You are on page 1of 108

ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და

[Date] სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის


საკითხავი მასალა

ქეთევან ქობალია
Ⴋასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ძირითადი ცნებები

 ფიზიკური აღზრდა - მოძრაობის სწავლება და ფიზიკური თვისებების განვითარება.


 ფიზიკური მომზადება - ადამინის ფიზიკური მომზადება რაიმე კონკრეტული
საქმიანობისათვის.
 ფიზიკური სრულყოფა - ადამიანის ყოველმხრივი ფიზიკური მომზადების, ჰარმონული
ფიზიკური განვითარების ოპტიმალური დონე, რომელიც შეესაბამება თანამედროვე
ცხოვრების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ადამიანის საქმიანობის ეფექტურად
წარმართვას.
 ფიზიკური განვითარება - ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული მორფო-ფუნქციური
ცვლილებები.
 ფიზიკური აქტივობა - სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ხორციელდება ჩონჩხის
კუნთებით და მოითხოვს ენერგიის ხარჯვას.

 სპორტი - საშეჯიბრო მოღვაწეობა, რომლის სპეციფიკურ ფორმას შეჯიბრებათა სისტემა


წარმოადგენს.
 სპორტული წვრთნა - სპორტსმენის მიღწევისადმი მზადყოფნის უზრუნველყოფა.
 გაწვრთნილობა - სპორტსმენის ორგანიზმის ის მდგომარეობა, როდესაც მას შეუძლია
გაუძლოს დიდი მოცულობისა და ინტენსივობის დატვირთვებს.
 სპორტული ფორმა - სპორტსმენის მიღწევისადმი ოპტიმალური მომზადებულობის
მდგომარეობა.
 სპორტული მიღწევა - სპორტსმენის მიერ სპორტის მოცემულ სახეობაში ფიზიკური და
სულიერი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენა, რომელიც აჭარბებს ადრე არსებულ
მაჩვენებელს.

ფიზიკური აღზრდის ამოცანები

ფიზიკური აღზრდის ამოცანები მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილ იყოს


ფიზიკური თვისებების, მათზე დამოკიდებული თვისებრივად განსაზღვრული ფიზიკური
(მოძრაობითი) შესაძლებლობების ყოველმხრივი განვითარება, აგებულების ფორმების
სრულყოფა, ჯანმრთელობის განმტკიცება, ფიზიკური აღზრდის საშუალებების მეოხებით
მაღალი საერთო შრომისუნარიანობის მიღწევა და მრავალი წლის მანძილზე შენარჩუნება.
ფიზიკური აღზრდის სისტემის წინაშე დგას ამოცანა - უზრუნველყოფილი იყოს
თითოეულისათვის აუცილებელი ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარების
ოპტიმალური ხარისხი მისი ინდივიდუალური მონაცემების შესაბამისად, განსაკუთრებით
იმ თვისებებისა, რომლებიც განსაზღვრავენ ძალისმიერ, ჩქაროსნულ და კოორდინაციულ

1
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

უნარიანობას, ასევე გამძლეობას თავისი გამოვლინების ტიპურ ფორმებში (ზომიერი, დიდი,


სუბმაქსიმალური და მაქსიმალური სიმძლავრის მუშაობისას). ეს თვისებები ადამიანის
მოძრაობითი შესაძლებლობების მთავარი კომპლექსური ფაქტორია: ისინი თვისებრივად
განსაზღვრავენ ცალკეულ ფიზიკური (მოძრაობითი) შესაძლებლობების ნაირსახეობას. ამ
თვისებების გამომუშავების პროცესში მათ მიმართულ განვითარებაზე ბევრადაა
დამოკიდებული სრულყოფილი მოძრაობითი ჩვევების შეძენის შესაძლებლობა და
ფიზიკური მომზადებულობის საერთო დონის მიღწევა.
ფიზიკური თვისებების განვითარების ამოცანებს გამაჯანსაღებელი მნიშვნელობაც
აქვთ. ჯანმრთელობა ბუნებრივად ხომ განპირობებულია ორგანიზმის მორფო-ფუნქციურ
თვისებათა სრულყოფით, რაც უზრუნველყოფილია სისტემატური მოძრაობითი საქმიანობის
მეშვეობით. ფიზიკურ აღზრდაში გამაჯანსაღებელი ამოცანები გათვალისწინებულია
აგრეთვე, როგორც შედარებით დამოუკიდებელნი, იქიდან გამომდინარე, რომ მათი
გადაწყვეტის ლოგიკას, საშუალებებსა და პირობებს აქვთ განსაზღვრული თავისებურებანი
(ორგანიზმის წრთობის - გარემოს არაკეთილსასურველი ზემოქმედებისადმი ორგანიზმის
მდგრადობის ამაღლება, ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრების
ინდივიდუალური რეჯიმის ოპტიმიზაციის ღონისძიებანი და სხვ.).
ფიზიკური თვისებების განვითარების საფუძველზე წყდება აგებულების ფორმების
სრულყოფის განსაზღვრული ამოცანებიც. ტანის სრულყოფილი ფორმები ამა თუ იმ ზომით
გამოხატავს ორგანიზმის ფუნქციის სრულყოფას. ტანის სილამაზის ნიშნები, რომლებიც
ადამიანის ნორმალური ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი ბუნებრივი შედეგია,
გარეგნულად ადასტურებენ მის ცხოველმყოფელ ძალებს და ამასთან დაკავშირებით
ესთეტიკურ ფასეულობას შეადგენენ.

ფიზიკური კულტურის ფუნქციები

ფიზიკური კულტურა საზოგადოებრივი მოვლენაა და ამდენად მას საზოგადოებაში


გარკვეული ფუნქცია აკისრია. გამოყოფენ ფიზიკური კულტურის სპეციფიკურ და საერთო
ფუნქციებს.
სპეციფიკური ფუნქცია. ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქცია მდგომარეობს
მის თვისებაში - დააკმაყოფილოს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება მოძრაობით
აქტივობაში, რომლის საფუძველზე ხორციელდება ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური
მდგომარეობის ოპტიმიზაცია და განვითარება ჯანმრთელობის განმტკიცების
კანონზომიერებების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლისათვის აუცილებელ
ქმედუნარიანობას. მოძრაობითი აქტივობა ყოველთვის იყო და რჩება ადამიანის ორგანიზმის
განვითარების, ნორმალური ფუნქციონირების და თვით მისი არსებობის აუცილებელ
პირობად. მოძრაობითი აქტივობის სრული გამოთიშვა ან მოძრაობაში მკვეთრი შეზღუდვა
დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ფიზიკური კულტურის როლი
თანამედროვე საზოგადოებაში, საწარმოო პროცესების სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან
დაკავშირებული ჰიპოდინამიის პირობებში განუზომელია.
ფიზიკური კულტურის სპეციფიკური საგანმანათლებლო ფუნქცია იმაში
მდგომარეობს, რომ იგი ჩართულია განათლების საერთო სისტემაში და გამოიყენება
2
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სიცოცხლისათვის მნიშვნელობანი მოძრაობითი ჩვევების გამომუშავებისა და მასთან


დაკავშირებული ცოდნის მიღებისათვის.
ფიზიკური კულტურის სპეციფიკური გამოყენებითი ფუნქცია წარმოადგენს შრომითი
მოღვაწეობისათვის მომზადების სისტემაში პროფესიული გამოყენებითი ფიზიკური
მომზადების ფაქტორს, რადგან თანამედროვე შრომითი პროცესები საჭიროებენ მოცემული
პროფესიული საქმიანობისათვის შესაბამისი ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფას.
სპეციფიკური რეკრეაციული და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ფუნქცია იმაში
მდგომარეობს, რომ ფიზიკური კულტურა უპირატესად გამოიყენება თავისუფალი დროის და
დასვენების ორგანიზაციის ან სპეციალური აღდგენითი ღონისძიებების სისტემაში, სადაც
იგი წარმოადგენს დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლის, ემოციური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების და ორგანიზმის დროებით დაქვეითებული ფუნქციური
შესაძლებლობების აღდგენის ქმედით ფაქტორს.
სპორტული ფუნქცია ყველაზე უფრო მკაფიოდაა გამოხატული მაღალ სპორტულ
მიღწევათა სფეროში, სადაც ფიზიკური კულტურა წარმოადგენს მაქსიმალურ მიღწევათა
ფაქტორს ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობათა გამოვლინებაში.
ფიზიკური კულტურის საზოგადოებაში გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგად-
კულტურული, საერთო აღმზრდელობითი და სხვა სოციალური ფუნქციები, მთლიანად
კულტურისათვის დამახასიათებელი ყველა საერთო ფუნქცია ასე თუ ისე ვლინდება
ფიზიკური კულტურის დარგშიც, მათ ნაწილოვრივ მიეკუთვნება ესთეტიკური,
ნორმატიული და ინფორმაციული ფუნქციები.
ფიზიკური კულტურის ესთეტიკური ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ იგი
მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის ესთეტიკური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას, კერძოდ, ფიზიკურ სრულყოფას, ორგანიზმის ჰარმონიულ განვითარებას,
ჯანმრთელობის განმტკიცებას, ლამაზი აღნაგობის, სწორი ტანადობის ფორმირებას.
ფიზიკური კულტურის ნორმატიული ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ მისი
გამოყენების პროცესში შემუშავდება ფიზიკური განვითარების მარეგლამენტირებული
მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური სრულყოფის
უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ამ ნორმატივებს ერთგვარი მასტიმულირებელი
დანიშნულებაც აქვს, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთგვარ ეტალონს ფიზიკური
ქმედუნარიანობის მიღწეული დონის შეფასებისათვის და ამავე დროს ორიენტირს შემდგომი
ფიზიკური სრულყოფის გზაზე.
რაც შეეხება ფზიკური კულტურის ინფორმაციულ ფუნქციას, იგი მდგომარეობს
საზოგადოების მიერ ფიზიკური სრულყოფის სფეროში დაგროვილი გამოცდილების,
ადამიანის შესაძლებლობების ზრდის საშუალებებისა და გზების შესახებ ცნობების
თაობიდან თაობისათვის გადაცემაში. ფიზიკურ კულტურასთან კავშირში იქნება
ესთეტიკური და სხვა სულიერი ფასეულობები, ვითარდება ცოდნის სხვადასხვა დარგი,
რომლებიც მოიცავენ საინტერესო მეცნიერულ ინფორმაციას და მნიშვნელოვან როლს
თამაშობენ ფიზიკური კულტურის შემდგომ სრულყოფაში, ფიზკულტურული და
განსაკუთრებით სპორტული ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება ინფორმაციის
სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით (ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო, პრესა და სხვ.)
წარმოადგენს საუკეთესო მასტიმულირებელ ფაქტორს საზოგადოების ფართო მასების
ფიზიკურ კულტურასა და სპორტში სისტემური მეცადინეობისათვის მოზიდვაში.

3
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკური კულტურა დიდ როლს თამაშოვს ადამიანიებს შორის კონტაქტების,


კავშირების დამყარებაში. ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწეობა
საუკეთესო პირობებს ქმნის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის, ადამიანების
დაახლოვებისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებისათვის.
ფიზიკურ კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების სოციალიზაციისა და
ინტეგრაციისათვის, იგი სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს მასების აქტიური
საზოგადოებრივი ცხოვრებაში ჩაბმისათვის.
ამრიგად, სოციალური კავშირების სისტემაში ფიზიკური კულტურა, კულტურის სხვა
დარგებთან ერთად გამოიყენება მრავალი სოციალური მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით
პიროვნების ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარების, შემოქმედებითი შრომისა და სხვა
საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მის მოსამზადებლად.

ფიზიკური აღზრდის საშუალებები

აღზრდის ყველა მხარეს, ეს იქნება გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური თუ სხვა


გააჩნია როგორც ზოგადი (საერთო), ასევე სპეციფიკური, მისთვის დამახასიათებელი
საშუალებანი, მათ შორის, ფიზიკური აღზრდაც ზოგადპედაგოგიურ საშუალებებთან ერთად
სპეციფიკური საშუალებებით ხასიათდება. ესენია ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ვლინდება
ტანვარჯიშში, თამაშებში, სპორტსა და ტურიზმში; გარე სამყაროს ბუნებრივი ფაქტორები -
მზის, წყლის, ჰაერის დოზირებული გამოყენება და ჰიგიენური პირობები.
ფიზიკური ვარჯიში ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალებაა.
ბუნებრივი პირობები და ჰიგიენური ფაქტორები ფიზიკური აღზრდის დამხმარე
საშუალებებია. ე.ი. ფიზიკური აღზრდა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშებით არ ამოიწურება, ის
მოიცავს შრომისა და ყოფის საზოგადოებრივ და პირად ჰიგიენას, იყენებს ბუნებრივ ძალებს,
შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს. მათი სათანადო ერთობლივი გამოყენებით ფიზიკური
აღზრდის პროცესში მომეცადინეზე ხდება დადებითი ზეგავლენა მთლიანად, როგორც მის
ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ სფეროზე.

ფიზიკური ვარჯიში - ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება

ფიზიკური ვარჯიში არის მიზანშეწონილი მოძრაობა, მოქმედება, რომელიც


სპეციალურად შეირჩევა ფიზიკური აღზრდის ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტის მიზნით. ე.ი.
აქ იგულისხმება მხოლოდ ის მოძრაობები და მოქმდედბები, რომლებიც ზუსტად
შეესატყვისებიან ფიზიკური აღზრდის ამოცანებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ადამიანის
მოძრაობითი აქტივობაა, რომელიც ზუსტად შეესატყვისება ფიზიკური აღზრდის
კანონზომიერებებს.
ადამიანი თავის ცხოვრებაში მრავალგვარ ნებისმიერ შეგნებულ მოძრაობით
მოქმედებას ასრულებს. მაგალითად, შრომითი, ყოფითი, ბრძოლითი... და სხვ. ყველა
მოძრაობა, მოქმედება არ შეიძლება ფიზიკურ ვარჯიშად ჩაითვალოს. მართალია ყველა
მიზანშეწონილი მოძრაობითი აქტივობაა, მაგრამ გააჩნია, რა ამოცანის გადაწყვეტას

4
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ემსახურება თითოეული მათგანი. მაგალითად, თუ მოძრაობა-მოქმედების წინ დასმულია


ამოცანა - მატერიალური დოვლათის შექმნა, ის ჩაითვლება შრომით მოქმედებად. ფიზიკურ
ვარჯიშის შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად იგი ხშირ შემთხვევაში
შრომითს, ბრძოლითს და სხვა მოძრაობებს წააგავს, სრულდება სპეციალური,
განსაზღვრული დოზირებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომეცადინეზე
მიზანმიმართული დადებითი ზემოქმედება. მაგალითად შეშას აპობს ორი ადამიანი. ერთ
შემთხვევაში შეიძლება ერთი აპობდეს ორგანიზმზე დადებითი ზეგავლენის მიზნით,
რისთვისაც მიმართავს სათანადო დოზირებას; მეორე შემთხვევაში კი მიზნად ჰქონდეს
დასახული, რაც შეიძლება მალე და მეტი დააპოს, სხვადასხვა ყოფითი მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად. აქ უკვე სულ სხვა ამოცანაა; ე.ი. ფორმით ერთი და იგივე მოძრაობით
მოქმედებას შეიძლება სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდეს. ფიზიკური ვარჯიში უშუალოდ
ადამიანის ფიზიკურ სრულყოფას ემსახურება. იგი ადამიანის ყველა ორგანოსა და სისტემაზე
მხოლოდ დადებითი ზემოქმედების ამოცანას არ წარმოადგენს. ფიზიკური ვარჯიში
სრულდება ფიზიკური აღზრდის კანონზომიერებათა შესატყვისად.
ფიზიკური ვარჯიშები, აღმოცენდნენ რა შრომითი საქმიანობის საფუძველზე,
გამოიყვნენ შრომით, ყოფით და სხვ. მოქმედებებს, მათ ბევრი საერთო აქვთ მათთან.
ფიზიკური ვარჯიშისა და შრომით მოქმედებათა ურთიერთკავშირი იმაში კი არ
მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთის შეცვლა, არამედ უწინარეს ყოვლისა იმაში,
რომ ფიზიკური ვარჯიშები, თავდაპირველად აღმოცენდენ რა შრომითი მოქმედებებიდან,
თვითონვე იქცნენ შრომისათვის მომზადების შეუცვლელ საშუალებად. სწორად შერჩეული
და სათანადოდ ორგანიზებული ფიზიკური ვარჯიში ყოველმხრივ დადებითად მოქმედებს
ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ სფეროზე. მისი ზემოქმედება ადამიანის
ორგანიზმზე მრავალგვარია, მრავალმხრივია; უშუალოდ დადებითად მოქმედებს უჯრედის
რეაქტიულობაზე, მათ ფიზიკურ, ქიმიურ შემადგენლობასა და სტრუქტურაზე, ნერვული
პროცესების დინამიკაზე, გულ-სისხ-ძარღვთა სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლაზე; დადებით
გავლენას ახდენს კუნთების მოცულობასა და სიმკვრივეზე, ააქტიურებს საჭმლის
მომნელებელ ორგანოებს, იცავს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმების დაგროვებისაგან, ზრდის
ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას, ავითარებს ფიზიკურ თვისებებს და სხვ. ფიზიკური
აღზრდის პროცესში ფიზიკური ვარჯიშების გამოყენებით მიიღწევა არამარტო
გამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო ეფექტი. ფიზიკურ ვარჯიშებს დიდი
საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი როლი აკისრიათ. მათი მეშვეობით ადამიანი
იმუშავებს თავისი სხეულის ფლობის უნარს, იყალიბებს სიცოცხლისათვის აუცილებელ
მოძრაობით უნარ-ჩვევებს, იძენს ცოდნას. ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას ადამიანი
ინტელექტუალურად მაღლდება. უვითარდება ყურადღება, აღქმის სიზუსტე, მეხსიერება,
აზროვნება, ნებელობა, ემოციურობა და სხვ.

ფიზიკური ვარჯიშების შინაარსი და ფორმა

ფიზიკური ვარჯიშის შინაარსს შეადგენს მასში შემავალი მოქმედებები და ის


ძირითადი პროცესები, რომლიბიც ორგანიზმში მიმდინარეობენ ვარჯიშობის დროს და
განსაზღვრავენ მოვარჯიშეზე მის ზემოქმედებას. ეს პროცესები შეიძლება განვიხილოთ
5
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სხვადასხვა ასპექტში: ფსიქოლოგიურ, ფიზიოლოგიურ, ბიომექანიკურ, ბიოქიმიურ და სხვ.


ფიზიკური ვარჯიშის შესრულება დაკავშირებულია აქტიურ აზროვნებით მუშაობასთან,
მოქმედების მართვასთან, ნებელობით დაძაბულობასთან, ემოციებთან და სხვა ფსიქიკურ
პროცესებთან, მისი შესრულებისას მნიშვნელოვნად იზრდება ფილტვების ვენტილაცია,
ჟანგბადის მოხმარება, სისხლის წუთური მოცულობა, მაღლდება ორგანიზმის მეტაბოლური,
დისიმილაციური და ასამილაციური პროცესები და სხვ.
პედაგოგიური თვალსაზრისით ფიზიკური ვარჯიშების შინაარსის განხილვისას
ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება არა ცალკეული ფიზიოლოგიური და სხვა ძვრებით
გამოწვეულ ცვლილებებს ორგანიზმში, არამედ მათ მიერ ორგანიზმისათვის შექმნილ
პირობებს, რაც გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასთან ერთად განსაზღვრავს
ადამიანის შესაძლობლობათა მიზანმიმართულ განვითარებას. ამიტომ, როგორც ზემოთ
აღინიშნა, ფიზიკური აღზრდის სპეციალისტს კარგად უნდა ესმოდეს ამა თუ იმ ფიზიკური
ვარჯიშის არსი და მნიშვნელობა აღმზრდელობით-საგანმანათლებლო და სხვა ამოცანათა
გადასაწყვეტად.
ფიზიკური ვარჯიშის ფორმა - მისი შინაგანი და გარეგანი სტრუქტურაა. ფიზიკური
ვარჯიშის შინაგან სტრუქტურაში იგულისხმება, თუ როგორ ურთიერთკავშირში არიან
მოცემული ვარჯიშით გამოწვეული პროცესები, როგორ შეესაბამებიან, შეესატყვისებიან და
განაპირობებენ ერთმანეთს. ეს იქნება ნერვ-კუნთოვანი კოორდინაციის, მოტორული და
ვეგეტატიური თუ სხვა ფუნქციები, რომლებიც სხვადასხვა ხასიათის ფიზიკური ვარჯიშების
შესრულებისას სხვადასხვა მდგომარეობით ხასიათდებიან. მაგალითად, რბენაში ფიზიკური
ვარჯიშის შინაგანი სტრუქტურა სხვაგვარი იქნება ვიდრე სიმძიმეების აწევაში; ცურვაში სხვა,
ვიდრე ორთაბრძოლემში და ა.შ. ფიზიკური ვარჯიშის ფორმის გარეგანი სტრუქტურის ქვეშ
კი იგულისხმება ყოველივე ის, რაც თვალით, მხედველობით აღიქმება, ის, თუ როგორ
შეესატვისება ერთმანეთს მოძრაობის სივრცობრივი, დროითი, ძალისმიერი და სხვა
პარამეტრები (ტანის მდგომარეობა, მოძრაობის ტრაექტორია, მიმართულება, ამპლიტუდა,
ტემპი, სიჩქარე და სხვ.).
ფიზიკური ვარჯიშის ფორმისა და შინაარსის ცალ-ცალკე წარმოდგენა მხოლოდ
პირობითად ხდება. ეს ერთი მთლიანის ორი მხარეა. შინაარსი წამყვანია, იგი განაპირობებს
ფორმას, მაგრამ თავის მხრივ ფორმაც ზემოქმედებს შინაარსზე. ფიზიკური ვარჯიშის
არასწორად შერჩეული ფორმა შინაარსის მთლიან გამოვლენას უშლის ხელს. ამ მხრივ
მაგალითებით მდიდარია სპორტული პრაქრიკა, სადაც არარაციონალური ფორმა ხელს
უშლის სპორტსმენის ფიზიკური თვისებების ეფექტურ გამოვლენას. ფორმის შეცვლა,
როგორც წესი, იწყება შინაარსიდან. ამასთანავე რამდენადაც უფრო ზუსტად იქნება
მისადაგებული მოცემული ფორმა მის შინაარსთან, ცხადია, ფორმაც დადებით გავლენას
მოახდენს შინაარსზე.
ფიზიკური ვარჯიშის შინაარსისა და ფორმის ურთიერთდამოკიდებულებას
წინაათმდეგობირივი ხასიათი აქვს. ახალი ამოცანის დასმისას - უფრო შორს ტყორცნა, უფრო
მაღლა გადახტომა და ა.შ. ძველი ფორმა უკვე შემდგომ შინაარსის დამამუხრუჭებელი ხდება,
ე.ი. ჩამორჩება ფიზიკური ვარჯიშის ახალ შინაარსს. ამიტომ საჭიროა ფიზიკური ვარჯიშის
ძველ ფორმის შეცვლა-დაზუსტება ან მისი მთლიანად უკუგდება. სიმაღლეზე ხტომის ფორმა
რამდემჯერმე შიეცვალა. მაგალითად, გადაბიჯების, გადაგორებითი, მხედრული,
ტალღისებური, ფოს-ბიური ფლოპი. ნ. სმირნიცკაიამ მსოფლიო რეკორდების მიღწევის
გზაზე ტყორცნის ფორმა თითქმის ათჯერ შეცვალა, ასევე ნ. დუმბაძემ რამოდენიმეჯერ
6
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

შეცვალა ბადროს ტყორცნის ფორმაც. სამთო-სათხილამურო სპორტში 20-იანი წლებიდან


მოყოლებული დღევანდლამდე თხილამურებზე მთიდან დაშვებისას დგომის ფორმა
ცვლილებებს განიცდიდა, ცვლილებები ხდებოდა სპორტის მთელ რიგ სახეობებში. ასე რომ
ახალ შინაარსსა და ძველ ფორმას შორის არსებობს ”კონფლიქტი”. ფიზიკური ვარჯიშის
შინაარსისა და ფორმის ოპტიმალური თანაფარდობის მონახვა სპორტულ პრაქტიკაში
მაღალი შედეგების საწინდარია.

ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა

ფიზიკური ვარჯიშის ფორმისა და შინაარსის შესატყვისობის ძიების პროცესში


ფორმის თანდათანობითი სრულყოფის გზაზე მოძრაობის შესრულების სხვადასხვა ხერხი
ჩნდება. ხშირად ერთი და იგივე მოძრაობითი მოქმედების შესრულება სხვადასხვა ხერხით
შეიძლება. მაგალითად, სიმაღლეზე ხტომა შეიძლება პირდაპირი და გვერდითი გამორბენით,
თამასასთან ახლოს და შედარებით დაშორებული ფეხის არეკნით და სხვ. მაგრამ ამ
ხერხებიდან ზოგი შეიძლება მაღალეფექტური (მეტი შედეგის მომტანი), ზოგი კი
ნაკლებეფექტური იყოს.
იმ ხერხებს, რომელთა მეშვეობითაც მოძრაობითი ამოცანა წყდება მიზანშეწონილად,
მაღალ ეფექტურად, ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა ეწოდება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ტექნიკა არის მოძრაობის შესსრულების ის ხერხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება
სამოქმედო ამოცანას და ამ გზის განხორციელებისათვის შედარებით ნაკლებ ენერგეტიკულ
ძვრებს იწვევს და მაღალ ეფექტს იძლევა.
ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა მუდმივ განვითარებაშია, განახლებაშია. იგი
სისტემატურ სრულყოფას განიცდის, რაც განპირობებულია ფიზიკურ ვარჯიშთა
კანონზომიერებების ღრმა მეცნიერული შესწავლით, ფიზიკური თვისებების განვითარების
მაღალი დონით, სწავლების მეთოდების მრავალფეროვნებითა და სრულყოფით,
მომეცადინის ინდივიდუალური თავისებურებებით, სწრაფვით მაღალი შედეგებისაკენ,
სპორტული იარაღის, ინვენტარის სრულყოფითა და ა.შ.
ფიზიკური ვარჯიშის ფორმა და ტექნიკა მოძრაობის სტრუქტურის მიხედვით
ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკაში
მხოლოდ ეფექტური ხერხი იგულისხმება, მოძრაობის ფორმა კი შეიძლება ეფექტურიც იყოს
და ნაკლებეფექტურიც.
ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკაში არჩევენ: ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის საფუძველს,
ტექნიკის ძირითად რგოლს და ტექნიკის დეტალებს.
ტექნიკის საფუძველი მოძრაობის სტრუქტურული მთლიანობაა, მისი ყველა
შემადგენელი ნაწილის, ელემენტის, ნიშნების ერთობლიობაა. რომელიმე მათგანის
გამოტოვება არღვევს მის მექანიზმს და ხელს უშლის მოძრაობითი ამოცანის რეალიზაციას.
მაგალითად, ბჯენითი ხტომა „ღუნის“ საფუძველია გამორბენი, ერთდროულად ორი ფეხით
არეკნი, იარაღზე ხელების სწრაფად შეხება და აკვრა, იარაღზე ტანის გადატანა და ორივე
ფეხზე დახტომი, რომელთა შესრულება მოცემული ხერხის დაუფლებაზე მუშაობისას ყველა
მომეცადინისათვის აუცილებელია.
ტექნიკის გამსაზღვრელი, ანუ ძირითადი რგოლი - ტექნიკის ის შემადგენელი
ნაწილია, რომელზედაც ყველაზე მეტად დამოკიდებულია შედეგი. ყველა ნებისმიერ
7
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მოძრაობით მოქმედებაში შეიძლება გამოიყოს შედარებით მნიშვნელოვანი ნაწილი,


რომელიც ძირითადად განაპირობებს შედეგს. მაგალითად, ტყორცნისას - ფინალური
დაძაბულობა, ხტომებისას - არეკნი და ა.შ. ძირითადი რგოლის შესრულება შედარებით
მცირე დროში მიმდინარეობს დიდი კუნთური დაძაბულობის ხარჯზე.
ტექნიკის დეტალები - მოძრაობის შესრულების თავისებურებებია, რომელთა
განსაზღვრულ ფარგლებში შეცვლა არ არღვევს ძირითად მექანიზმს. ტექნიკის დეტალები
ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია, რაც გარემო პირობებთან ერთად მომეცადინის
მორფოლოგიური, ფუნქციონალური და სხვა თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ეს
იქნება სხეულის ცალკეული ნაწილების მდგომარეობა იარაღის, ინვენტარის მიმართ თუ
მისი საწყისი მდგომარეობა, პოზის შენარჩუნება, ამპლიტუდის სიდიდე, მოძრაობის
ხანგრძლივობა, ტემპი, მიმართულება, ტრაექტორია და სხვ.
როდესაც ლაპარაკია ინდივიდუალურ ტექნიკაზე, ხშირ შემთხვევაში მას „სტილს“
უწოდებენ. მის შინაარსში ცალკეული ინდივიდის თავისებურებებს, მათ შესატყვისობას,
შეგუებას გულისხმობენ ტექნიკის საფუძვლებთან. ამ შემთხვევაში მათი ოპტიმალური
შეთანხმებულობა განაპირობებს ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკას. მაშასადამე ტექნიკის
დეტალების შეთანხმება ტექნიკის საფუძველთან ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია.
მაგალითად, სიმაღლეზე სტომისას, რომელიმე ფეხზე არეკნი, მოძრაობის ამპლიტუდა,
სხვადასხვა სპორტსმენს ერთმანეთისაგან განსხვავებული აქვს.
მაღალკვალიფიციურ სპორტსმენებში ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა მაღალი
მდგრადობით და ცვალებადი ფაქტორებისადმი სწრაფი შეგუებით ხასიათდება. ხშირ
შემთხვევაში წამყვანი სპორტსმენიდან ტექნიკის გადმოღებამ ანუ პირდაპირ „კოპირებამ“
შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოძრაობის ეფექტურ დაუფლებაზე. ამიტომ
თითოეული ინდივიდისათვის ტექნიკის დასაუფლებლად საჭირო ხდება მათი
ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე ახალი გზების, ფორმების ძიება.
ტექნიკაზე მუშაობა მისი საფუძვლის შესწავლით, მისი ძირითადი მექანიზმიდან
იწყება, შემდეგ კი თანდათანობით მიმდინარეობს მასთან ტექნიკის ცალკეული დეტალების
შეხამება. ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ფიზიკურ ვარჯიშთა ეფექტური
შესწავლისათვის მის შემადგენელ მხარეებად (ნაწილებად) დაყოფა, რასაც მოძრაობის ფაზებს
უწოდებენ, რომლებიც დროში ერთმანეთის მიყოლებით სრულდება. მოძრაობითი
მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ორი, სამი, ზოგჯერ კი მეტი ფაზაც,
მოძრაობით მოქმედებათა შესწავლის პროცესში ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მისი
დანაწევრება ობიექტური დასწავლის მიზნით. მაგალითად, ბჯენით ხტომებში - გამორბენი,
ბოგზე ორი ფეხით არეკნი, ფრენი, იარაღიდან ხელებით არეკნი, ფრენი, დახტომი. ყველა ეს
ფაზა მისი სპეციფიკური ფუნქციით ხასიათდება. აციკლურ მოძრაობაში ძირითადად
გამოყოფენ სამ ფაზას. ესენია: მოსამზადებელი, ძირითადი და დასკვნითი.
მოსამზადებელი ფაზა. მისი დანიშნულებაა ხელსაყრელი პირობების შექმნა
მოძრაობის ძირითადი ფაზის შესრულებისათვის (მაგალითად, ნიჩბის გატანა მოსმამდე,
ფეხების ოდნავ მოხრა არეკნის წინ და ა.შ.).
ძირითადი ფაზა. მოძრაობა მიმართულია ძირითადი ამოცანის გადაწყვეტისაკენ
(მაგალითად, ტყორცნისას - ფინალური დაძაბულობა, ხტომებში - არეკნი, ნიჩბოსნობაში -
მოსმა და ა.შ.).
დასკნითი ფაზა. მთელ რიგ მოძრაობით მოქმედებებში მას დიდი მნიშვნელობა
ენიჭება (მაგალითად, სპორტულ ტანვარჯიშში - ჩამოხტომი, დახტომი და სხვ.).
8
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

აერობული და ანაერობული ვარჯიშები

აერობული ტიპის ვარჯიშის დროს ორგანიზმში ნახშირწყლების და ცხიმოვანი


მარაგების წვა კუნთებში მიწოდებული ჟანგბადის ხარჯზე ხდება. აერობული ვარჯიშები
საშუალო ინტენსივობისაა და დროში ხანგრძლივი. ცნობილია, რომ ვარჯიშის დაწყებიდან
პირველი 20 წუთის განმავლობაში ენერგიის წყაროს კუნთებში დაგროვილი გლიკოგენის
მარაგი წარმოადგენს, ამ მარაგების ამოწურვის შემდეგ კი ენერგიის წყარო ორგანიზმში
დაგროვილი ცხიმების მარაგი ხდება. აერობული ვარჯიშების დროს პულსი თავისი
მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარის 60-80% შუალედში მერყეობს. აერობული
დატვირთვები ცხიმის დაწვის საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამ მიზნით
განსაკუთრებით შედეგიანია დილის საათებში უზმოზე ვარჯიში.
აერობულ ვარჯიშებს მიეკუთვნება სხვადასხვა მოძრავი თამაში, რბენა, ცურვა,
ველოსიპედით, გორგოლაჭებითა და სკეიტბორდით სეირნობა, ცეკვა და სხვ.
ანაერობული ვარჯიშებს მიეკუთვნება ისეთი მაღალი ინტენსივობის და მოკლე
ხანგრძლივობის ვარჯიშები, სადაც პულსის მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარის
80% აჭარბებს და გული და ფილტვები ვეღარ აკმაყოფილებენ კუნთების ჟანგბადზე
მოთხოვნილებას. ანაერობული ვარჯიშების მიზანია კუნთების ძალის და ზომების გაზრდა.
თავის მხრივ კუნთოვანი მასა უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის მაღალ ტემპს და
დასვენების პერიოდშიც კი მოიხმარს ცხიმოვან მარაგს, ანუ წვავს ამ მარაგებს მაშინაც კი
როცა თქვენ ისვენებთ ან გძინავთ. ანაერობული ტრენინგის სახეობებია ბოდიბილდინგი,
მძიმე წონებით ვარჯიში, სპრინტის ნებისმიერი ტიპი (რბენა, ველოსპორტი და ა.შ.),
ლახტით ხტუნაობა და ნებისმიერი აქტიურობის სახე, რომელიც სწრაფ და მძიმე ფიზიკურ
დატვირთვებთანაა დაკავშირებული.

მოძრაობათა მახასიათებლები

მოძრაობითი მოქმედებები რთულ სტრუქტურულ მთლიანობას წარმოადგენენ. მათ


სტრუქტურულ მთლიანობას განაპირობებს ყველა იმ მოძრაობის ურთიერთკავშირი და
ურთიერთშეთანხმებულობა, რომლისგანაც ის შედგება.
მოძრაობითი მოქმედებების სტრუტურას განსაზღვრავს კინემატიკური, დინამიკური,
რიტმული მახასიათებლები.
კინემატიკურ სტრუქტურაში გამოყოფენ სივრცობრივ, დროით და სივრცობრივ-
დროით მახასიათებლებს; დინამიკურში – გარეგან და შინაგან ძალთა ურთიერთკავშირს;
რიტმულში კი მათ სივრცობრივ, დროით, სივრცობრივ-დროით და ძალისმიერ
დამოკიდებულებას. მოძრაობით მოქმედებათა მაღალეფექტური დასწავლა ყველა
მახასიათებლის სათანადო შერწყმაზე, შეთანხმებულობაზეა დამოკიდებული.
ფიზიკური ვარჯიშის სივრცობრივ მახასიათებელს მიეკუთვნება სხეულის
მდგომარეობა და ტრაექტორია.

9
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სხეულის მდგომარეობა. მოძრაობითი მოქმედების ეფექტურ შესრულებაში დიდი


მნიშვნელობა აქვს სხეულის, მისი ცალკეული ნაწილების სწორი, ოპტიმალური
მდგომარეობის შერჩევას. ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკაში "სხეულის მდგომარეობის",
როგორც დამოუკიდებელი კომპონენტის გამოყოფა, მოძრაობათა რაციონალურ
ორგანიზაციაში მისი მრავალმხრივი მნიშვნელობით აიხსნება, რაც მიიღწევა: ა) სწორი
საწყისი მდგომარეობით; ბ) სათანადო პოზის შენარჩუნებით.
სპორტის მთელ რიგ სახეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულის ოპტიმალური
პოზის შერჩევას უშუალოდ მოძრაობისას.
მოძრაობის ტრაექტორია – გზა, რომელსაც გაივლის სხეული ან მისი ცალკეული
ნაწილები სივრცეში. ტრაექტორიაში გამოყოფენ: მოძრაობის ფორმას, მიმართულებას და
ამპლიტუდას.
ტრაექტორიის ფორმის მიხედვით შეიმჩნევა, რომ ადამიანის თითქმის ყველა მოძრაობა
მრუდხაზოვანია. ტრაექტორიის ფორმის რაციონალური შერჩევა ძირითადად
დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე, სხეულის ნაწილების მასაზე,
მოტორულ კოორდინაციაზე და სხვ.).
მოძრაობის ამპლიტუდა – ესაა სხეულის ნაწილების ან მთლიანად სხეულის გაქნევი
ერთმანეთის ან იარაღის მიმართ. ამპლიტუდა დამოკიდებულია სახსრების აგებულებაზე,
მყესების, იოგების, კუნთების ელასტიურობაზე, გარემოს ტემპერატურაზე და სხვ.
კუნთური მოქმედება როგორც აქტიური, ისე პასიური ხასიათისაა. აქტიურ მოქმედებას
იწვევს უშუალოდ კუნთების შეკუმშვა, ხოლო პასიურს – გარეშე ძალების მიყენება.
დროითი მახასიათებლები – მათში არჩევენ მოძრაობის ხანგრძლივობას და ტემპს.
ხანგრძლივობა. ვარჯიშის შესრულების ხანგრძლივობის შეცვლით (რბენის დროს,
სტატიკური დაძაბულობის ხანგრძლივობა და სხვ.) შესაძლებელია საერთო დატვირთვის
რეგულირება.
მოძრაობის ტემპი – მოძრაობის ციკლების გამეორების სიხშირეა ან რაოდენობაა დროის
ერთეულში. ტემპით შეიძლება დატვირთვის რეგულირება. სპორტულ პრაქტიკაში მკვეთრად
შეიმჩნევა თითოეული სპორტსმენისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ტემპი,
რაზეც ზემოქმედებს აგრეთვე ინდივიდუალური თავისებურებები (სიმაღლე, წონა, ნერვული
ტიპი, ფიზიკური მომზადებულობა, აქტიურობა, მომთხოვნელობა, მოძრაობათა ათვისების
დონე და სხვ.).
ტემპის შეცვლით იცვლება მოძრაობის სტრუქტურა.
სივრცობრივ-დროითი მახასიათებლები. მათ შორის მთავარია – მოძრაობის სიჩქარე.
სიჩქარე განისაზღვრება სხეულის ან მისი ნაწილების მიერ დროის ერთეულში განვლილი
მანძილით.
თუ სიჩქარე მთელ მანძილზე უცვლელია, მას თანაბარს უწოდებენ, ხოლო თუ
ცვალებადია – არათანაბარს. დროის ერთეულში სიჩქარის ცვლას აჩქარებას უწოდებენ, ხოლო
მოძრაობას, რომელიც სრულდება მკვეთრი ცვლილებების გარეშე, ნარნარს. სიჩქარე
შეიძლება იყოს "ნებისმიერი" და "იძულებითი".
დინამიკური მახასიათებლები ადამიანის ნებისმიერი მოძრაობის შესრულება
დამოკიდებულია მის სხეულზე მოქმედ შინაგან და გარეგან ძალთა ერთობლივ
ურთიერთზემოქმედებაზე.

10
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის შესწავლის პროცესში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს


ყველა მამოძრავებელი ძალის სრულ გამოყენებას მომეცადინის ინდივიდუალურ
თავისებურებებთან შესატყვისობაში.
რიტმული მახასიათებელი – სიტყვა "რიტმი" ფართოდაა გავრცელებული. ამბობენ –
პოეტური რიტმი, გულის მუშაობის რიტმი, მუსიკალური რიტმი და სხვ.
ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში რიტმი მოძრაობის ტექნიკის ერთ-ერთი ძირითადი
მახასიათებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა მრავალფაზიან მოქმედებებთან გვაქვს საქმე.
მოძრაობის რიტმს ახასიათებს მოძრაობის ძირითადი ფაზების, ნიშნების, ელემენტების
ზუსტ მთლიანობაში მოყვანა; რიტმი მოძრაობის კომპლექსური მახასიათებელია, რომელიც
გამოხატავს მოძრაობითი მოქმედების შემადგენელ აქტიურ და პასიურ ფაზებში კუნთური
დაძაბულობისა და მოდუნების ურთიერთთანაზომიერ შესატყვისობას და კანონზომიერ
პერიოდულ მონაცვლეობას დროსა და სივრცეში.
ყველა ინდივიდს შესაძლებელია ჰქონდეს მოძრაობის შესრულების თავისი რიტმი.

