორმაცია დამშვი-


დებაში?
▶▶ ეხმარებათ თუ არა შემოსული სენსორული ინფორმაცია საქმიანო-
ბაში?

თუკი დაკვირვებებისა და მშობლებთან საუბრების შედეგად ჩვენ


ვფიქრობთ, რომ ბავშვს აქვს მაღალი სენსორული საჭიროებები, ჩვენ
შესაძლოა დაგვჭირდეს რჩევების მიღება ინკლუზიური განათლების
სპეციალისტისგან. ასევე შესაძლოა დაგვჭირდეს გადამისამართება
ოკუპაციურ თერაპევტთან ან პედიატრთან.

ღია და არადირექტიული

ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ სენსორული


თამაში ასე კარგად მუშაობს სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვებთან,
ისაა, რომ იგი შეუზღუდავია. არ არსებობს თამაშის სწორი და მცდარი
გზა. არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული პასუხები და ამოხსნები.
ბავშვებს შეუძლიათ თავისუფლად ითამაშონ და იკვლიონ ‒ ისინი ვერ
გააკეთებენ რაიმეს არასწორად. ბავშვებისთვის, რომლებსაც მე ვეხმა-
რები, ეს უმნიშვნელოვანესია. ხშირად ისინი მიდიან განცდამდე, რომ
რაღაცებს არასწორად იგებენ, მაგრამ უსაფრთხო სივრცეში, თამაშით
სწავლის პროცესში, მათ შეუძლიათ თავისუფლად იკვლიონ, შეისწავ-
ლონ და იყვნენ ცნობისმოყვარე რაღაცის შექმნის და მიღწევის აუცი-
ლებლობის გარეშე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სკოლებ-
ში, რამდენადაც იქ სამუშაოს დიდი ნაწილი ეხება რაღაცის მიღწევას.
ბავშვებმა ეს იციან და შესაძლოა, მათთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა
იყოს.
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ უფროსების მიერ ინიცირებუ-
ლი სენსორული აქტივობა არის სენსორული თამაში. მე ამას არ ვე-
თანხმები. ვფიქრობ, რომ ეს სხვა რამეა ‒ მართალია, ის იყენებს სენ-
სორულ მასალებს, მაგრამ ამას სენსორულ თამაშს ვერ დავარქმევდი.
ჩემთვის სენსორული თამაშის არსებითი ელემენტი არის ღია თამაშის

169
სენსორული გამოცდილებები

ასპექტი. თუმცა, თუკი ბავშვი გადაწყვეტს თავისი საძერწი ცომით ან


თიხით შექმნას დასრულებული პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად,
კატა, ეს მშვენიერია, მაგრამ ეს განსხვავდება უფროსის მითითებისგან:
„დღეს ჩვენ თიხისგან შევქმნით კატას“.

სხვადასხვა სენსორული გამოცდილება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მე სენსორულ თამაშს განვიხილავ, რო-


გორც ბავშვის მიერ წარმართულ თამაშს, რომელშიც მას აქვს სენსო-
რული მასალის ღიად გამოყენების შესაძლებლობა. ბავშვებთან ჩემი
მუშაობის დიდი ნაწილი უჭირავს სენსორულ თამაშს და ამ თავში მოგ-
ვიანებით გაგიზიარებთ აქტივობის რამდენიმე იდეას. ეს არის ჩემი
მუშაობის ძირითადი ნაწილი სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც
პირველად ვიწყებ ბავშვთან მუშაობას. მათი ემოციური საჭიროებე-
ბი მაღალია, მათ სჭირდებათ სივრცე, რომ უსაფრთხოდ იკვლიონ,
იყვნენ ცნობისმოყვარე და გააკეთონ აღმოჩენები სენსორული თამა-
შის საშუალებით. როგორც წინა თავებში ვთქვი, ჩვენი გუნდი იყენებს
„წარმატების მიღწევის“ შეფასების ინსტრუმენტს და გეგმებს. როდესაც
პირველად ვიწყებთ ბავშვთან მუშაობას, ჩვენ ხშირად ვმუშაობთ მათი
ყოფიერების დონეზე, რომელიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს
0-დან 6 თვემდე.
ღიაობა სენსორული თამაშის გადამწყვეტი ასპექტია. აღმოვაჩინე,
რომ როცა ბავშვებს არაერთხელ ჰქონიათ შესაძლებლობა ეთამაშათ
სენსორული თამაში ბრინჯით, სათამაშო ცომით, საპნის ქაფით, წყლით
და ა.შ. (იხ. ქვემოთ), ისინი მზად არიან გადავიდნენ სხვა სახის სენსო-
რულ აქტივობებზე, თუმცა სენსორული თამაშის ეს საფუძველი გადამწ-
ყვეტია. როგორც წინა თავებში იყო ნახსენები, სეფჯის საჭიროებების
მქონე ბავშვები ხშირად უბრუნდებიან განვითარების ადრეულ ეტაპებს,
როდესაც ისინი იმყოფებიან სიტუაციაში, რომელშიც თავს დაცულად
ვერ გრძნობენ და გადაქანცული არიან, სწორედ აქ დაგეხმარებათ
სენსორული თამაში მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ისევე რო-
გორც 6 თვის ბავშვს უყვარს მოხარშული ლობიოთი თამაში და დათ-

170
სენსორული გამოცდილებები

ვალიერება ‒ ხელების ამორევა და მისი მოსრესა ‒ 5 ან 7 წლის (ან


უფროსი) ბავშვსაც, რომელიც დაბრუნდა განვითარების ადრეულ ეტა-
პებზე, შეიძლება ასევე სურდეს კუსკუსით, ბრინჯით ან წყლის მძივებით
თამაში და ეს ამშვიდებდეს.
სხვა სენსორული გამოცდილებები, რომელსაც ჩვენ ხშირად ვთა-
ვაზობთ ბავშვებს, შეიძლება იყოს ოდნავ უფრო სტრუქტურირებული.
თუმცა, ჩვენ მათ მხოლოდ მას შემდეგ ვიყენებთ, როდესაც ბავშვი უკვე
დამშვიდებულია, უფროსთან სანდო ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბე-
ბული, თავს დაცულად გრძნობს და შეუძლია გაუმკლავდეს მიცემულ
ინსტრუქციას ან სცადოს რაიმე ახალი, უფროსის მხარდაჭერით. ეს,
შედარებით უფრო სტრუქტურირებული თამაში, მოსდევს საწყის სენსო-
რულ თამაშს და ჩვენ შემოგვაქვს სხვა სენსორული გამოცდილებები,
როგორებიცაა სათამაშო ცომის ერთად მომზადება, პურის გამოცხობა,
ხილის სმუზის გაკეთება და თესლების დათესვა.
ისევე როგორც სენსორულ გამოცდილებას, რომელიც აკმაყოფი-
ლებს ბავშვების ხუთ ძირითად შეგრძნებას, ვიყენებთ ვესტიბულურ და
პროპრიოცეპტულ სენსორულ გამოცდილებებსაც. ზოგჯერ გვჭირდება
ჯერ ესენი გავააქტიუროთ, სანამ სხვა შეგრძნებებზე გადავალთ. თუ
ბავშვი შებრძოლების ან გაქცევის რეჟიმშია, მას შეიძლება დასჭირდეს
მხარდაჭერა, პროპრიოცეპტიური შეგრძნებების ჩართვაში. ისეთი ინ-
სტრუმენტების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს ბიძგის, აწევისა
და სიმძიმის შეგრძნებას, შეიძლება დაეხმაროს მათ, გაუმკლავდნენ
წამლეკავ გრძნობებს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მძიმე სა-
ბანი, შემოახვიოთ ის ბავშვს, თუკი ის დაქანცულია. ეს დაეხმარებათ
თავი ხელში აიყვანონ, დაიტიონ საკუთარი გრძნობები და თავი დაცუ-
ლად იგრძნონ. ან შესაძლოა გქონდეთ ძაღლის სათამაშო, რომლის
გამოყენებითაც გააკეთებთ გაქაჩვის, გაწევის სავარჯიშოს ‒ ბავშვი
ერთ ბოლოში მოჰკიდებს ხელს, ზრდასრული მეორე ბოლოში და ორი-
ვე თავის მხარეს გაქაჩავს. ანალოგიურად, შეიძლება დაგეხმაროთ
იოგას აქტივობები. ვესტიბულური და პროპრიოცეპტიური შეგრძნებე-
ბისთვის უფრო მეტ სენსორულ აქტივობებს ამ თავში მოგვიანებით გა-
გიზიარებთ.

171
სენსორული გამოცდილებები

ამ ყველაფერში მთავარია იმის ამოცნობაა, თუ სად არის ბავშვი და


რა დაეხმარება მას ამ კონკრეტულ დროს. ეს იცვლება მომენტიდან მო-
მენტამდე. მთელი ჩვენი სამუშაო მიზნად ისახავს მოერგოს ბავშვის ინ-
დივიდუალურ საჭიროებებს, იმას, თუ რა მოსწონს და რა არა მას. ჩვენ
ბევრი იდეა გვექნება იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება იმუშაოს კონ-
კრეტული ბავშვისთვის, მაგრამ (როგორც ყველა ადრეულ წლებთან
დაკავშირებული კარგი მუშაობის შემთხვევაში) ჩვენ უნდა შევძლოთ
მოვერგოთ და განვახორციელოთ ცვლილებები მოცემულ მომენტში,
თუკი ბავშვი გვაჩვენებს, რომ მას სხვა რაღაც სჭირდება.

სენსორული თამაშის და სენსორული შესვენების


გამოყენება ბავშვების ემოციური
მხარდაჭერისთვის

სკოლებში, სენსორული შესვენების იდეა სულ უფრო და უფრო აღიარე-


ბულია, როგორც სირთულეების მქონე ბავშვების მხარდაჭერის მნიშვ-
ნელოვანი გზა. იმის ნაცვლად, რომ დაჟინებით მოვთხოვოთ ბავშვებს
დასხდნენ ხალიჩაზე და მოისმინონ, როცა ამას აშკარად ვერ ახერხე-
ბენ, ალტერნატიული იდეა არის მათთვის სენსორული შესვენების შე-
თავაზება. ეს შეიძლება დაეხმაროს მათ დაბრუნდნენ სასწავლო პრო-
ცესში, როცა მზად იქნებიან და ხელახლა ჩაერთონ. მიუხედავად იმისა,
რომ სენსორული შესვენებები უფრო ხშირად სკოლებში გამოიყენება,
იდეა შეიძლება გამოიყენონ საბავშვო ბაღებშიც. თუკი ვხედავთ, რომ
ბავშვს უჭირს სხვებთან ურთიერთობა, მისთვის სენსორული შესვენების
ან სხვა შესაძლებლობის მიცემამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს შემ-
დგომი სირთულეები, რაც ასეთ დროს მოსალოდნელია. ეს შეიძლება
მოიცავდეს: მათთვის ისეთი რაღაცის მიცემას, რასაც ხელში ატრიალე-
ბენ წრეზე ჯდომის დროს, ან რაღაც საქმით დაკავება (როგორიცაა, მა-
გალითად, ჭიქების რეცხვა), სანამ ჯგუფის დანარჩენი წევრები ამინდზე
საუბრობენ ან მათი წახალისება, რომ ადგნენ და დაგეხმარონ სიმღე-
რის ან ამბის სიუჟეტის მოქმედებების საშუალებით გაშლაში.

172
სენსორული გამოცდილებები

შეყოვნდით

საბავშვო ბაღები ხშირად სენსორული თამაშის შესანიშნავ შესაძლებ-


ლობებს სთავაზობენ, მაგრამ რამდენად ხშირად ფიქრობთ სენსო-
რულ თამაშზე ბავშვის ემოციური საჭიროებების მხარდაჭერასთან
დაკავშირებით? თუკი ეს თქვენთვის ახალი კონცეფციაა, გარკვეული
დრო გამოყავით გუნდმა და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ჩარ-
თოთ სენსორული თამაში ამ ტიპის საჭიროებებზე მუშაობაში.

სენსორული თამაშის დაკავშირება ემოციებსა და


გრძნობებთან

ჩემი აზრით, სენსორული თამაში, სენსორული აქტივობები და სენსო-


რული შესვენებები იდეალური გზაა ემოციური ენისა და გაგების ჩვენს
მუშაობაში ინტეგრირებისათვის. როდესაც ჩვენ სენსორული მასალე-
ბით ვთამაშობთ, ისინი ბუნებრივად გვიბიძგებენ, ვისაუბროთ იმის შე-
სახებ, თუ როგორ შეიგრძნობა, როგორ გამოიყურება, როგორი სუნი,
გემო და ხმა აქვს. ეს არ ნიშნავს ბავშვების შეკითხვებით გადატვირთ-
ვას, თუმცა როგორც ზრდასრული, თქვენ ბავშვთან თამაშის პროცესში
აჩვენებთ ენის გამოყენების მაგალითს. ეს გადამწყვეტია: ბავშვებს
სჭირდებათ უფროსები რომლებიც მათ გვერდით არიან და მათთან
ერთად თამაშობენ და არა მხოლოდ უყურებენ. ჩვენ მზად უნდა ვი-
ყოთ იმისთვის, რომ თამაშის დროს ხელები დაგვესვრება, დაგვის-
ველდება და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი კომენტარები,
როგორიცაა: „ოჰ, ეს წებოვანია, ჩემი თითები ერთმანეთს ეწებება. ძა-
ლიან მომწონს ეს შეგრძნება.“ ან: „როცა ხელებს ბრინჯში ვამოძრა-
ვებ, თავს მშვიდად ვგრძნობ“. ხშირად ვაკეთებ კომენტარს ბავშვების
გამოცდილებაზეც. თუ შევამჩნიე, რომ ისინი მშვიდად არიან, როცა
რაღაცით თამაშობენ, ვეტყვი: „ვხედავ, რომ შენ ძალიან მშვიდად ხარ
ბრინჯით თამაშის დროს. შენი სახე დამშვიდდა და მხრებიც ჩამოგეშ-
ვა. ეს ძალიან საყვარელი სანახაობაა“. ან შესაძლოა: „ძალიან ბედ-

173
სენსორული გამოცდილებები

ნიერი ჩანხარ წყალში თამაშისას. ძალიან მიყვარს შენი სიამოვნების


ხითხითის მოსმენა.“
როგორც მე-7 თავში აღვნიშნე, ბავშვებმა ყოველთვის არ იციან,
როგორ გრძნობენ თავს და რას განიცდიან. ჩვენთვის ისეთივე მნიშვ-
ნელოვანია შევახსენოთ და ვაჩვენოთ მათ, რომ ბედნიერებას, სიხა-
რულს, სიმშვიდეს და სხვა დადებითი გრძნობებსა და ემოციებს განიც-
დიან, ასევე საჭიროა უარყოფით განცდებზე საუბარი. ბავშვებს, რომ-
ლებსაც აქვთ სეფჯის საჭიროებები ხშირად უმახვილებენ ყურადღებას,
როდესაც ისინი ჯავრდებიან ან გაბრაზებული და გადაღლილი არიან,
მაგრამ შესაძლოა დაგვავიწყდეს დადებითი ემოციების აღნიშვნა. თუკი
გავაგრძელებთ დადებითი ემოციების ხაზგასმას, დროთა განმავლობა-
ში ბავშვი დაიმახსოვრებს, რომ წყლის მძივებმა გააბედნიერა ან ბრინ-
ჯი დაეხმარა თავი მშვიდად ეგრძნო. ეს მათ დაეხმარება განავითარონ
გამკლავებისა და მართვის თავიანთი სტრატეგიები.
I ნაწილში მე დავწერე სეფჯის საჭიროებების მქონე ბევრი ბავშვის
გამოცდილების შესახებ და აღვნიშნე, რომ მათ ხშირად აქვთ მცირე
ტოლერანტობის ფანჯარა.
პირველ თავში ნიკი სპენსერ-ჰაჩინგსმა ისაუბრა იმაზე, რომ ხში-
რად უფროსებს სჭირდებათ „დაბლა დასწიონ ბავშვების ტემპერა-
ტურა“ და ამ გზით დაეხმარონ მათ დაუბრუნდნენ საკუთარ შინაგან
უსაფრთხო სივრცეს. სენსორული თამაში და სენსორული მუშაობა
ბავშვებთან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ბავშვებს ამ
ტრანზიციაში.
თავის მომდევნო ნაწილში გაგიზიარებთ რამდენიმე რესურსს, რო-
მელიც სასარგებლოა ბავშვების სენსორული გამოცდილების მხარდა-
ჭერისა და მათი დახმარებისთვის, როდესაც ისინი გახდებიან ჰიპერ ან
ჰიპოაგზნებული. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს აქტივობები შიგნით
ან გარეთ, ვინაიდან მე-9 თავი განიხილავს სპეციფიკურ სენსორულ აქ-
ტივობებს, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებასა და ეზოსთან.

174
სენსორული გამოცდილებები

სიმშვიდის ყუთი (3 წლიდან ზევით)

როცა ბავშვთან მუშაობ და დაადგენ, რომ მას აქვს მაღალი სენსორუ-


ლი საჭიროებები, გთავაზობთ, რომ მათთვის შექმნათ დამამშვიდებე-
ლი ყუთი. ეს არის ამ კონკრეტული ბავშვის დამხმარე ყუთი და არ არის
გათვლილი სხვა ბავშვებისთვის. თქვენ მასში ჩადებთ ისეთ ნივთებს,
რომლებიც კარგად მუშაობს ამ კონკრეტულ ბავშვთან, ასე რომ, ყველა
ყუთი განსხვავებული იქნება.
იპოვეთ ყუთი, თუ შესაძლებელია მუყაოს ყუთი, სახურავით. პირვე-
ლი რაც უნდა გააკეთოთ, მოართვევინეთ, მოახატვინეთ ბავშვს ყუთი,
რათა გაუჩნდეს განცდა, რომ ის მას ეკუთვნის.
აქ არის იმ ნივთების სია, რომლებიც შეიძლება ჩადოთ ყუთში,
მაგრამ (როგორც ზემოთ ვთქვი), უნდა გაითვალისწინოთ, რა მუშაობს
კარგად ყოველი ინდივიდუალური ბავშვის შემთხვევაში.
▶▶ ხლართი/გორგალი (ეს არის ხელში სატრიალო სათამაშო ‒ შესა-
ნიშნავია დასახვევად, დასაგრეხად, ამოსაბრუნებლად და ხელში
სატრიალოდ)
▶▶ დრეკადი ფუმფულა ჯოხები,მილების გამწმენდი (მუშაობს ისევე,
როგორც ხლართი)
▶▶ ბუშტების პატარა თასი
▶▶ რბილი მასალა (თითებს შორის გასახახუნებლად ან კანზე გასას-
წორებლად, დასაგლუვებლად)
▶▶ სტრესის ბურთი
▶▶ მასაჟის ჯოხი (მკლავებზე ან ზურგზე, ბავშვის ტანსაცმლის გარედან
გამოსაყენებლად)
▶▶ ლეგოს პატარა თუნუქის ქილა
▶▶ იოგას ბარათები (სხვადასხვა პოზა შეგიძლიათ სცადოთ)
▶▶ საძერწი ცომი
▶▶ ელასტიკური სათამაშო
▶▶ სურნელოვანი ტომსიკები (ლავანდა, გვირილა, ხმელი მწვანილი)
▶▶ ქსოვილი (იმისთვის რომ მათ შეძლონ წაიფარონ თავზე, დაიმა-
ლონ მის ქვეშ)

175
სენსორული გამოცდილებები

▶▶ დამამშვიდებელი ბოთლი ან აღმოჩენების ბოთლი


▶▶ ქარის წისქვილი სულის შესაბერად
▶▶ საკვები, როგორიცაა სტაფილოს ჩხირები ან პიტნა (ეს შეიძლება
უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ ბავშვი ჰიპერაღგზნებულია, რა-
ღაც სახრაშუნოს მიცემა შესაძლოა დაეხმაროთ დამშვიდებაში; და
პირიქით, თუკი ბავშვი მოდუნებულია, პიტნის მირთმევა შიძლება
იყოს დამხმარე. ჰიპო და ჰიპერაგზნების შესახებ მეტი ინფორმა-
ციისთვის იხილეთ მე-2 თავი).

უსაფრთხო ადგილი/კარავი (ასაკი 3+)

როგორც აღწერილია მე-5 თავში, წყნარი სივრცე, კარვის სივრცე შეიძ-


ლება იყოს სენსორული, დამამშვიდებელი ადგილი ბავშვისთვის. თუ
თქვენ შექმენით ასეთი ადგილი ბავშვისთვის, ღირს დამამშვიდებელი
ყუთის (იხ. ზემოთ) აქ შეტანა, რადგან ეს არის კიდევ ერთი ინსტრუმენ-
ტი მათ მხარდასაჭერად.

მძიმე საბანი (ასაკი 4+)

ოკუპაციური თერაპევტები ზოგჯერ მძიმე საბნებს ურჩევენ ბავშვებს.


სკოლას აქვს ისინი კონკრეტული ბავშვებისთვის და ძალიან გამოსა-
დეგია.
ადრე ისინი ძალიან ძვირი ღირდა და მხოლოდ სპეციალისტი მომ-
წოდებლებისგან შეიძლებოდა მათი ყიდვა. თუმცა, სულ უფრო მეტმა
ადამიანმა (მშობლები, სკოლები, ბავშვებთან მომუშავე ადამიანები)
გაიგო ამის შესახებ და მათი ფასი დაეცა. მძიმე საბნების ყიდვა შესაძ-
ლებელია ამაზონიდან (ან სხვა ონლაინ მაღაზიებიდან). ისინი სასარ-
გებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სენსო-
რული ინფორმაცია. რაღაც მძიმეს დახურვა შეიძლება დაეხმაროს მათ
თავი უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჩემს ორივე ქალიშ-
ვილს, რომლებიც ოც წელზე მეტის არიან, აქვს გარკვეული სენსორუ-

176
სენსორული გამოცდილებები

ლი საჭიროებები. მათ აღმოაჩინეს, რომ მძიმე საბანი ეხმარებათ თავი


უფრო მყარად იგრძნონ, როდესაც ცხოვრება ცოტათი გადატვირთუ-
ლია ან დამქანცველია.

სენსორული თამაშის სასარგებლო იდეები და


აქტივობები

ამ განყოფილებაში მოცემულია სენსორული თამაშის იდეები და აქ-


ტივობები, რომლებსაც მე ვიყენებ და ძალიან მეხმარება ჩემს საქმი-
ანობაში. თავის დასასრულს იხილეთ „დამატებითი ინფორმაცია“, იქ
შეგიძლიათ იპოვოთ სხვა იდეები.

სენსორული ბრინჯი (3 წლიდან ზევით)

ეს არის ჩემი საყვარელი დამამშვიდებელი თამაში. აღმოვაჩინე, რომ


ყველაზე აჟიტირებულ, დისტრესში მყოფ ბავშვსაც კი, ყოველთვის ამშ-
ვიდებს სენსორული ბრინჯი.

დაგჭირდებათ:
▶▶ 1 ტომარა ბრინჯი
▶▶ საბავშვო მზა საღებავი
▶▶ საცხობი ლანგარი
▶▶ ზიპიანი პარკი

ბრინჯი ჩაყარეთ ზიპიან პარკში (ან რამე მსგავსში), დაასხით საღე-


ბავი და აზილეთ, სანამ არ დაფარავს მთელ ბრინჯს. დაყარეთ ბრინჯი
საცხობ ლანგარზე და გააშრეთ ჰაერზე რამდენიმე საათი. როგორც კი
გაშრება, ჩაყარეთ კონტეინერში. ინახება წლების განმავლობაში.
ბავშვებს უყვართ ბრინჯში ხელების ჩაყოფა და მოძრაობა, მისი
ტექსტურის შესწავლა. თქვენ შეგიძლიათ ბრინჯში სათამაშოები ჩაუყა-
როთ. ხშირად ვურევ ლავანდის თესლს დამამშვიდებელი შეგრძნები-

177
სენსორული გამოცდილებები

სა და სურნელისთვის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს არის ის აქტივობა,


რომელიც ამშვიდებს ყველაზე აგრესიულ და აჟიტირებულ ბავშვსაც კი.
ერთხელ მყავდა პატარა გოგონა, რომელიც ძალიან უბედური და დათ-
რგუნული იყო და თავს იზიანებდა. ჩვენ ვცდილობდით გვეპოვა მისი
მხარდაჭერის გზები. ერთ დღეს მე მას სენსორული ბრინჯი შევთავა-
ზე. ის მაშინვე დაკავდა ბრიჯით თამაშით და დაახლოებით 20 წუთის
განმავლობაში ამოძრავებდა ხელებს ბრინჯში. მხრები მოდუნდა, მისი
სახე დამშვიდდა და ბუტბუტებდა: „მე მიყვარს ეს.“ ბევრი თვალსაზრი-
სით, ეს გარდამტეხი იყო მასთან მუშაობაში, რადგან აღმოვაჩინეთ ის,
რა ამშვიდებდა გოგონას. იგივე აღმოვაჩინე სხვა ბავშვებთანაც. რო-
გორც ჩანს, ეს შეგრძნებები და ხმა დამამშვიდებელ გავლენას ახდენს.

წყლის ბურთულები (3 წლიდან ზევით)

დაგჭირდებათ:
▶▶ 1 შეკვრა წყლის მძივები (ან დიდი კუსკუსი)
▶▶ ზიპიანი პარკი

წყლის მძივები ერთ-ერთია იმ რესურსებიდან, რაც ან გიყვარს


ან გძულს. მისი შეძენა მარტივია ონლაინ. ეს არის პაწაწინა მძივები,
რომლებიც წყლიან თასში უნდა ჩაყაროთ ისე, რომ წყლით დაიფაროს.
რამდენიმე საათის შემდეგ მძივები ზომაში იზრდება. შეგიძლიათ გა-
დაწუროთ წყალი და მძივები ჩაყაროთ ყუთში. ხშირად ვასხამ წყალში
ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთს, რათა გავზარდო მისი დამამშვიდე-
ბელი ეფექტი სუნითა და შეგრძნებით (როგორც ზემოთ ვახსენე, სენსო-
რული ბრინჯის შემთხვევაში). ისინი თითქოს სველია, მაგრამ სინამდ-
ვილეში ეს არ არის სველი თამაში ‒ საინტერესო შეგრძნებაა. ბავშვე-
ბის უმეტესობას, ვისთანაც ვმუშაობ, უყვარს ეს ბურთულები და ხშირად
სიამოვნებისგან ხითხითებენ მისი შეგრძნებისას. აღმოვაჩინე, რომ ისი-
ნი ძალიან გამოსადეგია ისეთ ბავშვებთან, რომლებიც სხვა სხვებთან
არ თამაშობენ და შესაძლოა ავლენდნენ გაშეშების რეაქციას. ჩემი გა-
მოცდილებით, ისინი ნაკლებად ეფექტურია, როდესაც ბავშვი ძალიან

178
სენსორული გამოცდილებები

აღელვებულია და აჟიტირებულია: ამის ფონზე ისინი ყველგან ისვრიან


ბურთულებს, და რადგანაც ის ძალიან დახტის, მისი შეგროვება საკ-
მაოდ რთულია! ისინი არ უნდა გამოიყენოთ ბავშვებთან, რომლებიც
ყველაფერს პირში იდებენ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ,
ისინი არატოქსიკურია, მე არ გავრისკავდი. თუ გყავთ ბავშვი, რომე-
ლიც ყველაფერს პირში იდებს, შეგიძლიათ ჩასანაცვლებლად გამო-
იყენოთ დიდი ზომის კუსკუსის მარცვლები ან ტაპიოკა (თუმცა პირადად
ჩემთვის ეს საკმაოდ ზიზღის მომგვრელია). ეს ყველაფერი დადის პი-
რად მოწონებამდე და არ მოწონებამდე.

სახლში დამზადებული საძერწი ცომი


(ასაკი 18 თვიდან ზევით)

სახლში დამზადებული საძერწი ცომის იმდენად ხშირად გამოიყენება


ყველა საბავშვო ბაღში, არ ვაპირებ აქ რეცეპტების დადებას, მაგრამ
ჩემი საყვარელი რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ „წარმოსახვითი ხის“
ვებგვერდზე (Imagination Tree, 2021). საძერწი ცომი მშვენიერია ღია
სენსორული თამაშისთვის. ის ასევე შესანიშნავია იმედგაცრუებული
ბავშვისთვის, რადგან მათ შეუძლიათ მოზელა, დარტყმა და გაწურვა,
რაც ააქტიურებს მათ პროპრიოცეპტიურ შეგრძნებებს და ეხმარება, გა-
თავისუფლდნენ ძლიერი გრძნობებისგან. როგორც კი ბავშვი შეძლებს
გაუმკლავდეს შემდგომ ინსტრუქციებს, მაშინ მშვენიერი აქტივობაა სა-
თამაშო ცომის მომზადება, რაც უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს
ვესაუბროთ ტექსტურაზე, სურნელსა და ფერზე.
საძერწ ცომთან ერთად მე ღრუბელი ცომის კეთებაც მიყვარს.
ამისთვის საჭიროა ერთი წილი თმის კონდიციონერი და ორი წილი
სიმინდის ფქვილი. შეურიეთ ისინი ერთმანეთს და შემდეგ ითამაშეთ.
მას აქვს ძალიან რბილი ტექსტურა ‒ ოდნავ ფხვიერია და, თქვენ მიერ
გამოყენებული კონდიციონერის მიხედვით, შესაძლოა სასიამოვნო
სურნელიც ჰქონდეს. ეს ნარევი ნაკლებად გამოდგება მოზელისა და
დარტყმისთვის, რადგან ის ცოტა უფრო ადვილად იმსხვრევა, მაგრამ
კარგია დასაგორებლად და დასაზელად.

179
სენსორული გამოცდილებები

საპნის ბუშტები (ჩვილობიდან)

საპნის ბუშტები ჩემი სამუშაოს უცვლელი ნაწილია. ხშირად ვიყენებ მათ


ბუშტების სუნთქვისთვის, იგი მაინდფულნესის აქტივობაა (დაწვრილე-
ბით ამის შესახებ იხილეთ მე-10 თავში). ბუშტებით თამაშიც კარგი სა-
შუალებაა ღია, ბოლომდე ჩაფლული თამაშისთვის. ბუშტების გამოყე-
ნება ერთ-ერთია სენსორული თამაშის იდეებიდან, რომლებიც იზიდავს
ყველა ასაკის ბავშვს. ზაფხულის განმავლობაში თამაშების სქემაში,
უმეტეს დღეებში ჩვენ გვქონდა დიდი ავზები ბუშტების ნარევით, მრა-
ვალფეროვან ხელნაკეთი ჯოხებსა და სამზარეულოს ხელსაწყოებთან
ერთად, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ ბუშტების გასაბერ ჯოხებად
და აქ თამაშობდნენ 4 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები. სენსორუ-
ლი შეგრძნებისა და ბუშტების ფარფატის ყურების კომბინაცია შეიძლე-
ბა იყოს დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი. ზოგიერთმა უფროსმა
ბავშვმა კომენტარი გააკეთა, რომ აღარც ახსოვდათ, რამდენად მოს-
წონდათ საპნის ბუშტებით თამაში.

გიგანტური ბუშტების გასაბერი ხელნაკეთი ჯოხი

იხილეთ Inner Child Fun (2015) იმის სანახავად, თუ როგორ გააკე-


თოთ გიგანტური ბუშტები, ისინი ჩემი ფავორიტია: ბავშვებს (და უფ-
როსებსაც) უხარიათ დიდი ზომის ბუშტების დანახვა, ზოგს კი ძალიან
უყვარს, როდესაც ბუშტებს თავზე გადაატარებენ და მათ შეუძლიათ
პირდაპირ ბუშტის შიგნით მოექცნენ.

მილსაწმენდის (pipicleaners) ჯოხი

დაგჭირდებათ:
▶▶ ფუმფულა, დრეკადი ჯოხები, მილსაწმენდები
▶▶ მძივები.

180
სენსორული გამოცდილებები

გააკეთეთ მარყუჟი მილსაწმენდის ერთ ბოლოზე და დაატრიალეთ


ეს ბოლო მილსაწმენდის გარშემო, რათა მიიღოთ ასო P. ეს ქმნის ჯო-
ხის თავს. ჩამოაცვით რამდენიმე მძივი მილსაწმენდის მეორე ბოლო-
ზე ‒ ეს ქმნის კვერთხის სახელურს. მილსაწმენდის ბოლო გადაკეცეთ,
რომ მძივები არ ჩამოვარდეს. შემდეგ ჩაყავით ის ბუშტუკების ნარევში
და დაიწყეთ თამაში.

ბუშტის გველები

დაგჭირდებათ:
▶▶ ცარიელი პლასტმასის სასმელის ბოთლი
▶▶ მაკრატელი
▶▶ ძველი წინდა.

მოაჭერით სასმელის ბოთლს ძირი და ჩამოაცვით წინდა. შემდეგ


გადაკეცეთ წინდები და გადაატარეთ ისე, რომ დარჩეს ჩასაბერი სივ-
რცე, მუნდშტუკი ბოთლის პირთან ჩაყავით და ჩაბერეთ მუნდშტუკში.
თქვენ მიიღებთ ბუშტის გველს, რომელიც ბოთლიდან გამოდის.

საპნის ბუშტები თქვენი ხელებით

ჩაყავით ხელი საპნის ბუშტების ნაზავში, თითებით წრე გააკეთეთ, შემ-


დეგ კი ნაზად ჩაბერეთ წრეში.

საპნის ბუშტების ნარევის რეცეპტი

ეს არის საპნის ბუშტების ნარევის რეცეპტი, რომელსაც ყველა ვიყე-


ნებთ ჩვენს გუნდში. განსაკუთრებით კარგია გიგანტური ბუშტებისთვის,
თუმცა შეგიძლიათ პატარა ჯამიც გამოიყენოთ. ეს ასევე დაგვაზოგინებს
ფულს, რომელსაც გაუთავებლად ვხარჯავთ საპნის ბუშტების ნარევების
შესაძენად!

181
სენსორული გამოცდილებები

▶▶ 6 ჭიქა წყალი
▶▶ 1 ჭიქა ძლიერი სარეცხი სითხე (ეკო ძალიან კარგად არ მუშაობს;
Fairy-ის სარეცხი სითხისგან კარგი ნარევი გამოდის)
▶▶ 1 სუფრის კოვზი გლიცერინი (სიმაგრის მისაცემად).

ნაზად აურიეთ, ჩაასხით თასში და დაიწყეთ თამაში!

გიჟმაჟი საპონი (1 წლიდან ზემოთ)

გიჟმაჟი საპნის შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში, ასევე ონლაინ. ეს


არის საპონი აეროზოლის ქილაში და ცოტათი ჰგავს საპარს ქაფს, მაგ-
რამ მე მირჩევნია გიჟმაჟი საპონი, რადგან მისთვის ფორმის მიცემაა
შესაძლებელი. მისი გამოსხმა შესაძლებელია, ისევე, როგორც საპარსი
ქაფის ან მისასხურებელი კრემის. ეს სენსორული თამაში უყვარს ყვე-
ლა ბავშვს, ვისთანაც ვმუშაობ. ამ კვირაში მათ ვიყენებდი ჩემს ახალ
ბავშვებთან და ამან ყველა მათგანს აღფრთოვანება და სიამოვნება
მოჰგვარა (მათ შორის რამდენიმეს, რომლებიც ავლენდა გაშეშების
ქცევებს). ეს კარგად მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც არ სურთ არე-
ულობა, რადგან ის საკმაოდ სწრაფად ქრება, თუკი ისინი ხელში შე-
იზელენ ან გადაუსვამენ ზედაპირზე. ის ასევე ძალიან სასიამოვნო ხმას
გამოსცემს, როცა მას თითებს შორის მოჭყლეტთ!

