You are on page 1of 38

პოზიტიური

მშობლობა

39
ბროშურაზე მუშაობდნენ
ᲜᲘᲜᲝ ᲪᲘᲜᲪᲐᲫᲔ
ᲚᲘᲐ ᲥᲣᲠᲪᲘᲙᲘᲫᲔ

ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ
ᲛᲨᲝᲑᲚᲝᲑᲐ

2022
„ყველა ბავშვის უკან, რომელიც თავდაჯერებული, ლაღი და
საკუთარ შესაძლებლობში დარწმუნებულია დგას მშობელი,
რომელსაც სჯერა მისი და უპირობოდ უყვარს“.
/მეთიუ ჯეიკობსონი/

ძვირფასო მშობლებო,
მშობლობა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის
გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენს შვილებზე, არამედ თქვენზეც.
მშობლობა სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების განცდასთან ერთად
ზოგჯერ საკმაოდ დიდი გამოწვევაცაა. ალბათ, ხშირად გიგრძვნიათ დიდი
პასუხისმგებლობა და გიფიქრიათ, იმაზეც რომ, სულაც არ არის მარტივი,
იყო კარგი მშობელი. ალბათ, გიფიქრიათ იმაზეც, თუ როგორ უნდა და-
ეხმაროთ შვილებს განვითარდნენ, გაუმკლავდნენ პრობლემებს, იყვნენ
ლაღად და ისიამოვნონ ცხოვრების თავდაგასავლებით.

აქ თავმოყრილი ინფორმაცია და რჩევები დაგეხმარებათ თქვენს შვი-


ლებთან მჭიდრო ემოციური ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და მათი
განვითარების ხელშეწყობაში. ბროშურა 4 ძირითადი ნაწილისგან შედ-
გება: პირველ ნაწილიდან შეძლებთ ამოიცნოთ საკუთარ თავში პოზი-
ტიური მშობლობის მახასიათებლები, მეორე ნაწილში აქცენტი გაკეთე-
ბულია პოზიტიური კომუნიკაციის მნიშვნელობასა და სტრატეგიებზე,
მესამე ნაწილში მოცემულია სხვადასხვა რჩევები ბავშვის ასაკობრივი
თავისებურებებიდან გამომდინარე, ხოლო ბოლო ნაწილი ეხება ისეთ
აქტუალურ თემას როგორიცაა ბავშვები და გაჯეტები.

3
1 რა არის პოზიტიური მშობლობა

2 როგორ დავამყარო ჩემს შვილთან პოზიტიური კომუნიკაცია

3 როგორ გავაუმჯობესო ჩემი კომუნიკაციის სტილი შვილთან

4 როგორ დავეხმარო ჩემს შვილს განვითარებაში

5 სკოლამდელი ასაკი

6 ბავშვები და ციფრული ტექნოლოგიები

4
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲛᲨᲝᲑᲚᲝᲑᲐ?
პოზიტიური მშობლობა გულისხმობს პატივისცემის, სიყვარულის, სით-
ბოს გამოხატვას შვილის მიმართ, დახმარების და მხარდაჭერის აღმოჩე-
ნას, მასზე ზრუნვას, აღზრდასა და სწავლებას ჰუმანური გზებით.

ბავშვები ხშირად გამოხატავენ თავის განცდებს და სიყვარულს მშობლე-


ბის მიმართ ჩახუტებით, ღიმილით, სიტყვებით. ამავდროულად, ისინი,
ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები ზოგჯერ თავს უსიამოვნოდ
გრძნობენ, წუწუნებენ და ჯიუტობენ.

პოზიტიური მშობლობლობა ისეთი მიდგომაა, რომელიც უარს ამბობს


ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენებაზე და გამორიცხავს
დასჯას, მუქარას, შეშინებას, დაყვირებას, ზეწოლას, შერცხვენას, კრიტი-
კას და შეურაცყოფას.

დისციპლინა ხშირად გაიგივებულია ბავშვის დასჯასთან ან გარკვეული


წესების მორჩილებასთან. თუმცა, დისციპლინა და დასჯა ერთმანეთის-
გან სრულიად განსხვავებული, საპირისპირო მიდგომაა.

პოზიტიური დისციპლინა გამორიცხავს ბავშვის იგნორირებას, დასჯით


მიზნით სხვა ოთახში გაყვანას, რაიმე კონკრეტულ ადგილას მის დროე-
ბით დაყენებას ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადო-
ბრივ ქცევას.

აზიანებს ბავშვს ემოციურად ან ფიზიკურად


ულახავს ბავშვს ღირსებას
დასჯა იწვევს ბავშვში შიშს
დასჯით ბავშვს აქვს ინფორმაცია მხოლოდ იმაზე თუ
როგოგ არ უნდა მოიქცეს, მაგრამ ვერ სწავლობს მი-
საღებ ქცევას
ბავშვისთვის არის აგრესიული ქცევის მაგალითი

ემოციურად უსაფრთხოა
გულისხმობს მკაფიო ჩარჩოებს, შეთანხმებებს
მოითხოვს მშობლის თანმიმდევრულობას
გულისხმობს მშობლის მხარდაჭერას და დახმარებას
სხვადასხვა უნარების გამომუშავებისთვის ან გაუმჯო-
ბესებისთვის
მიმართულიასასურველი ქცევების სწავლაზე

5
თავისთავად ცხადია, პოზიტიური მშობლობა არ გულისხმობს ბავშვის
აღზრდისა და განვითარების პროცესზე სადავეების მიშვებას. პოზიტიურ
მშობლობაზე ვერ ვისაუბრებთ თუ მშობელი იმდენად მოდუნებულია,
რომ თითქმის არ ერევა ბავშვის ცხოვრებაში და ყველაფრის ნებას რთავს,
მაშინაც კი, როცა ეს შეიძლება არ იყოს ბავშვისთვის სასარგებლო.

პოზიტიური მშობელი არის მშობელი, რომელსაც აქვს მჭიდრო ემოცი-


ური კავშირი შვილთან და რომლის ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება ბა-
ვშვს აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანი, ღირებული და მისაღებია.
ასეთი მშობელი შვილს აძლევს ნებისმიერი ემოციის გამოხატვის და გან-
ცდის შესაძლებლობას.

როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა ემპათიური მშობლის სიტყვები, როცა


ხედავს, რომ მისი შვილი საყვარელი სათამაშოს გატეხვის გამო ტირის?
„კარგი რა, რა გატირებს?“ თუ „ვიცი, რომ ძალიან გული დაგწყდა და გა-
ნიცდი შენი სათამაშო რომ გატყდა“.

პოზიტიური მშობლობა, თანაგრძნობის და სიყვარულის გამომჟღავნება-


სთან ერთად, გულისხმობს ბავშვისთვის, მისი ასაკის შესაბამისი, ჩარჩო-
ების და საზღვრების დაწესებას.

რა ვიცით კვლევებით პოზიტიურ მშობლობაზე?


პოზიტიური მშობლობა ძალზედ აქტუალური თემაა 21-ე საუკუნეში. იც-
ვლება ადამიანთა ცხოვრების სტილი, ღირებულებები, დამოკიდებულე-
ბები და შესაბამისად იცვლება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული
მიდგომებიც. ის, რაც გამართლებული და მისაღები იყო წინა თაობებში,
დღეისათვის ნაკლებად გამოყენებადი და აქტუალურია. პოზიტიური
მშობლობა არაერთი კვლევის საგანია და მათ შორის მნიშვნელოვანია
შემდეგი დასკვნები.

პოზიტიური მშობლობა ხელს უწყობს ბავშვის წარმატებულობას.


კვლევები აჩვენებს, რომ პოზიტიური მშობლობა ეხმარება ბავშვს უკეთ
ისწავლოს სკოლაში და ჰქონდეს უფრო მყარი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

პოზიტიური მშობლობა ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას.


ნეირომეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ პოზიტიური მშობლობის შედეგად
ბავშვებში (განსაკუთრებით კი მოზარდებში) თავის ტვინის ის უბნები
უკეთესად ფუნქციონირებს, რომელიც ემოციებთან და აზროვნებასთანაა
დაკავშირებული.

6
პოზიტიური მშობლობა დაკავშირებულია ბავშვის ჯანსაღ და ლაღ
ცხოვრებასთან ზრდასრულობაში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს პოზიტი-
ური მშობლობის გრძელვადიანი დადებითი შედეგები. გაირკვა, რომ
ბავშვებს, რომლებსაც ჰუმანურად, პატივისცემით ზრდიან, ზრდასრულ
ასაკში აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთიერთობები.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲐᲛᲧᲐᲠᲝ ᲩᲔᲛᲡ ᲨᲕᲘᲚᲗᲐᲜ


ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲐ?
ყველაფერი, რასაც მშობელი ბავშვთან აკეთებს, კომუნიკაციაა. კომუნი-
კაციის დროს მშობელი ბავშვს უგზავნის შეტყობინებას იმაზე თუ რას
ფიქრობს, რა სურს ან რას გრძნობს. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ სი-
ტყვები. თქვენ ძალიან ბევრს ესაუბრებით თქვენს შვილს სხეულის, ჟესტე-
ბის, სახის გამომეტყველების გამოყენებით. თქვენი კომუნიკაციის სტი-
ლით ბავშვს შეიძლება აგრძნობინოთ როგორც სიყვარული, პატივისცემა
და მხარდაჭერა, ასევე პირიქით მორჩილების მოთხოვნა, უკმაყოფილება
და ა.შ. ზოგჯერ შეიძლება სიტყვები „მოზომილი“ იყოს, თუმცა ბავშვმა
ამოიკითხოს თქვენი რეალური განზრახვები თქვენს მზერაში, სხეულის
პოზაში, ხმის ტონში.

პოზიტიური კომუნიკაცია დაფუძნებულია ემოციურ სიახლოვესა და პატი-


ვისცემაზე და არა შიშზე, კონტროლსა და მორჩილებაზე. მშობლის კომუ-
ნიკაციის სტილი ბავშვისთვის არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს
თავად, როგორ ურთიერთობაში იყოს სხვებთან, როგორ სცეს პატივი სა-
კუთარ და სხვების მოსაზრებებს.

მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა სიტყვიერი და არასიტყვიერი


კომუნიკაციის კომბინაციაა, მათგან ორივე ძალზედ მნიშვნელოვანი და
გასათვალისწინებელია.