ფიზიკურ ვარჯიშთა კლასიფიკაცია

დღეისათვის არსებული კლასიფიკაციათა შორის ერთ-ერთი გავრცელებული და


გამართლებული კლასიფიკაციაა ფიზიკურ ვარჯიშთა დაჯგუფება ფიზიკურ თვისებათა
უპირატესი მოთხოვნილებისა და სხვა დამატებითი ნიშნების მიხედვით.
ამის შესაბამისად არჩევენ:
1. სწრაფ-ძალისმიერი სახის ფიზიკური ვარჯიშები, რომლებსაც ახასიათებს
დაძაბულობის მაქსიმალური სიმძლავრე ან მაქსიმალური ინტენსივობა
(სპრინტერული რბენა, ტყორცნა, ხტომა, შტანგის აწევა და ა.შ.);
2. ვარჯიშები უპირატესად გამძლეობაზე, რომლებიც საჭიროებენ გამძლეობის
გამოვლინებას ციკლური სახის მოქმედებებში (რბენები საშუალო და გრძელ
მანძილზე, თხილამურებით რბოლა, სიარული, ცურვა, სათანადო დისტანციაზე
ნიჩბოსნობა და ა.შ.);
3. ვარჯიშის სახეები, რომლებიც მოძრაობის ზუსტად რეგლამენტური პროგრამით
შესრულებისას საჭიროებენ კოორდინაციურ და სხვა უნართა გამოვლინებებს
(ტანვარჯიშული და აკრობატული ვარჯიშები, წყალში ხტომა, ციგურებზე
ფიგურული სრიალი);
4. ვარჯიშთა სახეები, რომლებიც საჭიროებენ ფიზიკურ თვისებათა კომპლექსურ
გამოვლინებას მოძრაობითი მოქმედების ცვალებად რეჟიმში, სიტუაციათა და
მოქმედების ფორმათა უწყვეტ ცვლაში (ჭიდაობა, კრივი, ფარიკაობა, სპორტული
თამაშები).
ასეთ საერთო კლასიფიკაციასთან ერთად, ცალკეულ სპეციალურ დისციპლინაში
იყენებენ ფიზიკურ ვარჯიშთა კერძო კლასიფიკაციებსაც, ასე, მაგალითად, ბიომექანიკაში
მიღებულია ფიზიკურ ვარჯიშთა დაყოფა ციკლურად, აციკლურად და კომბინირებულად,
ამასთანავე, წინსვლით, ბრუნვით და რთულ-სივრცობრივად; ფიზიოლოგიაში - ვარჯიშებად,
რომლებიც სრულდება სხვადასხვა სიმძლავრით (მაქსიმალური, სუბმაქსიმალური, დიდი და
ზომიერი) და სხვ.

11
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკურ ვარჯიშთა ყველა კლასიფიკაცია გამიზნულია იქითკენ, რომ თითოეულმა


მათგანმა გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე მოცემული ვარჯიშის ფორმისა
და შინაარსის თავისებურებებიდან გამომდინარე, თუმცა ფაქტიურად ფიზიკური ვარჯიშის
კონკრეტული ეფექტი გამისაზღვრება მისი შესრულების პირობებითაც. სხვანაირად რომ
ვთქვათ, ფიზიკურ ვარჯიშთა რეალური ზემოქმდება დამოკიდებულია არა მარტო მის ნიშან-
თვისებებზე, არამედ იმაზეც ვინ ასრულებს, როგორ ასრულებს მას, ვისი ხელმძღვანელობით
სრულდება და რა მდგომარეობაში ტარდება მეცადინეობა. კერძოდ, ერთი და იმავე
კლასიფიკაციის ვარჯიშებს შეუძლიათ არსებითად სხვადასხვა ეფექტის გამოწვევა
მოვარჯიშეთა კონტინგენტის თავისებურებების (ინდივიდუალური, სქესობრივი,
ასაკობრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკური მომზადებულობის დონე),
ცხოვრების რეჟიმის, დღეში დატვირთვის ოდენობის, დასვენებისა და ყოფის პირობების,
აგრეთვე მეცადინეობის გარეშე პირობების (მეტეოროლოგიური, გეოგრაფიული პირობები,
მოწყობილობა, ინვენტარი, სამეცადინო ადგილის ჰიგიენა და ა.შ.) მიხედვით.

სწავლების მეთოდები ფიზიკურ აღზრდაში

სწავლება და აღზრდა არ არსებობს მეთოდების გარეშე. როგორც ცნობილია, მეთოდი ის


გზაა, ხერხია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დასახული მიზანი და ამოცანები.
ფიზიკურ აღზრდაში სწავლების ყველა მეთოდი ერთმანეთს ავსებს. მათი
კომპლექსური გამოყენება განაპირობებს სათანადო შედეგს.

დატვირთვა და დასვენება, როგორც ფიზიკური აღზრდის


მეთოდების სპეციფიკური კომპონენტები

ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას დატვირთვად მიიჩნევა


მომეცადინეთა ორგანიზმზე ზემოქმედების სიდიდე და ამასთან ერთად, იმ დროს დასაძლევ
ობიექტურ და სუბიექტურ სიძნელეთა დონე.
როგორც წესი, დატვირთვა იწვევს ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა ზრდას.
იგი დამოკიდებულებაშია "სამუშაო პოტენციალის" ხარჯვასთან და დაღლასთან. დაღლა
დაკავშირებულია დასვენებასთან, რომლის დროსაც მიმდინარეობს დატვირთვით
გამოწვეული აღდგენითი პროცესი.
დატვირთვის ეფექტი მისი მოცულობისა და ინტენსივობის პირდაპირპროპორციულია.
დატვირთვის მოცულობაში იგულისხმება მისი რაოდენობის ჯამი დროის ერთეულში.
დატვირთვის ინტენსივობაში კი ესმით მომეცადინეთა ფუნქციური დაძაბულობის ხარისხი.
ყოველი მოცემული მომენტის ზემოქმედების ძალა ანუ დროში დატვირთვის
"კონცენტრაციის" ხარისხი. ინტენსივობის საზომად შეიძლება მივიჩნიოთ: მოძრაობის
სიჩქარე, დამძიმებათა ერთჯერადი წონა, გადალახული დისტანციის სიჩქარე, მოძრაობის
ტემპი, მეცადინეობის "მოტორული სიმკვრივე", მუშაობის სიმძლავრე და ა.შ.

12
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკური აღზრდის პროცესში მომდინარეობს დატვირთვათა ვარირება


(ცვალებადობა), შედარებით ნაკლები დატვირთვიდან ზღვრულ დატვირთვამდე.
დატვირთვის ეფექტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე: მომეცადინეთა
ფიზიკურ განვითარებაზე, მათ მომზადებულობაზე, ასაკობრივ და სქესობრივ
ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ამასთანავე მოცემულ მომენტში ორგანიზმის
მდგომარეობაზე, მეტეოროლოგიურ და გეოგრაფიულ პირობებზე (ჰაერის ტემპერატურაზე,
ატმოსფერულ წნევაზე და სხვ.), დატვირთვის ეფექტს ბევრად განსაზღვრავს
ფსიქოლოგიური ფაქტორებიც.
დატვირთვის რეგულირება მრავალი ხერხით მიიღწევა, როგორიცაა: ერთი ვარჯიშის
მეორეთი შეცვლა, ვარჯიშის ტემპის, გამეორებებისა და სხვა ცვლა, დასვენების სხვადასხვა
ინტერვალის გამოყენება და ა.შ.
დატვირთვა შეიძლება იყოს სტანდარტული, მოქმედების ყველა მომენტში ერთი და
იგივე გარეგანი პარამეტრების ყოველი გამეორებისას და ცვალებადი – ყოველი გამეორებისას
განსხვავებული.
დასვენება ორგანიზმის პასიური, მშვიდი ან ისეთი აქტიური მდგომარეობაა, რომელიც
ხსნის დაღლას და ხელს უწყობს შრომის უნარის აღდგენას. დასვენების ნაირსახეობებია:
პასიური (მშვიდი, მოსვენებული მდგომარეობა) და აქტიური დასვენება.
როგორც ცნობილია, აქტიური დასვენება უფრო სწრაფად და სრულად აღადგენს
დაღლილი ორგანიზმის ფუნქციებს, ვიდრე პასიური.
დასვენების ინტერვალები სამი ტიპისაა: ორდინალური, მტკიცე და ექსტრემალური.
ორდინალური – ეს ისეთი ინტერვალია, რომელიც მომდევნო დატვირთვისათვის
შრომისუნარიანობას მთლიანად, საწყის მდგომარეობამდე აღადგენს.
მტკიცე – (უცვლელი) ინტერვალის შემთხვევაში მომდევნო დატვირთვა მოდის წინა
დატვირთვით გამოწვეული დაღლის ნაწილობრივ და არასრული აღდგენის ფაზაში.
ექსტრემალური – დასვენების ისეთი ინტერვალია, რომლის დროსაც მომდევნო
დატვირთვა ემთხვევა შრომისუნარიანობის ამაღლებულ ფაზას.

თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდები

თამაშობითი მეთოდი – მისი უმთავრესი ფუნქცია პედაგოგიურია. მისი გამოყენებით


ერთდროულად ხდება კომპლექსური ზემოქმედება მომეცადინეთა როგორც ფიზიკურ, ასევე
ფსიქიკურ სფეროზე. ამ მეთოდისთვის დამახასიათებელია სიუჟეტურობა. მიზნის
მისაღწევად გამოყენებულ სხვადასხვა ხერხთა კომპლექსურობა, ნაირსახეობრიობა,
მოქმედების დამოუკიდებლობა, აქტიურობა, ინიციატივა, სიმარჯვე, საზრიანობა.
შეჯიბრებითი მეთოდი – ფართოდ გამოიყენება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. იგი
ძირითადად ემსახურება მაღალი შედეგების გამოვლენის უნარის გამომუშავება –
განვითარებას. ამ მეთოდის გამოყენება მიმართულია იქითკენ, რომ მომეცადინეებმა შეძლონ
მიღწეული უნარ-ჩვევების, ფიზიკური თვისებებისა და სხვა შესაძლელობათა გამოვლენა
სულ უფრო და უფრო რთულ, ცვალებად, სპორტულ შეჯიბრებებთან მიახლოვებულ
პირობებში.
შეჯიბრებითი მეთოდის გამოყენებას ფართო ხასიათი აქვს. მას იყენებენ სხვადასხვა
პედაგოგიური ამოცანის გადაწყვეტის მიზნით.
13
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ზოგადპედაგოგიური მეთოდები ფიზიკურ აღზრდაში

სიტყვიერი მეთოდი. სიტყვის მეშვეობით მომეცადინეებს გადაეცემა ცოდნა მოძრაობით


მოქმედებებზე. მათ სტრუქტურულ წყობაზე, მათზე მომქმედ ძალებსა და ხასიათზე და მათ
ურთიერთმოქმედებაზე; აქტიურდება აღქმის პროცესი, ფასდება შედეგები და ა.შ.
სიტყვიერი მეთოდის გამოყენების სხვადასხვა ხერხი არსებობს.
ახსნა – მოძრაობითი მოქმედების არსის, მის შემადგენელ ნაწილთა შორის კავშირის,
მათი თანამიმდევრობის და სხვა მხარეთა გაგებას, მათში გარკვევას ითვალისწინებს.
განმარტება – გამოიყენება ვარჯიშის შესრულებისას მოძრაობათა ან მისი ცალკეული
მხარის დაზუსტების მიზნით.
თხრობა – თხრობა მეტწილად გამოიყენება ახალი მოძრაობითი მოქმედების გაცნობისა
და მის გარშემო დამატებითი ცნობების გადაცემის მიზნით.
საუბარი – მეტწილად კითხვა-პასუხის ფორმით გამოიყენება მოძრაობითი მოქმედების
შესწავლის პროცესში პედაგოგსა და მომეცადინეს შორის.
მითითება – მოქმედების არასწორი შესრულების, რაიმე შეცდომის დროს ადგილი აქვს
მითითებებს (მაგალითად, "გაიზნიქე", "გაჭიმე ცერები" და სხვ.).
ბრძანება – მიეცემა იმ შემთხვევაში, როცა რაიმე მოქმედება უყოყმანო შესრულებას
მოითხოვს.
ინსტრუქტირება – დავალების მიცემისას ზუსტი, ყოველმხრივ ღრმა სიტყვიერი ახსნა.
ძახილები და მიმართვები – გამოიყენება მომეცადინის ყურადღების სპეციალური
გამახვილებისათვის.
სიტყვიერ მეთოდს მიეკუთვნება აგრეთვე ანალიზის, მოფიქრების, დამოუკიდებელი
გააზრების და სხვა მეთოდები.
იდემოტორული ვარჯიშობის მეთოდის არსი მდგომარეობს მოძრაობითი მოქმედების
გონებაში შესრულებაში.
ბოლო წლებში ფართო გამოყენებას პოულობს აუტოგენური წვრთნის მეთოდები
(შთაგონების რეგულარული გამოყენების ხერხების სისტემა და სხვ.), მეთოდები ფსიქო-
ჰიგიენიდან, ფსიქოლოგიიდან, მედიცინიდან და სხვ.

თვალსაჩინოების მეთოდები

თვალსაჩინოების უზრუნველსაყოფად ფიზიკური აღზრდის პროცესში მრავალი


მეთოდი, მეთოდური ხერხი გამოიყენება, რომელთა მეშვეობითაც ხდება მოძრაობითი
მოქმედებების მხედველობით-სმენითი აღქმა.
ვარჯიშის უშუალო ჩვენების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
მის პირველ ჩვენებას, ყოველმხრივ მაღალ ტექნიკურ დონეზე შესრულების
დემონსტრირებას, რათა მომეცადინემ თვალნათლივ დაინახოს და ზუსტად გაერკვეს
შესასწავლ მოძრაობაში.
14
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ვარჯიშის შინაარსის, მისი სტრუქტურული თავისებურებებიდან გამომდინარე მისი


დემონსტრირება შეიძლება მთლიანობაში ან ნაწილ-ნაწილ ჩვენების დროს.
აღნიშნულ მეთოდებთან ერთად გამოიყენება ტექნიკური საშუალებები, როგორც
მეთოდები, როგორიცაა: კინოციკლოგრაფიული და ვიდეო მაგნიტოფონური დემონსტრირება.
შერჩევით-სენსორული დემონსტრირების, ორიენტირების და ლიდირების მეთოდები –
ძირითადად გამოიყენება სივრცის, დროის, რიტმის შეგრძნებისათვის ვარჯიშის
შესრულების დროს. ამისათვის ფართოდ გამოიყენება ელექტრონული და მექანიკური
აპარატურა (მეტრონომი, მაგნიტოფონი, ელექტრონათურათა სისტემა შესაბამისი
მარეგულირებელი მოწყობილობით და სხვ.).
მოძრაობის მიმართულების "შეგრძნების" მეთოდები. უშუალოდ დაკავშირებულია
სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებასთან.
სწრაფი ინფორმაციის მეთოდები. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკური
ხელსაწყო.

სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური დატვირთვის შეფასება

ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის შეფასება

ინტენსივობის გამოსათვლელად გამოიყენება მეტაბოლური ექვივალენტის დონე.


მეტაბოლური ექვივალენტი არის ფარდობითი მაჩვენებელი და გამოხატავს ადამიანის
ენერგიის დანახარჯს ფიზიკური აქტივობის დროს.

1 მეტაბოლური ექვივალენტი არის ადამიანის ენერგიის დანახარჯი მოსვენებულ


მდგომარეობაში, მაგ. წიგნის კითხვის ან ჯდომის დროს. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით
მეტია მისი მეტაბოლური ექვივალენტის დონე.
საშუალო დატვირთვის დროს მეტაბოლური ექვივალენტის მაჩვენებელი მერყეობს 3-6
მდე, ძლიერი დატვირთვის დროს კი - 6-ს აღემატება.
თუმცა, დატვრთვის ინტენსივობის გამოთვლის ასეთი ტექნიკის გამოყენება არ ხდება
ბავშვებში, სანამ ისინი არ მიაღწევენ ფიზიკური სიმწიფეს. ვინაიდან, ბავშვებში სხეულის
მასის კილოგრამზე ენერგიის დანახარჯი უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ
სტანდარტული მეტაბოლური ექვივალენტი ბავშვებში არ გამოიყენება.
გასათვალისწინებელია, რომ ერთი და იგივე აქტივობა სხვადასხვა ადამიანისთვის
შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის, რაც განპირობებულია მისი ორგანიზმის
თავისებურებებითა და შესაძლებლობებით.
არსებობს დატვირთვის შეფასების რამდენიმე მარტივი ტესტი, რომელიც წარმატებით
გამოიყენება ბავშვებში დატვირთვის ინტენსივობის შესაფასებლად, როგორც პედაგოგის, ისე
ბავშვის მიერ (თვითშეფასების დროს):

საუბრის ტესტი

15
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

1. მსუბუქი დატვირთვა - ადამიანს შეუძლია იმღეროს ან აწარმოოს ჩვეულებრივი


დიალოგი ვარჯიშის შესრულების დროს (სიარული და დალაგება);
2. საშუალო დატვირთვა – ადამიანს შეუძლია ისაუბროს მცირე დაბრკოლებებით
(სწრაფი სიარული, ველოსიპედით სიარული, ცეკვა);
3. ძლიერი დატვირთვა – ქოშინებს და უჭირს საუბარი (სირბილი, კალათბურთი,
ფეხბურთი, ცურვა, ხელბურთი);

გულისცემის სიხშირის ტესტი

გულისცემის სიხშირის დათვლის მეთოდი – დატვირთვისას გულისცემა შეიძლება იოლად


გაიზომოს მაჯაზე, კისერზე ან გულმკერდზე. დარტყმის სიხშირე შეიძლება შეფასდეს ერთი
წუთის განმავლობაში ან 30 წმ-ში და გამრავლდეს 2–ზე, ან 10 წმ-ში და გამრავლდეს 6-ზე.
გულისცემის სიხშირე ფასდება სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს.
ფიზიური დატვირთვის დროს გულისცემის მაქსიმალური მაჩვენებელის გამოსათვლელად
გამოიყენება შემდეგი მეთოდი - მუდმივ რიცხვს 220-ს აკლდება შესაფასებელი ბავშვის ასაკი.
მიღებული მონაცემი წარმოადგენს მოცემული ასაკისთვის მაქსიმალურ გულისცემის
სიხშირეს. მაგალითად, 12 წლის ბავშვისთვის მაქსიმალური გულის ცემის სიხშირეა 220 - 12 =
208.
მოცემული მაჩვენებლიდან შესაძლებელია განისაზღვროს ფიზიკური დატვირთვის
ინტენსივობა (საშუალო და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა)
საშუალო დატვირთვის ფიზიკური აქტივობის დროს ბავშვის გულისცემის სიხშირე უნდა
იყოს მაქსიმალურის 50-70%. მაგ. 12 წლის ბავშვისთვის 50% - 208X0,5=104, 70% - 208X0,7=146,
ანუ 12 წლის ბავშვისთვის საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს
გულისცემის სიხშირე უნდა მერყეობდეს 104-146 დარტყმა/წთ-ში.
ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს გულისცემის სიხშირე შეიძლება იყოს
მაქსიმალურის 70-85%, ანუ 12 წლის ბავშვისთვის 146-177 დარტყმა წთ-ში.
გახსოვდეთ! გულისცემის სიხშირე ბავშვის ფიზიკური დატვირთვის დროს არ უნდა
აღემატებოდეს მაქსიმალური გულისცემის სიხშირის მაჩვენებლის 85%-ს და თუკი ასეთი
მონაცემი დაფიქსირდა, დატვირთვის ინტენსივობა აუცილებლად უნდა შემცირდეს.

საშუალო დატვირთვის ვარჯიშებს მიეკუთვნება სწრაფი სიარული 5კმ/სთ ან უფრო


სწრაფად, ველოსიპედის ტარება საშუალო ტემპით, ჩოგბურთის თამაში წყვილებში,
სამეჯლისო ცეკვები, გორგოლაჭებზე და სკეოტბორდზე სრიალი და სხვ.
ძლიერი დატვირთვის ვარჯიშებს მიეკუთვნება ნელი ტემპით სირბილი, ცურვა
ჩოგბურთი (ერთეულთა თამაში) აერობიკა, ველოსიპედის ტარება სწრაფი ტემპით, ხტომები
სახტუნელათი, აღმართზე ასვლა, ფეხბურთი, კალათბურთი და სხვ.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური დატვირთვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზანიის რეკომენდაციით ჯანმრთელობის


შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ ბავშვი ყოველდღიურად სულ ცოტა 60 წუთი მაინც
16
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

იყოს დაკავებული ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობით. აღნიშნული დრო დღის


განმავლობაში შეიძლება დაიყოს რამდენიმე 15 ან 20 წუთიან პერიოდად; ვარჯიშის უმეტესი
წილი უნდა მოდიოდეს საშუალო ინტენსიობის აქტივობაზე და ნაკლები - ძლიერი
ინტენსიობის დატვირთვაზე. უმოძრაო პერიოდი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და ერთ
ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს (ძილის პერიოდის გამოკლებით).
ფიზიკური აქტივობა არ გულისხმობს მხოლოდ ვარჯიშსა თუ ორგანიზებულ სპორტში
მონაწილეობას, არამედ მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სეირნობა, სიარული,
ველოსიპედის ტარება, მოძრავი თამაში.
ბავშვის ფიზიკური აქტივობის განაწილება კვირის განმავლობაში, დატვირთვისა და
ინტენსივობის დონეების მიხედვით თვალსაჩინოდ არის ასახული ფიზიკური აქტივობის
პირამიდაზე.
I დონე - ყოველდღირი ფიზიკური აქტივობა:
ითვლება, რომ ბავშვი ფიზიკური აქტივობისთვის აუცილებელ დროს ყოველდღიურად
დააგროვებს პირველ დონეზე მოცემული აქტივობებით, როგორიცაა სიარული, კიბეებზე
ასვლა, ეზოს თამაშები და სხვ.
II დონე - აერობული ვარჯიშები:
მოძრავი და სპორტული თამაშები, ველოსიპედის ტარება, ცურვა, სირბილი. მეორე დონე
აგრეთვე მოიცავს რეკრიაციულ აქტივობას - ლაშქრობა, სხვადასხვა თამაში ბურთით.
მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში ბავშვმა შეასრულოს გარკვეული
რაოდენობით ენერგიული აქტივობები - 3-5 დღე კვირაში, მინიმუმ 30 წთ.
5-9 წლის ბავშვებისთვის მისაღებია მოძრავი თამაშები, თამაშები ბურთით, ხტომები
სახტუნელათი, სირბილი, ცურვა.
10-12 წლის ბავშვებისთვის - მოძრავი და სპორტული თამაშები, გორგოლაჭებითა და
სკეიტბორდით სრიალი, ორთვლიანი ველოსიპედით სიარული.
III დონე - მოქნილობის, გამძლეობისა და ძალის განვითარების ხელშემწყობი ვარჯიშები
და თამაშები:
 5-10 წთ. მოქნილობის განსავითარებელი ვარჯიშები და თამაშები, თითო აქტივობა
15-20 წმ., განმეორდეს მინიმუმ 2-3-ჯერ, მინიმუმ 3 დღე კვირაში;
 5-10 წთ. კუნთის გასამაგრებელი ვარჯიში და თამაშები მინიმუმ 3 დღე კვირაში;
 5-9 წლის ბავშვისთვის - სირბილი, ხტომა, ხოხვა, ცოცვა, ძრომა, კოტრიალი,
მსუბუქი გაწელვითი ვარჯიშები, მოძრავი თამაში;
 10-12 წლის ბავშვებისთვის - წინაღობების დაძლევა, მსუბუქი გაწელვითი
ვარჯიშები, მოძრავი და სპორტული თამაშები.
IV დონე - არააქტიური პერიოდი
არააქტიუტი (ფიზიკური პასიურობის) მდგომარეობის პერიოდი უნდა იყოს დაყვანილი
მინიმუმამდე და მიყოლებით 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ბავშვს დიდხანს უწევს
ჯდომა, სასურველია 35-40 წუთში ერთხელ, თუნდაც 5 წუთი იმოძრაოს როგორც სახლში,
ასევე სკოლაში.

17
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სწავლების პროცესის წინაპირობა და ეტაპები

ვარჯიშის დაუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი გამოირჩევა რთული


სტრუქტურით, ხორციელდება ეტაპობრივად. პირობითად გამოყოფენ სამ ეტაპს: სწავლების
პირველდაწყებით (გაცნობით) ეტაპს, გაღრმავებულ სწავლების ეტაპს, განმტკიცებისა და
შემდგომი სრულყოფის ეტაპს.
სწავლების ეტაპები გარკვეულწილად შეესაბამება მოძრაობითი უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბების სტადიებს: პირველი ეტაპი შეესატყვისება მოძრაობის აღქმას, მეორე
მოძრაობით შემძლეობას, ხოლო მესამე მოძრაობითი ჩვევის ჩამოყალიბების სტადიას.

სწავლების წარმართვის წინაპირობა


ახალი ვარჯიშის ათვისება პირველყოვლისა დამოკიდებულია თვით მოვარჯიშეზე, მის
შესაძლებლობებზე, ფიზიკური და ფსიქიკური სფეროს მაღალ კონდიციებზე.
მოძრაობითი მოქმედების დაუფლების მსვლელობას და საბოლოო შედეგს დიდად
უწყობს ხელს შესწავლილ ვარჯიშთა სიმრავლე, მარაგი, მათი გამოყენების გამოცდილება,
შესრულების მრავალფეროვნება და ა.შ.
მოძრაობითი უნარ-ჩვევების ფორმირების პროცესში თავისი გამოკვლევითი ადგილი
უჭირავს ფსიქიკურ მზადყოფნასაც, ადამიანის პიროვნული თვისებების მაღალ დონეს,
ნებისყოფას და სხვ.
სწავლების შედეგიანობა დამოკიდებულია აგრეთვე თვით ვარჯიშების სტრუქტურაზე,
მათ სირთულეზე.

18
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ბუნებრივია, რომ სწავლების ეფექტურობა დამოკიდებულია მომეცადინეს


გონიერებაზე, საღ აზროვნებაზე, სპეციალური ცოდნით აღჭურვის დონეზე.
და ბოლოს, მოძრაობითი შემძლეობისა და ჩვევის ჩამოყალიბება მჭიდროდ არის
დაკავშირებული სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სწორად წარმართვასთან.
მიზანმიმართულად შერჩეული და გამოყენებული სწავლების საშუალებები, მეთოდები,
პრინციპები და სხვა ამ პროცესის წარმარტებით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი
წინაპირობაა.

პირველდაწყებითი ეტაპი
ამ ეტაპის მიზანს შესასწავლი მოძრაობითი მოქმედების ტექნიკის საფუძვლების და
ძირითადი საკვანძო შენაერთების ათვისება წარმოადგენს. რთული ვარჯიშის შესწავლის
შემთხვევაში მისი თუნდაც "უხეში" ფორმით შესრულების უნარიანობის ჩამოყალიბებაა
ნავარაუდევი.
1. შესასწავლ მოძრაობით მოქმედებაზე წარმოდგენის შექმნა და მომეცადინეებში
სათანადო განწყობის ჩამოყალიბება.
2. ასათვისებელი ვარჯიშის შესასწავლად ორგანიზმის ბიომოტორული სფეროს
მზადყოფნის უზრუნველყოფა.
3. შესასწავლი მოძრაობითი მოქმედების აპრობირება, უხეში შეცდომების აცილება-
აღმოფხვრა.
შესასწავლ მოძრაობაზე წარმოდგენის შექმნა იწყება ამ მოძრაობის შესახებ მოკლე
ინფორმაციის მიწოდებით და მისი პრაქტიკული ჩვენებით.
ინფორმაციის მიწოდება უნდა გამოირჩეოდეს სიზუსტით და ლაკონიურობით. აქედან
გამომდინარე პრიორიტეტი ენიჭება საუბრებს, განმარტებით ახსნას, ინსტრუქტირებას და
სხვა ამგვარი მეთოდების გამოყენებას.
აქ პირველყოვლისა, უპირატესობა ენიჭება ნატურალურ ჩვენებას. უშუალოდ
პედაგოგის (წარჩინებული მოსწავლის) მიერ პრაქტიკულად ნაჩვენები ვარჯიში
მომეცადინეებში იწვევს შესასწავლი მოძრაობითი აქტის უფრო საფუძვლიანად აღქმას,
შესრულების თანმიმდევრობის უკეთ გააზრებას და დანახვას, მეტ დაინტერესებას და ა.შ.
სიტყვიერი და თვალსაჩინო ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების, მოქმედების
საორიენტაციო საფუძვლების ფორმირების შემდეგ იწყება ახალი მოძრაობითი მოქმედების
პრაქტიკული ათვისება. მომეცადინე ახდენს შესასწავლი მოქმედების აპრობირებას,
"მოსინჯვას".
ამ ეტაპის დამახასიათებელ თავისებურებას, სწავლების პროცესის წარმატებით
წარმართვისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენს.
სწავლების პირველ ეტაპზე ვარჯიშის დაუფლების პროცესი ხასიათდება
მრავალრიცხოვანი შეცდომებით, მომეცადინე შესასწავლ მოძრაობას ასრულებს
დამახინჯებულად, მოძრაობის ტექნიკის უხეში დარღვევებით და ა.შ.
საჭიროა გამოვლენილი შეცდომების მიზეზების დადგენა და მათი თანმიმდევრული
აღმოფხვრა. აქ, პირველ რიგში, ყურადღება ექცევა უხეში შეცდომების გამოსწორებას, იმ
დამახინჯებების აღმოფხვრას, რომლებიც საგრძნობლად აფერხებენ შესასწავლი ვარჯიშის
სტრუქტურას, საკვანძო რგოლების ათვისებას.

გაღრმავებული სწავლების ეტაპი


19
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ამ ეტაპზე ხდება შესასწავლი ვარჯიშის საფუძვლიანი ათვისება. მიზანი


ითვალისწინებს მოძრაობითი შემძლეობის ფორმირებას.
აღნიშნული მიზნის განხორციელება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი
ამოცანების გადაჭრის მეშვეობით.
1. მოქმედების საერთო რიტმის ჩამოყალიბება.
2. მოძრაობითი მოქმედების შერწყმული შესრულების უზრუნველყოფა.
შესასწავლი ვარჯიშის "მიახლოებით", "სქემატურად", "უხეში" ფორმით შესრულება,
რითაც დასრულდა სწავლების პირველდაწყებითი ეტაპი, შემდგომ მოითხოვს ვარჯიშის
გაღრმავებულ, სრულყოფილ ათვისებას. პირველ ეტაპზე ძირითადი ყურადღება ეთმობოდა
მოქმედების ტექნიკის საფუძვლების, საკვანძო შენაერთების დაუფლებას. გაღრმავებული
სწავლების ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე ენიჭება ასათვისებელი მოძრაობითი
მოქმედებების ტექნიკის დეტალების და ელემენტების შესწავლას.
ფაქტობრივად, მეორე ეტაპზე მთავრდება შესასწავლი ვარჯიშის ძირითადი ვარიანტის
ათვისება.
ამ ეტაპზე ფართოდ გამოიყენება მოსამზადებელი და მიმყვანი ვარჯიშები,
ტრენაჟორები, ვიდეო და სხვა დამხმარე ტექნიკური საშუალებები. თანდათანობით უკვე
დასაშვები ხდება თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდების გამოყენებაც. უკანასკნელ
შემთხვევაში ყურადღება ექცევა არა მაღალი შედეგების მიღწევას, რეზულტატს, არამედ
ვარჯიშის ტექნიკურად შესრულებას, შესწავლის ხარისხს.
ყოველივე აღნიშნული ქმნის იმის წინაპირობას, რომ ჩამოყალიბებული მოძრაობითი
შემძლეობა სწავლების მომდევნო ეტაპზე სათანადო მუშაობის შედეგად უკვე გადაიზარდოს
მოძრაობით ჩვევაში.

განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის ეტაპი


ეს არის ასათვისებელი ვარჯიშის, მოძრაობის თუ მოძრაობითი მოქმედების შესწავლის
დასკვნითი საფეხური. სწავლების დამახასიათებელი ეტაპის მიზანს წარმოადგენს
მოძრაობითი ჩვევის ჩამოყალიბება და განმტკიცება, მისი სრულფასოვნად შესრულება
ცვალებად პირობებში. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად საჭიროა გადაიჭრას
შემდეგი სახის ძირითადი ამოცანები:
1. შესასწავლი მოძრაობითი აქტის სტაბილური, ავტომატიზებული შესრულება.
2. მოძრაობითი ტექნიკის სრულყოფისა და ფიზიკური თვისებების განვითარების
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
3. მოძრაობითი ტექნიკის "ინდივიდუალიზაცია".
ამ ეტაპზე მოძრაობითი შემძლეობიდან მოძრაობით ჩვევაში გადაზრდა ხდება
ასათვისებელი მოძრაობითი აქტის მრავალჯერადი გამეორების შედეგად.
დროთა განმავლობაში სულ მეტი და მეტი ყურადღება ეთმობა მოძრაობითი ჩვევის
სრულყოფას ცვალებად პირობებში.
მთლიანობაში სწავლების პროცესის დამამთავრებელ სტადიაში ხდება მეთოდების
ერთგვარი "ჰარმონიზაცია", ორგანული შერწყმა. სხვადასხვა პირობებში, ვითარებაში, ეტაპის
მონაკვეთში იცვლება გამოსაყენებელი მეთოდების რაოდენობა, შეფარდება, ხვედრითი წონა,
უფრო დახვეწილი ხდება მათი ზემოქმედება. მეთოდების მრავალფეროვნება აუმჯობესებს

20
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მოძრაობითი ჩვევის სწორად, სრულად და მყარად ჩამოყალიბების პროცესს, მის


სრულფასოვან შესრულებას ცვალებად პირობებში.
სწავლების დასკვნით საფეხურზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მოძრაობითი
ჩვევის "ინდივიდუალიზაციას", მომეცადინეს ინდივიდუალური თავისებურებების
გათვალისწინებას.
სწავლების დასკვნითი ეტაპი გამოირჩევა იმითაც, რომ სულ მეტ და მეტ მნიშვნელობას
იძენს მოძრაობითი მოქმედების "ეკონომიურად" შესრულების პრობლემა.
ამ ეტაპზე გამოკვეთილი მნიშვნელობა ენიჭება შეცდომების თავიდან აცილების და
აღმოფხვრის საკითხებს.
ეს ეტაპი არის კონკრეტული მოძრაობითი ჩვევის ჩამოყალიბების დამაგვირგვინებელი
მონაკვეთი, სასწავლო პროცესის დასკვნითი, შემაჯამებელი სტადია.

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის სტრუქტურა

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი შედგება სამი ნაწილისაგან: მოსამზადებელი,


ძირითადი და დასკვნითი.
მოსამზადებელი ნაწილის მიზანია მოამზადოს მომეცადინეები გაკვეთილის ძირითადი
ნაწილით გათვალისწინებული ამოცანების გადასაჭრელად, შემდგომი უფრო ინტენსიური
დატვირთვისათვის. მოსამზადებელ ნაწილს მარტო დამხმარე ნაწილს ვერ დაავარქმევთ. აქ
წყდება მეთოდური ხასიათის ამოცანები, როგორიცაა: გაკვეთილზე მომცადინეთა
ორგანიზაციის, ფსიქიკური განწყობის უზრუნველყოფა: ყურადღების გააქტიურება და
მომეცადინეთა ემოციური მდგომარეობის ამაღლება, ორგანიზმის საერთო ფუნქციური
მომზადება აქტიური კუნთური მუშაობისათვის; ძირითადი ნაწილისათვის ორგანიზმის
მომზადება. გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და კუნთური სისტემის მუშაობისუნარიანობის
ამაღლებისათვის გამოიყენება ისეთი ბუნებრივი მოძრაობითი მოქმედებები, როგორიცაა:
სიარული, რბენა, წახტომები, საერთო განმავითარებელი ვარჯიშები, ვარჯიშები, ზემო და
ქვემო კიდურებისათვის, გაზმორებითი ყაიდის ვარჯიშები, ვარჯიშები სხვადასხვა საგნების
გამოყენებით: ტენილი ბურთებით, სატანვარჯიშო ჯოხებით და სხვ. სამწყობრო ვარჯიშების
და კომანდების ზუსტი გამოყენებით მასწავლებელი ამაღლებს მოსწალვეთა ფსიქიკურ
განწყობას და მზადყოფნას მეცადინეობისადმი. ხდება ახალი მოძრაობითი მოქმედებების
შესწავლა საერთო განმავითარებელ ვარჯიშთა კომლექსებიდან.
მოსამზადებელი ნაწილის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს გაკვეთილის საერთო დროის
10-20%-ს.
გაკვეთილის ძირითადი ნაწილის მიზანია მოცემული გაკვეთილის გეგმით
გათვალისწინებული ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი, საგანმანათლებლო
და აღმზრდელობითი ამოცანების გადაჭრა.
მოსამზადებელ ნაწილთან შედარებით გაკვეთილის ძირითადი ნაწილი რთული
სტრუქტურით ხასიათდება. ამ ნაწილში მიმდინარეობს ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის
შესწავლა, ფიზიკური თვისებების განვითარება და ა.შ. დრო გამოყოფილია ისეთი ფიზიკური
ვარჯიშების დასწავლაზე, რომლებიც მომეცადინეებისგან მნიშვნელოვან მოძრაობით
აქტივობას მოითხოვს. ძირითადი ნაწილის დასაწყისში ხდება ტექნიკუირად რთული
21
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკური ვარჯიშების ათვისება, შემდეგ კი ადრე ათვისებული მასალის განმტკიცება და


სრულყოფა. ვარჯიშები, რომლებიც მოითხოვს სიმარჯვის, სისწრაფის, სწრაფ-ძალოვანი
თვისებების გამოვლენას, ძირითადი ნაწილის დასაწყისში სრულდება; ის ვარჯიშები კი,
რომლებიც უშუალოდ ძალისა და გამძლეობის გასავითარებლად შეირჩევა - ძირითადი
ნაწილის ბოლოს. ამასთანავე, თუ დაგეგმილია სპეციალური გამძლეობის განვითარება, მასზე
მუშაობა იწყება უფრო ადრე, ვიდრე საერთო გამძლეობის განვითარებაზე. გაკვეთილზე
გავლილი მასალის განმტკიცების მიზნით ძირითადი ნაწილი მთავრდება მოძრავი თამაშით.
გაკვეთილის ძირითადი ნაწილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დატვირთვის
მოცულობასა და ინტენსივობაზე, მომეცადინეთა ასაკსა და სქესზე და სხვ. სკოლაში
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ძირითად ნაწილს ეთმობა 25-30 წუთი.
გაკვეთილის დასკვნითი ნაწილის მიზანია მომეცადინეთა ორგანიზმის ფუნქციათა
აქტივობის თანდათანობითი დაქვეითება და მისი მოყვანა შედარებით მშვიდ
მდგომარეობაში, რისთვისაც გამოიყენება ნელი რბენა, მშვიდი, თავისუფალი სიარული, ღრმა
სუნთქვითი ვარჯიშები მოდუნებაზე; მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეჯამება, სადაც
გათვალისწინებული უნდა იყოს მომეცადინეთა შეგნებული აქტიურობა მომდევნო
გაკვეთილების მიმართ; ფიზიკური ვარჯიშებით დამოუკიდებელი მეცადინეობებისათვის
საშინაო დავალების მიცემა.
გაკვეთილის დასკვნით ნაწილს 3-5 წუთი ეთმობა.

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ტიპები

სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები შინაარსის მიხედვით არაერთფეროვანია.


არჩევენ: სასწავლო, შერეულ, საკონტროლო, გაცნობით, საბოლოო შემაჯამებელი ხასიათის
გაკვეთილებს.
უმცროს სასკოლო ასაკში, როგორც წესი, ტარდება კომპლექსური ტიპის გაკვეთილები,
სადაც ერთდროულად შეტანილია მოძრავი თამაშები, ასევე მოძრაობითი მოქმედებები
ტანვარჯიშიდან, მძლეოსნობიდან და სპორტის სხვა სახეობებიდან. VII – XII კლასებში
სჭარბობს ერთგვაროვან მასალაზე მუშაობა, ანუ აქცენტი გადატანილია სპორტის ერთ-ერთ
რომელიმე სახეობაზე.
სასწავლო ტიპის გაკვეთილზე მიმდინარეობს მხოლოდ ახალი მასალის შესწავლა.
უმეტესად ტარდება უმცროსი და საშუალო ასაკის ბავშვებთან. მას ახასიათებს შედარებით
მცირე მოტორული სიმკვრივე, რადგან დიდი დრო იხარჯება ახსნაზე, დემონსტრირებაზე,
მოძრაობისას პირველი უხეში შეცდომების გასწორებაზე.
შერეული ტიპის გაკვეთილზე ახალი მასალის შესწავლასთან ერთად ხდება შესწავლილი
მოძრაობითი უნარ-ჩვევების განმტკიცება და სრულყოფა. ე. ი . ერთ მეცადინეობაზე ახალი
მასალის ათვისების, სრულყოფისა და ადრე ათვისებული მასალის გამეორების
ერთმანეთთან შეთავსება.
საკონტროლო ტიპის გაკვეთილების ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეთა მოსწრების
შეფასება. ხდება პროგრამით გათვალისწინებული საკონტროლო ნორმატივების მიღება.
შეფასება ხდება შედეგის მიხედვით. ამ დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მკაცრი
22
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

წესრიგი წესების დაცვით და შედეგების ზუსტი ფიქსირებით. მასწავლებელი საკონტროლო


გაკვეთილებს ატარებს წლის სხვადასხვა პერიოდში. უმეტესად გეგმავს სემესტრების ბოლოს.
სასწავლო ნორმატივების ჩაბარება ძირითადად მიმდინარეობს შეჯიბრების სახით.
გაცნობითი ტიპის გაკვეთილი ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში. მიმდინარეობს
საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, ფიზორგების არჩევა. მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს მთელი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებულ მოთხოვნებს ფიზიკურ
აღზრდაში, აცნობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობის კალენდარს, ესაუბრება ფიზიკურ
აღზრდაში მეცადინეობისათვის საჭირო სპორტული ფორმის შეძენის აუცილებლობისა და
მნიშვნელობის შესახებ, აცნობს ახალი სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულ ამოცანებს,
ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა მოთხოვნაზე, საშინაო დავალებათა შესრულების
ხასიათზე და ა. შ.
საბოლოო შემაჯამებელი გაკვეთილი, როგორც წესი, ტარდება სემესტრების და წლის
ბოლოს. ის ატარებს თამაშის ხასიათს. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას
არდადეგების პერიოდში შესასრულებლად.
სწავლების პროცესის აგების თავისებურებანი და მეთოდები დამოკიდებულია კერძოდ,
ჩამოსაყალიბებელი მოქმედებების სტრუქტურის სირთულეზე. იგი განისაზღვრება ჯერ
ერთი, მოძრაობებისა და ფაზების რიცხვით, რომლებისაგან შედგება ეს მოქმედება; მეორე -
მოთხოვნებით მოძრაობების სიზუსტისადმი სივრცეში, დროში და დაძაბვის სიდიდის
მიხედვით; მესამე - მოძრაობების კოორდინაციის თავისებურებებით ყოველ ფაზაში და
მთლიანად, მოძრაობითი მოქმედების რიტმული სტრუქტურის სიმარტივით ან სირთულით;
მეოთხე - მოცემულ მოძრაობით აქტში თანდაყოლილი ან შეძენილი ავტომატიზმების
მონაწილეობის დონით.

