You are on page 1of 296

1

AEPS კურიკულუმის არსი

AEPS კურიკულუმი შეიქმნა აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციის (Activity-based


intervention - ABI) ადაპტირებისათვის. კურიკულუმში მოცემული ინფორმაცია და
რეკომენდაციები ეხმარება ინტერვენციონისტს მოახდინოს სამიზნე
უნარების/ამოცანების ინტეგრაცია ბავშვის ყოველდღიურ აქტივობაში. ის
ორიენტირებულია ბავშვის პრიორიტეტებზე, ყოველდღიურ/რუტინულ აქტივობებსა და
გეგმიურ ინტერვენციაზე.

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციის მიდგომა

ABI მიდგომა შეიქმნა, როგორც ობიექტური საშუალება და მეთოდი, მშობლებისა და


აღმზრდელების დასახმარებლად პრობლემების მქონე ბავშვებთან ურთიერთობაში. ABI
პირველ რიგში ბავშვზე ორიენტირებულია და წარმოადგენს ინდივიდური სამიზნე
უნარების ყოველდღიურ, გეგმიურ თუ თავისუფალ აქტივობაში დაკვირვებისა და
გავარჯიშების საშუალებას.

აღსანიშნავია AEPS და ABI ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი:

1. თითოეული აქტივობა თავის თავში აერთიანებს/გულისხმობს/მოითხოვს სხვადასხვა


უნარების (მოტორული, კომუნიკაციური, სოციალური, კოგნიტური, ადაპტური)
ერთდროულად გამოყენებას/გავარჯიშებას. მაგ: ქვიშაში თამაში შეიძლება გამოვიყენოთ
კომუნიკაციის წახალისებისათვის („სად არის ნიჩაბი?“), სოციალური უნარების (ბავშვები
თამაშობენ გვერდიგვერდ), ადაპტური უნარების (იფერთხავენ და იბანენ ხელებს
თამაშის დროს/შემდეგ), მოტორული უნარების (ქვიშის თხრა, გადაზიდვა) და
კოგნიტური ფუნქციების (ბავშვები აკეთებენ ქვიშის ფიგურებს, დამალავენ და შემდეგ
ეძებენ სათამაშოს ქვიშის ქვეშ) გავარჯიშება/დამუშავებისათვის; არტ-აქტივობა
ანვითარებს კომუნიკაციას (სად არის ფურცელი?), სოციალურ უნარებს (ბავშვი
გაუზიარებს მასალას თანატოლებს), ადაპტაციურ უნარებს (ნივთების განაწილება),
მოტორულ უნარებს (ხელში დაჭერა და მოხმარება/მანიპულირება), კოგნიტურ უნარებს
(გადაწყვეტილება, რომელი ნივთი გამორჩა ან არ არის). თითოეული აქტივობისათვის

1
AEPS აქვს ცხრილი ,,შესაბამისი მიზნები და ამოცანები“, რომელიც განსაზღვრავს
სამიზნე უნარების ნაკრებს ერთი კონკრეტული აქტივობის ფარგლებში. აღნიშნული
ტაქტიკა/მეთოდი ეფექტურია და მიზანშეწონილი.

2. ბავშვის ბუნებრივად წახალისება, ჩაერთოს მხიარულ და მისთვის საინტერესო


აქტივობაში. თუ თამაშის ფორმა/სათამაშო, შერჩეულია ბავშვის პრიორიტეტების
გათვალისწინებით, მისი მოტივაცია გაცილებით მაღალია.

ABI ფორმატს გააჩნია რიგი უპირატესობები:

1. კონკრეტულ აქტივობისათვის დროული/ადექვატური პრიორიტეტები და


ხელშეწყობა, სხვადასხვა ფუნქციური უნარების დასწავლა ბავშვისთვის ჩვეულ
გარემოში. როდესაც პრიორიტეტები და შედეგი აქტივობის გააზრებული ნაწილია,
ყურადღება და მოტივაცია მნისვნელოვნად იზრდება.

2. ABI დაფუძნებულია უნარის განზოგადებასა და გამყარებაზე. ერთი უნარის


დასწავლა/სწავლება არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთი აქტივობით/გარემოთი.
პირიქით, ერთი უნარი შესაძლოა ისწავლებოდეს სხვადასხვა სიტუაციაში,
ინტერვენციონისტისა და/ან ოჯახის წევრების დახმარებით, მრავალფეროვანი მასალის
გამოყენებით.

3. აქტივობაზე დაფუძნებული მიდგომა ეხმარება/ხელს უწყობს კონკრეტულ მიზანს


იყოს ფუნქციურად ადაპტირებული/მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტადაა ინტერვენციის
სამიზნე უნარი/საშუალება ჩართული/გამოყენებული ბავშვის ყოველდღიურ
გარემოში/ცხოვრებაში, მით მეტია მისი ფუნქციური ღირებულება, ბავშვის მოტივაცია და
შესაბამისად შედეგიც.

4. დასწავლილი უნარების ტრენირება ყოველდღიურობაში საშუალებას გვაძლევს


მუშაობის პროცესში ჩავრთოთ/დავიხმაროთ სხვა ადამიანებიც (თანატოლები,
აღმზრდელები), რათა ისინიც გახდნენ სწავლებისა და ცვლილებების/პროგრესის
თანამონაწილე.

5. ABI შეიძლება გამოყენებულ იქნას პატარა ბავშვების ჰეტეროგენულ (განსხვავებული


შესაძლებლობების მქონე) ჯგუფებში. მაგ: ეზოში თამაშის დროს გვერდიგვერდ
ითამაშებენ ბავშვები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. ზოგი
თავად ატარებს ველოსიპედს, ზოგს სჭირდება დახმარება (მიწოლა), ზოგი ზის ეტლში
და უფროსი ასეირნებს. ბავშვები შეიძლება გახდნენ მაგალითი ერთმანეთისათვის და
ჩაერთონ პრიორიტეტებისა და შედეგების წარმოდგენაში. ასეთი აქტივობები უკეთ
ანვითარებს ბავშვის დამოუკიდებლობას.

1
ABI საშუალებას იძლევა ნებისმიერი უნარი გავავარჯიშოთ ბავშვისათვის ბუნებრივ და
მისაღებ გარემოში. რაც გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სწავლება ხელოვნურად
შექმნილ სიტუაციაში. მაგ: სხეულის ნაწილების დასახელება ბუნებრივად მოხდება
დაბანის დროს; ტანსაცმლის სახელების ჩაცმა-გამოცვლის პროცესში; საკვების
დასახელებას, დამოუკიდებლად ჭამას, კოვზისა და ჩანგლის მოხმარებას უკეთ
ისწავლის საუზმის/სადილის დროს.

კავშირი შეფასებას, მიზნის განვითარებას, ჩარევა/ინტერვენციასა და


შეფასებას შორის

AEPS კურიკულუმი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს შეფასებას, მიზნის


განვითარებას, ჩარევასა და შედეგების გადაფასებას შორის. შეფასება მოიცავს პროცესს,
რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ ბავშვის საწყისი/საბაზისო უნარების და მეორეს
მხრივ ოჯახისათვის სასურველი/მისაღები მიზნების, პირველ/საწყის ეტაპზე შეფასებას.
შეფასების პროცესმა უნდა მოგვაწოდოს საჭირო/აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის,
რომ შეირჩეს ადექვატური მიზნები და ამოცანების ინტერვენციისათვის. სქემა 1 ასახავს
კავშირს პირველად შეფასებას, მიზნის დასახვას, ჩარევასა და განმეორებითი შეფასების
ეტაპებს შორის. ძირითადი კომპონენტები წარმოდგენილია უჯრედებში და
შეერთებულია ისრებით,რომლებიც გვიჩვენებენ თანმიმდევრობას. ამას გარდა,
დიაგონალური ისრები მიგვითითებენ პროფესიული თანამშრომლობისა და ოჯახის
მონაწილეობის აუცილებლობაზე თითოეულ ამ კომპონენტში.

სქემა 1.

ოჯახის/მომვლელის სპეციალისტების
მონაწილეობა
ჩართულობა

პირველადი შეფასება

მიზნის დასახვა

ინტერვენცია

განმეორებითი შეფასება
1
ეტაპი/ფაზა 1: პროგრამული შეფასება

კავშირი შეფასებას, მიზნის განვითარებას, ინტერვენციასა და შეფასებას შორის იწყება


ბავშვების ჩართვით ინტერვენციის პროგრამაში. პირველადი შეფასების მთავარი
მიზანია IFSP/IEP მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება/ფორმულირება. პირველად
შეფასებაში, გამოიყენება კურიკულუმზე დამყარებული შეფასება. ხდება IFSP/IEP
მიზნების არსის/შინაარსის განსაზღვრა. ეს არსი/შინაარსი გვთავაზობს ე.წ. გზამკვლევ
რუკას, რომლის დახმარებითაც ბავშვები გაივლიან გზას საწყისი უნარებიდან სამიზნე
უნარებამდე. პირველადი შეფასება უნდა დაეხმაროს ოჯახს პრიორიტეტული
ინტერესების განსაზღვრაში. ბავშვის საწყისი/საბაზისო უნარების ზუსტი/ნატიფი
შეფასება უაღრესად მნიშვნელოვანია სამიზნე IFSP/IEP –ის ფორმულირებისათვის, რათა
დაისახოს ინტერვენციის ადექვატური გეგმა და გამოსწორდეს ბავშვისათვის
პრობლემური უნარები. შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს ფუნქციურ
უნარებს და თან სენსიტიურია იმ მდგომარეობის მიმართ, სადაც ბავშვი უმეტესად
ამჟღავნებს/იყენებს ამ უნარს, ეფექტურია და აიოლებს ინტერვენციის სწორად
ჩატარებას, რაც კარგი გამოსავლის წინაპირობაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ტესტი 3-6
წლის ასაკის ბავშვებისათვის.

IFSP საშუალებას იძლევა ორიენტაცია მოხდეს როგორც ოჯახის მიზნებსა და


პრიორიტეტებზე, ისე ბავშვის საჭიროებებზე. ოჯახის წევრების შეფასებამ უნდა
მოგვცეს პროგრამისთვის ღირებული ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება საბოლოო,
ფუნქციურად ღირებული შედეგების/დასკვნების გამოტანაში. მნიშვნელოვანია, რომ
ინტერვენციის პროცესი და გამოყენებული მეთოდიკა არ იყოს ოჯახისთვის
შემაწუხებელი. ოჯახის ანგარიშის შევსება (ტომი 1, დანართი D) რეკომენდირებულია
ოჯახისათვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიზნების გამოსავლენად და
აიოლებს სასურველი შედეგის მიღწევას.

ფაზა 2: IFSP/IEP ფორმულირება

პირველადი IFSP /IEP პირველ რიგში ემყარება ფაზა 1 დროს დაგროვილ ინფორმაციას.
(ამ პირველადი შეფასების შედეგები დამტკიცებული/განმტკიცებული უნდა იყოს
პირველი კვარტალური (3 თვეში) შედეგებით.ინფორმაცია მოიპოვება
აღმზრდელებისაგან, ისევე როგორც პროფესიონალი დამკვირვებლებისა და ტესტის
შედეგების საფუძველზე. პირველადი ინფორმაცია გამოიყენება ინტერვენციონისტების
მიერ სამოქმედო გეგმის განვითარებისათვის და აღმზრდელებისთვისაც, რათა
დაადგინონ კონკრეტული სფეროები, რომლებზეც გავრცელდება IFSP /IEP. IFSP /IEP

1
უნდა იყოს მიზანმიმართულად შედგენილი, რათა გამოყენებული იყოს როგორც
სახელმძღვანელო ინტერვენციონისტებისა და აღმზრდელებისათვის. ის ასევე შეიძლება
იყოს გამოყენებული როგორც კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ინტერვენციის წარმატება
იქნება შეფასებული.

IFSP /IEP - ბავშვის ნაწილი აკონკრეტებს(გამოხატავს) მიზნებს/მისწრაფებებს და დროის


მონაკვეთს ამ მიზნების მისაღწევად. IFSP - ოჯახის ნაწილი მოიცავს ინფორმაციას
ოჯახის რესურსების, კავშირების, ინტერესების და ბავშვის განვითარებასთან
დაკავშირებული პრიორიტეტების შესახებ. ოჯახის წევრებთან ერთობლივი დისკუსია
გვეხმარება მიზნების სწორად ჩამოყალიბებაში. იგეგმება საჭირო აქტივობები,
რესურსები და კონკრეტული ვადები შედეგების მისაღწევად. (უფრო სრული
ინფორმაცია იხ. ტომი 1, თავი 4)

ფაზა 3: ინტერვენცია

როგორც კი დასრულდება IFSP /IEP ფორმულირება, ინტერვენცია შეიძლება იქნას


დაწყებული. ბავშვის შესაძლებლობები განსაზღვრავს, თუ საიდან უნდა დაიწყოს
ინტერვენცია. შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც უშუალო კავშირშია კურიკულუმთან,
(როგორიცაა IFSP) გვეხმარება იმ აქტივობების ეფექტურად დაგეგმვაში, რომელთა
დანიშნულებაა სამიზნე უნარების დასწავლის/განმტკიცების ხელშეწყობა. IFSP
უზრუნველყობს უშუალო კავშირს, ერთის მხრივ შეფასების ობიექტს (განვითარებითი
უნარები), რომელიც აღიქმება როგორც ინტერვენციის მიზანი/ამოცანა და მეორეს მხრივ
კურიკულუმის კონკრეტულ მეთოდიკას/სტრატეგიას შორის.
(კონკრეტული მაგალითებისათვის იხ. ტომი 1, თავი 4)

ფაზა 4: მიმდინარე მონიტორინგი

ეფექტური IFSP/IEP ერთდროულად მოიცავს/გულისხმობს, როგორც დავალებებს, ასევე


წარმატების მონიტორინგს. განვითარებაში პროგრესის ყოველდღიური და/ან
ყოველკვირეული მონიტორინგისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვაგვარი
სტრატეგია (მაგ: დაგეგმილი გამოცდა, ან მოკლე ტესტი ინტერვენციის კონკრეტული
აქტივობის მსვლელობის და/ან მისი დასრულებისთანავე) . სამიზნე უნარები/ამოცანები,
პროგრამული რესურსები და ინტერვენციის სწორი მიმართულების/ტემპის
შენარჩუნებისათვის ყოველდღიური ან ყოველკვირეული მონიტორინგის საჭიროება,
მნიშვნელოვნად გვეხმარება შეფასების ეფექტური სტრატეგიის განსაზღვრაში.

ფაზა 5: კვარტალური და წლიური შეფასება

კვარტალური შეფასებები ორიენტირებულია IFSP/IEP სამიზნე უნარებსა და ამოცანებზე


ინტერვენციის ეფექტურობის დადგენაზე. ეს შესაძლებელია გაკეთდეს პირველადი

1
შეფასების მეთოდის გამეორებით (მაგ: AEPS ტესტის რეადმინისტრაცია)
ყოველკვირეული შეფასების მონაცემების ანალიზთან ერთად. კვარტალური
შეფასებების შედეგები უნდა შედარდეს რაიმე სტანდარტიზებულ მაჩვენებლებთან
(მაგ: ასაკობრივი ნორმა, ან უნარის განვითარების კონკრეტული ეტაპი). ამის გარეშე
ძნელია ზუსტად შეფასდეს განვითარებაში პროგრესის მოცულობა და ხარისხი.

ყოველწლიური ან ნახევარწლიური შეფასებები გამოიყენება როგორც ბავშვებისა და


მათი ოჯახების ინდივიდუალური პროგრესის შესაფასებლად, ისე თავად პროგრამის
ზოგადი/საერთო ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით (მაგ: ჯგუფის ან ქვეჯგუფის
ანალიზი). ქვეჯგუფში შედეგების ანალიზის გარეშე ძნელია გავარკვიოთ, როგორ უნდა
გამოვასწოროთ ინტერვენციის სტრატეგიები ბავშვებისა და ოჯახების
სუბპოპულაციებისათვის. მეთოდოლოგიური დიზაინისა და შეფასების სირთულეები,
რომლებიც ადრეული ინტერვენციის სფეროში გვხვდება, აძნელებს ქვეჯგუფებში
შეფასების პროცესს; თუმცა, ქვეჯგუფების ანალიზი, ამავე დროს, მნიშვნელოვანი
ინფორმაციას იძლევა დიდ ჯგუფებზე შედეგების განზოგადებისათვის.

შეჯამება

AEPS კურიკულუმი შექმნილია ABI აქტივობებზე დაფუძნებული მიდგომის


გამოსაყენებლად და ხაზს უსვამს რუტინული/ყოველდღიური და დაგეგმილი
აქტივობების გამოყენების ეფექტურობას IFSP/IEP მიზნების განსავითარებლად.

აღნიშნული სისტემის ხუთი ფაზა ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უშუალო


კავშირი შეფასებას, მიზნების დასახვას, ინტერვენციასა და განმეორებით შეფასებას/
შედეგების გადაფასებას შორის. ამ სისტემის შემოღება იძლევა რესურსების ეფექტურად
გამოყენების საშუალებას, ხაზს უსვამს პროგრამის დროში ანგარიშვალდებულებას/
პასუხისმგებლობას და ამასთანავე პროგრამის დიზაინის მეშვეობით უზრუნველყოფს
კონკრეტული ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებების ინდივიდუალიზაციას. მსგავსი
სისტემისთვის ფუნდამენტურია შეფასების ინსტრუმენტისა და მასთან ასოცირებული/
დაკავშირებული კურიკულუმის არსებობა, როგორიცაა AEPS ტესტი და AEPS
კურიკულუმი.

მეორე თავი მოიცავს/აღწერს, როგორ შეუძლება გუნდს გამოიყენოს AEPS კურიკულუმი


3-6 წლამდე. ხოლო მესამე თავში განხილული იქნება ინტერვენციის დაგეგმვა და მისი
განხორციელება. მეორე განყოფილება მოიცავს კურიკულუმს/საგანმანათლებლო
რჩევევებს, რომლებიც დაკავშირებული AEPS მიზნებთან.

1
2
AEPS-ის კურიკულუმის გამოყენება

AEPS-ის კურიკულუმი მოიცავს AEPS-ის ტესტურ მიზნებთან/ამოცანებთან


დაკავშირებულ ინტერვენციულ აქტივობებსა და სტრატეგიებს. მასში გამოყენებული
რიცხვითი (დანომრილი) სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს სამიზნე
უნარიდან (ტესტის შედეგის გათვალისწინებით) პირდაპირ გადავიდეს ინტერვენციის
შესაბამის და სამიზნე აქტვობაზე. AEPS-ის კურიკულუმში აღწერილია ინტერვენცია,
კონკრეტული AEPS-ის მიზანი/ამოცანებისათვის, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის
ინიციატივაზე და განკუთვნილია უფროსებისათვის, როგორც გზამკვლევი
სახელმძღვანელო. AEPS-ის კურიკულუმის გამოყენებამდე, აუცილებელია იმ თავის
წაკითხვა, რომელიც ეხება ადმინისტრაციული პროცედურებს და აღწერს კურიკულუმის
ფორმატსა და მისი გამოყენების წესებს.

AEPS-ის კურიკულუმს აქვს მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომელსაც


შესაბამისობაში მოყავს იგი AEPS-ის ტესტთან. პირველ რიგში, AEPS-ის კურიკულუმი
გვთავაზობს ინტერვენციის მოდელს, რომელიც უშუალო კავშირშია IFSP/IEF მიზნებსა
და ამოცანებთან. ინტერვენციული სტრატეგია ეყრდობა შეფასების შედეგებს, რაც
მიზანმიმართულად ზრდის პროგრამის ეფექტურობას. მეორე, კურიკულუმი
ფოკუსირებულია ინტერვენციის გუნდისა და აღმზრდელების შესაძლებლობებზე.
შედეგად კი, AEPS-ის კურიკულუმში მოცემული ინფორმაცია ეხმარება

1
ინტერვენციონისტს აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციის (ABI) შესრულებაში,
რომელიც ხელს უწყობს ნასწავლი უნარების გამოყენებას მათი ყოველდღიურ
აქტივობებში ინტეგრაციის გზით.

AEPS-ის კურიკულუმის ფორმატი

AEPS-ის კურიკულუმი შექმნილია AEPS-ის ტესტთან ერთად გამოყენებისთვის. ამ


ტესტის შინაარსი ფარავს ქცევისა და აუცილებელი უნარების არეალს, რომელიც
უზრუნველყოფს ბავშვის დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და გარემოსთან
ურთიერთობის განვითარებას 3-6 წლის ასაკში. AEPS ის ტესტსა და კურიკულუმში
განხილულია განვითარების 6 არე: ნატიფი მოტორიკა, უხეში მოტორიკა, ადაპტაცია,
შემეცნება, სოციალურ-კომუნიკაციური და სოციალური სფეროები. თითოეული არე
შეიცავს უნარებსა და ქცევებს რომელიც ტრადიციულად უკავშირდება განვითარებად
ფენომენს- მიმართულებას. მიმართულება ორგანიზებას უწევს ქცევის
ურთიერთდაკავშირებულ ჯგუფებს და ცალკეული მიზნების ჩამონათვალს. ყოველ
მიზანს, თავის მხრივ, ახლავს ამოცანები, რომლებიც უნარის ცალკეული კომპონენტების
უფრო დეტალური აღწერაა. ეს ამოცანები გამომცდელს აძლევს ბავშვის დონის სწორად
შეფასების საშუალებას კონკრეტულ უნარებთან მიმართებაში.

AEPS-ის კურიკულუმს გააჩნია იგივე საიდენტიფიკაციო სისტემა მიზნებისთვის,


მიმართულებებისა და ამოცანებისთვის, რაც AEPS-ის ტეტს. თანმიმდევრულად
დანომრილი სისტემა უზრუნველყოფს/ხელს უწყობს მომხამრებელს პირდაპირ
გადავიდეს AEPS-ის ტესტიდან კურიკულუმის შესაბამის ნაწილზე. მიმართულებასთან
(მაგ: A, B, C …), მიზნებსა (მაგ: 1, 2, 3 ... ) და ამოცანებთან (მაგ: 1.1, 1.2, 2.1 ...)
ასოცირებული საიდენტიფიკაციო სისტემა ასახავს ტესტის პუნქტების თანმიმდევრულ
დაგეგვმას AEPS-ის ტესტში. გარდა ამისა, კურიკულუმი შეიძლება შეიცავდეს ე.წ.
პროგრამულ ეტაპებს (PS – a, b, c ..) ზოგიერთი უნარის მიზნის/ამოცანისათვის (მაგ:
PS1.1a; PS2.3b და ა.შ.). აღნიშნული ეტაპები აღწერენ/მოიცავენ კონკრეტული უნარის
შედარებით მარტივი, ან საბაზისო/წინასწარი განვითარების საფეხურებს. ისინი
კონკრეტულ შესაბამისობაშია (ნუმერაციით) ტესტის და კურუკულუმის მიზნებსა და
ამოცანებთან.

AEPS-ის კურიკულუმში არსებული ჯვარედინი მითითების სისტემა იყენებს სფეროს


აბრევიატურებს (სოც/კომ - სოციალური კომუნიკაციისთვის) და შემდეგ ჩამოთვლილია
მიმართულება, მიზნები და ამოცანები. მაგ: სოც A:1.3 ნიშნავს სოციალურ არეს,
მიმართულება A და ამოცანა 1.3. მსხ/მოტ B:2 იქნება მსხვილი მოტორიკა,
მიმართულება B და მიზანი 2. მიზნები გამოიხატება ერთი ციფრით, ამოცანები - მიზნის

1
ნომრით, წერტილით და შემდეგ ამოცანის ნომრით. სფეროების აბრევიატურები
ჩამოთვლილია ქვემოთ:

ნატიფი მოტორიკა: ნატ/მოტ FM

მსხვილი მოტორიკა: მსხ/მოტ GM

ადაპტური სფერო: ადაპტ ADAP

კოგნიტური სფერო: კოგ Cog

სოციალურ-კომუნიკაციური არე: სოც/კომ SC

სოციალური არე: სოც Soc

მიმდინარე თავის ნაწილი II მოიცავს კურიკულუმის აქტივობებს თითოეულ მიზანთან


და ამოცანასთან ერთად. ექვსივე თავის (ნატიფი მოტორიკა, უხეში მოტორიკა,
ადაპტაცია, შემეცნება, სოცალურ-კომუნიკაციური და სოციალური სფეროები)
დასაწყისში მოცემულია შესავალი სადაც ჩამოთვლილია AEPS-ის ტესტის პუნქტები და
უნარის/სფეროს ზოგადი მიმოხილვა.

შესავალ ნაწილში წარმოდგენილია 4 მთავარი სექცია:

 ინტერვენციული მოსაზრებები,
 შემოთავაზებული აქტივობები,
 აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება და
 სფეროს მიზნები.

ინტერვენციული მოსაზრებების სექცია აღწერს სტრატეგიებს,რომლებიც ისეა


ადაპტირებული, რომ ბავშვს ეხმარება IFSP/IEF ის მზნის/ ამოცანის
მიღწევაში/შესრულებაში.
შემოთავაზებული აქტივობების სექცია მოიცავს ინფორმაციას იმ ძირითადი
აქტივობებისა და რესურსების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება მოცემული სფეროს
მიზნებისა და ამოცანების მიღწევა/შესრულებაში.
აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენცების გამოყენება გვაცნობს შემოთავაზებებს იმის
შესახებ, თუ როგორ შეუძლია ინტერვენციონისტს ან აღმზრდელს გააერთიანონ
აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიები, რათა ხელი შეუწყონ ბავშვისთვის
დასახული მიზნის/ ამოცანის განვითარებას.
ფინალური სექცია სფეროს მიზნები მოიცავს ინფორმაციას სწორად სწავლების შესახებ
AEPS-ის ტეტსტში მოცემული ყველა მიზნისთვის. ეს სექცია იწყება მიმოხილვით და

1
გრძელდება მოცემული მიმართულების თითოეული მიზნის ინდივიდუალური
აღწერით.

კურიკულუმის კონტენტი გამოკვეთილია მიმართულების ასოთი და სათაურით, ასევე


გამოკვეთილია მიზანი, ამოცანები და შემდეგი ინფორმაცია:

 საერთო მიმდინარე (ასოცირებული/ თანმხლები ???) მიზნებში ჩამოთვლილია


AEPS-ის ტესტის სხვა მიზნები, რომელთა დასახვა/დამუშავება შეიძლება მაშინ,
როდესაც ბავშვი მუშაობს მიმდინარე მიზანზე და მასთან დაკავშირებულ
ამოცანებზე. ის იდენტიფიკაციას უკეთებს მიზნებს, რომლელთა ჩართვაც
თავისუფლად შეიძლება მიმდინარე აქტივობაში და საჭირო აღარ არის ცალკე
აქტივობის დაგეგმვა მათთვის. ეს უმეტესად გვეხმარება ჯგუფისთვის
დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების განვითარებისას.
 ყოველდღიური რუტინა გვაძლევს იმ რუტინული ( საკლასო ოთახის თუ სახლის)
სიტუაციების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გამოგვადგეს სწავლების
დროს. რუტინული სიტუაციები ბავშვებს აძლევს დასახული მიზნის
გავარჯიშების/განმტკიცების საშუალებას. იქიდან გამომდინარე, რომ საკლასო და
სახლის რუტინა განსხვავდება თითოეული ბავშვისთვის გარემოსა და ოჯახის
მიხედვით, მნიშვშნელოვანია ამ სექციის ისე ადაპტირება, რომ დააკმაყოფილოს
ყველა ბავშვისა და ოჯახის ინდივიდური მოთხოვნა/საჭიროება.
 გარემოს მოწყობა - ეს სექცია გვთავაზობს მაგალითებს გარემოს მოწყობის
შესახებ, რაც გვაძლევს დასახული მიზნისა და მასთან ასოცირებული ამოცანის
გარემოსთან შერწყმის საშუალებას, ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და
დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების დროს. ზოგიერთი სტრატეგია ძალიან
სპეციფიურია, დანარჩენი უფრო ზოგადი.
 ინტერვენციული აქტივობები გვაწვდის სტრატეგიებს და შემოთავაზებებს
დასახული მიზნებისა და ამოცანების ისეთ აქტიობებში ჩასართველად, რომლებიც
სახალისო და საინტერესოა პატარა ბავშვებისთვის. ინტერვენციული აქტივობების
სრული ჩამონათვალი (რაც 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვისაა საინტერესო) თავისი
აღწერით მოცემულია დანართ A-ში. ინტერვენციულ აქტივობებს დართული უნდა
ჰქონდეს დაწვრილებითი ინსტრუქცია თითოეული ბავშვისთვის.
ინტერვენციონისტმა თავი უნდა მოუყაროს საჭირო ნივთებს, მიუთითოს
ბავშვებს და მოაწყოს გარემო ისე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება ხშირად მიეცეთ
დასახული მიზნის გავარჯიშების საშუალება თითოეული აქტივობის დროს.

დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების ფორმა მოიცავს 9 კომპონენტს, რომელიც


დაეხმარება ინტერვენციონისტს საგნების არჩევაში, მითითებების განხორციელებასა
და ბავშვების წახალისებაში ჯგუფური ან ინდივიდური მუშაობისას.

1
დანართი B მოიცავს დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების სრულ მაგალითებს.

AEPS-ის ტესტის კავშირი AEPS-ის კურიკულუმთან

AEPS-ის და იმ მსგავსი სისტემები, რომლებიც მოიცავენ უშუალო კავშირს ტესტურ


შეფასებას, მიზნების დასახვას, ინტერვენციასა და განმეორებითი შეფასების აქტივობებს
შორის ხასიათდებიან უპირატესობითა და ეფექტურობით. ეს არის მნიშვნელოვანი
დახმარება, პროფესიონალი ინტერვენციონისტებისა და აღმზრდელებისათვის, რათა
ისინი შეფასების შედეგებიდან სწრაფად და მიზანმიმართულად გადავიდნენ IFSP/IEP-ის
მიზნების განვითარებაზე, დაგეგმონ და შეასრულონ ინტერვენციული აქტივობები და
შეაფასონ უკვე შესრულებული სამუშაოს შედეგები.
ქვემოთ მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის/ოჯახის შედეგების
დაკავშირება AEPS-ისკურიკულუმის ინტერვენციულ აქტივობებთან.

ნაბიჯი 1: პროფესიონალთა გუნდი ატარებს AEPS-ის ტესტს „ბავშვზე დაკვირვება“


ჩანაწერის გამოყენებით/შევსებით, ხოლო მშობლები/აღმზრდელები ავსებენ ოჯახის
ანგარიშს. ამ ანგარიშის შევსება დამოკიდებულია მშობლების ნებაზე და ინტერესზე.

ნაბიჯი 2: გუნდის და ოჯახის წევრები განიხილავენ AEP-ის ტესტის შედეგებს და ოჯახის


ანგარიშს. ხდება IFSP/IEP-ის მიზნების/ამოცანების გამოყოფა და პრიორიტეტების
მინიჭება.

ნაბიჯი 3: AEPS-ის კურიკულუმის გამოყენებით, გუნდის წევრები მიუთითებენ შესაბამის


სექციას თითოეული პრიორიტეტული მიზნისთვის/ამოცანისთვის. ისინი წინასწარ
კითხულობენ შესავალს და ეცნობიან ინფორმაციას/რჩევებს თანმხლები/ასოცირებული
მიზნების, ყოველდღიური რუტინის, გარემოს მოწყობის და დაგეგმილი ინტერვენციული
აქტივობების შესახებ.

ნაბიჯი 4: AEPS-ისკურუკულუმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,


გუნდის წევრები ადგენენ ინტერვენციულ გეგმას თითოეული პრიორიტეტული
მიზნის/ამოცანისთვის.

ნაბიჯი 5: გუნდის წევრები ადგენენ ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების


განრიგს, არჩეული მიზნების ყოველდღიურ რუტინაში და/ან გეგმიურ აქტივობებში
ჩასართავად.

ნაბიჯი 6: გუნდის წევრები შეიმუშავებენ ინტერვენციულ აქტივობებს, არჩეული


მიზნების/ამოცანების ცალკეულ სიტუაციებში (მაგ: ყოველდღიური რუტინა, დაგეგმილი
ან ბავშვის მიერ ინიცირებული აქტივობები) განსახორციელებლად.

1
ნაბიჯი 7: გუნდის წევრები აკვირდებიან ბავშვის პროგრესს ''ბავშვის პროგრესის
ანგარიშის'' გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში შეიტანენ ცვლილებებს
კურიკულუმში.

ილუსტრაციისთვის მოვიყვანოთ მაგალითი:

ტანია, 4 წლის, განვითარების შეფერხებით, რომლის მიზეზი უცნობია. ტანია


აკმაყოფილებს ადრეული ინტერვენციის პროგრამაში მონაწილეობის/ჩართვის
კრიტერიუმებს.

პირველი ნაბიჯის მიხედვით, პროგრამაში ჩართვისას, ინტერვენციული გუნდის წევრები


აკვირდებიან ტანიას 2 კვირის განმავლობაში AEPS-ის ტესტის გამოყენებით. ხოლო
ტანიას აღმზრდელი მშობლები აცხადებენ თანხმობას ოჯახური ანგარიშის შევსებაზე.

IFSP/IEP-ის გეგმიურ შეხვედრაზე (ნაბიჯი 2), პროფესიული გუნდი და ტანიას


აღმზრდელი მშობლები ერთმანეთს აცნობენ და ადარებენ მათი დაკვირვების შედეგად
მიღებულ ინფორმაციას. სურათი 3 გვიჩვენებს პროფესიონალთა მიერ შედგენილ
''ბავშვზე დაკვირვების ფორმას'', ხოლო სურათი 4 - მშობლების მიერ შედგენილ
ოჯახური ანგარიშის ნაწილს. მიმარტულება A: ტანიას მდგომარეობის გამოკვლევა: ჭამის
დროს, ავლენს, რომ ბავშვი აკმაყოფილებს პირველი მიზნის კრიტერიუმებს, რაზეც
თანხმდებიან როგორც მშობლები, ასევე პროფესიონალები (ჭამს და სვამს სხვადასხვა
სასმელსა და საკვებს შესაფერისი ჭურჭლის გამოყენებით, დაყრისა და დაღვრის გარეშე),
მაგრამ ვერ აკმაყოფილებს მეორე მიზნის კრიტერიუმებს (ამზადებს, დააწყობს
საჭმელს).

შედეგების განხილვის შემდეგ, აღმზრდელი მშობლები და ინტერვენციონისტები


ირჩევენ მე-2 მიზანს, როგორც IEP მიზანს ადაპტაციის არეზე სამუშაოდ.

გარდა ამისა, ისინი ირჩევენ ამოცანებს: 2.1, 2.2 და 2.3 როგორც უახლოეს ამოცანებს.

ნაბიჯი 3 მოითხოვს AEPS-ის კურიკულუმის იმ სექციების გადახედვას, რომლებიც


დაკავშირებულია ადაპტაციურ არესთან, მიმართულება A და მიზანი 2 -თან.

AEPS-ის კურიკულუმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარება პროფესიონალთა


ჯგუფს შესაფერისი ინტერვენციული გეგმის შედგენაში, ტანიას შემთხვევაში მიზანი 2-
ისთვის (ნაბიჯი 4); აქტივობების განრიგის დადგენაში (ნაბიჯი 5) და ინტერვენციულ
აქტივობების გაწერაში (ნაბიჯი 6). და ბოლოს, გუნდი დააკვირდება ტანიას პროგრესს
დაგეგმილი მიზნების განხორციელების პროცესში (ნაბიჯი 7).

AEPS-ის კურიკულუმი და ბავშვები მძიმე უნარშეზღუდულობით

1
დასწავლისა და განვითარების პროცესის გაუმჯობესება შესაძლებელია მძიმე
უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებშიც, თუ ინტერვენციული ჯგუფი მოახერხებს
მათზე რეკომენდაციების ინდივიდუალურ მონიტორინგსა და ადაპტაციას. სამიზნე
სფეროს სწორად შერჩევა და ადექვატური აქტივობების დაგეგმვა, რომელიც შეესაბამება
უნარშეზღუდული ბავშვების კოგნიტურ, მოტორულ, სენსორულ უნარებს აუცილებელი
პირობაა წარმატებისათვის. გასათვალისწინებელია გარემო პირობები და მოთხოვნებიც.
ინტერვენციის ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ უნივერსალური, ყველა
ბავშვისათვის განკუთვნილი ინტერვენციული აქტივობების ნუსხა, არამედ
აქტივობების ცალკეული ვარიაციებიც, რომელიც ინდივიდუალურად მოერგება
კონკრეტულ ბავშვს. აქტივობაზე დაფუძნებული მიდგომა გვთავაზობს ისეთ ფორმატს,
რომელიც მისაღებია ინტერვენცული აქტივობების ფართო სპექტრისათვის და
ამასთანავე შესაძლებელია მისი ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები რეალურად არიან 3-6 წლის ასაკის, მძიმე
უნარშეზღუდულობის პირობებში, ზოგიერთ მათგანთან შეიძლება დაგვჭირდეს „AEPS
ტესტი 0-3 წლისთვის“ გამოყენებაც, რათა განხორციელდეს ფუნქციური უნარების
ადექვატური შეფასება და ინტერვენცია. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ შეიძლება
დაგვჭირდეს შესაბამისი (0-3 წლის ასაკისათვის განკუთვნილი) ინტერვენციული
აქტივობების მოდიფიკაცია, რათა გავხადოთ ის ასაკით მოზრდილი ბავშვებისთვის
უფრო შესაფერისი. მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ზოგიერთ ბავშვს, შეიძლება
სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტესტის და შესაბამისად კურიკულუმის გამოყენება
დასჭირდეს (ზოგიერთი სფეროს შემთხვევაში „AEPS-ის ტესტი 0-3 წლისთვის“ და
დანარჩენში „AEPS-ის ტესტი 3-6 წლისთვის“).

დავალებების ანალიზისას ინტერვენციის ჯგუფის წევრებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ


მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვისთვის „AEPS-ის ტესტი 0-3 წლამდეც“ კი
ძალიან რთულია და საჭიროა ამოცანების მოდიფიკაცია/ადაპტაცია. დავალების ანალიზი
მოიცავს სამ ნაბიჯს: 1)ამოცანის იდენტიფიკაცია. 2) ამოცანის უფრო მარტივ ნაწილებად
დაყოფა. 3) ნაბიჯების თანმიმდევრულობის განსაზღვრა დასწავლის/მუშაობის
პროცესში.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ვმუშაობთ მძიმე


უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვთან, სასურველ მიზნებზე/ამოცანებზე მუშაობისას,
ინტერვენციულ აქტივობებში ბავშვი უნდა ჩავრთოთ მისი ასაკის შესაბამისად.
მაგალითად, 5 წლის ბავშვისთვის მიზანი შეიძლება იყოს ორიენტირება (გადაადგილება,
შეხება, აღება) აუდიტორიაში, მხედველობითი და/ან ტაქტილური კონტროლით (მიზანი
აღებულია ბავშვისთვის „AEPS-ის ტესტი 0-3 წლისთვის-დან“). თუ ორი წლის
ბავშვისთვის, ჟღარუნა სათამაშოს ახმაურება ყურადღების მისაქცევად, სწორია და

1
მისაღები, 5 წლის ბავშვისთვის - შეუფერებელია. ამ შემთხვევაში უმჯობესია
მუსიკალური აქტივობისას დაირას აჟღარუნება ბავშვთან ახლოს.

მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას


გასათვალისწინებელია:

1. თუ ბავშვს დანიშნული ყავს სპეციალური ასისტენტი, რომელიც ახლავს მას


ცენტრზე დაფუძნებულ აქტივობების დროს, ის უნდა დაეხმაროს ბავშვს
მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად არ ფიგურირებდეს
ინტერვენციული აქტივობების დროს. პირადმა ასისტენტმა თავი უნდა
მიიჩნიოს მთლიანი პროგრამის და/ან კლასის ნაწილად, ყველა ბავშვის
მასწავლებლად, მაგრამ გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება და
ასისტენცია კონკრეტული ბავშვის მიმართ.
2. ბავშვები სხვებთან ურთიერთობას ზრდასრულებისგან სწავლობენ, ამიტომ
განსაკუთრებული სიფხიზლე და წინდახედულებაა საჭირო ბავშვთან
კომუნიკაციის პროცესში. ინტერვენციონისტი უნდა ეცადოსაქტივობაში
ჩართოს ყველა ბავშვი, თუმცა ჩართვის ხარისხის დროს გაითვალისწინოს მათი
შესაძლებლობები.
3. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების ძალისხმევას და თითოეულ ბავშვს უნდა
მიეცეს პასუხისმგებლობის აღების უფლება/შესაძლებლობა (მაგ: წიგნის
შერჩევა საერთო კითხვისათვის). აქტივობები ისე უნდა იქნას დაგეგმილი, რომ
ხაზი გაუსვას ბავშვის ძალისხმევასა და შესაძლებლობებს. მაგალითად,
ხატვისას სმენა ან მხედველობა დაქვეითებულმა ბავშვმა, საგნების
ამოსაცნობად, შეიძლება გამოიყენოს შეხებისა და ყნოსვის უნარი. ნებისმიერი
ტიპის აქტივობაში სასურველია დავამატოთ/ჩავრთოთ ადაპტირებული
საგნები/ინვენტარი, რათა თითოეულ ბავშვს მივცეთ მონაწილეობის
საშუალება.
4. საჭიროების შემთხვევაში, ინტერვენციონისტმა უნდა გაახმოვანოს/ახსნას
კონკრეტული ბავშვის ქცევა დანარჩენების გასაგონად. კონკრეტული ტიპის
უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს ხშირად ექმნებათ პრობლემები
თანატოლებთან ურთიერთობისას. ხოლო დანარჩენებს, შეიძლება გაუჭირდეთ
მათი „თავისებული“ ქცევის ინტერპრეტაცია. ინტერცენციონისტის/პედაგოგის
როლი, როგორც ინტერპრეტატორის, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგალითად სიმღერის დროს ბავშვი, რომელსაც აქვს ცერებრული დამბლა,
იწყებს „სიმღერას“, მაგრამ გამოსცემს ხმებს, რომელიც რეალურად ტირილს

1
უფრო ჰგავს. ბავშვები გაოცებულები უყურებენ,ინტერვენიონისტი კი ამბობს:
„დათუნაც მღერის ჩვენთან ერთად“.
5. ზრდასრულებს შეუძლიათ გაუწიონ ბავშვების დახმარება, რათა ჩაერთონ
ერთობლივ და განსხვავებული ტიპის თამაშებში. აღმზრდელი სთავაზობს მათ
თამაშის იდეებს („აბა, თუ შეძლებთ რომ ყველამ ერთად სახლი ააშენოთ?“; ან
„მოდი ერთად ვითამაშოთ ქვიშაში“.) ამასთანავე აწვდის მოსაზრებებს იმის
შესახებ, თუ როგორ შეიძლება მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვიც
ჩაერთოს ამ აქტივობაში („მე ვფიქრობ ლიკა შეძლებს ზეწრის დაჭერას, სანამ
თქვენ სკამებს მოიტანთ“; ან „მოდი აქ ორმო ამოთხაროს ლუკამ“). საჭიროა
ბავშვების წახალისება, თავადაც გამოიჩინონ ინიციატივა და ჩართონ
უნარშეზღუდული თანატოლები თამაშში, მოიფიქრონ მათთვისაც რაიმე
საქმიანობა. მარტივმა გამოსავალმა, როგორიცაა აქტივობის გადანაწილება,
შეიძლება მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვს მისცეს მონაწილეობის
საშუალება.
6. ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი მინიშნებები სოციალური
უნარების გავარჯიშებისა და მრავალფეროვნების მიზნით. მაგ. „აიწონა-
დაიწონას“, „დაჭერობანა-დამალობანას“ თამაშები ბავშვებს აჩვევს
წყვილებად/ჯგუფურად თამაშს. შეკითხვები, როგორიცაა: „შეიძლება მეც
ვითამაშო?“ ან „გინდა სახლობანა ვითამაოთ?“, ასევე ნიშნების/ჟესტების ენის
გამოყენება უნარშეზღუდულ ბავშვებთან, ეფექტური სტრატეგიაა სოციალური
და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის.
7. თამაშების დროს გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია ბავშვების
დამოუკიდებლობაც, ინტერაქტული ქმედებების პარალელურად. მაგ:
ინტერვენიონისტმა შეიძლება მიუთითოს ბავშვებს, რომ მათ შეუძლიათ
მივიდნენ მხედველობა დაქვეითებულ ლუკასთან და მიესალმონ: „გამარჯობა
ლუკა, მე გიო ვარ“. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი, რომელიც იყენებს
ინვალიდის ეტლს, ხელოვნების გაკვეთილზე, თავის ეტლის ნაცვლად
უმჯობესია იჯდეს ადაპტირებულ სკამზე სხვა ბავშვებთან ერთად.
8. პირდაპირი, გულღია პასუხები ბავშვის მიერ დასმულ შეკითხვებზე,
დაეხმარება მათ მეგობრის უნარშეზღუდულობის მახასიათებლების
გარკვევაში. სპეციალურმა დამხმარე მოწყობილობამ შეიძლება მოახდინოს
ბავშის იზოლაცია, თუ ის დარჩება სხვა ბავშვებისთვის
ამოუხსნელი/გაუგებარი. ინტერვენიონისტმა გულღიად უნდა უპასუხოს
ადაპტაციური მოწყობილობების შესახებ დასმულ შეკითხვებს და ბავშვებს
მისცეს ამ მოწყობილობების დათვალიერების საშუალება (თავად ბავშვის
ნებართვით!), იმ დაზუსტებით, რომ ეს სათამაშო არ არის!

1
9. ინტერვენციონისტმა უნდა გაარკვიოს/დააკვალიანოს ბავშვები, თუ როგორ
მოეპყრან და ეთამაშონ უნარშეზღუდულობის მქონე თანატოლებს.
მაგალითად, როდესაც ბავშვი აფერადებს მხედველობა დაქვეითებულ
თანატოლთან ერთად, კარგი იქნება თუ ის გართობის დასრულების შემდეგ
დაეხმარება მეგობარს ფანქრების თავის ადგილას დაბრუნებაში. სმენა
დაქვეითებული ბავშვის შემთხვევაში, გააფრთხილეთ თანატოლები, რომ
საუბრის დროს პირისპირ დგომა და სიტყვების მკაფიოდ გამოთქმა,
დაეხმარება მათ მეგობარს ნათქვამის გაგებაში. ბავშვები უნდა წავახალისოთ,
რომ უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს უშუალოდ
ეკონტაქტონ/მიმართონ, მაგ: „შეიძლება/ხომ არ გავიყვანოშენი ეტლი გარეთ?“)
10. უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვის სოციალურ სახის შექმნისას კარგია თუ
ავირჩევთ ასაკის შესაფერის და მოდურ ტანსაცმელს/სათამაშოებს.

დასკვნა

ამ შესავალი ნაწილის მიზანია AEPS ტესტთან ერთად AEPS კურიკულუმის ეფექტურად


და სათანადოდ გამოყენებისთვის საფუძველის მომზადება. მომხმარებელი
ყურადღებით უნდა გაეცნოს ამ მასალას კურიკულუმით სარგებლობამდე. გარდა ამისა,
ავტორების რეკომენდაციით, AEPS კურიკულუმის გამოყენებ აუნდა მოხდეს AEPS
ტესტთან ერთად. ბავშვის ქცევითი მახასიათებლების ღრმა და ნატიფი შესწავლის
გარეშე, ინტერვენციული აქტივობების შერჩევა მხოლოდ ვარაუდის დონეზე მოხდება,
ისევე როგორც მონიტორინგის პროცესი. დღეისათვის, ადრეული ჩარევის სერვისი,
კანონიერი, პროფესიული და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით
სამართლებლივად რეგულირებადია და მასში დაუშვებელია არაკვალიფიციური
მიდგომა. საბოლოო შედეგი, რომლისკენაც ისწრაფვის ბავშვი და ოჯახი,
დამოკიდებულია პირველ რიგში ზუსტ და ამომწურავ შეფასებებზე, რომელიც
გრძელდება ადექვატური ინტერვენციით. AEPS ტესტისა და AEPS კურიკულუმის
გამოყენება შესაძლოა დაეხმაროს ინტერვენციონისტებს ამ უნარების დაუფლებაში.

3
ინტერვენციის დაგეგმვა და გამოყენება

1
ეს თავი შემქნილია ინტერვენციული ჯგუფის წევრების დასახმარებლად, რომლებიც
ბავშვებთან მუშაობის დროს იყენებენ AEPS-ის კურიკულუმის აქტივობაზე
დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ზრდის ბავშვის ჩართულობას რუტინულ, დაგეგმილ
თუ ბავშვის მიერ ინიცირებულ აქტივობებში. გარდა ამისა, მიმდინარე თავი დაეხმარება
მათ სასწავლო გარემოს ეფექტურად მოწყობაშიც. სხვა სტიყვებით, მე-3 თავის
უპირველესი მიზანია განიხილოს/განავრცოს სხვადასხვა თემები, რომელიც დაეხმარება
მომხმარებელს AEPS-ის კურიკულუმის გააზრებაში და ასევე გაუწევს დახმარებას
ინტერვენციონისტს კურიკულუმის კოორდინირებული დაგეგმვისა და გამოყენების
პროცესში.

კურიკულუმში შემოთავაზებული აქტივობა და სტრატეგიები გამოიყენება ასაკის


შესაბამის ვარჯიშებთან ერთად კავშირში, რათა წაახალისოს უპირატესად ბავშვის მიერ
ინიცირებული აქტივობები, დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი თავის გაცნობასა და
თვითკონტროლში, წაახალისოს კომუნიკაცია, დაეხმაროს მათ გადაწყვეტილებების
მიღების, პრობლემების გადაჭრის პროცესში, გააფართოოს მათი თვალსაწიერი, მათი
სოციალური ურთიერთობები და თამაშის სფერო და საბოლოოდ ხელი შეუწყოს მათი
დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას. გარემოს მოწყობის, კურიკულუმის აქტივობებისა
და ინტერვენციული სტრატეგიების არჩევისას, გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკი,
ისევე როგორც მათი პრობლემური უნარების, უნარშეზღუდულობის ტიპი და ხარისხი.
რისკის ქვეშ მყოფ, ან უნარშეზღუდულ ბავშვებთან, აუცილებელია ინდივიდუალურ
საჭროებებზე ყურადღების გამახვილება, მოქნილი მიდგომა და მათი ადექვატურად
ჩართვა აქტივობებში.

განვითარების დონესთან შესაბამის ვარჯიშს აქვს 3 მნიშვნელოვანი/საგულისხმო


მახასიათებელი: პირველი, ბავშვებს სთავაზობენ მათი შესაძლებლობების შესაბამის
აქტივობებს, სიტუაციებსა და გარემოს; მეორე, ეს აქტივობები, სიტუაციები და გარემო
ფუნქციურად მნიშვნელოვანი და ღირებულია მათთვის; მესამე და ყველაზე
მნიშვნელოვანი კომპონენტი კი არის ის, რომ ამ აქტივობებით, სიტუაციებით და
გარემოთი ხელმძღვანელობისას შენარჩუნებულია ბალანსი, ერთის მხრივ, ბავშვის მიერ
სხვების მითითებების შესრულებით სწავლასა და მეორეს მხრივ, თავად ბავშვის მიერ
ინიციატივის გამოჩენის გზით, საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნების
დაკმაყოფილებას შორის.

უნარშეზღუდულობის, ან შესაბამისი რისკის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია


ეფექტური/შედეგიანი აქტივობების შეთავაზება. ინტერვენციული აქტივობა უნდა
შეესაბამებოდეს მათი განვითარების დონესა და შესაძლებლობებს და აძლევდეს მათ

1
მიზნების/ამოცანების დასახვისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. მხოლოდ
განვითარების დონესთან შესაბამისობა საკმარისი არ არის. აქტივობები უნდა
ეხმარებოდეს ბავშვებს კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების
შეძენაში და საფუძველს უყრიდეს მათ შემდგომ დამოუკიდებლობას. მიმდინარე
დაკვირვება/მონიტორინგი აუცილებელია დასარწმუნებლად, რომ
შერჩეული/დაგეგმილი გარემო ბავშვებს სთავაზობს ადექვატურ შესაძლებლობებს
სამიზნე უნარების გავარჯიშებისათვის. პროგრესის ფრთხილი მონიტორინგის გარეშე,
ბავშვები შეიძლება ჩაერთონ მხიარულ, თვით-ინიცირებულ აქტივობებში, მაგრამ ვერ
მოხდეს დასახული მიზნების მიღწევა.

შემდეგი სექცია მოიცავს ინფორმაციას განვითარების შესაბამისი მიდგომის შესახებ და


აღწერს ბავშვის სამიზნე უნარებზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიებს, როგორიცაა:
1. ბავშვის ინიციატივა, 2. ყოველდღიურ რუტინა, 3. გარემოს მოწყობა და 4. გეგმიური
ინტერვენციული აქტივობა.

ბავშვის ინიციატივა
აქტივობაზე დაფუძნებული მიდგომის (ABI) გამოყენებისას, უპირატესი სტრატეგიაა
ბავშვის ნების/ინიციატივის აყოლა და ქცევის წარმართვა სასურველი მიმართულებით.
ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ
ბავშვების უმეტესობას უჭირს მოზრდილის მიერ შეთავაზებული/მიცემული მითითების
შესრულება. აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ინტერვენციონისტები და
აღმზრდელები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ ბავშვის ინიციატივას. ყოველდღიური
რუტინა, გარემოს მოწყობა და დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები ასევე
გასათვალისწინებელია. ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ხელსაყრელია, თუ
ინტერვენიოცისტები და აღმზრდელები დაააკვირდებიან ბავშვის ქცევას და მოახდენენ
ინტერვენციული აქტივობების განხორციელებას ბავშვის მიერ ინიცირებულ
გარემოში/სიტუაციაში.

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციის ფარგლებში,


აღმზრდელი/ინტერვენციონისტი უფრო წარმმართველია/წამახალისებელია ბავშვის
საქმიანობის, ვიდრე მისი ინიციატორი. ბავშვზე დაკვირვებისა და მასთან
ურთიერთობის შედეგად, ინტერვენციონისტი განსაზღვრავს ბავშვის საჭიროებებს და
პრიორიტეტებს ერთდროულად და უწევს მას შესაბამისი ტიპის დახმარებას სამიზნე
უნარების გავარჯიშების დროს. მაგ: ჯეკოს დედა უცქერს, როგორ ცდილობს ბავშვი
მაღალი კოშკის აშენებას. ჯეკო იყენებს პატარა კუბიკებს საძირკველისთვის, კოშკი სულ

1
ინგერევა და ბავშვი იწყებს ტირილს. დედა ეხმარება, მაგრამ იმის მაგივრად, რომ
პირდაპირ ხელში მისცეს დიდი კუპიკები, უბრალოდ ახლოს უდებს მათ, რათა
წაახალისოს ბავშვი ახალი სტრატეგიის მოსასინჯად.

ინტერვენციონისტები და აღმზრდელები აქტივობაში ერთვებიან მხოლოდ


აუცილებლობის შემთხვევაში და ხანმოკლე დროით. სამუშაო პროცესი არ უნდა იყოს
დაფუძნებული პირდაპირ/უშუალო დირექტივებზე. საჭიროების შემთხვევაში
შესაძლებელია და მიზანშეწონილია ბავშვის ინიციატივის წახალისება/გამოწვევა.

რეკომენდაციები ბავშვის ინიციატივის წახალისებისათვის

მიჰყევით ბავშის ნებას

აღმზრდელები და ინტერვენციონისტები მაქსიმალურად უნდა აყვნენ ბავშვის


ნებას/ინიციატივას, თუ ეს შესაძლებელი და მისაღებია მოცემულ შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ჩართვა ზრდასრულის მიერ დაგეგმილ აქტივობაშიც არ
არის რთული და ხშირად უფროსების მიერ დასახული სტრატეგია უფრო მარტივიცაა და
მისაღებიც სამიზნე უნარების გასავარჯიშებლად, გამოცდილებამ აჩვენა, რომ საბოლოო
შედეგისთვის უფრო სასარგებლოა თავად ბავშვის მიერ ინიცირებული საქმიანობის
მოდიფიცირება/ადაპტაცია უნარებზე მუშაობისათვის. მაგალითად, ბავშვი თამაშობს
ქვიშაში, ინტერვენციონისტი უერთდება მას თამაშის პროცესში. ბავშვი იღებს ჯოხს და
არჭობს მას სილაში, ინტერვენციონისტიც აკეთებს იგივეს. ბავშვის ინიციატივაზე
რეაგირება ადვილი და ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია, რომ ინტერვენციონისტები
და აღმზრდელები კარგად იცნობდნენ ბავშვს, მის ინტერესებს, მოტივაციასა და
შესაძლებლობებს.

უჩვენეთ ბავშვებს სასურველი ქცევის მოდელი თქვენს, ან თანატოლის მაგალითზე

ზრდასრულის ან თანატოლის მაგალითი ეფექტური და მისაღები საშუალებაა


სასურველი ქცევის/უნარის მოდელირებისათვის. ეს სტრატეგია შეიძლება გამოვიყენოთ
ბავშვის ინიციატივის გასამრავალფეროვნებლადაც, აქტივობის 1 ნაბიჯით წინ
გადაწევით. მაგ: ქვიშაში თამაშისას, რომელიც ზემოთაა აღწერილი, თუ ჩვენი ბავშვის
სამიზნე ამოცანაა მარტივი ფიგურების დახატვა. მის დასანახად ვცადოთ ქვიშაზე
ჩხირით ფიგურების დახატვა, ან მივუთითოთ ბავშვს, როგორ აკეთებს ამას მისი
მეგობარი. წავახალისოთ, რომ თვითონაც სცადოს რგოლების დახატვა სილაზე.

გაუწიეთ მინიმალური დახმარება

წახალისება ბავშვს აძლევს დამატებით სტიმულსა და მხარდაჭერას სწორი ქმედების


განხორციელებისთვის. საგულისხმოა, რომ მოზრდილის დახმარება უნდა იყოს
მინიმალური, რათა არ დაიბლოკოს თავად ბავშვის ინიციატივა. ჭარბი დახმარებით

1
ბავშვი შეიძლება ზედმეტად დამოკიდებული გახდეს მოზრდილზე. ამან შეიძლება
შეაფერხოს ბავშვის დამოუკიდებლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების
განვითარება. წახალისების მაგალითები (მინიმალურიდან მაქსიმალურამდე)
მოცემულია ქვემოთ:

 ვერბალური/სიტყვიერი წახალისება: ზრდასრულები სიტყვიერი მითითებებით


ეხმარებიან/კარნახობენ ბავშვს რა ქმედების შესრულებაა საჭირო. მაგ: „მოდი,
გაიხადე ფეხზე“, „აბა, შეიკარი ქამარი“
 ჟესტიკულაციით წახალისება: ზრდასრული ხელით ასრულებს მოძრაობას, რითიც
მიანიშნებს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს. მაგ: თუ სამიზნე ამოცანაა ჯგუფური
აქტივობის დროს წრეში ერთად ჯდომა ზღაპრის მოსასმენად,
ინტერვენციონისტმა შეიძლება ხელი დაარტყას იატაკს, ან სკამს და ასე მიანიშნოს
ბავშვს, რომ მივიდეს და დაჯდეს.
 მოდელირებით/დემონსტრირებით წახალისება: ინტერვენციონისტი ან
თანატოლები ბავშვს აჩვენებენ სასურველი ქცევის მაგალითს.
 ნაწილობრივი ფიზიკური წახალისება: უფროსი ნაწილობრივ, ფიზიკური შეხებით
უძღვება ბავშვის მოძრაობებს. მაგ: ხელით უბიძგებს ხელზე, რომლითაც უნდა
აიღოს სათამაშო.
 სრული ფიზიკური წახალისება: უფროსი ფიზიკურად ეხმარება ბავშვს
მოძრაობის/ქმედების განხორციელებაში. მაგ: მოკიდებს ხელს ხელზე და ერთად
ხატავენ ფურცელზე.

დააჯგუფეთ ბავშვები ჰეტეროგენულ ჯგუფებში

დააჯგუფეთ ერთად განსხვავებული ასაკისა და განვითარების დონის მქონე ბავშვები.


ჰეტეროგენულ ჯგუფში ბავშვები აკვირდებიან თანატოლებს, მათ მაგალითზე
სწავლობენ ახალ უნარებს და ასევე საშუალება აქვთ თავადაც დაეხმარონ მეგობრებს
სამიზნე უნარების გავარჯიშებაში.

მიეცით ბავშვს საკმარისი დრო აქტივობის დასასრულებლად

დაკავებული/გადატვირთული გრაფიკის პირობებში, სკოლაში და/ან სახლში,


მოზრდილები ხშირად აჩქარებენ ბავშვებს, „დროულად“ შეასრულონ დაგეგმილი
აქტივობა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს საკმარისი დრო მივცეთ მშვიდად
დაასრულონ აქტივობა დამოუკიდებლად, ან მინიმალური დახმარებით.

გაამარტივეთ საუბარი

ესაუბრეთ პატარა ბავშვს მარტივი ენით, მათი აღქმის/განვითარების დონის


შესაბამისად (არ იგულისხმება ენის მოჩლექით საუბარი). გასათვალისწინებელია, რომ

1
ზრდასრულის ზედმეტმა ლაპარაკმა შეიძლება პირიქით შეაფერხოს ბავშის
კომუნიკაციური უნარების განვითარება. უფროსებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ
თავიანთი საუბრისა და ქცევების მიმართ (როგორც შინაარსის, ისე მოცულობისა და
ხანგრძლივობის მიმართ), რათა ბავშვებს მისცენ საკმარისი დრო
რეაგირებისთვის/პასუხისათვის, ისევე როგორც საუბრის ინიცირებისათვის.

გამოიყებეთ საუბრის განსხვავებული ტიპები

ბავშვთან გამოიყენეთ საუბრის სხვადასხვანაირი გზა, როგორიცაა მაგალითად:

 საკუთარი თავზე ლაპარაკი: ისაუბრეთ ხმამაღლა თქვენს მოქმედებებზე.


გაახმოვანეთ რას ხედავთ, გესმით, აკეთებთ ან გრძნობთ. აღწერეთ თქვენი
ქცევები, საგნები თქვენს გარშემო და სიტუაციები, რომელიც თავს გადაგხდათ
დღის განმავლოობაში („ახლა მივდივარ ხელების დასაბანად“, „წავალ
სამზარეულოში, რათა სადილი გავაკეთო“)
 პარალელური საუბარი: საუბრის საშუალებით ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე,
თუ რას ხედავს, ესმის, აკეთებს ან გრძნობს ბავშვი („ჯული აძლევს მარიას
სათამაშოს“)
 გავრცობა: განავრცეთ ბავშვის ნათქვამი. მაგალითად, თუ ბავშვი ამბობს „გარეთ“
ქურთუკის ჩაცმის შემდეგ, ინტერვენციონისტმა შეიძლება განავრცოს: „გარეთ
გასვლა გინდა?“
 სრულყოფა/შევსება: წინა მაგალითის მსგავსად/გაგრძელებით,
ინტერვენციონისტმა შეიძლება თქვას: „გარეთ გასვლა გინდა? დათუნა და მარი
უკვე გარეთ თამაშობენ“.

მიეცით არჩევანი

არჩევანის მიცემით შესაძლებელია დიალოგის/პასუხის წახალისება. მაგალითად, იმის


მაგივრად, რომ ვკითხოთ: „კიდევ გინდა ნამცხვარი“ უმჯობესია შევთავაზოთ არჩევანი:
„მანცხვარი დაგიმატო თუ ფორთოხალი გირჩევნია?“ არჩევანის მიცემა კარგი
სტრატეგიაა პირდაპირი მითითების თავიდან ასაცილებლადაც. მაგ: თუ ბავში
გამუდმებით თავს არიდებს მანიპულაციურ (ნატიფი მოტორიკის) აქტივობებს,
შეიძლება გამოგვადგეს შეზღუდული ვარიანტების შეთავაზება: „დღეს ფაზლი ავაწყოთ
თუ კუბიკებით ვითამაშოთ?“, ან შედარებით მოზრდილი ბავშვის შემთხვევაში:
„სურათები გამოვჭრათ, თუ კონსტრუქტორი ავაწყოთ?“

გამოიყენეთ ღია და დახურული შეკითხვები

ბავშვის გადატვირთვა შეკითხვებით მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამან შეიძლება


დაღალოს ბავშვი. თუმცა კითხვა-პასუხი კომუნიკაციური უნარების განვითარებისათვის

1
ერთერთი აუცილებელი ფაქტორია. ღია შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა
შედარებით რთული/კომპლექსური პასუხის მოფიქრება და დემონსტრირება. ასეთი
შეკითხვის პასუხი პრაქტიკულად შეუძლებელია იყოს 1 სიტყვა. შეკითხვა უმეტესად
იწყება კითხვითი სიტყვებით: რა? რატომ? როგორ? (მაგ: „რატომ გინდა ბებოსთან
წასვლა?“) დახურული შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს ერთი სიტყვა, მაგ: „კი/არა“
(გინდა გარეთ გასვლა?), არსებითი სახელი „ვაშლი“ („ვაშლი გინდა თუ ქლიავი?“),
„თოჯინა“ („რომელი მოგაწოდო, თოჯინა თუ დათუნია?“).

გამოიყენეთ მართვა/მოდელირების (mand/model) ტაქტიკა

მართვა/მოდელირების პრინციპის გამოყენებისას, ინტერვენციონისტმა შეიძლება


წამოიწყოს საუბარი, გაახმოვანოს ქმედება წინასწარ და/ან დასვას პირდაპირი შეკითხვა
მიმდინარე/სასურველი/სამიზნე ქმედების შესახებ. თუ ბავშვი არ ან, მხოლოდ
ნაწილობრივ რეაგირებს ამაზე, ინტერვენციონისტი თავად განასახიერებს პასუხის
„მოდელს/ნიმუშს“. მაგალითად, თუ ბავშვი თამაშობს საპნის ბუშტებით,
ინტერვენციონისტი იჭერს ხელში ბუშტების გასასვებ მოწყობილობას და
ამბობს/კითხულობს: „აბა, ახლა რა უნდა გავაკეთო?“ თუ ბავშვი არ პასუხობს/რეაგირებს
შეკითხვაზე, ინტერვენციონისტი ეუბნება/კარნახობს: „თქვი- გაბერე ბუშტები“.

„გულმავიწყობა“

ინტერვენციონისტი ბავშვებს არ აწვდის აუცილებელ საგანს/მოწყობილობას,


გამოტოვებს რუტინული აქტივობის რომელიმე აუცილებელ კომპონენეტს. მაგალითად:
სასადილო მაგიდასთან დააგვიანეთ საკვების მიტანა. ამით ბავშვებს ეძლევათ
საშუალება „გამხილონ“ საკვები დაგვიანებაში/დავიწყებაში. მათ შესაძლებლობა ექნებათ
დაგისვან კითხვები: „სად არის პური?“; „წვენი გვინდა“; „ხელსახოცი გვჭირდება“. გარდა
ამისა, ეს კარგი შესაძლებლობაა ვავარჯიშოთ ისინი საგნების მოძებნაში, პრობლემის
გადაჭრაში და ა.შ.

ხილვადი, მაგრამ მიუწვდმელი საგნები

საგნები, რომლებიც აუცილებელია აქტივობის დასასრულებლად, თავსდება დასანახ,


მაგრამ ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ბავშვებს მოუწევთ სოციალური,
კომუნიკაციური და პრობლემების გადაჭრის უნარების გამოყენება საგნის
მოსაპოვებლად. მაგალითად, ბურთის მოთავსება კარადის თავზე, წაახალისებს ბავშვს
ან თავად სცადოს მისი ჩამოღება, მაგ: სკამი მიიდგას, ან სთხოვოს ვინმეს დახმარება.

მოულოდნელი/გაუთვალისწინებელი ცვლილებები

აქ იგულისხმება ბავშვისათვის კარგად ნაცნობი აქტივობიდან/რუტინიდან რომელიმე


კომპონენტის ამოღება ან შეცვლა. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის რეაქცია მოგვაწოდებს

1
ინფორმაციას მისი მეხსიერებისა და გარემოს/სიტუაციის ანალიზის უნარებზე.
გაუთვალისწინებელი ცვლილება საგნების/ქმედებების თანმიმდევრობაში, კარგი
შესაძლებლობაა წავახალისოთ ბავშვი, მოძებნოს გამოსავალი და გადაჭრას პრობლემა.
მაგალითად, ინტერვენციონისტი იწყებს ხატვას ფანქრით, მაგრამ ფანქარი უჭირავს
უკუღმა, საშლელის მხარეს. ბავშვი სთავაზობს გამოსავალს- ფანქრის ამოტრიალებას;
უფროსი ცდილობს ჩამოასხას წვენი, მაგრამ მაგიდაზე არ არის ჭიქები, ბავშვი მოძებნის
და მიაწოდებს ჭიქას.

გააწყვეტინეთ

ინტერვენციონისტი ბავშვს მოულოდნელად გააწყვეტინებს რუტინად ქცეულ


რთულ/კომპლექსურ ქცევით ჯაჭვს. მაგალითად, ხელების დაბანისას, როდესაც ბავშვმა
საპონი უნდა აიღოს, ინტერვენციონისტი აწყვეტინებს/აჩერებს და ეკითხება: „რა გინდა?
რას აკეთებ?“. ამის შემდეგ, ბავშვმა უნდა მიუთითოს/მიანიშნოს/ჩამოაყალიბოს, თუ რა
სურს.

დახმარების თხოვნა

ეს სტრატეგია მოიცავს ისეთი აქტივობების/საგნების შერჩევას, რომლის შესრულებაც


ბავშვს ზრდასრულის ან თანატოლის დახმარების გარეშე არ შეუძლია. მაგალითად,
მოათავსეთ საჭმელი გამჭვირვალე კონტეინერში და დაახურეთ ისეთი სახურავი,
რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ მოხსნის. ეს „აიძულებს“ ბავშვს, რომ
გამოიყენოს კომუნიკაციური უნარები დახმარების სათხოვნელად.

ავარჯიშეთ მოლაპარაკებაში/მორიგებაში

თუ აქტივობისთვის არასაკმარისი საგნები/ ნივთებია მოცემული, მაშინ ბავშვებს


მოუწევთ ერთმანეთში მოლაპარაკება/შეთანხმება საგნების გამოყენებასთან
დაკავშირებით. მაგალითად ხატვისას, ფერები მიეცით სხვადასხვა კონტეინერით.
ბავშვებს მოუწევთ კომუნიკაციური უნარების გამოყენება, რათა შეძლონ სხვადასხვა
ფერის საღებავის მიღება.

ყოველდღიური რუტინა
ყოველდღიური რუტინა სახლში, ბაღებში(სკოლამდელ) და სპეციალიზებულ სასწავლო
ცენტრებში, ბავშვებს აძლევს სასურველი აქტივობების ამორჩევის საშუალებას, თუმცა

1
ამ მხრივ სრული თავისუფლება მიზანშეწონილი არ არის. უფროსები ადგენენ
გარკვეულ ჩარჩოებს, ირჩევენ გარემოს, საგნებისა და აქტივობების სტრუქტურასა და
ითავსებენ დამხმარეს როლს სწავლაში. როდესაც ბავშვები გაეცნობიან გარემოს
სრულყოფილად და გააფართოვებენ თამაშის არეალს, მოზრდილები განავრცობენ ბავშვს
მიერ ამორჩეულ აქტივობებს და უქმნიან მათ სწავლის დამატებით შესაძლებლობებს.

ყოველდღიური რუტინა, რომელიც ყალიბდება სახლში ან სასწავლო გარემოში, ბავშვებს


აძლევს დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას მთავარი განვითარებითი
სფეროების თვალსაზრისით. ყოველდღიური რუტინის გამოყენება (ჩაცმა, ალაგება,
სეირნობა, ბანაობა...) აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. პირველი,
ყოველდღიურ რუტინას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ბავშვის ცხოვრებაში. მასთან
დაკავშირებული აქტივობები ნაცნობია და ამავე დროს ფუნქციურად
მნიშვნელოვანი/ღირებული ბავშვისათვის. აღარ არის სამუშაო გარემოს ხელოვნურად
შექმნის საჭიროება და დამატებითი ზრუნვა იმაზე, რომ აქტივობა იყოს ბავშვისათვის
საინტერესო. მეორე, რუტინა ეხმარება ბავშვებს ისეთ აქტივობებთან შეჩვევაში,
რომელსაც ყოველდღე ვასრულებთ (ჩაცმა, დაბანა). იმის გათვალისწინებით, რომ ეს
აქტივობები ხდება ყოველდღე/რუტინულად, მათი გამოყენება სწავლებისათვის
ადვილია.

სახლისა და სასწავლო ცენტრის გარემოს ანალიზით აღმოვაჩენთ რეგულარულად


განმეორებად მრავალ აქტივობას და სიტუაციას. მაგალითად, ოჯახების უმრავლესობა
გაღვიძების შემდეგ იბანს, იცვამს და ჭამს. მსგავსი რუტინული აქტივობები წარმატებით
შეიძლება დავიხმაროთ ბავშვის სამიზნე უნარებზე სავარჯიშოდ. მაგალითად, ჩაცმა
დაგვეხმარება ადაპტური უნარების (პიჟამოს გახდა, შარვლის ჩაცმა, ღილების/ელვის
შეკვრა), სოციალურ-კომუნიკაციური უნარების („სად არის ჩემი ფეხსაცმელი?“) ან
შემეცნებითი უნარების (ტანსაცმლის მოძებნა, წინდების ან ფეხსაცმლის დაწყვილება)
გავარჯიშებაში. ჭამის დრო გვთავაზობს ადაპტური (კბეჩა, ღეჭვა, ჩანგლით/კოვზით
ჭამა), შემეცნებით (დახმარება მაგიდის შესაფერისი ჭურჭლით გაწყობაში, მარილის,
ხელსახოცების მოძებნა), მოტორულ (მაგიდასთან დაჯდომა, სკამიდან ადგომა, საკვების
გადაწოდება) და სოციალურ-კომუნიკაციურ (სასურველ საკვებზე მითითება) უნარებზე
ვარჯიშის მრავალ საშუალებას. შემთხვევების ნატიფი ანალიზისა და ბავშვის სამიზნე
უნარების გათვალისწინების გარეშე, ინტერვენციონისტს შეიძლება გამორჩეს
ყოველდღიური რუტინის კონკრეტული შესაძლებლობები, კონკრეტულ
უნარებთან/ბავშვთან მიმართებაში. ისიც ბუნებრივია, რომ ყველა ტიპის რუტინა, ყველა
ოჯახის მაგალითზე, ერთნაირად ეფექტური ვერ იქნება (მაგ. მშობლებმა, რომლებიც
სამსახურში ძალიან ადრე მიდიან, შეიძლება ვერ გამონახონ დრო ბავშვებთან ერთად
სასაუზმოდ).

1
ყოველდღიური რუტინის მსგავსი ანალიზი სასწავლო ცენტრებში, ანალოგიურად
იძლევა სამიზნე უნარებზე მუშაობის მრავალ შესაძლებლობას. მაგალითად, სკოლაში
მოსვლა ბავშვებს აძლევს მოტორული (კიბეზე ასვლა/ჩამოსვლა, კარების გაღება),
ადაპტური (ქურთუკის გახდა/დაკიდება, ფეხზე გამოცვლა) და სოციალური უნარების
(მისალმება) გავარჯიშების საშუალებას. წახემსების წინ ხელების დაბანა ბავშვებს
აძლევს სოციალურ (რიგრიგობით მისვლა ხელსაბანთან), ადაპტურ (ხელების
დაბანა/გამშრალება) და სოციალურ-კომუნიკაციურ (კითხულობენ, თუ რა უნდა ჭამონ,
ითხოვენ წვენს/წყალს, სთხოვენ თანატოლებს, რომ გვერდზე დაუჯდნენ) უნარებზე
ვარჯიშის საშუალებას. პროგრამულ აქტივობებზე დაკვირვებისას, ინტერვენციონისტმა
შეიძლება იპოვოს უამრავი გზა/შესაძლებლობა, რომლის გამოყენებითაც რუტინული
ქცევები ბავშვებს სამიზნე უნარებზე მუშაობის საშუალებას მისცემს.

ინტერვენცინისტებისა და აღმზრდელების დასახმარებლად რუტინული აქტივობების


დასახულ მიზანზე სავარჯიშოდ გამოყენებაში მრავალი განვითარებადი სფეროსთვის,
შეიქმნა რუტინული აქტივობების დაგეგვმის ფორმატი. სქემა 2 წარმოგვიდგენს
რუტინული აქტივობის მაგალითს (მაგ. ძილის დრო), რომელიც მიზანად ისახავს
სხვადასხვა განვითარებითი სფეროსთვის სავარჯიშო სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
ყოველი განვითარებითი სფეროსთვის ჩამოთვლილია AEPS-ის მიზანი/ამოცანა და
ყოველი ამოცანისთვის/მიზნისთვის მოცემულია შესაბამისი აქტივობები და საჭირო
საგნები. ამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თავი 3 და
დანართი A; B (მესამე თავისთვის)

გარემოს მოწყობა
გარემო მრავალმხირავად შეიძლება იყოს ორგანიზებული, რაც უზრუნველყობს
სხვადასხვა მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. ცენტრზე დაფუძნებული პროგრამის
მნიშვნელოვანი სტრატეგიაა გარემოს მოქმედების ადგილად გადაქცევა, საკლასო
ოთახის სპეციფიური ნივთებით აღჭურვა. საკლასო ოთახი შეიძლება მოვაწყოთ
კრეატიულად რათა ბავშვებს მიეცეთ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის საშუალება,რაც
ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და სწავლას. ჩვენი მიზანია მოვაწყოთ გარემო ისე,
რომ ბავშვებმა შეძლონ სხვადასხვა უნარის განვითარება.

აქტივობის ცენტრების გამოყენება შესანიშნავი სტრატეგიაა ბავშვის ქცევების


გასავითარებლად და წასახალისებლად.როდესაც ბავშვი იწყებს თამაშს სათამაშოთი, ან
იგონებს თამაშს, დაუსვით შეკითხვა, რადგან მსგავსი ქცევა ბავშვის ინტერესების
მნიშვნელოვანი ნაწილია. მოქმედებების წახალისება ეხმარება მათ სხვადასხვა
აქტივობაში ჩართვასა და მოტივაციის პოვნაში, ისინი ამავდროულად ატარებენ დროს
მხიარულად. ბავშვის მიერ თავად არჩეულ აქტივიბას უმეტესად არ სჭირდება ჩვენი
მხარდაჭერა მოტივაციისა და ინტერესის შესანარჩუნებლად. ამ ტომის მეორე სექცია

1
მოიცავს დამატებით ინფორმაციას გარემოს მოწყობასთან დაკავშირებით AEPS ის
ტესტში ‘სამიდან ექვს წლამდე’.

კარგად მოწყობილი აქტივობის ცენტრები ახდენს ბავშვის ინტერესებისა და ძალების


კონცენტრირებას უნარების განვითარებაზე. თავსატეხებით, ასაწყობი ფიგურებით და
სხვა მსგავსი სათამაშოებით აღჭურვილი აქტივობის ცენტრები ავითარებს ბავშვის
ნატიფ მოტორულ ფუნქციასა და შემეცნების უნარს. დაბრკოლების გადალახვაზე
ორიენტირებული კურსი ავითარებს მსხვილ მოტორულ სისტემასა და სოციალურ
აქტივობებს. წიგნები და მოსასმენი სავარჯიშოები აყალიბებს ადრეულ ლიტერატურულ
უნარებს, ეხმარება ბავშვებს გრძნობების გარჩევაში, ფერების იდენტიფიკაციაში და
პრობლემების გადაჭრაში.
აქტივობის ცენტრის მაგალითი მოყვანილია მესამე სურათზე.

სქემა 2. რუტინული აქტივობა-ძილის დროგვგვგვ


დრო 30მა გვ 30რუტინუ

ნატიფი მოტორიკა
მიზანი/ამოცანა რა უნდა გავაკეთოთ მასალები
ორივე ხელის გამოყენებით წავახალისოთ გავამხნევოთ ბავშვი, რათა ჯაგრისი;
მანიპულირებს საგნებით და ამ ძილის წინ გაიწმინდოს კბილები, კბილის პასტა
დროს თითოეული ხელით ასრულებს გავხსენოთ(თუ საჭიროა) კბილის პასტის
სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს (A:1) დადება ჯაგრისზე

მსხვილი მოტორიკა
მიზანი/ამოცანა რა უნდა გავაკეთოთ მასალები
ხტება შემაღლებული ჩამოვახტუნოთ ბავშვი საფეხურიდან ან დაბალი
ადგილიდან/პლატფორმიდან შემაღლებული ადგილიდან კბილის საფეხური /სკამი
(B 1.2) გაწმენდის შემდეგ

ადაპტური სფერო
მიზანი/ამოცანა რა უნდა გავაკეთოთ მასალები
იცმევს პულოვერს წავახალისოთ გავამხნევოთ პულოვერი. პიჟამო
(C 2.3) ბავშვიმოემზადოს დასაწოლად, ღამის
ჩასაცმელის/პიჟამოს ჩაცმაში

კოგნიტური სფერო
მიზანი/ამოცანა რა უნდა გავაკეთოთ მასალები
„კითხულობს“ ვკითხოთ ბავშვს რომელ წიგნს არჩევს ნაცნობი /საყვარელი
მინიშნებების/სიმბოლოების დაწოლის წინ. მისთვის ნაცნობ, ახლობელს წიგნი
დახმარებით (H 3) თუ სხვა რაიმეს აირჩევს

1
სოციალურ-კომუნიკაციური სფერო
მიზანი/ამოცანა რა უნდა გავაკეთოთ მასალები
იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, დასაწოლად, მზადების
წარსული მოვლენების აღწერის მიზნით პროცესში ვესაუბროთ ბავშვს
(A 1.4) დღის განმავლობაში მომხდარ
ამბებზე

სოციალური სფერო
მიზანი/ამოცანა რა უნდა გავაკეთოთ მასალები
ირჩევს აქტივობებს ან/და საგნებს მივცეთ საშუალება ბავშვს რამოდენიმე წიგნი, სხვადსხავა
(D1.2) აირჩიოს აქტივობის რიგითობა: ღამის პიჯამო, სხვადასსვა
პიჟამოს ჩაცმა?, ჯერ კბილის სათამაშო ცხოველი
გაწმენდა? სათამაშოს
(საყვარელი ცხოველი) შერჩევა

სურათი 3. აქტივობის ცენტრის მაგალითი.

აქტივობის ცენტების დიზაინი შესაძლებლობას აძლევს ინტერვენციონისტებს მოაწყონ


გარემო ისე, რომ დაეხმარონ ბავშვებს უნარების განვითარებაში. ბავშვებს შეუძლიათ
აირჩიონ სასურველი ცენტრი და ასისტენტები მათთვის საჭირო უნარების დასახვეწად
და გასავითარებლად. აქტივობის ცენტრი შეიძლება იყოს მუდმივი საფუძველი ცენტრზე
დაფუძნებული პროგრამისთვის. მასალის მუდმივი ცვლა მიზნად ისახავს ბავშვების
იდეების გამყარებას და ინტერესის შენარჩუნებას მთელი წლის განმავლობაში.
აქტივობის ცენტრების განვითარება მოიცავს შემდეგს:

1
1. ხუთიდან შვიდამდე „აქტივობის ცენტრის“ დაგეგვმას და მათ სათადანო
მოწყობას
2. საგნების, წესებისა და უფლებების იდენტიფიცირებას და ზრდასრულის როლის
განსაზღვრას თითოეულ აქტივობის ცენტრში
3. სასურველი AEPS/IEP მიზნის დადგენას და თითოეულ ცენტრში
გადამისამართებას.

ცენტრებში აქტივობების რაოდენობა და სახე დამოკიდებული იქნება ადგილზე, დღის


განრიგზე, ბავშვის ასაკსა და განვითარების დონეზე და არსებულ რესურსებზე (საგნები,
აღჭურვილობა). მაგალითად პროგრამას, რომელსაც აქვს საშუალება ბავშვები ათამაშოს
გარეთ, ჰაერზე აღარ ევალება მსხვილი მოტორული სისტემის გასავითარებელი ცენტრის
შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ აქტივობის ცენტრები იყოს დაყოფილი წყნარ/მშვიდ და
ხმაურიან ცენტრებად და იყვნენ რაც შეიძლება დაშორებული ერთმანეთისგან.
თაროები/შირმები, ან სხვა ტიპის ტიხარი/ბარიერები გვეხმარება ადგილების
განსაზღვრასა და დანაწილებაში.

სასურველია აქტივობის ადგილი ისე იყოს მოწყობილი, რომ მოერგოს არა მხოლოდ ერთ
მომხმარებელს. მრავალ საკლასო ოთახს აქვს „ჭუჭყიანი“ ადგილი, რომელიც ადვილად
იწმინდება/დალაგდება ქვიშით და წყლით თამაშის, წახემსების ან ფუნჯებით ხატვის
შემდეგ. მეორე ფავორიტი ადგილი წყნარი კუთხეა, წიგნებით, კასეტებით, დისკებით,
კომფორტული სავარძლებითა და ბალიშებით გაწყობილი. ეს ადგილი შეიძლება
გამოვიყენოთ ამბების მოსაყოლად, წიგნების, დისკების, კასეტების დამოუკიდებლად
გამოასყენებლად და წასათვლემადაც კი. თეატრალური ცენტრი აძლევს ბავშვებს
როლების მორგების, ისტორიების მოყოლის, ავეჯის გადაადგილების, დეკორაციების
შეცვლისა და კოსტიუმების შერჩევის საშუალებას.

სურათი 4. გადმოსცემს აქტივობის ცენტრის ოთახის მრავალფეროვნებას.

1
როდესაც ყველა აქტივობის ცენტრს მოვაწყობთ, ისინი ისე უნდა იყოს აღჭურვილი, რომ
ხელს უწყობდეს ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას (მოტორულს, კომუნიკაციას)
და აადვილებდეს AEPS/IEP პროგრამის მიზნის მიღწევას. მაგალითად,
თეატრალურ/დრამატულ ცენტრში, ფეხსაცმელების, ფისუნიების, ფინჯნების, ფრანის
დამატება, ბავშვებს აძლევს ფ ასობგერის გავარჯიშების საშუალებას. ნივთების შერჩევა
უნდა მოხდეს ბავშვის შესაძლებლობიდან, არსებული რესურსებიდან და
ინტერვენციონისტის შეფასებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია
გავითვალისწინოთ,რომ ბავშვს უნდა შეეძლოს ყველა ნივთის უსაფრთხოდ გამოყენება.
ბავშვებისათვის ახალი ნივთების რეგულარულად შეთავაზება ინარჩუნებს მათ
ინტერესს და აძლევს ახალი უნარების განვითარების საშუალებას.

1
სურათი 5. გვიჩვენებს სხვადასხვა ნივთებით აღჭურვილ კუთხეს და გვთავაზობს ორი
ბავშვისათვის სათამაშო გარემოს ნიმუშს.