სენსორული ტუბები (ჩვილობიდან)

სენსორულ ტუბებს შეიძლება ჰქონდეს მრავალი განსხვავებული ფორ-


მა. ისინი ღიაა და უკავშირდება შეგრძნებების ნაზავს. ხშირად ვიყე-
ნებ სენსორულ ტუბებს პირველ სემესტრში, როცა პირველად ვეცნობი
ბავშვს. თუ ვიცი, რომ მათ აქვთ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი,
ვქმნი სენსორულ ტუბს, რომელიც შეესაბამება მათ ინტერესებს. მაგა-
ლითად, ამჟამად ვგეგმავ შევქმნა დინოზავრის ტუბი ქვიშით, ქერქით,
ხავსით, ხის ნაფოტებით და დინოზავრებით, ჩემი ერთ-ერთი ახალი
ბავშვისთვის. თუკი ტუბებს იყენებთ მცირეწლოვან ბავშვებთან, ჩადეთ

182
სენსორული გამოცდილებები

მათი ასაკის შესაბამისი ნივთები. გარკვეული თვალსაზრისით, ეს იმ


ევრისტიკული თამაშების მსგავსია, რომლებსაც ვეთამაშებით ჩვილებს
და ახალფეხადგმულ ბავშვებს.
აქ არის რამდენიმე მათგანი, რომელთა გამოყენებაც მომწონს.

შემოდგომის ტუბი
შეავსეთ ყუთი ფოთლებით, წაბლით, რკოებით, წიფლის ნაყოფით,
ტკბილი წაბლით. ხანდახან მე ტყის ცხოველებსაც ვმალავ: ბუ, კურ-
დღელი, ირემი, ზღარბი და ა.შ. თუკი შესაძლებელია, ბავშვებს ვიხ-
მარ შემოდგომის ფოთლების შეგროვებაში და ა.შ. მათ უყვართ ძებნა
და გამოკვლევა და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ დროს უამრავი
ემოციის აღმნიშვნელი სიტყვა, შეამჩნიოთ ტექსტურები და სუნი. მე ხში-
რად ვუკავშირებ ამ აქტივობას ცოტათი ნერვიულობის ან შიშის განც-
დას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეგრძნება იქნება ‒ მაგალი-
თად, ცხენის წაბლის ეკლებიანი გარსის მოხსნა.

მწერების ტუბი
მოხარშეთ სპაგეტი და შემდეგ ამოსვარეთ ის მზესუმზირის ზეთით და
საკვების შავი საღებავით. ის არის სრიალა როგორც შესახედავად, ასე-
ვე შეგრძნებითაც! მოათავსეთ თასში და დაუმატეთ სათამაშო მწერები
და ჭიები. ეს თამაში ფანტასტიკურია ბავშვებისთვის, რომლებსაც უყ-
ვართ წებოვანი და სრიალა რაღაცები. ეს თამაში ასევე კარგად გა-
მოგადგებათ ბავშვებთან, რომლებიც პირში იდებენ ნივთებს, თუკი ის
საჭმელად ვარგისია. შესაძლოა, თასში წყალიც დავამატოთ და დავაკ-
ვირდეთ, როგორ ცვლის ეს ნარევის შეგრძნებას. ეს არის შესანიშნავი
აქტივობა ტექსტურებთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ლექსიკის
გამოსაყენებლად და მათ მიერ გამოწვეულ შეგრძნებებზე სასაუბროდ.

დასარტყამი და დასამსხვრევი ტუბები


ზოგიერთ ბავშვს აქვს ძალიან ძლიერი განცდები და მათ დასახმარებ-
ლად კარგი საშუალებაა ამის გამოხატვის საშუალების მიცემა ნივთე-
ბის უსაფრთხოდ დარტყმისა და გატეხის გზით. მე ვყრი გარკვეული

183
სენსორული გამოცდილებები

რაოდენობით მარცვლეულს ან ორცხობილას ტუბში ‒ მაგალითად,


ბურბუშელას. ბავშვს ვაძლევ პატარა ჩაქუჩს და ვიწვევ მათ, მოსინჯონ,
დაამსხვრევენ თუ არა მას მთლიანად. ზოგჯერ ისინი ცოტათი შოკირე-
ბული ჩანან, მაგრამ ხშირად მოსწონთ ეს. სანამ დავიწყებდეთ, მინდა
ვთქვა: „მაინტერესებს, ბევრია თქვენში ძლიერი გრძნობა, რომელთა
გამოშვებაც, გამოთავისუფლებაც გჭირდებათ? თუ ასეა, ეს შეიძლება
თქვენც დაგეხმაროთ.“ ჩვენ შემდეგ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მარცვლე-
ულის დამსხვრევა მისაღებია, მაგრამ მიუღებელია სათამაშოების დამ-
სხვრევა ან სხვების დაზიანება.

ტყლარწი

დაგჭირდებათ:
▶▶ 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი ყოველ 1 ჭიქა წყალში.

სიმინდის ფქვილი და წყალი ერთმანეთში აურიეთ. ჩვეულებრივ,


ეს არის ადრეული ასაკის ბავშვების საყვარელი აქტივობა. ეს არის
უნიკალური ტექსტურა, რადგან ნარევის მდგომარეობა მყარსა და
თხევადს შორისაა. მე მიყვარს დიდი პორციის გაკეთება და ზოგჯერ
ვამატებ ხოლმე საკვებ საღებავს. ბავშვები ხშირად ბოლომდე არიან
ჩაფლული ამ აქტივობაში, მკლავები მთლიანად აქვთ ხოლმე ჩაყოფი-
ლი. ისეთი ბავშვებიც მყოლია, რომლებსაც სურდათ ფეხებით ჩამდგა-
რიყვნენ ტყლარწში. ბავშვებისთვის, რომლებსაც სენსორული თამაში
უჭირთ, ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. მათი მხარდაჭერის ერთ-ერთი
გზაა ტყლარწში სათამაშოების მოთავსება. ამგვარად, ბავშვი არ უნდა
შეეხოს ტყლარწს, მაგრამ მათ შეუძლიათ დინოზავრის ან პლასტმასის
ცხოველის ჩადება მასში. შემდეგ მათ შეუძლიათ გამოიყენონ კოვზები
სათამაშოს გადასარჩენად, ისე, რომ არ შეეხონ ტყლარწს. ჩემი დაკ-
ვირვებით, დროთა განმავლობაში ბავშვი გრძნობს, რომ შეუძლია სცა-
დოს და შეეხოს თავად ტყლარწს. როგორც მხარდამჭერი ზრდასრუ-
ლი, ყოველთვის მოდელირებას ვახდენ და ვაჩვენებ ბავშვს, როგორი

184
სენსორული გამოცდილებები

შეგრძნებაა ეს. მე ვთამაშობ ტყლარწით, ბავშვმა შეიძლება ჯერ უბრა-


ლოდ უყუროს, სანამ თითს ჩაყოფს მასში.

საკვებით თამაში

საჭმელი ხშირად ფიგურირებს ჩემს სამუშაოში და ძირითადად ეს და-


კავშირებულია მომზადებასა და ჭამასთან. ვიცი, რომ საბავშვო ბაღებ-
ში არსებობს გარკვეული დამოკიდებულება თამაშისთვის საკვების
გამოყენებასთან დაკავშირებით, კულტურასა და სიღარიბესთან დაკავ-
შირებული გასაგები მღელვარების გამო: ზოგიერთი ადამიანისთვის
საჭმელთან თამაში მათ კულტურულ ნორმებს სცდება; სხვებისთვის კი
ძალზე შეურაცხმყოფელია საკვების გამოყენება თამაშში, როდესაც ზო-
გიერთ ოჯახს არ აქვს საკმარისი საჭმელი. მოგიწოდებთ, გულდასმით
დაფიქრდეთ ამ საკითხებზე, როდესაც გეგმავთ სენსორულ აქტივობებს
საკვები პროდუქტების გამოყენებით. მე ძირითადად საკვებს ვიყენებ
თამაშში, თუ მისი ჭამაც შეგვიძლია. საკვების გამოყენება შეიძლება
შესანიშნავი ინსტრუმენტი იყოს ჩვენს შეგრძნებებსა და გრძნობებზე
დასაფიქრებლად. რამდენადაც, ზოგიერთ ბავშვს, რომლებთანაც ვმუ-
შაობ, არ აქვს საკმარისი საკვები სახლში, ამიტომ საკვების გამოყენება
ჩვენი სესიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რაც მათ საშუალებას
აძლევს, შეისწავლოს თავიანთი შეგრძნებები და ასევე, ჭამონ კიდეც.
აქ არის რამდენიმე სენსორული აქტივობა საკვები პროდუქტებით,
რომლებსაც ვიყენებ.

პურის რულეტები (3 წლის ზევით)

მიყვარს პურის გამოცხობა ბავშვებთან ერთად. ეს არის ძალიან მარტი-


ვი და საოცრად სენსორული. ჩემი აღმოჩენით, ის განსაკუთრებით კარ-
გად მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ ძლიერი, მდუღარე ემოცი-
ები და გრძნობები. პურის მომზადების პროცესში ჩართულია მოზელა,
მუშტებით ცემა და გაწელვა, რაც აკმაყოფილებს პროპრიოცეპტიურ

185
სენსორული გამოცდილებები

მოთხოვნილებებს და შეუძლია დაეხმაროს ბავშვს დამშვიდებაში, თუ


ის აღგზნებული ან გაბრაზებულია. პური დამზადებისას წებოვანია და
ასევე აქვს ძლიერი სუნი, იძლევა უამრავ შესაძლებლობას, რომ შეამჩ-
ნიოთ, როგორ შეიგრძნობა და როგორი სურნელი აქვს. შემდეგ, როცა
რულეტი უკვე დამზადებული და გამომცხვარია, ძალიან სასიამოვნო
გამოცდილებაა მისი ერთობლივად მირთმევა და ფიქრი იმაზე, თუ
როგორი გრძნობაა თბილი, კარაქიანი პურის ჭამა (ამ რეცეპტისთვის,
თავის ბოლოს, იხილეთ პარკერი 2021).

ხილის სმუზი (ასაკი 3 წლიდან ზევით)

დაგჭირდებათ:
▶▶ სხვადასხვა ხილი
▶▶ ბლენდერი
▶▶ დანა
▶▶ საჭრელი დაფა
▶▶ ჭიქები.

ეს აქტივობა ხშირად ფავორიტია ბავშვებისთვის ჩემს პრაქტიკაში


და ყოველ წელს ერთი ან ორი ბავშვი მეუბნება, რომ ხილი არ უყვარს.
მაგრამ ისინი ხშირად სიამოვნებით იკვლევენ სხვადასხვა ხილს, ჭრიან,
ზოგჯერ ამ პროცესში სინჯავენ კიდეც. უმეტესობას უყვარს ხილის ბლენ-
დერში ჩაყრა და ყველაფრის ერთმანეთში გათქვეფა. თუ ვფიქრობ,
რომ ბავშვს შეუძლია გაუმკლავდეს, ვცდილობ, შევთავაზო რამდენიმე
ახალი ხილი, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ ჰქონდეს გასინჯული. ამ
აქტივობას მხოლოდ მას შემდეგ ვიყენებ, როდესაც ვიცი, რომ ბავშვი
მშვიდაა და როდესაც მას შეუძლია მოუსმინოს და მიჰყვეს მითითებებს.
ჩვეულებრივ, ეს არის აქტივობა, რომელსაც გავაკეთებდი მეორე სე-
მესტრში ან უფრო მოგვიანებით.
ყველა ამ კვების აქტივობის მთავარი მიზანია ბავშვს მიეწოდოს
მრავალფეროვანი სენსორული ინფორმაცია სახალისო და სასიამოვ-
ნო გზით. ამრიგად, თუ ზრდასრული მუდმივად აფრთხილებს მათ,

186
სენსორული გამოცდილებები

აკავებს, წუხს საფრთხის გამო, სახალისო და სასიამოვნო ნაწილი


ქრება.
მას შემდეგ, რაც დავამზადებთ სმუზის, ვსვამთ და ვსაუბროთ გე-
მოსა და სუნის შესახებ. ზოგჯერ ბავშვებს მოსწონთ სმუზის გაკეთების
იდეა, მაგრამ შემდეგ აღარ მოსწონთ შერეული ხილის გემო ან შესა-
ხედაობა. თუკი ეს ხდება, მშვენიერია ‒ ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ
გვაქვს ყველას განსხვავებული გემოვნება და სხვადასხვა რაღაც მოგვ-
წონს ან არ მოგვწონს და ივარაუდეთ, რომ მათ შეიძლება მოსწონდეთ
ზოგიერთი ხილი ცალკეულად (ღირს ხილის გარკვეული ნაწილის შე-
ნახვა ამ მიზნით).

მოხატული გახუხული პური (ასაკი 2 წლიდან ზევით)

დაგჭირდებათ:
▶▶ ტოსტერი
▶▶ დაჭრილი თეთრი პური
▶▶ რძე
▶▶ საკვების საღებავი
▶▶ ფუნჯები
▶▶ პატარა ქილები

ეს აქტივობა კარგად მუშაობს იმ ბავშვებთან, რომლებსაც ნაკლე-


ბად სურთ ხელები გაეწებოთ. უპირველესად, დაამზადეთ საკვებად
ვარგისი საღებავი რძითა და საკვების საღებავით. ბავშვიც დაიხმარეთ
ამაში. შემდეგ გაუზიარეთ პურის ნაჭრები და შესთავაზეთ ბავშვს, და-
ხატოს პურზე. ხშირად ვთხოვ მათ დახატონ ის, რაც მათ აბედნიერებთ.
როგორც კი დაასრულებენ ნახატს, ჩვენ ერთად ვუყურებთ და ვამჩნევთ
ფერებს და რა დახატეს. შემდეგ ვხუხავთ მას. სურათი რჩება გახუ-
ხულ პურზე, ბავშვებს უყვართ ეს და ძალიან აღაფრთოვანებთ. შემდეგ
ტოსტს ვჭამთ. ამ აქტივობაში თქვენ იყენებთ ემოციისა და გრძნობების
აღმნიშვნელ უამრავ სიტყვას.

187
სენსორული გამოცდილებები

საკვებად ვარგისი საღებავი (ჩვილობიდან)

დაგჭირდებათ:
▶▶ ნატურალური იოგურტი
▶▶ არომატიზატორების დამატება (მაგალითად, საფუარის ექსტრაქ-
ტი, თაფლი, ჟოლო, მაყვალი).

მოამზადეთ საღებავი პატარა ქილებში იოგურტის და დამატებული


არომატების გამოყენებით. სახალისოა ამის ბავშვთან ერთად გაკეთე-
ბა, ისაუბრეთ სუნებსა და ტექსტურებზე. შემდეგ შესთავაზეთ მათ ამ
საღებავებით დახატონ. აუხსენით, რომ ეს არ არის სახლში წასაღე-
ბად განკუთვნილი, რადგან ბოლოს ცოტა სუნი ექნება, ეს არის გან-
კუთვნილი თამაშისა და ექსპერიმენტებისთვის. ზოგიერთ ბავშვს მხო-
ლოდ ფუნჯების ან ჩხირების გამოყენება სურს ამ აქტივობისას, მაგ-
რამ სხვები სწრაფად ყოფენ ხელს საღებავში და სიამოვნებას იღებენ
ფურცელზე ხელის ანაბეჭდების გაკეთებით. მომწონს ეს სენსორული
აქტივობა, რადგანაც ის ეფექტურია, ასაკისა და შესაძლებლობების
მიუხედავად.

წყლით თამაში (ჩვილობიდან)

წყლით თამაში ხშირად ბავშვებისთვის სენსორულ აქტივობებს შო-


რის ფავორიტია. რამდენიმე ბავშვთან მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ
წყლით თამაშს შეუძლია დაამშვიდოს და დააწყნაროს ისინი. სასკოლო
მზაობის ჯგუფებისათვის ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი წყლით
თამაში. თუმცა, ისინი მაინც ხშირად გამოიყენება. ერთი გოგონა, რო-
მელთანაც ვმუშაობდი, დილის შემდეგ სულ უფრო აჟიტირებული ხდე-
ბოდა, ამიტომ დავაწყებინეთ ნიჟარაში რაღაცების რეცხვა, როცა აჟი-
ტირებული ხდებოდა. ამან ყოველ ჯერზე შეამცირა მისი სტრესის დონე.
მას მოსწონდა განსაკუთრებული სამუშაოს შესრულება, რადგან ეს მის
თვითშეფასებაზე დადებითად აისახებოდა და ის ასევე იკმაყოფილებ-
და თავის სენსორულ მოთხოვნილებებს. წყალში თამაშის ძალიან ბევ-

188
სენსორული გამოცდილებები

რი იდეაა ხელმისაწვდომი. რამდენიმე, რომლებსაც ვიყენებ და მსი-


ამოვნებს, ქვემოთაა ჩამოთვლილი:

ყინულის კუბები

დაგჭირდებათ:
▶▶ ყინულის კუბების ფორმები
▶▶ სხვადასხვა საგნები მათში ჩასასმელად

შეავსეთ ყინულის კუბების კონტინერი სხვადასხვა საგნით, რო-


გორებიცაა: სათამაშოები, ყვავილები და ფოთლები. გაყინეთ ისინი,
შემდეგ შესთავაზეთ ბავშვს, თქვენთან ერთად იკვლიოს ისინი. მათ
შეიძლება დაადნონ ან ჩაქუჩით გატეხონ კუბები. ერთ პატარა ბიჭუ-
ნას სიამოვნებდა ამის კეთება თავის ასისტენტთან ერთად, ყოველდ-
ღიურად, თვეების განმავლობაში. ეს იყო მისი არჩევანი ‒ ამით თა-
მაშობდა, ექსპერიმენტებს ატარებდა, ავითარებდა თავის იდეებს და
სიამოვნებდა, რომ ეს აქტივობა მისთვის ნაცნობი იყო. ის ყოველ ჯერზე
აღფრთოვანებული იყო, რომ ეს მოქმედებდა. მუშაობის დასაწყისში ის
უკიდურესად აჟიტირებული იყო, მაგრამ სასწავლო ასისტენტის დახ-
მარებით, რომელიც მიყვებოდა ბავშვის ინიციატივასა და ინტერესებს,
აძლევდა რა უსაფრთხო თამაშის შესაძლებლობას, ბავშვი ნელ-ნელა
დამშვიდდა.

ყინულის ცარცი

დაგჭირდებათ:
▶▶ ყინულის კუბები
▶▶ 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი
▶▶ 1 ჭიქა წყლის თხევადი საღებავი ან საკვები საღებავი.

აურიეთ სიმინდის ფქვილი და წყალი, შემდეგ დაამატეთ საკვები


საღებავი. ჩაასხით მიღებული მასა ყინულის ფორმის უჯრებში და გა-

189
სენსორული გამოცდილებები

ყინეთ. როდესაც გაიყინება, გამოიყენეთ ისინი გარეთ ბილიკზე ნიშ-


ნულების დასახატად. თავიდან ნაკვალევი მკრთალი იქნება, მაგრამ
როგორც კი წყალი გაშრება, ფერი უფრო ცოცხალი გახდება.

ფიზიკური აქტივობები

როგორც თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩვენი შეგრძნებები მოიცავს


ვესტიბულურ და პროპრიოცეპტიურ შეგრძნებებს. ეს ის შეგრძნებებია,
რომლებზეც ბევრი ადამიანი არც ისე ხშირად ფიქრობს და როდესაც
ჩვენ ვფიქრობთ დამამშვიდებელ სენსორულ აქტივობებზე, ფიზიკუ-
რი აქტივობა შეიძლება არ იყოს პირველი, რაც გვახსენდება. შევამ-
ჩნიე, მსგავსი სიტუაცია ხშირადაა სკოლებში, რომლებიც, შესაძლოა,
აქტიურად სთავაზობდნენ დამამშვიდებელ ყუთებს, მაგრამ ზოგიერთ
ბავშვს, უპირველესად, მოძრაობასთან დაკავშირებული ინტერვენცია
სჭირდება.
ორი კონკრეტული შემთხვევა მქონდა, როცა ორ ბიჭუნასთან ვმუ-
შაობდი და დამჭირდა მათი ვესტიბულური და პროპრიოცეპტული სა-
ჭიროებების მოსმენა და შესწავლა. ორივე ხმამაღლა მეუბნებოდა და
მაჩვენებდა მეც და პერსონალსაც, რაც სჭირდებოდათ. საჭირო იყო
მხოლოდ მოგვესმინა, შეგვემჩნია და გვესწავლა.
ერთ ბიჭს ბრაზის ძლიერი აფეთქება ჰქონდა, ამის შემდეგ ის პო-
ულობდა გზებს, რომ თავდაყირა ჩამოკიდებულიყო. ჩვენ დავიწყეთ
იმის გაცნობიერება, რომ ეს ქმედება მისთვის მნიშვნელოვანი შემსუ-
ბუქება იყო და დროთა განმავლობაში მან შეძლო ამოეცნო ძლიერი
გრძნობები და ასეთ დროს ბიჭუნა ითხოვდა თავდაყირა დაკიდებას.
პირველი წლის დასაწყისში მან მოიარა სკოლის ტერიტორია თავის
ხელმძღვანელთან ერთად და ისინი შეთანხმდნენ უსაფრთხო ადგი-
ლებზე, სადაც მას შეეძლო თავდაყირა ჩამოკიდებულიყო. კიდევ ერთ
წელს მყავდა ბიჭი, რომელსაც ისევ ბრაზის ძლიერი აფეთქება ჰქონდა
და ერთადერთი, რითიც უმკლავდებოდა, იყო მოსაქაჩ სათამაშოზე ბა-
გირის გადაწევის თამაში. ის წარმოუდგენლად ძლიერად ექაჩებოდა
რეზინის თოკს, რომლის ერთი ბოლი პერსონალის წევრს ეჭირა და

190
სენსორული გამოცდილებები

ზოგჯერ ეს გრძელდებოდა 20 წუთი ან მეტი. მხოლოდ ამის შემდეგ


ახერხებდა ის დამშვიდებას. ორივე ბიჭუნამ თავად იცოდა, რა ეხმარე-
ბოდა და მათ ეს სჭირდებოდათ.
ქვემოთ მოცემულია მოძრაობასან დაკავშირებული რამდენიმე ინ-
ტერვენცია, რომელიც კარგად მუშაობს:
▶▶ მინი ან დიდ ბატუტზე ხტომა
▶▶ სახტუნაო ბურთზე ხტომა
▶▶ ცოცვა, აძრომა
▶▶ იოგა მოძრაობები
▶▶ სივრცეში ზევით-ქვევით სირბილი
▶▶ ხტუნვა
▶▶ ბალანსირება
▶▶ ლახტით ხტუნვა
▶▶ ნივთებით დატვირთულ ურიკაზე მიწოლა
▶▶ თოკის გაჭიმვა, გაწევა
▶▶ თავდაყირა დაკიდება

დასკვნა

შესაძლოა, ადვილად გამოგვრჩეს მხედველობიდან ბავშვის სენსორუ-


ლი საჭიროებები, განსაკუთრებით თუ მათ არ აქვთ დიაგნოზი, რომე-
ლიც მოიცავს სენსორულ საჭიროებებს. თუმცა, თუ ჩვენ შევძლებთ შევ-
ჩერდეთ და დავფიქრდეთ ბავშვის სენსორულ საჭიროებებზე, ბავშვებ-
ზე დაკვირვებების განხორციელებისას და შემდეგ შევაზავებთ მაღალი
ხარისხის სენსორული გამოცდილებებსა და ინფორმაციას, ეს დიდად
სასარგებლო იქნება მათი კეთილდღეობისთვის. ბავშვის სენსორული
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეუძლია დიდი გავლენა მოახ-
დინოს მათი კონცენტრაციის უნარსა და ჩართულობაზე, ისევე როგორც
მათ ზოგად კეთილდღეობაზე.

191
სენსორული გამოცდილებები

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Abraham, D., Heffron, C., Braley, P. and Drobnjak, L. (2015) Sensory Processing
101. LLA Media LLC.
Beckerleg, T. (2008) Ideas and Activities for Children with Special Needs. London:
Jessica Kingsley.
The Imagination Tree (2021) Available at https://theimaginationtree.com
Inner Child Fun (2015) How to Make Giant Bubble Wands. 5 May. Available at
https://innerchildfun.com/2015/05/how-to-make-giant-bubble-wands.html
Parker, C. (2021) Easy ‘Hedgehog’ Bread Rolls Recipe for Toddlers and Preschool-
ers. 16 January. Available at https://rainydaymum.co.uk/hedgehog-bread/

192
9 გარე სივრცე

ჩვენ ვიცით, რომ გარეთ (ეზოში, ბუნებაში) თამაში სასიცოცხლოდ მნიშ-


ვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობისთვის. ბავშვებისთვის, რომ-
ლებსაც აქვთ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებები, ვფიქრობ, რომ გარეთ, ბუნებაში ყოფნის პრაქტიკის და-
ნერგვა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ არის, რისი გაკეთებაც
შეგვიძლია. სულ უფო მეტად ცხად ხდება, რომ ღია ცის ქვეშ თამაშის
შესაძლებლობა და ბუნებაში ყოფნა ამცირებს სტრესის დონეს ბავშ-
ვებსა და მოზრდილებში. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა ბევრი ადა-
მიანისთვის Covid-19-ის გამო ჩაკეტვის დროს, როცა ბევრი ადამიანი
იყენებდა ყოველდღიურ გასეირნებას და ბუნებაში ყოფნას, როგორც
მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების არსებით გზას. (იხილეთ
„დამატებითი ინფორმაცია და წყაროები“ ორგანიზაციებისთვის, რომ-
ლებიც სპეციალიზებულია ბუნებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შო-
რის კავშირის საკითხში).
როგორც წინა თავებში განვიხილეთ, დამატებითი სეფჯის საჭი-
როებების მქონე ბევრ ბავშვს აქვს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის
მაღალი დონე. იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომ ბუნება-
ში ყოფნა სტრესის დონეს ამცირებს და ორგანიზმისთვის ძალზედ სა-
სარგებლოა, ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ ბავშვებთან გარე სივრცის
გამოყენების მეტ გზაზე. ამჟამად ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამ წიგნის დაწერის დროს დიდ ბრიტანეთში ბავშვებმა და მოზარდებ-
მა გამოიარეს სამი ლოქდაუნი. ბევრი ბავშვი სკოლისა და საბავშვო
ბაღის გარეშე იყო შვიდი თვის განმავლობაში. ბევრი ბავშვისთვის
სკოლასა და ბაღში დაბრუნება შერეულ განცდებთან იყო დაკავშირე-

193
გარე სივრცე

ბული ‒ შვებას და მეგობრების ნახვასთან დაკავშირებულ ღელვას თან


ახლდა სტრესის მაღალი დონე ჩაკეტვის გამოცდილებისა და მათი ჩვე-
ული რუტინიდან ამოვარდნიდან გამომდინარე. ამგვარად, ბავშვების
მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მათი ბუნებაში ყოფნის
შესაძლებლობების გაზრდა.
სულ უფრო მეტი წიგნი დაიწერა ადრეულ წლებში გარე სივრცის
უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე (Knight 2013; Louv 2005). ამ თავში
ვაპირებ განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ გარე სივ-
რცეები სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლად, რომ
ჩაერთონ, მონაწილეობა მიიღონ და განვითარდნენ. ბევრი ბავშვი,
რომლებთანაც ვმუშაობ, ძალიან განსხვავებულად მოიქცა და გამოჩნ-
და გარე სივრცეში, განსაკუთრებით ტყის ტერიტორიაზე.
წინა თავებში ვახსენე სათამაშო სქემა, რომელშიც ჩართული ვიყავი
2020 წლის ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. ყველა ჩართული
ბავშვი, იდენტიფიცირებული იყო, როგორც მოწყვლადი და რიგ მათ-
განს ჰქონდა სეფჯის საჭიროებები. ჩვენი სათამაშო სქემა მთლიანად
დაგეგმილი იყო ღია ცის ქვეშ, ტყის ტერიტორიაზე. ბავშვებს საშუალება
ჰქონდათ თავისუფლად ეთამაშათ, გაეკეთებინათ ქოხები და სახლები
ხეზე. ჩემი როლი იყო მათი ემოციური განვითარების ხელშეწყობა. გა-
მომდინარე იქედან, რომ ბევრი მათგანი სხვა ბავშვებთან არ ყოფილა
მთელი ჩაკეტვის პერიოდში და ზოგიერთი მათგანი საერთოდ გარეთ
არ ყოფილა, ოდნავ ვნერვიულობდი, როგორ იქნებოდნენ ისინი ემო-
ციურად ჩვენი ერთად ყოფნის დროის. საბედნიეროდ, სადარდებელი
არ მქონია, რადგანაც ბავშვები ჩაერთვნენ, ისინი მშვიდად და ბედნი-
ერად გრძნობდნენ თავს მთელი სათამაშო სქემის განმავლობაში.
ამ ბავშვთაგან ბევრს, ჩვეულებრივ, სკოლაში დამხმარე ასისტენ-
ტები ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ მათ ან მუშაობენ მათთან ერთად
მცირე ჯგუფებში, რადგან უმეტესობას უჭირს დიდ ჯგუფთან მუშაობა.
მათთვის დადებითი გამოცდილების ნაწილი იყო ის, რომ ჩვენ არ
გვქონდა მათგან რაიმე საგანმანათლებლო მოთხოვნა; ეს იყო თავი-
სუფალი თამაში, ბავშვების ინტერესების შესაბამისად. თუმცა ეჭვიც
არ მეპარება, რომ მშვიდად ყოფნაში ბავშვებს ყველაზე მეტად დაეხ-

194
გარე სივრცე

მარა გარეთ ყოფნის გამოცდილება და ხეების გარემოცვაში ყოფნის


და ნებისმიერ ამინდში გარეთ ყოფნის შესაძლებლობა (პერიოდულად
გვქონდა ძლიერი წვიმაც). გარეთ ყოფნის გამოცდილება, რომელშიც
ბოლომდე იყვნენ ჩაძირული, ძალიან ამდიდრებდა და ზრდიდა ამ
ბავშვებს, ძალიან ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელი იყო ამის
ყურება, ამ გამოცდილების ნაწილად ყოფნა. დიდი ხნის განმავლო-
ბაში ძალიან მჯეროდა იმის, რომ გარე სწავლებას და ბუნებას დიდი
სარგებლის მოტანა შეეძლო, მაგრამ ამ სათამაშო სქემამ ამის რწმენა
უფრო გამიღრმავა. ეს უაღრესად პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ
ბავშვების კეთილდღეობაზე, არამედ ასევე დიდი გავლენა იქონია
პერსონალზეც. ველოდით, რომ ორი კვირის მიწურულს დაქანცული
ვიქნებოდით ‒ ზოგადად, სათამაშო სქემის განხორციელება ძალიან
დამღლელია პერსონალისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად, ვფიქრობ,
რომ ყველანი სრულიად მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდით თავს და
გვქონდა სიხარულისა და კეთილდღეობის ახლებური განცდა, რომელ-
საც არცერთი ჩვენგანი არ ელოდა.

გარე სივრცისგან იზოლირება

იზრდება შიში იმისა, რომ ბავშვები შორდებიან ბუნებას, დიდ დროს


ატარებენ შიგნით და გარეთ ყოფნის შეზღუდული შესაძლებლობე-
ბი აქვთ. რიჩარდ ლუვის (2005) წიგნმა „უკანასკნელი ბავშვი ტყეში“
უდიდესი გავლენა მოახდინა ბევრ ადამიანზე, ბევრ ზრდასრულს დაეხ-
მარა შეედარებინათ, რამდენ დროს ატარებდნენ ბავშვობაში გარეთ
და რამდენს ატარებენ მათი შვილები და შვილიშვილები. ამასთან და-
კავშირებულმა შეშფოთებამ კიდევ უფრო მოიმატა 15 წლის შემდეგ.
დღესდღეობით საბავშვო ბაღების მზარდი რაოდენობა ირჩევს ტყის
სკოლის მიდგომას (Knight, 2013). მოვლენები ასე განვითარდა მას
შემდეგ, რაც ბრიჯვათერ და ტაუნტონ კოლეჯმა ტყის სკოლებში 1995
წელს შეიმუშავა ბაკალავრიატის პროგრამა, რომელიც შთაგონებული
იყო დანიაში ნანახი პრაქტიკებით. მე მიყვარს ტყის სკოლის მიდგო-
მა, მან დიდი გავლენა იქონია ჩემს საქმიანობაზე, მაგრამ ვიცი, რომ

195
გარე სივრცე

ზოგიერთი საბავშვო ბაღებისთვის ეს შეიძლება შეუძლებლად ჩანდეს,


როდესაც მათ არ აქვთ ტყე ახლოს ან არ არის მათი სივრცის ნაწილი.
გამიჩნდა მოტივაცია, რომ უფრო და უფრო მეტი იდეა და რეკო-
მენდაცია მენახა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ გარე
სივრცე იმ საბავშვო ბაღებმა, რომლებსაც არა აქვთ ტყის სივრცე. მა-
გალითად, ამისთვის კიმბერლი სმიტმა მოაწყო ჰიუგა ადრეულ წლებ-
ში (იხ. „დამატებითი ინფორმაცია და ცნობები“). ამის ფარგლებში მას
აქვს 52 კვირიანი ჩამოსატვირთი პროგრამა (Wanderlust Child Nature
Study პროგრამა), რომელშიც ის მოუწოდებს პერსონალს, დაეხმარონ
ბავშვებს ბუნებრივი სამყაროთი დაკავდნენ. კიმბერლი აღიარებს, რომ
გაერთიანებულ სამეფოში ბევრ ბავშვს და ზრდასრულს ძალიან მცირე
კავშირი აქვს ბუნებასთან. მათ ხშირად არ იციან ველური ყვავილების,
ხეების ან მათ გარშემო არსებული ველური ბუნების სახელები. თავისი
კურსის საშუალებით იგი გთავაზობთ ღია რესურსების შესახებ იდეებსა
და რჩევებს და საინფორმაციო ფურცლებს პერსონალისთვის, რათა
გამოიყენონ თავიანთი პრაქტიკის მხარდასაჭერად. მე მომწონს კიმ-
ბერლის კურსი, რადგან ის ადრეული განათლების თითოეულ პრაქტი-
კოსს სთავაზობს გზებს, თუ როგორ დაეხმარონ ბავშვებს, რომ მეტად
დაკავდნენ ბუნებით. ბევრი პერსონალისთვის ეს უფრო სასარგებლოა,
ვიდრე ტყის სკოლის მასწავლებლად მომზადების იდეა ან, ტყის სივრ-
ცის უქონლობის გამო უსარგებლო წუხილი. ასევე მომწონს გარემოს
შემჩნევის და გააზრების, მაინდფულნესის შემოტანა მის მიდგომაში.

როგორ უწყობს გარე სივრცე ხელს ემოციურ


განვითარებას

ბევრი ბავშვისთვის მთავარი განსხვავება გარე სივრცესა და შენობაში


ყოფნას შორის არის სივრცის განცდა: ისინი ხშირად თავს ნაკლებად
შეზღუდულად გრძნობენ და აქვთ სივრცე თავისუფლად გადაადგილე-
ბისთვის. ერთხელ ბავშვმა მითხრა: „ვგრძნობ, რომ კარგად ვსუნთქავ,
როცა გარეთ ვარ. როდესაც შენობაში ვარ, განცდა მაქვს, რომ შეიძ-
ლება გული ამიფეთქდეს.“ შესაძლოა, ეს განსაკუთრებით იმ ბავშვთან

196
გარე სივრცე

გვხვდებოდეს, რომელიც გადაღლილია ან წყობიდან არის გამოსული.