მოსწავლეთა ორგანიზაციის მეთოდები

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის ამოცანების წარმატებით გადაჭრისათვის


დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა ორგანიზაციის მეთოდებს, რომლბსაც
მასწავლებელი მიმართავს მეცადინეობის ჩატარების პროცესში. ესენია: ფრონტალური,
ჯგუფური, ინდივიდუალური, წრიული წვრთნის მეთოდები. ამ მეთოდთა ერთმანეთთან
სხვადასხვაგვარი შეხამება ქმნის მომეცადინეთა ორგანიზაციის კომბინირებულ მეთოდებს,
რომლებიც საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილის ჩატარების საშუალებას იძლევა.
ფრონტალური მეთოდი ითვალისწინებს ყველა მოსწავლის მიერ ერთი და იმავე
დავალების ერთდროულად შესრულებას ერთ და იმავე დროში. იგი გაკვეთილის ყველა
ნაწილში გამოიყენება, უფრო მეტად დამახასიათებელია გაკვეთილის მოსამზადებელ და
დასკვნითი ნაწილებისათვის, სადაც მეტი შესაძლებლობაა მასწავლებლის მიერ მიცემული
დავალება ყველა მოსწავლემ ერთდროულად შესარულოს (მთელმა კლასმა, ჯგუფმა, ორ-
ორმა, რამდენიმემ, პაუზებით ან ნაკადურად).
ფრონტალური მეთოდი უმეტესად უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან გამოიყენება.
საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებში ფრონტალურ მეთოდს უპირატესად გაკვეთილის
მოსამზადებელ და დასკვნით ნაწილში მიმართავენ. ყველა მეთოდს, მათ შორის
ფრონტალურსაც, აქვს თავისი დადებითი და ნაკლოვანი მხარე. დადებითია ის, რომ
23
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა ყველა მოსწავლე ჰყავდეს მხედველობის არეში და


ყველას ერთდროულად შეუსწოროს შეცდომები. ნაკლოვანი მხარე გამოიხატება იმაში, რომ
ნაკლებად ხერხდება მასწავლებლის მისვლა თითოეულ მომეცადინესთან და ფიზიკური
ვარჯიშის რომელიმე ელემენტზე ყურადღების გამახვილება შეცდომის გამოსწორების
მიზნით და ა. შ.
ნაკადური მეთოდით სრულდება ის მასალა, რომელიც მოსწავლეებს კარგად აქვთ
ათვისებული და რთული სტრუქტურით არ გამოირჩევა.
ჯგუფური მეთოდი ითვალისწინებს მასწავლებლის სხვადასხვა დავალების შესრულებას
რამდენიმე ჯგუფის მიერ. ის მეტწილად გამოიყენება გაკვეთილის ძირითად ნაწილში.
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ეძლევათ ცალკეული დავალებები. მეცადინეობის
პროცესში მასწავლებელს ეხმარება აქტივი, რომელსაც ამისთვის თვითონ ამზადებს.
მასწავლებელი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, გადადის ერთი ჯგუფიდან მეორეში.
მისი მითითებით ხორციელდება მთელი გაკვეთილის ორგანიზაცია. მასწავლებელი
უშუალოდ ამეცადინებს იმ ჯგუფს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დაზღვევა-
დახმარებას. ჯგუფური მეთოდის გამოყენების დროს მომეცადინეებს ყოფენ სქესის,
ფიზიკური მომზადეულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
ინდივიდუალური მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული მოსწავლის
წინაშე ხდება სხვადასხვა ამოცანის დასახვა და ინდივიდუალური დავალებების
დამოუკიდებლად შესრულება. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს თითოეულ მოსწავლეს
და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ. თითოეულ მომეცადინეს უფლება ეძლევა
თვითონ აირჩიოს დავალება. ინდივიდუალური მეთოდის გამოყენება სამეცადინო ადგილის
კარგ მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას
მოითხოვს. მასწავლებელი დიფერენცირებულად უდგება თითოეულ მოსწავლეს;
ითვალისწინებს მათ მომზადებულობის დონეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირად
მიდრეკილებებს და უნარიანობას, ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულებისათვის საკმარის
მომზადებულობას.
წრიული წვრთნის მეთოდი ითვალისწინებს მომეცადინეთა მიერ დავალებათა
თანმიმდევრულ შესრულებას წრედ განლაგებულ სპეციალურად მომზადებულ ადგილზე
(”სადგურებზე”). სადგური შეიძლება იყოს რამდენიმე. აღნიშნული მეთოდი ძირითადად
გამოიყენება გაკვეთილის ძირითად ნაწილში.
წრიული მეთოდით მეცადინეობის ჩატარების დროს გამოიყენება ტექნიკურად
შედარებით მარტივი და კარგად დასწავლილი ფიზიკური ვარჯიშები. ვარჯიშთა კომპლექსი,
რომელიც წრიული წვრთნის მეთოდით სრულდება, დამოკიდებულია მოსწავლეთა
მომზადების დონეზე, მათ ასაკობრივ თავისებურებებზე და სხვ.
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი იკავებს მისთვის განკუთვნილ
ადგილს - ”სადგურს”. მოსწავლეები თანდათან გადადიან ერთი სადგურიდან შემდეგზე
მანამ, სანამ მთელ წრეს არ გაივლიან. სხვადსახვა ვარიანტების წარმატებით ათვისების
კვალდაკვალ მასწავლებელი თანდათანობით ართულებს მათ, აახლებს ვარჯიშთა
კომპლექსებს, იყენებს დატვირთვის უფრო მკაცრ რეჟიმს და ა. შ.
განმეორებათა რაოდენობა, დოზირება ისეთი უნდა იყოს, რომ მომეცადინეებმა
თითოეული წრე ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაიარონ. გაკვეთილში წრიული წვრთნის
მეთოდით მუშაობას 20 წუთამდე დრო ეთმობა, ზოჯგერ მეტიც. რაც დამოკიდებულია
ვარჯიშთა ხასიათზე, მომეცადინეთა რაოდენობაზე, მათ მომზადებულობაზე და ა. შ.
24
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

გაკვეთილის სიმკვრივის განსაზღვრა (ქრონომეტრაჟი)

გაკვეთილის სიმკვრივეს განსაზღვრავენ გაკვეთილის სხვადასხვა კომპონენტზე დროის


განაწილებაზე დაკვირვებით. განსაკუთრებული სიზუსტის მისაღწევად იყენებენ
გაკვეთილის ქრონომეტრაჟს, რომელიც შედგება გაკვეთილის კომპონენტების დროის
გაზომვის, საერთო და მოტორული სიმკრივის მაჩვენებელთა გამოთვლის, ანალიზისა და
შეფასებისაგან.
ქრონომეტრაჟის შესადგენად გამოიყენებენ სპეციალურ ფურცელს, რომლის
ჰორიზონტალურ გრაფაში ჩამოთვლილია აღრიცხვის სახეები - მუშაობა, ჩვენება და
განმარტება, გადაწყობა და იარაღების მოწყობა-ალაგება და გაცდენილი დრო. მათ გასწვრივ
გაკვეთილის ხანგრძლივობის მიხედვით დაშვებულია წუთების აღმნიშვნელი 45 სვეტი,
რომლის შემდეგ სპეციალური გრაფებია: ”საერთო დრო”, ”%% გაკვეთილის მიხედვით”,
”სიმკვრივე”, რომელიც შეიცავს სამ სვეტს. ”პირობითი აღნიშვნა”, ”დროში” და ”%-ით”, მათში
ჩაწერენ აღრიცხვის მაჩვენებლებს წუთობით და პროცენტობით.
გაკვეთილის ქრონომეტრაჟს ადგენენ 0,5 წუთის სიზუსტით, თუ გაკვეთილის
მსვლელობის დროს მოსწავლემ ვარჯიშის შესრულებაზე 0,5 წუთზე ნაკლები დრო დახარჯა,
საჭიროა იგი დაამრგვალონ. ქრონომეტრაჟს ადგენენ წამზომით ან მაჯის საათით. აღრიცხვის
სახეებში იგულისხმება შემდეგი მოქმედებები:
1. მუშაობა - მოსწავლეთა ყოველგვარი აქტიური მოძრაობა და მოქმედება;
2. ჩვენება-განმარტება - მასწავლებლის ახსნა-განმარტება, მითითება და ვარჯიშის
ჩვენება;
3. გადაწყობა და იარაღების მოწყობა - გადაწყობები და იარაღების მოწყობა-ალაგება;
4. გაცდენილი დრო - რიგის ცდა და დროის უქმად ხარჯვა.
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ქრონომეტრაჟის ფურცელზე აღრიცხვის გასწვრივ
ხაზის გასმით თანმიმდევრობით აერთიანებენ იმდენ უჯრას, რამდენი წუთიც დაიხარჯა
აღრიცხვის ამა თუ იმ სახეზე. ნახევარი წუთის დახარჯვის შემთხვევაში ხაზს ავლებენ
უჯრის ნახევარს. გაკვეთილის პირველი ნაწილის დამთავრებისას წუთის აღმნიშვნელი
რიცხვიდან დაუშვებენ შვეულს, რომელიც გადაკვეთს აღრიცხვის სახეების ჰორიზონტალებს
და მეხუთე ჰორიზონტალური სვეტის გადაკვეთით აღნიშნავს გადაკვეთის პირველი
ნაწილის დამთავრებას. ასეთსავე შვეულს დაუშვებენ მეორე ნაწილის დამთავრებისას და
ამით განსაზღვრავენ გაკვეთილის სამივე ნაწილს.
გაკვეთილის მსვლელობის ჩაწერის შემდეგ აღრიცხვის სახეების მიხედვით აჯამებენ
გავლებულ ხაზებს, ანუ წუთებს და შედეგს წერენ გრაფაში ”საერთო დრო”; მიღებულ
თითოეულ შედეგს ამრავლებენ 100-ზე და ყოფენ 45-ზე, რის შედეგადაც ღებულობენ მათ
პროცენტულ გამოსახულებას და წერენ მეორე გრაფაში - ”%% გაკვეთილის მიხედვით”.
აღრიცხვის სახეების დრომ შეკრების შემდეგ უნდა შეადგინოს 45 წთ., ხოლო პროცენტების
ჯამმა - 100. ასეთი დაანგარიშების შემდეგ ადგენენ: 1. აბსოლუტურ ანუ მოტორულ
სიმკვრივეს (ას) - იმ დროს რომელიც დაიხარჯა აქტიურ მოქმედებებზე; 2. საერთო
სიმკვრივეს (სს) - იმ დროს, რომელიც დაიხარჯა სამი მონაცემის (მუშაობა, ჩვენება-
განმარტება და გადაწყობები, იარაღების მოწყობა) მიხედვით.
25
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

დაანგარიშების შემდეგ ქრონომეტრაჟის ანალიზისათვის ცალკე ფურცელზე ჯერ წერენ


გაკვეთილის ამოცანას, შემდეგ კი გაკვეთილის მიმდინარეობას დროს რაციონალურად
გამოყენების თვალსაზრისით. ანალიზში აღნიშნავენ სიმკვრივის ხელისშემშლელ და
ხელშემწყობ ფაქტორებს, ჯგუფის ორგანიზაციას, ადგილისა და ინვენტარის წინასწარ
მომზადებას, მასწავლებლის მომზადებასა და ოპერატიულობას, სხვა ფაქტიურ მასალას.
ასეთი ჩანაწერის საფუძველზე ასკვნიან, მეცადინეობისათვის განკუთვნილი დრო რამდენად
რაციონალურად იყო გამოყენებული გაკვეთილის ამოცანისა და ნაწილების დროის
შესაბამისად.
გაკვეთილის ქრონომეტრაჟით ირკვევა მასწავლებლის მიერ მეცადინეობისათვის
გამოყოფილი დროის რაციონალურად გამოყენება. გაკვეთილ;ის სიმკვრივე ცვალებადი
ფაქტორია, მოტორული სიმკვრივე გვიჩვენებს მოსწავლეთა აქტიური მოქმედების დროს,
მისი პროცენტული გამოხატვა ნიშნავს ვარჯიშზე დახარჯული დროის შეფარდებას
გაკვეთილის საერთო დროსთან. მოტორული სიმკვრივე ნაჩვენები უნდა იყოს დინამიკაში
გაკვეთილის ნაწილების მიხედვით.

მოტორული განვითარება

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების


ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა.
მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშს და წვრილს, ანუ ნატიფ
მოტორიკას.
მსხვილი (უხეში) მოტორიკა ბავშვის უნარია, აკონტროლოს კიდურები და მსხვილი
კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს სიარულს, სირბილს, ხტომას, ტყორცნას და
სხვ.
წვრილი (ნატიფი) მოტორიკა ბავშვის უნარია, აკონტროლოს წვრილი, თხელი
კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის სწორი და
ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის მიმართულებას), რომელთა
საშუალებითაც იგი ახერხებს დაიჭიროს საგანი, მოეჭიდოს, ხატოს, წეროს და სხვ.
სენსომოტორულ-მოტორული განვითარება - ბავშვის უნარია გრძნობათა ორგანოების
გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს
აღქმა თუ შეცნობა.

ფიზიკური მომზადება

ძალის განვითარების თავისებურებანი ფიზიკური


მომზადების პროცესში

სპორტის ყველა სახეობა მოითხოვს ძალისუნარიანობის განვითარებას. ის ყველა


სახეობისთვისაა საჭირო.

26
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

საკუთრივ ძალისუნარიანობა იზომეტრული და მასთან ახლო მდგომი ტიპის კუნთური


დაძაბულობის დროს ვლინდება, რომელიც სრულდება კუნთების სიგრძის შეუცვლელად ან
კუნთების ნელი შეკუმშვით.
ცნობილია, რომ სხეულის მასის ზრდასთან ერთად იზრდება აბსოლუტური ძალის
მაჩვენებელი, შეფარდებითი ძალის მაჩვენებელი კი იკლებს.
სწრაფძალისუნარიანობა ვლინდება ისეთ მოძრაობით მოქმედებებში, რომლებშიც
ძალასთან ერთად მოითხოვება მაღალი სიჩქარე.
ძალისმიერი გამძლეობა არჩეულ სახეობაში მნიშვნელოვანი მოცულობის ხანგრძლივი
კუნთური დაძაბულობით გამოწვეული დაღლილობის წინააღმდეგობის გაწევის უნარია.
სპორტსმენის ძალისმიერი მომზადების ძირითადი ამოცანებია: 1. ძალისმიერ
შესაძლებლობათა ზრდა და მათი სათანადო შენარჩუნება სპორტული სრულყოფის
მრავალწლიანი სტადიების თავისებურებათა შესატყვისად. 2. სპორტის სახეობის
სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად ძალისუნარიანობის ისეთ დონეზე განვითარება,
რომ დასახული შედეგის მისაღწევად უზრუნველყოფილი იქნეს მისი ეფექტური გამოყენება.
ძალისმიერი მომზადების საშუალებები. სპორტულ წვრთნაში ძალისმიერი ვარჯიშები
პირობითად იყოფა საერთო მოსამზადებელ (ანუ სპორტის ყველა სახეობისათვის) და
სპეციალურ-მოსამზადებელ ძალისმიერ (სპორტის ცალკეული სახეობისათვის) ვარჯიშებად.
ძალისუნარიანობის განვითარების მეთოდები შეიძლება გაერთიანდეს ოთხ ჯგუფში:
1. განმეორებითი ვარჯიშობის მეთოდები არაზღვრული დამძიმებების გამოყენებით;
2. ზღვრული და ზღვრულთან მიახლოებული დაძაბულობის განმეორებითი ვარჯიშობის
მეთოდები;
3. განმეორებითი ვარჯიშობის მეთოდები სხეულის სტატიკური მდგომარეობის
გამოყენებით;
4. ძალისმიერ შესაძლებლობათა განვითარების არასპეციფიკური მეთოდები (ზოგადი
მეთოდები განხილულია წინამდებარე სახელმძღვანელოს I ნაწილში. აქ შევეხებით
სპორტსმენის ძალისმიერი მომზადების ზოგიერთი განმსაზღვრელი ნიშნების
დახასიათებას).
ძალისმიერი გამძლეობის განვითარებისათვის, მრავალ ძალისმიერ ვარჯიშებთან
ერთად, გამოიყენება სპეციალური ტექნიკური საშუალებანი (მაგალითად, მორბენალისათვის
– ბორბლებიანი მოძრავი მოწყობილობა ტროსით, რომელიც სპორტსმენის რბენის დროს
ადგილის გადანაცვლებისას იწვევს დოზირებულ წინააღმდეგობას რბენის ტექნიკის
დაურღვევლად; მოცურავეებისთვის – საწყალოსნო მოძრავი ბილიკი (ტრეტბანი) და
დინამომეტრული ესპანდერები, რომლის მეშვეობითაც ცურვითი მოძრაობის დროს იქმნება
წინააღმდეგობანი; ველოსიპედისტებისათვის – პედალირების დროს წინააღმდეგობის
მარეგულირებელი მოწყობილობა.

სისწრაფის განვითარების თავისებურებანი ფიზიკური


მომზადების პროცესში

სპორტსმენისათვის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა მოძრაობის სწრაფი


შესრულების უნარი.

27
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სისწრაფე არის სპორტსმენის მორფოფუნქციურ თვისებათა კომპლექსი, რომელიც


უშუალოდ განსაზღვრავს მოძრაობის მახასიათებლებსა და მოძრაობითი რეაქციის დროს.
სისწრაფის ცნება ირთავს: მოძრაობათა სიჩქარეს, მათ სიხშირეს და მოძრაობათა რეაქციის
დროს.
განასხვავებენ საერთო და სპეციალურ სისწრაფეს. საერთო სისწრაფეს სპორტსმენი
იძენს საერთო და სპეციალური მომზადების პროცესში.
გამოყოფენ მარტივი და რთული რეაქციის სისწრაფეს, რომელიც იზომება რეაგირების
ლატენტური დროით.
მარტივი რეაქციის სისწრაფის განვითარებისათვის ფართოდ გამოიყენება სენსორული
მეთოდი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სპორტსმენს აძლევენ დავალებებს, რომელიც
სამ ეტაპად ხორციელდება.
პირველი ეტაპი – სპორტსმენი მაქსიმალური სიჩქარით რეაგირებს სასტარტო
სიგნალზე. დროს მწვრთნელი აცნობს.
მეორე ეტაპი – სპორტსმენი მაქსიმალური სისწრაფით რეაგირებს სასტარტო სიგნალზე
და თვითონ აფასებს რეაქციის დროს.
მესამე ეტაპი – სპორტსმენი წინასწარ დათქმულ დროში ახდენს რეაგირებას სასტარტო
სიგნალზე; ე.ი. მიმართავს ზუსტად განპირობებული რეაქციის დროის ვარირებულ ხერხს.
მარტივი რეაქციის სისწრაფის გასავითარებლად ასევე იყენებენ სხვადასხვა
ელექტრონულ მოწყობილობას, რომელიც რეაქციის ფარულ პერიოდზე სწრაფ ინფორმაციას
იძლევა, რისთვისაც გამოიყენება სასტარტო ტრენაჟორები.
რთული რეაქციის განვითარებას უფრო მეტად საჭიროებს სპორტის ის სახეობა,
რომელიც ცვალებადი სიტუაციებით ხასიათდება. მაგალითად, სპორტული თამაშები,
ორთაბრძოლები, სლალომი, სწრაფდაშვება, სამოტოციკლეტო სპორტი და ა.შ.
მოძრაობის სისწრაფის განვითარების საშუალებებია:
o ზღვრული და ზღვრულთან მიახლოებული სისწრაფით შესრულებული ვარჯიშები,
რომლებიც ხასიათდება შესრულების მოკლე ხანგრძლივობით, 20-30 წამამდე;
o საერთო-მოსამზადებელი ვარჯიშები სისწრაფეზე (სპორტის ისეთი სახეობებიდან,
როგორიცაა: მოძრავი და სპორტული თამაშები, მძლეოსნობიდან – სპრინტი,
ხტომითი ვარჯიშები და სხვ.), ასევე, სპეციალურ-მოსამზადებელი ჩქაროსნული
ვარჯიშები, რომლებიც შედგება საშეჯიბრო ვარჯიშთა ელემენტების მაქსიმალურად
მიახლოებული რაც შეიძლება სწრაფი მოძრაობებისგან. მეტწილ შემთხვევაში ისინი
წარმოადგენენ საშეჯიბრო ვარჯიშების "ნაწილებს" და მთლიან ფორმებს.

მოქნილობის განვითარება

მოძრაობის დიდი ამპლიტუდით შესრულების უნარს მოქნილობას უწოდებენ.


მოქნილობაში იგულისხმება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მორფოფუნქციური
თავისებურებები, რომლებიც განსაზღვრავს მისი რგოლების ძვრადობის დონეს. ის იზომება
კუთხის გრადუსებით და ხაზობრივი სიდიდეებით.
მოქნილობის განვითარების ამოცანებია:
- სპორტული სპეციალიზაციის შესაბამისად მოქნილობის განვითარება;
- მოქნილობის მაჩვენებლების შენარჩუნება ოპტიმალურ დონეზე.
28
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მოქნილობის განვითარების საშუალებანი და მეთოდები. მოქნილობის განვითარების


ძირითადი საშუალებებია – ვარჯიშები "გაჭიმულობაზე", ანუ "გაჭიმვის" ვარჯიშები.
მოქნილობის განვითარებაზე არსებით ზემოქმედებას ახდენს ისეთი ფაქტორები,
როგორიცაა: სახსრების სტრუქტურა, იოგების, მყესების, კუნთების, კანის ელასტიურობა,
ასაკი, სქესი, ტანდეგობა, დაღლილობა, ფსიქიკური განწყობა, ტემპერატურა და სხვ.
უკანასკნელ წლებში უცხოეთში ფართოდ იყენებენ ე.წ. "სტრეტჩინგის" მეთოდს.
სტრეტჩინგი ინგლისური ტერმინია, რაც ნიშნავს დაჭიმვას. უცხოელი სპეციალისტების
აზრით, ამ მეთოდის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტის იმ სახეობებში,
რომლებიც უფრო მეტად სწრაფძალისმიერი თავისებურებებით ხასიათდება. მისი გამოყენება
მიზანშეწონილია საწვრთნელი ციკლის ყველა პერიოდში.

სიმარჯვის განვითარეაბა

მოძრაობითი ამოცანების სირთულე განისაზღვრება ბევრი მიზეზით, კერძოდ,


ერთდროულად და თანმიმდევრულად შესრულებული მოძრაობების შეთანხმების
მოთხოვნებით (მოთხოვნებით მოძრაობის კოოდრინაციისადმი), მოძრაობითი მოქმედების
კოორდინაციული სირთულე სიმარჯვის პირველი საზომი.
მოძრაობის ამოცანა შესრულებული იქნება, თუ მოძრაობა შეეხება მათ თავისი
სივრცობრივი, დროითი და ძალისმიერი მახასიათებლებით, ე.ი. თუ იგი საკმაოდ ზუსტია.
მოძრაობის სიზუსტე, სიმარჯვის მეორე საზომია.
ყველა მოძრაობა, რომელიც გვხვდება ყოფასა და ფიზიკურ აღზრდაში პირობითად
შეიძლება 2 ჯგუფად დაიყოს: 1) შედაარებით სტერეოტიპული და 2) არასტერეოტიპული.
შედარებით სტერეოტიპული მოძრაობების მაგალითია: რბენა მძლეოსნურ ბილიკზე,
მძლეოსნური ტყორცნები და ხტომები, ტანვარჯიშული ვარჯიშები, სიარული სწორ
ზეაპირზე. არასტერიოტიპული მოძრაობების მაგალიათია: მოძრაობები სპროტულ
თამაშებში, ორთაბრძოლეში, სლალომში, კროსში და ა.შ.). სტერეოტიპულ მოძრაობების
სიზუსტე დამოკიდებულია, კერძოდ, იმაზე თუ რა დროში ხდება მისი შესრულების
დასწავლა.
არასტერეოტიპულ მოძრაობებში გარემო პირობების შეცვლისას სიმარჯვე ვლინდება
შეცვლილი პირობებიდან გამომდინარე მოთხოვნების შესატყვისად მოძრაობის სწრაფი
გარდაქმნებით (გადართვით).
სიმარჯვე განისაზღვრება, ჯერ ერთი, როგორც ახალი მოძრაობის სწრაფად დაუფლების
უნარი (სწრაფად დასწავლის უნარიანობა) და მეორე, როგორც შეცვლილი მოდგომარეობის
შესატყვისად მოძრაობითი მოქმედების სწრაფად გადართვის უნარი.
ყოფილი მოძრაობა, როგორც ახლად არ უნდა გვეჩვენებოდეს ის, ყოველთვის
სრულდება ძველი კოორდინაციული კავშირების საფუძველზე.
სიმარჯვე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ანალიზატორების, განსაკუთრებით
მოძრაობითი ანალიზატორის მოქმედუნარიანოიბაზე. რაც უფრო სრულყოფილია ადამიანის
უნარი მოძრაობის ზუსტი ანალიზისადმი, მით უფრო მაღალია მისი შესაძლებლობანი
მოძრაობის სწრაფად დაუფლებასა და გადართვაში.

29
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სიმარჯვე დამოკიდებულია საკუთარ მოძრაობასა


და გარე პირობების სრულფასოვან აღქმაზე, ინიციატივობაზე, სიმარჯვე მჭიდროდაა
დაკავშირებული რთული მოძრაობითი რეაქციის სისწრაფესა და სიზუსტეზე.

სიმარჯვის განვითარების ძირითადი მიმართულებანი

სიმარჯვის განვითარება შედგება, ჯერ ერთი, რთული კოორდინაციული მოძრაობითი


მოქმედების ათვისების უნარის, მეორე – მოძრაობითი მოქმედების გადართვის უნარის
განვითარებისაგან, ცვალებადი პირობებიდან გამომიდნარე მოთხოვნების შესაბამისად.
სიმარჯვის განვითარების ძირითადი გზაა ახალი სხვადასხვაგვრი მოძრაობითი
ჩვევებისა და უნარის დაუფლება. ეს ზრდის მოძრაობითი ჩვევების მარაგს და დადებით
ზეგავლენას ახდენს მოძრაობითი ანალიზატორების ფუქნციურ შესაძლებლობებზე.
სიმარჯვის განვითრებისათვის მიმართული დატვირთვების ცვლა მიმდინარეობს
ისეთი კოორდინაციუილი სიძნელეების ზრდის გზით, რომელიც უნდა დაძლიონ
მოვარჯიშეებმა. ეს სიძნელეები შედგება ძირითადად შემდეგი მოთხოვნებისაგან:
1) მოძრაობის სიზუსტე;
2) ურთიერთშეთანხმებულობა;
3) ვითარების შეცვლა.
ვარჯიშები, რომლებიც მიმართულია სიმარჯვის გასავითარებლად, ძალიან მალე
იწვევს დაღლას. ამავე დროს, მათი შესრულება საჭიროებს ზუსტ კუნთურ შეგრძნებებს და
დაღლის შემთხვევაში მცირე შედეგს იძლევა. ამიტომ სიმარჯვის განსავითარებლად სრული
აღდგენისათვის იყენენ საკმაო დასვენების ინტერვალებს.

კოორდინაციული უნარიანობის განვითარება

სპორტში მრავალმხრივი და მრავალგვარი სიტუაციები დაკავშირებულია


მოულოდნელად აღმოცენებულ სხვადასხვა სიტუაციასთან, რომლის დროსაც მოითხოვება
სიმარჯვის გამოვლენა.
კოორდინაციული უნარიანობის განვითარების ამოცანებია:
- სპორტსმენის "მოძრაობითი" გამოცდილების სისტემატური განახლება;
- მოძრაობის ანალიზატორების ფუნქციებისა და გარკვეულ სივრცობრივ-დროით
პირობებში კუნთური დაძაბულობის მიზანშეწონილად რეგულირების უნარიანობის
სრულყოფა.
კოორდინაციული უნარიანობის განვითარების საშუალებები. კოორდინაციული
უნარიანობის განვითარების შედარებით ფართო და მისაწვდომ საშუალებათა ჯგუფს
შეადგენს დინამიკური ხასიათის საერთო მოსამზადებელი ტანვარჯიშული ვარჯიშები,
სხვადასხვა სიტუაციაში შესრულებული შედარებით მარტივი და საკმაოდ რთული
ვარჯიშები სხეულის და მისი ნაწილების სხვადასხვა მდგომარეობაში, ვარჯიშები
წონასწორობაზე.

30
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

კოორდინაციულ მოძრაობათა სრულყოფისათვის სპეციალური ვარჯიშები შეირჩევა


სპორტის არჩეული სახეობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

კოორდინაციული უნარიანობის გასავითარებლად მიმართავენ შემდეგ ძირითად


მეთოდურ ხერხებს:
 ახალი მრავალგვარი მოძრაობების ათვისება და თანდათანობით მათი
კოორდინაციული სირთულის გაფართოება.
 უეცრად ცვალებადი სიტუაციის პირობებში მოძრაობითი მოქმედების გარდაქმნის
უნარიანობის განვითარება.
 მოძრაობის სივრცობრივი, დროითი და ძალისმიერი სიზუსტის ამაღლება
მოძრაობითი შეგრძნებისა და აღქმის საფუძველზე.

"სივრცის შეგრძნებისა" და მოძრაობის სივრცობრივი სიზუსტის


სრულყოფის გზები

სპორტის ის სახეობანი, რომლებიც აქტიური მოძრაობითი მოქმედებებით


ხასიათდებიან, მოითხოვენ მოქმედების სივრცობრივი პირობების სწორად შეფასების
მაღალუნარიანობას და მათთან დაკავშირებით ძალების თანაზომიერების სიზუსტეს.
"სივრცის შეგრძნების" და მოძრაობის სივრცობრივი სიზუსტის სრულყოფა სპორტულ
თამაშობებში, ორთაბრძოლებსა და სპორტის სხვა სახეობებში, რომლებიც ერთმანეთისაგან
განსხვავდება საშეჯიბრო სიტუაციების დინამიკურობით, დაფუძნებულია გარე, ცვალებად
პირობებში ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედების ფართო შედეგიანობის მიღწევაზე.
ამასთანავე, სპეციალური მეთოდური მიდგომები მიმართულია მოქმედების სივრცობრივი
პირობების შეცვლის ზუსტად შეფასებისა და მოძრაობის უნარის გასავითარებლად.
შედარებით სტანდარტულ-კინემატიკური სტრუქტურის მქონე სპორტის სახეობებში
(სპორტული ტანვარჯიში, ციგურებზე ფიგურული სრიალი, წყალში ხტომა და სხვ.) "სივრცის
შეგრძნების" სრულყოფა დაფუძნებულია სპორტულ-ტექნიკური ოსტატობის ეტალონად
მიღებული მოძრაობის სივრცობრივი პარამეტრების ზღვრულ სიზუსტესთან შესატყვისი
შესრულების მიღწევაზე.

გამძლეობის განვითარება

გამძლეობის განვითარებას ხელს უწყობს მზარდი დაღლილობის გადალახვა. ამიტომ


გამძლეობას ხშირად დაღლილობისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს უწოდებენ. არჩევენ
საერთო და სპეციალურ გამძლეობას.
სპორტსმენის საერთო გამძლეობა განისაზღვრება, როგორც ორგანიზმის ფუნქციურ
შესაძლებლობათა ერთობლიობა, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამძლეობის
გამოვლენის არასპეციფიკურ საფუძველს შეადგენს. საერთო გამძლეობის საფუძველია
აერობული შესაძლებლობანი.
სპორტსმენის სპეციალურ გამძლეობას უწოდებენ სპეციფიკური დატვირთვების
პირობებში დაღლილობისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს.
31
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

გამოყოფენ ოთხი სახის დაღლილობას – გონებრივს, სენსორულს, ემოციურსა და


ფიზიკურს.
სპორტსმენის გამძლეობის განვითარების ამოცანები. სპორტული წვრთნის პროცესში
გამძლეობის განვითარების ამოცანების არსია: მიმართულებრივი ზემოქმედება მოვახდინოთ
მთელი ფაქტორების ერთობლიობაზე, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ
განსაზღვრავენ სპორტსმენის სპეციალურ გამძლეობას; უზრუნველყოთ მისი წინსვლითი
განვითარება იმ ოდენობით, როგორიც საჭიროა გამიზნული სპორტული შედეგის
მისაღწევად.
გამძლეობის განვითარების საშუალებებია:
- საერთო და სპეციალური მოსამზადებელი ვარჯიშები, საშეჯიბრო ვარჯიშები და
დამატებითი საშუალებები.
სპეციალურ-მოსამზადებელი ვარჯიშები შეირჩევა სპორტის არჩეული სახეობისათვის
დამახასიათებელი მოქმედებების გათვალისწინებით.

გამძლეობის განვითარების მოსამზადებელ ნაწილში ძირითადი ყურადღება ექცევა


საერთო გამძლეობის განვითარებას. აქ ხდება გამძლეობის ისეთი დონით განვითარება,
რომელიც შეესატყვისება სპორტის არჩეულ სახეობებში სრულყოფის მოთხოვნებს.
აერობული შესაძლებლობების ასამაღლებლად გამოიყენება თანაზომიერი და ცვალებადი
დატვირთვების ხანგრძლივად უწყვეტი ვარჯიშობის მეთოდები.
სპორტის ცალკეულ, უმეტესად ციკლურ სახეობებში, სპორტსმენთა სპეციალურ
ფიზიკურ მომზადებაში გამოიყენება ინტერვალური წვრთნის მეთოდები. ისინი შედარებით
შერჩევით მოქმედებენ გამძლეობის აერობულ და ანაერობულ მექანიზმებზე. მათ შორის
შეიძლება გამოყოფილი იქნეს სამი ტიპის მეთოდი. ესენია: ინტერვალური წვრთნა აერობულ
რეჟიმში, ინტერვალური წვრთნა ანაერობულ-გლიკოლიტურ რეჟიმში, ინტერვალური
წვრთნა ანაერობულ-ალაქტატურ რეჟიმში.
ინტერვალური წვრთნა აერობულ რეჟიმში. იგი გამოიყენება მორბენალ-სტაიერებსა და
სპორტის ანალოგიური სახეობების წარმომადგენელთა სპეციალური ფიზიკური მომზადების
პროცესში ორგანიზმის იმ ფუნქციური შესაძლებლობების გადიდებისათვის, რომლებიც
მუშაობის ჟანგბადით უზრუნველყოფის ლიმიტირებას ახდენს.
ინტერვალური წვრთნის მეთოდი ანაერობულ-გლიკოლიტურ რეჟიმში ხელს უწყობს
ორგანიზმში წარმოშობილი არაკეთილსასურველი ძვრებისადმი ადაპტაციას, რომელიც
დაკავშირებულია მუშაობის დროს ჟანგბადის დავალიანებასა და რძის მჟავას ჭარბ
წარმოშობასთან.
ინტერვალური წვრთნა ანაერობულ-ალაქტატურ რეჟიმში. ამ მეთოდისათვის
დამახასიათებელია მაღალი ინტენსივობა და სამუშაო ფაზების გახანგრძლივება, რომლებიც
მონაცვლეობენ შედარებით ხანგრძლივი დასვენებებით.

ტერმინოლოგია მძლეოსნურ და ტანვარჯიშულ სახეობებში

ასვლა - კიდიდან ბჯენში გადასვლას რომელიმე ხერხით (ქნევით, ძალით, ყირამალით და


სხვ.).

32
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ბრუნი - მოვარჯიშის სხეულის შემობრუნება შვეული ღერძის გარშემო.

ბუქნბჯენი – ღრმა ბუქნი გამართული ხელებით ვეხებით იატაკს

ბჯენი - მოვარჯიშის ისეთ მდგომარეობას, როდესაც იგი იარაღზე იმყოფება ისე, რომ მისი
მხარითი ღერძი ტაცით ან იარაღის ღერძის ზემოთაა.

განზნექი – ზეტანი იხრება განზე, მარჯვნივ ან მარცხნივ, რომელ მხარესაც სრულდება ზნექი,
დასახელებაც მისი შესატყვისი იქნება – ,,მარჯვნივ“ ან ,,მარცხნივ ზნექი“

განმკლავი - გამართული მკლავები გატანილია განზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და


მდებარეობენ ერთ სწორ ხაზზე. თითები გამართულია და ნები მიმართულია ქვევით.

გარეზემკლავი - მკლავების შუალედური მდგომარეობა ზემკლავსა და განმკლავს შორის.


მკლავები აწეულია ზევით და განზე დახრილ მდგომარეობაში 45 გრადუსიანი კუთხით, ნები
მიმართულია შიგნით.

გარეუკუმკლავი – მკლავები გატანილია უკან და გაშლილია განზე 450–ით, ნები მიართულია


შიგნით.

გორება - მოძრაობა, როდესაც მოვარჯიშე ასრულებს გადაგორებას ისე, რომ იატაკს


მონაცვლეობით ეხება სხეულის სხვადასხვა ნაწილი.

დოინჯი – მოხრილი ხელები თეძოებზე

ვარდნა - ცალი ფეხით სრულდება განიერი ნაბიჯი წინ მუხლისა და მენჯ- ბარძაყის სახსარში
მოხრით, უკანა ფეხი გამართულია და მთელი ტერფით ებჯინება იატაკს, ტანის სიმძიმე წინა
ფეხზეა გადატანილი. ვარდნა შესაძლებელია შესრულედეს გვერდზე მარჯვენაზე,
მარცხენაზე ან უკუვარდნა.

ზემკლავი - გამართული მკლავები აწეულია ზევით ვერტიკალურ მდგომარეობაში


ერთმანეთის პარალელურად. ნები მიმართულია შიგნით, თავი გადაწეულია უკან,
ვუყურებთ ხელხებს.

ზეტანის ბრუნი - ქვედა ტანი უძრავადაა, მხოლოდ ზეტანი ბრუნდება მარჯვნივ ან მარცხნივ,
ვერტიკალური ღერძის გარშემო.

ზნექი – ზეტანის მოხრა, წინ, უკან, განზე.

კიდი - ეწოდება მოვარჯიშის ისეთ მდგომარეობას, როდესაც იგი იარაღზე დაკიდებულია


სხეულის რომელიმე ნაწილით ისე, რომ მისი მხარითი ღერძი იარაღის ღერძის ქვემოთაა.

33
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

კოტრიალი - სხეულის წრიულ მოძრაობა ყირამალა გადატრიალებით, როდესაც იარაღს ან


იატაკს ეხება მხრები, კისერი ან ბეჭები.

ლარტყა - ტანვარჯიშული სკამის ქვედა მხარე

მანა - ტანვარჯიშული კედლის საფეხური

მიდგმითი ნაბიჯი - ცალი ფეხი გადაიდგმება წინ - ცერზე, მეორე მიედგმება ცერით ქუსლთან
და წინა ფეხი გადაიდგმება წინ მთელ ტერფზე.

მიმკლავი – მკლავები დაშვებულია ქვევით, ხელის თითები გამართულია და ნები


მიმართულია ტანისკენ.

პირაღმა წოლი - მოვარჯიშე იატაკზე წევს ზურგით, წელში გამართული, მკლავები


დაშვებული აქვს ქვევით.

პირქვეწოლი - მოვარჯიშე იატაკზე წევს მუცლით, პირისახით იატაკისკენ.

ტაცი – ტანვარჯიშულ იარაღზე ხელის ჩაჭიდების მდგომარეობა

ტრიალი - მოვარჯიშის სხეულის წრიულ მოძრაობას იარაღის ან ტაცის ირგვლივ, ისე, რომ
მოვარჯიშე ბჯენიდან კიდის გადაცილებით, კვლავ ბჯენში მოდის.

უკუზნექი - წელში გაზნექით, ზეტანი იხრება უკან.

უკუფეხშლა - მოვარჯიშე იარაღიდან ხელების აკვრისთანავე ბრუნდება ზურგისკენ და შლის


ფეხებს, ამ მდგომარეობაში გადასცილდება იარაღს ზურგით წინ მიმართული, აერთებს
ფეხებს და ასრულებს დახტომს პირისახით იარაღისაკენ.

ფეხშლა - მოვერჯიშე იარაღიდან ხელების აკვრის მომენტში შლის ფეხებს და ამ


მდგომარეობაში გადასცილდება იარაღს, როს შემდეგ აერთებს ფეხებს და ასრულებს
დახტომს ზურგით იარაღისაკენ.

ფეხშლით დგომი - სრულდება განზე გაშლილი ფეხებით, სიმძიმე განაწილებულია ორივე


ფეხზე.

ქანი - მოვარჯიშის ტანის ქანქარისებური მოძრაობა იარაღთან ერთად, ე.ი. როდესაც იარაღი
მოძრაობს გარკვეული მიმართულებით, მასზე მყოფ მოვარჯიშესთან ერთად.

ქვეგანმკლავი - მკლავების შუალედური მდგომარეობა განმკლავსა და ქვემკლავს შორის.

ქვემკლავი - მკლავები დაშვებულია ქვევით, ხელის თითები გამართულია და ნები


მიმართულია ტანისკენ.
34
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ქნევი - მოვარჯიშის ტანი ან მისი ნაწილები ქანქარისებურ მოძრაობას ასრულებენ კიდში ან


ბჯენში, ტაცის წერტილის ირგვლივ.

ღუნგანმკლავი თავს ზევით - განმკლავში ხელები იხრება იდაყვის სახსარში და გამართული


ნები დადებულია თავზე.

ღუნგანმკლავი მკერდის წინ - განზე გაშლილი მკლავები იხრება წინ იდაყვის სახსარში
ჰორიზონტალურად, ხელები მკერდის წინაა ნებით ქვევით მიმართული.