როდესაც ბავშვები ჩაერთვებიან ცენტრის აქტივობებში, ინტერვენციონისტებმა უნდა


შეაფასონ მათი ქცევა AEPS/IEP ის მიზანთან მიმართებაში. ცენტრი, რომელიც
თანმიმდევრულად არ რთავს ბავშებს ამა თუ იმ აქტივობებში, ძირითადად
არაეფექტურია. ამავდროულად, ცენტრები უნდა იცვლებოდნენ/გადახალისდნენ
დრთოთა განმავლობაში, რათა შეინარჩუნონ ბავშვების ინტერესი და დაეხმარნონ მათ
ნასწავლი უნარების განზოგადოებასა და სხვადასხვა აქტივობებით გამყარებაში.

ზრდასრულის როლი შეიძლება განსხვავდბოდეს სხვადასხვა ცენტრებში.


მეცნიერების/შემეცნებითი ცენტრი მოითხოვს მოზრდილის მეტ ყურადღებას ვიდრე
სათამაშო ბლოკების ცენტრი. მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს, შეიძლება
დასჭირდეთ დამატებითი დახმარება მოზრდილისგან, სასწავლო ნივთების
გამოყენებისას.

ძალიან მნიშნელოვანია აქტივობის ცენტრების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობა.


ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა შემუშავდეს სპეციალური წესები
იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ აქტივობის ცენტრები, რამდენი ბავშვი უნდა
იყოს ერთ ცენტრში და როგორ გადავიდნენ ერთი ცენტრიდან მეორეში. კლასების
უმეტესობას აქვთ გამოყოფილი დრო, თუ როდის უნდა მიიღონ ბავშვები და როდის -
არა. ცენტრის ზომა და აქტივობის სახე განსაზღვრავს მასში ჩართული ბავშვების
რაოდენობას. ხელოვნების კლასში შესაძლებელია ერთად იმუშაოს ხუთმა ექვსმა
ბავშვმა, მაშინ როდესაც მსხვილი მოტორული ფუნქციის ცენტრში მხოლოდ 3-4 ბავშვი
უნდა იყოს.

ბავშვის ინიციატივები მოითხოვს ცენტრის მოქნილობას. თუ ცენტრის წესები ძალიან


მკაცრია, ის აკარგვინებს ბავშვს მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავების ხალისს და
შანსს. მაგალითად, თუ ბავშვი აშენებს სახლს ბლოკების ცენტრში და აქვს იდეა რომ

1
მიიტანოს თოჯინები თეატრის ცენტრიდან (რათა იქ აცხოვროს ), მსგავსი ინიციატივა
უნდა წახალისდეს ინტერვენციონისტების მიერ. მხარი უნდა დავუჭიროთ ბავშვის
დამოუკიდებელ აზროვნებასა და კრეატიულობას. ინტერვენციონისტებმა, შეიძლება
გაუფართოვონ ბავშვებს სამოქმედო არეალი, რითიც გააადვილებენ მიზნის მიღწევას.
თუ ბავშვის იდეა უსაფრთხოა და არ გამოიწვევს კლასში არეულობას, მსგავსი ქცევები
უნდა იყოს დაშვებული. სწავლის ეფექტურობა აქტივობის ცენტრებში შეიძლება
გაზარდოს შემდეგმა ფაქტორებმა:

1. ცენტრის ნივთები და აღჭურვილობა უსაფრთხოა ყველა ბავშვისთვის.

2. აქტივობის ცენტრის გაიდლაინი განსაზღვრულია და გამოკრულია.

3. პოტენციური მიზნები ჩამოყალიბებულია ყველა ბავშვისათვის

4. ბავშვის ინიციატივების წასახალისებლად გამოყენებულია


„შემხსენებელი/სუფლიორი“

ეფექტური ადრეული ინტერვენციის წინაპირობაა სისტემატიური და თანმიმდევრული


სასწავლო გარემოს შექმნა ბავშვისთვის.

დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები


დაგეგვმა წარმატებული ინტერვენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის
უზრნველყოფს მიზანთან მიახლოვებას. დაგეგმვა მნიშვნელოვანია ბევრ სხვადასხვა
დონეზე და შეძლებისდაგვარად უნდა მოიცავდეს გუნდის ყველა წევრს. მასშტაბური
გეგმები შეიძლება ხორციელდებოდეს მთელი წლის მანძლზე, როგორიცაა გარემოს ისე
მოწყობა, რომ ბავშვებს გაუადვილდეთ უნარების ათვისება, მოზრდილის როლი და
მოვალეობები საკლასო ოთახში, ადაპტაციის აუცილებლობა განსაკუთრებული
მოთხოვნების მქონე ბავშვებისთვის.

ინტერვენციული გეგმები

ინტერვენციული გეგმები განსაზღვრავენ ინტერვენციულ ცენტრების სტრუქტურას,


სასწავლო გაიდლაინებს და ადგენენ პრიოტიტეტული მიზნების მიღწევის
კრიტერიუმებს. გეგმები უნდა ჩამოყალიბდეს მომუშავე გუნდის მიერ
კოოპერატიულად. გუნდის წევრების იდეები შეიძლება იყოს გაზიარებული და შემდეგ
გაერთიანებული ინტერვენციულ გეგმაში, რათა უზუნველყოს ინტერვენციული
აქტივობების მეტი მიზანმიმართულობა.

ინტერვენციული გეგმა ითვალისწინებს თვითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ


მიდგომას (იხ. სქემა 6). გეგმა შეიძლება მოიცავდეს ინტევენციული სტრატეგიებს,

1
სწავლების სახის მიმოხილვას, კურიკულუმის მოდიფიკაციას,ბავშვის მიერ მიღწეული
პროგრესის მონიტორინგს და საჭირო ცვლილებების განხორციელების წესს.
ინტერვენციული გეგმები უნდა იცვლებოდეს აუცილებლობის მიხედვით და
ინტერვენციონისტებს და აღმზრდელებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მოქმედების
სახელმძღვანელო.

აქტივობების განრიგი

ბავშვების უმეტესობა მგრძნობიარეა გარემოს მიმართ და ისინი ღიზიანდებიან, თუ ვერ


ახერხებენ შედეგების გათვლას/გარემოს კონტროლს. როდესაც ბავშვი კარგადაა
გარკვეული გარემოში და იცის რას უნდა ელოდოს, ეს მატებს მას თავდაჯერებასა და
დამოუკიდებლობის შეგრძნებას და ეხმარება, რომ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.
ამისათვის მათ უნდა ჰქონდეთ კვირისა და დღის განრიგი. სკოლანდელი ასაკის
ბავშვებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის პროგრამები აბალანსებენ ბავშვის მიერ
ინიცირებულ და დაგეგმილ ინტერვენციულ აქტივობებს, დიდი და პატარა ჯგუფების
აქტივობებს და შენობის შიდა და გარე აქტივობებს.
სქემა 7 ასახავს ცენტრზე დაფუძნებული პროგრამის კვირის განრიგს,
ხოლო სქემა 8 დღის განრიგს. განრიგი ეხმარება პერსონალს აქტივობების
დაბალანსებასა და მიზანთან მიახლოვებაში.

ცენტრის/ჯგუფის აქტივობის განრიგი

აქტივობის განრიგი ეხმარება ინტერვენციონისტებსა და აღმზრდელებს ბავშვების


გავარჯიშებისთვის საუკეთესო დროის შერჩევაში. ცენტრზე დაფუძნებულ პროგრამებს
აქვთ დღის განრიგის მრავალფეროვანი სახე. მაგალითად, ბავშვის კლასში მისვლა
ავარჯიშებს მის საზოგადოებასთან ურთიერთობის/სოციალურ უნარს( ესალმებიან სხვა
ბავშვებს) და ხდის მათ უფრო დამოუკიდებელს (თავად ირჩევენ აქტივობებს ჯგუფური
მუშაობის დროს); წახემსების დრო შეიძლება გამოვიყენოთ შემეცნებითი უნარების
გასავითარებლად (ითვლიან სკამების რაოდენობას ყველა ბავშვისთვის); სოციალურ-
კომუნიკაციური უნარის დასახვეწად (ითხოვენ გარკვეულ ნივთებს და განიხილავენ
დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს); ადაპტური უნარების შეძესაძენად ( ჩანგლის
გამოყენება და დამოუკიდებლად ჭამა). ალაგება/დასუფთავება კარგი დროა ბავშვის
სოციალური და კოომერატიული უნარების გასაზრდელად (ბავშვები ერთამენთს
ეხმარებიან სათამაშების ალაგებაში), იხვეწება ნატიფი და მსხვილი მოტორიკა
(სათამაშოების თაროზე ან ყუთებში ჩაწყობისას) და სოციალურ-კომუნიკაციური
უნარები (მიჰყვებიან მითითებებს და სვამენ შეკითხვებს).

აქტივობის განრიგი შეიძლება შევქმნათ კონკრეტული ბავშვის, ან მთელი


ჯგუფისათვის. აქტივობების განრიგის არსებობა პატარა, უნარშეზღუდული

1
ბავშვებისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ ადეკვატური
შესაძლებლობები მიზნის მისაღწევად. სურათი 9 ასახავს ორი ბავშვისთვის
განკუთვნილ აქტივობის განრიგს. სქემაზე წერია ბავშვების სახელები და მათი მიზნები
ჩამოთვლილია სახელების ქვემოთ. მარცხნივ წერია ყოველდიური საკლასო აქტივობების
სია. ყოველი დავალების გრაფაში მოთავსებულია X, რაც ნიშნავს რომ ის სავარაუდოდ
შესრულდება აქტივობასთან ერთად.

სქემა 6.
ინტერვენციის გეგმა
ბავშვის სახელი-; ჯეკო გუნდის წევრები-ინტერვენციონისტი-------

თარიღი- 09.09. დაკომპლქტების//დასრულების სავარაუდო თარიღი---12.09---

გარემოს ტიპი: ჯგუფი-- ინდივიდუალური-----; სახლი------------

სოციალური სფერო
მიზანი და ობიექტები
AEPS test: სოციალური სფერო A; მიზანი 2
ძირითადი კოოპერატიული აქტივობა,რომელიც იყენებს ვერბალური და არავერბალურ
სტრტეგიებს, დღეში 1, 2 კვირის განმავლობაში. მაგ: ჯეკოს შეუძლია თავის ჯგუფის
წევრებს უთხრას: „ეხლა დალაგების დროა“ და წაახალისოს ისინი.

AEPS test: ამოცანა 2.1 შეუერთდეს კოოპერატიულ აქტივობას: დაესწროს და უყუროს


თანატოლებს დღეში 2ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ შეუერთდეს მათ აქტივობას
(მაგ: ქვიშისაგან კოშკის შენება). ჩაებას გვირაბის გათხრაში

AEPS test: ამოცანა 2.2 მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს, სხვებს კოოპერატიულ აქტივობაში.
6-ჯერ კვირაში, 2 კვირის განმავლობაში. მაგ ჯეკოს შესთავაზებენ მეგობრები: „აიღე ეს
კუბიკი“ და ისიც ჩაებმევა აქტივობაში (კოშკის შენება, კუბიკების დადება სხვებთან ერთად)

ინტერვენციის სტრატეგია და დასწავლის განხილვა


სტრატეგიების ბავშვის შესაძლო ქცევა: მიზნობრივი/ შედეგები, რა იქნება
ჩამნათვალი,რომელიც მოსალოდნელი + და მოსალოდნელი ჯესის
მიმართულია ბავშვის არამიზნობრივი/არა მოსალოდნელი - : მიზნობრივი + და
შესაძლებლობის არამიზნობრივი -
პრაქტიკაში  გაზიარება(ვერბ. და არავერბ.) + ქცევების შედეგად:
მიზნობრივად  შეერთება(ვერბ./არავერბ) +  კომენტარი
გამოყენებისათვის:  შენარჩუნება(ვერბ./არავერბ) + რამდენად
 აქტივობების  მოთხოვნის იგნორირება კარგად
შექმნა, რომელიც  სათამაშოს მიტაება - მუშაობენ და
მოითხოვს ერთზე  იგნორირება/ გვერდზე გასვლა, თამაშობენ

1
მეტ ბავშვს როცა სთავაზობენ თამაშს - ბავშვები +
მასალის  ღიმილი ან
გასაზიარებლად შექება +
 კოოპერაციის  მოდელის
მოდელი ხატვის, გაგრძელება -
კითხვის, ერთად  მოთხოვნის
თამაშისა და განმეორება
სათამაშოს კიდევ და კიდევ
გაზიარებით -
 ჯეკოს წაქეზება  ჯეკოსთვის
ბავშვებთან ყველა
შეერთებასა და კოოპერატიული
ურთიერთობაზე აქტივობის
 შეკითხვა ჯეკოს შეხსენება -
აარჩიოს
მეგობარი...
 ჯეკოსა და სხვა
ბავშვებისთვის
კონკრეტული
როლის მინიჭება
,,დალაგებაში“

შესაძლო აქტივობების ზუსტი ვარიაციები მოცემულია ყველა გრაფაში,მაგალითად


კესოს მიზნის ქვეშ მოცემულია სამ ნაწილიანი დირექტივა სადაც კესოს აქვს 9.00 დან
9.20 წუთამდე დრო, სხვადასხვა აქტივობებში ჩასართავად. მაგალითად, მას შეუძლია
ბიბლიოთეკის წიგნების შეგროვება, თითო ბავშვისთვის თითო წიგნის დარიგება ან
სხვებთან ერთად წრეში ჩადგომა. აქტივობის განრიგი შეიცვლება გარემო პირობების,
შეზღუდვების, რესურსების და ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.

კურიკულუმის მოდიფიკაცია
ბავშვის პროგრესის პროცედურები
ვინ როდის// სად როგორ
გადაწყვეტილების წესები:

თუ პროგრესს არ არის შესამჩნევი 3 კვირაში (დაადგინეთ დროის მონაკვეთი) გუნდმა უნდა


მოახდინოს:
 ინტერვენციული სტრატეგიის მოდიფიკაცია
 კურიკულუმის შინაარსის მოდიფიცირება (მიზნები)
 სხვა

1
სქემა 7. ცენტრზე დაფუძნებული პროგრამის კვირის განრიგი
აქტივობა ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი
მოსვლა
ხატვის/ ყვავილის ქაღალდის ბუნებრივი ძაფების ყვავილებით
ხელოვნების ქოთნების ყვავილების კოლაჟები / „ჭიაყელა“ ხატვა, წყლის
კუთხე მოხატვა / დამზადება ჰერბარიუმი საღებავების
მორთვა / გამოყენებით
გაფორმება
გამოსაცვლელი
ყოველდღიურად: ბაღში სამუშაო ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა
კუთხე
სამშენებლო
ყოველდღიურად: სათამაშოების ტრანსპორტირება
კუთხე
წრეში აქტივობა ყოველდღიურად: თამაშები წრეზე მოძრაობით, მაგ: „ზილილა“
წახემსება მზესუმზირა ბოსტნეული ხილი სპაგეტის ქიშმიშიანი
„ჭიაყელები“ ფუნთუშები
ეზოში თამაში ბაღჩაში წყლით გასეირნება „ჭიაყელებზე დაბრკოლებების
მუშაობა ხატვა ბუნებაში ნადირობა“ გადალახვა
ქვიშაში
სოციალური ნარგავების სათამაშოები დასუფთავ წასახემსებელ წყლით თამაშები
აქტივობის დარგვა / ს რეცხვა / ება ი საკვების ეზოში
თესლის მორწყვა მომზადება -
დათესვა სპაგეტი
დასუფთავება / დალაგება
წრეში კითხვა „სურპრიზ- ბაღჩაში ლაშქრობის ჭიაყელები, თავისუფალი
ყუთი“ - სამუშაო თვის მიწაში არჩევანი
ნარგავები; ხელსაწყოებ საჭირო მცხოვრები (ბავშვები
ისტორიები ი; ნივთები; არსებები; გვთავაზობენ
მცენარეთა იტორიები ისტორიები ისტორიები იდეებს თვითონ);
თესლზე ბაღჩაში მოგზაურო ჭიაყელებზე, ისტორიები
მუშაობაზე. ბაზე თევზებზე. დასუფთავებაზე.
წასვლა

სქემა 8 დღის განრიგი კლასში


აქტივობა დრო
მოსვლა 8.20-8.30
აქტივობის ცენტრები 8.30-9,00
წრე 9.00-9.20
მსუბუქი საუზმე 9.20-9.45
აქტივობა გარეთ 9.45-10.20
სპეციალური აქტივობა 10.20-10.50
დასუფთავება 10.50-11.00
წრე/მოთხრობა/ამბის მოყოლა 11.00-11.30
11.30-12.00

1
გამგზავრება

სქემა 10 ასახავს შეცვლილი აქტივობის განრიგის მაგალითს, რომელიც ასევე შეიძლება


გამოგვადგეს პროგრესის მონიტორინგისთვის. როგორც სურათი 10-ზეა ნაჩვენები,
თარიღი მითითებულია ყოველი დავალების ქვეშ და ბავშვის პროგრესი ჩაწერილია
ყოველ ჯერზე როდესაც ბავშვი ამჟღავნებს რომელიმე უნარს (+), ვერ ამჟღავნებს უნარს
(-) და/ან ამჟღავნებს დახმარებით (დ)

თითოეული უნარის მეთვალყურეობა შესაძლოა იყოს ძნელი და შრომატევადი ერთი


დღისათვის, ამიტომ შესაძლებელია/მიზანშეწონილია მონიტორინგის გადანაწილება
შემდეგ დღე(ებ)ზე. პასუხისმგებლობების გადანაწილება თანამშრომლებს შორის,
გვეხმარება მონიტორინგის სწორად წარმართვაში. მაგ: შესაძლებელია, კონკრეტულმა
ადამიანმა ვერ შეძლოს მეთვალყურეობა ბავშვების მოსვლისა და დღის აქტივობებისას
სრულყოფილად. მას შეუძლია ეს გააკეთოს მეორე დღეს.

სახლის/ინდივიდური აქტივობის განრიგი

აქტივობის განრიგები ასევე ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ სახლშიც.


აღმზრდელები არიან ინფორმაციის ყველაზე კარგი მიმწოდებლები და ადგენენ რომელი
ტიპის რეჟიმი/აქტივობა უკეთ ეხმარება ბავშვს გარკვეული უნარის განვითარებაში.
ოჯახის წევრები გარკვეულნი უნდა იყვნენ ბავშვის ინტერესებსა და
შესაძლებლობებში. სახლის/ინდივიდური აქტივობების განრიგი გვეხმარება ბავშვთან
ყოველდღიურად მუშაობაში, ზედმეტი და არასაჭირო სესიების გარეშე.

ოჯახს აქვს ბავშვის მრავალი უნარის განვითარების საშულება. მაგალითად ბანაობის


დრო შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვის ლექსიკის გასაუმჯობესებლად , ვთხოვოთ
დაკარგული ნივთების მოძებნა და განუვითაროთ ადაპტაციის უნარი. მანქანით
გადაადგილება, შეიძლება იყოს იდეალური მომენტი კომუნიკაციების დასამყარებლად,
ხალხსა და სხვადასხვა ნივთებზე მითითების და მათი აღწერის შესაძლებლობა.

ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმის დაცვას მრავალი უპირატესობა აქვს. კერძოდ: პირველი,


ბავშვებს უფრო მეტი მოტივაცია აქვთ ახალი უნარების ათვისებისათვის, როდესაც ამ
უნარებს იყენებენ ყოველდღიურობაში. მეორე, როდესაც გარკეული უნარი არის
ბუნებრივად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ათვისებული, უფრო მეტად განმტკიცდება
ქცევებში. როდესაც უნარი იხვეწება პრაქტიკით და არა თეორიით, იგი უკეთ
დამახსოვრებადია. მესამე, აღმზრდელებს აღარ უწევთ ბავშვებისთვის სწავლება და
განმარტებების მიცემა, რადგან მათ ეს უკვე იციან.

სქემა 9. კონკრეტული ორი ბავშვის აქტივობა/მიზანი

1
ბავშვის სახელი--ლიზი ბავშვის სახელი -ლუკა
მიზანი მიზანი მიზანი მიზანი
ასრულებს სამ არჩევს პრობლემის დიალოგში
საფეხურიან აქტივობას/ გადაჭრის მონაწილეობა
დავალებას საგნებს მისაღები გზის
შეთავაზება
მოსვლა 8- + +
8.20
აქტივობის + + + +
ცენტრები
8.30-9.00
წრეების დრო + + +
9.00-9.20
საუზმე + + + +
9.20-9.45
გარეთ თამაში + + + +
9.45-10.20
სპეციალური + + + +
აქტივობა
10.20-10.50
10.50-11.00 + +
დასუფთავებ

11.00-11.30 + + +
კითხვის წრე
11.30-12.00 + + +
გამგზავრება

სქემა 10.
ბავშვის სახელი--ლიზი ბავშვის სახელი -ლუკა
მიზანი მიზანი მიზანი მიზანი
ასრულებს სამ არჩევს პრობლემის დიალოგში
საფეხურიან აქტივობას/ გადაჭრის მონაწილეობა
დავალებას საგნებს მისაღები გზის
შეთავაზება
9/ 9/ 9/5 9/6
5 6

1
მოსვლა 8- +
8.20
აქტივობის +-- (დ) ++
- +
ცენტრები
8.30-9.00
წრეების დრო ++ (დ) -
+
9.00-9.20
საუზმე ++ + (დ) -

9.20-9.45 +
გარეთ თამაში + (დ) + (დ) +
9.45-10.20 +
სპეციალური ++ + ++
აქტივობა + +
10.20-10.50
10.50-11.00 +
დასუფთავებ

11.00-11.30 ++ (დ) -
++ +
კითხვის წრე
+
11.30-12.00 (დ) (დ) -
+ -
გამგზავრება

სქემა 11. აქტივობების ინდივიდური განრიგი სახლისათვის


ბავშვის სახელი: ლიზი თარიღი: 9 / 8
მიზანი/ამოცანა:
მიზანი/ამოცანა:
აქტივობა: ასრულებს სამ
დიალოგში მონაწილეობა
საფეხურიან დავალებას
შეეგებეთ ლიზის, შეეკითხეთ რა სიზმარი
სთხოვეთ შეარჩიოს
ნახა ღამის ძილის დროს, დაელოდეთ მის
ტანსაცმელი, ჩაიცვას
გაღვიძება / ჩაცმა პასუხს. ესაუბრეთ, როგორი დილა
და მოემზადოს
გათენდა და შეეკითხეთ, რა სურს რომ
საუზმისათვის.
ჩაიცვას დღეს.
სთხოვეთ ჩაიცვას
თამაში / ეზოში ჟაკეტი/ქურთუკი და
გასეირნება დაგელოდოთ
კარებთან.
ლანჩი შეახსენეთ დაიბანოს ესაუბრეთ დღის გეგმებზე. შეეკითხეთ
ხელები, დაგეხმაროთ რისი გაეკეთების სურვილი აქვს დღეს.

1
სუფრის გაშლაში და მოუყევით თქვენს გეგმებზე და ჰკითხეთ
მიუჯდეს მაგიდას. „რჩევა“/აზრი რას ფიქტობს ის ამაზე.
შესთავაზეთ/წაახალისე
თ აირჩიოს
სათამაშო/თამაში.
შესთავაზეთ საჭირო თამაშის პარალელურად გააკეთეთ
სათამაშო
სათამაშოები, სთხოვეთ კომენტარები მისი ქმედებების შესახებ.
მოედანი
მოაგროვოს ისინი, დაელოდეთ მის საპასუხო რეპლიკებს.
მიიტანოს სათამაშო
ზონაში და დაიწყოს
თამაში.
სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრს, რომელიც
სთხოვეთ დაიბანოს
სადილობს თქვენთან ერთად, მოგიყვეთ
ხელები, დააწყოს
სადილი თავისი საქმიანობის შესახებ დღის
ჭურჭელი მაგიდაზე და
მანძილზე. თქვენ და ბავშვი მოუსმენთ
გაიკეთოს წინსაფარი.
მას.
დაეხმარეთ ტელევიზორის სასურველი
პროგრამის შერჩევაში. ისაუბრეთ
მიმდინარე გადაცემაზე/ფილმზე.
ტელევიზორი მოუსმინეთ ყურადღებით როდესაც
ბავსვი საუბრობს და მიუთითეთ, რომ
მანაც უნდა მოგისმინოთ, ვიდრე არ
დაასრულებთ საუბარს.
სთხოვეთ შეარჩიოს
პიჟამო, წიგნი,
რომელიც უნდა
ზღაპარი / დაბანა წაიკითხოთ ძილის წინ
და გაიხადოს
ტანსაცმელი აბაზანაში
შესვლამდე.
შეეკითხეთ დღის მანძილზე მომხდარი
მოვლენების შესახებ. წაიკითხეთ
ძილისპირული ზღაპარი. დაუსვით შეკითხვები
მოთხრობის გარშემო და დაელოდეთ
პასუხს.

რა უნდა გავითვალისწინოთ აქტივობის გეგმების შექმნისას

ეფექტური და გამოსადეგი აქტივობის გეგმების შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ


შემდეგი ფაქტორები.

1
მომზადება: თითოეულ ბავშვს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდება ერთი აქტივობიდან
მეორეზე გასასასვლელად. აქტივობის დასასრულამდე ხუთი წუთით ადრე სასურველია
ბავშვებს ვამცნოთ, რომ მალე (5 წუთში) უნდა დაიწყონ ალაგება და მოემზადონ შემდეგ
აქტივობაზე გადასასვლელად (მაგ. „5 წუთში ყველაფერს ავალაგებთ და ხელებს
დავიბანთ სადილისთვის“). ეს ეხმარება ბავშვებს დაწყებული საქმის დასრულებაში და
შემდგომ აქტივობაზე გადასვლაში. მნიშვნელოვანია ყველა ბავშვთან გამოლარაკება,
განსაკუთრებით კი მათთან რომლებსაც უჭირთ ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა.

დროში შეზღუდვა: მნიშვნელოვანია ბავშვებს მიეცეთ ადეკვატური დრო


(განსაკუთრებით ბავშვებს მოტორული უნარშეზღუდულობით) დალაგებისათვის და
აქტივობიდან სხვა აქტივობაზე დამოუკიდებლად გადასასვლელად.
ინტერვენციონისტებმა უნდა გამოიჩინონ სიზუსტე ყველა ბავშვთან მიმართებაში.
განრიგის წესების ზედმეტად მკაცრი დაცვა ართმევს ბავშვს ინიციატივის საშუალებას
და ამცირებს მის დამოუკიდებლობას. მაგალითად, თუ ბავშვს მივცემთ დამატებით
დროს და წავახალისებთ, ეს იქნება იდეალური შესაძლებლობა მისი მოტორული
ფუნქციის, პრობლემის გადაწყვეტისა და კომუნიკაციის უნარის გასავარჯიშებლად.
აღმზრდელებმა უნდა გაითავისონ, რომ ის კი არაა მთავარი, თუ როგორ შეასრულებენ
ბავშვები კონკრეტულ დავალებას, არამედ თუ როგორ აითვისებენ ახალ უნარებს.

ყურადღება: ზოგიერთ ბავშვს სჭირდება მეტი დრო ერთი აქტივობიდან მეორეზე


გადასასვლელად, ზოგი კიდევ პირიქით, მოითხოვს სწრაფ ქმედებას ყურადღების
გაფანტვის ასარიდებლად. ინერვენციონისტებმა უნდა გათვალონ მსგავსი გარემოებები
და სწორი რეაგირება უნდა მოახდინონ თვითოეული მათგანის ქცევაზე. მაგალითად,
ბავშვებს, რომლებიც სხვებზე სწრაფად ემზადებიან წასახემსებლად, უნდა მიეცეთ
დამატებითი დავალება, მაგ: დაეხმარონ აღმზრდელებს სკამების დაწყობაში.

კომუნიკაცია : მრავალი პროგრამა იყენებს სურათებს იმ ბავშვებთან სამუშაოდ,


რომლებსაც უჭირთ გარშემო არსებული ინფორმაციის სწრაფად აღქმა ან ერთი
აქტივობიდან მეორეზე გადასვლა. ბავშვების უმეტესობა სიამოვნებით მიჰყვება
სურათებზე გადმოცემულ განრიგს და ეს პროცესი ასევე თავიდან აგვარებს
კონკრეტული უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვის ჯგუფიდან გამოყოფას.
დასურათებული განრიგის სახლის პირობებში გამოყენება წარმატებული ხერხია იმ
ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ სწრაფი გადაადგილების პრობლემა. ამის მაგალითია
სურ.12.

ძლიერი უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვები

ბავშვებისთვის უმეტესობისათვის, მონაწილეობა გაუმჯობესებულ, გამდიდრებულ,


ზუსტად შერჩეულ, ბავშვებზე ორიენტირებული პროგრამაში, საუკეთესო და საჭირო

1
პრაქტიკააა AEPS/IEP მიზნის მისაღწევად. ძლიერი უნარშეზღუდულობის მქონე
ბავშვებს დასჭირდებათ ხშირი, მრავალფეროვანი ვარჯიში მიზნის მისაღწევად. მათთვის
აქტივობების ადეკვატური დაგეგვმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. (AEPS
კურიკულუმის მიმოხილვა და მისი სექცია AEPS კურიკულუმი და ბავშვები ძლიერი
უნარშეზღუდულობით, მიმდინარე ტომის მეორე თავში, მოიცავს გამოსადეგ
ინფორმაციას, მსგავსი ბავშვებისთვის ინტერვენციული აქტივობების შერჩევის შესახებ.)

სურათი 12.

დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების გამოყენება

დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები უნდა აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან


კრიტერიუმს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ინდივიდუალური მუშაობისას, ასევე
დიდ/პატარა ჯგუფებთანაც. პირველი, აქტივობები უნდა იყოს ბავშვებისთვის
საინტერესო, მიმზიდველი და აზრიანი. ისინი მოქმედების დროს უნდა ავლენდნენ

1
ენთუზიაზმს და არ უნდა აკეთებდნენ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს
მოეთხოვებათ. მეორე, აქტივობები უნდა უზრუნველყოფდნენ უნარების განვითარებას
და მიზანთან მიახლოვებას. მეორე კრიტერიუმი ბავშვებისგან მოითხოვს აზროვნებასა
და გეგმების შედგენას.

დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები, შეიძლება არ გვხვდებოდეს ყოველდღიულ,


რუტინულ აქტივობებში, მაგრამ აზრობრივად მაინც უკავშირდებოდეს მათ.
სასურველია, აქტივობები განაწილდეს დღის კონკრეტული მონაკვეთების მიხედვით,
მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვის მიერ ინიცირებულმა ქმედებამ
შეიძლება შეცვალოს ინტერვენციონისტის მიერ დაგეგმილი აქტივობები.

წარმატებული ინტერვენცია მოიცავს ორგანიზებასა და დაგეგვმას.


ინტერვენციონისტების დასახმარებლად ორგანიზებასა და დაგეგმვაში,
რეკომენდაციას ვუწევთ ინტერვენციული აქტივობების დაგეგმვის ცხრა კომპონენტიან
სქემას:

1. აქტივობის სახელი
2. რესურსი//ნივთები
3. გარემოს დაგეგვმა
4. აქტივობის აღწერა:
გაცნობა
მოვლენების თანმიმდევრობა
დასრულება/დახურვა
5. მიზნის მიღწევევის შანსების გაზრდა ბავშვებისთვის
6. დაგეგმილი ვარიაციები
7. ლექსიკა
8. ბავშვებს შორის ურთიერთობა
9. მშობლის/აღმზრდელის ჩართულობა

დასრულებული დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობა მოიცავს ცხრავე კომპონენტს,


ნიმუში იხ. სქემა 13. დამატებით მაგალითები მოცემულია დანართ ში B.

ერთი ჯგუფისთვის დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობა შეიძლება შეცვლილი სახით


გამოვიყენოთ სხვა ჯგუფზე. მაგალითად, ზოომაღაზიის სიტუაცია, მოდიფიკაციის
შემდეგ, გამოგვადგება ბევრ სკოლამდელი ასაკის ბავშვთან. ინტერვენციულმა
აქტივობებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვისთვის გამოცდილების შეძენა სხვადასხვა
ნივთის გამოყენებით კვირის მანძილზე. უნდა განვავითაროთ ისეთი აქტივობები,
რომლებიც მოიცავენ საგნების ხშირ ცვლას და სხვადასხვა უნარების ათვისებას.

1
ინტერვენციული აქტივობა მოიცავს მიზნის მიღწევის მრავალ საშუალებას და
ძირითადად ახდენს იმ ბავშვების მოტივირებას,რომელთა განვითარების ასაკობრივი
ზღვარი (3-დან 6 წლამდე), შეტანილია დანართ A-ში. ზოგიერთი ინტერვენციული
აქტივობა განკუთვნილია კონკრეტული უნარის განსავითარებლად (მაგ. მსხვილი
მოტორული სფეროს), ზოგიერთი კი რამდენიმე უნარის. მაგალითად, ჩაცმა და მზადება
სპექტაკლის დადგმისთვის, მოიცავს კომუნიკაციის განვითარებას, საგნებით
მანიპულაციას, მოსმენას და საუბარსა და დადგმულ სცენას/ სხვადასხვა როლების
განსახიერებას

სქემა 13
1. ზოომაღაზია
2. მასალა:
ფულის აღრიცხვა
სათამაშო ფული
ცხოველის საკვები
ცხოველის ნივთები
რბილი და მყარი ცხოველების ასორტი/არჩევანი
საყიდლებისთვის კალათა
ქაღალდის ჩანთა
3. გარემოს მოწყობა
ცხოველის ადგილი, პროდუქტები და ნივთები დაბალ თაროებზე. იქვე
დაბალ მაგიდაზე სათამაშო ფული, ჩანთა... პედაგოგი ზის
დამოუკიდებლად ან ეხმარება ბავშვს
4. აქტივობის აღწერა
პედაგოგი ყვება პატარა ისტორიას შინაურ ცხოველზე ,მიანიშნებს ოთახში
არსებულ გარემოზე და ნივთებზე და სთავაზობს/ეკითხება უნდა თუ არა ბავშვს
ამ სცენარის თამაში:
თამაშის თანამიმდევრობა:
დახურვა/დამთავრება: წინასწარ უხსნის რომ 5წთ შემდეგ ეს ისტორია
მთავრდება (სინათლე ჩაქრება)
5. მიზნების გამყარების შესაძლებლობა:
სფეროები: კოგნიტური:
დალაგებისას ბავშვს ეხმარებით ნივთების გარკვეული კატეგორიით
დაწყობაში
ესაუბრებით: ცხოველის დახასიათება
სოციალურ-კომუნიკაციური:
მნიშვნელოვანი საკითხი: ფულის გამოყენება საჭირო ნივთის
მოსაპოვებლად.

1
ბავშვი საუბრობს მისთვის საჭირო ცხოველის ყიდვაზე.
სოციალური:
უთხარით ბავშვს, რომ უნდა გადაიხადოს ფული, ვიდრე წამოვა
მაღაზიიდან; ესაუბრეთ ცხოველის შესაძლო შეგრძნებებზე, შევეცადოთ
რომ ის იყოს ბედნიერი, თავს გრძნობდეს მასთან კარგად.
ინდივიდუალური ბავშვის მიზნები:

6. დაგეგმვის ვარიანტები:
ბავშვი იღებს თავისთვის საყვარელ ან სასურველ მასალის ცხოველს;
ბავშვები აკეთებენ ცხოველების ნიღბებს და აწყობენ დღესასწაულს;
ბავშებს ეხმარებით გადაწყვიტონ, რომელი ცხოველები უნდათ კლასში, ან
რისი ყიდვა უნდათ მაღაზიაში.
7. ლექსიკონი:
ლექსიკონი ცხოველის სახელი; საწოლი; საკვები; წყალი; ფული;
ვეტერინარი.
8. თანატოლების ურთიერთობის სტრატეგია:

9. მშობლები/ს აღმზრდელების წვლილი:


ბავშვს შეუძლია მიიტანოს სკოლაში თავისი სათამაშო;
ბავშვს შეუძლია ესტუმროს ვეტერინარის ოფისს.

დანართ A-ში აღწერილი ინტერვენციული აქტივობის იდეა, ორგანიზებულია შემდეგი


კატეგორიების მიხედვით: ხელოვნება, თეატრის კლასი, მანიპულაცია, კვლევების
ჩატარება, თამაშები, ლიტერატურა/კომუნიკაცია, შეცვლა, გადაადგილება, და ბუნებრივი
აქტივობები.

შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობის შეცვლა,


რომელიც აღმოჩნდა არაეფექტური კონკრეტულ ჯგუფთან ან ბავშვთან, ან შესაძლოა
ბავშვებმა მოინდომონ ისეთი ნივთების გამოყენება, რომელსაც აქტივობა არ მოიცავს.
ბავშვის მიერ არჩეული აქტივობების განხორციელება დასაშვებია, თუ ის ემსახურება
მიზნის მიღწევას.

რა უნდა გავითვალისწინოთ დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების


ჩამოყალიბებისას

ეფექტური და გამოსადეგი დაგეგმილი აქტივობის სქემის შექმნისას უნდა


გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

მოწყობა და ალაგება: მიუხედავად იმისა, რომ მოწყობასა და ალაგებას მოზრდილების


უმეტესობა თავიანთ მოვალეობად თვლიან, ეს აქტივობები ბავშვებს შეიძლება

1
დაეხმარონ უნარების განვითარებასა და მიზნის მიღწევაში. მაგალითად, ბავშვებმა
შეიძლება დათვალონ რამდენი სამუშაო ხალათია საჭირო ხატვის კლასისათვის,
მიაწოდონ ფუნჯები თანაკლასელებს, მოძებნონ კონტეინერი წყლისთვის, ან ორმა
ბავშვმა ერთად იმუშაოს მაგიდის გადასაწმენდად და გაზარდონ გარშემომყოფებთან
ურთიერთობები.

შესავალი და შეჯამება: შესავალი მოიცავს აქტივობის განხილვას მის დაწყებამდე,


ხოლო შეჯამება/დასკვნების გაკეთება ხდება აქტივობის დასრულების შემდეგ.
შესავლის დროს ინტერპრეციონისტი აცნობს ბავშვს აქტივობას, მის თანმიმდევრობას
(საგნებითა და სურათებით დემონსტრირება შეიძლება აუცილებელი იყოს ზოგიერთი
ბავშვისათვის) და ასწავლის ძირითად წესებს. დასკვნის დრო იდეალურია ბავშვების
მიერ განხორციელებულ აქტივობაზე სასაუბროდ. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ არ
დაუწყიათ ლაპარაკი არსებობს კომუნიკაციის ალტერნატიული გზები (მითითება,
ჭესტიკულაცია).

პროცესისა და შედეგის შეპირისპირება: აქტივობის დროს ფოკუსირება უნდა


მოვახდინოთ არა შედეგზე, არამედ უნარების შეძენასა და სიახლეების აღმოჩენაზე.
მაგალითად, ხელოვნების კლასში ინტერპრეციონისტი ბავშვებს აძლევს ფურცლებს,
მაკრატელს, წებოს, ფანქრებს და ეკითხება, შეძლებენ თუ არა პეპელას გამოჭრას.
პროცესის დროს მთავარი მნიშვნელობა ენიჭება უნარების მიღებას და მიზანთან
მიახლოვებს და არა იმას, თუ როგორ გამოჭრა ბავშვმა პეპელა. აქტივობა ხანდახან
შეიძლება იყოს კონკრეტული მიზნისა და სპეციფიკის გარეშეც. ინტერვენციონისტებმა
საგნებს პრეზენტაცია უნდა გაუკეთონ შემდეგი შეკითხვით: „რისი გაკეთება შეგიძლია
ამით?“, ან მისცენ მაგალითად ხის ნაჭრები, ჯოხები და ლენტა და ჰკითხოს, თუ
შეძლებენ ხიდის აწყობას მოცემული საგნებით.

შეჯამება
ამ თავში განხილული საკითხები და დამატებითი მასალა: ადრეული ინტერვენციის
აქტივობებზე დამყარებული მიდგომებიდან - An Activity Based Aproach to Early
Intervention (2nd ed. Bricker, Pretti-Frontczak,& Mc Comas, 1998) მოიცავს და
განსაზღვრავს/განაპირობებს /გამიზნულია, რომ შექმნას საფუძველი AEPS
კურიკულუმისა და AEPS ტესტის ურთიერთდაკავშირებისათვის მისი კვალიფიციურ
და ეფექტური გამოყენების მიზნით. კერძოდ, ბავშვის ინიციატივის, რუტინული და
დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობების გამოყენება, რათა გამყარდეს ბავშვის
IFSP/IEP აღწერილი მიზნები.

გარდა ამისა, კურიკულუმში მოცემული ინფორმაცია, შეიძლება გამოყენებულ იქნას


პედაგოგზე ორიენტირებულ მიდგომებთან ერთად. გვჯერა, რომ

1
ინტერვენციონალისტები უნდა მისდევდნენ აქტივობაზე დაფუძნებულ მიდგომას.
რუტინის, ბავშვის ინიციატივისა და გამიზნული დაგეგმილი აქტივობების შედეგები
გროვდება/ზრდის ბავშვის ინტერესს, მოტივაციას და ეს თავის მხრივ განაპირობებს და
აუმჯობესებს დასწავლის /სწავლების ეფექტურობას.

ნაწილი II

1
AEPS კურიკულუმი
3-6 წლის ასაკისათვის

ნატიფი მოტორიკა ..........................................

მსხვილი მოტორიკა ..........................................

ადაპტაციის სფერო ..........................................

კოგნიტური სფერო ..........................................

სოციალ-კომუნიკაციური სფერო ..................

სოციალური სფერო .........................................

AEPS - ნატიფი მოტორიკა


3-6 წლის ასაკისათვის

AEPS ტესტის პუნქტები:


მიმართულება A: ბილატერალური მოტორული კოორდინაცია
მიზანი 1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.

1
1.1 ერთი ხელით იჭერს საგანს, ხოლო მეორე ხელით ასრულებს რაიმე ქმედებას

მიზანი 2 გამოჭრის სხვადასხვა ფორმის ფიგურებს (არასწორი/მრუდე კიდეებით)

2.1 ჭრის სწორხაზოვან/სწორი კიდეების მქონე ფიგურებს

2.2 ჭრის ფურცელს ორ ნაწილად

მიმართულება B: წერის დაწყება


მიზანი 1 წერს კალამზე სამი თითის ჩაჭიდებით

1.1 უჭირავს საწერი კალამი სამი თითის საშუალებით

მიზანი 2 წერს ფსევდო ასოებს

2.1 ხატავს წარმოსახვით ფიგურებს

2.2 იხატავს რთული/კომპლექსური ფორმის ფიგურებს

2.3 იხატავს მარტივი ფორმის ფიგურებს

მიზანი 3 წერს თავის სახელს

3.1 წერს სამ ასოს

3.2 ჩვენების შემდეგ გადაწერს თავის სახელს

3.3 ჩვენების შემდეგ გადაწერს/დააკოპირებს 3 ასოს

მოტორული განვითარება უზრუნველყოფს ბავშვის წინსვლას, დამოუკიდებლობას,


ზრდის მგრძნობელობით/სენსორულ აღქმის უნარებს, უადვილებს ადამიანებთან
ურთიერთობას და აუმჯობესებს/ხელს უწყობს განვითარების სხვა სფეროებსაც. ნატიფი
მოტორული ფუნქციის განვითარება აუმჯობესებს ხელების მოძრაობას: გაწვდენა,
მიწვდენა, ჩაჭერა, გაცალკევება და საგნებით მანიპულირება. ის ძირითადად მოიცავს
კისრის, სხეულის, კიდურების ძალას, სიმტკიცეს/ სიმყარესა და სტაბილურობას,
თვალი-ხელის კოორდინაციას, შეხებით/ტაქტილურ შეგრძნებას, ვიზუალურ-სივრით
აღქმას და ა.შ. თანამიმდევრული ნატიფი მოტორული დავალებების შესრულების უნარი
საჭიროებს სხეულის აღქმა/შეგრძნებას სივრცეში და სხეულის მარჯვენა-მარცხენა
მხარის კოორდინაციას. ნატიფი მოტორიკის უნარების გაუმჯობესება ხორციელდება
სათამაშოების, პატარა ზომის საგნებით მანიპულაციის გზით, დამოუკიდებელი ჩაცმით
და გახდით, სხვადასხვა შემოქმედებითი ცდებით და აქტივობებით, მაკრატელისა და
საწერი საშუალებების გამოყენებით.

ჩვილები ნაკლებად აკონტროლებენ თავიანთი ხელებისა და თითების ნებით


მოძრაობებს. პირველი 6 თვის განმავლობაში ისინი მეტ-ნაკლებად იწყებენ/ცდილობენ

1
მიზანმიმართული მოძრაობების გაკონტროლებას. მხრების, იდაყვების, მაჯისა და
ხელის მტევის კუნთების განვითარება ბავშვს უყალიბებს ტაცების/ხელის ჩაჭიდების
უნარს. ჩვილის უწყვეტი შეხება გარემოსთან და ცენტრალური ნერვული სისტემის
მომწიფება, პასუხისმგებელია თვალი-ხელის კოორდინაციის განვითარებაზე. ჩვილები
სწავლობენ მარტივი საგნებით მანიპულირებას მათთან პირით შეხებით (პირში
ჩადებით) და მცირე მოძრაობებით (შერყევა, შენჯღრევა, ხელის მირტყმა, დაკაკუნება).
თუ ახალშობილს ხელში ჩავუდებთ საგანს, ის ინსტიქტურად მოუჭერს მას ხელს. 12
თვის ასაკისთვის ბავშვი უკვე ხვეწს ტაცების/საგანზე მოჭიდების/ საგნის დაჭერის
უნარებს. ხელის მოძრაობები უფრო აკურატული/ნატიფი ხდება. მაგ: მოხრილი თითების
გამოყენებით ბავშვი აკრეფს, აიღებს პატარა კუბიკებს; პინცეტისებრი ტაცებით, ანუ
ცერი-საჩვენებელი თითების ბალიშების მოჭიდებით ის იღებს მაგ. ქიშმიშს....

ჩვილის პირველადი, უხეში რეაგირება საგნების განცალკევებაზე, იცვლება უფრო


ნატიფი მოტორული უნარით, რომელსაც მოითხოვს საგნებზე ხელის
მიზანმიმართულად გაშვების უნარი. ამას სჭირდება თვალი-ხელის კონტროლი. ეს
ყველაფერი დიდად არის დამოკიდებული თავის ტვინის მომწიფებაზე. მაგ: 18 თვის
ასაკში ყალიბდება თითებისა და ცერის შეთანხმებული, არაკონტროლირებული,
რანდომული (შემთხვევითი) მოქმედება; რთული კომპლექსური მოძრაობები, თამაში
რომლის დროსაც ბავშვი აგროვებს, ამწკრივებს საგნებს და ა. შ.; 3-5 წლის ასაკში, ორი
ხელის შეთანხმებული მოქმედება, მაგ: მძივის აცმა, გაჭიმვა, განასკვა. თვალსაჩინო
ხდება წამყვანი ხელის მხარეობა, რაც აუცილებელია ადრეული წერის უნარების
ჩამოყალიბებისთვის.

ნატიფი მოტორიკის კურიკულუმი აღწერს იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც


უნდა დავეხმაროთ ბავშვს ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაში, გარემოსთან
ადაპტაციაში და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაში.

ნატიფი მოტორიკა შედგება ორი მიმართულებისაგან:


A : ბილატერალური მოტორული კოორდინაცია - მიმართული ორი ხელის
კოორდინირებული, შეთანხმებული მოძრაობების განვითარებისა და დახვეწისაკენ (მაგ:
მაკრატლის ხმარება) და
B: წერის დაწყება - თითოეული ხელის დამოუკიდებელი მოძრაობა, დონინანტური
ხელის გამორჩევა, სიჩქარე, სამი თითით საგნის მოჭიდება საწერ საშუალებაზე,
ფიგურების გადახატვა, კოპირება.

ნატიფი მოტორული სფეროს კურიკულუმი იყოფა 4 ნაწილად/სექციად:

 გადაწყვეტილება ინტერვენციის შესახებ;


 აქტივობების შეთავაზება;

1
 აქტივობაზე დამყარებული ინტერვენციის გამოყენება;
 კონკრეტული სფეროს მიზნები

ინტერვენციული მოსაზრებები

დებულებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ნატიფი მოტორული ფუნქციების


გასაუმჯობესებლად.

 ზოგიერთ, სპეციალურ, სკოლამდელი განათლების პროგრამაში აქცენტი


გაკეთებულია სკოლასთან დაკავშირებულ უნარებზე (მაგალითად წერის უნარი),
რათა დაეხმარონ ბავშვებს, სკოლაში სწავლასა და თანატოლებთან
ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არააკადემიური უნარები,
როგორიცაა კომუნიკაცია, გარშემომყოფებთან ურთიერთობა, დირექტივების
შესრულება, ხანმოკლე აქტივობების ჩატარება ზედამხედველის გარეშე და ერთი
აქტივობიდან მეორეზე მარტივად გადასვლა, ისეთივე მნიშვნელოვანია
სკოლაში ყოფნისას, როგორც აკადემიური უნარები, მაგალითად წერა.
 ოკუპაციურ ან ფიზიკურ თერაპისტს შეუძლია შეაფასოს მოტორული
შეზღუდულობის მქონე ბავშვის მდგომარეობა და დაადგინოს მოტორული
ფუნქციის გაუმჯობესების მიზნის რეალურობა. ადექვატურ, მოდიფიკაციურ
აქტივობებზე, გარემოს მოწყობაზე და ადაპტირებული აღჭურვილობის
საჭიროებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ექიმმა შეიძლება საჭიროდ
ჩათვალოს გარკვეული მოსამზადებელი თერაპიის კურსის ჩატარება, რათა
გაზარდოს ბავშვის ჩართულობა ნატიფ მოტორულ სისტემაზე პასუხისმგებელ
აქტივობებში.
 ბავშვებს გამოადგებათ დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც ემსახურება ნატიფი
მოტორული სისტემის გაუმჯობესებას. მოტორული სისტემის
გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოვიყენოთ მაკომპენსირებელი სტრატეგიები
აქტივობის დროს, მაგალითად შევცვალოთ გარემო და დავამატოთ
ადაპტირებული ნივთები მათი დამოუკიდებლობის გასაზრდელად. მაგ: მაგიდა
ინვალიდის ეტლზე მეტად მოსახერხებელია საგნებით მანიპულირებისთვის,
საწერად და სახატავად. დამხმარე მოწყობილობები, როგორიცაა ადაპტირებული
მაკრატელი, მოსახერხებელი საწერი საშუალებები, სპეციალური კომპიუტერული
პროგრამები და აპარატურა უზრუნველყოფს ბავშვებისთვის აუცილებელ
პირობებს, ნატიფი მოტორული ფუნქციის განსავითარებლად. ამ თემაზე
აუცილებელია კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.
 პოზა, ძალიან მნიშვნელოვანია მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის.
ისინი აუცილებლად სწორად და კომფორტულად უნდა ისხდნენ სხვადასხვა

1
აქტივობების, მაგ. ჭრის ან წერის დროს. დამხმარე მოწყობილობამ, როგორიცაა
მაგიდა ან ინვალიდის სკამი, შეიძლება წარმოქმნას ფიზიკური ბარიერი ბავშვების
ურთიერთობისას. მეტად მნიშვნელოვანია ასეთი მდგომარეობების თავიდან
აცილების ხერხების ცოდნა. როდესაც შესაძლებელია, ბავშვები უნდა ისხდნენ
ჩვეულებრივ სკამებზე ან იატაკზე, თანატოლებთან ერთად.
 სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა შეიძლება ხშირად აარიდონ თავი იმ დავალებების
შესრულებას, რომლებიც მოითხოვს მათი შეზღუდული მოტორული უნარების
გამოყენებას. აუცილებელია გაგებით მოვეკიდოთ ამას და ბავშვებს მივცეთ ისეთი
დავალებები, რომლებიც მათ შესაძლებლობებს შეესაბამება.
 უნდა შევარჩიოთ ადეკვატური დრო ბავშვებისთვის დავალებების მისაცემად.
სენსორული და/ან მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვები, სავარჯიშოს
შესრულებისას, არ უნდა იყვნენ შეზღუდული დროში. ეს ყველაფერი ხელს
უწყობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.

მოწოდებული/შემოთავაზებული აქტივობები

საკლასო ოთახის თუ სახლის გარემოს ადაპტირება, ნატიფი მოტორული ფუნქციის და


მანიპულაციური აქტივობების გამარტივების მიზნით, შეიძლება იყოს
ეფექტური/შედეგიანი. შეინახეთ ნივთები დაბალ, ფართო თაროებზე, რათა ბავშვებს
გაუადვილდეთ მათი აღება და უკან დადება. იზრუნეთ იმაზე, რომ გარემო იყოს
საინტერესო და მიმზიდველი ბავშვებისთვის. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნივთები
იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში. ასევე ხშირად შეცვალეთ/განაახლეთ ისინი.
გახსოვდეთ, რომ ადაპტაციური უნარები, მაგ: კვების პროცესი, ჩაცმა, დაბანა და სხვა,
გვაძლევს ნატიფი მოტორიკის ფუნქციურად გამოყენების საშუალებას.

შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული საგნების ადაპტირება სენსორული და/ან


მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის, რათა გავხადოთ აქტივობები
მოქნილი. ცვლილებები შეიძლება იყოს შედარებით მარტივი (მაგალითად
ბავშვებისთვის სპეციალური მაკრატლების) შეთავაზება, თავსატეხების ასაწყობად
გლუვზედაპირიანი მაგიდის შერჩევა; ან უფრო რთული, მაგალითად, დამხმარე
მოწყობილობის გამოყენება მკლავებისთვის. გარემოს მიზნობრივად მოწყობას და
საგნების მოდიფიკაციას ბავშვის აქტივობასა და დამოუკიდებლობაზე დადებითი
ცვლილების მოხდენა შეუძლია. გაიარეთ დამატებითი კონსულტაციები მოტორიკის
სპეციალისტებთან.

შემდეგი აქტივობებისა და საგნების სია შეიძლება გამოგვადგეს სამიზნე უნარების


არჩევისას. ინტერვენციული აქტივობების სრული სია იხილეთ დანართ A-ში.

1
თეატრალიზებული აქტივობები / წარმოდგენის დადგმა

ბავშვებმა შეიძლება იმუშაონ ნატიფ მოტორულ სისტემაზე წარმოდგენების დადგმისას.


სახლობანას თამაში და მსგავსი როლების მორგება ძალიან ეხმარებათ ნატიფი
მოტორული სისტემის განვითარებაში.

სხვა აქტივობები

 წიგნები/ წიგნების აწყობა


 კოლაჟები
 შემოდგომის ფერები
 დინოზავრის კვერცხები
 მანიპულაციები
 თითებით ხატვა
 ცხოველების გამოჭრა
 თოჯინების დაბანა და სხვა

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციები

ქვემოთ ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება მიზნობრივი ინტერვენციიის მეშვეობით,


აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიების გაერთიანება, ბავშვის მოტორული
ფუნქციების გასაუმჯობესებლად.

 ინტერვენციონისტი აკვირდება თემოს, რომელიც ირჩევს ქვიშაში თამაშს. ის


უერთდება ტიმს და სხვა ბავშვებსაც იგივეს სთხოვს. კლასი შედგება
განსხვავებული უნარების მქონე ბავშვებისგან, რაც აძლევს მათ არა მარტო
თანატოლებზე დაკვირვებისა და ახალი უნარების ათვისების საშუალებას, არამედ
უნვითარებს მათზე მეტად უნარშეზღუდული ბავშვების დახმარების სურვილსა
და ჩვევას. ინტერვენციონისტი იღებს ჯოხს, ხატავს ქვიშაზე სხვადასხვა მარტივ
ფიგურებს, და თავის ყოველ მოქმედებაზე აკეთებს კომენტარს (მაგ: „მე ამ ჯოხით
უნდა დავხატო“ და ა.შ)
 ინტერვენციონისტი აჩვენებს თემოს, როგორ უნდა დახატოს მარტივი ფიგურები
ქვიშაზე და სთხოვს, ყურადღება მიაქციოს თანატოლს, რომლებსაც უკეთ
გამოსდით ხატვა. („შეხედე ლიკას, ის ხაზავს წრეებს ქვიშაზე“)
 ინტერვენციონისტი იყენებს სხვადასხვა ხერხებს ბავშის წასახალისებლად.
როგორიცაა, აქტივობის ამსახველი საუბარი - პარალელური საუბარი.
 კომენტარს აკეთებს მის ნახატებზე და უხალისებს პროცესს, რომ განაგრძოს
ვარჯიში.

1
 აქტივობის დროს, ინტერვენციონისტი ცდილობს მხოლოდ აუცილებლობის
შემთხვევაში დაეხმაროს თემოს, რაც უზრუნველყობს წარმატებულ ვარჯიშს
მიზნის მისაღწევად

კონკრეტული სფეროს მიზნები

ეს ნაწილი გვაწვდის ინფორმაციას სხვა მსგავს/შესაბამის/საერთო მიზნებზე,


ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს დაგეგმვასა და ინტერვენციულ აქტივობებზე,
რომლებიც მოცემულია „AEPS ის ტესტში სამიდან ექვს წლამდე“ ნატიფი მოტორული
ფუნქციის გასავითარებლად. მიზნის მიმოხილვისას გამოიყენება სტანდარტული
ფორმატი:

მიმართულება (A და B)

მიზანი (G1, 2 და 3):

ამოცანები:

შესაბამისი/საერთო მიზნები (ცხრილი);

ყოველდღიური რუტინა;

გარემოს მოწყობა;

ინტერვენციული აქტივობები.

შესაბამისი/საერთო მიზნები: AEPS ის მიზნებს მიმდინარე და სხვა განვითარებადი


არეებიდან. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთროულად ორი და/ან მეტი სხვადასხვა
მიზნისთვის მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა მოიცავს იმ რუტინული აქტივობების სიას, რომელიც გვაძლევს


ბავშვის მიერ ათვისებული უნარების გავარჯიშების საშუალებას.

გარემო უნდა მოვაწყოთ ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და დაგეგმილი


ინტერვენციული აქტივობების გათვალისწინებით.

ინტერვენციული აქტივობები გვთავაზობს მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა


მივაღწიოთ მიზანს მისი გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაცია ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს მოწყობასა და დაგეგმილ


ინტერვენციულ აქტივობებზე იხილეთ მესამე თავში.

1
A: ბილატერალური მოტორული კოორდინაცია
G1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს
თითოეული ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
1.1 ერთი ხელით იჭერს საგანს, ხოლო მეორე ხელით ასრულებს რაიმე
ქმედებას.

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:2 გამოჭრის სხვადასხვა ფორმის ფიგურებს (არასწორი/მრუდე კიდეებით)
ადაპტური:
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
A:2 ემზადება საკვების მისაღებად
C:1 იხსნის ტანსაცმლის შესაკრავს/საკინძეს
C:3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს
სოციალური:
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში

B:3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში

C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით

შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული ქმედებები, რომლებიც ბავშვს ეხმარება საგნების მანიპულირებაში, მოიცავს


შემდეგს:

 დალაგება
 ჩაცმა
 სადილისა და წახემსების პროცესი

1
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: სათამაშოდ წასასვლელად მომზადების დროს თემო იკრავს ქურთუკის


ღილებს. ხელოვნების კუთხის დალაგების დროს ლიზიკო თვლის ფანქრებს.

გარემოს მოწყობა

ვიქონიოთ საგნები, რომლებიც ბავშვს აძლევს მანიპულაციის საშუალებას (ლეგო,


სათამაშო კუბიკები) და მოვაწყოთ კლასი აქტივობის ჩასატარებლად. სახლი და საკლასო
ოთახი უნდა იყოს უსაფრთხო და მიზნობრივი საგნებით მოწყობილი.

მაგალითი: ინტერვენციონისტი ეხმარება ეკას, რომელსაც აქვს მხედველობის


პრობლემა, კარადიდან ასაწყობი სათამაშოების არჩევაში. ის კითხულობს: „ლეგოთი
გინდა აშენება თუ კუბიკებით?“ და ბავშვის ხელი მიაქვს ჯერ ლეგოსთან, შემდეგ
კუბიკებთან. მას შემდეგ რაც ეკა აირჩევს კუბიკებს, ინტერვენციონისტი ჯდება მასთან
ერთად სათამაშოდ. ეკა აწყობს კუბიკებს ხიდის ასაშენებლად, ინტერვენციონისტის
ვერბალური და ფიზიკური დახმარებით.

ადაპტირებული საგნები აუცილებლად სწორად უნდა ოყოს შერჩეული, აქტივობები


უნდა შეესაბამებოდეს გარემოს, ბავშვებს უნდა ეკავოთ სწორი პოზიცია აქტივობების
შესრულებისას. აუცილებელია ბავშვის გარემოს აღჭურვა შესაბამისი ზომის, წონის,
ფორმისა და ტექსტურის დამხმარე მოწყობილობებით.

საგნებით მანიპულაციების ჩატარება აუცილებელია ნატიფი მოტორული სისტემის


განვითარებისთვის

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ხილის სალათი

ბავშვები ჭრიან რბილ ხილს (მაგ. ბანანი, საზამთრო, მსხალი, მარწყვი) ბლაგვი
დანებით. ისინი ათავსებენ ხილს ჯამში, უმატებენ იუგორტს და შემდეგ მიირთმევენ.
ბავშვებს აქვთ საგნებით მანიპულირების შესაძლებლობა შემდეგი მოქმედებების დროს:

 ემზადებიან აქტივობისთვის წინსაფრის გაკეთებით და შეკვრით


 ერთი ხელით იჭერენ ხილს, ხოლო მეორეთი ჭრიან
 ალაგებენ, ახურავენ იუგორტის ყუთს სახურავს.

ორცხობილას ყელსაბამი

1
ბავშვები აკეთებენ ყელსაბამებს მრგავლი ფორმის ორცხობილებისგან.
ინტერვენციონისტი უჭრის მათ ფორმებს. დამატებითი აქტივობა შეიძლება იყოს
ორცხობილების ჯამში ჩაყრა და ბავშვებისთვის სახურავის ახდის თხოვნა,
ორცხობიელების ამოსაღებად. ბავშვები აცვამენ ორცხობილებს ძაფზე, რომელსაც
შემდეგ კრავენ და ქმნიან ყელსაბამებს.

მაგალითი: როდესაც კლასი ემზადება ყელსაბამების გასაკეთებლად მარია


დამოუკიდებლად მიდის მაგიდასთან თავისი ყავარჯნით. ის ჯდება სკამზე, რომელიც
ადაპტირებულია მოტორული ფუნქციის მაქსიმალურად განსავითარებლად.
ინტერვენციონისტი აქებს მარიას ძაფის სწორად დაჭერისთვის ორცხობილის
ჩამოცმისას.

G 2: გამოჭრის სხვადასხვა ფორმის ფიგურებს (არასწორი/მრუდე კიდეებით)


2.1 ჭრის სწორხაზოვან/სწორი კიდეების მქონე ფიგურებს

2.2 ჭრის ფურცელს ორ ნაწილად

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A:1 ესმის ფერის, ფორმის და ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია
სოციალური
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული აქტივობები, რომელიც ბავშვს უვარჯიშებს ჭრის უნარს, მოიცავს სახლში ან


საკლასო ოთახში თამაშსა და ოჯახურ აქტივობებს (მაგ: ლენტების დაჭრა საჩუქრების
შესაფუთად). როდესაც ბავშვს უჭირავს მაკრატელი, მასთან ერთად აუცილებლად უნდა
იყოს მოზრდილი.

მაგალითი: სახლში თამაშისას ჯონის დედა ხატავს რგოლებს ფერად ფურცლებზე. ჯონი
და მისი და-ძმა ჭრიან რგოლებს, აკრავენ დიდ ქაღალდზე და ქმნიან სასაცილო მრგვალ
ცხოველებს.

1
გარემოს მოწყობა

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საგნები, რომლებიც საკლასო ოთახში ან სახლში თამაშისას


მაკრატლის გამოყენების საშუალებას იძლევა (ქარალდები, ძაფები და ა.შ). მოვაწყოთ
საკლასო ოთახი აქტივობის ცენტრად, ხელოვნებისა და თეატრის კუთხის ჩათვლით.
ბევრ ბავშვს მოსწონს პლასტელინით თამაში, რაც ასწავლის მათ დაჭრას.

მაგალითი: ტიმი ფოსტის თანამშრომელია საფოსტო ოფისად გადაქცეულ საკლასო


მაგალითი
ოთახში. როდესაც მისი თანაკლასელი მიდის მარკის საყიდლად, მომვლელი ახსენებს,
რომ მან ჯერ მარკა უნდა გამოჭრას. ტიმი დამოუკიდებლად ჭრის მარკას მისი
ადაპტირებული მაკრატლით და ამაყად აძლევს თანაკლასელს.

ხელოვნებისა და წერისთვის გამოყოფილი კუთხე, სახლშიც და საკლასო ოთახშიც უნდა


იყოს აღჭურვილი საჭირო სკამებითა და მაგიდებით. ბავშვს ასევე უნდა ჰქონდეს
ადგილი აქტივობისთვის, რომელსაც მოაწყობს და შემდეგ დაალაგების ზრდასრულთან
ერთად.

სენსორული და/ან მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის აქტივობის ფორმის


შესარჩევად შეიძლება დაგვჭირდეს კონსულტაცია კვალიფიცირებულ ექიმთან. ნატიფი
მოტორული ფუნქციის დასახვეწი აქტივობები სენსორული და/ან მოტორული
დისფუნქციის შემთხვევაში საჭიროებს დაკვირვებასა და ადაპტირებული ნივთების
შერჩევას. თუ ბავშვს უწევს მაკრატლით მუშაობა, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის
პოზიცია მუშაობისას, მაგიდის სიმაღლე, ბავშვის შესაძლებლობების დონე,
განსაკუთრებული აღჭურვილობებისა და დამხმარე მოწყობილობების საჭიროება

ნატიფი მოქმედებების შესასრულებლად, მაგ: მაკრატლის დასაჭერად და გაჭრის


პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გარკვეული ძალა, მტევნისა და მკლავის
სტაბილურობა, თითების სიმარჯვე, სხეულის ორივე ნაწილის კოორდინირება,
შეთანხმებული მოძრაობები დროში. ორი წლის ასაკში ყალიბდება ორივე ხელის
გამოყენების უნარი, რაც გრძელდება 2.5 -3.5 წლამდე. 4-დან 6 წლამდე მარჯვენა, ან
მარცხენა ხელი ხდება დომინანტური. საბოლოოდ, 4 წლის ბავშვს შეუძლია მაკრატლით
გაჭრა მისთვის დომინანტური ხელით.

ინტერვენციული აქტივობები
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

დინოზავრის კვერცხები

1
დინოზავრის კვერცხების გასაკეთებლად ბავშვები ჭრიან ქაღალდის მრგვალ ფორმებს
და აძლევენ მათ საბოლოო სახეს ფანქრებისა და მარკერების გამოყენებით. ასეთი
ვარჯიშის დროს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ადაპტირებული
მაკრატლები. ინტერვენციონისტი უნდა ეცადოს, რომ ბავშვებმა დამოუკიდებლად
შეასრულონ სამუშაო.

მაგალითი: ერიკი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა, ჭრის სხვადასხვა ზომის


მაგალითი
თეთრ კვერცხებს კლასის დინოზავრის პროექტისთვის. ერიკი კვერცხებს ჭრის
ინტერვენციონისტის მიერ დახატული მკვეთრი ხაზების მიხედვით. ინტერვენციონისტი
ერიკს აძლევს პროექტის დამოუკიდებლად დამთავრების უფლებას.

ჩემი სტრეგოზავრი

ხელოვნების გაკვეთილის დროს, ბავშვები ქმნიან სტრეგოზავრებს. ბავშვის


განვითარების დონის მიხედვით ინტერვენციონისტმა შეიძლება გამოაჭრევინოს
ბავშვებს სტრეგოზავრი, ან მისცეს უკვე გამოჭრილი ფორმა გასაფერადებლად.

B: წერის დაწყება
G 1 წერს კალამზე სამი თითის ჩაჭიდებით
1.1 უჭირავს საწერი კალამი სამი თითის საშუალებით

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
B:2 წერს ფსევდო ასოებს
კოგნიტური:
E:1 აფასებს პრობლემის გადაჭრის გზებს
H:2 იყენებს ასო-ბგერის კავშირს/ასოციაციას სიტყვის გამოთქმის და წერის დროს
სოციალური:
B:1 იწყებს და ამთავრებს ასაკისათვის შესაფერის აქტივობებს
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული მოქმედებები, რომლებიც ბავშვს აძლევს წერისას სამი თითის გამოყენების


საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 ცენტრში მისვლა და წამოსვლა


 ხელოვნების კლასი
 არასტრუქტურული თამაშები
 ბარათებისა და წერილების დაწერა
 თეატრი
 საყიდლებზე წასვლა

მაგალითი: ინტერვენციონისტი დაფაზე აწერინებს ბავშვებს კლასში მოსვლისა და


წასვლის დროს, სახელსა და გვარს. ის ეხმარება ბავშვებს მარკერის ან ცარცის დაჭერაში
3 თითის მეშვეობით. თუ ბავშვებმა წერა არ იციან, იყენებენ გარკვეულ სიმბოლოს
სახელის აღსანიშნავად.( ნტფ/მოტ. B:1, 1.1, 2, 3,)

მაგალითი: ინტერვენციონისტი აძლევს ბავშვებს ისეთ დავალებებს, რაც განუვითარებთ


მაგალითი
მათ 3 თითის მეშვეობით წერის უნარს (ნტფ/მოტ. B:1.1)

გარემოს მოწყობა

 მოვაწყოთ საკლასო ოთახი და სახლი ისე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ წერის


საშუალება.ხელოვნების კუთხეში უნდა იყოს საწერი საშუალებები: ცარცი,
მარკერები, ფანქრები, ფლომასტერები და ასევე ფურცლები, დაფები და ა.შ
 როდესაც ბავშვი უახლოვდება სკოლის ასაკს, უფრო მეტი ყურადღება ექცევა
მაგიდასთან მუშაობასა და წერას. საჭიროა მეტი აკადემიური ვარჯიში სკოლასთან
მიმსგავსებულ პირობებში.
 წერის დაწყებისთვის მოსამზადებლად გამოიყენება კონტრასტული ფერები,
მკაფიო, შავი ხაზები თეთრ ფურცელზე, რაც ზრდის თითების მგრძნობელობას,
განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც იყენებენ ბრაილის შრიფტს.
 საჭიროა კონსულტაცია კვალიფიციურ მოტორიკის მეთოდისთან, იმ
დამხმარე/ადაპტაციური მიდგომის/მეთოდის შესახებ, რაც გაუადვილებს ბავშვს
წერას. გარემო უნდა იყოს სწორად შერჩეული. ყურადღება მივაქციოთ ბავშვის
პოზიციას და მაგიდის სიმაღლეს მუშაობისას. ექიმმა უნდა განსაზღვროს საწერი

1
საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე დამხმარე მოწყობილობების საჭიროება
ხელისთვის.
 ზოგიერთ მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვს წერისთვის დასჭირდება
ალტერნატიული მეთოდები, რაც მოიცავს კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც.
მიუხედავად ამისა, მათ უნდა განაგრძონ წერა, ვიდრე არ დადგინდება ამ
მეთოდის უშედეგობა კონკრეტულ ბავშვთან.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

თავსატეხები/ფაზლი

მოათავსეთ რამდენიმე ტიპის თავსატეხი ბავშვების მაგიდაზე. სკამები უნდა იდგეს ისე,
რომ ბავშვმა შეძლოს სასურველი თავსატეხის არჩევა და ადგილის შეცვლა, როდესაც
თავსატეხსს ამოხსნის. ეს აქტივობა ფიზიკური დისფუნქციის მქონე ბავშვს აძლევს
დგომის უნარის დახვეწის საშუალებას. თუ ბავშვს არ შეუძლია დგომა, შესთავაზეთ
ადაპტირებული სკამი. თითების მოძრაობის დასახვეწად, გამოიყენეთ ისეთი
თავსატეხები, რომლებსაც ახლავს ხელის მოსაკიდებელი/სახელური.

მაგალიტი: ლუკას აქვს მსუბუქი ცერებრული დამბლა. მას შეუძლია მცირე ზომის
მაგალიტი
საგნების დაჭრა, მაგრამ თითების ინდივიდუალურად გამოყენება უჭირს. თავსატეხის
აწყობის დროს, ასისტენტი ხელის გულზე იწყობს თავსატეხის ფიგურებს, აწვდის
ლუკას და სთხოვს რომ თითებით აიღოს ის.

სად არის ბაჭია?

დააკარით მოზრდილი ფურცელი ბავშვების მაგიდაზე. სანამ ბავშვებს გააცნობთ


აქტივობას, დახატეთ ფიგურები ფურცელზე, თითო თოთოეული ბავშვისათვის და
ერთიც თქვენთვის. დაწერეთ კურდღლის რაიმე გამონათქვამი ფურცელზე. ფურცლის
შუაში დახატეთ ბაჭიის გალია. გაავლეთ ხაზები ბავშვის ყოველი ფიგურიდან ბაჭიისკენ.
მიეცით ბავშვებს მარკერები ან ფანქრები. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დასჭირდეთ
სპეციალური მარკერები ან ფანქრები 3 თითით სამუშაოდ. (ნტფ/მოტ. B: 1.1)
ბავშვებს,რომლებიც დგანან მაგიდის გარშემო, გააცანით აქტივობა. მაგ:

1
მაგალითი: ჯიმის ყავს ბაჭია, სახელად კიჭა. ერთ დღეს ჯიმის დაავიწყდა კიჭასთვის
საჭმელის მიცემა. კიჭას ძალიან შიოდა და უნდოდა ახალი ბალახისა და ლამაზი
ყვავილების მოძებნა საჭმელად. მოდით, დავეხმაროთ კიჭას ბალახის პოვნაში.

ავარჩევინოთ ბავშვებს საწერი საშუალება. ბავშვებს, რომლებსაც მაგიდაზე ხელის


გაჩერება უჭირთ, ინტერვენციონისტმა შეიძლება აჩვენოს თუ როგორ იხატება ბალახი.
(ნტფ/მოტ. B:1) შემდეგ უთხარით:

„აირჩიეთ წერტილი ხატვის დასაწყებად. შემდეგ დახატეთ ბალახი კიჭასთვის.


ამისათვის ამოძრავეთ ხელი ზემოთ და ქვემოთ“

ინტერვენციონისტი ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას და იყენებს მხოლოდ


თითებს. თუ აუცილებელია, მან შეიძლება ბავშვს თავად დაახატინოს ბალახი.

ახლა კიჭას სურს სახლში დაბრუნება. მოდით დავეხმაროთ კიჭას გალიისკენ


გზის პოვნაში. ყველამ აირჩიეთ საწყისი წერტილი. იპოვეთ ფორმა და
გააფერადეთ თქვენი ფორმა განსაკუთრებულ ფერად, რომ კიჭამ შეძლოს გალიის
მოძებნა.

ინტერვენციონისტი აარჩევინებს ბავშვებს ფორმებს. თუ ორ ბავშვს უნდა ერთი და


იგივე ფიგურა, მათ აქვთ ერთობლივად მუშაობის საშუალება. ინტერვენციონისმა
შეიძლება დახატოს ერთით ნაკლები ფიგურა,რაც ბავშვებს განუვითარებს პრობლემის
გადაჭრის უნარს. (კოგნ. E:1,2). შემდეგ ინტერვენციონისტი აჩვენებს ბავშვებს, თუ
როგორ უნდა გააფერადონ ფიგურები თითების მოძრაობით. თუ ბავშვები კარგად
ამუშავებენ თითებს, არა აქვს მნიშვნელობა გადასცდებიან თუ არა ისინი ფიგურის
ხაზებს.

G2 წერს ფსევდო ასოებს


2.1 ხატავს წარმოსახვით ფიგურებს

2.2 იხატავს რთული/კომპლექსური ფორმის ფიგურებს

2.3 იხატავს მარტივი ფორმის ფიგურებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A ბილატერალური მოტორული კოორდინირება (ყველა მიზნისთვის)
B:1 წერს კალამზე სამი თითის ჩაჭიდებით

1
B:3 წერს თავის სახელს
კოგნიტური:
A:1 ესმის ფერის, ფორმის და ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია
A:2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია
G:2 ხვდება ციფრების მნიშვნელობას
სოციალურ-კომუნიკაციური:
A სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა (ყველა მიზანი)
B სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება (ყველა მიზანი)
სოციალური:
B: თანამონაწილეობა ( ყველა მიზნისთვის)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული აქტივობები, რომლებიც ბავშვს აძლევს წერის, ხატვისა და გადახატვის


საშუალებას მოიცავს შემდეგს:

 ცენტრში მისვლა და წამოსვლა


 ხელოვნების კლასი
 შენობაში და შენობის გარეთ თამაში
 ბარათებისა და წერილების დაწერა
 თეატრი
 საყიდლებზე წასვლა

მაგალითი: როდესაც შორენას მშობლები აგზავნიან წერილს ან ბარათს, ისინი თხოვენ


შორენას დახატოს სურათი ბებიისათვის, ტატოს კონვერტზე სახელის დაწერას, ან
ხელის მოწერას ბარათზე.

მაგალითი: თითებით ხატვა. პაატა იყენებს თითებს სახატავად. მასწავლებელი ხატავს


წრეს და სთხოვს პაატას, რომ გადაიხატოს. ფლორა უკვე ხატავს წრეებს და
მასწავლებელი სთავაზობს სამკუთხედებისა და ოთხკუთხედების გადახატვას. შემდეგ
კი ორივე ბავშვს ეუბნება, რომ დახატონ საკუთარი სურათები/ პორტრეტები

მაგალითი: ტომს აქვს ბევრი სახატავი ფურცლები და ფანქრები სკოლაშიც და სახლშიც.


მაგალითი
იგი ხატავს სხვადასხვა სიუჟეტებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც ის
ცდილობს მაგ. კატის დახატვას, მასწავლებელი აჩვენებს მას, როგორ უნდა გამოიყენოს
წრე თავის დასახატად, სამკუთხედი ყურების დასახატად, ხოლო ოვალური ფორმა

1
ტანის დასახატად. მასწავლებელი სთხოვს ტომს სურათზე სახელის დაწერასა და
დასათაურებას და კიდებს სურათს კედელზე.

გარემოს მოწყობა
 დავდგათ სათამაშო კარადასთან ან კართან დაფა, რომელზეც ბავშვები მოსვლისას
დაწერენ სახელს ან გვარს ან ჯვარს (+) თავისი სახელის გვერდით.

მაგალითი დათუნა და ლალი ერთად მივიდნენ კლასში. ქურთუკების დაკიდების


მაგალითი:
შემდეგ ინტერვენციონისტი შეახსენებს მათ რომ დაფაზე აღნიშნონ მოსვლა. დათუნა
ირჩევს მარკერს, პოულობს თავის სახელს სიაში და სვამს ჯვარს. ლალი იღებს ცარცს,
წერს „ლ“ ასოს და ხმამაღლა ამბობს თავის სახელს.

 მოაწყეთ გარემო აქტივობისთვის, თეატრის კუთხის ჩათვლით. მიეცით ბავშვებს


სხვადასხვა სახატავი საშუალებები სპექტაკლის სიუჟეტის მიხედვი ნახატების
დასახატად.

მაგალითი: თეატრის კუთხე მოვაწყოთ, როგორც სურსათის მაღაზია, ბავშვები


გადახაზავენ იმ პროდუქტს სიაში, რომლებიც უკვე იყიდეს. თუ გარემოს მოვაწყობთ
მეხანძრეებისთვის და ექიმებისთვის, ბავშვებს შეუძლიათ გადახატონ მარტივი ან
კომპლექსური ფორმები გზების და შენობების დეკორაციებისთვის.

 დააყენეთ ბავშვები წრეში და დახატეთ დაფაზე შესაძლო აქტივობები. სთხოვეთ


ბავშვებს რომ დაწერონ სასურველი ნახატის ქვეშ თავიანთი სახელი ან გადახატონ
ნიშანი,რომელიც მასწავლებელს დაწერილი აქვს მათი სახელების აღსანიშნავად.

მაგალითი: მეგის სურს კუბიკებით/კონსტუციებით თამაში და ამიტომ წერს ასო-ბგერა


„მ“- ს (ასევე სხვა გამოგონილ ასოებს) სასურველი აქტივიბის ქვეშ. დარიკო ამბობს, რომ
სურს კონსტუქციებისა და სახლობანას თამაში, ამიტომ მასწავლებელი ახატინებს
მართკუთხედს მის მიერ არჩეული აქტივობების ნახატების ქვემოთ.

 აღჭურვეთ საკლასო ოთახი სურათებით, ტრაფარეტებით, და მარტივი და


კომპლექსური ფორმებით მაგალითებით. იქონიეთ დამატებითი ნივთები წერისა
და ხატვისტვის და მიეცით მათი სახლში გამოყენების უფლება იმ ბავშვებს,
რომლებსაც წერასტან/ხატვასტან დაკავშირებული პრობლემა აქვთ.

მაგალითი: ბექას შემთხვევაში დასახულია IEP ის მიზანი: გადახატოს ნაჩვენები


ფიგურებიდან. მასწავლებელი ესაუბრება ბექას დედას და აცნობს იმ ნივთების სიას,

1
რომლებიც შეუძლია სახლში გაატანოს. ბექას დედას ძალიან უხარია, რომ აქვს საშუალება
ითხოვოს პატარა სახატავი დაფა , ნახატები, კონსტრუქციების ფურცელი და მარკერები. 3
კვირის შემდეგ ის აბრუნებს ნივთებს და ბექას მიაქვს თავისი შექმნილი ნახატები მის
მიერვე მიწერილი სახელით.

 მიაქციეთ ყურადღება პოზას, რომელშიც ბავშვი ზის ნატიფი მოტორული


სისტემის აქტივობის დროს, როგორიცაა წერა ან ხატვა. ბავშვები უნდა იჯდნენ
კომფორტულად და სწორად, რომ მოახერხონ წარმატებულად მუშაობა.
გაესაუბრეთ კვალიფიცირებულ ექიმს ბავშვების ჯდომის პოზიციასთან
დაკავშირებით.

მაგალითი: თერაპისტი ამჩნევს, რომ ირინას ფეხები არ სწვდება იატაკამდე სკამზე


დომისას და წამოხტომა უწევს, როდესაც ფანქრის ან მარკერის აღება უნდა. თერაპისტი
მას სთავაზობს სკამს პატარა მაგიდით, რაზეც უწყობს ფანქრებს და მარკერებს.
თერპისტი, ასევე, რეკომენდაციას უწევს ირინასათვის ტერფების ქვეშ რაიმეს დადებას,
მაგალითად დიდი კუბიკის.

 მოიქეცით ისე, თითქოს ვერ მიხვდით რა დახატა ბავშვმა, ან კონკრეტული


ბავშვის ნახატი სხვას გადაეცით. ამით აიძულებთ ბავშვებს, რომ მიაწერონ ნახატს
თავისი სახელი და სათაური.

მაგალითი: კონსტანტინეს მამამ იცის, რომ მისი ვაჟი ძალიან ამაყობს მის მიერ
დახატული სპორტული მანქანის სურათით და სურს, რომ მაცივარზე ჩამოკიდოს. მამა
სთხოვს დედას, რომ ნახატს სხვა სახელი დაუძახოს. დედა ამბობს: „ღმერთო! ვიღასაც
უზარმაზარი სატვირთო მანქანა დაუხატავს“. რც იწვევს ბავშვის პროტესტს და მშობლები
სთავაზობენ, რომ სურათს მიაწეროს სათაური.

 სთხოვეთ ბავშვებს რომ დახატონ თავისი სურათი, ან საყვარელი ნივთი მათი


ოთახისთვის და/ან სთხოვეთ, რომ სცადონ თავიანთი სახელის დაწერა.

მაგალითი: მასწავლებელი აწყობს გარემოს ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ სურათების


დახატვა თავიანთი ოთახებისთვის. შორენა ხატავს თავის სურათს და სთხოვს
მასწავლებელს, დაეხმაროს „ჩემი ოთახის“ დაწერაში, მასწავლებელი წერს „ჩემი ოთახი“
სხვა ფურცეზე და აძლევს შორენას, რომ გადაწეროს.

 იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც აქვთ მარტივი და/ან კომპლექსური ფიგურების


გადახატვის პრობლემა, გაავლეთ ხაზები და ამოაჭრევინეთ მათ. დაიწყეთ ისეთი
ფიგურებით, რომლებსაც აქვთ სწორი ხაზები.

მაგალითი: მამუკას სურს ფიგურების გადახატვა. მიუხედავად იმისა, რომ მან ადვილად
ისწავლა წრისა და ხაზების დახატვა, უჭირს სამკუთხედების, ვარსკვლავებისა და

1
ოთხკუთხედების კოპირება. მასწავლებელი თხოვს მას, მოემზადოს აქტივობისთვის და
აძლევს სხვადასხვა ზომის ოვალების, სამკუთხედების, მართკუთხედების ნიმუშებს.
მამუკა დებს ნიმუშს ფურცელზე, ავლებს ხაზს და შემდეგ ჭრის ფიგურებს. შემდეგ კი
თანატოლს უბრუნებს მაკრატელს.

 იმ ბავშებთან, რომლებსაც ადაპტირებული საწერი საშუალებები სჭირდებათ,


შეიძლება გამოვიყენოთ ადვილად დასაჭერი საწერი კალმები, მკვეთრი ან
ამოწეული ხაზები თეთრ ფურცელზე ბავშვებისთვის, რომლებიც იყენებენ
ბრაილის შრიფტს ან გასაფერადებელი დაფები.
 ზოგიერთ მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვს დასჭირდება ალტერნატიული
მეთოდები წერისას, რაც მოიცავს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ჯოისტიკებსა
და სხვა ადაპტირებულ მოწყობილობებს. მიუხედავად ამისა, მათ უნდა
განაგრძონ წერა, მანამ სანამ არ დადგინდება, რომ ეს მეთოდი უშედეგოა
კონკრეტულ ბავშვთან.
 ინტერვენციონისტი უნდა გაესაუბროს კვალიფირებულ სპეციალისტს,
მოტორული და/ან სენსორული დისფუნქციის მქონე ბავშვებისათვის
აქტივობების განსაზღვრისას. ხშირად, ბავშვზე დაკვირვება აუცილებელია
საუკეთესო პოზიციის შესარჩევად, დამხმარე მოწყობილობების ასარჩევად და
ოპტიმალური დახმარების შესათავაზებლად.
 როდესაც სირთულეები გვხვდება წერასთან დაკავშირებით, საჭიროა არამარტო
ნატიფ მოტორულ სისტემაზე ვარჯიში, არამედ სხეულის მარჯვენა და მარცხენა
ნაწილების ინტეგრირება, კისრის, ხელების, ტანის მოქნილობა და სიძლიერე,
სხეულის ფლობა, მოძრაობების კონტროლი და ვიზუალურ სივრცითი) აღქმა.
ნორმალური განვითარების 1-2 წლის ბავშვს შეუძლია ფანქრის ხელში
დაჭერა(მსხვილი მოტორიკა) და ფურცელზე ჯღაბნა. იქიდან გამომდინარე, რომ
შემდგომში, საგნის ხელში ჭერის უნარი იხვეწება, 2-4 წლის ასაკის ბავშვის
ხელის მოძრაობა ხდება უფრო ნატიფი, შეუძლია ჰორიზონტალური და
ვერტიკალური ხაზების ხატვა, წრეების გადახატვა და ფიგურებისთვის ხაზის
შემოვლება. 4-6 წლის ბავშვს შეუძლია გადახატოს სამკუთხედი, ოთხკუთხედი,
ჯვარი და ა.შ.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

1
თამაში საპარსი ქაფით

ბავშვები ცდიან თითის მგრძნობელობას - მაგიდაზე ხატავენ საპარსი ქაფით.