არასიტყვიერი კომუნიკაცია
არასიტყვიერი (არავერბალური) კომუნიკაცია დაკავშირებულია სხეუ-
ლის ენის გამოყენებასთან. ის გულისხმობს ბავშვთან ურთიერთობას,
მისთვის გარკვეული შინაარსის შემცველი მესიჯების მიწოდებას სიტყვე-
ბის გარეშე. არავერბალურ კომუნიკაციაში ჩართულია:

7
ბავშვთან კომუნიკაციის პროცესში ხშირად მშობელი იყენებს სიტყვებს
და არავერბალურ მიმანიშნებლებს ერთდროულად.

თვალით კონტაქტი
თვალით კონტაქტი უაღრესად მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცი-
ისთვის. ბავშვი ძალიან ადრეული ასაკიდანვე, დაბადებიდან 2- 4 კვირაში
აკვირდება მშობლის, მზრუნველის მზერას. მშობელთან თვალით კო-
ნტაქტის დამყარება ჩვილისთვის ერთგვარი ემოციური კვების წყაროა.

2-3 წლის ასაკში ბავშვი უკვე მარტივად ხვდება რა შეტყობინება იმალება


თქვენი მზერის მიღმა - უკმაყოფილო ხართ თუ პირიქით, სასიამოვნო გა-
ნცდებით აღსავსე უყურებთ. თვალის კონტაქტის ნაკლებობას ბავშვები,
ისევე როგორც უფროსები საკმაოდ მძაფრად აღიქვამენ, რადგან ეს არის
ერთ-ერთი გზა დავინახოთ სხვა ადამიანის განცდები და ემოციები ჩვენ
მიმართ.

ბავშვთან კომუნიკაციაში პირისპირი თვალის კონტაქტის დასამყარებ-


ლად საჭიროა დაიხაროთ მის სიმაღლეზე და არ ესაუბროთ ზემოდან.
ამგვარად უფრო მარტივადაც მიიპყრობთ მის ყურადღებას და გარდა
ამისა, შეძლებთ პოზიტიური კომუნიკაციის დამყარებას.

ჟესტიკულაცია
ჟესტიკულაცია დაკავშირებულია კომუნიკაციაში სხეულის სხვადასხვა
ნაწილების (ხელები, ფეხები) გამოყენებასთან. თავის დაქნევით თქვენ
ბავშვს ეუბნებით, რომ ეთანხმებით, ღიმილით აწვდით სასიამოვნო გა-
ნცდას, დოინჯი კი შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილების ნიშანიც იყოს.

8
სახის გამომეტყველება
სახის გამომეტყველება ჟესტიკულაციის ნაწილია, თუმცა იმდენად მნიშ-
ვნელოვანი და საყურადღებო, რომ მასზე ცალკე დაფიქრებაც სასურვე-
ლია. თუ ბავშვს რაიმეს ეუბნებით სიტყვიერად, მაგრამ თქვენი სახის
გამომეტყველება იმავე შინაარსს არ ადასტურებს, ამას თქვენი შვილი
მარტივად ამოიცნობს. მაგალითად, თუ ეთამაშებით და ეუბნებით, რომ
ძალიან გსიამოვნებთ და მოგწონთ მასთან ერთად ხატვა, სინამდვი-
ლეში კი ძალიან დაღლილი ხართ და შესასრულებელ საქმიანობებზე
ფიქრობთ, დიდია ალბათობა, რომ თქვენი შვილი შეტყობინებას არა
თქვენი სიტყვებიდან, არამედ სახის გამომეტყველებიდან წაიკითხავს.
გულწრფელობა ყველაზე მეტად დასაფასებელია, შესაბამისად, უმჯობე-
სია უთხრათ თქვენს შვილს: „ცოტა დაღლილი ვარ და მაპატიე, რომ ყუ-
რადღება მეფანტება და კარგად ვერ გეთამაშები, მაგრამ ძალიან მინდა
შენთან ერთად გავატარო დრო“.

პირადი სივრცე
პირადი სივრცე წარმოადგენს იმ კომფორტის ზონას, რომელიც განისა-
ზღვრება სხვა ადამიანებთან გარკვეული ფიზიკური დისტანციის ან სია-
ხლოვის ლიმიტის დაწესებით და რომელშიც ადამიანი თავს მშვიდად,
დაცულად გრძნობს. პირადი სივრცე თითოეული ადამიანისთვის, მათ შო-
რის ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს განსაკუთრებულ
დისკომფორტს და უხერხულობას უქმნის პირადი სივრცის დარღვევა. გა-
სათვალისწინებელია, რომ თქვენს შვილს შეიძლება მოსწონს თქვენთან
ფიზიკური სიახლოვე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე სურს თქვენს
მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან. მნიშვნელოვანია, დაა-
კვირდეთ რა დისტანციაზე გრძნობს ბავშვი თავს მშვიდად თქვენთან და
სხვებთან და პატივი სცეთ მის პირად სივრცეს.

შეხება
ფიზიკური კონტაქტის მოთხოვნილება თითოეულ ადამიანს აქვს. შე-
ხება კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვილებისთვის,
ისევე როგორც თვალით კონტაქტი, ასევე შეხება კომუნიკაციის მთავარი
წყაროა. როცა ბავშვი აღელვებულია ან რაიმე დისკომფორტს განიცდის,
მშობელი მას სწორედ შეხებით, ხელში აყვანით, ჩახუტებით ამშვიდებს.
შეხება მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ფაქიზი და მოზომილი იყოს. ასევე
კონკრეტული სიტუაციური ფაქტორები და ბავშვის რეაგირებაა გასათ-
ვალისწინებელი. თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს გარკვეულ მომენტში თქვენი
კოცნა ან ჩახუტება არ სიამოვნებს, არ ჩათვალოთ ეს თქვენდამი სიყვა-
რულის ნაკლებობად.

9
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲐᲣᲛᲯᲝᲑᲔᲡᲝ
ᲩᲔᲛᲘ ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲢᲘᲚᲘ ᲨᲕᲘᲚᲗᲐᲜ?
პოზიტიური კომუნიკაცია არ არის ისეთი მტკიცე
მოცემულობა, რომელიც მუდმივად ერთი და
იგივე სახით არსებობს. შესაძლოა ზოგიერთ სი-
ტუაციაში უფრო მშვიდი და მხარდამჭერი იყოთ
თქვენს შვილთან, ხოლო ზოგიერთში ნაკლებად
ახერხებდეთ საკუთარ ემოციებთან გამკლავებას,
ბავშვის მოსაზრებების გათვალისწინებას და არა
განსჯით მიდგომას. ასევე, თქვენს კომუნიკაცი-
აზე გავლენა შეიძლება მოახდინოს მრავალმა
ფაქტორმა, დაღლილობამ, სამსახურეობრივმა
თუ ოჯახურმა საქმიანობებმა. პოზიტიური მშო-
ბლობა არ ნიშნავს იდეალურ მშობლობას. პი-
რიქით, აღიარება იმისა, რომ ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ ჩვენს შვი-
ლებთან, დაუფიქრებლად ვმოქმედებთ ან საკმარის ძალისხმევას ვერ
ვპოულობთ, პირველი ნაბიჯია პოზიტიური მშობლობისკენ. გულისხმი-
ერი მშობელი არის არა იდეალური მშობელი, არამედ მშობელი, რომე-
ლიც ფიქრობს როგორ იქცევა თავის შვილთან და ცდილობს, რომ კიდევ
უფრო სწორი მიდგომები გაიგოს და გამოიყენოს.

პოზიტიური კომუნიკაცია ცვალებადი პროცესია. ის, რომ ერთ კონკრე-


ტულ სიტუაციაში თქვენსა და თქვენს შვილს შორის მჭიდრო ინტერაქცია
დამყარდა, თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომშიც ასე იქნება.
დაფიქრება პოზიტიური კომუნიკაციის ელემენტებზე, მშობელს ეხმარება
დააკვირდეს საკუთარ სტილს ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.

პოზიტიური კომუნიკაცია არ არის იმის გარანტი, რომ ყველა საკითხზე


შეთანხმდებით თქვენ და თქვენი შვილი, არ იქნება თქვენს შორის გარ-
კვეული უთანხმოებები ან თქვენი შვილი თქვენს ყველა ნათქვამს უპი-
რობოდ შეასრულებს. გულისხმიერი მშობლის მიზანი და სურვილი არც
არის ბავშვის მორჩილება. ის აცნობიერებს, რომ მორჩილებას გრძელვა-
დიანი უარყოფითი შედეგები აქვს. შესაძლოა ამ მომენტში თქვენთვის,
როგორც მშობლისთვის კომფორტული იყოს თუ თქვენი შვილი თქვენს
ყველა მითითებას დაუყოვნებლივ ასრულებს, არ გეწინააღმდეგებათ,
რასაც მიუთითებთ იმას აკეთებს, ყველაფერში „გიჯერებთ“. მაგრამ, და-
ფიქრდით, გინდათ თუ არა თქვენი შვილი ასეთი იყოს ზრდასრულობაში,
შეასრულოს სხვისი მითითებები და ყოველთვის მიჰყვეს სხვის აზრს?

10
მშობელი აკვირდება და ელოდება ბავშვს
დაკვირვება პატარა ბავშვებთან კომუნიკაციაში შესვლის საუკუთესო გზაა.
დედა შეეცადა პატარა ნიკოსთან ეთამაში, მაგრამ ვერ შეძლო, ის მხო-
ლოდ კუბიკებს ურტყამდა ერთმანეთს და არაფერს არ ამბობდა. მაგრამ,
დედა უფრო მშვიდად და კარგად რომ დაკვირვებოდა დაინახავდა, რომ
ნიკომ სამჯერ შემოხედა, როდესაც კუბიკებს ერთმანეთზე ურტყამდა, ეს
უკევ კომუნიკაციაა!

დალოდება კომუნიკაციის და ენის განვითარების ერთ-ერთი უმნიშ-


ვნელოვანესი ხერხია. დალოდება არა მხოლოდ ბავშვის ინიციატივას
ახალისებს, არამედ მას ასევე აძლევს დროს პასუხის გასაცემად ან რაი-
მეს სათხოვნელად. როდესაც ელოდები, შენ ბავშვს აძლევ დროს გამოი-
ჩინოს ინიციატივა და ჩაერთოს აქტივობაში.