ღუნგანმკლავი თავს უკან - განზე გაშლილი მკლავები იხრება იდაყვის სახსარში ისე, რომ
ხელები თავს უკანაა ნებით წინ მიმართული.

ღუნუკუმკლავი - უკან გატანილი მკლავები იხრება იდაყვის სახსარში ისე, რომ ხელები
გადის წინ ნებით ზემოთ მიმართული.

ღუნწინმკლავი – წინ გატანილი მკლავები იხრება იდაყვის სახსარში ვერტიკალური


მიმართულებით ისე, რომ ხელები მხრებს ზემოდანაა ნებით მისკენ მიმართული

ყირა - მდგომარეობა, როდესაც მოვარჯიშე ბეჭებზე, თავზე, მხრებზე, მკერდზე. მკალავებზე


ან ხელებზეა დაყრდნობილი, ხოლო ფეხები ვერტიკალურად ზევით აქვს ამართული.

ყირამალა - სხეულის ჰაერში გადატრიალება იარაღზე ან იატაკზე ხელების დაბჯენით,


ხელყირის გადაცილებით.

წახტომი - ორივე ფეხის არეკნით ხტომი რომელიმე მიმართულებით.

წახტომი ნაბიჯით - სრულდება ცალი ფეხიდან მეორეზე წინ გადახტომით.

წინზნექი - ზეტანი იხრება წინ მენჯ-ბარძაყის სახსარში მოკეცვით.

წინმკლავი – გამართული მკლავები გატანილია წინ ჰორიზონტაულრ მდგომარეობაში,


მკლავები ერთმანეთის პარალელურადაა, ხელის თითები გამართულია, ხოლო ნები შიგნით
მიმართული

წინყირამალა - მოვარჯიშე ფეხებით არეკნის შემდეგ იარაღზეა ხელყირის მდგომარეობაში და


შეუჩერებლივ, ხელხების აკვრით, წინ გადატრიალებით ასრულებს დახტომს ზურგით
იარაღისკენ.

წოლბჯენი - მოვარჯიშე პირქვე დაწოლილი გამართული მკლავებით ებჯინება იატაკს,


ფეხები გატანილი აქვს უკან, ტანი გამართულია.

35
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ჯდომი - მოვარჯიშის ისეთი მდგომარეობა, როდესაც იგი იარაღს ან იატაკს ებჯინება


ბარძაყების უკანა ზედაპირით.

ჯვარედინი დგომი - სრულდება გადაჯვარედინებულ ფეხებზე, ცალი ფეხი წინაა, მეორე


უკანაა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და მისი ძირითადი პრინციპები

ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ცხოვრების სტილია, რომელიც ერთმანეთთან


უწყვეტ კავშირში მყოფი აუცილებელი კომპონენტებისა და პირობების ერთობლიობაა და
ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპებია:


- ჯანსაღი კვება;
- პირადი ჰიგიენა;
- ფიზიკური აქტივობა;
- მავნე ჩვევების პრევენცია;
- დღის რეჟიმი;
- უსაფრთხო გარემო.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, ფაქტორები,
რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს:
• ცხოვრების წესი - 50 %
• გენეტიკური ფაქტორები - 20%
• გარემო ფაქტორები - 20%
• სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი - 10%
ამ მონაცემთა პროცენტული განაწილება ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ფაქტორის
გავლენის წილი განსხვავებულია და ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას, მეტწილად, თავად
განსაზღვრავს (ცხოვრების წესი - 50 %). ამის მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად
იმატა გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების, დიაბეტის, სიმსუქნის (რომელიც
თანამედროვე მედიცინის მიერ დაავადებად არის აღიარებული), ასევე მრავალი სხვა
გადამდები თუ არაგადამდები დაავადებების სიხშირემ.

რა არის ყოველივე ამის მიზეზი?


თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილის მკვეთრი ცვლილება, არაბალანსირებული და
სწრაფი კვების პროდუქტების მოჭარბებული გამოყენება, ფიზიკური აქტივობის შემცირება,
არანორმირებული დღის რეჟიმი, მავნე ჩვევები და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის
პრინციპების დარღვევა ბავშობიდანვე.
36
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების


მნიშვნელობა
მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გათავისება როგორც
ადრეულ, ისე სასკოლო ასაკში, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვა
ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, იმუნური
სტატუსის ჩამოყალიბებას, სწავლის უნარისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას,
ფსიქიკურ ჯანმრთელობას და სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის შემცირებას.
მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ:
 სადღეისოდ მოსწავლეთა დიდი ნაწილი არაბალანსირებულ საკვებს იღებს, იყენებს
ნახშირწყლებით და ცხიმებით მდიდარ პროდუქტს. უპირატესად იკვებება სწრფი
კვების პროდუქტით;
 არ იღებს ყოველდღიურად ვიტამინებისა და მინერალების შემცველ ხილსა და
ბოსტნეულს, ასევე კალციუმითა და ცილებით მდიდარ რძის ნაწარმს;
 არ საუზმობს, ეწევა ჰიპოდინამიურ ცხოვრებას და ძირითად დროს ატარებს
ტელევიზორთან და კომპიუტერთან.
აღნიშნულის გამო, მსოფლიოს მრავალი ქვეყანის ბავშვთა და მოზარდთა
პოპულაციაში იზრდება კვებითი დარღვევების სიხშირე (რკინა-დეფიციტური ანემია,
სიმსუქნე და ჭარბი წონა, წონის დეფიციტი და ვიტამინების ნაკლებობა). მსოფლიო
ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დაცვა,
განსაკუთრებისთ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ამცირებს ჯანმრთელობის ისეთი
პრობლემების განვითარების რისკს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები,
ჰიპერტენზია, სიმსივნური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, დეპრესია და სხვ.
განსაკუთრებით დიდია კვების როლი ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, როცა
ინტენსიურად მიმდინარეობს ორგანიზმის ზრდა-განვითარება, შესაბამისად მაღალია
ენერგეტიკული დანახარჯი და იზრდება მოთხოვნილება აუცილებელ კვებით
ინგრედიენტებზე (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, 1998 წ.).
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების
დანერგვა და პროპაგანდა საკმაოდ ეფექტურია სასკოლო ასაკიდან, რამდენადაც ამ
პერიოდში განსაკუთრებით მაღალია მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება და მათი
დამკვიდრების რისკი. ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის კი
აუცილებელია აღნიშნულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება უშუალოდ
ბავშვებისათვის. ეს შესაძლებლობას მისცემს მათ მოახდინონ გააზრებული არჩევანი,
შეიგრძნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა, სწორად შეაფასონ რისკები და
თავიდან აიცილონ მოსალოდნელი საფრთხე.
ბავშვის არჩევანზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ დამოკიდებულებაზე
მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის: ოჯახი, სკოლა, თანატოლები,
მოზრდილები, მედია და სხვ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ყურადსაღებია ამ პროცესში
მშობლების, პედაგოგებისა და მთლიანად ჩვენი საზოგადოების შეთანხმებული მუშაობა,
აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა, რაც საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრების და მომავალი თაობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაცვის საშუალებას
იძლევა.

37
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ჯანსაღი ცხოვრების წესის სკოლაში დამკვიდრების მიზანი


სკოლის მოსწავლეებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი კომპონენტების
შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პირადი ჰიგიენის, დღის რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის,
სწორი კვებითი ჩვევებისა და კვების კულტურის დამკვიდრების ჩამოყალიბების
ხელშეწყობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის გაკვეთილი, ფიზიკური აქტივობა


მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობის საუკეთესო საშუალებაა. შეჯიბრება კი,
თუნდაც მარტივი წახალისების თანხლებით, კარგი სტიმულია მოსწავლის სასწავლო
პროცესში ჩასაბმელად.
სასწავლო მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა ფიზიკური მაჩვენებლებისა
და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებისკენ. მოსწავლეს, რომელმაც გაიარა ფიზიკური
აღზრდის მომზადების კურსი, უნდა შეეძლოს გამომუშავებული მოტორული უნარ-ჩვევების
დამოუკიდებლად გამოყენება.
სპორტის გაკვეთილების დაგეგმვის დროს პედაგოგმა უნდა შეძლოს შეარჩიოს ისეთი
ფიზიკური აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკური თვისებებისა და
მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას ასაკთან მიმართებაში; დაეხმარება, ასევე, სწორად
არეგულიროს ბავშვის ფიზიკური აქტივობის დატვირთების სიხშირე და ინტენსივობა.

ფიზიკური აქტივობის სახეები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე


სარგებელი
ო აღწერა აქტივობის ტიპიური მაგალითი
ჯანმრთელობისთვის
ნე
 სკოლაში დადის ტრანსპორტით
 სკოლაში ფიზიკურ აქტივობას ცოტა დროს
უთმობს
1. არააქტიური 0
 დღის დიდ ნაწილს უთმობს ტელევიზორს
და კომპიუტერს
 არ არის ჩართული მოძრავ თამაშებში
 სკოლაში ხანდახან ფეხით მიდის
უმნიშვნელო დაცვა
 სკოლაში ჩართულია აქტიობაში, მაგრამ
ქრონიკული
ხანგრძლიობა დღეში 1 საათზე ნაკლებია
დაავადებებისაგან.
 მსუბუქი ინტენსივობის თამაშებშია
2. ნაკლებად აქტიური მოსამზადებელი
ჩართული
ნაბიჯია
 ხანდახან სახლში ასრულებს ნაკლებად
რეკომენდებული
ენერგოტევად სამუშაოს (მაგ. მტვრის
დონისკენ
გადაწმენდა)

38
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 სკოლაში მიდის ფეხით ან ველოსიპედით


რეგულარულად.
მაღალი დონის
 სკოლაში ჩართულია აქტიობაში, მაგრამ
დაცვა ქრონიკული
ხანგრძ. (დღეში 1 საათზე მეტია)
დაავადებებისგან,
საშუალო აქტივობა  სახლში რეგულარულად ჩართულია
3. დაზიანების და
(რეკომენდებული) ენერგოტევად აქტივობებში (მაგ.: სახლის
ჯანმრთელობაზე
დალაგება, ბაღის მოვლა)
გავლენის
 რეგულარულად ჩართულია აქტიურ
მინიმალური რისკი
თამაშებში ან საშუალო ინტენსივობის
სპორტულ აქტივობაში
აკეთებს ჩამოთვლილი აქტივობებიდან
უმეტესობას ქრონიკული
 სკოლაში მიდის ფეხით ან ველოსიპედით დაავდებებისაგან
რეგულარულად. მაქსიმალური დაცვა
 სკოლაში ძალიან აქტიურად არის ჩართული დაზიანებისა და
4. ძალიან აქტიური ფიზიკურ აქტიობაში (ხანგრძ. დღეში 1 შესაძლო სხვა
საათზე მეტი) ჯანმრთელობაზე
 რეგულარულად ჩართულია სახლის და უარყოფითი
ბაღის მოვლის აქტივობებში. გავლენის მსუბუქად
 რეგულარულად ჩართულია აქტიურ გაზრდილი რისკი
თამაშებში ან სპორტულ თამაშებში
ქრონიკული
დაავდებების
მაქსიმალური დაცვა.
დაზიანების და
ასრულებს დიდი რაოდენობით ენერგიულ და
5. ზედმეტად აქტიური ჯანმრთელობის
ძალიან ენერგიულ აქტივობებს.
შესაძლო სხვა
უარყოფითი
გავლენის
გაზრდილი რისკი

ტანადობის განვითარება

ტანადობა გარეგნულად გამოიხატება ყოველი ადამინის მიერ ტანის ჩვეული


ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნების მანერაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს
თვისებებისა და ჩვევების ისეთი კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს
ცხოვლმყოფელობისათვის ტანის ხელსაყრელ საერთო პოზასა და მდგომარეობას სივრცეში
(„გამართული დგომა“). რაციონალურ ტანადობაზე (გამართულად დგომაზე) მაშინ
ლაპარაკობენ, როცა ტანის ძირითად მდგომარეობას (დგომის დროს, სიარულის დროს და
39
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ა.შ.) ახასიათებს ისეთი პოზა, რომელიც ხელს უწყობს სტატიკური ან დინამიკური


წონასწორობის შენარჩუნებას და ქმნის კეთილმყოფელ პირობებს ორგანიზმის
ფუნქციონირებისათვის. რაციონალური ტანადობა ჩამოყალიბება, მისი განმტკიცება და
სრულყოფა გათვალისწინებულია განსაკუთრებით ბავშვთა ასაკის ფიზიკური აღზრდის
მნიშვნელოვან ამოცანებს შორის.

რაციონალური ტანადობის მნიშვნელობა და ნიშნები

სწორ ტანადობას მნიშვნელობა აქვს არა მარტო ორგანიზმის სწორი


ფუნქციონირებისათვის, ჰქრმონიული ფიზიკური განვითარება და სრულფასოვანი
ჯანმრთელობა დაკავშირებულია, კერძოდ, სწორ ტანადობასთან. რაციონალურ ტანადობას
აქვს აგრეთვე ესთეთიკური და ეთიკური მნიშვნელობაც. იგი ადამიანის სხეულის სილამაზის
ერთ-ერთი თვისებაა და გარკვეული სახით გამოხატავს გარეგნულად მის ქცევითს ნიშნებს
(ღირსების, დახვეწილობის გრძნობას და ა.შ.).
ტანადობის ძირითადი ანტროპომეტრიული ნიშნებია:
1. სხეულის ნაწილების (თავის, ტანის, ქვედა კიდურების) ურთიერთგანლაგება
საგიტალურ სიბრტყეში;
2. ხერხემლის პროფილი (გაზნექის სიდიდეები კისრის, მკერდისა და წელის
არეებში).

ტანადობის განმსაზღვრელი ფაქტორები

ტანადობა ბევრ რამეში განისაზღვრება ჩონჩხის აგებულებით, რომელიც აპირობებს


სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას. ხერხემლის სვეტის კონსტრუქციული
თავისებურებანი - გაზნექილობანი კისრის, მკერდისა და წელის არეებში - აძლიერებს მის
წინააღმდეგობას შეკუმშვისადმი, უზრუნველყოფს ელასრიკურობას და გადააქცევს მას.
თავისა და მხრის სარტყელის მდგომარეობა მოქმედებს სხეულის მდგომარეობაზე,
ხერხემლის ფორმაზე და, მაშასადამე, ტანადობაზე. ხერხემლის ფორმა ბევრადაა
დამოკიდებული მენჯის მდგომარეობაზე, რომელიც ხერხემლის საყრდენია, მენჯი, თავის
მხრივ, ბარძაყის ძვლებს ებჯინება და მოძრავად მაგრდება მენჯ-ბარძაყის კნთებისა
დასახსრის იოგებით, რაც საშუალებას აძლევს მას იბრუნოს საუკეთესო ბერკეტის მსგავსად
და შეიცვალოს თავისი დახრილობის კუთხე. მენჯის 45° კუთხით დახრილობა საშუალოდაა
მიჩნეული (ნორმაში). იგი ცვალებადობს ფეხების დადგმის მიხედვით: მათი გრძლივი
ღერძების წინ დახრის დროს და ტერფის შიგნითკენ შებრუნებისას მცირდება, ხოლო უკან
დახრისას და ტერფების გარეთკენ გაშლის დროს - იზრდება. ეს გათვალისწინებული უნდა
იყოს სწორი ტანადობის გამოსამუშავებლად ვარჯიშის შერჩევისას. მენჯის კუთხის დახრის
სიდიდე მოქმედებს ხერხემლის სვეტის მდგომარეობასა და ფორმაზე. ასე, მაგალითად,
მენჯის კუთხის დახრილობის შემცირება გავას აახლოვებს ვერტიკალთან, ეს კი
დაკავშირებულია წელის ლორდოზის შემცირებასთან.

40
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ტანის ვერტიკალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს შემაერთებელი აპარატი,


ჩონჩხის ძვლების შემაერთებელი ქსოვილების ელასტიკური წინააღმდეგობის ძალები და
აქტიური კუნთების ძალები.
თავის დაჭერისათვის საჭიროა კეფის სახსარში გაშლისთვის განკუთვნილი კუნთების,
აგრეთვე კისრის უკანა ზედაპირი კუნთებისა და იოგების დაძაბვა. მხრის სარტყელის
სიმეტრიულ მდგომარეობას მხრის უკან განზიდვით და გულმკერდის არეში ბეჭების
გადაშლით უზრუნველყოფს ტანის წინა და უკანა ზედაპირის კუნთების დაჭიმვა.
ხერხემლის სვეტს თანაბარი გაზნექილობით შეიძლება ვერტიკალური მდგომარეობა
ჰქონდეს გამშლელების საკმაო სტატიკური ძალით მუშაობისა და ამასთან ერთად ხერხემლის
შემკავებელი იოგების ნორმალური მდგომარეობის დროს. მკერდის არეში წელის გამშლელი
კუნთების დაძაბულობა შედარებით დიდია, რადგანაც სიმძიმის ხაზი ხერხემლის წინ გადის
და ძალის ბერკეტის მხარი რამდენიმეჯერმე აღემატება წელის გამშლელის მხარს. წელის
არეში ტანის წონასწორობას ხელს უწყობს მუცლის სწორი და თეძო-სუკის კუნთები. მენჯ-
ბარძაყის სახსრები წონასწორდება ბარძაყის გამშლელებისა და მომხრელების დაძაბვით,
აგრეთვე სახსრებით იოგების მძლავრი სისტემით, რადგანაც აქ სიმძიმის ხაზი მუდმივად
გადაინაცვლებს. მისი საშუალო მდგომარეობა ემთხვევა მენჯ-ბარძაყის სახსრების ღერძს.
მენჯის დახრილობის კუნთის შეცვლა (გადიდება ან შემცირება) მოითხოვს სათანადო
კუნტთან ჯგუფების მნიშვნელოვან დაძაბვას. მუხლის სახსარში სიმძიმის ხაზი მის წინ
გადის. კუნთები, რომელნიც ხრიან მუხლის სახსარს და ამ სახრის იოგები მის ფიქსირებას
ახდენენ და იცავენ ზედმეტი გაშლისაგან. მუხლ-წვივის სახსრები თითქმის მთელი სხეულის
სიმძიმეს იტანს. ამასთან დაკავშირებით დიდი დატვირთვა აწევს ქუსლის კუნთებს. სიმძიმის
ძალის მხარი აქ მეტია კუნთის წევის მხარეზე 1.5-2-ჯერ, ასე, რომ კუნთის ძალა სხეულის
სიმძიმის ძალის ნახევარზე მეტი უნდა იყოს. ტერფის კუნთი და იოგები უნდა
ეწინააღმდეგებოდეს ტანის სიმძიმის შედეგად ტერფის გაბრტყელებას და ქუსლის ძვალის
დაცვას შეტრიალებისაგან ქუსლის კუნთის დაჭიმულობის დროს.
ამრიგად, კუნთური და დამაკავშირებელი აპარატი, რომელიც განსაზღვრავს
ტანადობას, ქმნის რთულ მამოძრავებელ სისტემას, რომლის მართვაც ხორციელდება ც.ნ.ს.
მიერ.
სხეულის რგოლების მდგომარეობის შეგრძნებისა და ფიქსირების უნარი მტკიცედაა
დაკავშირებული კუნთურ-მამოძრავებელ და კანის მგრძნობელობასთან. ზუსტ კუნთურ-
მამოძრავებელი შეგრძნებების გამომუშვება უპირველეს ხარისხოვან როლს ასრულებს
ტანადობის ჩამოყალიბებაში. სივრცეში ტანის მდგომარეობა რეგულირდება აგრეთვე ტონურ
განწყობის რეფლექსებით, რომლებიც წარმოიქმნებიან ლაბირინთის (მისი ოტოლითური
აპარატის) გაღიზიანების შედეგად, რომლის მოქმედება ვლინდება თავის მდგომარეობის
შეცვლისას. თავის დაჭერა სწორ მდგომარეობაში ტანის სწორად დაჭერის აქტიურად
მართვის მნიშვნელოვანი მომენტია.

ტანადობის ტიპები და მათი დარღვევების მიზეზები

არჩევენ ტანადობის 5 ტიპს:


1. გამართულ ტანადობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

41
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ა) თავის, მხრის, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების წერტილების გადახრა


ვერტიკალიდან საგიტალურ სიბრტყეში შედარებით დიდი არ არის, ე.ი. ტანის რგოლების
სიგრძივი ღერძები უახლოვდება ვერტიკალურ ხაზს და ამიტომ ისინი განლაგდებიან
წონასწორობის შენარჩუნებისათვის უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში. თავი სწორად დგას
და ტანიც გამართულია მხრის სარტყელის გაზიდვის გამო, მუცელი შეწეულია, ფეხები -
გამართულია მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში და იატაკისადმი ვერტიკალურ
მდგომარეობაში იმყოფება.
ბ) ხერხემალს აქვს ტალღობრივი ხაზის მიმართულება თითქმის თანაბარი სიდიდის
ჩაზნექილობითა და ამოზნექილობით.
2. გაზნექილ ტანადობას (ლორდოზულ ტანადობას) ახასიათებს მენჯ-ბარძაყისა და
მუცლის სახსრების წერტილების დიდი და თავისა და მხრის სახსრების წერტილების
ნაკლები გადახრა ვერტიკალიდან (სურ. 1 II). გარდა ამისა, ტანადობის ამ ტიპის დროს წელის
გაზნექილობა (ლორდოზი) მეტია მკერდის გაზნექილობაზე, სხეული გაზნექილია წელის
არეში (მუცელი „გამოწეულია“ წინ).
3. მოკუზულ ტანადობას (კიფოზურ ტანადობას) შემდეგი ნიშნები აქვს:
ა) მხარის სახსრის წერტილი ვერტიკალიდან ძალიან არის გადახრილი, მენჯ-ბარძაყის
სახსრის წერტილი კი - მხოლოდ საშუალოდ.
ბ) ხერხემლის ფორმა გამოირჩევა გულმკერდის კიფოზის ზრდით და წელის ლორდოზის
შემცირებით (სურ.1 III), ზურგი მოხრილია, თავი - დახრილი, ბეჭები ცილდება ერთმანეთს
და წინ გამოჩრილია, მხრები დაშვებულია და წინ წამოწეული.
4. დახრილი ტანადობა გამოირჩევა:
ა) მხრის სახსრის წერტილის ვერტიკალიდან წინ დიდი დახრილობით მენჯ-ბარძაყისა და
მუხლის სახსრების წერტილების მცირედი გადახრისას.
ბ) ხერხემალი მენჯის დახრილობის ზრდის დროს წელის არეში მეტად გადაზნექილია (სურ
1 IV), ე.ი. ტანი მოხრილია მენჯ-ბარძაყის სახსარში და გადახრილია წინ (დუნდულა
კუნთები რამდენადმე გაწეულია უკან).
5. მოხრილ ტანადობას ახასიათებს მოკუზული და ლორდოზული ტანადობის
ნიშნების თავისებური შეხამება - ხერხემალი მნიშვნელოვნად გაზნექილია მკერდისა და
წელის არეებში (სურ. 1 V). ტანის კუნთები ასეთი ტანადობის დროს, ჩვეულებრივ, სუსტადაა
განვითარებული, ვერ აკავებს სხეულს გამართულ მდგომარეობაში და ისიც გადაზნექილ
მდგომარეობას ღებულობს.

42
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სურ. 1. ტანადობის ტიპები:


I - გამართული; II - გაზნექილი; III - მოკუზული; IV - გამოზნექილი; V - მოხრილი.

ტანადობის ყველა ტიპი, გარდა პირველისა, ამა თუ იმ ზომით ანომალიებს


მიეკუთვნება. ტანადობის დარღვევა ხშირად შეინიშნება ბავშვებში, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ორგანიზმის ფუნქციების დარღვევა, ხოლო ზოგჯერ კი სერიოზული
დაავადებაც. ასე, მაგალითად, ხერხემლის გამრუდების დროს წელის არეში დიდდება მენჯის
დახრილობის კუთხე, მოკლდება წელის კუნთები (კვადრატული კუნთი), იწელება მუცლის
კუნთები. ამ უკანასკნელთა სისუსტემ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელებისა და
ადგილობრივ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მუცლის შიგნითა ღრუს დაშვება
(ენტეროგასტროპტიოზი). ხერხემლის გამრუდებისას მკერდის არეში შეზღუდულია
გულმკერდის ყაფაზის ექსკურსია და, მაშასადამე, უარესდება ფილტვების სუნთქვითი
ფუნქცია. ტანადობის დეფექტებს მიეკუთვნება აგრეთვე ხერხემლის გამრუდება
ფრონტალურ სიბრტყეში (სკოლიოზი) და, აგრეთვე, ბრტყელტერფიანობა.
ყველა ამგვარი დეფექტი, როგორც წესი, უვითარდება ფიზიკურად სუსტ ბავშვებს,
რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშებს არ ეწევიან. ტანადობის დარღვევა არცთუ იშვიათად
დაკავშირებულია მოშვებულ, თავდაღუნულ არასწრ სიარულთან და დგომასთან,
მოკუზულად ჯდომასთან და ა.შ. ტანადობაში ანომალიების გამოვლინებისას უნდა
ვიცოდეთ, რომ მათი პირველიმ, ანუ მათი ფუნქციური სტადია შეიძლება განვითარდეს
ბავშვების ზრდისა და ფუნქციური განვითარების თავისებურებებთან დაკავშირებით, როცა
პედაგოგიური კონტროლი არასაკმარისია.
ბავშვთა განვითარების პერიოდის ერთ-ერთი განსაკუთრებული თავისებურებაა
სხეულის ზომების ტოტალური ზრდის სხვადასხვაგვარი ინტენსივობა. სქესობრივი
მომწიფების პერიოდში მთლიანად სხეულის გაძლიერებული ზრდის დროს სიგრძეზე ზრდა
ჭარბობს (განივ განზომილებათა შედარებით ნაკლები ინტენსივობით ზრდისას). ხერხემლის
გაზნექილობათა ჩამოყალიბება 14 წლამდე შედარებით თანაბრად მიმდინარეობს, ხოლო 14
წლის შემდეგ ხერხემლის სვეტის არის გაძლიერებულ ზრდასთან ერთად წელის ლორდოზიც

43
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მატულობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მოზარდთა მენჯის დახრილობა მეტია,


ვიდრე მოზრდილისა (47-დან 50%-მდე). ხერხემლის გაზნექილობანი განპირობებულია
მალების სხეულის წინა და უკანა კედლების არათანაბარი ზრდით (როგორც წესი, მალის
გამოზნექილი ნაწილის ღრტილის წინა ნაწილი უფრო მაღლაა, ვიდრე უკანა) და ასაკის
ზრდასთან დაკავშირებით მატულობს. მათი საბოლოო ჩამოყალიბება დაკავშირებულია
სხეულების, მალების რკალებისა და მალებსშორისი იოგების საბოლოოდ ჩამოყალიბებასთან.
სწორი ტანადობის ჩამოყალიბება ბავშვობის ადრეული ასაკიდან ხელს უწყობს ხერხემლის
ფორმის სწორად განვითარებას.
ამრიგად, ბავშვთა და მოზარდთა მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებანი
ახასიათებს მათი ტანადობის ჩამოყალიბებას შემდეგი განმასხვავებელი მომენტებით:
 მენჯის რამდენადმე გაზრდის დახრილობა და ხერხემლის წელის არის სწრაფი ზრდა,
რომელიც ტიპურია ბავშვებისათვის, შეიძლება გახდეს ლორდოზის მომატების
მიზეზი.
 ასაკის ზრდასთან ერთად ხერხემლის გაზნექილობანი მატულობს და ეს
განსაკუთრებით აშკარად გამოხატულია ბავშვებში, რომელნიც სიმაღლეში სწრაფად
იზრდებიან, სიგანეში კი ნაკლებად, რაც არცთუ იშვიათად იწვევს მკერდის კიფოზის
გადიდებას.
 ტანის მოშვებულად დაჭერა (ზოგიერთი უფროსისადმი მიბაძვის გამოც) იწვევს
მკლავების „ჩამოშვებას“ ტანის წინ და ბეჭების გამოშვერილობას, რაც შეიძლება
ტანადობის დარღვევის მიზეზი გახდეს.
ყველაფერმა ამან შეიძლება განაპირობოს სწორი ტანადობის ანომალია, თუ მისი
ჩამოყალიბებისათვის სპეციალურად მიმართულ აღმზრდელობით მუშაობას არ ჩაატარებენ.
მოზრდილებში ტანადობის გაუარესების ძირითადი მიზეზებია: პოზის შემნარჩუნებელ
კუნტთა ჯგუფების სისუსტე (როცა არ დება სისტემატური ვარჯიში) ან მათი
დისჰარმონიული განვითარება, მოქნილობის რეგრესი (საერთო და ცალკეულ ნაერთებში),
მალებსშორისი დისკოებისა და სხვა ხრტილოვანი წარმონაქმნების გაბრტყელება,
არარაციონალური პროფესიონალური პოზის ხანგრძლივი მოქმედება (მაგ., მჯდომარე
მუშაობა, თუ ავეჯი არ აკმაყოფილებს ჰიგიენურ მოთხოვნებს) ან იძულებითი პოზები,
რომელნიც რითიმე მკვეთრად განსხვავდებიან ნორმალური ბუნებრივი ტანადობისაგან (მაგ.,
ველოსიპედისტის პოზა).

ტანადობის განვითარების მეთოდიკის საფუძვლები

რაციონალური ტანადობის ჩვევის ჩამოყალიბებისა და მისი განმტკიცების პროცესის


მართვა, აგრეთვე მისი მდგომარეობის შესაძლებელი დარღვევის არიდება და გამოსწორება
ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაყოფია. ტანადობის განვითარების
პროცესის გადამწყვეტი ნაწილი მოდის ჩვილობის, სკოლიწინა, სკოლამდელ და სკოლის
პერიოდებზე, მაგრამ მისი განვითარება არ მთავრდება ამ პერიოდებით, იგი უნდა
გრძელდებოდეს ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

44
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

თუმც მემკვიდრეობა მეტ-ნაკლებად მოქმედებს ტანადობის ტიპზე, მთავარ როლს


იმაში, თუ როგორი ტანადობა იქნება დამახასიათებელი ინდივიდისათვის, ასრულებს პოზის
შერჩევისა და რეგულირების თვისებრივ საფუძველთან ერთად გამართულად დგომის
შეძენილი ჩვევა, რაც ნაჩვენებია მრავალი მკვლევარის მიერ. ამიტომ ტანადობის
განვითარებისას პირველი ამოცანაა სამოძრაო აპარატისა და შინაგანი ორგანოების
ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობი რაციონალური „ძირითადი დგომის“ („გამართული
ტანადობის“) ჩვევის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განმტკიცება. ეს ამოცანა წყდება
სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობითი მოქმედებების (სიარული, რბენა და სხვ.) ტექნიკის
დაუფლების ერთიანობაში ფიზიკური თვისებების გამომუშავებით, განსაკუთრებით ისეთის,
როგორც არის ძალა და მოქნილობა, სტატიკური და დინამიკური წონასწორობის დაცვის
უნარის განვითარებასთან ერთად.
რაციონალური ტანადობის ჩამოყალიბება და მისი დარღვევის პროფილაქტიკა
განუყოფელია ტანის კუნთების ყოველმხრივი განმტკიცების, სამოძრაო აპარატის ძირითადი
რგოლების ნორმალური მოძრავ-უნარიანობის უზრუნველყოფისაგან. ამიტომ ტანადობის
გამომუშავება პრაქტიკულად შეერწყმება ფიზიკური აღზრდის უკვე განხილულ სხვადასხვა
მხარეს, მხოლოდ მნიშვნელოვან პირობითობით შეიძლება გამოიყოს ის, რაც განეკუთვნება
ტანადობის ჩამოყალიბებასა და მის გამოსწორებას. მათ შესახებ, კერძოდ, შეიძლება შემდეგი
ითქვას. სწორი ტანადობის ჩვევის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე აუცილებელია შეიქმნას
ტანადობის შესახებ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა და პრაქტიკულად „შეგრძნობილ“ იყოს
იგი. უკვე ცნობილი განმარტებისა და დემონსტრირების მეთოდებთან ერთად ამ მიზნის
უზრუნველსაყოფად მიმართავენ, კერძოდ, სტატიკურ ვარჯიშებს, რომელთა სწავლების
დროსაც მოსწავლემ უნდა დაიცვას შესაბამისი შეზღუდულობისა და ოიენტირების
მეშვეობით „იძულებით“ დავალებული რაციონალური პოზა (მოძრაობის შემზღუდველი
ლარტყებით ვარჯიში ტანვარჯიშულ კედელთან დგომაში, ვარჯიშები ტანვარჯიშული
ჯოხებით და ა.შ.). თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთმა ვარჯიშებმა არ უნდა გამოიწვიოს
გადაღლა. ისინი უნდა გამრავალფეროვდნენ და შეძლებისდაგვარად საინტერესონი იყვნენ,
განსაკუთრებით ბავშვებთან მეცადინეობისას (დავალებები ემოციურად ხატოვანი უნდა
იყოს და ა.შ.). სწორი ტანადობის დაცვის აუცილებლობის შესახებ დასაწყისში რაც შეიძლება
ხშირად უნდა მოვაგონოთ მოსწავლეებს. აგრეთვე მივცეთ დავალებები
ურთიერთგასაკონტროლებლად, მივუთითოთ ამის მსგავსი სხვა საშუალებანი და ხერხები.
უმცროსი ასაკის ბავშვებთან მეცადინეობის დროს უნდა მოქმედებდეს წესი: ყოველი
გაკვეთილის, ყოველი ფიზკულტურული წუთის, ყოველი ფიზკულტურული პაუზისა და
ყოველდღიური დილის ტანვარჯიშის დაწყება „გამასწორებელი“ ვარჯიშით და ტანადობის
კონტროლით.
ვერტიკალური დგომის „აგების“ ვარჯიში, ისე როგორც სხვა ვარჯიშთა უმეტესი
ნაწილი, შეიძლება იყოს მთლიანი (საერთო ზემოქმედების ) - ან შედარებით ლოკალური.
დასაწყისში ერთდროულად თვითკონტროლი რაციონალური ტანადობის ყველა ელემენტზე
ძნელია. ამიტომ დავალებული პოზის ათვისებისათვის ვარჯიშის მთლიან ფონზე
მიზანშეწონილია თანმიმდევრობით ყურადღების გამახვილება მის ძირითად ელემენტებზე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პოზის დამცველი კუნთების ტონუსის საერთო
განაწილება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კისრის ტონურ რეფლექსებზე, მაშინ მეტად
მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავიდანვე მივაქციოთ ყურადღება ჩვეულად დგომის დროს
თავის სწორ მდგომარეობას (საფეთქლის ხაზზე პრაქტიკულად მიმართული უნდა იყოს
45
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ჰორიზონტალურად. მზერა წინ მიპყრობილი, კისერი სწორად გამართული და არა


ზედმეტად დაძაბული, მხრები გადაშლლილი და არა აწეული). მაგრამ ამასთან ერთად
ვერტიკალური მდგომარეობის დროს ტანის ზედა რგოლების მდგომარეობა ბევრად
განისაზღვრება ქვემოთ მდებარე საყრდენი რგოლების, უპირველესყოვლისა ქვედა
კიდურების მდგომალრეობით. ამიტომ ძირითადი დგომის ელემენტებად ათვისებისა და მათ
სისწორის კონტროლის დროს უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა:
1. ტერფების მდგომარეობა. ვერტიკალურად დგომისას ისინი თითქმის პარალელურად
უნდა იყოს, რამდენადმე გაშლილი. ტერფების წვერების ძლიერ გაშლის დროს
ტერფების გაბრტყელებისა და ფეხების იქსისებრი ფორმის ბიომექანიკური წინაპირობა
იქმნება, განსაკუთრებით თუ არსებობს ამისკენ მიდრეკილებაც.
2. ფეხების სრული გამართვა მუხლის სახსრებში. ფეხების გამართვის დროს წვივითა და
ბარძაყით ერთი სწორი ხაზი უნდა იქმნებოდეს. ამ დროს დაუშვებელია ზედმეტად
გაზნექა („გამოზნექა“), რაც გამოიწვევს (განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთა
სახსრების მოძრავუნარიანობა ამაღლებულია) ქვედა კიდურების ხმლისებრი ფორმის
განვითარებას.
3. მენჯის სახრებსა და წელის არეში გაშლა. მენჯის სწორი მდგომარეობისა და წელის
არეში სათანადო ზომით გაზნექისადმი დამოუკიდებელ კონტროლში დაგვეხმარება
უბრალო ხერხი - უნდა დავდგეთ გამართულად და თავი ზედმეტად დახრის გარეშე
დავინახოთ ფეხის თითები. იგივე დავალება ტანადობაში ლორდოზის ტიპისადმი
მიდრეკილების დროს მიზანშეწონილია შევუხამოთ შემდეგი მოქმედება:
შევასრულებთ ნახევრადბუქნს, მუხლის სახსრებში ფეხებს გავმარტავთ და მტევნებით
დავაწვებით წინიდან უკან მიმართულებით ბარძაყებს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ
ზედმეტად წინ გამოწევას.
4. სხეულის ზედა რგოლების გაწყობა. ვერტიკალურ დგომში ბეჭებისა და მხრების სწორი
გამართვა, გულმკერდის „გაშლილი“ მდგომარეობა და თავის აუცილებელი
მდგომარეობა დასაწყისში (სანამ დაუფლებული არა ვართ ქვედა რგოლების
რაციონლურ მდგომარეობებს) რეკომენდებულია ზემოჩამოთვლილი მდგომარეობები
„შევიგრძნოთ“ ისეთ პირობებში, როცა ადვილდება ქვედა რგოლების ფიქსაცია -
მაგალითად, ტანვარჯიშულ საკმსა ან იატაკზე ჯდომის მდგომარეობაში და ა.შ. ამ
დროს მენჯი წინასწარ ფიქსირებულია საჭირო მდგომარეობაში, ხერხემლის წელის არე
გამართულია და ისიც ფიქსირებულია.
გამართულად დგომის რაციონალური პოზის ძირითადი ელემენტების დაუფლების
მიხედვით მიზანშეწონილია „ტანადობაში“ საკონტროლო დავალებების შემოღება. ისინი
შეიძლება მდგომარეობდნენ, მაგალითად, იმაში, რომ გადავიდეთ დაჯგუფებული
ჯდომიდან ან მოდუნებული წინზნექიდან რაციონალური ტანადობის შესაფერისი
მოთხოვნების შესატყვის გამართული დგომის მდგომარეობაში, ამგვარი ვარჯიშები
დასაწყისში უნდა შესრულდეს ჯერ შენელებით, ნარნარად, ტერფეხის, მუხლის, სახსრების,
თეძოების, მუცლისა და ა.შ. მდგომარეობაზე თანმიმდევრული კონტროლით, ხოლო შემდეგ
მზარდი სიჩქარით, სწრაფად, ენერგიულად (თუ, ცხადია, მდგომარეობის სისწორე
დაცულია). შემდეგ ეტაპზე უნდა უზრუნველყოთ რაციონალური ტანადობის ჩვევის
ათვისება და განმტკიცება, ამასთან ერთად, ტანისა და მისი რგოლების ოპტიმალური
მდგომარეობის დაცვის ჩვევები რთული მოძრაობითი მოქმედებების ტექნიკის
სტრუქტურაში.
46
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ტანადობის გამომუშავების სხვადასხვაგვარი ეფექტური საშუალებები წარმოდგენილია


ტანვარჯიშის ყველა საეობაში. რაციონალური ტანადობის ჩვევების ჩამოყალიბებისა და
განმტკიცებისათვის განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება სამწყობრო, წყობითი და
თავისუფალი ვარჯიშები, აგრეთვე ე.წ. ელემენტარული „ზოგადგანმავითარებელი“
ვარჯიშები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად განკუთვნილია ამ
მიზნისათვის.
მოძრაობითი მოქმედებების განმტკიცებისა და სრულყოფის ეტაპებზე ძირითადი
საშუალებებია მთლიანი ვარჯიშები. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული ღირებულება აქვს
სტსტიკური და დინამიკური წონასწორობის გართულებულ პირობებში რაციონალური
ტანადობის ჩვევის სრულყოფისათვის. ამასთან დაკავშირებით საჭიროა აღინიშნოს
შემცირებულ საყრდენზე წონასწორობის ვარჯიშები (მაგ., ტანვარჯიშულ დვირზე),
ჟონგლირების ტიპის ვარჯიშებები (მაგ.,, გურზებით, ბურთებით და სხვ.), აგრეთვე
ტანადობის განვითარების ისეთი საშუალება, როგორიც არის გადაადგილება თავზე
ტვირთის დადებით (მაგ., სიარული თავზე თავისუფლად მდებარე ტენილი ბურთით).
ტანადობის მდგრადი პათოლოგიური ხასიათის ანომალიების კორექციისათვის
საჭიროა ექიმისა და სამკურნალო ფიზიკური კულტურის სპეციალისტის ჩარევა.

მოძრავი თამაშები

მოძრავ თამაშობათა ორგანიზაციისა და ჩატარების მთელი პროცესი პირობითად


შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად:
1. თამაშის მომზადება;
2. თამაშის დაწყება და ხელმძღვანელობა;
3. თამაშის დამთავრება.