ინტერვენციონისტი აჩვენებს მათ ნახატებს/ფიგურებს და სთხოვს მათ გადახატონ.
ბავშვებმა ასევე შეიძლება გადახატონ თავიანთი სახე, სარკესთან დგომისას, ან
თანატოლის სახე, ან შეეცადონ სახელის დაწერას.

ჩემი სახე

ბავშვები დგანან სარკესთან, ხატავენ თავიან სახეებს და ლაპარაკომენ ყურების,


თვალების და ცხვირის ფუნქციაზე. მათ შეიძლება დახატონ სახე სურათზე, ან პირდაპირ
სარკეზე მარკერით. მასწავლებელი აჩვენებს მათ მაგალითს, თუ როგორ უნდა დახატონ
ძირითადი მოყვანილობები. წერის პრაქტიკას გადიან სურათზე სახელის ან სათაურის
მიწერით.

მაგალითი: ელისო ადაპტირებული ფანქრით ხატავს თავის სახეს, მარტივი და


კომპლექსური ფორმების გამოყენებით. ინტერვენციონისტი უხატავს სახის ოვალს და
აჩვენებს როგორ იხატება ცხვირი, ტუჩები და თვალები. შემდეგ ეუბნება, რომ დახატოს
ტანი, ტანსაცმელი, ქუდი და სამკაულები. ელისო სურათს არქმევს „ელისო
წვეულებაზე“ და ქვემოთ უთითებს საკუთარი სახელის ინიციალებს.

დამატება: ჩვენი მიზანი არაა იდეალური სურათის შექმნა. მთავარია ბავშვს დასჭირდეს
მინიმალური დახმარება და შეიძინოს უნარები.

G 3 წერს თავის სახელს


3.1 წერს სამ ასოს

3.2 ჩვენების შემდეგ გადაწერს თავის სახელს

3.3 ჩვენების შემდეგ გადაწერს/დააკოპირებს 3 ასოს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:2 გამოჭრის სხვადასხვა ფორმის ფიგურებს (არასწორი/მრუდე კიდეებით)
კოგნიტური:
H: ფონოლოგიური უნარები (ყველა უნარი)
სოციალურ-კომუნიკაციური:

1
A:1 1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და ემოციების
გამოხატვის დროს
B:1 იყენებს ზმნებს
სოციალური:
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული მოქმედებები, რომლებიც ბავშვს აძლევს წერის/გადაწერის საშუალებას


შენობაში და/ან შენობის გარეთ თამაშისას.

მაგალითი: რეზიმ ისწავლა კითხვა დაფაზე, რომელზეც ანბანი ფიგურების სახითაა


მოცემული. მას შეუძლია დაფაზე მიწეპებული ასოები ხელის გასმითაც ამოიცნოს. ის
გახარებული უყვება დედას, რომ მას შეუძლია წაკითხვა. დედა, წახალისების მიზნით
წერს : „მე ამის წაკითვა შემიძლია“. აქ წერია „რეზი“ და სთხოვს მას ,რომ წაიკითხოს.

მაგალითი: როდესაც ბავშვები, ხელოვნების გაკვეთილზე ხატავენ ნახატებს,


ინტერვენციონისტი სთხოვს მათ ნახატებზე სახელების მიწერას. ის ბავშვებს უწევს
ვერბალურ და ფიზიკურ დახმარებას, რითიც უზრუნველყობს დავალების სწორად
შესრულებას.

გარემოს მოწყობა

 საკლასო ოთახში უნდა ეკიდოს ანბანი, სიტყვები და ასოები. ააწყვეთ ასოებით


ბავშვების სახელები და მოათავსეთ დაფასთან, სადაც ისინი მოსვლისას ხელს
აწერენ, კარადაზე ან მათ მაგიდებზე. გამოფინეთ კვირის დღეების, საკლასო
დავალებების, ნივთების და საჭმელები სახელები.

მაგალითი: თეატრის აქტივობის დროს, ხელოვნების კლასი რესტორნის მსგავსადაა


მოწყობილი. ლალიკო და ჯეკო სხედან მაგდებზე და იწერენ კლასში გამოფენილ
სიტყვებს. ლანჩის დროს, ისინი იღებენ თანატოლების შეკვეთებს და ასოებით აღნიშნავენ
პატარა ბლოკნოტში.

 სახლში იქონიეთ ფანქრები, მარკერები, სურათები დაფები, კალმები და ა.შ. რათა


ბავშვებს მისცეთ წერის საშუალება.

1
 როდესაც ბავშვი უახლოვდება სკოლის ასაკს, უფრო მეტი ყურადღება ექცევა
მაგიდასთან მუშაობასა და წერას. საჭიროა მეტი აკადემიური ვარჯიში სკოლასთან
მიმსგავსებულ პირობებში.
 წერის დაწყებისთვის მოსამზადებლად, გამოიყენება კონტრასტული ფერები,
მკაფიო, შავი ხაზები თეთრ ფურცელზე, ყველაფერი რაც ზრდის თითების
მგრძნობელობას, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებსაც სჭირდებათ ბრაილის
შრიფტი.
 საჭიროა კონსულტაცია მოტორიკის კვალიფიციურ სპეციალისტთან, იმ
მეთოდებზე/საშუალებებეზე, რაც გაუადვილებს ბავშვს წერას. გარემო უნდა იყოს
სწორად შერჩეული. ყურადღება მიაქციოთ ბავშვის პოზიციას და მაგიდის
სიმაღლეს მუშაობისას. სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს საწერი საშუალებების
ზომა და ფორმა, ასევე ხელის დამხმარე მოწყობილობების საჭიროება.
 ზოგიერთ მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვს, წერისთვის დასჭირდება
ალტერნატული მეთოდები, რაც მოიცავს კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც.
მიუხედავად ამისა, მათ უნდა განაგრძონ წერა, ვიდრე არ დადგინდება ამ
მეთოდის უშედეგობა კონკრეტულ ბავშვთან

ინტერვენციული აქტივობები
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.
მეტი ინფორმაციისთვის იხ. დანართი A

პუდინგზე ხატვა

მაგალითი: ინტერვენციონისტი აკეთებს სწრაფად მოსამზადებელ პუდინგს (საკვების


საღებავი შეიძლება დავუმატოთ ვანილის პუდინგს), აწყობს ქაღალდის თეფშებზე და
სთხოვს ბავშვებს პუდინგზე თითებით ხატვას. ბავშვები გაოცდებიან, როცა გაიგებენ,
რომ თითების გალოკვაც კი შეუძლიათ. ბავშვები საუბრობენ, როგორი გემო ან სუნი აქვს
პუდინგს, შემდეგ კი ინტერვენციონისტი ხატავს მათთვის გარკვეულ ფორმებს და
სთხოვს, რომ გადაიხატონ.

მაგალითი: ინტერვენციონისტი წერს ჯეკს სახელს პუდინგზე და თან ეუბნება: „მე შენს
სახელს ვწერ ჯეკო“. ბავშვიც იმეორებს იგივეს.

1
AEPS - მსხვილი მოტორიკა
3-6 წლის ასაკისათვის

AEPS ტესტის პუნქტები:


მიმართულება A: წონასწორობა და გადაადგილება
მიზანი 1 დარბის დაბრკოლებების გვერდის ავლით

1.1 დარბის/სირბილი

მიზანი 2 ადის და ჩამოდის კიბეზე ფეხების შენაცვლებით

2.1 ადის და ჩამოდის კიბეზე

მიმართულება B: თამაშის უნარები


მიზანი 1 ხტება წინ (სიგრძეზე)

1.1 ხტუნავს ადგილზე

1.2 ხტება შემაღლებული ადგილიდან/პლატფორმიდან

1.3 ცალ ფეხზე დგომის წონასწორობა

მიზანი 2 აკენწლავს/ახტუნებს, იჭერს, ურტყამს და ისვრის ბურთს

2.1 კენწლავს ბურთს

2.2 იჭერს ბურთს

2.3 ურტყამს ბურთს

1
2.4 ისვრის ბურთს

მიზანი 3 ასკინკილა

3.1 ცალი ფეხით ხტუნვა

მიზანი 4 ატარებს/გადაადგილდება და მართავს ორთვლიან ველოსიპედს

4.1 პედალირებს და მართავს დამხმარე/სასწავლო ბორბლებიან ორთვლიან


ველოსიპედს

ბავშვის მიერ ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვის უნარი დიდად არის


დამოკიდებული მსხვილ (უხეშ) მოტორულ ფუნქციებსა და უნარებზე, რაც
უზრუნველყოფს მსხვილი კუნთების მოძრაობას და განაპირობებს, მაგ.: 1ჯდომას და
დგომას; 2 ისეთი მოძრაობების შესრულებას, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს მაგ:
ცოცვა, სიარული, ხტუნაობა. ბავშვის მოტორიკის განვითარებას ძირითადად
განსაზღვრავს მისი ცენტრალური ნერვული სისტემის მომწიფების დონე/ეტაპები.

ჩვილებს, საწყის ეტაპზე, გააჩნიათ სუსტი უნარი აკონტროლონ სხეული გრავიტაციის


წინააღმდეგ და მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი მომვლელებზე. უნებლიე,
პრიმიტიული, თანდაყოლილი (პირველყოფილი) და პოსტურული რეფლექსები,
რომლებიც ბავშვებს აქვთ დაბადებიდანვე, 12 თვის ასაკისთვის უკვე აღარ გვხდება.
მოტორული და სენსორული სისტემების ინტეგრაციისას/შერწყმისას, ახალშობილები
მეტნაკლებად იწყებენ მოძრაობების კონტროლს. მსხვილი მოტორული სისტემა,
რომელიც ძირითადად ვითარდება პირველი 18 თვის განმავლობაში, მოიცავს თავის
კონტროლს, ადგილზე ქანაობა/რყევა, დამოუკიდებლად ჯდომას, წამოდგომის
მცდელობას, ხოხვას, ხტუნაობას და დამოუკიდებელ სიარულს. მსხვილი მოტორული
სისტემის განვითარების დონე ჩვილებში ნაწილობრივ, შეიძლება დამოკიდებული იყოს
გარემოზეც.

წონასწორობა, მოძრაობა და მანიპულაციის უნარი, შეიძლება გაუმჯობესდეს ვარჯიშით


მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ბავშვი ხვეწს პირველი 12 თვის განმავლობაში
შეძენილ მსხვილ მოტორულ ფუნქციებს, ახერხებს ადაპტაციასა და წონასწორობის
დაცვას. ბავშვი (1-დან 3 წლამდე ასაკში) ახერხებს წამოდგომას ჯდომის პოზიციიდან,
პოზის შენარჩუნებას და ნაბიჯების უკან გადადგმას სათამაშოთი თამაშისას. სირბილი
და კიბეებზე ასვლა მოტორული ფუნქციის მთავარი პატერნია ( დანიშნულება). ამის
განხორციელება შესაძლებელი ხდება ცხოვრების მეორე წლის განმავლობაში. მსხვილი
მოტორიკის განვითარება ზრდის ბავშვის შემეცნებით და სოციალურ უნარებს,
დამოუკიდებლობასა და გარემოსთან კონტაქტს

ადრეული ბავშვობის პერიოდში ნებითი მოძრაობების კონტროლი განპირობებულია


გარემოსადმი გაზრდილი ინტერესით. ვერტიკალურ პოზიციაში, გრავიტაციის

1
წინააღმდეგ სტაბილურობის მიღწევა, აძლევს ბავშვებს დინამიური და სტატიური
წონასწორობის განვითარების საშუალებას, რაც აუცილებელია ცალ ფეხზე დგომის, ან
სწორ ხაზზე გავლისთვის. სიარული წარმოადგენს სირბილისა და ხტუნაობის
საფუძველს. წონასწორობისა და მოძრაობის კომბინაცია გადაზრდის ადრეულ
ტაცების/ჭერის და გაშვების რეაქციას/ უნარს, გადაგდების, დაწერის, დარტყმის და
მსგავს აქტივობებში.

მსხვილი მოტორიკის განვითარებისა და დახვეწის პროცესს ხელი შეიძლება/უნდა


შევუწყოთ თამაშით. ბავშვისთვის ინსტრუქციების მიცემა და წახალისება ზრდის
სხვადასხვა მოძრაობების ათვისების შანსს. ბავშვობის ადრეულ პერიოდში, თამაში
უნდა მოიცავდეს ისეთ აქტივობებებს, რომელიც ანვითარებს შემეცნებით/პერცეფციურ
მოტორიკას. მსხვილი მოტორული მოძრაობების განხორციელება მოითხოვს სხეულის
ფლობასა და აღქმას, ორგანიზებულობას გარკვეული მოძრაობების შესასრულებლად. ეს
რთული პროცესია და გულისხმობს სხეულის ცალკეული ნაწილების განცალკევების/
განსხვავების ცოდნას, სხეულის ფლობას გარემოსთან მიმართებაში, მოძრაობათა
მიმართულების აღქმას სივრცისა და დროის ასპექტში, სენსორული და მოტორული
სისტემის კოორდინირებულ მოქმედებას მოძრაობათა დინამიურობის
უზრუნველსაყოფად.

AEPS კურიკულუმის მსხვილი მოტორიკის არე (სფერო) შექმნილია ყოველდიური


აქტივობების გამოყენებით ბავშვის მსხვილი მოტორული მოძრაობების
გასაუმჯობესებლად. სასურველია ისეთი აქტივობების შეტანა ტრეინინგში, რომლებიც
ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც ხდება. მსხვილი მოტორიკის არე შედგება
ორი ნაწილისგან/მიმართულებისაგან:

მიმართულება A (წონასწორობა და გადაადგილება): ფოკუსირებულია


სტაბილურობის/წონასწორობის გაუმჯობესებაზე;

მიმართულება B (თამაშის უნარები): ფოკუსირებულია მანიპულაციებისა და


მოძრაობების მრავალფეროვნებაზე, რაც ამარტივებს ბავშვის მოტორული ფუნქციის
განვითარებასა და თანატოლებთან ურთიერთობას. ხტუნვა, ორ ბორბლიანი
ველოსიპედის მართვა, ბურთის დარტყმა, გადაგდება ან დაჭერა, სიგრძეზე ხტომა,
ყველა ეს მოქმედება შესულია მეორე ნაწილში.

AEPS კურიკულუმის მსხვილი მოტორიკის არე (სფერო) დაყოფილია ოთხ სექციად:


1)ინტერვენციული მოსაზრებები, 2) შემოთავაზებული აქტივობები, 3) აქტივობაზე
დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება, 4)კონკრეტული სფეროს მიზნები.

ინტერვენციული მოსაზრებები მოიცავს რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს


ინტერვენციონისტმა რისკის ქვეშ მყოფ ან უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობისას.

1
შემოთავაზებული აქტივობები გვაწვდის კონკრეტულ სიას, რომელიც შეიძლება
განსაკუთრებულად შედეგიანი აღმოჩნდეს მსხვილი მოტორული სისტემის
გასავითარებლად. ამ სექციაში ასევე დართულია დამატებითი ნივთების სია, რომელიც
გამოგვადგება მიზნის მისაღწევად. მესამე სექცია, აქტივობაზე დაფუძნებული
ინტერვენციაზე გამოყენება, არის ილუსტირებული მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა
გამოვიყენოთ აქტივობებზე დაფუძნებული ინტერვენციები IFSP/IEP ში შესული
მსხვილი მოტორიკის სფეროს მიზნის მისაღწევად. ბოლო, მეოთხე სექცია, კონკრეტული
სფეროს მიზნები,
მიზნები ეხება კონკრენტულ მიზნებს, ყოველდღიურ რუტინას, გარემოს
მოწყობას და ინტერვენცულ აქტივობებს სკოლაში და სახლში.

ინტერვენციული მოსაზრებები

ქვემოთ განხილულია ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ მსხვილ მოტორულ სისტემაზე


მუშაობისას.

 უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილ მოტორულ სისტემაზე


მუშაობისას. ზოგიერთი აქტივობა (მაგ.ხტუნვა) შეიძლება შეუფერებელი იყოს
კონკრეტული უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვისთვის. ბავშვებმა უნდა
იცოდნენ რა არის დაშვებული შენობაში და/ან შენობის გარეთ თამაშისას და უნდა
ჰქონდეთ გარკვეული თავდაცვითი უნარები აქტივობის შესრულებისას
(მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვი ეძებს ხელის მოსაკიდებელს კიბეზე
ჩასვლის დაწყებამდე ან ასუფთავებს გარემოს სირბილის დაწყებამდე.)
 სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა მსხვილი მოტორული
სისტემის განვითარების გეგმა ფუნქციონალური და რეალური. იმ შემთხვევაში,
თუ აქტივობების ან გარემოს მოდიფიკაცია ან ადაპტაციური მოწყობილობების
გამოყენებაა საჭირო, მან შესაძლოა რეკომენდაცია გაუწიოს გარკვეულ თერაპიას
ბავშის შესამზადებლად.
 უნარშეზრუდულ ბავშვებს დაეხმარებათ მსხვილი მოტორული სისტემის
განვითარებაზე ორიენტირებული, დაგეგმილი ინტერვენციები და შესაბამისად
მოწყობილი გარემო. მაგალითად, ბავშვს რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა
შეიძლება შევთვაზოთ ადაპტირებული სათამაშოები (მაგ. ჟღარუნებიანი ბურთი)
და დავაწყვილოთ თანატოლთან, რომელიც კარგად ხედავს. ადაპტაციური
საშუალებები, ინვალიდის სპეციალური სკამები, დგომისათვის საჭირო
მოწყობილობები, მანჟეტები და ა. შ., შეიძლება აუცილებელი იყოს გარკვეული
აქტივობების შესასრულებლად. ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გავიაროთ
კონსულტაცია კვალიფიცირებულ სპეციალისტებთან.

1
 ბავშვებმა შეიძლება თავი აარიდონ იმ დავალებების შესრულებას, რომლებიც
მოითხოვს მათი შეზღუდული მოტორული უნარების გამოყენებას. აუცილებელია
გაგებით მოვეკიდოთ ამას და ბავშვებს მივცეთ ისეთი დავალებები, რომლებიც
მათ შესაძლებლობებს შეესაბამება.
 უნდა შევარჩიოთ ადეკვატური დრო ბავშვებისთვის დავალებების მისაცემად.
სენსორული და/ან მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვები არ უნდა იყვნენ
შეზღუდული დროში სავარჯიშოს შესრულებისას. აღნიშნული ხელს უწყობს მათი
დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას მაგალითად დამოუკიდებლად სიარულის
დროს.

შემოთავაზებული აქტივობები

შემდეგი აქტივობებისა და საგნების სია შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს მოტორული


უნარების გამოვლენაში. ინტერვენციული აქტივობების სრული ჩამონათვალისთვის იხ.
დანართი A.

 ცხოველების მოძრაობები
 მეხანძრეობანას თამაში
 წინამძღოლზე მიყოლა
 შენობის გარეთ ჯგუფური თამაშები
 თამაშები დაბრკოლებების გადალახვით
 „ამის პატრონმა რა ქნას“
 კოსმოსური ხომალდი

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება

შემდეგში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება გააერთიანოს ინტერვენციონისტმა


აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიები ბავშვის მოტორული ფუნქციის
განსავითარებლად. IFSP/IEP ის მიზანია, რომ ბავშვმა მოახერხოს დიდი ბურთის
ხელით/მტევნით (ხელის გულით) აკენწვლა ორჯერ მაინც.

 ინტერვენციონისტი ხედავს, რომ ნინიკო გარეთ თამაშის დროს ურტყამს ბურთს.


ის მიყვება და უერთდება ნინიკოს და მის თანატოლებსაც სთხოვს იგივეს. კლასი
შედგება სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვებისგან, რაც აძლევს მათ არა
მარტო თანატოლებზე დაკვირვებისა და ახალი უნარების ათვისების საშუალებას,
არამედ უვითარებს მათზე მეტად უნარშეზღუდული ბავშვების დახმარების
სურვილსა და ჩვევას.

1
 ინტერვენციონისტი ბიძგს აძლევს/წაახალისებს ბავშვის ინიციატივას - აიღებს
ბურთს და აკენწლავს. ის ასევე ახმოვანებს თავის ყველა ქმედებას (მაგ. „მე ამ
ბურთის აკენწვლას ვაპირებ“) და სთხოვს ბავშვს, რომ შეხედოს იმ თანატოლებს,
რომლებსაც დავალების შესრულება კარგად გამოსდით („შეხედეთ მანონის, ის
ბურთს ერთი ხელით კენწლის“).
 ინტერვენციონისტი იყენებს სხვადასხვა ხერხს ბავშვის წასახალისებლად და
მათთვის შესაბამისი სავარჯიშო გარემოს შესაქმნელად. მაგალითად, აქტივობის
ამსახველ ლაპარაკს, იგი ითვლის რამდენჯერ აკენწლა ნინიკომ ბურთი, რა ფერის
და ზომის ბურთებია და ამოწმებინებს ლალიკოს, თუ როგორ ხტუნაობს ბურთი
სხვადასხვანაირ ზედაპირზე.
 აქტივობის დროს, ინტერვენციონისტი ცდილობს დაეხმაროს ბავშვს მხოლოდ
აუცილებლობის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ ვარჯიშს
მიზნის მისაღწევად.

კონკრეტული სფეროს მიზნები

ეს სექცია გვაწვდის ინფორმაციას საერთო მიზნებზე, ყოველდღიურ რუტინაზე,


გარემოს დაგეგვმასა და ინტერვენციულ აქტივობებზე, რომლებიც მოცემულია „AEPS ის
ტესტში სამიდან ექვს წლამდე’’ მსხვილი მოტორული ფუნქციის გასავითარებლად.
როდესაც დავისახავთ გეგმას, რომელიც ბავშვმა უნდა შეასრულოს, ინტერვენციონისტს
შეუძლია შეუსაბამოს ის რომელიმე მიზანს და გადაწყვიტოს რომელი
შემოთავაზებული აქტივობა გამოადგება მასთან სამუშაოდ.
მიზნის მიმოხილვის დროს გამოიყენება სტანდარტული ფორმატი:

მიმართულება (A და B)

მიზანი (G1, 2 და 3):

ამოცანები:

შესაბამისი/საერთო მიზნები (ცხრილი);

ყოველდღიური რუტინა;

გარემოს მოწყობა;

ინტერვენციული აქტივობები.

1
შესაბამისი/საერთო მიზნები: AEPS ის მიზნებს მიმდინარე და სხვა განვითარებადი
არეებიდან. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთროულად ორი და/ან მეტი სხვადასხვა
მიზნისთვის მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა მოიცავს იმ რუტინული აქტივობების სიას, რომელიც გვაძლევს


ბავშვის მიერ ათვისებული უნარების გავარჯიშების საშუალებას.

გარემო უნდა მოვაწყოთ ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და დაგეგმილი


ინტერვენციული აქტივობების გათვალისწინებით.

ინტერვენციული აქტივობები გვთავაზობს მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა


მივაღწიოთ მიზანს მისი გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაცია ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს მოწყობასა და დაგეგმილ


ინტერვენციულ აქტივობებზე იხილეთ მესამე თავში.

A: წონასწორობა და გადაადგილება

G1 დარბის დაბკოლებების გევრდის ავლით

1.1 დარბის/სირბილი

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A:2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
სოციალურ-კომუნიკაციური:
B:1 იყენებს ზმნებს
B:5 იყენეს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული აქტივობები, რომელიც აძლევს ბავშვს სირბილის საშუალებას შენობაში (თუ


დასაშვებია) და შენობის გარეთ ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლო. სირბილის
დროს თვალყურის მიდევნება აუცილებელია, რათა დავეხმაროთ ბავშვს სხეულის
სივრცეში აღქმისა და მსხვილი მოტორული ფუნქციის სწორად განვითარებაში.

მაგალითი: ექიმმა ამცნო თემოს დედას, რომ ბავშვის ფიზიკური ამტანობის


თანმიმდევრული გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. უკანა, შემოღობილ ეზოში,
დედა ეთამაშება თემოს დამალობანას. დედა გარბის ბავშვის თვალწინ და ოდნავ
მოშორებით იმალება ხის უკან. თან ეუბნება ბავშვს: „გამოიქეცი თემო და მიპოვე!“ (1,
1.1)

გარემოს მოწყობა

 მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობისთვის, ისე რომ შესაძლებელი იყოს მსხვილი


მოტორული სისტემის ვარჯიშიც ( მაგ. საფენებით და ხალიჩებით დავარდნის
შემთხვევაში ბავშვების უსაფრთხოებისათვის). გარეთ თამაშის დროს აირჩიეთ
ბალახიანი ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ სირბილს. ხანდახან,
მოსახერხებელია დაბრკოლებების გარეშე გრძელი დერეფნების გამოყენებაც
სირბილისთვის.
 შექმენით უსაფრთხო გარემო სირბილისა და ყოველდღიური
აქტივობებისთვისთვის. ბავშვებმა სირბილი შეიძლება დაიწყონ აჩქარებული
სიარულით. ბავშვები ვერ დარბიან 2-3 წლის ასაკამდე. ბავშვებში სირბილის
უნარი იხვეწება 5 წლის ასაკისთვის და ხდება უფრო სწრაფი.
 სირბილი - შესაძლებელია განხორციელდეს სხადასხვა გზით. ბავშვი შეიძლება
დარბოდეს ფეხების მონცვლეობით, დამხმარე სასიარული მოწყობილობით, ან
ინვალიდის ეტლით. გაესაუბრეთ გამოცდილ მოტორიკის
სპეციალისტს/მეთოდისტს იმის თაობაზე, არის თუ არა სირბილი
მიღწევადი/რეალური მიზანი კონკრეტული ბავსვისათვის და განიხილეთ
ადაპტირებული მოწყობილობების საჭიროება.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

1
„იხვი, იხვი, ბატი“

ეს თამაში ბევრი ბავშვის საყვარელი თამაშია. ბავშვები სხდებიან წრეში და ირჩევენ


ერთ-ერთს , რომელსაც შემდეგ მოიხსენიებენ როგორც „წამყვანი“. ამორჩეული ბავშვი
გადის წრიდან, წრეში მსხდომ ბავშვებს ხელით ეხება თავზე და ამბობს „ იხვი“ ან “ბატი“.
ბავშვი, რომელზეც იტყვის “ბატი“ დგება და ცდილობს „წამყვანის“ დაჭერას, სანამ ის
მოასწრებს დაჯდომას. დაჭერის შემთხვევაში მეორე ბავშვი ხდება „წამყვანი“.

მაგალითი: ბავშვები იწყებენ „იხვი,


იხვი, იხვი, ბატის“ თამაშს კლასში. ელისო ზის თავისი
ეტლით წრეში. ბავშვები ირჩევენ სირბილის გარკვეულ სტილს (გვერდულად ან
უკანუკან/ უკუღმა ). როცა ელისო არის „ბატი“, ის დარბის თავისი ინვალიდის
სავარძლით. როდესაც ალისა არის „წამყვანი“, „ბატს“ აქვს სირბილის ალტერნატიული
მეთოდების გავარჯიშების, კოორდინაციისა და სიჩქარის გაუმჯობესების შანსი. ასევე
ელისოს ეძლევა საშუალება, რომ არ დააჭერინოს თავი მეორე მოთამაშეს (1, 1.1)

„წიწილა, წიწილა, კრუხი“

ბავშვები ასახიერებენ წიწილებს და მიჰყვებიან „კრუხს“. „კრუხი“ უძღვება ბავშვებს


ისეთ აქტივობებში, როგორიცაა სიარული, სირბილი ან ხტუნვა, როდესაც თამაშში
ჩნდება „მელა“. დაბრკოლებების შექმნის მიზნით ოთახში შეიძლება დავაწყოთ ეტლები
და კონუსის ფორმის ფიგურები . ეს აძლევს ბავშვებს დაბრკოლებების არიდების
საშუალებას.

მაგალითი: ინტერვენციონისტი აწყვილებს ბავშვებს, მათ შორის ლუკას, რომელსაც აქვს


მხედველობის პრობლემა. აქტივობა მიმდინარეობს მოზრდილ ბალახიან მოლზე,
ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ასე რომ ლუკას შეუძია თავისუფლად ირბინოს.
(1.1)

G 2 ადის და ჩამოდის კიბეზე ფეხების შენაცვლებით

2.1 ადის და ჩამოდის კიბეებზე

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
C: ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
სოციალურ-კომუნიკაციური:

1
B:1 იყენებს ზმნებს
სოციალური:
A: სხვებთან ურთიერთობა (ყველა მიზანი)
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული აქტივობები, რომლებიც აძლევენ ბავშვებს კიბეზე ასვლისა და ჩამოსვლის


საშუალებას, შედგება შემდეგისაგან:

 შენობაში და შენობის გარეთ თამაშები


 გადაადგილება (ერთი აქტივობიდან ან ადგილიდან სხვაზე გადასვლა)

თვალყურის მიდევნება აუცილებელია და უზრუნველყობს მოტორული აქტივობების


უსაფრთხოებას

მაგალითი: როდესაც მამას თემო მიჰყავს სკვერში/პარკში, თემოს შეუძლია ივარჯიშოს


სასრიალოს კიბეებზე ასვლაში. მამა დგას კიბესთან და ბავშვს ეხმარება კიბეზე ასვლის
დროს ფიზიკურად და ასევე სიტყვიერად ამხნევებს მას. მკლავებისა და ხელის
მტევნების გამოყენებით თემოს შეუძლია წარმატებულად ავიდეს კიბეზე.

გარემოს მოწყობა

 შესთავაზეთ ბავშვებს სხვადასხვა ზომის კუბიკები ან კიბეები (მოაჯირით ან


მოაჯირის გარეშე). კიბეზე ასვლის სწავლისას, ბავშვებმა შეიძლება გადაწყვიტონ
მოაჯირის გამოყენება. დასაწყისისათვის ბავშვებს უფრო გაუადვილდებათ
დაბალ კიბეებზე ასვლა. ამის შემდეგ მათ შეიძლება აღარც გამოიყენონ მოაჯირი.
მოგვიანებით, დაბალი კიბეები შეიძლება ჩავანაცვლოთ მაღალი საფეხურებით.
 ეზოში სათამაშო გარემო ბავშვებს შეიძლება მოვუწყოთ პატარა ზომის კიბეებით,
რომლებსაც არ სჭირდებათ ხელის მოსაკიდებელი.
 მოვაწყოთ საკლასო ოთახი აქტივობებისთვის, მსხვილი მოტორული ფუნქციის
გასავარჯიშებელად და თეატრის კუთხე. აუცილებელია, განსაკუთრებული
მეთვალყურეობა, ფიზიკურ აქტივობაში ჩართულ ყველა ბავშვზე, მათი
მოტორული განვითარების მიუხედავად.

1
ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

მეხანძრეობანას თამაში

თეატრის კუთხე სახანძრო პუნქტად არის მოწყობილი. ბავშვები მსჯელობენ იმაზე, თუ


რითი უნდა იყოს აღჭურვილი სახანძრო პუნქტი (სახანძრო ქუდი, საწვიმარი, ზარი,
შლანგი, საჭე სახანძრო მანქანისთვის...). შეიძლება შევთავაზოთ პორტატული კიბეები
„ცეცხლმოკიდებულ სახლამდე“ მისაღწევად. როდესაც ბავშვს უჭირავს შლანგი კიბეზე
ასვლისას ის აღარ იყენებს მოაჯირს.

მაგალითი: მარიას აქვს ორთეზები ორივე ფეხზე და იყენებს სიარულში დამხმარე


მოწყობილობას კლასში თამაშისას. „ ცეცხლის ჩასაქრობად“ კიბეზე ასვლისას
ინტერვენციონისტი მისთვის არჩევს დაბალ, მოაჯირიან კიბეს. კიბეზე ასვლის შემდეგ,
მარია ანიშნებს მეორე „მეხანძრეს“, რომ მან მიაწოდოს შლანგი. (2.1)

დაბრკოლების კურსი

ეს აქტივობა შეიძლება ეხმარება ბავშვებს, პოლიციელებისა თუ საგანგებო სიტუაციების


სამსახურის მუშაკების ფუნქციების/ვარჯიშების გაცნობაში. დაბრკოლებები შეიძლება
შევქმნათ კიბეზე დამატებითი საფეხურებით, პატარა სასრიალოებითა და ასაძრომი
მოწყობილობებით. ბავშვებს შესაძლოა გავაკეთებინოთ სხვა მსხვილი მოტორული
აქტივობებიც, მაგ: ხტუნვა, „გვირაბებში“ ცოცვა და ა.შ.

შეიძლება დაგვჭირდეს მომზადების სპეციალური კურსი, ფიზიკური და/ან ვერბალური


დახმარება და აქტივობის დემონსტრირება ინტერვენციონისტის მიერ.

B:თამაშის უნარები
G 1 ხტება წინ (სიგრძეზე)

1.1 ხტუნავს ადგილზე

1.2 ხტება შემაღლებული ადგილიდან/პლატფორმიდან

1.3 ცალ ფეხზე დგომის წონასწორობა

შესაბამისი/საერთო მიზნები

1
კოგნიტური:
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
სოციალურ-კომუნიკაციური:
B:1 იყენებს ზმნებს
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული აქტივობები, რომლებიც ავარჯიშებს მსხვილ მოტორულ სისტემას


წონასწორობის შენარჩუნებითა და ხტუნვით, მოიცავს შემდეგს:

 ჩაცმა
 შენობაში და შენობის გარეთ თამაშები
 გადაადგილება (ერთი აქტივობიდან ან ადგილიდან სხვაზე გადასვლა)

ბავშვზე მეთვალყურეობა უზრუნველყობს მოტორულ აქტივობის უსაფრთხოებას.

მაგალითი: ჯეკო და მისი დედა პარკში სეირნობენ. გზა დაბალი ბორდიურებითაა


გარშემორტყმული. ჯეკო ადის ბორდიურზე, ადგამს რამდენიმე ნაბიჯს, შემდეგ კი
ხტება. (1.2)

მაგალითი: როდესაც ბავშვები გადადიან ერთი აქტივობიდან მეორზე, მიდიან გარეთ


სათამაშოდ, ინტერვენციონისტი ცდილობს ამ პროცესის გახალისებას. ის ლალიკოს და
მამუკას სთხოვს, რომ ჰოლში ბაჭიებივით იხტუნაონ. (1.1)

გარემოს მოწყობა

გარემო უნდა მოვაწყოთ ისე, რომ ბავშებმა წარმატებულად განახორციელონ


წონასწორობის შენარჩუნებისა და ხტუნვის აქტივობები, არსებული უნარების
გათვალისწინებით და შეძლონ მათი გაუმჯობესება.

1
კლასში უნდა იყოს მინი ბატუტი, ხალიჩები, წონასწორობის ძელი (წვრილი ჯოხი,
რომელზეც ბავშვებმა უნდა იარონ), პატარა კიბეები ან ტროსები, ჯოხები, ლენტები და
ცარცი ფიგურების დასახაზად, რომლებზედაც ბავშვებმა წონასწორობის დაცვით უნდა
იარონ ან გადახტნენ. გამოიყენეთ მსხვილი მოტორიკის სავარჯიშო კუთხე კლასში
ვარჯიშის ან გარეთ შეუფერებელი ამინდის დროს. მსგავსი აქტივობების შესრულებისას
აუცილებელია ბავშვზე მეთვალყურეობა უსაფრთხოების მიზნით.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

ცხოველების მოძრაობები

ბავშვებმა უნდა გამოიცნონ ცხოველების მოძრაობები და გააკეთონ მათი იმიტაცია.


აქტივობა შეიძლება გავაცნოთ წიგნის წაკითხვით ან სხვადასხვა ცხოველის სურათების
ჩვენებით. ბავშვებს ერთ ფეხზე დგომის (წონასწორობის შენარჩუნების) და ხტუნვის
საშუალება ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც ირჩევენ შესაბამის ცხოველებს (ყარყატი,
კენგურუ).

მაგალითი: „ველურ ბუნებაში“ გადარჩენა აბსოლუტურად გაუნძრევლად დგომაზეცაა


დამოკიდებული. ელისოს მოსწონს ეს თამაში, რადგან შეუძლია წონასწორობის
შენარჩუნება ჯდომის, ან ხელებზე და ფეხებზე ერთდროულად დგომის დროს. ელისოს
შეუძლია იატაკზე თამაში თანატოლებთან ერთად ინვალიდის სკამის გარეშე.
სხეულისთვის წონასწორობის შენარჩუნება აუმჯობესებს პოზას, ასევე მის ამტანობა-
გამძლეობას.

„ჰოპ! გარბის სინდიოფალა“ (საბავშვო


„ჰოპ საბავშვო ინგლისური სიმღერაა)
სიმღერაა

ბავშვები მღერიან სიმღერას და ხტებიან ჰაერში სიტყვა „ჰოპ“’-ის წარმოთქმისას.


სიმღერის დროს ბავშვები დგანან წრეში და დადიან, სანამ ახტომის დრო არ მოვა.
ავარჯიშებენ წონასწორობის შენარჩუნების უნარს სიარულისას. (სიმღერა შეიძლება
ჩავანაცვლოთ ნებისმიერი ქართული/მსგავსი სიმღერით, ან მოვიგონოთ ახალი სიმღერა,
რომელიც გულისხმობს/საჭიროებს შეხტომას შესრულების დროს)

G2 აკენწლავს/ახტუნებს, იჭერს, ურტყამს და ისვრის ბურთს

2.1 კენწლავს ბურთს

1
2.2 იჭერს ბურთს

2.3 ურტყამს ბურთს

2.4 ისვრის ბურთს

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A:2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
G:1 ითვლის მინიმუმ 20 საგანს
სოციალურ-კომუნიკაციური:
B:1 იყენებს ზმნებს
B:5 იყენეს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევს მსხვილი მოტორული ფუნქციის


დახვეწის საშუალებას ბურთით, მოიცავს შენობის შიგნით და გარეთ თამაშს. ბავშვზე
მეთვალყურეობა უზრუნველყობს უსაფრთხო მოტორულ აქტივობას.

მაგალითი: შესვენების დროს, ინტერვენციონისტი ბ-ნი ოთარი, ირჩევს რამდენიმე


სხვადასხვა ზომის ბურთს. ის იდებს შედარებით მსუბუქ ბურთს წინ და
დემონსტრაციულად ურტყავს მას ფეხს. თემო უყურებს და იღიმება.
ინტერვენციონისტს უკან მოაქვს ბურთი, დებს თემოს წინ, ეუბნება „აბა, დაარტყი“ და
კვლავ აჩვენებს თუ როგორ უნდა ამოძრაოს ფეხი. (2.3)

გარემოს მოწყობა

1
 გარემო მოაწყვეთ პუფებით, ბუშტებით, პლიაჟის და სხვა სახის, განსხვავებული
ზომისა და წონის ბურთებით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ მათი აკენწვლის,
დარტყმის დაჭერისა და გადაგდების საშუალება. მუყაოს ყუთები შეიძლება
გახდეს სამიზნე თამაშის დროს.
 იდეალური გარემო ბურთის თამაშისთვის არამარტი უფროსის
ზედამხედველობაა, არამედ ოჯახისა და ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობა
აქტივობაში, რათა დაეხმარონ ბავშვს სხეულის პოზის სივრცობრივ აღქმაში.
 ბურთის აკენწვლის, დარტყმის, დაჭერისა და გადაგდების აქტივობის
თანმიმდევრული განხორციელებისთვის გარემო უნდა მოეწყოს ბავშვების
არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით. სათამაშო კუთხეები ისე უნდა
იყოს მოწყობილი, რომ მათ ამავდროეულად შეძლონ ახალი უნარების შეძენა და
დახვეწა. ბურთის სროლის შესრულება იწყება მხოლოდ მხრის მოძრაობით,
შემდეგ ბავშვები იწყებენ სხეულის მოხრას, ნაბიჯის იმ ხელისკენ გადადგმას,
რომელშიც ბურთი უჭირავთ.
 ბურთის დარტყმა: თავდაპირველად ბავშვები ბურთს უბრალოდ ურტყამენ ფეხს.
შემდეგ კი დარტყმამდე გაუნძრევლად დგანან და დარტყმისას ფეხს არ ხრიან და
ხელებიც ისე უჭირავთ, რომ წონასწორობა არ დაკარგონ. ბავშვები ბურთის
დაჭერის სწავლისას იყენებენ ხელებსაც და ტანსაც, ხოლო შემდეგ ახერხებენ
ბურთის მხოლოდ ხელებით დაჭერას. უმჯობესია ეს აქტივობა დავიწყოთ
მოზრდილი ბურთით და შემდეგ გადავიდეთ შედარებით პატარაზე.
თავდაპირველად ბავშვები მხოლოდ დასდევენ ბურთს, შემდეგ ცდილობენ
ბურთის დაჭერასაც. აქტივობის დემონსტრაცია და ვერბალური კარნახი
ეხმარებათ, ბურთის დაჭერისას პოზიციის შერჩევასა და მოძრაობებში. 3-4 წლის
ბავშვებში ბურთის შიში უჩვეულო არ არის.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

კალათბურთი

ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი საბავშვო ზომის კალათით (მაგ: სარეცხის


კალათი) და საბავშვო ზომის ბურთით (პლატმასის პლაჟის ბურთი, მომცრო
კალათბურთის ბურთი). წესები იცვლება მონაწილე ბავშვების შესაძლებლობების
მიხედვით. სხვა ცვლილებები შეიძლება შეტანილი იქნას დამხმარე მოწყობილობებისა
და ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტენციის სახით. სპორტული თამაშების დროს
მნიშვნელოვანია მოტორული უნარების განვითარება და არა მოგება.

1
მაგალითი: ელისომ და ინტერვენციონისტმა შეიმუშავეს თამაშის გეგმა. როდესაც
ელისოს გუნდს აქვს ბურთი, მას რაც შეიძლება ჩქარა მიჰყავს ინვალიდის ეტლი
კალათისკენ. მისი თანაგუნდელები ვარჯიშობენ ბურთის აკენწვლაში, დაჭერასა და
გადაგდებაში. როდესაც ელისო კარგ პოზიციაშია, მეგობრები აძლევენ პასს და ის
კალათში ისვრის.(2.2, 2.4 ადაპტ.)

ბურთის აგდება

თამაშობს ბავშვების პატარა ჯგუფი მინდორში, ან სპორტულ დარბაზში. ერთ-ერთი


მათგანი ხდება მსროლელი. დანარჩენ ბავშვებს ეხმარებიან ადგილების შერჩევაში
ერთმანეთისგან და მსროლელისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით.
ინტერვენციონისტი ირჩევს ჯგუფის შესაძლებლობების შესაბამის ზომისა და წონის
ბურთს. მსროლელი მაღლა აგდებს ბურთს. დამჭერებს არა აქვთ ნაბიჯის გადადგმის
უფლება და რომელი მათგანიც დაიჭერს ბურთს ის ხდება მსროლელი.
ინტერვენციონისტი უნდა დარწმუნდეს, რომ ბავშვები უყურებენ მსროლელს და
ხელები ბურთის დასაჭერად შესაბამის პოზიციაში აქვთ. ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ
განსხვავებული ფიზიკური თუ სიტყვიერი დახმარება ბურთის აგდებისა და დაჭერის
დროს.

მაგალითი: ინტერვენციონისტი ირჩევს საშუალო ზომისა და წონის ბურთს, რომელიც


მოძრაობისას გამოსცემს ხმებს. ინტერვენციონისტი ახსენებს მსროლელს, რომ
გააფრთხილოს დამჭერი ბურთის აგდების წინ, მაგალითად: „მოემზადე, რეზი, ასწიე
ხელები ბურთის დასაჭერად“. ვერბალური დახმარება და ბურთის მიერ მიახლოვებისას
გამოცემული ხმა, ყველას აძლევს ბურთის დაჭერისა და მსროლელად გახდომის შანსს,
მათ შორის რეზისაც, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემები.

G 3 ასკინკილა
3.1 ცალი ფეხით ხტუნვა

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A:2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.

1
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
G:1 ითვლის მინიმუმ 20 საგანს
სოციალურ-კომუნიკაციური:
B:1 იყენებს ზმნებს
B:5 იყენეს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევს ხტუნვის და გადახტომის


საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 შენობაში და შენობის გარეთ თამაშები


 გადასვლა (ერთი აქტივობიდან ან ადგილიდან მეორეზე გადასვლა)

მეთვალყურეობა უზრუნველყობს უსაფრთხო მოტორულ აქტივობას.

მაგალითი: მამუკას ოჯახი დაჭერობანას თამაშობს. თამაშის წესები შეცვლილია ისე, რომ
მამუკამ და მისმა და-ძმამ გადახტომაში, სირბილში და ხტუნაობაში ივარჯიშონ.
როდესაც მამუკას მამაა დამჭერი, ის უთითებს მას პარკში მყოფ ბავშვზე, რომელიც
დახტის და ეუბნება: „შეხედე მამუკა, ის ბიჭი დახტის, შენც სცადე“. მამა ცოტა ხნით
წყვეტს თამაშს, რომ მთელმა ოჯახმა ივარჯიშოს გადახტომაში. ამის შემდეგ მამა
აგრძელებს თამაშს შეცვლილი წესებით ბავშვების მსხვილი მოტორული უნარის
გასავითარებლად.

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი მოტორიკის კუთხის ჩათვლით. სივრცე უნდა იყოს გახსნილი
და უსაფრთხო ხტუნაობისთვის. გრძელი დერეფნები დაბრკოლებების გარეშე, ასევე
კარგი ადგილია სახტუნაოდ.

მაგალითი: შესვენების დროს, ინტერვენციონისტი დაინტერესებულ ბავშვებს ასწავლის


გადახტომას. ის დგას ბავშვების წინ და ახდენს გადახტომის დემონსტირებას, თან

1
იძახის: „ნაბიჯი, ნახტომი, ნაბიჯი, ნახტომი“. ბავშები ბაძავენ წინამძღოლს
(ინტერვენციონისტს . შემდეგ ისინი რიგრიგობით ხდებიან წინამძძღოლები. (B:3)

გარემო ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ბავშვებმა წარმატებულად შეძლონ გადახტომის


სწავლა არსებული უნარების გათვალისწინებით და შეძლონ მათი გაუმჯობესება.

„ამის პატრონმა რა ქნას?“

ინტერვენციონისტი, ან ბავშვი ხდება „წამყვანი“ და უძღვება ბავშვებს მოძრავ


აქტივობებში. ის იძლევა მითითებებს და ახდენს გარკვეული მსხვილი მოტორული
აქტივობების დემონსტრირებას. მაგ: წამყვანი ამბობს: „გადახტით წინ“. ბავშვები/ბავშვი
ასრულებ(ს)ენ ლიდერის მითითებებს. წამყვანის როლში მყოფმა ინტერვენციონისტმა
შეიძლება გააკეთოს 1 ან 2 მოძრაობა, რათა ყველას შეუქმნას აქტივობების შესრულების
თანაბარი პირობები.

G 4 ატარებს/გადაადგილდება და მართავს ორთვლიან ველოსიპედს

4.1 პედალირებს და მართავს დამხმარე/სასწავლო ბორბლებიან ორთვლიან


ველოსიპედს

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
სოციალურ-კომუნიკაციური:
B:1 იყენებს ზმნებს
B:5 იყენეს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
B: თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული აქტივობა, რომელიც ბავშვს აძლევს ორბორბლიანი ველოსიპედის ტარების


საშუალებას, ხორციელდება შენობის გარეთ. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია
ზრდასრულის მეთვალყურეობა და ჩაფხუტის გამოყენება.

1
მაგალითი: ლალიკოს და ჯეკოს დედებს მიაქვთ ველოსიპედები პარკში, სადაც ბავშვებს
შეუძლიათ ორ ბორბლიანი (დამხმარე ბორბლებით, ან მის გარეშე) ველოსიპედის
ტარების სწავლა.(4.1)

გარემოს მოწყობა

 იქონიეთ ველოსიპედის ტარებისთვის აუცილებელი საგნები, რომ ყველა ბავშვმა


მისი განვითარების დონის მიხედვით შეძლოს ველოსიპედის მართვა. ტარების
სასწავლად შესთავაზეთ ჯერ სამბორბლიანი ველოსიპედები და მოუწყვეთ
დაბრკოლებები სავარძლებით, კუბიკებით და ა.შ სანამ ბავშვები არ აითვისებენ
პედლების ტრიალსა და საჭის მართვას. ორბორბლიანი ველოსიპედები დამხმარე
ბორბლებით, ან მათ გარეშე, განუვითარებს ბავშებს მეტ ფიზიკურ უნარებს.
სათამაშო გარემო უნდა იყოს ღია და მყარი ზედაპირის.
შესაძლებელი/უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვებზე მეთვალყურეობა.
 მოტორიკის კვალიფიციურმა სპეციალისტმა შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია
ველოსიპედის ტარებისას ადაპტაციური მოწყობილობების საჭიროების შესახებ.
სამ-და ორბორბლიანი ველოსიპედები შეიძლება აღვჭურვოთ უსაფრთხოების
ქამრებით, უსაფრთხო საზურგეებიანი სკამით ან ორივეთი ერთად. პედლების
ადაპტაცია დაგვეხმარება ფეხის მოსახერხებელ პოზაში მოთავსებაში.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

მატარებელი

სხვადასხვა სატრანსპორტო საშულებებზე ( ორ- ან სამ- ბორბლიან ურიკა-


ველოსიპედზე) დამსხდარი ბავშები ეწყობიან რიგში და ქმნიან მატარებელს. „მემანქანე“
უძღვება დანარჩენებს და თან ჩაბერავს საყვირში.

პოლიციის ოფიცრები

ბავშვები ატარებენ ველოსიპედებს და იქცევიან ისე, თითქოს პოლიციის ოფიცრები


არიან. ეს შეიძლება დავგეგმოთ, როგორც შენობის გარეთ თეატრალური აქტივობა,
გამოვიყენოთ საშუალებები ცოცვისთვის, ხოლო პოლიციის ოფისად - დიდი მუყაოს

1
ყუთი. ბავშვებმა ლურჯი მაისურები შეიძლება გამოიყენონ უნიფორმად, გამოჭრან
ქვითრები და ემბლემები ქაღალდისგან, ან ველოსიპედებს მიაკრან წარწერა „პოლიციის
მანქანა“. მათ ეძლევათ ველოსიპედის ტარების საშუალება საშვების ხელში ჭერისას და
უფროსების ან თანატოლების ,,გაჭირვებაში დასახმარებლად’’.

მაგალითი: ინტერვენციონისტი პოლიციის ოფიცრებად ირჩევს ლალიკოს, ჯეკოს და


მარიას. ჯეკოს პოლიციელის მანქანა ორბორბლიანი ველოსიპედია დამხმარე
ბორბლებით. ლალიკო სამბორბლიან ველოსიპედზე გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მარიას
ადაპტირებული ველოსიპედი აქვს უსაფრთხოების ქამრით და დამხმარე საზურგით,
რომელიც ეხმარება ბორბლებისა და საჭის ტრიალის დროს წონასწორობის
შესანარჩუნებაში. ელისო მიდის თავისი ურიკით და მამუკა ეუბნება მას, რომ
გადააყენოს ურიკა. ლალიკო ამჩნევს, რომ ისინი მოძრაობენ ძალიან სწრაფად და
აძლევს საჯარიმო ქვითრებს. ელისო იღებს გაფრთხილებას, რადგან არ ატარებს
უსაფრთხოების ქამარს ურიკის მართვისას.

AEPS - ადაპტური სფერო


3-6 წლის ასაკისათვის

1
AEPS ტესტის პუნქტები:
A: საკვების მიღების დრო (სადილობა)
მიზანი 1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
1.1 იდებს პირში სათანადო რაოდენობის საკვებს, ღეჭავს დახურული პირით და
ყლაპავს, სანამ ჩაიდებს ახალ ულუფას
1.2 მოსვამს სათანადო რაოდენობის სითხეს და ჭიქას დებს უკან მაგიდაზე
1.3 ჭამს სხვადასხვა სტრუქტურის საკვებს
1.4 ირჩევს და ჭამს სხვადასხვა ტიპის/სახეობის საკვებს
1.5 ჭამს კოვზის/ჩანგლის გამოყენებით
მიზანი 2 ემზადება საკვების მისაღებად
2.1 ემზადება ჭამის წინ
2.2 იყენებს დანას რაიმე პროდუქტის წასასმელად/გასანაწილებლად
2.3 ასხამს სითხეს სხვადასხვა ჭურჭელში
2.4 იყენებს სამზარეულოს ინვენტარს კვების დროს.

B: პირადი ჰიგიენა
მიზანი 1 ტუალეტით სარგებლობა
1.1 იყენებს ტუალეტის ქაღალდს, ჩარეცხავს, დაიბანს ხელებს ტუალეტის შემდეგ.
1.2 დამოუკიდებლად შედის ტუალეტში
1.3 გამოხატავს ტუალეტში შესვლის საჭიროებას
მიზანი 2 დაბანა და თვითმომსახურება (სისუფთავის დაცვა)
2.1 იყენებს ხელსახოცს/ცხვირსახოცს ცხვირის მოსაწმენდად
2.2 იხეხავს კბილებს
2.3 იბანს და იმშრალებს დამოუკიდებლად
2.4 ივარცხნის თმას
2.5 იბანს და იმშრალებს სახეს

C: ჩაცმა-გახდა
მიზანი 1 იხსნის ტანსაცმლის შესაკრავს/საკინძეს
1.1 ხსნის ღილებს/კნოპკებს/ფხრიწებს
1.2 ხსნის თასმებს/ზონრებს
1.3 ხსნის ელვას
მიზანი 2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო
დროს.

1
2.1 იცმევს გრძელტოტებიან შარვალს
2.2 იცმევს წინ-შესაკრავიან ტანსაცმელს
2.3 იცმევს პულოვერს
2.4 იცმევს ფეხსაცმელს
2.5 იცმევს ქვედა საცვალს, მოკლე შარვალს ან ქვედაბოლოს
მიზანი 3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს
3.1 იკრავს თასმებს/ზონრებს
3.2 იკრავს ღილებს/კნოპკებს/ფხრიწებს
3.3 იკრავს ელვას

ახალშობილები, საკვების მიღების, გათბობის, უსაფრთხოებისა და ემოციური


მხარდაჭერის მხრივ, მთლიანად მომვლელებზე არიან დამოკიდებულნი. დაბადებიდან
რამოდენიმე თვის განმავლობაში, ახალშობილებს სჭირდებათ მომვლელი საკვების
მისაღებად, ჩასაცმელად და სისუფთავის შესანარჩუნებლად. თანდათანობით,
ზრდასთან ერთად, უვითარდებათ მოტორული უნარები და ახერხებენ ამ აქტივობების
ნაწილობრივ გაკონტროლებას. სკოლამდელ ბავშვებს, ძირითადად, უკვე
დამოუკიდებლად შეუძლიათ მრავალი ყოველდღიური აქტივობის შესრულება.
ადაპტაციის არე ფოკუსირებულია შერჩეულ ყოველდღიურ აქტივობებზე, როგორიცაა
ჭამა, პირადი ჰიგიენა, ჩაცმა და გახდა. პირადი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად
დაკმაყოფილება ბავშვს პოზიტიურად უჩნებს საკუთარ თავს და თვითდამკვიდრების
უნარს უძლიერებს.

საწყის ეტაპზე, მომვლელები დიდ დროს ხარჯავენ ჩვილის კვებაზე, ჩაცმასა და მათ
უსაფრთხოებაზე. მიუხედავად მისა, რომ ჩვილები მომვლელებზე არიან
დამოკიდებულნი, მრავალი გზით თავადაც უზრუნველყობენ თავიანთ სიცოცხლეს.
დაბადებისას მათ შეუძლიათ ჭამა, კუჭში გასვლა და სხეულის ტემპერატურის
დარეგულირება. მათ აქვთ რეფლექსური ქცევები საკვების მიღებასთან მიმართებაში,
ხურავენ ტუჩებს ძუძუს თავთან მიახლოებისას, წოვენ და ყლაპავენ. ამ ადრეული
რეფლექსებიდან ზოგიერთი რჩება, მაგრამ უმეტესობა ქრება ტვინის მაღალი
ფუნქციონირებისა და წინსვლების ნიადაგზე 3-4 თვის ასაკისათვის, ახალი
საჭიროებების შესაბამისად.

ჩვილისა და გარემოს ინტერვენციით და ნევროლოგიური ზრდით ყალიბდება ნატიფი და


მსხვილი მოტორული უნარები. როდესაც ახალშობილები ეცნობიან მომვლელების
რუტინულ ქმედებებს, იწყებენ კოოპერაციას, საგნების/მოვლენების გათვალისწინებას
და ქცევების დამოუკიდებლად შესრულებას. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება გამოაძროს
ხელი სახელოდან გახდისას, ან გააღოს პირი საჭმლით სავსე კოვზის დანახვისას.
მომვლელებმა უნდა შეინარჩუნონ ბალანსი და ერთდრულად მისცენ ბავშვს ახალი
უნარების შეძენის საშუალებაც და აუცილებელი დახმარებაც უნდა გაუწიონ. ყველა

1
განვითარებად უნართან დაკავშირებით, მომვლელმა უნდა შეამციროს დახმარების
დონე და ამავდროულად უზრუნველყოს ბავშვის მიერ დავალების წარმატებით
შესრულება. აუცილებლად უნდა წავახალისოთ ბავშვი, რომ აქტივობას
დამოუკიდებლად გაართვას თავი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას დიდი დრო
დასჭირდება.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ჭამის, პირადი ჰიგიენისა და ჩაცმის უნარები იხვეწება


მოტორული, შემეცნებითი და სოციალური უნარების განვითარებასთან ერთად. ბევრ
სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეუძლია პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ
სჭირდება ვარჯიში შედარებით რთული დავალებების შესასრულებლად (მაგალითად:
ღილების გახსნა). ბავშვები სწავლობენ განსხვავებული საკვების მიღებას, ჭურჭლის
დაჭერასა და მარტივი საჭმლის მომზადებას. ბავშვების უმეტესობა საპირფარეშოს
გამოყენებას სწავლობს სკოლის ასაკამდე.

რაც შეეხება ჩაცმას, ბავშვები თავისით სწავლობენ ტანსაცმლის გახდას, ძირითადად


ფეხსაცმლის, წინდებისა და ქუდების. ეს საჭიროებს მოტორული სისტემის ნაკლებ
დახვეწილობას ვიდრე თუნდაც იგივე სამოსის ჩაცმა. შემდეგ ისინი ახერხებენ
ჟაკეტების, მაისურების, სვიტრების და შარვლების გახდასაც. მომვლელები ხშირად
ამჩნევენ, რომ ბავშვებს(1დან 3 წლამდე) არ მოსწონთ ტანსაცმლის ჩაცმა, მაგრამ გახდას
სიხარულით თანხმდებიან. იზრდება რა სკოლამდელი ასაკის ბავშვების
დამოუკიდებლობა, მათ უჩნდებათ ტანსაცმლის დაუხმარებლად ჩაცმის დიდი
სურვილი, რამაც შეიძლება სირთულეები შექმნას მოვლელებისთვისაც და თავად
მათთვისაც. ვარჯიშის შედეგად სკოლამდელი ბავშვების უმეტესობა დამოუკიდებლად
ახერხებს ჩაცმა-გახდას.

ადაპტაციური უნარების ქონის შესაძლებლობა დამოკიდებულია განვითარების


სხვადასხვა სფეროზე. ადაპტაციური უნარები ძირითადად მოიცავენ მოტორულ,
სოციალურ და შემეცნებით კომპონენტებს. აუცილებელია ნატიფი და მსხვილი
მოტორული სისტემის განვითარება და და შემეცნებით/სოციალური უნარის არსებობა
(მაგ: რომელი სამოსი გამოადგება ბავშვს წვიმიან ამინდში). ადაპტაციის სფეროში
კოორდინირებისთვის ბავშვს ესაჭიროება გარკვეული უნარები და ინფორმაცია.
მაშასადამე, მიზნები ეხება მრავალ ამოცანას, ფუნქციონალურია და შეიძლება
დავაფუძნოთ რუტინულ აქტივობებში.

ადაპტური სფერო იყოფა 3 ძირითად ნაწილად (მიმართულებები)

 საკვების მიღების (სადილის) დრო;


 პირადი ჰიგიენა;
 ჩაცმა-გახდა;

1
ადაპტაციის არის კურიკულუმი დაყოფილია 4 სექციად: 1) ინტერვენციული
მოსაზრებები 2) შემოთავაზებული აქტივობები, 3) აქტივობებზე დაფუძნებული
ინტერვენციების გამოყენება და 4) მიზნების არე. ინტერვენციული მოსაზრებები ეხება
ფაქტორებს, რომლებიც ინტერვენციონისტმა შეიძლება გაივალისწინოს
უნარშეზღუდულ, ან უნარშეზღუდულობის საფრთხის მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
შემოთავაზებული აქტივობები მოიცავს სიას, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს
ადაპტირებად უნარებზე სამუშაოდ და ასევე გვაწვდის ინფორმაციას ნივთებზე,
რომლებიც ბავშვს დაეხმარება მიზნის მიღწევაში. მესამე სექცია ეხება ილუსტრაციას
იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ აქტივობაზე დაფუძნებული ცენტრები
IFSP/IEP ის მიზანთან დაკავშირებით. ბოლო სექცია, მიზნების არე, განიხილავს
შემოთავაზებებს დაპირისპირებულ მიზნებზე, რუტინაზე, გარემოს მოწყობასა და
ინტერვენციულ აქტივობებზე სახლშიც და საკლასო ოთახშიც ყველა მიზნისთვის და
შესაბამისი ამოცანებისათვის

ინტერვენციული მოსაზრებები

ძირითადი მოსაზრებები ადაპტაციურ მიზნებზე სამუშაოდ განხილულია ქვემოთ:

 ბავშვებმა ადაპტაციური უნარები უნდა ავარჯიშონ ყოველდღიურად, სხვადასხვა


გარემოში, სხვადასხვა ადამიანებთან ერთად. რუტინული აქტივობები როგორიცაა
ჩაცმა, გახდა და ჭამა ბავშვებს უქმნის ბუნებრივ გარემოს ადაპტაციური უნარების
ასათვისებლად. ფიზიკურ თერაპისტს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა
ადაპტაციური უნარის შესწავლის მცდელობა რეალური მოტორული
დისფუნქციის მქონე კონკრეტულ ბავშვთან. მსგავს ბავშვებს შეიძლება
გამოუვლინდეთ კვებასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც მოითხოვს
კვალიფიცირებული სპეციალისტის ჩარევას. მათი მდგომარეობა შეიძლება
საჭიროებდეს განსაკუთრებულ დახმარებას ორალური (მოტორიკის) ფუნქციის
გამუმჯობესებისთვის და დამოუკიდებლად კვებისთვის. ადაპტაციური
მოწყობილობების და აქტივობების მოდიფიკაციის საჭიროებაზე ინფორმაციის
მისაღებად, ასევე ორალური კუნთების ნორმალური ფუნქციონირების
უზრუნველყოფისათვის, აუცილებელია თერაპისტთან გასაუბრება.
 მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს
მაკომპენსირებელი სტრატეგიების შეთავაზება, როგორიცაა აქტივობების
მოდიფიკაცია და ადაპტაციური მოწყობილობები, რათა გაიზარდოს ბავშვის
დამოუკიდებლობის ხარისხი. ადაპტაციური მოწყობილობები როგორიცაა ხელის
ფიქსატორი, არაპრიალა ზედაპირი, მოკლე ან რბილი საფარველის მქონე
ჩანგლები დანები და კოვზები, ფხრიწები და საპირფარეშოში არსებული ხელის

1
მოსაკიდებლები (სახელურები) მრავალი აქტივობის შესრულების საშუალებას
აძლევს ბავშვს. ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრეთ სპეციალისტს.
 პოზა მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებში.
ჭამის დროს ბავშვი სწორად და კომფორტულად უნდა იჯდეს. ინვალიდის
სავარძელში ჩამჯდარი ბავშვი ძირითადად სხვა ბავშვებზე მაღლაა და ასევე
სავარძლის მაგიდა დამატებით ბარიერს უქმნის თანატოლებთან ურთიერთობაში.
როდესაც შესაძლებელია, განსაკუთრებით სოციალური აქტივობების დროს
(როგორიცაა ჭამა სხვა ბავშვებთან ერთად), ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს
ჩვეულებრივ სავარძელზე (თუ სხვა გამოსავალი არაა ადაპტირებულზე)
 აუცილებელია დროის ადექვატურად დაგეგმვა ბავშვისთვის, დავალების სრულად
შესასრულებლად.
 მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებს შეიძლება დაეხმაროს ადაპტირებული
საგნები. მკვეთრი ფერების გამოყენება შეიძლება ძალიან წაადგეთ მსგავს
ბავშვებს. ადაპირებული საგნების გამოყენება (ხელისმოსაკიდიანი ჯამები და
თეფშები) მათთვის ნაცნობ ადგილას შენახვა (მაგ: ტანსაცმლის, თეფშების,
საპონის და ა. შ) დაეხმარებათ დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში.

შემოთავაზებული აქტივობები

თეატრალიზებული/ხელოვნების აქტივობისას ბავშვი ავარჯიშებს ადაპტაციურ უნარებს


როგორიცაა ჩაცმა, გახდა, რეცხვა და თმის დავარცხნა, როდესაც მაგ: ხატვის წინ ბავშვები
იცვამენ ხალათს და აქტივობის დასრულების შემდეგ იხდიან და რეცხავენ.
ჩამოთვლილი აქტივობები და მასალა, შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს ადაპტაციურ
არესთან დაკავშირებული უნარების გამოვლენაში. ინტერვენციული აქტივობების
სრული სიისთვის იხ. დანართი A.

თეატრალიზებული აქტივობები

როლების შესრულებისას ბავშვებმა შეიძლება ივარჯიშონ ჭამაში, პირადი ჰიგიენის


დაცვაში ჩაცმასა და გახდაში. სახლში თამაშიც ეხმარებათ ადაპტაციური მიზნის
მიღწევაში.

სხვა აქტივობებეი

 ცხობა
 კვლევითი აქტივობები
 არეულობის მომცველი/გამომწვევი არტ-აქტივობები
 ხატვა

1
 რესტორანი
 ფეხსაცმლის მაღაზია
 დათუნია ტედის პიკნიკი
 ბავშვების დაბანა

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება

ქვემოთ მოცემულია ილუსტრაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება


ინტერვენციონისტმა გააერთიანოს აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიები ბავშვის
ადაპტაციური უნარების განსავითარებლად. ბავშვის IFSP/IEP ამოცანაა რომ შეძლონ
ღილების, „კნოპების“ და ფხრიწების შეკვრა/გახსნა ჩაცმის დროს.

ინტერვენციონისტი ხედავს, რომ მარია თამაშობს ოთახის კუთხეში. ის მიყვება მარიას,


რათა ითამაშოს მასთან ერთად და სხვა ბავშვებსაც სთხოვს, რომ შეუერთდნენ.
ინტერვენციონისტი ცდილობს ბავშვის ინიციატივის წახალისებას იმის
დემონსტრირებით, თუ როგორ იხსნება „კნოპებიანი“ წინსაფარი, კაშკაშა ფერებიან
მაისურზე მიმაგრებული დიდი ღილები და ფეხსაცმელელებსა და ჩუსტებზე
მიმაგრებული ფხრიწები.

ინტერვენციონისტი აჩვენებს ბავშვებს, როგორ უნდა შეიკრან ღილები მაისურის


ჩაცმისას და ამავდროულად აღწერს თავის ქმედებებს („მე ეს ლამაზი მაისური უნდა
ჩავიცვა. ჯერ ღილებს და ღილკილოებს მივუსადაგებ ერთმანეთს, მერე შევიკრავ“)

ინტერვენციონისტი სთხოვს მარიას, რომ შეხედოს თანატოლებს, რომლებსაც უკეთ


გამოსდით ჩაცმის აქტივობა („შეხედე ლალიკოს, ის იკეთებს წინსაფარს და იკრავს
ღილებს“). კლასი შედგება ბავშვების ჰეტეროგენული ჯგუფისგან, რაც აძლევს მარიას
სხვა ბავშვებზე დაკვირვებით და განსხვავებული ძალების მქონე ბავშვების
დახმარებით, ახალი უნარების ათვისების შესაძლებლობას.

ინტერვენციონისტი იყენებს დამატებით სტრატეგიებს მარიას წასახალისებლად, რათა


გაუადვილდეს ვარჯიში მიზნის მისაღწევად. „არ დაგავიწყდეს წინსაფარის გაკეთება“
ეუბნება ინერვენციონისტი მარიას ღუმელთან თამაშისას, რაც ეხმარება მას
ღილების/ფხრიწის, ან ბანტის შეკრაში გასავარჯიშებლად.

თეატრალურ კუთხეში თამაშისას, შესაკრავების შეკვრისას, ინტერვენციონისტმა


მხოლოდ აუცილებლობის შემთხევაში უნდა გაუწიოს მარიას დახმარება.

კონკრეტული სფეროს მიზნები

1
ეს სექცია გვაწვდის მოსაზრებებს საერთო მომდინარე მიზნებზე, რუტინაზე, გარემოს
მოწყობასა და ინტერვენციულ აქტივობაზე, AEPS ის ტესტის სამიდან ექვს წლამდე
ყველა მიზნისთვის. ამოცანის დასახვის შემდეგ, ინტერვენციონისტს შეუძლია მას
შეუსაბამოს შესაფერისი მიზანი და დაადგინოს თუ რომელი შემოთავაზება
გაამარტივებს მიზნის მიღწევას.
მიზნის მიმოხილვისათვის გამოიყენება სტანდარტული ფორმატი:

მიმართულება (A და B)

მიზანი (G1, 2 და 3):

ამოცანები:

შესაბამისი/საერთო მიზნები (ცხრილი);

ყოველდღიური რუტინა;

გარემოს მოწყობა;

ინტერვენციული აქტივობები.

შესაბამისი/საერთო მიზნები: AEPS ის მიზნებს მიმდინარე და სხვა განვითარებადი


არეებიდან. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთროულად ორი და/ან მეტი სხვადასხვა
მიზნისთვის მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა მოიცავს იმ რუტინული აქტივობების სიას, რომელიც გვაძლევს


ბავშვის მიერ ათვისებული უნარების გავარჯიშების საშუალებას.

გარემო უნდა მოვაწყოთ ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და დაგეგმილი


ინტერვენციული აქტივობების გათვალისწინებით.

ინტერვენციული აქტივობები გვთავაზობს მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა


მივაღწიოთ მიზანს მისი გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაცია ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს მოწყობასა და დაგეგმილ


ინტერვენციულ აქტივობებზე იხილეთ მესამე თავში.

A: საკვების მიღების დრო (სადილობა)

1
G 1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და
ჩანგლის/კოვზის გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან
მის გარეშე.
1.1 იდებს პირში სათანადო რაოდენობის საკვებს, ღეჭავს დახურული

პირით და ყლაპავს, სანამ ჩაიდებს ახალ ულუფას

1.2 მოსვამს სათანადო რაოდენობის სითხეს და ჭიქას დებს უკან მაგიდაზე

1.3 ჭამს სხვადასხვა სტრუქტურის საკვებს

1.4 ირჩევს და ჭამს სხვადასხვა ტიპის/სახეობის საკვებს

1.5 ჭამს კოვზის/ჩანგლის გამოყენებით

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
კოგნიტური:
A კონცეფცია გაგების უნარი (ყველა მიზანი)
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B თანამონაწილეობა (ყველა მიზანი)
C გარემოსთან ურთიერთობა (ყველა მიზანი)
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს სხვადასხვა სახის სასმელისა და საკვების


მიღების საშუალება აქვთ შესაბამისი ჭურჭლის გამოყენებით, მოიცავს შემდეგს:

 სადილის ან წახემსების დრო

1
 არასტრუქტურული თამაშის დრო
 რესტორანში/კაფეში ვიზიტი

მაგალითი: სადილისა და წახემსების დრო მოიცავს განსხვავებულ საკვებს


განსხვავებული სტრუქტურით. ინტერვენციონისტი ცდილობს ბავშვების წახალისებას,
რომ გასინჯონ ახალი სახის საკვები და მიირთვან შესაბამისი ჭურჭლის საშუალებით.

გარემოს მოწყობა

 მოაწყვეთ გარემო აქტივობებისათვის, თეატრის კუთხის ჩათვლით. იმის


მიუხედავად, რომ თეატრის დროს ძირითადად სათამაშო საჭმელი გამოიყენება,
ინტერვენციონისტმა ხადახან ბავშვებს შეიძლება ნამდვილი საჭმელიც
შესთავაზოოს, რათა მოამზადონ და მიირთვან. იქონიეთ ჩანგლები, კოვზები,
ჭიქები და ჯამები, რათა ბავშვებმა აითვისონ ჭურჭლის ხელში ჭერა, იმის
მიუხედავად ვიყენებთ თუ არა ნამდვილ საჭმელს.
 როდესაც შესაძლებელია, სადილი და წახემსება შეთავსებული უნდა იყოს
ხელსაყრელ დროსთან და ბავშვის მოლოდინთან. იქონიეთ ბავშვის ზომის
მაგიდები, სკამები და ჭურჭელი, ასევე წვრილად დაჭრილი საკვები ან ისეთი,
რომლის დაჭრაც ბავშვს არ გაუჭირდება.
 ბავშვებს შესთავაზეთ სხვადასხვა სახის საკვები (რძის პროდუქტები, ხორცი,
ხილი, ბოსტნეული, პურეული) და ასევე განსხვავებული ტექსტურის მქონე
საკვები. ეს ასევე ეხმარებათ მათ სხვადასხვანაირი ჭურჭლის გამოყენების
ათვისებაში.
 იმისათვის, რომ ბავშვები მივაჩვიოთ ჭამისას კოვზისა და ჩანგლის გამოყენებას,
შევთავაზოთ ისეთი საკვები, რომელიც იჭმევა კოვზით (იოგურტი, ნაყინი,
პუდინგი) ან ჩანგლით ( ბოსტნეული, ხორცი, ხილის ნაჭრები). მიეცით ისეთი
ჭურჭელი, რომლის გამოყენებასაც ადვილად შეძლებენ.
 ჭურჭლის ადაპტაცია შეიძლება აუცილებელი იყოს განსაკუთრებული
მოთხოვნების მქონე ბავშვებისათვის რათა შეასრულონ აქტივობები
დამოუკიდებლად. მაგალითად, მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებს
გაუადვილდებათ არაპრიალა ზედაპირის ან მოკლე, მიმაგრებული სახელურიანი
ჭურჭლის გამოყენება. ადაპტირებული ჭურჭელი იყიდება და შეკვეთაც
შესაძლებელია. ადაპტაციებთან დაკავშირებით გაესაუბრეთ სპეციალისტს
მოტორული და/ან სენსორული დისფუნქციის შემთხვევაში.

მაგალითი: წახემსების დროს, მარია იყენებს ადაპტირებულ კოვზს და თავისუფალ


ხელს დებს მაგიდაზე რათა შეინარჩუნოს ბალანსი. მისი ინტერვენციონისტი ზის ახლოს
და უწევს ვერბალურ დახმარებას (მინიმალურს, მხოლოდ აუცილებელს), რათა მარიამ
ადვილად მიირთვას პუდინგი. მარია ხელში იღებს კოვზს, იღებს პუდინგს, მიქვს

1
პირთან, ათავსებს პირში და აბრუნებს კოვზს ჯამში. ინტერვენციონისტი წყვეტს
დახმარებას, როგორც კი ეს შესაძლებელი ხდება.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხ. დანართი A

სუპერ სუპი/წვნიანი

წვნინანი შეიძლება გაკეთდეს წახემსებისთვის ან ლანჩისთვის. ბავშვები შეიძლება


აქტიურად ჩაერთონ პროცესში, გარეცხონ და დაჭრან ( ზედამხედველობის ქვეშ)
ბოსტნეული, შემდეგ მოურიონ ბულიონსა და დაუმატონ სუნელები. ეს პროცესი
მოითხოვს 5 შეგრძნების გამოყენებას: შეხებას, შეხედვას, ყნოსვას, მოსმენას (მაგ:
მწვანილის დაწიწკვნის ხმა) და გემოს გასინჯვას. ბავშვებს შეიძლება ვაჩვენოთ
სხვადასხვა სტრუქტურის საკვების მაგალითები (შემწვარი ხორცი, უმი და
მომზადებული ბოსტნეული, უმი და მოხარშული მაკარონი, ბოსტნეულის ბულიონი).
სუპი შეიძლება იყოს მომზადებული რძის პროდუქტებით ან ხილით რათა ბავშვებს
მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ. ინტერვენციონისტი უნდა დააკვირდეს ბავშვის
შესაძლებლობებს ჭამის დროს ჭურჭლის, კოვზის და ჩანგლის გამოყენებისას.

ხილის სალათი

ბავშვებმა შეიძლება მოამზადონ ხილის სალათი წასახემსებლად. ინტერვენციონისტი


მათ აძლევს განსხვავებული სტრუქტურის მქონე ხილს (ბანანი, ანანასი,ქიშმიში,
ფორთოხალი, ვაშლის სალათს შეიძლება დავუმატოთ იუგორტი, თხილი ან ქიშმიში.
ინტერვენციონისტმა უნდა შესთავაზოს ბავშვებს სხვადასხვა ტექსურის და სახის
საკვები სალათის მომზადებისას. ბავშვები იყენებენ ჭურჭელს საჭმლის
მოსამზადებლადაც და საჭმელადაც.

მაგალითი: ინტერვენციონისტი უფლებას აძლევს რეზის, რომელსაც აქვს მხედველობის


პრობლემა, რომ შეხებით მიაგნოს საკვებს და ჭურჭელს. ინტერვენციონისტი სთავაზობს
მას და სხვა ბავშვებს ღრმა, სახელურიან ჯამს, რითიც ბავშვებს საშუალება აქვთ, კოვზის
გამოყენებაში ივარჯიშონ. როდესაც მოდის ხილის სალათის ჭამის დრო,
ინტერვენციონისტი ირჩევს კაშკაშა ფერის ჭურჭელს, რომელიც ესადაგება გარემოს და
ეხმარება რეზის კოვზის მასში მოთავსებაში. ის ასევე ეუბნება ბავშვებს - სად რომელი
ჭურჭელია, ან საჭმელია მოთავსებული და აწყობს მათ ბავშვებისთვის ნაცნობ
ადგილას. (მაგ: კოვზები თეფშების მარჯვნივ)

1
G 2 ემზადება საკვების მისაღებად
2.1 ემზადება ჭამის წინ

2.2 იყენებს დანას რაიმე პროდუქტის წასასმელად/გასანაწილებლად

2.3 ასხამს სითხეს სხვადასხვა ჭურჭელში

2.4 იყენებს სამზარეულოს ინვენტარს კვების დროს.

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
C გარემოსთან ურთიერთობა (ყველა მიზანი)
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხევევბი, როდესაც ბავშებს საჭმლის მომზადების და მაგიდის


გაწყობის საშუალება აქვთ მოიცავს შემდეგს:

 სადილის ან წახემსების დრო


 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: წახესებისას, ლალიკო ფცქვნის ბანანს, უსვამს კარაქს პურზე და ისხამს


პატარა დოქიდან წვენს. დედა მასთან ერთად ზის და უწევს მინიმალურ ვერბალურ
ასისტენციას, რაც აუცილებლად სჭირდება ბავშვს საჭმლის მოსამზადენლად

გარემოს მოწყობა

1
 მოაწყვეთ გარემო აქტივობებისთვის, თეატრის კუთხის ჩათვლით. იმის
მიუხედავად, რომ თეატრის დროს ძირითადად სათამაშო საჭმელი გამოიყენება,
ინტერვენციონისტმა ხადახან ბავშვებს შეიძლება ნამდვილი საჭმელი
შესთავაზოოს, რათა მოამზადონ და მიირთვან. იქონიეთ ჩანგლები, დანები,
კოვზები, ჭიქები და ჯამები რათა ბავშვებმა აითვისონ ჭურჭლის ხელში ჭერა, იმის
მიუხედავად, ვიყენებთ თუ არა ნამდვილ საჭმელს.
 შესთავაზეთ მათ ჭამის დროს ისეთი საგნები, რომლებიც მისცემთ შემდეგის
გავარჯიშების საშუალებას:
 საჭმლის მომზადება (შეფუთული კრეკერები, გაუფცქვნელი ბანანები,
კონტეინერში მოთავსებული საკვები, მაგრად მოხარშული გაუფცქვნელი
კვერცხი, შეფუთული ყველი)
 დანის გამოყენება წასასმელად (ბლაგვი დანები კარაქის პურზე წასასმელად,
მდნარი ყველის კრეკერებზე წასასმელად, ჯემის ტოსტებზე წასასმელად)
 სითხის გადასხმა კონტეინერში (წვენის გადასხმა პატარა დოქიდან ჭიქაში,
რძის გადასხმა პატარა ბოთლიდან ჭიქაში)
 მაგიდის გაწყობა ჭურჭლის გამოყენებით (ხილფაფის ან იოგურტის გადატანა
ჯამში კოვზის გამოყენებით, ნესვის ჩანგლით გადაღება ჯამში ან თეფშზე)

მაგალითი: ელიოს ვარჯიშობს დანით მდნარი ყველის პურზე წასმაზე.


ინტერვენციონისტი ეხმარება ვერბალურად და რაც შეიძლება მცირე ფიზიკურ
დახმარებას უწევს ბავშვს, რათა მან შეძლოს კრეკერის მარცხენა ხელში დაჭერა, ხოლო
მარჯვენით მგნარი ყველის მასზე გადასმა.

 პოზა მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებში.


დარწმუნდით, რომ ჭამის დროს ბავშვი სწორად და კომფორტულად ზის.
 საგნების ადაპტირება შეიძლება აუცილებელი იყოს განსაკუთრებული
მოთხოვნების მქონე ბავშვებისთვის. მოტორული და/ან სენსორული
დისფუნქციის შემთხვევაში, ადაპტაციურ ნივთებთან დაკავშირებით,
გაესაუბრეთ სპეციალისტს.

მაგალითად, მოტორული დისფუნქციის მქონე ბავშვებს გაუადვილდებათ არაპრიალა


ზედაპირის (რათა შეძლონ მაგიდაზე ჯამების ან თეფშების მყარად დადგმა.
მნისვნელოვანია, რომ ამ დროს მაგიდის, ან ჭურჭლის ზედაპირი არ სრიალებდეს) ან
მოკლე, მიმაგრებული სახელურიანი ჭურჭლის გამოყენება.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

1
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ცხოველის ფორმის ორცხობილები

ბავშვები აკეთებენ ორცხობილებს შაქრიანი ცომისგან ცხოველების ფორმებით. მათ


შეუძლიათ აქტიურად ივარჯიშონ ორცხობილების ცხობაში კონტეინერის გახსნით,
შემდეგ ინგრედიენტების ჯამში გადატანით, მასში სითხის ჩამატებით და
ინგრედიენტების ერთმანეთში არევით. როდესაც ორცხობილა გამოცხვება, ბავშვებმა
ბლაგვი დანების გამოყენებით შეიძლება წაუსვან კრემი ან ჯემი. ცხობის დროს
უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მეთვალყურეობა.

ხილის ცხოველები

ბავშვები სწავლობენ საჭმლის მომზადებასა და ჭურჭელში მოთავსებას ხილისაგან


ცხოველების გამოჭრით. ინტერვენციონისტმა ბავშვებს შეიძლება შესთავაზოს ცოცხალი
ან დაკონსერვებული ხილი, როგორიცაა მაგ: ანანასის ნაჭრები, მსხალი, დაჭრილი ბანანი,
ფორთოხალი, ქიშმიში, გარგარი, ყურძენი და ა.შ. ბავშვები აწყობენ ცხოველებს
ქაღალდის თეფშზე, იყენებენ სახისთვის ანანასის ან მსხლის ნაჭრებს, ალუბლებს ან
ქიშმიშს თვალებისთვის, ფორთოხალს ან გარგარს ყურებისთვის, ბანანს პირისთვის.
ბავშვები ვარჯიშობენ საჭმლის მომზადებაში ბანანის გაფცქვნით, ქიშმიშის ყუთიდან
ამოღებით და ხილის ჯამიდან კოვზით გადაღებით. ბოლოს ბავშვები წაიხემსებენ
თავიანთი ნახელავით.

B: პირადი ჰიგიენა

G 1 ტუალეტით სარგებლობა
1.1 იყენებს ტუალეტის ქაღალდს, ჩარეცხავს, დაიბანს ხელებს ტუალეტის

შემდეგ.

1.2 დამოუკიდებლად შედის ტუალეტში

1.3 გამოხატავს ტუალეტში შესვლის საჭიროებას

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
ადაპტური:

1
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
C გარემოსთან ურთიერთობა (ყველა მიზანი)
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

თავდაპირველად, როდესაც ბავშვები სწავლობენ ტუალეტის გამოყენებას, ხშირი


ვიზიტი საპირფარეშოში შეიძლება ხელსაყრელი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს არ
დავაძალოთ საპირფარეშოსთან დაკავშირებბული უნარების ათვისება და არ დავსაჯოთ
დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღმზრდელებმა და ინტერვენციონისტებმა
უნდა გააანალიზონ, რომ ეს თანმიმდევრული პროცესია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ
ბავშვს საპირფარეშოსთან დაკავშირებული უნარები კარგად აქვს ათვისებული,
გაუთვალისწინებელი „მარცხი“ მაინც შეიძლება მოხდეს, თუ ბავშვი დაკავებულია,
დაღლილია ან განერვიულებულია. გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად ზურგის
ტვინის თიაქრის დროს, საპირფარეშოს ტრენინგი შეიძლება შეუსაბამო/არარეალური
მიზანი იყოს, რადგან ბავშვს სფინქტერების კონტროლი დაქვეითებული აქვს.
განვითარებითმა ფსიქოლოგმა შეიძლება მოგვაწოდოს გამოსადეგი შემოთავაზებები
ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ასამაღლებლად იმ მოზრდილი
ბავშვებისთვის, რომლებიც მუშაობენ საპირფარეშოსთან დაკავშირებულ უნარებზე.

გარემოს მოწყობა

 ბავშვები საჭიროებენ საპირფარეშოსთან, ტუალეტის ქაღალდთან, ხელსაბანთან,


საპონთან, ქაღალლდის ხელსახოცებთან და სანაგვე ყუთთან წვდომას, რათა
დამოუკიდებლად მოახერხონ ტუალეტში შესვლა.
 ტანსაცმელმა, რომლის გახდაც ადვილია (მაგ: კაბები, ქვედაბოლოები, წელვადი
შარვლები და ადვილად გასახსნელი ღილები), შეიძლება გაუადვილოს ბავშვს
ტუალეტის მოხმარება. საპირფარეშოს დამოუკიდებლად გამოყენების აქტივობა
აადვილებს სხვა მიზნების მიღწევასაც. მაგ: მანიპულაციების შესრულება და
შედარებით რთული შესაკრავების გახსნა-შეკვრა.