როდესაც ვხედავ, რომ ბავშვი, რომელთანაც ვმუშაობ, იწყებს ცქმუტ-
ვას, ვცდილობ გარეთ გავიყვანო ხოლმე და ხშირად ეს საკმარისია ეს-
კალაციის შესაჩერებლად.
ბევრი ბავშვისთვის, გარეთ ყოფნა ამცირებს შეცდომების, რაღაცის
არასწორად კეთების შიშს.
ბევრი ბავშვს, რომლებთანაც ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ, აქვს
დაბალი თვითშეფასება: ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ რაღაცის გა-
კეთება არ შეუძლიათ და ეშინიათ, რომ შეცდომას დაუშვებენ. ხშირად
გარე სივრცის, ეზოს გარემო არ ძაბავს მათ და არ უწესებს შეზღუდვებს,
რასაც ვერ ვიტყვით შიდა სივრცეზე. ხშირად ვხედავ ბავშვებს, რომ-
ლებიც ფიზიკურად იცვლებიან, როცა დროს ატარებენ გარეთ: მხრები
დაბლა ეწევათ, წელში იმართებიან, უფრო ხშირად იღიამიან და ზოგა-
დად უფრო მოდუნებულად, თავისუფლად გამოიყურებიან. გარე სივრ-
ცის ან ეზოს სასწავლო გარემო ასევე ხშირად ხელს უწყობს ბავშვების
მიერ ინიცირებულ სწავლას, რაც მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ ცნო-
ბისმოყვარენი და საკუთარი ტემპით შეისწავლონ ის, რაც ხიბლავთ.
სათამაშო სქემის დროს ერთი 4 წლის ბიჭუნა თხრილების გაკეთებით
მოიხიბლა. ის ყოველდღე თხრიდა უფრო მეტ თხრილს. ზოგჯერ სხვა
ბავშვები და მოზრდილებიც უერთდებოდნენ და ის მათ აძლევდა მითი-
თებებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. მან გამოიკვლია, რა მოხდებოდა,
თუკი წყალს დამატებდა. შეამჩნია, როგორ მიედინებოდა წყალი და
რა სიღრმის თხრილის გაკეთება იყო საჭირო წყლის შესაგროვებლად.
მან ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა დაენახა შეუწყობდა თუ არა წყლის
შენარჩუნებას თხრილში თიხის ჩამატება (არ შეუწყო!). ამ პატარა ბი-
ჭუნამ განაგრძო თამაში და კვლევა რვა დღის განმავლობაში, რომ-
ლის დროსაც ჩვენ დავაკვირდით, რომ ის იყენებდა მათემატიკურ და
საბუნებისმეტყველო უნარებს, თანამშრომლობას, პრობლემის გადაჭ-
რას, რომ აღარაფერი ვთქვათ მდიდარ ლექსიკაზე. მან გამოავლინა
ადრეული ინჟინერიის და ლიდერობის უნარები და ეს ფანტასტიკური
სანახავი იყო. ჯგუფის ოთახში მას სძულს მუშაობა ‒ მას არ სურს მათე-
მატიკის სწავლა, ცქმუტავს, უჭირს კონცენტრირება ‒ მაგრამ გარეთ ის

197
გარე სივრცე

იყო მოტივირებული, შთაგონებული და კონცენტრირებული. მისი კე-


თილდღეობის განცდა მაღალი იყო, ის პროცესის ნაწილი გახდა და
ღრმად იყო ჩაძირული იმაში, რასაც აკეთებდა.

ყურადღება და ფოკუსი

გარე სივრცე ხშირად ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას. რო-


გორც ზემოთ აღინიშნა, შიდა სივრცეში ეს შეიძლება რთული იყოს ბევ-
რი ბავშვისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს დამატებითი
სეფჯის საჭიროებები. თუმცა, როცა ჩვენ გარეთ ვართ და ბავშვებს ვეხ-
მარებით შეჩერდნენ, შეამჩნიონ და ჩაერთონ გაოგნების, გაოცების და
ცნობისმოყვარეობის განცდით, ეს ხელს უწყობს ბავშვის დაკვირვების
უნარის განვითარებას. მაგრამ, იმისთვის რომ ეს მოხდეს, ჩვენ გვჭირ-
დება ზრდასრულები, რომლებსაც ასევე აქვთ გაოგნების, გაოცების
და ცნობისმოყვარეობის გრძნობები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან პატარა
ბავშვებს ეს უხვად აქვთ კითხვები და უნარი, რომ შეჩერდნენ და აღმო-
აჩინონ ბილიკზე ერთი ციცქნა ჭიანჭველები და მწერები. სამწუხაროდ,
ზოგიერთი ბავშვი თითქოს კარგავს ამ უნარს, როცა ისინი იზრდებიან,
და ბევრმა ზრდასრულმა კი, როგორც ჩანს, მთლიანად დაკარგა. თუკი
ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ცნობისმოყვარეობა და ინტე-
რესი გარე სივრცის მიმართ, აქტიურად უნდა წავახალისოთ ეს. იმის
ნაცვლად, გარე სივრცე დავინახოთ, როგორც ორთქლის გამოშვების
საშუალება, ჩვენ უნდა ვხედავდეთ მას, როგორც ზრდის ხელშემწყობ,
დამხმარე სივრცეს, რომელიც წაახალისებს ცნობისმოყვარეობასა და
კვლევა-ძიებას. თუ გვინდა რომ ეს მოხდეს, ამის მაგალითი თავად
უნდა ვაჩვენოთ ბავშვებს.
თუკი ჩვენ ვწუხვართ იმაზე, რომ ბავშვები კარგავენ კავშირს ბუნე-
ბასთან, უპირველესად, უნდა შევხედოთ საკუთარ თავს და ვიკითხოთ,
რამდენად დაკავშირებული ვართ ჩვენ თვითონ. დაახლოებით 10
წლის წინ, დანიაში მოგზაურობამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა
ჩემი პრაქტიკა და ჩართულობა ბუნებასთან მიმართებით. მას შემდეგ,
რაც ვნახე, რომ ბავშვები ტყეში ეძებდნენ საკვებს და იცოდნენ, რა იყო

198
გარე სივრცე

(ან არა) საკვებად ვარგისი და ასახელებდნენ მცენარეების და ხეების


სახელებს, მე მივხვდი, რომ ბუნებისგან გათიშული ვიყავი ჩემს მხარე-
ში ‒ შემეძლო მეცნო მხოლოდ მაყვალი და ვიცოდი სულ რამდენიმე
ხისა და მცენარის სახელი.

შეყოვნდით

▶ როცა გარეთ ხართ, ინტერესით და ცნობისმოყვარეობით ათვალი-


ერებთ გარემოს?
▶ ბოლოს როდის დახარჯეთ დრო ქარში მოძრავი ფოთლების ყურე-
ბაში ან ყვავილიდან ყვავილზე მოფარფატე ფუტკრის ცქერაში?
▶ რამდენად ხართ დაკავშირებული ბუნებასთან?
▶ იცით თუ არა ხეების, ყვავილების და სხვადასხვა ჯიშის ჩიტების სა-
ხელები?
▶ მაყვლის გარდა, იცით თუ არა, რა საკვების მოძებნა და მირთმევა
შეგიძლიათ უსაფრთხოდ?

გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების შემდეგ ამის შეცვლას შე-


ვუდექი. უკიდურესად გამიმართლა, რომ სოფლად ვცხოვრობ და ჩემს
სახლს უკან სათემო მდელო მაქვს. ბოლო ათწლეულის განმავლობა-
ში ვისწავლე ხეების და მცენარეების ჯიშები იმ ტერიტორიაზე, სადაც
ვცხოვრობ. ახლა ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს სამი სხვადასხვა ჯიშის ველუ-
რი ორქიდეა, რომლებიც იზრდება მდელოზე, ბევრ სხვა ველურ ყვა-
ვილთან ერთად და დაახლოებით 15 განსხვავებული სახეობის ფარ-
ვანა და პეპელა დაფრინავს ჩვენს ბაღსა და მდელოებზე. ვეძებ და
მოვიპოვებ საკვებს თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ვიცი სხვა-
დასხვა მცენარე, რომლებიც უსაფრთხოა საჭმელად და ვიცი, სად უნდა
ვიპოვო ისინი. მიხარია გაჩერება და თერმულ წყაროებზე შავარდნების
დაფრენის ყურება. ლოქდაუნის დროს აღმოვაჩინე, რომ ჩვენ გვყავს
მოყვითალო-მოყავისფრო ბუების ოჯახი, რომლებიც ცხოვრობს მდე-
ლოს ბოლოს. ახლაც, როცა ამას ვწერ, მათზე ფიქრი სიხარულითა და
სიამოვნებით მავსებს. მუშაობისას ამ ყველაფერს ვუზიარებ ბავშვებს

199
გარე სივრცე

და როცა ვგეგმავ ახალ სასწავლო წელს და ვფიქრობ იმ ცხრა ახალ


ბავშვზე, რომლებთანაც ვიმუშავებ, მოუთმენლად ველოდები, მათაც
როდის გავუზიარებ ამ გასაოცარ შეგრძნებებსაებსა და გამოცდილე-
ბას.

რამდენად ვაქცევთ ყურადღებას გარე სივრცეს

მე-5 თავში დავწერე გარემოსა და იმაზე, თუ როგორ შეუძლია მას გავ-


ლენა მოახდინოს ბავშვზე. ამ თავის დასაწყისში განვიხილე, თუ რო-
გორ შეუძლია ბუნებაში ყოფნას ჩვენი კეთილდღეობის ხელშეწყობა და
სტრესის დონის შემცირება (როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების).
ბუნება ასევე არის საოცრად მდიდარი სენსორული გარემო, უამრავი
ტექსტურით, სუნით, ფერით და სხვადასხვა ზედაპირით. თუმცა, ჩვენ
ისევე ყურადღებით უნდა ვიფიქროთ გარე სივრცეების შერჩევა-უზრუნ-
ველყოფაზე, როგორც შიდა გარემოზე ვზრუნავთ. მიუხედავად იმისა,
რომ მტკიცედ მჯერა, გარე სივრცეები ძირითადად ფანტასტიკურია,
მაგრამ ასევე მინახავს ბავშვებისთვის განკუთვნილი ბევრი სივრცე,
რომლებიც არაა ზრდის ხელშემწყობი, სენსორული და მიმზიდველი.
უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებულად მძულს ხელოვნური ბალახი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრი საბავშვო ბაღი ირჩევს მას სიმარ-
ტივისა და მოხერხებულობის გამო ‒ მისი გამოყენება შესაძლებელია
მთელი წლის განმავლობაში ‒ მიმაჩნია, რომ ეს არ არის მიმზიდველი,
სტერილურია და ბუნებისა და დადებითი სენსორულ გამოცდილებისგან
ძალიან შორსაა. არ მჯერა, რომ დიდი ბიუჯეტია საჭირო, რათა უზრუნ-
ველვყოთ შესანიშნავი და სენსორულად მდიდარი გარე სივრცე. უფასო
ან ძალიან იაფი რესურსების მაგალითებია: ხის მორები, საბურავები,
სხვადასხვა ზომის ქვები, ქოთნები მწვანილებით და ბალახებით, ქოთ-
ნები ყვავილებით, მიწის სათხრელი ზონა, წყლის სადინარები, ვედრო-
ები წყლის შესაგროვებლად და სხვადასხვა ჭურჭელი შეგროვებისა და
კვლევისთვის რომ გამოიყენონ. ეს ყველაფერი აძლიერებს გარე სივრ-
ცეს, უზრუნველყოფს მდიდარ და მრავალფეროვან სენსორულ გამოც-
დილებას და წაახალისებს ბავშვის მიერ ინიცირებულ თამაშს, კვლევას

200
გარე სივრცე

შეყოვნდით

გადით თქვენს ეზოში, თუკი ეს შესაძლებელია, გადით პერსონალის


გუნდი ბავშვების გარეშე. გარკვეული დრო დაუთმეთ გარემოს შემჩ-
ნევას. რამდენად მდიდარია ეს სივრცე? იფიქრეთ თქვენს ხელთ არ-
სებულ ბუნებრივ რესურსებზე და ჰკითხეთ საკუთარ თავს:
▶ არის თუ არა სხვადასხვა ტექსტურის შეგრძნების შესაძლებლობა?
▶ არის თუ არა სხვადასხვა ზედაპირი, რომელზედაც შესაძლებელია
იარო ან აძვრე?
▶ არის თუ არა თხრის შესაძლებლობა?
▶ არის ფერების სპექტრი?
▶ არის სხვადასხვა სუნი?
▶ რა ისმის ბაღში?
▶ რა შეგიძლიათ ნახოთ ბაღში?
▶ არის ველური ბუნება ბაღში?
▶ ამ სივრცის გამდიდრების რა გზები შეიძლება არსებობდეს, რათა
გაჩნდეს მეტი ბუნებრივი სენსორული შესაძლებლობა?

მას შემდეგ, რაც თქვენ, როგორც პერსონალის გუნდი, შეხედავთ


სივრცეს, ასევე მოგიწოდებთ დააკვირდით ბავშვებს ამ სივრცეში.
დააკვირდით, რა იზიდავთ მათ, რა რისკებს იღებენ გარე სივრცეში
თამაშისას, დააკვირდით განსხვავებულად რეაგირებენ თუ არა გარე
სივრცესა და შენობაში (და როგორ). შეხედეთ, როგორ რეაგირებენ
გარემოზე თავიანთი შეგრძნებების გამოყენებით. როდესაც აკვირ-
დებით ბავშვებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ, ვისაც
აქვს დამატებითი საჭიროებები და სეფჯის საჭიროებები. განიხილეთ,
როგორ რეაგირებენ ისინი გარე სივრცეზე, განსხვავებულად რეაგი-
რებენ თუ არა შენობაში? კარგი იდეაა, ყველა ბავშვს ესაუბროთ გარე
სივრცის შესახებ. გაარკვიეთ, რას ფიქრობენ და გადააღებინეთ იმის
სურათები, რაც მათ სიამოვნებთ და რის კეთებაც მოსწონთ. ყველა
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ დაგეგმვასა და იმ ცვლილებების გან-
ხორციელებაში, რომელთა საჭიროებასაც შეიძლება ხედავდეთ.

201
გარე სივრცე

და ცნობისმოყვარეობას. თუ შესაძლებელია, ასევე დავამატებდი ზონას


ბავშვების დასამალად ‒ უმჯობესია თუ ის ბავშვის ზომის იქნება. ვიცი,
რომ ამან შეიძლება ზოგჯერ შეშფოთება გამოიწვიოს, რადგან უფრო-
სებმა ვერ შეძლონ ბავშვების დანახვა, მაგრამ თუკი თქვენ რისკები
კარგად გაქვთ შეფასებული, ამას შეუძლია ძალიან გააუმჯობესოს გარე
სივრცე და ბავშვის გამოცდილება ამ სივრცეში.

სენსორული და ემოციური გამოცდილება გარეთ

მე-7 და მე-8 თავებში დავწერე იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია


ხელი შევუწყოთ ბავშვების ემოციურ განვითარებას სხვადასხვა აქტი-
ვობისა და თამაშის საშუალებით. გარე სივრცის გარემო შესანიშნავია
სენსორული და ემოციური თამაშის ხელშესაწყობად. ის ბუნებრივად იძ-
ლევა საშუალებას მრავალფეროვან სენსორულ ინფორმაციაზე წვდო-
მა ჰქონდეთ ბავშვებს და ამდენად იდეალურია ემოციების გამომხატვე-
ლი ენის გამოყენებისა და საუბრებისთვის.
თავის შემდეგ ნაწილში გავაზიარებ რამდენიმე იდეას იმის შესა-
ხებ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ გარე სივრცე ბავშვის ემო-
ციური და სენსორული კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ასევე, გა-
მოვყოფ ზოგიერთ თამაშსა და აქტივობას, რომელსაც უპირატესობას
ვანიჭებ.

საპნის ბუშტებით თამაში (ასაკი 2+)

დაგჭირდებათ:
▶▶ ბუშტების ნარევი
▶▶ ბუშტის ჯოხები

საპნის ბუშტებით თამაშის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ


მე-8 თავში. ეს არის აქტივობა, რომელსაც ვიყენებ მთელი წლის გან-
მავლობაში. თუ საპნის ბუშტებს წვიმის დროს გამოიყენებთ, შეამჩნევთ,

202
გარე სივრცე

რომ ისინი ეშვებიან მიწაზე და ინარჩუნებენ ბუშტის ფორმას რამდენიმე


წუთის განმავლობაში, ზოგჯერ უფრო მეტ ხანსაც. ყინვიან ამინდში ისი-
ნი წარმოქმნიან ყინულის პატარა ბუშტებს. ბუშტების გაბერვა ქარიან
ამინდშიც ასევე ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი თამაშის შე-
საძლებლობაა.

ყინულის შექმნა (ასაკი 2+)

დაგჭირდებათ:
▶▶ სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონტეინერები
▶▶ წყალი
▶▶ ბუნებაში ნაპოვნი საგნები

ყინვიან დღეებში სახალისო ექსპერიმენტია ფოთლებისა და ყვა-


ვილის ფურცლების შეგროვება (თუ შეძლებთ მათ პოვნას). შემდეგ
მოათავსეთ ქვიშის ფორმებში, ლანგარზე ან სხვადასხვა ფორმის ჭურ-
ჭელში. შეგიძლიათ მათში მოათავსოთ ძაფებიც, შეავსოთ წყლით და
დატოვოთ ისინი ღამით გასაყინად. მომდევნო დღეს აღმოაჩენთ გა-
ყინულ ქმნილებებს. შეგიძლიათ, ძაფის ბოლოები წყალში ჩადოთ და
ქმნილებებს საკიდები გაუკეთოთ, შემდეგ კი ჭერში დაკიდებულ ხის
ტოტზე ჩამოკიდოთ.
მე-8 თავში დავწერე წყლის მძივების შესახებ. შეიძლება სახალი-
სო იყოს მათი წყლიან კონტეინერში მოთავსება და გაყინვა. ზოგიერ-
თი ბავშვს ურთულდება შეგრძნებების ამოცნობა და ცხელისა და ცივის
გარჩევა. ყინულით თამაშს შეუძლია განუვითაროს ეს შეგრძნებები და
მისი ამოცნობის უნარი, უსაფრთხოდ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინუ-
ლის კუბურები და შემდეგ გქონდეთ მათთვის თასი, თბილი წყლით,
რომელშიც ჩაყოფენ ხელებს ან ფეხებს. ეს აჩვენებს მათ კონტრასტს
და აძლევს საშუალებას შეამჩნიონ, თუ როგორ რეაგირებს სხეული.

203
გარე სივრცე

ფოთლებსა და თოვლში ბოლომდე ჩაფლობა


(ჩვილების ასაკიდან)

დაგჭირდებათ:
▶▶ შემოდგომის ფოთლების გროვა
▶▶ თოვლი
▶▶ ყველა ამინდისთვის შესაბამისი ქურთუკი, შარვალი და ბოტები

თუ თქვენ გაქვთ ერთიანი კომბინიზონები და ბოტები ბავშვებისთ-


ვის, დიდი სიამოვნების მომგვრელი შეიძლება იყოს მათთვის ჩამოცვე-
ნილ ფოთლებში ან თოვლში სრულად ჩაფლობის საშუალების მიცემა.
მათ შეუძლიათ ზურგზე დაწოლა და წარმოდგენა, რომ ფოთლის ან
თოვლის ანგელოზები არიან. ამ დროს ისინი აღიქვამენ თავიანთ ქვეშ
არსებულ ტექსტურას, ხმას და ფიქრობენ იმ შეგრძნებებზე, რომლებსაც
ეს ყველაფერი ბადებს.

ბუნების წვნიანი ან სუნამო (2 პლიუს ასაკის)

დაგჭირდებათ:
▶▶ სხვადასხვა ზომის კონტეინერები
▶▶ კოვზები
▶▶ ბუნებრივი საგნები

შეაგროვეთ ყვავილის ფურცლები და ფოთლები ვედროთი ან კონ-


ტეინერით, მოსარევად იპოვეთ ჯოხი და დაამატეთ წყალი. ეს არის
ჩვეულებრივი სათამაშო აქტივობა, რომელსაც ბევრი მცირეწლოვანი
ბავშვი აკეთებს და გარე სივრცეში ტალახის სამზარეულოს მოწყობა
ხელს უწყობს ამას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, ამ თამაშში
შეამჩნიონ სუნი და ტექსტურა და გამოიკვლიონ, როგორ შეგრძნებებს
უჩენს ეს მათ. როდესაც ჩვენ მათთან ერთად ასე ვთამაშობთ ‒ და მათ
მოგვიმზადეს ცხენის წაბლის წვნიანი ‒ მაგალითად, შეგვიძლია გავა-

204
გარე სივრცე

კეთოთ კომენტარი იმაზე, თუ როგორი სიამოვნების შეგრძნება გვიჩნ-


დება სხეულში, როდესაც წვნიანს მივირთმევთ, შეგვიძლია აღვწეროთ
სითბოს შეგრძნება, როდესაც მას ვყლაპავთ და შეგვიძლია ვუთხრათ,
რა ბედნიერები ვიყავით, როცა მათ წვნიანი მოგვამზადეს. მიყევით ბავ-
შვის ინიციატივას, მაგრამ თქვენც დაეხმარეთ გრძნობებისა და ემოცი-
ების გამომხატველი ენის განსავითარებლად.

გამაოგნებელი და გასაოცარი გასეირნება


(ასაკი 18 თვიდან ზევით)

დაგჭირდებათ:
▶▶ საფოსტო ბარათის ზომის ბარათი
▶▶ ორმხრივი წებოვანი ლენტი

ეს არის ის, რასაც ვიყენებ ბავშვებთან, როდესაც მათ შეუძლიათ შე-


ნელებული და დაკვირვებული ქმედებები. მე მათ ვაძლევ ბარათს ორმ-
ხრივი წებოვანი ლენტით. ვუხსნი, რომ ჩვენ ვაპირებთ გამოვიკვლიოთ
და ვნახოთ, რის პოვნა ძალგვიძს და რომ შეგვიძლია ჩვენი აღმოჩე-
ნები მოვათავსოთ ბარათზე. ყველა ბავშვს, რომლებთანაც მიმუშავია,
მოეწონა ეს. ზოგს აქვს იდეა და მხოლოდ მწვანე ნივთების პოვნა სურს,
ზოგიერთები მხოლოდ ფოთლების დადებას გადაწყვეტენ და სხვები
გადაწყვეტენ, იპოვონ პაწაწინა ყვავილის ფურცლები. ეს ღია აქტივო-
ბაა, არ არსებობს აუცილებლობა, რომ ის რამეს ჰგავდეს, და ბავშვებს
შეუძლიათ დაამატონ ის, რაც სურთ. ერთ პატარა ბიჭუნას მის ბარათზე
მხოლოდ ჩხირები უნდოდა მოეთავსებინა, მეორეს კი ველური წაბლი
და ჩვენ დავხარჯეთ გარკვეული დრო პრობლემის გადაჭრას, თუ რო-
გორ უნდა დაგვემაგრებინა გარეული წაბლი. ეს აქტივობა საუკეთესოდ
მუშაობს, როცა ნელა დავდივართ, ვაკვირდებით და ვამჩნევთ. ხშირად
ვიყენებ მას, როგორც მაინდფულნესის აქტივობას (ამის შესახებ უფრო
მეტ იდეას გაგიზიარებთ მე-10 თავში.).

205
გარე სივრცე

მცენარეების ანაბეჭდების გაკეთება (2 პლიუს ასაკის)

დაგჭირდებათ:
▶▶ ყვავილის ფურცლები
▶▶ ფოთლები
▶▶ კენკრა
▶▶ კენჭი
▶▶ თეთრი ქსოვილი
▶▶ საჭრელი დაფა
▶▶ ქაღალდი

ეს ფანტასტიკური აქტივობაა. მე ის მხოლოდ ახლახან აღმოვაჩი-


ნე, ზაფხულის თამაშის სქემის დროს. თეთრი ქსოვილი დადეთ საჭრელ
დაფაზე, შემდეგ მოათავსეთ ყვავილის ფურცლები, ზემოდან ფოთლები
და კენკრა. დაფარეთ ისინი ქაღალდით და შემდეგ დაარტყით თითო-
ეული ყვავილის ფურცელს და ფოთოლს კენჭით. როდესაც დაინახავთ
რომ ქაღალდზე ანაბეჭდები ჩნდება, ის უკვე ასევე აღბეჭდილი იქნება
ქსოვილზეც. ასწიე ქაღალდი და ნახე, რა შექმენი. ეს არის სასიამოვ-
ნო აქტივობა და გარდა მხედველობის, ყნოსვის და სმენისა, გამოიყე-
ნება პროპრიოცეპტული შეგრძნებებიც. ბავშვებს ეს ძალიან უყვართ.
ეს ასევე დიდებული საქმიანობაა, მაშინ, როდესაც რომელიმე ბავშვი
გაღიზიანებული ან გაბრაზებულია, რადგან მათ შეუძლიათ გამოუშვან
ყველა ის ძლიერი გრძნობა დანაყვის დროს.

დაბრკოლებების გადალახვა (18 თვიდან ზევით)

ბევრ ბავშვს, რომლებთანაც ვმუშაობ, უყვარს დაბრკოლებების გადა-


ლახვა. მათ შეუძლიათ განვითარდნენ ისე, როგორც უნდათ, გამო-
იყენონ ხეების ტოტები ქვევით ჩასასვლელად ან მორები დასაბალან-
სებლად, ქილები ტალახის სამზარეულოდან ნივთების გადასატანად.
დაბრკოლებების გადალახვის აქტივობა ფანტასტიკურია ვესტიბულუ-
რი და პროპრიოცეპტიული შეგრძნებების ხელშესაწყობად, ბავშვის

206
გარე სივრცე

წახალისებისთვის, რომ გადაადგილდეს სხვადასხვა ზედაპირზე და


იმოძრაოს. როცა დაბრკოლებების გადალახვის აქტივობას ვახორცი-
ელებ ბავშვებთან ერთად, ეს არ არის რბოლა ან გამოწვევა, არამედ
სხეულების გამოყენებაა სხვადასხვა გზით, ჩვენი შეგრძნებების ფართე
დიაპაზონით. მე ყოველთვის ვუერთდები ბავშვებს და მათ მიერ შექმ-
ნილ დაბრკოლებებს ვლახავ. ყოველთვის სიამოვნება მოაქვს და კო-
ლექტიურ სიცილს იწვევს, როდესაც მიჭირს წონასწორობის შენარჩუნე-
ბა, დაბალი ხის ქვეშ გაძრომა ან ხეზე ასვლა.

დარგვა (2 წელზე მეტი ასაკისთვის)

გაზაფხულზე, როდესაც ბავშვები, რომლებთანაც ვმუშაობ, ჩვეულებ-


რივ უკვე ბევრად მშვიდები და გაწონასწორებული არიან, ჩვენ ვრგავთ
მცენარეებს.
ეს არის აქტივობა, რომელიც უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც
ბავშვს მეტად შეუძლია დაიცვას ინსტრუქციები და გაუმკლავდეს იმას,
რომ დაუყოვნებელი შედეგები ვერ ექნება, რადგანაც მცენარეებს გარ-
კვეული დრო სჭირდებათ, რომ გაიზარდონ! ბევრი ბაღში მცენარეებს
ბავშვებთან ერთად ზრდიას. მომწონს ბავშვებთან ერთად ამის კეთება,
რამდენადაც ის აკმაყოფილებს უამრავ სენსორულ მოთხოვნილებას:
მიწის თხრა, მიწაში ხელის ჩაყოფა, წყლის გამოყენება. ვფიქრობ, ასე-
ვე სასარგებლოა ისიც, თუ როგორ წაახალისებს ის ბავშვს, რაღაცაზე
იზრუნოს, მორწყას და შეამოწმოს ხოლმე. ბევრი ბავშვი, რომელთანაც
ვმუშაობ, ძალიან დადებითად რეაგირებს ამაზე და როცა მცენარე იზრ-
დება, ისინი ამაყობენ იმით, თუ როგორ იზრდება და აჩვენებენ სხვებს.
რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს ეფექტური იყოს, გვჭირდება პერსო-
ნალი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს მორწყვაში და ა.შ. ზოგჯერ ეს
არ გაამართლებს, თუკი აღმოჩნდება, რომ მცენარეს მეტი ან ნაკლები
წყალი დაუსხეს ან მატლმა გამოხრა. ამას აუცილებლად მოაქვს გარკ-
ვეული აღშფოთება და იმედგაცრუება, მაგრამ ბავშვებს შეუძლიათ სცა-
დონ ისევ და ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მათ მედეგობას და ემოციურ
განვითარებას. თუ თქვენ არ ხართ გარკვეული მებაღეობაში, გირჩევთ

207
გარე სივრცე

დათესოთ მზესუმზირის ან კალენდულას (ფორთოხლისფერი ყვავილი)


თესლი. თუ გსურთ საკვების მოყვანა, ბარდა კარგად ხარობს. ყველა
ეს თესლი მარტივად იზრდება და კარგი ზომისაა საიმისოდ, რომ ბავშ-
ვებმა ხელში დაიჭირონ, დათესონ და დააკვირდნენ. თითოეული მათ-
განი იზრდება როგორც ქოთნებში, ასევე მიწაში.
ამ თავის მომდევნო ნაწილში მოვიყვან ინტერვიუს ენდი ჰეტერს-
ლისთან. ის ჩვენი გუნდის წევრია და ტყის სკოლის დატრენინგებული
ლიდერია.

ინტერვიუ ენდი ჰეტერსლისთან


ენდი, ჩვენ ყველას გაამოგვიცდია, რომ ბევრი ბავშვი რომელ-
თანაც ვმუშაობთ, ძალიან განსხვავებულია შიდა და გარე სივრ-
ცეებში. მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამაზე?
ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას: სენსორული ასპექტი, გაოგნება
და ინტერესი, რომელიც გარდამავალია. ეს არის ადგილი, სადაც მათ
შეუძლიათ თავი თავისუფლად, მოდუნებულად და კომფორტულად
იგრძნონ და თან უსაფრთხოდ იკვლიონ და ისწავლონ. ტყის სკოლა-
ში. ბევრჯერ ვიმეორებთ ერთსა და იმავე რაღაცას და ნელ-ნელა ვავ-
რცობთ ჩვენს საქმიანობას. ეს მიდგომა მთლიანად ბავშვზეა ორიენ-
ტირებული და ბრწყინვალეა, მათთვის, ვინც განიცდის, რომ არ არის
განსაკუთრებული. ასეთი ბავშვებისთვის შესაძლოა გვქონდეს რაღაც
აქტივობა, რაც მთლიანად ამ ბავშვსა და მის სიამოვნებაზე იქნება
ორიენტირებული; ამ სიამოვნების განცდაზე შესაძლოა აიგოს მთელი
სესია. ეს აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს მრავალ სხვადასხვა დონე-
ზე. თქვენ შეგიძლიათ თითოეული სესია მოამზადოთ ბავშვის ინდივი-
დუალური საჭიროებების მიხედვით. სესიები დიდი არ უნდა იყოს. ბუ-
ნება ისეთი ადგილია, რომელიც სავსეა გამაოგნებელი და გასაოცარი
რაღაცებით. მაგრამ ბევრ ბავშვს, რომლებთანაც ვმუშაობთ, არ აქვს
გარეთ ყოფნის შესაძლებლობა ან გამოცდილება. ისინი ცხოვრობენ
ბინებში და არ აქვთ გარე სივრცე, რომელსაც შეისწავლიან და ხში-
რად ვერ აცნობიერებენ, რომ მათ გარშემო უამრავი საოცარი რამაა.

208
გარე სივრცე

ზოგიერთი ბავშვი გარე სამყაროს მყისიერად უღებს ალღოს; ზო-


გიერთ მათგანს უნდა მიაპყრობინო ყურადღება, დააინტერესო და
მათთან ერთად გაიარო ეს პროცესი. შემდგომ, მოულოდნელად,
თითქოს შენ მათ წინაშე ალადინის გამოქვაბული გახსენი, ისინი გან-
ცვიფრებას იწყებენ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ რო-
გორ განვითარდა ბავშვი გარეთ?
არის ერთი პატარა ბიჭი, რომელთანაც ვმუშაობდი. ის ცოტა უხა-
ლისოდ მოვიდა; დაჯდა, მიმოიხედა ირგვლივ და დიდად ვერ მიხვ-
და, აქ რა უნდა ეკეთებინა. შეშფოთებული იყო ტყეში ყოფნის და
დასვრის პერსპექტივით. მისი შფოთვის დონე საკმაოდ მაღალი იყო,
მაგრამ ბუნებაში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდგომ და სი-
ამოვნების მიღების სწავლისას, ჩვენ დავინახეთ, რომ მისმა შფოთ-
ვის დონემ დაიკლო. მან დაიწყო ლაპარაკი ყველაფერზე, რაც აღ-
მოაჩინა, ყველა უცნაურ საგანზე, ნიჟარებზე, რომლებიც მან იპოვა;
დაიწყო ქარის შემჩნევა, მისი მოსმენა და ამით სიამოვნების მიღება.
გარეთ ყოფნის სენსორული ელემენტი ამშვიდებდა და აწყნარებდა
მას, შეეძლო ესწავლა და თავი კომფორტულად ეგრძნო. გარე სივრ-
ცე ეფექტურია ბევრი ასპექტით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს
საგანმანათლებლო სამუშაოში: ის იწვევს დაცულობის განცდის გაზ-
რდას და თუ თავს დაცულად გრძნობთ, მოგინდებათ იკვლიოთ და
შემდეგ მზად ხართ ისწავლოთ და გახდეთ დამოუკიდებელი. ჩვენ
ვიცით, რომ არსებობს უამრავი კვლევა, რომლებიც საუბრობს იმა-
ზე, თუ რამდენად სამკურნალო და თერაპიული ეფექტი შეიძლება
ჰქონდეს ბუნებას და როგორ აუმჯობესებს ის ჩვენს კეთილდღეობას.
შევამჩნიე, რომ გარეთ ყოფნისას თვითონ ბუნება იჭერს ცენტრალურ
ადგილს. თქვენ დაინახავთ, რომ ბავშვები, რომლებიც არ არიან თა-
ვიანთ თავში დარწმუნებული, შფოთავენ და ბევრი გამოწვევა აქვთ,
ბუნების სამყაროში ჩაიძირებიან და მათი პრობლემები ნელ-ნელა
გაქრება. ეს ძალიან ინსტინქტურია, რადგან ამ ბუნებრივ სამყაროს
ისინი გრძნობენ ბევრ სხვადასხვა დონეზე და ეს შეგრძნებები რჩე-
ბა მათთან. თქვენ დაინახავთ, რომ ბავშვები, რომლებსაც შფოთვა

209
გარე სივრცე

აქვთ და ურთულდებათ კონცენტრირება და სწავლა, უსაფრთხო


გარემოში ყოფნისას, სადაც მშვიდად არიან და ტკბებიან სივრცით
სწავლას იწყებენ დიდი ნახტომებით. ბუნება ჩვენ ნაცვლად მუშაობს,
ჩვენ ხელს ვუწყობთ, მაგრამ სწორედ ბუნებრივი სამყაროა ის, რაც
ასწავლის.
ჯგუფში ხშირად გვსმენია ბავშვებისგან, რომ რაღაცის გაკეთე-
ბა არ შეუძლიათ, მაგრამ გარეთ, როგორც ჩანს, ისინი უფრო
მზად არიან იგივე რაღაცები სცადონ. რას ფიქრობთ ამაზე?
ვფიქრობ, ეს არის თავისუფლებით გამოწვეული. ხანდახან შენო-
ბაში ყოფნისას ისინი თავს შეზღუდულად და გალიაში გამოკეტი-
ლად გრძნობენ. მე გარე სივრცეს აღვწერ, როგორც ჯგუფს კედლე-
ბის გარეშე. ხშირად შიგნით, ჯგუფის ოთახში ისინი გრძნობენ, რომ
მათგან მოელიან რაღაცები სწორად აკეთონ, ხოლო გარეთ ისინი
იმდენად არიან დაკავებული საკუთარი შეგრძნებებით, არ აქვთ
დრო, რომ პანიკაში ჩაცვივდნენ იმაზე ფიქრით, რა შეუძლიათ და
რა არა. ისინი ხშირად ბუნებრივად ერთვებიან და იწყებენ კვლევასა
დაშესწავლას.
გარე სივრცე ასევე საშუალებას აძლევს მათ სხეულს გამოიყენონ
პროპრიოცეპტიური შეგრძნებები ქანაობის, ძრომის, სირბილის, და-
მალვის, ტალახზე სრიალის ან ჰამაკში ყოფნის დროს. როდესაც მათ
შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ ვხედავთ, როგორ იწყებენ ისინი სწავ-
ლას, რადგან ბუნება მათზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და
მათი სხეულები დარეგულირებულია. გარდა ამისა, გარეთ ყოფნისას
მათ შეუძლიათ ბევრ რამეს გაუმკლავდნენ და სწრაფად მიაღწიონ
მიზანს. პოულობენ ბუმბულს და თქვენ ეუბნებით, როგორი გასაოცა-
რია ეს, რაც მათ თავს კარგად აგრძნობინებს. ასევე, ხშირად, როცა
ისინი გარეთ არიან, არ არის განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და
თავისუფლად თამაშობენ. შესაძლოა შენიშნოთ, რომ გარეთ ბევრად
უფრო მეტად იზდებიან და ვითარდებიან, ვიდრე შიდა სივრცეში. შე-
საძლოა ჯგუფში მეტი შეზღუდვაა; მეტი წნეხია, რომ უნდა ისხდნენ
ხალიჩაზე, მიყვნენ იმას, რასაც ასწავლიან, ბევრი მითითებისა და
ცვლილების, ტრანზიციის განხორციელება უწევთ.