1. თამაშის მომზადება
თამაშის მომზადება გულისხმობს იმ წინასწარი სამუშაოს ჩატარებას, რომელიც
უზრუნველყოფს მის შეუფერხებლივ მსვლელობას. თამაშის მოსამზადებლად საჭიროა:
თამაშის შერჩევა. თამაშის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის
პედაგოგიური ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც მისი მეშევეობით უნდა მოხდეს სრულყოფა
გართულებულ პირობებში, გაწეული მასალის ათვისების შემოწმება, ჯგუფის ყურადღებისა
და ორგანიზაციულობის უზრუნველყოფა, აქტიურაქდ დასვენება და სხვა. ამა თუ იმ
კონკრეტულ ამაცანას უნდა შევურჩიოთ შესაფერი შინაარსის თამაში.
თამაშის შერჩევის დორს მხედველობაში მიიღება მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებანი. უცირესი სასკოლო ასაკის ბავშვებს 5-6 წელი (1-2 კლასი) უმთავრესად
უნდა მიეცეს სიუჟეტური თამაშობები, რომლებიც აგებული იქნება განსაზღვრულ
თემათიკაზე, ასეთ თამაშობებში ვლინდება ბავშვების მიდრეკილება წაბაძვისადმი, პატარები
აქტიურად ებმებიან თამაშში, მაგრამ იგი დიდხანს არ უნდა გრძელდებოდეს. მოსწავლეებს
საშუალება უნდა ჰქონდეთ თამაშის პროცესში ხშირად დასივენონ, განსაკუთრებით ისეთ
თამაშობებში, სადაც იხარჯება კუნთური ენერგიის დიდი რაოდენობა.
47
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

თამაშის წესები მარტივი და მცირერიცხოვანი უნდა იყოს, ხელს უნდა უწყობდეს


კოორდინირებულ მოქმეებათა საფუძვლების გამომუშავებას. 8-9 წლის (III-IV კლასი)
ბავშვებთან თამაშობებში სიუჟეტურობა შენარჩუნებულია, მაგრამ უმთავრესად
დასახელებანი. ამ ასაკში თამაშობებში უნდა ჭარბობდეს კოლექტიური შეჯიბრებების
ელემენტები. ხანგრძლივობა წინა ასაკთან შედარეიბთ უფრო დიდი უნდა იყოს. წესები –
უფრო რთული და მრავალრიცხოვანი. შეიძლება თამასში ჩაერთოს გამძლეობის
გამოსამუშავებელი ელემენტები და ძალისმიერი ვარჯიშები (ბაგირის მიმოწევა, წრიდან
გაყვანა და სხვა). თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭიროაა დავიცვათ დატვირთვის ზუსტი
დოზირება. ამ ასაკის მოსწავლეებს კოლექტიური შეჯიბრების გარდა აინტერესებთ
ინივიდუალური შეჯიბრებები. ამიტომ მოთამაშეებში საჭიროა ინდივიდუალური,
შეჯიბრებების ელემენტების შტანა. თამაშებში უნდა ჩავრთოთ სიარული, რბენა, მსუბუქი
საგნების ტყორცნა, ხტომები, წინააღმდეგობების დაძლევა, ცოცვები, მოულოდნელად
მიმართულების ცვლა, წონასწორობა, ბურთით თამაშობები, ვარჯიშები ყურადღებაზე,
დაკვირვებაზე და ა.შ.
მოზარდებში ძირითადი ადგილი უჭირავს გუნდური ხასიათის ორგანიზებულ მოძრავ
თამაშობებს, რომლებიც რთულია თავისი შინაგანი აგებულებითა და ტექნიკით. მთავარი
ყურადღება ენიჭება თამაშის მოტორულ მხარეს და ორგანიზაციულ სტრუქტურას.
თამაშობების შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ვაჟებისა და გოგნების სათამაშო
ინტრესიების სხვაობა. ვაჟებს განსაკუტრებით აინტრესებს ძალისმიერი თამაშობები.
წინაღობათა დაძლევა, სიმარჯვის გამომჟღავნება. გოგონებს კი – ნაკვთური მოძრაობები,
თამაშობები ცეკვისა და მუსიკის ელემენტებით.
შეჯიბრების ხასიათის თამაშობებში არ უნდა დავუპირისპიროთ ვაჟები გოგონებს,
უკეთესია თამაშობების ჩატარდეს ცალ-ცალკე.
თამაშის შერჩევის დროს ყურადღება ექცევა მოსწავლეთა რაოდენობას, მათ
ჯანმრთელობას, შემადგენლობას (ცვალებადია, შემთხვევითი თუ მუდმივი) ფიზიკური და
საერთო განვითარების, გარდა ამისა, კარგად უნდა შევარჩიოთ სათამაშო ადგილი, რადგან
ხშირ შემთხვევაში შინაარსი დამოკიდებულია ადგილზე.
თამაშის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე თუ, რა ინვენტარი გაგვაჩნია, რა
რაოდნეობით და როგორი ხასიათისასა. ინვენტარის გარდა მნიშვნელობა აქვს წელიწადის
დროსა და ამინდს. თამაშობების შერჩევის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა ნაცნობ
თამაშობებიდან უცნობზე და მარტივიდან რთულზე გადასვლა. თუ თამაში ტარდება
გაკვეთილის პროცესში, საჭიროა თამაშის შერჩევის დროს გავითავალისწინოთ გაკვეთილის
მთლიანი ამოცანა, რომელშიც უნდა ჩაერთოს მოძრავი თამაში.
თამაშის საილუსტრაცოდ უნდა გამოვიყენოთ წინასწარ მომზადებული გუნდისთავები
და გამძღოლები. მაგალითად ჩვენ გვსურს, ბავშვებს გავაგებინოთ ისეთი მოქმეება, რომლის
შესრულებაც ყველა სირთულეს მოუხდება, ამისათვის გუნდებად მოწყობილ მოთამაშეებს
ვეუბნებით: გუდმა რომ გაიმარჯვოს, ამისათვის საჭიროა თითოეულმა თქვენთაგანმა რიგ-
რიგობით შეასრულოს ისეთი მოძრაობები, რომელსაც თქვენ გიჩვენებს თქვენი
გუნდისთავები.
ასეთი გაფრთხილების შემდეგ პედაგოგი აძლევს პირობით ნიშანს, გუნიდსათვის კი
წინასწარ (თამაშის დაწყებამდე) მომზადების საფუველზე ასრულებენ საჭირო მოქმედებებს.

2. თამაშის მოწყობა და მისი ხელმძღვანელობა


48
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

თამაშის პროცესის ნორმალური მსვლელობა დამოკიდებულია თამაშის მომზადებაზე,


რაც უფრო გულმოდგინედ არის მომზადებული თამაში, მით უფრო დიდია მისი
აღმზრდელობითი ზეგავლენა. მაგრამ კარგად მომზადებული თამაში წესიერ დაყენებას და
ხელმძღვანელობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა მის მომზადებას.
ზოგიერთი თამაშის დროს წამოიჭრება ხოლმე თამაშის დაწყების საკითხი. პირველად
რომელმა გუნდამ უნდა დაიწყოს თამაში? მოთამაშეებმა როგორ უნდა გაინაწაილონ
მოედნები? ასეთ შემთხვევაში პედაგოგს შეულია ყაროს კენჭი ან თამაშის დაწყების უფლება
მიანიჭოს იმ გუნდს, რომელმაც თამაშის დააწყებამდე გამოიჩინა სანიმუშო
ორგანიზებულობა, შეიძლება მასპნძლებმა სტუმრებს შესთავაზონ თამაშის დაწყება, ვაჟებმა –
გოგონებს და ა.შ. პედაგოგი თამაშის პროცესის წესიერი ხელმძღვანელობით ეხმარება
მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში, მამოძრავებელი ჩვევების გამომუშავებაში. მათ
განმტკიცებასა და სრულყოფაში.
თამაშის წესიერი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს აღმზრდელობით გავლენას.
თამაშის წესებისადმი დამორჩილება უნდა იყოს შეგნებული და არა მექანიკური. პედაგოგი
უნდა ცდილობდეს შეგნებული დისციპლინის გამომუშავებას. ბავშვები უნდა
ხელმძღვანელობდნენ პირადი, შინაგანი გულისწადილით, მათი მოქმედებები საკუთარი
მოფიქრებისა და სურვილის შედეგს უნდა წარმოადგენდნენ. შეგნებული დისციპლინა ხელ
უწყობს თამაშის კარგ ათვისებას და მხიარულ განწყბას, რის შედეგადაც თამაში უფრო
მომხიბლავი და საინტერესო ხდება.
ზოგერითი პედაგოგი ფიქრობს, დისციპლინა – ეს იდეალური სიჩუმე და უმოქმედობაა.
თამაშის მსვლელობის დროს უნდა იყოს მხიარულება, შეძახილები, სხვადასხვა მოძრაობები.
ყოველივე ეს ბუნებრივ მოვლენებს წარმოადგენს, რადგან თამაში დაკავშირებულია
ბავშვების ემოციურ განცდებთან. თამაშის პროესში უნდა იკრძალებოდეს გაუმართლებელი
ხმაური, ყვირილი, უდისციპლინობა, რაც უწესო ხელმძღვანელობის შედეგია. თამაშში
დაუშვებელია გადაჭარბებლი აზარტის დაშვება, მხოლოდ შედეგებისადმი ლტოლვა და სხვა.
პედაგოგი თვალყურს უნდა ადევნებდეს და ახალისებდეს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც
ზუსტად იცავენ თამაშის წესებს, დისციპლინას, იჩენენ სიმარჯვეს, სისწრაფეს,
კოლექტიურობას, გამბედაობასა და აქიურობას.

3. თამაშის დამთავრება
პედაგოგმა თამაში ისეთ დროს უნდა შეწყვიტოს, როცა ბავშვები დაკმაყოფილებლნი
არიან, მაგრამ დაღლას ჯერ კიდევ არ გრძნობენ. თამაში ისე არ უნდა გაგრძელდეს, რომ
ბავშვებმა თვითონვე მოითხოვონ მისი შეწყვეტა. მოსწავლეები ხშირად ცდებიან საკუთარი
ძალებს შეფასებაში, ამიტომ მათი თხოვნა თამაშის გამეორებაზე ყოველთვის არ უნდა
დაკმაყოფილდეს. თამაშის დამთავრებისთანავე პედაგოგებმა მოთამაშეები ისეთნაირად
უნდა მოაწყონ, რომ შესაძლებელი იყოს ჩატარებლი თამაშის დაძლევა. გარჩევის დროს
პედაგოგმა მონაწილეობა უნდა მიაღებინოს თვით მოთამაშეებს. მათ უნდა აღნიშნონ თამაშის
პროცესში დაშვებული შეცდომები და დასახონ მათი გამოსწორების გზები.

49
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

დაზღვევა და დახმარება

ფიზიკური ვარჯიშების გავლენა მომეცადინეთა ორგანიზმზე მრავალი ფაქტორით


განისაზღვრება, როგორიცაა: ფიზიკური დატვირთვა, მოსწავლეთა ინდივიდუალური
თავისებურებანი, მეცადინეობათა ორგანიზაცია, გარემო პირობები, სწავლებისა და აღზრდის
მეთოდები, ჰიგიენური პირობები და სხვ.
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვან ზემოქმედებას
ახდენს მომეცადინეთა ორგანიზმის ყველა სისტემასა და ფუნქციაზე. მრავალფეროვანი
მოძრაობითი მოქმედებანი სპორტის ცალკეული სახეობებიდან, ზოგი მნიშვნელოვნად
ააქტიურებს გულისა და სასუნთქი სისტემის მუშაობას (მაგ., რბენები, ხტომები, მოძრავი და
სპორტული თამაშები და ა.შ.), ზოგი მეტად მოქმედებს სხეულის ზემო და ქვემო კიდურებზე,
ზოგი მნიშვნელოვანი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, მოითხოვს დიდი
ნებისყოფის გამოვლენას და ა.შ.
ფიზიკურმა დატვირთვამ მომეცადინეთა ორგანიზმზე მრავალმხრივი დადებითი
გავლენა რომ მოახდინოს, პედაგოგი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ეკიდებოდეს
დატვირთვის განსაზღვრას, მის რეგულირებას, რადგან ძირითადად მასზეა დამოკიდებული
ფიზიკური ვარჯიშებით გამოწვეული შედეგი.
დატვირთვის რეგულირება, პირველ რიგში, ნიშნავს გაკვეთილზე დატვირთვის
მოცულობისა და ინტენსიობის ოპტიმალურ უზრუნველყოფას; მოსწავლეთა
შესაძლობლობების, მათი ფიზიკური მომზადებულობის და სხვა შესატყვისობას, რათა
ადგილი არ ჰქონდეს გადაღლას, ტრავმას (როგორიცაა კუნთურ-იოგოვანი აპარატის
დაჭიმულობა, დაბეჟილობა, ღრძობა, მოტეხილობა და სხვ.). ამის ძირითადი მიზეზი
შეიძლება გახდეს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული დაღლილობა, მასალის სირთულე,
მისი მიუწვდომლობა მომეცადინისათვის, გაკვეთილის არასათანადო ორგანიზაცია,
უხარისხო და არასტანდარტული ინვენტარი, არასწორი დაზღვევა და დახმარება და სხვ.
მთელი რიგი ვარჯიშებია, რომელთა შესრულების პროცესში მასწავლებელმა
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს დაზღვევაზე, როგორიცაა ტანვარჯიშულ
იარაღებზე სხვადასხვაგვარი მოძრაობითი მოქმედების შესრულება, სადაც ტრამვის
საშიშროება მეტია (მაგ., იარაღიდან მოწყვეტა, დაცემა და ა.შ.), მასწავლებელმა უნდა შექმნას
ისეთი პირობები, რომ, რაც შეიძლება მაქსიმალურად აცილებულ იქნეს ტრავმები.
დაზღვევა უშუალო კავშირშია დახმარებასთან, დახმარება სწავლების ერთ-ერთი ხერხია.
დაზღვევა და დახმარების გამოყენება ისე უნდა მოახდინოს მასწავლებელმა, რომ თვითონ
ვარჯიშის შესწავლისას მომეცადინეს მიეცეს შესაძლებლობა დაეყრდნოს თავის
შესაძლებლობებს, რომელსაც გარკვეული გულადობის, სიმტკიცის, ნებისყოფის და სხვა
თვისებების გამოვლენა ესაჭიროება. დაზღვევა-დახმარების უადგილო გამოყენებით
მასწავლებელმა შეიძლება საერთოდ ჩაკლას მომეცადინეში ინიციატივა. მან უნდა შეძლოს
მოსწავლეებს განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა, დაცვის უნარი არა მარტო თავისი
თავის, არამედ თანამოვარჯიშეთა უსაფრთხოებისაც. მასწავლებელმა ამისათვის
მომეცადინეებს უნდა შეუქმნას სათანადო პორობები; შეაქოს, წააქეზოს, რათა ისინი
ყოველთვის მზად იყვნენ ტრავმის ასაცილებლად. ხშირად ტრავმებს იწვევს მომეცადინეთა
მიერ მასწავლებლის მითითებების უგულებელყოფა, ამიტომ მასწავლებელი მკაცრ და
სისტემატურ კონტროლს უნდა უწევდეს მომეცადინეთა მიერ ურთიერთდახმარებას,
ურთიერთდაზღვევას და სხვ.
50
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკურ აღზრდაში ჩატარებულმა მეცადინეობებმა რომ მხოლოდ დადებითი


ზეგავლენა მოახდინონ მომეცადინეზე, მასწავლებელი მიმართავს ასევე დატვირთვის
რეგულირების ისეთ ხერხებს, როგორიცაა: ვარჯიშის სხვადასხვაგვარი საწყისი
მდგომარეობის შერჩევა, სხვადასხვა წონისა და ფორმის იარაღისა და საგნების (ბურთები,
ჯოხები და სხვ.) გამოყენება, მოძრავ და სპორტულ თამაშებში დროის შემცირება-გაზრდა,
წინაღობათა გართულება-შემცირება, მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა-შემცირება,
მოძრაობათა ამპლიტუდის, სისწრაფის, ტემპის, რიტმის ცვლა, განმეორებათა შორის
დასვენების ინტერვალების გადიდება ან შემცირება, გასარბენი დისტანციის გაზრდა ან
შემცირება, საგნების წონის გაზრდა ან შემცირება და სხვ.
თუ მასწავლებელმა, საჭოროების შემთხვევაში არ მოახდინა დატვირთვის სათანადო
რეგულირება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადაღლას. მან განსაკუთრებული ყურადღება
უნდა გაამახვილოს მომეცადინეთა ფიზიკური დატვირთვის გარეგან ნიშნებზე, რომლებიც
მიგვანიშნებს მომეცადინეთა გადაღლის ხარისხზე და ა.შ., როგორიცაა მომეცადინის კანის
ფერი, ოფლიანობა, სუნთქვა, მიმიკა და ა.შ.

ნიშნები მცირე მნიშვნელოვანი დაღლა მკვერი გადაღლა (II


ფიზიოლოგიური (I ხარისხის მწვავე ხარისხის მწვავე
დაღლა გადაღლა) გადაღლა)
კანის მცირე შეწითლება მიშვნელოვანი მკვეთრი შეწილთლება,
შეფერილობა შეწითლება გაფერმკრთალება,
გალურჯება
ოფლიანობა მცირე დიდი (სარტყლის მკვეთრი (სარტყლის
ზემოთ) ქვემოთ) მარილების
გამოყოფა კანზე
სუნთქვა გახშირებული (1 გახშირებული (38-46- ძლიერ გახშირებული
წუთში 22-26-მდე მდე წუთში), (წუთში 50-60-ზე მეტი)
სწორ ადგილზე და ზედაპირული მოუწესრიგებელ
36-მდე აღმართზე) სუნთქვაში გადასვლით
მოძრაობა მხნე სიარული დაურწმუნებელი მკვეთრი რყევა
ნაბიჯი, სიარულისას სიარულის დროს,
მსუბუქი რყევა, მოძრაობათა
ლაშქრობისას დისკოორდინაცია,
ჩამორჩენა მოძრაობის
გაგრძელებაზე უარის
თქმა
შეგრძნებების ჩვეულებრივი სახეზე დაღლილობის სახის ღონემიხდილი
ზოგადი სახეობა გამოხატულობა, გამოხატულება, აპათია,
უმნიშვნელო ჩივილები ძლიერ
მოხრილობა, სისუსტეზე, გულისცემის
გარემოსადმი გახშირება, თავის
ინტერესის დაქვეითება ტკივილი, გულის ძმარვა,
გულის რევის შეგრძნება
მიმიკა მშვიდი დაძაბული დამახინჯებული
51
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ყურადღება მითითებათა განკარგულებების განკარგულებების


მკაფიო, უშეცდომო არაზუსტი შესრულება, არასწორი შესრულება და
შესრულება მოძრაობის შენელება. მხოლოდ
მიმართულებების ხმამაღალი
ცვლისას დაშვებული განკარგულებების აღქმა
შეცდომები
პულსი 110-150 160-180 180-200 და მეტი
(დარტყმა/წთ.)

ტურისტულ ღონისძიებათა ორგანიზაცია

ტურისტულ ღონისძიებას, როგორი სახისაც უნდა იყოს იგი, ზედმიწევნით კარგი


მომზადება ესაჭიროება. გათვალისწინებული უნდა იქნეს ლაშქრობის ხასიათი, მისი
სირთულე და სახეობა, მარშრუტის მანძილი, გზისა და რელიეფის ხასიათი, წლის პერიოდი,
კლიმატური პირობები, ჯგუფის რაოდენობა და მათი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება,
უზრუნველყოფა საჭურველ-კაზმულობით, კვების პროდუქტებით და სატრანსპორტო
საშუალებით და ა.შ.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ლაშქრობის ხელმძღვანელობა, თავისი
კოლექტივის წევრთა ტურისტული შესაძლებლობისა და მომზადების მიხედვით, წინასწარ
ირჩევს სამოქმედო რაიონსა და ტურიზმის სახეობას, რის მიხედვითაც აზუსტებს და ხვეწს
გასავლელ გზას, მის სირთულეს და ხასიათს. ამის შემდეგ აკომლექტებს ჯგუფს, რომელსაც
ფიზიკურად და ტექნიკურად ამზადებს და მონაწილეთა შორის მოვალეობათა განაწილების
მიხედვით ამოწმებს მათ შესრულებას. ასეთი მომზადებული ჯგუფი დანიშნულ დროსა და
საათზე, მიემგზავრება მარშრუტზე.
ლაშქრობაში მომავალმა ჯგუფმა სათანადო მომზადებასთან ერთად უნდა შეადგინოს
მარშრუტის დაწვრილებითი სქემა, გაითვალისწინოს უშიშროების უზრუნველყოფის
პირობები, ხოლო უშუალოდ მოგზაურობის დროს მოახდინოს რთული უბნების გავლა
ურთიერთდახმარებითა და სათანადო დაცვებით. ამავე დროს აწარმოოს რთული ადგილების
სათანადო აღწერა და მთლიანი მარშრუტის ტექნიკური დახასიათება.
ჯგუფის წევრების მიერ ყოველგვარი დისციპლინის მცირედი დარღვევა, უდიერი
მოქცევა და არასწორი მოქმედება იწვევს მარცხს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ
ჯგუფის წევრები და მათი ხელმძღვანელი ურთიერთგაგებით და მაღალი დისციპლინით,
ერთიანი სულისკვეთებით უნდა მოქმედებდნენ, რისთვისაც მარშრუტზე გასვლამდე
ყოველგვარი მცირედი ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა უნდა იყოს
გათვალისწინებული, რათა უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობის დროს, ამა თუ იმ
დაბრკოლების დაძლევისას მოუმზადებლობამ არ იჩინოს თავი და ჯგუფი არ ჩააგდოს
რთულ მდგომარეობაში.

52
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

რაციონალური კვება

ჯანსაღი კვება არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რას მივირთმევთ. ჯანსაღი კვება არის
ჯანმრთელი ცხოვრების სტილის ნაწილი – ეს არის ქცევისა და შეხედულებების
ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ჯანმრთელობას. ეს ქცევა და შეხედულებები
დაკავშირებულია კვების ჩვევებთან, საკვები პროდუქტების წარმოებასთან - როგორც
საკუთარის, ისე სხვისა, ყიდვასა და შენახვასთან, ოჯახში საკვების მომზადებასა და თუ
ადამიანი, ყოველდღიურად, საკვებთან ერთად მისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელ
ყველა ნივთიერებას საჭირო რაოდენობით იღებს, ასეთ კვებას ჯანსაღი კვება ჰქვია.

მიზნები და ამოცანები

ჯანსაღი კვების სწავლების მიზანი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და კვებასთან


დაკავშირებული კეთილდღეობაა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სოციალური და
ეკონომიური განვითარების გრძელვადიანი მიზნების აღსრულებას. ძირითადი მიზანი არის
პიროვნული კეთილდღეობა – ფიზიკური, გონებრივი და სოციალური. მაგრამ, ჩვენი
ინტერესის სფეროს წარმოადგენს აგრეთვე ისეთი სოციალური და ბუნებრივი გარემოს
მიღწევა, რომელიც ყოველივე ამას ხელს შეუწყობს.
ჯანსაღი კვების სწავლების ამოცანების გადაჭრამ უნდა მოგვიტანოს ჯანმრთელობა და
კვებასთან დაკავშირებული კეთილდღეობა ყველასთვის ჯანსაღ გარემოში. ეს
ამოცანებია:
• ჯანსაღი კვება – რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ყველა იმ გარემოებას,
რომელიც ჯანმრთელ ადამიანებს ზრდის. ერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ,
შეძლებისდაგვარად ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებაა, რომელიც გულისხმობს
მრავალ ფაქტორს, როგორიცაა – ვარჯიში, ძილი, პირადი ჰიგიენა, მკურნალობა და, რა თქმა
უნდა, ჯანსაღი საკვები და სწორი კვება. ჯანსაღი კვება არის კვების სწავლების მთავარი
ამოცანა. იგი შედგება სამი ასპექტისაგან: პირველია ფიზიკური,
რაც კარგ საკვებსა და უვნებელ წყალს, რეგულარულ კვებას, ჰიგიენას და
ა.შ.გულისხმობს; მეორე: ფსიქოლოგიური, გულისხმობს საკვების ყველა ასპექტის
გაცნობიერებას და მათ მიმართ სწორ დამოკიდებულებას და სოციალური, რაც ნიშნავს
სოციალური და საზოგადოებრივი ასპექტებისადმი სწორ მიდგომას – სხვებთან ერთად
კვების წესებს, საკვების განაწილებას, სხვათა საჭიროების გაცნობიერებას და ა.შ.
• კვების საკითხების ცოდნა – ჩვენი ამოცანა მხოლოდ სკოლის მოსწავლეთა ქცევის
შეცვლა არაა. ჩვენი მიზანი ასევე იქნება სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების გაფართოება,
რათა მათ თავიანთი ქცევა თავად არეგულირონ. ჩვენს მეორე ამოცანას წარმოადგენს
ბავშვების დახმარება, რათა მათ თვითონ გააცნობიერონ ჯანმრთელობის მნიშვნელობა,
თავად მოინდომონ ჯანმრთელი ცხოვრების სტილით ცხოვრება და იცოდნენ, როგორ
მიაღწიონ ამას. ისინი შეძლებენ კონკრეტულ სიტუაციებში კვების პრინციპების გამოყენებას
და საკვებთან და კვების ჩვევებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების
მიღებას, მაგალითის, ინფორმაციის, რჩევის, კონსულტაციის საშუალებით ზეგავლენის
მოხდენას სხვებზე, კერძოდ მეგობრებზე, უმცროს და-ძმაზე, და სამომავლოდ - საკუთარ
შვილებზე. როცა გაიზრდებიან, ისინიც შეძლებენ გააცნობიერონ და გაიაზრონ თავიანთი
კვების ჩვევები და მათი დამოკიდებულება გარემოზე და გაუჩნდებათ სურვილი შეცვალონ
53
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

და დაიცვან გარემო. პიროვნება, რომელსაც შეუძლია ყოველივე ამის გაკეთება,


,,გათვითცნობიერებულია კვების საკითხებში”

სკოლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული საკვების რაოდენობა

საკვები რაოდენობა ასაკი


7-9 წელი 10-12 წელი 13-14 წელი
დიდი რაოდენობით მლ/დღეში 900 1000 1 200
სასმელები,სითხეები
მარცვლეული პროდუქტები, მაგ: გრ/დღეში 340 410 480
პური, მაკარონი, სახამებლიანი
პროდუქტები, მაგ: კარტოფილი
ბოლქვიანი ბოსტნეული ხილი გრ/დღეში 200 230 250
საკმარისი რაოდენობის/ ზომიერად მლ/დღეში ან 400 420 450
რძე, რძის პროდუქტები მგ/დღეში
ხორცი, ხორცის პროდუქტები გრ/დღეში 55 65 75
კვერცხი ცალი კვირაში 2- 2 3 -2 2-3
თევზი გრ/კვირაში 150 180 200
მცირე რაოდენობით . გრ/დღეში 30 35 35
ზეთი, კარაქი, მარგარინი
არასასურველი საკვები გრ/დღეში 50-მდე 80-მდე 80-მდე
მაგ: ნამცხვარი, ბისკვიტი,
ტკბილეული
ხილფაფა, შაქარი გრ/დღეში 10-მდე 20-მდე 20-მდე

საკვების 5 ძირითადი ჯგუფი

საკვები პროდუქტის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი 5 ძირითად


ჯგუფშია გაერთიანებული:
1. მარცველული;
2. ხილი და ბოსტნეული;
3. რძე და რძის პროდუქტები;
4. ხორცი, თევზი და ცილის შემცველი მცენარეული საკვები(პარკოსნები, თხილი,
ნიგოზი);
5. ცხიმი, ტკბილეული და მარილი.

54
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

თითოეული საკვები ჯგუფი სასიცოცხლოდ აუცილებელ სხვადასხვა ნივთიერებას


შეიცავს.
1. მარცვლეული მდიდარია ნახშირწყლებით, B ჯგუფის ვიტამინებით და
ადამიანისთვის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მარცვლეულის ჯგუფი მოიცავს
საკუთრივ მარცვლეულს (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ქერი, შვრია, ჭვავი, ღომი, ფეტვი და
ა.შ.) და მისგან დამზადებულ პროდუქტებს (პური, მჭადი, ღომი, მაკარონი, ფაფა და ა.შ).
მარცვლეულის ჯგუფს ხშირად მიაკუთვნებენ კარტოფილსაც, რომელიც ტიპიური
ბოსტნეული კულტურაა, თუმცა იგი, ისევე როგორც მარცვლეული, ძირითადად
ნახშირწყლებს, კერძოდ კი, სახამებელის შეიცავს და ამ თვალსაზრისით მოცემულ ჯგუფშია
შეყვანილი. რეკომენდებულია, რომ ყოველდღიურ რაციონში მარცვლეული სხვა საკვებზე
დიდი რაოდენობით შედიოდეს. მარცვლეულის ჯგუფში შედის აგრეთვე ფუნთუშეული,
ჰამბურგერები, ნამცხვრები, თუმცა მათი დიდი რაოდენობით მიღება არ არის
მიზანშეწონილი, რადგან, გარდა მარცვლეულისა, ისინი შეიცავენ შაქარსა და ცხიმს და
იწვევენ წონის მატებას. ჭარბი წონის შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა
დაავადების განვითარების რისკი.
2. ხილი და ბოსტნეული ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს
ვიტამინებსა და მინერალურ (მიკროელემენტებს) ნივთიერებებს. ვიტამინები და
მიკროელემნტები ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მათი წყარო მხოლოდ საკვება და
აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხილი და ბოსტნეული მდიდარია ასევე
ბუნებრივი ნახშირწყლებითა და უჯრედისით. ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანია
საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობისათვის და ნაწლავთა
მოქმედებისთვის.
ამდენად, ხილი და ბოსტნეული ადმიანმა ყოველდღიურად უნდა მიირთვას.
3. ხორცი და თევზი, ცილის შემცველი მცენარეული საკვები მდიდარია ცილებით,
რკინით, შიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თუთიას და მაგნიუმს, A და D
ვიტამინს. აუცილებელია ადამიანმა ყოველდღიურად მიირთვას ცილის შემცველი საკვები.
თუ ხორცის შესაძლებლობა ყოველდღიურად არ არის, აუცილებელია მისი ჩანაცვლება
ცილის შემცველი მცენარეული საკვებით.
4. რძე და რძის პროდუქტი რძე და რძის პროდუქტი ბავშვის კვების რაციონის ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა
ნივთიერებას: ცილებს, ცხიმსა და ნახშირწყლებს (რძის შაქარს), აგრეთვე ვიტამინებსა (A, B, D
ვიტამინები) და მინერალებს. რძე და მისი ნაწარმი განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით,
ამდენად კალციუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს. კალციუმს ასევე შეიცავს თევზი,
კვერცხი, ჩირი, ნუში, სოიო, მცირე რაოდენობით კი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
კალციუმი აუცილებელია ძვლების სიმაგრისა და ზრდის პროცესების ხელშწყობისათვის.
მნიშვნელოვანი კომპონენტების შემცველობისა და მათი ფუნქციედან გამომდინარე,
რძის ნაწარმი, ადამიანის და მით უფრო ბავშვის ყოველდღიური, კვების რაციონში შედიოდეს.
5. ცხიმი, ტკბილეული დამარილი ამ ჯგუფის პროდუქტები, ძირითად შეიცავს
მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, შაქარს და მარილს. ცხიმები ადამიანის ორგანისმს
ენერგიით უზრუნველყოფს. მიხედავდ იმისა, რომ ამ ჯგუფში შემავალი პროდუქტის
შემადგენელი ნივთიერებები უაღრესად მნიშვნელოვანია, მათი ჭარბი გამოყენება არ არის
რეკომენდებული და მათი შემცველობა ყოველდღიურ საკვებ რაციონში მინიმალური უნდა
იყოს.
55
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ბალანსირებული კვება
კვება ბალანსირებულია, თუ ადამიანი ყოველდღიურად იღებს მისი
ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე
საკვები ჯგუფიდან.
კვების სწორი რაციონის შესახებ ზოგიერთი ჩვენი მოსაზრება დაკავშირებულია
საკვების რაოდენობასთან და ხარისხთან. მაგალითად,საკვები უნდა იყოს საკმარისი, თანაც,
ნოყიერი და უვნებელი, მაგრამ კვების სწორირაციონი “ბევრად მეტს გულისხმობს”.
საკმარისი რაოდენობის საკვები ელემენტებისმისაღებად საჭიროა ყოველდღიურად
მრავალფეროვანი პროდუქტების მოხმარება. ასევე,მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის საკვები,
რომელსაც ვიღებთ, უნდა იყოს გემრიელი და სოციალურად მისაღები - ჯანმრთელობის
შენარჩუნებისთვის ესეც მნიშვნელოვანია.
ოჯახში საკვები ყველა წევრისთვის საკმარისი უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს ყველა
მათგანის განსხვავებულ კვებით მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია კვების სიხშირე და
უვნებლობა - ყოველი დღისა თუ წლის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის საკვების
მიღება.ასე რომ, კვებით განპირობებული კეთილდღეობა მოითხოვს კალორიულ, უსაფრთხო
და მისაღებ პროდუქტთა მრავალფეროვნებას, რომელიც აკმაყოფილებს ოჯახის ყველა
წევრის
საკვები რაციონის მოთხოვნებს ყოველი დღისა და წლის მანძილზე. ეს არის სწორი
კვების უფრო ფართო გაგება, ვიდრე მაგალითად, “საკმარისი რაოდენობის პროტეინები,
ნახშირ-წყლები, ვიტამინები და მინერალები”, ან “საკმარისი რაოდენობის ხილ-ბოსტნეული”,
ან “კარგი საუზმე ყოველ დღე” - სწორი კვება ამ ყველაფერსაც გულისხმობს და ბევრად
მეტსაც.

სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა საკვები რაციონი სჭირდება


სკოლის ასაკის ბავშვებს, ისევე როგორც მათი ოჯახის სხვა წევრებს, სჭირდებათ
ჯანსაღი, ბალანსირებული კვების რაციონი. დაწყებითი სკოლის პერიოდში ისინი ძალიან
სწრაფად იზრდებიან; ზრდა 11-დან 16 წლამდე ასაკშიც ძალიან სწრაფად მიმდინარობს.
სხეულის საბოლოო წონის ნახევარს ბავშვები ხშირად ყმაწვილობის ასაკში 10-დან 18 წლამდე
იძენენ. შესაბამისად, მათმა საკვებმა რაციონმა, უნდა დააკმაყოფილოს სწრაფი ზრდისა და
ხშირი აქტივობის მაღალი მოთხოვნები. მათ მიერ შეთვისებული საკვები პროდუქტი უნდა
პასუხობდეს ენერგიის მიღებისა და კვების მოთხოვნებს. ეს განსაკუთრებით ეხება გოგონების
კვებას, რათა როდესაც ქალები გახდებიან იყვნენ კარგად ნაკვებნი და ჯანმრთელი
შთამომავლობა ჰყავდეთ. ვაჟებს კი, ამ ასაკში განსაკუთრებით ბევრი ენერგია სჭირდებათ,
ამიტომაც გამუდმებით შიათ და ბევრ საკვებს იღებენ.

მშიერი ან მწირი რაციონის მქონე სკოლის ასაკის ბავშვები:


• იზრდებიან ნელა;
• თამაშისთვის, სწავლისა და ფიზიკური დატვირთვისთვის ცოტა ენერგია აქვთ;
• სკოლაში არიან უყურადღებონი, საჭიროზე ცუდად სწავლობენ;
• განიცდიან ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას (მაგ: ვიტამინი A, რკინა,
იოდი).
56
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სკოლის ასაკის ბავშვებში ენერგიის მოთხოვნები საგრძნობლად განსხვავდება. ეს


მოთხოვნები განსხვავებულია ბავშვის სხეულის ზომის (სიმაღლე, წონა), სქესისა და
ფიზიკური აქტივობის დონის (სპორტი, თამაში, შრომა) მიხედვით. ცხრილში
მოცემულია სხავადასხვა ასაკისა და ფიზიკური აქტივობის ვაჟებისა და გოგონების
ენერგიის საშუალო დონის მოთხოვნები.
სკოლის ასაკის ბავშვებში, ისევე როგორც ზრდასრულებში, ჯანსაღი კვების რაციონი
უნდა იყოს შეჯერებული და ბალანსირებული, იგი უნდა იყოს:
• უზრუნველყოფდეს საკვები ელემენტებით;
• პასუხობდეს კონკრეტული ბავშვის ენერგეტიკულ მოთხოვნებს;
• ახდენდეს სხვადასხვა პროდუქტების ჯგუფების ფართოდ შეჯერებას;
• იყოს გემრიელი (ბავშვებისთვის);
• არ უნდა ითხოვდეს ზედმეტ ძალისხმევას (დროისა და ფინანსების თვალსაზრისით).
ზრდისთვის, ჯანმრთელობისთვის, აქტიურობისთვის საჭირო საკვების შეთვისებისთვის
სკოლის ასაკის ბავშვებს უნდა ჰქონდეთ დღეში სამჯერადი კვება რამდენიმე წახემსებით.

სწავლასთან დაკავშირებული ქცევები:


• კონცენტრაციის ნაკლებობა;
• ცუდი მეხსიერება;
• გართულებული აღქმა;
• საშინაო დავალების მოუმზადებლობა;
• ჩამორჩენა დავალების შესრულებისას.
სხვა ქცევები:
• ხშირი გაცდენები;
• მორცხვობა, არაკომუნიკაბელობა;
• მოუსვენრობა;
• აღგზნებადობა.
როცა პედაგოგი შესაძლო პრობლემებს გააცნობიერებს, ამ საკითხს ყურადღებით
მოეკიდება და ამის შესახებ მშობლებს, სახელმწიფო ჯანდაცვის მუშაკებსა და თავად
ბავშვებს გააფრთხილებს. ამ საკითხში პედაგოგთა ცოდნის დონის ამაღლებაზე თითოეულმა
სკოლამ უნდა იზრუნოს, თუ მოსწავლეთა შორის ეს პრობლემა რეალურად დგას.

პირადი ჰიგიენა: სხეულის მოვლის წესები და პროცედურები

ჰიგიენა მოიცავს პრაქტიკას, რომელიც ასოცირდება ჯანმრთელობისა და სისუფთავის


უზრუნველყოფასთან. მეცნიერული ტერმინი „ჰიგიენა“ კი მოიცავს ჯანმრთელობისა და
ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებას. ეს ტერმინი წარმოიშვა სიტყვისაგან „ჰიგიეია“
ჯანმრთელობის, სისუფთავისა და სანიტარიის საბერძნეთის ქალღმერთის სახელისაგან.
ჰიგიენა აგრეთვე არის მეცნიერება, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის განვითარებას.

კბილების მოვლის პროცედურები

57
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

პირის ღრუს სწორი მოვლა ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას.ბაქტერიული ნადები არის
კარიესული ღრუების წარმოქმნის და ღრძილების ანთების ძირითადი მიზეზი.კბილის
ნადების ხელსაყრელი მიდამო არის კბილთაშუა ნაპრალები,კბილის ყელის მიდამო და
საღეჭი ზედაპირები.სწორედ ამ ადგილებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
კბილის პირველი ჯაგრისის გამოჩენის დღიდან მოწოდებული იქნა კბილის გაწმენდის
რამოდენიმე მეთოდი, მაგ. ჩარტერის, სტილმანის, სმიტ-ბელის, რეიტეს, ფონესის, ბასისა და
სხვათა მეთოდებს აღენიშნებოდათ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.
ჩვეულებრივ, კბილების გასუფთავება, ჰიგინური ღონისძიების ჩატარების, სტანდარტული
მეთოდია. მისი მიზანია არა მხოლოდ კბილის ზედაპირის გაწმენდა, არამედ ნადების
მოცილება კბილებსშორისი არეებიდან, ღრძილების მასაჟი.

კბილების გაწმენდის სტანდარტული პროცედურა უნდა ჩატარდეს შემდეგნაირად:

1. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით. გაწმენდა


დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში;
2. დაიწყეთ წმენდა ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა
ერთ მხარს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს;
3. ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით გაიწმინდეთ
კბილების შიდა ზედაპირი (ენის მხარეს);
4. ამის შემდეგ შეუდექით კბილების საღეჭი ზედაპირების გაწმენდას. საჭიროა შესრულდეს
პირიდან გარე მიმართულებით 10-15 მოძრაობა ყოველ მხარეს;
5. გაიმეორეთ ყველა ეს მოძრაობა ქვედა ყბის კბილებისათვის;
6. წინა კბილების გაწმენდისას დაიჭირეთ ჯაგრისი კბილების რიგის მიმართ
პერპენდიკულარულად;
7. დაასრულეთ კბილების გაწმენდის პროცედურა ზედა და ქვედა ღრძილების მასაჟით,
რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.
კბილების საღეჭ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება
ჯაგრისით, მაშინ როდესაც კბილებს შორის დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია
და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესის განვითარებისათვის საუკეთესო
წინაპირობაა. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ კბილის გაწმენდის პროცესში გარდა კბილის
ჯაგრისისა, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ძაფებიც – ე.წ. ფლოსები, რომელთა
საშუალებითაც იწმინდება კბილთაშორისი არეები. ფლოსი, ანუ კბილის გასაწმენდი
სპეციალური ძაფი ჩვენი ქვეყნის სააფთიაქო დახლებზე მხოლოდ უკანასკნელ წლებში
გამოჩნდა. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას გამოკითხულთა
მხოლოდ 1,5% იცნობს და ადამიანთა ეს მცირე რაოდენობაც კი მას მხოლოდ კვირაში
ერთხელ იყენებს. კბილების გაწმენდის ეს ორი საშუალება _ ჯაგრისი და ფლოსი ერთმანეთს
ავსებენ და ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას გამოყენებული.
დაიმახსოვრეთ: კბილების გაწმენდის მთელი პროცედურა არ უნდა იკავებდეს 3 წთ-ზე
ნაკლებ დროს. უმჯობესია, თუკი მას 5 წთ-ს დაუთმობთ.

სხეულის მოვლის პროცედურები


დილის გამახნევებელი ვარჯიშები სხეულის მოვლისა და მთელი დღის მანძილზე
მხნეობის შეინარჩუნების ერთ-ერთი მეთოდია. ამ ვარჯოშების სესრულების შემდეგ

58
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ორგანიზმის ყველა სისტემა დაიწყებს აქტიურად და შეწყობილად მუშაობას, გაივლის


სიზარმაცე და დაღლილობა, მოგემატებათ შრომისუნარიანობა.
დილის გამახნევებელი ვარჯიშის შესრულებისას სხეული გამოდის ერთგვარი ტრენაჟორის
როლში, მუშაობს მრავალი კუნთი და გული დატვირთვას არ ღებულობს, ამგვარად
გარანტირებულია სხეულის ძლიერი გახურება და ასევე უზადო აღნაგობაც.სხეულის
გახურების შემდეგ ვიწყებთ წყლის პროცედურებს.
ვარჯიშის შემდეგ კარგია შხაპს მიღება საშუალო ტემპერატურის წყლით და ტანის კარგად
დაზელვა სველი პირსახოცით.
წყალი ჩამორეცხავს ჭუჭყს, ხოლო პირსახოცით დაზელვისას გააქტიურდება სისხლის
მიმოქცევა. შხაპის შემდეგ არ გაიმშრალოთ, უმჯობესია გაშრეთ. ეს გააძლიერებს თქვენ
ნერვულ სისტემას, აამაღლებს ტონუსს და კანის ტენიანობას. ძალიან კარგია დილაობით 10-15
წთ. სუფთა ჰაერზე სეირნობაც.