1
 ბავშვებს, რომლებიც იყენებენ კომუნიკაციის ალტერნატულ სისტემას,
სჭირდებათ ნიშნები ტუალეტში გასვლის საჭიროების გამოსახატავად (მაგ:
ტუალეტის ნიშანი, ტუალეტის ნიშნები საკომუნიკაციო დაფაზე).
 ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება ადაპტაცია, მიზნის წარმატებულად მისაღწევად.
შემდეგმა ფაქტორებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ბავშვის მიერ
ტუალეტის ფუნქციის დამოუკიდებლად გამოყენებაში: უნიტაზის ზომა/ფორმა
(საბავშვო ზომის უნიტაზი, რომელიც ირეცხება ხელის ან ფეხის დაჭერით,
ქოთნები), ხელის მოსაკიდებლები უნიტაზის გვერდებზე, ტუალეტის ქაღალდის
ადაპტირებული ადგილმდებარეობა და ტიპი, საბავშვო ზომის ხელსაბანი
(დასადგომი კიბე, ხელის მოსაკიდებლები, ან ორივე, შეიძლება აუცილებელი იყოს
ზოგიერთი ბავშვისთვის რათა მოახერხონ ხელსაბანის გამოყენება) და ქაღალდის
ხელსახოცების ჩასადების და სასაპნის ტიპი. მხედველობის პრობლემის მქონე
ბავშვებს წაადგებათ ყველა საჭირო ნივთის ხელსაყრელ ადგილზე ქონა.
დაეკონტაქტეთ კვალიფიცირ სპეციალისტს შემოავაზებების პროგრამაში
გამოსაყენებლად.

ინტერვენციული აქტივობები

მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი აქტივობები არ შეესაბამება ამ მიზანს, სუბ-,


დაქვემდებარებული უნარების (ხელების დაბანა საჭმლის გაკეთებამდე, ან ჭუჭყიანი
თამაშის შემდეგ, ტანსაცმლის გამოცვლა როლების შესრულების დროს) განვითარება,
მაინც შეიძლება ვცადოთ. ამ საკითხთან დაკავშირებული ინტერვენციული აქტივობების
სიის სანახავად იხილეთ დანართი A.

G 2 დაბანა და თვითმომსახურება (სისუფთავის დაცვა)


2.1 იყენებს ხელსახოცს/ცხვირსახოცს ცხვირის მოსაწმენდად

2.2 იხეხავს კბილებს

2.3 იბანს და იმშრალებს დამოუკიდებლად

2.4 ივარცხნის თმას

2.5 იბანს და იმშრალებს სახეს

შესაბამისი/საერთო მიზნები

1
ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
ადაპტური:
C:3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევს თავის დაბანისა და მოვლის


საშუალებას მოიცავს შემდეგს:

 ბანაობის დრო

 დაძინების დრო

 ჩაცმა

 სადილის ან წახემსების დრო

 გადაადგილების დრო

 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: რეზის, მხედველობის პრობლემით, აქვს მიზანი, რომ დაიბანოს და


მაგალითი
გამშრალდეს დამოუკიდებლად. რეზის დედა ინახავს პირსახოცებს, საპონსა და შამპუნს
ხელმისაწვდომ ადგილას სააბაზანოში. ის უძღვება მას ხელით, აცნობს ცხელსა და ცივ
წყალზე გადამრთველებს და ასწავლის, როგორ უნდა შეამოწმოს წყალი, სანამ აბაზანაში
ჩაწვება.

მაგალითი: ბავშვები ვარჯიშობენ კბილების გახეხვაზე, წახემსების ან სადილის შემდეგ.

1
გარემოს მოწყობა

სახლშიც და საკლასო ოთახშიც იქონიეთ ისეთი საგნები, რომლებიც მისცემს ბავშვებს


დამოუკიდებლად ბანაობისა და თავის მოვლის საშუალებას. მაგალითად, საბავშო
ზომის ხელსაბანი (ან საფეხურიანი) და სარკე, რომელიც ბავშვის სიმაღლეზეა
დამაგრებული. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა საკუთარ კბილის ჯაგრისებზე,
სავარცხელზე, ხალათებზე, ქაღალდის ხელსახოცებზე და ა.შ. ინფექციების თავიდან
ასარიდებლად, ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ საზიარო ნივთები, რომლებსაც დასაბანად ან
თავის მოსავლელად იყენებენ. დაეკონტაქტეთ კვალიფიციურ სპეციალისტს
ადაპტაციებთან დაკავშირებით.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

გასეირნება პოლიციის განყოფილებაში

ბავშვები შეიძლება გაერთნონ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გასეირნებით.


ისტორიის წაკითხვა ან პოლიციის ოფიცრებზე საუბარი დაეხმარებათ ბავშვებს
ვიზიტისთვის მოსამზადებლად. ბავშვებმა შეიძლება ივარჯიშონ თავის მოვლის
უნარებზე ვიზიტისთვის გამზადებისას პირის დაბანით ან თმის დავარცხნით
(დაგჭირდებათ სარკე). წასვლამდე, ბავშვებმა უნდა წაიხემსონ, რათა არ მოშივდეთ
გასეირნებისას. შემდეგ შეიძლება კბილებიც გაიხეხონ. ინტერვენციონისტმა უნდა
იქონიოს ცხვირსახოცები და მხოლოდ აუცილებელი დახმარება გაუწიოს მათ ცხვირის
მოწმენდისას.

სახანძრო განყოფილება

ბავშვებმა შეიძლება მოაწყონ სახანძრო განყოფილება თეატრალურ კუთხეში.


განყოფილება შეიძლება ასახავდეს მეხანძრეების ყოელდღიურ ცხოვრებას, იმას თუ სად
იძინებენ, ჭამენ და/ან მუშაობენ. ინტერვენციონისტმა შეიძლება ისაუბროს იმის
შესახებ, თუ როგორ უვლიან თავს მეხანძრეები, როგორ ცდილობენ, იყვნენ სუფთები და
მოხდენილები, როდესაც არ ასრულებენ სამუშაოს. გასახდელში იქონიეთ სარკე,
„უნიფორმები“ (მაგ: თეთრი მაისურები, სახანძრო ჩაფხუტები, ყვითელი საწვიმარები და
ჩექმები), სავარცხელი ყველა ბავშვისთვის, ცხვირსახოცები და საჭმელად საჭირო
ნივთები (ჭურჭელი, ჭიქები, დოქები,ხელსახოცები, სათამაშო საჭმელი და მცირე ზომის
მაგიდები სკამებით)

1
C გახდა-ჩაცმა
G 1 იხსნის ტანსაცმლის შესაკრავს/საკინძეს
1.1 ხსნის ღილებს/კნოპკებს/ფხრიწებს

1.2 ხსნის თასმებს/ზონრებს

1.3 ხსნის ელვას

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
ადაპტური:
C:3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს
კოგნიტური:
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
სოციალური:
C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს სხვადასხვა სახის შესაკრავებით


მანიპულაციის საშუალება ეძლევა, მოიცავს შემდეგს:

 მოსვლა/წასვლა

 ბანაობის დრო

 დაძინების დრო

 გახდა/ჩაცმა

 არასტრუქტურული თამაშის დრო

1
მაგალითი: თემო მოდის სკოლაში და უახლოვდება ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ
პლასტელინით. ინტერვენციონისტი მას აბრუნებს კარადასთან და ეუბნება (სიმღერით):
„გაიხადე პალტო, თემო, შემდეგ შეგიძლია ითამაშო პლასტელინით“. თუ თემო არ/ვერ
რეაგირებს ამაზე, ინტერვენციონისტი მას უთითებს ელვა შესაკრავზე და ეუბნება, რომ
პირველ რიგში ელვის გახსნაა საჭირო. თემო ხსნის ელვას, ინტერვენციონისტი იყენებს
მინიმალურ ვერბალურ და ფიზიკურ დახმარებას დავალების შესრულების პროცესში.

გარემოს მოწყობა

 იქონიეთ საგნების დიდი რაოდენობა, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაკრავებით


მანიპულირების საშუალებას (მაგ: თოჯინები განსხვავებულ შესაკრავიანი
ტანსაცმლით როგორიცაა კნოპკები, ღილები, ფხრიწები, თასმები; სასცენო
ტანსაცმელი სხვადასხვა ტიპის შესაკრავებით). მოაწყვეთ კლასი აქტივობის
არეალად, თეატრის კუთხის ჩათვლით და ისე განათავსეთ საგნები, რომ ბავშებმა
ადვილად მოახერხონ მათი გამოყენება. სასცენო ტანსაცმელი უნდა მოიცავდეს
ღილებიან, „კნოპკებიან“, ფხრიწებიან, ელვიან და თასმებიან ტანსაცმელს.

 მოტორიკის კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია, შეიძლება დაეხმაროს


ინტერვენციონისტს, სენსორული და/ან მოტორული დისფუნქციის მქონე
ბავშვებისთვის აქტივობის შემუშავებაში. შესაკრავებით მანიპულაციებთან
დაკავშირებული აქტივობები, ბავშვის პოტენციალისა და დამოუკიდებლობის
მაქსმალურად გასაზრდის მიზნით, უნდა მოიცავდეს: ადეკვატურ პოზიციას
(დგომა ან ჯდომა), აქტივობების თანმიმდევრულობას, შესაკრავების სხვადასხვა
ტიპს ან ცვლილებებს ტანსაცმელში, დამხმარე მოწყობილობებს ხელისა და
მკლავისთვის, მაგალითის ჩვენების კომბინაციას და ფიზიკურ და/ან ვერბალურ
დახმარებასთან.

 ბავშვები, რომლებსაც აქვთ ნატიფი მოტორული კონტროლის მხრივ


უნარშეზღუდვა, შეიძლება საჭიროებდნენ თანატოლების, ოჯახის წევრების, ან
კლასის პერსონალის დახმარებას. ბავშვები მოტორული დისფუნქციით,
მნიშვნელოვნად მეტ დროს მოითხოვენ ჩაცმის აქტივობის შესასრულებლად.
დახმარების უბრალოდ შეთავაზების ნაცვლად, მომვლელებმა და
ინტერვენციონისტებმა უნდა შეარჩიონ ადეკვატური დრო შესაკრავებით
მანიპულირებისთვის, ჩაცმისა და თამაშისას.

ინტერვენციული აქტივობები

1
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი Aში

ექიმის კაბინეტი

ბავშვებმა შეიძლება მოაწყონ ექიმის კაბინეტი საკლასო ოთახის თეატრის კუთხეში.


ინტერვენციონისტმა შეიძლება მისცეს ბავშვებს სამედიცინო დანიშნულების ნივთები,
როგორიცაა სათამაშო სტეტოსკოპი, საკაცეები პაციენტებისთვის, გადაუდებელი
დახმარების საშუალებები და უნიფორმები. ამ თამაშში ჩართვისას ბავშვებს ეძლევათ
ტანსაცმლის შესაკრავების გახსნის შესაძლებლობა. „პაციენტებს“ შეუძლიათ გაიხსნან
ზონრები ფეხსაცმელებზე, ან ელვა შესაკრავი ქურთუკზე, გასასინჯად ტახტზე
დაწოლამდე, ხოლო „ექიმებსა“ და „ექთნებს“ შეუძლიათ გაიხსნან
ღილები/ელვა/ფხრიწები თავიანთ „უნიფორმებზე“ „ოპერაციის“ შემდეგ.

სხეულის ფორმების დახატვა

ბავშვები ავლებენ თავიანთ სხეულის კონტურებს. ეს აქტივობა შეიძლება ბავშვმა


შესაკრავებიანი ხალათის ჩაცმით დაიწყოს. კონტურის შესაქმნელად ბავშვი წვება
ქაღალდზე და ინტერვენციონისტი, ან სხვა ბავშვი იწყებს ხაზების გავლებას ცარცით ან
მარკერით მისი სხეულის გარშემო. შემდეგ ქაღალდზე მოხაზული კონტური იკვრება
კედელზე და ბავშვს შეუძლია სახის ნაკვთების, ტანსაცმლის ან უკანა ფონის მიხატვა.
ინტერვენციონისტმა საღებავი უნდა გაამზადოს აქტივობამდე და დარწმუნდეს, რომ ის
კედელზე არ ჩამოწვეთავს. ბავშვები ვარჯიშობენ შესაკრავების შეკვრა-გახსნაში,
როდესაც ისინი ასრულებენ აქტივობას და იხდიან ხალათს.

G 2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს


საჭირო დროს.

2.1 იცმევს გრძელტოტებიან შარვალს

2.2 იცმევს წინ-შესაკრავიან ტანსაცმელს

2.3 იცმევს პულოვერს

2.4 იცმევს ფეხსაცმელს

2.5 იცმევს ქვედა საცვალს, მოკლე შარვალს ან ქვედაბოლოს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:

1
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
ადაპტური:
C:3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს
კოგნიტური:
A:1 ესმის ფერის, ფორმის და ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.

სოციალური:
C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევენ საჭირო დროს შესაფერისი


ტანსაცმლის ამორჩევაში გავარჯიშების საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 დაძინების დრო

 გადაადგილების დრო

 ჩაცმა

 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: თემოს შეუძლია ფეხსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, მაგრამ ხანდახან


იცვამს არასწორ ფეხზე. ინტერვენცონისტი ათავსებს პატარა წითელს სტიკერს თითთან
ახლოს ორივე კედში. თემო იცვამს ფეხსაცმელს გარეთ სათამაშოდ გასვლამდე და თუ
საჭირო გახდა ინტერვენციონისტი ახსენებს მას რომ სტიკერები ერთმანეთს შეახოს. ის
ასევე ამახვილებინებს ბავშვს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ იბურცება ფეხსაცმელი
თითების ადგილას და როგორც კი შესაძლებელია წყვეტს სტიკერების გამოყენებას
(დახმარებას).

გარემოს მოწყობა

1
 ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ტანსაცმლის დამოუკიდებლად პოვნის საშუალება
სახლშიც და სკოლაშიც. კარადები და უჯრები მათ აძლევთ სკოლაში პირადი
ნივთების შენახვის საშუალებას, ხოლო საბავშვო ზომის კარადები და დაბალი
თაროები სახლში ტანსაცმლის დამოუკიდებლად არჩევის საშუალებას.

 როდესაც ბავშვები იწყებენ ჩაცმის სწავლას, შესთავაზეთ ისეთი სამოსი, რომლის


ჩაცმაც მარტივია (წელვადი შარვლები, დიდი ზომის მაისურები). როდესაც ბავშვი
გათვითცნობიერდება/გავარჯიშდება მათ ჩაცმაში, უკვე შეიძლება სხვა ტიპის
ტანსაცმლის გამოყენებაც.

 კლასის თეატრის კუთხეში იქონიეთ საინტერესო ტანსაცმელები და უნიფორმები,


რომლებიც ბავშვებს მისცემენ უნარების დახვეწის საშუალებასაც (თბილი
მაისურები, შარვლები, მაქმანებიანი ბლუზები, ორიგინალური ფეხსაცმელები)

მაგალითი: ჯეკო ზის სკამზე და ინტერვენციონისტი აწვის (სწორ პოზიციაში)


პოლიციელის შარვალს. ის ბავშვს სთხოვს, რომ ყურადღება გაამახვილოს იარლიყზე
შარვლის უკან. ჯეკო ზის სკამზე, სანამ შარვალს მუხლებამდე არ ამოიწევს, შემდეგ
დგება უკვე ბოლომდე/წელამდე იწევს მას. ინტერვენციონისტი ეხმარება ღილების
შეკვრაში.

 მოტორიკის კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია შეიძლება დაეხმაროს


ინტერვენციონისტს სენსორული და/ან მოტორული დისფუნქციის მქონე
ბავშვებისთვის აქტივობის შემუშავებაში. ტანსაცმლის შერჩევასთან და
დამოუკიდებლად ჩაცმასთან დაკავშირებული ბავშვის პოტენციალისა და
დამოუკიდებლობის მაქსიმალურად გასაზრდელად საჭირო ღონისძიებები უნდა
მოიცავდეს ადეკვატურ პოზიციას (დგომა ან ჯდომა), აქტივობების
თანმიმდევრულობას, შესაკრავების ტიპს ან ცვლილებებს ტანსაცმელში,
დამხმარე მოწყობილობებს ხელისა და მკლავისთვის, მაგალითის ჩვენების
კომბინაციას და ფიზიკურ და ვერბალურ დახმარებას. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება
დასჭირდეს დამატებითი ადაპტაციები, რათა შეძლონ ტანსაცმლის
დამოუკიდებლად ჩაცმა (ქურთუკის საკიდების დაბლა დამაგრება იმ
ბავშვებისთვის, რომლებიც იყენებენ ინვალიდის სკამს და ტანსაცმლის ნაცნობ
ადგილას შენახვა ვიზუალური დისფუნქციის შემთხვევაში).

 ბავშვები, რომლებსაც აქვთ ნატიფი მოტორული უნარების შეზღუდვა, შეიძლება


საჭიროებდნენ თანატოლების, ოჯახის წევრების ან კლასის პერსონალის
დახმარებას. ბავშვები მოტორული დისფუნქციით მნიშვნელოვნად მეტ დროს
მოითხოვენ ჩაცმის აქტივობის შესასრულებლად. უბრალოდ დახმარების
შეთავაზების მაგივრად მომვლელებმა და ინტერვენციონისებმა უნდა შეარჩიონ
ადეკვატური დრო ჩაცმისა და თამაშისას.

1
ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

ტყის რეინჯერი (მეტყევე)

ინტერვენციონისტი უკითხავს წიგნს ბავშვებს, ან იწყებს საუბარს იმის შესახებ, თუ რას


აკეთებებენ მეტყევეები სამსახურში (ასწავლიან ადამიანებს ბუნების შესახებ,
აკონტროლებენ კარვის ადგილებს, აკვირდებიან ხანძარი ხომ არ გაჩნდა ტყეში).
თეატრის კუთხე მოწყობილია კემპინგის არედ, კარვებით (სკამებზე გადაფარებული
ზეწრებით), „კოცონით“ (მრგვალად დაწყობილ ქვებზე დადებული ჯოხებით), სამგზავრო
ქვაბებით და ჭურჭლით, ზურგჩანთებით, წყლის ბოთლებით, ძველი პლედებით, ტყისა
და ცხოველების სურათებით. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ტანსაცმლის ამორჩევისა და
დამოუკიდებლად ჩაცმის საშუალება. იქონიეთ ზოლიანი პერანგები, საწვიმარები,
წვიმაში ან თოვლში ჩასაცმელი ფეხსაცმელი და მეტყევის უნიფორმა(მწვანე კაბა, მწვანე
შარვალი, მეტყევის ქუდი, ქამარი, ბათინკები)

წავიდეთ სათევზაოდ

ბავშვები მიდიან სათევზაოდ და მიაქვთ თევზი „მაღაზიაში გასაყიდად“. ანკესი


შეიძლება გავაკეთოთ თოკის ერთ ბოლოზე ჯოხის მიმაგრებით, ხოლო მეორე ბოლოზე
კაუჭის. ბავშვები ქაღალდიდან ჭრიან თევზებს და უმაგრებენ სკრეპებს რათა ისინი
შემდგგომში მიაბან ანკესს. ბავშვები ვარჯიშობენ ტანსაცმლის (კომბინიზონები, თბილი
მაისურები, წინდები, ქურთუკები, მაისურები, ქვედაბოლოები, ხალათები) არჩევასა და
დამოუკიდებლად ჩაცმაში, მეთევზის, გამყიდველის ან მყიდველის როლის
შესრულებისას. მოაწყვეთ მაღაზია სკამებით, სალაროთი, სათამაშო საჭმლითა და
კალათებით.

G 3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს


3.1 იკრავს თასმებს/ზონრებს

3.2 იკრავს ღილებს/კნოპკებს/ფხრიწებს

3.3 იკრავს ელვას

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1 ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული

1
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
სოციალურ-კომუნიკაციური:
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს

სოციალური:
C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
შენიშვნა:

ყოველდიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს სხვადასხვა სახის შესაკრავების გახსნით


ვარჯიშის საშუალება ეძლევა, მოიცავს შემდეგს:

 დაძინების დრო

 გადაადგილების დრო

 ჩაცმა

 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: რეზი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, იცვამს დილით საუზმემდე.


ის ირჩევს ტანსაცმელს, რომელიც მისთვის ნაცნობ ადგილასაა შენახული, მაგრამ
დახმარება სჭირდება პერანგზე ღილების შესაკვრელად. დედა აყოლებინებს მას ხელს
ღილებსა და ღილკილოებზე, რათა აღიქვას ისინი და შემდეგ ეხმარება ვერბალურად და
რაც შეიძლება ნაკლებად ფიზიკურად, რათა რეზიმ დამოუკიდებლად შეძლოს ღილების
შეკვრა.

გარემოს მოწყობა
 იქონიეთ საგნების დიდი რაოდენობა, რომლებიც ბავშვებს მისცემს შესაკრავებით
მანიპულირების საშუალებას (მაგ: თოჯინები განსხვავებულ შესაკრავიანი
ტანსაცმლით როგორიცაა კნოპკები, ღილები, ფხრიწები, თასმები, სასცენო
ტანსაცმელი სხვადასხვანაირი შესაკრავებით). მოაწყვეთ კლასი აქტივობის არედ,
თეატრის კუთხის ჩათვლით და ისე განათავსეთ საგნები, რომ ბავშებმა ადვილად

1
მოახერხონ მათ გამოყენება. სასცენო ტანსაცმელი უნდა მოიცავდეს ღილებიან,
„კნოპკებიან“, ფხრიწებიან, ელვიან და თასმებიან ტანსაცმელს.

 მოტორიკის კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია, შეიძლება დაეხმაროს


ინტერვენციონისტს სენსორული და/ან მოტორული დისფუნქციის მქონე
ბავშვებისთვის აქტივობის შემუშავებაში. შესაკრავებით მანიპულაციებთან
დაკავშირებული აქტივობები ბავშვის პოტენციალისა და დამოუკიდებლობის
მაქსმალურად გასაზრდელად უნდა მოიცავდეს პოზიციას (დგომა ან ჯდომა),
აქტივობების თანმიმდევრულობას, შესაკრავების ტიპს ან ცვლილებებს
ტანსაცმელში, დამხმარე მოწყობილობებს ხელისა და მკლავისთვის, მაგალითის
ჩვენების კომბინაციას და ფიზიკურ და ვერბალურ დახმარებას.

 ბავშვები, რომლებსაც აქვთ ნატიფი მოტორული უნარების შეზღუდვა, შეიძლება


საჭიროებდნენ თანატოლების, ოჯახის წევრების ან კლასის პერსონალის
დახმარებას. ბავშები მოტორული დისფუნქციით მნიშვნელოვნად მეტ დროს
მოითხოვენ ჩაცმის აქტივობის შესასრულებლად. დახმარების უბრალოდ
შეავაზების ნაცვლად, მომვლელებმა და ინტერვენციონისტებმა უნდა შეარჩიონ
ადეკვატური დრო შესაკრავებით მანიპულირებისთვის, ჩაცმისა და თამაშისას.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

პიკნიკზე წასვლა

ბავშვები ამზადებენ საჭმელს და პატიჟებენ ოჯახის წევრებს პიკნიკზე წასასვლელად.


სასურველია პიკნიკი მოეწყოს სკოლის შემდეგ, ან შაბათ-კვირას, რომ მომუშავე ოჯახის
წევრებმა შეძლონ მონაწილეობის მიღება. ოჯახის წევრების დაპატიჟებამდე, ბავშებმა
შეიძლება ივარჯიშონ პიკნიკის მოწყობაში ეზოში წახემსებით. ბავშვები ვარჯიშობენ
შესაკრავების შეკვრაში პიკნიკისთვის მომზადებისას, განსაკუთრებული ტანსაცმლის ან
ქურთუკის ჩაცმისას ცივ ამინდში. თბილ ამინდში, ბავშვებს შეიძლება ესიამოვნოთ
ფეხსაცმლის გახდა ბალახიან ადგილზე. თან ივარჯიშებენ თასმის ტიპის შესაკრავების
შეკვრაში ფეხსაცმლის ჩაცმისას.

ბავშვების დაბანა

ბავშვები ბანენ თავიანთ „შვილებს“ (გამოიყენეთ წყალგამძლე თოჯინები) აბაზანაში ან


წყალში. ინტერვენციონისტმა მათ უნდა მისცეს შამპუნი, საპონი, რბილი სავარცხელი,
პირსახოცები, ხალათები და ბავშვის ტანსაცმელი სხვადასხვანაირი შესაკრავებით (ელვა,
კნოპკები, ღილები, ფხრიწები). ბავშვები ხვეწავენ შესაკრავების შეკვრის უნარებს

1
აქტივობისათვის მზადებისას (იცვამენ შესაკრავებიან ხალათებს) და აქტივობაში
ჩართვისას (აცმევენ თოჯინებს ბანაობის შემდეგ, კრავენ მათი ტანსაცმლის/ფეხსაცმლის
თასმებს).

AEPS - კოგნიტური სფერო


3-6 წლის ასაკისათვის

1
AEPS ტესტის პუნქტები:
მიმართულება A: კონცეფცია (გაგების უნარი)
მიზანი 1 ესმის ფერის, ფორმის და ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია

1.1 განასხვავებს 8 სხვადასხვა ფერს

1.2 განასხვავებს 5 სხვადასხვა ფორმას

1.3 ესმის ექვსი სხვადასხვა ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია

მიზანი 2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია

2.1 ესმის ათი განსხვავებული თვისობრივი მახასიათებლის მნიშვნელობა/კონცეფცია

2.2 ესმის რვა განსხვავებული რაოდენობის აღმნიშვნელი ცნების

მნიშვნელობა/კონცეფცია

მიზანი 3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია

3.1 ესმის თორმეტი სივრცითი მნიშვნელობის კონცეფცია

3.2 ესმის შვიდი სხვადასხვა დროსთან დაკავშირებული კონცეფცია

მიმართულება B: კატეგორიებად დაყოფა/დაჯგუფება


მიზანი 1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების

მიხედვით

1.1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს კატეგორიების მიხედვით

1.2 აჯგუფებს საგნებს ფუნქციური კრიტერიუმების მიხედვით

1.3 აჯგუფებს საგნებს ფიზიკური თვისებების მიხედვით

მიმართულება C: თანმიმდევრობა
მიზანი 1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ

მითითებას.

1.1 ასრულებს მისთვის ჩვეულ სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ მითითებას

მიზანი 2 აჯგუფებს ნივთებს სიგრძის და/ან ზომის მიხედვით

2.1 არგებს სხვადასხვა ნივთებს ერთმანეთს შესაფერისად

1
მიზანი 3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავშ

3.1 დააბოლოვებს მისთვის ნაცნობ მოთხრობას ან მოვლენას

მიმართულება D: იხსენებს მოვლენებს


მიზანი 1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას

კონტექსტური/სიტუაციური მითითების გარეშე

1.1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას

კონტექსტური/სიტუაციური მითითებით.

1.2 გადმოსცემს/მოყვება მომხდარ მოვლენას უშუალოდ მისი მოხდენისთანავე.

მიმართულება E: პრობლემის გადაჭრა


მიზანი 1 აფასებს პრობლემის გადაჭრის გზებს

1.1 სთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის მისაღებ ხერხს

1.2 ესმის მიზნის მნიშვნელობა

მიზანი 2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად, ნივთების,

პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით

2.1 იძლევა დასკვნის საფუძველს

2.2 გამოთქვამს ვარაუდს მომავლის ან ჰიპოთეზური მოვლენის შესახებ

2.3 ახერხებს ზოგიერთი მოვლენის მიზეზების ახსნას

მიმართულება F: თამაში
მიზანი 1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში

1.1 ადგენს წესებს

1.2 გეგმავს და მონაწილეობს/განასახიერებს ამოცნობად მოვლენებს, თემებსა და

სიუჟეტებს

1.3 იყენებს წარმოსახვით უნარებს

მიზანი 2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით

2.1 ინარჩუნებს თამაშში თანამონაწილეობას

1
2.2 იცავს თამაშის წესებს

მიმართულება G: პრემათემატიკა/არითმეტიკა
მიზანი 1 ითვლის მინიმუმ ოც საგანს

1.1 ითვლის მინიმუმ ათ საგანს

1.2 ითვლის მინიმუმ სამ საგანს

მიზანი 2 ხვდება ციფრების მნიშვნელობას

2.1 ასახელებს/ამოიცნობს ციფრებს ათამდე

2.2 ცნობს დაწერილ ციფრებს

მიმართულება H: ფონოლოგიური უნარები


მიზანი 1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას

1.1 იყენებს გარითმვის უნარებს

1.2 დაანაწევრებს/დაშლის წინადადებებს და სიტყვებს

1.3 შეადგენს სიტყვებს ცალკეული ბგერებისგან და მარცვლებისგან

1.4 ცნობს და ანსხვავებს ერთნაირ და სხვადასხვა ბგერებს სიტყვის დასაწისსა და

ბოლოში

მიზანი 2 იყენებს ასო-ბგერის კავშირს/ასოციაციას სიტყვის გამოთქმის და წერის დროს

2.1 წერს სიტყვებს ასოების გამოყენებით (თითოეულ ბგერას შეუსაბამებს ცალკეულ


სიმბოლოს - ასოს)

2.2 გამოთქვამს სიტყვებს (მასში შემავალ ბგერებს) სწორად (სწორი თანმიმდევრობით).


2.3 სწორად კითხულობს/გამოიცნობს ასოებს

მიზანი 3 „კითხულობს“ მინიშნებების/სიმბოლოების დახმარებით

3.1 ამოიცნობს/ასახელებს ასოებს

შემეცნება გამოხატავს ფიქრისა და სწავლის პროცესს, რომელსაც ადამიანები იყენებენ


დასახული მიზნების მისაღწევად, პრობლემების გადასაწყვეტად და გარემო
პირობებთან შესაგუებლად. ბავშვის შემეცნებით უნარზე გავლენას ახდენს გენეტიკა,
ფიზიოლოგია და გამოცდილება. აშკარაა, რომ შემეცნებითი უნარების ქონა ძალიან

1
მნიშვნელოვანია ბავშვის ბედნიერებისა და ჯანმრთელობისთვის, წარმატებისთვის და
დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბებისთვის.

კურიკულუმის შემეცნებითი სფერო შექმნილია ბავშვისა და მისი სოციალურ-ფიზიკური


გარემოს ინტერვენციების გასაფართოვებლად. აქტივობები და სტრატეგიები ისეა
მოწყობილი, რომ განავითაროს ბავშვისათვის ადეკვატური გარემო, განავრცოს
ბავშვისათვის დამახასიათებელი ინიციატივები, გაამრავალფეროვნოს და შესძინოს
ახალი უნარები. პიაჟეს თეორია, შემეცნებით განვითარებაზე, გვთაზობს ძირითად
კონსტრუქციას ამ სფეროში მიზნებისა და ინტერვენციული აქტივობების
საორგანიზაციოდ. მიზნებისა და აქტივობების გაცნობამდე შემოთავაზებულია მოკლე
მიმოხილვა ადრეული შემეცნებითი განვითარების შესახებ.

პიაჟის მიერ აღწერილ, შემეცნებითი განვითარების ადრეულ სენსორო-მოტორულ


სტადიაში, ახალშობილის ინტერვენცია გარემოსთან განპირობებულია სენსორული და
პრიმიტიული მოტორული ქცევებით, როგორიცაა მხედველობა, ხმა და შეხება. ბავშვი
სწავლობს საგნების ხელში დაჭერით, ტაცებით, პირში ჩადებით და შემდეგ იმ
ინფორმაციის გადამუშავებით, რომელსაც იღებს ამ ქმედებებიდან. სრული სენსო-
მოტორული პერიოდის განმავლობაში, რომელიც გრძელდება დაბადებიდან
დაახლოებით 2 წლამდე, ბავშვები თანდათანობით იძენენ ასოცირების უნარს, იყენებენ
სიმბოლოებს საგნების, სოციალური აგენტების, შემთხვევების გამოსახატავად და
გააზრებულად მანიპულირებენ ამ სიმბოლოებით. მაგალითად, საგნების მუდმივობის
(რომ საგანი მაშინაც არსებობს, როცა ვერ ვხედავთ) აღქმის უნარი, სიცოცხლის მეორე
წლის განმავლობაში, დამოკიდებულია ბავშვის უნარზე, შეინარჩუნოს მენტალური
წარმოდგენა, ან სურათი საგნისა, რომელიც მოცემულ მომენტში მხედველობის არეში არ
აქვს. ბავშვები, რომლებიც ხვეწენ სიმბოლოებით მენტალურ მანიპულაციას, გადადიან
შემეცნებითი განვითარების შემდეგ ეტაპზე. ბავშვი სწავლობს „თავის თავში“
მოქმედებების წარმოდგენას და იმის გააზრებას, თუ რა შედეგი მოყვება მის ქმედებას.
სენსო-მოტორულიდან პრეოპერაციულ ფაზაში გადასვლა, რომელიც ძირითადად 24-
დან 36 თვის ასაკში ხდება გვიჩვენებს, რომ ბავშვები სწავლობენ საგნებისა და
მოვლენების მენტალურად წარმოდგენას და იწყებენ „ფიქრს“ წარსულ, მიმდინარე და
მომავალ აქტივობებზე. ისინი სწავლობენ სიმბოლოების გამოყენებას, ჯერ
კონკრეტულის, შემდეგ კი გადადიან აბსტრაქტულზე. მაგალითად, ბავშვმა
თავდაპირველად შეიძლება ისწავლოს, რომ სათამაშო კატა გამოხატავს ნამდვილ კატას,
შემდეგ კი ისიც, რომ შავთეთრი ესკიზები გამოხატავენ კატას.

3-დან 6 წლამდე ბავშვები, რომლებიც პრეოპერაციულ ფაზაში არიან, ხვდებიან, რომ


გარემო არსებობს წინასწარ განჭვრეტადი ფორმით. ბავშვებს ექმნებათ წარმოდგენა
სხვადასხვა საკითხებზე, რაც მათ საშუალებას აძლევთ საშუალებას, ამოიცნონ საგნები

1
ზომის, ფორმის, ადგილმდებარეობის და სხვა გარემოებების შეცვლის მიუხედავად.
სამეტყველო ენა შექმნილია ინფორმაციის გასაცვლელად და ბავშვებს პრეოპერაციულ
ფაზაში შეუძლიათ მისი შესწავლა სხვებთან კომუნიკაციით. ფართო დიალოგები
წარმოდგენილია თემებში. გრამატიკული ცოდნა ფართოვდება და იხვეწება. ბაშვებს
შეუძლიათ უკუკავშირის ძიება კითხვების ან დამოწმების საშუალებით და აქვთ უნარი
მიყვნენ რთულ ინსტრუქციებს.

კონცეფციურ და სიმბოლურ აზროვნებასთან ასოცირებულია ბავშვების ზრდადი


შესაძლებლობა, მიბაძონ ან გაიმეორონ ქმედებები, რომლებსაც ადრე მხოლოდ
აკვირდებოდნენ და როლების შესრულების უნარი. მაგალითად ბავშვებს შეუძლიათ
შეასრულონ ისეთი რაღაცის ან ვიღაცის როლი, რომელსაც ადრე დააკვირდნენ და
გამოიყენონ გარკვეული საგნები სხვა ნივთების ნაცვლად (კუბიკი ცვლის მატარებლის
ვაგონს, დაალევინონ თოჯინას წყალი არარსებული ჭიქიდან).

ინტერვენციული მოსაზრებები

ძირითადი მოსაზრებები, შემეცნებითი სფეროს მიზნებზე/ამოცანებზე მუშაობისთვის,


განხილულია ქვემოთ:

 ზოგიერთი, სპეციალური, სკოლამდელი, საგანმანანათლებლო პროგრამა, აქცენტს


აკეთებს სასკოლო უნარებზე, (რიცხვები, ასოები, ფერები, წერის უნარები). თუ
ბავშვს უჭირს აკადემიური უნარების ათვისება, მუშაობა
ინტერვენციონისტისათვისაც და ბავშვისთვისაც რთულდება. დამატებითი,
არააკადემიური უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, სოციალური ინტეგრაცია,
მითითებების შესრულება, ყურადღება და ერთი აქტიობიდან მეორეზე მარტივად
გადასვლის უნარი, ისეთივე მნიშნელოვანია სკოლაში წარმატებულად სწავლისას,
როგორც აკადემიური უნარები.
 ბავშვებისთვის, მიზნების/ამოცანების შერჩევისას, გაითვალისწინეთ მათი
განვითარების მიმდინარე დონე. რამდენად გამოადგება ბავშვს დასახული მიზანი
ყოველდღიურ ცხოვრებაში? მიანიჭებს მეტ დამოუკიდებლობას? შემეცნებითი
სფეროს განუვითარებლობის შემთხვაში, ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ
უნარების ასათვისებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია მიზნები იყოს ფუნქციური და
გამოსადეგი არსებულ და მომავალ გარემოში.
 ფრთხილად დააკვირდით ბავშვს და იმუშავეთ მისთვის ნაცნობ მოზრდილებთან
ერთად. კომუნიკაციური საშუალებების შერჩევისას, არავერბალურ ბავშვებს
შესთავაზეთ კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდი (შემეცნებით უნარებზე
მუშაობის დროს).

1
 ფრთხილად დააკვირდით ბავშვს გარემოსთან, აქტივობებთან და განვითარების
არესთან მიმართებაში, სანამ გააკეთებთ დასკვნას მათი შემეცნებითი
შესაძლებლობების შესახებ.
 ბავშვებმა, პრობლემის გადაჭრის უფრო დახვეწილი მეთოდები, შეიძლება
გამოავლინონ ნაცნობ გარემოში აქტივობებისას, ნაცნობ მოზრდილებთან და
თანატოლებთან ყოფნის დროს.
 უნარშეზღუდულ ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ განსაკუთრებული პირობები
ქცევების გენერალიზაციის გასამარტივებლად (ვიზუალი, აუდიტორია,
კინესთეტური, სტილის კომბინაცია). სიტუაციის აღსქმელად შეიძლება საჭირო
გახდეს ბავშვის მიერ მრავალი განსხვავებული საგნის, ადამიანის, შემთხვევის
აღმოჩენა სხვადასხვა აქტივობებთან და გარეემოსთან მიმართებაში (მაგ:ყველაეს
მრგვალი საგანი, ბურთია, მაგრამ მათ აქვთ განმასხვავებელი ნიშნებიც:
ფერი,ზომა, მასალა, წონა).
 სივრცითი აღქმა განსაკუთრებით რთულია მხედველობის პრობლემის მქონე
ბავშვებისთვის. შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, სამ განზომილებიანი
საგნებიდან (მაგ. გლობუსი) 2 განზომილებიან საგანზე (მაგ სურათი ამობურცული
გრაფიკით) გადასვლა.
 გარემოში თავისუფლად მოძრაობის უუნარობამ, შეიძლება შეაფერხოს
შემეცნებითი განვითარებაც. ინტერვენციონისტმა სპეციალისტთან ერთად უნდა
იმუშაოს გარემოს, საგნებისა და აქტივობების ადაპტაციებზე, რათა ბავშვს მიეცეს
საგნებით აქტიური მანიპულირების და მათი შესწავლის, აქტივობებში ჩართვისა
და თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
 გაეცანით ხმაურისა და ყურადღების გაფანტვის ხარისხს გარემოში. ზოგიერთ
ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს გარკვეულ აქტივობებზე დასწრება (მაგ წიგნის
კითხვა), როდესაც ეფანტება ყურადღება (მაგ. სხვა ბავშვები ლაპარაკობენ,
ხმაური).

შემოთავაზებული აქტივობები

შემდეგი აქტივობებისა და საგნების სია შეიძლება დაეხმაროთ ბავშვებს შემეცნებასთან


დაკავშირებული უნარების გამოვლენაში. ინტერვენციული აქტივობების სრული
სიისთვის იხილეთ დანართი A.

თეატრის აქტივობა

1
თეატრის კუთხე საუკეთესო გარემოა ბავშვებისთვის შემეცნებისთვის უნარების
ასათვისებლად. აირჩიეთ ისეთი საგნები, რომლებიც ბავშვებს დასახული
მიზნების/ამოცანების მიღწევაში დაეხმარებათ. მაგალითად: თუ ბავშვის მიზანია
საგნების დაჯგუფება ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით, იქონიეთ ნივთები,
როგორიცაა განსხვავებული წინდები, ჭურჭელი და მონეტები, რომელთა დაწყობაც
შეიძლება ფერის, ფორმის და ზომის მიხედვით. შემეცნებასთან დაკავშრებული
მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება თამაშები, მაგ: სახლობანა, ფეხსაცმლის მაღაზია,
საფოსტო განყოფილება, თვითფრინავობანა.

სხვა აქტივობებიხი

 ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები


 სამაგიდო თამაშები
 წიგნები/ წიგნების შექმნა
 კოლაჟები
 კონსტრუქტორი/მანიპულაციური აქტივობები
 საჭმლის კეთება
 გამომხატველობითი ხელოვნება
 სხვადასხვა ფერებით ხატვა
 მცენარეების დარგვა
 პლასტელინი
 „გარეული ნიორი“
 „დათუნია ტედის დათვლის თამაში“
 ქვიშაში/წყალში თამაში
 „რა გვაკლია?“

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება

შემდეგში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება გააერთიანოს ინტერვენციონისტმა


აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიები ბავშვის შემეცნებითი უნარის
განსავითარებლად. ალისას IFSP/IEP მიზანია, რომ ბავშვმა: 1) მოძებნოს გამოსავალი
პრობლემიდან (შეიძლება ზრდასრული აეხმაროს კარნახით), 2) სწორად დათვალოს 5
ნივთი.

ინტერვენციონისტი აკვირდება ალისას, რომელიც ირჩევს პლასტენილით თამაშს. ის


უერთდება ალისას და სხვა ბავშვებსაც იგივეს სთხოვს. კლასი შედგება განსხვავებული
შესაძლებლობების მქონე ბავშვებისგან, რაც აძლევს მას თანატოლებზე დაკვირვებით
და მასზე უნარშეზღუდული ბავშვების დახმარებით, შეიძინოს ახალი უნარები.

1
ინტერვენციონისტს „ავიწყდება“გასაბრტყელებლის პლასტელინებთან ერთად დადება,
რაც აძლევს ალისას საშუალებას, ამოიცნოს დაკარგული ნივთი და პრობლემის
გადაწყვეტის გზა ეძებოს.

აქტივობის დროს ალისა ამბობს: „მე ვაკეთებ ჰოთ დოგებს“. ინტერვენციონისტი ბავშვის
ინიციატივის გასამრავალფეროვნებლად და მისთვის დათვლის საშუალების მისაცემად,
ეკითხება: „ნეტავ რამდენ ჰოთ დოგს გააკეთებ?“

მნიშვნელოვანია, რომ ინტერვენციონისტმა დემონსტრაციულად დაითვალოს: „მე ჩემი


ჰოთ დოგები უნდა დავთვალო... 1,2,3,4,5,“, მათი უნარების მეტად განვითარებისთვის
კი შეეკითხოს: „რამდენი ჰოთ დოგი გაქვს, ალისა?“

ინტერვენციონისტი ცდილობს წაახალისოს ალისა დათვლაში სავარჯიშოდ და სთხოვს,


რომ დათვალოს გასაბრტყელებლები, ნამცხვრის გამოსაჭრელი ფორმები, პლასტელინის
ფერები და აქტივობაში მონაწილე ადამიანები.

ინტერვენციონისტი მიუთითებს ბავშვს, რომელიც ნამცხვრის გამოსაჭრელ ფორმას


იყენებს არასწორად (უკუღმა უჭირავს) „ასე არ გამოდის“. ბავშვი შეიძლება თავადაც
მიხვდეს რაშია პრობლემა, ან ამოიცნოს ის თანატოლებზე დაკვირვებით.

აქტივობის დროს, ინტერვენციონისტი ეხმარება ალისას მხოლოდ აუცილებლობის


შემთხვევაში, რათა ბავშვმა წარმატებულად ივარჯიშოს დათვლასა და პრობლემების
გადაწყვეტაში.

სფეროს მიზნები

ეს სექცია გვაწვდის ინფორმაციას მიმდინარე საერთო მიზნებზე, ყოველდღიურ


რუტინაზე, გარემოს დაგეგვმასა და ინტერვენციულ აქტივობებზე, რომლებიც
მოცემულია „AEPS ის ტესტში სამიდან ექვს წლამდე’’, შემეცნებითი უნარების
განსავითარებლად. როდესაც დავისახავთ გეგმას, რომელიც ბავშვმა უნდა შეასრულოს,
ინტერვენციონისტს შეუძლია შეუსაბამოს ის რომელიმე მიზანს და გადაწყვიტოს,
რომელი შემოთავაზებული აქტივობა გამოადგება მასთან სამუშაოდ. ყველა მიზანთან
გამოიყენება სტანდარტული ფორმატი:

მიმართულება (A და B)

მიზანი (G1, 2 და 3):

ამოცანები:

შესაბამისი/საერთო მიზნები (ცხრილი);

1
ყოველდღიური რუტინა;

გარემოს მოწყობა;

ინტერვენციული აქტივობები.

შესაბამისი/საერთო მიზნები: AEPS ის მიზნებს მიმდინარე და სხვა განვითარებადი


არეებიდან. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთროულად ორი და/ან მეტი სხვადასხვა
მიზნისთვის მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა მოიცავს იმ რუტინული აქტივობების სიას, რომელიც გვაძლევს


ბავშვის მიერ ათვისებული უნარების გავარჯიშების საშუალებას.

გარემო უნდა მოვაწყოთ ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და დაგეგმილი


ინტერვენციული აქტივობების გათვალისწინებით.

ინტერვენციული აქტივობები გვთავაზობს მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა


მივაღწიოთ მიზანს მისი გამოყენებით.

A: კონცეფცია (გაგების უნარი)

G 1 ესმის ფერის, ფორმის და ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია


1.1 განასხვავებს 8 სხვადასხვა ფერს

1.2 განასხვავებს 5 სხვადასხვა ფორმას

1.3 ესმის ექვსი სხვადასხვა ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:2 გამოჭრის სხვადასხვა ფორმის ფიგურებს (არასწორი/მრუდე კიდეებით)
B: წერის დაწყება
ადაპტური:
C:2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო დროს.
კოგნიტური:
A:2.1 ესმის ათი განსხვავებული თვისობრივი მახასიათებლის
მნიშვნელობა/კონცეფცია
B: კატეგორიებად დაყოფა/დაჯგუფება
C:2 აჯგუფებს ნივთებს სიგრძის და/ან ზომის მიხედვით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:2 იყენებს სასაუბრო წესებს
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს

1
სოციალური:
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
D:3 იმახსოვრებს საკუთარ და სხვის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც აძლევს ბავშვს ფერების, ფორმების და ზომების


აღქმის გამოვლენის საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 მოსვლა და წასვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: როდესაც მომვლელები ბავშვებს ჩაცმაში ეხმარებიან, ამავდროულად


ავარჯიშებენ ფერების დასახელებასა და ცნობაში, მათი აღწერით და ტანსაცმლის ფერის
აღნიშვნით.

მაგალითი: მამიკას მამა ხშირად აღწერს ფორმებს მანქანით მგზავრობისას. ერთ დღესაც
მამუკა უთითებს სამგზავრო ნიშანზე და ამბობს: „შეხედე, სამკითხედი“.

მაგალითი: ალაგებისას, ინტერვენციონისტი სთხოვს ჯეკოს, აიღოს ყველა გრძელი


კუბიკი, ხოლო ლალიკოს, ყველა პატარა კუბიკი.

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი ხელოვნების და თეატრის კუთხის ჩათვლით და იქონიეთ


ასაკთან შესაფერისი, მიმზიდველი სხვადასხვა ფერის ნივთები:

 სახვითი (სახატავი) აქტივობისათვის საჭირო, სხვადასხვა ფერის ნივთები,


როგორიცაა მარკერები, ფანქრები, ფურცლები და ნახატები.

1
 ყოველდღიურად გამოსაყენებელი სხვადასხვა ფერის ნივთები, როგორიცაა ჭიქები,
ჯამები, სკამები, ნოხები.

საკლასო გეგმაში ჩაამატეთ განსაკუთრებული ფერების დღეები ან კვირეულები.


მაგალითად, ორშაბათი იყოს ლურჯი ფერის დღე, ახატინეთ ბავშვებს ლურჯად და
ცისფრად, მიეცით ლურჯი ფერის საკვები (მაგ: მოცვი, ქლიავი) წასახემსებლად და
შეაგროვებინეთ ლურჯი ფერის საგნები.

გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმის და ზომის საგნები, არასტრუქტურული თამაშის და


რუტინული სიტუაციებისას, რათა ბავშვებმა კარგად აღიქვან ფორმისა და ზომის ცნება:

 სხვადასხვა ფორმის ფურცლები, სხვადასხვა ფორმის ღრუბლები, რომლებსაც


სახატავად გამოიყენებენ, თხელი და სქელი მარკერები, ფანქრები და ფუნჯები.
დიდი და პატარა მაკრატლები და განსხვავებული ზომის ფერადი ფურცლები.
 მსგავსი საგნები, როგორიცაა ძაფები, ღილები, მარცვლეული და მაკარონი.
 წასახემსებლად, განსხვავებული ტიპის (კრეკერები, სხვადასხვა ფორმის ყველი)
და ზომის საკვები და ჭურჭელი (პატარა კრეკერები და დიდი ორცხობილები, ხის
ჭიქები, თეფშები, დოქები).
 განსხვავებული ფორმის და ზომის ინვენტარი (მაგ: ასაწყობები, ფაზლები,
დაჭრილი პლასტელინები, კუბიკები, სხვადასხვა ზომის ჭიქები, სათამაშო
ადამიანები/ცხოველები, მანქანები, სატვირთოები, სხვადასხვა ზომის ქუდები,
წიგნები, ბურთები, ველოსიპედები, წყლის კონტეინერები, როგორიცაა ჭიქები და
დოქები, დიდი და პატარა სკამები).

გამოფინეთ დეკორაციები ან ნახატები, რომლებიც განსხვავებული ფორმების მაგალითს


გვაძლევს. იქონიეთ წიგნები ფორმების შესახებ ბიბლიოთეკაში. მაგიდებზე და სკამებზე
ფორმების მიკვრამ შეიძლება გაუმყაროს ბავშვებს ფორმების მცნების აღქმა. (მაგ: როცა
შეხვალ, მიდი ვარსკვლავიან მაგიდასთან სახატავად)

იქონიეთ წიგნები ბიბლიოთეკაში და აუდიო ჩანაწერები მუსიკალურ კუთხეში,


რომლებიც ეხება ფერებს, ფორმებს და ზომებს. (მაგ: სამი დათვის ზღაპარი)

მოხატეთ საკლასო ოთახი ან სახლი მკვეთრ, სასიამოვნო ფერებად. ჩამოკიდეთ


სურათები, ან დეკორაციები, რომლებიც გვალევს სხვადასხვა ფერის,ფორმისა და ზომის
მაგალითს.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

1
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

პეპლები

ბავშვები იყენებენ ფერად ფურცლებს და ხატავენ დრეკად ბოთლზე (მაგ: კეტჩუპის


ძველი ბოთლი) პეპლების გასაკეთებლად. ისინი 1) ირჩევენ ფერად ფურცლებს, 2)
ნახევრად კეცავენ ქაღალდს, 3) შემდეგ ასწორებენ, 4) ირჩევენ საღებავის ფერებს,
5)აწვეთებენ საღებავშ ქაღალდის შუაში, 5) ისევ ნახევრად კეცავენ ქაღალდს 6)
ბოლომდე კეცავენ და ასწორებენ, 7) შემდეგ ხსნიან და ელოდებიან მის გაშრობას.
ინტერვენციონისტმა შეიძება ჰკითხოს მათ თუ რა ფერი გამოვა გადარევის და გაშრობის
შემდეგ.

წყლის მუსიკა

ბავშვები ატარებენ ექსპერიმენტს ტონებზე, ფერადი წყლით სავსე ქილებზე დარტყმით.


გამოიყენეთ საკვები საღებავი განსხვავებული ფერების მისაღებად. შუშის ქილებს
ყველაზე კარგი ხმა აქვსთ, მაგრამ უსაფრთხოებაც გათვალისწინებული უნდა იყოს,
კონტეინერის არჩევისას. ინტერვენციონისტმა ბავშვებს უნდა შესთავაზოს რამდენიმე
სხვადასხვა ზომის კონტეინერი და დასარტყამი ინსტრუმენტი (კოვზები, ჩხირები, ხის
ჯოხები). ბავშვები ასხამენ სხვადასხვა რაოდენობის წყალს ყველა კონტეინერში და
ურტყამენ სხვადასხვანაირი ხმის მისაღებად. (ინტერვენციონისტმა უნდა აჩვენოს, თუ
როგორ დაარტყან უსაფრთხოდ). ბავშვები გამოხატავენ ზომისა და ფერის ცნებებში
გარკვეულობას, აქტივობისთვის მომზადებისას (მაგ: აიღე დიდი სათლი წყლის
გადასასხმელად), მიყვებიან დირექტივებს ( „ნახე, როგორ ხმას გამოსცემს ყველაზე
პატარა ქილა“), და ერთვებიან აქტივობებში („ლურჯი ქილა უფრო მაღალ ხმას
გამოსცემს, ვიდრე ვარდისფერი“). ინტერვენციონისტი ამყარებს მათი აღქმის უნარს
სახელების დარქმევით, კომენტარების გაკეთებით და ზომის, ფორმისა და ფერების
აღწერით.

ფორმების ძიება

ბავშვები კლასში ეძებენ განსხვავებული ფორმის საგნებს. ბავშვის განვითარების დონის


გათვალისწინებით, ინტერვენციონისტს შეუძლია 1) უთხრას ბავშვს რა მოძებნოს
(„იპოვე რამე მრგვალი ფორმის“) 2) აჩვენოს ბავშვს მრგვალი ფორმის საგანი და შემდეგ
სთხოვოს მოძებნა, 3) დააჭერინოს ბავშვს ხელში ისეთივე საგანი, როგორსაც ეძებს და
ასე სთხოვოს მოებნა.

1
მაგალითი: ინტერვენციონისტი აძლევს რეზის , რომელსაც აქვს მხედველობის
პრობლემა, მრგვალი ფორმის საგანს. რეზი „გრძნობს“ მას და პოულობს თავსატეხის
დეტალს, რომელსაც აქვს მრგვალი ფორმა/დეტალი.

G 2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია


2.1 ესმის ათი განსხვავებული თვისობრივი მახასიათებლის

მნიშვნელობა/კონცეფცია

2.2 ესმის რვა განსხვავებული რაოდენობის აღმნიშვნელი ცნების


მნიშვნელობა/კონცეფცია

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე
A:2 ემზადება საკვების მისაღებად
C:2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო დროს.
კოგნიტური:
B: კატეგორიებად დაყოფა/დაჯგუფება
G: პრემათემატიკა/არითმეტიკა
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:1იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და
ემოციების გამოხატვის დროს
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც აძლევს ბავშვს ხარისხობრივი ცნების აღქმის


გამოვლენის საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 მოსვლა და წასვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: სადილის დროს ჯეკო კბეჩს საჭმელს და ამბობს: „ოჰ“. ჯეკოს დედა ეკითხება:
„ცხელია ჯეკო?“ და ბავშვი პასუხობს: „კი, ცხელია“.

მაგალითი: ჯეკო თამაშობს პლასტმასის ჭიქებით ბანაობის დროს. მამაც მასთან ერთად
თამაშობს - ავსებს ჭიქას და ამბობს: „ჩემი ჭიქა სავსეა“, შემდეგ ღვრის წყალს და ამბობს:
უი, ეხლა ცარიელია“. ჯეკო პასუხობს: „ჩემი სავსეა“.

გარემოს მოწყობა
მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის ცენტრად მეცნიერებისა და ბუნების კუთხის
ჩათვლით, სადაც ბავშებს შეეძლებათ შეისწავლონ განსხვავებული საგნები
განსხვავებული ხარისხობრივი ატრიბუტიკით. ბავშვები აწყობენ მაგიდაზე ბუნებაში
ნაპოვნ ნივთებს, როგორიცაა გირჩები, ქვები, ნიჟარები და ბუმბულები. შეარჩიეთ
საგნები განსხვავებული ხარისხობრივი მახაასიათებლებით:

 ხელოვნების ნივთები როგორიცაა ბამბის ბურთები, ქსოვილები, როგორიცაა


ხავერდი და ჯინსი, ქაღალდის პროდუქტი, როგორიცაა ზუმფარა („შკურკა“) და
ფერადი ფურცლები და ნახატი, რომელსაც აქვს უხეში სტრუქტურა ქვიშის
დამატების გამო.
 საკვები განსხვავებული ხარისხობრივი მახასიათებლებით, როგორიცაა ტკბილი
და მჟავე გემო, ცივი და ცხელი, პრიალა და უხეში ზედაპირი (ვაშლი და ანანასი)
და მშრალი და წვნიანი.

1
 კუბიკები (მძიმე და მსუბუქი), მუსიკალური ინსტრუმენტები ( ხმამაღალი,
ხმადაბალი), თიხა და პლასტენილი (მაგარი, რბილი), ქვიშა და სხვადასხვა
ნივთებით გაწყობილი წყლის სათამაშო მაგიდები (ქვიშით, მარცვლეულით,
ფქვილით, ცივი და თბილი წყლით).

იქონიეთ სინოპტიკური რუკა წვიმიანი, მზიანი, ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდების


გამოსახულებით. სურათები ეხმარება ბავშებს ისეთი ცნებების ვიზუალიზაციაში,
როგორიცაა სველი/მშრალი, ღია/მუქი და ცხელი/ცივი. როდესაც შესაძლებელია, ბავშვები
გაიყვანეთ გარეთ ან გაახედეთ ფანჯარაში, რათა დაინახონ ღრუბლები, შეიგრძნონ მზის
სითბო, შეეხონ სველ წვიმის წვეთებს ან ცივ თოვლს.

იქონიეთ საგნები თავისუფალი თამაშისთვის და რუტინული შემთხვევებისთვის,


რომელთა ნაწილების დათვლაც შესაძლებელია, ასევე ჭურჭელი, საიდანაც
შესაძლებელია სითხის გადაღვრა და ნივთები რომლებსაც ბავშვები გაზომავენ:

 ხელოვნების კუთხისთვის საჭირო ნივთები ბევრი ნაწილით, როგორიცაა


სხვადასხვანაირი საგნების ნაკრები (მარცვლეული, ღილები, სამუშაო ქაღალდები,
ძაფები), ფანქრები და მარკერები.
 მრავალნაწილიანი საგნები, როგორიცაა კუბიკები, ლეგო, ასაწყობები, პლასტმასის
ცხოველები და სათამაშოები, დასახარისხებელი ნივთები, მაგ: დასათვლელი
დათუნიები, სათამაშო ლურსმნები და ჭანჭიკები.

იქონიეთ ნივთები, რომლების მიხედვითაც ბავშვები გააკეთებენ შედარებებს რიცხვებსა


და მოცულობაზე და გამოავლენენ თვისობრივ/რაოდენობრივ ცნებებში გარკვეულობას.
მაგალითად, აქტივობები უნდა მოიცავდნენ ხელოვნებით აქტივობებს, მანიპულაციებსა
და თეატრის კუთხეს.

მაგალითი: ლალიკო და მამუკა თამაშობენ, თითქოს სადილობენ სათამაშო სახლში.


მამუკას უჭირავს „საჭმლით სავსე ჯამი“ და ამბობს: „მე ბევრი ნამცხვარი მაქვს-
გინდა?“(A:2.2)

 იქონიეთ ნახატები, წიგნები და კასეტები, რომლებიც ბავშვებს მისცემენ


თვისობრივ და რაოდენობრივ ცნებებში გარკვეულობის გამოვლენის საშუალებას.
მაგალითად, სურათზე, სადაც ოჯახი სადილობს, ბავშვს შეუძლია შეადაროს
ისეთი ცნებები, როგორიცაა მეტი/ნაკლები, ცარიელი/სავსე და ბევრი/ცოტა.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.

1
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ბუნების კოლაჟი

ბავშვები გადიან გარეთ, აგროვებენ სხვადასხვა ნივთს და შემდეგ აწყობენ კოლაჟებს.


ინტერვენციონისტი ეუბნება ბავშვებს, თუ როგორი ნივთები (მაგარი/რბილი,
უხეში/გლუვი, მსუბუქი/მძიმე) უნდა შეაგროვონ, შემდეგ ბავშვები გადიან ჯგუფურად,
მოცემული აღწერილობის ნივთების შესაგროვებლად. ბავშვები უნდა გავაფრთხილოთ,
რომ მოაგროვონ მხოლოდ ჩამოცვენილი ფოთლები, რათა მცენარეებმა განაგრძონ ზრდა.
ბავშვები ავლენენ ხარისხობრივ ცნებაში გათვითცნობიერებულობას აქტივობისთვის
გამზადებისას („როგორი ამინდია?“, „ცივა და ქურთუკები უნდა ჩავიცვათ“), მიყვებიან
მითითებებს („იპოვეთ რაიმე გლუვი“) და ერთვებიან აქტივობაში. ინტერვენციონისტი
ამყარებს მათ გარკვეულობას სახელების მითითებით, კომენტარების გაკეთებით,
საგნების, ადამიანების, ან მოვლენების აღწერით, ხარისხობრივი ცნების აღნიშვნით.
აქტივობის შემდეგ, ბავშვებმა მოგროვებული საგნები შეიძლება მიაკრან მუყაოს
ქაღალდზე.

მაგალითი: აქტივობის შემდეგ, ინტერვენციონისტი ესაუბრება ჯეკოს მის კოლაჟზე: „რას


გრძნობ, როდესაც ხავსს ეხები?“, „ეს კენჭი გლუვია, თუ უხეში ზედაპირი აქვს?“ (A:2.1)

საპნის ბუშტები

ეს აქტივობა მხიარულად სრულდება შენობის გარეთ. ბუშტების რეცეპტი ასეთია: ¼ ჭიქა


გლიცერინი (იყიდება აფთიაქებში), ¼ ჭიქა ჭურჭლის სარეცხი ქაფი და 8 ჭიქა წყალი.
ბავშვები ისხავენ დაახლოებით ¼ ჭიქას თავიანთ ჭიქებში და იყენებენ საწრუპავებს
ჩასაბერად. ბავშვებმა უნდა ივარჯიშონ ჩაბერვაზე, რადგან ზოგი ბავშვი შეცდომით
პირში ისრუტავს ჩაბერვის ნაცვლად. ბავშვები ვარჯიშობენ ხარისხობრივი ცნების
გამოყენებაში, აქტივობისთვის მომზადებისას (მაგ: ასხავენ ბუშტების ხსნარს ჭიქაში,
მცირე რაოდენობით), მიყვებიან მითითებებს („ჯეკოსაც გავუნაწილოთ“) და ერთვებიან
აქტივობაში (მაგ: „მე უფრო მეტი ბუშტი გავბერე, ვიდრე შენ“). ინტერვენციონისტი
ამყარებს მათ გარკვეულობას ხარისხობრივ ცნებებში, შესაბამისი ტერმინების
გამოყენებით საგნების, ადამიანებისა და მოვლენების აღწერისას.

G 3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია


3.1 ესმის თორმეტი სივრცითი მნიშვნელობის კონცეფცია

3.2 ესმის შვიდი სხვადასხვა, დროსთან დაკავშირებული კონცეფცია


შესაბამისი/საერთო მიზნები

1
მსხვილი მოტორიკა:
B თამაშის უნარები
ადაპტური:
C გახდა-ჩაცმა
კოგნიტური:
C:3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავშ
D: იხსენებს მოვლენებს
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და
ემოციების გამოხატვის დროს
A:2 იყენებს სასაუბრო წესებს
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვები, რომლებიც აძლევს ბავშვებს პოზიციურ (სივრცით) და დროის


ცნებებში გარკვეულობის გამოხატვის საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 მოსვლა და წასვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: მანქანაში ჩაჯდომისას მამუკას მამა ეკითხება: „წინ გინდა დაჯდომა თუ


უკან?“ მამუკა პასუხობს: „წინ“ და მიდის წინა კარის გასაღებად.

მაგალითი: მარიას დედა ეკითხება: „რა გინდა რომ გავაკეთოთ სადილის შემდეგ?“ და
მაგალითი
უთითებს სავარაუდო პასუხებს, მარიას საკომუნიკაციო დაფაზე. მარია უთითებს
წიგნებზე.

1
გარემოს მოწყობა

იქონიეთ ისეთი ნივთები თავისუფალი თამაშისთვის და რუტინული სიტუაციებისთვის,


რომლებიც ბავშვებს მისცემთ პოზიციურ (სივრცით) და დროის ცნებებში გარკვეულობის
გამოხატვის საშუალებას:

 კუბიკები, მანქანები და სატვირთოები, პატარა სათამაშო ადამიანებითა და


ცხოველებით, რათა გადააადგილონ სინქრონულად.
 ქვიშის/წყლის მაგიდა ჭიქებით, ნიჩბებით, ძაბრებით, დოქებით და წყლის
ბორბლებით.
 ველოსიპედები, ურიკები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
 სასრიალოები, გვირაბები და სხვა ასაძრომი მოწყობილობები.

მაგალითი: თამაშისას, ალისა ყველა ძროხას ათავსებს ფარდულში. ინტერვენციონისტი


ამბობს: „ნეტავ სად არიან ძროხები?“. ალისა ხელს იშვერს და ამბობს: „ფარდულში“.

 მიეცით ბავშვებს არჩევანის უფლება, იმის შესახებ, თუ სად ურჩევნიათ დადგომა


ან დაჯდომა აქტივობების დროს, წრეში ყოფნის დროს, წახემსების ან
გადაადგილების დროს. აღნიშნეთ მათი პოზიციები (მაგ: რეზი ზის მარიას
გვერდზე).
 პოზიციური (სივრცითი) ცნება განსაკუთრებით რთულია მხედველობის
პრობლემების მქონე ბავშვებისთვის და განსაკუთრებულ ყურადღებას
საჭიროებს. როდესაც შესაძლებელია, სამ განნზომილებიანი საგნებიდან (მაგ.
გლობუსი) 2 განზომილებიან საგანზე (მაგ სურათი ამობურცული გრაფიკით)
გადასვლა, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
 იქონიეთ ისეთი ნივთები თავისუფალი თამაშისთვის და რუტინული
სიტუაციებისთვის, რომლებიც ბავშვებს მისცემს ორ, განსხვავებულ დროის
ცნებაში გარკვეულობის გამოხატვის საშუალებას, მაგ: თანმიმდევრული ამბების
ამსახველი ქაღალდები.
 ქვიშის/წყლის მაგიდები, ასაწყობი სათამაშოები და სხვა კვლევითი აქტივობები,
რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვებს გათვალონ და მეხსიერებაში აღიდგინონ
მოვლენები.
 ხელოვნება, საჭმლის მომზადება და კონსტრუქციული აქტივობები, რომლებიც
მოითხოვენ რამდენიმე ნაბიჯს საბოლოოდ განსახორციელებლად.
 შინაური და სხვა ცხოველები, განსაკუთრებით საინტერესო ცხოველები
დასაკვირვებლად, რომლებიც განიცდიან მეტამორფოზას (ბაყაყად გადაქცევა,
პეპელად გადაქცევა)
 დაარსეთ პროგნოზირებადი, რუტინული საკლასო ოთახის დღე, დათქვით
გახსნის დრო და დახურვის დრო. გახსნისას, განიხილეთ განრიგი და

1
განსაკუთრებული შემთხვევები (მაგ: დაბადების დღეები, არდადეგები, უჩვეულო
აქტივობები). კალენდარი გვესაჭიროება გუშინდელი, დღევანდელი და
ხვალინდელი მოვლენების განსახილველად. დახურვის დრო აძლევს ბავშვებს
დღევანდელ მოვლენებზე საუბრის საშუალებას.
 იქონიეთ სურათები, წიგნები, პოსტერები და ჟურნალები, რომლებიც ბავშვებს
მისცემენ პოზიციურ (სივრცით) ცნებაში გარკვეულობის გამოხატვისა და
მოვლენების გახსენების საშუალებას.

მაგალითი: სკოლის შემდეგ, წიგნში სურათზე ყურებისას ლალიკო ამბობს: „მე


დავდივარ სკოლის ავტობუსით“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ჩემი ქალაქი

მაგალითი: ბავშვები აწყობენ ქალაქს მაგიდაზე რძის კოლოფებით (სახლები) და მათზე


გამოხატული სურათებით, გვირაბის ფორმის ქაღალდებით, მდინარეებს აკეთებენ
ლურჯი ფურცლებით და გზებს ლეიკოპლასტირებით. ისინი ალამაზებენ თავიანთ
სახლებს მარკერებით, ფანქრებით და ფერადი ფურცლებით, შემდეგ ირჩევენ ადგილს
თავიანთი ნახელავისთვის. ერთად არჩევენ თუ სად უნდა მოათავსონ გზები,
მდინარეები და გვირაბები. ქალაქის შექმნის შემდეგ შეუძლიათ დაამატონ პატარა
სათამაშო მანქანები, ადამიანები და ცხოველები. ბავშვები ავლენენ პოზიციურ
(სივრცით) ცნებაში გარკვეულობას აქტივობისთვის მომზადებისას („მე მინდა, რომ
რეზის გვერდით დავჯდე“), მიყვებიან მითითებებს (მაგ. აწყობენ ქაღალდის ნარჩენებს
მაგიდის ქვეშ) და ერთვებიან აქტივობაში (მაგ. „ჩემი ძაღლი მდინარეზეა“).
ინტერვენციონისტი ამყარებს მათ გარკვეულობას ხარისხობრივ ცნებებში, შესაბამისი
ტერმინების გამოყენებით საგნების, ადამიანებისა და მოვლენების აღწერისას.

მაგალითი: ალისას ინტერვენციონისტი ამბობს: „შეხედე ალისა, ბიჭი დგას თავისი


სახლის წინ, მაგრამ სად არის მისი ძაღლი?“ ალისა პასუხობს: „სახლის უკან“. და
უთითებს სახლის უკან.

ფოთლების გადახატვა

ბავშვები აგროვებენ ფოთლებს პატარა ჩანთებში. შემდეგ ათავსებენ ფოთოლს თხელი


ქაღალდის ქვეშ და უსვამენ ფანქარს. ფურცელზე გამონდება ფოთლის ანაბეჭდი.

1
ბავშვები განიხილავენ ერთმანეთში, როდის და როგორ გადაიხატეს ფოთლები, ან
აუხსნიან ამას მშობლებს.

B: კატეგორიებად დაყოფა/დაჯგუფება
G 1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური
კრიტერიუმების მიხედვით

1.1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს კატეგორიების მიხედვით

1.2 აჯგუფებს საგნებს ფუნქციური კრიტერიუმების მიხედვით

1.3 აჯგუფებს საგნებს ფიზიკური თვისებების მიხედვით

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
კოგნიტური:
A: კონცეფცია (გაგების უნარი)
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და
ემოციების გამოხატვის დროს
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც აძლევს ბავშვებს ადამიანების, მოვლენებისა და


საგნების სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით დაჯგუფების საშუალებას, მოიცავს
შემდეგს:

1
 ალაგების დრო
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: ალაგების დროს, ინტერვენციონისტი ეუბნება ჯეკოს, რომ ყველა სათამაშო


ცხოველი ერთ კალათში ჩააწყოს, ლალიკოს კი ავალებს სათამაშო კაცუნების ალაგებას
და მეორე კალათში ჩაწყობას.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ ისეთი ნივთები თავისუფალი თამაშისას და რუტინული შემთხვევებისას,


რომლებიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება ბავშვებისთვის და მიეცით ადამიანების,
საგნებისა და მოვლენების სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით დაჯგუფების
საშუალება. მაგალითად, იქონიეთ ისეთი სათამაშოები და ნივთები, რომლის დაწყობას
შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება:

 განსხვავებული ფუნქციები (ხატვისათვის გამოსადეგარი ნივთები, სამუშაო


იარაღები, წყლის სათამაშოები, საჭმელი, სამოსი)
 განსხავებული კატეგორიები (სხვადასხვა ტიპის საკვები)
 ფიზიკური ატრიბუტები (განსხავებული ზომის კუბიკები, განსხვავებული
საკვები, როგორიცაა ხრამუნა ან ტკბილი; განსხვავებული ფერის ფანქრები)

მაგალითი: სახლში თამაშის დროს, მამუკა ალაგებს სახლს. აწყობს საჭმელს მაცივარში,
ტანსაცმელს კარადში.

იქონიეთ სურათები, წიგნები, პოსტერები და ჟურნალები, რომლებიც ბავშვებს მისცემენ


ადამიანების, საგნებისა და მოვლენების ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით
დაჯგუფების საშუალებას.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

„რა ჩავიფიქრე?“

ერთი ბავშვი ჩაიფიქრებს ცხოველს და დანარჩენები ცდილობენ გამოცნობას.


ინტერვენციონისტი უჩვენებს მათ მინიატურული კატეგორიების, (ცხოველები,
რომლებიც წყალში ცხოვრობენ, დაფრინავენ, ფერმის ან ზოოპარკის ცხოველები)

1
გამომხატველ საგნებს. დანარჩენი ბავშვები სვამენ თითო შეკითხვას შესაძლებლობის
მიხედვით. ბავშვმა შეიძლება იკითხოს: „წყალში ცხოვრობს?“ და თუ პასუხია „დიახ“,
ყველა ცხოველი, რომელიც არ ცხოვრობს წყალში გამოირიცხება. თუ ყველა ბავშვმა თქვა
თავისი მოსაზრება და ვერცერმა ვერ გამოიცნო, შემდეგ პირველი ბავშვი ხელახლა სვამს
შეკითხვას. ინტერვენციონისტმა რაც შეიძლება ნაკლები დახმარება უნდა გაუწიოს
ბავშვებს შეკითხვების მოფიქრებისას და საგნების კატეგორიზაციისას.

ცხოველების წიგნი (იხ.დანართ A: წიგნები/წიგნების აწყობა)

ბავშვები ჭრიან ცხოველებს ჟურნალებიდან და აკრავენ თავიანთ წიგნებში (გამოიყენეთ


დიდი ფურცლები წიგნებისთვის). მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვებმა ერთ გვერდზე
დააკრან ისეთი ცხოველები, რომელთა კატეგორიზებაც შეიძლება. ზოგმა ეს შეიძლება
თავად მოახერხოს, ზოგს კი მეტი დახმარება დასჭირდეს: „ნახე, აბა, თუ შეძლებ ამის
მსგავსი ცხოველის პოვნას“.

მაგალითი: ინტერვენციონისტი აძლევს რეზის ჩიტებს მიწეპებული ბუმბულებით,


ძუძუმწოვრებს ბეწვით, თევზს ფარფლებით და რეზი აწებებს მათ სხვადასხვა
ფურცლებზე თავის წიგნში. (B:1.3)

C: თანმიმდევრობა
G 1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
1.1 ასრულებს მისთვის ჩვეულ სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ

მითითებას

შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
B თამაშის უნარები
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
C:2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც აძლევენ ბავშვებს დავალებების შესრულებების


საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 დალაგება
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: ლალიკოს დედა ეუბნება მაგ: „ძილის დროა ლალიკო, გამორთე


ტელევიზორი, გაიხეხე კბილები და წადი საწოლში. მერე მეც მოვალ და ზღაპარს
წაგიკითხავ“.

გარემოს მოწყობა

ისეთ ნივთებზე, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიურად იყენებენ, უნდა ჰქონდეთ


დამოუკიდებელად წვდომა. იქონიეთ საბავშვო ზომის ტანსაცმლის საკიდები,
ხელსაბანები (ან კიბიანი ხელსაბანი), მოათავსეთ საპნები და პირსახოცები მათთვის
ხელმისაწვდომ ადგილას და მიანიჭეთ თავისუფალი არჩევანი განვითარების დონის
მიხევით. მომვლელი, ან ინტერვენციონისტი უადვილებს მათ დირექტიების
შესრულებას.

მაგალითი: თავისუფალი თამაშის დროს, ჯეკო ეკითხება ინტერვენციონისტს, შეიძლება


თუ არა ხატვა. ის პასუხობს: „რა თქმა უნდა შეიძლება. ჯერ მოიტანე ხალათი, შემდეგ
ფურცლები და წაიღე მოლბერტთან“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

1
„ამის პატრონმა რა ქნას“

ინტერვენციონისტი წამყვანია და ბავშვებს აძლევს სამ მოქმედებიან დავალებას.


ბავშვებს მოსწონთ, რომ სასაცილო (სულელური) დავალებები კრეატიულად გამოსდით.

მაგალითი: წამყვანი ამბობს: „დაიდე ხელები თავზე, მიიღე სასაცილო სახე და თქვი
ჰამბურგერი“.

ჩემი სხეული

ბავშვები წვებიან დიდ ქაღალდზე და რომელიმე მათგანი ხატავს მის კონტურს.


ბავშვები აფერადებენ ნახატს. კანის ფერს, ნაკვთებს და ტანსაცმელს ფანქრებით,
მარკერებით ან საღებავით. ბავშვები ასრულებენ დირექტივებს აქტივობისათვის
მომზადებისას, ებმებიან აქტივობაშ და შემდეგ ალაგებენ.

მაგალითი: თემოს ინტერვენციონისტი უთითებს მას სამ მოქმედებიან დავალებაზე:


„შენ და ჯეკომ შეგიძლიათ აიღოთ დიდი ქაღალდი, ფანქრები და დააწყოთ ძირს“.

G 2 აჯგუფებს ნივთებს სიგრძის და/ან ზომის მიხედვით


2.1 არგებს სხვადასხვა ნივთებს ერთმანეთს შესაფერისად

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
A:2 ემზადება საკვების მისაღებად
კოგნიტური:
A:1 ესმის ფერის, ფორმის და ზომის მნიშვნელობა/კონცეფცია
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც აძლევს ბავშვებს სიგრძისა და/ან ზომის მიხედვით


დალაგების საშუალებას მოიცავს შემდეგს:

1
 ალაგების დრო
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: გარეთ გასასვლელად გამზადების დროს, ბავშვები ეწყობიან სიმაღლის


მიხედვით, ყველაზე დაბალიდან ყველაზე მაღლისკენ (და უკან ბრუნდებიან ყველაზე
მაღლიდან ყველაზე დაბლისკენ დაწყობილი).

გარემოს მოწყობა

იქონიეთ სხვადასხვა სიგრძისა და ზომის საგნები, რათა ბავშვებს შედარების საშუალება


ჰქონდეთ (კუბიკები, ლეგოები, ჭიქები, დოქები, ფუნჯები, ფანქრები, ბურთები).
დამატებით იქონიეთ ორ ან მეტ ნაწილიანი საგნები, რათა ბავშვებმა ააწყონ
(სახელურიანი ჯამები, სათამაშო ჭანჭიკები და ლურსმნები, თოჯინები ტანსაცმლით,
მანქანები ავტოფარეხებით)

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ და წაახალისეთ ბავშვები, რომ ნივთები


ზუსტად დააბრუნონ თავიანთ ადგილებზე. ბავშები აწყობენ ნივთებს ზომისა და
სიგრძის მიხედვით დალაგების დროს.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

სამი დათვის ზღაპარი

ბავშვები მუშაობენ ერთად, რათა ამოჭრან 3 დათვის ზღაპრისთვის საჭირო ნივთები.


ინტერვენციონისტი ბავშვებს უხაზავს ჯამების, სკამების, დათვების საწოლების
(პატარა, საშუალო, დიდი) და მაშკას ფორმებს. ბავშვები მონაწილეობენ ფიგურების
ამოჭრაში, დეკორაციების გაკეთებაში, ან წარმოდგენისთვის სცენის მოწყობაში.
ინტერვენციონისტი უყვება ბავშებს 3 დათვის ზღაპარს და აძლევს თანმიმდევრულობის
დაცვის საშუალებას, როდესაც ისინი თავად იწყებენ მოყოლას.

მანქანების ტარება

1
იქონიეთ განსხვავებული ზომის მანქანების ნაკრები (დიდი, საშუალო, პატარა). ასევე
ავტოფარეხების (კარდონის განსხვავებული ზომის ყუთები) ნაკრებიც. ბავშვები ერთად
ცდილობენ მანქანების შეყვანას შესაბამის გარაჟებში.

G 3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავშ


3.1 დააბოლოვებს მისთვის ნაცნობ მოთხრობას ან მოვლენას
შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A:3.2 ესმის შვიდი სხვადასხვა, დროსთან დაკავშირებული კონცეფცია
C:1.1 ასრულებს მისთვის ჩვეულ სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ მითითებას
D: იხსენებს მოვლენებს
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც იძლევა ამბების თანმიმდევრულად მოყოლის


საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 წასვლა- მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: მამუკა ეხმარება დედას საჭმლის მომზადებაში. სადილისას დედა ეკითხება


მას: „შეგიძლია უთხრა მამას როგორ მოამზადე ორცხობილები?“ მამუკა პასუხობს: „მე
მოვზილე ცომი, შემდეგ გადავიტანეთფორმაში და შევდგით ღუმელში“.

1
გარემოს მოწყობა

 მიეცით ბავშვებს ამბების მოყოლისა და ნაცნობი ამბების თანმიმდევრულად


დასრულების საშუალება. შესთავაზეთ ისეთი ნივთები და აქტივობები, რომლებიც
ბავშვებს დააინტერესებთ და მიიზიდავთ.
 თანმიმდევრული ამბების ამსახველი ქაღალდები.
 წიგნები, დაფები და აუდიო დისკებზე ჩაწერილი ამბები.
 აქტივობების ილუსტრაციული აღწერები (ხატვის აქტივობის აღწერა
შემდეგნაირია: ბავშვი იცვამს ხალათს, იღებს ფურცელს, ათავსებს მოლბერტზე,
ხატავს და შემდეგ კიდებს კედელზე).
 ხელოვნება, კონსტრუქციული, საჭმლის მომზადების ან შემეცნებითი
აქტივობები, რომლებიც მოითხოვენ რამდენიმე მოქმედების თანმიმდევრულად
შესრულებას.
 მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ, მეცნიერებისა და თეატრის კუთხის
ჩათვლით. ექსპერიმენტები, როგორიცაა მარცვლეულის დათესვა შეიძლება
ჩატარდეს მეცნიერების კლასში, რაც აძლევს ბავშვს დღიდან დღემდე პროგრესზე
დაკვირვებისა და შემდეგ მოვლენის თანმიმდევრულად მოყოლის საშუალებას.
თეატრის კლასი აძლევს ბავშვებს ნაცნობი სიტუაციებისა და ამბების მიხედვით
როლების შესრულების საშუალებას.
 დააარსეთ პროგნოზირებადი რუტინული საკლასო ოთახის დღე, გახსინის დრო და
დახურვის დრო. გახსნისას, განიხილეთ განრიგი და განსაკუთრებული
შემთხვევები (მაგ: დაბადების დღეები, არდადეგები, უჩვეულო აქტივობები).
პროგნოზირებადი რუტინული საკლასო ოთახის დღის დაარსება, მისცემს
ბავშვებს კლასში თანმიმდევრულად მომხდარ შემთვევების გარშემო დასმული
შეკითხვების სწორად პასუხის საშუალებას („შემდეგ რა გავაკეთეთ/უნდა
გავაკეთოთ?“). დახურვის დრო აძლევს ბავშვებს დღევანდელ მოვლენებზე
თანმიმდევრულად საუბრის საშუალებას.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

მცენარეების დათესვა

მცენარეების დათესვა მოითხოვს რამდენიმე მოქმედებას (მიწის გაფხვიერება, თესლის


ჩაგდება, მორწყვა, ფარცხვა) და აძლევს ბავშვებს ამბების თანმიმდევრულად მოყოლის

1
საშუალებას. მცენარეების ზრდაზე ისტორიის წაკითხვა (მაგ: სტაფილოს თესლი),
ნაბიჯების წინასწარ, თანმიმდევრულად განხილვა, ან მოვლენის ამსახველი
სურათების თანმმდევრულად შექმნა, შეიძლება დაეხმაროს ბავშვს ამბის
თანმიმდევრულობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემასა და ამბის სწორი
თანმიმდევრობით ჩამოყალიბების პროცესში.

პოპკორნის მომზადება

ინტერვენციონისტი ამზადებს პოპკორნს მძიმე, თავსახურიანი ტაფის, 1/3 ჭიქა


სიმინდის, 2 სადილის კოვზი ზეთის, მარილის და დიდი ჯამის გამოყენებით. ბავშვებს
შეუძლიათ სიმინდის დათვალიერება შეწვამდე. მარილს და ზეთს ვამატებთ ტაფაში.
პოპკორნის შეჭმა შეიძლება გაციებისთანავე და შემდეგ ბავშვები აღწერენ მოვლენას.

D: იხსენებს მოვლენებს
G 1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას
კონტექსტური/სიტუაციური მითითების გარეშე
1.1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას
კონტექსტური/სიტუაციური მითითებით.
1.2 გადმოსცემს/მოყვება მომხდარ მოვლენას უშუალოდ მისი
მოხდენისთანავე.

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C: თანმიმდევრობა
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

1
რუტინული შემთხვევები, რომლებიც იძლევა ამბების გახსენების საშუალებას, მოიცავს
შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: სკოლიდან სახლში დაბრუნებისას, თემოს ეკითხება დედა: „რა გააკეთე დღეს
სკოლაში?“, მამუკა იღებს სურათს ჩანთიდან და უთითებს ხატვაზე.

გარემოს მოწყობა

 შესთავაზეთ ბავშვებს ასაკთან შესაფერისი, მიმზიდველი ნივთები და


აქტივობები. შემეცნებითი გასეირნება ფოსტაში, სახანძროში, ზოოპარკში ან
მუზეუმში, გვთავაზობს საჭირო განსახლველი საკითხების იდეებს.
 ჩართეთ ჯგუფისთვის გამოყოფილი დრო ყოველღიურ რუტინაში, სადაც ბავშვები
ერთად განიხილავენ სახლში, თუ კლასში მომხდარ განსაკუთრებულ
შემთხვევებს.

მაგალითი: რეზი აგვიანებს ჯგუფისთვის გამოყოფილ აქტივობაზე. ბავშვები


ეუბნებიან: „მოგვენატრე, რეზი. სად იყავი?“, რეზი პასუხობს: „ბებიას სახლში“.

 აწარმოეთ დღიური თითოეული ბავშვისთვის და გაატანეთ სახლში. ბავშვის


მომვლელი აღწერს სახლში მომხდარ განსაკუთრებულ შემთხვევებს, სკოლის
პერსონალი კი კლასის აქტივობებს. ეს ინფორმაცია, შემდეგ გვეხმარება
ბავშვისთვის წარსული აქტივობების გახსენებაში.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

1
ინფორმაციის გაზიარება

ბავშვები რიგრიგობით ყვებიან, თუ რა გააკეთეს, ან რა მოხდა განსაკუთრებული დღის


განმავლობაში სკოლაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ბავშვი ვერ შეძლებს
ამბების დამოუკიდებლად გახსენებას, ინტერვენციონისტმა უნდა უკარნახოს მათ
(მაგალითად, ნივთები, რომლებიც სახატავად გამოიყენეს). დახმარების ლიმიტის
დაწესება, მაგ: 2 ან 3, უზრუნველყობს დანარჩენი ბავშვების ყურადღების შენარჩუნებას.