210
გარე სივრცე

ვფიქრობ, შენი კომენტარი ტრანზიციებზე მართლაც ძალიან


საინტერესოა. მართალი ხარ, გარეთ არ არის ამდენი გადასვლე-
ბი, ასე რომ თავისთავად ბავშვი ნაკლებ საშიშროებას გრძნობს.
ტყის სკოლაში ჩვენ ყოველთვის ისეთ სასწავლო მიზნებს ვისახავთ,
რომელთან გამკლავებაც შეუძლიათ, მარტივად აღწევენ წარმატებას
და დაუყოვნებლივ აქვთ შედეგი. უფრო ფორმალიზებულ სასწავ-
ლო პროგრამებში ხშირად მიმდინარე გეგმებზეა აქცენტი. როდესაც
ვმუშაობთ ბავშვებთან, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ ან
უჭირთ კონცენტრირება, რაღაცის სწრაფად მიღწევა ძალიან ძნელია
მათთვის. უბრალოდ ქაღალდის ნაჭერი რომ აიღონ და ხის ქერქის
ანაბეჭდი გააკეთონ ზედ, უკვე მყისიერად მიაღწიეს რაღაცას; რო-
დესაც თავიანთ დამზადებულ ტალახის ღვეზელს გიჩვენებენ და შენ
გსიამოვნებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ. ასევე, შევამჩნიე, რომ
ისინი ბევრად მეტს ლაპარაკობენ, როცა გარეთ არიან, ბუნებრივ სამ-
ყაროში. ზოგჯერ შენობაში მათ არ იციან, როდის ილაპარაკონ ან არ
ილაპარაკონ, შესაძლოა ღელავდნენ და მათი ხმა ვერ გავიგოთ. ამ-
ჟამად ერთ პოლონელ ბავშვშთან ვმუშაობ. მისმა სასწავლო ასისტენ-
ტმა აღნიშნა, რამდენად ბევრს ლაპარაკობს ბავშვი გარეთ ყოფნისას.
ის მოტივირებულია იმით, რასაც აკეთებს და საუბრისას ნაკლებად
გრძნობს თავს დათრგუნულად. ამ კვირაში ჩვენ ბუნაგს ვაშენებდით.
ის თოკის საქანელას აკეთებდა და ენთუზიაზმით ამბობდა: "მაგრამ
შეხედე, ეს სარეცხის თოკიც არის". მისმა სასწავლო ასისტენტმა გა-
ნაცხადა, რომ როდესაც ის გარეთაა, ბევრად მეტს ლაპარაკობს;
მიტივირებულია იმით, რასაც აკეთებს და ნაკლებად იკავებს თავს
ლაპარაკისგან. მეგობრები ტაშს უკრავდნენ, ამდენად ის პოზიტიურ
გამოხმაურებას იღებდა და ეს აძლიერებდა მის თვითშეფასებას.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ გარეთ ყოფნა ბავშვებს ეხმარება, თავი
იგრძნონ საზოგადოების ნაწილად, თავი იგრძნონ ჯგუფის ნაწილად
იმგვარად, როგორც ხშირად არ გრძნობენ შიდა სივრცეში. ტყის
ჯგუფში ერთი ბიჭუნა მყავს, რომელსაც უჭირს სხვა ბავშვებისთვის
დადებითი უკუკავშირის მიცემა, მათი თანაგრძნობა და გაზიარება.
ერთ კვირას მწერების სახლებს ვაკეთებდით. მან აღმოაჩინა, რომ

211
გარე სივრცე

კარგად გამოსდიოდა ეს და ამაყობდა ამით. ის მიხვდა, რომ შეეძლო


ამის გახანგრძლივება და მითხრა, რომ იმდენი ტყის ხოჭო იპოვა,
შეეძლო სხვა ბავშვებისთვისაც გაეზიარებინა, რადგან მათ ამდენი არ
ჰყავდათ. მან შეძლო ეთქვა სხვა ბავშვებისთვის, თუ რამდენად კარ-
გი იყო მათი მწერების სახლები და შეძლო მათი დახმარება. ასევე,
შემინიშნავს, რომ ცეცხლის ირგვლივ ბავშვები ხშირად უფრო მეტად
ახერხებენ ისხდნენ და ისაუბრონ. ეს სივრცე, ცეცხლის ირგვლივ, არ
არის ფორმალიზებული, იქ არ არის საჭირო სწორი პასუხის გაცემა,
ეს მხოლოდ საუბარია. რამდენიმე ბავშვი მყავს სელექციური მუტიზ-
მით და ცეცხლის ირგვლივ ისინი დუნდებიან და მეტად ახერხებენ
რაღაცების თქმას.
ჩემი სესიების დიდი ნაწილი ბუნებაში თამაშია. ეს უბრალოდ გასა-
ოცარია ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ შორის მიზიდულობას,
კავშირსა და აუმჯობესებს სწავლის უნარს, რამდენადაც ისინი მხო-
ლოდ თამაშობენ და იკვლევენ. უფრო ფორმალიზებულ სასწავლო
გარემოში, განსაკუთრებით, როცა ბავშვები იზრდებიან, უბრალოდ
თამაშის წილი კურიკულუმში ძალიან მცირდება. თამაშის საშუალე-
ბით ისინი ბევრად მეტს სწავლობენ, ვითარდება მათი შემოქმედები-
თობა. მათი ფანტაზია ღვივდება და შეუძლიათ უბრალოდ განიცადონ
დაუოკებელი სიხარული. 5-დან ერთი ბიჭი საერთოდ არ მონაწი-
ლეობდა წარმოსახვით თამაშში. როგორც ვიცით, ეს ზოგჯერ შეიძლე-
ბა გამოწვევა იყოს სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რად-
გან ეს სფერო შეიძლება ნაკლებად განვითარებული იყოს. ეს იყო
მანამ, სანამ ის ითამაშებდა ტყის სკოლაში. მან ტყეში სხვადასხვა
თამაში ითამაშა, თავი დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნო, და
შემდეგ მართლაც ავიდა იმ დონეზე, როდესაც ჩვენ უკვე ჯადოქრები
ვიყავით, თვითონ გავაკეთეთ ჯადოსნური ჯოხები, საწამლავები და
გავითამაშეთ მოკლე დრამატული თამაში ტყის ჯადოქრების შესახებ.
მისმა მასწავლებლებმა შენიშნეს, რომ ეს ბავშვი ბევრად მეტ თამაშში
ერთვება სათამაშო მოედანზე, უვითარდება სოციალური უნარები და
უზარმაზარი წინსვლა აქვს წიგნიერებასა და ამბების თხრობაში. ასე-
ვე, ის ბევრად მეტს იღიმის!

212
გარე სივრცე

შეგიძლიათ დასასრულს გაგვიზიაროთ რამდენიმე აქტივობა,


რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ ბუნებაში?
წელს ჩემს შვილებს ვაჩუქე ხის პატარა ზღარბუნები და მათ სჭირ-
დებოდათ ზღარბისთვის სახლის გაკეთება. ეს იყო ძალიან კარგი
სენსორული გამოცდილება, რადგან მათ დასჭირდათ ჩხირების შეგ-
როვება, ხავსის მოძებნა და ფოთლების პოვნა სახლის გასაკეთებ-
ლად. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რატომ აირჩიეს ეს მასალა:
შესაძლოა, ეს ახსენებდათ მათ საბანს, ან მოსწონდათ ამის საგნე-
ბის შეგრძნება. ისინი ფიქრონებდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულს
აკეთებენ თავიანთი ზღარბისთვის. თითოეულმა ააშენა სახლი. ერთ-
ერთმა ააშენა ორსართულიანი სახლი! განსხვავებული ტექსტურების
შეხების სენსორული ასპექტი და რაღაცაზე ზრუნვისა და მოფრთხი-
ლების ასპექტი მათთვის მშვენიერია, ამ ტიპის აქტივობები ბავშვებს
წაახალისებთ იზრუნონ რაღაცაზე.
ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ბუდეებს სხვადასხვა მასალის გამოყენე-
ბით. მათ სიამოვნებთ სხვადასხვა ქსოვილში გახვევა. ერთმა ბავშვმა
ჩემი ფოთლოვანი ბადე თავზე დაიდო. შუა მინდორში იჯდა და ამ
ფოთლოვანი ბადით დაფარული და მშვიდი და ბედნიერი იყო.
ტალახით ხატვა ყოველთვის ძალიან პოპულარულია. ბავშვებს
ვათხრევინებ მიწას ტალახისთვის (უყურებენ მას, შეიგრძნობენ და
ამჩნევენ), შემდეგ ზოგჯერ ვამატებთ ფხვნილის საღებავებს, ხანდა-
ხან კი ბუნებრივ საღებავებს. შეიძლება გამოვიყენოთ კენკრა, მაგა-
ლითად, მოცვი და ვანაყვინებთ მათ ქვასანაყის გამოყენებით. ასევე
ვნაყავთ ფოთლებს ბუნებრივი წვენების მიაღებად. ისინი ამას ურევენ
ტალახს. მე მათ ვაძლევ დიდი და პატარა ზომის ქაღალდებს ხატვის-
თვის. თანაც ჩვენ შეგვიძლია განვავრცოთ ეს აქტივობა სხვადასხვა
გზით. მე გამოვიყენე ქაღალდი და ტილო. ხანდახან მათ მოსწონთ
საღებავის დაშხეფება ტილოზე ან ქაღალდზე; სხვა დროს აკეთებენ
ხელის ანაბეჭდებს; ზოგჯერ გადადიან მორებსა და ქერქებზე ანაბეჭ-
დების კეთებაზე. სხვები ჯოხებს და სხვა ბუნებრივ ნივთებს იყენებენ
სახატავი ფუნჯის ნაცვლად. ბავშვს თავისი სურვილისამებრ შეუძლია
განავრცოს ეს აქტივობა. ეს შესანიშნავია, რადგან მათ შეიძლება

213
გარე სივრცე

გამოიყენონ ჯერ მცირე ზომის სახატავი საშუალება, შემდეგ უფრო


დიდი და მათ უყვართ ეს განვითარება.
ჩვენ ხშირად ვაკეთებთ სათამაშო ცომს, მაგრამ ხანდახან ექსპერი-
მენტებს ვატარებ სხვადასხვა ნივთიერების დამატებაზე, მაგალითად,
ზღვის მცენარეების ფხვნილი, მწვანილი, სანელებლები. მათ შეუძ-
ლიათ ცომში დაამატონ ფოთლები და ჩხირები და განავითარონ იგი
სხვადასხვა გზით.
ხშირად ვთამაშობთ წყლით სხვადასხვაგვარად. ვიყიდე იაფფასი-
ანი ღარის ფორმის რკინა, ბავშვებმა გააკეთეს სასრიალო, აკვირდე-
ბიან, რას შეუძლია სრიალი და გადაადგილება, რა სრიალებს სწრა-
ფად და რა ნელა, ხელებს ქვეშ უხვედრებენ და წყალს იჭერენ. ეს
არის ძალიან სახალისო სენსორული გამოცდილება.
ბავშვებს უყვართ ჰამაკები. მაქვს ჩემი ჰამაკი, რომელიც მიმაქვს
ხოლმე, ან ხანდახან ვიყენებთ დიდი ზომის ქსოვილს. თუ არ იცით,
რაზე დაკიდოთ ჰამაკი, შეგიძლიათ ჰამაკის თითო ბოლო თითო მოზ-
რდილმა დაიჭიროთ ხელში. ჰამაკში წოლა და მსუბუქად რხევა ბავშ-
ვებზე ხშირად ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს.
ობობის ქსელები ყოველთვის ძალიან პოპულარულია. შეგიძლიათ
გააკეთოთ პატარა ქსელი ჯოხებზე. შეგიძლიათ ერთმანეთს მიაკრათ
ჩხირები და ბავშვებმა ძაფი შემოახვიონ ირგვლივ. ან შეგიძლიათ
გააკეთოთ ეს უფრო დიდი მასშტაბით, გააკეთოთ ნასკვი ერთ ხეზე
და ბავშვებმა ძაფი შემოახვიონ ქვედა ტოტებზე. ზოგიერთი ბავშვი
იმდენად არის ჩაფლული ამაში, მათ შეუძლით ძალიან დიდი ხნის
განმავლობაში აკეთონ ქსელები. ზოგჯერ ისინი ამ ქსელს სხვა ხეებს
უერთებენ.
მწერებზე ნადირობა ხანგრძლივი შედეგების მომცემია. ბავშვებს
უყვართ, როცა გადიან ბუნებაში და იკვლევენ, ეძებენ და პოულობენ
მწერებს. შემდეგ შეგიძლიათ მწერებისთვის გააკეთოთ თავშესაფა-
რი და გააგრძელოთ კვლევა-ძიება. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ამას,
რადგან ყოველ ჯერზე სხვადასხვა რაღაცას ვპოულობთ. ეს ასწავლის
მათ, თუ როგორი გასაოცარი და გამაოგნებელია ბუნებრივი საც-
ხოვრებელი გარემო და როგორ უნდა ვიზრუნოთ ველურ ბუნებაზე.

214
გარე სივრცე

ამასთანავე ეს აქტივობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი სენსორული


გამოცდილებაა.
ხის ქერქის ანაბეჭდის გაკეთება ბავშვების საყვარელი აქტივობაა,
რადგან ისინი შეიგრძნობენ მის ტექსტურასა და სუნს. ეს ძალიან ად-
ვილად და სწრაფად კეთდება. ჩვენ ვიცით, რომ სურნელოვანი ხის
ქერქი გამოყოფს ქიმიკატებს, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნო-
ბინებს.
ამბების თხრობა წაახალისებს ძალიან ბევრ სენსორულ კვლევას,
ბავშვებს აინტერესებთ, რა არის კარს მიღმა და ვის ეკუთვნის ის.
ჩვენ ხანდახან ვამზადებთ წამალს ფერიასთვის ან კვერთხს, ამიტომ
ამბები უბიძგებს ბავშვებს სენსორული და წარმოსახვითი თამაშების-
კენ.
ასევე შევამჩნიე, რომ ღია ცის ქვეშ ყოფნა და და სხვადასხვა სეზო-
ნის გატარება შეიძლება რეალურად დაეხმაროს ბავშვებს, იფიქრონ
ცვლილებაზე. სეზონების შეცვლა შეიძლება დაეხმაროთ მათ, გააც-
ნობიერონ, რომ ცვლილება შესაძლოა იყოს კარგი და დააკავშირონ
ბუნებაში მომხდარი ცვლილებები სხვა ცვლილებებთან და მიხვდნენ,
რომ ეს არ არის საშიში.

ენდის მიერ ნახსენები აქტივობებისათვის საჭირო მასალების ჩა-


მონათვალი:

სახლი არსებებისთვის

დაგჭირდებათ:
▶▶ პატარა ხის ზღარბი
▶▶ ჩხირები
▶▶ ხავსი
▶▶ ფოთლები

215
გარე სივრცე

ბუდის დამზადება

დაგჭირდებათ:
▶▶ ქსოვილი
▶▶ თოკი
▶▶ ხეები ან ტოტები

ტალახის მხატვრობა

დაგჭირდებათ:
▶▶ ტალახი
▶▶ პატარა ნიჩაბი (ამოსათხრელად)
▶▶ ქაღალდი
▶▶ ჩხირები

საძერწი ცომი

დაგჭირდებათ (რეცეპტისთვის იხილეთ ბრენდი 2020)


▶▶ ფქვილი
▶▶ წყალი
▶▶ ზეთი
▶▶ სანელებლები

წყლის თამაში

დაგჭირდებათ:
▶▶ წყალი
▶▶ ჭურჭლები
▶▶ წყალსადინარი ღარიანი მილი

216
გარე სივრცე

ჰამაკი

დაგჭირდებათ:
▶▶ ჰამაკი (ან დიდი ზომის ქსოვილი)
▶▶ სამაგრი ან თოკი

ობობის ქსელები

დაგჭირდებათ:
▶▶ თოკი
▶▶ ჩხირები ან ტოტები

ბუზებზე ნადირობა

დაგჭირდებათ:
▶▶ გამადიდებელი მინა
▶▶ ქვაბი ან ჯემის ქილა (საჰაერო ნახვრეტებით)

ხის ქერქის ანაბეჭდის გაკეთება

დაგჭირდებათ:
▶▶ ქაღალდი
▶▶ ფანქრები

მოთხრობა

დაგჭირდებათ:
▶▶ პატარა ხის კარი (ნაყიდი ან ხელნაკეთი), ხეზე მისაყრდნობად

217
გარე სივრცე

შეყოვნდით

ენდიმ ბევრი იდეა მოგვაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ აძლიერებს


გარეთ ყოფნა ბავშვების კეთილდღეობის განცდას, განსაკუთრებით
მათსას, ვისაც აქვს დამატებითი სეფჯის საჭიროებები. ამ თავში მო-
ცემული იდეების წაკითხვის შემდეგ, სანამ კითხვას გააგრძელებთ,
ერთი წუთით იფიქრეთ, გაქვთ თუ არა რაიმე იდეები, რომლებიც შე-
გიძლიათ სცადოთ ბავშვებთან თქვენი მუშაობის პრაქტიკაში?

დასკვნა

ვიმედოვნებ, რომ ამ თავმა მოგაწოდათ ახალი აზრები და იდეები იმის


შესახებ, თუ როგორ უწყობს ბუნებაში და ღია ცის ქვეშ ყოფნა ხელს
ბავშვების კეთილდღეობას, ისევე როგორც გზები, თუ როგორ შეიძ-
ლება გამოიყენოთ სენსორული თამაში ბავშვების მხარდასაჭერად.
ეს იდეები, რა თქმა უნდა, შედეგიანი იქნება ყველა ბავშვისთვის, არა
მხოლოდ მათთვის, ვისაც სეფჯის საჭიროებები აქვს. მეტი დროის გა-
ტარება გარეთ, ბუნებაში ყველასთვის სასარგებლოა.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Brand, L. (2020) The Joy Journal for Magical Everyday Play: Easy Activities & Cre-
ative Craft for Kids and Their Grown-ups. London: Bluebird/Macmillan.
Coles, J. (2016) How Nature is Good for Our Health and Happiness. Available
at www.bbc.co.uk/earth/story/20160420-how-nature-is-good-for-our-health-
and-happiness
Hygge in the Early Years (2021) Hygge in the Early Years. Available at www.hyg-
geintheearlyyears.co.uk
Knight, S. (2013) Forest School and Outdoor Learning in the Early Years, 2nd
edition. London: SAGE Publications.
Louv, R. (2005) Last Child in the Woods: Saving Our Children from Nature- Deficit
Disorder. London: Workman Publishing.
Mind (2021) How Can Nature Benefit My Mental Health? Available at www.
mind.org.uk/information-support/tips-for-everyday-living/nature-and-mental-
health/how-nature-benefits-mental-health/

218
10 მაინდფულნესი

ბოლო რამდენიმე წელია ბავშვებისთვის მაინდფულნესის სწავლე-


ბის მნიშვნელობას სულ უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ და
დღესდღეობით გაერთიანებული სამეფოში ბევრი სკოლა უკვე იყე-
ნებს მაინდფულნესის პრაქტიკას თავის კლასებში. საქველმოქმედო
პროექტი მაინდფულნესი სკოლებში (MiSP; 2021) ატარებს მაინდ-
ფულნესის ტრენინგებს. ის დაკავშირებულია ოქსფორდის უნივერსი-
ტეტის MYRIAD-ის პროექტთან (2008–2021), რომელიც იკვლევს მაინ-
დფულნესის გავლენას ბავშვებზე (იხ. „დამატებითი ინფორმაცია და
წყაროები“). მაინდფულნესი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია
დაეხმაროს ბავშვებს და მოზარდებს შეჩერდნენ, შეამჩნიონ და გააცნო-
ბიერონ, რა ხდება მათ სხეულში, გონებაში და მათ ირგვლივ.
ბევრი ჩვენგანი დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობს, გამუდმე-
ბით ჩქარობს და ხშირად შესაძლებელია ავიბნეთ ჩვენივე გონებაში,
რომელშიც უამრავი ფიქრი, საზრუნავი და გეგმა გვიტრიალებს. როცა
ასე ვცხოვრობთ, შეიძლება გამოგვრჩეს საოცრება და მშვენიერება,
პატარა და მარტივი, ძვირფასი მომენტები ჩვენ ირგვლივ. მრავალი
თვალსაზრისით, მცირეწლოვანი ბავშვები ფანტასტიკურები არიან
მაინდფულნესში, რადგან ისინი ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარენი
და დაინტერესებულნი და ძალიან ხშირად უჩნდებათ სურვილი შეჩერ-
დნენ და შეამჩნიონ. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ჩვენი დატვირთული
ზრდასრული ცხოვრებით ვთრგუნავთ პატარა ბავშვებში ამ თვისებებს.
მე მჯერა, რომ ჩვენ მიზანმიმართულად უნდა დავუჭიროთ მხარი და
გავაძლიეროთ ეს ასპექტი ბავშვები. მაინდფულნესი გვეხმარება შევამ-
ჩნიოთ და ვიყოთ უფრო გაცნობიერებული, მაგრამ ის ასევე შეიძლე-

219
მაინდფულნესი

ბა დაგვეხმაროს ემოციურ რეგულაციაშიც. როცა ვაცნობიერებთ, რომ


გული გვიჩქარდება და ეს იმის ნიშანია, რომ აღელვებული ვართ, ეს
გვეხმარება შევჩერდეთ, ყურადღების ფოკუსი გადავიტანოთ სუნთქვა-
ზე და შევამჩნიოთ, რა ხდება ჩვენს სხეულში. ეს დაგვეხმარება გულის-
ცემის შენელებასა და დამშვიდებაში.
მე ვარ მაინდფულნესის დიდი დამცველი და აღმოვაჩინე, რომ ეს
პრაქტიკა ძალიან მეხმარება ცხოვრებაში, მაგრამ აქ საჭიროა გარკ-
ვეული სიფრთხილე. ზოგიერთმა ადამიანმა ტრავმა მიიღო შეჩერებით,
სუნთქვაზე ფოკუსირებით, სხეულში მომხდარი მოვლენების შემჩნევით,
თვალების დახუჭვით, რაც შეიძლება ტრიგერი იყო მათთვის. ისინი
თვლიან, რომ ეს არის საშინელი გამოცდილება და არა დამამშვიდე-
ბელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ. არასოდეს ვითხოვ
დაჟინებით ვინმემ თვალები დახუჭოს და აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი
ადამიანისთვის გაცნობიერებული მოძრაობის გამოყენება უმჯობესია.
შესანიშნავი გზაა იოგაც, რომელიც ეხმარება უფროსებს და ბავშვებს,
იყვნენ ყურადღებიანი, ნელი, მაგრამ აქტიური. იოგას მოძრაობები
და სუნთქვა შეიძლება ნაკლებად მატრავმირებელი და შემაშინებელი
იყოს მათთვის(იხ. Guber & Kalish 2005).
მაინდფულნესი შეიძლება აღმოვაჩინოთ უძველეს ბუდისტურ, ინ-
დუისტურ, ქრისტიანულ, ისლამურ და იუდაისტურ რელიგიებში. გადა-
ხედეთ ყველა ამ რელიგიას და შეძლებთ, იპოვოთ ამ სახის პრაქტი-
კის მაგალითები. თუმცა, მაინდფულნესი, რომელიც დღესდღეობით
ფართოდ გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, არის სეკულარული
პრაქტიკა.
როდესაც ესმით ტერმინი „მაინდფულნესი“, ბევრი ფიქრობს ჯდო-
მასა და მედიტაციაზე და ხშირად უკვირთ, როგორ შეესაბამება ეს
ადრეულ წლებს. ეს თავი ზუსტად ამას ეძღვნება: ის გთავაზობთ მრა-
ვალფეროვან გზებს, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს მაინდფულნესმა
ადრეული ასაკის ბავშვებთან. გაგიზიარებთ, თუ როგორ შეგიძლიათ
მისი გამოყენება თქვენს პრაქტიკაში, ბავშვებთან. ბევრი მათგანი არ
მოიცავს მშვიდად ჯდომას!

220
მაინდფულნესი

ბავშვები, სიჩუმე და შენელება

მაწუხებს, რომ ჩვენ ბავშვებისთვის ვქმნით ისეთ სამყაროს, რომელიც


ხშირად ხმაურიანია, სადაც ცხოვრება სწრაფი და გადატვირთულია.
როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი გაება იმ ფიქრის ხაფანგში, რომ უფრო-
სების როლი ბავშვების გართობა და სტიმულირებაა. ვფიქრობ, ეს არ
არის სასარგებლო ბავშვებისთვის და განსაკუთრებით იმ ბავშვებისთ-
ვის, რომლებსაც აქვთ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთე-
ლობის საჭიროებები. ბოლო 10 წლის განმავლობაში, შევისწავლიდი,
თუ რა გზებით და როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს მოსაზრება და
რატომ უნდა მოვიქცეთ ასე. მე-9 თავში დავწერე დანიის საბავშვო ბაღ-
ში გამგზავრების შესახებ. იქ მოგზაურობისას დავინახე გოგონა, რომე-
ლიც ზურგზე იწვა წყალში, საკუთარ მშვიდ სივრცეში დაახლოებით 20
წუთის განმავლობაში. როცა მას ვუყურებდი, შევნიშნე, რომ თანამშ-
რომლებს უხაროდათ მისი ყოფნა საკუთარ სივრცეში, უხაროდათ რომ
მან დასვენება მოიწყო და სხვა ბავშვებმაც დატოვეს იგი, რომ უბრა-
ლოდ ყოფილიყო. როცა ვიჯექი და ვაკვირდებოდი მას, შთამბეჭდა-
ვი იყო, როგორ მშვიდად გამოიყურებოდა. მივხვდი, რომ ვუყურებდი
ბავშვს, რომელიც სიმშვიდის დროით ტკბებოდა და ამ დროს ვკითხე
საკუთარ თავს: „ბოლოს როდის დავინახე, რომ ბავშვი ამას აკეთებ-
და და ჰქონდა სივრცე და საშუალება ეს ეკეთებინა?“ მე ასევე ვკითხე
საკუთარ თავს, ბოლოს როდის გავჩერდი, ამოვისუნთქე და დავტკბი
ჩემ გარშემო არსებული სივრცით. იმ ბავშვის გამოსახულება ახლაც
ჩემს გონებაშია ‒ ეს მომენტი ჩემთვის გადამწყვეტი იყო. მივხვდი, რომ
მჭირდებოდა მესწავლა როგორ შევნელდე, შევჩერდე, შევამჩნიო და
ვისიამოვნო, ვიპოვო დრო, რომ უბრალოდ მოცემულ მომენტში ვიყო
და სიმშვიდე ვიპოვო. ასევე ვიცი, რომ ბავშვებსაც უნდა დავეხმაროთ,
იპოვონ გზა ამის გასაკეთებლად.
დანიაში გატარებული დროის შემდეგ, გამოვიკვლიე გზები, თუ
როგორ დავეხმარო ბავშვებს, განიცადონ სიმშვიდე და შეძლონ უფრო
აუჩქარებელად ყოფნა. ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა სეფჯის სა-
ჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. წინა თავებში აღვწერდი იმ

221
მაინდფულნესი

ფაქტს, რომ ბევრი ბავშვის სხეული და გონება, ვისაც განუცდია ტრავ-


მა, შიში და სხვა საზიანო გამოცდილებები, გამოფიტულია გადამეტებუ-
ლი სიფხიზლისგან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სიმშვიდის პოვნაში და
მივცეთ ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები. რაც უფრო დიდხანს ვმუშაობ
სეფჯის საჭიროებების მქონე ბავშვებთან, სულ უფრო მეტად ვაცნობი-
ერებ, რომ მაინდფულნესის პრაქტიკის სწავლება აუცილებელი ცხოვ-
რებისეული უნარი და ინსტრუმენტია ამ ბავშვებისთვის.

ბავშვების მხარდაჭერა, რომ ამოიცნონ თავიანთ


სხეულში არსებული შეგრძნებები

ბოლო რამდენიმე თავში ხაზგასმით აღვნიშნე, რამდენად აუცილებე-


ლია ბავშვებს შეეძლოთ ამოიცნონ საკუთარი ემოციები და ის, თუ რო-
გორ შეიგრძნობა ეს მათ სხეულში და ასევე, როგორ შეგვიძლია ჩვენ
მხარი დავუჭიროთ მათ ამაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, ვი-
ცოდეთ, როდის გვჭირდება მყუდროება და სიმშვიდე. ჩვენი სხეულები
საოცარია, ისინი გვეუბნებიან, როცა გვჭირდება გარკვეული სივრცე,
სიმშვიდე და დრო დასვენებისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ
ჩვენს სხეულთან შეწყობა და იმის გაგება, თუ რა ხდება მასში. თუკი
ჩვენ, ზრდასრულები, ვერ ვამჩნევთ ამას საკუთარ თავში, მაშინ შეიძ-
ლება გაგვიჭირდეს ამოვიცნოთ ის ბავშვებშიც.

შეყოვნდით

▶ როგორ ხვდებით, როდის გჭირდებათ დასვენება? რა ხდება ამ


დროს თქვენს სხეულში?
▶ იფიქრეთ ერთ-ერთ ბავშვზე, რომელთანაც მუშაობთ. როგორ ხვდე-
ბით, როდის სჭირდება სიმშვიდე?

ჩვენ, უფროსებმა, ვიცით, რომ თუკი მუდმივად გადატვირთული


ვიქნებით, ცხოვრებას აქტივობებით ავავსებთ, იშვიათად გავჩერდე-
ბით და შევნელდებით, პოტენციურად ეს გამოიწვევს გადაღლას. მე-

222
მაინდფულნესი

12 თავში ყურადღებას ვამახვილებ ზრდასრულთა კეთილდღეობასა


და გზებზე, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის მხარდაჭერა (რაც
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია). მაგრამ ეს ბავშვებსაც უნდა ვასწავ-
ლოთ. ყველამ ვიცით, როგორი ჭირვეული და გატანჯული შეიძლება
გახდნენ ბავშვები (და უფროსებიც!), როდესაც მათ საკმარისად არ სძი-
ნავთ და ზედმეტად სტიმულირებული ან გადატვირთული არიან. ჩვენ,
უფროსები, ყურადღებას უნდა ვამახვილებდეთ ამაზე და ყოველგვარი
დისკომფორტის გარეშე უნდა ვარგებდეთ და ვცვლიდეთ ჩვენს გეგ-
მებს. ზოგჯერ მეტ სტიმულაციას ვთავაზობდეთ, სხვა შემთხვევებში კი
ნაკლებ სტიმულაციას და მშვიდად ყოფნის მეტ შესაძლებლობას. ბევრ
საუკეთესო მასწავლებელს და საბავშვო ბაღის პრაქტიკოსს, რომლებ-
თანაც ვმუშაობ, აქვთ განსხვავებული აქტივობების ფართო სპექტრი,
რომლებიც გამოიყენება ბავშვებთან, როდესაც ისინი ლეთარგიულები
და მოშვებულნი არიან და საჭიროებენ გამოფხიზლებას და როდესაც
ისინი ზედმეტად აღელვებულები არიან და სჭირდებათ მხარდაჭერა,
რომ დამშვიდდნენ. ეს ყველაფერი არის რეგულაციის ინსტრუმენტების
ნაწილი, რომელსაც ვიყენებთ ბავშვების მხარდასაჭერად. რეგულაცია
არა მხოლოდ გაღიზიანებული ბავშვის დასახმარებლადაა, არამედ იმ
ბავშვებისთვისაც, რომლებიც არიან ლეთარგიული ან ზედმეტად მოძ-
რავი.

შემთხვევის შესწავლა

ერთ პატარა ბიჭთან, რომელთანაც ვმუშაობ, ხშირად საკმაოდ სწრა-


ფად იმატებს მღელვარება და უმწვავდება ქცევები. ის არასოდესაა მო-
ძალადე ან აგრესიული, მაგრამ შეიძლება ძალიან გადაჭარბებულად
აღელდეს ან ზედმეტად აქტიური გახდეს. ასეთ დროს ძალიან უჭირს
დამშვიდდეს და მას ამაში მხარდაჭერა სჭირდება. თუ არ დამშვიდდე-
ბა, ეს შეიძლება გადაიზარდოს ისეთ ფორმაში, რომ მას შემთხვევით
რაღაც გაუტყდეს, ვინმე დააზიანოს და შარში გაეხვეს.
თუკი ჩვენ დაკვირვებულები ვიქნებით, შევნიშნავთ, როდის მიდის
ის ესკალაციისკენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ის:

223
მაინდფულნესი

▶▶ მოძრაობს ძალიან სწრაფად აქტივობებს შორის


▶▶ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება
▶▶ იწყებს წრეებში სირბილს, ხელებს აფრიალებს
▶▶ იწყებს სხვებთან შეჯახებას და რაღაცები ძირს უცვივა, რადგან
უჭირს შენელება.