ლაურა ძალიან ცდილობდა 4 წლის ძალიან მორცხვი მეგი აელაპარაკე-


ბინა ძერწვის აქტივობისას, ამიტომ მას ძალიან ბევრ შეკითხვებს უსვა-
მდა: „რა, ფერია, ეს მეგი? რის გაკეთებას აპირებ ამისგან? მოგწონს ამით
თამაში?“. მეგი ლაურას პასუხს არ სცემდა.
მნიშვნელოვანია ლაურა მეგის დაელოდოს და მისცეს დრო მასალის „გა-
მოსაკვლევად“ და კომუნიკაციის ინიცირებისათვის. ამისათვის ლაურამ:

• უნდა შეწყვიტოს ლაპარაკი


• წინ გადმოიხაროს
• და ინტერესით დაელოს

11
უფროსები, როგორც წესი, ერთ წამს აძლევებ
ბავშვებს პასუხის გასაცემად, შემდეგ კი შეკი-
თხვის გამეორებას, გადასხვაფერებას იწყე-
ბენ ან თავად სცემენ პასუხს შეკითხვაზე.1
წამი ძალიან, ძალიან ცოტა დროა. სანამ ბა-
ვშვი პასუხს გაგცემთ დაითვლეთ გულში 10-
მდე, ნუ გააკეთებთ ნურაფერს, შეხედეთ ბა-
ვშვს ინტერესით, არ დაილაპარაკოთ, სანამ
ბავშვი ინციატივას არ გამოიჩენს ან სანამ არ
მიგითითებთ, რა აინტერესებს (ცხადია, ყველა ბავშვის შემთხვევაში,
გულში 10-მდე დათვლის საჭიროება არ დგას, მაგრამ საკმაოდ ბევრი
ბავშვის შემთხვევაში ამ სტრატეგიას დიდი ძალა აქვს).

მშობელი უსმენს ბავშვის საუბარს


მოსმენა ნიშნავს იმაზე ყურადღების კარგად მიქცევას თუ რას ამბობს ბა-
ვშვი; მოსმენა მნიშვნელოვანია შესაბამისი პასუხის გასაცემად. რო-
დესაც ბავშვს ყურადღებით უსმენ, შენ მას აგრძნობინებ, რომ მისი
ნათქვამი შენთვის მნიშვნელოვანია და ეს მისთვის კარგი მიზეზია დი-
ალოგის გასაგრძელებლად. აქტიური მოსმენა ნიშნავს, რომ ბავშვს არ
ვაწყვეტინებთ და ჩვენ თვითონ არ ვვარაუდობთ, რისი თქმა უნდა ბავშვს,
სანამ ის საუბარს დაასრულებს.

მშობელს ზოგჯერ იმდენად სურს თავისი შეხედულებები და მოსაზრე-


ბები გაუზიაროს ბავშვს საუბრის დროს, რომ თავად მას საკმარისად არ
აძლევს შესაძლებლობას ბოლომდე ისაუბროს. აქტიური მოსმენა პო-
ზიტიური კომუნიკაციის ერთ-ერთი ტექნიკაა. მოსმენისას მშობელი არ
აწყვეტინებს ბავშვს საუბარს, არ აჩქარებს, არ არის დაკავებული პარალე-
ლურად სხვა საქმიანობით, არ უბრუნებს მზა პასუხებს. არამედ, უსმენს
როცა ბავშვი საუბრობს, აზუსტებს რამდენად სწორად გაიგო ბავშვის ნა-
თქვამი და თავად აფიქრებს ბავშვს.

აქტიური მოსმენა არ გულისხმობს იმას, რომ მშობელი უბრალოდ ჩუმა-


დაა და ბავშვის უყურებს, აცდის საუბარს. აქტიური მოსმენისას, მშობელი
სვამს ისეთ კითხვებს, რომელიც ბავშვს დაეხმარება კიდევ უფრო მეტი
იფიქროს იმაზე, რაზეც საუბრობს.
დაუსვით შეკითხვები:
• შენ როგორ ფიქრობ?
• რატომ ფიქრობ ასე?
• როგორ გგონია?
• რა მოხდება, თუ...?

12
მაგალითი:

ჩემი ველოსიპედი ვეღარ ვიპოვე. ვიღაცამ


ექვსი წლის ნიკუშა:
მოიპარა (გაბრაზებულია, ყვირის და ტირის)

ძალიან ვწუხვარ. მოდი, დამშვიდდი და მომიყევი


მამა:
რა მოხდა.

აი, აი, აქ დავტოვე (სლუკუნებს) და ვიღაცამ


მოიპარა, წაიღო. ჩემი ახალი ველოსიპედი.
ნიკუშა:
მიოპარეს. რატომ მოიპარა? ასე რატომ იქცევიან
ადამიანები?

ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ყველა ადამიანს,


ნიკუშა. მაგრამ რა შეგვიძლია ვქნათ? ჩვენ
მამა:
შეგვიძლია გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და
დავიცვათ ჩვენი ნივთები, კარგად შევინახოთ.

აღარასდროს დავტოვებ ჩემს სათამაშოებს


ნიკუშა:
გარეთ. უნდა ჩამეკეტა ჩემი ველოსიპედი

ვიცი, რომ ახლა ძალიან გული გტკივა. მეც


განვიცდი რამეს თუ ვკარგავ. მაგრამ, ვფიქრობ
ეს კარგი გაკვეთილი იყო. შენ უკვე იცი, რომ
უფრო მეტი დაფიქრება გჭირდება, როგორ უნდა
მამა:
შეინახო შენი ნივთები, რამე რომ არ მოხდეს.
მოდი, საღამოს კიდევ ვისაუბროთ რა უნდა
გაითვალისწინო, რომ შენი სათამაშოები კარგად
იყოს დაცული.

13
არეკვლა
ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც მშობელს ეხმარება აჩვენოს ბავშვს
რომ დაინტერესებულია მისი საუბრის მოსმენით, არის არეკვლა. რო-
გორც სარკე ირეკლავს ადამიანის გამოსახულებას, სწორედ ამგვარად
მშობელი მისი შვილის მოსაზრებებს, ფიქრებს ხელახლა იმეორებს, თუ-
მცა განსხვავებული სიტყვებით.

მაგალითი:

აღარასდროს, აღარასდროს ვითამაშებ თედოსთან


ექსვი წლის ნინი: ერთად. საერთოდ აღარ არის ჩემი მეგობარი
(დოინჯ შემორტყმული და წარბებ შეჭმუხნულია)

შენს საუკეთესო მეგობარს აღარ ეთამაშები?


დედა:
(მშვიდი ტონით)

არა, იმიტომ რომ გამაბრაზა. მე მინდოდა გარეთ


გვეთამაშა
ნინი: სახლობანა. თედო არ მოდის და ლეგოებს
აწყობსო. არ მინდა ლეგოები, გარეთ თამაში მინდა
და ვერ გაიგო.

ააჰ, თედოს ლეგოებით თამაში ურჩევნია, ვიდრე


დედა:
გარეთ, შენთან ერთად სახლობანა, ხომ?
ხოო. ნერვები მომიშალა. ხოდა, აღარ ვიქნები მისი
ნინი:
მეგობარი.
ვხედავ, რომ ცოტა გაბრაზებულიც ხარ და ცოტა
დედა:
ნაწყენიც. კარგია, რომ მომიყევი.

ნინი: კი, გაბრაზებული ვარ, ზუსტადაც.

დედა: მჰ, გასაგებია. მესმის შენი. ახლა რას აპირებ?

14
მშობლის საუბარი ბავშვის ასაკის შესაფერისი, მკაფიო და
გასაგებია
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვის ასაკის გათვალისწი-
ნებით შეარჩიოს სიტყვები და ფრაზები საუბრის დროს. თუმცა ეს არ
ნიშნავს ენის მოჩლექით საუბარს. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დარ-
წმუნებული იყოს, რომ ბავშვმა იცის ყველა მის მიერ ნათქვამი სიტყვის
მნიშვნელობა. ხოლო როცა ახალ, უცხო სიტყვას იყენებს, აუხსნას მისი
მნიშვნელობა.

როდესაც დალიმ უფრო კონკრეტული, გიოს განვითარების საფეხური-


სათვის შესაბამისი შეკითხვების დასმა დაიწყო, დიალოგიც განვითა-
რდა.

15
ბავშვის განვითარებიბისათვის შესაბამისი დიალოგის კიდევ ერთი
მაგალითი:

ლუკა: ეს ფერმაა

ლილი: რა გავაკეთოთ ფერმაში? (ღია კითხვა)

ლუკა: არ ვიცი (შეკითხვა ძალიან ფართო იყო)

კარგი, აი აქ არის გლეხი და აქ ძროხა. რა


ლილი: უნდა ქნას გლეხმა? (კითხვა, სადაც ფოკუსი
დაპარატავებულია).

ლუკა: შეუძლია მოწველოს.

მართალია, შეუძლია რომ მოწველოს, რომ ჩვენ


ლილი:
მერე რძის დალევა შევძლოთ

და ა.შ. და ა.შ.

ცხადია, შეკითვები უნდა შევუსაბამოთ იმ ბავშვებსაც, ვისაც მეტი კომუნი-


კაციური უნარები აქვთ და მეტი ლაპარაკი შეუძლიათ.
მაგალითად, როდესაც დედა ხედავს, რომ ბავშვებმა დიდი ციხესიმაგრე
ააშენეს მისი კომენტარი, უფრო ხშირად ასეთია ხოლმე: მაღალი კო-
შკი ააშენეთ? რაზეც ბავშვები მარტივად პასუხობენ: - დიახ. არადა, დე-
დას მათი განვითარებისა და შესაძლებლობების შესაბამისი შეკითხვა,
რომ დაესვა, მაგალითად: - რა არაჩვეულებრივი ციხესიმაგრეა, რისთვის
ააშენეთ? ბავშვები სავარაუდოდ უპასუხებდნენ: - ეს ციხესიმაგრე ჩვენი
ჯარისკაცებისათვის ავაშენეთ, ისე, რომ ცუდიანებმა შემოჭრა ვერ შეძ-
ლონ... უდაოა, რომ ორ შეკითხვასა და ორ პასუხს შორის ენობრივი გა-
ნვითარების სტიმულირების თვალსაზრისით ბევრი განსხვავებაა.