ხელის ანაბეჭდები

ბავშვები ხატავენ ხელის ანაბეჭდებს, ხელის საღებავში ჩაყოფით, ან მეგობრები ხატავენ


ერთმანეთის ხელისგულებს. ისინი დებენ საღებავიან ხელს ფურცელზე.
ინტერვენციონისტი სვამს ისეთ შეკითხვებს, რომ ბავშვებმა გაიხსენონ ეხლახანს
მომხდარი აქტივობები („ჯეკო, ახლა რას აკეთებდი?“) ან ეკითხება აქტივობის დროს,
უფრო ადრე მომხდარ მოვლენაზე („რითი ისაუზმე?“). დღის ბოლოს, ჯგუფისთვის
გამოყოფილი აქტივობისას, ინტერვენციონისტი აჩვენებს მათ რამდენიმე ხელის
ანაბეჭდს და ეკითხება: „რა გავაკეთეთ ხელოვნების გაკვეთილზე?“

E:პრობლემის გადაჭრა
G 1 აფასებს პრობლემის გადაჭრის გზებს
1.1 სთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის მისაღებ ხერხს

1.2 ესმის მიზნის მნიშვნელობა

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
E:2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად, ნივთების,
პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
A:3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით

1
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც იძლევა პრობლემის გამოსავლის შეფასების


საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

როდესაც ბავშვები მიყვებიან დირექტივებს და ერთვებიან აქტივობებში,


ინტერვენციონისტები და მომვლელები განუმტკიცებენ პრობლემის გადაწყვეტის
უნარებს, იმის განხილვით, თუ რატომ და როგორ ირჩევა რუტინული აქტივობები,
„როგორ“ და „რატომ“ კითხვებზე პასუხით. ბოლოს მომვლელები უსვამენ კითხვებს
ბავშვებს, რითიც აძლევენ მათ საშუალებას, რომ თავად შეაფასონ პრობლემის
გამოსავალი.

მაგალითი: როდესაც ლალიკოს დედა ეხმარება ჩაცმაში, თან ლაპარაკობს ამინდზე.


ლალიკო წუწუნებს, რადგან არ სურს სვიტრის ჩაცმა. დედა ახსენებს მას, რომ გარეთ
ცივა და სვიტერი გაათბობს.

გარემოს მოწყობა

 ბავშვებს შესთავაზეთ მათთვის საინტერესო და სასიამოვნო საგნები და


დაგეგმილი, თუ რუტინული აქტივობები. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის მიერ
დირექტირებული, როდესაც შესაძლებელია, დირექტივების შეტანაში არანაირი
ლიმიტი არ უნდა ჰქონდეთ, რაც მათ აძლევს საგნებზე დაკვირვების საშუალებას
და პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში, გამოსავლის შეფასების შანსს.

1
 მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის ცენტრად და შეინახეთ საგნები ბავშვის
მიერ ნაცნობ და ხელმისაწვდომ ადგილას.

მაგალითი: თემო და ჯეკო მიდიან საყიდლებზე; სურსათის მაღაზიაში წარმოსახვითი


აქტივობის დროს. ინტერვენიცონისტი ეკითხება: „სად უნდა ჩააწყოთ ნავაჭრი?“
თემო გარბის ხელოვნების კუთხეში ქაღალდის ჩანთის მოსატანად.

 გააკეთეთ რამე ისეთი, რაც აქტივობისას შექმნის პრობლემას (მაგალითად,


გამოაძრეთ ქსელიდან მუსიკალური ცენტრი, მუსიკის გაკვეთილის დროს). ეს
სტრატეგია იგეგმება ფრთხილად და ბავშვებს აძლევს პრობლემის გადაწყვეტის
საშუალებას.
 „დაგავიწყდეთ“ აუცილებელი საგანი, ან „გამოგრჩეთ“ მნიშვნელოვანი
კომპონენტი რუტინული ან ნაცნობი აქტივობის დროს. მაგალითად, არ იქონიოთ
საჭმელი წახემსების დროს, ან წიგნი ზღაპრის წაკითხვის დროს.
 მოათავსეთ აქტივობისთვის საჭირო, ან აუცილებელი ნივთები ისე, რომ ბავშვები
ხედავდნენ, მაგრამ ვერ წვდებოდნენ.
 გამოტოვეთ ან შეცვალეთ ნაცნობი მოქმედებები, ან ელემენტები, კარგად
გათავისებულ აქტივობის, ან რუტინული შემთხვევის დროს. მაგალითად,
ბავშვებს მიეცით ნაყინის ჯოხები სახატავად ფანქრების ნაცვლად.
 გაუწიეთ მინიმალური დახმარება, როდესაც ბავშვი ეძებს პრობლემის
გამოსავალს. წაახალისეთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს („რა შეგიძლია სცადო?“)
თუ აუცილებელია, გადადით დახმარების მეორე დონეზე. მაგალითად, დაუდგით
წყლით სავსე ჭიქა ბავშვს ახლოს, რომელიც „რატომღაც ფუნჯებით ვერ ხატავს“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ჩიტების მკვებავები

ბავშვები უსვამენ არაქისის კარაქს გირჩზე, შემდეგ აგდებენ ხორბალში და აკეთებენ


ჩიტებისთვის საკვებიან კოლოფებს. ინტერვენციონისტმა შეიძლება ბავშვებს
აქტივობაში ცვლილებები შეატანინოს და გამოამჟღავნებინოს პრობლემის გადაწყვეტის
უნარები, ისეთი შეკითხვების დასმით, როგორიცაა: „რითი შეიძლება წავუსვათ გირჩს
არაქისის კარაქი?“, „როგორ შევინარჩუნოთ მაგიდა სუფთად?“, „სად შეიძლება
მოვათავსოთ ჩიტების საკვებიანი კოლოფები, რომ ჩიტებმა ადვილად მიაგნონ?“.
როდესაც ბავშვებს გაიყვანთ გარეთ, თავად მოაფიქრებინეთ, თუ როგორ შეიძლება

1
ჩამოკიდონ კოლოფები მაღალ სკამებზე. ხშირად ბავშვები იგონებენ ისეთ გამოსავალს,
რომელიც არ ამართლებს. ეს აძლევს ბავშვებს თავიანთი გადაწყვეტილების
გადასახედვის შესაძლებლობას და ახალი იდეების მოფიქრების სტიმულს.

მწერების მაძიებლები

ბავშვები ეძებენ მწერებს და აგროვებენ დასაკვირვებლად. ძიების დაწყებამდე,


ბავშვებმა შეიძლება გადაწყვიტონ, თუ რომელი კონტეინერი გამოადგებათ მწერების
მოსათავსებლად და რომელი არა. ბავშვები კლასში ეძებენ კონტეინერებს, ან
ინტერვენციონისტი სთავაზობთ ამოსარჩევად. აქტივობის დროს ბავშვებს მიეცემათ
პრობლემების გადაწყვეტის საშუალება (მაგ: როგორ ამოატრიალონ მძიმე ქვა). დაჭერილ
მწერებზე რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ, ბავშვები მათ აბრუნებენ
„სახლებში“.

G 2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად,


ნივთების, პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით
2.1 იძლევა დასკვნის საფუძველს

2.2 გამოთქვამს ვარაუდს მომავლის ან ჰიპოთეზური მოვლენის შესახებ

2.3 ახერხებს ზოგიერთი მოვლენის მიზეზების ახსნას

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
C:2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო დროს.
კოგნიტური:
E:1 აფასებს გამოსავალს პრობლემიდან
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
A:3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით
C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
C:2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც აძლევს ბავშვებს ფიქრის უნარის გამოყენების


საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მომვლელი ან ინტერვენციონისტი განამტკიცებს ბავშვის ფიქრის უნარს შემდეგნაირად:


1) დასკვნის გამოტანა („მტკივნეული უნდა იყოს“, „ცუდად დაეცი“), 2) წინასწარ გათვლა
(„თუ გუბეში გაივლი, ფეხსაცმელები დაგისველდება“), 3) შესაძლო მიზეზების
შეთავაზება („მუხლი იტკინე. ველოსიპედიდან ჩამოვარდი?“)

მაგალითი: ბანაობის დროს, მამუკას ეკითხება მამა: „რას ფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ
მაგალითი
არასოდეს გებანავა?“ მამუკა პასუხობს: „ძალიან გავჭუჭყიანდებოდი“

გარემოს მოწყობა

 ბავშვებს შესთავაზეთ მათთვის საინტერესო და სასიამოვნო საგნები და


დაგეგმილი, თუ რუტინული აქტივობები. აქტივობებს არ უნდა ჰქონდეთ
ფიქსირებული ლიმიტები, რაც ბავშვებს ექსპერიმენტების ჩატარებისა და
პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას მისცემს. მიეცით ბავშვებს გამოსავლის
მოფიქრების საშუალება პრობლემის ამოცენების შემთხვევაში („რა მოხდება თუ
კუბიკს ჩამოაგდებ?“). გამოყავით დრო აქტივობის შემდეგ არჩეული გამოსავლის
შესაფასებლად, განიხილეთ რა შედეგი მოიტანა მან და რა შეიძლებოდა
მოჰყოლოდა სხვას.
 მოაწყვეთ საკლასო ოთახი მეცნიერებისა და ბუნების კუთხის ჩათვლით, სადაც
ბავშვებს შეეძლებათ მცენარეებზე, ცხოველებზე, საგნებზე და მოვლენებზე

1
დაკვირვება და დასჭირდებათ ფიქრი იმის განსახილველად, თუ რას ხედავენ.
საყურებლად საინტერესო მოვლენებია: ყინულის დადნობა, მწერების მიერ
მცენარეების შეჭმა, თევზების აკვარიეუმში ცურვა და მცენარეების დღიდან
დღემდე გაზრდა.

მაგალითი: როდესაც თემო უყურებს, როგორ ჭამს სკოლის ბაჭია სტაფილოს, ის


მაგალითი
უთითებს ნიშანზე „მშიერი“. ინტერვენციონისტი ეკითხება: „საიდან იცი რომ ბაჭიას
შია?“ თემო კვლავ უთითებს პასუხზე „მშიერი“.

 იქონიეთ ახალი წიგნების დიდი არჩევანი ბიბლიოთეკაში. წიგნის კითხვის დროს,


შეჩერდით საინტერესო მომენტზე და ჰკითხეთ რა მოხდება, მათი აზრით.
იქონიეთ ჭურნალები, პოსტერები და საგნების სურათები (კოსმოსური ხომალდი),
სიტუაციების (ჭექა-ქუხილი) ან ადამიანების (მომღიმარი ბავშვი), რომლებიც
საინტერესოა მათთვის და აძლევთ შთაბეჭდილების გამოხატვისა და ისეთ
შეკითხვებზე პასუხის საშუალებას, რომლებიც მოითხოვენ ფიქრს.
 გააკეთეთ რამე ისეთი, რაც აქტივობისას შექმნის პრობლემას. მაგალითად
გამორთეთ მუსიკალური ცენტრი ქსელიდან, მუსიკის გაკვეთილის დროს ან
ჩახსენით ვაგონი სათამაშო მატარებელს.
 „დაგავიწყდეთ“ აუცილებელი საგანი, ან „გამოგრჩეთ“ მნიშვნელოვანი
კომპონენტი რუტინული, ან ნაცნობი აქტივობის დროს. მაგალითად, არ იქონიოთ
საჭმელი წახემსების დროს, ან წიგნი ზღაპრის წაკითხვის დროს და მიეცით
ბავშვებს პრობლემის გადაჭრის საშუალება.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

სახანძრო მანქანა

დიდი ყუთები, როგორიცაა მაცივრის ყუთი, შეიძლება გამოვიყენოთ ამ თამაშში.


პრობლემების გადაჭრის საშუალება შეიძლება მიეცეთ ბავშვებს შემდეგნაირი კითხვების
დასმით: „შეუძლია ვინმეს მოიფიქროს, როგორ გადავაქციოთ ეს ყუთი სახანძრო
მანქანად?“, „რა გვჭირდება?“, ხოლო ფიქრის უნარის გამოყენება შემდეგნაირი
კითხვებით შეიძლება: „რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ჩავიცვამთ ხალათებს სახანძრო
მანქანის შეღებვისას?“, „როგორ გგონიათ, როგორ გაჩნდა ცეცხლი?“

ექიმის კაბინეტი

1
ბავშვებმა შეიძლება მოაწყონ ექიმის კაბინეტი საკლასო ოთახის თეატრის კუთხეში.
ინტერვენციონისტი უკითხავს ბავშვებს ექიმებზე ინფორმაციას რათა მოამზადოს
აქტივობისთვის. ბავშვებს შეაქვთ ცვლილებები აქტივობაში იმის ჩამოთვლით, თუ რა
ხელსაწყოები შეიძება დასჭირდეთ (თეთრი მაისურები, საკაცეები, მარლა), როგორ
შეიძლება მოაწყონ კაბინეტი და რომელი როლების შესრულება შეუძიათ. ბავშვებს
ეძლევათ ფიქრის საშუალება სხვადასხვა როლის შესრულებისას („რატომ ტირის
ექიმო?“; „რა დაგემართა ფეხზე?“; „რითი შეგიძლია ამის გამოსწორება?“ )

F: თამაში
G 1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
1.1 ადგენს წესებს
1.2 გეგმავს და მონაწილეობს/განასახიერებს ამოცნობად მოვლენებს,
თემებსა და სიუჟეტებს
1.3 იყენებს წარმოსახვით უნარებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
A: სხვებთან ურთიერთობა
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს წარმოსახვით თამაშებში მონაწილეობის


საშუალება აქვთ, მოიცავს შემდეგს:

 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 ჭამის და წახემსების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

1
მაგალითი: დაძინების დროს, დედას მოაქვს რეზისთან წყალი, რომელსაც რეზი თავის
მაგალითი
წარმოსახვით მეგობარს სთავაზობს.

გარემოს მოწყობა

 მოაწყვეთ საკლასო ოთახი, თეატრის კუთხის ჩათვლით, აქტივობის არედ.


რუტინული შემთხვევებისა და თავისუფალი თამაშის დროს იქონიეთ ისეთი
საგნები, რომლებიც ბავშვებს წარმოსახვით თამაშებში ჩაბმას გაუადვილებს.
 თეატრალური ნივთები
 მარიონეტები
 ყველა ზომის, ფორმისა და სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების გამომსახველი
თოჯინები. თოჯინის ტანსაცმელი, პამპერსები, წინსაფრები, საწოლები,
ბოთლები, პლედები.
 თოჯინის სახლი პატარა კაცუნებითა და ავეჯით
 კუბიკები და ლეგოები პატარა ადამიანებით, ცხოველებით, მანქანებით
 შენობის გარეთ სათამაშო საგნები, ასაძრომი მოწყობილობები, ურიკები,
ველოსიპედები და დიდი ყუთები სახლებისთვის ან მატარებლებისთვის

მაგალითი: „საფოსტო
„ ოფისში“ ლალიკო წერს წერილს, დებს კონვერტში, აკრავს
კონვერტს მარკას და აგდებს საფოსო ყუთში.

იქონიეთ ისეთი წიგნები, სურათები და პლაკატები სახლსა და საკლასო ოთახში,


რომლებიც აღწერს ბავშვის წარმოსახვით თამაშს.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ყვველა ადგეს... ყველა დაწვეს...

ბავშვები განასახიერებენ სხვადასხვა ცხოველს. ჯერ ყველანი უხმაუროდ წვებიან


იატაკზე, შემდეგ ინტერვენციონისტი ამბობს: „ყველა იხვი ადგეს“. ბავშვები დგებიან და
განასახიერებენ იხვებს, ყიყინებენ და ბაჯბაჯებენ სანამ ინტერვენციონისტი არ
დაიძახებს: „ყველა დაწვეს“. შემდეგ ყველანი წვებიან და რიგრიგობით ირჩევევენ იმ
ცხოველს, რომლის განსახიერებაც სურთ.

ქაღალდის ჩანთის ცხოველები

1
ბავშვები აკეთებენ ცხოველების მარიონეტებს საჭმლის პატარა პარკებისგან, ფერადი
ფურცლებისგან, ნაჭრებისგან, ღილებისგან და ძაფებისგან. ბავშვები „ალაპარაკებენ“
თავიანთ ცხოველებს, თითებს ყოფენ ტომარაში და ამოძრავებენ მარიონეტის პირს.
ინტერვენიონისტმა უნდა შესთავაზოს ბავშვებს იდეები და თუ საჭირო გახდა მოდელიც
უნდა აჩვენოს. როდესაც ბავშვები დაასრულებენ ცხოველების გაკეთებას,
ინტერვენციონისტმა შეიძლება სთხოვოს მათ, ალაპარაკონ ცხოველები ერთმანეთში, ან
მოაწყონ მარიონეტების შოუ.

მაგალითი: ჯეკო უკეთებს მარიონეტს ნაკვთებს, დიდ ხორთუმს და დიდ კბილებს,


ხოლო სახელად არქმევს მაქსს. როდესაც ჯეკო ასრულებს მუშაობას, ინტერვენიონისტი
ეკითხება: „უნდა მაქსს ორცხობილა?“ და აწვდის წარმოსახვით ორცხობილას. ჯეკო
პასუხობს: „დიახ“, და „აჭმევს“ მაქსს ორცხობილას.

G 2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით


2.1 ინარჩუნებს თამაშში თანამონაწილეობას

2.2 იცავს თამაშის წესებს


შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
A:1 დარბის დაბრკოლებების გვერდის ავლით
B:2 აკენწლავს/ახტუნებს, იჭერს, ურტყამს და ისვრის ბურთს
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
B:3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში
C:2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ წესების მქონე თამაშებში ჩართვის


საშუალება, მოიცავს შემდეგს:

 არასტრუქტურული თამაშის დრო

1
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო

მაგალითი: მარიას მშობლები ხშირად თამაშობენ კარტს და ხანდახან მარიასაც სურს,


რომ მათ შეუერთდეს. თუ მარია ითხოვს კარტის თამაშს, დედა ეუბნება: „კარგი,
ვითამაშოთ, მაგ: „სათევზაოოდ წასვლა“, მაგრამ თამაში ბოლომდე უნდა მიიყვანო,
კარგი?“. თუ მარიას ავიწყდება რამე, მშობლები ახსენებენ წესებს.

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის ცენტრად ბავშვების სათამაშო ადგილის


ჩათვლით. არასტრუქტურული თამაშის დროს, იქონიეთ სათამაშოები, რომლებიც მათ
მისცემთ წესების მქონე თამაშებში ჩართვის საშუალებას:

 სამაგიდო თამაშები როგორიცაა ლოტო, მონოპოლია.


 ასაკისთვის შესაფერისი წესების მქონე თამაშები.
 კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები, ბადეები.
 ბავშვები ჩართეთ პატარა ჯგუფურ აქტივობებში, მათზე ცოტა უფრო
განვითარებულ თანატოლებთან

მაგალითი: მამუკა, ლალიკო და თემო თამაშობენ მონოპოლიას. თემო ამოძრავებს თავის


ფიგურას კამათლის გაგორების გარეშე და მამუკა ეუბნება: „მოიცადე თემო, ჯერ
კამათელი უნდა გააგორო.“ (2.2)

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

დაჭერობანა

ერთი ბავშვი ირჩევა წამყვანი. ეს ბავშვი „გაყინავს/გააშეშებს“ სხვა ბავშვებს ხელის


დადებით. ბავშვი, რომელიც „გაყინულია“დგას გაუნძრევლად, სანამ სხვა ბავშვი
(რომელიც არაა წამყვანი) არ ჩაეხუტება. ბავშვები რიგრიგობით ხდებიან წამყვანები.
ჩახუტება უნდა იყოს ნაზი. ინტერვენციონისტი უნდა დააკვირდეს ბავშვების მიერ

1
წესების შესრულების უნარს და უნდა გაუწიოს მინიმალური დახმარება წესების
შესახსენებლად.

ცუგა ცუგა, ვის აქვს ძვალი

ბავშვები სხედან ერთად და ირჩევენ ერთ-ერთ ბავშვს „ცუგად“. სანამ ცუგას თვალები
დახუჭული აქვს, ირჩევენ ბავშვს, რომელსაც ექნება „ძვალი“ (ეს შეიძლება იყოს
ნებისმიერი პატარა ნივთი) შემდეგ ყველას მიაქვს ხელები ზურგს უკან და „ცუგა“ ახელს
თვალებს. ბავშვები იძახიან: „ცუგა, ცუგა, ვის აქვს ძვალი?“ და ცუგას აქვს სამი შანსი
ამის გამოსაცნობად.

G: პრემათემატიკა/არითმეტიკა
G 1 ითვლის მინიმუმ ოც საგანს
1.1 ითვლის მინიმუმ ათ საგანს
1.2 ითვლის მინიმუმ სამ საგანს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:2 გამოჭრის სხვადასხვა ფორმის ფიგურებს (არასწორი/მრუდე კიდეებით)
კოგნიტური:
A:2.2 ესმის რვა განსხვავებული რაოდენობის აღმნიშვნელი ცნების
მნიშვნელობა/კონცეფცია
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და
ემოციების გამოხატვის დროს
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ დათვლის საშუალება მოიცავს


შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა

1
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: ტანსაცმელზე ღილების შეკვრის შემდეგ ლალიკოს დედა ამბობს: მოდი


ვნახოთ რამდენი ღილი გაქვს: „1,2,3“. ახლა შენ დაითვალე

მაგალითი: წახემსების დროს, ინტერვენციონისტი სთხოვს ტიმს, რომ მიაწოდოს


მეგობრებს ხელსახოცები და თან დაითვალოს.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ ისეთი საგნები თავისუფალი თამაშისა და რუტინული სიტუაციებს დროს,


რომლებსაც ბევრი ნაწილი აქვთ დასათვლელად:

 ხელოვნების კუთხისთვის საჭირო ნივთები ბევრი ნაწილით, როგორიცაა


სხვადასხვანაირი საგნების ნაკრები ( მარცვლეული, ღილები, სამუშაო ქაღალდები,
ძაფები), ფანქრები და მარკერები
 საკვები ნაწილებით (პატარა კრეკერები, ქიშმიშები)
 კუბიკები, ლეგო, ასაწყობები, პლასტმასის ცხოველები, ადამიანები და მანქანები.
 დასახარისხებელი ნივთები, მაგ: დასათვლელი დათუნიები, სათამაშო ლურსმები
და ჭანჭიკები

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ვალენტინობის ნამცხვრები

მაგალითი: ბავშვები ეხმარებიან ინტერვენციონისტს გულის ფორმის ნამცხვრების


გაკეთებაში რეცეპტის, ფორმების და ფერადი კრემის გამოყენებით. ბავშვები შეიძლება
ჩაერთონ მომზადების ყველა ასპექტში ცომის მოზელის, ფორმების გამოჭრის, მორთვის
და ნამცხვრის ჭამის ჩათვლით. აქტივობა ბავშვებს აძლევს დათვლის საშუალებას

1
(ჯგუფში მყოფი ბავშვების დათვლა იმის დასადგენად, თუ რამდენი სკამია საჭირო,
ლანგრების, ნამცხვრების და ხელსახოცების დათვლა).

პომიდორის ანაბეჭდი

პომიდორის ანაბეჭდი კეთდება პომიდორის შუაზე გაჭრით, მყარ ზედაპირზე ფორმის


დახატვით (მაგ: გული), და პომიდორზე ფორმის დანით ამოჭრით (ფორმა ამოწეული
უნდა იყოს). ფორმა უნდა ამოჭრას ზრდასრულმა. ბავშვები ეხმარებიან დიზაინის
შექმაში, უყურებენ ამოჭრის პროცესს და აკეთებენ ანაბეჭდს. ანაბეჭდის გასაკეთებლად
პომიდორს უსვამენ საღებავის თხელ ფენას, ადებენ ქაღალდზე და შემდეგ წევენ.
დათვლის პროცესი შეიძლება ჩავრთოთ ამ აქტივობაში (პომიდვრების დათვლა
გაჭრამდე და მის შემდეგ, გამოყენებული ფერების დათვლა, გაკეთებული ანაბეჭდების
დათვლა)

G 2 ხვდება ციფრების მნიშვნელობას


2.1 ასახელებს/ამოიცნობს ციფრებს ათამდე

2.2 ცნობს დაწერილ ციფრებს


შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
A: კონცეფცია (გაგების უნარი)
B: აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
C:2 აჯგუფებს ნივთებს სიგრძის და/ან ზომის მიხედვით
H:3 „კითხულობს“ მინიშნებების/სიმბოლოების დახმარებით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

1
რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ დაწერილი რიცხვების ცნობის
საშუალება მოიცავს შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: ლევანს დეიდა სთხოვს, რომ ჩაალაგოს რიცხვებისა და ასოების ჯოხები


სხვადასხვა ყუთებში დაბადების დღის მისაწვევი ბარათების დამზადების შემდეგ. მისი
უფროსი ძმა ასახელებს ყველა რიცხვს და ასოს რომელსაც ცნობს და ლევანი აწყობს
ყუთებში. თუ შეცდომა მოსდის ძმა ეხმარება.

მაგალითი: თიკოს სთხოვს მასწავლებელი, იპოვოს ოთახი ნომერი 6, რათა


დაათვალიეროს ის, რადგან თიკო შემდეგ წელს იქ ივლის.

მაგალითი: მანქანით სიარულის დროს, ანას დედა უთითებს გასასვლელზე, ნომერი 12


და ეკითხება მას: „რომელი გასასვლელი იქნება შემდეგი?“

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არე საოჯახო საქმეებისა და თეტრის კუთხის


ჩათვლით. დანომრეთ ადგილები და მოათავსეთ დიდი ნიშნები სახელითა და რიცხვით
ყველა აქტივობის კუთხეში გამოსაჩენ ადგილას. დაგჭირდებათ:

 თავისუფალი თამაშისა და რუტინული სიტუაციების დროს, იქონიეთ ისეთი


საგნები, რომლებსაც აწერიათ რიცხვები.
 მაგიდის ინდივიდუალური საფენები ნომრებით.
 სამაგიდო თამაშები რიცხვებიანი ბარათებით, ბანქოთი
 მაგნიტიანი დაფა და რიცხვები
 რიცხვებიანი ფანქრები, მარკების ჩასაწყობები და დანომრილი მარკები, მრავალი
რიცხვებიანი სტიკერები
 შემეცნებითი ნივთები, წამზომები, სასწორები, სახაზავები და ძველი
კალკულატორები

1
 კალენდარი მისამაგრებელი რიცხვებით
 ხელოვნების კუთხის ნივთები, როგორიცაა ტელეფონები, სათამაშო საათები,
ფული, საგნის ფასის აღმნიშვნელი ნიშნები, მიკროტალღოვანი ღუმელი
ციფრებიანი ეკრანით, მარკები და რესტორანის მენიუ ფასებით
 სასიამოვნო და ფერადი პოსტერები, წიგნები და ჟურნალები დაბეჭდილი
რიცხვებით
 იქონიეთ რიცხვების სურათები გარემოში

მაგალითი: იქონიეთ დანომრილი ყუთები (მოდით ხელოვნების კუთხისთვის


გამოვიყენოთ ყუთი ნომერი 6), კომპიუტერები (კესოს შეუძლია გამოიყენოს
კომპიუტერი ნომერი 2 და ქეთის ნომერი 3), თაროები (დაიმახსოვრეთ, რომ მანქანებს
ვინახავთ თაროზე ნომერი 4) და დანომრილი ხელმოსაწერი სია (მერაბი მეშვიდე
ნომერია დღეს)

 დანომრეთ თითოეული ბავშვის სკამი და იატაკზე დასაფენი. სთხოვეთ, რომ


გამოიყენონ მათი ნომრის შესაბამისი სკამები და დასაფენები დღის განმავლობაში

მაგალითი: ინტერვენციონისტი კესოს აძლევს ბარათს, რომელსაც აწერია ნომერი რვა


და პერიოდულად ეკითხება: „დღეს რა ნომერი გაქვს კესო?“ ის ასევე სთხოვს, რომ
იპოვოს სკამი ნომერი 8.

 კლასშიც და სახლშიც იქონიეთ განსხვავებული ფორმის რიცხვითი სიმბოლოები.


დარწმუნდით, რომ ბავშვები ხედავენ, აღიქვამენ და ამბობენ სხვადასხვა
საგნებზე არსებულ რიცხვების სახელებს. იქონიეთ მაგ: დაფაზე, თავსატეხების
ნაწილებზე მიწერილი და მაგნიტი რიცხვებზე, ხელით დაწერილი რიცხვები,
რიცხვები ფურცლებზე, დაფებზე, ჟურნალებში, კალენდრებზე, საატებზე და
სარკეზე საპარსი ქაფით მიწერილი რიცხვები
 იქონიეთ საგნები, რომლებიც აწყვილებენ დანომრილ საგნებს და მოიცავენ
ნივთების ნაკრებს რათა ბავშვებმა დათვალონ.

მაგალითი: სახლში და კლასში თიკოს აქვს სურათებიანი წიგნი, სადაც წერია


ციფრები 1დან 10მდე, თითოეულ გვერდზე გამოსახულია თითო ციფრი და იმდენივე
საგანი დასათვლელად. თიკოს მშობლები აჩვენებენ მას ციფრს, ამბობენ ციფრის
სახელს და ეხმარებიან დათვლაში.

 გააცანით ბავშვებს რიცხვი ყოველი დღის დასაწყისში. თქვით რიცხვის სახელი და


სთხოვეთ მსურველებს ამოარჩიონ სწორი რიცხვის ბარათი. გამოარჩევინეთ ციფრი
და ასო, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს გავდნენ, მაგალითების ჩვენებით და
კითხვით თუ როდის გამოიყენება ასო და როდის ციფრი (მაგ: ციფრი 3 და ასო E,

1
ციფრი 2 ან 5 და ასო S). მოათავსეთ რიცხვის ბარათი გამოსაჩენ ადგილას და
დაათვლევინეთ ბავშვებს მრავალჯერ დღის განმავლობაში ნაჩვენებ რიცხვამდე.

მაგალითი: დღის ციფრი არის 5, მასწავლებელი ხსნის დილის წრეს იმით, რომ
სთხოვს ბავშვებს ამოიცნონ ნომერი ბარათზე, დაითვალონ ხუთამდე და
დააკვირდნენ მსგავსებასა და განსხვავებას ციფრ 5სა და ასო S-სს შორის. დღის
განმავლობაში, ციფრი 5 ფიგურირებს იმით, რომ მათ სთხოვენ აიღონ 5 კრეკერი
წასახემსებლად, დახატონ 5 განსხვავებული ფორმის ფიგურა, მიუთითონ ციფრ 5ზე
ყველგან სადაც შეხვდებათ და დაითვალონ 5 წუთი საათით.

 გამოიყენეთ კალენდარი სახლში ან კლასში ციფრების სიმბოლოების გასაცნობად.


ამოაცნობინეთ ნომრები თარიღის მიხედვით და დააკრობინეთ ამინდის ამსახველი
სტიკერი ყოველ დღე (მზიანი, წვიმიანი, ღრუბლიანი, თოვლიანი). დაითვალეთ
სტიკერები თვის ბოლოს და დაადგინეთ ყველაზე ხშირი და იშვიათი ამინდი თვის
ბოლოს.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ აქტივობის შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

საჭმლის მომზადება

იპოვეთ ან მოიფიქრეთ მარტივი რეცეპტი, გამოიყენეთ რიცხვები, ინგრედიენტების


სურათები და ჭურჭელი. დაწერეთ რეცეპტი დიდ ფურცელზე, რომ ბავშვებს
გაუადვილდეთ ციფრების დანახვა. სთხოვეთ დაასახელონ ნებისმიერი რიცხვი
რომელსაც ცნობენ. დარწმუნდით, რომ რეცეპტის გამოყენებისას ამბობენ რიცხვების
სახელებს და ითვლიან ინგრედიენტებს გაზომვის დროს. გააცანით ცარიელი/სავსე,
მსუბუქი/მძიმე, დიდი/პატარა, წონის და მოცულობის ცნებები რაოდენობასთან
მიმართებაში („ფქვილის ჭიქაა მეტი თუ შაქრის?“, „ჭიქებიმეტს დაიტევენ თუ კოვზები?“,
„რომელი იქნება უფრო მძიმე - 1 ჭიქა შაქარი თუ ნახევარი ჭიქა რძე?“).

ფორმების კოლაჟი

ამოაჭრევინეთ ბავშვებს სხვადასხვანაირი ფურცლიდან განსხვავებული ზომის, ფორმის


და ტექსტურის ფორმები კოლაჟის ასაწყობად. მიეცით დრო იმის ამოსარჩევად, თუ რას
შექმნიან და სთხოვეთ გამოთქვან აზრები თუ რომელ ფორმას რისთვის გამოიყენებენ
(მაგ“ ოვალური ფორმა სახისთვის, სამკუთხედი ქუდისთვის, მართკუთხედი
სახლისთვის). სთხოვეთ გამოთვალონ რამდენი ფორმა დასჭირდებათ და შეაფასებინეთ

1
ცოტა დაასახელეს, ზედმეტი თუ ზუსტად იმდენი, რამდენიც იყო საჭირო.
გააკეთებინეთ ანალიზი დასრულებულ კოლაჟზე, გამოათვლევინეთ რომელი ფორმა და
ფერი გამოიყენეს ყველაზე მეტად და ნაკლებად, ასევე შეადარებინეთ გამოყენებული
ფორმების რაოდენობა და ზომა შექმნილი კოლაჟების რაოდენობასა და ზომასთან.

H: ფონოლოგიური უნარები
G 1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას
1.1 იყენებს გარითმვის უნარებს

1.2 დაანაწევრებს/დაშლის წინადადებებს და სიტყვებს

1.3 შეადგენს სიტყვებს ცალკეული ბგერებისგან და მარცვლებისგან

1.4 ცნობს და ანსხვავებს ერთნაირ და სხვადასხვა ბგერებს სიტყვის

დასაწისსა და ბოლოში

შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
B: თამაშის უნარები
კოგნიტური:
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
H:3 „კითხულობს“ მინიშნებების/სიმბოლოების დახმარებით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ ფონოლოგიური, შერწყმის,


გარითვმის და ალიტერაციული უნარების გამოვლენის საშუალება მოიცავს შემდეგს:

1
 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო/ წამოწოლის დრო
 წრეში ყოფნა
 მანქანით მგზავრობა
 ჭამის და წახემსების დრო
 მუსიკალური აქტივობები
 გადაადგილების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: მანქანით გადაადგილების დროს, კესოს მშობლები და ძმა თამაშობენ თამაშს


სიტყვების გარითვმაზე. ისინი კითხულობენ: „რომელი სიტყვა ერითმება ფუტკარს?“ და
იწყებენ სიმღერას, სადაც ფიგურირებს ფუტკრის რითმა და განმეორებითი ბგერები,
ასევე შეიძლება ჩართონ არარსებული, გამოგონილი „სიტყვები“. ამავდროულად
ერთმანეთს ეუბნებიან, რომ იპოვონ საგნები, რომლებიც ერთნაირი ბგერებით იწყება (G:
2.2)

მაგალითი: ძილის წინ ჯეკოს მშობლები ლოცულობენ მასთან ერთად, ყურადღებას


ამახვილებენ სტოფის ბოლო სიტყვაზე და შემდეგ სტროფში ტოვებენ ბოლო სიტყვას.
ისინი ერთად ამბობენ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი...“
ჯეკი დამოუკიდებლად ასრულებს სტროფს „ ... შენი“. (G: 2.1)

მაგალითი: მანქანით მგზავრობისას, დროის გასაყვანად, ბებია თემოს ეუბნება: „აბა,


მითხარი ყველა სიტყვა, რომელსაც გაიგებ“. შემდეგ ამბობს მარტივ წინადადებებს,
რომლებიც მიმდინარე სიტუაციას ეხება, როგორიცაა: „ჩვენ ვართ მანქანაში“. თემო
იმეორებს სიტყვებს, არაა აუცილებელი, რომ თანმიმდევრულად სწორად გაიმეოროს. (G
2.2)

მაგალითი: რიგში დგომის დროს ინტერვენიონისტი ბავშვებს აძლევს ბგერების


შერწყმისა და სიტყვების დამარცვლის საშუალებას. ის კითხულობს:“ ვის შეუძლია
მითხრას რა სიტყვა გამოდის ამ მარცვლებისგან? კა-ტა“. სოსო პასუხობს: „ბატი“. შემდეგ
მასწავლებელი სთხოვს, რომ მოიფიქროს რომელიმე სიტყვა და დაუმარცვლოს სხვა
ბავშვებს რათა გამოიცნონ.

მაგალითი: მოთხრობების კითხვის დროს, ჯეკოს დედა მარცვლავს სიტყვებს და სთხოვს


მას, რომ სიტყვა გამოიცნოს. ის იწყებს შედგენილი სიტყვებით სურათებიდან და
ეკითხება: რა ხატია სურათზე? ეს სიტყვაა მთა-ბარი. ბავშვი პასუხობს: მთაბარი. ( რას
აკეთებს ეს ბიჭი? ეს სიტყვაა ქოვ-ბოი. ბავშვი პასუხობს: ქოვბოი)

გარემოს მოწყობა

1
მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ, ბიბლიოთეკის/მოსასმენი/ლიტერატურის
კუთხის ჩათვლით. კომფორტული, მყუდრო და მშვიდი გარემოს შეთავაზება
ბავშვებისთვის სასიამოვნოს ხდის დროის წიგნებთან, CD-ებთან და კასეტებთან
გატარებას, ასევე ეხმარება ენის, ბგერების მოსმენასა და ათვისებაში, წერითა და
კითხვით. ყურსასმენების გამოყენება დაეხმარება ბავშებს სიმღერების ან მოთხრობების
ხელის შეუშლელად მოსმენაში, სანამ სხვა ბავშები წიგნებს წაიკითხავენ. იქონიეთ
საგნები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებს მოუსმინონ და აწარმოონ ისეთი
სიტყვები, რომლებიც ერითმება ერთმანეთს, იწყება და სრულდება ერთი და იგივე
ასოზე და დაეხმარება მათ ბგერების და მარცვლების სიტყვებად შერწყმაში და
სიტყვების წინადადებაში შერწყმაში.

 აუდიო ჩამწერები
 მოთხრობების აუდიო ჩანაწერები
 სიმღერებისა და რითმების აუდიო ჩანაწერები
 დასურათებული წიგნები აუდიო ჩანაწერებით
 მარტივი ტრადიციული სიმღერების ან ლექსების აუდიო ჩანაწერები
 ანბანის სურათები და სიტყვების წიგნი (მაგ: დედაენა)
 დასურათებული ბარათები

სკოლასა და სახლში დღის განრიგი უნდა მოიცავდეს მოთხრობების რეგულარულ


კითხვას, აარჩიეთ წიგნები, მოთხრობები და ლექსები, სადაც ყურადღება
გამახვილებულია შედგენილ ან ადვილად დასამარცვლ სიტყვებზე. გამოიყენეთ
სათაური სიტყვების დასაშლელად და ასაწყობად და მოთხრობაზე აზრის შესაქმნელად.

მაგალითი: მოთხრობების კითხვის დროს, ინტერვენციონისტი კითხულობს წიგნს:


„მოღრუბლულობა, შესაძლებელია ნალექი წვიმის სახით“ და ამბობს: „აბა, ვის შეუძლია
სათაური გაარჩიოს?“ პირველი სიტყვაა „მო-ღრუბლ-ულობა“. ტონი ხვდება, რომ სიტყვის
ფუძეა „ღრუბელი“. ბოლო სიტყვაა „სა-ხით“ და სთხოვს ბავშებს, რომ შეაერთონ
მარცვლები. სათითაოდ დამარცვლისა და შეერთების შემდეგ, მასწავლებელი ბავშვებს
წინადადებაში ყველა სიტყვის განმარტებას სთხოვს. (G 1.2, 1.3)

 შექმენით სიტყვების აუდიო ჩანაწერი, რომლებიც ერითმება ერთმანეთს,


იწყება/მთავრდება ერთი და იმავე ბგერებზე. ბავშვები ძირითადად ენთუზიაზმით
უსმენენ თავიანთ და თავიანთი თანატოლების ჩანაწერებს და მიჰყვებიან
ზრდასრულის ახსნას, საუბრობენ რიგ რიგობით.

მაგალითი: ზრდასრუული იწყებს ჩანაწერის გაკეთებას შემდეგნაირად: „ეს არის ჩვენი


კლასის ჩანაწერი სადაც ვრითმავთ სიტყვებს. ჯერ ჩვენ ყველანი ვიტყვით „ჰოპ“, შემდეგ
კი სიტყვას, რომელიც ერითმება ჰოპ- ს.“ რეზი ამბობს: „ჰოპ, პოპ“, ჯეკო ამბობს: „ჰოპ,

1
კოპ“ და ასე შემდეგ. თუ ბავშვი იტყვის სიტყვას, რომელიც არ ჯდება რითმაში,
დაიცადეთ სანამ სხვა ბავშები არ მიხვდებიან შეცდომას. გაიმეორეთ სიტყვები,
რომლებიც იწყება და მთავრდება ერთიდაიგივე ბგერებზე და მიეცით ბავშვებს
ალიტერაციაში შეცდომის პოვნის შანსი. მასწავლებელი სთავაზობს მასტიმულირებელ
სიტყვებს, თუ ბავშებს გამოელიათ იდეები, ან იმეორებენ უკვე ნათქვამ სიტყვას. (H: 1.1,
1.4)

 წრეში ყოფნის დრო, დილით შეხვედრისას, გამოიყენეთ ბავშვების სახელების


ბგერებად/მარცვლებად დასაყოფად და შემდეგ შესაერთებლად.

მაგალითი: დილის გუნდურ სიმღერამდე ბავშვებს ათქმევინეთ მათ გვერდზე მჯდომი


თანატოლის სახელი და შეაერთებინეთ ბგერები: „ახლა მივესალმებით კა-ტოს“. ბავშვები
ერთხმად იმეორებენ: „კა-ტო“. ასევე ყოველ ბავშვს შეუძლია დამარცვლოს საკუთარი
სახელი, ან ბგერებად თქვას. (H 1.2, 1.3, 2.2)

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

შემოდგომის გასეირნება

ბავშვები შეიძლება წავიდნენ სასეირნოდ. ინტერვენციონისტი ბავშვებს აძლევს


სიტყვების გარითვმის საშუალებას, მათ მიერ ნაპოვნი განსხვავებული საგნების
გარითვმით. ის ასევე ეხმარება სიტყვების ბგერებად დაყოფაში და აცნობს მსგავს
ბგერებზე დაწყებულ და/ან დასრულებულ სიტყვებს.

მაგალითი: კლასი გარეთ სეირნობს. ბავშვები ათვალიერებენ ხეებს, მცენარეებს, მწერებს


და ყვავილებს. ბავშვები ხედავენ ფუტკარს და მასწავლებელი ეკითხება, თუ რომელი
სიტყვები ერითმება ფუტკარს. ისინი პასუხობენ: „ვულკანი, ლურსმანი“. შემდეგ ის
ბგერებად ყოფს სიტყვას : „მე ვხედავ ხეს სასაცილო სახელით: „ფ-ი-ჭ-ვ-ი“ და შემდეგ
სთხოვს ბავშვებს, რომ შეადგინონ ბგერებით სიტყვა. ბავშვები იწყებენ ხის სახელისგან
სიტყვების გამოყვანას: „ფიჭა, ხიჭვი“ და ა.შ. შემდეგ სიტყებით ადგენენ წინადადებებს.

გაზაფხულის ყვავილები

ბავშვები ხატავენ ყვავილებს ნათელი ფერებით დიდ ფურცელზე. თუ საჭიროა, ღერო


შეიძლება ინტერვენციონისტმა დახატოს. ბგერების შერწყმის შესაძლებლობის
მისაცემად, ინტერვენციონისტი ეუბნება ბავშვებს: „ზურგს უკან რაღაც მაქვს. ბგერებს
ვიტყვი და აბა თუ გამოიცნობთ“. სიტყვების მაგალითებად შეიძლება გამოიყენოთ

1
ყვავილი, მწვანე. ლურჯი, ნახატი, ფუნჯი და მარკერი. აქტივობის დროს
ინტერვენციონისტი ეხმარება ბავშვებს ერთნაირ ბგერებზე დაწყებული/დამთავრებული
სიტყვების დამარცვლაში, შედგენაში და გარითვმაში.

G 2 იყენებს ასო-ბგერის კავშირს/ასოციაციას სიტყვის გამოთქმის და წერის


დროს

2.1 წერს სიტყვებს ასოების გამოყენებით (თითოეულ ბგერას შეუსაბამებს


ცალკეულ სიმბოლოს - ასოს)

2.2 გამოთქვამს სიტყვებს (მასში შემავალ ბგერებს) სწორად (სწორი


თანმიმდევრობით).

2.3 სწორად კითხულობს/გამოიცნობს ასოებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
B:1 წერს კალამზე სამი თითის ჩაჭიდებით
B:3 წერს თავის სახელს
კოგნიტური:
H:3 „კითხულობს“ მინიშნებების/სიმბოლოების დახმარებით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული შემთხვევები, რომლებიც ბავშვებს საუბრისა და სიტყვების დაწერის


საშუალებას აძლევს, მოიცავს შემდეგს:

1
 წასვლა - მოსვლა
 დაძინება/ წამოწოლა
 წიგნები და მოთხრობები
 წრეში ყოფნა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

დილის წრის დროს მასწავლებელი ირჩევს დღის ასო-ბგერას და ბავშვებს თხოვს, რომ
დაასახელონ იმ თანატოლების სახელები, რომლებიც იწყება ამორჩეულ ასო-ბგერაზე.
„დღეს გვაქვს ასო ბგერა ბ-ს დღე. ვისი სახელი იწყება ბ-ზე?“. ბავშვები ამბობენ: „ბესო,
ბექა, ბაგრატი“. ახალი ასოების სასწავლებლად ინტერვენციონისტი ბავშვებს აჩვენებს
ბარათებს სახელებით, სადაც წერია კოტე და კესო. „ეს სახელები იწყება ასო კ-ზე“.

მაგალითი: ბაბუა დაძინების წინ ვასიკოს უკითხავს მარკუს ფისტერის „თევზი


ცისარტყელას“. ვასიკოსთვის ეს წიგნი ნაცნობია და ბაბუა ამბობს: „მოდი სათაური ასო-
ასო წავიკითხოთ“. ის უთითებს ყველა ასოზე და ეხმარება ვასიკოს სიტყვების აწყობაში.

მაგალითი: მასწავლებელი უყურებს ვიოლას ნახატს და ეუბნება: „მესაუბრე შენს


ნახატზე“. ვიოლა ამბობს, რომ სურათზე არის გოგრების ფერმა, რომელსაც გასულ
კვირას ესტუმრა. მასწავლებელი ეუბნება ბავშვს, რომ დაარქვას ნახატს სახელი და
ეხმარება გოგრისა და ფერმის თქმაში წერის დროს.

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ კითხვისა და წერის კუთხის ჩათვლით.


იქონიეთ ბავშვებისთვის საინტერესო და მიმზიდველი საგნები და მიეცით მათ ასო-
ბგერების დაწერისა და თქმის საშალება. გახადეთ ბიბლიოთეკა უფრო მყუდრო და
კომფორტული ხალიჩების საშუალებით, ბალიშებით და პატარა სავარძლებით.
კედლებზე ჩამოკიდეთ პოსტერები, ან ბავშვების ნახატები და ბიბლიოთეკისთვის
ადგილი გამოყავით კლასის წყნარ ადგილას. თუ შესაძლებელია განაახლეთ წიგნები
ყოველ 1-2 კვირაში.

 ვიდეოჩანაწერები და CD-ები სადაც ჩაწერილია ასო-ბგერები იმ წიგნებიდან,


რომლებსაც ბავშვები კითხულობენ
 დასურათებული წიგნები თავისი აუდიოჩანაწერით
 წიგნები სურათებით და მარტივი ტექსტებით
 ასაკთან შესაფერისი წიგნები, ჟურნალები და კატალოგები
 ხელოვნების საგნები, რითიც ბავშვები შექმნიან საკუთარ წიგნებს

1
 თეატრის საგნები როგორიცაა ღია/დახურული ნიშნები, საგზაო ნიშნები, მენიუები,
პაციენტის დოსიეები, სურსათის სახელები მაღაზიისთვის
 სურათებიანი ბარათები სახელებით
 მაგნიტის დაფა და ასოები
 აჩვენეთ დამწერლობის მაგალითები როდესაც შესაძებელია. უჯრებს აწერია
ბავშვის სახელები, საგნების სახელები გამოკრულია თაროებზე და
წახემსებისათვის შექმნილია მენიუ. სურათისა და წარწერის ერთად გამოყენება
დაეხმარება ბავშვებს, რომლებიც ესესაა სწავლობენ კითხვას. მიაწერეთ სახელები
ხშირად გამოყენებად ნივთებს კლასშიც და სახლშიც და წაახალისეთ ბავშვები,
რომ თქვან ეს სახელები კონტექსტშიც და ისეც.

მაგალითი: მამუკას მშობლებმა დააწერეს სახელები საკლასო ოთახის კარს, კედელს,


ფანჯარას, მაგიდას, სკამს და ხელსაბანს და სახლში დაამატეს სახელები
საწოლისთვის, სათამაშოებისთვის და წიგნებისთვის. მამუკას მამა მას აჩვენებს სხვა
ბარათებზე დაწერილ იგივე სიტყვებს და ეხმარება სიტყვების წარმოთქმასა და
დაწერაში.

 ბავშვებს სთხოვეთ, რომ ყოველთვის დაარქვან თავიანთ ნახატებს სახელი. წერის


დროს შეცდომები მისაღებია ასო-ბგერების გამოყენებით სიტყვების დაწერის
ადრეული მცდელობისას.

მაგალითი: ელენი არქმევს თავის სურათს „ჩემი წვეულება“ და წერს „ჩე ი წვეულ ბა“
ინტერვენციონისტი უსწორებს: „ჩემი წვეულება“.

 დააწერეთ ბავშების სურათებს სახელები მათი კარნახის მიხედვით, შეეკითხეთ


სიტყვის პირველი ასო და ყურადეღება გაამახვილეთ ყოველი ასო-ბგერის
კომბინაციაზე წერისას.

მაგალითი: ლევანიკომ დახატა თავის კვიცის სურათი და კარნახობს მასწავლებელს


სახელს: „ეს არის ჩემი ცხენი, პეჩო“. ინტერვენციონისტი ნახატს აწერს ნაკარნახებ
სიტყვას და ეკითხება რომელი ასო უნდა დაწეროს, ბგერა ც თუ პ სახელის დასაწერად.

 ჩამოკიდეთ ფერადი ანბანი დიდი და პატარა ასოებით საკლასო ოთხაშიც და


ბავშვების ოთახებშიც.

მაგალითი: ბესოს საყვარელი სურათი კლასში, არის ანბანის პოსტერი, სადაც ხატია
ბავშვის სურათი და წერია სახელი ყოველი ასოსთვის. ის ამბობს, მისი ფავორიტებია:
„კესო“, რადგან „ჩემს სახელს გავს“ და „ბექა“, რადგან „იგივე ასოზე იწყება, რომელზეც
ჩემი სახელი“.

1
ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ანბანის სუპი

ბავშვები აკეთებენ ანბანის სუპს ნებისმიერი რეცეპტის მიხედვით ასოების ფორმით


მაკარონების გამოყენებით. ბავშვებს ეძლევათ სიტყვებისა და ბგერების თქმის მრავალი
შესაძლებლობა სუპის გაკეთებისა და ჭამის დროს. მასწავლებელი აწყობს სამ ბგერიან
სიტყვებს და ეხმარება ბავშვებს წარმოთქმაში.

მაგალითი: კლასი ჩართულია საჭმლის მომზადებაში - ლანჩისთვის აკეთებენ სუპს.


მასწავლებელს აქვს საკმარისი რაოდენობის ანბანის ფორმის მაკარონი. ის აძლევს ყველა
ბავშვს სიტყვას ასაწყობად, რომელიც გადმოსცემს აქტივობას და ბავშვები ეძებენ
სიტყვაში შემავალ ასოებს, მაგალითად: ცხობა, კოვზი, სუპი, მორევა.

შვრიის ნამცხვარი

ბავშვები ამზადებენ შვრიის ნამცხვრებს რეცეპტის მიხედვით. ინტერვენციონისტი წერს


რეცეპტს უბრალო, ადვილად გასაგები სიტყვებით და კარნახობს ბავშვებს, რომ
წარმოთქვან სიტყვები მთლიანი მოქმედების განმავლობაში.

მაგალითი: მამუკას მასწავლებელი იწყებს კითხვას: „შაქარი მოვაყაროთ“ აკეთებს


პაუზას, უთითებს სიტყვაზე - „ზემოდან“ და ელოდება მამუკას, როდის იტყვის ამ
სიტყვას.

G 3 „კითხულობს“ მინიშნებების/სიმბოლოების დახმარებით


3.1 ამოიცნობს/ასახელებს ასოებს
შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
B:3 წერს თავის სახელს
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B: თანამონაწილეობა

1
D:3 იმახსოვრებს საკუთარ და სხვის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევს ასოების ცნობისა და სიტყვების


წაკითხვის საშუალებას, მოიცავს შემდეგს:

 წასვლა - მოსვლა
 დაძინება/წამოწოლა
 წიგნები და მოთხრობები
 წრეში ყოფნა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: როდესაც დათუნა და დედამისი ელოდებიან ავტობუსს, დედა ბავშვს


ახსენებს - „ჩვენს ავტობუსზე წერია „ცენტრი“; გახსოვდეს და უყურე რომელი წარწერა
დაიწყება ასო ც-ზე“.

მაგალითი:
აგალითი: როდესაც მარია და მამამისი მიდიან მაღაზიაში, მამა ეუბნება ქალიშვილს:
„იპოვე ნიშანი, სადაც წერია „ღიაა“, ეს სიტყვა დაიწყება ასო ღ-ზე“.

მაგალითი: ბესოს ჭირდება საპირფარეშოში შესვლა და სურს დამოუკიდებლად ამის


გაკეთება. მასწავლებელი ახსენებს მას: „შედი საპირფარეშოში, რომელსაც აწერია ბიჭები.
ეს სიტყვა იწყება ასო ბ-ზე, ისევე როგორც შენი სახელი“.

მაგალითი: ჯეკოსთვის წიგნის კითხვის დროს, დედა ხანდახან ასახელებს


მაგალითი
განსხვავებულ ასოებს და თხოვს ჯეკოს, რომ ამოიცნოს ისინი ტექსტში. ის ასევე
უთითებს სიტყვებზე სათაურებში და ეხმარება წაკითხვაში.

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ კითხვისა და წერის კუთხის ჩათვლით.


იქონიეთ ბავშვებისთვის საინტერესო და მიმზიდველი საგნები და მიეცით მათ ასო-
ბგერების დაწერისა და თქმის საშუალება.

1
 ვიდეოჩანაწერები და CD-ები სადაც ჩაწერილია ასობგერები იმ წიგნებიდან,
რომლებსაც ბავშვები კითხულობენ
 დასურათებული წიგნები თავისი აუდიოჩანაწერით
 წიგნები სურათებით და მარტივი ტექსტებით
 ასაკთან შესაფერისი წიგნები, ჟურნალები და კატალოგები
 ხელოვნების საგნები, რითიც ბავშვები შექმნიან საკუთარ წიგნებს
 თეატრის საგნები როგორიცაა ღია/დახურული ნიშნები, საგზაო ნიშნები, მენიუები,
პაციენტის დოსიეები, სურსათის სახელები მაღაზიისთვის
 სურათებიანი ბარათები სახელებით
 ანბანის სურათები/სიტყვების წიგნები
 დაფები ანბანითა და რიცხვებით
 ანბანის თავსატეხები
 აჩვენეთ დამწერლობის მაგალითები, როდესაც შესაძლებელია. უჯრებს აწერია
ბავშვის სახელები, საგნების სახელები გამოკრულია თაროებზე და
წასახემსებლად შექმნილია მენიუ. სურათისა (ლეგოს სურათი წარწერით „ლეგო“)
და წარწერის ერთად გამოყენება დაეხმარება ბავშვებს, რომლებიც ახლა
სწავლობენ კითხვას. წაახალისეთ ბავშვები, რომ „წაიკითხონ“ სახელები და
იქონიეთ იგივე სიტყვები სხვა ბარათებზე, რათა ბავშვებმა მოუმზადებლად
წაიკითხონ და/ან შეუსაბამონ გამოკრულ სიტყვებს.

მაგალითი: ჯეკო დარწმუნებულია თავისი კითხვის უნარში, რადგან ცნობს კლასში


გამოკრულ, ხშირად გამოყენებული ნივთების სახელებს. ის აკვირვებს თავის მშობლებს,
რადგან ცნობს ბარათებზე დაწერილ იგივე სიტყვებს.

 წრეში ყოფნის დროს, ბარათზე დაწერეთ რომელიმე ბავშვის სახელი და აჩვენეთ


კლასს ყოველდღე. გამოიყენეთ სახელები ბავშვებისთვის ასო-ბგერების
სასწავლებლად და თანატოლების სახელების დაუფიქრებლად წასაკითხად.

მაგალითი: დილის წრის დროს, მასწავლებელს უჭირავს ბარათი, რომელზეც წერია


მაგალითი
„ვიქტორი“ და კითხულობს: „ვისი სახელია ეს?“ თავად ვიქტორი და კიდევ რამდენიმე
ბავშვი ცნობენ სახელს. შემდეგ მასწავლებელი ათქმევინებს მათ ბგერა ვ-ს და კვლავ
კითხულობს: „კიდევ ვისი სახელი იწყება ვ-ზე? ვასიკო პასუხობს: „ჩემი“.

 ასწავლეთ ბავშვებს თავიანთი სახელის დაწერა და შემდეგ სთხოვეთ, რომ


შეუსაბამონ ეს ასოები გამოკრული სიტყვების ასოებს.

1
მაგალითი: კატო ცნობს თავის სახელში შემავალ ყველა ასოს და როდესაც ხედავს
გამოკრულ სიტყვებს: „კატა“, „აკიდო“, „ტოტი“, „ია“. უთითებს პირველ ასოებზე და
ამბობს: „ეს ასოები ჩემს სახელშიც შედის“.

 გადაუღეთ სურათები ნაცნობ ადამიანებს, შემთხვევებს, ნივთებს და


დაასათაურეთ მარტივი სიტყვებით. იქონიეთ ბარათები იგივე წარწერებით, რათა
ბავშვებმა შეუსაბამონ ერთმანეთს ბარათები.

მაგალითი: დათუნა თამაშობს ბარათებით, რომლებიც დედამ გაუკეთა. ის იღებს


სურათს, რომელსაც აწერია „მამა“ და დებს სხვა სურათებთან ერთად, სანამ არ იპოვის
ბარათს, რომელსაც ასევე აწერია „მამა“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

სახელების ბარათები

ბავშვები აკეთებენ ბარათებს მუყაოსგან და აფერადებენ ფანქრებით, მარკერებით,


სტიკერებით და ა.შ. მასწავლებელი ეხმარება მათ მხოლოდ აუცილებლობის
შემთხვევაში. ბავშვებს ეძლევათ ასოების ცნობის საშუალება თავიანთ და სხვა
ბავშვების სახელებში. ბარათების გამოყენება შეიძლება დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

მაგალითი: წრეში ყოფნის დროს, მასწავლებელი იღებს ბავშვების სახელებან ბარათებს,


რათა დაადგინოს კლასში იმყოფება თუ არა ესა თუ ის ბავშვი: „ეს მოსწავლე დღეს აქ
არის?“ თვითოეული ბავშვი იღებს თავის ბარათს და აკრავს დაფაზე. წრის შემდეგ
ბავშები კითხულობენ ყველა სახელს.

ასოების ძიება

კონკრეტული ასოების მოსაძებნად ბავშვები ათვალიერებენ ჟურნალებს, გაზეთებს და


კატალოგებს. ისინი ცნობენ და ჭრიან ასოებს, შემდეგ აკრავენ ფურცელზე.
მასწავლებელმა შეიძლება იკითხოს, თუ რომელი სიტყვისთვის სურთ ასოების მოძებნა
და შემდეგ ამ სიტყვას ბეჭდავს დიდი ასოებით. მასწავლებელმა შეიძლება წაახალისოს
ისინი, რომ იპოვონ მათ სახელებში შემავალი ასოები, ან ასოები მათთვის საინტერესო
ადამიანების, საგნების ან მოვლენების სახელებისგან. როდესაც ბავშვები დაასრულებენ
ასოების ძიებას, მათ შეუძლიათ გააკრან ისინი მასწავლებლის მიერ დაბეჭდილი ასოების
ზემოთ, ან ქვემოთ.

1
AEPS
სოციალურ-კომუნიკაციური სფერო
3-6 წლის ასაკისათვის

AEPS ტესტის პუნქტები:


მიმართულება A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა

მიზანი 1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,


მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და ემოციების
გამოხატვის დროს

1.1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, მოსალოდნელი შედეგების


გამოხატვის მიზნით

1.2 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს წარმოსახვითი საგნების, პირების და


მოვლენების აღწერის მიზნით

1.3 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, საკუთარი ან სხვისი ემოციების


გადმოცემის მიზნით

1
1.4 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, წარსული მოვლენების აღწერის
მიზნით

1.5 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, მოთხოვნის (ბრძანების) ან თხოვნის


გამოხატვის მიზნით

1.6 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, ინფორმაციის მიღების მიზნით

1.7 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, ინფორმაციის გაცემის მიზნით

მიზანი 2 იყენებს სასაუბრო წესებს

2.1 ადგილი აქვს მოსაუბრე/ მოპასუხის საუბრის მონაცვლეობას;

2.2 რეაგირებს საუბრის თემის შეცვლაზე

2.3 სვამს კითხვებს დაზუსტების/უკეთ გარკვევის მიზნით

2.4 პასუხობს მოულოდნელად/დამატებით დასმულ შეკითხვებს

2.5 წამოიწყებს კონტექსტურ/სიტუაციურ თემაზე საუბარს

2.6 რეაგირებს სხვების წამოწყებულ საუბარზე (საუბრის თემატიკაზე)

მიზანი 3 ადგენს და ირგებს სხვადასხვა სოციალურ-კომუნიკაციურ როლებს

3.1 იცვლის ინტონაციას საჭიროების მიხედვით

3.2 იყენებს სოციალურად შესაფერის ფიზიკურ ორიენტაციას

მიმართულება B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების


გამოყენება
მიზანი 1 იყენებს ზმნებს

1.1 იყენებს დამხმარე ზმნებს

1.2 იყენებს საერთო/შეწყვილებულ ზმნას (ყოფნა/არყოფნა)

1.3 იყენებს ზმნებს მესამე პირის მხოლობით რიცხვში

1.4 სწორად აუღლებს ზმნებს პირის, დროის და რიცხვის მიხედვით

1.5 იყენებს ზმნებს წარსულ დროში

1
1.6 იყენებს ზმნებს აწმყო დროის გამოსახატად

მიზანი 2 იყენებს არსებითი სახელის მოდულაციებს

2.1 იყენებს არსებითი სახელის კუთვნილებით ფორმას

2.2 კვეცავს/კუმშავს არსებით სახელს რიცხვისა და ბრუნვის შესაბამისად

2.3 იყენებს არსებით სახელებს მრავლობით რიცხვში

მიზანი 3 სვამს კითხვებს

3.1 სვამს კი/არა ტიპის შეკითხვებს

3.2 სვამს კითხვებს დამხმარე ზმნის ადგილის შეცვლით

3.3 სვამს კითხვას „როდის?“

3.4 სვამს კითხვას „რატომ? “, „ ვინ?“, „ როგორ?“

3.5 სვამს კითხვას „რა?“ და „სად?“

3.6 სვამს კითხვას ხმის ინტონაციის შეცვლით/ამაღლებით.

მიზანი 4 იყენებს ნაცვალსახელებს

4.1 იყენებს ნაცვალსახელებს, როგორც ქვემდებარეს წინადადებაში

4.2 იყენებს მიმართებით ნაცვალსახელებს

4.3 იყენებს კუთვნილებით ნაცვალსახელებს

4.4 იყენებს განუსაზღვრელ ნაცვალსახელებს

4.5 იყენებს ჩვენებით ნაცვალსახელებს

მიზანი 5 იყენებს აღწერით სიტყვებს

5.1 იყენებს ზედსართავ სახელებს

5.2 იყენებს ზედსართავ სახელებს შედარებისთვის

5.3 იყენებს ზმნიზედას

5.4 იყენებს წინდებულებს/თანდებულებს

5.5 იყენებს კავშირებს

1
ეფექტური კომუნიკაციის უნარი უმნიშვნელოვანესია ურთიერთობისა და
დამოუკიდებლად განვითარებისათვის ცხოვრებაში. კომუნიკაცია არის სიმბოლური, ან
არასიმბოლური შეტყობინების, ან ინფორმაციის გაცვლა მსმენელსა და მოსაუბრეს
შორის. სიმბოლური კომუნიკაცია ძირითადად უკავშირდება ენას და მოიცავს
სიტყვების, სიმბოლოების ან ნიშნების გაცვლას, რომლებიც ასახავს ფაქტებს, ამბებს,
გარემოს, ქმედებას, ცნებას ან ადამიანს. ენა არის პირობითი სისტემა და მოიცავს კოდს,
რომელიც გადმოსცემს მოსაზრებებს მსოფლიოში არსებულ მოვლენებზე, საგნებზე და
ა.შ. კომუნიკაციის საშუალებით(bloom/lahey 1978). არასიმბოლურ კომუნიკაციასაც
გადააქვს ინფორმაცია და შეტყობინება მოსაუბრიდან მსმენელამდე ჟესტებით, სახის
მიმიკებით და სხვა. კომუნიკაციის ეს ფორმა არ ითვლება პირობით სისტემად, რომელიც
იყენებს კოდს მოსაზრებების გადმოსაცემად.

ჩვილები იბადებიან კომუნიკაციის უნარით. მათი პირველადი კომუნიკაციური უნარი


არასიმბოლურია და გადასცემს მომვლელს მათ კმაყოფილებას, უკმაყოფილებას,
ინტერესსა (სურვილს) და ფიზიკურ მდგომარეობას. დროთა განმავლობაში, ბავშვების
უმეტესობა იწყებს სიმბოლური კომუნიკაციის, ან ენის კოდის გაგებას იმ გარემოს
მიხედვით, რომელშიც იმყოფება. ორივე, სიმბოლური და არასიმბოლური კომუნიკაცია
ბავშვებს ხდის მეტად დამოუკიდებელს და აძლევს პრობლემების ეფექტურად
გადაჭრის საშუალებას. ბავშვები, რომლებსაც აქვთ სირთულეები კომუნიკაციის
უნართან, დამოკიდებულნი არიან მომვლელებზე მოთხოვნების (საჭიროებების)
დაკმაყოფილებასა და პრობლემების გადაჭრაში.

AEPS-ის კურიკულუმის სოციალურ-კომუნიკაციური სფერო შექმნილია ყოველდღიურ


საქმიანობაში ბავშვის სიმბოლური და არასიმბოლური კომუნიკაციური უნარების
ჩამოსაყალიბებლად. ეს სფერო მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც მიიყვანენ ბავშვებს
მარტივი, ადრეული სიმბოლური და არასიმბოლური უნარებიდან, მზარდ და
კომპლექსურ, ენისა და საზოგადეობაში დამკვიდრებული (მიღებული) კომუნიკაციის,
გაგებასა და გამოყენებამდე. ამისთვის იდეალური გარემოა ტრენინგების აქტივობებსა
და რუტინულ სიტუაციებში ჩართვა.

სოციალურ-კომუნიკაციური სფერო შედგება 2 მიმართულებისგან. მიმართულება A


(სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა) ფოკუსირებულია ბავშვის მიერ სიტყვების,
ფრაზებისა და წინადადებების გამოყენებაზე და მოიცავს სოციალურ
ურთიერთქმედებებს. სასაუბრო როლებისა და წესების სწავლა აუცილებელია
კომუნიკაციური ურთერთქმედებისთვის თანატოლეთან და უფროსებთან.
მიმართულება B (სიტყვების, ფრაზებისა და წინადადებების გამოყენება) ეხება ენის
გრამატიკულ სტრუქტურას, რომელიც ბავშვს სჭირდება ეფექტური კომუნიკაციისთვის.

1
სოციალურ-კომუნიკაციური ქცევა და მისი მჭიდრო კავშირი შემეცნების პროცესთან
სერიოზული არგუმენტია, რომ არ განვიხილოთ ეს 2 სფერო, სხვა განვითარებითი
სფეროებიდან დამოუკიდებლად. გუნდის წევრები უნდა დააკვირდნენ ბავშვის
სოციალურ-კომუნიკაციურ ქცევას გარემოსა და აქტივობებთან მიმართებაში, რათა
დაადგინონ თუ რასთანაა დაკავშირებული პრობლემა, ან რომელი პრობლემის შედეგია;
მაგალითად, ბავშვის ფერების ამოცნობის უნარი დამოკიდებულია, როგორც შეკითხვის
გაგებაზე მაგ: „მაჩვენე მწვანე ფერი“; ან „რა ფერია ეს?“, ასევე ფერების
იდენტიფიცირების შესაძლებლობაზე, რაც შემეცნებითი უნარია. კომუნიკაციური ქცევის
კლასიფიცირება, შესაძლებელია ერთზე მეტ სფეროში. მაგალითად, ნაცნობი
მომვლელისადმი გაღიმება შეიძლება იყოს სოციალურ-კომუნიკაციური, შემეცნებითი და
სოციალური ქცევა.

AEPS კურიკულუმის სოციალურ-კომუნიკაციური სფერო დაყოფილია ოთხ სექციად:


1) ინტერვენციული მოსაზრებები,
2) შემოთავაზებული აქტივობები,
3) აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება,
4) სფეროს მიზნები.
ინტერვენციული მოსაზრებები მოიცავს რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს
ინტერვენციონისტმა რისკის ქვეშ მყოფ, ან უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობისას.
შემოთავაზებული აქტივობები გვაწვდის კონკრეტულ სიას, რომელიც შეიძლება
განსაკუთრებულად შედეგიანი აღმოჩნდეს სოციალურ-კომუნიკაციური უნარების
განსავითარებლად. ამ სექციაში ასევე დართულია დამატებითი ნივთების სია, რომელიც
გამოგვადგება მიზნის მისაღწევად. მესამე სექცია არის ილუსტირებული მაგალითი
იმისა თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ აქტივობებზე დაფუძნებული ინტერვენციები
IFSP/IEP ში შესული მსხვილი მოტორიკის სფეროს მიზნის მისაღწევად. ბოლო, მეოთხე
სექცია ეხება კონკურენტულ მიზნებს
მიზნებს, ყოველდღიურ რუტინას, გარემოს მოწყობას და
ინტერვენცულ აქტივობებს სკოლაშიც და სახლშიც (სოციალურ-კომუნიკაციური სფერო
3-დან 6 წლამდე AEPS ტესტი)

ინტერვენციული მოსაზრებები

ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებზე მუშაობისას,


განხილულია ქვემოთ.

 კულტურული ფასეულობების ზეგავლენა ბავშვის სოციალურ-კომუნიკაციურ


ქცევაზე ინტერვენციული მიზნებისა და გეგმების ჩამოყალიბებისას. მაგალითად,
ზოგიერთ ერში თვალებში ყურება მისაღები არ არის, ზოგიერთში კი, ბავშვები არ

1
უნდა წავახალისოთ ერთმანეთთან ღიად სასაუბროდ. იმუშავეთ ოჯახთან ერთად
ბავშვისთვის სოციალურ-კომუნიკაციური მიზნების არჩევისას.
 სმენის შეფასება პირველი და რთული ნაბიჯია ბავშვის უნაარების შეფასებისას
და საჭირო მიზნების შერჩევისას. თუ ბავშვი იყენებს სასმენ მოწყობილობას,
ზრდასრული უნდა დარწმუნდეს, რომ ის კარგად მუშაობს. ყველა ბავშისთვის,
რომლისთვისაც კომუნიკაციური უნარი აირჩევა, რეკომენდირებულია
კომუნაკაციის სპეციალისტთან ვიზიტი.
 სურვილების, საჭიროებების და გრძნობების გადმოცემის უუნარობა ბავშვისთვის
შეიძლება იყოს ძალიან დამრთგუნველი და თავი შეიძლება იგრძნოს გარიყულად,
იზოლირებულად. რიგ შემთხვევებში, ქცევის პრობლემა კლასსა და/ან სახლში,
შეიძლება გამოწვეული იყის კომუნიკაციის წარუმატებელი, შეუფერებელი
მცდელობით (სათამაშოს ხელიდან გამოგლეჯა, რიგის მისაღებად სხვა
ბავშვისთვის ხელის კვრა). ზრდასრული უნდა დააკვირდეს სმენის/კომუნიკაციის
პრობლემის მქონე ბავშვს, დაუსახოს მიზნად კომუნიკაციური უნარების
განვითარება, რომელიც ეფექტურად ჩაანაცვლებს შეუსაბამო ქცევას და
განავითაროს შესაბამისი ინტერვენციული გეგმები. მნიშვნელოვანია ისეთი
გარემოს შექმნა, სადაც ბავშვს დასჭირდება კომუნიკაცია თავისი სურვილების
გამოსახატავად რუტინული ქმედებების, ბავშვის მიერ ინიცირებული და
დაგეგმილი აქტივობების დროს. მაგალითად, წვენით სავსე გრაფინის
მოთავსებამ შესამჩნევ, მაგრამ მიუწვდომელ ადგილას, შეიძლება წაახალისოს
ბავშვი წვენის მოთხოვნისაკენ. დარწმუნდით, რომ ბავშის ლაპარაკის მცდელობა
წახალისებულია და იღებდეს მისი ენისთვის ლოგიკურ შედეგს (თუ ბავშვი
ამბობს „მეტი/კიდევ“ ზრდასრული პასუხობს: „კიდევ გინდა წვენი?“ და აძლევს
წვენს). აჩვენეთ კომუნიკაციის მოდელი ბავშვს. თავი აარიდეთ დამსჯელობითი
სახის ქმედებებს
 მიეცით ბავშვებს კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ ნუ გაიმეორებთ მოთხოვნებს
რამოდენმეჯერ პასუხის მისაღებად, რადგან ამან შეიძლება შეაშინოს ისინი. თუ
ბავშვი ითრგუნება და კარგავს კომუნიკაციის სურვილს, აუცილებელია
პროგრამის სტრატეგიის შეცვლა და ინდივიდუალური ბავშვის სწავლის სტილის
გათვალისწინება.
 სმენის ან კომუნიკაციის პრობლემის მქონე ბავშვის პოზა ძალიან
მნიშვნელოვანია. ზრდასრული უნდა დარწმუნდეს, რომ ბავში სწორ პოზიციაშია,
უყურებს მოსაუბრეს, ხედავს ტუჩებს, ნიშნებს, ან სურათებს დიდი ჯგუფური
აქტივობების დროს, როგორიცაა წრეში ყოფნა და მოთხრობების
მოყოლა/წაკითხვა. ბავშვს შეიძლება დაეხმაროს დამატებითი ვიზუალური ან სხვა
ტიპის კარნახი (სურათები, ჟესტიკულაცია, საგნები) ინფორმაციის აღსაქმელად.

1
აქტივობების დროს ბავშვების ერთმანეთის წინ ან გვერდიგვერდ დასმამ,
შეიძლება გაამარტივოს კომუნიკაცია.
 ზრდასრულის და ბავშვის თანაფარდობამ და კლასში ზრდასრულის პოზიციამ
შეიძლება გაზარდოს ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობის მოცულობა და
ხარისხი. განსაზღვრეთ ზრდასრულის ლაპარაკის ხანგრძლივობა კლასში და ასევე
ზრდასრულისა და ბავშვის ინტერაქცია, ასევე ხომ არ უშლის ეს ხელს ბავშვების
კომუნიკაციას.
 ზოგი ბავშვი შეიძლება მგრძნობიარე იყოს ხმაურის ან კონკრეტული ხმების
მიმართ. ხმა, რომელიც ნორმალურია ზრდასრულისთვის, ბავშვისთვის შეიძლება
ზედმეტად ხმამაღალი იყოს. ხალხმრავლობა, ხმების კომბინაცია, ან ზედმეტი
ხმაური შემაწუხებელი და დისკომფორტის შემქმნელია. სასურველია, ყოველთვის
იცოდეთ, რა ეფექტს ახდენს გარემო კონკრეტულ ბავშვზე
 მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებს შეიძლება დამატებითი დახმარება
დასჭირდეთ ორიენტირებისთვის, იმ ადამიანის დაფიქსირებისთვის, რომელსაც
ესაუბრებიან. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ პირადი/ინდივიდური სივრცის ცნება.
(ზოგიერთ სიტუაციებში დასაშვებია თანატოლთან ძალიან ახლოს მისვლა და
შეხება, ზოგიერთში - არა)

ორენოვანი გარემო და ბავშვები

პატარა ბავშვები, რომლებიც სწავლობენ 2 ენას ერთდროულად, ვერ ხედავენ სხვაობას


ამ ენებს შორის. ბავშვის ლექსიკონში არსებული ორივე ენის სიტყვების მარაგი უნდა
ჩაითვალოს ერთად. ეს პრინციპი ეხმარება ბავშვებს რუსულის, ინგლისურის,
ქართულის, ან სხვა რომელიმე ენის, მეორე ენად სწავლაში და ასევე ეხმარება
ორენოვანი ოჯახების ბავშვებს. ბავშვები არ ალაგებენ სხვადასხვა ენებს 2
განსხვავებულ სისტემად, სანამ არ შეიძენენ შემეცნებით უნარებს (კატეგორიზაციას და
კლასიფიკაციას), რაც ხდება 3 წლის ასაკის შემდეგ.

პატარა ბავშვებს ორენოვანი ოჯახებიდან, ან ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ


ინგლისურს (ქართულს) მეორე ენად, უნდა შევუფასოთ გაგების/აღქმის უნარი ორივე
ენაში და თუ შესაძებელია განსხვავებულ სიტუაციებში. ბავშვებმა შეიძლება
გამოიყენონ მშობლიური ენა სახლში, ხოლო მეორე ენა აქტივობებზე დაფუძნებულ
ცენტრებში, იმის მიუხედავად აქვს თუ არა პირველ ენაში უკეთესი ცოდნა. ენის ცოდნის
აკურატული შეფასება მოიცავს AEPS ტესტის ნივთების გამოყენებას.

კომუნიკაციის ალტერნატული მეთოდები

1
თუ ბავშვს არ აქვს გასაგებად საუბრის უნარი, მაშინ აუცილებელია კომუნიკაციის
ალტერნატული მეთოდის არჩევა. თუმცა მაინც განაგრძეთ მეტყველების უნარის
განვითარებაზე ვარჯიში. ხელმისაწვდომია რამდენიმე სისტემა, როგორიცაა სურათებით
კომუნიკაცია, სიმბოლოები, ენის დაფა, კომპიუტერული სისტემა და ჟესტების ენა.
მშობლებთან და კომუნიკაციის სპეციალისტთან კონსულტაცია საუკეთესო მეთოდის
შერჩევის საშუალებას მოგვცემს. გასათვალისწინებელია შემდეგი:

 პორტატულობა
 ფასი
 სიმარტივე გამოყენებისას
 რამდენად გასაგებია სისტება ბავშვების გარშემომყოფი ადამიანებისთვის ( მაგ:
იციან მომვლელებმა, და-ძმამ, თანატოლებმა რომელი ნიშანი აღნიშნავს წყალს?)
 რამდენად შეუშლის სისტემა ხელს ბავშვის აქტიობებს? (რამდენად რთულია
სისტემის გამოყენებისას ერთი აქტივობიდან სხვა აქტივობაზე გადასვლა?)

ბავშვისთვის ოპტიმალური კომუნიკაციის სისტემის არჩევის შემდეგ, უნდა


ჩამოვაყალიბოთ გაიდლაინი ლექსიკის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასევე დაგვეხმარება
ლექსიკის არჩევაში ლაპარაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში.
გაიდლაინი ლექსიკონის არჩევის შესახებ მოიცავს: 1) ფუნქციონალურობა; 2)
გამოყენების სიხშირე და 3) სიტყვების წარმოთქმის სიმარტივე ან სირთულე.
სიტყვების/ფრაზების მაგალითებია: არჩევითი სიტყვები (სურათი სადაც ხატია:
შემიღიტინე); კითხვები ან მოთხოვნები (წყალი მინდა); თანატოლების მიერ
გამოყენებული სიტყვები (მაგარია), სასაცილო სიტყვები და განწყობის გამომხატველი
სიტყვები ( მოწყენილი)

შემოთავაზებული აქტივობები

შემდეგი აქტივობებისა და საგნების სია შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს სოციალურ-


კომუნიკაციური უნარების გამოვლენაში. ინტერვენციული აქტივობების სრული
სიისთვის იხ. დანართი A.

თეატრის აქტივობები

თეატრის აქტივობები იდეალური საშუალებაა კომუნიკაციის ფორმებთან


ექსპერიმენტების ჩასატარებლად. სათამაშო იდეები ამოუწურავია და ბავშვები
გაერთობიან მათთვის საინტერესო თემების არჩევით. შემდეგი იდეები შეიძლება
საინტერესო იყო სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებზე მუშაობისას:

 კემპინგი (კარვები)

1
 სახლობანა
 კოსმოსური ხომალდი
 ვეტერინალური ოფისი

სხვა დაგეგმილი აქტივობები


 ხმის ჩამწერი/ CD ფლეიერი
 წიგნების დრო
 წიგნები/წიგნების დამზადება
 კონსტრუქციული სათამაშოები (პატარა ფიგურებით)
 გამომხატველობითი ხელოვნება
 სამუშოა დაფა
 სიმღერა/გალობა
 წყლის მაგიდა
 ზოოპარკი და ფარდული

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება

შემდეგში აღწერილია თუ როგორ შეიძლება გააერთიანოს ინტერვენციონისტმა


აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიები ბავშვის სოციალურ-კომუნიკაციური
უნარების განსავითარებლად. ბავშვის IFSP/IEP მიზანია, რომ შეძლოს სიტყვების
ინფორმაციის გადასაცემად გამოყენება (აღწეროს საგნები, ქცევები, სიტუაციები)

 თავისუფალი თამაშისას სკოლაში, ინტერვენციონისტი აკვირდება, რომ ჯეკო


უყურებს ჩიტს ფანჯრიდან. ინტერვენციონისტი იყენებს სტრატეგიას პროცესის
გასახანგრძლივებლად და აძლევს ჯეკოს „ჩიტის“ თქმის საშუალებას. თუ ბავშვს
არ შეუძლია სიტყვის თქმა, მაშინ ინტერვენციონისტი უჩვენებს მოდელს: „ჩიტი.
ეს ჩიტია.“ და წაახალისებს ბავშვის მეტად განვითარებულ თანატოლებს, იმის
ასაღწერად, რასაც ხედავენ.
 ინტერვენციონისტი იწყებს კომენტარების გაკეთებას ჯეკოს მოქმედებებზე (მაგ:
„შენ უყურებ ჩიტს“). ჯეკო ამბობს: „ფრენა“. ინტერვენციონისტი განავრცობს მის
ნათქვამს: „კი, ფრენა, ჩიტები დაფრინავენ“.

ინტერვენციონისტი სვამს ჯეკოს აქტივობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს,


როგორიცაა: „როგორ გამოიყურება ჩიტი?“. თუ ჯეკოს უჭირს პასუხის გაცემა,
ინტერვენციონისტი ამარტივებს და სთავაზობს ისეთ შეკითხვას, სადაც უბრალოდ
არჩევანის გაკეთება: „ჩიტი დიდია თუ პატარა?“

1
სფეროს მიზნები

ეს სექცია გვაწვდის ინფორმაციას საერთო მიმდინარე მიზნებზე, ყოველდღიურ


რუტინაზე, გარემოს დაგეგვმასა და ინტერვენციულ აქტივობებზე, რომლებიც
მოცემულია „AEPS ტესტში სამიდან ექვს წლამდე“ სოციალურ-კომუნიკაციური
უნარების ფუნქციის განსავითარებლად. როდესაც დავისახავთ გეგმას, რომელიც
ბავშვმა უნდა შეასრულოს, ინტერვენციონისტს შეუძლია შეუსაბამოს ის რომელიმე
მიზანს და გადაწყვიტოს რომელი შემოთავაზებული აქტივობა გამოადგება მასთან
სამუშაოდ. ყველა მიზანთან გამოიყენება სტანდარტული ფორმატი:

მიმართულება (A და B)

მიზანი (G1, 2 და 3):

ამოცანები:

შესაბამისი/საერთო მიზნები (ცხრილი);

ყოველდღიური რუტინა;

გარემოს მოწყობა;

ინტერვენციული აქტივობები.

შესაბამისი/საერთო მიზნები: AEPS ის მიზნებს მიმდინარე და სხვა განვითარებადი


არეებიდან. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთროულად ორი და/ან მეტი სხვადასხვა
მიზნისთვის მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა მოიცავს იმ რუტინული აქტივობების სიას, რომელიც გვაძლევს


ბავშვის მიერ ათვისებული უნარების გავარჯიშების საშუალებას.

გარემო უნდა მოვაწყოთ ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და დაგეგმილი


ინტერვენციული აქტივობების გათვალისწინებით.

ინტერვენციული აქტივობები გვთავაზობს მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა


მივაღწიოთ მიზანს მისი გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაცია ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს მოწყობასა და დაგეგმილ


ინტერვენციულ აქტივობებზე იხილეთ მესამე თავში.

1
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა

G 1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის


გადმოცემის, მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის,
აღელვების და ემოციების გამოხატვის დროს

1.1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, მოსალოდნელი


შედეგების გამოხატვის მიზნით

1.2 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს წარმოსახვითი საგნების,


პირების და მოვლენების აღწერის მიზნით

1.3 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, საკუთარი ან სხვისი


ემოციების გადმოცემის მიზნით

1.4 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, წარსული მოვლენების


აღწერის მიზნით

1.5 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, მოთხოვნის (ბრძანების)


ან თხოვნის გამოხატვის მიზნით

1.6 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, ინფორმაციის მიღების


მიზნით

1.7 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს, ინფორმაციის გაცემის


მიზნით

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
B:1 ტუალეტით სარგებლობა
კოგნიტური:
A: კონცეფცია (გაგების უნარი)
C:3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავს
D:1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას
კონტექსტური/სიტუაციური მითითების გარეშე
E: პრობლემის გადაჭრა
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
H:1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას

1
სოციალური:
A:3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით
B: თანამონაწილეობა
C:1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
D:2 აცნობიერებს, როგორ შეიძლება საკუთარმა ქცევამ, გრძნობებმა, ფიქრებმა გავლენა იქონიოს
გარშემომყოფებზე
D:3 იმახსოვრებს საკუთარ და სხვის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს საუბარში აქტიური მონაწილეობის


საშუალება აქვთ, მოიცავს შემდეგს:
 წასვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობა
 გადაადგილების დრო
მაგალითი: ვახშმის დროს, ოჯახის წევრები აძლევენ ბავშვს იმაზე საუბრის საშალებას,
თუ რას აკეთებდა დღის განმავლობაში.
მაგალითი: მარიას აქვს მიზანი, რომ მოთხოვნებს გასაკეთებლად მიუთითოს
კონკრეტულ სურათზე, თავის საკომუნიკაციო დაფაზე. წრეში ყოფნის დროს,
ინტერვენციონისტი რწმუნდება, რომ საკომუნიკაციო დაფა ხელმისაწვდომია და
მოიცავს სურათებს, რომლებიც ასახავენ სიმღერას, ამბის მოსმენას ან თამაშს.
ინტერვენციონისტი აძლევს მარიას წრეში ყოფნის დროს მოთხოვნების გაკეთების
საშუალებას საკომუნიკაციო დაფის გამოყენებით. ინტერვენციონისტი ან თანატოლები
ეხმარებიან მარიას.
მაგალითი: საღამოს წრის შემდეგ, ინტერვენციონისტი აძლევს ბავშვებს იმაზე საუბრის
საშუალებას, თუ რას გააკეთებენ სკოლის შემდეგ (საყიდლებზე წასვლა, წაძინება,
ავტობუსით მგზავრობა)
მაგალითი: შორ მანძლზე გადაადგილების დროს, ოჯახის წევრები თამაშობენ თამაშს:
„მე ვხედავ...“. ბავშვები ასახელებენ ყველაფერს, რასაც ხედავენ.