ეს მხოლოდ რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ


მას მხარდაჭერა სჭირდება შენელებასა და აქ და ამჟამად დაბრუნება-
ში. რამდენჯერ გინახავთ რომ ეს მომხდარა? მე ამას ხშირად ვხედავ,
განსაკუთრებით ბაღის ბოლო სემესტრში. რასაკვირველია, აღელვე-
ბაში ცუდი არაფერია, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება ბევრ რამეს მო-
ედოს და დამქანცველი გახდეს, რამაც ყველაფერი გააფუჭოს. ზოგჯერ,
როდესაც ბავშვი ზედმეტად აღელვებულია, ამ გრძნობებმა შეიძლება
გამოიწვიოს უკონტროლობის განცდა, ისევე როგორც ტანტრუმმა ან
გაბრაზებამ შეიძლება გამოიწვიოს ეს გრძნობები. ეს შეიძლება იყოს
საშიში გამოცდილება ბავშვისა და მის გარშემომყოფებისთვის.
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება, არსებობს რამდენიმე
სტრატეგია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ხანდახან გარეთ გაგ-
ვყავს და ვაკეთებინებთ მსხვილ მოძრაობებს, როგორებიცაა: სირბი-
ლი, მიწოლა, ჩამოკიდება, ან აძრომა, მსგავსად იმ პროპრიოცეპტი-
ური იდეებისა, რომლებიც გაგიზიარეთ მე-8 თავში, ან ჩვენ შეიძლება
გავუკეთოთ დაბრკოლებების მარშრუტი და მივცეთ რაღაცაზე ფოკუ-
სირების შესაძლებლობა. ამ ტიპის ფოკუსირებული და აქტიური ვარ-
ჯიში თავისთავად ძალიან შემაყოვნებელი და დამაფიქრებელია : მას
სჭირდება კონცენტრირება და მოითხოვს თქვენს მთელ ყურადღებას.
გახსოვდეთ: მაინდფულნესი არის ყოფნის, შემჩნევისა და მოცემულ
მომენტში დაბრუნების მდგომარეობა. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება
აქტივობის მეშვეობით ‒ სულაც არ არის აუცილებელი უბრალოდ გა-
ჩერება და ჯდომა.
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მას სჭირდება მხარდაჭერა, რათა
უკეთ გააცნობიეროს, რა ხდება მის თავს, ვიყენებთ ამ სიტყვებს: „ვხე-
დავ, რომ აღელვებული ხარ და შიგნიდან დუღხარ. მოდი გავაკეთოთ

224
მაინდფულნესი

რამდენიმე გააზრებული რაღაც. რის აირჩევდი?“ ჩვენ ასევე გვაქვს


რამდენიმე გამოსახულება, რომლებსაც ვიყენებთ, რათა ვაჩვენოთ მას
შეყოვნებისა და გააზრებისა ზოგიერთი ვარიანტი. სკრიპტის გამოყე-
ნებით ჩვენ ვეხმარებით მას, ამოიცნოს, რა ხდება მის სხეულში, ჩვენ
ვუდასტურებთ, რომ გვესმის მისი მგომარეობა, მაგრამ არ განვსჯით და
ხელს ვუწყობთ მას აირჩიოს რაღაც, რაც შეიძლება დაეხმაროს.
მას შემდეგ, რაც გავაკეთეთ რამდენიმე უფრო აქტიური რამ (ზე-
მოთ ნახსენები), ჩვენ შესაძლოა გადავიდეთ უფრო დამამშვიდებელ
საქმიანობაზე, როგორებიცაა ბუშტების გაბერვა ან ფეხშიშველი სიარუ-
ლი (ამ აქტივობებს აღვწერ შემდეგ თავში). ჩვენ ასევე ვიყენებთ სა-
უბარს ამ აქტივობების დროს, რათა დავეხმაროთ მას, გააცნობიეროს,
რა ხდება მის სხეულში. მაგალითად: „ვხედავ, რომ შენი გული ძალიან
სწრაფად მუშაობს, როცა ამ ეტლს უბიძგებ. გრძნობ შენი გულის ცემას?
შენი სუნთქვა საკმაოდ სწრაფია.“ მაშინ, როცა უფრო ნელ აქტივობას
ვაკეთებთ, შეგვიძლია ვუთხრათ: „შენი სუნთქვა ახლა უფრო ნელია.
ეს შენს გულსაც ეხმარება შენელდეს. გრძნობ, რომ უფრო ნელია? ეს
გეხმარება თავი მშვიდად იგრძნო.“

ბუნება და მაინდფულნესი

მე-9 თავში განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გარე


სამყაროსთან დაკავშირების საშუალება მივცეთ ბავშვებს და საკუთარ
თავს და რამდენად ხელსაყრელი შეიძლება იყოს ეს ჩვენი ემოციური
კეთილდღეობისთვის. აღმოვაჩინე, რომ გარეთ ყოფნა მაშინვე მეხმა-
რება გავხდე უფრო ცნობიერი. ჩემს ბაღში ფეხის შედგმა ან მინდორში
სიარული მეხმარება შევამჩნიო ბევრი რამ და უფრო ცნობიერი გავხ-
დე. ვფიქრობ, ამაში სენსორული ელემენტი მეხმარება ‒ დატვირთული
ტვინიდან გამოვიდე და გავაცნობიერო, რა არის ჩემ ირგვლივ ‒ და ეს,
თავის მხრივ, მეხმარება მშვიდად ვიგრძნო თავი. ეს ასევე გამომიცდია
ბევრ ბავშვთან, რომლებთანაც ვმუშაობ. როცა ისინი გადატვირთულე-
ბი არიან გაბრუებული სხეულებრივი შეგრძნებებით და ზედმეტად აქ-
ტიური აქვთ გონება, თუკი შეგვიძლია მათი გარეთ გაყვანა, ეს ხშირად

225
მაინდფულნესი

მოქმედებს იმ ადგილის საწინააღმდეგოდ, სადაც ისინი მანამდე იყვ-


ნენ. როცა ამ თავს ვწერ, სექტემბერია და ამ კვირაში ვადგენდი გეგ-
მებს ყველა ბავშვისთვის, რომლებსაც მხარს ვუჭერ. თითოეულ გეგმაში
ყურადღება მახვილდება გარეთ გასვლაზე, ფეხშიშველი სიარულის გა-
მოყენებაზე, ბუნებასთან დაკავშირებაზე, როგორც ბავშვების ემოციური
მდგომარეობის გასაწონასწორებლად, ასევე ბუნებისგან სენსორული
ინფორმაციის მისაღებად. იხილეთ დეივის (Davy, 2019) წიგნი, რო-
მელშიც ის განიხილავს ბუნებაში მაინდფულნესის მრავალ მაგალითს.

მაინდფულნესი და მოძრაობა

ლოქდაუნის დროს მიჭირდა ჯდომა და მაინდფულ მედიტაცია, ეს უბ-


რალოდ არ გამომდიოდა, განსხვავებით წარსული გამოცდილებების-
გან.. ეს ადრეც აღვნიშნე, ლოქდაუნის განმავლობაში ყოველდღიურად
ვსეირნობდი მზის ამოსვლისას ჩვეული დილის ცურვის ჩასანაცვლებ-
ლად და ეს ჩემთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და გააზრებული
აქტი გახდა. დილით, ადრე, ირმები, ბოცვრები, კურდღლები და ბუ-
ები არიან ჩემი სახლის მიმდებარე მინდვრებში, მაგრამ იმისთვის რომ
ისინი შემემჩნია, მე უნდა ვყოფილიყავი ნელი და ჩუმი. ეს შენელების,
გაჩერების, ირგვლივ არსებული ველური ბუნებისა და მზის ამოსვლის
ცქერა ძალიან მძლავრი აქტი იყო. მივხვდი, რომ ამან გადამანაცვლა
მშფოთვარე გონებიდან სიმშვიდისა და თავისუფლების განცდამდე.
ლოქდაუნის დროს აღმოვაჩინე, რომ სიმშვიდის მოპოვებისთვის მთა-
ვარი გზა გარეთ სეირნობა იყო. ახლა ცურვას დავუბრუნდი და ეს ამ-
ჟამად ემთხვევა მზის ამოსვლას, მაგრამ რამდენიმე კვირაში მზე მაშინ
ამოვა, როდესაც ცურვიდან დავბრუნდები და მზის ამოსვლისას სეირ-
ნობის აღდგენას ვგეგმავ. განცდა მაქვს, რომ ეს ჩემთვის კრიტიკულად
მნიშვნელოვანი გახდება შემოდგომისა და ზამთრის თვეებში.
ჩვენ ყოველთვის არ წავახალისებთ ან არ ვზრდით პატარა ბავშვე-
ბის ინტერესის განცდასა და მაინდფულნესის ბუნებრივ გრძნობას, მათ
უნარს შეჩერდნენ და შეამჩნიონ. მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ იმაზე,
თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებთან ერთად გარეთ ყოფ-

226
მაინდფულნესი

ნის დრო თქვენს პრაქტიკაში ამის ჩასართავად. თუ მუხლუხოს ან ბუზს


შეამჩნევთ, გაჩერდით და უყურეთ, შენიშნეთ ის ბავშვებთან ერთად,
გაუზიარეთ, რა საოცარია ის, რასაც ხედავთ. ან, თუ რომელიმე დღეს
ლურჯი ცაა თეთრი ღრუბლებით, დაწექი ბავშვებთან ერთად ზურგზე და
უყურეთ ღრუბლებს, შეამჩნიეთ, რამდენად სწრაფად მოძრაობენ ისინი
და ეცადეთ, მათთან ერთად ამოიცნოთ სხვადასხვა ფორმა. სწორედ ეს
არის მაინდფულნესი.

ინსტრუმენტები, რომლებიც ბავშვებს ცხოვრების


განმავლობაში დაეხმარება

ბავშვების მხარდაჭერა, რომ გახდნენ მეტად ცნობიერნი და რამდენი-


მე მარტივი ცხოვრებისეული ინსტრუმენტის სწავლება, ის გადამწყვეტი
უნარებია, რომლებიც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს შვილებს. ვიცით, რომ
სერიოზულად მოიმატა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა ბავშ-
ვებსა და ახალგაზრდებთან და ჩვენ გვინდა შევძლოთ მათი აღჭურვა
ინსტრუმენტებით, რომლებიც ჩაშენებული იქნება მათ ყოველდღიურო-
ბაში და გამოიყენებენ მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში.
ვიცი, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლები უფრო მეტს აკეთებენ
ამის სასწავლებლად, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნება, თუ ამ უნარებს
ვასწავლით უმცროსი ასაკიდანვე, რადგან შემდეგ ეს ცოდნა მათ აქვთ
თავიანთ ინსტრუმენტთა ნაკრებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სტიუარტი და ბრაუნი (2017) და ქინდერი (2019) ორივე გვთავაზობს
მაინდფულნესის აქტივობებსა და იდეებს ბავშვებთან გამოსაყენებ-
ლად.
ამ თავის დარჩენილ ნაწილში ვაპირებ გაგიზიაროთ მაინდფულნე-
სის სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც შეიძლება ბავშვებთან გამოიყე-
ნოთ. ზოგი მათგანი მოითხოვს თქვენგან ჩუმად და უძრავად ყოფნას,
ზოგიერთში კი მოძრაობაა ჩართული. ზოგიერთი მათგანი შეიძლება
გამოიყენოთ როგორც გარეთ, ასევე შენობაში, ზოგი კი სპეციალურა-
დაა შექმნილი გარეთ გამოყენებისთვის. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ
ზოგიერთი მათგანი კითხვის პროცესშიც. დაიმახსოვრეთ: როცა ბავშვ-

227
მაინდფულნესი

თან ერთად ასრულებთ მაინდფულნესის აქტივობებს, შეუერთდით მათ,


როცა კი შესაძლებელია.

სუნთქვითი ვარჯიშები

ამ სავარჯიშოების უმეტესობა მუშაობს 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშ-


ვებთან. ცოტათი ნაკლები ასაკის ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ, მაგ-
რამ გავარჯიშების შედეგად მათაც ძალუძთ შესრულება.
სუნთქვის ვარჯიშების შესწავლა ძალიან სასარგებლოა. ისინი
ეფექტურად გამოიყენება საუკუნეებია და შეიძლება ჩართოთ ნების-
მიერ დროს. ჩვენ ყველას გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენი სუნთქ-
ვა მცირდება და ასევე, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ვიგრძნოთ პანიკა
და შფოთი, თუკი უფრო სწრაფად ვსუნთქავთ. ასეთ დროს სუნთქვითი
ვარჯიშები დაგეხმარებათ. ზრდასრულობაში თქვენ შეიძლება გასწავ-
ლეს 7/11 სუნთქვის ტექნიკა, რომელიც ხშირად გამოიყენება პანიკური
შეტევის დროს (ჩასუნთქვა 7 თვლა, ამოსუნთქვა 11 თვლა). სუნთქვის
სავარჯიშოები, რომლებსაც ქვემოთ აღვწერ, ამის მსგავსია, მაგრამ
ისინი გამოსადეგია როგორც მცირეწლოვან ბავშვებთან, ასევე უფროს
ბავშვებთან, მოზარდებსა და მოზრდილებთანაც.

ბუშტების გაბერვა

ეს ალბათ ჩემი საყვარელი სუნთქვითი აქტივობაა. ეს არის ის, რასაც


ვიყენებ უმეტეს ტრენინგ კურსებში და რეგულარულად ბავშვებთან.

დაგჭირდებათ:
▶▶ გასაბერი ბუშტების ქილა

ჩაყავით ბუშტების გასაბერი ჯოხი ქილაში, ღრმად ჩაისუნთქეთ და


შემდეგ ნელა შეუბერეთ ჯოხს. დააკვირდით ბუშტებს ‒ შენიშნეთ თქვე-
ნი სუნთქვა ბუშტების ცქერის პროცესში და გაიმეორეთ რამდენჯერაც
სურვილი გექნებათ.

228
მაინდფულნესი

ბუშტების გაბერვა საწრუპის საშუალებით

ეს აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია ძალიან აჟიტირებულ ბავშვებ­


თან.

დაგჭირდებათ:
▶▶ საწრუპი
▶▶ თასით ან ჭიქით წყალი

ჩაყავით საწრუპი წყალში, ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ კი ჩაბერეთ


საწრუპში. დააკვირდით, როგორ ამოდის ბუშტუკები მაღლა.

ცხელი შოკოლადის შეყნოსვა

ამის გაკეთება მშვენიერია გარეთ, ტყის სკოლაში, როდესაც სხდებით


ცეცხლის გარშემო.

დაგჭირდებათ:
▶▶ ჭიქა ცხელი შოკოლადი

გააკეთეთ ჭიქა ცხელი შოკოლადი. ჩაისუნთქეთ, შეისუნთქეთ ცხე-


ლი შოკოლადის თბილი ოხშივარი და შემდეგ ამოისუნთქეთ, შეუბერეთ
ცხელ შოკოლადს, რომ გაგრილდეს.

ბუმბულის შებერვა

დაგჭირდებათ:
▶▶ რამდენიმე ბუმბული

გააშლევინეთ ბავშვს ხელი. ხელზე ბუმბული დაუდეთ. სთხოვეთ,


ღრმად ჩაისუნთქონ და შემდეგ ნაზად შეუბერონ ბუმბულს. უყურეთ,
როგორ დაფრინავს ბუმბული!

229
მაინდფულნესი

ყვავილების შებერვა

ეს განსაკუთრებით კარგია, თუ იყენებთ ბაბუაწვერას.

დაგჭირდებათ:
▶▶ ყვავილი

სთხოვეთ ბავშვს, რომ ყვავილი წინ გაწიოს და ისე დაიჭიროს.


სთხოვეთ მას, ღრმად ჩაისუნთქოს, ფრუტუნით და შეაჩეროს სუნთქვა
სამ დათვლამდე, შემდეგ ამოისუნთქოს პირით 3 თვლის განმავლობა-
ში. თუ ბაბუაწვერას იყენებთ, უყურეთ თესლის ფრენას.

ფუტკრის სუნთქვა

დაგჭირდებათ:
▶▶ ბავშვმა ხელები მიიჭიროს ყურებზე

სთხოვეთ ბავშვს, ღრმად ჩაისუნთქოს ცხვირით. შემდეგ სთხოვეთ,


დახურული პირით გამოსცეს ზუზუნი პირით ამოსუნთქვისას.

ქარის წისქვილის სუნთქვა

დაგჭირდებათ:
▶▶ საბავშვო ქარის წისქვილი (ჯოხზე პროპელერით)

სთხოვეთ ბავშვს, ქარის წისქვილი თავ წინ დაიჭიროს და ღრმად


ჩაისუნთქოს. შემდეგ შეუბეროს პროპელერს და უყუროს მის მოძრა-
ობას.

230
მაინდფულნესი

სათამაშოს მუცლით დარწევა

დაგჭირდებათ:
▶▶ სათამაშო მუცლით დასარწევად

დააწვინეთ ბავშვი ზურგზე. მოათავსეთ სათამაშო მის მუცელზე. უთ-


ხარით ბავშვს, რომ სათამაშო უნდა დააძინოს სუნთქვის საშუალებით,
რწევით. ამისთვის მას დასჭირდება მუცლით ღრმად შეისუნთქოს და
შემდეგ ამოისუნთქოს. როდესაც ბავშვი ამას გააკეთებს, მისი მუცელი
იმოძრავებს და სათამაშოს „დააძინებს“.

თითით სუნთქვა

დაგჭირდებათ:
▶▶ ხელი!

სთხოვეთ ბავშვს, ხელი ასწიოს ჰაერში. შემდეგ სთხოვეთ, ჩაისუნ-


თქოს და თან თვალი მიადევნოს ცერა თითის კვალს მაღლა აწევი-
სას. შემდეგ ამოისუნთქოს. ამ პროცესში ნელ-ნელა ცერა თითი დაბლა
ჩამოსწიოს და მიადევნოს თვალი. განაგრძეთ ჩასუნთქვა, მიადევნეთ
თვალი შემდეგ თითს, ამოისუნთქეთ ქვემოთ ჩამოწევისას და ა.შ. სანამ
ბავშვი ხუთივე თითს არ გააყოლებს თვალს.

ბრუნვა, გორვა

დაგჭირდებათ:
▶▶ ბავშვის ზურგზე დაწოლა
▶▶ ხალიჩა ან საბანი (კომფორტისთვის)

ბავშვმა მუხლებს უნდა შემოხვიოს ხელი, მიიკრას მკერდზე და და-


ხუჭოს თვალები. შემდეგ დაიწყოს აქეთ-იქეთ (გვერდებზე) რწევა და
ღრმად ჩაისუნთქოს ამ დროს. შემდეგ ის ირწევა წინ და უკან რამდენ-

231
მაინდფულნესი

ჯერმე, ამ პროცესში ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. ამის შემ-


დეგ ბავშვი გაჭიმავს ფეხებს და ეყრდნობა იატაკს.

თითის ბადე

დაგჭირდებათ:
▶▶ ბავშვი იჯდეს, ორივე ხელის თითის წვერები მიაჭიროს ერთმანეთს.

სთხოვეთ ბავშვს, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქოს. მან უნდა შეინარჩუ-


ნოს თითები ერთად და ერთმანეთს შეახოს ცერა თითები სამჯერ, შე-
საძლოა ამ დროს ვთქვათ: „შეეხეთ, შეეხეთ, შეეხეთ“. ამას იმეორებს
ყველა დანარჩენი თითის შემთხვევაშიც. ამის შემდეგ ჰაერში ამოძრა-
ვებს ყველა თითს ერთად და ბოლოს აქნევეს მთლიან ხელს. გაიმე-
ორეთ ეს რამდენჯერმე.

ზღვის ანემონები

დაგჭირდებათ:
▶▶ ბავშვის ზურგზე დაწოლა
▶▶ ხალიჩა ან საბანი (კომფორტისთვის)

სთხოვეთ ბავშვს, თვალები დახუჭოს და რამდენიმეჯერ ღრმად ჩა-


ისუნთქოს. სთხოვეთ, წარმოიდგინოს, რომ ზღვაშია და ზღვის ანემონია
(შეიძლება დაგჭირდეთ მისთვის ზღვის ანემონის სურათის ჩვენება) და
მისი ხელები და ფეხები საცეცებია. უთხარით, აქნიოს და არხიოს ხე-
ლები და ფეხები, ვითომ ზღვის წყალში ცეკვავს.

გააზრებული ჭამა

დაგჭირდებათ:
▶▶ ხილის პატარა ნაჭერი (მაგალითად, ქიშმიში, კენკრა, პატარა კრე-
კერი)

232
მაინდფულნესი

მიეცით ბავშვს საკვების ნაჭერი და სთხოვეთ, დაიდოს ის ხელის-


გულზე. აუხსენით მას, რომ ცოტა ხანში შეჭამს, მაგრამ ჯერ უნდა შეის-
წავლოს. სთხოვეთ მას, დააკვირდეს, როგორ გამოიყურება და შეიგრ-
ძნობა ის. შემდეგ სთხოვეთ, რომ დაყნოსოს და დააკვირდეს, როგორ
რეაგირებს მისი პირი, როცა ამას აკეთებს. შემდეგ სთხოვეთ, პირში ჩა-
იდოს და გაიჩეროს, ჭამის გარეშე, შეამჩნიოს, როგორ აგრძნობინებს
ეს მას თავს. ამის შემდეგ მას შეუძლიათ შეჭამოს ის. როგორ იგრძნო
თავი? რა შენიშნა?

შენჯღრევა

დაგჭირდებათ:
▶▶ ბავშვი იდგეს სწორად

სთხოვეთ ბავშვს, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნ-


თქოს. შემდეგ სთხოვეთ, ხელები ჰაერში ასწიოს და დაიწყოს მკლავე-
ბის ქნევა ‒ მაღლა ჰაერში და დაბლა იატაკისკენ ან მიწისკენ. შემდეგ
ბავშვი იწყებს თითოეული ფეხის ქნევას მარცხნივ და შემდეგ მარჯვნივ.
მან შეიძლება მოისურვოს ხელებისა და ფეხების ერთდროულად ქნე-
ვა და მთელი სხეულის ძლიერად შენჯღრევა. ამან შესაძლოა მისი სი-
ცილ-კისკისი გამოიწვიოს. ამ დროს ბავშვი შეიძლება ზურგზე დაწვეს,
ღრმად და ხმაურიანად ამოისუნთქოს და გაჩერდეს.

ფეხშიშველი სიარული

დაგჭირდებათ:
▶▶ უსაფრთხო ადგილი სასეირნოდ (თუ შესაძლებელია განსხვავებუ-
ლი ტექსტურების მქონე)

ეს დიდებული აქტივობაა ნებისმიერ ამინდში (თუ თოვს, ნუ გააკე-


თებთ ამას ძალიან ხანგრძლივად!). სთხოვეთ ბავშვებს, გაიხადონ
ფეხსაცმელი და წინდები და ნელა იარონ. სთხოვეთ, შენიშნონ, რო-

233
მაინდფულნესი

გორი შეგრძნებები აქვთ ტერფების ქვეშ და რას გრძნობენ მთელს


სხეულში?

დაჯექი და შენიშნე

დაგჭირდებათ:
▶▶ სადმე ადგილი ჩამოსაჯდომად (თუ შესაძლებელია გარეთ)

იპოვეთ ადგილი, სადაც ბავშვი დაჯდება. ნახეთ, შეუძლიათ თუ არა:


▶▶ შეამჩნიოს ხუთი რამ, რასაც ხედავს
▶▶ იპოვოს ხუთი რამ, რაც ესმის
▶▶ შენიშნოს, რას შეიგრძნობს
▶▶ გააცნობიეროს, რა სუნებს გრძნობს

ღრუბლების ცქერა

დაგჭირდებათ:
▶▶ მოღრუბლული ცა

სთხოვეთ ბავშვს დაწვეს ზურგზე და უყურეთ ღრუბლებს. სთხო-


ვეთ მას, დააკვირდეს, როგორ მოძრაობენ ისინი და დააკვირდეს მათ
ფორმებს. მიეცით საშუალება იწვეს, უცქიროს და ისიამოვნოს!

გამოიკვლიეთ საგნები ბუნებიდან

დაგჭირდებათ:
▶▶ საგანი ბუნებრივი სამყაროდან (მაგალითად, ბუმბული, ნიჟარა,
ყვავილი, რაღაც, რაც ბავშვმა იპოვა)

სთხოვეთ ბავშვს, დაჯდეს და ხელში დაიჭიროს საგანი, რომელიც


მან ბუნებაში იპოვა. სთხოვეთ მას შეამჩნიოს, როგორ გამოიყურება და
შეიგრძნობა ის. აქვს სუნი? ხმას გამოსცემს?

234
მაინდფულნესი

წვიმაში დგომა

დაგჭირდებათ:
▶▶ წვიმიანი დღე

სთხოვეთ ბავშვს დადგეს წვიმაში და შეამჩნიოს მისი ხმა. ბავშვი


მკლავებს შლის და ხელებზე წვიმის წვეთებს შეიგრძნობს. სთხოვეთ
მას, გამოყოს ენა და დააგემოვნოს წვიმა. მას შეუძლია თავი უკან გა-
დასწიოს და წვიმის წვეთები სახეზე დაეშხეფოს. სთხოვეთ ბავშვს და-
ფიქრდეს იმაზე, თუ როგორი შეგრძნება მოაქვს ამას.

ჩაეხუტე ხეს

დაგჭირდებათ:
▶▶ ხე

სთხოვეთ ბავშვს დადგეს ხესთან ახლოს და დააკვირდეს ხის


ქერქს. როგორი შეგრძნებაა ეს? ბავშვი შეიძლება შეეხოს მას, ან შესაძ-
ლოა, სახე მიადოს. სთხოვეთ, მოსინჯოს, შეუძლია თუ არა ხეს ხელები
შემოაწვდინოს. თუ ეს დიდი ხეა, შეიძლება დაგჭირდეთ, შეაერთოთ ხე-
ლები ბავშვთან და მოსინჯოთ ერთად, შეძლებთ თუ არა შემოეხვიოთ.
შეიძლება დაგჭირდეთ, რომ სხვებიც შემოგიერთდნენ. დადექით რამ-
დენიმე წამით ხესთან ჩახუტებული, დააკვირდით, როგორი შეგრძნებაა
ეს.

ხეზე ასვლა

დაგჭირდებათ:
▶▶ ხე დაბალი ტოტებით

მიეცით ბავშვს ხეზე ასვლის საშუალება. შეიძლება დასჭირდეთ


თქვენი მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ასწიოთ იგი, არამედ

235
მაინდფულნესი

მიეცით ბავშვს საშუალება, თავად აძვრეს, თუ სურვილი ექნება. როდე-


საც ბავშვი ხეზეა, წაახალისეთ, რომ შეამჩნიოს, როგორ შეიგრძნობა
და გამოიყურება ის, როგორი სუნი და ხმა აქვს. თავად რას გრძნობს
ამ დროს სხეულში?

შეყოვნდით

აქ არის მრავალფეროვანი იდეები. თუ რომელიმე მათგანი თქვენთ-


ვის ახალია, გარკვეული დროის განმავლობაში დაფიქრდით, რომე-
ლია თქვენთვის მიმზიდველად. თუკი აქ არის რამე, რაც თქვენ ჯერ
არ გიცდიათ, ჯერ თავად სცადეთ (ან გუნდურად) ბავშვებთან გამო-
ყენებამდე.

დასკვნა

ამ თავში მოცემული ყველა იდეა ეხება ბავშვების მხარდაჭერის გზების


პოვნას, რათა მათ შეძლონ დაუკავშირდნენ, შეამჩნიონ და დაინტე-
რესდნენ, რა ხდება მათ სხეულში. როდესაც ჩვენ ბავშვებთან ერთად
ვაკეთებთ გააზრებულ აქტივობებს, უნდა ვესაუბროთ მათ შემჩნევაზე,
შენელებასა და იმაზე, თუ რას გრძნობენ ისინი, როცა ყვავილს უყურე-
ბენ და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ბავშვებთან ადრეული ასაკიდანვე ღიად
ვისაუბროთ იმაზე, რასაც ჩვენ ვამჩნევთ. მაგალითად: „პოპი, მე შევამ-
ჩნიე, რომ ძალიან მშვიდად და დაწყნარებულად გამოიყურები, როცა
ხეზე ზიხარ. როგორ გაგრძნობინებს ეს თავს?“ იმედია ამ თავმა მოგა-
წოდეთ მაინდფულნესის გარკვეული იდეები, რათა მოსინჯოთ ისინი და
ჩართოთ თქვენს პრაქტიკაში. ისინი დამხმარე იქნება ყველა ბავშვის­
თვის, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სირთულეები გამოუც-
დია ცხოვრებაში.

236
მაინდფულნესი

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Davy, A. (2019) A Sense of Place: Mindful Practice Outdoors. London: Feather-
stone/Bloomsbury.
Guber, T. and Kalish, L. (2005) Yoga Pretzels: 50 Fun Yoga Activities for Kids &
Grownups [yoga cards]. Concord, MA: Barefoot Books.
Kinder, W. (2019) Calm Mindfulness for Kids. London: Dorling Kindersley.
Mindfulness in Schools Project (MiSP) (2021). Available at https://mindfulness
inschools.org/about/
Oxford MYRIAD Project (2008–2021) MYRIAD: My Resilience in Adolescence.
Available at http://myriadproject.org
Stewart, W. and Braun, M. (2017) Mindful Kids: 50 Mindfulness Activities for Kind-
ness, Focus and Calm [deck of cards]. Concord, MA: Barefoot Books.

237
11 მშობლებთან ურთიერთობა

ბავშვები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, მოდიან მშობლებთან ან


მზრუნველებთან ერთად. ამ თავში, სიტყვა „მშობლის“ გამოყენები-
სას, ვგულისხმობ ნებისმიერ ვინმეს, ვინც სახლში ბავშვზე ზრუნავს.
როგორც ვიცით, მშობლები უზარმაზარ გავლენას ახდენენ ბავშვებზე,
რომლებთანაც ვმუშაობთ და სამწუხაროდ, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს
ყოველთვის პოზიტიური გავლენა არაა. როგორიც არ უნდა იყოს ჩვე-
ნი შეხედულებები მშობლების ცხოვრების წესსა და საგანმანათლებლო
გადაწყვეტილებებზე, უნდა შევძლოთ მათი ჩართვა და (სადაც შესაძლე-
ბელია) მათთან ერთად პარტნიორული მუშაობა. ბავშვზე ზრუნვისა და
ადრეული ასაკის პროფესიული ასოციაცია (PACEY, 2009-2021) გვიზი-
არებს სასარგებლო იდეებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის
გაკეთება (იხილეთ „შემდგომი ინფორმაცია და რეკომენდაციები“).

ნდობა

ჩემთვის აქ საკვანძო სიტყვას წარმოადგენს „ნდობა“. მშობლების


ნდობა გვჭირდება იმაში, რომ ვიზრუნებთ, დავიცავთ, გავზრდით და
ვასწავლით მათ შვილს. ზოგიერთი მშობლისთვის, სხვა პიროვნების
ნდობა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და გულწრფელად რომ ვთქვათ,
რატომ უნდა ჰქონდეთ ჩვენი რწმენა? რა იციან მათ ჩვენ შესახებ? მხო-
ლოდ იმის გამო, რომ პროფესიონალის ტიტული გვაქვს, რატომ უნდა
ნიშნავდეს ეს, რომ სანდო ვართ? ზოგიერთი ოჯახისთვის ავტორიტე-
ტების ნდობა ძალზედ რთულია: მათ შეიძლება ჰქონდეთ წარსული
ნეგატიური გამოცდილებები ავტორიტეტულ ადამიანებთან, შეიძლება

238
მშობლებთან ურთიერთობა

ეშინოდეთ ჩვენთვის რაიმეს თქმის, შეიძლება ეშინოდეთ იმ ძალაუფ-


ლების, რომელიც საბავშვო ბაღის პრაქტიკოსებს გვაქვს.
როდესაც პირველად ვხვდები მშობლებს ადრეული განათლების
პრაქტიკოსის როლში, წარმოუდგენლად დიდ ძალისხმევას ვდებ იმის
გაგებინებაში, რომ მათი შვილის მზრუნველი და დამცველი ვიქნები. მე
მათ ვუზიარებ გზებს, რომლითაც დავეხმარები მათი შვილის ემოციურ
განვითარებას ‒ სენსორული თამაშებით, თხრობითა და სიტყვებით ‒
რომლებსაც გამოვიყენებ ბავშვთან. სიტყვები გადამწყვეტია. ემოცი-
ების ენა, რომელსაც ვიყენებ ბავშვთან, სიფრთხილითაა შერჩეული,
მაგრამ ასევე ფრთხილად ვუდგები სიტყვებს, რომლებსაც ვიყენებ
მშობლებთან. ვუკვირდები, ხომ არ ვიყენებ ჟარგონს და ხომ არის ჩემი
ენა ინკლუზიური. ფრთხილი ვარ ჩემ მიერ გამოყენებულ ხმის ტონთან,
იმასთან, თუ როგორ ვზივარ მათ გასწვრივ, როგორ ვისმენ მათ ისტო-
რიას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაიაზრონ, მხოლოდ იმის თქმით
კი არ შემოვიფარგლები, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მათ შვილთან,
არამედ ასევე, ვუსმენ და მათგან ვსწავლობ ბავშვის შესახებ.
ბევრ მშობელს, რომლებთანაც ვმუშაობ, ეშინია, როგორ იქნებიან
ბავშვები სკოლაში შესვლის შემდეგ, როგორ მოიქცევიან. ზოგი წუხს,
რომ ბავშვი გაირიყება. წუხან, შეძლებს თუ არა მეგობრების შეძენას,
მოეწონება ხალხს თუ არა, ან გაუმკლავდება თუ არა ბავშვი სრულ გა-
ნაკვეთს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ და გავიგოთ მათი წუ-
ხილი და გვესმოდეს, საიდან მოდის ეს ყველაფერი.

არ განსაჯო

მე კარგად ვიცი, რომ დღეს საზოგადოებაში ადვილია სხვების განსჯა.