16
უფროსები ხშირად მიდრეკილები ვართ დავსვათ შეკითხვები, რომელ-
ზცე სწორი პასუხის წინასწარ ვიცით, ანდა რითი გავს ბურთი და ფო-
რთოხალი ერთმანეთს? თუმცა შეკითხვები, რომელსაც „სწორი პასუ-
ხები არა აქვს“ ბავშვის აზროვნებისა და ენობრივი განვითარებისათვის
უფრო ხელშემწყობია, მაგალითად:

მშობელი არ ემუქრება, არ აშინებს, არ არცხვენს ბავშვს


თუ მშობელი ბავშვს აშინებს, ემუქრება ან არცხვენს, დიდია ალბათობა
რომ შემდგომში ბავშვიც ასევე მოექცეს სხვებს. თუ ბავშვს შეაშინებთ ან
დაემუქრებით, შეიძლება მისი მომენტალური კონტროლი შეძლოთ, თუ-
მცა სამომავლოდ ბავშვი ნაკლებად გახსნილი იქნება თქვენთან და მის
ნდობას დაკარგავთ.

მაგალითში მოცემულია არასწორი სტრატეგიები, რომელსაც იყენებს


მშობელი პრობლემის გადასაჭრელად.

17
მაგალითი:

5 წლის გიო 1 საათზე მეტია გაჯეტშია თავჩარგული. ხან ვიდეოებს უყუ-


რებს, ხან თამაშებს თამაშობს. დედას სურს, რომ ბავშვმა შეწყვიტოს
პლანშეტის გამოყენება, თუმცა მისი მიდგომით გიო ბრაზდება და ღიზი-
ანდება.

უკვე ამდენი ხანია პლანშეტით თამაშობ. ეგრე


თვალები დაგეღლება და გეტკინება. თან ღიზიანდები
დედა: და აგრესიული ხდები. რა გაყვირებს? ახლავე
გამორთე და აღარ გაეკარო. შენ არასდროს არ
მიჯერებ და არ აკეთებ, რასაც გეუბნები (ბრალდება)

გიო: აუ, ახლავე, ცოტა ხანი რა.

ხომ გითხარი უკვე ერთხელ, რომ გამორთო? ვერ


დედა:
გაიგონე? მამაშენს ვეტყვი და ნახავ რაც მოგივა (მუქარა)

გიო: მე გითხარი, რომ ერთი წუთითქო. არ უთხრა მამიკოს.


რადგან ვერ გაიგე, ახლა წაგართმევ მაგ პლანშეტს
დედა: და იქნები ეგრე. ამხელა ბიჭი ხარ უკვე და ამ
სისულელეებს უყურებ მთელი დღე (შერცხვენა)
კაი, კაი, გამოვრთავ. უბრალოდ 5 წუთში
გიო:
დამთავრდება, გთხოვ
5 წუთს ითამაშებ, თუ ბროკოლის წვნიანს შეჭამ, თუ
დედა:
არადა მომეცი (გარიგება)

აი, დავამთავრე. ბროკოლის შევჭამ, თუ მერე კანფეტებს


გიო:
მომცემ (შედეგად ბავშვიც იყენებს გარიგებას)

18
ამ მაგალითში კი მოცემულია პოზიტიური სტრატეგიები, რომელსაც
მშობელი იყენებს პრობლემის გადასაჭრელად

დე, მგონი უკვე თვალები დაგეღალა პლანშეტის


დედა: თამაშით. თან ეს დრო ზიხარ და ცოტა გარბენა და
გამორბენა გჭირდება.

გიო: არა, არ დამეღალა

შეიძლება ვერ გრძნობ, რომ დაგეღალა, მაგრამ


დედა:
დავაკვირდი, რომ უკვე ერთი საათი გავიდა

გიო: აუუ, კიდევ მინდა რააა, ცოტა ხანი

მესმის, რომ კიდევ გინდა. შენი გინდა ისევ ითამაშო,


დედა: მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა დაასრულო. როგორ
მოვიქცეთ?

გიო: ცოოოოტა ხანიც

დედა: მოვიფიქროთ რამდენი ხანი.

აი, დამთავრდება ეს ვიდეო და გამოვრთავ, კაიი


გიო:
(ცოტა წუწუნით)

მესმის, რომ კიდევ უფრო დიდ ხანს შეიძლება


გინდოდეს, მაგრამ დიდი მადლობა, რომ ჩემი
სურვილი გაითვალისწინე. სხვა დროისთვის, ჩვენ
დედა:
უნდა შევთანხმდეთ როდის და რამდენი ხანი
გაატარებ პლანშეტთან. მე მინდა, რომ შენ გაერთო,
მაგრამ არ მინდა, რომ თვალები დაგეღალოს.

მშობელი ხშირად საუბრობს ემოციებზე


თუ მშობელს სურს, რომ დაეხმაროს ბავშვს ემოციების მართვაში, უნდა
იზრუნოს ასწავლოს ბავშვს ემოციების დასახელება და მათზე საუბარი.
როცა ბავშვი ემოციებს გამოხატავს არასიტყვიერად, ტირის ან ყრის ნი

19
ვთებს, მშობელი უნდა დაეხმაროს მას იმაში, რომ ბავშვმა დაარქვას სა-
ხელი თავის განცდებს. მშობელმა ბავშვის ემოცია შეიძლება აღწეროს
მარტივად, მოკლე სიტყვების გამოყენებით და თქვას, შენ ხარ: გაბრაზე-
ბული, ნაწყენი, გაღიზიანებული, სევდიანი, გაბრაზებული, შეშინებული,
გაოცებული, უკმაყოფილო, დაღლილი, უენერგიო, ხალისიანი, გახარე-
ბული, ბედნიერი და ა.შ.

მაგალითი:

3 წლის და 5 თვის წლის კატო ხის პატარ-პატარა მართკუთხედ ფიგურებს


ერთმანეთზე აწყობს, რათა სასახლე გააკეთოს. სახურავის აგებისას კუ-
ბიკების წონასწორობა ირღვევა და აწყობილი სასახლე ინგრევა. კატო
გაბრაზებული ყრის კუბიკებს აქეთ-იქით, ზოგს იღებს ხელში და ისვრის,
ფეხს ურტამს იქვე დაგდებულ კუბიკებს. თან ხმამაღლა ტირის.

ბრაზობ, რომ კუბიკებით სასახლე ვერ ააშენე და


ჩამოინგრა? გაღიზიანდი, რომ ვერ გააკეთე ისე,
როგორც გინდოდა, ხომ? ასეა არა?

მამა:

როცა მშობელი ამბობს ემოციების სახელებს, ბავშვი სწავლობს ამ სი-


ტყვას და მის მნიშვნელობას. შემდეგ კი, შეეძლება თავისი ემოცია გამო-
ხატოს არა მხოლოდ ქცევებით, არამედ სიტყვებითაც.

მაგალითი:

3 წლის კირა პატარა კნუტს ეთამაშება. კუდში ხელს კიდებს. კნუტი კნა-
ვის და გაქცევას ცდილობს. კირა ეუბნება „მოდი, ფისო, პატარა ფისო“ და
ორივე ხელს ძლიერად ხვევს.

დე, ფრთხილად. ვიცი, რომ ძალიან გსიამოვნებს


და გიხარია კნუტთან თამაში. მაგრამ მეშინია ასე
კნუტს რამე არ ეტკინოს. კუდში ხელს რომ ჰკიდებ,
არ მოსწონს.

დედა:

20
მშობელი ასახელებს როგორც ბავშვის (სიხარული, სიამოვნება), ასევე
საკუთარ (შიში) ემოციას. ამ ასაკში შესაძლოა ბავშვისთვის მხოლოდ
სიტყვიერად მითითება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ამიტომ, აჩვენეთ რო-
გორ შეიძლება კნუტს მოეფეროს. ნაზად გადაუსვით ხელი, აჩვენეთ სად
მოკიდოს ხელი და როგორ.

მშობელი იყენებს ფრაზებს - შევამჩნიე, რომ .... მგონია,


რომ.... ვფიქრობ, რომ...
მშობელს ხშირად უწევს ისეთი შეკითხვის დასმა ბავშვისთვის, რომელ-
ზეც პასუხი შეიძლება იცოდეს, თუმცა სჭირდება გადამოწმება, რომ დარ-
წმუნებდეს ნამდვილად ასეა თუ არა. ყოველდღიურად, შეიძლება ათე-
ულობით ასეთ კითხვას უსვამდეთ თქვენს შვილს: კბილები გაიხეხე?
ხელები დაიბანე? სათამაშოები დაალაგე? ტუალეტი მოილიე?

თუ ბავშვი გიპასუხებთ „კის“ და იცით, რომ მაგალითად ხელები არ დაუ-


ბანია, მოგიწევთ იმაზე ხაზგასმა, რომ ბავშვი იტყუება (მიუხედავად იმისა,
რომ შეიძლება ეს სულაც არ იყო გამიზნული ტყუილი). თუ გიპასუხებთ
„არას“, მოგიწევთ შეახსენოთ ხელების დაბანის საჭიროება და ხელახლა
მისცეთ მითითება. მაგრამ ასეთი შეკითხვის მუდმივად და ხშირად დას-
მით მშობელს შემმოწმებლის, ზედამხედველის როლი აქვს. ამიტომ, უმ-
ჯობესია, კითხვები სხვაგვარად იყოს ფორმულირებული.

მაგალითი:

მგონი, ისე მალე მოცუნცულდი საჭმელად, ხელების


დედა:
დაბანა დაგავიწდა.
ბავშვი: არა, დავიბანე უკვე.
მაჩვენე როგორი სუფთა და კრიალაა (უყურებს და
დედა: რწმუნდება, რომ ხელები სუფთაა). ააამ ძალიან კარგი.
არასწორად მეგონა.

მშობელი ასრულებს დანაპირებს


ბავშვებთან ურთიერთობაში ვერც ერთი მშობელი აა-
რიდებს სრულიად თავს რაიმეს შეპირებას. როცა ბა-
ვშვი მოდის და გთხოვთ, რომ მასთან ერთად ითამა-
შოთ, თუ იმ მომენტში დაკავებული ხართ, შეიძლება
უთხრათ: „ახლა არ მცალია და როგორც კი დავასრუ

21
ლებ ვითამაშოთ“. ან შეიძლება დაჰპირდეთ სადმე წასვლას, რაიმეს ყიდ-
ვას და ა.შ. ოქროს წესი ასეთია: თუ არ შეგიძლიათ ბავშვს შეუსრულოთ,
რასაც დაჰპირდებით, უმჯობესია საერთოდ არ დაჰპირდეთ.