1
გარემოს მოწყობა
 იქონიეთ საგნები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს კომუნიკაციას და მოაწყვეთ
საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით. თეატრის
აქტივობებისას როლები განსხვავებულია, რაც მისცემს ბავშვებს ინფორმაციის ან
ბრძანებების (პოლიციის ოფიცერი, ტყის მცველი, მაღაზიის შემმოწმებელი)
გაცემის და საკუთარი ან სხვისი ემოციებისთვის სახელის დარქმევის საშუალებას
(მოწყენილი, ამაყი).

მაგალითი: თოჯინასთან თამაშისას ჯეკო ამბობს: „არ იტირო, ჩემო პატარა“


მაგალითი: სათამაშო ტელეფონით თამაშისას სკოლაში, ბავშვები ვარჯიშობენ
სიტყვების, ფრაზებისა და წინადადების თქმაში, ინფორმაციის გადასაცემად.
 იქონიეთ ნახატები კლასში, ან წიგნები ბიბლიოთეკაში, რომლებიც გამოხატავენ
განსხვავებულ ემოციებს, რაც ბავშვებს მისცემს ამ ემოციების სახელის დარქმევის
საშუალებას.
მაგალითი: სხვადასხვა ემოციის მქონე ადამიანებზე ამბის წაკითხვის შემდეგ, მარია
თავის საკომუნიკაციო დაფაზე ეხება „ბედნიერებას“. მეგობარი ეკითხება: „ბედნიერი
ხარ?“ მარია თავს უქნევს.

ინტერვენციული სტრატეგიები გარემოს მოწყობაზე მოიცავს შემდეგს:


 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანის გაკეთება
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი, მაგრამ მიუწვდომელი (ნივთები)
 იმედგაცრუება (მოლოდინის არ შესრულება)
 „ნაწილ ნაწილ“
 ასისტენცია
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება
მაგალითი: არჩევანის გაკეთება - თავისუფალ თამაშზე გადასვლისას
ინტერვენციონისტი ბავშვებს სთავაზობს ორ ან სამ აქტივობას ამოსარჩევად. საუბრის
უუნარო ბავშვები აფიქსირებენ თავიანთ არჩევანს საკომუნიკაციო დაფაზე, სასურველ
სურათზე მითითებით (ბლოკები, ფანქრები, მარიონეტები, წიგნები).
მაგალითი: მოლაპარაკება - ხელოვნების გაკვეთილზე ინტერვენციონისტი ბავშვებს
აძლევს მხოლოდ ერთ წებოს. წებოს გაყოფისას ბავშვები იყენებენ სიტყვებს
ინფორმაციის გასაცემად და მისაღებად.

1
ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია სამი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

მცენარეების დათესვა

ბავშვები ზრდიან მცენარეებს, თესავენ თესლს (ლობიო, სიმინდი) ქაღალდზე დაყრილ


მიწაში. მცენარეების ზრდის შესახებ წაკითხვა და ლაპარაკი ბავშვებს აძლევს
შეკითხვების დასმის საშუალებას. მიეცით მათ აუცილებელი ინფორმაცია, რათა
ისაუბრონ მოსალოდნელ შედეგზე. ორი ბავშვისთვის მხოლოდ ერთი კოვზის, ან მიწის
ჯამის შეთავაზება, მათ აძლევს მოთხოვნის გაკეთების და შესრულების საშუალებას
(მაგ: სთხოვე ლალიკოს კოვზი). ინტერვენციონისტმა უნდა მისცეს ბავშვებს
მცენარეების მორწყვის და მოვლის ნება და ალაპარაკოს მათი ზრდის პროცესზე
ჯგუფური მუშაობის დროს.

მაგალითი: მცენარეების დარგვის დროს, ინტერვენციონისტი კითხულობს: „ნეტავ რა


მოხდება მცენარეების დათესვის შემდეგ?“ და აკეთებს პაუზას, რათა ბავშვებმა პასუხი
გასცენ.

ბაღში გასეირნება

წაიყვანეთ ბავშვები საზოგადოებრივ ბაღში ან ადგილობრივ სათბურში. მცენარეებზე, ან


გაზაფხულზე წიგნის წაკითხვა ბავშვებს შეიძლება დაეხმაროს აქტივობისთვის
მომზადებაში. ინტერვენციონისტმა უნდა წაახალისოს ბავშვები კითხვების დასასმელად
და უპასუხოს მცენარეებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას. როდესაც კლასში
დაბრუნდებიან, ინტერვენციონისმა შეიძლება აჩვენოს შესაბამისი კითხვების და
პასუხების მოდელი და მისცეს ბავშვებს ნანახის აღწერის საშუალება. მათ ასევე
შეიძლება დახატონ სათბურში ნანახი მცენარეები. სურათების თვალიერებისას
ინტერვენციონისტი გაუადვილებს ინდივიდუალურ მიზნებს ბავშვებს. ბავშვები შემდეგ
მოუყვებიან მშობლებს გასეირნების შესახებ და პატარა მოხსენება შეიძლება გაიგზავნოს
სახლშიც, კომუნიკაციის გასამრავალფეროვნებლად. მარტივი სურათების დახატვა
მომხდარის შესახებ, შეიძლება დაეხმაროს ლაპარაკის უუნარო ბავშვებს დღის ამბების
„მოყოლაში“, ამ სურათებზე მითითებით.

G 2 იყენებს სასაუბრო წესებს

2.1 ადგილი აქვს მოსაუბრე/ მოპასუხის საუბრის მონაცვლეობას;

1
2.2 რეაგირებს საუბრის თემის შეცვლაზე

2.3 სვამს კითხვებს დაზუსტების/უკეთ გარკვევის მიზნით

2.4 პასუხობს მოულოდნელად/დამატებით დასმულ შეკითხვებს

2.5 წამოიწყებს კონტექსტურ/სიტუაციურ თემაზე საუბარს

2.6 რეაგირებს სხვების წამოწყებულ საუბარზე (საუბრის თემატიკაზე)

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
C:3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავს
D: იხსენებს მოვლენებს
E:2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად, ნივთების,
პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
სოციალური:
A:1 სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
B:3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც ბავშვს სასაუბრო წესების გამოყენების


საშუალებას აძლევს, არის:

 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

1
მაგალითი: საუზმისას, მამა ეუბნება ჯეკოს, - „დღეს ზოოპარკში მივდივართ!“.
თუ ჯეკომ არაფერი უპასუხა, მამა ეცდება წაახალისოს ბავშვი შემდეგნაირად -
„ზოოპარკში იქნებიან ვეფხვები, სპილოები და . . “
მაგალითი: თემოს მიზანია, სხვა პირის თხოვნის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნა
გაამყაროს ნიშნების ენის გამოყენებით, ინფორმაციის გასარკვევად, დასაზუსტებლად,
გასამეორებლად, ან დასადასტურებლად. როდესაც თემო იღვიძებს, ის უთითებს
„მინდა“. დედა დგება მის წინ და გარკვევით ეკითხება: „რა გინდა?“ თემო პასუხობს
„ჭამა“.

გარემოს მოწყობა
 იქონიეთ ნივთები, რომლებიც ხელს უწყობს კომუნიკაციას და მოაწყვეთ საკლასო
ოთახი აქტივობის არედ, თეატრის კუთხის ჩათვლით.
მაგალითი: როდესაც ბავშვები ითამაშებენ სალონში თმის შეჭრის სცენას, ისინი ცვლიან
მოსაუბრისა და მსმენელის როლებს იმგვარად, თითქოს არიან სტილისტები და/ან
კლიენტები; მაგ. ერთ-ერთი ბავშვი ეკითხება მეორეს - „თმის შეჭრა გნებავთ?“ და
ელოდება პასუხს.
მაგალითი: ლალიკო „ტელეფონით“ ესაუბრება თავის მეგობარ ჯეკოს და ამბობს -
„გამარჯობა, ვინ ლაპარაკობს?“ ინტერვენციონისტი აკვირდება ჯეკოს და პასუხის
მოლოდინში თავს უქნევს მას, თუმცა ჯეკო არაფერს ამბობს. შემდეგ
ინტერვენციონისტი უფრო ნათელი ქმედებით უბიძგებს ჯეკოს პასუხისკენ და ამბობს -
„ჯეკო ვარ“. ჯეკო პასუხობს ლალიკოს - „ჯეკო“

ინტერვენციონისტის სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს მოწყობასთან


მოიცავს:
 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანი
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი, მაგრამ არახელმისაწვდომი
 გაუმართლებელი მოლოდინი/იმედგაცრუება
 „ნაწილ-ნაწილ“
 დახმარება
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება

მაგალითი: არჩევანი - წრეში ყოფნის დროს, ინტერვენციონისტი უფლებას აძლევს


ბავშვებს, რიგ-რიგობით აირჩიონ სიმღერები. მაგ. ბავშვი ამბობს, - „მე მინდა იხვის
სიმღერა!“

1
მაგალითი: გაუმართლებელი მოლდინი - წახემსების დროს, ინტერვენციონისტი ბავშვს
საკვების ნაცვლად სათამაშო კუბიკებს აწვდის. ბავშვი იწყებს სიცილს და კითხულობს
„და საჭმელი?“

ინტერვენციული აქტივობები
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A
ოჯახის წევრების მარიონეტი თოჯინები
(იხ. „მარიონეტი თოჯინები“ დანართი A)
ბავშვები აკეთებენ მარიონეტ თოჯინებს, რომლებსაც ამსგავსებენ თავიანთი ოჯახის
წევრებს და დგამენ წარმოდგენას. სცენის როლი შეიძლება შეასრულოს მაცივრის
ძველმა ყუთმა, ან გვერდულად წაქცეულმა მაგიდამ. ინტერვენციონისტი ახდენს
შესაბამისი სასაუბრო წესების მოდელირებას (მაგ. რიგის გამოყენება) თოჯინებით
კომუნიკაციის გზით. ბავშვს ეძლევა სასაუბრო წესების გამოყენების შესაძლებლობა
(მაგ. თემის ცვლილებებზე პასუხი, თანატოლების კითხვებზე პასუხი) მაშინ, როდესაც
ისინი ერთმანეთში თოჯინების გამოყენებით „საუბრობენ“, ან როცა
ინტერვენციონისტები აძლევენ მითთებებს ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში. ისეთი
მოქმედების გათამაშება, რომლებსაც ბავშვები მიჩვეულნი არიან (მაგ. სადილობა),
შესაძლოა დაეხმაროს მათ სასაუბრო წესებზე ყურადღების გამახვილებაში.
მაგალითი: წარმოდგენისას ინტერვენციონისტი ამყოფებს სცენაზე ორ ბავშვს
ერთდროულად, რათა მათ მათ ერთმანეთთან ლაპარაკის საშუალება ჰქონდეთ.
შესაძლოა საჭირო გახდეს კარნახი სიტყვით, ან ჟესტით (მაგ. სახეში მოლოდინით
შეხედვა)
ვიზიტი ბებოსთან
როდესაც ბავშვები გაითამაშებენ ბებოსთან წასვლის სცენას, ისინი იყენებენ სასაუბრო
წესებს. ზოგიერთმა, შესაძლოა, ბებიის ტანსაცმელიც მოირგოს როლის
შესასრულებლად. ბებიის როლის შესრულების დროს, ინტერვენციონისტის მიზანია
ბავშვმა ივარჯიშოს სპეციფიკური მიზნის შესრულებაზე და განავითაროს მიზნობრივი
უნარ-ჩვევები. მაგ. ბებიის როლის თამაშისას, ინტერვენციონისტი ბავშვს კითხვებს
უსმევს, რათა პასუხისას მას შესაფერისი ინფორმაციის გადმოცემის შანსი მიეცეს.
ინტერვენციონისტი წარმოდგენის დროს ბავშვებთან ახლოს უნდა იმყოფებოდეს, რათა
საჭიროების შემთხვევაში მისცეს მათ ბიძგი. ეს აქტივობა შესაძლოა ცვალებადი იყოს და
მოეწყოს სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ადგილებში.
მაგალითი: ინტერვენციონისტმა იცის, რომ თემოს მოწონს ბებიასთან ერთად
ნამცხვრების ცხობა. და როდესაც თემო „ესტუმრება“ ბებიას, ინტერვენციონისტი ამბობს,

1
- „იცი, ნამცხვრების გამოცხობას ვაპირებ“. შემდეგ ის ჩუმდება და აძლევს თემოს
საშუალებას, რომ მიანიშნოს, - „დახმარება?“

G 3 ადგენს და ირგებს სხვადასხვა სოციალურ-კომუნიკაციურ როლებს

3.1 იცვლის ინტონაციას საჭიროების მიხედვით

3.2 იყენებს სოციალურად შესაფერის ფიზიკურ ორიენტაციას

შესაბამისი/საერთო მიზნები

კოგნიტური:
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
H:1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას
სოციალური:
A:1 სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა
A:3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
B:3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა
ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც ბავშვს სოციალურ-კომუნიკაციური როლების
დამყარების და შეცვლის საშუალებას აძლევს შემდეგია:
 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

1
მაგალითი: როდესაც ლალიკო თამაშის შემდეგ შემოდის, დედა ეუბნება - „არ
დაგავიწყდეს რომ ჩურჩულით უნდა ისაუბრო, შენს ძმას ძინავს“. ლალიკო ჩურჩულით
ამბობს, - „კარგი“.

მაგალითი: ალისა სკოლაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ინვალიდის


ეტლით სარგებლობს. სკოლაში სადილობისას ან არასტრუქტურული თამაშისას, ალისა
იყენებს სპეციალურ სკამს, ან ზის იატაკზე იმგვარად, რომ უზრუნველყოფილია
თანატოლებთან მიმართებაში ერთ დონეზე ყოფნა და მას საშუალება აქვს პირდაპირ
უყუროს თანატოლებს სახეში.

გარემოს მოწყობა

 იქონიეთ ნივთები, რომლებიც ხელს უწყობს კომუნიკაციას და მოაწყვეთ საკლასო


ოთახი აქტივობის არედ, თეატრის კუთხის ჩათვლით. ისეთი ნივთები, როგორიცაა
მატიონეტი თოჯინები, ბარბის სახლები, მინიატურული სათამაშო ადამიანები,
სათამაშო ცხოველები ან ზოოპარკი, თოჯინები და პატარა შინაური ცხოველები
საშუალებას აძლევენ ბავშვებს, რომ შეასრულონ სხვადასხვა სოციალურ-
კომუნიკაციური როლები.
 გამოყავით სპეციალური დღეები, როდესაც უმცროსი და-ძმები ესტუმრებიან
ბავშვებს.
მაგალითი: როდესაც ბავშვები ელაპარაკებიან მათზე უმცროს დას ან ძმას, მათ ეძლევათ
საშუალება ისაუბრონ უფრო მოკლე და მარტივი წინადადებებით.
 ინტერვენციონისტის სტრატეგიებში შედის გარემოს მოწყობა, მათ შორის
ჰეტეროგენული დაჯგუფება
 მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვს შეიძლება დამატებითი დახმარება
დაჭირდეს, რათა მიახედოთ ან შეაბრუნოთ იქით, საითაც მათი მოსაუბრე დგას.
ბავშვებს შეიძლება დაჭირდეთ სწავლება, თუ რას ნიშნავს შესაფერისი პირადი
სივრცე (მაგ. ზოგჯერ დასაშვებია მეგობრისკენ გადაწევა და შეხება, ზოგჯერ კი -
არა).

ინტერვენციული აქტივობები
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A
ცხოველების მარიონეტები
(იხ. მარიონეტები A დანართში)
ბავშვები აკეთებენ ცხოველების, ან მულტფილმის გმირების მარიონეტებს და დგამენ
მარიონეტების წარმოდგენას. მარიონეტების წარმოდგენა საშუალებას აძლევს ბავშვებს,
რომ გაცვალონ სოციალურ-კომუნიკაციური როლები სხვა მარიონეტებთან

1
ურთიერთობისას. ინტერვენციონისტი წარმოდგენაში ერთვება მარიონეტით, აყვება
ბავშვებს თამაშში და უზრუნველყოფს მიზნობრივი უნარ-ჩვევების შესაფერის მოდელს.

თოჯინების დაბანა

ბავშვები აბანავებენ თავიანთ თოჯინებს პატარა წყლით სავსე ტაშტში. ისინი იყენებენ
საპონს, შამპუნს, სპეციალური ნაჭრებს, რბილ სავარცხლებს და ტილოებს. მიაწოდეთ
ბავშვების რაოდენობაზე ნაკლები ნივთი, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ერთმანეთთან
ურთიერთობის და ნივთების გაცვლის. როდესაც ბავშვები „ძიძის“ როლს ასრულებენ,
შესაძლებელია მათ შეიცვალონ ხმა საკუთარ „ბავშვებთან“ საუბრისას.

B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება

G 1 იყენებს ზმნებს

1.1 იყენებს დამხმარე ზმნებს

1.2 იყენებს საერთო/შეწყვილებულ ზმნას (ყოფნა/არყოფნა)

1.3 იყენებს ზმნებს მესამე პირის მხოლობით რიცხვში

1.4 სწორად აუღლებს ზმნებს პირის, დროის და რიცხვის მიხედვით

1.5 იყენებს ზმნებს წარსულ დროში

1.6 იყენებს ზმნებს აწმყო დროის გამოსახატად

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A: ბილატერალური მოტორული კოორდინაცია
B: წერის დაწყება
მსხვილი მოტორიკა:
A:2 ადის და ჩამოდის კიბეზე ფეხების შენაცვლებით
B: თამაშის უნარები
ადაპტური:
A: საკვების მიღების დრო
B: პირადი ჰიგიენა
C: ჩაცმა-გახდა
კოგნიტური:

1
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
C:3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავს
D:1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას
კონტექსტური/სიტუაციური მითითების გარეშე
E:1 აფასებს პრობლემის გადაჭრის გზებს
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
G:1 ითვლის მინიმუმ ოც საგანს
H:1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას
სოციალური:
A: სხვებთან ურთიერთობა
C: გარემოსთან ურთიერთობა
D: საკუთარი თავის და სხვების შეცნობა/გაცნობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს ბუნებრივად ეძლევად ზმნების


გამოყენების საშუალება, მოიცავს შემდეგს:

 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: მანქანით გადაადგილებისას, ოჯახის წევრები ბავშვს ესაუბრებიან იმის


შესახებ რასაც ხედავენ, მაგ: რას აკეთებენ ადამიანები ან ცხოველები (მიდის, თამაშობს,
დარბის)

მაგალითი: წრეში ყოფნის დროს, მამუკას ინტერვენციონისტი ამმბობს: „ძალიან


ბედნიერი, ვარ რომ გნახეთ“. აქ გამოკვეთილია „ვარ“. მამუკა ამბობს: „მეც ბედნიერი
ვარ“.

გარემოს მოწყობა

1
იქონიეთ საგნები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს კომუნიკაციას და მოაწყვეთ
საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით. მიეცით ბავშვებს დრო
გამოცდლების გასაზიარებლად და იმის შესახებ სალაპარაკოდ, რაც დღის განმავლობაში
მოხდა.

მაგალითი: მამუკა თამაშობს „ექიმობანას“.ინტერვენციონისტი ერთვება თამაშში.


ინტერვენციონისტი იყენებს მესამე პირის მხოლობით ფორმას და ამბობს: „ექიმო, ჯეკომ
ფეხი მოიტეხა“. „რა სჭირს თემოს?“ მამუკა პასუხობს: „თემო გაციებულია“.

 იმღერეთ სიმღერები, ითამაშეთ თითებით (თითების მარიონეტებად გამოყენება


და გახმოვანება), მოყევით საბავშვო ლექსები, სადაც გამოყენებულია ზმნები.

მაგალითი: წრეში ყოფნის დროს, ბავშვები მღერიან ნაცნობ სიმღერას, რომელშიც


უხვადაა გამოყენებული ზმნის წარსული ფორმა
ინტერვენციული სტრატეგიები გარემოს მოწყობაზე მოიცავს შემდეგს:

 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანის გაკეთება
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი, მაგრამ მიუწვდომელი (ნივთები)
 იმედგაცრუება
 ნაწილ-ნაწილ
 ასისტენცია
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება
მაგალითი: „გულმავიწყობა“ - წახემსების დროს ინტერვენციონისტი ბავშვებს აძლევს
წვენს, მაგრამ „ავიწყდება“ საჭმლის მიცემა. ბავში ამბობს: „მშია“.

მაგალითი: „გაუმართლებელი მოლოდინი“ - ინტერვენციონისტი ბავშვებს საჭმლის


ნაცვლად აძლევს კუბიკებს, ბავშვები აპროტესტებენ: „კუბიკებს ვერ შევჭამთ“.

ინტერვენციული აქტივობები
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ექსკურსია ზოოპარკში
ინტერვენციონისტს კლასი მიჰყავს ზოოპარკში. ექსუკურსიები ბავშვებისთვის
საინტერესოა და მათი დაგეგვმა შეიძლება ისე, რომ ბავშვებს ზმნების გამოყენების

1
საშუალება მიეცეთ. წიგნის წაკითხვა იმაზე, სადაც ბავშვები მიდიან ექსკურსიაზე,
დაეხმარება მათ. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებენ ცხოველები, როგორ გრძნობენ თავს
ბავშვები და ზმნების ფორმების მოდელირება ექსკურსიის განმავლობაში, ამარტივებს
მათ გამოყენებას. კლასში დაბრუნების შემდეგ, ინტერვენციონისტმა შეიძლება მოაწყოს
ზოოპარკი თეატრის კუთხეში, დახატოს ექსკურსიის სურათები, ან დაწეროს ამბავი
რათა შემდეგში ბავშვს ზმნების გამოყენება გაუადვილდეს. ინტერვენცონისტი ამბობს
ზმნის სწორ ფორმას თუ აუცილებელია.

მაგალითი: ზოოპარკიდან დაბრუნების შემდეგ, ლალიკოს ინტერვენციონისტი წერს


იმის შესახებ, თუ რა მოხდა ექსკურსიაზე. ლალიკოც ამბობს: „მე წავედი ზოოპარკში.
ზებრები დარბოდნენ“.

ჭიანჭველები მორზე

ბავშვები თავად იმზადებენ საჭმელს წასახემსებლად. ისინი უსვამენ არაქისის კარაქს


ნიახურის ღეროებზე (მორი) და აყრიან ქიშმიშს (ჭიანჭველები). ინტერვენციონისტი
ამბობს იმას, რასაც აკეთებს („ვუსვამ“, „ვჭამ“) და აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ
მათაც თქვან რას აკეთებენ აქტივობის განმავლობაში.

მაგალითი: არაქისის კარაქის წასმისას ინტერვენციონისტი ამბობს: „მე ვუსვამ არაქისის


კარაქს და შენ.... “ თან აძლევს ბავშვს საშუალებას, რომ უპასუხოს: „უსვამ“.

G 2 იყენებს არსებითი სახელის მოდულაციებს

2.1 იყენებს არსებითი სახელის კუთვნილებით ფორმას

2.2 კვეცავს/კუმშავს არსებით სახელს რიცხვისა და ბრუნვის შესაბამისად

2.3 იყენებს არსებით სახელებს მრავლობით რიცხვში

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A:1ორივე ხელის გამოყენებით მანიპულირებს საგნებით და ამ დროს თითოეული
ხელით ასრულებს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს.
B:3 წერს თავის სახელს

ადაპტური:
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის

1
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
B:2 დაბანა და თვითმომსახურება (სისუფთავის დაცვა)
C:2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო დროს.
C:3 იკრავს ტანსაცმლის შესაკრავს
კოგნიტური:
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
C:3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავს
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
G:1 ითვლის მინიმუმ ოც საგანს
H:1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
C :1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით
D:1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.

ყოველდღიური რუტინა

ყოველდღიური მოვლენები სახელის უღლების საშუალებას აძლევს. მათ შორის:

 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: კლასიდან გასვლისას მამუკას მასწავლებელი იჭერს მარიას ქურთუკს და


ხუმრობით ამბობს: „აი, შენი ქურთუკი მამუკა“. მამუკა პასუხობს: „არა! ეგ მარიას
ქურთუკია“.

მაგალითი: მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას, ოჯახის წევრები თამაშობენ თამაშს „მე


ვხედავ...“’ და ამბობენ არსებით სახელებს მრავლობით რიცხვში (ცხენები, იხვები)

გარემოს მოწყობა

1
იქონიეთ საგნები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს კომუნიკაციას და მოაწყვეთ
საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით. იქონიეთ ნივთები
მრავლობითი არსებითი სახელების მაგალითებად (სათვალეები, კუბიკები)

 იქონიეთ წიგნები ბიბლიოთეკაში და სურათები საკლასო ოთახში არსებითი


სახელის მრავლობითი ფორმის მაგალითებად (ბუშტები, ხეები, ჩიტები)
 იმღერეთ სიმღერები, ითამაშეთ თითებით( თითების მარიონეტებად გამოყენება
და გახმოვანება), მოყევით საბავშვო და ხალხური ლექსები, სადაც გამოყენებულია
არსებითი სახელის მრავლობითი ფორმები

ინტერვენციული სტრატეგიები გარემოს მოწყობაზე მოიცავს შემდეგს:

 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანის გაკეთება
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი, მაგრამ მიუწვდომელი (ნივთები)
 იმედგაცრუება
 ნაწილ-ნაწილ
 ასისტენცია
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება

მაგალითი: „გულმავიწყობა“ - ინტერვენციონისტი, ვითომ იწყებს წვენის დასხმას


მაგიდაზე, მაგრამ ბავშვი აჩერებს. ინტერვენციონისტი ამბობს: „ოჰ, რა დამავიწყდა?“
ბავშვი პასუხობს: „ჭიქები“.

მაგალითი: „გაუმართლებელი მოლოდინი“- ინტერვენციონისტი ბავშვს დასახატად


ფანქრის ნაცვლად ნაყინის ჯოხს აძლევს. ბავშვი ამბობს: „არ წერს“. ინტერვენციონისტი
ეკითხება: „აბა, რა გჭირდება?“ ჯეკო პასუხობს: „ფანქრები“.

მაგალითი: „მოლაპარაკება“ - ინტერვენციონისტი ბავშვებს აძლევს რამდენიმე ასაწყობ


კუბიკს თავისუფალი თამაშისას. ბავში ამბობს: „მე მჭირდება მეტი კუბიკი“

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

1
ვისი ფეხსაცმელებია?

ყველა ბავშვი იხდის ცალ ფეხსაცმელს და დებს წრეში. ერთ-ერთი ბავშვი იღებს
რომელიმე ფეხსაცმელს (არა თავისას) და და დანარჩენი ბავშვების გაუხდელ
ფეხსაცმელზე ყურებით ამოიცნობს, რომლის აიღო. ინტერვენციონისტი ბავშვებს
აძლევს ნებას, რომ რამდენჯერმე სცადონ ბედი და კუთვნილებითი ფორმის სწორად
გამოყენებას ასწავლის („მართალია, ეს თემოს ფეხსაცმელია“)

მაგალითი: რეზი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა, იღებს ფეხსაცმელს და ეძებს


მეორე წყვილს ბავშვების ფეხზე ფეხსაცმლის ხელით მოსინჯვით. როდესაც იპოვის,
ინტერვენციონისტი ამბობს: „შენ იპოვე მეორე ფეხსაცმელი მარიასთან, ანუ ვისი
ფეხსაცმელი გაქვს?“ რეზი პასუხობს: „მარიასი“.

სხეულის ფორმების დახატვა

კონტურების შესაქმნელად ბავშვი წვება ქაღალდზე და ინტერვენციონისტი, ან სხვა


ბავშვი იწყებს ხაზების გავლებას. ბავშვები აფერადებენ კონტურებს ფანქრებით და
მარკერებით. ინტერვენციონისტი წაახალისებს ბავშვებს, რომ დაასახელონ სხეულის
ნაწილები, რომლებიც მრავლობით რიცხვშია (ყურები, ხელები, თვალები, ფეხები), რათა
მისცეს მათ არსებითი სახელის ბრუნვის საშუალება. კუთვნილებითი ფორმის
გამოყენების საშუალება გვეძლევა აქტივობის ბოლოს, სურათზე გამოხატული ბავშვის
სახლის „დავიწყებით“ („ეს ლალიკოსია“)

G 3 სვამს კითხვებს

3.1 სვამს კი/არა ტიპის შეკითხვებს

3.2 სვამს კითხვებს დამხმარე ზმნის ადგილის შეცვლით

3.3 სვამს კითხვას „როდის?“

3.4 სვამს კითხვას „რატომ? “, „ ვინ?“, „ როგორ?“

3.5 სვამს კითხვას „რა?“ და „სად?“

3.6 სვამს კითხვას ხმის ინტონაციის შეცვლით/ამაღლებით.

შესაბამისი/საერთო მიზნები

1
კოგნიტური:
A: კონცეფცია (გაგების უნარი)
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვი
C:2 აჯგუფებს ნივთებს სიგრძის და/ან ზომის მიხედვით
სოციალური:
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
B:3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში
C:2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს არსებითი სახელის უღლების საშუალება


აქვთ, მოიცავს შემდეგს

 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: სადილის შემდეგ მამუკა კითხულობს: „შეიძლება ნამცხვარი ვჭამო?“

მაგალითი: სკოლაში, ბავშვების ნაწილი გადის გარეთ, დანარჩენები, კი რჩებიან


ხელოვნების გაკვეთილზე. მამუკა კითხულობს: „რატომ არ შეიძლება, რომ მეც გავიდე?“

გარემოს მოწოყობა

იქონიეთ საგნები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს კომუნიკაციას და მოაწყვეთ


საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით.

მაგალითი: დედასთან „ტელეფონზე“ ლაპარაკისას ლალიკო ეკითხება დედას: „როდის


წამიყვან?“

ინტერვენციული სტრატეგიები გარემოს მოწყობაზე მოიცავს შემდეგს:

1
 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანის გაკეთება
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი. მაგრამ მიუწვდომელი (ნივთები)
 იმედგაცრუება
 ნაწილ ნაწილ
 ასისტენცია
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება
მაგალითი: „არჩევანი“ - თავისუფალი თამაშისას ბავშვი ითხოვს კომპიუტერთან
დაჯდომის უფლებას: „შეიძლება კომპიუტერთან დავჯდე?“ იტერვენციონისტი
უჩვენებს მოდელს: „შეიძლება დაჯდე კომპიუტერთან?“- „კი შეიძლება“.

მაგალითი: „გულმავიწყობა“- კითხვის დროს, ინტერვენციონისტი იქცევა ისე, ვითომ


მაგალითი
ხელებიდან კითხულობდეს. ბავშვი ამბობს: „წიგნი სად არის“?

მაგალითი: „მოლაპარაკება“ - წახემსების დროს, ინტერვენციონისტი ერთ მაგიდაზე


უფრო მეტ კრეკერს დებს ვიდრე მეორეზე. როდესაც ბავშვი ითხოვს კრეკერის
დამატებას ინტერვენცონისტი პასუხობს: „ჯეკოს სთხოვე, რომ მოგცეს“.

მაგალითი: “იმედგაცრუება” ბავშვებისთვის წასახემსებლად სათამაშო კუბიკების


მიცემამ შეიძლება წარმოშვას შეკითხვა: „საჭმელი სად არის?“

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ვეტერინარის ვიზიტი

იწვევენ ვეტერინარს კლასში იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ცხოველებს


და რა ევალება მას სამსახურში. ინტერვენციონისტი აფრთხილებს ბავშვებს
ვეტერინარის მოსვლის შესახებ და აძლევს მათ შეკითხვების დასმის საშუალებას
ვიზიტამდე, ვიზიტის დროს და ვიზიტის შემდეგ. ინტერვენციონისტი აცნობს ბავშვებს
შესაფერის შეკითხვებს და ეხმარება შეკითხვების დასმაში თუ აუცილებელია.

მაგალითი: ვეტერინარის ვიზიტის დროს, ინტერვენციონისტი ეუბნება ლალიკოს:


„ლალიკო, გინდა შეეკითხო: „როგორ ეხმარებით ცხოველებს?“ ( ხაზი გაუსვით სიტყვებს:
„როგორ“, „ვინ“ და „რატომ“) ლალიკო კითხულობს: „როგორ ეხმარებით ცხოველებს?“.

1
ცხოველების გამოცნობა (შარადა)

ერთი ბავშვი ირჩევს ბარათს, რომელზეც ცხოველია (ამ თამაშამდე სასურველია


ცხოველებზე ესაუბროთ ან წიგნი წაუკითხოთ) გამოსახული და დანარჩენი ბავშვები
უსვამენ კითხვებს ამ ცხოველის შესახებ რათა გამოიცნონ რაზეა საუბარი. ბავშვები
სვამენ შეკითხვებს, როგორიცაა „სად ცხოვრობ?“ ან „რას ჭამ?“. ინტერვენციონისტი
ეხმარება კითხვების დასმასა და პასუხის გაცემაში. ბარათების გასაკეთებლად ბავშვები
ჭრიან ცხოველებს ჟურნალებიდან და აწებებენ მუყაოს ქაღალდზე.

G 4 იყენებს ნაცვალსახელებს

4.1 იყენებს ნაცვალსახელებს, როგორც ქვემდებარეს წინადადებაში

4.2 იყენებს მიმართებით ნაცვალსახელებს

4.3 იყენებს კუთვნილებით ნაცვალსახელებს

4.4 იყენებს განუსაზღვრელ ნაცვალსახელებს

4.5 იყენებს ჩვენებით ნაცვალსახელებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A: ბილატერალური მოტორული კოორდინაცია
B: წერის დაწყება
მსხვილი მოტორიკა:
A:2 ადის და ჩამოდის კიბეზე ფეხების შენაცვლებით
B: თამაშის უნარები
ადაპტური:
B: პირადი ჰიგიენა
C: ჩაცმა-გახდა
კოგნიტური:
Cog A კონცეფცია (გაგების უნარი)
Cog B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
Cog D:1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას
კონტექსტური/სიტუაციური მითითების გარეშე

1
Cog F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
Cog H:1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას
სოციალური:
A: სხვებთან ურთიერთობა
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
B:3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში
D: საკუთარი თავის და სხვების შეცნობა/გაცნობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს ნაცვალსახელების ბუნებრივად


გამოყენების საშუალება აქვთ, მოიცავს შემდეგს:

 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

ჭამის დროს, ოჯახის წევრები იცდიან როდის მოითხოვს ბავშვი საჭმლის დამატებას და
უჩვენებენ ნაცვალსახელის გამოყენების სწორ ფორმას („მე კიდევ მინდა კარტოფილი“)
ეზოში თამაშის დროს, მამუკა ტირილით მიდის ინტერვენციონისტთან და ეუბნება: „ის
მტკენს“

გარემოს მოწყობა

იქონიეთ საგნები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს კომუნიკაციას და მოაწყვეთ


საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით.

მაგალითი: ბავში აწყობს მაგიდას სახლობანას თამაშისას და ამბობს: „ეს ჩემი ფინჯანია,
ეს კი შენი“.

ინტერვენციული სტრატეგიები გარემოს მოწყობაზე მოიცავს შემდეგს:

1
 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანის გაკეთება
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი, მაგრამ მიუწვდომელი (ნივთები)

 “იმედგაცრუება”
 ნაწილ ნაწილ
 ასისტენცია
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება
მაგალითი: „არჩევანი“ – „რა გირჩევნია თოჯინები დაბანო მასთან (გოგონასთან) ერთად,
თუ მანქანებით ითამაშო ამასთან (ბიჭთან) ერთად?“

მაგალითი: „შესამჩნევი, მაგრამ მიუწვდომელი“ - წახემსების დროს ინტერვენციონისტი


დებს წვენს მიუწვდომელ ადგილას და იცდის, სანამ ბავშვები არ იტყვიან: „ჩვენ გვინდა
წვენი“.

მაგალითი: „ნაწილ-ნაწილ“ - სახანძრო სადგურის ასაშენებლად, ინტერვენციონისტი


ბავშვს აძლევს ცოტა ლეგოს ფიგურას და უცდის სანამ ბავშვი არ იტყვის: „მე მეტი
ფიგურა მჭირდება“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

სურათების დღე

ბავშვებს მიაქვთ ოჯახის წევრების სურათები სკოლაში, ან იყენებენ იქვე გადაღებულ


ფოტოებს სხვებისთვის გასაზიარებლად. ინტერვენციონისტი აძლევს ბავშვებს დროს
კითხვების დასასმელად ოჯახის წევრებზე (მაგ: „რამდენი წლისაა ის?“) რათა
გაამარტივოს მათთვის ნაცვალსახელების გამოყენება.

მაგალითი: მამუკას ინტერვენციონისტი ეუბნება: „ამ სურათში შენს ძმასთან ერთად


ხარ? ის დიდს გავს“. მამუკა პასუხობს: „მას ზაზა ჰქვია. ის უფროსია“.

ჩემი წიგნი (იხ. წიგნები/წიგნების შექმნა დანართ A-ში)

ბავშვები აკეთებენ წიგნებს- აწეპებენ წიგნში სურათებს, რომლებიც გამოხატავენ მათი


ოჯახის წევრებს, ჟურნალებიდან ამოჭრილ საყვარელ სათამაშებს და სურათებს და

1
კარნახობენ ინტერვენციონისტს საკუთარ თავზე, რათა მან ჩაუწეროს წიგნში.
ინტერვენციონისტი ისე აწყობს გარემოს, რომ გაამრავალფეროვნოს კომუნიკაცია
ბავშვებს შორის და მისცეს მათ ნაცვალსახელების გამოყენების საშალება. თუ საჭიროა,
ის ეუბნება ბავშვს ნაცვალსახელის სწორ ფორმას.

მაგალითი: საკუთარ თავზე საუბრისას, ჯეკო ამბობს: „ჩემი ძმა“. ინტერვენციონისტი


უსწორებს და წერს: „ეს არის ჩემი ძმა“. ჯეკო იმეორებს: „კი, ჩემი ძმა“.

G 5 იყენებს აღწერით სიტყვებს

5.1 იყენებს ზედსართავ სახელებს

5.2 იყენებს ზედსართავ სახელებს შედარებისთვის

5.3 იყენებს ზმნიზედას

5.4 იყენებს წინდებულებს/თანდებულებს

5.5 იყენებს კავშირებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
A: ბილატერალური მოტორული კოორდინაცია
მსხვილი მოტორიკა:
B:2 აკენწლავს/ახტუნებს, იჭერს, ურტყამს და ისვრის ბურთს
B:4 ატარებს/გადაადგილდება და მართავს ორთვლიან ველოსიპედს
ადაპტური:
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
კოგნიტური:
A: კონცეფცია (გაგების უნარი)
B:1 აჯგუფებს საგნებს, პირებს და მოვლენებს სპეციალური კრიტერიუმების
მიხედვით
C:2 აჯგუფებს ნივთებს სიგრძის და/ან ზომის მიხედვით
C:3 თანმიმდევრულად იმეორებს რაიმე მოვლენას/ამბავს
D:1 იგონებს /იხსენებს იმავე დღეს მომხდარ რაიმე მოვლენას
კონტექსტური/სიტუაციური მითითების გარეშე
E:2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად, ნივთების,

1
პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით
F:1 იღებს მონაწილეობას ერთობლივ, წარმოსახვით თამაშში
H:1 ახდენს ფონოლოგიური უნარების დემონსტრირებას
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
A:3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით
B:2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში
D: საკუთარი თავის და სხვების შეცნობა/გაცნობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აღწერილობითი სიტყვების გამოყენების


საშუალება აქვთ, მოიცავს შემდეგს:

 მისვლა-მოსვლა
 ბანაობა
 დაძინება
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 სეირნობა
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: მშობლები წაახალისებენ ბავშვებს, რომ გამოიყენონ ზედსართავი სახელები


ბანაობისას წყლის ტემპერატურის, „სველი“ პირსახოცის და „სლიპინა“ საპონის
აღსაწერად.

მაგალითი: დინოზავრებით თამაშისას ბავშვი ეუბნება მეგობარს: „მე შენზე მეტი


დინოზავრი მაქვს“.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ საგნები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს კომუნიკაციას და მოაწყვეთ


საკლასო ოთახი აქტივობის არედ, თეატრის კუთხის ჩათვლით.

მაგალითი: მანქანებით და კუბიკებით თამაშისას, მამუკა ეუბნება ჯეკოს: „მე შენზე


უკან ვარ“.

1
მაგალითი: როდესაც ლალიკო „ჭამს“ სახლობანას თამაშისას, ამბობს: „მმმ, ძალიან
მაგალითი
გემრიელია“.

ინტერვენციული სტრატეგიები გარემოს მოწყობაზე მოიცავს შემდეგს:

 ჰეტეროგენული დაჯგუფება
 არჩევანის გაკეთება
 გულმავიწყობა
 შესამჩნევი, მაგრამ მიუწვდომელი (ნივთები)
 “იმედგაცრუება”
 ნაწილ ნაწილ
 ასისტენცია
 საბოტაჟი
 მოლაპარაკება

მაგალითი: „არჩევანი“ - ინტერვენციონისტი ბავშვებს სთავაზობს ცხოველების ფორმის


მქონე კრეკერებს და ბავშვები ირჩევენ მათთვის სასურველ ცხოველს.

მაგალითი: „იმედგაცრუება“ - ბავშვებისთვის სათამაშო საჭმლის შეთავაზება აძლევს მათ


აღწერილობითი სიტყვების გამოყენების საშუალებას: „ბანანი გემრიელია“.
მაგალითი: „ასისტენცია“ - როდესაც ბავშვები აწყობენ თავსატეხს ფერების ან ფორმების
მიხედვით, ერთი ნაწილი ჩადეთ გამჭვირვალე ხუფიან კონტეინერში. ბავშვს ნაწილის
მოთხოვნა მოუწევს მისი აღწერით: „მე ლურჯი კვადრატი მინდა“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ ქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

შეხებით გამოცნობა

ბავშვები აგროვებენ პატარა ნივთებს ბუნებაში გასეირნებისას და აწყობენ ქაღალდის


ჩანთაში ან დიდ წინდაში. შემდეგ იღებენ ჩანთიდან ნივთებს და აღწერენ შეხედვის
გარეშე. ნივთების შეგროვებისას, ინტერვენციონისტმა შეიძლება წაახალისოს ისინი, რომ
გამოიყენონ თანდებულები ( „ქვის ქვეშ“, „კუნძზე“) იმის ასაღწერად, თუ სად იპოვეს
საგანი. ბავშვები იყენებენ ზედსართავებს საგნის ასაღწერად („ქვა ცივია“), შედარებების

1
გასაკეთებლად („ქვა უფრო მძიმეა, ვიდრე ბუმბული“) და ზმნისზედებს ზმნებთან
(„ბუმბული ნელა ვარდება“)

მაგალითი: გირჩის აღწერისას ლალიკო ამბობს: „ეს მაგარია“. ინტერვენციონისტი


ეხმარება მას და ეუბნება: „მაგარია და....“ ლალიკო აგრძელებს: „მაგარია და
მჩხვლეტავი“.

რამდენად ჩქარა იზრდებიან?

ბავშვები რგავენ მცენარეებს პატარა პლანტაციებში, ან ქაღალდის ჭიქებში და ზომავენ


როგორ იზრდებიან მცენარეები დროთა განმავლობაში. ინტერვენციონისტმა აქტივობის
გასაცნობად შეიძლება გამოიყენოს გაზრდილი მცენარეებისა და ყვავილების სურათები
და მისცეს მათ ზედსართავების გამოყენების საშუალება მცენარეების აღსაწერად.
ამოირჩიეთ ისეთი მცენარის თესლი, რომელიც ჩქარა იზრდება, მაგ: სიმინდი, ლობიო,
ბალახი. მცენარეების დათესვისას, ინტერვენციონისტმა შეიძლება ბავშვებს ნიადაგი,
წყალი და თესლი ააღწერინოს. თესლიის შესადარებლად გამოიყენეთ აღწერილობითი
სიტყვები („ეს უფრო დიდია“), პროცესის აღსაწერად გამოიყენეთ თანდებულები
(„ნიადაგი იყრება ჭიქაში“). აქტივობა ხანგრძლივი რომ იყოს, ბავშვები ზომავენ
მცენარეებს კედელზე მიკრული ქაღალდის საშუალებით.

მაგალითი: ინტერვენციონისტი გააზომინებს ბავშვებს მათ მცენარეებს კედელზე


მოთავსებული ქაღალდის საზომი ლენტის საშუალებით. ინტერვენციონისტი რეზის
ხელს დაადებინებს საზომზე და ეუბნება: „შეიგრძენი, ეს შენი მცენარეა. ეს კი მარიასი.
მისი მცენარე უფრო დიდია. აი მამუკას მცენარე. შენი მცენარე...“ რეზი დაამატებს:
„მამუკასაზე დიდია“.

1
AEPS - სოციალური სფერო
3-6 წლის ასაკისათვის

AEPS ტესტის პუნქტები:


მიმართულება A: სხვებთან ურთიერთობა
მიზანი 1 სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა

1.1 ყურადღებას აქცევს სხვის საჭიროებებს

1.2 იწყებს და ინარჩუნებს ახლო ურთიერთობებს

1.3 იცავს ჯერს/უთმობს სხვას რიგს თამაშის დროს

1.4 იჩენს ინიციატივას ნაცნობებთან ურთიერთობისას

1.5 პასუხობს სხვების აქტიურ/ემოციურ ინიციატივას

მიზანი 2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში

2.1 ჩართავს გარშემომყოფებს ჯგუფურ აქტივობებში

2.2 ინარჩუნებს სხვებთან ურთიერთობას ჯგუფურ აქტივობებში

2.3 უზიარებს და უცვლის საგნებს სხვა ადამიანებს

მიზანი 3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით

3.1 აწარმოებს მოლაპარაკებებს კონფლიქტების გადასაჭრელად

3.2 იყენებს მარტივ სტრატეგიებს კონფლიქტების გადასაჭრელად

3.3 აღიარებს და იცავს უფლებებს

მიმართულება B: თანამონაწილეობა
მიზანი 1 იწყებს და ამთავრებს ასაკისათვის შესაფერის აქტივობებს

1.1 ასრულებს აქტივობების დასრულების მოთხოვნას

1.2 ასრულებს აქტივობების დაწყების მოთხოვნას

მიზანი 2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში

2.1 შესაფერისად იყენებს სხვადასხვა ნივთებს პატარა ჯგუფური აქტივობების დროს

2.2 შესაფერისად რეაგირებს მითითებაზე პატარა ჯგუფური აქტივობების დროს

1
2.3 უცქერს/აკვირდება შესაფერის საგნებს, პირებს ან მოვლენებს პატარა ჯგუფური აქტივობების დროს

2.4 რჩება და ასრულებს დარჩენილ სამუშაოს ჯგუფთან ერთად პატარა ჯგუფური აქტივობების დროს

მიზანი 3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში

3.1 შესაფერისად იყენებს სხვადასხვა ნივთებს დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

3.2 შესაფერისად რეაგირებს მითითებაზე დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

3.3 უცქერს/აკვირდება შესაფერის საგნებს, პირებს ან მოვლენებს დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

3.4 რჩება და ასრულებს სამუშაოს ჯგუფთან ერთად დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

მიმართულება C: გარემოსთან ურთიერთობა


მიზანი 1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით

1.1 რეაგირებს ფიზიკური მოთხოვნილებებზე, როდესაც არაკონფორტულადაა, ავად არის, სტკივა ან დაღლილია

1.2 რეაგირებს ხილულ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე

1.3 რეაგირებს შიმშილისა და წყურვილის მოთხოვნილებაზე

მიზანი 2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ

2.1 იღებს/ითხოვს ნებართვას მოზრდილისგან

2.2 ემორჩილება დადგენილ წესებს სახლში და სკოლაში

მიმართულება D: საკუთარი თავის და სხვების შეცნობა/გაცნობა


მიზანი 1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.

1.1 იჩენს ინიციატივას/წამოიწყებს სასურველ აქტივობას

1.2 ირჩევს აქტივობებს ან/და საგნებს

მიზანი 2 აცნობიერებს, როგორ შეიძლება საკუთარმა ქცევამ, გრძნობებმა, ფიქრებმა გავლენა იქონიოს
გარშემომყოფებზე

2.1 აცნობიერებს სხვის მოქმედებას/ემოციებს

2.2 აცნობიერებს საკუთარ მოქმედებას/ემოციებს

მიზანი 3 იმახსოვრებს საკუთარ და სხვის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას

3.1 იცის საკუთარი მისამართი

3.2 იცის ტელეფონის ნომრები

3.3 იცის საკუთარი დაბადების თარიღი

3.4 ასახელებს და- ძმის სახელებს და საკუთარ სახელსა და გვარს

3.5 ასახელებს საკუთარ და სხვების სქესს

3.6 ასახელებს საკუთარ სახელს და ასაკს

1
მაშინ, როდესაც ბავშვებს აქვთ ურთიერთობა აღმზრდელებთან, და-ძმებსა და მათ
თანატოლებთან, მათი საზოგადოებრივი ქცევა განისაზღვრება მათთვის მნიშვნელოვანი
ადამიანების რეაქციით და ხელმძღვანელობით. როგორც კი გაიზრდებიან, მათ უნდა
იმუშაონ ჯგუფურ გარემოცვაში, რათა იმოქმედონ სოციალურად შესაბამისი გზით და
დაემორჩილონ წესებს. ამასობაში, ბავშვების ირგვლივ მყოფი მოზრდილები
ვალდებულნი არიან გაამხნევონ და დაეხმარონ მათ საზოგადოებრივი უნარების
განვითარებაში. აღნიშნული საფუძველს უყრის ურთიერთგაგების და
თანამონაწილეობის განვითარებას მზარდი სირთულის სოციალურ გარემოში.

ჩვილი ბავშვები დამოკიდებულნი არიან მომვლელებზე არსებითი საჭიროებების


დასაკმაყოფილებლად. ურთიერთობა, რომელიც იწყება როგორც ფსიქოლოგიური
აუცილებლობა, შემდგომ, გადაიზრდება ბავშვსა და მზრუნველ ადამიანის შორის
სოციალურ და ემოციურ კავშირში. ამყარებს რა პირველ ურთიერთობებს ნაცნობ
მოზრდილებთან ნაცნობ გარემოში, ჩვილი ეცნობა ქცევის წესებს, საზოგადოებრივ
ინიციატივებსა და რეაგირების ფორმებს. მაგალითად, როდესაც ჩვილი ბავშვი ტირის,
მზრუნველი რეაგირებსამაზე საკვების მიცემით, მოფერებით ან გამოცვლით. მაგრამ,
როდესაც ბავშვი იცინის, მზრუნველი ამაზე, ჩვეულებრივ, პოზიტიურად რეაგირებს,
იცინის, იღიმის და/ან ესაუბრება ბავშვს. ბავშვი ხანმოკლე დროის განმავლობაში იწყებს
თამაშს როგორც დამოუკიდებლად, ასევე თანატოლებსა და დედმამიშვილების
თანდასწრებით.

როგორც კი ბავშვი სწავლობს საკუთარ თავზე ზრუნვას, პირველ რიგში ის ეუფლება


საჭირო უნარებს (მაგ. ჩაცმას) მოგვიანებით კი ეცნობა სოციალურ მნიშვნელობებს (მაგ.
საცურაო კოსტუმის ჩაცმა ცურვის დროს). როგორც კი ბავშვები მწიფდებიან, იმატებს
საზოგადოებრივი მოლოდინის მიმართ მათი მგრძნობელობა და მზაობა და ისინი
ხდებიან უფრო გულისხმიერნი საზოგადოების სხვა პირების.

თანატოლებთან ურთიერთობა მოითხოვს უნარებს, რომლებიც თანდათანობით


ვითარდება ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და იხვეწება ბავშვის
გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნის ზრდისთანავე. ორი ბავშვის თამაში შეიძლება
დაიწყოს წართმევით და გამოქაჩვით, მაგრამ ასეთი საქციელი შემდეგ გადაიზრდება
სოციალურ თამაშში. სკოლამდელი წლების განმავლობაში ბავშვები სწავლობენ
ერთობლივ თამაშს. თამაშის პროცესი, თავის მხრივ, ხშირად წარმოშობს იმას, რომ
ბავშვები პარალელური თამაშით არიან დაკავებულები. ამ ასაკში ბავშვები თამაშობენ
და ბაძავენ სხვა ბავშვებს თამაშის დროს და ამით იზრდება მათი კომუნიკაციისა და
ურთიერთობის ხარისხი. უფრო მოგვიანებით, ბავშვები იწყებენ მოქმედებებისა და
იდეების გაზიარებას, მაგალითად, ერთი ბავშვი აჩვენებს მეორეს, თუ როგორ უნდა

1
ააშენოს კოშკი, ან დაატრიალოს ბორბალი. საბოლოოდ, ერთად მუშაობის დროს, საერთო
მიზნის მისაღწევად, ბავშვები სწავლობენ, როგორ უნდა შეინარჩუნონ
კომუნიკაბელურობა და ერთობლივი თამაშის უნარი (მაგ: ერთად ააშენონ სახლი).

მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ მხარეს არ შევხედოთ სხვა განვითარებად


სფეროებისაგან დამოუკიდებლად. საზოგადოებრივ ურთიერთობას ჩვეულებრივ აქვს
მოტორული, კომუნიკაბელური და შემეცნებითი განზომილებები. როდესაც ბავშვი
თავის თანატოლს მიმართავს თხოვნით, გადაადგილოს დიდი კუბიკი, ის იყენებს
მოტორულ ფუნქციას (ბალანსის შენარჩუნება), კომუნიკაციის საშუალებებს (სიტყვებს
მითითებისათვის) და შემეცნებით უნარებს (პრობლემის გადაჭრა). გარდა ამისა,
ჯგუფის წევრებმა დაკვირვებით უნდა შეისწავლონ ბავშვების საზოგადოებრივი
ყოფაქცევა, რათა დაადგინონ უკავშირდება თუ არა მათი საზოგადოებასთან
ურთიერთობის პრობლემები რაიმე ფაქტორებს, როგორიცაა მაგ: ბავშვს, რომელიც
გამუდმებით კამათობს ერთ ბავშვთან, შესაძლოა ჰქონდეს სხვა ბავშვებთან და/ან და-
ძმასთან კონფლიქტის გადაწყვეტის უნარი. მოტორული უნარშეზღუდულობის მქონე
ბავშვს, შესაძლოა პრობემა შეექმნას მოტორული აქტივობის დროს სხვა ბავშვებთან
ურთიერთობაში, მაგრამ ადვილად მოახერხოს მათთან კომუნიკაცია წრეში ყოფნის
დროს.

საზოგადოერივი მხარე მოიცავს ოთხ მიმართულებას. მიმარტულება A (სხვებთან


ურთიერთობა) ფოკუსირებას ახდენს ბავშვის უნარებზე ურთიერთობა დაამყაროს და
შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა თანატოლებთან თამაშის დროს. ისევე როგორც
ორიენტირდება ბავშვებს შორის ერთობლივ აქტივობებზე და კონფლიქტის მოგვარების
ეფექტური სტრატეგიის მოფიქრება/გამოყენებაზე. მიმართულება B (თანამონაწილეობა)
ფოკუსირებას ახდენს ბავშვის მიერ ინიციატივის გამოჩენისა და მონაწილეობის
შენარჩუნების უნარებზე ასაკთან შესაფერის აქტივობების დროს, მათ შორის მოიაზრება
დიდ და პატარა ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. მიმართულება C
(გარემოსთან ურთიერთობა) იკვლევს ბავშვის შესაძლებლობებს სოციალურად მისაღები
გზებით მოახდინოს ფიზიკურ საჭიროებებზე რეაგირება და დაემორჩილოს სხვადასხვა
გარემოსათვის სპეციფიურ წესებს. სქემა D (საკუთარი თავისა და სხვების შეცნობა)
მოიცავს ბავშვის უნარებს, გაარჩიოს და ისაუბროს იმაზე, თუ რა მოსწონს და რა არა.
გააცნობიეროს, თუ როგორ აისახება მისი აზრები, გრძნობები და ქცევები სხვებზე.
დააკავშიროს საიდენტიფიკაციო ინფორმაცია საკუთარ თავთან და სხვებთან.

AEPS კურიკულუმის სოციალური სფერო დაყოფილია ოთხ სექციად: 1)ინტერვენციული


მოსაზრებები, 2) შემოთავაზებული აქტივობები, 3) აქტივობაზე დაფუძნებული
ინტერვენციების გამოყენება, 4) სფეროს მიზნები. ინტერვენციული მოსაზრებები
მოიცავს რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ინტერვენციონისტმა რისკის ქვეშ

1
მყოფ ან უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობისას. შემოთავაზებული აქტივობები
გვაწვდის კონკრეტულ სიას, რომელიც შეიძლება განსაკუთრებულად შედეგიანი
აღმოჩნდეს სოციალური უნარების გასავითარებლად. ამ სექციაში ასევე დართულია
დამატებითი ნივთების სია, რომელიც გამოგვადგება მიზნის მისაღწევად. მესამე სექცია
არის ილუსტირებული მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ აქტივობებზე
დაფუძნებული ინტერვენციები IFSP/IEP ში შესული მსხვილი მოტორიკის სფეროს
მიზნის მისაღწევად. ბოლო, მეოთხე სექცია ეხება თანმხლებ/ასოცირებულ მიზნებს,
ყოველდღიურ რუტინას, გარემოს მოწყობას და ინტერვენცულ აქტივობებს სკოლაშიც
და სახლშიც (სოციალური სფერო 3დან 6 წლამდე AEPS ტესტი)

ინტერვენციული მოსაზრებები

ძირითადი მოსაზრებები სოციალურ უნარებზე სამუშაოდ წარმოდგენილია შემდეგი


რეკომენდაციებით:

 კულტურული ფასეულობების ზეგავლენა ბავშვის სოციალ ქცევაზე


გათვალისწინებული უნდა იყოს ინტერვენციული მიზნებისა და გეგმების
ჩამოყალიბებისას. ბავშვის სოციალური და ეთნიკური გარემოს შესწავლა
დაგვეხმარება ეთნიკურად შეუსაბამო/მიუღებელი ქცევების, მასწავლებლებს,
ბავშვებსა და ოჯახის წევრებს შორის გაურკვევლობების თავიდან აცილებაში,
ბავშვებისათვის შეუსაბამო მოთხოვნების წაყენების პრევენციაში. ოჯახზე
ორიენტირებული კულტურული ღირებულებების მქონე ადამიანებმა, შეიძლება
ნაკლები ყურადღება გამოიჩნონ ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის უნარზე,
ვიდრე სოციალური ტიპის/მიმდევრობის კულტურული ტრადიციების მქონე
ოჯახებმა. ოჯახის მთავარ ღირებულებებში გასარკვევად, საუკეთესო საშუალებაა
მათთან ლაპარაკი და მათი კულტურის შესწავლა.
 ბავშვის პროგრამაში ჩართეთ ზრდასრულები, რომლებთანაც მათ ადრე ჰქონდათ
ურთიერთობა. ბავშვები მეტად ავლენენ სოციალურ უნარებს ნაცნობ
ადამიანებთან ნაცნობ სიტუაციაში.
 რუტინული სიტუაციები ბავშვს ასწავლის სოციალურად მიღებული ქცევების
გამოვლენის გზებს. ბევრი სოციალურად დაშვებული ქცევა, რომლებსაც ჩვენც
ვიზიარებთ, აკრძალულუა მარტივი ყოველდღიური რუტინის დროს (მაგალითად
მეგობართან მისალმება)
 სოციალური სტილი პატარა ბავშვებში ფართოა და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ნება,
ისეთი სოციალური უნარების განვითარებისა, რომელიც ერგება მათ
ტემპერამენტს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების
კომუნიკაციის სახეს.

1
 ბავშვების მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევის ინტენსივობა,
მნიშვნელოვნად შეიძლება იქნეს შემცირებული საზოგადოებრივად მისაღები
ქცევის მოდელის შეთავაზებით. თუ ბავშვები ერთმანეთს ართმევენ სათამაშოებს,
აკრძალვის მაგივრად („არ წაართვა“) შესთავაზეთ მიღებული ფორმა („სთხოვე
სათამაშო ჯეკოს“). კომუნიკაციის პრობლემების მქონე ბავშვეთან მუშაობისას,
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ენის ხშირი გამოყენება/დემონსტრირება
და შესაბამისად გავარჯიშება, რომელიც უფრო უჭირთ, ასევე მათი სურვილებისა
და საჭიროებების გამომხატველი კომუნიკაციის ფორმების მოდელირება.

შემოთავაზებული აქტივობები

ბავშვებზე ორიენტირებული აქტივობები მეტად ავლენენ სოციალურ ურთიერთობებს


თანატოლებთან, ვიდრე ზრდასრულებზე ორიენტირებული. აქტივობები, რომლებიც
შესასრულებლად მოითხოვენ ხშირ გაზიარებასა და კოოპერაციას, ხელს უწყობს
სპონტანურ სოციალურ კომუნიკაციებს თანატოლებს შორის. შემდეგი აქტივობებისა და
საგნების სია შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს სოციალური უნარების გამოვლენაში.
ინტერვენციული აქტივობების სრული სიისთვის იხილეთ დანართი A.

 დაბადების დღის წვეულება


 სამაგიდო თამაშები
 სხეულის კონტურების დახატვა
 ყუთების ქალაქი
 სურსათის მაღაზია
 კედლის ერთობლივად მოხატვა
 შენობის გარე ერთობლივი თამაშები
 საავადმყოფო ან ექიმის ოფისი
 დიდი კონსტრუქციები
 „ამოძრავე: - ხატვა
 ტალახით თამაში
 საფოსტო ოფისი
 მარიონეტები
 ფეხსაცმლის მაღაზია
 კარვები

აქტივობაზე დაფუძნებული ინტერვენციების გამოყენება

1
შემდეგში აღწერილია თუ როგორ შეიძლება გააერთიანოს ინტერვენციონისტმა
აქტივობაზე დაფუძნებული სტრატეგიები ბავშვის სოციალური უნარების
განსავითარებლად. ბავშვის IFSP/IEP მიზანია, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს სიახლოვე
თანატოლებთან, არასტრუქტურული, ბაშვებზე მიმართული აქტივობების დროს.

 ინტერვენციონისტი აკვირდება მამუკას, რომელიც უყურებს, თუ როგორ


„ატარებს“ სხვა ბავშვი მანქანას ქვიშის ყუთში. ის ასწყობს გარემოს ბავშვის
ინტერესების მიხედვით, როდესაც ხვდება, რომ მამუკას მართლა მოსწონს
მანქანებით თამაში.
 როდესაც ინტერვენციონისტი ამჩნევს, რომ მამუკა დაინტერესებულია
მანქანებით, წყვეტს აქტივობას, რომ თავადაც შეუერთდეს აქტივობას. ის ეძახის
მამუკას(„მოდი, აქ ითამაშე, მამუკა“), თუ ბავშვი არ პასუხობს მას მიყავს მამუკა
სხვა ბავშვებთან და აწვდის მანქანას.
 ინტერვენციონისტი ქვიშის ყუთში განგებ ათავსებს საინტერესო სათამაშოებს,
როგორიცაა სატვირთო და სახანძრო მანქანები, რათა ხელი შეუწყოს მამუკას და
მის თანატოლებს აქტივობაში ჩართვასა და ერთად ყოფნაში. სათამაშოების
შეზღუდული რაოდენობა აძლევს მათ მოლაპარაკებისა და გაზიარების
საშუალებას და უფრო მეტი სოციალური უნარების მქონე ბავშვები აკეთებენ ამის
მოდელირებას (მაგალითის მიცემას) მამუკასთვის. ინტერვენციონისტი აკეთებს
კომენტარს თავის ყველა ქცევაზე („ჩვენ ვმართავთ მანქანებს და ვსხედვართ
მეგობრებთან ერთად“)

სფეროს მიზნები

ეს სექცია გვაწვდის ინფორმაციას საერთო მიზნებზე, ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს


დაგეგვმასა და ინტერვენციულ აქტივობებზე, რომლებიც მოცემულია „AEPS ის ტესტში
სამიდან ექვს წლამდე’’ სოციალური უნარების ფუნქციის განსავითარებლად. როდესაც
დავისახავთ გეგმას, რომელიც ბავშვმა უნდა შეასრულოს, ინტერვენციონისტს შეუძლია
შეუსაბამოს ის რომელიმე მიზანს და გადაწყვიტოს რომელი შემოთავაზებული აქტივობა
გამოადგება მასთან სამუშაოდ. ყველა მიზნის შემთხვევაში გამოიყენება სტანდარტული
ფორმატი:

მიმართულება (A და B)

მიზანი (G1, 2 და 3):

ამოცანები:

შესაბამისი/საერთო მიზნები (ცხრილი);

1
ყოველდღიური რუტინა;

გარემოს მოწყობა;

ინტერვენციული აქტივობები.

შესაბამისი/საერთო მიზნები: AEPS ის მიზნებს მიმდინარე და სხვა განვითარებადი


არეებიდან. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთროულად ორი და/ან მეტი სხვადასხვა
მიზნისთვის მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა მოიცავს იმ რუტინული აქტივობების სიას, რომელიც გვაძლევს


ბავშვის მიერ ათვისებული უნარების გავარჯიშების საშუალებას.

გარემო უნდა მოვაწყოთ ბავშვის მიერ ინიცირებული, რუტინული და დაგეგმილი


ინტერვენციული აქტივობების გათვალისწინებით.

ინტერვენციული აქტივობები გვთავაზობს მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა


მივაღწიოთ მიზანს მისი გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაცია ყოველდღიურ რუტინაზე, გარემოს მოწყობასა და დაგეგმილ


ინტერვენციულ აქტივობებზე იხილეთ მესამე თავში

A: სხვებთან ურთიერთობა

G1 სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა

1.1 ყურადღებას აქცევს სხვის საჭიროებებს

1.2 იწყებს და ინარჩუნებს ახლო ურთიერთობებს

1.3 იცავს ჯერს/უთმობს სხვას რიგს თამაშის დროს

1.4 იჩენს ინიციატივას ნაცნობებთან ურთიერთობისას

1.5 პასუხობს სხვების აქტიურ/ემოციურ ინიციატივას

შესაბამისი/საერთო მიზნები

1
მსხვილი მოტორიკა:
B: თამაშის უნარები
კოგნიტური:
F: თამაში
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სიტყვების, ფრაზებისა და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინელუი სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ თანატოლებთან ურთიერთობისა და


მათ საქციელზე რეაგირების საშუალება, მოიცას შემდეგს:

 მისვლა-მოსვლა
 წრეში ყოფნა
 საუზმე ან სადილი
 გადაადგილება
 არასტრუქტურული თამაში

მაგალითი: პარკში, მამუკას დედა ამხნევებს, რომ მიუახლოვდეს სხვა ბავშვს და


ჰკითხოს: „გინდა თამაში?“

მაგალითი: როდესაც ლალიკო შედის კლასში, ინტერვენციონისტი ჩუმად ეუბნება


ლალიკოს მეგობარ ალისას: „ლალიკო მოვიდა“. ალისა უყურებს ლალიკოს.
ინტერვენციონისტი ამბობს: „გამარჯობა ლალიკო“. ალისაც იმეორებს იგივეს: „გამარჯობა
ლალიკო“

მაგალითი: ჯეკოს უნდა იმ ველოსიპედზე დაჯდომა რომელზეც თემო ზის.


ინტერვენციონისტი ინიშნავს დროს და ამცნობს ბავშვებს, რომ როდესაც წამზომი
დაიწრიპინებს, ჯეკოს ჯერი იქნება.

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ, თეატრის კუთხის ჩათვლით. პატარა,


შესაფერისად მოწყობილი აქტივობის არე ზრდის თანატოლების ურთიერთობის

1
ინტენსივობას. კოოპერაცია განსაკუთრებით ხშირია როლების შესასრულებლად
გეგმების დაწყობისას, როლების არჩევისას, სათამაშო იდეების გაცვლისას და
კონფლიქტურ სიტუაციებში მოლაპარაკებისას. იქონიეთ საგნები, რომლებიც გაახშირებს
კოოპერაციას:

 დიდი ურიკები
 ბურთები
 ურმები
 დიდი კუბიკები
 აიწონა-დაიწონა
 საქანაო ნავები
 სათამაშო ნაკრებები, როგორიცაა მაგ: თავლა ცხოველებით
 წარმოსახვითი თამაშის ატრიბუტები (ურიკები „სასწრაფოსთვის“, დიდი ზეწრები
„კარვებისთვის“)
 თამაშები (სამაგიდო თამაშები, ჯგუფური თამაშები)
 მარიონეტები

მაგალითი: მარია „ეკვრის“ ინტერვენციონისტს და მორიდებით უყურებს თუ როგორ


აკეთებენ ბავშვები ნამცხვრებს პლასტელინისგან. ინტერვენციონისტი ამჩნევს მარიას
ინტერესს აქტივობის მიმართ და მიჰყავს ბავშვი მაგიდასთან. ის უერთდება ბავშვებს
თამაშში და აგულიანებს მარიას. როგორც კი ამჩნევს, რომ მარია თავს კონფორტულად
გრძნობს, ტოვებს აქტივობას.

 ყოველი აქტივობა, როდესაც ბავშვი ზის მაგიდასთან ან თამაშობს თანატოლებთან


ერთად უნდა იყოს ისე დაგეგმილი, რომ ბავშვმა მოახერხოს თანატოლებთან
მხედველობითი კონტაქტის დამყარება და ურთიერთობა. სოციალურ
ურთიერთობას ახალისებს ბავშვების ისე განლაგება, როდესაც ერთმანეთს
უყურებენ (ცალკე, ცარიელ ადგილას ან ზრდასრულთან ჯდომის მაგივრად).
ფიზიკური უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებიც ისეთ სიმაღლეზე (დონეზე)
უნდა ისხდნენ, როგორც მათი თანატოლები (ადაპტაციური მოწყობილობების
საშუალებით, თუ აუცილებელია). გაესაუბრეთ კვალიფიციურ მოტორიკის
სპეციალისტს სხეულის სწორ პოზიციაზე რჩევების მისაღებად.
 გაითვალისწინეთ ზრდასრულისა და ბავშვების თანაფარდობა კლასში, რადგან
ზრდასრულის სიახლოვე ზეგავლენას ახდენს ბავშვების ერთმანეთთან
ურთიერთობის სიხშირესა და ტიპზე. ასევე აკონტროლეთ ზრდასრულის
ლაპარაკის სიხშირე და ზრდასრულისა და ბავშვის ურთიერთობა რადგან ეს
ფაქტორი დაბრკოლებაა სოციალური ინტერვენციისათვის თანატოლებს შორის.

1
მაგალითი: მამუკა ეცემა ძირს ბურთის დაჭერის მცდელობისას და იწყებს ტირილს.
კლასის ასისტენტი ემზადება მის დასახმარებლად, მაგრამ ინტერვენციონისტი აჩერებს:
„მოიცადე ერთი წუთით. არაფერი არ დაშავებია. ვნახოთ რა მოხდება“. მამუკას მეგობარი
ჯეკო მირბის მასთან, ეხმარება წამოდგომაში და ეკითხება: „კარგად ხარ?“

 ჩართეთ ბავშვები პატარა ჯგუფურ აქტივობებში მათზე ცოტა უკეთესი


განვითარების მქონე თანატოლებთან ერთად. ბავშვების დაჯგუფებისას
გაითვალისწინეთ ბავშვების სურვილები და სცადეთ შეთავსებადი
ბავშვების ერთად დაჯგუფება. მნიშვნელოვანი უნარშეზღუდულობის
მქონე ბავშვების გადანაწილებისას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული
ყურადღება და მოახვედრეთ ისინი ისეთ ჯგუფში, სადაც სხვა ბავშვებს
მათთან თამაშის სურვილი ექნებათ. ინტერვენციონისტს შეიძლება
დასჭირდეს განსაკუთრებული რჩევების მიცემა იმის შესახებ, თუ როგორ
უნდა მოიქცნენ მნიშნელოვანი უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვები
საერთო ჯგუფში, ხოლო დანარჩენ ბავშვებს აუხსნან ამ ჯგუფში
ურთიერთობის თავისებურებები.

მაგალითი: ინტერვენციონისტი მუსიკალური აქტივობის დროს ჯეკოსთან აწყვილებს


რეზის, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა. ბავშვები ხელჩაკიდებულები დადიან
მუსიკალური ჯგუფური მსვლელობის დროს.

 ბავშვებს შესთავაზეთ საჭირო საგნების არასაკმარისი რაოდენობა


არასტრუქტურული თამაშის დროს. ბავშვებს დასჭირდებათ
„მოლაპარაკება“ საჭირო საგნის მოსაპოვებლად - მაგალითად იქონიეთ
მხოლოდ ერთი წებო ხელოვნების გაკვეთილისას, ან საკვები დააწყვეთ ერთ
დიდ თეფშზე (კრეკერები, ხილი) წახემსებისას. ეს დაეხმარება ბავშვებს
მოთხოვნების გაკეთებაში, გაზიარებასა და სიახლოვის შენარჩუნებაში
თანატოლებთან აქტივობის დროს.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

ფერმის ცხოველები

ეს აქტივობა ბავშვებს შეიძლება გავაცნოთ წიგნის წაკითხვით ფერმის ცხოველებზე,


სურათების ჩვენებით, საუბრით ან სიმღერით: „ერთად ვცხოვრობთ დიდ ფერმაში ია ია

1
ო“. ნივთების სია მოიცავს სათამაშო თავლას, პატარა პლასტმასის ცხოველებს
თითოეული ბავშვისთვის, ღობეებს, ლურჯი ფერადი ფურცლისგან გაკეთებულ ტბას და
ჭურჭელს. სიახლოვის შექმნისა და შენარჩუნების, ბავშვებს ეძლევათ ერთმანეთთან
მისალმების და საინტერესო ინიციატივებზე რეაგირების საშუალება, როდესაც იწყებენ
ცხოველებით საჯინიბოსთან ან ტბასთან თამაშს. თუ ჯგუფში ორზე მეტი ბავშვია,
შეიძლება აუცილებელი გახდეს ორი საჯინიბოს შეთავაზება.

მაგალითი: თემო ზის ხალიჩის ბოლოში და ხელში უჭირავს ძროხა. ინტერვენციონისტი


მას წაახალისებს: „შეხედე თემო, ჯეკოს ცხენი წყალს სვამს, შენს ძროხას არ სწყურია?“
თემო არ რეაგირებს. ინტერვენციონისტი აჩვენებს თუ როგორ უნდა წაიყვანოს ცხოველი
საჯინიბოში და მასაც უხმობს. ინტერვენიონისტი ამბობს: „ჩემს ქათამს სწყურია.
მოიყვანე შენი ძროხაც, თემო“. თემოს მიჰყავს ძროხა, ჯდება ჯეკოს გვერდით და იწყებს
წყლის დალევის ხმის იმიტირებას.

ვეტერინარის ოფისი

ვეტერინარის ოფისი ეწყობა თეატრის კუთხეში. ამ აქტივობის გაცნობა ხდება


ვეტერინარის მოპატიჟებით, ან იმაზე წიგნის წაკითხვით,თუ რა ხდება ვეტერინარის
იფისში. ბავშვებს შორის ურთიერთობის გასაზრდელად შეიძლება ბავშვებს ჩავაცვათ
კატების, ძაღლების ან ბაჭიების ფორმები პლუშის სათამაშოების გამოყენების მაგივრად.
ყურები კეთდება ფერადი ფურცლებისგან და მაგრდება გრძელი ქაღალდით ბავშვის
თავზე, კუდები კეთდება ნაჭრისგან, ხოლო ულვაშები იხატება სახეზე კოსმეტიკური
ფანქრის გამოყენებით. ინტერვენციონისტმა თეატრში შეიძლება ჩართოს პატარა
ურიკები „სასწრაფო დახმარებისათვის“ (გამოყენებისას მოითხოვს ბავშვების
კოოპერაციას), ქურთუკები, თეთრი ქურთუკი/ხალათი ვეტერინარისათვის, მაგიდა და
სკამი რეგისტრატორისთვის, ბინტი და ბამბა. როდესაც ბავშვები ეხმარებიან
ერთმანეთს, იზრდება სხვისი გასაჭირში დახმარების უნარი.

მაგალითი: მარია განასახიერებს კატას და ატირებული მიდის ვეტერინარის ოფისში.


ლალიკო ეუბნება: „არაუშავს, დაგეხმარებით“.

G2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში

2.1 ჩართავს გარშემომყოფებს ჯგუფურ აქტივობებში

2.2 ინარჩუნებს სხვებთან ურთიერთობას ჯგუფურ აქტივობებში

2.3 უზიარებს და უცვლის საგნებს სხვა ადამიანებს

1
შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
B:2 აკენწლავს/ახტუნებს, იჭერს, ურტყამს და ისვრის ბურთს
კოგნიტური:
F: თამაში
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთეირთობა
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ კოოპერატიული აქტივობების


წამოწყების საშუალება, მოიცავს შემდეგს:

 წრეში ყოფნა
 წახემსება
 არასტრუქტურული თამაში (შენობაში და შენობის გარეთ)

მაგალითი: მამუკას დედა ყავაზე ეპატიჟება მეგობარს, რომელსაც ჰყავს მამუკას ასაკის
შვილი. რამდენიმე წუთის შემდეგ ის ამბობს: „აჩვენე ამიკოს შენი სათამაშოები“.
მამუკას მიყავს ამიკო თავის ოთახში და ეუბნება: „გინდა ციხე -სიმაგრე ავაშენოთ?“
ამიკო პასუხობს: „მინდა.“

გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით. პატარა,


შესაფერისად მოწყობილი აქტივობის არე ზრდის თანატოლების ურთიერთობის
სიხშირეს. კოოპერაცია განსაკუთრებით ხშირია როლების შესასრულებლად გეგმების
დაწყობისას, როლების არჩევისას, სათამაშო იდეების გაცვლისას და კონფლიქტურ
სიტუაციებში მოლაპარაკებისას. იქონიეთ საგნები, რომლებიც გაახშირებს კოოპერაციას:

 დიდი ურიკები
 ბურთები
 ურმები
 დიდი კუბიკები

1
 აიწონა-დაიწონა
 საქანაო ნავები
 სათამაშო ნაკრებები, როგორიცაა მაგ: თავლა ცხოველებით
 წარმოსახვითი თამაშის ატრიბუტები (ურიკები „სასწრაფოსთვის“, დიდი ზეწრები
„კარვებისთვის“)
 თამაშები (სამაგიდო თამაშები, ჯგუფური თამაშები)
 მარიონეტები

მაგალითი: ინტერვენციონისტი ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ უნდა ააფრინონ


ბუშტები ზეწრის ფრიალით, რომელიც უჭირავს ორ ან მეტ ბავშვს. თავისუფალი
თამაშსას, ჯეკო იჭერს ზეწარს და ეუბნება თემოს: „გინდა ბუშტებით თამაში? დაიჭირე
ზეწარი“.

მაგალითი: ლალიკო მირბის სათამაშო სამზარეულოსთან, სადაც ალისა „რეცხავს


ჭურჭელს“. „რას აკეთებ?’ ეკითხება ლალიკო. „ჭურჭელს ვრეცხავ, შენც გინდა?“
პასუხობს ალისა. ლალიკო თანხმდება და ალისას გვერდით დგება. ბავშვები ამთავრებენ
რეცხვას და ლალიკო ამბობს: „გინდა ნამცხვარი გამოვაცხოთ?“ ამის შემდეგ ისინი
ცხობისთვის საჭირო ჭურჭლის ძებნას იწყებენ.

 ყოველი აქტივობა, როდესაც ბავშვი ზის მაგიდასთან ან თამაშობს თანატოლებთან


ერთად უნდა იყოს ისე დაგეგმილი, რომ ბავშვმა მოახერხოს თანატოლებთან
მხედველობითი კონტაქტის დამყარება და ურთიერთობა. სოციალურ
ურთიერთობას ახალისებს ბავშვების ისე ჯდომა, როდესაც უყურებენ ერთმანეთს
(ცალკე, ცარიელ ადგილას ან ზრდასრულთან ჯდომის მაგივრად). ფიზიკური
უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებიც ისეთ სიმაღლეზე (დონეზე) უნდა
ისხდნენ (ადაპტაციური მოწყობილობების საშუალებით, თუ აუცილებელია),
როგორც მათი თანატოლები. გაესაუბრეთ მოტორიკის კვალიფიციურ
სპეციალისტს სხეულის სწორ პოზიციაზე რჩევების მისაღებად.
 გაითვალისწინეთ ზრდასრულისა და ბავშვების თანაფარდობა კლასში, რადგან
ზრდასრულის სიახლოვე ზეგავლენას ახდენს ბავშვების ერთმანეთთან
ურთიერთობის სიხშირესა და ტიპზე. ასევე აკონტროლეთ ზრდასრულის
ლაპარაკის სიხშირე და ზრდასრულისა და ბავშვის ურთიერთობა, რადგან ეს
ფაქტორი დაბრკოლებაა თანატოლებს შორის სოციალური ურთიერთობისათვის.
 ჩართეთ ბავშვები პატარა ჯგუფურ აქტივობებში მათზე ცოტა უკეთესი
განვითარების მქონე თანატოლებთან ერთად. ბავშვების დაჯგუფებისას
გაითვალისწინეთ ბავშვების სურვილები და სცადეთ შეთავსებადი ბავშვების ერთ
ჯგუფში გადანაწილება. მნიშვნელოვანი უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვების
გადანაწილებისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ და მოახვედრეთ

1
ისეთ ჯგუფში, სადაც სხვა ბავშვებს მათთან თამაშს სურვილი ექნებათ.
ინტერვენციონისტს შეიძლება დასჭირდეს განსაკუთრებული რჩევების მიცემა
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მნიშნელოვანი უნარშეზღუდულობის
მქონე ბავშვები საერთო ჯგუფში.

მაგალითი: ბავშვების მცირე ჯგუფი აცხობს ნამცხვრებს ქვიშაში. რეზი ურევს ქვიშას
ჯოხით, მაგრამ არ თამაშობს სხვა ბავშვებთან ერთად. ინტერვენციონისტი ამბობს:
„ნეტავ რეზი როგორ შეძლებდა ნამცხვრის გამოცხობას?“ ერთ-ერთი ბავშვი აწვდის
რეზის კოვზს და ეუბნება: „ვიცი, მორევა შეგიძლია. აჰა, აიღე“.

 ბავშვებს შესთავაზეთ საჭირო საგნების არასაკმარისი რაოდენობა


არასტრუქტურული თამაშის დროს. ბავშვებს დასჭირდებათ ერთმანეთში
„მოლაპარაკება“ საჭირო საგნის მოსაპოვებლად - მაგალითად 4 ბავშვს მიეცით
მხოლოდ 2 გასაბრტყელებელი პლასტელინით თამაშის დროს, ან საერთო საკვები
დააწყვეთ ერთ დიდ თეფშზე (კრეკერები, ხილი) წახემსებისას. ბავშვებს უფრო
უმარტივდებათ გაზიარება, როდესაც იციან, რომ ჯერ თავად აქვთ ამ საგნის
გამოყენების საშუალება. ფრაზა „შეიძლება ავიღო, როცა აღარ დაგჭირდება?“
უმეტესად დადებით პასუხს იღებს. ინტერვენციონისტი ბავშვებს უხსნის
საუბრის მისაღებ სტილის.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

წავიდეთ სათევზაოდ

ბავშვების მცირე ჯგუფი სხდება ნავში და „მიდის სათევზაოდ“. ნავი შეიძლება


მომზადდეს მუყაოსგან ან იყოს საქანელა ნავი, რომელიც იტევს 4 ბავშვს. ანკესები
მზადდება სახაზავებისგან ან ჯოხისგან, რომელსაც მობმული აქვს თოკი, ბოლოში კი
მიმაგრებული აქვს პატარა მაგნიტი. თევზები კეთდება ფერადი ფურცლებისგან. ეს
აქტივობა ბავშვებს აძლევს ერთად თამაშის - „მოვუსვათ ნიჩბები“ საშუალებას,
დაჭერილი თევზებისა და ანკესების გაზიარების (მოამზადეთ იმაზე ნაკლებ ანკესი,
ვიდრე ბავშვია ჯგუფში) და როლების შეთავსების საშუალებას (გემის კაპიტანი).

წყლის მხიარულება

ამ თამაშისას ბავშვები აღმოაჩენენ ახალი ტიპის თამაშს წყალში. ინტერვენციონისტი


ბავშვებს აძლევს მოსარევს და საპნით სავსე ბოთლს, შემდეგ აჩვენებს, როგორ უნდა

1
გააკეთონ ბუშტები წყალში ამ ნივთების გამოყენებით. ბავშვებს შეიძლება ვთხოვთ
საგნების გაზიარება. აბაზანაში ასევე უნდა იყოს სტანდარტული/ნაცნობი წყლის
სათამაშოები, როგორიცაა კოვზები, ჭიქები, ჯამები, წყლის ბორბალი და ძაბრი.

მაგალითი: ინტერვენციონისტი უყურებს რეზისა და ლალიკოს და ამჩნევს, რომ


მხოლოდ ერთი თამაშობს ასაქაფებლით. ინტერვენციონისტი ეუბნება რეზის: „ნეტავ
ლალიკოს თუ უნდა ასაქაფებელი“ ბავშვი არ რეაგირებს, ინტერვენციონისტი კვლავ
ეუბნება: „ჰკითხე ლალიკოს, თუ უნდა ასაქაფებელი“. რეზიი ეკითხება და ლალიკო
პასუხბს, რომ უნდა. ის აძლევს ლალიკოს ასაქაფებელს, ლალიკო კი გორგოლაჭიან
სათამაშოს აძლევს რეზის.

G3 აგვარებს კონფლიქტებს ეფექტური სტრატეგიის არჩევით

3.1 აწარმოებს მოლაპარაკებებს კონფლიქტების გადასაჭრელად

3.2 იყენებს მარტივ სტრატეგიებს კონფლიქტების გადასაჭრელად

3.3 აღიარებს და იცავს უფლებებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
B: თამაშის უნარები
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ კონფლიქტების გადაჭრის საშუალება,


მოიცავს შემდეგს:

 მისვლა - მოსვლა

 ბანაობის დრო

1
 დაძინების დრო

 წრეში ყოფნა

 ჩაცმა

 ჭამის და წახემსების დრო

 გადაადგილების დრო

 მოგზაურობა

შეეცადეთ იყოთ მომთმენნი/კეთილად განწყობილი, პრობლემიდან ბავშვის მიერ


ნაპოვნი გამოსავლის მიმართ, თუ გამოსავალი არ ეწინააღმდეგება არსებულ წესებს.

მაგალითი: მამუკას დედას სურს, რომ მამუკას ჩააცვას წითელი თბილი სვიტერი. ბავშვს
კი დინოზავრებიანი სვიტერის ჩაცმა სურს. ის კითხულობს: „ეს რომ ჩავიცვა?“ და
უთითებს დინოზავრებიანი სვიტერისკენ. დედა ეთანხმება.

მაგალითი: სკოლაში წასვლისას ლალიკო ეკამათება თავის დას იმის შესახებ, თუ ვინ
დაჯდება მანქანაში წინ. მამა ამბობს: „ხომ შეიძლება რიგ-რიგობით დაჯდეთ?“. ლალიკო
ეუბნება დას: „წასვლისას მე დავჯდები, სახლში დაბრუნებისას კი- შენ!“.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ უჯრები და საკიდები ბავშვებისათვის, სადაც პირად ნივთებს შეინახავენ და


ქურთუკებს ჩამოკიდებენ. უჯრებზე სახელის მიწერა და/ან ბავშვის სურათის
განთავსება ეხმარებათ მათ პირადი სივრცისა და პერსონალური საკუთრების ცნების
აღქმაში.