ამას გამუდმებით ვხედავთ სოციალურ მედიაში: ჩვენ შეგვიძლია სხვე-
ბის ქცევის დანახვა ან გაგება და მყისიერ დასკვნებსა და განსჯებში
გადაშვება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არაა სასარგებლო და ხშირად, არც კე-
თილსინდისიერი, მაგრამ მაინც ძალიან ადვილია ამას მიეჩვიო. ჩვენს
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ზოგჯერ შეიძლება არსებობდეს მშო-
ბელთა განსჯის კულტურა. ხანდახან მესმის, როგორ აკეთებს პერსო-

239
მშობლებთან ურთიერთობა

ნალი კომენტარს მშობლის არჩევანზე, რა ფეხსაცმელი უყიდა ბავშვს,


რა საკვებს აძლევს, როგორ ხარჯავს ფულს, რა გადაწყვეტილებებს
იღებს. ეს ხშირად არაა სასარგებლო. ჩვენ დროდადრო შეჩერება და
იმის რეფლექსია გვჭირდება, რასაც ვხედავთ. იქნებ გარკვეული შე-
კითხვები გვაქვს დასასმელი, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მახ-
სოვს მუშაობა ერთ სოციალურ მუშაკთან, ძალიან გამოცდილ და ბრძენ
ქალთან. მან მითხრა, რომ ყოველთვის, როცა მუშაობდა ოჯახთან,
განსაკუთრებით კი ქალებთან, რომლებიც იყვნენ ოჯახური ძალადობის
სიტუაციაში, ახსენებდა საკუთარ თავს, რომ ეს შეიძლება მისი გამოც-
დილებაც ყოფილიყო, თუ მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართებოდა.
საკუთარ თავზე რომ ვისაუბრო, გავიზარდე რამდენიმე ბავშვობისდ-
როინდელი საზიანო გამოცდილებით. ჩემს ცხოვრებას შეიძლებოდა
სულ სხვა გეზი აეღო, თუ გადავხედავ ჩემს ერთ-ერთ ადრეულ ურთიერ-
თობას, ადვილად შეიძლება აღმოვჩენილიყავი ძალიან ტოქსიკურ სი-
ტუაციაში. ზოგჯერ მნიშვნელოვანია ამის გახსენება და თანაგრძნობა.
ჩვენ, როგორც ადრეული ასაკის პედაგოგებმა, უნდა განვავითა-
როთ ემპათია, რაც დაგვეხმარება იმის გაგებაში, რა შეიძლება ხდე-
ბოდეს ოჯახში. ბავშვებთან ურთიერთობაში ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს
მათი თვალით დანახვის საჭიროების შესახებ; მათი მოსმენის შესახებ,
რომ დავიწყოთ იმის გაგება, როგორია მათთვის ცხოვრება. იგივეა
მშობლებთან მიმართებითაც. უნდა შევეცადოთ, დრო დავუთმოთ იმის
დანახვასა და გაგებას, როგორი იყო და არის მათი ცხოვრება. ჩვენ
გვჭირდება ცნობისმოყვარეობა და ინტერესით მიდგომა. ეს არ ნიშნავს
იმას, რომ ვეთანხმებით ყველაფერს, რასაც ვხედავთ ‒ როცა ვხედავთ,
რომ რაღაც არასწორია, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ეს უნდა გავა-
კეთოთ განსჯის გარეშე.
ერთ ოჯახში, რომელთანაც ვმუშაობდი, ბავშვი შფოთვის უკიდურეს
ნიშნებს ავლენდა. დედა ნარკოდამოკიდებული იყო და სჯეროდა, რომ
კოკაინის დახმარებით, მისი, როგორც მშობლის უნარები უმჯობესდე-
ბოდა. თავიდან მასზე ძალიან ვბრაზობდი. ძლიერ განსჯაში ვიყავი
მისი, როგორც მშობლის საქციელისა და მიღებული გადაწყვეტილებე-
ბის მიმართ. ვიცოდი, რომ განვსჯიდი და ეს მაშფოთებდა. სუპერვიზიის

240
მშობლებთან ურთიერთობა

დროს, ამის განხილვისას, ვესაუბრე დედამისს და მოვისმინე მისი აღზ-


რდის შესახებ, რომ მამა ნარკორეალიზატორი ჰყავდა და მისი ცხოვ-
რება არეული იყო. მაშინ გავაანალიზე, რომ მან სხვა არაფერი იცოდა
და არჩევანი, რომელსაც აკეთებდა, გამომდინარეობდა იმ გამოცდი-
ლებიდან, რაც ბავშვობაში თავად ჰქონდა მიღებული. ეს არ ნიშნავდა
იმას, რომ ვეთანხმებოდი მის არჩევანს ან მხარს ვუჭერდი მის გადაწ-
ყვეტილებებს. მე და სხვა პროფესიონალი მაინც დავუპირისპირდით
ამას და შევთავაზეთ მხარდაჭერა ცვლილებების განხორციელებაში,
მაგრამ ამ ისტორიის მოსმენა დამეხმარა, მეტად თანამგრძნობი და ემ-
პათიური ვყოფილიყავი.
მე, როგორც დამატებითი სოციალური, ემოციური და ფსიქიკური
ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშვების დამხმარემ, ვიცი, რო-
გორი ადვილია განხილვა და განსჯა სრული ისტორიის ცოდნის გარეშე.
მსგავსად, ჩვენ გვჭირდება ცნობისმოყვარეობის გრძნობის გამოყენება
ბავშვებთან და მჯერა, რომ მისი გამოყენება გვჭირდება ოჯახთანაც.
სიტყვა „მაინტერესებს“ ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, ძილის
რუტინის ან შეთავაზებული საკვების განსჯის ნაცვლად, შეგვიძლია, სა-
კუთარ თავს ვკითხოთ: „მაინტერესებს, რატომ არის ძილის დრო ასე
რთული. რა ართულებს მას?“ ან ბავშვის ლანჩის ყუთზე გამუდმებული
ნეგატიური შენიშვნების ნაცვლად, გამოვთქვათ ინტერესი, რატომ ირ-
ჩევენ ასეთ საკვებს: იქნებ ფული არ ჰყოფნით? ან ერთულებათ ბავშ-
ვისთვის უარის თქმა ტკბილის მოთხოვნისას და ა.შ.?“ ეს არის ის, რაც
შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი სუპერვიზიისა და გუნდის შეხვედრების
პრაქტიკაში და ერთმანეთი განსჯის ნაცვლად, ინტერესისა და ცნობის-
მოყვარეობის კულტურის დანერგვა წავახალისოთ.

განათლებაში წინარე გამოცდილება

მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ბევრ მშობელს თავად უარყოფითი გა-


მოცდილება აკავშირებს სკოლასთან. მათ შეიძლება ადრე მიატოვეს
განათლება, ან გამოიარეს ბევრი სხვადასხვა საგანმანათლებლო და-
წესებულება, შეიძლება ბევრი პრობლემა შეხვდათ სკოლაში, ან უჭირ-

241
მშობლებთან ურთიერთობა

დათ წარმატების მიღწევა. როცა შენი საკუთარი საგანმანათლებლო


ისტორია ნეგატიურია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შენი შვი-
ლის სკოლაში შესვლასთან დაკავშირებულ გრძნობებზე. საკუთარი
გამოცდილებით ვიცი, როგორ მძულდა უფროსი კლასები, მიზეზების
მთელი სპექტრის გამო. ამგვარად, როცა ჩემი ქალიშვილები ამ ასაკის
გახდნენ, საკუთარ პრობლემებსა და შფოთებზე მძიმე მუშაობა დამჭირ-
და, რომ არ გადამეტანა ისინი მათზე ან მათ სკოლაზე.
ზოგიერთი ოჯახი საკუთარი განათლების ტვირთსა და სიმძიმეს
ატარებს და ეს შვილის სკოლაზე გადააქვს იმის მოლოდინით, რომ ის
და მისი შვილები „საფრთხეში“ აღმოჩნდებიან. განათლების მუშაკებმა
უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველას არ აქვს პოზიტიური მზერის კუთხე
ან გამოცდილება განათლების სამყაროს შესახებ.
მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობის დამყარება ადრეულ
ეტაპზე. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ზრდასრულები, რომლებიც
მათზე ზრუნავენ, ერთი გუნდი არიან. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ
მაშინ, თუ დროს დავუთმობთ ურთიერთობების დამყარებას. ამას შეიძ-
ლება დრო დასჭირდეს, მაგრამ ღირს ამად. სკოლებისა და საბავშ-
ვო ბაღების ზოგიერთი თანამშრომელი მეუბნება, რომ მათ არ აქვთ
დრო მშობლების გასაცნობად. ჩემი გამოცდილებით, ურთიერთობის
დასამყარებლად, მშობლების უმეტესობასთან დიდი დროის გატარე-
ბა ხშირად არცაა საჭირო, თუმცა დრო, რომელსაც ამაზე ვხარჯავთ,
ყოველთვის ნაყოფიერად დახარჯულია. თუ შევძლებთ მშობლებთან
ისეთი ურთიერთობის დამყარებას და ისინი მიხვდებიან, რომ ჩვენი
ნდობა შეიძლება, ეს შორს წაგვიყვანს ბავშვის დახმარებაში, ამ ოჯახის
გაგებასა და მხარდაჭერაში.
ერთ ოჯახში, რომელთანაც ვმუშაობდი, ბავშვი ცხოვრობდა მამას-
თან, რომელიც ძალიან განიცდიდა, მისი შვილი სკოლას რომ იწყებდა.
მისი გამოცდილება სკოლაში ძალიან ნეგატიური იყო და მამა ძლიერი
შფოთვით იტანჯებოდა. სკოლამ დამატებითი თარიღები დანიშნა მამა-
შვილის დამოუკიდებელი ვიზიტისთვის და მათ ჰქონდათ სამი დამატე-
ბითი ვიზიტი, ტრანზიციისთვის გამოყოფილი სტანდარტული თარიღე-
ბის გარდა. როცა ბავშვმა სკოლა დაიწყო, სკოლის თანამშრომელი,

242
მშობლებთან ურთიერთობა

რომელიც პასუხისმგებელი იყო ოჯახების მხარდაჭერაზე, კვირაში ერ-


თხელ ხვდებოდა მამას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი კარ-
გად იყო. ეს დამატებითი მხარდამჭერი ზომები ბავშვს დაეხმარა ადაპ-
ტაციაში, მამას კი სკოლასთან დაკავშირებული ღელვის შემცირებაში.

პარტნიორული მუშაობა

თუ ჩვენი მიზანია მშობლებთან პარტნიორული მუშაობა, ჩვენ სხვადასხ-


ვა გზით უნდა დავამყაროთ მათთან კომუნიკაცია, რათა გავაცნოთ ჩვე-
ნი დაწესებულება და საქმე, რასაც ბავშვებთან ვასრულებთ, და ასევე
ისიც, რის გაკეთების იმედი გვაქვს მშობლებისგან. ხშირად საგანმა-
ნათლებლო ენა ბევრი მშობლისთვის ჟარგონივით აღიქმება. როგორც
ადრეული ასაკის პედაგოგებს, ჩვენ ყველას გვესმის ტერმინები „საბა-
ზისო მონაცემები“, „ფონემები“ და „ადრეული ასაკის ფუნდამენტური
ეტაპები“, მაგრამ რატომ უნდა იცოდნენ მშობლებმა ისინი ავტომატუ-
რად? ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად დავფიქრდეთ, რა სიტყვებს
ვიყენებთ, როგორ ვუხსნით მშობლებს, თუ რა გზით ვმუშაობთ მათ
შვილებთან და ასევე, ჩვენ გვინდა მშობლებისგან საკვანძო რამეების
გაკეთება, მაგალითად, დაეხმარონ ბავშვს, თავად ჩაიცვას პალტო,
მხარი დაუჭირონ ბავშვს ტუალეტის უნარების შეძენაში, ასწავლონ, რო-
გორ გამოიყენოს დანა-ჩანგალი ან დაეხმარონ, შეძლოს ცოტა ხნით
დალოდება. როგორც ვიცით, ადრეულ ასაკში ძალიან სასარგებლოა,
თუკი ბავშვი აღწევს ამ საკვანძო განვითარებას, სანამ სკოლას დაიწ-
ყებს. თუმცა, მშობლები შეიძლება ვერ ხვდებოდნენ ამას. როგორც
საბავშვო ბაღებმა, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავუზიაროთ ინფორმაცია, თუ
როგორ შეუძლიათ საკუთარი შვილების მხარდაჭერა განვითარების
ამ ეტაპებზე და შევთავაზოთ იდეები, როგორ გააკეთონ ეს. ჩვენ უნდა
გვესმოდეს, რომ თუ მშობლებთან პარტნიორული მუშაობა გვაქვს,
ზოგჯერ საჭიროა მათი მხარდაჭერა ჩვენი გამოცდილებისა და იდეების
გაზიარებით. ამის გასაკეთებლად ბევრი განსხვავებული გზა არსებობს.
ეს შეიძლება მოხერხდეს ბროშურების ქონით, ბავშვის განვითარების
შესახებ წიგნების თხოვებით, მშობლებისა და თანამშრომლების საღა-

243
მშობლებთან ურთიერთობა

მოების მოწყობით, სადაც საუბარი იქნება განვითარების სხვადასხვა


ეტაპსა და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, საკუთარ შვილებს
განვითარებაში დაეხმარონ.
პენ გრინს, ბავშვთა ცენტრს, რომელიც დაფუძნებულია კორბიში,
დიდ ბრიტანეთში, აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია მშობლებთან შე-
სანიშნავი მუშაობის გამო. მათ საკუთარ სამუშაოში დანერგეს მშობ-
ლებთან პარტნიორული მუშაობის იდეა. მათ ხელმძღვანელობთ მერ-
ჯი ველეი, რომელსაც ამ თემაზე დაწერილი აქვს შესანიშნავი წიგნი
(Whallay, 2017). პენ გრინს შექმნილი აქვს სასწავლო საზოგადოება,
რომელშიც მშობლები, პრაქტიკოსები და ბავშვები ერთად სწავლობენ.
მახსოვს მერჯის საუბარი კონფერენციაზე, სადაც აღწერდა, როგორ ას-
წავლიდნენ მშობლებს სქემებს და როგორ მუშაობდნენ ისინი კვლევით
პროექტებზე პერსონალთან ერთად, მათი შვილების სქემატური ქცევე-
ბის თაობაზე. ეს შთამაგონებელი და განსხვავებული გზა იყო მშობლებ-
თან მუშაობის საკითხში და ვფიქრობ, ჯერ კიდევ უჩვეულო პრაქტიკაა.
არც კი ვიცი, ამჟამად სადმე, ჩვენთან ახლოს, თუ ხორციელდება მსგავ-
სი ტიპის პრაქტიკა მშობლებსა და ოჯახებთან მიმართებით. მე, პირა-
დად და ჩემს გუნდს ამჟამად არ გვაქვს მშობლებთან ამგვარი მუშაობის
შესაძლებლობა, თუმცა ვფიქრობ, ეს უდიდეს სარგებელს მოუტანდა
ჩვენს საქმეს. თუ ამ საკითხის კვლევა მოგესურვებათ, გირჩევთ, გაეც-
ნოთ პენ გრინის მუშაობას (Pen Green Centre for Children and Their
Families, 2021) და წაიკითხოთ მერჯის წიგნი (Whallay, 2017).

შეყოვნდით

სასურველია მთელი გუნდი დაფიქრდეთ, თუ როგორ მუშაობთ მშობ-


ლებთან. შეიძლება მოისურვოთ მშობლების კითხვარის შედგენა იმის
გასარკვევად, თუ რა საკვანძო საკითხების ცოდნა სურთ მათ. ჰკით-
ხეთ გუნდს, რამდენად დარწმუნებულები არიან მშობლებთან მუშა-
ობასთან დაკავშირებით. ეს ის სფეროა, სადაც თქვენი გუნდი სარგე-
ბელს მიიღებდა პროფესიული განვითარებით?

244
მშობლებთან ურთიერთობა

რთული შეკითხვების დასმის უნარი

არის შემთხვევები, როცა მშობლებს რთული შეკითხვები უნდა დავუს-


ვათ, შესაძლოა ბავშვის უსაფრთხოების ან განვითარების პრობლემე-
ბის გარშემო. ეს არასოდესაა ადვილი და არც ის მგონია, გამოცდილე-
ბის შედეგად მარტივდებოდეს, თუმცა ეს ისაა, რის გასაკეთებლადაც
თავდაჯერებულობა უნდა გვეყოს. აღმოვაჩინე, რომ სიტყვა „მაინტერე-
სებს“ აქ გამოსადეგია. რამდენჯერმე ვახსენე ეს ფრაზა წიგნში, სადაც
მას ვიყენებ ბავშვებთან, მაგრამ ის, ასევე, სასარგებლოა მშობლებთან
საუბრისას. ეს სიტყვა საშუალებას გაძლევთ, იყოთ ცნობისმოყვარე,
მაგრამ არა განმსჯელი. მაგალითად, თუ შევამჩნიე, რომ პოპის სისხლ-
ჩაქცევა აქვს ყურზე, შეიძლება ვიკითხო: „მაინტერესებს, რა მოხდა?“
ნაცვლად: „როგორ მიიღო პოპიმ ყურზე სისხლჩაქცევა?“ და ასევე,
„მაინტერესებს, როგორია ხოლმე ძილის დრო თქვენს სახლში. რო-
გორ გადაგაქვთ ის ყველას?“ ‒ ეს ნაკლებ კრიტიკულად ჟღერს, ვიდრე:
„გაქვთ თუ არა ძილისწინა რუტინა?“ ანალოგიურად, ფრაზამ: „მაინტე-
რესებს, რა გეხმარებათ, როცა მარლი ძალიან ნერვიულობს?“ ‒ შეიძ-
ლება მეტი განხილვის საშუალება მოგვცეს, ვიდრე: „მარლის მუდმივი
ტანტრუმები აქვს. რას აკეთებთ სახლში, როცა ეს ხდება?“
ჩვენ უნდა შეგვეძლოს რთული შეკითხვების დასმა და არ უნდა
გვრცხვენოდეს მათი.
შემინიშნავს, რომ ბევრ ადრეული ასაკისა და საგანმანათლებლო
პროფესიონალს ეშინია შეკითხვების დასმის ფსიქიკური ჯანმრთელო-
ბის და ასევე, ოჯახური ძალადობის შესახებ. ზოგჯერ მშობელს უნდა
ვუთხრათ: „მაინტერესებს, სახლში უსაფრთხოდ ხართ?“ ან „მაინტერე-
სებს, როგორია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა დღეს? ვიცი, ადრე
ვისაუბრეთ რთული დღეების შესახებ. დღეს რთული დღეა?“ ზოგიერ-
თისთვის, ეს შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ან აღიქმებოდეს,
რომ ჩვენს უფლებამოსილებას სცდება. ჩვენ არ ვართ ფსიქიკური ჯანმ-
რთელობის პროფესიონალები ან ექსპერტები, მაგრამ თუკი მშობლებ-
თან ნდობით სავსე ურთიერთობა გვაქვს დამყარებული და იციან, რომ
მათი და მათი შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს

245
მშობლებთან ურთიერთობა

გვიადვილებს შეკითხვების დასმას და ეჭვების გამოთქმას. ამის გასაკე-


თებლად, გვჭირდება სუპერვიზიის კარგი პრაქტიკა, სადაც შეგვეძლება
დახმარება და ეჭვების გაზიარება. ასევე, გვესაჭიროება იმის ცოდნა,
თუ სად გადავამისამართებთ ოჯახებს, რომლებსაც დამატებითი მხარ-
დაჭერა სჭირდებათ.

გადამისამართება

თუ ოჯახთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, სადაც მშობლებს შეუძლიათ


გულწრფელები იყვნენ და გვითხრან, რა ხდება, ჩვენ უნდა შეგვეძლოს
მათი გადამისამართება სხვა სააგენტოებთან. როგორც ზემოთ აღვნიშ-
ნე, უმეტესი ჩვენგანი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესი-
ონალი. ჩვენ არ ვართ ექსპერტები ოჯახურ ძალადობაში ან სპეციალუ-
რი საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლო-
ბების მხარდაჭერაში და ეს არც გვჭირდება, რადგან არა ჩვენს, არა-
მედ სხვების საქმეს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენი პასუხისმგებლობაა,
ვიცოდეთ, რა ადგილობრივი სერვისებია ჩვენს მხარეში. ჩვენ თუ არა,
ჩვენი გუნდიდან ვინმემ მაინც უნდა იცოდეს.
ბოქსში მოცემულია სააგენტოთა ჩამონათვალი, რომლის სამუშაო
ადგილზე ქონაც გამოგადგებათ. დაწესებულებებისგან ძალიან ხშირად
მსმენია, რომ არ სჭირდებათ ეს ინფორმაცია, რადგან ჯანმრთელობის
ვიზიტორს ან სკოლის ექთნებს უკვე აქვთ. ჯანმრთელობის ვიზიტორებ-
სა და სკოლის ექთნებს ინფორმაციის შესანიშნავი არეალი აქვთ და
ჩვენ მათთან კარგი კავშირის ქონა გვჭირდება, მაგრამ ბევრად უკეთე-
სია შესაბამისი ინფორმაციის მყისიერი მიწოდება, ვიდრე მშობლისთ-
ვის თქმა: „ამის გარკვევა ჯანმრთელობის ვიზიტორთან დამჭირდება“,
რადგან ასე ინფორმაციის მიწოდებას შეიძლება რამდენიმე დღე და
მეტიც დასჭირდეს. თუ ოჯახს სხვა სერვისთან ამისამართებთ, კარგი
პრაქტიკა იქნება, მათი ჯანმრთელობის ვიზიტორს (ოჯახის ნებართვით)
აცნობოთ, თუკი ჰყავთ ადრეული ასაკის ბავშვი.

246
მშობლებთან ურთიერთობა

შეყოვნდით

ქვემოთ ჩამოთვლილია სააგენტოები, რომელთა შესახებ ინფორ-


მაციის ქონა ძალიან სასარგებლოა. გადახედეთ და გადაამოწმეთ,
გაქვთ თუ არა თქვენს დაწესებულებაში ამ სააგენტოების შესახებ და-
მატებითი დეტალები. თუ არ გაქვთ, დაავალეთ გუნდს, მოიძიოს ეს
ინფორმაცია.
▶ ოჯახური ძალადობის ადგილობრივი დახმარების ჯგუფი (საქველ-
მოქმედო, ადგილობრივი ხელისუფლების ან ორივე)
▶ მოქალაქეთა კონსულტაციის ადგილობრივი სერვისი
▶ ოჯახების მხარდაჭერის ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანი-
ზაცია ან ადგილობრივი ხელისუფლების გუნდი
▶ ადგილობრივი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერი გუნ-
დი (მშობელთა მხარდაჭერა სპეციალური საგანმანათლებლო საჭი-
როებებისა და შეზღუდული შესაძლებლობებთან დაკავშირებით)
▶ ადრეული ინტერვენციის სერვისი (ზოგადი შეფასების სერვისი)
▶ ადგილობრივი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის სერვისი
▶ ადგილობრივი (ან ეროვნული) საქველმოქმედო ორგანიზაციები
▶ ნომერი სამარიტელებისთვის

ბავშვთა ცენტრებს აქვთ ეს ინფორმაცია (ისინი გამოცდილი არიან


ოჯახების სხვა ორგანიზაციებთან გადამისამართებაში), მაგრამ, სამ-
წუხაროდ, დიდ ბრიტანეთში არ არის ბავშვთა ბევრი ცენტრი და ძა-
ლიან ცოტა მუშაობს ყველა ოჯახთან. ეს დამატებით მიზეზებს უქმნის
საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, კარგად ინფორმირებულები იყვნენ
მათი ადგილობრივი სერვისების შესახებ.

247
მშობლებთან ურთიერთობა

ინტერვიუ ედ ჰარკერთან

ამ თავის მოცემულ ნაწილში ინტერვიუს ვწერ ჩვენი გუნდის წევრ ედ


ჰარკერთან. ჩვენთან მუშაობის დაწყებამდე, ის ადგილობრივი დაწყე-
ბითი სკოლის ბაზაზე დაფუძნებული საბავშვო ბაღის პრაქტიკოსი და
დაწყებითი სკოლის დირექტორი იყო. ქვემოთ ის გვიზიარებს მშობ-
ლებთან მისი მუშაობის რამდენიმე გზას.

როგორ შეგვიძლია მშობლებთან მუშაობა? რა არის თქვე-


ნი მთავარი რჩევები?
პირველი საკითხი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ, ეხება იმას, თუ რამ-
დენად მიმღებია დაწესებულება. აქვს თუ არა მშობლების ოთახი?
მშობლებისთვის განკუთვნილი ბროშურები? მიმართავთ თუ არა მათ
სახელებით? როგორ ესაუბრებით მშობლებს?
სახელების გამოყენება მართლაც საინტერესოა, თქვენი მიდ-
გომა ყოველთვის ითვალისწინებდა სახელებით მიმართვას. მახ-
სოვს, როცა დირექტორი იყავით, ყველა გიცნობდათ, როგორც
ედს. რა აზრი იდო ამაში?
ამაში არის რაღაც, რაც საზღვრებს ამცირებს და განაიარაღებს.
ადამიანების უმეტესობას ღრმა ემოციური მოგონებები აქვს მასწავ-
ლებლებსა და დირექტორებთან დაკავშირებით და ისინი ყოველთ-
ვის კარგი არაა. ნებისმიერ რამეს, რაც აძლიერებს ამას, მაგალი-
თად, „ბატონო ასე და ასე...“ ჩვენ აღარ ვიყენებთ ყოველდღიურ
ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც წესი, ადამიანებს სახელით მივმართავთ.
ოფიციალური ენა შეიძლება სკოლის პერიოდის ექოსავით ჟღერდეს,
რაც ყოველთვის არ წარმოადგენს ბედნიერ მოგონებას, ამიტომ მისი
დამსხვრევა სასარგებლოა. ეს ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ძალიან
სასარგებლო იყო, რადგან ნაკლებად ფორმალურ გარემოს ქმნიდა.
რას გულისხმობთ „მშობლების ოთახში“?
მშობლების ოთახი, თუ ამის შესაძლებლობა და სივრცე გაქვთ,
თუმცა ბევრს არ აქვს სივრცე ამისთვის, არის ადგილი, სადაც შეგიძ-

248
მშობლებთან ურთიერთობა

ლიათ, ხმაურისგან მოშორებით დასხდეთ. ის ხშირადაა გასახდე-


ლებთან ახლოს, ან გარე სივრცეში, ცენტრალური შემოსასვლელის
წინ. იქონიეთ სკამი, სადაც შეგეძლებათ მშვიდი საუბრების მოწყობა,
როცა ოფისში არ იბარებთ მშობლებს. ეს არის ოდნავ განცალკევე-
ბული, ზრდასრულთათვის განკუთვნილი სივრცე, მაგალითად, აქვს
ნორმალური სიმაღლის სკამები. როცა დირექტორი ვიყავი, სკამებს
სათამაშო მოედნებზე ვდგამდით. მსურდა არამარტო ბავშვებისთვის
შემექმნა სასწავლო გარემო, არამედ მშობლებისთვის. ჩვენ შევქმე-
ნით სასაუბრო სივრცეები, სათამაშო მოედნების გარშემო სკამების
ჩადგმით.
მშობლების ოთახი მათი მიღების თემას ეხება. შემდეგ როგორ
იწყებთ მშობლებთან ურთიერთობების დამყარებას?
წაახალისეთ ადამიანები, დატვირთულ დღეებში შემოიარონ,
მაგრამ ასევე უპრობლემოდ შეეძლოთ მოსვლა მაშინ, როცა სივრ-
ცე ცარიელია, რადგან ბევრი ადამიანი ნერვიულობს და მათ უფრო
უადვილდებათ, როცა სიცარიელეა. შემდეგი საკვანძო თემაა სახლში
ვიზიტები. ეს ახდენს ურთიერთობისა და ნდობის დემონსტრირებას.
სიმბოლური აქტია, როცა ვინმე საკუთარ სახლში გიწვევთ. ბევრი
ოჯახისთვის, ერთადერთი, ვინც მათ სახლს ოფიციალური სტატუსით
სტუმრობს, სოციალური მუშაკები არიან, შესაძლოა, პოლიცია ან ჯან-
დაცვის მუშაკები. როგორც პედაგოგები, თქვენ კეთილმოსურნე ოფი-
ციალური ჯგუფი ხართ, რომელთაც შეუძლიათ სახლში შესვლა. ეს
ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ასოციაციურად დაგაკავშირებთ სახლთან,
რაც კარგია. ჩვენ ყოველთვის წყვილში ვსტუმრობდით: ერთი პრაქ-
ტიკოსი იყო ზრდასრულთან, მეორე კი ‒ ბავშვთან. ხშირად ბავშვი ამ-
ბობს: „წამოდი, ჩემი საძინებელი ნახე“. პრაქტიკოსი გადაამოწმებს
მშობელთან და თუ ყველაფერი რიგზეა, ავა ზემოთ და ნახავს ბავშვის
ოთახს, შეამჩნევს რომელია მისი საწოლის გადასაფარებელზე მულ-
ტმის გმირებია გამოსახული. შემდეგ ამით უკვე შეგიძლიათ ეკონტაქ-
ტოთ ბავშვს, როცა სკოლაში დაბრუნდება. ასევე, მანამ, სანამ ზემოთ
თამაშობენ და საძინებელს ათვალიერებენ, მეორე პრაქტიკოსს შე-
საძლებლობა ეძლევა, მეტი რთული შეკითხვა დაუსვას მშობელს. ასე

249
მშობლებთან ურთიერთობა

ამყარებთ ურთიერთობას ბავშვსა და მშობელთან. სახლში ვიზიტები


ასევე კარგი საშუალებაა ოჯახის ემოციური ატმოსფეროს განსაზღვ-
რისთვის, რაც ძალიან რთული დასაჭერია. ზოგი ოჯახი მატერიალუ-
რად წარმატებულია, მაგრამ ემოციურად წარუმატებელი. ეს ჩემთვის
თვალშისაცემი მომენტი აღმოჩნდა. შევამჩნიე, რომ სახლში ვიზიტებს
შეეძლოთ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ცრურწმენები და წინას-
წარი განწყობები: მიდიოდი პირველი შეგრძნებით, უხეშ ან შეზღუდუ-
ლი შესაძლებლობების მქონე გარემოში, მაგრამ ხშირად აღმოაჩენ-
დი, რომ ამ ბავშვებს ძალიან მოსიყვარულე და დიდი ოჯახი ჰყავდა,
რომ მათ გარშემო ბევრი ხალხი იყო. ამის საპირისპიროდ, მიდიოდი
სხვა ადგილას, რომელიც ძალიან მაღალი დონის და სუფთა ჩანდა,
ჰქონდათ ბევრი რამ, მაგრამ გარემო არ იყო კომფორტული და მო-
სიყვარულე. ადამიანები სახლში ისეთ თემებზე საუბრობენ, რაზეც
სხვაგან არსად ისაუბრებენ. ადამიანები აღნიშნავენ: „ეს ბებიაა“, ან
„ეს კატაა“, „ოთახში ნესტი გვაქვს“, ან „ბაღი არ გვაქვს“. თქვენც
ასე, უბრალოდ შეგიძლიათ საუბრის დაწყება. ადამიანებთან ბევრად
ბუნებრივი საუბრები გექნებათ მათ საკუთარ სახლებში.
როგორც პედაგოგი, ფიქრობთ, რომ სახლში ვიზიტი გვეხმარე-
ბა ბავშვისა და მისი ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდი-
ლების შესახებ სრული სურათის მიღებაში?
დიახ, ჩვენ ვიღებთ სრულ სურათს ბავშვზე, მის ძლიერ მხარეებსა
და განვითარების საჭიროებებზე. ასევე, შეძლებთ გაიგოთ, რომელია
მათი საყვარელი წიგნი ან სათამაშო. მეორე მხრივ, შეიძლება გქონ-
დეთ შეგრძნება, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან და აცადოთ ცოტა-
ოდენი ტირილი. ან როდესაც ბაღში მოსვლისას დედა ამბობს: „არა,
მე მივდივარ“ და ტოვებს ბავშვს, თქვენ მეტი იცით მასზე და ხვდებით,
ეს ნორმალურია თუ არა. ან შეიძლება იფიქროთ: „არა, ეს არ არის
სწორი“ და შესთავაზოთ დედას, დარჩეს კიდევ ხუთი წუთით. თქვენ
შეგიძლიათ მეტი ნიუანსის გათვალისწინება, რადგან მეტი ცოდნა
გაქვთ. ეს ასევე კარგია, რადგან როგორც გუნდს, უფრო კარგად გეს-
მით ამ საზოგადოების. თქვენ შემდეგ პროფესიული საუბრები გაქვთ,
თუ რა ნახეთ და გაიგონეთ, რა ხდებოდა საზოგადოებაში, რომელსაც

250
მშობლებთან ურთიერთობა

ემსახურებით. ასევე, ვიზიტებზე სიარულით ეცნობით მარშრუტს, რომ-


ლითაც ბავშვები მოდიან სკოლაში. ხშირად, პერსონალი სკოლაში
და დღის ბოლოს უკან მანქანით გადაადგილდება. მათ არ იციან ად-
გილობრივი ქუჩები, ბილიკები, ხეები და პარკები. ვიზიტებზე სიარუ-
ლისას თქვენ სრულ სურათს იღებთ ამ საზოგადოებაზე.
ყოველთვის გვხვდება ოჯახები, რომლებსაც არ სურთ ჩართუ-
ლობა. შეიძლება მათი სკოლის დროინდელი გამოცდილება ნე-
გატიური იყო, ან შეიძლება იმდენი სხვა პროფესიონალია ჩარ-
თული, რომ ეს მეტისმეტად ეჩვენებათ. რას გვირჩევდით ამის
შესახებ?
ზოგიერთ ოჯახს თქვენი მხრიდან შეუპოვრობა სჭირდება. გვქონდა
სირთულეები, როცა საქმე ეხებოდა ბავშვებს, რომლებიც სხვა და-
წესებულებიდან გადმოვიდნენ და ძალიან ეშინოდათ მშობლებთან
რაიმეს აღნიშვნის. მესმის რატომაც, ზოგიერთი მშობელი ძალიან სა-
შიში ჩანდა, მაგრამ ვინმეს უნდა შეძლებოდა, მისულიყო მათთან და
გაემართა რთული საუბრები. ამითაა კარგი სახლში ვიზიტები, თქვენ
უკვე გექნებათ გამართული მხიარული საუბრები. შეარჩიეთ მომენტი,
დაიწყეთ პოზიტიური ამბებით. თუ რაიმე პრობლემაა, ჯერ მხიარული
რამ თქვით. ასევე, ჩვენ ვიყენებდით ფრთხილ ენას, მაგალითად: „შე-
ვამჩნიეთ, რომ...“ ან „ოდესმე შეგინიშნავთ, რომ...?“ ეს ასევე ეხება
ბავშვის ნაცვლად მის ქცევაზე საუბარს. ჩვენ, როგორც გუნდი, ხში-
რად ვიყენებდით „მე შევნიშნე“ ფრაზას, რადგან ეს ახდენს დეპერ-
სონალიზაციას. ჩვენ შეიძლება ვთქვათ: „როგორც გუნდმა, შევნიშ-
ნეთ, რომ ჯონი მოხიბლულია ნიჟარასთან თამაშით. ამას სახლშიც
აკეთებს? ან: „შევნიშნეთ, რომ მას უყვარს ნივთების სროლა. ამას
პარკშიც აკეთებს?“ ბებია-ბაბუებსაც შეუძლიათ სარგებლის მოტანა,
რადგან ხშირად ისინი ბევრ რამეს ამჩნევენ მოყვანა-წაყვანის დროს.
ზოგჯერ ისინი სიხარულით ერთვებიან კომუნიკაციაში და საკუთარ
მოსაზრებებს გვიზიარებენ.
ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ოჯახებთან მფარველის როლი
არ მოვირგოთ. საკმაოდ რთულია ამის გაკეთება, მაგრამ უნდა გვეს-
მოდეს, რომ ისინი კარგად იცნობენ საკუთარ შვილს, ჩვენ კი ერთი

251
მშობლებთან ურთიერთობა

სული გვაქვს, მეტი გავარკვიოთ მათი ბავშვის შესახებ. ამის თქმა


გულწრფელად და არა მფარველობითი ფორმით, მთელი ხელოვნე-
ბაა. დაწესებულებაში ბავშვის მოსვლის ადრეული დღეებიდანვე მიზ-
ნად დაისახეთ, რაიმე აღმოაჩინოთ მის შესახებ, ან გადაუღეთ ფოტო,
როცა რამეს აკეთებს, შემდეგ კი მშობელს უკუკავშირი მიეცით. ყველა
მშობელს სურს იმის ცოდნა, რომ მის ბავშვს აფასებენ, რომ ის გა-
მორჩეული ინდივიდია.
ჩემი ბოლო მოსაზრება: ძალიან მიყვარდა ამანათების დაგზავნა.
ბავშვებს ციფრულ ფოტოებს ვუღებდი და მათ ბავშვის ნახატის უკან,
რამდენიმე სათაურთან ერთად ვათავსებდი, შემდეგ კი ფოტოასლს
ყველა მშობელს ვუგზავნიდი. ციფრული ასლები ქრება, მაგრამ ქა-
ღალდის ასლი რჩება. მას ბავშვებიც უყურებენ და მშობლებიც. ეს სა-
ბაზისო და მარტივი გზაა იმ საყვარელი რამეების გასაზიარებლად,
რასაც ვაკეთებთ. ეს უზრუნველყოფს ადამიანების ჩართულობას და
ეხმარება მათ, თავი იგრძნონ საბავშვო ბაღის ან სკოლის საზოგადო-
ების ნაწილად.