თმის მოვლის პროცედურები


იმისათვის, რომ თქვენი თმები მოვლილად გამოიყურებოდნენ საჭიროა ვიცოდეთ
თმის მოვლის მარტივი წესები.
თმები დაიბანეთ კვირაში 1- 2 ჯერ. თუმცა დაბანვის სიხშირე. თმის სახეობაზეცაა
დამოკიდებული. მშრალი თმა სასურველია კვირაში ერთხელ დავიბანოთ. თმის ბანვის დროს
არ დაგავიწყდეთ გაიკეთოთ თავზე მასაჟი. შამპუნი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ეს თმებს მეტ
მბზინვარებას შემატებს. რეკომენდებული არ არის ძილის წინ თავის დაბანა, რადგან დაწოლის
დროს ნამიანი თმა ბალიშთან ხახუნის შედეგად ზიანდება. არსებობს თმის მოვლისთვის
განკუთვნილი ნიღბები. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს
ხშირად დაივარცხნეთ თმები, აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ სავარცხელი.
ყველაზე სასურველია ხის ხშირი სავარცხელი. თუ თქვენ გრძელი თმა გაქვთ, უმჯობესია
შეიძინოთ ნატურალურბეწვიანი ჯაგრისი. თუ გსურთ თმა სწრაფად გაიზარდოს,
გამოიყენეთ მასაჟის გასაკეთებელი ჯაგრისი – ის აფართოებს თავის კანის ქვეშ
განლაგებულ კაპილარებს, რის შედეგადაც უმჯობესდება თმის კვება.
თმის ბოლოების შეჭრა სასურველია ყოველ 30 დღეში ერთხელ, რათა თმამ სიჯანსაღე
შეინარჩუნოს და კარგად გაიზარდოს. არასასურველია სქელი და უხეში თმის დათხელება,
რადგან დათხელებული თმა დაბანის დროს უფრო ფუვდება და უარესდება.

დღის რეჟიმი

ადამიანის მთელი სიცოცხლე გადის საათობრივად დაგეგმილი დღის რეჟიმის


მიხედვით, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ საქმიანობისთვის...
დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია და მიზანშეწონილი განსაზღვრა ძილის, კვების, შრომის,
დასვენების, პირადი ჰიგიების და ა.შ. აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მუშაობის და დასვენების სწორი შეთავსება ითვლება მაღალი შრომისუნარიანობის
საფუძვლად. ადამიანის შრომისუნარიანობა 24საათის განმავლობაში იცვლება დღეღამური
ბიოლოგიური რიტმის მიხედვით და აქვს ორი პიკი: 10-დან 12 საათამდე და 16-დან
18საათამდე.

59
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ღამე შრომისუნარიანობა ქვეითდება განსაკუთრებით 1-დან ღამის 5საათამდე.


ე.ი ყველაზე საუკეთესო დრო მუშაობისთვის/სწავლისთვის არის სწორედ 10-დან 12-მდე და
16-დან 18-მდე. ასევე ეს საათები ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის (ანუ
სპორტისთვის)
ადგომა 7.00
დილის ვარჯიში,წყლის პროცედურები 7.00–7.30
საუზმე 7.30–8.00
გზა სკოლისკენ(ფეხით გასეირნება) 8.00–8.40
გაკვეთილები სკოლაში 9.00–12.30
გზა სკოლიდან სახლში (ფეხით გასეირნება) 12.30–13.00
სადილი 13.10–13.40
დასვენება 13.40–16.00
გაკვეთილების მომზადება 16.00–19.00
ვახშამი და თავისუფალი დრო 19.00–20.30
ძილისთვის მომზადება 20.30–21.00
ძილი 21.00–7.00

მავნე ჩვევები

მავნეა მრავალჯერ ავტომატურად განმეორებადი ქმედება, რომელსაც თან სდევს


როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ამ ქმედების შემსრულებელი პირისთვის ნეგატიური
შედეგები. ამგვარი ავტომატური ქმედებები მეორდება, რადგან მათი გავლენის ქვეშ
მოქცეული ადამიანი სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას. ამგვარ
ქმედებებს მედიცინაში დაავადებად ან პათოლოგიურ დამოკიდებულებად განიხილავენ,
თუმცა მათ გვერდით არსებობს ისეთი მავნე ჩვევებიც, რომლებსაც დაავადებებს ვერ
ვუწოდებთ. ისინი ნერვული სისტემის გაუწონასწორებლობის შედეგად ჩამოყალიბებული
ქცევითი დარღვევებია, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება.
ეს ჩვევები იწვევს პიროვნების დეგრადაციას, მძიმე დაავადებებს, არასრულფასოვან
შთამომავლობას და სხვა. ათასობით გამოკვლევის შედეგი მოწმობს, რომ თამბაქოს მავნე
ზემოქმედებას განიცდის მწეველის პრაქტიკულად ყველა ორგანო. მწეველს უმთავრესად
ემუქრება კიბო, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ტუბერკულოზი.
ის არგუმენტი, რომ მავანი მთელი ცხოვრება ეწეოდა, მაგრამ დიდხანს იცოცხლა, ან კიდევ ის,
რომ მავანი, თუმცაღა დიდი ხნის მწეველია, შესანიშნავად გამოიყურება და არაფერი აწუხებს
- არ გამოგადგებათ. ნუ გეგონებათ, რომ თამბაქო თქვენს ორგანიზმს უმნიშვნელო ზიანს
აყენებს, ანდა ესა თუ ის დაავადება საერთოდ არ გემუქრებათ. გახსოვდეთ, მოწევა ნაადრევად
აბერებს და კლავს ადამიანს! დააკვირდით, მაგალითად, მწეველ ქალბატონს, მისი სახის ფერს,
კანს, თითებს, ყურადღება მიაქციეთ მის ფრჩხილებსა და კბილებს, დაუკვირდით მის ხმას! ეს
ყოველივე თამბაქოთი ინტოქსიკაციის გარეგნული ნიშნებია. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მონაცემებით, მწეველ ქალებს ორჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ მცირე
წონიანი ბავშვები. ძლიერი ტოქსიკოზი ორსულობისას, ნაადრევი და გართულებული
მშობიარობა, აბორტები, მკვდრადშობადობა - ეს ყოველივეც მწეველ ქალებს არამწეველებზე
გაცილებით მეტად ემუქრებათ.\
რას შეიძლება ვუწოდოთ მავნე ჩვევა?
60
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 ალკოჰოლიზმს;
 ნარკომანიას;
 თამბაქოს წევას;
 შოპინგომანია-ონიომანიას;
 აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას;
 საკვების ჭარბ მიღებას;
 ტელედამოკიდებულებას;
 ინტერნეტდამოკიდებულებას;
 ფრჩხილების კვნეტას;
 კანის წვალებას;
 ცხვირის თითით წვალებას (რინოტილექსომანია);
 სახსრების ტკაცუნს;
 ტექნომანიას;
 ფანქრის ან კალმის ღრღნას;
 ფურთხებას;
 უცენზურო სიტყვებით საუბარს;
 "პარაზიტი" სიტყვების ხშირ გამოყენებას.

ალკოჰოლიზმი
სპირტიანი სასმელები ვნებს გულს, სისხლძარღვებს, აზიანებს ფილტვის ქსოვილს,
ღვიძლისა და თირკმლის უჯრედებს. ჩამოთვლილი ორგანოები სათანადოდ ვეღარ
ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, რითაც საფრთხეს უქმნიან სხვა ორგანოებისა და ორგანოთა
სისტემების მუშაობას. ყოველივე ეს დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადებას.
განსაკუთრებით ვნებს ალკოჰოლი ნერვულ სისტემას, კერძოდ, თავის ტვინის უჯრედებს.
მისი ზემოქმედების შედეგად ითრგუნება ფსიქიკური და ფიზიკური აქტიურობა, ქვეითდება
მეხსიერება და ყურადღება. მსოფლიოს მეცნიერთა დაკვირვებით, გონებრივად ჩამორჩენილი
100 ბავშვიდან 80-85 მთვრალი მშობლების მიერ არის ჩასახული. განსაკუთრებით სახიფათოა
ალკოჰოლი ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ბავშვის ორგანიზმი მოზრდილი ადამიანზე 4-
6-ჯერ უფრო მგრძნობიარეა. თუ გსურთ, ჯანმრთელი შთამომავლობა გყავდეთ, გული
შეგტკივათ შვილებზე, გინდათ, რომ ისინი ჭკვიანები, ჯანსაღები, ენერგიულები და
ძლიერები გაიზარდონ, უარი თქვით ალკოჰოლზე, მომავალ თაობას კი მავნე ჩვევებისადმი
უარყოფითი დამოკიდებულება გაუღვივეთ.

ნარკომანია
ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების შედეგად ქრონიკულად
პროგრესირებადი დაავადებაა. სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვანაირ ფსიქოლოგიურ და
ფიზიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს. ერთთათვის დამახასიათებელია სუსტი
ფიზიკური, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მეორეთათვის - ძლიერი
ფიზიკური დამოკიდებულება შედარებით სუსტი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების
ფონზე, უმეტესობა კი ერთდროულად იწვევს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ
დამოკიდებულებას.

61
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

თამბაქოს წევა
ეს არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულის წვის შედეგად წარმოშობილი კვამლის
შესუნთქვა, რის შედეგადაც ნედლეულში არსებული აქტიური ნივთიერებები ფილტვებისა
და სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში ხვდება. ყველაზე ხშირად ეწევიან თამბაქოს,
ჰაშიშს, მარიხუანას, ოპიუმს, კრეკს...

პ ირველადი სამედიცინო დახმარება

რა არის პირველადი დახმარება? ეს არის ექიმის მოსვლამდე დახმარების სწრაფად და სწორად


გაწევა ბავშვისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი
ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველადი დახმარების ცოდნით
შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა.

პირველადი დახმარების აღმოჩენის ზოგადი პრინციპები


ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც სემტხვევის
ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება
და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან
ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და
პირველ წუთებში მარტო ხართ

პირველი დახმარების მიზანი:


.დაზარალებულის (ადამიანი, რომელიც ცუდად არის და ესაჭიროება დახმარება) სიცოცხლის
გადარჩენა;
.დაზარალებულის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;
.გამოჯანმრთელების ხელშეწყობა.

მოქმედების გეგმა
უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ,
რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
პირველი დახმარების გაწევა;
დახმარების დროული მოხმობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.

უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება
კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება
გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის
შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე

62
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ


არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ
საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ
დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის
სამსახური) გამოძახება.

გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობანი

სამედიცინო პრაქტიკაში გადაუდებელ მდგომარეობად მიჩნეულია პაციენტის


ორგანიზმში სწრაფად მიმდინარე ისეთი პათოლოგიური ცვლილებანი, რომელთა დროსაც
სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტის სიცოცხლეს
რეალური საფრთხე დაემუქროს. გადაუდებელ მდგომარეობათაგან განსაკუთრებით საშიშია:
1) რესპირატორული მოშლილობანი, მოხრჩობა (ასფიქსია);
2) გულსისხლძარღვოვანი მოშლილობანი: გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი;
3) ტრავმითა და მოტეხილობით გამოწვეული ტრავმული შოკი;
4) ანაფილაქსიური შოკი;
5) კომური მდგომარეობანი;
6) ელექტროტრავმა, მეხის დაცემა;
7) ჰიპერთერმიული სინდრომი - სითბური და მზის დაკვრა, დამწვრობა;
8) ჰიპოთერმიული სინდრომი - მოყინვა.

ასფიქსია
ასფიქსია სისხლსა და ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობასა და ნახშირორჟანგის სიჭარბეს
განაპირობებს. ის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან თან სდევს ცენტრალური ნერვული
და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციათა მწვავე მოშლა.

გულ-სისხლძარღვოვანი მოშლილობანი - გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი

გულის წასვლა, კოლაფსი და შოკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობის


გამოვლინებებია. ისინი შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე.
გულის წასვლა სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის მსუბუქი ფორმაა, როდესაც თავის
ტვინში მოკლე ხნით ფერხდება სისხლით მომარაგება. გულის წასვლა უმეტესად მწვავე,
უარყოფითი ემოციების ფონზე ვითარდება. ის შეიძლება გამოიწვიოს უეცარმა ძლიერმა
შიშმა, მწვავე განცდამ, მღელვარებამ, ასევე - აუტანელმა ტკივილმა, სისხლდენამ, ჭრილობამ,
დამწვრობამ. გულის წასვლის დროს თავის ტვინის სისხლძარღვებში ვითარდება
რეფლექსური სპაზმი, რასაც ტვინის ანემია მოჰყვება. ამ დროს სპაზმურ ცვლილებებს
არტერიები უფრო განიცდის, ვიდრე ვენები.
კოლაფსი მძიმე, სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო მდგომარეობაა. იგი სისხლძარღვთა
მწვავე უკმარისობის ყველაზე მძიმე ფორმაა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას
საჭიროებს. მას ახასიათებს: არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გულის მუშაობის უეცარი
შესუსტება, სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, სისხლძარღვთა ტონუსის ცენტრალური

63
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

რეგულაციის სწრაფი მოშლა, რის გამოც მოცირკულირე სისხლი გადადის დეპო ორგანოებში
და მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა. კოლაფსის დროს სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ
საშიშროებას სწორედ ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს. კოლაფსის მიზეზად შესაძლოა იქცეს
სხეულის მძიმე დაზიანება, დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვა, მოწამვლა, მწვავე
ინფექციური დაავადება.
შოკი ინგლისური სიტყვაა და დარტყმას, შეჯახებას ნიშნავს. იგი მძიმე დაზიანების
შედეგად ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი, პროგრესირებადი
დაქვეითებაა. ტერმინი "შოკი" პირობითად აერთიანებს განსხვავებული მიზეზებით
გამოწვეულ მდგომარეობებს, რომელთა დროსაც ორგანიზმის ფიზიოლოგიური (უმთავრესად
- ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების) ფუნქციები მწვავე მოშლას
განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და თუ სამედიცინო დახმარებამ
დაიგვიანა, შესაძლოა, პაციენტი შოკის მდგომარეობაში გარდაიცვალოს.
გამომწვევი მიზეზის მიხედვით განასხვავებენ შოკის რამდენიმე სახეობას: ტრავმულს
(ვითარდება მექანიკური, თერმული ან ელექტროტრავმის შედეგად), ჰემოტრანსფუზიულს
(სისხლის არასწორი გადასხმის შედეგია), კარდიოგენულს (გულის კუნთის ინფარქტის
შედეგია), ფსიქიკურს და სხვა.
შოკი კლინიკური ნიშნებით ძალიან ჰგავს კოლაფსს, მაგრამ კოლაფსის დროს
პირველადი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მწვავე უკმარისობაა, შოკის დროს კი
პაციენტის მძიმე მდგომარეობის მიზეზი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მომხდარი
ფუნქციური ცვლილებებია.

ტრავმული შოკი
ტრავმული შოკი ყველაზე ხშირად მძიმე ტრავმებთან დაკავშირებული მძაფრი ტკივილის
შედეგად ვითარდება. მის წარმოშობას უშუალო კავშირი აქვს ტრავმის ლოკალიზაციასთან,
დაზიანების სიმძიმესთან, ტრავმის მომენტში ორგანიზმის წინასწარგანწყობასთან ისეთი
ცვლილებების მიმართ, როგორიცაა სისხლის დაკარგვა, ორგანიზმის გადაცივება ან
გადახურება, დაძაბუნება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, სხეულის მკვეთრი
გაუწყლოება, შიმშილი, ფსიქიკური განცდები.
ტრავმული შოკი შედარებით ხშირად ვითარდება დამწვრობის, მუცლის ღრუს ორგანოთა
მძიმე ჭრილობების, პერფორაციების (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ელენთის
ან ღვიძლის გახეთქვა, პანკრეასის ნეკროზი), მწვავე პერიტონიტის, მძიმე ჭრილობის,
მოტეხილობის და სხვა უეცარი ტრავმული დაზიანების შედეგად.

ანაფილაქსიური შოკი
ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ყველაზე საშიში გამოვლინებაა. ეს არის მყისიერი
ალერგიული რეაქცია, რომელიც შრატის, მედიკამენტის ან სხვა პრეპარატის ორგანიზმში
შეყვანისთანავე აღმოცენდება. შესაძლოა, გამოიწვიოს ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერისა თუ
ცხოველის ნაკბენმაც.
ანაფილაქსიური შოკი ვლინდება ცხელებით, ქავილით, პირის სიმშრალით, სუნთქვის
გაძნელებით, გონების დაკარგვითა და კრუნჩხვით. ამ დროს მკვეთრად ეცემა არტერიული
წნევა, ირღვევა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციები, ადამიანი კომაში ვარდება და
დროული დახმარების გარეშე შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.

64
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

კომური მდგომარეობანი
კომა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ცნობიერება სრულიად არის გამოთიშული, პაციენტი არ
რეაგირებს არც ერთ გამღიზიანებელზე. ამ დროს უმაღლესი ნერვული სისტემის მკვეთრი
შეკავების შედეგად დარღვეულია ყველა (რეფლექსური, მგრძნობელობითი, კანის,
მხედველობის, სმენის, ყნოსვის) ანალიზატორის, შინაგან ორგანოთა რეცეპტორების
ფუნქციები. "კომა" ბერძნულად ღრმა ძილს ნიშნავს, მაგრამ ძილისგან კომური მდგომარეობა
მკვეთრად განსხვავდება - ღრმად მძინარე ადამიანი გარეგან გამღიზიანებელთა
ზემოქმედებით იღვიძებს, კომური მდგომარეობისას კი ვერავითარი გამღიზიანებელი ვერ
უბრუნებს ცნობიერებას. კომის დროს ხდება თავის ტვინის გავრცობილი დაზიანება.
ზიანდება მისი ყველა ნაწილი: ქერქი, ქერქქვეშა კვანძები და ზურგის ტვინი, რაც იწვევს
სიცოცხლისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციებისა და ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ
მოშლას. პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება შინაგან ორგანოებშიც. კომის დროს
ყველაზე საშიშია სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან, სუნთქვის მოშლა და სისხლის
მიმოქცევის დარღვევა.

ელექტროტრავმა
ელექტროტრავმა ორგანიზმზე ელექტროდენის ან მეხის ზემოქმედების შედეგია. მისი
ხარისხი დამოკიდებულია მუხტის სიმძლავრეზე, ძაბვასა და მოქმედების ხანგრძლივობაზე.
მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, კანს, ტანსაცმელს, პაციენტის ასაკს.
ელექტროდენის ზემოქმედებით ირღვევა ქსოვილებისა და უჯრედების ბიოქიმიური
ქსტრუქტურა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ცენტრალური ნერვული სისტემისა და
კუნთოვანი აპარატის სპეციფიკურ უჯრედებში განვითარებული ცვლილებანი. სწორედ მათი
ძლიერი დაზიანების შედეგია ელექტროტრავმის დროს სუნთქვისა და გულის კუნთის
მუშაობის შეჩერება, რაც ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

ჰიპერთერმიული სინდრომი - სითბური და მზის დაკვრა, დამწვრობა


ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით ჭარბ სითბოს გასცემს. თუ ეს მექანიზმი რაიმე
მიზეზით შეფერხდა, ორგანიზმი გადახურდება და სითბურ დაკვრას იღებს: იმატებს
სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და ძლიერდება ოფლის გამოყოფა;
ძლიერი ოფლდენის გამო ორგანიზმი დიდი ოდენობით წყალს კარგავს, რაც ზრდის სისხლის
სიბლანტეს; სქელი სისხლის გადაქაჩვა ადვილად ღლის გულის კუნთს და იწვევს
არტერიული წნევის დაცემას; პარალელურად იშვიათდება სუნთქვა. თუ დახმარებამ
დაიგვიანა, სუნთქვის ცენტრის დამბლის გამო ადამიანი იღუპება. მზის დაკვრა კლინიკური
ნიშნებით სითბურს წააგავს, მაგრამ ამ დროს პათოლოგიური ცვლილებების წამყვანი
ფაქტორი ცხელ, მზიან ამინდში თავის ქალას სარქვლის ინფრაწითელი სხივებით ძლიერი
გაღიზიანებაა, რაც თავის ტვინის გარსების სისხლსავსეობას, ანთებასა და წერტილოვან
სისხლჩაქცევებს იწვევს. დამწვრობა ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის
ზემოქმედებით განვითარებული დაზიანებაა.
თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული
მკვრივი საგანი და სხვა. თერმული აგენტის ზემოქმედებით ვითარდება ცილის კოაგულაცია,
უჯრედები იხოცება, აღმოცენდება ანთებითი რეაქცია, თავს იჩენს შეშუპება. დამწვარ უბანში
ქსოვილების რღვევის გამო წარმოიქმნება ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც სისხლში ხვდება
და ძლიერ წამლავს ორგანიზმს.

65
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

დამწვარი ქსოვილების ძლიერი ტკივილის გამო ხშირად ვითარდება ტრავმული შოკი.


დამწვრობის სიმძიმე დამწვარი ზედაპირის ფართობსა და სიღრმეზეა დამოკიდებული. რაც
უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი უბანი, მით უფრო მძიმეა ადამიანის მდგომარეობა.

ჰიპოთერმიული სინდრომი - მოყინვა


მოყინვა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგია: დაბალი ტემპერატურის
ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად იფიტება ორგანიზმის თერმოსარეგულაციო
მექანიზმები და ვეღარ ხდება დაკარგული სითბოს კომპენსაცია, სხეულის ტემპერატურის
დაქვეითების გამო მცირდება არტერიული წნევა, სუნთქვა იშვიათდება. მოყინვით
გამოწვეულ სიკვდილის მიზეზს თავის ტვინის ქერქის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული

66
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ხელოვნური სუნთქვის ტექნიკა


1. ხელოვნური სუნთქვის დაწყებამდე გულაღმა დააწვინეთ ბავშვი მყარ და სწორ ზედაპირზე - იატაკზე ან
მაგიდაზე. ეჭვი თუ გაქვთ კისრის მალების დაზიანებაზე, არ შეიძლება დაზარალებულის თავის მოძრაობა;
2. თუ ხედავთ, რომ ბავშვის პირის ღრუ თავისუფალი არ არის, ბავშვი გადმოაბრუნეთ გვერდზე,საჩვენებელ
თითზე დახვეული მარლით გაუსუფთავეთ პირის ღრუ ამონაღები მასისა და/ან უცხო სხეულებისაგან;
3. ბავშვს გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები: შუბლზე ხელის ზეწოლით თავი უკან გადაუწიეთ,
მეორე ხელით ფრთხილად წამოუწიეთ ნიკაპი; ხერხემლის ტრავმის დროს სასუნთქი გზების გახსნა
ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე: მოათავსეთ ორივე ხელის ცერა თითები ბავშვის ნიკაპზე , ხოლო
საჩვენებელი თითები ქვედა ყბის კუთხეებში და ქვედაყბა წამოწიეთ წინ და მაღლა მიმართულებით
(სურ.1). ამ ხერხით ჰაერი თავისუფლად და მეტი რაოდენობით შევა სასუნთქ გზებში;
4. შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა ბავშვი: დაიხარეთ ბავშვის პირთან, დააკვირდით მის გულმკერდის
მოძრაობას, მოუსმინეთ სუნთქვას, შეიგრძენით ჰაერის ნაკადი ლოყაზე. სუნთქვის შემოწმებაზე უნდა
დაიხარჯოს მხოლოდ 5 წამი;
5. თუ ბავშვი არ სუნთქავს, უნდა გააკეთოთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირში;
6. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში თქვენი ტუჩებით ჰერმეტულად დაფარეთ მისი პირი და ცხვირი (სურ.2).
ერთი წლის ზემოთ ბავშვებში შუბლზე მოთავსებული ხელის ცერითა და საჩვენებელი თითით დაახშეთ
ცხვირის ნესტოები (სურ.3); თუ სასუნთქი გზების გახსნა ხდება კისრის მალების ტრავმის დროს ქვედაყბის
წამოწევის გზით, ცხვირის ნესტოები `დახურეთ~ თქვენი ლოყის ზეწოლით;
7. შეისუნთქეთ ჰაერი, მჭიდროდ მოათავსეთ თქვენი ტუჩები ბავშვის ტუჩების ირგვლივ და ორჯერ
ჩაბერეთ. თითოეული ჩაბერვის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 2 წამი, ჩაბერვებს შორის
ინტერვალი კი – 4 წამი (ეს დრო საჭიროა, რომ ჰაერი დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან გამოიდევნოს)
დააკვირდით, მოძრაობს თუ არა ჩაბერვისას ბავშვის გულმკერდი;
8. თუ გულმკერდის მოძრაობა არ შეინიშნება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო
სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს და, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ სასუნთქი
გზების უცხო სხეულისაგან განმათავისუფლებელი მანევრი (იხ. პირველი დახმარება გადაცდენის დროს);
9. თუ გულმკერდი მოძრაობს, შეუმოწმეთ პულსი კისრის გვერდით ზედაპირზე. თუ პულსი არ ისინჯება,
ხელოვნური სუნთქვის პარალელურად დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი (იხ. გულის არაპირდაპირი
მასაჟის ტექნიკა);
10. თუ პულსი არის, განაგრძეთ 1 ჩაბერვა ყოველ 3 წამში. თან დააკვირდით გულმკერდის მოძრაობას.
განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა _ 20 ჩაბერვა 1 წუთში (ჩვილებში და ახალშობილებში 30 ჩაბერვა 1 წუთში),
სანამ ბავშვი სუნთქვას არ დაიწყებს;
11. შეამოწმეთ პულსი და სუნთქვა ყოველ 2 წუთში. თუ ბავშვს ესინჯება პულსი და სუნთქავს, განაგრძეთ
დაკვირვება და დაელოდეთ ექიმს.

გულის არაპირდაპირი მასაჟის ტექნიკა


გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს ბავშვი უნდა იწვეს მყარ და სწორ ზედაპირზე. გულის არაპირდაპირი
მასაჟის მეთოდი სხვადასხვა ასაკის ბავშვებში რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან.
1. ა) წლამდე ასაკის ბავშვებში წარმოსახვით გაავლეთ ხაზი ბავშვის ძუძუსთავებზე. ორი თითი დაადეთ
ამ ხაზის ოდნავ ქვემოთ, გულმკერდის შუა ხაზზე (მკერდის ძვალზე და არა ნეკნებზე); თითები მოათავსეთ
გულმკერდის ზედაპირის პერპენდი-კულარულად (900C-იანი კუთხით) (სურ.5) და გულმკერდს ისე
დააწექით, რომ 1,5-2,5 სმ-ით ჩაიზნიქოს; თითები გულმკერდის ზედაპირს არ მოაცილოთ, ისე მოადუნეთ.

67
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ბ) 1-8 წლის ბავშვებში ხელისგულის ფუძე დაადეთ მკერდის ძვალზე (სურ.6) და გულმკერდს ისე დააწექით,
რომ ყოველ ჯერზე 2,5-4 სმ-ით ჩაიზნიქოს; ხელისგული ისე მოადუნეთ, რომ გულმკერდის ზედაპირს არ
მოაცილოთ;
2. გაიმეორეთ რიტმულად 5 ზეწოლა გულმკერდზე და 1 ჩაბერვა (ახალშობილებში 3 ზეწოლა და 1
ჩაბერვა) - 10-ჯერ. ერთ სრულ ციკლზე (5 ზეწოლა და 1 ჩაბერვა) დახარჯეთ არაუმეტეს 6 წამისა, ჯამში
ციკლზე ერთი წუთი;
3. ყოველი ერთი წუთის შემდეგ შეამოწმეთ დაიწყო თუ არა მოძრაობა გულმკერდმა – აღდგა თუ არა
სუნთქვა და არის თუ არა პულსი საძილე არტერიაზე (კისრის ზედა გვერდით ზედაპირზე ქვედა ყბის
კუთხის ქვემოთ) (სურ.7). შემოწმებისათვის გაქვთ მაქსიმუმ 5-6 წამი;
4. თუ პულსი არ აღდგა, გაიმეორეთ 2 და 3 პუნქტები პულსის აღდგენამდე ან ექიმის მოსვლამდე;
პულსის აღდგენის შემთხვევაში განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა: თითო ჩაბერვა ყოველ 3 წამში, ყოველი 20
ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი საძილე არტერიაზე.
8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში
1. მოათავსეთ თქვენი ხელისგულის ფუძე ბავშვის მკერდის ძვალზე მისი ბოლოდან 2,5 სმ-ით ზემოთ,
მეორე ხელით დააწექით ზემოდან ისე, რომ თქვენი თითები ბავშვის მკერდს არ ეხებოდეს. ზეწოლისას
ხელები იდაყვის სახსარში არ უნდა მოიხაროს (სურ.8);
2. დაიხარეთ ოდნავ ქვემოთ და 10 წამის განმავლობაში 15-ჯერ დააწექით ისე, რომ მკერდის ძვალი 4-5
სმ-ით ჩაიზნიქოს. ზეწოლის შემდეგ ხელები მოუშვით, მაგრამ არ ძვალი 4-5 სმ-ით ჩაიზნიქოს. ზეწოლის
შემდეგ ხელები მოუშვით, მაგრამ არ შეცვალოთ მათი მდებარეობა;
3. ჩაატარეთ 15 ზეწოლისა და 2 ჩაბერვის (15+2+15+2+...) ოთხი ციკლი, რის შემდეგაც შეამოწმეთ აღდგა
თუ არა პულსი საძილე არტერიაზე. პულსაციის გასინჯვაზე არ უნდა დაიხარჯოს 3-5 წამზე მეტი;
4. თუ პულსი არ ისინჯება, გააგრძელეთ 2 და 3 პუნქტი პულსის აღდგენამდე ან ექიმის მოსვლამდე;
პულსის აღდგენის შემთხვევაში განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა სიხშირით 10-12 ჩაბერვა წუთში. ყოველი 20
ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი 2 წუთში ერთხელ.

გადაუდებელი დახმარება უცხო სხეულის ან საკვების გადაცდენისას სასუნთქ გზებში


თუ ფიქრობთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს, ექიმის
მოსვლამდე უნდა შეეცადოთ გაათავისუფლოთ სასუნთქი გზები უცხო სხეულისაგან.
მოზრდილ ბავშვებში
გამოიყენებაუცხო სხეულის მოცილების ე.წ. ჰეიმლიხის მანევრი -გულმკერდის ძვლის ქვევით, კუჭის
მიდამოში ვაწარმოებთ რამდენიმე მკვეთრ ბიძგს (სურ.12), რაც იწვევს ფილტვის რეფლექსურ შეკუმშვას და
უცხო სხეული ჰაერის ნაკადით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რის შემდეგაც ის ამოღებული უნდა იქნას
პირის ღრუდან

პირველი დახმარება სისხლდენის დროს


სისხლდენის შეჩერება
სისხლდენა სისხლძარღვების დაზიანების დროს ვითარდება. პირველადი დახმარება დამოკიდებულია
დაზიანებული სისხლძარღვის სახეობაზე და სისხლდენის ხასიათზე - ვენურია, არტერიული თუ
კაპილარული.
 კაპილარული სისხლდენა – ვითარდება მცირე ჭრილობის შემთხვევაში, მცირე რაოდენობის სისხლი
დუნედ მოედინება ჭრილობიდან. კაპილარული სისხლდენა თავად შეჩერდება, თუმცა მიზანშეწონილია

68
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სუფთა ნაჭერით ან ბინტით ზეწოლა და გადახვევა. თუ ჭრილობის ადგილი დაბინძურებულია, საჭიროა


წყლით ჩამობანვა.
 ვენური სისხლდენა – ვენური სისხლი მუქი ფერისაა, შედარებით დიდი ნაკადით მოედინება ვიდრე
კაპილარული სისხლდენისას. ასეთ შემთხვევაში სისხლდენის შესაჩერებლად მიზანშეწონილია სუფთა
ნაჭერით ან ბინტით ზეწოლა ჭრილობის მიდამოზე, შესაძლებელია გადახვევა 20-30 წთ-ის განმავლობაში.
მიზანშეწონილია დაზიანებული კიდურის ზემოთ აწევა. საჭიროა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ექიმის
კონსულტაციისთვის.
 არტერიული სისხლდენა – არტერიული სისხლი ალისფერია და ბიძგისებური ნაკადით შადრევანივით
მოედინება. არტერიული სისლხლდენის დროს ხშირ შემთხვევაში მიზანშეწონილია ლახტის დადება.
ლახტი ედება ჭრილობის ზემოთ ისე, რომ ზეწოლის გამო გადაიკეტოს არტერია და შეჩერდეს სისხლდენა.
ზემო კიდურის ჭრილობის შემთხვევაში ლახტი ედება მხარზე, ქვემო კიდურის ჭრილობის დროს კი
ბარძაყზე. ლახტი სწორად არის დადებული, თუ მის ქვემოთ არ შეიგრძნობა პულსი. ლახტის გაჩერება არ
შეიძლება 1-2 სთ-ზე მეტად (ზამთარში 0,5-1 სთ), მეტი დროით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია
განვითარდეს განგრენა. შესაძლებელია ლახტის პერიოდული მოშვება 30-60 წთ-ში ერთხელ. ლახტის
დადების შემდეგ მიზანშეწონილია მიემაგროს მას მინაწერი ლახტის დადების დროს ზუსტი მინიშნებით.
დაზარალებული სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სტაციონარში.
o არ არის მიზანშეწონილი შიშველი ხელით ჭრილობასთან შეხება და სულის შებერვა ინფიცირების
თავიდან აცილების მიზნით;
o ანტისეპტიკური ხსნარი არ გამოიყენება უშუალოდ ჭრილობაზე;
ჭრილობას უნდა დაედოს სტერილური სახვევი

ჭრილობის დამუშავება
ჭრილობის სწორი დამუშავება თავიდან აგაცილებთ შემდგომ გართულებებს და თითქმის 3-ჯერ დააჩქარებს
შეხორცების პროცესს.
თუ ჭრილობა სისხლმდენია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შეაჩეროთ სისხლდენა (იხ. პირველი
დახმარება სისხლდენის დროს), შემდეგ, ჭრილობა უნდა ჩამობანოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით
ან საპნიანი წყლით. კანი ჭრილობის გარშემო უნდა გაუსუფთავოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით
(სპირტით, წყალბადის ზეჟანგით). დააფინეთ სტერილური საფენი და გადაახვიეთ ბინტით. შეიძლება
ჭრილობა თავისთავად სერიოზულად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც მიმართეთ ექიმს, მითუმეტეს, თუ
დაზიანება მოხდა მიწით დასვრილი ან ჟანგიანი მახვილი საგნით, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება
იმუნიზაცია ტეტანუსის პროფილაქტიკის მიზნით. იმუნიზაცია კეთდება მნიშვნელოვანი (ღრმა და
დაბინძურებული) ჭრილობების დროს, თუ უკანასკნელი აცრის შემდეგ 5 წელზე მეტია გასული.
ნაკლებად მნიშვნელოვანი ჭრილობების დროს იმუნიზაცია საჭიროა, თუ ტეტანუსზე უკანასკნელი აცრის
შემდეგ გასულია 10 წელზე მეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ტეტანუსზე იმუნიზაციის საკითხი უნდა
გადაწყვიტოს ექიმმა/ქირურგმა. ექიმი, აგრეთვე, დაგარიგებთ თუ როგორ მოუაროთ ჭრილობას
ქირურგიული დამუშავების შემდეგ.
გაითვალისწინეთ:
ჭრილობა არ ჩამობანოთ სუფთა წყლით, მითუმეტეს სპირტით ან იოდით.
ჭრილობაზე არ დააყაროთ არანაირი ფხვნილი, აგრეთვე არ შეიძლება არანაირი მალამოს დადება.
არ შეიძლება უშუალოდ ჭრილობაზე ბამბის დაფენა.

69
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს


სისხლდენა ცხვირიდან შეიძლება დაიწყოს ცხვირის ლორწოვანის მექანიკური დაზიანების დროს ხელით ან
სხვა საგნით, რესპირატორული ინფექციების დროს, სიცივის და, განსაკუთრებით, მშრალი ჰავის პირობებში
(მათ შორის, გათბობით ბინის ზედმეტად გამოშრობის შედეგად). სისხლდენას, რომელიც ცხვირში უცხო
სხეულის მოხვედრის შედეგად გამოიწვევა, დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება, თან ახლდეს უჩვეულო
სუნის და გამონადენის გაჩენა.
თუ ბავშვს ხშირად ემართება სისხლდენა ცხვირიდან, კონკრეტული მიზეზის დასადგენად აუცილებლად
მიმართეთ ექიმს, რადგან ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის სისხლდენისადმი
საერთო მიდრეკილება, აგრეთვე სისხლის და სხვა ქრონიკული დაავადებებიც, მაგრამ ამ დროს სისხლდენა
და სისხლჩაქცევები სხეულის სხვა არეებშიც გვხვდება.
ცხვირიდან სისხლდენის დროს:
 უმჯობესია ბავშვი იყოს ჯდომით მდგომარეობაში, რომ ნაკლები სისხლი გადაყლაპოს;
 გაუსუფთავეთ ბავშვს ცხვირი სისხლის კოლტებისაგან;
 დაახრევინეთ თავი ოდნავ წინ და დააჭირეთ ცხვირის ძვლოვან და რბილ ნაწილებს საჩვენებელი და ცერა
თითები და ჩამოსწიეთ ნიკაპისაკენ მინიმუმ 10 წთ-ს განმავლობაში (სურ.13);
 თუ სისხლდენა ისევ გაგრძელდა, ზეწოლა განაგრძეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად არსებობს სხვა, აღმოსავლური წერტილოვანი მასაჟის მეთოდიც:
ბავშვს თავი უნდა გადავაწევინოთ ოდნავ უკან და კისრისა და თავის ქალის შეერთების ადგილას არსებულ
ფოსოში (ჩაღრმავებაში) მივაჭიროთ ცერა თითი რამოდენიმე წუთით.
თუ სისხლდენა მაინც არ წყდება, გამოიძახეთ ექიმი.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი წაიქცა


 არასოდეს აიყვანოთ ბავშვი წაქცევისთანავე. რამდენიმე წამის განმავლობაში დააკვირდით; თუ ტირის და
ხელ-ფეხს ენერგიულად იქნევს, სერიოზული დაზიანებები, სავარაუდოდ, არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი
აიყვანეთ და დაამშვიდეთ;
 თუ ბავშვი უგონოდაა ან გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი ან კისერი, სასწრაფოდ
გამოიძახეთ ექიმი. ეცადეთ, ბავშვი არ გაანძრიოთ. თუ თქვენ უნდა წაიყვანოთ ბავშვი ექიმთან, მაშინ
აუცილებელია კიდურის ან კისრის იმობილიზაცია _ უძრავ მდგომარეობაში გაჩერება. Kამისათვის შეიძლება
გამოიყენოთ მუყაო, დაკეცილი გაზეთები ან ჟურნალები. (სურ14); ·
 თუ არის მტკივნეულობა კისრის არეში, თუ იგი დაჭიმულია და/ან მგრძნობელობა/მოძრაობის უნარი
დაქვეითებულია კიდურებში, ეცადეთ არ გაანძრიოთ ბავშვი, დააწვინეთ ან გადააცურეთ მყარ ზედაპირზე
თავის გაუნძრევლად. მოათავსეთ ბავშვი ფიცარზე თავის სწორი პოზიციით. თავის ორივე მხარეს სივრცეები
ამოავსეთ მაგ, პირსახოცებით. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ბავშვის სასწრაფოდ საავადმყოფოში
გადასაყვანად;
 თუ დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ მაინც ეჭვი გეპარებათ, რომ მიღებული აქვს კისრის ტრავმა,
მოიქეცით ისე, როგორც კისრის ტრავმის შემთხვევაში;
 თუ ბავშვს კისრის და სხვა სახის სერიოზული დაზიანება/მოტეხილობა არა აქვს, მაგრამ მაინც ხმამაღლა
ტირის, დაუთვალიერეთ თავი - ხომ არ აქვს გარეგანი სისხლჩაქცევა, გახეთქილი კანი და სხვა სახის თვალით
შესამჩნევი დაზიანება. მიეცით თამაშისა და მოსვენების საშუალება, მაგრამ მასზე დაკვირვება განაგრძეთ;
 თუ ბავშვს აღენიშნება ძილიანობა, ღებინება, მოდუნება, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. თუ მადა და
ქცევა ჩვეულებრივი აქვს, ნუ აღელდებით.