ასევე, რეკომენდებულია, რომ 6 წლამდე ასაკში თავად ბავშვებს ნაკლე-


ბად მოსთხოვთ, რომ რაიმეს დაგპირდეთ. მშობელმა შეიძლება ბავშვს
უთხრას, - დამპირდი, რომ კარგად მოიქცევი საბავშვო ბაღში, - დამპირდი,
რომ საჭმელს ბოლომდე შეჭამ. ბავშვისთვის ეს საკმაოდ დიდი პასუხის-
მგებლობაა და შეიძლება წნეხად იქცეს.

მშობელი აქცენტს აკეთებს ბავშვის ქცევაზე და არა მის


პიროვნულ ნიშნებზე
ბავშვთან ურთიერთობაში მშობელი ხშირად რეაგირებს და აკეთებს სა-
პასუხო კომენტარებს ბავშვის ქცევაზე. თუმცა მისი უკუკავშირი შეიძლება
მიმართული იყოს ბავშვის არა მოქმედებაზე, არამედ თვისებზე, ხასი-
ათსა და პიროვნებაზე. უმჯობესია, აღწეროთ კონკრეტული საქციელი.

მაგალითი:

5 წლის მარიამი და მამა კიბეებზე ჩადიან. ბავშვი საფეხურებს ახტება.


ფეხი წაუბორძიკდა და დაეცა.

წინ გაიხედე, ასეთი მოუსვენარი რომ ხარ, მაგიტომ წაიქეცი

მამა:

მარიამ, ფრთხილად. როცა კიბეზე


ხტუნავ ყურადღებით უნდა იყო ან
სახელურს ჩაეჭიდო.

მამა:

პირველ შემთხვევაში მამის კომენტარი ბავშვის პიროვნებაზეა მიმართული


(მოუსვენარი), მეორეში კი აქცენტი ქცევაზე და მიზეზ-შედეგობრიობაზეა
გაკეთებული (თუ ყურადღებით არ დავაკვირდები, შეიძლება წავიქცე)

22
მაგალითი:
6 წლის ანასტაციას ოთახში დედა შედის. ხედავს, რომ პლასტელინები, ფან-
ქრები იატაკზეა მიმაფანტული. ყველაგან სათამაშოებია მიმოფანტული.

ანასტასია, არ მომწონს
შენი სათამაშოები რომ ასე
ყრია იატაკზე.

დედა:

მაგალითი:
4 და 5 წლის და-ძმა, ლიკა და ბექა საღებავებით ხატავენ. ლიკა ფუნჯის
საწმენდ წყლით სავსე ბოთლს თავისკენ წევს. როცა ბექას სურს თავისი
ფუნჯის გარეცხვა, ლიკა ბოთლს ხელს ხვევს და ეუბნება: „ეს ჩემია, შენ
სხვა იპოვე“. ბექა ბრაზდება, ფუნჯს აგდებს, ბოთლს ხელს კრავს და ლი-
კას წყალი ესხმება. გოგონა ტირილს იწყებს.

ლიკა, ძალიან მწყინს (საკუთარი ემოციის დასახელება), რომ ორივეს


ერთი წყლის ბოთლი გაქვთ და შენ არ გინდა, რომ ბექამაც გარეცხოს
ბოთლში ფუნჯები (სიტუაციის, ქცევის აღწერა). ჩვენი წესია, რომ
ერთმანეთს ვეხმარებით (წესების შეხსენება). გთხოვ, ბოთლი შუაში
დადე, რომ ორივემ მარტივად მოახერხოთ ფუნჯების გარეცხვა
(სასურველი ქცევის დასახელება). ბექა, მესმის, რომ გეწყინა და
გაბრაზდი (ბავშვის ემოციის დასახელება), ლიკამ რომ ბოთლი
თავისკენ გაიწია (ქცევის აღწერა). მაგრამ მე არ მომეწონა (საკუთარი
ემოციის დასახელება) ხელის კვრა და ბოთლის გადაყირავება (ქცევის
აღწერა), რადგან ლიკას ტანსაცმელი, ნახატები და იატაკი დასველდა
(მიზეზ-შედეგობრიობის ახსნა). როცა რამე გეწყინება, გთხოვ, უთხარი
შენს დას ან მე (სასურველი ქცევის დასახელება).

დედა:

23
მაგალითში მშობელი პოზიტიური კომუნიკაციის რამდენიმე სტრატეგიას
იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ და-ძმებს შორის კონფლიქტის დროს,
მშობელი არ იყოს მოსამართლის როლში და გაარკვიოს ვინ არის დამნა-
შავე და ვინ არა. ამ შემთხვევაში მშობელი ნეიტრალურია, ორივეს ქცევაზე
რეაგირებს. მშობლის სიტყვები მიმართულია არა ბავშვების პიროვნების
დახასიათებაზე (რა ცუდად იქცევი, მარტო შენთვის რომ გინდა ითამაშო;
ასეთი უხეში რომ ხარ მე ეს არ მომწონს), არამედ მათი მოქმედების აღწე-
რაზე, ქცევის და შედეგის ერთმანეთთან დაკავშირებაზე (ბოთლი რომ შე-
ნსკენ გასწიე, ბექას ეწყინა; ბოთლი რომ გადააყირავე, წყალი დაიღვარა
და იატაკი, ფურცლები დაასველა).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝ ᲩᲔᲛᲡ ᲨᲕᲘᲚᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲨᲘ

სამყაროს გამოკვლევა
პატარაობიდანვე თქვენი შვილი სწავლობს როგორ გამოიყენოს საკუ-
თარი სხეული, აკონტროლოს კუნთები, დაღეჭოს, გადადგას ნაბიჯები და
იაროს.

თქვენი პატარა ყველაფერს ეხება, ზოგჯერ პირით სინჯავს იმას, რაც


ხელთ მოხვდება. რა თქმა უნდა, მას ჯერ არ შეუძლია განსაჯოს რა შეი-
ძლება იყოს უსაფრთხო და რა ზიანის მომტანი. შეხება და პირში ჩადება
ბავშვის თანდაყოლილი ინსტიქტია, რომლითაც სწავლობს სამყაროს.
განვითარების ამ კანონზომიერების ცოდნა, მშობელს უბიძგებს, რომ
შექმნას ბავშვის შესაბამისი გარემო - საკმარისი სივრცე გადაადგილე-
ბისთვის, საფრთხის შემცველი ნივთებისგან თავისუფალი და სავსე სხვა-
დასხვა ფორმის, ზომის, ფერის სათამაშოებითა და მასალებით.

ᲠᲩᲔᲕᲐ ᲛᲨᲝᲑᲔᲚᲡ
ჩვილი ძალიან მალე სხვადასხვა საგნებს სტაცებს
ხელს. შეიძლება აიღოს პატარა ზომის ნივთები,
ფანქარი და პირისკენ წაიღოს. თუ შეშინებული
სწრაფად გამოსტაცებთ ნივთს ხელიდან, ბავშვიც
შეშინდება. მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოართ-
ვათ საგანი და ყურადღება სხვა, მისი ასაკისთვის
შესაბამის სათამაშოზე ან საგანზე გადაატანინოთ.

24
ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ
ამ ასაკში ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეძლოს
9 სხვადასხვა საგნების პირში ჩადება, მათი გამოკვლევა;

არ გაუბრაზდეთ მას, თუ ისეთი ნივთი აიღო, რომელიც საშიშია.


9 მან ჯერ არ იცის რა არის საფრთხის შემცველი და რა არა;

თქვენს პატარას სჭირდება არა აკრძალვა, არამედ მზრუნველი მშო-


9 ბელი, რომელიც შეუქმნის ისეთ გარემოს, სადაც მას შეეძლება თა-
ვისუფლად და ლაღად გამოიყენოს, შეეხოს საგნებს, სათამაშოებს.

„მე თვითონ“ -2-3 წლის ასაკის კრიზისი


2-3 წლის ასაკში ხდება ბავშვის პიროვნული მე-ს ფორმირება, რაც იწვევს
ავტონომიურობის და ყველაფრის უფროსებისგან დამოუკიდებლად შეს-
რულების სურვილს, რის გამოც, ის დაჟინებით ეწინააღმდეგება ნების-
ნიერ ზეგავლენას გარშემომყოფი ადამიანებისაგან. პატარა უკვე იწყებს
საკუთარი ინდივიდუალურობის გაცნობიერებას და აქვს დაუოკებელი
მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, განაცხადოს ამის შესახებ, გა-
მოავლინოს თავისი „მე“. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მან
ჯერ კიდევ არ იცის, ამიტომაც ირჩევს ყველაზე მარტივ გზას - უპირის-
პირდება უფროსებს და მოქმედებს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ;
ავლენს ნეგატივიზმს, ჭირვეულობს, ჯიუტობს, აპროტესტებს.

როგორ მოვიქცეთ?
თქვენს თხოვნაზე უარყოფითი პასუხი ბავშვის მხრიდან უპატივცემულო-
ბად არ ჩათვალოთ. ასე თქვენს გასაღიზიანებლად კი არ იქცევა, არამედ
ავითარებს საკუთარ იდენტობასა და დამოუკიდებლობას. მისთვის ეს
ინდივიდუალობის გამოვლენის ერთ-ერთი გზაა.

9 მიეცით ბავშვს მკაფიო, შეზღუდული არჩევანი - შესთავაზეთ


რამდენიმე, თქვენთვის მისაღები ალტერნატივა. ეს საუკეთესო
გზაა იმისთვის, რომ გაზარდოთ ბავშვში თავისუფლებისა და კო-
ნტროლის განცდა, რის ხარჯზეც იზრდება იმის ალბათობა, რომ
ის თქვენთან ითანამშრომლებს. მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს
ბავშვს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და არ აიძულოს დაე-
თანხმოს მის გადაწყვეტილებას. მაგალითად, მიეცით საშუალება,
აირჩიოს რომელი მარცვლეულის ფაფას მიირთმევს დილით, რო-
მელ ბოსტნეულს მიაყოლებს სადილს, რომელ მაისურს ჩაიცვამს,
გარეთ ითამაშებს თუ სახლში და ა.შ. რაც უფრო მალე გაუჩნდება

25
9 იმის განცდა, რომ თავად არის გადაწყვეტილების მიმღები, მით
უფრო ადრე დაიწყებს თქვენთან თანამშრომლობას.