მშობელთა შეხედულებები

ამ თავის დასასრულს ვესაუბრე მშობელთა ჯგუფს და ვკითხე, რის


ცოდნა მოესურვებოდათ საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ,
რაც დაეხმარებოდათ შვილების ადაპტაციაში. აი, რამდენიმე პასუხი:
▶▶ საუბარი მშობლისა და შვილის სეპარაციაზე და რჩევები, როგორ
დავეხმაროთ ბავშვს სახლში
▶▶ რჩევა და იდეები სახლის რუტინებზე, რომლებიც დაეხმარებათ ბა-
ღის ან სკოლის დაწყებაში
▶▶ რჩევები იმის შესახებ, თუ რა გავაკეთოთ, როცა ბავშვს არ სურს
სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასვლა და ბავშვის სეპარაციის
შფოთვის შესახებ
▶▶ იმის თქმა, რომ დღის ბოლოს, სახლში ბავშვი შეიძლება მოდუნე-
ბული იყოს, რომ ეს ნორმალურია და უკავშირდება ბავშვის გადაღ-
ლას ყველაფერი იმისგან, რაც აკეთა დღის განმავლობაში

252
მშობლებთან ურთიერთობა

▶▶ იმის შეხსენება, რომ სკოლა განსხვავებულია. მაშინაც კი, თუ ბავშ-


ვი მთელი დღითაა საბავშვო ბაღში, სკოლის გამოცდილება განსხ-
ვავებულია და ბავშვები შეიძლება პირველი სემესტრის, ზოგჯერ კი
პირველი წლის განმავლობაში განსაკუთრებით დაიღალონ.
▶▶ იდეები, როგორ ვესაუბროთ ბავშვს დღის ბოლოს მათი განვლილი
დღის შესახებ, ზედმეტი კითხვების გარეშე.
▶▶ რჩევები, როგორ შევუქმნათ ბავშვებს სივრცე, სადაც გვეტყვიან,
რამე ისე თუ არ არის, ან რამეზე თუ წუხან.
▶▶ გვითხარით, რომ ნორმალურია, თავს მარტოსულად და სევდი-
ანად ვგრძნობდეთ, როცა ბავშვი სკოლას იწყებს.
▶▶ თუკი სკოლა ერთ-ორ ხაზს დაწერდა ხოლმე იმის შესახებ, თუ რას
აკეთებდნენ იმ დღეს, ჩემს შვილს ამაზე გავესაუბრებოდი.
▶▶ რეგულარულად ცნობების მოწოდება დაგვეხმარებოდა, მეტი
გვცოდნოდა იმაზე, რაც ხდება, სხვაგვარად, უცხოობის განცდა
მაქვს და არ ვიცი, რას აკეთებენ.
▶▶ როცა პერსონალმა იცის ჩემი შვილის სახელი და მისი ინტერესები
და მაჩვენებენ, რომ ბავშვზე ზრუნავენ და უყვართ, ეს უდიდეს გან-
სხვავებას ქმნის, როცა ამას ვხედავ, ვგრძნობ, რომ მათი ნდობა
შემიძლია.

ეს კომენტარები ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ისინი მახსენე-


ბენ, რომ საბავშვო ბაღში ან სკოლაში ტრანზიცია უდიდესი მოვლენაა
როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. ვიცი ბევრი სკოლა
და ბაღი აწყობს მშობელთა ინფორმირების სესიებს ან მშობელთა სა-
ღამოებს, ინფორმაციის გასაზიარებლად. თუმცა, ამ კომენტარებიდან
ჩემთვის გამოიკვეთა, რომ მშობლებს ძირითადად სურთ მიმართულე-
ბის მიცემა, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ შვილებს. არა იმდენად
ფორმალობები ან სკოლის უნიფორმა, განრიგები, ან ის, თუ რას აკეთე-
ბენ ბაღებსა თუ სკოლებში, არამედ უფრო მეტად რჩევები და ინფორ-
მაცია, რა გააკეთონ მაშინ, თუკი მათ შვილს გაუჭირდება ადაპტაცია ან
პრაქტიკული იდეები, როგორ წარმართონ დღის ბოლო, როცა ბავშვი
დაღლილია. ვიცი, ზოგიერთი პრაქტიკოსი ამას საკუთარ მოვალეობად

253
მშობლებთან ურთიერთობა

არ მიიჩნევს ‒ რომ ეს უფრო საგანმანათებლო რჩევებია ‒ მაგრამ


ვგრძნობ, ჩვენი, როგორც ადრეული განათლების პრაქტიკოსების საქ-
მეა, შეგვეძლოს გარკვეული მოსაზრებებისა და რჩევების შეთავაზება.
იქნებ საბავშვო ბაღები დაფიქრდნენ ამაზე და შესთავაზონ გარკვეული
რეკომენდაციები, სანამ ბავშვი დატოვებს ბაღს. იქნებ საბავშვო ბაღებ-
მა და სკოლამ ერთობლივად შექმნას ბროშურა, რომელიც საკვანძო
რჩევებს მისცემს მათ, როგორიცაა რუტინის იდეები, ბავშვის სახლში
დაბრუნების შემდეგ (რადგან ისინი ძალიან დაღლილები იქნებიან) ან
ბავშვის მხარდაჭერის სტრატეგიები, როცა დილას არ სურთ თქვენი
დატოვება.

დასკვნა

თუკი შევძლებთ მშობლებთან ნდობით სავსე ურთიერთობის დამყა-


რებას, ეს უდიდეს დახმარებას გაუწევს ბავშვს, მშობლებსა და დაწე-
სებულებას. მიუხედავად იმისა, რომ ამას ზოგჯერ მეტი დრო და ძა-
ლისხმევა სჭირდება, სარგებელი გაცილებით აჭარბებს ნებისმიერ
პოტენციურ ნეგატივს ან დროის პრობლემას. ღირს, როგორც გუნდმა,
დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ ვიმუშაოთ მშობლებთან,
გავიაზროთ შესაძლო ცვლილებები. გაიგეთ მშობლებისგან, რა იყო
მათთვის სასარგებლო, როცა მათმა შვილმა თქვენს დაწესებულებაში
დაიწყო სიარული, რა მხარდაჭერა სჭირდებოდათ ან რა ტიპის ინფორ-
მაციას მიიჩნევდნენ სასარგებლოდ. კარგი იქნებოდა მშობლებისგან
იმის გარკვევაც, როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს დაწესებულე-
ბას მათთან. ჩვენ ხშირად ვაწყობთ მშობელთა ერთსა და იმავე ტიპის
შეხვედრებს ან ვიძლევით ბროშურებს ან ვდგამთ საჩვენებელ დაფებს
ისე, რომ არ ვეკითხებით, სასარგებლოა თუ არა ეს მშობელთა ამ ჯგუ-
ფისთვის. ჩვენ ჩვენი საქმიანობა უნდა მოვარგოთ ბავშვების იმ ჯგუფს,
რომლებთანაც ვმუშაობთ და იგივე ეხება მათ მშობლებთან ჩვენს ერ-
თობლივ მუშაობასაც.

254
მშობლებთან ურთიერთობა

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


PACEY (Professional Association for Childcare and Early Years) (2009–2021) Spot-
light on … Working in Partnership with Parents Available at www.p acey.org.
uk/working-in-childcare/spotlight-on/partnerships-with-parents/
Pen Green Centre for Children and Their Families (2021) Avaialble at www.pen-
green.org
Whalley, M. (2017) Involving Parents in Their Children’s Learning: A Knowledge
Sharing Approach. London: SAGE Publishing.

255
12 ზრდასრულთა
კეთილდღეობა

კეთილდღეობის თემა მზარდ პოპულარობას იძენს. როცა პირველად


დავწერე წიგნები პერსონალისა და ბავშვების კეთილდღეობის შესახებ
(Mainstone-Cotton, 2017ა, 2017ბ), ამ თემაზე ჯერ მხოლოდ იწყებდ-
ნენ საუბარს და შეზღუდული რაოდენობის წიგნები არსებობდა. ახლა
იმ დროში ვცხოვრობთ, რომელშიც კეთილდღეობა უკეთ ესმით და
სხვადასხვა სექტორში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი განიხილავს
ამ თემას. ვფიქრობ, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია: ამ სა-
კითხზე იწერება რეგულაციები და მას მეტ ყურადღებას ვუთმობთ. თუმ-
ცა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ყურადღება ეთმობა ‒ განსაკუთრე-
ბით, როცა ცნობილი სახეები ამაზე ბევრს საუბრობენ და წერენ ‒ მაინც
არსებობს იმის საფრთხე, რომ კეთილდღეობა მიიჩნიონ არასერიოზუ-
ლად, ფუფუნებად ან მოდად.
ამ თავში განხილულია, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კე-
თილდღეობაზე ისე, რომ შემდეგ შევძლოთ იმ ბავშვების კეთილდღე-
ობაზე ზრუნვა, რომლებთანაც ვმუშაობთ. ეს ყველასთვის მნიშვნელო-
ვანია. ეს არ არის ფუფუნება და არც უაზრო ქმედება და აუცილებელია
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ სოციალური, ემოციური და
ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშვებთან. ისტო-
რიები, რომლებსაც ბავშვების ცხოვრების შესახებ ვისმენთ, ზოგჯერ კი
ქცევები, რომლებსაც აღმოვაჩენთ, წარმოუდგენლად სტრესული შეიძ-
ლება იყოს.
ლუის ბომბერი (Bombèr, 2007) საუბრობს, თუ როგორ შეგვიძლია
გავუმკლავდეთ მეორეულ სტრესს ‒ სტრესს, რომელსაც ვიღებთ სხვე-

256
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ბისგან ‒ და ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულად რელევანტურია ჩვენს


საქმიანობაში სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებების მქონე ბავშვებთან. დღის ან კვირის ბოლოს, როცა დაძა-
ბულობას ვგრძნობთ, დახმარების გაწევა შეუძლია შემდეგ შეკითხვას:
„ეს ჩემი სტრესია თუ სხვა პიროვნების?“ ამ თავში გაგიზიარებთ იდეებ-
სა და მიმდინარე კვლევებს კეთილდღეობის შესახებ. კეთილდღეობის
კვლევებმა ძალიან იმატა ბოლო წლების განმავლობაში. ამ თავში გა-
გაცნობთ რამდენიმე ახალ აღმოჩენას. ასევე, გაგიზიარებთ რამდენიმე
ისტორიას: როგორ ვისწავლე, რეალურად მიმექცია ყურადღება საკუ-
თარი კეთილდღეობისთვის, როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში და
როგორ ვეხმარები ჩემს თანამშრომლებს, ყურადღება მიაქციონ საკუ-
თარ კეთილდღეობას.

სტრესი

ყოველთვის, როცა კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, გვჭირდება სტრესის


ხსენებაც, რადგან ის უმთავრესი რამაა, რაც უზარმაზარ ზეგავლენას ახ-
დენს ჩვენს კეთილდღეობაზე. ჩვენ, ყველანი, განვიცდით სტრესს და ეს
აუცილებლად ცუდი არაა. ჩვენ ის გვჭირდება ცხოვრებაში, რათა დილით
ავდგეთ საწოლიდან, წავიდეთ სამსახურში და გვქონდეს წინ სვლის მო-
ტივაცია. სირთულე მაშინ ჩნდება, როცა სტრესი დომინირებას იწყებს ან
ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და
ურთიერთობებზე. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ, ყველანი, სტრესს სხვა-
დასხვანაირად განვიცდით და რასაც ერთი ადამიანი წარმოუდგენლად
სტრესულად მიიჩნევს, მეორისთვის ის მოტივაციის წყაროს წარმოად-
გენს. ყველას გვჭირდება სტრესთან საკუთარი ურთიერთობის გარკვე-
ვა და ჩვენს სხეულში ტრიგერებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების
შესწავლა. ეს ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებული იქნება. არ ვთვლი,
რომ დიდ ბრიტანეთში კარგად გამოგვდის საუბარი იმაზე, თუ როგორ
შეგვიძლია საკუთარ სხეულსა და გონებაში სტრესის ამოცნობა.
ახლა ბევრს ვსაუბრობთ სტრესზე. ის ერთგვარ მოდურ ტერმი-
ნად იქცა ‒ ჩვენ უბრალოდ ვამბობთ სიტყვას მასზე დაუფიქრებლად,

257
ზრდასრულთა კეთილდღეობა

მაგრამ მაინტერესებს, რამდენმა ჩვენგანმა იცის რეალურად, როგორ


გვეუბნება ჩვენი სხეული, რომ სტრესშია? ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის
განსაზღვრა, როგორ გვანიშნებს საკუთარი სხეული, რომ სტრესში
ვართ. ეს ყველასთვის განსხვავებულია. ჩემთვის ჩემი სხეულის გამაფ-
რთხილებელი ნიშნებია ყბის დაჭიმვა, ზედაპირული სუნთქვა, მხრებისა
და კისრის ტკივილი, რაც იწვევს თავის ტკივილს და ზოგჯერ, შაკიკ-
საც. როგორც კი შევამჩნევთ, რომ სხეული სტრესის შესახებ გვაფრ-
თხილებს, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პროაქტიულები და ყველაფერს
თავისი ადგილი მივუჩინოთ საკუთარი თავის დასახმარებლად.
მრავალი წლის წინ, როცა ჩემი უმცროსი ქალიშვილი ჩვილი იყო,
სამსახურში დავბრუნდი. ჩემი სამუშაო საკმაოდ რთული გახლდათ და
ჟონგლიორობა ჩვილით, ახალფეხადგმული ბავშვითა და სტრესული
სამუშაოთი, არც ისე კარგად გამომდიოდა. სტრესი იზრდებოდა და არც
მისი იდენტიფიცირება ვიცოდი და არც ის, თუ როგორ გავმკლავებო-
დი მას. უფროსისგან წნეხში ვგრძნობდი თავს და გამუდმებით მეგონა,
რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. არც შვილებთან და არც სამსახურ-
ში არ მქონდა ეფექტურობის განცდა. ამან კრიზისულ წერტილს მიაღ-
წია, როცა თავის საშინელი ტკივილი დამეწყო და ექიმთან მივედი, მან
კი დაუყოვნებლივ გამგზავნა საავადმყოფოში, რადგან იფიქრა, რომ
თავის ტვინის სიმსივნე მქონდა. ბევრი სკანირებისა და ანალიზის შემ-
დეგ, აღმოჩნდა, რომ ეს სტრესთან დაკავშირებული ტკივილები იყო.
როცა თავის ტკივილები შეწყდა და სამსახურში დავბრუნდი, მახსოვს,
მანქანის მართვისას, როგორ გადავწყვიტე, რომ არასოდეს მივცემდი
უფლებას სამსახურის სტრესს, ხელახლა გამოეწვია ჩემი ავადმყოფო-
ბა. იმ მცირე დროის განმავლობაში, როცა სავადმყოფოში ვიყავი, მახ-
სოვს, როგორ ცხადად ვგრძნობდი, რომ ჩემს შვილებს ვჭირდებოდი
და რომ ამაში ხელს ვერაფერი შემიშლიდა.

როგორ მოქმედებს სტრესი ორგანიზმზე

ბევრი რამ მოქმედებს ჩვენზე როგორც სტრესორი. ეს შეიძლება იყოს


სამსახური, ოჯახი, მოლოდინები, დისკრიმინაცია, ფული და კიდევ უამ-

258
ზრდასრულთა კეთილდღეობა

რავი სხვა რამ. ჩვენმა სხეულებმა ისინი შეიძლება საფრთხეებად ან


პოტენციურ საფრთხეებად აღიქვან. სტრესი ისაა, რაც ირთვება ჩვენს
გონებასა და სხეულში, როცა წავაწყდებით ამ საფრთხეთაგან რომე-
ლიმეს. წინა თავებში დავწერე, როგორ შეიძლება შევიდნენ ბავშვები
შებრძოლების, გაქცევისა და გაშეშების სტრესულ რეაქციაში, ეს ეხე-
ბათ ზრდასრულებსაც. სტრესის წყარო შეიძლება განსხვავებული იყოს,
მაგრამ რეაქცია იგივე იქნება. ჩვენი გული უფრო სწრაფად ცემს, კუნ-
თები იჭიმება, საჭმლის მონელება ნელდება და იმუნური ფუნქცია იცვ-
ლება. როცა სავსე ვართ სტრესის რეაქციით, ვიწყებთ მის შეგრძნებას
სხეულსა და გონებაში, შემდეგ ცუდად ვხდებით და გვიჭირს კონცენტ-
რირება და გადაწყვეტილებების მიღება. თუკი ჩვენი სხეული გამუდმე-
ბით სტრესს ებრძვის, ამას ჯანმრთელობისთვის სერიოზული უარყოფი-
თი შედეგების მოტანა შეუძლია.
როდესაც გამოვჯანმრთელდი, პირველად დავიწყე იმის გააზრება,
რომ სტრესს სერიოზული შედეგების გამოწვევა შეეძლო და არ მსურ-
და ამის ხელახლა განმეორება. ახლა, უკან რომ ვიხედები, ვხვდები,
რომ რეალურად არც მესმოდა, რა იყო სტრესი და კეთილდღეობა
ან რა შეიძლებოდა გამეკეთებინა საკუთარი თავის დასახმარებლად.
ერთი რამ, რაც ვიცი რომ დამეხმარა, იყო ჩემს ბაღში ყოფნა. მაშინ
მცირეოდენ მებაღეობას ვეწეოდი ‒ ორი ბავშვით დიდ დროს ვერ ვუთ-
მობდი, მაგრამ ვიაზრებდი, რომ ბაღში და ზოგადად, გარეთ ყოფნა,
მეხმარებოდა. ახლა, 20 წლის შემდეგ, სტრესთან და კეთილდღეობას-
თან მიმართებით. გაცილებით მეტი ვიცი გამოცდილებითა და კითხვით
ვისწავლე, რამდენად მნიშვნელოვანია იმის აღმოჩენა, რა გვეხმარება.
ჩემი ბაღი ისევ რჩება ჩემთვის წმინდა ადგილად, სადაც შემიძლია წა-
ვიდე და გარეთ ყოფნით მყისიერად შევივსო. ერთი საათის განმავ-
ლობაში, სარეველების ამოძირკვაში, თხრასა და დარგვაში, სრულიად
შემიძლია გადავერთო იმ ყველაფრისგან, რაც ხდება. ჩემთვის მება-
ღეობა მაინდფულნესის აქტს წარმოადგენს და განუყოფელი ინსტრუ-
მენტია ჩემი კეთილდღეობის ინსტრუმენტების ყუთში. ამ თავში, გაგი-
ზიარებთ იდეებს, თუ რა შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი კეთილდღეობის
ინსტრუმენტების ყუთში.

259
ზრდასრულთა კეთილდღეობა

შეყოვნდით

შეყოვნდით და დაფიქრდით, სტრესის შესახებ რა გამაფრთხილე-


ბელ ნიშნებს გაძლევთ ორგანიზმი. სად ჩნდება ის თქვენს სხეულში?
თქვენი პასუხი შეიძლება იგივე იყოს, რაც გაეცით მე-10 თავში (და-
მოკიდებულია იმაზე, თუ როგორ, როდის ხვდებით, რომ მოდუნება
გჭირდებათ). პასუხის გაცემა განსხვავებულადაც შეგიძლიათ.

როდესაც იმის იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომ სტრესის ზემოქმე-


დების ქვეშ ვიმყოფებით და როცა ვიცით, ეს რა არის, შემდეგ გვჭირ-
დება სტრატეგიები, რომლებიც დაგვეხმარება სტრესის შემცირებაში.
ზოგჯერ რადიკალური მოქმედებაა საჭირო ‒ შეიძლება დაგვჭირდეს
ცხოვრებაში დიდი ცვლილების განხორციელება. სხვა დროს, შეიძლება
მცირე ცვლილებები საკმარისი იყოს, მაგალითად, გამბედაობის ქონა,
რომ რაიმეზე უარის ვთქვათ, ან კვებისა თუ ძილის რეჟიმში ცვლილე-
ბების შეტანა (ორივეს განვიხილავ მოგვიანებით, ამ თავში). ზოგჯერ
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ კონკრეტულ სტრესს ვერ ავიცილებთ,
მაგალითად, თუ ჩვენი საყვარელი ადამიანი ავადმყოფობს ან მძიმე
დასასრულს ველით. როგორიც არ უნდა იყოს სტრესი, იმის ცოდნა, თუ
რა გვეხმარება მის შემცირებაში და ამის მიზანმიმართული დანერგვა,
გარკვეულ მხარდაჭერას გაგვიწევს. ხშირად, როცა სტრესული სიტუ-
აციის ცენტრში ვიმყოფებით, შეიძლება რთული იყოს პრობლემის გა-
დაჭრა და იმის მოფიქრება, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ამ დროს
შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სიის ქონა, თუ რას შეუძლია თქვენი
დახმარება. სია უნდა გააკეთოთ, მაშინ, როცა თავს მშვიდად გრძნობთ.
შეგეძლებათ შემდგომში მიმართოთ ამ ჩამონათვალს, როცა ცუდად იქ-
ნებით და რთული იქნება გახსენება. მე მაქვს ფოტოების დაფა ჩემს
სამუშაო მაგიდაზე, სადაც იმ ფოტოებსა და ნივთებს ვათავსებ, რაც მა-
ბედნიერებს და რაც მშველის მაშინ, როცა სტრესში ან უხასიათოდ ვარ.
როცა ჩემთვის ყველაფერი უკვე მეტისმეტი ხდება, ვხსნი ამ გვერდს და
საკუთარ თავს ვახსენებ, თუ რა მეხმარება.

260
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ტოპ ხუთი რამ, რაც მეხმარება სტრესის დონის შემცირებაში:


▶▶ ყოველდღიური ცურვა.
▶▶ ცივ წყალში ცურვა.
▶▶ მებაღეობა.
▶▶ ბუნებაში სეირნობა.
▶▶ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა და საუბარი.

როცა სტრესს გადაწვამდე მივყავართ

სტრესის ექსტრემალურ შედეგს გადაწვა წარმოადგენს. განათლების


სისტემაში მუშაობის პირობებში, ვიცი, რომ ბევრი მასწავლებელი და
დირექტორი გადაწვით ამთავრებს. გულწრფელად რომ ვთქვა, კოვიდ
19-ის პირობებში, ბევრად მეტი ადამიანი აღმოჩნდა მსგავს მდგომარე-
ობაში. ცოტა ხნის წინ მოვისმინე ბრენე ბრაუნის ინტერვიუს პოდკასტი
ემილი და ამელია ნაგოსკისთან (Nagoski & Nagoski, 2020) (ასევე
იხილეთ „დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები“). ემილი და
ამელია ტყუპები არიან და (მათი გამოცდილებისა და კვლევის საფუძ-
ველზე) განიხილავდნენ სტრესის, გადაწვისა და ემოციებში გაჭედვის
საკითხს. ისინი გადაწვას უკავშირებენ ემოციურ გადაღლას, ხოლო ემო-
ციურ გადაღლას ‒ ემოციებსა და სტრესის ციკლში ჩარჩენას. ამის მაგა-
ლითი შეიძლება იყოს ყოველდღე სტრესულ სამუშაოსთან დაბრუნება.
შეიძლება თავი გაჭედილად ვიგრძნოთ გაბრაზების, მწუხარებისა და სა-
სოწარკვეთილების ემოციებში, თუ ისინი მუდმივად ჩვენი გამოცდილე-
ბის ნაწილს წარმოადგენს და ჩვენ არ შეგვიძლია გამოსავლის პოვნა.
ემილი და ამელია მიიჩნევენ, რომ ჩვენ, ყველამ, უნდა დავასრუ-
ლოთ სტრესზე რეაგირების ციკლი და ეს უნდა გავაკეთოთ თითქმის
ყოველდღიურად, რადგან სტრესს უმეტესად ყოველდღიურად გან-
ვიცდით. ისინი სტრესზე რეაგირების ციკლს აღწერენ, როგორც გზას,
ნება დავრთოთ ჩვენს სხეულს, იგრძნოს, რომ საფრთხეს გადაურჩა და
ახლა უსაფრთხოდაა. ისინი გვთავაზობენ რამდენიმე საკვანძო გზას,
რომლებიც დაგვეხმარება სტრესის ციკლის დასრულებაში (Nagoski &
Nagoski, 2020):

261
ზრდასრულთა კეთილდღეობა

▶▶ ვარჯიში: აამოძრავეთ თქვენი სხეული ცეკვით, სირბილით, ველო-


სიპედით, ცურვით, სიარულით, დღეში დაახლოებით 20 წუთი, და-
გეხმარებათ.
▶▶ სუნთქვა: გამოიყენეთ ღრმა და ნელი სუნთქვითი ვარჯიშები. ისუნ-
თქეთ ღრმად ისე, რომ თქვენმა მუცელმა იმოძრაოს. სულ უფრო
მეტი კვლევა გვიჩვენებს, რომ ცხვირით ნელი სუნთქვა დაბლა
სწევს სისხლის წნევას, ამცირებს კორტიზოლს (სტრესის ჰორმონს)
და იმუნური სისტემის გადატვირთვას ახდენს (იხილეთ „დამატები-
თი ინფორმაცია და წყაროები“). მე-10 თავში მოცემული ფუტკრის
სუნთქვა ცხვირით სუნთქვის მაგალითია.
▶▶ სხვებთან კავშირი: ადამიანებთან ყოფნა და მათთან კომუნიკაცია,
თუნდაც ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ სუპერმარკეტის მოლარეს-
თან საუბარი მაღაზიიდან გამოსვლისას. მიმდინარე კოვიდ 19-ის
კრიზისში, ადამიანებისთვის სტრესის უზარმაზარ წყაროს სწორედ
სხვა ადამიანებთან კავშირის ნაკლებობა წარმოადგენდა; ვირტუ-
ალური კომუნიკაცია იგივე ეფექტის ვერ იქნება.
▶▶ სიცილი: ნამდვილი სიცილი ‒ სიცილის ის ტიპია, რომელიც მუ-
ცელს გვტკენს.
▶▶ ფიზიკური სიყვარული: ექვსწამიანი კოცნისა და ოცწამიანი ჩახუტე-
ბის იდეა. ესაა დრო, რომელიც ეხმარება სხეულს, იგრძნოს, რომ
უსაფრთხოდაა. საინტერესოა ის აზრი, რომ ციკლის დახურვას სიყ-
ვარულით შეიძლება წარმოადგენდეს შინაური ცხოველის ყოლაც,
რადგან ამასაც შეუძლია თქვენი სისხლის წნევის დაბლა დაწევა.
▶▶ ტირილი: კარგ ტირილს დახმარება შეუძლია. მას, ასევე, შეუძლია
ციკლის დახურვა. ზოგჯერ ძალიან სევდიანი ფილმის ყურებას ვირ-
ჩევ, რადგან ვიცი, რომ ბევრად უკეთ ვიგრძნობ თავს, როცა მისი
დახმარებით, კარგად გამოვიტირებ.
▶▶ შემოქმედებითი ჩართულობა: ლექსების წერა, ხატვა, ქანდაკებე-
ბის კეთება, ინსტრუმენტებზე დაკვრა. საუკუნეების განმავლობაში,
ვხედავდით, როგორ ერკვეოდნენ ხელოვანები საკუთარ გრძნო-
ბებსა და ემოციებში და მათ შემოქმედებით გამოხატვაში. ამასაც,
ასევე, შეუძლია სტრესის ციკლის დახურვა.

262
ზრდასრულთა კეთილდღეობა

შეყოვნდით

ცოტათი ადრე ამ თავში გთხოვეთ, დაფიქრებულიყავით, როგორ


ჩნდება სტრესი თქვენს სხეულში. ახლა მოგიწოდებთ, შეყოვნდეთ და
დაფიქრდეთ, რა გეხმარებათ სტრესის ციკლის დახურვაში. არის მო-
ცემულ სიაში იდეები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებდით?

იპოვო რაღაც საშენო

როდესაც კეთილდღეობის განხილვა ხდება, რამდენიმე ძირითადი


საკითხი ყოველთვის აღინიშნება (სტრესის პარალელურად): კარგი
კვება, ვარჯიში, საკმარისი ძილი, მაინდფულნესი და სიხარულის განც-
და. ბევრი ჩვენგანისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის კარგი რუ-
ტინისა და რიტმის ქონა საკვანძო მნიშვნელობისაა. ჩვენი დამხმარე
და სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯები მოიცავს კარგ პრაქტიკებს,
როგორებიცაა კარგი კვება, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ან
ამოღება, ვარჯიში, საკმარისი ძილი, მაინდფულნეს პრაქტიკები, სა-
კუთარი თავის სიყვარულსა და შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე
დაკვირვება. თუმცა, ამხელა ინფორმაციის ფონზე, შეიძლება ფოკუსი
გაგვიჭირდეს იმაზე, თუ ვის მოვუსმინოთ, სად წავიდეთ. ჩვენ ყველამ
უნდა ვიპოვოთ რაღაც საჩვენო. უნდა აღმოვაჩინოთ ხმები, რომელ-
თა მოსმენაც გვინდა, ვარჯიში, რომელიც ჩვენთვის მუშაობს, საკვე-
ბი, რომლის ჭამაც შეგვიძლია და დღის რიტმი, რომელიც გვავსებს.
აქ მოკლედ შევეხები რამდენიმე ასეთ თემას და დავუკავშირებ ადა-
მიანებსა და კვლევებს, რომლებიც ვფიქრობ, სასარგებლო იქნება. ამ
თემებში ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ბევრი რამ მაქვს წაკითხული და
აღმოვაჩინე ის ადამიანები, ვისი ნდობა და ვისგან სწავლაც შემიძლია.
თქვენ შეიძლება საკუთარი სანდო პიროვნებები გყავდეთ, მაგრამ იმ
შემთხვევაში, თუ ეს ასე არ არის, აქ ჩემსას გაგიზიარებთ.

263
ზრდასრულთა კეთილდღეობა

კარგი კვება

ესაა განვითარებადი სფერო, რომელსაც ახლა ბევრი იკვლევს და აკ-


ვირდება. კავშირი ჩვენს გონებასა და სხეულს შორის და ის, თუ რა
გავლენის მოხდენა შეუძლია საკვებსა და სასმელს ამ კავშირზე, სულ
უფრო მეტად აღიარებული ხდება. ვიცი, ბევრი საუბრობს ამ თემაზე
და ზოგჯერ რთულია მიხვდე, ვის მოუსმინო: ვინ საუბრობს მეცნიერუ-
ლი გადმოსახედიდან, ვინ აკეთებს (სავსებით გულწრფელად) საეჭვო
ბმებს. ბევრი ადამიანი ქმნის პოდკასტებს, წერს წიგნებსა და ბლოგებს,
რითიც სხვადასხვა პროდუქტს ყიდიან კვებისა და ნუტრიციოლოგიის
შესახებ. თუ გადაიღალეთ და გზის გაკვლევა გიჭირთ, თქვენ მარტო
არ ხართ ‒ ეს სფერო ბევრისთვის ძალიან დამაბნეველი შეიძლება აღ-
მოჩნდეს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ორი ექიმი აღმოვაჩინე,
რომლებსაც აქვთ წიგნები და პოდკასტები: დოქტორი რანგან ჩატერჯი
და დოქტორი რუპი აულა (Chatterjee, 2018; Spotify, 2020; The Doc-
tor’s Kitchen, 2021). ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ორივე პრაქ-
ტიკოსი ექიმია და სამედიცინო და მეცნიერული სფეროდან მოდიან,
საკუთარ პოდკასტებში ინტერვიუებს სხვადასხვა ექსპერტთან წერენ.
დოქტორი რუპი დაინტერესებულია საკვებით და იმით, თუ როგორ
გვეხმარება ის სამედიცინო თვალსაზრისით. მას ჰქონდა სატელევი-
ზიო კულინარიული შოუები, დაწერილი აქვს რამდენიმე კულინარიული
წიგნი და დამატებით აქვს პოდკასტიც. დოქტორი რანგანი სტრესის
თემის სპეციალისტია და განიხილავს გზებს, თუ როგორ შეგვიძლია
სტრესის დროს საკუთარი თავის დახმარება, დიეტის, ვარჯიშისა და
ჩვენი გონების მეშვეობით. მათ ორივე წიგნს კარგად ვიყენებდი, მაგ-
რამ განსაკუთრებით მომწონს დოქტორი ჩატერჯის (2018) სტრესიდან
გამოსავალი. მას მე დროდადრო ვუბრუნდები, იმდენად, რომ თითო
ეგზემპლარი ჩემს ორივე ქალიშვილს ვუყიდე!