70
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სახის ტრავმა
ტრავმა შეიძლება იყოს სახის არეში, თვალების, ცხვირის და პირის არეების ჩათვლით.
თვალის დაზიანება ხშირია. თუ მხედველობა ნორმალურია, ტრავმა სერიოზული არ ყოფილა. თვალის
ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის ზედაპირზე ნაკაწრით. პატარა ზომის ბლაგვი იარაღით
მიყენებულმა ტრავმამ შეიძლება განაპირობოს თვალში სისხლჩაქცევა და მხედველობის დაკარგვა.
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, თუ სახის არეში ტრავმის შედეგად:
 მხედველობა დაიკარგა ან გაუარესდა;
 თვალის წინა ნაწილში სისხლია;
 დაზიანებულია მუდმივი კბილი;
 გაძნელებულია სუნთქვა ერთი ან ორივე ნესტოთი;
 სისხლდენა ცხვირიდან გრძელდება 10 წუთზე მეტხანს, მიუხედავად ცხვირის ნესტოებზე ზეწოლის/
ხელის მოჭერისა.
უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც, თუ
 თვალი მტკივნეულია;
 დაზიანებულია მოსაცვლელი კბილი;
 ცხვირის ფორმა შეცვლილია;
 ბავშვი წაიქცა პირში ფანქრით;
 თუ ტრავმის მიზეზები უცნობია.
თუ დაზიანებულია თვალი, შეამოწმეთ მხედველობა. თუ იგი ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგულია ან თუ
არის თვალის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს, ექიმის მოსვლამდე კი უფრო
მეტი დაზიანებისაგან დასაცავად სუფთა ქსოვილის დახმარებით დაახუჭინეთ თვალი და დააფიქსირეთ.
ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, ნელდება ხელის ცხვირზე მოჭერისას. მოუჭირეთ და დასწიეთ
ნიკაპისაკენ, გეჭიროთ 10 წუთი.
თუ ჭრილობა პირის ღრუშია, ავლებინეთ სუფთა სითხეები (შესაძლებელია სოდიანი ხსნარი) 12 საათის
განმავლობაში. ამ დროსKკარგია პირში ყინულის გაჩერება.

პირის ღრუს და კბილების ტრავმა


ტრავმები პირის მიდამოში უფრო ხშირად არ არის ძალიან დიდი, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა
გაისინჯოს, რათა არ შექმნას პრობლემები მოგვიანებით. პირის ღრუში და ენაზე მცირე ზომის ტრავმები
თვითონ ხორცდება, თუ დიდია _ უნდა გაიკეროს. თუ ბავშვმა დაიზიანა პირის ღრუ, როდესაც პირში ჰქონდა
ფანქარი ან ჯოხი, ეს სერიოზულია, ვინაიდან შეიძლება ამ დროს ღრმა ქსოვილები დაზიანებულიყო.
კბილები არაიშვიათად ზიანდება სპორტულ შეჯიბრში, ავარიის, ჩხუბის დროს. უნდა დადგინდეს,
დაზიანებული კბილი მოსაცვლელია თუ მუდმივი. ტრავმის შემდეგ კბილი შეიძლება მოირყეს, გახდეს
უფრო მგრძნობიარე ტემპერატურების მიმართ, გატყდეს, გაიბზაროს, ამოვარდეს, გადაადგილდეს. შეიძლება
დაიწყოს სისხლდენა კბილიდან. თუ კბილი მუდმივია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მიმართეთ ექიმს
მაშინაც, თუ კბილი მოსაცვლელია.
თუ კბილი მოირყა, გაამაგრეთ იგი თავის ადგილზე და გეჭიროთ 10 წუთი. თუ მუდმივი კბილი ამოვარდა,
მოკიდეთ ხელი მის გვირგვინს და გარეცხეთ წყლით საგულდაგულოდ. ჩასვით კბილი თავის ბუდეში რაც
შეიძლება სწრაფად. თუ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, შეინახეთ კბილი თქვენი ან ბავშვის ენის ქვეშ ნერწყვში
დასასველებლად ან შეინახეთ იგი ოთახის ტემპერატურის რძეში, სანამ მიხვალთ ექიმთან. იმისათვის, რომ

71
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

კბილი წარმატებით იქნას ჩანერგილი თავის ადგილზე, ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

პირველი დახმარება დამწვრობის დროს


დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროდენი, ცხელი საგნები, ცხელი წყალი ან სხვა სითხეები,
ცეცხლი, ქიმიკატები, მზე.
რაც უფრო დიდია დამწვრობით დაზიანებული სხეულის ზედაპირის ფართობი, მით უფრო სერიოზულია
დამწვრობა, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თუ სხეულის რომელი უბანია დაზიანებული და რა მიზეზით მოხდა
იგი.
ექიმმა უნდა დაადგინოს სხეულის რა ფართობია დამწვარი. თუ დამწვარია 10%-ზე მეტი, ბავშვი საჭიროებს
ჰოსპიტალიზაციას.
საერთოდ, უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ზედა კიდური სხეულის ფართის 9%-ია, ქვედა – 18%,
მკერდი და ზურგი ცალ-ცალკე – 18%, თავი და კისერი ცალ-ცალკე - 9%.
I ხარისხის დამწვრობა იწვევს მხოლოდ სიწითლეს. ის, როგორც წესი, არ იწვევს გართულებებს და შეიძლება
სახლის პირობებში განიკურნოს, თუმცა თუ დამწვრობა მოიცავს სხეულის 5%-ზე მეტ ფართობს, საჭიროა
ექიმთან მისვლა.
ექიმი გამოიძახეთ დაუყოვნებლივ, თუ:
 სიწითლესთან ერთად კანზე არის სითხიანი ბუშტუკები (II ხარისხის დამწვრობა);
 არის უბნები, სადაც დაზიანებულია კანის ღრმა შრეები - მისი ზედაპირი მკვრივი და მოყავისფროა (III
ხარისხის დამწვრობა - ასეთ უბნებზე, ხშირად, მგრძნობელობა გამქრალია. ასეთი დამწვრობა ტოვებს
ნაწიბურებს და, საერთოდ, საჭიროებს კანის გადანერგვას).
 არის დამწვრობა კიდურების, თავის, თვალების, ყურების ან სასქესო ორგანოების მიდამოში;
 ბავშვი სუნთქავს სწრაფად, ქოშინებს;
 დამწვრობა მოხდა ხანძრის პირობებში, ჩაკეტილ სივრცეში;
 დამწვრობის მიზეზია ელექტროდენი;
 დამწვრობა გამოიწვია მჟავეებმა ან ტუტეებმა;
ექიმის მოსვლამდე:
 დაზარალებულს სასწრაფოდ გახადეთ ტანსაცმელი;
 დაზიანებული ზედაპირი 5-10 წთ-ით შეუშვირეთ გამდინარე წყლის ჭავლს. არ გამოიყენოთ მალამო,
ფხვნილი ან ცხიმი;
 ნუ გახეთქავთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილ ბუშტუკებს;
 დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით ან რომელიმე არამწებავი სუფთა ქსოვილის ნაჭრით;
 როდესაც დამწვრობა ახალია, ცივი საფენი, მაგალითად, ნაჭრის ტომსიკაში ჩაწყობილი ყინულის ნატეხები
ტკივილს ამცირებს - გამოიყენეთ ცივი საფენი 15 წთ-ის განმავლობაში.
 მიეცით ტკივილგამაყუჩებელი (მაგ, პარაცეტამოლი);
 დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხეები.
თუ დამწვრობა მოხდა ქიმიური საშუალებებით;
 თუ ბავშვს კანზე ან თვალებზე რომელიმე ქიმიური ნივთიერება მოხვდა, სასწრაფოდ ჩამობანეთ დიდი
რაოდენობით წყლით: მიიყვანეთ ბავშვი შხაპთან და 30 წთ-ის განმავლობაში ბანეთ თვალები წყლის
მუდმივი ნაზი ნაკადით;
 მოაცილეთ დაბინძურებული ქსოვილი - თუ ქსოვილი ეკვრის დამწვრობის ადგილს, ადვილად
მოსაშორებლად, დაასველეთ იგი თბილი წყლით. ნახვევის გამოცვლის დროსაც, კარგად გაასუფთავეთ

72
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

დაზიანებული არე თბილი წყლითა და საპნით.


 ფისით დამწვრობისას მოაშორეთ ფისი მცენარეული ზეთით;
 დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან კლინიკას.

დახმარება კოლაფსის - გულისწასვლის დროს


ბავშვებში ხშირია ე.წ. გულისწასვლა, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ ფაქტორებთან, ალერგიულ
რეაქციებთან, შიმშილთან. ამ დროს ბავშვი ფერმკრთალია, პულსი აჩქარებულია, მაგრამ სუსტია, ცნობიერება
დაკარგულია. არ დაიბნეთ! გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ექიმის მოსვლამდე:
 დააწვინეთ ბავშვი სწორ ზედაპირზე თავით ოდნავ ქვევით - ტანის დონეზე უფრო დაბლა;
 თბილად დააფარეთ (სურ.16);
 ხელები და ფეხები ზევით აუწიეთ (ასეთი მდებარეობა ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლით უკეთ
მომარაგებას.)

ნაკბენის მოვლა
ცხოველის ნაკბენი
გააფრთხილეთ თქვენი ბავშვები, ნუ ითამაშებენ უცხო ცხოველებთან და ნუ მიუახლოვებენ სახეს. ასწავლეთ
ბავშვებს ნაცნობ ცხოველებსაც კი წყნარად ეთამაშონ და ნუ დააფრთხობენ მათ შეძახილებითა და
მოულოდნელი მოძრაობებით. ნუ დატოვებთ ბავშვებს მარტო უცნობ ძაღლებთან და სხვა პოტენციურად
საშიშ ცხოველებთან.
ცოფის მიზეზი შეიძლება გახდეს გარეული ძაღლის, კატის, მელიის, კოიოტის, სინდიოფალას, ღამურას
კბენა. ცოფზე უნდა ვიფიქროთ, თუ შინაური ცხოველი იყო ავად, ან თუ ცხოველის აგრესია არ იყო ძალით
გამოწვეული. მღრღნელები (თაგვი, ვირთხა, ციყვი, კურდღელი და სხვ.) ჩვეულებრივად, არ არიან ცოფის
გადამტანები.
ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში, მათ შორის იმ სიტუაციებშიც, როცა დანამდვილებით არ იცით შეიძლება
თუ არა ყოფილიყო ამა თუ იმ ცხოველის ნაკბენი ცოფის გამომწვევი, აუცილებლად უნდა მიმართოთ
ჯანდაცვის სამსახურს (მაგ. თქვენს ექიმს, სანიტარულ ეპიდემიურ სადგურებს, ჯანდაცვის
საქალაქო/რაიონულ განყოფილებებს). თუ არსებობს ეჭვი ცოფზე, შეეცადეთ ცხოველი ამყოფოთ
იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ მინიმუმ ათი დღე.
ექიმს უნდა მივმართოთ დაუყონებლივ, თუ
 ცხოველი შეიძლება იყოს ცოფის მატარებელი;
 ჭრილობას ესაჭიროება გაკერვა;
 ცხოველი ავადაა ან კბენა არ იყო ცხოველის გაღიზიანებით გამოწვეული;
 ნაკბენი სახეზე ან კიდურებზეა, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს ის;
 ნაკბენმა ღრმა, მიმდებარე ქსოვილები ძალიან დააზიანა, იყო მნიშვნელოვანი სისხლდენა.
თუ ექიმისათვის მაშინვე არ მიგიმართავთ, რადგან დარწმუნებული იყავით ცხოველის საიმედობაში, მაინც
მიმართეთ, თუ
 ჭრილობა არის წითელი, მკვრივი, შეშუპებული, ჩირქმდენი;
 ბავშვს აქვს ცხელება;
 ამოეწურა ტეტანუსის იმუნიზაციის ვადა.
რისი გაკეთება შეგიძლიათ

73
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაწმინდოთ. თუ ჭრილობიდან სისხლი სდის, შეწყვიტეთ იგი ზეწოლით. თუ
სისხლდენა არ არის, მობანეთ ზედაპირი საპნითა და წყლით მინიმუმ 5 წუთი. შეამოწმეთ ტეტანუსის
იმუნიზაციის მდგომარეობა და დარწმუნდით მის ქმედითობაში. თუ არის ცოფის საშიშროება, მაგრამ
ცხოველის ავადმყოფობის მდგომარეობა უცნობია, შეეცადეთ, რომ ცხოველი დაიჭირონ და ამყოფონ
იზოლაციაში 10 დღე.
მწერის ნაკბენი
მწერებთან და მათ ნაკბენებთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად წელიწადის თბილ პერიოდს
უკავშირდება.
მწერის ნაკბენით ადამიანზე გადადის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ლეიშმანიოზი, მალარია. გარდა
ამისა, უბრალო კბენის შედეგად შესაძლოა ბავშვს სხვადასხვა სირთულის ალერგიული რეაქცია
განუვითარდეს, რომელთა სიმძიმე დამოკიდებულია არა მარტო მწერის სახეობაზე, არამედ თავად ბავშვის
ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა აქტიური ბრძოლა
დაავადების გადამტან მწერებთან (ღია წყალსაცავების, გუბურების, მიტოვებული შენობების,
გამოქვაბულებისა და ცხოველთა სოროების დამუშავება სპეციალური ნივთიერებებით – ინსექტიციდებით).
აგრეთვე, მწერების გააქტიურების სეზონზე, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ იმ ბავშვებსა და
მოზარდებს, რომლებთაც ალერგიული რეაქციები ადრეც ჰქონიათ. მათ აუცილებლად უნდა ეცვათ
ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად დაფარავს სხეულს, განსაკუთრებით საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.
არსებობს მწერების დამაფრთხობელი სპეციალური საშუალებები _ რეპელენტები, კანზე წასასმელი დამცავი
კრემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დაკბენის თავიდან აცილება.
თუ მწერმა მაინც უკბინა:
 და ნაკბენში ნესტარია ჩარჩენილი, რაიმე ბრტყელი სწორი საგნით ამოიღეთ ისე, რომ არ დააწვეთ მაგრად;
 ნაკბენი დაამუშავეთ ცივი წყლითა და ტამპონით - ეს ტკივილს შეამცირებს (სურ.17);
 ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ ადგილობრივი მოქმედების ანტიალერგიული მალამო, რომელიც
ქავილისა და წვის შეგრძნებას შეამცირებს, შესიებას დააცხრობს.
პირველადი დახმარება მოწამვლისას
მოწამვლა შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების კუჭ-ნაწლავში მოხვედრით ან მომწამლავი
აირების შესუნთქვით.
შეინახეთ წამლები და ქიმიური საშუალებები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში !

გაზებით მოწამვლისას:
 სანამ ექიმი მოვა, ბავშვი დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ
ხელოვნური სუნთქვა (იხილეთ ზემოთ);

თუ მოწამვლა მედიკამენტით არის გამოწვეული:


 სასწრაფოდ დარეკეთ ექიმთან და შეატყობინეთ წამლის სახელწოდება. წამლის კოლოფი არ გადააგდოთ.
ექიმის ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეთ: მიეცით ბავშვს წყალი, რძე ან გამოიწვიეთ ღებინება;
 ღებინება შეიძლება გამოიწვიოთ ენის ძირზე ზეწოლით (ყოველთვის არ ამართლებს) ან 1-2 სუფრის კოვზი
მარილიანი ხსნარის მიცემით (მზადდება 2_4 ჩაის კოვზი სუფრის მარილის გახსნით 1 ჩაის ჭიქა თბილ
წყალში); ასეთი ხსნარის მიღება გამოიწვევს პილორუსის - კუჭის გასავლის სპაზმს და ხელს შეუშლის შხამის
გადასვლას ნაწლავებში;
მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიწვიოთ ღებინება, თუ:

74
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 ბავშვი უგონოდაა ან კრუნჩხვა აღენიშნება;


 დალეული აქვს ძლიერი მჟავა ან ტუტე;
 დალეული აქვს ნავთობის პროდუქტი: ნავთი, ბენზინი, სკიპიდარი, ავეჯის საწმენდი;
ასეთ შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში;
ყველანაირი მოწამვლის დროს კარგია პირველ ნახევარ საათში 25-50გ (0,25-იანი 10-20 აბი) წყალში გახსნილი
გააქტიურებული ნახშირის დალევა 1 :

როგორ მოვიქცეთ მუცლის ტკივილის დროს


მუცლის უეცარი ტკივილი ხშირად გამოწვეულია ისეთი მიზეზებით, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს
სამედიცინო ჩარევის გარეშეც. ზოგჯერ კი, ეს მიზეზები შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და
საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, თუ:
 ძლიერი ტკივილი გრძელდება 6 საათზე მეტხანს;
 მუცელი ხელის შეხებით დაჭიმულია;
 ტკივილი იყო ზომიერი და უფრო გაძლიერდა;
 პირღებინება არის ყავის ნახარშის ფერი ან განავალი კუპრისფერი;
 იყო ტრამვა მუცლის არეში;
 სუნთქვა ხშირია და ზერელე;
 ბავშვის ცნობიერება შეცვლილია და სახის გამომეტყველება ძალიან შეწუხებული.
თუ მუცლის ტკივილს ახლავს ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ექიმის მოსვლამდე:
 ბავშვს ასვით სითხე პატარ-პატარა ულუფებით ან ჩაის კოვზით;
 დაუწიეთ ტემპერატურა ფიზიკური მეთოდებით, მაგალითად, სხეულის გრილი წყლით დასველებით.
არ დაალევინოთ ტკივილგამაყუჩებელი, არ გაუკეთოთ ოყნა ექიმთან შეთანხმების გარეშე !

აპენდიციტი იწვევს მწვავე, ძლიერ ტკივილს, რომელიც იწყება მუცლის შუაში და გადაინაცვლებს მარჯვნივ
და ქვემოთ. მუცელი მტკივნეულია შეხებით, ტკივილი ხშირად უფრო ძლიერდება, როდესაც მასზე დაჭერილ
ხელს უცბად ავუშვებთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დიაგნოზის დადგენა ძნელია. ცხელება პირღებინებით,
გულისრევით და უმადობით შედარებით აადვილებს დიაგნოზის დადგენას.
გამოიძახეთ ექიმი, თუ:
 ნაწლავის მოქმედება მტკივნეულია;
 განავალში სისხლია;
 ნაწლავთა მოქმედება არ ყოფილა 5 დღე.
გაითვალისწინეთ!
 ბავშვის რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით და ბოსტნეულით, აუცილებელია მიიღოს სითხე
(განსაკუთრებით სუფების სახით), კარგია შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირის ნახარში;
 ბროწეული, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული სტაფილო, ბრინჯი შემკვრელია;
 ნუ გამოიყენებთ ოყნასა და სანთლებს ექიმთან შეთანხმების გარეშე.

რა უნდა ვიცოდეთ პირღებინების დროს


ღებინება, უხშირესად, დაკავშირებულია გასტროენტერიტთან (კუჭ-ნაწლავის ანთებასთან) ან მოწამვლებთან.
ხშირად პირღებინება შეუღლებულია ხოლმე გულისრევასთან, ცხელებასთან, ფაღარათთან. ზოგჯერ

75
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება დიეტით.


პირღებინება შიძლება იყოს მწვანე, სისხლიანი, ყავის ნახარშის მაგვარი. პირღებინება შეიძლება
დაკავშირებული იყოს ყურის, სანაღვლე და საშარდე გზების, ნერვული სისტემის ინფექციასთან - ამ დროს
ფაღარათი Aარ არის გამოხატული.
აცეტილსალიცილის მჟავით (შეიცავს ასპირინი, უფსარინ-უფსა, ციტრამონი, თრომბოასპირინი...) მოწამვლას
შეიძლება მოყვეს სისხლიანი პირღებინება.
ღებინება შეიძლება დაიწყოს თავის ტრამვის მიღებისთანავე და შექმნას პრობლემა, თუ დიდხანს გაგრძელდა;
მუცლის ტრავმისა და უცხო სხეულის გადაყლაპვისას დაწყებული პირღებინება გამავლობის დარღვევაზე
მიუთითებს.
ღებინების შემთხვევაში ბავშვი საწოლში მოათავსეთ გვერდზე, არავითარ შემთხვევაში პირაღმა, რადგანაც
შესაძლებელია ნაღებინები მასების მოხვედრა სასუნთქ გზებში, რაც მოხრჩობას - ასპირაციას გამოიწვევს.

თავის ტკივილი
პატარებში თავის ტკივილი შეიძლება თან ახლდეს ინფექციებს. ამ დროს ხშირია კუნთების ტკივილი. კისრის
კუნთების დაჭიმულობა შეიძლება მიუთითებდეს ტვინის გარსის ანთებაზე (მენინგიტზე).
უფრო მოზრდილ ბავშვებში და მოზრდილებში სტრესი და დაძაბულობა თავის ტკივილის და კისრის
კუნთების სპაზმის სავარაუდო მიზეზებია. ამ შემთხვევაში, ტკივილი ძლიერდება დღის ბოლოს და არის
მოჭერითი, მუდმივი, პულსირებადი და ცალმხრივი ხასიათის. ტკივილი, თუ იგი უეცრად იწყება და თან
ერთვის გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, თვალის პრობლემები - სავარაუდოდ `შაკიკია.

ყურის ტკივილი
ყურის ტკივილი ბავშვებში ხშირია და მას იწვევს ყურის არხის - ევსტაქის მილისა და შუა ყურის ინფექცია.
რესპირატორული ინფექციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ძნელდება ცხვირიდან
გამონადენის გამოსვლა და ნესტოების ბუნებრივი გასუფთავება, რის შედეგადაც გროვდება სითხე და
ინფექცია, ევსტაქის მილის (ცხვირხახას აკავშირებს შუა ყურთან) გავლით, ადვილად ხვდება შუა ყურში.
ბავშვებში ყურის ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული წნევის უეცარმა ცვლილებებმა:
მთიდან დაშვება, თვითმფრინავის დაშვება და ა.შ. ამ დროს საჭიროა პირის დახურვა, ცხვირის ნესტოებზე
ხელის მოჭერა, რომ გარედან ჰაერი არ შევიდეს და ნერწყვის გადაყლაპვა.

გადახურება (სითბური და მზის დაკვრა)


გადახურების დროს სხეულის ტემპერატურა მაღალია, სახე წითელი, ბავშვს აქვს თავის ტკივილი,
გულისრევა, ღებინება. გამოხატულია კანისა და ლორწოვანების სიმშრალე (ენა მშრალია), შეიძლება იყოს
გონების დაკარგვა. მზის დაკვრის დროს არის მხედველობის დარღვევა, აჩქარებული მაჯისცემა და
გახშირებული სუნთქვა.
ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გრილი წყლის აბაზანები, სხეულის გაგრილება “ვენტილატორით~, მოუთავსდეს
ყინულის პაკეტები საზარდულის და იღლიის ფოსოებში. მზის დაკვრის დროს საჭიროა თავზე ცივ წყალში
დასველებული პირსახოცის შემოხვევა, დიდი რაოდენობით ცივი სითხის დალევა.
როცა ტემპერატურა დაიწევს 38,50-მდე, ეს პროცედურები უნდა შეწყდეს.
დახმარება გულყრის (კრუნჩხვის) დროს
გულყრა ტვინის ფუნქციის გარდამავალი დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია მასში არსებული
გაღიზიანების/აგზნების კერით. Gგულყრის ბევრი მიზეზი და სხვადასხვა ფორმა არსებობს. ბავშვებში,

76
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობას, გულყრის განახლების უხშირესი მიზეზი


მკურნალობის დროზე ადრე და უეცარი შეწვეტა ან წამლის არარეგულარული მიღებაა. ამიტომ, წამლის
თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება.
გულყრა, უმეტეს შემთხვევაში, ცხელების მიზეზით ვითარდება და მას ფებრილური გულყრა ეწოდება,
ხშირია 6 თვიდან 6 წლამდე ასაკში და მოსალოდნელია ჯანმრთელ ბავშვების 2-დან 5%-ში. ფებრილური
გულყრები თავისთავად გაივლის და არ არის სახიფათო შემდგომი ზრდა-განვითარებისათვის - ხანმოკლე
ცხელებითი (ფებრილური) გულყრა თავის ტვინს არ აზიანებს. თუ ფებრილური გულყრა რამდენჯერმე
გამეორდა, აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს.
გულყრის დროს ბავშვი ჭიმავს კიდურებს და ტანს (სურ.22), შემდეგ დუნდება, თვალებს ატრიალებს უკან და
კარგავს ცნობიერებას. გულყრას ხშირად თან ახლავს უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. შეტევა გრძელდება 1-2
წუთი და თავისთავად ჩაივლის, ზოგჯერ, შეიძლება, გაგრძელდეს ან განმეორდეს. გულყრის შემდეგ ბავშვი
გადადის ძილის მდგომარეობაში.
 გულყრის დროს შეამოწმეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს ნორმალური სუნთქვა, თავისუფალია თუ არა
სასუნთქი გზები, გაუთავისუფლეთ პირი ნაღებინები მასისგან, დააკვირდით სუნთქავს თუ არა. თუ არ
სუნთქავს ჩაუტარეთ იგივე დახმარება, როგორც სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისა და
ხელოვნური სუნთქვის საჭიროების დროს;
 დარწმუნდით, რომ ბავშვმა არ დაიზიანა თავი და კიდურები;
 დააწვინეთ ბავშვი გვერდზე, საშუალოდ რბილ ზედაპირზე. საჩვენებელი და ცერა თითები მოსჭიდეთ
ქვედა ყბის კუთხეებთან და ქვედა ყბა წინ წამოუწიეთ სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად და
ჰაერის ნაკადის უკეთესად შესაღწევად. აუცილებელია უზრუნველყოთ ნორმალური სუნთქვა და სუფთა
ჰაერი;
 თუ პირი ღია აქვს, კბილებს შორის ჩაუდეთ რაიმე რბილი, მაგ. პირსახოცი;
 თუ გულყრა განვითარდა ტემპერატურის ფონზე, მიეცით ტემპერატურის დამწევი საშუალება ასაკობრივი
დოზით.

უსაფრთხოება

უსაფრთხოების სწავლების მიზანია:


 მოსწავლეს ცოდნა შესძინოს სამოქალაქო თავდაცვის და უსაფრთხოების საფუძვლებში;
 ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ
ჩამოყალიბებას;
 ხელი შეუწყოს მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან
წევრად ჩამოყალიბებას;
 დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში;
 ახალგაზრდებს გამოუმუშავდეთ მტკიცე ნებისყოფა, განუვითარდეთ ექსტრემალურ
სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, შეეძლოთ
ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა
სახის საგანგებო ვითარებაში.

77
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მთავარი დებულებებია:

1. უსაფრთხოება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ატრაქციონებზე და არაორდინალურ


ვითარებაში;
2. უსაფრთხოების წესები: მეტროში, ავტობუსში, ტრანსპორტის გაჩერებებზე,
ატრაქციონებზე, ქალაქში ორიენტირება,.ურთიერთობა უცნობებთან; 3.არაორდინალურ
(უჩვეულო) ვითარებაში ქცევის წესები და სხვა.
4. უსაფრთხოება გზებზე: საგზაო მოძრაობის წესები და ნიშნები; შუქნიშანზე და გზის
მარეგულირებლის ჩვენების მიხედვით მოძრაობის წესები. უსაფრთხოება ველოსიპედით
მოძრაობის დროს. საბავშვო ჯგუფების გადაადგილების წესები და სხვა.
5. უსაფრთხოება არამდგრად ზედაპირზე (წყალზე, ჭაობში, ყინულზე და სხვ.);
6. უსაფრთხოების წესები ცურვისას, წყალზე დასვენების ხერხები, მოქმედება, თუ ადამიანი
იხრჩობა. ყინულის გამძლეობის მაჩვენებლები. ყინულზე მოძრაობის წესები,
7. მოყინვისგან თავდაცვა და სხვა.
8. ტურისტული უნარ-ჩვევები: ჯგუფის ფორმირება. სამწყობრო მომზადება, მარშრუტის
დასახვა; ტურისტის აღჭურვილობა; ზურგჩანთა და კარავი; დაბანაკების ორგანიზება;
9. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ლაშქრობისას;
10.ორიენტირების არსი. ჰორიზონტის განსაზღვრის სახეები; კომპასი. ორიენტირება
ადგილზე;
11. მოლაშქრე ჯგუფის მოძრაობა; დაზღვევა და თვითდაზღვევა დაბრკოლებათა
გადალახვისას;
12.პროდუქტები და ჭურჭელი; კოცონი, ლაშქრობისას საჭმლის მომზადება.

უსაფრთხოება და დაზიანებების პრევენცია


ფიზიკური ვარჯიშისა და თამაშის დროს მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების
დაცვა დაზიანების რისკის შესამცირებლად. ბავშვებსა და მოზარდებში ფიზიკური
აქტივობისას განვითარებული დაზიანებების რისკი საკმაოდ მაღალია, თუმცა შემთხვევათა
50%-ში შეიძლება მისი თავიდან აცილება თუ სათანადოდ იქნება დაცული უსაფრთხოების
წესები.
მასწავლებელი უნდა ფლობდეს და იცავდეს უსაფრთხოების შემდეგ აუცილებელ წესებს:

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება


ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობის შეთავაზებასა და სპორტში აქტიურად ჩართვამდე
მიზანშეწონილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
კლასთან სპორტის გაკვეთილების დაწყებამდე სპორტის მასწავლებელმა უნდა მიიღოს
ინფორმაცია ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქრონიკული
დაავადებების დროს, კერძოდ კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის
დაავადებების, ძვლებისა და სახსრების პათოლოგიის შემთხვევაში საჭიროა
ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი დატვირთვისა და ისეთი ფიზიკური აქტივობის
შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებსა და ბავშვის მდგომარეობას.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მწვავე დაავადების შემთხვევაში (როგორიცაა გაციება,
ხველა, გრიპი, თავის ტკივილი და სხვ.) არ არის მიზანშეწონილი ბავშვის ჩართვა ფიზიკურ
აქტივობაში.
78
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

უსაფრთხო გარემო
მეტად მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,
როგორც შენობაში ისე გარეთ, ღია ცის ქვეშ. ნებისმიერ გარემოში ვარჯიშისა და მოძრავი
თამაშის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვს ესაჭიროება
ინდივიდიუალური სივრცე მოძრაობისთვის, რათა თავიდან იყოს აცილებული ბავშვების
ერთმანეთთან, ინვენტართან ან ნებისმიერ სხვა საგანთან შეჯახება და მოსალოდნელი
ტრავმა.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შენობაში


- სავარჯიშო დარბაზის/ოთახის იატაკის ზედაპირი უნდა იყოს სწორი, სასურველია იყოს
ხის, არ უნდა სრიალებდეს, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია რბილი საფარის
გამოყენება.
- სპორტული თამაში არ უნდა მიმდინარეობდეს ფანჯრების, მინის კარების სიახლოვეს.
- დენის წყარო უნდა იყოს დაცული, სპორტული აღჭურვილობა უნდა განლაგდეს მისგან
მოშორებით.
- სათამაშო გარემო თავისუფალი უნდა იყოს ბარიერისაგან (სკამები, თამაშისთვის
არასაჭირო სპორტული ინვენტარი, სხვადასხვა ელექტრო სადენი, წყლის, გაზის მილები და
ა.შ).
- ისეთი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროებს ფიქსაციას (მაგ. შვედური კედელი) უნდა
შემოწმდეს ვარჯიშის დაწყებამდე.
- სპორტული თამაშებისთვის გამოყენებული ინვენტარი უნდა იყოს ასაკის შესაბამისი. მაგ:
მცირე ასაკის ბავშვებისთვის გამოიყენება შედარებით დიდი ზომის და რბილი ბურთები.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ღია ცის ქვეშ


ღია ცის ქვეშ ვარჯიშისთვის შესაბამისი გარემოს შერჩევის დროს მიზანშეწონილია
წელიწადის დროის გათვალისწინება:
- გვიან გაზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში
დაუშვებელია მზის გულზე ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა. განსაკუთრებით დღის 11-დან
17 საათამდე, როდესაც ყველაზე მაღალია მზის ულტრაიისფერი და სითბური გამოსხივება.
მზეზე ვარჯიშის დროს მაღალია სითბური/ მზის დაკვრის და დეჰიდრატაციის (გამშორობის)
განვითარების რისკი. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ულტრაიისფერი სხივების
ზემოქმედება ზრდის კანის სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.
- გარეთ ვარჯიშის დროს მზისგან დასაცავად ბავშვს უნდა ეხუროს ფარფლიანი ქუდი,
რომელიც დაუჩრდილავს სახეს, კისერს და ყურებს. ამავე დროს მიზანშეწონილია, რომ
ტანსაცმელი იყოს ღია ფერის, თხელი ნატურალური ქსოვილის, გრძელმკლავიანი
დამწვრობისგან თავის დასაცავად. კანის ღია უბნები მიზანშეწონილია დაფარული იყოს
მზისგან დამცავი კრემით (მინიმალური დაცვა 15 UV).
- ზამთარში გარეთ ვარჯიშის დროს აუცილებელია თბილი სპორტული ქურთუკის და
ქუდის გამოყენება.
- სათამაშო მოედანი უნდა იყოს სწორი, თავისუფალი, დაცული სატრანსპორტო
საშუალებებისგან.

79
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

- სათამაშო მოედანზე არ უნდა გადიოდეს წყლის და გაზის მილები, ელექტრო სადენები, არ


უნდა ეწყოს სამშენებლო მასალა (გაჯი, ქვიშა, მინა, ქვები, აგური, ბლოკი, ბასრპირიანი და
წვეტიანი საგნები)
- ღია ცის ქვეშ მოედანი უნდა შეირჩეს ისე, რომ მოშორებული იყოს ხევს, რათა თავიდან
იქნას აცილებული ბავშვის სიმაღლიდან ვარდნის რისკი.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ვარჯიშის დროს სწორად შერჩეული ტანსაცმელი ამცირებს ბავშვის გაციების, გადახურების
და სხვა დაზიანებების რისკს.
– ვარჯიშის დროს ბავშვს უნდა ეცვას თავისუფალი სპორტული ტანსაცმელი (სპორტული
შარვალი/ შორტი და მაისური.), რომელიც არ ზღუდავს მოძრაობას.
– ტანსაცმელი უნდა შეირჩეს გარემოსა და წელიწადის დროის შესაბამასად.
– არ არის მიზანშეწონილი ზედმეტად თბილად ჩაცმა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში
გაძნელებულია ფიზიკური აქტივობის დროს წარმოქმნილი სითბოს გაცემა და ადვილად
შეიძლება განვითარდეს გადახურება.
– სპორტული ფეხსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, რბილი, ადვილად დრეკადი ლანჩით და
კარგი მოჭიდებით.
– არ არის მიზანშეწონილი სპორტული ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ჩაცმა, რეკომენდებულია
წინდის გამოყენება.
– ცეკვის ან ტანვარჯიშის დროს სასურველია თხელი სპორტული ჩუსტის ან მხოლოდ
წინდის გამოყენება.

ინდივიდუალური უსაფრთხოების წესები

– ვარჯიშის დროს მოსწავლემ უნდა მოიხსნას ყველანაირი სამკაული (სამაჯური, საათი,


ყელსაბამი, საყურე და სხვ.).
– გრძელთმიანმა მოსწავლემ ვარჯიშის დროს თმა უნდა შეიკრას.
– თუ ბავშვი ხმარობს სათვალეს, სასურველია იგი დაფიქსირებული იყოს თავზე
სპეციალური რეზინის სამაგრით.
– ზოგიერთი ვარჯიში და სპორტული აქტივობა მოითხოვს ინდივიდუალური დამცავი
საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა ჩაფხუტი (ველოსიპედით სეირნობა), სამუხლეები
(ცეკვა, ტანვარჯიში და სხვ.), სამკლავური და სხვ.
– დაუშვებელია ვარჯიშის დროს საღეჭი რეზინის ღეჭვა, კანფეტის ან სხვა საკვების ჭამა, რაც
ზრდის სასულეში მათი გადაცდენის (ასფიქსიის) რისკს.

დატვირთვა

უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის რისკის


შესამცირებლად უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ასაკის შესაბამისი ვარჯიშის და
საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის შეთავაზება. ნებისმიერი ვარჯიშის ან
სპორტული თამაშის დაწყებამდე საჭიროა მოთელვა. იგი ამზადებს სხეულს
დატვირთვისთვის, როგორც ფიზიოლოგიურად ისე ფსიქოლოგიურად და ამცირებს
დაზიანებების რისკს. მოთელვა ხელს უწყობს:

80
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 სისხლის ნაკადის ზრდას კუნთების და სახსრებისკენ;


 გულისცემის სიხშირის თანდათან გაზრდას;
 კუნთების უკეთ მომარაგებას ჟანგბადით;
 კუნთების გამძლეობის მომატებას დატვირთვის მიმართ;
 კუნთების კუმშვადუნარიანობის ზრდას.
დაუშვებელია სპორტული თამაშის ან ვარჯიშის უეცრად შეწყვეტა. აუცილებელია
განტვირთვა (გაგრილებითი აქტივობების შესრულება), რათა თანდათან დაქვეითდეს
სხეულის ტემპერატურა და გულისცემის სიხშირე.
ვარჯიშის დროს მიზანშეწონილია მოკლე შესვენებები (2-3 წთ. პაუზები), ბავშვის დასვენება
პერიოდულად, მიუხედავად იმისა, დაიღალა თუ არა. ბავშვმა აუცილებლად უნდა
შეისვენოს თუ დაიღალა ან ზედმეტად დაიტვირთა. შესაბამისად, როგორც მასწავლებელს,
ისევე ბავშვს უნდა შეეძლოს, დატვირთვის ხარისხის მარტივი შეფასება (იხ. გულისცემის
შეფასება, ლაპარაკის ტესტი). ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში აქტივობა უნდა
შენელდეს და შეწყდეს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობისთვის
დროის ფაქტორის გათვალისწინება.
თუ ვარჯიშის დროს ვლინდება კუნთის ან ნებისმიერი სხვა მიდამოს ტკივილი
მიზანშეწონილია ვარჯიშის შეწყვეტა.
თუ ბავშვს არ უნდა ფიზიკური აქტივობის შესრულება, არ შეიძლება დაძალება, ზედმეტი
შენიშვნების მიცემა, გაწყრომა და შეურაცხყოფის მიყენება. მიზანშეწონილია მას შესთავაზონ
სხვა ალტერნატიული მოქმედება. ფიზიკური აქტივობა ბავშვისთვის უნდა იყოს სასიამოვნო.

დეჰიდრატაცია (გაუწყლოვება)
ვარჯიშის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ოფლი, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის
გამოშრობას - დეჰიდრატაციას. ჭარბი სითხის დაკარგვა იწვევს ზოგად სისუსტეს, კუნთის
ძალის შემცირებას და კოორდინაციის უნარის დაქვეითებას. დეჰიტრაციის რისკის
შესამცირებლად აუცილებელია სითხის დანაკარგის შევსება ნახშირწყლების შემცველი
სითხის (წვენი), მინერალური ან სასმელი წყლის გამოყენებით. არ არის რეკომენდებული
კოფეინის შემცველი სასმელის დალევა, ვინაიდან კოფეინი აძლიერებს შარდვას, სითხით
შევსების ნაცვლად ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას და
შესაბამისად, აძლიერებს გაუწყლოებას. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად
მიზანშეწონილია სითხის დალევა ვარჯიშამდე, უშუალოდ ვარჯიშის პროცესში და ვარჯიშის
შემდეგ.
 10 წლამდე ასაკის ბავშვებმა სპორტულ ვარჯიშამდე 45 წთ-ით ადრე უნდა მიიღონ 150-
200 მლ სითხე, ხოლო ფიზიკური ვარჯიშის პროცესში 20 წთ-ში ერთხელ 75-100 მლ.
 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, ანალოგიურად, ვარჯიშამდე მიღებული სითხის
რაოდენობა უნდა შეადგენდეს 300-400 მლ-ს. ხოლო ვარჯიშისას 150-200მლ-ს.

მსუქანი ბავშვი და ფიზიკური აქტივობა


ჰიპოდინამია და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის განვითარების ერთ-ერთი
ძირითადი ხელშეწმყობი ფაქტორია. თუმცა, ჭარბი წონა ყველა შემთხვევაში არ მიუთითებს
ბავშვის სიზარმაცეზე.

81
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ჩვეულებრივ, ჭარბი წონის მქონე მცირე ასაკის ბავშვი დიდი მონდომებით ცდილობს
ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობაში, თუმცა, ასეთ ბავშვებს სხვებთან შედრებით, ნაკლები
მიღწევები აქვთ, ადვილად იღლებიან, აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, მოძრაობის
შეზღუდვა, ჭარბი ოფლიანობა.
ხშირი და განმეორებითი იმედგაცრუება ხელს უწყობს ბავშვის დაბალი თვითშეფასების
ჩამოყალიბებას. ასეთი მოსწავლე წარუმატებლობის შიშის გამო ცდილობს თავი აარიდოს
ფიზიკურ აქტივობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მისგან ისეთი მოზარდის
ჩამოყალიბებას, რომელსაც აკლია გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა.
ჭარბ წონას განსაკუთრებით განიცდიან გოგონები, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ დასცინიან
თანატოლები. სირცხვილის გრძნობის გამო იქმნება ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის ბარიერი.
დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებსაც დასცინიან წონის გამო, თავს არიდებენ ფიზიკურ
აქტივობას.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთ ბავშვს განსაკუთრებით ფაქიზი მიდგომა
ესჭიროება. მასწავლებელმა ბავშვს ისეთი აქტივობა უნდა შეურჩიოს, რომელიც მისთვის
უფრო მოსახერხებელია და წარმატებას ადვილად მიაღწევს. მასწავლებელმა ასეთი ბავშვები
უნდა წაახალისოს, ხშირად შეაქოს და ჩართოს ისეთ აქტივობებში, როგორიცაა სწრაფი
სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება, ვარჯიში წყალში, ნელი ტემპით სირბილი, მსაჯობა
და ა.შ.
მასწავლებელმა ჭარბი წონის ბავშვს საგანგებოდ უნდა შეურჩიოს დასვენების რეჟიმი, რათა
ბავშვმა აღიდგინოს ძალები. მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს
ვარჯიშის სწორ ტექნიკას, ტრავმის რისკის თავიდან აცილების მიზნით. ბავშვს უნდა მისცეს
საშუალება თავად აირჩიოს სპორტული ტანსაცმელი, რომ არ შერცხვეს და კომფორტულად
იგრძნოს თავი.
თუ გამოხატულია მკვეთრი სიმსუქნე, აუცილებელია სამედიცინო შეფასება, და ვარჯიშების
შერჩევა ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ასთმა და ფიზიკური აქტივობა


კლასში შესაძლოა იყოს ისეთი მოსწავლე, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს. პედაგოგმა უნდა
იცოდეს, რომ ასთმის გამწვავებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს (ფიზიკური დატვირთვა,
სხვადასხვა ალერგენი, ამინდის ცვლილება, ვირუსული ინფექცია, ემოცია და სხვ.), შეტევის
სახით ვლინდება და მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები - მსტვინავი სუნთქვა,
ხველა, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის გაძნელება (უპირატესად ამოსუნთქვის).
თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბრონქული ასთმა არ წარმოადგენს ზომიერი
ფიზიკური აქტივობის წინააღმდეგ ჩვენებას.
თუ ბრონქული ასთმა კარგად არის მართული, ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს
ცხოვრების ხარისხს და ამცირებს როგორც ასთმის შეტევის სიხშირეს, ისე სიმძიმეს.