მაგალითი: მამუკა მიდის თემოს კარადასთან და იღებს მის ქურთუკს. თემო, რომელიც
იყენებს ნიშნების ენას საკომუნიკაციოდ, ართმევს მამუკას ქურთუკს.
ინტერვენციონისტი დგება მათ შორის და თემოს ეუბნება: უთხარი „ჩემია“ და აჩვენებს
როგორ უნდა მიუთითოს სიტყვაზე - „ჩემია“). თემო ანიშნებს მამუკას, რომ ქურთუკი
მისია.

 ჩართეთ ბავშვები პატარა ჯგუფურ აქტივობებში მათზე ციტა უკეთესი


განვითარების მქონე თანატოლებთან ერთად. ბავშვების დაჯგუფებისას
გაითვალისწინეთ ბავშვების სურვილები და სცადეთ შეთავსებადი ბავშვების ერთ
ჯგუფში გადანაწილება. მსგავსი ტაქტიკა, ერთის მხრივ, იძლევა პრობლემის
გადაჭრის ეფექტური გზების ძიების საშუალებას, როდესაც თანტოლები

1
განსხვავებულ სტრატეგიებს სთავაზობენ ერთმანეთს და მეორეს მხრივ, ამცირებს
წამოჭრილი კონფლიქტების რაოდენობას.
 გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, სადაც ბავშვებს შეეძლებათ უფროსთან მისვლა,
თუ თავად ვერ მოახერხებენ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას.

მაგალითი: ატირებული ბავშვი მიდის ინტერვენციონისტთან: „ჯეკომ სატირთო მანქანა


წამართვა“. „შენ რა გააკეთე?“- ეკითხება ინტერვენციონისტი. „ვუთხარი, რომ
დაებრუნებინა, მაგრამ არ დამიბრუნა და დავარტყი“- პასუხიბს ბავშვი.
ინტერვენციონისტი ეუბნება: „სხვების ცემა არ შეიძლება, კიდევ რისი გაკეთება
შეგეძლო?“ ბავშვი პასუხობს: „თქვენთვის თქმა“

 ბავშვებს შესთავაზეთ საჭირო საგნების არასაკმარისი რაოდენობა


არასტრუქტურული თამაშის დროს. მათ დასჭირდებათ „მოლაპარაკება“ საჭირო
საგნის მოსაპოვებლად.

მაგალითი: გარეთ სათამაშოდ 3 ველოსიპედია 10 ბავშვისთვის. ბავშვებმა უნდა


მოილაპარაკონ და რიგი დაიცვან ველოსიპეტით გასასეირნებლად. ლალიკო ტირილით
მიდის ინტერვენციონისტთან და ეუბნება: კოტე ველოსიპედიდან არ გადმოდის.
ინტერვენციონისტი და ლალიკო ერთად მიდიან კოტესთან: „ლალიკოსაც უნდა
დაჯდომა, 5 წუთში მისი რიგი იქნება“. იმ საღამოს ინტერვენციონისტი ხედავს, რომ
ლალიკო სხვა ბავშვს ეუბნება: „5 წუთიც, კარგი?“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

ბავშვების ბანაობა

ბავშვები ბანენ თოჯინებს წყლიან აბაზანაში. ინტერვენციონისტმა აქტივობის


გასაცნობად შეიძლება იმაზე ისაუბროს, თუ რას აკეთებენ სახლში ჩვენთვის (გვაჭმევენ,
სუფთად და უსაფრთხოდ გვამყოფებენ). აბაზანების რაოდენობა შეიძლება იყოს
შეზღუდული (რათა მოუწიოთ გაზიარება), მაგრამ არა გადატვირთული.
ინტერვენციონისტი ბავშვებს აძლევს საპონს, შამპუნს, ასაქაფებელს, რბილ ჯაგრისებს,
პირსახოცებს, საბავშვო პუდრას და თოჯინის ტანსაცმელს. ყველა ბავშვს შეუძლია
აირჩიოს საკუთარი თოჯინა, მაგრამ საპონი, შამპუნი და დასაბანი ღრუბელის
რაოდენობა შეზღუდულია, რადგან ბავშვებს მოლაპარაკების საშუალება მიეცეთ.
აქტივობის დროს შეიძლება წარმოიქმნას კონფლიქტები.

1
მაგალითი: ჯეკო აწვენს თავის სათამაშოს პირსახოცზე და პუდრის ასაღებად
ტრიალდება. ლალიკო იყვანს თავის სათამაშოს და ჯეკო ყვირის: „არა! ჩემია!“ და იწყებს
სათამაშოს წართმევას. ლალიკო უთითებს ჯეკოს სათამაშოზე და ამბობს: „არა ეს ჩემი
პატარაა, აი შენი პატარა“.

სახლობანა

ეს თეატრალური დადგმა ბავშვებისთვის სახალისოა,რადგან ყველამ იცის რა ხდება


სახლში. მათ მოსწონთ ახალი როლების მორგება (დედა, მამა) და თამაში - ვითომ
ალაგებენ, საჭელს ამზადებენ და ა.შ. სახლად შეიძლება გამოვიყენოთ დიდი მუყაოს
ყუთი, დიდი სათამაშო სახლი ან უბრალოდ კლასში შესაბამისად მოწყობილი კუთხე.
საჭირო ნივთებია: მინიატურული ელექტრომოწყობილობა, მაგიდები და სკამები,
ჭიქები, თეფშები, სათამაშო საჭმელი, ბავშვის საწოლი ზეწრითა და ბალიშით,
თეატრალური სამოსი და ა.შ. ინტერვენციონისტმა შეიძლება შეზღუდოს სასურველი
ნივთების (ტელეფონი, მოდური კაბა, ქუდი, აქსესუარები, სათამაშო მანქანა, რომელშიც
ბავშვი ეტევა) რაოდენობა და ბავშვებს გააცნოს ახალი როლები, რაც მათ კონფლიქტის
გადაწყვეტის საშალებას მისცემთ, სხვადასხვა ნივთებისა და როლების განაწილების
დროს მოლაპარაკებისას.

B: თანამონაწილეობა

G1 იწყებს და ამთავრებს ასაკისათვის შესაფერის აქტივობებს

1.1 ასრულებს აქტივობების დასრულების მოთხოვნას

1.2 ასრულებს აქტივობების დაწყების მოთხოვნას

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
A:1ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
B: პირადი ჰიგიენა
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
სოციალური:
A:1სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
C:2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ

1
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს ეძლევათ აქტივობებში მონაწილეობის


საშუალება, მოიცავს არასტრუქტურულ თამაშს.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ შესაფერისი, ბავშვისთვის მიმზიდველი ნივთები და მოაწყვეთ საკლასო ოთახი


აქტივობის არედ.

მაგალითი: თავისუფალი თამაშისას ჯეკო ირჩევს წყლის მაგიდასთან თამაშს. 10 წუთის


შემდეგ ინტერვენციონისტი ეუბნება, რომ 5 წუთში უნდა აალაგოს და გავიდეს გარეთ. 5
წუთის შემდეგ ის ამბობს: „ალაგების დროა“. ჯეკო ასრულებს წყლის ბორბლით თამაშს,
აბრუნებს წყლის სათამაშოებს კარადაში და დგება რიგში გარეთ გასასვლელად.

 შემოიღეთ რუტინა, რომელიც მოიცავს არასტრუქტურულ თამაშს. მიეცით


ბავშვებს საშუალება, რაც შეიძლება ხშირად გააკეთონ არჩევანი საგნებსა და
აქტივობებზე თავისუფალი თამაშისას და დაგეგმილი ინტერვენციული
აქტივობების დროს. შეიძლება აუცილებელი გახდეს საგნების ან გარემოს
ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
დაეკონტაქტეთ კვალიფიციურ სპეციალისტს რჩევების მისაღებად. ზოგ ბავშვს
შეიძლება დასჭირდეს განსაკუთრებული მხარდაჭრა და ხელმძღვანელობა რათა
საწყისი ეტაპიდანვე ჩაებან მნიშვნელოვან აქტივობებში.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

ფოთლების კოლაჟები

შემოდგომაზე ინტერვენციონისტი და ბავშვები მიდიან სასეირნოდ და აგროვებენ


ფოთლებს. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ბავშვები შეგროვილი ფოთლებისგან

1
ამზადებენ კოლაჟებს, ფერად ფურცლებზე აკრავენ იმ ფოთლებს, რომლებიც ყველაზე
მეტად მოსწონთ.

შემოდგომის ფერები

ბავშვები ხატავენ შემოდგომის ფერებს - წითელს, ნარინჯისფერს და ყვითელს


ნებისმიერი ტიპის ქაღალდზე. შემდეგ ჭრიან ფოთლის ფორმებს გასაფორმებლად, ან
იყენებენ თარგად. ინტერვენციონისტი ჭრის ხის დიდ ღეროს და ამაგრებს საკლასო
ოთახის კედელზე, ბავშვები კი თავიანთ ფოთლებს კიდებენ ამ ღეროზე.

G2 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს პატარა ჯგუფურ აქტივობებში

2.1 შესაფერისად იყენებს სხვადასხვა ნივთებს პატარა ჯგუფური აქტივობების დროს

2.2 შესაფერისად რეაგირებს მითითებაზე პატარა ჯგუფური აქტივობების დროს

2.3 უცქერს/აკვირდება შესაფერის საგნებს, პირებს ან მოვლენებს პატარა ჯგუფური

აქტივობების დროს

2.4 რჩება და ასრულებს დარჩენილ სამუშაოს ჯგუფთან ერთად პატარა ჯგუფური აქტივობების

დროს

შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
B: თამაშის უნარები
კოგნიტური:
C:1 მიყვება სან ან მეტ ერთმანეთთან დაკავშირებულ მითებას, რომელიც არ
ხვდება რუტინულად
F: თამაში
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
სოციალური:
A: სხვებთან ურთიერთობა
C: გარემოსთან ურთიერთობა
D:1გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს მცირე ჯგუფურ აქტივობებში


მონაწილეობის საშუალება აქვთ, მოიცავს შემდეგს:

 წრეში ყოფნის დრო


 წახემსება

მაგალითი: წრეში ყოფნის დროს ინტერვენციონისტი ეუბნება ბავშვებს, რომ დააფინონ


ხალიჩა და წრეში დასხდნენ. თემო უყურებს და ბაძავს დანარჩენ ბავშვებს, როდესაც
ისინი ასრულებენ მითითებებს.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ საინტერესო, ბავშვის ასაკთან შესაფერისი საგნები და საკლასო ოთახი


მოაწყვეთ აქტივობის არედ.

მაგალითი: პლასტელინით თამაშისას ინტერვენციონისტი აჩვენებს რეზის, რომელსაც


აქვს მხედველობის პრობლემა, თუ როგორ უნდა დაამრგვალოს პლასტელინი. ის ხელს
აკიდებინებს რეზის პლასტელინზე, თავადაც კიდებს და ეხმარება დამრგვალებაში.

 იქონიეთ პატარა სკამები და პატარა ოთხკუთხედი ხალიჩები წრეში ყოფნისთვის,


რათა დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი სივრცის აღქმასა და ჯგუფთან დარჩენაში.
მათი სკამების ან ხალიჩების გადადება აქტივობის დასასრულზე მიანიშნებს.
 წრეში ყოფნის დროს იქონიეთ საგნები როგორიცაა მარიონეტები, სურათები ან
სხვა სახის სათამააშოები, რათა გაზარდოთ ინტერესი და ბავშვის მიერ აქტივობის
აღქმა ჯგუფში. მხედველობის, კომუნიკაციის, ან სხვა უნარშეზღუდულობის
მქონე ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი ყურადღება წრეში ყოფნის აქტივობაში
მონაწილეობის მისაღებად. გაესაუბრეთ კვალიფიციურ სპეციალისტს ამ საკითხზე
რჩევების მისაღებად.

მაგალითი: კლასში არის დისკუსია იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობენ ცხოველები.


ინტერვენციონისტს უჭირავს თევზისა და ცხენის სურათი და კითხვას უსვამს ბავშვს,
რომლის საკომუნიკაციო საშუალება ვიზუალური კონტაქტია (რომელსაც შეხედავს, ისაა
პასუხი). ბავშვი უყურებს თევზს.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

1
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

თოვლის დახატვა

ბავშვები აკეთებენ „თოვლს“ ორი ჭიქა საპნის ბუშტებით და 1 ჭიქა წყლით. ბავშვები
რიგრიგობით ურევენ ნარევს კვერცხის სათქვეფით ან ელექტო მიქსერით დიდ ჯამში.
შემდეგ იყენებენ ფუნჯებს თოვლის ნახატის შესაქმნელად (დასახატად გამოდგება მუქი
ფერადი ფურცელი), აცდიან გაშრობას მთელი ღამით და კიდებენ კლასის ან ოთახის
კედელზე.

მაგალითი: ლალიკოს აინტერესებს ელექტრო მიქსერის გამოყენება, მაგრამ ნელ-ნელა


მაგიდას შორდება. ინტერვენციონისტი ამას ამჩნევს და ამბობს: „ბავშვები, რომლებიც
დგანან მაგიდასთან ექნებათ მიქსერის გამოყენების საშალება“. ლალიკო ბრუნდება
მაგიდასთან და იჭერს რიგს.

თოვლის ფიფქები

ბავშვები აფრიალებენ თეთრ შარფებს ან თეთრი ქაღალდის ჯაჭვებს (ვითომ ფიფქებია)


მუსიკას აყოლილები. თუ მუსიკა ხმამაღალია ჩქარა აფრიალებენ, როცა წყნარი-ნელა.
ხოლო როცა მუსიკა ჩერდება „ფიფქები“ ძირს ცვივა. ბავშვები რიგრიგობით ამბობენ, თუ
რისი აფრიალება უნდათ (ჩიტები, ფოთლები).

G3 უყურებს, უსმენს და მონაწილეობს დიდ ჯგუფურ აქტივობებში

3.1 შესაფერისად იყენებს სხვადასხვა ნივთებს დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

3.2 შესაფერისად რეაგირებს მითითებაზე დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

3.3 უცქერს/აკვირდება შესაფერის საგნებს, პირებს ან მოვლენებს დიდი ჯგუფური აქტივობების


დროს

3.4 რჩება და ასრულებს სამუშაოს ჯგუფთან ერთად დიდი ჯგუფური აქტივობების დროს

შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
B: თამაშის უნარები
ადაპტური:
A: საკვების მიღების დრო
B: პირადი ჰიგიენა
C: ჩაცმა-გახდა
კოგნიტური:

1
F: თამაში
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
სოციალური:
A:1 სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
D:1გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს დიდ ჯგუფურ აქტივობებში


მონაწილეობის საშუალება აქვთ, მოიცავს შემდეგს:

 წრეში ყოფნის დრო


 ალაგება
 ჭამის დრო

მაგალითი: ალაგების დროს ინტერვენციონისტი იძლევა მითითებებს: „როდესაც


გაიგებთ მუსიკის ხმას, დაიწყეთ ალაგება, როდესაც მუსიკა გაჩერდება - გაშეშდით“.
მამუკა ასრულებს მითითებებს, მონაწილეობს თამაშში ალაგებისას.

გარემოს მოწყობა

იქონიეთ საინტერესო, ბავშვის ასაკთან შესაფერისი საგნები და საკლასო ოთახი


მოაწყვეთ აქტივობის არედ.

 დაგეგმეთ ყოველდღიური რუტინა ისე, რომ მოიცავდეს დიდ ჯგუფურ


აქტივობებს. წრეში ყოფნის, ან ჭამის დრო, ბავშვებს დიდ ჯგუფურ აქტივობაში
მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. როდესაც შესაძლებელია მიეცით
ბავშვებს აქტივობის არჩევის, მასში კორექტივების შეტანის და აქტიურად
მონაწილეობის უფლება.

მაგალითი: წახემსების დროს, ბავშვები ისხამენ წვენს, ითხოვენ სასურველ საკვებს და


ამზადებენ (ფრცქვნიან ბანანს, უსვამენ არაქისის კარაქს კრეკერზე). როდესაც ჯეკო
მოუსვენრად იწყებს მოძრაობას და ტოვებს ჯგუფს, ინტერვენციონისტი ეკითხება:
„მორჩი ჭამას ჯეკო? კიდევ ხომ არ გინდა?“

1
 იქონიეთ პატარა სკამები და პატარა ოთხკუთხედი ხალიჩები წრეში ყოფნისთვის,
რათა დაეხმაროთ ბავშვებს საკუთარი სივრცის აღქმასა და ჯგუფთან დარჩენაში.
მათი სკამების ან ხალიჩების გადადება აქტივობის დასასრულზე მიანიშნებთ.

მაგალითი: რამდენიმე წუთში ერთხელ, თემოს ინტერვენციონისტი აჯილდოვებს მას


ნოხზე ჯდომისთვის. ის ეფერება ზურგზე, უსვამს შეკითხვებს და აწვდის რაიმე საგანს
დასაჭერად, ან აქებს ხალიჩაზე ჯდომისთვის. თუ თემო ადგომას დააპირებს,
ინტერვენციონისტი ეუბნება: „დარჩი ნოხზე სანამ არ დავასრულებთ“.

 წრეში ყოფნის დროს იქონიეთ საგნები როგორიცაა მაგ: მარიონეტები, სურათები


ან სხვა სახის სათამააშოები, რათა გაზარდოთ ინტერესი და ბავშვის მიერ
აქტივობის აღქმა ჯგუფში (გაზაფხულზე საუბრისას ნამდვილი ყვავილები
დასაკვირვებლად, კვებაზე საუბრისას - ნამდვილი საჭმელი). მხედველობის,
კომუნიკაციის ან სხვა უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს სჭირდებათ
დამატებითი ყურადღება წრეში ყოფნის აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად.
გაესაუბრეთ კვალიფიციურ სპეციალისტს ამ საკითხზე რჩევების მისაღებად.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A.

მუსიკალური აღლუმი

ბავშვები უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და მონაწილეობას იღებენ „აღლუმში“.


შემდეგ რიგრიგობით ხდებიან დანარჩენი ბავშვების ლიდერები.

მაგალითი: თემო ირჩევს დაფდაფებზე დაკვრას აღლუმის დროს. თავიდან უწყებს


ნჯღრევას, რათა ხმა გამოსცეს, შემდეგ ინტერვენციონისტი აჩვენებს, თუ როგორ უნდა
დაუკრას. თემო უერთდება აქტივობას და უკრავს დაფდაფებზე.

აკრობატები

ბავშვები გროვდებიან ტატამის გარშემო და ისე იქცევიან, თითქოს აკრობატები იყვნენ.


ისინი რიგრიგობით ადიან ტატამზე და ყირაზე გადადიან, ბზრიალებენ და აკეთებენ
ყველა იმ მოძრაობას რაც შეუძლიათ. ბავშვები, რომლებიც უყურებენ თანატოლებს,
უკრავენ ტაშს ყოველი გამოსვლის შემდეგ.

მაგალითი: მამუკა უყურებს, როგორ ბზრიალებს მარია ტატამზე, ტაშს უკრავს როდესაც
ის „დაასრულებს გამოსვლას“ და ელოდება თავის რიგს.

1
C: გარემოსთან ურთიერთობა

G1 პასუხობს ფიზიკურ მოთხოვნილებებს სოციალურად მისაღები გზებით

1.1 რეაგირებს ფიზიკური მოთხოვნილებებზე, როდესაც არაკომფორტულადაა, ავად არის,


სტკივა ან დაღლილია

1.2 რეაგირებს ხილულ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე

1.3 რეაგირებს შიმშილისა და წყურვილის მოთხოვნილებაზე

შესაბამისი/საერთო მიზნები

მსხვილი მოტორიკა:
A:2 ადის და ჩამოდის კიბეზე ფეხების შენაცვლებით
ადაპტური:
A: საკვების მიღების დრო
B: პირადი ჰიგიენა
C: ჩაცმა-გახდა
კოგნიტური:
A:2 ესმის თვისებისა და რაოდენობის მნიშვნელობა/კონცეფცია
A:3 ესმის სივრცის და დროის მნიშვნელობა/კონცეფცია
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
E: პრობლემის გადაჭრა
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილებების


საზოგადოებაში მიღებული გზით დაკმაყოფილების საშუალება მოიცავს შემდეგს:

 მისვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა

1
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: როდესაც ჯეკო გარეთ გასასვლელად ემზადება, მიდის საკიდთან და იღებს


ქურთუკს.

მაგალითი: თემო შედის სამზარეულოში და ხელს იწვდის წყლისაკენ. დედა ეუბნება:


„წყალი“. ბავშვი იმეორებს და შემდეგ დედა უსხამს წყალს.

გარემოს მოწყობა

 კლასში მოაწყვეთ წყნარი, მყუდრო კუთხე და თეატრის კუთხე. მყუდრო კუთხე


უნდა იყოს კომფორტული და მშვიდი, რბილი ხალიჩებითა და ბალიშებით
გაწყობილი, სადაც ერთ ან ორ ბავშვს შეეძლება წყნარ აქტივობაში ჩართვა.
თეატრის კუთხეში ბავშვებს შეეძლებათ ფიზიკური მოთოვნილებების
დაკმაყოფილებაში ვარჯიში როლების შესრულებისას (საჭმლის მომზადება და
ჭამა, დაძინება, ჩაცმა-გახდა, მკურნალობა „ექიმის ოფისში“).
 იქონიეთ საკიდები ან პირადი უჯრები სადაც ბავშვები თავიანთ ნივთებს
შეინახავენ, როგორიცაა: სვიტრები, ქურთუკები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
ზოგიერთი სახის უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ
ადაპტირებული გარემო, რათა შეძლონ საკიდებისა და უჯრების მოხმარება
(დაბალი საკიდი ბავშვისთვის, რომელიც იყენებს ინვალიდის სკამს, უჯრაზე
სახელის დიდი ასოებით მიწერა მხედველების პრობლემის მქონე ბავშვისთვის).

მაგალთი: მამუკა ჩურჩულით ეუბნება ინტერვენციონისტს: „ჩავიფსი“. ის ამშვიდებს


მამუკას: „არაუშავს, ხდება ხოლმე. აიღე შენი ტანსაცმელი საკიდიდან და გამოიცვალე
სააბაზანოში“.

 თუ შესაძლებელია იქონიეთ საბავშვო ზომის ხელსაბანი (საპნითა და ქარალდის


ხელსახოცით) საკლასო ოთახის სააბაზანოში. მისადგმელი კიბე, ჩვეულებრივ
ხელსაბანს ბავშვებისთვის ადვილად მისაწვდომს ხდის, ან პლასტმასის მილი
საპნიანი წყლით ხელსაბანის კარგი შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ადაპტაციები შეიძლება აუცილებელი გახდეს რათა ხელსაბანები მოტორული
დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის მისაწვდომი გავხადოთ.

1
 მიეცით ბავშვებს საჭმელსა და წყალზე დამოუკიდებელად წვდომის საშუალება
(ბავშვის ზომის წყლის შადრევანი, პლასტმასის ჭიქები ხელსაბანიდან წყლის
ასავსებად, ჯანსაღი საკვები წასახემსებლად ხელმისაწვდომ ადგილას).
ადაპტაციები შეიძლება დასჭირდეთ ბავშვებს მხედველობითი ან მოტორული
დაზიანებით. თუ დამოუკიდებელი წვდომა შეუძლებელია, ბავშვს მიეცით
ფიზიკური მოთოვნელებების დაკმაყოფილების სხვა გზა (მაგ: სთხოვოს
ზრდასრულს დახმარება).

 ხანდახან ბავშვებს არ მისცეთ მნიშვნელოვანი საგნები, ან გამოტოვეთ აქტივობის


მათთვის ნაცნობი კომპონენტი. მაგალითად, მაშინვე არ მისცეთ ბავშვებს
წასახემსებლად საჭმელი, ან „დაგავიწყდეთ“ მათთვის შეხსენება, რომ გარეთ
გასვლამდე ქურთუკები ჩაიცვან ან ჭამამდე ხელები დაიბანონ. დააკვირდით რა
რეაგირებას მოახდენენ ბავშვები ამ სიტუაციებზე. დაეხმარეთ რაც შეიძლება
ნაკლებად ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. შეწყვიტეთ ამ
სტრატეგიების გამოყენება თუ ეს ბავშვზე ცუდ გავლენას მოახდენს.
 მოათავსეთ საჭმელი ან ტანსაცმელი შესამჩნევ, მაგრამ მიუწვდომელ ადგილას.
მაგალითად, მათთვის სასურველი საჭმელი ან სასმელი დადეთ ისე, რომ ბავშვები
ხედავდნენ, მაგრამ ვერ წვდებოდნენ, რაც აიძულებს მათ, რომ მოითხოვონ
სასურველი საკვები. ხშირად ნუ გამოიყენებთ ამ სტრატეგიას.

ინტერვენციული აქტივობები

ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად მოცემულია ქვემოთ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ბლინების გამოცხობა

ბავშვებმა შეიძლება მოამზადონ ბლინები წასახემსებლად ან სასაუზმოდ. საჭირო


ნივთებია დანაყოფებიანი ჭიქები, ბლინის ფხვნილი, ამოსატრიალებელი ნიჩაბი, წყალი,
კარაქი, შაქრის სიროპი, ჯამი, მინი ღუმელი და ტაფა. ბავშვები ეხმარებიან
ინტერვენციონისტს ბლინის ფხნილის აწონაში, ფხვნილს ურევენ წყალში, ტაფაზე
აგდებენ კარაქს და მიირთმევენ ბლინებს მომზადების შემდეგ. ფიზიკური
მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილების საშუალება მიეცემათ ბავშვებს,
თუ მათ არ მივცემთ ბლინებს სანამ არ მოითხოვენ, წვენს ან წყალს მოვათავსებთ
პატარა დოქებში, რომ ბავშვებმა თავად დაისხან (ან დახმარება სთხოვონ უფროსს) და
თუ არ შევახსენებთ ხელების დაბანას ჭამამდე. უსაფრთხოების დასაცავად აქტივობის
განმავლობაში ბავშვებს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური.

1
ექსკურსია ფერმაში

ბავშვებს მოსწონთ ექსკურსიები და ექსკურსია ფერმაში მათ აწვდით ინფორმაციას


ზოგიერთი საკვების წარმოშობაზე (მაგალითად ძროხისგან - რძე, პური - ხორბლისგან).
ექსკურსიები ასევე აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ დაიკმაყოფილონ
მოთხოვნილებები საზოგადოებაში მიღებული გზით. ინტერვენციონიტი მათ უხსნის,
თუ რა უნდა გააკეთონ თუ საპირფარეშოში მოუნდებათ, მოშივდებათ, მოსყურდებათ
ან თავს შეუძლოდ იგრძნობენ ექსკურსიის დროს.

მაგალითი: გასეირნებამდე მარიას ინტერვენციონისტი ეუბნება: „თუ დაიღლები ან რამე


დაგჭირდება, მითხარი, კარგი?“ აქტივობის დროს ის რამდენჯერმე ეკითხება ბავშვს:
„თავს კარგად გრძნობ? რამე ხომ არ გჭირდება?“ მარიას საკომუნიკაციო დაფა მოიცავს
საჭმლის, წყლის, საპირფარეშოსა და საწოლის სურათებს.

G2 ასრულებს კონტექსტ-სპეციფიურ წესებს სახლის და სკოლის გარეთ

2.1 იღებს/ითხოვს ნებართვას მოზრდილისგან

2.2 ემორჩილება დადგენილ წესებს სახლში და სკოლაში

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
B: პირადი ჰიგიენა
C:2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო დროს.
კოგნიტური:
C:1 ასრულებს მისთვის უჩვეულო, სამ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ
მითითებას.
E: პრობლემის გადაჭრა
F:2 მონაწილეობს თამაშში წესების დაცვით
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

1
რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს ეძლევათ წესების შესრულების საშუალება,
მოიცავს შემდეგს:

 მისვლა - მოსვლა
 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 მოგზაურობის დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

ინტერვენციონისტმა უნდა სცადოს აკრძალვითი ტონის თავიდან არიდება (იმის


ნაცვლად, რომ თქვას: „არ გაიქცე“, ამბობს: „ნელა იარე“.) ბავშვები უნდა შევაქოთ
ყოველთვის, როდესაც წესებს შეასრულებენ („ძალიან კარგად აალაგე სათამაშოები.
წამოდი, ნამცხვარი გამოვაცხოთ“)

მაგალითი: საყიდლებზე წასვლამდე ლალიკოს დედა ეკითხება ფეხით სიარული


ურჩევნია თუ კალათით გადაადგილება. ლალიკო სიარულს ირჩევს და დედა მას
ახსენებს: „მაღაზიაში სულ ჩემს გვერდით იყავი და არაფერს არ შეეხო რის ყიდვასაც არ
ვაპირებთ, კარგი?“ მაღაზიაში ყოფნისას, დედა აქებს ლალიკოს და კალათის ტარების
საშუალებასაც აძლევს.

მაგალითი: წრეში ყოფნის დროს ინტერვენციონისტი განიხილავს კლასის განსხვავებულ


წესებს და მათი არსებობის მიზეზებს: „დაიმახსოვრეთ, თუ რამის თქმა გინდათ ხელი
აწიეთ, ყველამ ერთად რომ ილაპარაკოთ ვერაფერს ვერ გავიგებთ“.

გარემოს მოწყობა

 საგნები ნაცნობ ადგილას უნდა იყოს შენახული და უნდა არსებობდეს მათი


გამოყენების წესები. ხშირად ბავშვები ურევენ საგნებს სხვადასხვა აქტივობებში
ან არ იყენებენ დანიშნულებისამებრ. მიჰყევით ბავშვის ნებას და მიეცით მათ
კრეატიულობის საშუალება როდესაც შესაძლებელია. თუ კონკრეტული საგნის
სხვაგვარად გამოყენება დაუშვებელია, აუხსენით ბავშვს თუ რატომ არ შეიძლება
და დაეხმარეთ ალტერნატიული გზების მოძიებაში.

მაგალითი: მამუკას უნდა კუბიკების ატანა ტურნიკზე ტელევიზორის ასაწყობად.


ინტერვენციონისტი ეუბნება: „კარგი იდეაა, მაგრამ კუბიკები ტურნიკზე არ აგვაქვს,

1
რადგან თუ ჩამოვარდა შეიძლება ვიღაცას დაეცეს. შეგიძლია სხვა ადგილი მოიფიქრო
ტელევიზორის ასაშენებლად?“

 დაარსეთ მოსალოდნელი რუტინა საკლასო ოთახში და სახლში და გააფრთხილეთ


ბავშვები ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლამდე. გაფრთხილება როგორიცაა:
„5 წუთში ავალაგებთ და გარეთ გავალთ“ ბავშვებს აძლევს მიმდინარე აქტივობის
დასრულების და ახლისთვის მომზადების საშუალებას.
 ჩამოაყალიბეთ განრიგი ისე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების
საშუალება. არჩევანი ისეთი არ უნდა იყოს, რომ წესებს არღვევდეს.

მაგალითი: ჯეკოს არ უნდა წრეში დაჯდომა. ინტერვენციონისტი მას აძლევს არჩევანის


საშუალებას: „რა გირჩევნია, სკამი მოიტანო და წრეში დაჯდე თუ ძირს დაჯდე?“

 ბავშვები ჩართეთ მცირე ჯგუფის აქტივობებში იმ თანატოლებთან ერთად,


რომლებსაც ცოტა უკეთ გამოსდით წესების შესრულება.

მაგალითი: მამუკა და ჯეკო ჭამენ სამხარს. მამუკა ასრულებს ჭამას, აგდებს ხელსახოცს
და კითხულობს: „შეიძლება გარეთ გავიდე?“ ( ეს მაგალითია ჯეკოსთვის). ჯეკო ამბობს:
„შეიძლება მეც გავიდე?“ ინტერვენციონისტი პასუხობს: „მადლობა შეკითხვისთვის.
ორივეს შეგიძლიათ გახვიდეთ“.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად . მეტი


ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

მწერების ძიება

ბავშვები ეძებენ მწერებს დასაკვირვებლად. ინტერვენციონისტი მათ აძლევს


გამადიდებელ სათვალეებს და კონტეინერს ნახვრეტებიანი ხუფით.
ინტერვენციონისტი ბავშვებს უხსნის კლასის ძირითად წესებს და სპეციალურ წესებს
აქტივობისთვის. გარეთ გასვლამდე ინტერვენციონისტმა შეიძლება სთხოვოს ბავშვებს,
რომ დაეწყონ და ჩუმად დაუცადონ დანარჩენებს. ინტერვენციონისტი ბავშვებს
ეკითხება: „რას გააკეთებთ, თუ საპირფარეშოში მოგინდათ გარეთ ყოფნის დროს?“
აქტივობის წესები რაოდენობრივად უნდა იყოს ცოტა და ბავშვები უნდა შევაქოთ აქ
წესების დამახსოვრებისთვის.

ობობები

1
ბავშვები აკეთებენ ობობებს შავი ფურცლისგან, ჭრიან მრგვალ ფიგურას ტანისთვის და
8 ვიწრო ზოლს ფეხებისთვის; ფეხებს აწეპებენ ტანზე. თვალები შეიძლება გაკეთდეს
ბრჭყვიალა მძივებისაგან, მარკერით ან ღია ფერის ფურცლით. წესების შესრულების
საშუალება რომ მივცეთ ბავშვებს, უნდა შევახსენოთ ძირითადი წესები და ავუხსნათ
სპეციალური წესები მოცემული აქტივობისთვის. ამის მაგალითი შეიძლება იყოს: 1.
ითხოვეთ ნებართვა თუ მოგინდათ ჯგუფის დატივება და 2. არ მოშორდეთ მაგიდას
წებოს ან ბრჭყვიალების გამოყენებისას.

D: საკუთარი თავის და სხვების შეცნობა/გაცნობა

G1 გამოხატავს პირად დამოკიდებულებებს, მოწონებას და უაროფით განწყობას.

1.1 იჩენს ინიციატივას/წამოიწყებს სასურველ აქტივობას

1.2 ირჩევს აქტივობებს ან/და საგნებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ადაპტური:
A:1 ჭამს და სვამს სხვადასხვა საკვებს შესაბამისი ჭურჭლისა და ჩანგლის/კოვზის
გამოყენებით, საკვების/სასმელის მცირედი დაღვრით ან მის გარეშე.
C:2 ირჩევს სეზონურად და სიტუაციისათვის შესაფერის ტანსაცმელს საჭირო დროს.
კოგნიტური:
A: კონცეფცია
E:2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად, ნივთების,
პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით
F: თამაში
H: ფონოლოგიური უნარები
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და
ემოციების გამოხატვის დროს
B: სიტყვების, ფრაზების და წინადადებების გამოყენება
სოციალური:
A:2 იჩენს ინიციატივას ერთობრივ აქტივობებში
B:1 იწყებს და ამთავრებს ასაკისათვის შესაფერის აქტივობებს
შენიშვნა:

1
ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ საშუალება გამოხატონ რა მოსწონთ


და რა -არა, მოიცავს შემდეგს:

 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: ლალიკოს დედა ამბობს: „სამზარეულოში შოკოლადის ნამცხვარი მაქვს,


მაგრამ არავის არ ვიცნობ, ვისაც უყვარს შოკოლადის ნამცხვარი“. ლალიკო პასუხობს: „მე
მიყვარს“.

მაგალითი: ცხოველების შესახებ წიგნის წაკითხვისას ინტერვენციონისტი ამბობს: „ვის


უყვარს ძაღლები?“ მარია არ პასუხობს და ინტერვენციონისტი ეკითხება: „ძაღლები
გიყვარს?“ მარია თავს აქნევს უარყოფის ნიშნად.

გარემოს მოწყობა

 იქონიეთ ისეთი საგნები, რომლებიც ბავშვებისთვის საინტერესოა


არასტრუქტურული თამაშისას. მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ
თეატრის კუთხის ჩათვლით. როდესაც შესაძლებელია ბავშვებს მიეცით
აქტივობის ამორჩევის საშუალება. განაახლეთ ცენტრები და საგნები რათა
ბავშვების ინტერესი შეინარჩუნოთ.

მაგალითი: ინტერვენციონისტი აჩვენებს თემოს კუბიკს, პლასტელინს და ფანქარს. ის


ეუბნება: „თემო, კუბიკებით თამაში გირჩევნია, პლასტელინით თამაში თუ ხატვა?“
თემო პლასტელინზე უთითებს.

მაგალითი: ჯეკო შერბის სახანძრო განყოფილებაში სახანძრო ქუდის დასახურად.

 წახემსებისას ბავშვებს გააცანით უჩვეულო საკვები (ანანასი, ლიმონი, კივი,


ავოკადო, სოკო) ნაცნობ საჭმელთან ერთად (კრეკერი, ყველი, ხილი).

მაგალითი: რეზი იჭყანება ლიმონის გასინჯვის შემდეგ და ამბობს: „არ მომწონს“.

1
ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად . მეტი


ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

საჭმლის დაგემოვნება

ეს აქტივობა განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ბავშვები განსხვავებული კულტურის


წარმომადგენლები არიან. ბავშვებმა შეიძლება აღმოაჩინონ სხვადასხვა საკვები,
რომელიც მოსწონთ და ინტერვენციონისტს შეუძლია ჰკითხოს ბავშვებს, თუ რას
მიიერთმევენ სახლში. მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს სალსა, კერი, ტკბილი ბრინჯი
და ბლინები სხვადასხვა შიგთავსით. ბავშვებს ეძლევათ იმის გამოხატვის საშუალება
თუ რა მოსწონთ და რა-არა აქტივობისთვის გამზადებისას (ირჩევენ ვის გვერდით
დაჯდნენ მაგიდასთან), აქტივობაში მონაწილეობის მიღებისას (აირჩიონ საჭმელი,
რომლის გასინჯვაც სურთ, დაასახელონ რომელი საჭმელი მოეწონათ და რომელი-არა)
და აქტივობის დასრულებისას (ირჩევენ რომელ აქტივობაში უნდათ ჩაბმა შემდეგ).

პინატა

პინატა ადვილი გასაკეტებელი და ძალიან სახალისოდ გასანადგურებელია. დიდ ბუშტს


ბერავენ და შემდეგ ბავშვები ამ ბუშტს გაზეთის წვრილ ნაგლეჯებს აწეპებენ. ბუშტი
რამდენიმე დღე შრება და შემდეგ კეთდება დეკორაციები. როდესაც პინატა შრება,
პატარა ნახვრეტს უკეთებენ რათა ბუშტი გასკდეს და ავსებენ კანფეტებით (ან სხვა
რამით). ტრადიციულად, პინატას კიდებენ და ბავშვები მანამ ურტყავენ რიგირგობით
ჯოხს, სანამ არ გასკდება და კანფეტები არ გადმოცვივდება. ალტერნატიული მეთოდია,
რომ მისცეთ პინატა ბავშვებს წახემსების დროს და „სასუსნავი“ ამოაღებინოთ. ბავშვები
განიხილავენ იმას, თუ რა მოსწონთ და რა-არა ქტივობის დროს, იმის გადაწყვეტისას თუ
რითი გაავსონ პინატა, რა ფერად გააფერადონ და ა.შ.

G2 აცნობიერებს, როგორ შეიძლება საკუთარმა ქცევამ, გრძნობებმა, ფიქრებმა გავლენა


იქონიოს გარშემომყოფებზე

2.1 აცნობიერებს სხვის მოქმედებას/ემოციებს

2.2 აცნობიერებს საკუთარ მოქმედებას/ემოციებს

შესაბამისი/საერთო მიზნები

1
კოგნიტური:
E:2 აკეთებს დასკვნებს და პასუხობს შეკითხვებს ადექვატურად, ნივთების,
პირების და მოვლენების არგუმენტაციის მიზნით
სოციალურ-კომუნიკაციური:
A:1 იყენებს სიტყვებს, ფრაზებს ან წინადადებებს ინფორმაციის გადმოცემის,
მითითებების, კითხვების დასმის, მოლოდინის, ფანტაზიის, აღელვების და
ემოციების გამოხატვის დროს
B:1 იყენებს ზმნებს
B:3 სვამს შეკითხვეს
B:4 იყენებს ნაცვალსახელებს
B:5 იყენებს აღწერით სიტყვებს
სოციალური:
A:1 სხვებთან ურთიერთობისას თამაში ჩართულობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ იმის გაცნობიერების საშუალება თუ


როგორ აისახება მისი აზრები, გრძნობები და ქცევები სხვებზე, მოიცავს შემდეგს:

 ბანაობის დრო
 დაძინების დრო
 წრეში ყოფნა
 ჩაცმა
 ჭამის და წახემსების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მომვლელებს და ინტერვენციონისტებს შეუძლიათ განახორციელონ ეს მიზანი ბავშვის


ქცევის აღწერით და მისი შედეგებით.

მაგალითი: არასტრუქტურული თამაშის დროს ჯეკო გამოსტაცებს თემოს საყვარელ


სათამაშოს, რის შედეგადაც თემო იწყებს ტირილს. ჯეკოს ინტერვენციონისტი ხსნის
სიტუაციას და ამბობს -

„თემო ტირის იმიტომ, რომ შენ მას საყვარელი სათამაშო წაართვი“. როდესაც ჯეკო
უბრუნებს თემოს სათამაშოს და თემო წყვეტს ტირილს, ინტერვენციონისტი ჯეკოს
ეუბნება - „შენ ძალიან გაახარე თემო, როცა სათამაშო დაუბრუნე“

1
მომვლელები და ინტერვენციონისტები ხელს უწყობენ სწავლების პროცესს თავიანთი
ემოციებისთვის/დამოკიდებულებისათვის ხაზის გასმით. (მაგ. „ძალიან მომწონს
სურათი, რომელიც ჩემთვის დახატე, ეს მე მახარებს“). ზოგჯერ შესაძლებელია
ბავშვისთვის ემოციის/გავლენის გამომხატავი წინადადების თქმა და მოდელირება. (მაგ.
„არ მოგეწონა როდესაც თემომ შენი მანქანა აიღო. ალბათ გაბრაზდი“)

მაგალითი: წრეში ყოფნის დროს მამუკას ინტერვენციონისტი აჩვენებს ბავშვებს


„გრძნობების“ პოსტერს/რუკას და საუბრობს ან მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ გრძნობენ
ისინი თავს.

მამუკა მიუთითებს სიბრაზის გამომხატველ სურათზე. ინტერვენციონისტი ეკითხება -


„რატომ ხარ გაბრაზებული?“ მამუკა პასუხობს - ''ლალიკო არ მელაპარაკება''

მომვლელებს და ინტერვენციონისტებს შეუძლიათ განახორციელონს ეს მიზანი დღიური


აქტივობების განმავლობაში ბავშვის ქმედებების ან ქცევების აღწერით.

მაგალითი: მოსვლისას, ბავშვი ამჩნევს, რომ მისი თანატოლი ნაწყენია, რომ მისი
მშობლები წავიდნენ. ბავშვი იღებს მის საყვარელ თავშალს და აძლევს თანატოლს.
ინტერვენციონისტი ეუბნება ბავშვს - „მადლობა თავშალის გაზიარებისთვის, მან
შეიძლება თავი უკეთ იგრძნოს“

გარემოს მოწყობა

 მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არეებად, რომელიც ასევე მოიცავს სასცენო


წარმოდგენის ცენტრსაც. სასცენო წარმოდგენის ცენტრები აძლევეს ბავშვს
სხვადასხვა გავლენის/ემოციის ამოცნობის საშუალებას თამაშის დროს.

მაგალითი: მარია და ლალიკო თამაშობენ თამაშს - „ექიმის ოფისი“. ინტერვენციონისტი


ეკითხება ლალიკოს, თუ როგორ გრძნობს მისი პაციენტი თავს. ლალიკო პასუხობს -
„ცოტა მოწყენილია, მაგრამ მე მას ვუშველი“

 მოიმარაგეთ ბიბლიოთეკაში წიგნები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც არის


ემოციური. საკლასო ოთახში დაკიდეთ სხვადასხვა ემოციის მქონე ბავშვების
სურათები.იმღერეთ სიმღერები და ითამაშეთ თითების თამაშები რომლებიც
დაკავშირებულია ემოციებთან და გავლენასთან. (მაგ. „როდესაც გიხარია, დაუკარი
ტაში“)
 მიაწოდეთ წოგნები და აუდიოჩანაწერები, იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას
ახდენს ადამიანის ქცევა, აზროვნება და გრძნობები სხვა ადამიანზე. წაიკითხეთ

1
მოთხრობები ამის შესახებ და განიხილეთ თუ რას გრძნობენ ბავშვები სხვისი
ქცევის საპასუხოდ.

მაგალითი : წრეში ყოფნის დროს, ინტერვენციონისტი კითხულობს ამბავს, თუ რა


გავლენას ახდენს ადამიანის ქცევა სხვა ადამიანებზე. შემდეგ, ინტერვენციონისტი
ეკითხება ბავშვებს, თუ რას იგრძნობდნენ ისინი იმავე სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ.

ინტერვენციული აქტივობები

ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად . მეტი


ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

პლასტელინის ოჯახი

ბავშვები ქმნიან პატარა ადამიანებს პლასტელინისგან, რომლებიც გამოხატავენ მათი


ოჯახის წევრებს, ან ინტერვენციონისტი აძლევს მათ დიდ და პატარა ნამცხვრის
ფორმებს, გოგონას, ბიჭის, ასევე ბავშვის შინაური ცხოველების -კატის, ძაღლის ან
ბაჭიის გამოსაძერწად. როდესაც ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ნივთებს,
ინტერვენციონისტი მათ ემოციების გამოხატვის მაგალითს აჩვენებს: „მადლობა რომ
მათხოვე, ელისო. მესიამოვნა“. როდესაც ოჯახის წევრები გამზადდება
პლასტელინისაგან, ინტერვენციონისტი სთხოვს ბავშვებს, რომ გადმოსცენ, თუ როგორ
ხასიათზე არიან მათი „კაცუნები“ და ასევე ისაუბრონ საკუთარ შეგრძნებებზეც. თუ
ბავშვები წაიჩხუბებენ აქტივობის დროს, ინტერვენციონიოსტი მათ ეკითხება სხვა
ბავშვის ემოციაზე: „როგორ გგონია რას უნდა გრძნობდეს თემო? მას პლასტელინი არ
აქვს. მოდი გავუყოთ“. თუ ბავშვს უჭირს პლასტელინის დათმობა და ამის გამო
დანარჩენები განაწყდენდებიან და აქტივობის დატოვებას გადაწყვეტენ,
ინტერვენციონისტმა უნდა აუხსნას, რომ რადგან მან მთელი პლასტელინი აიღო
დანარჩენებმა მოიწყინეს და სხვაგან გადაწყვიტეს თამაში.

სახლის დალაგება

ბავშვები იყენებენ ღრუბელს, წყალს, ქაღალდის ხელსახოცებს, სათამაში ცოცხებს და


სათამაშო მტვერსასრუტებს სახლის დასალაგებლად. ინტერვენიონისტი ეხმარება
ბავშვებს იფიქრონ იმაზე, თუ რას გრძნობენ ოჯახის წევრები, როდესაც ბავშვები სახლში
ეხმარებიან: „დარწმუნებული ვარ, შენი მამიკო ძალიან ბედნიერია როდესაც ეხმარები;
რას გრძნობს დედიკო, როდესაც სახლის საქმეებში ეხმარები?“ აქტივობის დროს,
როდესაც ბავშვები აზიარებენ და ცვლიან ნივთებს, ინტერვენიონისტი უნდა
დარწმუნდეს, რომ ბავშვებს ეძლევათ სხვებისა და საკუთარი ემოციების შეფასების
საშუალება.

1
G3 იმახსოვრებს საკუთარ და სხვის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას

3.1 იცის საკუთარი მისამართი

3.2 იცის ტელეფონის ნომრები

3.3 იცის საკუთარი დაბადების თარიღი

3.4 ასახელებს და- ძმის სახელებს და საკუთარ სახელსა და გვარს

3.5 ასახელებს საკუთარ და სხვების სქესს

3.6 ასახელებს საკუთარ სახელს და ასაკს

შესაბამისი/საერთო მიზნები

ნატიფი მოტორიკა:
B:3 წერს თავის სახელს
სოციალურ-კომუნიკაციური:
A: სოციალურ-კომუნიკაციური ურთიერთობა
სოციალური:
B: თანამონაწილეობა
შენიშვნა:

ყოველდღიური რუტინა

რუტინული სიტუაციები, როდესაც ბავშვებს აქვთ იმის გაცნობიერების საშუალება თუ


როგორ აისახება მისი აზრები, გრძნობები და ქცევები სხვებზე, მოიცავს შემდეგს:

 წრეში ყოფნა
 ჭამის და წახემსების დრო
 გადაადგილების დრო
 არასტრუქტურული თამაშის დრო

მაგალითი: ჭამის დროს ჯეკო უყურებს თავის დას და ამბობს: „რძე“. დედა უსწორებს:
„ლიზა, მომეცი რძე, თუ შეიძლება“. ბავშვი იმეორებს: „ლიზა, რძე“.

მაგალითი: როდესაც კლასში სტუმრები, მშობლები, ან მოხალისეები მოდიან,


ინტერვენციონისტი ბავშვებს უთითებს, რომ უთხრან სტუმრებს საკუთარი სახელი და
ასაკი.

1
გარემოს მოწყობა

 დიდი ჯგუფური აქტივობისათვის იქონიეთ კალენდარი მოსახსნელი ციფრებითა


და ნიშნებით (მაგ:ტორტი დაბადების დღის აღსანიშნავად). ასევე, დაბადების
დღეები შეიძლება საკლასო ოთახის დეკორაციის შთაგონების წყარო იყოს:
ფერადი ბუშტები და ფურცლები,ზედ მიწერილი ბავშვის სახელითა და
დაბადების თარღით. ბუშტები მოათავსეთ ბავშვებისთვის მისაწვდომ ადგილას
რათა შეძლონ თავიანთი ბუშტის პოვნა და დაბადების დრეზე ლაპარაკი.

მაგალითი: დილით კალენდარის განხილვისას ინტერვენციონისტი უთითებს


ნამცხვარზე და ამბობს: „ვისი დაბადების დღე მოდის?“ ელისო პასუხობს: „ჩემი,
დეკემბერში“. ინტერვენციონისტი უსწორებს: „10 დეკემბერს“. და ბავშვიც იმეორებს.

 აჩვენეთ ბავშვების სახელები საკლასო ოთახში. სახელები მიაწერეთ მათ


საკიდებს, პირად ნივთებს და ნახატებს. ასევე გამოიყენეთ სახელი „დამხმარე
ვარსკვლავი“. დაწერეთ ბავშვის სახელი დაფაზე და გვერდით მიუკარით
მაგნიტის ვარსკვლავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავის მფლობელი ბავშვი იმ
დღეს ეხმარება უფროსებს სადილის დროს გარემოს გამზადებაში და არის სხვა
ბავშვებისთვის ლიდერი.
 მოაწყვეთ საკლასო ოთახი აქტივობის არედ თეატრის კუთხის ჩათვლით და
შეცვალეთ „თემები“ ხშირად. მაგალითად, ერთ კვირას დააარსეთ „საფოსტო
ოფისი“, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ საკუთარი სახელისა და მისამართის
იდენტიფიცირებაში, რადგან „გზავნიან“ წერილებს. შემდეგ კვირას შექმენით
„ექიმის ოფისი“, სადაც მიღების პროცესი მოითხოვს საიდენტიფიკაციო
ინფორმაციის მიღებას, როგორიცაა სახელი, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი
და სქესი. სხვა მრავალი თემის მოფიქრება შეიძლება ამ ამოცანაზე სავარჯიშოდ.
 იქონიეთ ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების სურათები კლასში. ბავშვები
უზიარებენ სურათებს ერთმანეთს და კიდებენ მათ კედელზე. მოზრდილები
სვამენ კითხვებს სურათებზე გამოსახული ადამიანების შესახებ და სთხოვენ, რომ
მათზე ილაპარაკონ.
 იქონიეთ ტელეფონი, რომლის ეკრანზეც აკრეფილი რიცხვები ჩანს. ჩაწერეთ
ბავშვების ნომრები წიგნაკში. ბავშვები თამაშობენ, თითქოს სახლში რეკავდნენ
და ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნენ.

ინტერვენციული აქტივობები

1
ქვემოთ მოცემულია ორი მაგალითი ამ მოქმედების შესასრულებლად . მეტი
ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი A

ჩემი წიგნები (იხ. წიგნები/წიგნების შექმნა. დანართი A)

ბავშვები აწეპებენ ფურცლებს ერთმანეთზე და ქმნიან წიგნებს. ბავშვებს სთხოვენ, რომ


წამოიღონ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სახლის სურათები. თუ სურათები არ
გვაქვს, ბავშვებმა შეიძლება დახატონ ნახატები. ბავშვებს საიდენტიფიკაციო
ინფორმაციის დაკავშირების საშუალება ეძლევათ სურათზე გამოსახული ოჯახის
წევრების სახელების, ასაკების, მისამართების და ტელეფონის ნომრების ჩამოთვლით.
ეს წიგნი შეიძლება იყოს შემდეგნაირი ფორმატის: ჩემი სახელია---. მე ვარ--- წლის და
ა.შ. ინტერვენციონისტმა რაც მინიმალური დახმარება უნდა გაუწიოს ბავშვებს წიგნის
შექმნისას. ბავშვებს მრავალი შესაძებლობა მიეცემათ ასევე წიგნის „წაკითხვისას“.

მაგალითი: რეზი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლება დამატებით იყენებს თხელ


მუყაოს თავის წიგნში სიტყვების ჩასაწერად. წაკითხვისას ის ეხება კონტურს და ხსნის
თუ რას გადმოსცემს ის.

საფოსტო ოფისი

ბავშვები წერენ წერილს, დებენ კონვერტში, აკრავენ „მარკას“ და ათავსებენ საფოსტო


ყუთში (გამოდგება ფეხსახმლის ყუთი ვიწროდ ამოჭრილი თავსახურით).
ინტერენციონისტმა შეიძლება მრავალი ნივთი შესთავაზოს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ
წერა არ შეუძლიათ, მაგრამ მოსწონთ ხატვა. მაგალითად: დასარტყამი ბეჭედი, მისი
მელანი, მარკერები, ფანქრები და ა.შ. აქტივობის დროს, ინტერვენიონისტი ბავშვებს
საიდენტიფიკაციო ინფორმაციის საუთარ თავთან და სხვებთან დაკავშირების
საშუალებას აძლევს. როდესაც ბავშვი გადაწყვეტს, თუ ვის მიწეროს წერილი,
ინტერვენციონისტმა შეიძლება შესთავაზოს ბავშვს მისი და ან ძმა და გამოკითხოს
მასზე. ის აწერინებს ბავშვებს წერილზე სახელს, ასაკსა და ტელეფონის ნომერს.
როდესაც ბავშვი დაწერს მიმღების მისამართს, ინტერვენიონისტი ეკითხება მის
საკუთარ მისამართს.

მაგალითი: როდესაც ინტერვენციონისტი წერს წერილზე ბავშვის მისამართს, ამბობს:


„და ეს წერილია....“ და აპაუზებს, რადგან ბავშვს მისცეს თქმის საშუალება: „ელისო
დოლიძისაგან“.

1
დანართი A
შესავალი

ინტერვენციონისტებთან, მასწავლებლებთან და დამხმარე პერსონალთან მუშაობისას


ხშირად გვთხოვენ ისეთი ინტერვენციონალური აქტივობების შეთავაზებას, რომელიც
აკმაყოფილებს ორ კრიტერიუმს: 1) იძლევა ხშირ და შესაფერის საშუალებას IFSP/IEP
მიზნის მიღწევისა და 2) საინტერესო და სასიამოვნოა ბავშვებისთვის. წლების
განმავლობაში რაც აქტივობაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს ვიყენებთ, გვიცდია
ასობით ინტერვენციული აქტივობა უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებთან.
აქტივობები, რომლებიც აღწერილია ამ სექციაში არის ყველაზე წარმატებული 3-დან 6
წლამდე ბავშებისათვის.

ჩვენ ავარჩიეთ აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შეიძლება


რუტინული/ყოველდღიური აქტივობების დროს. ზოგი აქტივობა შეიძლება მიმართული
იყოს 1 კონკრეტული მიზნისკენ, ზოგი - რამდენიმესკენ ერთდროულად. მაგალითად
ჩაცმა მოიცავს ბავშვის მიერ თანატოლებთან ურთიერთობის განვითარებას, საგნებზე
მანიპულაციას, საუბარსა და მოსმენას და სასურველ აქტივობაში მონაწილეობის
მიღებას.

შესაბამისი აქტივობების არჩევასთან ერთად, აქტივობისთვის გამოყენებული საგნებიც


ფრთხილად უნდა ავარჩიოთ. აქტივობებიც და საგნებიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ
ბავშვს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. უპირატესობა ენიჭება საგნებს,
რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება. მაგალითად:
სათამაშოებს, განსხვავებით ქვიშის, წყლის, კუბიკებისან და საღებავებისგან
განსხვავებით, მხოლოდ 1 დანიშნულება აქვთ. შერჩეული საგნები სტიმულირებას

1
უნდა უწევდეს ბავშვის ინიციატივასა და ქცევას. ამის მიუხედავად, საგნები, რომლეთა
გამოყენებაც ზრდასრულის მუდმივ ინტერვენციას მოითხოვენ არ უნდა იყოს
აქტივობაში ჩართული ხშირად. საბოლოოდ, არჩეული საგნები უნდა იყოს შესაფერისი
და გამოსადეგი, რადგან მათ ბავშვები გამოიყენებენ ყოველდღიურ და რუტინულ
შემთხევებში სახლშიც და საზოგადოებაშიც.

აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს სფეროებზე დაყრდნობით და როგორც შემდგომ


ნაჩვენებია, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების უფლება აქტივობებსა და
აქტივობის კონკრეტულ სახეს შორის („რა ფერის საღებავი გინდა?“) როდესაც ეს
შესაძლებელია. აქტივობაც და ინტერვენციონისტიც ფოკუსირებული უნდა იყოს
პროცესზე და არა შედეგზე. მთავარია ის ფაქტი, რომ ბავშვები სწავლობენ აქტივობის
განმავლობაში და არა ის, თუ რა გამოუვათ. მაგალითად, ხელოვნების კლასში
ინტერვენციონისტი აძლევს ბავშვებს ფურცლებს, წებოს, მაკრატელს და ფანქრებს.
შემდეგ ეკითხება, თუ როგორ შეძლებენ პეპლის შექმნას ამ საგნებისგან. მიზანი ბავშვის
ინიციატივის, პრობლემების გადაჭრის და საგნებით მანიპულაციის სტიმულირებაა.
პროცესზე ორიენტირებული აქტივობები გვაძლევენ სწავლის უამრავ საშუალებას.

კონკრეტული სფეროებისთვის სასარგებლო აქტივობები

ნატიფი მოტორიკა

კონსტრუქცია: შეკვრა, ქსოვა

წიგნიერება/კომუნიკაცია: წერის კუთხე

თეატრი: საფოსტო ოფისი

ხელოვნება: თითებით ხატვა (ჯგუფური)

უხეში მოტორიკა

თამაშები: დაბრკოლებები, წინამძღოლის გაყოლა, „იხვი, იხვი, ბატი“

თეატრი: პოლიციის ოფისი

„ამოძრავე“: მიზნები

ადაპტაციური სფერო

თეატრი: ბავშების დაბანა, რესტორანი

„შეცვალე“ : საჭმლის მომზადება

კონსტრუქცია/მანიპულაცია: თოჯინების ჩაცმა

1
შემეცნებითი სფერო

წიგნიერება/კომუნიკაცია: ამბების მოყოლა (ჯგუფური)

კონსტრუქცია/მანიპულაცია: ფერადი ფურცლების ჯაჭვები

კუბიკები: ხის და დიდი

თეატრი: ჰოსპიტალი ან ექიმის ოფისი

თამაშები: რა გვაკლია?; დათუნია ტედის დათვის თამაში.

სოციალურ-კომუნიკაციური სფერო

წიგნიერება/კომუნიკაცია: აუდიო ჩანაწერები, მარიონეტები, ზღაპრის კითხვისას


პერსონაჟების დიალოგების გახმოვანება, წიგნები/წიგნების შექმნა

სოციალური სფერო

თეატრი: დაბადების დღე, ჰოსპიტალი ან ექიმის ოფისი, რესტორანი

ხელოვნება: შემოდგომის ფერები

აქტივობების წარმართვისას მოვლელები და ინტერვენციონისტები უნდა მიყვნენ


ბავშვის ნებას რამდენადაც ეს შესაძლებელია. ინტერვენციონისტი უნდა დააკვირდეს და
დააცადოს ბავშვს სანამ დახმარებას შესთავაზებს და დახმარებაც მინიმუმამდე უნდა
იყოს დაყვანილი აქტივობის დასასრულებლად. ხანდახან, დავალების წარუმატებლად
დასრულებაც, სწავლების კარგი საშუალება ხდება. ინტერვენციონისტმა უნდა
გამოიყენოს ისეთი შეკითხვები, რომ ბავშვს პასუხის გასაცემად ბევრი ლაპარაკი
დასჭირდეს, მაგალითად რატომ და როგორ. („რა მოხდება თუ მწვანესა და ყვითელს
შევურევთ?“, „როგორ აკეთებ ამას?“). ასევე დაგვეხმარება საგნების, მოქმედებების და
სიტუაციების აღწერა, როდესაც ბავშვი აქტივობაშია ჩართული. პარალელურმა საუბარმა
შეიძლება გაზარდოს ბავშვის ათვისების უნარი.

ინტერვენციული აქტივობების აღწერა დაწყობილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:


ხელოვნება, თეატრი, კონსტრუქცია/მანიპულაცია, კვლევითი, თამაშები, „შეცვალე“,
„ამოძრავე“ და ბუნების აქტივობები. მიუხედავად იმისა, რომ დანართში ჩამოთვლილი
აქტივობების უმეტესობა გამოსადეგია ყველა სფეროსთან, ზოგიერთი მხოლოდ
კონკრეტული სფეროსკენ შეიძლება იყოს მიმართული.

1
ხელოვნების აქტივობები

ხელოვნების აქტივობა ბავშვს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს.


კრეატიული აქტივობა მოიცავს ყველა ასპექტს - შემეცნებითს, მოტორულს და
სოციალურ-კომუნიკაციურს. ინტერვენციონისტებმა უნდა წაახალისონ ბავშვის
წარმოსახვის უნარი. მათ არ უნდა დაუხატონ მოდელი, არამედ ბავშვს წარმოსახვის
განვითარებისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება უნდა მისცენ. მაგალითად,
თუ ბავშვი ექსპერიმენტებს ატარებს თითებით ხატვისას, ან პოულობს ფოთოლს და
იხატავს, ორივე ერთნაირად სასარგებლოა შემეცნებისთვის. ბავშვებს უნდა
დავაწერინოთ თავიანთი სახელები დასრულებულ ნამუშევრებზე. პირველი სიტყვა,
რომლის დაწერასაც ბავშვები სწავლობენ ძირითადად მათივე სახელებია.

ხელოვნების კუთხე ძირითადად მოწყობილია ისეთი საგნებით, რომელიც ბავშვს


მისცემს კრეატიულ საქმიანობაში ჩართვისა და ნატიფი მოტორული ფუნქციის
გაუმჯობესების საშუალებას. ამ საგნების ცვლა ბავშვის ინტერესის შენარჩუნებას და
სწავლის დონის გაზრდას უზრუნველყოფს. ეს საგნები უნდა იყოს არატოქსიურიდა
უსაფრთხო ბავშვის მიერ დამოუკიდებლად გამოყენებისას.

საგნები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ხელოვნების ცენტრში ჩამოთვლილია ქვემოთ:

 ზედაპირი საწერად და სახატავად, მოლბერტი, მაგიდის ზედაპირი, კედლებზე


გაკრული ქაღალდი, დაფები და ტროტუარები.
 ქაალდი საწერად: ბლოკნოტები, მუყაო, ხაზებიანი რვეულები, დეკორაციული
ქაღალდები, ფერადი ქაღალდები, პრიალა ქაღალდები და ა.შ.
 საწერი/სახატავი ნივთები: პასტები, ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები,
საღებავები, ცარცები და ა.შ
 წებოვანი ნივთები: წებო, სკოჩი, წებოვანი ფიგურები, მისაწეპებელი მარკები და
ა.შ
 მაკრატლები, უსაფრთხო მაკრატლები, მაკრატლები მემარჯვენეებისთვის და
ცაციებისთვის, გამადიდებელიანი მაკრატლები.
 კოლაჟური/კონსტრუქციული საგნები: გირჩები, ფოთლები, ღილები, ქსოვილები,
ქაღალდის ჩანთები, ქაღალდის თეფშები, ძაფები, ასაშენებელი საგნები (ფიცრები,
მუყაოს ყუთები, შპალერი, გაზეთები).

სხეულის ფორმების დახატვა

ბავშვები წვებიან დიდ ქაღალდზე და რომელიმე მათგანი, ან ინტერვენციონისტი ხატავს


მის ფორმას. ნახაზი თავსდება იატაკზე ან კედელზე და ბავშვები ხატავენ სახეებსა და
ტანსაცმელს. სასურველია სარკე იყოს ახლოს, რათა ბავშვებმა საკუთარი თავის დანახვა

1
შეძლონ. ინტერვენციონისტი სვამს შეკითხვებს თმისა და თვალის ფერის შესახებ და
უთითებს სხეულის ნაწილებზე. ეს აქტივობა ხელს უწყობს კოოპერაციას, საკუთარი
თავის აღქმასა და კრეატიულობას.

კოლაჟები

ბავშვები აკეთებენ კოლაჟებს სახლში და კლასში არსებული ნარჩენებისაგან. ბუნებაში


ნაპოვნი ნივთებისგან ასევე ქაღალდის ნარჩენებისგან, მაკარონისგან, ხისგან,
ღილებისგან დ აჟურნალიდან ამოჭრილი სურათებისგან ლამაზი კოლაჟები გამოდის.
პლასტმასის ან ქაღალდის თეფში გამოდგება ნივთების დასალაგებლად და ბავშვები
შეძლებენ ყველა არსებული საგნის დანახვას. საკოლაჟე ნივთები, წებო და 20-25
სანტიმეტრიანი კარდონი თავსდება მაგიდაზე. ბავშვები დადიან მაგიდის გარშემო
თეფშით ხელში და კარდონზე აკრავენ სხვადასხვანაირ ნივთებს.

დინოზავრის კვერცხები

დინოზავრის კვერცხების გასაკეთებლად ბავშვები ჭრიან ქაღალდის მრგვალ ფორმებს


და აძლევენ მათ საბოლოო სახეს ფანქრებისა და მარკერების გამოყენებით. ბავშვებს
აქვთ საშუალება, რომ ამოჭრან კვერცხები და სწორი თუ კლაკნილი ფერადი ხაზები,
კვერცხზე მისაკრობად. ბავშვებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ მრავალი სხვა იდეა.

შემოდგომის ფერები

ბავშვები ხატავენ შემოდგომის ფერებს - წითელს, ნარინჯისფერს და ყვითელს


ნებისმიერი ტიპის ქაღალდზე და ასევე შეიძლება გაერთონ ფოთლის ამოჭრით და
შემდეგ მისი გაფერადებით. ინტერვენციონისტი ჭრის ხის დიდ ღეროს და ამაგრებს
საკლასო ოთახის კედელზე, ბავშვები კი თავიანთ ფოთლებს კიდებენ ამ ღეროზე.
ბავშვები სეირნობისას აგროვებენ ფოთლებს და შემდეგ იხატავენ ან ათავსებენ
ქაღალდზე და კბილის ჯაგრისის გამოყენებით უსვამენ საღებავს.

ფეხის (ტერფის) ანაბეჭდის ხატვა

ბ ავშვები იხდიან ფეხსაცმელს, ტერფს ათავსებენ დიდ ქაღალდზე და ავლებენ


კონტურს. აქტივობისას ბავშვები ისვრებიან, ამიტომ კარგია თუ გვექნება თბილი
წყლით სავსე თასი და საპონი. ბავშვებს უნდა მივცეთ უფლება ხატონ რამდენიც
უნდათ.

თითებით ხატვა ჯგუფში

ბავშვები ერთად ხატავენ თითებით იატაკზე ან მაგიდაზე მოთავსებულ დიდ


ფურცელზე. საღებავი ჩასხმულია ბოთლებში ან პატარა ჯამებში და ბავშები ხელებით
ურევენ საღებავებს ახალი ფერების მისაღებად. აქტივობა შეიძლება შესრულდეს

1
მუსიკის თანხლებით. ინტერვენციონისტმა უნდა უჩვენოს ბავშვებს ხატვის მოდელი. ეს
აქტივობა ანვითარებს კოოპერაციას, მოტორულ უნარებს და ბავშვებს ეხმარება ფერის
ცნებებში გარკვევაში.

ჯგუფური მოხატვა

ჯგუფური ხატვა კოპერაციისთვის და კრეტიულობისთვის კარგი საშუალებაა, რადგან


ბავშვებს უწევთ თანატოლებთან ურთიერთქმედება და მათთვის იდეების/ნივთების
გაზიარება. ბავშვები განიხილავენ თუ რისი დახატვა სურთ, რომელი ელემენტის ჩართვა
უნდათ, სად ჯობია დახატვა-ქაღალდზე თუ დაფაზე და ა.შ. ბავშვებიმა შეიძლება
აირჩიონ რომელ ნაწილს მოხატავენ და ასევე შეიძლება გადაწყვიტონ ერთად მუშაობა.

ჯგუფური ხატვის პროექტი

ბავშვები ერთად ქმნიან გარემოს თეატრის ცენტრში და იატაკზე ქაღალდით აკეთებენ


მდინარეს. მაგალითებად შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ქაღალდისგან ავტობუსის
შექმნა, ან მაცივრის ყუთზე ტყეში ჩაფლული მდინარის დახატვა.

კაუჩუკის მოხატვა

ბავშვები აგროვებენ ფეხსაცმლის ყუთებს, ან ღრმა საცხობ ქვაბებს, თეთრ ქაღალდებს,


რომლებიც ერგება მათ ფსკერს, სხვადასხვა ზომის კაუჩუკებს, ფართო ჭიქებში ჩასხმულ
სხვადასხვა ფერის საღებავებს, კოვზებს, წინსაფრებს, ბრეზენტს. ბავშვები ათავსებენ
ქაღალდს ყუთში ან ქვაბში. შემდეგ ირჩევენ კაუჩუკს, ამატებენ საღებავში, ურევენ და
ასხავენ ყუთში ან ქვაბში. ბავშვები ყუთს ანჯღრევენ და საღებავი ფარავს კაუჩუკს
მთლიანად. ყუთიი შეიძლება ამოძრაოს ერთდროულად ორმა ბავშვმა.

ხატვა

ბავშვებს მოსწონთ თითებით და ფეხებით ხატვა, მოლბერტზე ხატვა, წყლის


საღებავებით ხატვა და დიდი საგნების დახატვა. მრავალი საგანი გამოიყენება ხატვის
აქტივობისთვის, სავარცხლის, კბილის ჯაგრისის, ღრუბელის, სახატავი ფუნჯების
ჩათვლით.

ქაღალდის ჩანთის ცხოველები

ბავშვები აკეთებენ ცხოველების მარიონეტებს საჭმლის შესაფუთისგან, წებოწასმული


ფერადი ფურცლებისგან, ქსოვილებისგან, ღილების და ძაფის გამოყენებით. ბავშვები
„ალაპარაკებენ“ თავიანთ მარიონეტებს, ჩამოიცვამენ თითზე და პირს უმოძრავებენ.
დგამენ თოჯინების შოუს, რაც ახდენს კრეატიულობის, მოტორული და კომუნიკაციური
ფუნქციების სტიმულირებას. ეს აქტივობა ბავშვებზე უნდა იყოს მორგებული და მათ
უნდა ჰქონდეთ თავიანთი იდეების გამოყენების საშუალება.

1
პომიდორზე ხატვა

ამ აქტივობისთვის საჭიროა 1 დიდი პამიდორი 2 ბავშვზე, ნამცხვრის საჭრელი, ბასრი


დანა, ტაფა, თხევადი საღებავი, ქაღალდის ხელსახოცები და ფურცელი.
ინტერვენციონისტი შუაზე ჭრის პომიდორს, ადებს ნამცხვრის საჭრელს და ფორმა
გამოყავს დანის მეშვეობით. ბავშვები ურევენ საღებავებს ქაღალდის ხელსახოცზე და
ღრუბლით უსვამენ ტაფაზე, აწყობენ პამიდორს შიგნით და ხატავენ ფურცელზე
პამიდვრებით. ეს აქტივობა ავითარებს კრეატიულობას, ასევე მორტორულ და
მათემატიკურ უნარებს.

ფორმების ხატვა

ეს აქტივობა მოიცავს: 1) საღებავში ამოვლებული საგნების გამოყენებას ერთნაირი


ფორმის ნახატების მისარებად. 2) სუფთა ფურცლის მომზადებულ ზედაპირზე
დადებას, რათა საღებავი აყვეს. საჭირო ნივთებია: თხევადი საღებავი ფართო ტაფაში;
სხვადასხვა სახის ფურცელი და საგნები, როგორიცაა საცხობი, ნამცხვრის საჭრელი,
პლასტმასის კუბიკები, ძაფის გორგალი, პენოპლასტი, ღრუბელი, ფოთლები და
ყვავილები.

კონსტრუქციული /მანიპულირებადი აქტივობები

კუბიკებით თამაში და კონსტრუქციული აქტივობები აძლიერებს შემეცნებით,


მოტორულ და სოციალურ უნარებს. როდესაც ბავშვები თამაშობენ კუბიკებით, ისინი
სწავლობენ ბალანსირებასა და შენებას. კოოპერაცია წახალისებულია, როდესაც ისინი
აშენებენ მეგობრებთან ერთად და თამაშში ამატებენ ცხოველებს, მანქანებს ან
ადამიანებს. წაახალისეთ კონსტრუქციული აქტივობების თავისუფალი თამაშის
განმავლობაში ან გამოიყენეთ დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები.

კუბიკები: ხის და დიდი ზომის

ხის კუბიკები ავარჯიშებს შემეცნებით უნარებს, როდესაც ბავშვი ადარებს ზომას,


ფორმას და წონას. ბავშვებს შეუძლიათ წარმოსახვის გამოყენება, როდესაც „აშენებენ“
საკუთარ ედეების მიხედვით. ეცნობიან მიზიდულობის ძალას, როდესაც აშენებენ
შენობებს და შემდეგ ანგრევენ. დიდი კუბიკები გამოიყენება ხიდებისა და
სკამების/ნავების ასაშენებლად, რომლებზეც ბავშვები მართლა შეძლებენ დაჯდომას.
მუყაოს კუბიკები კარგია, რადგან ჩამოვარდის შემთხვევაში არავის დააზიანებს.
კუბიკები გამოდგება გზების ასაშენებლადაც.

ყუთების ქალაქი

1
ბავშვები აშენებენ ქალაქს განსხვავებული ზომის ყუთებით. დასჭირდებათ სკოჩი,
ყუთები და ქაღალდები. მანამდე ბავშვებმა ფეხით ან ავტობუსით შეიძლება გაისეირნონ
და შენობები დაათვალიერონ.

ბავშვების ჩაცმა

ბავშვები ვარჯიშობენ შეკვრაში, როდესაც ცდილობვენ თოჯინებს განსხვავებული


ტანსაცმელი ჩააცვან. ინტერვენციონისტმა ბავშვებს უნდა მისცეს სხვადასხვა ეთნიკური
წარმომავლობის და მახასიათებლების თოჯინები, ასევე ტანსაცმელი მრავალნაირი
შესაკავით.

ჩანთა

ბავშვები პატარა საგნებს ჩანთაში ან დიდ წინდაში აგროვებენ. ბავშვები რიგრიგობით


ყოფენ ხელს ჩანთაში, აღწერენ საგნებს ჩახედვის გარეშე და ცდილობენ გამოიცნონ, თუ
რა არის.

ჯგუფურად შენობის აშენება

წრეში ყოფნის დროს ბავშვები ერთად აშენებენ კორპუსს. ინტერვენციონისტი სურათს


უღებს ნამუშევარს და ინახავს. დამატებით შეიძლება გამოვიყენოთ სათამაშო
ადამიანები კორპუსში „შესასახლებლად“ და/ან დავწეროთ მოთხრობა/ისტორია.

დიდი კონსტრუქციები

დიდი ან საშუალო ზომის ერთმანეთზე დასკოჩილი ყუთები გამოიყენება


თეატრისთვის. ბავშვები ეხმარებიან ინტერვენციონისტს აუცილებელი საგნების
პოვნაში, მაგალითად ავტობუსის ასაშენებლად. ერთი ყუთი შეიძლება გამოვიყენოთ
განსხვავებული მიზნებისთვის.

სამანიპულაციო

იქონიეთ საგნები, როლებითაც შეიძლება მანიპულაცია, მაგ: ლეგოები, კუბიკები,


ასაწყობები, ფაზლები, ფირფიტები, 2,5 სმ-იანი კუბები, დასაქოქი სათამაშოები,
ნამცხვრის საჭრელები, პლასტმასის დანები და შთამბეჭდავი საგნები.

ქაღალდის ჯაჭვები

ბავშვები ჭრიან ფერად ფურცლებს დაახლოებით და აწეპებენ მრგვალად. ჯაჭვი


კეთდება წინა რგოლზე შემდეგის მიმაგრებით.

აქტივობა ქაღალდის სტრიპებით

1
ბავშვები ჭრიან სხვადასხვა ზომის სტრიპებს ფერადი ქაღალდისგან. სტრიპის მოდელი
ყველა ბავშვს აქვს. რამდენიმე ბავშვს შეუძლია იმუშაონ ერთად.

ასხმულა/მძივი

ინტეერვენციონისტი ძაფის ერთ ბოლოს განასკვავს, ხოლო მეორე ბოლოს ახვევს სკოჩს
(სიმაგრისათვის) . ბავშვები მასზე აცვამენ მრგვალ ბუბლიკებს, მაკარონებს, რგოლებად
დაჭრილ საწრუპავებს და მძივებს. ეს აქტივობა ბავშვებმა შეიძლება შეასრულონ
განმეორებით, ან ძაფზე უბრალოდ მიახატონ „მძივები“.

ქსოვა

ბავშვები ქსოვენ ჩიბუხის საწმენდებს, თოკებს, ბანტებს ან ძაფებს აწნავენ პლასტმასის


მოწნულ კალათებში, ნახვრეტებიან პენოპლასტში, ან ბადეში. ასევე შეიძლება
დავკიდოთ დიდი ბადე და ბავშვებს ერთად მოვაქსოვინოთ ამ ბადეზე განსხვავებული
ფიგურები.

აღმოჩენები

ბავშვები ითვისებენ მრავალ საჭირო უნარსა და ცნებას წყლით, ქვიშით, სიმინდის


ფქვილით, ჩიტის საკენკით, ბრინჯით და მარცვლეულით თამაშისას. ასევე მაგალითათ
წყლის და ტალახის კომბინაციით (ტალახით თამაში), წყლის და საპონის კომბინაციით
(ბუშტები) და ფქვილისა და წყლის კომბინაციით. საკლასო ოთახებს ხშირად აქვთ ამ
აქტივობისთვის შექმნილი მაგიდები და ეზოში აუზები. დამატებითი საგნები მოიცავს
განსხვავებული ზომის ჭიქებსა და დოქებს, ჩამჩებსა და კოვზებს, კალათებს, ძაბრებს,
კვერცხის სატეხებს, წყლის ბორბლებს და სარწყავებს. ბავშვები ავარჯიშებენ
ადაპტაციურ უნარებს აქტივობისთვის მომმზადებისას და შემდეგ ალაგების დროს
(ჩაცმა-გახდა, ხელების დაბანა და გაშრობა).

აქტივობები, რომლებიც მოიცავენ ისეთი საგნების აღმოჩენას, როგორიცაა საპარსი ქაფი,


პუდინგი, ქილის კრემი, ლოსიონი და ა.შ ეხმარებათ შემეცნებითი უნარების
განვითარებასა და კითხვის დაწყებაში, როდესაც ბავშვები ამ პროდუქტზე დაწერილი
წინადადებების წარმოთქმას ცდილობენ. მსგავსი აქტივობების ჩატარება
რეკომენდირებულია ადვილად გასაწმენდ ზედაპირზე (პუდინგისთვის სასურველია
ყევლა ბავშვს ჰქონდეს ინდივიდუალური თეფში). აქტივობებს შეიძლება დავუმატოთ
საკვები საღებავი, ქვიშა ან სიმინდის ფქვილი ან ნაყინის ჯოხები საწერად ან სახატავად.

საპნის ბუშტები

ამ აქტივობის შესრულება ეზოში ძალიან სახალისოა. ბუშტების გასაბერი ქაფის


რეცეპტია: სავსე კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე და წყალი, რომელსაც ბავშვები

1
ურევენ, სანამ ბუშტები არ გამოჩნდება. შემდეგ ავსებენ ჭიქის 1/3-ს და საწრუპავებით
ბუშტებს ბერავენ. სხვა ზომების ბუშტების გასაბერად შეიძლება განსხვავებული
მილების გამოყენება. ბავშვებმა მხოლოდ მილის გამოყენებით უნდა ჩაბერონ, რათა
სითხე არ დაიღვაროს. აქტივობამდე ბავშვებმა უნდა ივარჯიშონ საწრუპავის ჩაბერვაში,
რადგან, ზოგი მათგანი ჩაბერვის მაგივრად იწოვს სითხეს პირში.

ბუშტების კვალი

საკვებ საღებავს უმატებენ პლასტმასის ყუთში ჩასხმულ საპნიან წყალს. შემდეგ


ურევენ და თეთრ ქაღალდს აფენენ ზედაპირზე. ამოღების შემდეგ ქაღალდზე ბუშტები
რჩება.

ტალახით თამაში

ავარჩიოთ ადგილი გასაბერი აუზის დასადგმელად და ტალახის გასაკეთებლად.


დაგვჭირდება დიდი ნიჩბები მიწის ამოსათხრელად და კალათები და დოქები მიწისა და
წყლის გადასატანად. კოოპერაციის საშუალება მიეცემათ ბავშვებს თხრის დროს,
ტალახის გაკეთებისას, მასალის გადატანისას და ასევე აქტივობის ბოლოს ალაგების
პროცესში. ინტერვენციონისტმა ბავშვებს უნდა ჩააცვას ძველი ტანსაცმელი და
აქტივობის შემდეგ გამოაცვლევინოს.

პლასტელინი

პლასტელინი არაჩვეულებრივია იმ აქტივობებისთვის, რომლებიც განკუთვნილია


შემეცნებით, მოტორულ და სოციალურ უნარებზე სამუშაოდ. ინტერვენციონისტმა
თამაშში შეიძლება ჩართოს მრავალი ნივთი და გარემო ისე მოაწყოს, რომ ბავშვებს
დასახული მიზნის მიღწევა გაუადვილდეთ. შეიძლება გამოგვადგეს სხვადასხვა ფერის,
ზომის და ფორმის ნამცხვრის საჭრელები, პლასტამის ჭურჭელი და მინიატურული
ფიგურები. ინტერვენციონისტმა მასალები უნდა წარადგინოს კრეატიულად, მაგ:
პლასტელინის 1 ნაწილი შეიძლება მაცივარში შევდოთ, მეორე ნაწილი კი მიკროტალღურ
ღუმელში, რაც ბავშვებს თვისობრივ ცნებაში გაარკვევს.

პუდინგზე ხატვა

ინტერვენციონისტი ამზადებს ფხვნილის პუდინგს და ბავშვებს თეფშებზე უწყობს.


შემდეგ სთხოვს, რომ პუდინგზე თითებით ხატონ. ბავშვები გაოცდებიან, როცა
გაიგებენ, რომ თითების გალოკვაც კი შეუძლიათ და შემდეგ განიხილავენ პუდინგის
გემოს, სუნს, შეგრძნებას. ბავშვები შეიძლება წავახალისოთ, რომ პუდინგზე დაწერონ
ასოები და სახელები.

საპარსი ქაფით გართობა

1
ეს აქტივობა ბავშვებს აძლევს შეხების შეგრძნების გამოცდის საშუალებას საპარს ქაფზე
ხატვისას. ინტერვენციონისტი ბავშვებს სთხოვს, რომ გადაიხატონ ფიგურები და
აძლევს ნივთებს, როგორიცაა ჯოხები, სათამაშო ცხოველები და ღრუბელი.

დაგემოვნება

ეს აქტივობა განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც კლასი შედგება განსხვავებული


კულტურული წარმომავლობის ბავშვებისგან. ინტერვენციონისტი ბავშვებს ეკითხება,
თუ რომელი საჭმელი უყვართ და მომვლელს ეკითხება, თუ რას ჭამენ ისინი სახლში.
განსხვავებული ტიპის საჭმელი შეიძლება შევთავაზოთ ბავშვებს, მაგ: სალსა, ტკბილი
ბრინჯი, სუში, სხვადასხვა სოუსები და ა.შ.

რეცხვა

ბავშვები ირჩევენ განსხვავებულ ნივთებს გასარეცხად (თოჯინები, მანქანები,


ველოსიპედები, ტანსაცმელი). ერთმა ინტერვენციონისტმა შეიძლება მოიყვანოს
საკუთარი მანქანა, რათა ბავშვებმა გაერეცხონ წყლის მილით, ქაფით და ღრუბელით,
ხოლონაჭრით გაემშრალონ. ბავშვებს მოსწონთ კედლების გაწმენდა, რისთვისას
სჭირდებათ საპნიანი წყალი, ღრუბელი და პირსახოცი.

წყლით/ქვიშით თამაში

წყლისა და ქვიშის გარდა შეიძლება გამოვიყენოთ სხვა საგნებიც (სიმინდის ფქვილი,


პურის ფქვილი, მაკარონი, მარცვლეული). ინტერვენციონისტმა შეიძლება მისცეს
ბავშვებს სხვადასხვა ზომის ჭიქა, დოქები, კოვზები, ნიჩბები, ძაბრები, წყლის ბორბალი
და პლასტმასის ცხოველები. ბავშვებს აქვთ უფლება, რომ დაცალონ/აავსონ წყლის და
ქვიშის მაგიდა დიდი კალათის საშუალებით, რომლის გადატანასაც 2 ბავშვი სჭირდება.
გასაბერი აუზი ძალიან კარგია ზაფხულისთვის. ასევე გამოიყენება დიდი ქვები
გასარეცხად, წყლის კონტეინერები, პიპეტი წყლის ღრუბელზე დასაწვეთებლად და ა.შ.
ასევე შეიძლება ბუშტების გაკეთება თავახდილი ბოთლის წყალში ჩაყოფით. ყველა ეს
აქტივობა ამუშავებს მოტორულ ფუნქციას.

თამაშები

თამაში ავარჯიშებს დამახსოვრებისა და ფიქრის უნარებს, ასევე კოოპერაციის


უნარებსაც. პატარა ბავშვების თამაშებს არ უნდა ჰქონდეთ შეჯიბრის სახე. სამაგიდო
თამაშებს თამაშობენ აქტივობის ცენტრებში, ხოლო დიდი ჯგუფური თამაშები ტარდება
გარეთ ან წრეში ყოფნის დროს.