264
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ვარჯიში

ეს ის სფეროა, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკუთა-


რი რამის პოვნა. ზოგისთვის სიტყვა „ვარჯიში“ არაადეკვატურ, საშიშ
შეგრძნებას იწვევს და შეიძლება ცუდი მოგონებებიც აღძრას სკოლის
პერიოდიდან. სხვებისთვის, ეს შეიძლება იყოს აქტივობა, რომელსაც
ყველაზე მეტი სიხარული მოაქვს. უკანასკნელ რვა წლამდე, მეც პირ-
ველ კატეგორიაში მოვიაზრებდი თავს, ვარჯიშის იდეაც კი მძულდა ‒
სირბილი თავს მატკიებდა, ველოსიპედიდან ბევრჯერ ვარ გადმოვარ-
დნილი, მაქვს დისპარქსია ‒ ასე რომ, ვარჯიშის ნებისმიერი ფორმა,
რაც გულისხმობს დაჭერას, სროლას, ან ზოგადად, კარგ კოორდინა-
ციას, ჩემთვის მიუწვდომელია, მაგრამ კარგად ვიტანდი ცურვას, ასე
რომ, გადავწყვიტე, საკუთარ ცხოვრებაში თავად ამერჩია ფიტნეს გზა
და ადგილობრივ აუზზე, დილის პერიოდში, კვირაში ხუთი დღით ცურვა
ავიღე. დაახლოებით ორი თვე დამჭირდა მისაჩვევად და ექვსი თვის
თავზე მივხვდი, რომ მიყვარდა. უკვე რვა წელი გავიდა და მე აბსოლუ-
ტურად მიჯაჭვული ვარ მასზე. ლოქდაუნი ფიზიკურადაც და ფსიქიკურა-
დაც მტკივნეული იყო, რადგან ყოველდღე ცურვა აღარ შემეძლო. ძა-
ლიან მენატრებოდა. (გულწრფელი რომ ვიყო, ის უფრო მენატრებოდა,
ვიდრე ხალხის ნახვა). როცა ამას ვწერ, აუზზე უკვე დაბრუნებული ვარ,
ყოველ დილას 6:30 საათზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 30
წუთიანი ცურვით. ახლახან შესრულდა რვა კვირა, რაც დავბრუნდი და
ვერც კი გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ, რომ ყოველ სამუშაო
დღეს ცურვა შემიძლია. ეს 30 წუთი ჩემი დროა, როცა მხოლოდ კი არ
ვვარჯიშობ, არამედ ყველაფერს ვამუშავებ, რაც თავშია, ან მთლიანად
ვთიშავ გონებას. შემიძლია აუზში სრულიად უხასიათოდ ჩავიდე და 30
წუთის შემდეგ ის დაწყნარებულმა და მშვიდმა დავტოვო.
სამი წლის წინ აღმოვაჩინე, როგორ მაბედნიერებდა ღია სივრცე-
ში ცურვა. მივხვდი, რომ ცივი წყალში ცურვის გამოცდილება მომწონ-
და. ეს ნაწილობრივ უკავშირდება მენოპაუზის გამოცდილებას, როცა
უეცრად ცივი წყლის იდეა საშიშად საერთოდ აღარ მომეჩვენა. ბოლო
რამდენიმე წლის განმავლობაში მთლიანად მოვიხიბლე ცივ წყალში

265
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ცურვის იდეით. სანაპიროზე რომ ვცხოვრობდე, მთელი წლის განმავ-


ლობაში, ყოველდღე ვიცურებდი ზღვაში, მაგრამ რადგან არ ვცხოვ-
რობ, ამის ნაცვლად ვცურავ მდინარეში, ტბაში და როცა შემიძლია,
მივემგზავრები ზღვის ნაპირზეც. ცივ წყალში თვეში ორჯერ ან სამჯერ
ვცურავ ხოლმე, ხშირად მეტჯერაც. საბედნიეროდ, ჩემი ქმარიც და-
ვარწმუნე, რომ ცივ წყალში ცურვა კარგია და ახლა დღესასწაულებსა
და ხანმოკლე მოგზაურობებს წყლის გარშემო ვაწყობთ. გასულ წელს
მთელი ზამთრის განმავლობაში ვცურავდით. არასოდეს ვცურავ ჰიდ-
როკოსტიუმით, რადგან თავს შებოჭილად ვგრძნობ. არის ცივ წყალში
რაღაც, რაც თავს შესანიშნავად და ცოცხლად მაგრძნობინებს. რაც არ
უნდა გიჟურ იდეად ჟღერდეს, ზამთარში წყლისგან მოყენებული ტკივი-
ლი საოცარი შვების მომტანია. როცა სტრესში ვარ, ცივ წყალში ცურვა
მომენტალურად ამცირებს სტრესის დონეს, იმდენად, რომ ახლა ოჯა-
ხის წევრები და მეგობრებიც მეკითხებიან ხოლმე, დავჯავშნე თუ არა
ცურვა. რამდენიმე შესანიშნავი კვლევა განიხილავს, თუ როგორ გვეხ-
მარება ცივი წყალი სტრესისა და შფოთის დროს (იხილეთ „დამატე-
ბითი ინფორმაცია“ ამ თავის ბოლოში). როგორც ვთქვი, საკვანძო სა-
კითხს წარმოადგენს საკუთარი რამის პოვნა, ის, რაც შენთვის მუშაობს.
ვაცნობიერებ, რომ ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამას კითხულობთ, ცივ
წყალში ცურვის იდეა სიგიჟედ მიგაჩნიათ და არც გთავაზობთ იმ ერთა-
დერთ რამედ, რაც თქვენთვის იმუშავებს. სხვებისთვის, ეს შეიძლება
იყოს სირბილი, სიარული, ბატუტზე ხტუნვა, გორგოლაჭები, ცეკვა ან
ბოქსი. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, მაგრამ ვარჯიშის იმ ფორმის
პოვნა, რასაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს, თქვენს ცხოვრებას გა-
აუმჯობესებს.

ძილი

მეცნიერები ახლაღა იწყებენ ძილის მნიშვნელობისა და ჩვენს ფსიქი-


კურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მისი ნაკლებობის გავლენის გაცნო-
ბიერებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მეტი და მეტი მტკიცებულება
არსებობს, თუ რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ძილს, ამაზე

266
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ღიად ჯერ კიდევ არ საუბრობენ. ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც


უჭირთ დაძინება ან ღრმა ძილის შენარჩუნება, ეს ყველაფერი სტრე-
სის ქვეშ ყოფნას ნიშნავს. ზრდასრულთათვის ძილის რეკომენდებული
ხანგრძლივობა ღამეში 7-9 საათია. მეთიუ უოკერი (Walker, 2017),
ნეირომეცნიერი, რომელიც სპეციალიზებულია ძილის საკითხში, ვარა-
უდობს, რომ განვითარებული სამყაროს ზრდასრულთა ორი მესამედი
ვერ იღებს ძილის რეკომენდებულ დოზას და ბევრი ვერც აცნობიერებს,
რომ ეს პრობლემაა. სანამ კითხვას განაგრძობთ, დაფიქრდით, ღამის
ძილით უმეტესად რამდენ ხანს გძინავთ.
ძალიან სამწუხარო მტკიცებულებები არსებობს, რაც კავშირს გვიჩ-
ვენებს ძილის ნაკლებობას, იმუნიტეტის დაქვეითებასა და კიბოს რის-
კის გაორმაგებას შორის, ხოლო ძილის მუდმივი ნაკლებობა უკავშირ-
დება ალცჰეიმერის დაწყებას. ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაა, არამედ ის, ასევე,
ხელს უწყობს სწავლის, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილე-
ბების მიღების უნარს. უმეტესი ჩვენგანისთვის ადვილია იმის გახსენება,
როგორ გავლენას ახდენდა ძილის ნაკლებობა ჩვენი აზროვნებისა და
გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. ვიცი, რამდენად საშინლად ვარ
ხოლმე, თუ საკმარისად არ მძინავს. ძალიან გაღიზიანებული ვხდები,
ცხადი აზროვნება მიძნელდება და ყველაზე იოლი საქმეც კი უდიდეს
გამოწვევად მესახება. ზოგიერთი ასე აღწერს კეთილდღეობის სამებას:
დიეტა, ვარჯიში და ძილი. ისინი მიგვითითებენ, რომ ჩვენი ფსიქიკური
და ფიზიკური კეთილდღეობისთვის, ამ სამი სფეროდან ყველა სასი-
ცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ძილის სფეროში, არსებობს ფრაზა „კარგი ძილის ჰიგიენა“ ‒ ესაა
ის, რისი გაკეთებაც საკმარისი ძილის მისაღებად საკუთარი თავის და-
სახმარებლად შეგვიძლია. იგი მოიცავს შემდეგს:
▶▶ გქონდეთ ძილის რეგულარული გრაფიკი ‒ დაწექით და ადექით
ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
▶▶ ნუ ივარჯიშებთ დაძინებამდე ‒ ეცადეთ, ვარჯიშსა და დაძინებას
შორის გქონდეთ ორ-სამ საათიანი შუალედი.
▶▶ დაძინებამდე მოერიდეთ კოფეინს, ნიკოტინსა და ალკოჰოლს.

267
ზრდასრულთა კეთილდღეობა

▶▶ დაძინებამდე მოერიდეთ მსუყედ კვებას.


▶▶ დაიძინეთ გრილ ოთახში.
▶▶ დაიძინეთ ბნელ ოთახში.
▶▶ გამორთეთ მოწყობილობები დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით
ადრე.
▶▶ დაძინებამდე მიიღეთ ცხელი აბაზანა.
▶▶ დაძინებამდე მიიღეთ ცხელი სასმელი.
▶▶ ნუ იწვებით საწოლში, თუკი ჩაძინებას ვერ ახერხებთ. თუ 20 წუთის
შემდეგაც არ დაგეძინებათ, ადექით და რაიმე მომადუნებელი გა-
აკეთეთ, სანამ არ იგრძნობთ, რომ გეძინებათ.

მაინდფულნესი

მაინდფულნესი არის სფერო, რომელიც ბოლო დროს ძალიან განვი-


თარდა, რადგან მას ბევრი ადამიანი იყენებს. მე-10 თავში დავწერე,
როგორ გამოვიყენოთ ეს პრაქტიკა ბავშვებთან და როგორ გვჭირდება
მისი მოდელირება, ისევე, როგორც საკუთარ თავზე გამოყენება (რაც
საშუალებას მოგვცემს, წარმატებით დავეხმაროთ პრაქტიკაში ბავშ-
ვებს). მაინდფულნესი უკავშირდება სუნთქვისა და მედიტაციის პრაქტი-
კას. ჩემი გამოცდილებით, მასზე მუშაობაა საჭირო და ყოველთვის მარ-
ტივად და ბუნებრივად არ გამოგვდის. როცა პირველად გავიგე მაინ-
დფულნესის შესახებ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ
ჩუმად ჯდომა, თავის დაცარიელება და სიმშვიდის პოვნა იყო საჭირო,
მაგრამ ეს გაუგებარი იყო (და ვეჭვობ, ბევრ სხვასაც აქვს გაუგებრო-
ბა). მაინდფულნესი გვეხმარება, ვიყოთ აწმყოში, ვაცნობიერებდეთ, რა
ხდება მოცემულ მომენტში. ის ააქტიურებს უდიდეს თვითცნობიერებას
და გვეხმარება სტრესის შემცირებასა და სიმშვიდის მოპოვებაში.
თუ მაინდფულნესი უცხოა თქვენთვის, ან ამ პრაქტიკის გამოც-
დილება გქონიათ ბავშვებთან, მაგრამ არა იმდენად საკუთარ თავზე,
გირჩევთ, სცადოთ მაინდფულნესის რვაკვირიანი კურსის გავლა მარკ
უილიამსთან (იხილეთ „შემდგომი ინფორმაცია და წყაროები“). დიდ
ბრიტანეთში ბევრი იყენებს მის კურსს, ასევე შეგიძლიათ მისი წიგნის

268
ზრდასრულთა კეთილდღეობა

შეძენაც. იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ მზარდი ინტერე-


სია, ბევრი აპლიკაცია და წიგნია ხელმისაწვდომი (კვლავ, იხილეთ
„შემდგომი ინფორმაცია და წყაროები“). თუ ჯდომისა და გაჩერების
იდეა ზედმეტად რთულად მიგაჩნიათ (ზოგი ადამიანისთვის, ვისაც
ტრავმული გამოცდილება აქვს მიღებული, მაინდფულნესი ტრიგერს
წარმოადგენს), შეგიძლიათ, მის ნაცვლად სცადოთ იოგა. ის იყენებს
მაინდფულნესის ბევრ იდეას, მაგრამ, ასევე, შემოაქვს მოძრაობა და
სუნთქვა. ზოგიერთ ადამიანს მოძრაობისა და სუნთქვითი ვარჯიშების
ერთობლიობა გონებიდან და ზედმეტად აქტიური ფიქრებიდან გამოსვ-
ლაში ეხმარება. დაახლოებით ექვსი წელია, რაც მაინდფულნესს ვიყე-
ნებ. მას ძალიან სასარგებლოდ მივიჩნევ, მაგრამ ხანდახან აღმოვა-
ჩენ ხოლმე, რომ როცა ჩემი ტვინი ზედმეტად აქტიურია, ჩუმად ჯდომა
საკმაოდ რთულია. ასევე, დავნერგე ბუნებაში სიარულის მაინდფულ
პრაქტიკა, რომელსაც რაღაც პერიოდი ვიყენებდი, მაგრამ ჩემთვის
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა ლოქდაუნის პე-
რიოდში. მზის ამოსვლისას ჩემი ყოველდღიური გასეირნება დასახლე-
ბის მდელოსა და მინდვრებში, მაინდფულ სეირნობად იქცა ჩემთვის.
როცა ვიდექი მინდორში, შევიგრძნობდი და ვუმზერდი მზის ამოსვლას,
ჩემი გონება ნელდებოდა.
ასევე, მაინდფულ აქტივობად მივიჩნევ ფეხშიშველ სიარულსაც. თუ
ახალი ხართ მაინდფულნესში, მოგიწოდებთ, ხუთი წუთით გადადოთ
ამ წიგნის კითხვა და ფეხშიშველმა იაროთ. თუ რეგულარულად იყე-
ნებთ მაინდფულნესს, მაინც გაისეირნეთ ფეხშიშველმა. (მაინდფულ-
ნესსა და იოგაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ „შემდგომი
ინფორმაცია და წყაროები“).
1. გადით გარეთ, ისეთ ზონაში, სადაც უსაფრთხოა ფეხსაცმლისა
და წინდების გარეშე სიარული.
2. გაიხადეთ ფეხსაცმელი და წინდები.
3. გაიარეთ და შეამჩნიეთ, რას გრძნობთ ფეხისგულებით.
4. შეამჩნიეთ, როგორ განელებთ ეს აქტივობა.
5. შეამჩნიეთ, როგორ რეაგირებს თქვენი სხეული ამ აქტივობაზე.

269
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ძალიან რთულია, სწრაფად იარო ფეხშიშველმა. ის გაიძულებს,


შენელდე, გაითვალისწინო, ცნობიერი იყო იმ მომენტში. ჩემთვის ფეხ-
შიშველი სიარული ერთ-ერთი მაინდფულ სავარჯიშოა, რომლის გამო-
ყენებაც ცივ წყალში ცურვასთან ერთად შემიძლია და რომელიც ვიცი,
ყოველთვის დამეხმარება დამშვიდებაში. სცადეთ ის სხვადასხვა ზედა-
პირებზე: ბალახი, ხრეში, ბეტონი, ქვიშა, ტალახი (ის განსაკუთრებით
თოვლშია საოცარი)! მიყვარს ფეხშიშველი სიარული კონფერენციებსა
და ვორქშოფებზე, რომლებსაც ზრდასრულებთან ვატარებ. ამით მათში
გაოცებას ვაღვიძებ და ეს ხშირად ეხმარება მათ სესიის დროს მოდუ-
ნებაში. ასევე მას რეგულარულად ვიყენებ ბავშვებთანაც, რომლებსაც
ვეხმარები. ეს ისეთი მარტივი სავარჯიშოა, რომ მის გამოყენებას ნე-
ბისმიერ ადგილას შეძლებთ. მე ვურჩევ მასწავლებლებსა და საბავშ-
ვო ბაღების თანამშრომლებს, თუ თავს გადატვირთულად იგრძნობენ,
გამოყონ რამდენიმე წუთი და შეასრულოთ ფეხშიშველი მაინდფულ
სავარჯიშო. ეს დაწესებულების შიდა სივრცეშიც შეგიძლიათ, მაგრამ
ჩემთვის ის გარეთ უფრო ეფექტურია.

საკუთარი თავისადმი შემწყნარებლური


დამოკიდებულება

როცა კეთილდღეობის თემის შესახებ წიგნებს კითხულობთ ან პოდკას-


ტებს უსმენთ, ყოველთვის არ გესმით საკუთარი თავისადმი შემწყნარებ-
ლური დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ მჯერა, ის კეთილდღეობის
სფეროს ტოპ ხუთეულშია. პირველად ტერმინი „საკუთარი თავისადმი
შემწყნარებლური დამოკიდებულება“ გავიგე ბრენე ბრაუნისა და კრის-
ტინ ნეფის კითხვისას (ორივეზე მეტი დეტალისთვის, იხილეთ „შემდგო-
მი ინფორმაცია და წყაროები“). როცა პირველად მოვისმინე მათი იდე-
ები, ეს ჩემთვის გამონათებასავით იყო. მე გავიზარდე დედასთან, რო-
მელიც ბიპოლარი იყო და თვისება, რომელიც მისგან მემკვიდრეობით
მერგო, იყო თვითკრიტიკა და კატასტროფიზება. კრიტიკისთვის სხვა
არავინ მჭირდებოდა, თავად გამაჩნდა უამრავი თვითკრიტიკა, და თავ-
ში ხშირად ვატრიალებდი სიტყვებს, რომლებიც ვთქვი, ან განმეორებით

270
ზრდასრულთა კეთილდღეობა

განვიხილავდი მოვლენებს. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, როცა რაიმე


სასიხარულოს განვიცდიდი, თავში უკან ფონად მქონდა ფიქრები, რომ
ეს მალე შეიცვლებოდა და რაღაც ცუდი მოხდებოდა. ვფიქრობდი, ეს
მხოლოდ მე მჭირდა, მაგრამ ბრენესა და კრისტინის წაკითხვა დამეხ-
მარა, გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავში. მე შემეძლო ამის შეწყვეტა და
სწავლა, საკუთარი თავისადმი კეთილი ვყოფილიყავი.
საკუთარი თავისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა და
სიკეთის საკვანძო ნაწილი მოდის იმ სიტყვებზე, რომლებსაც ვიყენებ
საკუთარი თავის მიმართ და იმის შემჩნევაზე, როდის ვეშვები ქვემოთ,
ნეგატივის სპირალში. კრისტინ ნეფი (Neff, 2011) საუბრობს თვითსკ-
რიპტის გამოყენების შესახებ. მე-7 თავში დავწერე სკრიპტების გამო-
ყენების შესახებ ბავშვებთან, თუ რამდენად სასარგებლოა ისინი, ასე
რომ, როცა მისი წიგნი წავიკითხე (უკვე ვიცნობდი ამ იდეას), სკრიპტის
საკუთარი თავის მიმართ გამოყენება ძალიან ბუნებრივად აღვიქვი. მე
რამდენიმე სკრიპტს ვიყენებ. როცა სკოლაში მანქანით მივდივარ და
თავს ცუდად ვგრძნობ, ან მეშინია იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს, სა-
კუთარ თავს ვეუბნები: „ნორმალურია, გრძნობდე ეჭვებს, მაგრამ შენ
ეს შეგიძლია, შენ ეს მანამდეც გაგიკეთებია და კიდევ გააკეთებ“. სხვა
სიტყვები, რომლებსაც ვიყენებ, ბრენე ბრაუნის ინსპირაციით მოვიდა.
ის ხშირად საუბრობს ისტორიაზე, რომელსაც საკუთარ თავს ვუყვებით.
ეს რეალური ისტორიაა? ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა,
როცა პირველად დავაფიქსირე ჩემი მხრიდან კატასტროფიზაცია, ასე
რომ, როცა შევამჩნევ, რომ ამას ვაკეთებ, საკუთარ თავს ვეუბნები: „შე-
ჩერდი“. ზოგჯერ ხელს ვწევ და შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები, „ეს
რეალური ისტორიაა?“ ამას დიდი ხნის პრაქტიკა დასჭირდა, მაგრამ
ძალიან დამეხმარა.
საკუთარი თავისადმი სიკეთისა და შემწყნარებლური დამოკიდე-
ბულების სწავლა დამეხმარა, მეტად კეთილი და შემწყნარებელი ვყო-
ფილიყავი სხვების მიმართ. წლების განმავლობაში, გავაცნობიერე,
რომ საკუთარი თავისადმი სიკეთე უკავშირდება კარგ კვებას, საკმარის
ძილს, ვარჯიშს, ცურვასა და მაინდფულნესს. ყველა მათგანი სიკეთის
აქტსა და საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულე-

271
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ბის იმ მაგალითებს წარმოადგენს, რაც აუცილებელი არაა, სხვებზეც


ახდენდეს გავლენას, მაგრამ უდიდეს გავლენას ახდენს ჩემზე. ყველა
მათგანი უკავშირდება ჩემი თავის კარგად ცოდნას და იმის საბოლოო
გააზრებას, რა მეხმარება კარგად ყოფნასა და ამ კარგად ყოფნის შე-
ნარჩუნებაში, რომ შემდეგ, გამოვიყენო ისინი და აქტიურად დავნერგო,
რომ ჩემი რუტინის მტკიცე ნაწილს წარმოადგენდნენ.

სიხარულის განცდა

ჩვენ, ყველანი, სიხარულს სხვადასხვა გზით განვიცდით. ეს ის არაა,


რასაც ტვინი მომენტალურად ებღაუჭება, ასე რომ, მისი შემჩნევა და
მიღება გვჭირდება, რომ ის ჩვენს მეხსიერებაში დარჩეს. როცა სტრესს
განვიცდით და გვიჭირს, ადვილია, ვერ შევნიშნოთ სიხარული ჩვენს
ცხოვრებაში. მსოფლიო მასშტაბით კეთილდღეობისა და ბედნიერების
უამრავი კვლევა არსებობს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სკანდინავიის
ქვეყნები ხშირად ყველაზე ბედნიერები არიან. ერთ-ერთი თეორიის
მიხედვით, ეს ხდება გარეთ გატარებული დროის ხანგრძლივობიდან
გამომდინარე. მე-9 თავში დავწერე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშ-
ვებისთვის გარეთ ყოფნა, ეს ასევე, ეხება ზრდასრულებსაც. ცოტა ხნის
წინ აღმოვაჩინე სიტყვა friluftsliv, ის ნორვეგიული სიტყვაა და ითარ-
გმნება, როგორც „ღია ცის ქვეშ ცხოვრება“. Friluftsliv წარმოადგენს
გარე ცხოვრების სტილსა და გზებს, თუ როგორ შეუძლია ამას ბედნი-
ერების გაზრდა და სიხარულის მოტანა (Delorie, 2020). ამ წიგნში, ვახ-
სენე სხვადასხვა აქტივობა, რომლებსაც ჩემთვის სიხარული მოაქვთ და
ისინი ყველა გარე აქტივობას წარმოადგენდა: ცივ წყალში ცურვა, მზის
ამოსვლისას სეირნობა, ბუს ოჯახის ძებნა და მებაღეობა. ახლახან დავ-
ბრუნდი სახლში კორნუოლში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ,
სადაც უმეტესი დრო სანაპიროზე სეირნობასა და ზღვაში ცურვაში გა-
ვატარე. ყოველ ჯერზე, როცა ვცურავდი, ვაცნობიერებდი, რა კარგია,
როცა თავს ცოცხლად გრძნობ. ამ პერიოდში ძალიან დიდი სიხარული
განვიცადე (ცივ წყალში ცურვაზე მეტის გასაცნობად, იხილეთ „შემდ-
გომი ინფორმაცია და წყაროები“).

272
ზრდასრულთა კეთილდღეობა

სანამ განაგრძობდეთ, ერთი წამით დაფიქრდით, რას მოაქვს თქვენ-


თვის ცხოვრებაში სიხარული და რამდენად ხშირად განიცდით მას.

როგორ უკავშირდება ეს სოციალური,


ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის
საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერას

მთელს წიგნში, ხაზგასმით აღვნიშნე, რამდენად რთული, სტრესული


და ემოციურად გამომფიტველი შეიძლება აღმოჩნდეს სოციალური,
ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშ-
ვებთან მუშაობა. ამის გაკეთება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, რო-
დესაც როგორღაც საკუთარ თავზე ზრუნავ. ბავშვებმა იციან, როდის
ხართ ცუდად ან არ მუშაობთ მოწოდების სიმაღლეზე. სოციალური,
ემოციური და ფსიქიკური საჭიროებების მქონე ბავშვები კი ხშირად
ადამიანში უმცირეს ცვლილებებსაც კი გრძნობენ. ისინი ხშირად ჰი-
პერმგრძნობიარენი არიან, ხვდებიან, როდის არ არის ყველაფერი
კარგად და ეს მათში მომატებულ შფოთს იწვევს. საკუთარ კეთილდ-
ღეობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბავშვთან მუშაობისას,
მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური, ემოციური და
ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშვებთან. თქვენ
უნდა გქონდეთ ინსტრუმენტების მთელი სპექტრი, რომლებიც დაგეხმა-
რებათ. ასევე, დაგჭირდებათ მაღალი თვითცნობიერება და საკუთარი
სხეულის შეგრძნებებთან, ასევე, საკუთარ ემოციებსა და გრძნობებთან
კავშირში ყოფნა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი კოლეგების ყოლა,
რომლებსაც მხარდაჭერა და ზურგის გამაგრება შეუძლიათ. ცოტათი
ადრე ამ თავში ვახსენე საკუთარი კეთილდღეობის ინსტრუმენტების ყუ-
თის ქონა. ეს შეიძლება იყოს იდეების, მათი ჩამონათვალის ან ფოტო-
ების ყუთი, რომელთა გამოყენებაც შეგეძლებათ იმის შესახსენებლად,
თუ რა გეხმარებათ კეთილდღეობაში. როგორც ადრეც აღვნიშნე, როცა
სტრესში ვიმყოფებით, მარტივად გვავიწყდება ის, თუ რა გვეხმარება
და ზოგჯერ გვჭირდება ის, რაც ამას გაგვახსენებს. ქვემოთ მოცემულია
რამდენიმე რამ, რაც ჩემი კეთილდღეობის კომპლექტშია:

273
ზრდასრულთა კეთილდღეობა

▶▶ ხელის საცხი: ის ჩანთით და მანქანით დამაქვს. როცა საქმე რთუ-


ლად მიდის, ჩემს თავზე ზრუნვის პატარა მომენტს საკუთარი თა-
ვისთვის ხელის მასაჟი წარმოადგენს ‒ ხუთი წუთის განმავლობაში,
ხელებს ნაზად ვიმასაჟებ და ვამჩნევ, რამდენად მეხმარება ეს მო-
დუნებაში.
▶▶ ცურვა და ცივ წყალში ცურვა: როგორც ადრეც აღვნიშნე, ჩემს ლეპ-
ტოპსა და ტელეფონშიც მაქვს ფოტოები, თუ რამდენად დიდ სიხა-
რულს მანიჭებს ის.
▶▶ ადამიანები, რომელთაც გავესაუბრები ‒ ტელეფონში ხუთი ადამი-
ანის სია მაქვს, ის მახსენებს, ვის შემიძლია მივმართო, თუკი დახმა-
რება დამჭირდება. ამაში შედის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები.
▶▶ კარგი კვება: ყოველთვის ვცდილობ, რეგულარულად ვიკვებო, არ
გამოვტოვო საუზმე და მივირთვა ბევრი ხილი და ბოსტნეული.
▶▶ ბუნებაში ყოფნა: ვიცი, რომ თუკი ბაღში ან სასეირნოდ გავალ,
თავს უკეთ ვიგრძნობ.
▶▶ მაინდფულნესი: მე ვიყენებ Buddhify აპლიკაციას (იხილეთ „შე-
მოდგომი ინფორმაცია და წყაროები“) და როგორც ზემოთ ვახსე-
ნე, გარეთ სეირნობას.
▶▶ ცხელი აბაზანა: აღმოვაჩინე, რომ ის ყოველთვის მეხმარება დღის
ბოლოს სიმშვიდის მოპოვებაში. აბაზანაში ხშირად ვიყენებ ლავან-
დის ეთერზეთს, რაც ასევე მეხმარება დამშვიდებაში.
▶▶ საძილე ჩაი: ბაზარზე რამდენიმენაირი არსებობს და ეს დაძინებამ-
დე ჩემს ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენს. გვირილა და კატა-
ბალახა ჩაიში ხელს უწყობს დაძინების პროცესს.
▶▶ მოწყობილობები: საკუთარ თავს დავუწესე, რომ აღარ გადავხედავ
ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ მედიას საღამოს 7 საათის
შემდეგ. ეს განსაკუთრებით იმ დღეებშია ჩემთვის მნიშვნელოვანი,
როცა ვმუშაობ. ადვილად შემიძლია აღელვება წაკითხულით და
გონებაში მრჩება, თუ ძილის წინ ვკითხულობ.
▶▶ მუსიკა და კითხვა: წიგნებიც და მუსიკაც მეხმარება საკუთარ თავ-
თან დაბრუნებაში. გარკვეული დასაკრავი სიები და შემსრულებლე-

274
ზრდასრულთა კეთილდღეობა

ბი, რომლებსაც ვუსმენ, მეხმარება დამშვიდებაში, კარგი რომანი


კი ხშირად მეხმარება მთლიანად მოვწყდე ყოველდღიურ შფოთს.

ამ თავის წაკითხვის შემდეგ, მოგიწოდებთ, გარკვეული დრო


დაუთმოთ საკუთარი კეთილდღეობის ინსტრუმენტების შექმნას. და-
ფიქრდით, რა გეხმარებათ, რა გავსებთ. შეიძლება მოისურვოთ ამ სიის
მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას შენახვა, რომ მისი შემადგენლობა
სულ გახსოვდეთ.

დასკვნა

ბევრი ცნობილი ადამიანის ნაწერებით კეთილდღეობაზე, ასევე, გა-


ყიდვაში კეთილდღეობის ინსტრუმენტების მრავალრიცხოვანი პრო-
დუქტების არსებობით, შეიძლება მარტივად დავიჯეროთ, რომ საკუთარ
კეთილდღეობაზე ზრუნვას დიდი დრო და ბევრი ფული სჭირდება. ვი-
მედოვნებ, ამ თავში მითითებულია რამდენიმე გზა, რომლითაც ყველა
ჩვენგანს შეუძლია მცირე ცვლილებების განხორციელება. მათი გაკე-
თება თითოეულ ჩვენგანს ძალუძს და ეს არ საჭიროებს ფულის ან დიდი
დროის დახარჯვას. თუმცა, ამ პატარა ცვლილებების განხორციელებას
შეუძლია, დაგვეხმაროს და ხელი შეუწყოს ჩვენს კეთილდღეობას.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები


Bombèr, L. (2007) Inside I’m Hurting: Practical Strategies for Supporting Children
with Attachment Difficulties in School. Duffield: Worth Publishing.
Brené Brown (2021) Available at https://brenebrown.com
Brené Brown (2020) Brené with Emily and Amelia Nagoski on Burnout and How
to Complete the Stress Cycle. Available at https://brenebrown.com/podcast/
brene-with-emily-and-amelia-nagoski-on-burnout-and-how-to-complete-the-
stress-cycle/
Buddhify (2021) Meditation Done Differently. Available at https://buddhify.com
Chatterjee, R. (2018) The Stress Solution: The 4 Steps to a Calmer, Happier,
Healthier You. London: Penguin.
Delorie, O. L. (2020) The Nordic Art of Friluftsliv: Reconnect with Nature. London:
White Lion Publishing/Quarto.

275
ზრდასრულთა კეთილდღეობა

The Doctor’s Kitchen (2021) Available at https://thedoctorskitchen.com


Dr Chatterjee (2020) Feel Better. Live More. Available at https://drchatterjee.com
Mainstone-Cotton, S. (2017a) Promoting Emotional Wellbeing in Early Years
Staff: A Practical Guide for Looking After Yourself and Your Colleagues. Lon-
don: Jessica Kingsley.
Mainstone-Cotton, S. (2017b) Promoting Young Children’s Emotional Health and
Wellbeing: A Practical Guide for Professionals and Parents. London. Jessica
Kingsley.
Mindfulness Exercises (2021) Mark Williams on Mindfulness. Available at https://
mindfulnessexercises.com/mark-williams-mindfulness/
Nagoski, E. and Nagoski, A. (2020) Burnout: Solve Your Stress Cycle. London:
Penguin.
Neff, K. (2011) Self Compassion. London: HarperCollins.
Outdoor Swimming Society (2021) Cold Water as a Medical Treatment. Available
at www.outdoorswimmingsociety.com/cold-water-therapy/
Self-Compassion (2021) Self-Compassion: Dr Kristin Neff. Available at https://
self-compassion.org
Spotify (2020) Why Changing the Way You Breathe Will Transform Your Body
andMind with James Nestor. Feel Better, Live More with Dr Rangan Chatter-
jee, Episode 124. Available at https://open.spotify.com/episode/20IoFY7d-
QC41C8SKbnhMln?si=V66_2veeRTOg_aFf28j_ug&fbclid=IwAR3Heye11j8jP-
sCCKNTDcQTFp_LM0zp4whjsVWCImMArh7-mtXo OeTKCZvQ
Walker, M. (2017) Why We Sleep: The New Science of Sleep and Dreams. Lon-
don: Penguin.
Yoga with Adriene (2021) Available at https://yogawithadriene.com

276
დასკვნა

ვიმედოვნებ, ამ წიგნმა გარკვეული წარმოდგენა მოგცათ იმ ბავშვებზე,


რომლებსაც აქვთ სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელო-
ბის საჭიროებები. როდესაც წერა დავიწყე, ვიცოდი, რომ მათ ხშირად
რთულის, ბრაზიანის, იმპულსურის იარლიყებს აწებებენ. ვიცი, რომ
ზოგიერთ ზრდასრულს ეშინია ისეთ ბავშვებთან მუშაობის, რომლებიც
საკუთარ საჭიროებებს გამოხატავენ, ან სჯერათ, რომ ისინი განზრახ
არიან რთულები და გაუგონრები. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ დღის
სინათლეზე იმის გამოტანა, გახსნა და კვლევა დავიწყე, თუ რა შეიძ-
ლება ხდებოდეს ამ ბავშვების თავს. ასევე მჯერა, დაგანახეთ, რომ ყვე-
ლა სოციალური, ემოციური და ფსიქიკური ჯამრთელობის საჭიროების
მქონე ბავშვი რთული ქცევით არ გამოხატავს ამას. როგორც ვიცით,
ყველა ბავშვი განსხვავებულია. შეიძლება იმის დანახვაშიც დაგეხმა-
რეთ, თუ როგორ გამოიყურება სამყარო ბავშვების თვალებით, მაგრამ
ყველაზე მეტად, მჯერა დაგეხმარეთ იმის დანახვაში, რომ ბევრი ცვლი-
ლების განხორციელება შეგვიძლია სოციალური, ემოციური და ფსიქი-
კური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
30 წელია ადრეული ასაკის სფეროში ვმუშაობ და ეჭვგარეშეა,
რომ საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ყველაზე სასარგებლოა, რაც
კი ოდესმე გამომიცდია. ვიმედოვნებ, თქვენც გაგიზიარეთ აღფრთო-
ვანებისა და გაოცების ნაპერწკალი, რომელსაც ყოველ დღე ვხედავ
ბავშვებში, რომლებთანაც ვმუშაობ. დიახ, არის ზოგიერთი დღე და კვი-
რა, როცა თავს გამოფიტულად და გადაღლილად ვგრძნობ, მაგრამ
უმეტესწილად, ესაა ყველაზე საოცარი სამუშაო, რაც კი კარიერის გან-
მავლობაში მქონია. უდიდეს პრივილეგიას ვგრძნობ მათთან მუშაობის

277
დასკვნა

შესაძლებლობით და ბავშვების ცხოვრებაში მცირეოდენი შესაძლო


ცვლილების შეტანით. ჩემი საქმიანობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ
სასწავლო ასისტენტების, მასწავლებლების, ინკლუზიური განათლების
სპეციალისტებისა და დირექტორების ნდობის წყალობით და მათ მიერ
ჩემი იდეებისა და რჩევების გათვალისწინებით. მე მხოლოდ კვირაში
ერთხელ დავდივარ სკოლაში და ამის უკან სკოლის ის პერსონალია,
რომელიც იდეებს ნერგავს და უდიდესი ცვლილებები შეაქვს ბავშვის
სასკოლო ცხოვრებაში. ისინი რომ ამ იდეებს არ ნერგავდნენ, ცვლი-
ლებებს უბრალოდ ვერ ვიხილავდით.
ბოლოს კი, ჩემი როლის შესრულება მხოლოდ იმის გამოა შესაძ-
ლებელი, რომ დაუჯერებელი გუნდის წევრი ვარ, გუნდის, რომელიც
უმაღლეს გამოცდილებასა და ცოდნას ფლობს, გუნდის, რომელთან
ერთადაც ბევრი მიცინია, მაგრამ ასევე, ზოგჯერ ვმჯდარვარ და მიტი-
რია და გუნდის, რომლისგანაც ამდენი რამ ვისწავლე. ეს არის გუნ-
დი, რომელშიც ერთმანეთის მიმართ წარმოუდგენლად მზრუნველები
არიან, რადგან ამ საქმის კეთება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,
როცა ასეთი ადამიანების ჯგუფის ნაწილი ხარ.
ჩემი გამოსამშვიდობებელი შეტყობინება ასეთია. ჩვენ ყველას შეგ-
ვიძლია უდიდესი ცვლილებების განხორციელება და როცა ვხედავთ,
თუ რა ცვლილებები შეგვაქვს ბავშვების ცხოვრებაში, ჩვენი საქმიანობა
ყველაზე ნამდვილი ჯილდო ხდება.

278

You might also like