9 ნუ მისცემთ არჩევანს, როდესაც არჩევანი არ არსებობს. არსებობს


გარკვეული საკითხები, რომლებიც ამ ასაკში მოლაპარაკებას არ
ექვემდებარება, მაგალითად, უსაფრთხოების წესები და ჯანმრთე-
ლობასთან დაკავშირებული საკითხები. მოერიდეთ შეკითხვის და-
სმას, როდესაც მხოლოდ ერთადერთი პასუხი არსებობს. ეცადეთ,
ეს ისეთი ფორმით მიაწოდოთ ბავშვს, რომ არ იყოს მისთვის შე-
ურაცხმყოფელი (მაგ.: „ჩვენი დაძინების დრო მოვიდა“), ერიდეთ
მუქარას და დირექტივებს („ახლავე დასაძინებლად წადი, თო-
რემ...“ და ა.შ.)

9 მიეცით მოსამზადებელი დრო, რათა გადაერთოს ერთი აქტივო-


ბიდან მეორეზე. მაგალითად, თუკი თამაშობს და კარგად ერთობა,
თქვენ კი გსურთ სადილზე დაუძახოთ, გააფრთხილეთ 5 წუთით
ადრე, რომ ჭამის დროა და 5 წუთში აქტივობა უნდა დაასრულოს.
შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ წამზომი.

9 ამოიღეთ ზედმეტი წესები. რაც უფრო მეტი წესი გექნებათ, მით


მეტია იმის ალბათობა, რომ ბავშვი არ დაგეთანხმოთ. შეამცირეთ
არასაჭირო მოლოდინები და კამათი უმნიშვნელო დეტალებზე,
როგორიცაა მაგ.: კონკრეტული ფერის ტანისამოსის შერჩევა ან
თეფშის ბოლომდე მოსუფთავება. დაეხმარეთ ბავშვს, მეტი და-
დებითი კომუნიკაციის ხარჯზე, თავი ნაკლებად კონტროლირებუ-
ლად იგრძნოს.

9 ერიდეთ მიმართვის ნეგატიური ფორმით ფორმულირებას და ფრა-


ზების - „არ შეიძლება“, „ნუ აკეთებ“ გამოყენებას. სანაცვლოდ შე-
სთავაზეთ, რა უნდა გააკეთოს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ
უთხრათ: „საბა, არ ჩააქრო სინათლე“, უთხარით: „საბა, სინათლე
აანთე“.

9 წვრილმან საკითხებში დაუთმეთ. თუ ბავშვს სურს, ჯერ მეორე


კერძი მიირთვას და შემდეგ წვნიანი, დაე, ასე მოიქცეს, ამით არა-
ფერი დაშავდება.

ბავშვი და შიშები
3 წლამდე ასაკში ბავშვებს უჩნდებათ გარკვეული
შიშები, ხშირად სიბნელის ან განშორების. მიუხე-
დავად იმისა, რომ ხშირად მშობლები ძალიან ღე-
ლავენ და განიცდიან ბავშვში გაჩენილ შიშებზე,
ეს გარკვეულწილად კარგის ნიშნანიცაა. შიშის შე-
გრძნება დაკავშირებულია ბავშვის უნართან უკე-

26
თესად აღიქვას სამყარო და მათ შორის საფრთხე. ასევე, ბავშვი იწყებს
საკუთარი ემოციების ამოცნობას, თუმცა ჯერ კიდევ არ არის იმდენად
„დიდი“ რომ შეძლოს მათთან დამოუკიდებლად გამკლავება. ამიტომ, ბა-
ვშვს განუწყვეტლივ სჭირდება მშობლის ემოციური მხარდაჭერა, მოსმენა
და მისი ნებისმიერი ემოციის მიღება.

ᲠᲩᲔᲕᲐ ᲛᲨᲝᲑᲔᲚᲡ
თითქმის ყოველ ღამით, ბავშვი ტირილით იღვი-
ძებს, გეუბნებათ, რომ მის ოთახში მონსტრია და
გთხოვთ, რომ მასთან ერთად დაიძინოთ. ნუ და-
სცინებთ და უგულებელყოფთ მის შიშს. თქვენ
იცით, რომ მონსტრები არ არსებობენ, მაგრამ
თქვენი შვილის ფანტაზია იმდენად ცოცხალია,
რომ მას შეიძლება გაუძნელდეს გამიჯნოს რეა-
ლობა და წარმოსახვა ერთმანეთისგან.

ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ
იმის მტკიცებაში, რომ ბავშვის შიში უსაფუძვლო და არარეალუ-
9 რია, არ გამოგრჩეთ ყველაზე მთავარი - თანაგრძნობა;

ამ ასაკში შიშის ქონა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა თქვენს შვილს


9 სჭირდება მაგალითი იმისა, თუ როგორ ახერხებთ თქვენ სხვადა-
სხვა ემოციებთან სწორად რეაგირებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია
აჩვენოთ, რომ თქვენ მშვიდად ხართ;

თუ ბავშვს ხშირად ეღვიძება ღამის კოშმარების გამო, არ დატოვოთ


9 მისი ემოციები უგულისყუროდ. იყავით მასთან ერთად ჩაძინებამდე.

ᲡᲙᲝᲚᲐᲛᲓᲔᲚᲘ ᲐᲡᲐᲙᲘ

რატომ სვამს ბავშვი გამუდმებით შეკითხვებს?


3 წლიდან ბავშვის ცნობისმოყვარეობა უფრო და უფრო თვალსაჩინო
ხდება. თუ 2 წლამდე ბავშვი სამყაროს შესახებ ინფორმაციას იღებს შე-
ხებით, საგნების პირში ჩადების საშუალებით, ახლა მას უკვე შეუძლია
საუბარი და შესაბამისად სვამს კითხვებს: „ეს რა არის?“, „როგორია?“, „
რატომ?“, „რატომ“, „რატომ?“

27
როდესაც ბავშვი გამუდმებით გეკითხებათ ერთსა და იმავეს, გახსოვდეთ,
რომ ის ამას არ აკეთებს განზრახ, ან იმისთვის, რომ თქვენ გაგაღიზია-
ნოთ. ბავშვი უბრალოდ ცდილობს ისწავლოს და გაიგოს ახალი. შეკი-
თხვის ხელახლა დასმით კი იმეორებს, რაც გაიგო, რაც კიდევ უფრო უმ-
ყარებს ცოდნას.
ხანდახან დამღლელია ბავშვის ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან ზოგ-
ჯერ, შესაძლოა არც კი ვიცოდეთ რა პასუხი გავცეთ. ნებისმიერ შემთხვე-
ვაში, ბავშვს სჭირდება თქვენი მოსაზრების, საპასუხო რეაქციის გაგება და
არა უტყუარი ჭეშმარიტებების მოსმენა. ასე რომ, დაიწყეთ დიალოგი ფრა-
ზით: „არ ვიცი შენს კითხვაზე ზუსტი პასუხი, მაგრამ მე მგონია, რომ ....“

წესების სწავლა
ბავშვი, გამძაფრებული ცნობისმოყვარეობისა და სამყაროს შეცნობის სუ-
რვილით, შესაძლოა ინტერესდებოდეს ისეთი ნივთებით ან ქმედებების
განხორციელებით, რომელიც საფრთხის შემცველია. მაგალითად, ასა-
ნთი, ბასრი ნივთები, სიმაღლეებზე ასვლა. მშობელს უწევს ამ სიტუაციე-
ბის გაკონტროლება და სწორედ ასე ჩნდება პირველი წესები. პოზიტიური
მშობლობის ამოცანაა ბავშვისთვის წესების ახსნა და არა მხოლოდ მათი
შესრულების მოთხოვნა.

გასათვალისწინებელია, რომ მშობელი არა მხოლოდ უხსნის და ესა-


უბრება თავის შვილს გარკვეული წესების შესახებ, არამედ არის როლური
მოდელი მისთვის. თუ გვსურს, რომ ისეთი რუტინული აქტივობები, რო-
გორიცაა ხელების დაბანა, სათამაშოების დალაგება, ეკრანთან მცირე
დროის გატარება ერთგვარ წესად, შეთანხმებად იქცეს, საჭიროა, რომ
თავადაც შევასრულოთ ისინი.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი


უფროსებს ხშირად თავად გვინდა განვსაზღვროთ, რა არის ბავშვისთვის
უმჯობესი, რა ჩაიცვას, რა შეჭამოს, რითი და როგორ ითამაშოს, მაგრამ,
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ როცა მუდმივად ჩვენ ვიღებთ გადა-
წყვეტილებებს ბავშვის ნაცვლად, ამით ხელს ვუწყობთ უფრო ხშირი კონ-
ფლიქტური სიტუაციების აღმოცენებას და ტანაც არ ვაძლევთ ბავშვს შე-
საძლებლობას, იფიქროს თავად, გააკეთოს არჩევანი და გააცნობიეროს
მიღებული გადაწყვეტილების თანმდევი შედეგები. ბავშვებში გადაწყვე-
ტილების დამოუკიდებლად მიღების წახალისებისთვის:

9 ჩართეთ ბავშვი დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, უთხარით, რომ


თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ მასთან ერთად გაატა-
როთ დრო. ჰკითხეთ: „რა შეიძლება გავაკეთოთ? დამეხმარე, რომ
ერთად მოვიფიქროთ“. შეეცადეთ, ბავშვმა თავად დაასახელოს

28
რამდენიმე შესაძლებლობა და შემდეგში შეარჩიეთ ერთ-ერთი მა-
თგანი.