პოლარულ დათვს სძინავს

1
ეს თამაში შეიძლება ნებისმიერი ცხოველით შევცვალოთ. ბავშვები აკეთებენ წრეს, ერთ-
ერთი ბავშვი დგება შუაში, დანარჩენები მის გარშემო ფეხის წვერებზე დადიან და
მღერიან: „პოლარულ დათვს ძინავს თავის ბუნაგში. ჩუმად უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ
რომ, თუ გავაღვიძეთ, თუ შევეხეთ გაბრაზდება“ (ბოლო ნაწილს ხმამაღლა მღერიან).
დათვი „იღვიძებს“ და ბავშვი, რომელსაც ის შეეხება, შედის წრეში.

სამაგიდო თამაშები

სამაგიდო თამაშები ბავშვებს ასწავლის წესების დაცვას და ავარჯიშებს მათ შემეცნებით


უნარებს მაგ: ფერებისა და ფორმების დათვლით.

„მიჰყევით ლიდერს“

ერთ-ერთი ბავშვი ან ინტერვენციონისტი არის ლიდერი და მის უკან ჩამწკრივებული


ბავშვები ასრულებენ ყველა იმ მოძრაობას, რომელსაც ლიდერი გააკეთებს.

ჯგუფური შენობის გარე თამაშები

ბურთით თამაშები, როგორიცაა კალათბურთი, ფეხბურთი და სხვა შეიძლება ისე


შეიცვალოს, რომ პატარა ბავშვებმაც შეძლონ თამაში. დაგვჭირდება პატარა კალათები და
ბურთები. ბავშვებს მოსწონთ ბურთის დარტყმა, აკენწვლა, დაჭერა და გადაგდება,
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის წესებს არ იცავენ.

დათუნია ტედის დათვლის თამაში

ამ თამაშისთვის საჭიროა 2 დიდი კამათელი. პატარა ტედი დათუნიები ან სხვა ფერმის


ცხოველები იყრება დიდ კალათაში. ბავშვი აგორებს კამათელს და რამდენი ციფრიც
ამოუვა იმდენ სათამაშოს იდებს წინ. შემდეგ ბავშვები კვლავ აგორებენ კამათელს,
ითვლიან დათუნიებს და ისევ აბრუნებენ კალათაში.

რომელი საათია ქალბატონო ურჩხულო?

ამ თამაშს თამაშობს ბავშვების ჯგუფი ეზოში. ერთ-ერთი მათგანი (მონსტრი) უყურებს


ბავშვების ჯგუფს. ისინი ეკითხებიან: „რომელი საათია?“ ურჩხული პასუხობს: „სამი“.
ბავშვები დგამენ სამ ნაბიჯს მისკენ. როდესაც ურჩხული იტყვის: „სადილის დროა“,
ბავშვები გარბიან, რომ ურჩხულმა არ დაიჭიროს და არ შეჭამოს.

„რა გვაკლია?“

თამაში შეიძლება ვითამაშოთ ნებისმიერი სახის საგნებით. სასურელია თამაში დაიწყოს


მცირე რაოდენობის ნივთებით და ბავშვების გათვითცნობიერებასთან ერთად
გაიზარდოს ნივთების რაოდენობაც. ბავშვები უყურებენ და იმახსოვრებენ საგნებს.
შემდეგ ერთ ერთი ხუჭავს თვალს და მეორე ბავშვი რომელიმე ნივთს მალავს. შემდეგ

1
ბავშვმა უნდა გამოიცნოს რა აკლიათ. თუ უჭირს, თანატოლები ეხმარებიან ( მაგ:
მინიშნება იქნება „ამ საგნით ჭამ“, ან „ლურჯია“).

წერა-კითხვისა და კომუნიკაციის აქტივობები

წერა-კითხვასა და კომუნიკაციაში ბავშვები ერთვებიან როგორც მსმენელები,


ორატორები, მწერლები და/ან მკითხველები. ბავშვებს სჭირდებათ მრავალი არჩევანი,
რათა მიიღონ გამოცდილება წერით და ზეპირ მეტყველებაში. ბავშვთა უმეტესობა
დაინტერესებულია კომუნიკაციით და სიამოვნებთ ბეჭდვა, როდესაც ის აქტივობები
არის ხელმისაწვდომი, რომლებიც ხელს უწყობენ გამოცდილების მიღებას საწერი
ნივთებით. წერა-კითხვის დროს გამოყენებული საგნები შეიძლება გადავიტანოთ
თეატრის აქტივობებში, ნიშნები ჩამოვკიდოთ აქტივობის ცენტრებთან, ბავშვების
ნამუშევრებს დავაწეროთ სახელები და ჩამოვწეროთ იმის სია, თუ რა ნახეს ბავშვებმა
გასეირნებისას.

წერა-კითხვა და კომუნიკაციის აქტივობები შესაძლებელია ინტეგრირდეს ბავშვის დღის


ყველა ასპექტში. აქტივობები განსაკუთრებულად არის შედგენილი, რათა გაიზარდოს
ბავშვის სოციალური კომუნიკაცია, მოტორიკა და შემეცნებითი შესაძლებლობები.

მოთხრობის მიხედვით როლის შესრულება

ბავშვები სწავლობენ მოთხრობის დაწყების, შუა და ბოლო ნაწილებს, თუ როგორ უნდა


ითამაშონ მათთვის ნაცნობი როლები, მოთხრობებში, როგორებიცაა “გასაყიდი კეპები“,
„ბატონი გრამპის გასეირნება (ბერნინგემი, 1979)“ და “განივოლფი (ჰარპერი, 1967)“. ასევე
შეგიძლიათ შეცვალოთ პერსონაჟები ან დასასრულები სტერეოტიპების და ძალადობის
აღმოსაფხვრელად.

ხმის ჩამწერი

ეს აქტივობები წაახალისებს კომუნიკაციას და კარგ მოტორულ შესაძლებლობებს, როცა


ბავშვი მოქმედებაში მოიყვანს მოწყობილობას და გააკონტროლებს „კასეტას“. ხმის
ჩამწერი გამოიყენება ჯგუფის ჩასაწერად, როდესაც ისინი მღერიან ან საუბრობენ,
მოგვიანებით ჯგუფს შეეძლება გადახვევა, მოსმენა და დისკუსია მოსმენილის შესახებ.

წიგნის დრო

წიგნის კითხვის დრო არის ინტეგრიირებადი ნაწილი ნებისმიერ სახლსა თუ საკლასო


ოთახში. წიგნები შესაძლებელია დაინერგოს ყოველდღიურ აქტივობებში და
წარმოდგენილ იქნას დროის კონკრეტულ მონაკვეთებში. ინტერვენციონისტს შეუძლია
შეადგინოს კითხვის მოდელი ბავშვებისთვის და წაახალისოს ისინი დამოუკიდებლად

1
ან მეგობრებთან ერთად კითხვისთვის ან წაუკითხოს მოთხრობა თოჯინას, პლუშის
სათამაშოს. ინტერვენციონისტს შეუძლია მოაწყოს ატმოსფერო წიგნების
შესაყვარებლად.

წიგნები/წიგნების გაკეთება

ბავშვებს უყვართ წერა და ხატვა თავიანთ საკუთარ წიგნებში. დაგეგმეთ წიგნები თემის
შესაბამისად ან დაამზადეთ ისინი არასტრუქტურული თამაშის დროს. წიგნების იდეა
მოიცავს ტყის წიგნს, ფოთლის წიგნს, „რაიმე“ ჟურნალს, ცხოველის წიგნს, ჯგუფის
ისტორიის წიგნს, ფოტო ალბომს და წიგნს გამოცდილების, ან მინდორში გასეირნების
შესახებ. წიგნები მზადდება ნებისმიერი ქაღალდის, ნებისმიერი ზომის და ნებისმიერი
ხარისხის. ბავშვები იყენებენ მარკერს და ფერად ცარცს, რათა გააკეთონ საკუთარი
ილუსტრაციები და პრაქტიკა გაიარონ ხატვაში ან წერაში. წიგნის გასაკეთებლად,
გვერდები შესაძლებელია დასტეპლერდეს, ზონრით შეიკრას ან გაიკეროს ერთობლივად
გახვრეტით და შემდეგ ძაფის გაყრით.

ჯგუფური მოთხრობა

მოთხრობა შესაძლებელია დაიწეროს თითქმის ყველაფრის შესახებ, დაწყებული


გაზიარებული გამოცდილებიდან დამთავრებული თემით: “მეშინია როდესაც...“.
საოცრება ხდება, როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მათი სიტყვები თან იბეჭდება. ისინი
აღფრთოვანდებიან წერისა და კითხვის პროცესში, როდესაც თან გააანალიზებენ, რომ
მესიჯი წაკითხული და/ან გადაგზავნილია.

ჯგუფში აქტივობის დრო

ეს აქტივობა წარმატებულია, როდესაც ბავშვების ხმების გაგება შესაძლებელია


სიმღერაშიც და საუბარშიც. კითხვები გამოყენებულია რათა შემსუბუქდეს ბავშვების
მიერ თავიანთი გრძნობების, ფიქრებისა და იდეების გამოხატვა. ბავშვებს უყვართ
მუსიკის, მოთხრობის და თამაშის არჩევა ჯგუფში აქტივობისათვის.
ინტერვენციონისტებს შეუძლიათ გააკონტროლონ ბავშვების ქცევა როცა აქტივობა
დაიწყება. როგორც კი ბავშვები გახდებიან მოუსვენარი, აქტივობის ფორმა ან ადგილი
უნდა შეიცვალოს.

ჩამონათვლის გაკეთება

ბავშვებს, თავიანთი ნააზრევის და იდეების დაწერა, ეხმარება წერა-კითხვის და


კომუნიკაციის შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში. ინტერვენციონისტს შეუძლია
გააკეთოს ჩამონათვალი ფერმაში ნანახი ცხოველების, რა დაინახეს ბავშვებმა
ავტობუსით მგზავრობის დროს და ხილის ან საყვარელი სასუსნავების დასახელებების.

1
მუსიკა

ბავშვების ეცნობიან სხვადასხვა ინსტრუმენტებს მუსიკის მოსმენითა და სიმღერით,


გალობით და ასევე მოსახაზი თამაშების თამაშით. მუსიკა და მოძრაობა ხელს უწყობს
შეისწავლონ საკუთარი თავი, ენა და კოოპერაცია. ინტერვენციონისტსა და ბავშვებს
შეუძლიათ იმღერონ ალაგების შესახებ, ვინ არის აქ დღეს და გადავიდნენ სხვა
აქტივობაზე. ასევე შეუძლიათ უმღერონ საკუთარ „ბავშვებს“ როდესაც არწევენ მათ.

ფოტო ალბომები

ბავშვები მონაწილეობენ ალბომში „დამატებების“ დამზადებაში მშობლებთან,


მომვლელებთან და მეგობრებთან ერთად. ბავშვები პრაქტიკას გადიან მეტყველებაში,
ყვებიან, რას ხედავენ და საუბრობენ საკუთარი ავტოპორტრეტის, ოჯახის და
მეგობრების შესახებ სახლში და სკოლაში.

მარიონეტები

მარიონეტრები გამოიყენება ენის ცნებაში უკეთ გარკვევის, გრძნობების განხილვის ან


პრობლემების გადაწყვეტის უნარებში გასავარჯიშებლად. მარიონეტი ბავშვისთვის
„ცოცხალია“ და ისინი ხშირად ესაუბრებიან მარიონეტებს სხვადასხვა საკიტხზე.
ინტერვენციონისტი მარიონეტებს იყენებს ბავშვებში სოციალური პრობლემების
გადასაჭრელად. ბავშვებს აქვთ მარიონეტების მართვის უფლება და მათზე წვდომა
დასაშვებია ნებისმიერი აქტივობის დროს. მარიონეტის გაკეთება შეგვიძლია ქაღალდის
ჩანთებით, წინდებით, ჯოხებით, ფერადი ფურცლებით ან თითებზე სახეების
დახატვით.

სპეციფიკური თემატიკის წიგნი

მსგავსი წიგნები მოიცავს: წიგნი ჩემზე, წიგნი ცხოველებზე, ჩვენი გასეირნება გოგრების
ნაკვეთში, „მე ვგრძნობ ...“, ჩემი ხილის სურათებიანი წიგნი და სხვა ბავშვისთვის
საინტერესო თემატიკას.

წერის ცენტრი

ეს აქტივობა ბავშვებს აძლევს საწერი საშუალებების რეგულარულად გამოცდის


შესაძლებლობას. ისინი სწავლობენ ფანქრის სწორად დაჭერას და უმაღლდებათ რწმენა
საკუთარი თავის მიმართ როდესაც ახერხებენ წერას ან ხატვას. ეს კუთხე შეიძლება
მოთავსდეს ბიბლიოთეკასთან ახლოს, შეუერთდეს თეატრის კუთხეს ან მოეწყოს
განცალკევებით.

ვიდეო გადაღება

1
საკუთარი თავის ეკრანზე დანახვა ბავშვების უმეტესობისთვის მომაჯადოვებელია.
ინტერვენციონისტმა შეიძლება გადაიღოს თუ როგორ აკეთებენ ბავშვები სპეციალურ
პრეზენტაციას, როგორიცაა მარიონეტების შოუ ან რეგულარული თამაში. ჩანაწერს
ანახებენ ბავშვებს დისკუსიისა და თან მეტყველების სტიმულირებისთვის.

„შეცვალე“

საგნების ტრანსფორმაცია აჯადოვებს ბავშვებს და ეხმარება საკუთარი სამყაროს


აღქმაში. მაგალითები მოიცავს ფქვილის ცვლილებას წყლის დამატებისას ან ფანქრის
ცვლილებას დადნობისას. ტრანსფორმაციის აქტივობები აუმჯობებებს მათემატიკის,
მეცნიერების, პრობლემების გადაწყვეტის და საუბრის უნარებს.

ვაშლის ხილფაფა

ინტერვენციონისტი კითხულობს მოთხრობას- „წვიმა აკეთებს ვაშლის ხილფაფას“.


ბავშვები ჭრიან ვაშლს და ამზადებენ ხილფაფას, ამითვის სჭირდებათ პლასტმასის
დანები, საჭრელი დაფები და დიდი ჯამი. ვაშლს უმატებენ შაქარს და ცოტა დარიჩინს და
შემდეგ გადააქვთ ქვაბში. ინტერვენციონისტი ქვაბს ათავსებს ცეცხლზე, ამატებს წყალს
და ურევს პერიოდულად. ბავშვები უყურებენ თუ როგორ იცვლება ვაშლი.

ფქვილისა და წყლის ნარევი

ბავშვებს აძლევენ პატარა ჯამებს, კოვზებს და წყლიან პიპეტებს. ინტერვენციონისტი


ჯამში ათავსებს ცოტა ფქვილს. ბავშვები ურევენ წყალსა და ფქვილს და უყურებენ
როგორ იცლება ის.

ხილის სალათი

ბავშვები ჭრიან რბილ ხილს პატარა ნაჭრებად. შემდეგ ათავსებენ პატარა ჯამში,
უმატებენ იოგურტს და სიმინდის ბურბუშელას, ან ჰერკულესის ფანტელებს და
მიირთმევენ. ბავშვებს აქვთ საგნებით მანიპულაციის საშუალება აქტივობისთვის
მომზადების, მონაწილეობის მიღების და შემდეგ ალაგების დროს.

სარეცხის ფხვნილი (საბავშვო) და წყალი

სარეცხის ფხვნილს და წყალს ურევენ და იღებენ ქაფს. ეს აქტივობა შეიძლება


შესრულდეს კონტეინერის ფორმის (ამაღლებულ კიდეებიან) მაგიდაზე, ჩვეულებრივ
მაგიდაზე ან კონტეინერში.

პურის გამოცხობა

1
ბავშვები ირჩევენ პურის ყველაზე მარტივ რეცეპტს შემდეგ აგროვებენ საჭირო
ინგრედიენტებს და ჭურჭელს. ურევენ ცომს, ამატებენ კარაქს ტაფაზე, აცხობენ და
შემდეგ ალაგებენ.

გამდნარი ფანქრები

ეს აქტივობა აჩვენებს ბავშვებს თუ რა ხდება ფერების შერევისას და როგორ იქცევა


მყარი თხევადად. დაგვჭირდება ელექტრო ქურა, ქარალდის ხელსახოცები, ფოლგა,
პასტელის ფანქრები, ქაღალდები და საშლელი. ქურა იფარება ფოლგით. როდესაც ქურა
გაცხელდება ბავშვები ხატავენ მასზე პასტელის ფანქრებით. ნახაზები დადნება.
როდესაც ბავშვები დაასრულებენ ხატვას, ფოლგაზე ათავსებენ ქაღალდს. ქარალდს
მაგრად აჭერენ უბრალო საშლელით და შემდეგ მაღლა წევენ. შედეგი ძალიან ლამაზი
გამოდის. უფროსებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ამ აქტივობისას,
მაგრამ ბავშვებს დამოუკიდებლად მუშაობის უფლებაც უნდა მიეცეთ.

იოგურტის კოქტეილი

ეს სასმელი მზადდება ხილის, იოგურტის, წვენის და/ან სხვა გემრიელი, ადვილად


არევადი პროდუქტების შერევით. ბავშვები ირჩევენ, თუ რისგან სურთ კოქტეილის
მომზადება. დარწმუნდით, რომ დაამატონ საკმარისი სითხე. ბავშვები ითვლიან თუ
რამდენი წამი სჭირდება ამ ყველაფრის არევას.

სუპერ სუპი/ქვის სუპი

„ქვის სუპის“ წაკითხვის შემდეგ ინტერვენციონისტი ბავშვებს სუპის გაკეთებას


სთავაზობს. მათ უნდა გარეცხონ ბოსტნეული, დაჭრან და შეურიონ ბულიონი და
სანელებლები. ბავშვებს ეძლევათ სხვადასხვა კონსისტენციის საკვების დაგემოვნების
საშუალება.

ტუალეტის ქაღალდი და წყალი

ტუალეტის ქაღალდი სველდება წყლით და ეფინება საინტერესო ფიგურას გასაშრობად.


წყალი უნდა მივცეთ ბავშვებს დიდი ჭურჭლით რათა ადვილად დაასველონ ქარალდი.

„ამოძრავე“

ბავშვები შეისწავლიან ფიზიკურ სამყაროს ნივთებთან ურთიერთქმედებით, მაგ:


როდესაც პატარა ბავშვი შემთხვევით შეეხება ბურთს და ბურთი გადაგორდება. ბავშვებს
სჭირდებათ თავიანთი სამყაროს ფიზიკური ატრიბუტიკის შეცნობა, რათა განავითარონ

1
შემეცნებითი უნარები. შემდეგი აქტივობები ბავშვებს შეიძლება დაეხმაროს ფიზიკური
სამყაროს აღქმაში.

საწრუპავით გართობა

ბავშვები საწრუპავის გამოყენებით სულს უბერავენ საგნებს, რომლებიც მოთავსებულია


განსხვავებულ ზედაპირზე (მაგ: მაგიდა და წყალი). ბავშვებს ეძლევათ შედარების
საშუალება, თუ რა სახის საგნის დაძვრა უფრო ძნელია. „შენი აზრით რა მოხდება თუ 2
საწრუპავით ერთდროულად შეუბერავ?’ ინტერვენიონისტმა მათ უნდა მისცეს
მოფიქრების საშუალება.

„მოძრავი“ ნახატი

ეს აქტივობა მუშაობს მოტორულ და კოოპერაციულ უნარებზე, ასევე კრეატიულობაზე.


ერთ ერთი ბავშვი დებს ქაღალდს ფირსაკრავზე და ახატავს ბორბალს.
ინტერვენციონისტი ბავშვებს აძლევს მარკერებს, შუაში ამოჭრილ მრგვალ ქაღალდს და
ფანქრებს. ერთი ბავშვი ატრიალებს ფირფიტას (რომელზეც ქაღალდია დადებული),
ხოლო მეორე ხატავს. აქტივობა მოითხოვს ზრდასრულის მკაცრ კონტროლს.

მიზნები

ბავშვებს უყვართ ნივთების მიზანში სროლა, მაგალითად ჩანთების ჩაგდება მოძრავ


კონტეინერში. მინი სამიზნეების გაკეთება შეიძლება კუბიკებით და პატარა მრგვალი
საგნებით. ეს აქტივობა ახალისებს პრობლემების გადაჭრასა და ფიზიკური სამყაროს
შეცნობას.

ბუნების აქტივობები

ბუნება არაჩვეულებრივად ეხმარება ბავშვებს ბუნებასთან მიმართებაში საკუთარი


თავის შეცნობაში. ბავშვები სწავლობენ ბუნების შესახებ ცხოველებზე დაკვივებით,
შეხებით და გაცნობით. ბუნების გასაცნობად, ასევე საჭიროა მაგ. გასეირნებისას
ფოთლების და თესლის შეგროვება, ციყვებზე დაკვირვება, გრილი ტემპერატურის
შეგრძნება. ბუნების მიმართ პატივისცემის სწავლის დროს, რაც მოიცავს მწერებთან,
ჩიტებთან, მცენარეებსა და ცხოველებთან ურთიერთობას, ბავშვებს უნვითარდებათ
ინტერესი და იწყებენ სილამაზის დაფასებას.

ბინოკლი

1
ბავშვები ამზადებენ ბინოკლებს ქარალდის რულნებიდან დარჩენილი მუყაოსა და
ფერადი ან გამჭვირვალე ცელოფნის გამოყენებით. შემდეგ ბავშვები აფერადებენ
მუყაოს, აწეპებენ ერთმანეტზე, ბოლოებში უმაგრებენ ცელოფნებს და აბამენ ძაფს.
როდესაც მუშაობას მორჩებიან მიდიან გასასეირნებლად და ჩიტებზე დასაკვირვებლად.

მწერების ძებნა

ეს აქტივობა ბავშვებს მწერების მიმართ შიშის დაძლევაში ეხმარება. ბავშვები იწყებენ


მწერების ძებნას ხანმოკლე დროით დასაკვირვებლად. აქტივობისთვის მოსამზადებლად
ბავშვები საკლასო ოთახში კონტეინერების ძებნას იწყებენ. ინტერვენიონისტმა
შეიძლება დასვას კითხვები მაგ. რა დასჭირდებათ აქტივობისთვის.

დამატება: დარწმუნით რომ ნაპოვნი მწერები არ არიან შხამიანები. ბავშვები ფრთხილად


უნდა მოექცნენ ცოცხალ არსებებს და დაკვირვების შემდეგ ადგილზე დააბრუნონ.

გასეირნება კოლექციისთვის

ბავშვებს უყვართ ბუნების ნაწილების შეგროვება. კლასი შეიძლება გავიდეს სასეირნოდ


ნებისმიერ სეზონზე და შეაგროვონ ნაპოვნი ბუნებრივი საგნები. ეს აქტივობა
შემოდგომით განსაკუთრებულად საინტერესოა.

დაკვირვება

ინტერვენციონისტი ავსებს მაგიდას ფოთლებით, თხილით, ნიჟარებით, ხავსით,


ყვავილებით და ქვიშით. ის ბავშვებს აძლევს მათი ნებისმიერი გზით გამოყენებისა და
ექპერიმენტების ჩატარების საშუალებას.

ჩიტების გამოკვება

ინტერვენციონისტმა შეიძლება გაუღვივოს ბავშებს ცოცხალი არსებების მიმართ


პატივისცემა სათამაშო მოედანზე ჩიტების მზესუმზირითა და წყლით გამასპინძლებით.
ეს აქტივობა ბავშვებს აძლევს საუბრის უნარების გამომუშავების საშუალებას.

ფოთლების პრინტი

ბავშვები ფოთოლს საღებავს უსმევენ, შემდეგ კი ქაღალდზე დებენ რათა საღებავი


გადავიდეს.

ფოთლების გადახატვა

ბავშვები მიდიან სასეირნოდ და აგროვებენ ფოთლებს. შემდეგ დებენ ფოთოლზე თხელ


ქაღალდს და ფანქრით აფერადებენ.

დასუფთავება

1
ინტერვენციონისტს ბავშვები მიყავს სასეირნოდ. ისინი ერთად აგროვებენ ნაგავს და
ყრიან ნაგვის ყუთებში. ბავშვებს უკეთიათ რეზინის ხელთათმანები.

მცენარეების დარგვა/დათესვა

ეს აქტივობა ბავშვებისთვის დამაჯილდოვებელი პროექტია, რადგან მოიცავს რამდენიმე


ნაბიჯს. აქტივობა ბავშვებს აძლევს ამბის თანმიმდევრულად მოყოლის საშუალებას.
ამბის წაკითხვა მზარდ მცენარეებზე და ეტაპების თანმიმდევრულობის შესახებ,
საწყის/საბაზისო ინფორმაციას აძლევს ბავშვებს. ბავშვები და ინტერვენციონისტები
იწერენ თუ რამდენად გაიზარდა მცენარე.

მარცვლებიანი სახე ან მარცვლებიანი კოლაჟი

გოგრაზე ან სხვა ბოსტნეულზე ჭრიან სახეს. შემდეგ ბავშვები იყენებენ გოგრის გამხმარ
მარცვლებს ან ჩიტის საკენკს, ფურცელზე სახის დასახატად (აწეპებენ ფურცელზე).
ბავშვები მიდიან სასეირნოდ, აგროვებენ მარცვლებს და და ბალახებს კოლაჟების
გასაკეთებლად.

დანართი B

1
დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები

მოთხრობის მიხედვით თამაში


.............................................................................................................

სარეცხის რეცხვა
......................................................................................................................................

სენდვიჩის მომზადება
............................................................................................................................

იდუმალი ყუთი
.......................................................................................................................................

ყვავილის ქოთნების მოხატვა


...............................................................................................................

მოლბერტზე ხატვა
..................................................................................................................................

ყინულის კუბიკებით ხატვა


...................................................................................................................

ზოო მაღაზია
............................................................................................................................................

გირჩებით ჩიტების გამოკვება


...............................................................................................................

საფრთხობელა
..........................................................................................................................................

ტრანსპორტის ნომრების წიგნი


..............................................................................................................

სად არის სპოტი?


.......................................................................................................................................

შესავალი
ამ დანართში შესული 12 ინტერვენციული აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც
ინდივიდულაურ, ასევე ბავშვების დიდ ან პატარა ჯგუფებთანაც. ეს დაგეგმილი

1
ინტევენციული აქტივობები ძირითადად გამოიყენება აქტივობების განსავითარებლად
ცენტრზე დაფუძნებულ და ბავშვთა მოვლის პროგრამებში. ეს ფორმატი
ინტერვენციონისტს შეიძლება დაეხმაროს მოვლელთან ერთად სახლში
შესასრულებელი აქტივობების არჩევისას.

დაგეგმილი ინტერვენციული აქტივობები ამ აპენდიქსიდან მოიცავს ცხრა კომპონენტს,


რომლების დაგვეხმარება ინდივიდუალური ან ჯგუფური მიზნების/ამოცანების
აზრიანად დასახვაში. გეგმა თავიდან ბოლომდე მიყვება აქტივობას, რათა შედეგი იყოს
მაქსიმალური. ესენია:

1. აქტივობის სახელი
2. მასალა, ჩამოთვლილია აქტივობისთვის საჭირო საგნები
3. გარემოს მოწყობა, მოიცავს შემოთავაზებებს გარემოს მოსაწყობად და საგნების
ისე გადასანაწილებლად, რომ ბავშვს მაქსიმალურად გაუადვილდეს მიზნის
მიღწევა.
4. აქტივობების აღწერა
 შესავალი
შესავალი, აქტივობის დაგეგმვა და მოკლე ინფორმაციის მიწოდება აქტივობის
დაწყებამდე.
 მოვლენების თანმიმდევრობა, გვთავაზობს მოვლენების თანმიმდევრობას,
რამაც შეიძლება აქტივობა გაამარტივოს. მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯების
თანმიმდევრობა უმეტეს შემთხვევაში წარმატებულია, გადახვევა მაინც
შესაძლებელია. ბავშვის ნების გაყოლა მისარებია თუ ეს IFSP/IEP-ის
მიზნების/ამოცანების შესრულებას ხელს არ უშლის.
 დასასრული, ბავშვს აცნობებს, რომ აქტივობა სადაცაა დასრულდება და მას
დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. ეს ეხმარებათ მიღებული
გამოცდილების გამყარებაში და სხვა აქტივობაზე ადვილად გადასვლაში.

5. ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა მოიცავს სპეციფიკურ AEPS-


ის მიზნებს/ამოცანებს, რომელთა ინტერგაციაც ხდება აქტივობებში. შეიძლება
სპეციფიკური ამოცანების/მიზნების ინდივიდუალურად, ბავშვთან მუშაობისას,
ჩართვა, და/ან კონკრეტული მიმართულებიდან ძირითადი მიზნების/ამოცანების
გამოყენება ბავშვების ჯგუფში.
6. დაგეგმილი ვარიაციები, გვთავაზობს დამატებით საგნებს, ნაბიჯებს ან ქცევებს,
რომლებიც შესაფერისია მოცემული აქტივობისთვის და ცვლის სწავლის
შესაძლებლობებს ბავშვებისთვის. მაგალითად, მოთხრობის წაკითხვის დროს,
სიტყვების წაკითხვაზე მუშაობისას, ბავშვებს შეიძლება გავაცვლევინოთ წიგნი,
რაც ასევე გაზრდის თანატოლებს შორის ურთიერთობას.

1
7. ლექსიკონი,
ლექსიკონი მოიცავს სიტყვების და/ან სიტყვების და კატეგორიებსი სიას,
რომელთა აქტივობაში გაერთიანებაც მარტივად შეიძლება.
8. თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები, გვავაზობს თანატოლთა
ურთიერთქმედების წასახალისებელ სტრატეგიებს. მაგალითად, წრეში ყოფნის
დროს სთხოვეთ მათ ისეთი სიმღერის არჩევა, რომლის შესრულებასაც პარტნიორი
სჭირდება.
9. მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა შეიძლება გამოვიყენოთ აქტივობების
დასახვეწად. მაგალითად, ინტერვენციონისტმა წრეში ყოფნის დროს შეიძლება
აირჩიოს ბავშვის საყვარელი სიმღერა, რომელსაც ის სახლში მღერის ხოლმე, ან
მშობლები შეიძლება დაესწრონ ბავშვებს მაგ: „დაბადების დღის წვეულების“
აქტივობაზე. დამატებით, ინტერვენციონისტმა მშობლებს შეიძლება მიაწოდოოს
ინფორმაცია კლასში მიმდინარე იმ აქტივობების შესახებ, რომელთა შესრულება
სახლშიც შეიძლება. მაგ. სიმღერა, რომელსაც ბავშვები კლასში ასრულებენ
შეიძლება დისკზე ჩავწეროთ და ბავშვს სახლში გავატანოთ.

დანართში შესული აქტივობების შეცვლა შეიძლება ისე, რომ მოერგოს ბავშვს


ინდივიდუალურად, ან შეიძლება გამოგვადგეს, როგორც აქტივობების „ბანკის“ მოდელი,
რათა გამოვიყენოთ ჩვენი პროგრამის ფარგლებში/გარემოში. დაგეგმილი ინტრვენციული
აქტივობების გამოყენება უზრუნველყოფს წარმატებულ მცდელობებს IFSP/IEP-ის
მიზნიების/ამოცანების მისაღწევად/შესასრულებლად, რადგან მოიცავს ბავშვებისთვის
სასიამოვნო, საჭირო აქტივობებს.

მოთხრობის მიხედვით როლების შესრულება

მასალა

 ცისარტყელა თევზი (მარკუს ფისტერის მიხედვით)


 დიდი ქაღალდის პარკები (ძირში და გვერდებში ამოჭრილი ბავშვის თავისთვის და
ხელებისთვის).
 ფერადი „ფარფლები“. სქელი ქაღალდისგან დამზადებული, ზოგს უნდა ჰქონდეს
გადაკრული ლურჯი ან სხვა ბრჭყვიალა ფერის ცელოფნები.
 ფხრიწები
 ლურჯი ან წითელი შარფები
 კონტეინერები ნივთების ჩასაწყობად

1
გარემოს მოწყობა

მოაწყვეთ სცენა საკლასო ოთახში. მიამაგრეთ 2-3სმ ზომის ოთხკუთხედი ფხრიწები


ქაღალდის ჩანთებს. ფხრიწის მეორე ნაწილი გაუკეთეთ ფარფლებს უკანა მხარეს.
მოათავსეთ სასწორები დიდ კონტეინერში. ბრჭყვიალა სასწორები დადეთ
განცალკევებით (ისინი ეკუთვნის ცისარტყელა თევზს). შარფები დაალაგეთ სცენის
გვერდით.

აქტივობის აღწერა

შესავალი

 მასწავლებელი უკითხავს „ცისარტყელა თევზს“ ბავშვებს. შემდეგ სთხოვს


მათ, რომ შეხედონ სცენას და აცნობებს, რომ მოგვიანებით ექნებათ
მოთხრობის დადგმის/გათამაშების საშუალება (აქტივობის არჩევის დროს).

მოვლენების თანმიმდევრობა

 ბავშვები ირჩევენ, თუ რომელი როლის შესრულება სურთ (ცისარტყელა თევზი,


სხვა თევზი, წყალი)
 ბავშვები, რომლებიც ასრულებენ თევზების როლებს, იცვამენ პარკის კოსტუმს
და იმაგრებენ ფარფლებს.
 დანარჩენი ბავშვები იღებენ შარფებს და ნელა აქანავებენ, ვითომ წყალია.
 ბავშვები წარმოადგენენ მოთხრობას. დადგმის დასრულებისას ცისარტყელა
თევზი სხვა ბავშვებს აძლევს თავის ბრჭყვიალა ფარფლებს.

დასასრული

 დასასრულს მასწავლებელი ბავშვებს მოთხრობის შესახებ ესაუბრება. მაგალითად


სვამს შეკითხვას: „რას გრძნობდა ცისარტყელა თევზი, როდესაც ჰქონდა ლამაზი
ფარფლები, მაგრამ არ ჰყავდა მეგობრები?“; „რა იგრძნო, როდესაც ფარფლები
სხვებსაც გაუზიარა?“; „მოგწონთ როდესაც თქვენს ნივთებს თქვენს მეგობრებს
ათხოვებთ?“

მიზნების/ამოცანების ინტეგრაციის შესაძლებლობები

კოგნიტური სფერო ( B:1, C:3.1, F:1, 1.1, 1.2, G:1.1)


ბავშვები ერთვებიან წარმოსახვით თამაშში ცისარტყელა თევზის დადგმისას.
ალაგებისას ბავშვები ალაგებენ კოსტუმებს და ათავსებენ სხვადასხვა კონტეინერში.

1
დადგმის შემდეგ სთხოვეთ, რომ მოთხრობა თავიდან მოყვნენ. ბავშვები ითვლიან
ფარფლების რაოდენობას თითოეულ „თევზზე“.

სოციალურ-კომუნიკაციური (A 1.1, 1.3)


მოთხრობის წაკითხვისას ბავშვებს ჰკითხეთ თუ რა მოხდება შემდეგ, მათი აზრით.
წარმოდგენის შემდეგ ჰკითხეთ იმ გრძნობების შესახებ, რომელიც დაეუფლათ
განსხვავებული პერსონაჟების შესრულებისას.

სოციალური (A:2.1, 2.2)


ფარფლები მიამაგრეთ ბავშვებს ზურგზე რათა დასჭირდეთ ერთმანეთს დახმარება
მოსახსნელად.

დაგეგმილი ვარიაციები

 ბავშვები დგამენ სხვა, საბავშვო, მათთვის ნაცნობ ზღაპრებს


 გამოიყენეთ დაფა, რათა მიეხმაროთ ბავშვებს ზღაპრის მოყოლაში წრეში
ყოფნისას

ლექსიკონი

 მეგობრები
 ბედნიერი/მოწყენილი
 გაზიარება
 თევზი, ფარფლები
 შარფების და ფარფების ფერები

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები

 ათამაშეთ ბავშვებს როლები რიგ-რიგობით ცისარტყელა თევზის მიხედვით.


 წაახალისეთ ბავშვები, რომ დაეხმარონ ერთმანეთს კოსტუმების გახდა-ჩაცმასა და
ფარფლების დეკორაციების გაკეთებაში.
 განიხილეთ გამოხატული ემოციები ჯგუფში

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა

 ბავშვებს შეუძლიათ დადგან ზღაპარი მშობლისათვის

1
 ბავშვები შეიძლება დაესწრონ დადგმას ადგილობრივ თეატრში მშობლებთან
ერთად

გარეცხვა

მასალა

 სათამაშო სარეცხი მანქანები და საშრობები, ან კარდონის ყუთები ამოჭრილი


„კარით“
 სათამაშო უთო და საუთოო მაგიდა
 2 სარეცხის შესანახი კალათა
 მოზრდილისა და საბავშვო ზომის ტანსაცმელი
 პლასტმასის საკიდები
 ხის სამაგრები
 ბოთლები სარეცხი საშუალებით
 დანაყოფებიანი ჭიქები
 მუყაოს „უჯრები“. მიაწერეთ ან სურათი მიაკარით თითოეულ უჯრას, თუ
რისთვისაა განკუთვნილი (მაისურებისთვის, შარვლებისთვის)
 სარეცხის გასაფენები

გარემოს მოწყობა

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივი მოათავსეთ სპეციალურად მოწყობილ ოთახში.

აქტივობის აღწერა

შესავალი

მასწავლებელი ამცობს ბავშვებს, რომ ძალიან ბევრი გასარეცხი ტანსაცმელი აქვს. შემდეგ
კითხულობს: „რომელი დამეხმარებით გარეცხვაში?“

მოვლენების თანმიმდევრობა

 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს სარეცხის კალათების და გასარეცხი


ტანსაცმელის გადატანაში
 ბავშვები ახარისხებენ ტანსამელს და სარეცხ მანქანაში აწყობენ
 ბავშვები ზომავენ/დარწყავენ სარეცხ საშუალებას და ყრიან/ასხამენ სარეცხ
მანქანაში
 ბავშვებს გარეცხილი სარეცხი გადააქვთ სარეცხი მანქანიდან საშრობში. ნაზი
ქსოვილები შეიძლება დატოვონ ჰაერზე გასაშრობად

1
 ბავშვები იღებენ გარეცხილ ტანსაცმელს საშრობიდან და ათავსებენ კალათაში
 ბავშვები აუთოებენ ტანსაცმელს და შემდეგ საკიდებზე კიდებენ, ან უჯრებში
აწყობენ

დასასრული

 მასწავლებელი აძლევს ბავშვებს ბოლო რომელიმე ნაწილის შესრულების


საშუალებას, სანამ ალაგებას დაიწყებენ
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს ალაგებაში

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

კოგნიტური სფერო (B:1.2, C:1.2)

ბავშვები ახარისხებენ ტანსაცმელს ღია და მუქი ფერების მიხედვით გარეცხვამდე.


უჯრებში აწყობენ ტიპის მიხედვით. წაახალისეთ ბავშვები, რომ ისაუბრონ ტანსაცმლის
ფერზე და დაათვლევინეთ ტანსაცმელი ტიპის მიხედვით.

სოციალურ-კომუნიკაციური (A:1.7, 2.2, 2.4, 2.5)


წაახალისეთ ბავშვები, რომ ისაუბრონ მოვლენების თანმიმდევრობაზე სარეცხის
გარეცხვისას

სოციალური (A:2.1, 2.2, B:1.1, 1.2)


ბავშვები აჩვენებენ ერთმანეთს თუ რომელ უჯრაში რა ჩადეს

დაგეგმილი ვარიაციები
 სცადეთ პირსახოცების გარეცხვა ტანსაცმლის მაგივრად. ავარჯიშეთ ბავშვები
პირსახოცების ოთხკუთხედებად და მართკუთხედებად დაკეცვაში
 მიეცით ბავშვებს შედარებით დიდი ქსოვილები (ზეწარი), რომლის დაკეცვასაც 1-
ზე მეტი ბავშვი დასჭირდება.
 მოიხმარეთ ბავშვები, როდესაც მართლა რეცხავთ

ლექსიკონი

 სარეცხი, სარეცხი საშუალება, სარეცხის კალათა, სარეცხი მანქანა, საშრობი


 გარეცხვა, გაშრობა, დაკეცვა, დაკიდება, ჩალაგება
 უთო, საუთოო მაგიდა
 სარეცხის საკიდი, სამაგრი , უჯრები
 სახელები, ზომები და ფერები (ტანსაცმლის)

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები

1
 დარწმუნდით, რომ ბავშვებს საკმარისი სივრცე აქვთ დავალებების
შესასრულებლად და ეს არ გამოიწვევს ზედმეტ კონფლიქტს
 წაახალისეთ მათი ურთიერთობა, მიეცით ისეთი დავალებები, რომ ერთმანეთის
დახმარება დასჭირდეთ
 მიეცით არასაკმარისი საჭირო ნივთები, რათა ერთად იმუშაონ,

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა

 სთხოვეთ ოჯახებს, რომ დაიხმარონ ბავშვები სარეცხის დარეცხვისას.


 ესაუბრეთ ბავშვებს იმის შესახებ, თუ როგორ რეცხავენ მათ ოჯახებში სარეცხს

სენდვიჩის მომზადება

მასალა

 პური
 არაქისის კარაქი და ჯემი
 პლასტმასის დანები (1 თითოეული ბავშვისთვის)
 თეფშები და ხელსახოცები

გარემოს მოწყობა

თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს მაგიდაზე გამოყოფილი ადგილი სენდვიჩის


მოსამზადებლად. თითოელ თეფშზე მოათავსეთ 2 ნაჭერი პური, ცოტაოდენი არაქისის
კარაქი, ცოტაოდენი ჯემი და პლასტმასის დანა. ბავშვებმა შეიძლება მოისურვონ ფეხზე
დგომა ან ჯდომა. უმჯობესია აქტივობა მიმდინარეობდეს ბევრი ზრდასრულის
თანდასწრებით.

აქტივობის აღწერა

შესავალი

მასწავლებელი უხსნის ბავშვებს, რომ მათ თავად უნდა მოიმზადონ სენდვიჩი


წასახემსებლად. მაგიდასთან მისვლამდე ბავშვები და მასწავლებლები იბანენ ხელებს.
როდესაც ყველა მაგიდასთან შეიკრიბება, მასწავლებელი ბავშვებს უხსნის მოვლენების
თანმიმდევრობას და უწევს ვერბალურ დახმარებას.

მოვლენების თანმიმდევრობა

1
 მასწავლებლები ბავშვებს აჩვენებს, რომ ერთ-ერთი პურის ნაჭერი ჯერ უნდა
უნდა გადადონ. შემდეგ დანით უსვამს ჯერ პურის ერთ ნაჭერს არაქისის კარაქს,
შემდეგ ჯემს მეორე ნაჭერზე. ბოლოს მეორე ნაჭერს ადებს ჯემიან მხარით
პირველ ნაჭერს.
 ამის შემდეგ ბავშვები თავად ამზადებენ სენდვიჩებს.

დასასრული

 როდესაც ბავშვები მორჩებიან მომზადებას, შეუძლიათ სენდვიჩები გაჭრან 2


ნაწილად. ასევე შეიძლება თეფშებზე მიაწერონ თავიანთი სახელები. აქტივობის
შემდეგ ბავშვები მათივე ნახელავით წაიხემსებენ/ისადილებენ.
 აქტივობის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს ეკითხება, ახსოვთ თუ არა რისი
გაკეთებაა საჭირო სენდვიჩის მოსამზადებლად. თუ ბავშვს უჭირს დამახსოვრება,
მასწავლებელი თავიდან ეუბნება და შემდეგ ამეორებინებს.

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

ადაპტაციური (A:2.1, 2.2)


ბავშვები უსვამენ პურზე კარაქს

კოგნიტური (D:1, 1.1)


ბავშვები უყურებენ თუ როგორ მზადდება სენდვიჩი და შემდეგ ამის შესახებ
საუბრობენ. სთხოვეთ ბავშვებს, რომ მოუყვნენ მშობლებს რა მოამზადეს ლანჩისთვის,
როდესაც სახლში წავლენ.

სოციალურ-კომუნიკაციური (A:1.1, 1.4, 1.7, 2.1)


წაახალისეთ ბავშვები, რომ განიხილონ სენდვიჩის მომზადების წესები მაგიდასთან
ჯდომისას. ბავშვებმა შეიძლება ისაუბრონ იმაზე, თუ რომელი საჭმელი მოსწონთ და
რომელი არა, ასევე შეიძლება იწინასწარმეტყველონ,თუ როგორი გემო ექნება მათ
მომზადებულ სენდვიჩს.

სოციალური (B:1, 2, D:1.2)


ბავშვები უსმენენ უფროსების მითითებებს და უყურებენ როგორ აკეთებენ ისინი
სენდვიჩს.

დაგეგმილი ვარიაციები

1
 მასწავლებელმა შეიძლება გადაწყვიტოს აქტივობაში მხოლოდ რამდენიმე ბავშვის
ჩართვა, რადგან საკმარისი ყურადღება მიაქციოს ყველას, ან მთელი ჯგუფი
ერთად ამუშაოს, თუ სხვა მომვლელებიც იქნებიან მასთან ერთად.
 ბავშვებს შესთავაზეთ მრავალი სახის ინგრედიენტი, რათა არჩევანის საშუალება
ჰქონდეთ (ხორცი, ყველი, ბოსტნეული)
 პურზე წასასმელი ინგრედიენტები მოათავსეთ პატარა ჭიქებში.
 მოამზადეთ სენდვიჩები პიკნიკისთვის.

ლექსიკონი
 პირველი, მეორე, მესამე, ბოლო
 თეფშები, დანები
 წასმა
 პური, არაქისის კარაქი, ჯემი
 პირის ნათვალსახელები
 კუთვნილებითი ნაცვალსახელები

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები


 ბავშვები მუშაობენ დამოუკიდებლად სისუფთავის შესანარჩუნებაზე. მათ
შეიძლება ისაუბრონ ერთმანეთში.
 დასვით ბავშვები მაგიდასთან ერთად. განიხილეთ, თუ რა არის საჭირო მაგიდის
მოსაწყობად.

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 მშობლების ჩართვა შესაძლებელია აქტივობაში. ისინი უნდა მიეხმარნონ ბავშვებს.
 სთხოვეთ მშობლებს, რომ დაიხმარონ შვილები სახლში საჭმლის მომზადებისას.

იდუმალი ყუთი

მასალა
 საშუალო ზომის ყუთები დიდი ჩასადებით, რათა ნივთები ადვილად მოვათავსოთ
(ნაჭერი ფარავს ჩასადებს)
 მრავალნაირი „ამოუცნობი“ ნივთი (ის, რასაც ბავშვები იყენებენ ყოველდღიურად:
წიგნები, პლუშის სათამაშოები, ბურთი, ფუნჯები, ხილი)

გარემოს მოწყობა

1
მასწავლებელი წრეში ყოფნის დროს ზის და მუხლებზე უდევს ყუთი. ბავშვები ისე
სხედან, რომ მას უყურებდნენ.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 წრეში ყოფნის დროს მასწავლებელი უხსნის ბავშვებს, რომ მას აქვს ყუთი
სპეციალური შიგთავსით.

მოვლენების თანმიმდევრობა
 მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს, რომ მათ უნდა გამოიცნონ რა საგანი დევს
ყუთში, კითხვების დასმით .
 ის უჩვენებს მაგალითს, თუ როგორი კითხვების დასმა შეიძლება (რა ფერია?, რა
ფორმისაა?, რამხელაა?,რისსთვისაა?)
 როდესაც მასწავლებელი კითხვებზე პასუხობს მახასიათებლები იწერება
ქაღალდზე, რათა ბავშვს გაუადვილდეს გამოცნობა.
 საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აცნობს დამატებით ინფორმაციას.

დასრულება
 გამოცნობის შემდეგ მასწავლებელი იღებს საგანს ყუთიდან და განიხილავს მას.
 შემდეგ წერს/ბეჭდავს დამატებით ინფორმაციას ამ საგანზე და თავად საგანს
სათამაშო კუთხეში ათავსებს, ან იყენებს რომელიმე ჯგუფური აქტივობისას.

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

კოგნიტური (E:2, 2.1, 2.2, F:2)


ამოუცნობი საგნის ყუთში მოთავსების შემდეგ ინტერვენციონისტი წაახალისებს
ბავშვებს, რომ დასვან კითხვები მის გარშემო და გამოიცნონ თუ რა არის. დაწყებამდე
ინტერვენციონისტი ბავშვებს უხსნის თამაშის წესებს.

სოციალ-კომუნიკაციური (A:2, 2.1,2.3, 2.6)


წაახალისეთ ბავშვები, რომ დაიცვან საუბრის წესები აქტივობაში ჩართვისას. მაგ.
წაახალისეთ, რომ მსგავსი რეაგირება მოახდინონ სხვების მიერ წამოჭრილ საკითხებზე:
„რუსიკო ფიქრობს, რომ ეს იჭმევა. შენი აზრით რა ჩაეტეოდა ამ ყუთში?“

დაგეგმილი ვარიაციები
 მასწავლებელს ერთ-ერთი ბავშვი ყავს ასისტენტად არჩეული, რომელიც ეხმარება
კითხვებზე პასუხის გაცემაში
 ბავშვები რიგ-რიგობით ხდებიან ლიდერები

1
 ბავშვებს აქვთ ყუთის სახლში წაღების უფლება და მშობლების დახმარებით
არჩევენ შიგნით ჩასადებ საგნებს.
 მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს თვალსაჩინო საგნები, რომლებიც ძალიან გავს
ყუთში მოთავსებულს.

ლექსიკონი
 იდუმალი ყუთი, მინიშნებები, დამალული
 სიტყვები, რომლებიც გამოიყენება აღსაწერად
 შიგნით/გარეთ

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები

 ბავშვები ეყრდნობიან თავიანთი თანატოლების ნათქვამს


 ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება თანატოლთან განიხილოს მინიშნებები. მეტად
აქტიურმა ბავშვმა შეიძლება დასვას ისეთი კითხვა, რომელსაც მორცხვი ბავშვი
ვერ დასვამს.

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 მშობელმა შეიძლება თავად ეთამაშოს ბავშვს ეს თამაში
 თუ ბავშვმა ყუთი სახლში წაიღო, დაემარეთ მშობლებს შიგნით მოსათავსებელი
ნივთების ამორჩევაში.

ყვავილის ქოთნების მოხატვა

მასალა
 პატარა თიხის ქოთნები
 საღებავები
 საღებავის კონტეინერები (თითო ყველა ფერისთვის)
 ფუნჯები (თითო ყველა ფერისთვის)
 ხალათები
 მცენარის ან ყვავილის თესლი (2 სახეობის, სწრაფად ზრდადი)
 მიწა
 პლასტმასის ნახვრეტიანი ქოთნები
 დიდი გამჭვირვალე პარკები (გაფრთხილება: პარკები შეინახეთ ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას)
 ბრჭყვიალა შესაკრავები

1
 სარწყავები
 წყალი
 მარკერები, რომლებსაც ფერი არ გადასდით

გარემოს მოწყობა
ჩაათარეთ აქტივობა შენობაში ან შენობის გარეთ ბავშვის მაგიდებზე. ერთად დაალაგეთ
ყველა ნივთი.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 აქტივობა არის 2 დღიანი. ორივე დღეს წაუკითხეთ ბავშვებს წიგნი მებაღეობაზე.
 პირველ დღეს ბავშვებს უთხარით: „დღეს მოვხატავთ ყვავილების ქოთნებს“.
 მეორე დღეს: „როდესაც გაშრება დავთესავთ მცენარეებს“.
 ყოველდღე დავაკვირდებით თუ როგორ გაიზრდება.

მოვლენების თანმიმდევრობა
პირველი დღე:
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს საჭირო ნივთების აქტივობის კუთხეში
გადატანაში
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ხალათების ჩაცმაში
 თითოეული ბავშვი ირჩევს ქოთანს
 მასწავლებელი, ან ბავშვი აწერს ქოთანს ბავშვის სახელს
 ბავშვები ხატავენ ქოთანზე
 ქოთნებს ტოვებენ გასაშრობად
მეორე დღე:
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს სარწყავების, მიწის და სხვა საჭირო ნივთების
აქტივობის არეში გადატანაში
 ბავშვები რგავენ მცენარეებს ქოთნებში
 ბავშვები რწყავენ მცენარეებს

დასასრული
 ბავშვები და მასწავლებლები ათავსებენ ქოთნებს პარკში და შესაკრავით კრავენ.
მცენარე უნდა დაიდგას მზიან ფანჯარასთან (თუ ძალიან ცხელა უნდა
გადავდგათ)
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს დალაგებაში
 ბავშვები იხდიან ხალათებს და იბანენ ხელებს
 ბავშვები და მასწავლებელი აკვირდებიან, თუ რამდენად გაიზარდა მცენარე

1
 ქოთანს მანამდე ინახავენ ცელოფანში, სანამ მცენარეები ცოტას არ
წამოიზრდებიან

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

ნატიფი მოტორული (A:1.1, B:3)


ბავშვებ ერთ ხელში ქოთანი უჭირავთ, მეორეთი კი ხატავენ. ვარჯიშობენ ქოთნის ძირში
სახელის მიწერაში

ადაპტაციური (A:2.3, C:1.1, 1.2, 3.1, 3.2)


ბავშვები ასხამენ სარწყავიდან წყალს ქოთანში. ეხმარებიან ერთმანეთს ხალათის
შესაკრავების გახდასა და შეკვრაში.

კოგნიტური (A:1.1, 2.1, G:1.1)


ისაუბრეთ ყოველი ბავშვის ქოთნის ფერებზე. დაითვალეთ მოხატული ქოთნები.
როდესაც მცენარეები დაიწყებენ გაზრდას, დაითვალეთ რამდენი მცენარეა თითოეულ
ქოთანში. ისაუბრეთ ხარისხობრივ ცნებებზე, როგორიცაა: სველი/მშრალი და
სუფთა/ჭუჭყიანი. მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ შეასრულონ მითითებები
აქტივობისას.

სოციალურ-კომუნიკაციური (A:1.1, B:5)


ესაუბრეთ ბავშვებს ქოთნებზე, მცენარეებზე, თესლზე, დათესვის პროცესზე. აუხსენით
როგორ გარდაიქმნება თესლი მცენარედ, რადგან დაიწყონ შეკითხვების დასმა.
ალაპარაკეთ ბავშვები იმის შესახებ, თუ რა მოხდება რამდენიმე დღეში

სოციალური (A:2.1, 2.3)


იქონიეთ მხოლოდ 1 კონტეინერი და ფუნჯი 1 ფერისთვის, რათა წაახალისოთ ბავშვების
კომუნიკაცია. ბავშვები ადარებენ ერთმანეთის მცენარეებს გაზრდის შემდეგ.

დაგეგმილი ვარიაციები
 ბავშვების ჯგუფს მოახატინეთ დიდი ქოთანი ერთად
 მოახატინეთ ოთახის ყვავილები რომლების გაქვთ კლასში, რათა ბავშვებმა მათი
მოვლა განაგრძონ

ლექსიკონი
 მცენარე, გაზრდა, გაზრდილი
 თესლი, ყვავილი, ონკანი
 საღებავი, ქოთანი, ფუნჯი

1
 ფერები, ონკანების და ქოთნების რაოდენობა, ზომის ცნება
 სველი/მშრალი, ჭუჭყიანი/სუფთა
 ნაცვალსახელები

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები


 შესთავაზეთ საგნები შეზღუდული რაოდენობით, რათა გაუზიარონ ერთმანეთს
 საგნები, რომლებიც ძალიან მძიმეა ერთი ბავშვისთვის, წაახალისებს
ურთიერთობებს, დახმარების თხოვნას, დახმარებას
 წაახალისეთ ბავშვები, რომ დაეხმარონ ერთმანეთს დავალებების შესრულებაში

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 ოჯახებმა შეიძლება დარგონ ბოსტნეული საკუთარ ბაღში
 უქმე დღე მებაღეობის დღედ ამოირჩიეთ. მოიწვიეთ მშობლები და ბავშვები
დასახმარებლად და სთხოვეთ ბავშვებს, რომ სახლშიც ილაპარაკონ მებაღეობაზე.

მოლბერტზე ხატვა

მასალა
 საღებავები (4 ფერი)
 კონტეინერები შესაბამისი ფერის თავსახურებით (სულ 8 ცალი)
 8 ფუნჯი
 სინი ნივთების სატარებლად
 დიდი ქაღალდი
 მოლბერტი
 2 ხალათი შესაკრავებით
 საბავშვო მაკრატელი
 მარკერი

გარემოს მოწყობა
მოათავსეთ მოლბერტი ბრეზენტზე შენობაში ან შენობის გარეთ. მასზე ჩამოკიდეთ
ხალათები. სახატავი ნივთები დააწყვეთ დიდ საბავშვო მაგდაზე.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს დახმარებას სახატავი გარემოს მოსაწყობად.

მოვლენების თანმიმდევრობა

1
მოწყობა:
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებლებს საღებავის კონტეინერებში გადასხმაში
(თითო ფერი 2 კონტეინერში)
 ბავშვები არჩევენ ფერის შესაბამის თავსახურებს
 ბავშვებს მიაქვთ კონტეინერები მოლბერტთან
 ბავშვები ითვლიან 8 ფუნჯს და ათავსებენ კონტეინერებში
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ქაღალდის და სხვა საჭირო ნივთების
მოლბერტთან გადატანაში
ხატვა:
 ბავშვები ჭრიან დიდი ქაღალდისგან ფურცელს
 ბავშვები კიდებენ ფურცლებს მოლბერტის ორივე მხარეს
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ხალათების ჩაცმაში
 ბავშვები ხატავენ
 ბავშვები აწერენ თავიანთ სახელებს ნახატებს
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს სურათის ჩამოხსნაში და გასაშრობად წაღებაში
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ხალათების გახდაში

დასასრული
 ბავშვები აღებულ ნივთებს უკან აბრუნებენ
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს სურათების გადატანაში და გასაშრობად
ჩამოკიდებაში, შემდეგ მასწავლებელთან ერთად რეცხავენ კონტეინერებსა და
ფუნჯებს

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

ნატიფი მოტორული (A:2.2)


ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს დიდი ქაღალდიდან ფურცლის ამოჭრაში

ადაპტაციური (C:1.1, 1.2, 3.1, 3.2)


ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ხალათის შეკვრასა და გახსნაში

კოგნიტური (A:1.1, 2.1, C:1, 1.1)


დაასახელეთ ფერების სახელები აქტივობისას და ჰკითხეთ ბავშვებს, რომელი ფერით
ხატავენ. ისაუბრეთ ცნებებზე როგორიცაა: შიგნით/გარეთ, სველი/მშრალი, დღეს/ხვალ
(მაგ: „როდის გაშრება ნახატი?“). სთხოვეთ ბავშვებს, რომ შეასრულონ მითითებები
აქტივობის განმავლობაში.

სოციალურ-კომუნიკაციური (A:1.7, B:5)

1
წაახალისეთ ბავშვები, რომ ესაუბრონ ერთმანეთს თავიანთ ნახატებზე

სოციალური (A:2.1, B:1.1)


ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს სურათების გადატანასა და გასაშრობად ჩამოკიდებაში

დაგეგმილი ვარიაციები
 ბავშვები ქმნიან საკუთარ ფერებს საღებავების შერევით
 ბავშვები ხატავენ კედელზე
 მოიწვიეთ ადგილობრივი მხატვრები კლასში

ლექსიკონი
 საღებავი, ხატვა, ფუნჯი, ხალათი, მაკრატელი,მოლბერტი
 მხატვარი
 შიგნით/გარეთ, მშრალი/სველი, დღეს/ხვალ
 საღებავის ფერები
 სწრაფად ხატვა, ნელა ხატვა

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები


 შესთავაზეთ საგნები შეზღუდული რაოდენობით, რათა გაუზიარონ ერთმანეთს
 წაახალისეთ ბავშვები, რომ შეხედონ და აზრი გამოთქვან ერთმანეთის ნახატებზე
 წაახალისეთ ბავშვები, რომ დაეხმარონ ერთმანეთს დავალებების შესრულებაში

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 სთხოვეთ მშობლებს, რომ ეწვიონ ადგილობრივ მუზეუმს ბავშვებთან ერთად
 სთხოვეთ მშობლებს, რომ ჩამოკიდონ ბავშვების ნახატები

ყინულის კუბებზე ხატვა

მასალა
 საბავშვო სკამები და მაგიდები
 ყინულის გასაკეთებელი ჭურჭელი
 პატარა დოქები
 წყალი
 საკვები საღებავი
 ნაყინის ჯოხები
 მარკერები

1
 ქაღალდები
 საყინულე
 ხალათები
 ღრუბელი

გარემოს მოწყობა
ეს აქტივობა არის 2 დღიანი. პირველ დღეს მაგიდაზე დააწყვეთ ყინულის ჭურჭელი,
წყლიანი დოქები, საკვები საღებავი და ნაყინის ჯოხები. მეორე დღეს, როდესაც ყინული
მომზადდება დადეთ დასახატად მაგიდაზე ფურცლებთან ერთად.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 მასწავლებელი ამბობს: „გახსოვთ წყალი, საკვები საღებავი და პიპეტები რომ
გამოვიყენეთ სახატავად? ახლაც დაგვჭირდება წყალი და საკვები საღებავი,
მაგრამ ამჯერად წყალს გავყინავთ“.
მოვლენების თანმიმდევრობა
დღე 1:
 ბავშვები იცვამენ ხალათებს
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს საყინულე ფორმების წყლით გავსებაში
 ბავშვები ამატებენ საკვებ საღებავს ფორმებში
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს ფორმების მაცივრის საყინულეში
მოთავსებაში
 ბავშვები იცდიან 1 საათს, რომ წყალი ნაწილობრივ გაიყინოს. შემდეგ ამოწმებენ.
 ბავშვები ამატებენ ნაყინის ჯოხებს ყინულის ფორმებში და ეხმარებიან
მასწავლებელს მის საყინულეში დაბრუნებაში
დღე 2:
 როდესაც წყალი ბოლომდე გაიყინება, მას ათავსებენ მაგიდაზე და ბავშვები
იცვამენ ხალათებს
 ბავშვებს ყინული აქვთ ნაყინის ჯოხზე წამოცმული და ხატავენ ფურცლებზე

დასრულება
 ბავშვები აწერენ ნახატებს თავიანთ სახელებს, მიაქვთ გასაშრობად და ეხმარებიან
მასწავლებელს გამოყენებული ნივთების ნიჟარაში ჩაწყობაში.
 შემდეგ რეცხავენ ჭურჭელს და წმენდენ მაგიდას ღრუბელით.
 ბავშვები განიხილავენ, თუ რომელი ფერით დახატეს, რა მოუვიდათ ყინულის
კუბებს და რა შეგრძნება ჰქონდათ.

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

1
ადაპტაციური (C:1.1, 1.2)
ბავშვები კრავენ ხალათების შესაკრავებს

კოგნიტური (ადაპტაციური A:1.1, 2.1)


ბავშვები საუბრობენ ყინულის კუბების ფერებზე და ცნებებზე, როგორიცაა:
სველი/მშრალი, გაყინული/დამდნარი, ცარიელი/სავსე, ახლა/მოგვიანებით, ცივი.

სოციალური (A:2.1, 2.3)


ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ხალათების ჩაცმაში და უზიარებენ ყინულის კუბებს.
მიაწოდეთ შეზღუდული რაოდენობის საჭირო ნივთები.

დაგეგმილი ვარიაციები
 ბავშვებს ერთად დაახატინეთ დიდ ქაღალდზე, რათა შემდეგ კედელზე გააკრათ
 გამოიყენეთ ყინულის კუბები ტროტუარებზე სახატავად თბილ ამინდში
 მოამზადებინეთ ბავშვებს საკუთარი ჯოხიანი ნაყინები სხვადასხვა წვენების
გამოყენებით

ლექსიკონი
 წყალი, ცივი, სველი, გაყინული, გაყინვა, დადნობა, გადასხმა, მიწოლა, დამატება
 ნაყინის ჯოხები, ყინულის ჭურჭელი, საკვები საღებავი
 ფერები, ფერების ცნებები (ღია, მუქი)
 საღებავი, ქაღალდი
 ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვები
თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები

 შესთავაზეთ საგნები შეზღუდული რაოდენობით, რათა გაუზიარონ ისინი


ერთმანეთს
 წაახალისეთ ბავშვები, რომ შეხედონ და აზრი გამოთქვან ერთმანეთის ნახატებზე
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს ყინულის ჭურჭელის მაცივრის საყინულესთან
მიტანაში

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 სთხოვეთ მშობლებს, რომ სახლშიც მოამზადონ ყინულის კუბები. მათი
გამოყენება შეიძლება საკვებადაც და ბანაობის დროს თამაშის მიზნითაც.
 მშობლები შეიძლება ესაუბრონ ბავშვებს გაყინული/დამდნარის და ცივი/თბილის
ცნებებზე.

1
ზოომაღაზია

მასალა
 სალარო
 სათამაშო ფული
 ცხოველების საკვები ქილებში ან ჩანთებში
 აქსესუარები ცხოველებისთვის (საყელო, სათამაშოები, გალია)
 პლასტმასის და პლუშის სათამაშოები
 სათამაშო ბარათები და კალათები
 ქაღალდის ჩანთები

გარემოს მოწყობა
მოათავსეთ სათამაშო ცხოველები, მათი საკვები და აქსესუარები დაბალ თაროზე.
იქვე გამოყავით ადგილი სალაროსთვის და დაუწყვეთ სათამაშო ფული, კალათები და
ჩანთები საბავშვო მაგიდაზე. მასწავლებელი თავად აწყობს გარემოს, ან იხმარს
ბავშვებს.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 მასწავლებელი უკითხავს ბავშვებს ზღაპრებს ცხოველებზე. ბავშვებთან ერთად
განიხილავს ცხოველებს და ეკითხება რამდენად უყვართ და უვლიან.
 შემდეგ ეუბნება, რომ შეძლებენ „ზოომაღაზიობანას“ თამაშს თავისუფალი
არჩევანის დროს.

მოვლენების თანმიმდევრობა
 ბავშვები ირჩევენ როლებს სათამაშოდ (კონსულტანტი, მომხმარებელი)
 ბავშვები „ყიდულობენ“ ცხოველებს და მათ აქსესუარებს, არჩეულ ნავაჭრს
აწყობენ კალათაში
 ბავშვები იხდიან ფულს სალაროში
 კონსულტანტები ნავაჭრს პარკებში აწყობენ

დასასრული
 მასწავლებელი აფრთხილებს ბავშვებს, რომ მაღაზია მალე დაიხურება.
მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, თუ რომელი ცხოველები და აქსესუარები
იყიდეს და რამდენი გადაიხადეს.

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

1
კოგნიტური (A:2.1, B:1)
ალაგებისას სთხოვეთ ბავშვებს, რომ სათამაშო ცხოველები კატეგორიების მიხედვით
დააწყონ. ისაუბრეთ ცხოველების მახასიათებლებზე (ბეწვიანი, ფუმფულა, გამხდარი,
დიდი).

სოციალურ-კომუნიკაციური (A:1.2, 1.3, 1.4, B:5)


ბავშვები საუბრობენ „ნაყიდ“ ცხოველებსა და აქსესუარებზე

სოციალური (D:2.2)
ისაუბრეთ იმაზე, თუ რა გრძნობებს იწვევენ ცხოველები ჩვენში (გვაბედნიერებენ,
გვაშინებენ)

დაგეგმილი ვარიაციები
 ბავშვები აგროვებენ პლუშის სათამაშო ცხოველებს, რომლებიც „გაიყიდება“
ზოომაღაზიაში
 „დაგავიწყდეთ“ მნიშვნელოვანი კომპონენტების მიწოდება, მაგ. ფულის
 ბავშვები წყვეტენ უნდათ თუ არა კლასში ცხოველი, რომელი და როგორ
მოუვლიან მას. ამის შემდეგ ბავშვები შეიძლება წავიდნენ ზოომაღაზიაში და
იყიდონ.

ლექსიკონი
 ცხოველების სახელები
 ცხოველების ხმები
 მაღაზია, ყიდვა, ფულის დასახელება (თეთრი, ლარი)
 საწოლი, საჭმელი, წყალი, ღვედი
 ცოცხალი, თავის მოჩვენება
 დათვლა
 აღწერითი სიტყვები ცხოველებზე

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები


 ბავშვები ურთიერთობენ მაღაზიაში როლების მიხედვით
 ბავშვები უზიარებენ ერთმანეთს კალათებს და ბარათებს
 ბავშვები უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორ უვლიან თავიანთ ცხოველებს

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 წაახალისეთ ბავშვები, რომ წაიყვანონ თავიანთი ცხოველები სკოლაში
 როდესაც ცხოველებს სჭირდებათ ვეტერინარი, სთხოვეთ მშობლებს, რომ
ბავშვებიც თან წაიყვანონ

1
გირჩით ჩიტების გამოკვება

მასალა
 გირჩები (თითო ბავშვზე)
 ზონრები (თითო ბავშვზე)
 არაქისის კარაქი
 დიდი კოვზები
 პლასტმასის დანები
 საკენკი
 ქაღალდის თეფშები
 წებოვანი იარლიყები
 მარკერები

გარემოს მოწყობა
წამოიწყეთ ეს აქტივობა შენობაში ან შენობის გარეთ საბავშვო მაგიდაზე. მოათავსეთ
საჭირო ნივთები ბავშვებისთვის მისაწვდომად.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს: „დღეს ჩვენ შევქმნით ჩიტების გამოსაკვებ
მოწყობილობას. გინახიათ როგორ ჭამენ ჩიტები? როდესაც ჩიტებს საკენკს
დავუყრით, ისინი მოგვიახლოვდებიან და უკეთ დავინახავთ. ჩიტებს
განსაკუთრებით მოსწონთ არაქისის კარაქი და მარცვლეული. ჩვენ ამას
ჩავაწყობთ გირჩებში და ისინი აკენკავენ“.

მოვლენების თანმიმდევრობა
 ბავშვები ირჩევენ გირჩებს
 მასწალებლები ეხმარებიან ბავშვებს, რომ გირჩებზე მიამაგრონ ზონრები
 ბავშვები წერენ თავიანთ სახელებს იარლიყებზე. მასწავლებელი ამაგრებს
იარლიყებს გირჩებზე
 ბავშვები ეხმარებიან მასწავლებელს არაქისის კარაქის ჯამში გადატანაში
 ბავშვები რიგირგობით ურევენ არაქისის კარაქს რათა დაარბილონ ის
 ბავშვები პლასტმასის დანით უსვამენ არაქისის კარაქს გირჩებს
 ბავშვები ყრიან საკენკს ქაღალდის თეფშებზე
 ბავშვები ავლებენ კარაქიან გირჩებს საკენკში

1
დასასრული
 მასწავლებელს გაჰყავს ბავშვები გარეთ, სადაც ისინი ხეებზე ამაგრებენ გირჩებს
 ჯგუფი ბრუნდება კლასში და ბავშვები მასწავლებელს ალაგებაში ეხმარებიან
 ბავშვები იბანენ ხელებს

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

ნატიფი მოტორული (B:3)


ყველა ბავშვს შეუძლიათ დაწერონ თავიანთი სახელები იარლიყებზე

ადაპტაციური (A:2.1, 2.2, 2.4)


ბავშვებს გადააქვთ არაქისის კარაქი ჯამში, ურევენ დასარბილებლად და უსვამენ
გირჩებს პლასტმასის დანით.

კოგნიტური (A:2.1,3.1, d:1, E:1)


ბავშვები ასრულებენ მითითებებს აქტივობის განმავლობაში. წაახალისეთ ბავშვები, რომ
ისაუბრონ გამოყენებული საგნების სტრუქტურაზე (მაგარი, რბილი) და გირჩების
ადგილმდებარეობაზე. როდესაც მომვლელები გამოიყვანენ ბავშვებს სკოლიდან,
სთხოვეთ ბავშვებს, რომ ილაპარაკონ აქტივობაზე.

სოციალური (A:1.3, 2.1, 2.3)


ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს გირჩების ხეებზე ჩამოკიდებაში. ბავშვები რიგრიგობით
უსვამენ გირჩებს არაქისის კარაქს და ერთმანეთს უზიარებენ თეფშებს.

დაგეგმილი ვარიაციები
 ჩამოკიდეთ გირჩები კლასში და ბავშვებს წაასმევინეთ არაქისის კარაქი. შემდეგ
აალაგებინეთ

ლექსიკონი
 ჩიტები, ჩიტების ჯიშები
 გირჩები
 არაქისის კარაქი, საკენკი
 არევა, წასმა
 აღწერითი ხასიათის სიტყვები
 ადგილმდებარეობის სიტყვები

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები

1
 ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ჭურჭელს და ინგრედიენტებს
 ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს გირჩებზე ზონრების მიმაგრებაში

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 ოჯახებს შეუძლიათ ჩამოკიდონ ჩიტების სახლები ეზოში ან სახლში
 მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ ბინოკლები ქაღალდის რულონების მუყაოსგან,
ჩიტებზე დასაკვირვებლად

საფრთხობელები
მასალა

 „პატარა მოხუცი ქალბატონი, რომელსაც არაფრის ეშინოდა“ ლინდა ვილიამსისგან


(1986)

 სათამაშო შაშვი სუვენირების მაღაზიიდან, ან დამზადებული მუყაოს


ქაღალდისგან (ორი დიდი და ორი პატარა)

 ბინოკლები

 საგნები მოთხრობისთვის (თეთრი ხელთათმანები, მაღალი შავი ქუდი, შარვლები,


პლასტიკური გოგრის თავი)

 სასცენო სამოსი საფრთხობელისთვის (საცვლები, გრძელმკლავებიანი მაისური)

 სურათები წინა ექსკურსიიდან (შემოდგომა სასურველია)

 საბავშვო ცოცხები

 პლასტმასის გოგრის ჩანთები გამხმარი ფოთლებისთვის

 წიგნების არჩევანი შემოდგომის თემაზე (მაგ. წიგნები საფრთხობელების შესახებ,


გოგრები, ჩიტები და ფოთლები

გარემოს მოწყობა
დააწყვეთ წიგნები ემოდგომის შესახებ თაროებზე და რამდენიმე ბინოკლი მაგიდაზე.
შაშვები თავსდება ოთახში ისე, რომ ყველა ბავშვმა იპოვოს. ოთახში გამოფენილია წინა
ექსკურსიის სურათებიც. იქონიეთ მშრალლი ფოთლები თუ გამხმარი არ მოიპოვება
ეზოში. აქტივობა იწყება წრეში ყოფნის დროს წიგნის კითხვით. დანარჩენი გრძელდება
გარეთ.

1
აქტივობის აღწერა
შესავალი
 მასწავლებელი უხმობს ბავშვებს ზღაპრის წასაკიხად. როდესაც ბავშვები
დასხდებიან მასწავლებელი იწყებს ჩიტების ძებნას ბინოკლის გამოყენებით. ის
ეკითხება ბავშვებს ჩიტების შესახებ.

მოვლენების თანმიმდევრობა
 მასწავლებელი წიგნის კითხვისას საჭირო ნივთებს წინ იწყობს
 შემდეგ ბავშვები საგნების წინ დგებიან და „პატარა მოხუცი ქალბატონის“ როლს
ირგებენ
 ამ საგნების გამოყენებით ბოლოს აიწყობა საფრთხობელა
 მასწავლებელი ეუბნება მათ, რომ გადიან გარეთ ჩიტების საძებნელად,
ფოთლების შესაგროვებლად და საფრთხობელას გასაკეთებლად
 კლასი გადის გარეთ და ბავშვები რიგ-რიგობით ეძებენ ჩიტებს ბინოკლის
გამოყენებით
 შემდეგ ბავშვები რიგ-რიგობით ტენიან საფრთხობელის ტანსაცმელს ფოთლებით

დასასრული
 მასწავლებელი და ბავშვები საფრთხობელას კარებთან ათავსებენ.

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

ადაპტაციური (C:1, C:3)


ბავშვები კრავენ და ხსნიან ტანსაცმელის შესაკრავებს

სოციალ-კომუნიკაციური ( A:1.1, 2.1 F: 1.2)


ბავშვები აღწერენ ნანახ ჩიტებს. დგამენ სცენებს ჩიტების შესახებ

სოციალური (A:1.3, 2.1, 2.3)


ბავშვები რიგ-რიგობით იყენებენ ბინოკლებს. ისინი ერთად მუშაობენ საფრთხობელას
ფოთლებით გატენაზე

დაგეგმილი ვარიაციები
 ბავშვები აგროვებენ ფოთლებს „მეცნიერების მაგიდისათვის“
 იქონიეთ მეორე წყვილი ტანსაცმელი, რათა ბავშვებმა საფრთხობელებივით
ჩაიცვან
 დაწერეთ მოქმედების გამომხატველი სიტყვები ბარათებზე და მოათავსეთ იმ
საგნებთან, რომლებიც ზღაპარშია ნახსენები

1
ლექსიკონი
 ჩიტები
 ფერები, ციფრები
 ტაში, კაკუნი, ქანაობა, რყევა, ფრენა
 ტანსაცმლის ტიპები
 სხეულის ნაწილები
 დიდი/პატარა

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები

 ბავშვები ერთად ავსებენ ჩანთებს და აკეთებენ საფრთხობელებს


 ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ნივთებს
 ბავშვები ასრულებენ როლებს ერთად

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 მოიწვიეთ მშობლები, რომ ბავშვებთან ერთად შეასრულონ როლები მოთხრობების
მიხედვით
 დაგეგმეთ ექსკურსია ოჯახებთან ერთად გოგრების მდელოში
 სახლში გააგზავნეთ ილუსტარციები ზღაპრებიდან რათა ბავშვებმა მშობლებთან
ერთად გაიხსენონ ისინი

ტრანსპორტის ნომრების წიგნები

საჭირო ნივთები
 მრგვალი საბავშვო მაგიდები და სკამები
 დასარტყმელი ბეჭდები მანქანების გამოსახულებით
 ბეჭდების დასადებები
 სტიკერები მანქანებით
 ჭურნალებიდან ამოჭრილი მანქანების სურათები
 წებო
 კალათი ან კონტეინერი
 თეთრი ქაღალდისგან გაკეთებული პატარა წიგნები, ყდა უნდა იყოს ფერადი
ფურცლით დაფარული და გვერდები დანომრილი 1-დან 10-მდე
 მანქანებიანი წიგნი რიცხვების მოდელად გამოსაყენებლად. (მაგ: მე-8 გვერდზე
ხატია 8 მანქანა)
 მარკერები ან ფანქრები

1
გარემოს მოწყობა
მოათავსეთ წიგნებით, ბეჭდებით, სტიკერებით, სურათებით, ბეჭდების დასადებით და
მარკერებით სავსე კონტეინერი მაგიდის შუაში

აქტივობების ღწერა
შესავალი
 მასწავლებელი ამბობს: „დღეს ჩვენ გავაკეთებთ წიგნს განსხვავებული მანქანების
სურათებით. დაიმახსოვრეთ, ჩვენ მსუბუქი მანქანებს, ავტობუსებს და ნებისმიერ
სხვა „მოწყობილობებს“ (რომლებიც დადიან), ტრანსპორტს ვუწოდებთ. ვის
შეუძლია სხვა სახის ტრანსპორტის მოფიქრება?“
 განხილვის შემდეგ ის ბავშვებს ეკითხება: „ვის სურს ჩემი გაკეთებული წიგნის
ნახვა?“

მოვლენების თანმიმდევრობა
 მასწავლებელი აჩვენებს წიგნს ბავშვებს და უხსნის, თუ რის მიხედვითაა
გვერდები დანომრილი
 მასწავლებელი აწვდის ცარიელ წიგნს ყველა ბავშვს
 ბავშვები ირჩევენ ბეჭდებს, სტიკერებს და ჟურნალებიდან ამოჭრილ სურათებს
 ბავშვები აწყობენ წიგნს და აფორმებენ ფერადი ფანქრების გამოყენებით

დასასრული
 მასწავლებელი წინასწარ აფრთხილებს ბავშვებს, როცა დალაგების დრო
ახლოვდება
 მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს ბავშვებს წიგნზე სათაურის დაწერას და
ეხმარება ამაში
 ბავშვები ყდაზე წერენ თავიანთ სახელებს
 ბავშვები აბრუნებენ ნივთებს კალათაში

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

ნატიფი მოტორული (A:1)


ბავშვებ ერთ ხელში უჭურავთ წიგნი, მეორით კი წერენ/ბეჭედს ურტყამენ

კოგნიტური (A:1, B:1, G:1.1, 1.2)


ბავშვებს მრავალი შესაძლებლობა აქვთ ტრანსპორტის ფერების, ზომების და ფორმების
დათვილისთვის. ისინი აწყვილებენ მანქანებს ფუნქციის, ტიპის და ფიზიკური
ატრიბუტიკის მიხედვით.

1
სოციალური ( A:1.3, 2.3)
ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ნივთებს და სთხოვენ გადაწოდებას

დაგეგმილი ვარიაციები
 იქონიეთ სათამაშო ტრანსპორტი და დაეხმარეთ ბავშვებს მათ დათვლაში
აქტივობებისას
 გააკეთეთ მსგავსი წიგნები სხვა თემაზე (ხილი, ბოსტნეული, ტანსაცმელი)
 უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის წიგნი იყოს 5 გვერდიანი
 გამოიყენეთ ტრაფარეტები მანქანის გამოსახულებით

ლექსიკონი
 წიგნი, ავტორი, სათაური, ილუსტრაცია
 ყდა
 ციფრები 1-დან 10-მდე
 ტრანსპორტის ტიპები
 აღწერილობითი სიტყვები
 ნაცვალსახელები

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები


 ბავშვები დააწყვილეთ განსხვავებული განვითარების დონის მიხედვით, რათა
დაეხმარონ ერთმანეთს
 წაახალისეთ, რომ ნივთები ერთმანეთს გაუზიარონ
 წაახალისეთ ბავშვები, რომ შეადარონ და ისაუბრონ თავიანთ წიგნებზე

მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 წაახალისეთ ოჯახები, რომ დაითვალონ განსხვავებული ტრანსპორტი მანქანით
გადაადგილებისას
 სთხოვეთ მშბლებს, რომ წაიყვანონ ბავშვები ბიბლიოთეკაში, სადაც შეძლებენ
მანქანების ტიპების დათვალიერებას

სად არის სპოტი (ლეკვი)?

მასალა
 წიგნი „სად არის სპოტი?“’ (ერიკ ჰილი)
 პლუშის ძაღლი
 ორი დიდი პიკნიკის ტიპის კალათა თავსახურით

1
 ორი ჯამი: ერთი ცარიელი, მეორე ძაღლის მშრალი საჭმლით ან სათამაშო საჭმლის
სავსე
 სხვა წიგნები ძაღლებზე

გარემოს მოწყობა
დაალაგეთ წიგნები ძაღლების შესახებ თაროებზე. აქტივობა იწყება საკითხავ კუთხეში,
სადაც მასწავლებლები და ბავშვები კითხულობენ წიგნს: „სად არის სპოტი?“ ორი ჯამი
მოთავსებულია მასწავლებლის წინ (ერთი სავსე, ერთი ცარიელი). კალათა დამალულია.

აქტივობის აღწერა
შესავალი
 მასწავლებელი ამბობს: „მაქვს წიგნი ძაღლ სპოტსა და დედამისის, სალის
შესახებ“.
 ის რთავს ბავშვებს მათ შინაურ ცხოველებზე საუბარში.

აქტივობების თანმიმდევრობა
 მასწავლებელი იწყებს წიგნის კითხვას და ამბობს: „სპოტს არ უჭამია. სად
შეიძლება იყოს?“ ის კითხულობს სავსეა თუ ცარიელია ჯამი და მიუთითებს
მასზე.
 წაკითხვისას ის შლის გვერდებს, კითხულობს სიტყვას: „არა“ და შემდეგ
დამარცვლით ამბობს „ა-რ-ა“. ის სთხოვს ბავშვებს, რომ დაასახელონ ყოველ
გვერდზე გამოსახული ცხოველის სახელი და აღწერონ თუ სადაა ის.
 მასწავლებელს გამოაქვს კალათა, როდესაც წიგნში კუ ამბობს: „კალათი
შეამოწმეთ“. ხსნის კალათს და პოულობს სპოტს.
 შემდეგ მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, სურთ თუ არა „სად არის სპოტის“
თამაში
 მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, რომ დახუჭონ თვალები და თავები დახარონ.
პირველ რიგში ის მალავს სპოტს. ინტერვენციონისტი სთხოვს მათ, რომ გაახილონ
თვალები და ირჩევს პირველ ბავშვს სპოტის საპოვნელად. ბავშვი ბრუნდება
ჯგუფში და ამბობს სად და როგორ იპოვა სპოტი.
 იგივე ბავშვი მალავს სპოტს და ჯგუფთან დაბრუნებისას ეუბნება მათ, რომ
თვალები გაახილონ. ის ირჩევს სხვას სპოტის მოსაძებნად.
 თამაში გრძელდება მანამ, სანამ ყველა არ იპოვის სპოტს.

ბავშვის მიზანის/ამოცანის ჩართვის შესაძლებლობა

სოციალ-კომუნიკაციური (A:2, G:1.5)

1
წაახალისეთ ბავშვები, რომ დაიცვან საუბრის წესები ცხოველებზე დისკუსიისას. წრეში
დასმული ბავშვები ასაუბრეთ რიგ-რიგობით. გაამახვილეთ ყურადღება მათი
მეტყველების უნარებზე. სთხოვეთ, რომ ერთმანეთი გამოკითხონ საკუთარ შინაურ
ცხოველებზე

სოციალური (A:1.3, 2.2, B:2)

თამაშში ყველა ბავშვს აქვს სპოტის დამალვისა და პოვნის საშუალება. თუ ბავშვს


უჭირს საკუთარ რიგამდე მოთმენა, ხმამაღლა გამოაცხადეთ როდის ვისი ჯერია, რათა
თავად გამოიანგარიშონ. წაახალისეთ ისინი, რომ დარჩნენ ჯგუფთან აქტივობის
მიმდინარეობისას. თუ ეს პრობლემაა, ბავშვები დააწყვილეთ. ასევე ბავშვები
შეგიძლიათ დანიშნოთ სპოტის ჯამის სადარაჯოდ.

დაგეგმილი ვარიაციები

 წაკითხვის შემდეგ კალათას თავს ვხდით და ის ცარიელია. მოაძებნინეთ ბავშვებს


სპოტი
 სპოტის კალათა ცარიელია მეორე დღეს, როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ.
მოაძებნინეთ ბავშვებს სპოტი
 დამალეთ სხვა პლუშის სათამაშოები იმავე ტერიტორიაზე

ლექსიკონი

 ადგილმდებარეობა
 რაოდენობრივი ცნებები
 ზომა
 არა
 ღია, დახურული
 თვალები
 ცხოველების სახელები
 თანატოლების სახელები
 სათამაშოების და საჭირო ნივთების სახელები ოთახში

თანატოლებს შორის ურთიერთობების სტრატეგიები


 ბავშვები უყვებიან ერთმანეთს თავიანთ შინაურ ცხოველებზე
 ბავშვები რეაგირებენ მასწავლებლის კითხვებზე წიგნის შესახებ
 ბავშვები ურთიერთობენ ერთმანეთთან თამაშის მიმდინარეობისას

1
მშობლების/აღმზრდელების ჩართულობა
 სთხოვეთ მშობლებს, რომ მოიყვანონ შინაური ცხოველები სკოლაში. ბავშვებმა და
მშობლებმა შეიძლება ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რას ჭამენ მათი ცხოველები,
ვინ კვებავს და სად იძინებენ
 მასწავლებელი შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი ცხოველის სურათის, ან
ჟურნალიდან ამოჭრილი სურათის, კლასის კედელზე გაკვრაში.

You might also like