9 ითამაშეთ თამაში: „რა მოხდება, თუ“. იმისთვის, რომ ბავშვმა


ისწავლოს ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მი-
ღება, მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს მოსალოდნელი შედეგების
გათვალისწინება. ამ თამაშით შესაძლებელია ისეთი მნიშვნელო-
ვანი სააზროვნო უნარების წახალისება, როგორიცაა მიზეზ-შედე-
გობრიობა. შეგიძლიათ, ჰკითხოთ: „რა მოხდება, თუ იწვიმებს და
ქოლგა ან საწვიმარი არ გვექნება?“, „რა მოხდება, თუ ჭამის წინ ხე-
ლების დაბანა დაგვავიწყდება?“

9 დაეხმარეთ ბავშვს გააცნობიეროს კონკრეტული ქმედების შედე-


გები. შესაძლოა წინასწარ ვიცოდეთ, რა შედეგით შეიძლება და-
სრულდეს ბავშვის ესა თუ ის მოქმედება და წინასწარ ვუთხრათ,
გავაფრთხილოთ ამის შესახებ. თუმცა, ხშირად ჩვენი მცდელობა,
დავანახოთ ბავშვს მოსალოდნელი შედეგები, არაეფექტურია. ამის
მიზეზი ის გახლავთ, რომ ბავშვები, ისევე როგორც უფროსები, საკუ-
თარი გამოცდილებით უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე მოსმენით.
მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ბავშვი ცდილობს, ერთდროულად
ბევრი სათამაშო დაიჭიროს ხელში, წინასწარი გაფრთხილების
ნაცვლად, ბევრი სათამაშო გიჭირავს და დაგიცვივდება, მიეცით
შესაძლებლობა, თავად დაინახოს მომხდარი შედეგი. ხოლო შე-
მდეგ, შენიშვნისა და საყვედურის გარეშე, დაეხმარეთ სიტუაციის
გაანალიზებაში. ჰკითხეთ: რისი გაკეთება შეიძლება, სათამაშოები
ძირს რომ არ დაგეყაროს?

როგორ დავეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს


შემეცნების განვითარებაში?
სკოლის ასაკის მოახლოვებასთან ერთად, მშო-
ბლებს ემატებათ შფოთი იმის თაობაზე, თუ
როგორ ისწავლიან სკოლაში მათი შვილები. ზო-
გიერთი მშობელი უკვე 5 წლის ასაკიდან აჩვევს
ბავშვს მეცადინეობას. გამოყოფს ე.წ. სამეცა-
დინო დროს, სვამს ბავშვს მაგიდასთან და ავა-
ლებს ანგარიშთან ან წერა-კითხვასთან დაკავში-
რებული აქტივობების შესრულებას. მიუხედავად
იმისა, რომ ამგვარი პრაქტიკა ნაკარნახევია მშო-
ბლების სურვილით, გაუადვილონ ბავშვს სკო-
ლაში სწავლის პერიოდი, ამან რიგ შემთხვევაში, შესაძლოა უკუეფექტი
გამოიწვიოს, ბავშვს სწავლასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ემოცი-
ები გაუჩინოს და ხალისი დაუკარგოს.

29
გახსოვდეთ, რომ სკოლისათვის მზაობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე 20-
მდე ან 100-მდე თვლა, ანდა ასოების ცნობა და გამოწერა. თანამედროვე
კვლევები სკოლისათვის მზაობას ასე ახასიათებს:
• მოსმენისა და კითხვების დასმის უნარი
• საკუთარი აზრების გამოხატვისა და სხვებთან კომუნიკაციის უნარი
• ქმედების დაწყებამდე დაფიქრების უნარი
• ცნობისმოყვარეობა და ახლის გაგების სურვილი
• წიგნებთან ურთიერთობის გამოცდილება
• წარწერებით, ნაწერებით დაინტერესება და იმის გააზრება, რომ
წინადადებები სიტყვებისგან შედგება
• გაზიარებისა და ჯერის დაცვის უნარი
• მარტო და სხვებთან ერთად საქმიანობის უნარი

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს უნარი „მეცადინეობებისთვის“ გამო-


ყოფილ კონკრეტულ დროს კი არა, არამედ გულისხმიერ და მზრუნველ
უფროსთან ყოველდღიურ ურთიერთობებში ვითარდება. ბავშვები, ბი-
ჭებიც და გოგოებიც, უამრავ რამეს სწავლობენ საოჯახო საქმიანობებში
ჩართულობით, თამაშით, დედასთან და მამასთან, ოჯახის დანარჩენ წე-
ვრებთან აქტიური ურთიერთობით.

• მონაწილეობა მიაღებინეთ ბავშვებს საოჯახო ღონისძიების


დაგეგმვაში (რაიმე თარიღის აღნიშვნა, სტუმრად წასვლა,
პიკნიკის დაგეგმვა და სხვა), ერთად იფიქრეთ, კვირის რომელ
დღეს და დღის რომელ მონაკვეთში ჯობია ამის გაკეთება, ერთად
ჩამოთვალეთ რა არის საჭირო მოსამზადებლად, გაინაწილეთ
როლები და ბავშვსაც მიეცით მისი ასაკისთვის შესაბამისი
რაიმე პატარა დავალება, გამოხატეთ კმაყოფილება მისი
მონაწილეობისა და მონდომების გამო.

• მოამზადეთ ბავშვთან ერთად რაიმე კერძი ან გამოაცხვეთ


ნამცხვარი. მიეცით საშუალება, მონაწილეობა მიიღოს
ინგრედიენტების მომზადებაში. ერთად ჩამოწერეთ სია:
რამდენი კვერცხი, შაქარი და ფქვილი გვჭირდება? ერთად წადით
მაღაზიაში, ერთად დააკვირდით წარწერებს, რა დევს ამ თაროზე,
რა ღირს? მოდი, აბა, ერთად ავწონოთ, რამდენია გრამი?
კილოგრამი?

30
• ჩართეთ ბავშვი მომზადების პროცესშიც: როგორ გავადნოთ კარაქი?
რა მოხდება, როცა ყვითელ კვერცხის გულებში თეთრ შაქარს
ავურევთ? რა მოხდება, როდესაც სოდას ძმარს დავასხამთ, რატომ?
• ბავშვთან ერთად გარეცხილი სარეცხის გადარჩევა და
დახარისხება საშუალებას გაძლევთ, ისაუბროთ: ფერებზე,
კატეგორიებზე, კუთვნილებაზე, დანიშნულებაზე, სეზონებზე.

• გააწყვეთ სუფრა ბავშვებთან ერთად, ჰკითხეთ, მათი აზრით,


რამდენი თეფში, ჭიქა თუ ჩანგალი დაგჭირდებათ.

• რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ბავშვი


დამოუკიდებელ ჭამას და გახადეთ იგი ოჯახური სადილების
სრულფასოვანი წევრი. ჭამის დროს ჩართეთ ბავშვი ოჯახის
წევრებს შორის გამართულ დიალოგებში. ეს საუბრები შეიძლება
ეხებოდეს საკვებს (გემო, ცხელი, ცივი, მლაშე, ცხარე, ტკბილი,
ფერი, მომაწოდე, გადაიღე, მადლობა, კიდევ, რამდენი, მეტი,
ნაკლები), დღის მანძილზე მომხდარ ამბებს ან ნებისმიერ სხვა
თემას. ყველა შემთხვევაში, ამგვარ ოჯახურ რიტუალებში ბავშვის
მონაწილეობა ზრდის მის შემეცნებით და ენობრივ უნარებს, ასევე
დამოუკიდებლობასა და მიკუთვნებულობის განცდას.

ცხადია, რომ საოჯახო საქმიანობებში და რუტინებში ამგვარი ჩართუ-


ლობა ბიჭებისთვის და გოგოებისთვის ერთნაირად სასარგებლოა. გახ-
სოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი აქტივობები მრავალფეროვან
სასწავლო ასპარეზს იძლევა, ეცადეთ, არ გადააქციოთ ისინი „გამოც-
დად“. მოერიდეთ კომუნიკაციის გამომცდელ და დირექტიულ სტილს, მა-
გალითად: „აბა, მითხარი, ეს რა ფერია?“, „აბა, მითხარი ეს რამდენია?“.
ამით შესაძლოა, ბავშვს თანამშრომლობის სურვილი დააკარგვინოთ.

საღამოობით ერთობლივი საოჯახო სამაგიდო თამაშების ტრადიციის შე-


მოღება (ლოტო, ფაზლი თუ სხვა ტიპის სამაგიდო თამაში) არა მხოლოდ
დროის ერთად და სასიამოვნოდ გატარებაში გეხმარებათ, არამედ ბავ-
შვებს სახალისო გზით ასწავლის გადათვლის, დაკავშირების, ნახატისა
და ნაწერის შეერთების, ფერების ცნობის, ჯერის დაცვის და სხვა მნიშვნე-
ლოვან უნარებს.

მოუყევით ბავშვებს ამბები, წაიკითხეთ მათთან ერთად, მათთან ერთად


უყურეთ ტელევიზორს. ამ პროცესში შეეცადეთ იყოთ ხალისიანი და საი-
ნტერესო:

31
• წიგნის კითხვისას ან მულტფილმის ყურებისას, შეჩერდით
გარდამტეხ მომენტზე და კითხეთ ბავშვს, მისი აზრით, როგორ
განვითარდება მოვლენები? რას მოიმოქმედებს პერსონაჟი?
• ამბის გაგრძელებობანა - დაიწყეთ ამბის თხრობა და
კონკრეტული ეპიზოდის დამთავრების შემდეგ, მიეცით თქვენს
შვილს გაგრძელების შესაძლებლობა.
• „რა მოხდებოდა, რომ“- დაუსვით ბავშვებს ჰიპოტეტური
კითხვები. მაგალითად, რა მოხდებოდა, ადამიანებს ძილი რომ არ
სჭირდებოდეთ?

• მიზეზების გამოცნობა - მოუყევით თქვენს შვილს რეალური ან


წარმოსახვითი სცენარი და სთხოვეთ, იფიქროს კონკრეტული
პერსონაჟის ქცევის მოტივებზე. მაგალითად, მძღოლი ჩაჯდა
მანქანაში, დაქოქა, დაძრა, მალევე გააჩერა, გადმოვიდა და
სახლში აბრუნდა. რატომ?

ამგვარი საუბარი და საქმიანობა ბავშვს შემეცნებით და ენობრივ უნარებს


გაუვარჯიშებს. ასწავლის, როგორ გამოიყენოს დახარისხების უნარი ფუნ-
ქციურად. ასწავლის დაგეგმვას და ამოცანის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებას,
მოამზადებს არითმეტიკისა და კითხვის შესასწავლად, გააუმჯობესებს
მის თანამშრომლობით/სოციალურ უნარებს და მოამზადებს დამოუკი-
დებელი ცხოვრებისათვის, შემატებს თვითრწმენას.

ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ


ელექტრონული მოწყობილობები სულ უფრო არსებით როლს თამაშობს
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაჯეტები ისეთივე პოპულარულია ბა-
ვშვებში, როგორც მოზრდილებში. პატარები გაჯეტებს იყენებენ სხვადა-
სვხა მიზნისთვის - თამაშები, ვიდეოების ყურება, სიმღერების მოსმენა,
საიტების თვალიერება, კომუნიკაცია და ა.შ. ჩვენს ეპოქაში, ფაქტობრი-
ვად, შეუძლებალია ბავშვები მოვარიდოთ ამ რეალობას. შესაბამისად,
ჩვენი ამოცანაა, ვასწავლოთ ტექნიკის ჯანსაღად მოხმარება და მისგან
მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დავეხმაროთ.

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს გაჯეტების მოხმარებას?


ბავშვებს უვითარდებათ ნატიფი მოტორული უნარები - როდესაც პატა-
რები პლანშეტით ან ნებისმიერი სხვა გაჯეტის გამოყენებით თამაშობენ,

32
მათი თითები და ხელები ვარჯიშდება, შედეგად, მარტივად და სწრაფად
სწავლობენ თითების ეფექტურად გამოყენებას.
ტექნოლოგიები ბავშვებს ეხმარება განივითარონ შემეცნებითი უნარები
- შემეცნებითი თამაშები, რომლებსაც ბავშვები მანამდეც თამაშობდნენ
- ფაზლები, გაფერადება, თავსატეხების ამოხსნა და ა.შ. დღესდღეო-
ბით შესაძლებელია ელექტრონული მოწყობილობების საშუალებითაც
ითამაშონ. შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, რა თქმა
უნდა, შესაძლებელია გაჯეტებთან გატარებული დროისა და უფროსის
როლის სწორად განაწილების შემთხვევაში.
ბავშვებს მოსწონთ ვიდეოთამაშები - როდესაც ნათესავებს, ახლობლებს
ან სრულიად უცხო ადამიანებს ვიდეოთამაშებს ეთამაშებიან, უვითარდე-
ბათ შეჯიბის უნარი და საშუალება ეძლევათ, ისწავლონ საკუთარი თავის
მართვა კონკურენტულ გარემოში. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევა აჩვე-
ნებს, რომ ვიდეოთამაშებს სხვა ტიპის სარგებელიც მოაქვს - ვარჯიშდება
მუშა მეხსიერება, ვიზუალურ-სივრცითი უნარები, შერჩევითი ყურადღება,
სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარები.

რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული გაჯეტების


მოხმარება?
მეტყველების განვითარების შეფერხება. კვლევების თანახმად, ად-
რეულ ასაკში რაც უფრო დიდ დროს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან და
სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან, მით უფრო მეტად იზრდება მე-
ტყველების დაგვიანებით დაწყების შანსი. ბავშვები საუბარსა და კომუ-
ნიკაციას სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობით. ენის შესწა-
ვლისთვის განსაზღვრულ ყველაზე მგრძნობიარე ასაკში, 0-3 წლამდე,
ეკრანთან გატარებული თითოეული წუთი არის დრო, რომელიც შეიძლე-
ბოდა კომუნიკაციისთვის და სხვებთან ერთად სწავლისთვის ყოფილიყო
გამოყენებული.
ყურადღების, ქცევითი და ემოციური სირთულეები. არაერთი კვლევა მი-
უთითებს იმაზე, რომ გაჯეტების ხანგრძლივად გამოყენება შესაძლოა
დაკავშირებული იყოს ყურადღების კონცენტრირების სირთულეებთან,
ასევე, რთული ამოცანების შესრულებისას- მარტივად დანებებასთან და
ემოციებისა და ქცევის კონტროლის სირთულეებთან, რაც პირდაპირ კავ-
შირშია გაჯეტებიდან მომდინარე ჭარბ მხედველობით და ხმოვან სტიმუ-
ლებათან.
ძილის პრობლემები. ეკრანთან ჭარბად გატარებული დრო შესაძლოა,
ასევე, აისახოს ძილის პრობლემებზე. ეკრანის განათება აფერხებს ძი-
ლის ჰორმონის გამოყოფას, რაც ართულებს ჩაძინებას და აისახება ძი-
ლის ხარისხზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება გუნება-განწყობის დარ-
ღვევებსა და კოგნიტურ პრობლემებს.
ჭარბწონიანობა. ერთ-ერთი ხშირად განხილვადი პრობლემა, რაც ეკრანე-
ბის გადაჭარბებულად გამოყენებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული,

33
არის წონაში მატება. რამდენადაც ეკრანების მოხმარების პარალელურ
რეჟიმში კვების დროს ორგანიზმს დანაყრების იმპულსი დაგვიანებით
მისდის, ბავშვმა შესაძლოა, ზომაზე მეტი მიირთვას.
მხედველობის პრობლემები. ბავშვები დროის დიდ ნაწილს ატარებენ
ეკრანებთან და არ აქცევენ ყურადღებას ეკრანის განათებას და დისტა-
ნციას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მათ მხედველობასა და ჯანმრთე-
ლობაზე.

როგორ მოვიქცე, რომ ჩემმა შვილმა ტექნიკისგან


მაქსიმალური სარგებელი მიიღოს?
რეკომენდებულია, რომ ოჯახმა მოილაპარაკოს ბავშვის ეკრანებთან გა-
ტარებული დროის თაობაზე. აშ-ს პედიატრთა ასოციაციის მიერ შემუშა-
ვებული რჩევების თანახმად:

9 18 თვემდე ასაკში ბავშვისათვის ელექტრონული


მოწყობილობები საერთოდ არ არის რეკომენდირებული
9 18-24 თვის ასაკში, გაჯეტთან გატარებული დრო დღეში 30 წუთს
არ უნდა აღემატებოდეს,
9 ხოლო 2-5 წლამდე ასაკში დღეში 1 საათს.

• ნუ დატოვებთ პატარას ეკრანთან მარტო, უყურეთ მასთან ერთად


და თან ესაუბრეთ, აუხსენით, რა ხდება ეკრანზე.

• არ გამოიყენოთ ტელევიზორი ან გაჯეტი კვების დროს ბავშვის


ყურადღების გადასატანად. ეს ხელს უშლის ჯანმრთელი კვების
ჩვევების ჩამოყალიბებას.

• არ არის კარგი აზრი, გაართოთ ბავშვები გაჯეტებით,


რათა მშვიდად შეძლოთ თქვენი საქმის კეთება.
ამის სანაცვლოდ, დააკავეთ ისინი შემოქმედებითი
სათამაშოებით, ილუსტრირებული წიგნებით, ფაზლებით და
გასაფერადებლებით.

• ასევე ნუ გამოიყენებთ გაჯეტებს, როგორც ბავშვის დამშვიდების


საშუალებას. ეს შესაძლოა ძალიან ეფექტური გზა იყოს
სიმშვიდისა და სიჩუმის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ უნდა იყოს

34
ერთადერთი გზა ბავშვის დასამშვიდებლად. ბავშვებს სჭირდებათ
სწავლება, თუ როგორ გაუმკლავდნენ ძლიერ ემოციებს, მართონ
მოწყენილობა, დაიმშვიდონ თავი სწორი სუნთქვით, იფიქრონ
პრობლემის გადაჭრის გზებზე.

• მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ბავშვებს დღე-ღამეში


მინიმუმ 10 საათი უნდა ეძინოთ. კარგი ძილი ნერვულ სისტემას
და ტვინის ეფექტურად ფუნქციონირებას უწყობს ხელს და
აუცილებელია პატარას ჯანმრთელობისათვის. სასურველია,
ელექტრონული მოწყობილობები დაწოლამდე მინიმუმ 2 საათით
ადრე გათიშოთ.
• გამორთეთ ტელევიზორი, კომპიუტერი, როდესაც მას არ იყენებთ.
გახსოვდეთ, ფონური ხმები ხელს უშლის ბავშვს მეტყველების
აღქმასა და კონცენტრირებაში. ღლის და აღაგზნებს ფსიქიკას.

ასწავლეთ ბავშვებს ტექნოლოგიების შესახებ ადრეული ასაკიდან. მო-


გწონთ ეს თუ არა, გაჯეტები თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი
ნაწილია. სულაც არ იქნება სახარბიელო, შვილს ზედმეტად მკაცრი შე-
ზღუდვები დაუწესოთ (მაგ. საერთოდ არ მისცეთ ელექტრონული მოწყო-
ბილობების გამოყენების უფლება) და მიანიშნოთ, რომ ტექნოლოგიების
მოხმარება საშიშია. ამის ნაცვლად, აქცენტი გააკეთეთ ჯანსაღი ჩვევების
სწავლებაზე, რაც თქვენს შვილს ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. აუხსე-
ნით, რომ პლანშეტები, კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები სათა-
მაშოები არ არის და მათ სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. აუხსენით, რა
სარგებელი მოაქვს ელექტრონულ მოწყობილობებს და ასევე, რა რისკებ-
თან შეიძლება იყოს დაკავშირებული მათი არასწორად მოხმარება.

ᲗᲣ ᲒᲡᲣᲠᲗ ᲒᲐᲔᲪᲜᲝᲗ
• მეტ რჩევას 6 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებაზე, წაიკითხეთ:
"რჩევები 6 წლამდე ასაკის მშობლებს" - www.el.ge;

• თუ გსურთ გაიგოთ მეტი უსაფრთხოებისა და ძალადობისგან და-


ცვის საკითხებზე, გაეცანით: იუნისეფის რესურსი;

• თუ გსურთ გაეცნოთ ჰიგიენასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირე-


ბულ ინფორმაციას, იხილეთ: იუნისეფის რესურსი.

35
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲐ:

1. რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლებს, თბილისი, 2020

2. Fair Parent, Fair Child (electronic source): handbook on positive parenting


[Nevena Petrovska, Snezhana Pajovikj-Mishevska, Tanja Bogatinova) –
Skopje, UNICEF Office, 2018

3. http://www.incredibleyears.com

4. http://www.triplep-parenting.net

5. Parenting in the Best interests of the Child and Support to Parents of the
Youngest Children, Unicef, Zagreb, 2010

6. http://earlychildhoodaustralia.org.au

7. Positive Parenting, Need-To-Know Guides, NSPCC

36
38

You might also like