რამდენიმე რეკომენდაცია ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ:


 ბავშვს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ბრონქებისს გამაფართოებელი
ინდივიდუალური ინჰალატორი და ვარჯიშამდე 5-10 წუთით ადრე უნდა გამოიყენოს;
 თანდათან უნდა გახურდეს, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში;
 დატვირთვა უნდა იყოს შედარებით ნაკლები ინტენსივობის;

82
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 სიცივეში ვარჯიშის დროს, სასურველია ნიღბის გაკეთება ან შარფის ცხვირზე მოხვევა,


რათა არ ჩაისუნთქოს ცივი ჰაერი;
 მსუბუქი ვარჯიშის დროს უნდა ისუნთქოს მხოლოდ ცხვირით, ვინაიდან ამ დროს
ხდება ჰაერის გათბობა.
 ბავშვმა არ უნდა ივარჯიშოს თუ გაციებულია, ან ვირისული ინფექცია აქვს.
 მძიმე ასთმის მქონე ბავშვები უნდა მოარიდონ ყვავილობის პეროდში გარეთ ვარჯიშს,
მით უმეტეს თუ დადასტურებულია ალერგია მცენარის მტვერზე.
 ასთმური შეტევის დროს ბავშვმა უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, შეისუნთქოს ინჰალატორი,
იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, სანამ არ გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

ფიზიკური დატვირთვა და შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვი შესაძლებელია ჩაერთოს ფიზიკურ ვარჯიშში


მთელი დატვირთვით, თუმცა მნიშვნელოვანია გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვა.
ფიზიკური დატვირთვის დროს არსებობს ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი
დაქვეითება) განვითარების რისკი. ჰიპოგლიკემიას ახასიათებს კანკალი, ცივი ოფლი,
გულისცემის აჩქარება, დაბუჟების შეგრძნება, სიფერმკრთალე, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა.
შაქრიანი დაიბეტის მქონე ბავშვს თან უნდა ჰქონდეს მარტივი (შაქარის ნატეხი, კამფეტი,
ტკბილი წვენი და სხვ) და რთული (პური ან ტკბილი ნამცხვარი) ნახშირწყლების შემცველი
ტკბილი საკვები. ჰიპოგლიკემიის ნიშნების აღმოცენებისთანავე მოსწავლე მშვიდად უნდა
დაჯდეს, შეჭამოს ჯერ მარტივი, შემდეგ რთული ნახშირწყლის შემცველი საკვები.

უსაფრთხოების წესები ზოგიერთი დაავადების დროს (ჰეპატიტი, შიდსი)

მასწავლებელს და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ


აიცილონ თავიდან ისეთი ინფექციური დაავადების გადადების რისკი, როგორიცაა შიდსი, B
და C ჰეპატიტი. მოცემული დაავადებების გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე ხდება
სისხლით, სქესობრივი კონტაქტით და B ჰეპატიტის შემთხვევაში ნერწყვით. დაავადება არ
გადაეცემა ოფლით, ცრემლით, ხელის ჩამორთმევითა და საყოფაცხოვრებო კონტაქტით.
მოცემული დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემდეგი ზომების დაცვა:
 ჭრილობის ან სისხლდენის შემთხვევაში დაუშვებელია ჭრილობის დამუშავება შიშველი
ხელით.
 დაზარალებულმა უნდა დატოვოს სათამაშო მოედანი სისხლდენის შეჩერებამდე და
სტერილური ნახვევის დადებამდე
 დაზარალებულმა უნდა გამოიცვალოს სისხლით დაბინძურებული ტანსაცმელი,
აღჭურვილობის დაბინძურების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი შეცვლა ან თუ ეს ვერ
ხერხდება, საჭიროა მისი გამოყენებისგან თავის შეკავება გასუფთავებამდე. აღჭურვილობა
უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით და დამუშავდეს სადეზინფექციო სითხით.
 სათამაშო მოედანზე დაუშვებელია გადაფურთხება
 ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის ინდივიდუალური ჭურჭელი.

სპორტისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების ზოგიერთი მიზეზი

83
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ზოგიერთ ბავშვს არ უყვარს სპორტი და მუდამ თავს არიდებს ფიზიკურ ვარჯიშს, რაც
სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას. პედაგოგმა უნდა იცოდეს მოცემული მიზეზები და
მათი დაძლევის გზები, რათა ყველა ბავშვი თანაბრად ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობაში.
უხშირესი მიზეზებია:
 ცალკეული უნარის სუსტი განვითარება, რის გამოც ბავშვი თავს არიდებს ვარჯიშს. ასეთ
შემთხვევაში პედაგოგმა ინდივიდუალურიად უნდა შეურჩიოს ბავშვს მოცემული უნარის
განმავითარებელი ვარჯიშები და მშობლებს მისცეს რეკომენდაცია სახლშიც შეუწყონ ხელი
მოცემული უნარის ათვისებას.
 ზედმეტად კონკურენტული (შეჯიბრებითი) გარემო, როდესაც მას ადარებენ სხვა
ბავშვებს რომლებიც უკეთ ართმევენ თავს ვარჯიშს და ეუბნებიან, რომ სხვები სჯობიან.
ასეთი დამოკიდებულების შემთხვევაში ბავშვი ითრგუნება, უვითარდება მარცხის შიში,
კარგავს თვითრწმენას და აქტივობაში მონაწილეობის სურვილს. პედაგოგმა არ უნდა
შეადაროს ბავშვები ერთმანეთს, ეცადოს, რომ ყველა ბავშვი წაახალისოს და შეაქოს, ხაზი
გაუსვას მის ძლიერ მხარეს და ხელი შეუწყოს სუსტი უნარების განვითარებას.
 ბავშვის ჩართვა შეუსაბამო სპორტის სახეობაში. მაგ: ზოგიერთ ბავშვს ნაკლებად აქვს
განვითარებული თვალისა და ხელის კოორდინაცია და უჭირს ჩოგბურთის თამაში,
ზოგირთს ნაკლებად მოსწონს ორგანიზებული სპორტი, ამიტომ მიზანშეწონილია ბავშვს
მიეცეს საშუალება მოსინჯოს თავი სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში და ამოირჩიოს
მისთვის (და არა მშობლისთვის) საინტერესო აქტივობა.
 თუ ბავშვს ზოგადად აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ექიმთან უნდა გაირკვეს რა დონის
დატვირთვა შეიძლება ბავშვისთვის, ზოგჯერ მშობლები ზედმეტად არიდებენ სპორტს. მაგ.
ასთმა, დიაბეტი არ არის წინააღმდეგ ჩვენება სპორტში ჩასართვად. თუ დაავადება სწორად
იმართება, დაავადებული შეიძლება ცნობილი სპორტსმენიც გახდეს. მაგალითად - ცნობილი
კალათბურთელი დენის როდმანი, ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი და ფრენკ ლამპარდი
ასთმით, ხოლო მორბენალი აიდენ ბაილი, ფეხბურთელი გარი მაბუტი დიაბეტით არიან
დაავადებულნი.

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე


მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული


განვითარებისათვის, რაც დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს
წარმოადგენს. მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფიზიკური
აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს
არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური
აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის
საწინდარია.

84
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სპორტის სასწავლო გეგმის მოთხოვნებმა რადიკალურად უნდა შეცვალოს მოსწავლეთა


დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ. მოსწავლეებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ
სპორტული აქტივობების დროს, რადგან მათ დამოუკიდებლად უწევთ შეჯიბრებების დროს
წამოჭრილი სიტუაციური პრობლემების გადაჭრა, მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება და
თანაგუნდელებთან სოციალური ინტერაქციის დამყარება. სპორტული სახეობების
მრავალფეროვნება ვაჟებსა და გოგონებს ერთნაირად აძლევს საშუალებას გამოავლინონ და
განავითარონ თავიანთი ფიზიკური უნარები. სკოლაში შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის
აუცილებელი უნარ-ჩვევები მოსწავლეებს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც არის
მყარი საფუძველი იმისა, რომ ისინი გახდნენ აქტიური და შრომისუნარიანი მოქალაქეები.
ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მოსახლეობა კი პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის
თავდაცვის უნარზე, ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე.სპორტის, როგორც საგნის შემოღება
სკოლებში არ გულისხმობს სპორტულ საქმიანობაში მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების
ჩართვას. უნდა შეიქმნას პირობები, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს მონაწილეობის მიღება
სპორტულ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში. სპორტისა და ფიზიკური განათლების ხალისიანმა
და შედეგიანმა გაკვეთილებმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები საკუთარი ფიზიკური
უნარების განვითარების შესაძლებლობასა და აუცილებლობაში, ხელი შეუწყოს მათ
თვითდამკვიდრებას.

სპორტი და ფიზიკური განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს


მოსწავლეთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც
ფასეულობის, განმტკიცებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ესენია:
სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ინდივიდუალური და გუნდური
თვითგამოხატვა, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა, ერთობლივი აქტივობების
დაგეგმვა, პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა, არაძალადობრივი
ურთიერთქმედება, კოლეგიალობა, ურთიერთგაგება. ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის
თვალსაზრისით, სპორტული თამაშები გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევებისა და
ღირებულებების ჩამოყალიბებას: მიღწევის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, წაგების
ღირსეულად მიღება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც ფასეულობის, აღქმა და
ცხოვრებაში დანერგვა, საკუთარი ძალებით სიამოვნების მიღება, საკუთარითავის პოვნა და
თვით დამკვიდრება, ჯანსაღ გუნდთან (თანატოლთა წრესთან) იდენტობის განცდა და ა.შ.
სოციალური მარგინალიზაციის პრევენციის თვალსაზრისით, სპორტული თამაშები
გულისხმობს არა დისკრიმინაციულ მიდგომას, ანუ სოციალურად დაუცველი ბავშვების
(მათ შორის, დევნილი, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების) ინტეგრირებას
საზოგადოებაში სოციალურად დაცულ თანატოლებთან ერთობლივი გუნდური მუშაობის
და ამ გზით მათ შორის გაუცხოების გადალახვის საშუალებით.

სპორტული თამაშები გულისხმობს გენდერული თანასწორობის განმტკიცებას სხვადასხვა


სპორტულ თამაშში გოგონებისა და ბიჭების თანასწორუფლებიანი მონაწილეობის გზით.

85
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

სკოლას მოეთხოვება სპორტის გაკვეთილებზე და სასკოლო შეჯიბრე -ბებზე შეზღუდული


შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ჩართვა (ფიზიკური პრობლემების მქონე
მოსწავლეები, საინვალიდო ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, გონებრივი განვითარების
დარღვევის მქონე მოსწავლეები, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები
და სხვ.) მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ


მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს
სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ
საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის
მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
 ფიზიკური დარღვევა;
 სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
 სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
 მეტყველების დარღვევა;
 ქცევითი და ემოციური დარღვევა;
 გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
 სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს
ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ჩართულობა


სპორტის გაკვეთილზე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სპორტის საგობრივ


პროგრამაში ჩასართავად საჭიროებენ დამატებით/სპეციალურ მომსახურებას, მათ შორის
მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასებას, ეროვნული სასწავლო გეგმის
მოდიფიცირებას, გარემოს ადაპტირებას, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენას და
სხვა. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სსსმმ ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და
ფიზიკური განათლების გაკვეთილებში, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი,
სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლებისა.

მიზნები

 სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეების სოციალური


ინტეგრაცია;

86
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეების ფიზიკური


განათლების ხელისშეწყობა;
 სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესებისა და
შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება;
 სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეების ფსიქიკური და
ფიზიკური განვითარება.

პრინციპები

 სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სპორტულ


აქტივობებში ჩართვა;
 სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის თანაბარი
პირობების შექმნა;
 შესაბამისი სპეციალისტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა
მშობლების ჩართვა სასწავლო პროცესში;
 ფიზიკური განათლების მიზანმიმართული და მრავალმხრივი საგანმანათლებლო
პროცესი.

ფიზიკური განათლების სტრატეგია:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ფიზიკური


აღზრდის საგნობრივ პროგრამაში ჩასართველად საჭიროებენ დამატებით/სპეციალურ
მომსახურებას, როგორიცაა: მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასება,
ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, გარემოს ადაპტირება, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შედგენა და სხვ.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე შეიძლება
ხასიათდებოდეს ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევით, მხედველობისა და
სმენის დარღვევით, მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით და
სხვა, რის გამოც მოსწავლეს ექმნება სირთულეები ფიზიკური აღზრდისა და სპორტულ
აქტივობებში ჩართვის დროს. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი,
სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებელი გააჩნია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპორტულ აქტივობებში ჩართვა
ეფექტურად წარიმართება, თუ მათი განათლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება
მიენიჭება შემდეგ მიზნებს:
 შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ადრეულ ასაკში გამოვლენა და მათი
შესაძლებლობების შეფასება;

87
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრევენცია და ადრეული


ინტერვენცია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათი მომსახურების დანახარჯებს
სკოლაში.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების მიზანია:

 ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით ხელი შეუწყოს მის ფიზიკურ


განვითარებას;
 გააცნობიერებინოს მას ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში;
 გამოუმუშავოს მას ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევები, როგორებიცაა:
დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა.

სპორტის მასწავლებელს მოეთხოვება:

 მოსწავლის ფიზიკური შესაძლებლობების და საგანმანათლებლო მოთხოვნების


სათანადოდ შეფასების უნარი;
 უნარი, რომ მოსწავლის განსაკუთრებული და განსხვავებული საგანმანათლებლო
საჭიროებები მართებულად იყოს დაკმაყოფილებული;
 მოსწავლის შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად შედეგის მოლოდინი;
 ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს სწავლის პროცესი და როგორ უნდა
დაიგეგმოს საკლასო ღონისძიებები ისე, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს მისთვის
განკუთვნილი ფუნქციის შესრულება.

ფიზიკური აღზრდის მიზნები და ამოცანები:

 ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა და დანერგვა;


 დამოუკიდებელი მოტორული ქმედებების სტიმულირება და ფორმირება;
 მარტივი ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის ათვისება;
 ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების შესწავლა და გამოყენება;
 სწორი მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ მოცემული


ვარჯიში მნიშვნელოვანია. მაგ. თუ საუბარია მოქნილობაზე, უნდა ვისაუბროთ მოქნილობის
პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, ე.ი. წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ამა თუ იმ ვარჯიშის
მნიშვნელობა, ვარჯიშების შესრულების რიგითობის დაცვის აუცილებლობა გაკვეთილზე.
მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არის ზოგადგანმავითარებელი და სპეციალური
ვარჯიშები აუცილებელი და რატომ უნდა ტარდებოდეს ისინი გაკვეთილის დასაწყისში.
ვარჯიშები მიმართული უნდა იყოს მათი ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისაკენ. როცა მოსწავლის შესაძლებლობები არ იძლევა საშუალებას ფიზიკურ
ვარჯიშებში მიიღოს მონაწილეობა, ის მაინც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საერთო
თამაშებში (თუნდაც პასიური გზით, მაგ. იყოს მსაჯი, არბიტრი, დამკვირვებელი ან პასიური
88
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მოთამაშე). მხიარული, მოძრავი თამაშები აუმჯობესებს მოსწავლეთა მოძრაობით ჩვევებს,


ამაღლებს მათ მიერ სიტუაციის გაანალიზების უნარს, უვითარებს ფანტაზიას, დროისა და
სივრცის შეგრძნებას და იმავდროულად, მოსწავლე თავს ერთიანი გუნდის წევრად მიჩნევს.

სწავლების პროცესში მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეებში ემოციურობის,


სიხალისისა და სიმხნევის განვითარებას, სავარჯიშოების რეგულირებას. მოსწავლეთა
ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მასწავლებელი უნდა
უზრუნველყოფდეს ფიზიკური განათლების პროცესში მათ ჩართვას.

ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები:

 ინკლუზიური განათლების ძირითადი ამოცანები და სწავლების საბოლოო შედეგები


გათვლილი უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობაზე;
 ინკლუზიური სწავლების კონცეფცია გულისხმობს სწავლების ინდივიდუალური
მეთოდის შემუშავებას;
 ინკლუზია გულისხმობს რწმენას, რომ ყველა ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული
შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე, ერთად უნდა სწავლობდეს სკოლაში.

რჩევა მასწავლებელს:

 გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი კონკრეტული მაგალითი, ესაუბრეთ ბავშვს მისთვის გასაგებ
ენაზე. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეანელეთ თქვენი მეტყველების ტემპი;
 ყურადღების კონცენტრაციის გაზრდის მიზნით, გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეს
ხშირად გაუმეორეთ ინსტრუქციები. მასალის დანაწევრება და ხშირი ინსტრუქციები
გაუადვილებს მას დავალებაზე ყურადღების კონცენტრაციას და მასალის ათვისებას;
 სპორტი და ფიზიკური განათლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებისათვის (სასწავლო სტრატეგიები);
 ქცევის მართვის სტრატეგიები დაუნის სინდრომის ბავშვებისთვის იგივეა, რაც ყველა
დანარჩენი ბავშვისთვის. მთავარია, რომ სასურველ ქცევას აუცილებლად მოჰყვეს
დადებითი განმტკიცება (შექება, წახალისება, დასაჩუქრება) და ეს განმამტკიცებელი
აუცილებლად მნიშვნელოვანი და ღირებული იყოს ბავშვისთვის.

ცერებრალური დამბლა

ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანს ტვინის დაზიანება აქვს, რასაც თან ახლავს
კუნთების ტონუსის და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამის შედეგად ადამიანს არ

89
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

შეუძლია ნორმალურად ამუშაოს კუნთები. ცერებრალური დამბლა არ “იკურნება” ამ


სიტყვის პირდაპირი გაგებით, თუმცა, თერაპია, განათლება და თანამედროვე
ტექნოლოგიები საგრძნობლად ეხმარება ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანებს
ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ცერებრალური დამბლა არ
არცპროგრესირებადია და არც ინფექციური დაავადება ან ვირუსია.ის არ არის გადამდები.
არსებობს ცერებრალური დამბლის სხვადასხვა ფორმა და შესაბამისად, არსებობს
დაავადების იოლი და მძიმე გამოვლინებები. იმის გათვალისწინებით, თუ თავის ტვინის რა
უბნებია დაზიანებული, ყველა ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა შეიძლება თან
ახლდეს მოტორული ფუნქციის მოშლას:
 კუნთების დაჭიმულობა (დაძაბულობა) და სპაზმი;
 უნებლიე მოძრაობები;
 მოძრაობისა და სიარულის გამართულობის დარღვევა;
 არასწორი შეგრძნება და აღქმა;
 მეტყველების, მხედველობისა და სმენის დაქვეითება;
 კრუნჩხვა.
ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს დარღვეული აქვთ მოტორული ფუნქციები:
ჯდომა, დგომა, სიარული, ხელების მოძრაობა და არტიკულაცია. მათ ხშირად უჭირთ
ზურგზე წოლა. ცერებრალურ დამბლას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მეტყველების
პრობლემები, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია სახის და ტუჩებისა და ენის კუნთის
ტონუსის დარღვევით. დამატებით, მათ სმენის პრობლემებიც აქვთ. ამ მიზეზების გამო
ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს უჭირთ სიტყვების წარმოთქმა და საუბარი. ისინი
ნელა და წყვეტილად ლაპარაკობენ. ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ
კრუნჩხვები და გულყრები. ისინი მალე იღლებიან, უჭირთ დიდხანს თამაში ან ნებისმიერი
სხვა საქმიანობა. ყველა ბავშვს, ვისაც ცერებრალური დამბლა აქვს, დაზიანებული აქვს
თავის ტვინის ის უბანი, რომელიც კუნთის ტონუსს აკონტროლებს. ამის შედეგად მათ
შეიძლება კუნთის ტონუსი ამაღლებული ან დაქვეითებული, ან ამ ორი ტონუსის კომბინაცია
ჰქონდეთ. ის, თუ სხეულის რა ნაწილები არ ფუნქციონირებს გამართულად,
დამოკიდებულია იმაზე, თუ თავის ტვინის რა უბნებია დაზიანებული.

რჩევა მასწავლებელს

 ყურადღებით მოექეცით ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლეს, ხშირად ჰკითხეთ, რა


სჭირდება, რადგან ის შეიძლება თქვენს დახმარებას საჭიროებდეს გადაადგილების ან
საქმიანობის დროს;
 ისე დაგეგმეთ თამაშები და ექსკურსიები, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე
მოსწავლემაც მიიღოს მონაწილეობა;
 საუბრის დროს შეეცადეთ, რომ ეტლიანი მოსწავლის დონეზე, მის პირისპირ დაჯდეთ
და ასე მიმართოთ მას;
90
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

 ყურადღება გაამახვილეთ სხეულის კუნთების განვითარებაზე, დაეხმარეთ ბავშვს


მოძრაობაში, გადაადგილებაში და ბალანსის უნარის განვითარებაში. ასწავლეთ, თუ
როგორ გამოიყენოს ინვალიდის ეტლი ან დაიცვას წონასწორობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ფიზიკური რეაბილიტაციის


თავისებურებანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იგულისხმება ადამიანი, რომელსაც


მყარად აქვს დარღვეული ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობები. ეს კი
განპირობებულია დაავადებით, ტრავმით ან თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტებით.
ყოველივე ეს კი დადასტურებულია ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო-სოციალური
საექსპერტო კომისიის მიერ. “შეზღუდული შესაძლებლობა” კი ერთდროულად სამედიცინო,
სოციალური და იურიდიული პრობლემაა, რადგან იგი დაკავშირებულია ადამიანის
ჯანმრთელობის ხარისხსა და მის შრომით უნარიანობასთან. შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირი სახელმწიფო სტრუქტურებმა არ უნდა განიხილონ “სუსტ” და “უმწეო”
პიროვნებად, რაც ჩვეულებრივ ლექსიკონშია დაფიქსირებული, არამედ ქვეყნის აქტიურ
მოქალაქედ. ამასთანავე, ცნობილია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
გარკვეული ნაწილი თავისი ნებისყოფის გამოვლინებითა და განათლებისადმი ჯიუტი
სწრაფვით წარმატებით ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, იმაღლებს პროფესიულ
კვალიფიკაციას, აღწევს მაღალ სპორტულ შედეგებს და ა.შ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის აღდგენაში გამოიყენება


თითქმის ყველა სახეობის სარეაბილიტაციო საშუალებები (სამედიცინო, პედაგოგიური,
ფსიქოლოგიური, შრომითი, ფიზიკური აღზრდა, სპორტი და ა.შ.), რადგან შეძენილი
ტრავმებისა და თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტების შედეგად საგრძნობლად მოშლილია
ორგანიზმის ფსიქომოტორული ფუნქციები, დარღვეულია ფიზიოლოგიური პროცესების
ნორმალური მიმდინარეობა და შრომითი აქტივობა.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიკურ


რეაბილიტაციაში, სოციალურ ადაპტაციასა და შრომით დასაქმებაში ერთობ მნიშვნელოვანი
როლი ენიჭება ფიზიკურ აღზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში ადაპტიურ სპორტს
(იგულისხმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტი). ამის წინაპირობად
შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკური აქტივობა, როგორც ბუნების კანონიერი ბრძანების
აღსრულების მოთხოვნილება. ფიზიკური აქტიურობა კი ნებისმიერი ადამიანისათვის არის
აუცილებელი, რა თქმა უნდა, ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის ხარისხის (ე.ი.
ინდივიდუალობის) გათვალისწინებით. სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და
საზოგადეობა უნდა ცდილობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულ
ინტეგრაციას და მათ მიზნობრივ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მიზნით

91
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

გამოყენებული უნდა იქნეს სოციალურ-კულტურული მიღწევები და მთელი რეკრიაციული


შესაძლებლობები.

ფიზიკური ვარჯიშები ხელს უწყობს დარღვეული მოძრაობების გაუმჯობესებას,


დაავადების მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილი პათოლოგიური რეფლექსების
დათრგუნვას, სახსრებში მოძრაობის თანდათანობით აღდგენას და იმ რეფლექსების
ნორმალიზაციას, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ორგანიზმის კომპენსატორული
პროცესის რეალიზაცია. სისტემატური წვრთნის შედეგად იზრდება პარასიმპათიკური
ინერევაციის აქტივობა. შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა, ღრმავდება გულის
კუმშვადობა, ეკონომიურად მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები, რაც იწვევს ნერვულ-
კუნთოვანი აპარატის ფუნქციონირების გააქტიურებას და ნეიროფიზიოლოგიური
მექანიზმების სრულყოფილ ჩართვას, ანალიზატორების ფუნქციის გაუმჯობესებას.
ორგანიზმში მომხდარი სასიკეთო ფიზიოლოგიური ძვრები მკვეთრად აუმჯობესებს
ორგანიზმსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთზემოქმედებას. შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიკური აღზრდა (ადაპტიური ფიზიკური აღზრდა)
ფიზიკური კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი განკუთვნილია იმ
ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრავმების ან თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტების შემდეგ
აღენიშნებათ ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების მკაფიოდ გამოხატული
დარღვევები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიკური აღზრდა
მიმართულია ორგანიზმის სისტემების ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდისა და
სისტემური ფიზიოლოგიური რეაქციების სტიმულირებისაკენ. ამ მიზნით აუცილებელია
რეაბილიტოლოგმა აითვისოს მაკორეგირებელი მოძრაობების კომპლექსი, შეისწავლოს
კონკრეტულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯგუფების უნარ-ჩვევები
ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებისა და ფორმირების მიზნით. ყოველივე ამან
უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა ნორმალიზაცია,
გარემო პირობებთან ორგანიზმის ადაპტაცია, პიროვნული თვისებების განვითარება და
სრულყოფა. ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიზანია, შეზღუდული
ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანებს ჩამოუყალიბოს სხეულის მოვლის კულტურა,
განუვითაროს ტექნოლოგიურ, ინტელექტუალურ და სხვა ფასეულობათა ათვისების უნარი.
Yყოველივე ეს იძლევა მაღალი სპორტული შედეგების მიღწევის მყარ საფუძველს.

უმაღლესი მიღწევების სპორტსა და გამაჯანსაღებელ სპორტს შორის არსებული


სხვაობის მიუხედავად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ყველაზე მასობრივ ადაპტიურ-
სარეაბილიტაციო საშუალებას სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე მოვარჯიშის ფიზიკური შესაძლებლობები. განა ყველას შეუძლია მიიღოს
მონაწილეობა უმაღლესი მიღწევების ადაპტიურ სპორტულ ღონისძიებებში? ადაპტიური
უმაღლესი მიღწევების სპორტი პირობითი გაგებით “ჯანმრთელი ინვალიდების” პრეროგა-

92
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ტივაა, რაც მიზნად ისახავს ეროვნულ, ევროპის, საერთაშორისო, პარაოლიმპიურ,


სპეციალურ ოლიმპიურ და სურდოოლიმპიურ თამაშებში მაღალი შედეგების მიღებას.

ადაპტიური ფიზიკური აღზრდა, ისევე როგორც ადაპტიური სპორტი, წარმოადგენს


აქტიურ აღდგენით საშუალებას, რომლის საფუძველში ჩადებულია კინეზოკორექციისა და
კინეზოთერაპიის საგანგებოდ შერჩეული დოზირებული ვარჯიშები. მიზანი კი ცხოვრების
ახალ პირობებთან შეზღუული შესაძლებლობის მქონე პიროვნების ადაპტაციაა. ფიზიკური
ვარჯიშები და მოძრავი თამაშები ავითარებს აღქმისა და საკუთარი მოძრაობის ანალიზის
უნარს, ქმნის მოძრაობით ნიმუშს, რომელიც ხელს უწყობს დინამიკის, სივრცის და დროის
ერთიანობის აღქმას და აყალიბებს მოტორულ მეხსიერებას. ყოველივე ეს ეხმარება
მოძრაობითი შესაძლებლობების გაფართოებას, მათ ათავისუფლებს საყოფაცხოვრებო და
სოციალურ დამოკიდებულებებისგან. ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას და
პიროვნების თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს.

ადაპტური ფიზიკური აღზრდა, როგორც ფიზიკური აღზრდის მიმართულება, უნდა


მივიჩნიოთ კულტურულ მოვლენად, როგორც საზოგადოების ჰუმანიზაციის,
სოციალიზაციის და შემოქმედების განვითარების შედეგი და ადაპტური ფიზიკური აღზრდა
განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ტრავმების ან თანდაყოლილი
დეფექტების შემდეგ აღენიშნებათ ორგანიზმის ფუნქციებისა და ორგანოების მყარად
გამოხატული დარღვევები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური
აღზრდა მიმართულია ორგანიზმის სისტემების და ფუნქციების ფიზიოლოგიური
რეაქციების სტიმულირებასა და აუცილებელი, მაკორეგირებელი მოძრაობების ცოდნის,
ჩვევების, ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებასა და ფორმირებაზე, რამაც უნდა
უზრუნველყოს ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების ნორმალიზაცია,
გარემო პირობებთან ადამიანის ადაპტაცია და მთლიანობაში პიროვნული თვისებების
განვითარება და სრულყოფა. ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიზანია
შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანებს ჩამოუყალიბოს ფიზიკური სხეულის
მოვლის კულტურა, განუვითაროს ტექნოლოგიური, ინტელექტუალური და სხვა
ფასეულობების ათვისების უნარიანობა. ეს კი მაღალი სპორტული შედეგების მიღწევის
საფუძველს იძლევა. ფიზიკური აქტივობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ადამიანებისათვის წარმოადგენს ფიზიკური რეაბილიტაციის და სოციალური ინტეგრაციის
ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, რომელიც ხორციელდება პედაგოგიური მეთოდებით. მისი
მიზანია ორგანიზმის ნარჩენი რესურსების გამოყენების საფუძველზე, ყოფა-
ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და დამოუკიდებლობის
მაქსიმალური დონის მიღწევა. თუ მედიცინის ამოცანაა ავადმყოფის მკურნალობა,
ადაპტური ფიზიკური აქტივობის ამოცანაა, შეამციროს უნარშეზღუდულობის ხარისხი,
რომელიც თვით დაავადებისგან არის წარმოშობილი. შეზღუდული უნარების მქონე
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უნარ-შესაძლებლობების მთელი სპექტრი, რომელიც

93
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

რეალურად არასოდეს გამოუვლენია, ადაპტური ფიზიკური აქტივობა ადამიანს ეხმარება


შეიძინოს, აღადგინოს და განავითაროს ის მოძრაობითი უნარ-ჩვევები, რომლებიც
უმნიშვნელოვანესია მისი დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის, ჯანმრთელობისა და
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის; საშუალებას აძლევს ისწავლოს და გამოიყენოს
საკუთარი ფიზიკური, ემოციონალური, კოგნიტური, ფუნქციონალური და სოციალური
პოტენციალი.

ადაპტური ფიზიკური აქტივობის ძირითადი სახეები:

1. ადაპტური ფიზიკური აღზრდა.


ადაპტური ფიზიკური აღზრდის ძირითადი მიზანია ჩამოუყალიბდეთ
მომეცადინეებს საკუთარი ძალებისადმი შეგნებული დამოკიდებულება და მტკიცე
რწმენა, მზადყოფნა გაბედული და გადამწყვეტი მოქმედებისათვის,
სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის; გამოიმუშაონ ფიზიკური დატვირთვის
გადალახვის უნარი, ფიზიკური ვარჯიშების სისტემატური მოთხოვნილების და
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის სურვილი.
2. ადაპტური სპორტი.
ადაპტური სპორტი ჯანმრთელთა სპორტისაგან განსხვავდება საშეჯიბრო წესებით
და შედეგების უფრო გამოკვეთილი სოციალური მნიშვნელობით. ადაპტური
სპორტი აერთიანებს სარეაბილიტაციო სპორტს და საინვალიდო სპორტს.
3. ადაპტური მოძრაობითი რეკრიაცია.
ადაპტური მოძრაობითი რეკრიაცია კარგი საშუალებაა დაღლილობის
პროფილაქტიკის, გართობის, თავისუფალი დროის საინტერესოდ
გატარებისათვის, საერთო გაჯანსაღებისა და სიცოცხლისუნარიანობის
ამაღლებისათვის. მეცადინეობის ფორმების, მეთოდებისა და საშუალებების
სრული თავისუფალი შერჩევა იძლევა ფსიქოლოგიური კომფორტის შეგრძნებას
და ამაღლებს მოსწავლის ა ინტერესს, რაც ჯამში კარგ შედეგებს გვაძლევ.
4. ადაპტური ფიზიკური რეაბილიტაცია.
ადაპტური ფიზიკური რეაბილიტაციის მიზანია ტრავმების, სხვადასხვა
დაავადების, ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვის შედეგად გამოწვეული
დროებით დაკარგული ან დარღვეული ფუნქციის აღდგენა.

ადაპტური ფიზიკური აღზრდის პროცესში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,


პედაგოგი ინდივიდუალურად საზღვრავს ამოცანის გადაჭრის გზებს:
1. რაციონალური, ოპერატიული საწყისი მდგომარეობა, სხეულის წონასწორობა და
მდგომარეობა სივრცეში;
2. ფიზიკური მოქმედების ხანგრძლივობა (დამოკიდებულია მოსწავლის
შესაძლებლობებზე);
3. მოძრაობის ტრაექტორია (მოძრაობის ფორმები, მიმართულება, ამპლიტუდა);
94
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

4. დროის ერთეული და მოქმედების შესრულების განმეორების სიხშირე


(დამოკიდებულია მოსწავლის სწრაფ-ძალისმიერი მოქმედებების შესრულებაზე);
5. ფიზიკური მოქმედების პროცესში სხვადასხვა კუნთთა ჯგუფის თანმიმდევრული
დატვირთვა;
6. სამოძრაო აპარატზე მოძრაობის სისტემატური შენაცვლება (მისაწვდომი
ვარჯიშების გამოყენებით);
7. თანმიმდევრობითი შეწყობილი და შეთანხმებული მოძრაობის დროის ერთეულში;
8. დაძაბვის და მოდუნების ფაზების ხანგრძლივობის რაციონალური შეთანხმება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ფიზიკური


აღზრდის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მოძრაობის უნარის
განვითარებას, რომელიც ხორციელდება შემდეგი მეთოდით:
 ერთი ვარჯიშიდან მეორე ვარჯიშზე გადასვლით;
 კუნთების ერთი ჯგუფიდან კუნთების მეორე ჯგუფზე გადასვლით;
 ერთი მოძრაობით ხარისხიდან მეორე მოძრაობით ხარისხზე გადასვლით.

ადაპტიური ფიზიკური აღზრდის პროცესში ვარჯიშთა გამოყენების მეთოდიკა

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ადაპტიური ფიზიკური აღზრდის


პროცესის წარმართვისათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ფიზიკური ვარჯიშების
შერჩევისა და გამოყენების სწორ მეთოდიკას. ამიტომ ადაპტიური ფიზიკური აღზრდის
სპეციალისტმა კარგად უნდა იცოდეს ვარჯიშთა ხასიათი, სტრუქტურა, ადამიანის
ორგანიზმზე მათი ზემოქმედების მიმართულება და ა.შ. ამასთან ერთად განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვულ-კუნთური აპარატის
დამბლებისა და პარეზების რეაბილიტაციის თუ კორექციის პროცესში ფიზიკური
ვარჯიშების გამოყენების მეთოდიკას. მაგრამ, სანამ ვარჯიშთა ჩატარების მეთოდიკას
განვიხილავდეთ, განვიხილოთ ვარჯიშები ფიზიკური დატვირთვის მიხედვით.
ფიზიკური დატვირთვის შესაბამისად არსებობს ფიზიკურ ვარჯიშთა ძირითადი სახე:
 იზომეტრული ვარჯიშები;
 იზოტონური ვარჯიშები;
 იზოკინეტიკური ვარჯიშები;
 აერობული ვარჯიშები;
 ანაერობული ვარჯიშები.
იზომეტრიული ვარჯიშები – ეს არის ძალისმიერი ვარჯიშები, რომელთა
დახმარებითაც ვარჯიშში ჩართული სხეულის ნაწილები მოძრაობის გარეშე აღწევენ
კუნთების დაძაბულობას. ამ დროს კუნთის სიგრძე არ იცვლება, შესაბამისად არ გვაქვს
მოძრაობა სახსარში. მაგალითად, თუ ცალი ხელით ავიღებთ განტელს და ავწევთ მხართან,
ჩვენ დავინახავთ როგორ დამოკლდება და გამსხვილდება ბიცეპსის კუნთი. მუშაობის ამ
რეჟიმს ეწოდება – დინამიური, ხოლო თუ ხელს მოვხრით იდაყვში და იგივე განტელს არ
95
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

მივიტანთ მხართან, მაშინ დავინახავთ, რომ ბიცეპსი დაიძაბება, მაგრამ არ დამოკლდება.


სწორედ ეს არის იზომეტრიული, ანუ სტატიკური რეჟიმი. ერთერთი ყველაზე
გავრცელებული იზომეტრიული ვარჯიში პრესზე არის ე. წ. პლანკა.
იზოტონური / დინამიური ვარჯიშის დროს კუნთის შეკუმშვისას იცვლება მისი
სიგრძე, კუნთის მაქსიმალური დაძაბულობა გრძელდება რამოდენიმე წამით, ანუ
მთლიანად 1-2 საათიანი ვარჯიშის დროს სულ რაღაც 2-6 წუთით. იზომეტრიული
ვარჯიშებით კი იგივე ამოცანის შესრულება შესაძლებელია რამოდენიმე წუთის
განმავლობაში. ამავე დროს კუნთის ძალის მომატება არ ჩამოუვარდება იზოტონური
ვარჯიშებით მიღებულ შედეგებს ძალაში.
იზომეტრიული ვარჯიშების შესრულებისას სისხლძარღვები და კაპილარები,
რომლითაც კუნთს მიეწოდება ჟანგბადი იკუმშება. უჯრედები იძულებული არიან იმუშავონ
უფრო ინტენსიურად და არ დახარჯონ იმდენი ენერგია, რასაც ხარჯავს კუნთის
იზოტონური მოძრაობისას, როცა მთელი ენერგია იხარჯება მოძრაობაზე. ამრიგად,
იზომეტრიული ვარჯიშის დროს კუნთის მთელი ენერგია იხარჯება კუნთის დაძაბვაზე და
არა მოძრაობაზე. ამიტომ კუნთის განვითარება ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე იზოტონური /
დინამიური ვარჯიშისას.
იზოკინეტიკური ვარჯიშის დროს მოვარჯიშე სხვადასხვა სიჩქარით
წევს სიმძიმეს. მაგალითად, იზოტონური ვარჯიშის დროს მოვარჯიშე წევს შტანგას, შემდეგ
კი შტანგა ვარდება მიზიდულობის ძალის გავლენით. იზოკინეტიკური ვარჯიშის დროს კი
მოვარჯიშე ძალისხმევას ანდომებს არა მხოლოდ შტანგის აწევას, არამედ მის საწყის
პოზიციაზე დაბრუნებას. იზოკინეტიკური ვარჯიში გვეხმარება კინეტიკური
შესაძლებლობების განვითარებაში; უფრო ხშირად გამოიყენება სპორტსმენებში.

ოლიმპიური თამაშები ძველ საბერძნეთში

მითები და ლეგენდები
ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი უპირველესი და გამორჩეული მოვლენა იყო ძველ
საბერძნეთში.
ოლიმპიური თამაშების ჩასახვის თაობაზე ბერძნულმა ტრადიციამ მრავალი
წერილობითი წყაროები შემოინახა. თითქმის სამიათასწლოვანი ასპარეზობის დასაბამი
მითებისა და ლეგენდების პოეტურ სამყაროში იკარგება, რომლებსაც ზევსის, ჰერაკლეს,
ჰელოპსის, იფიტესა და ლიკურგეს სახელებს უკავშირებენ.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, უსასრულოდ ძლიერი და სასტიკი იყო ღმერთების
პირველი მბრძანებელი – კრონოსი. მან ცოლად თავისი და – რეა შეირთო. დედამიწის
ქალღმერთმა გეამ კრონოსს უწინასწარმეტყველა – საკუთარი შვილი დაგამხობსო. ამიტომ
კრონოსი ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველელყო. ასე
შთანთქა ყველანი, ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით გადაარჩინა. მან კრონოსს
ახალშობილი ბავშვის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა
იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც მას თხა – ამალთეა კვებავდა. რეას
ქურუმები იცავდნენ და ნიმფები (პირველქმნილი ბუნების კეთილი დემონები,
ღმერთქალები) უვლიდნენ. ზევსმა, დავაჟკაცებისთანავე სამკვდრო-სასიცოცხლო ომი
96
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

გამოუცხადა თავის საშინელ მამას და დაამარცხა იგი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად დააარსა


ოლიმპიური თამაშები.
მეორე ლეგენდა თამაშების ჩასახვას თავის უპირველეს ეროვნულ გმირს – ჰერაკლეს
სახელს უკავშირებს. ბერძენთა უდიდესი ლირიკოსის პინდარეს ერთ-ერთ ოდაში ნათქვამია,
რომ ოლიმპიური თამაშების დაბადება დაკავშირებულია ჰერაკლეს სახელთან. ჩ.წ.
აღრიცხვამდე 1253 წელს, ელიდის მეფე – ავგეამ, რომელსაც ურიცხვი საქონლის ჯოგი
ჰყავდა, ჰერაკლეს შესთავაზა გაეწმინდა საქონლის ნაკელისაგან უზარმაზარი ბოსელი,
რომელიც ოცდაათი წელი არავის გახსენებია. ჰერაკლე დათანხმდა ავგეას წინადადებას და
პირობა დადო, რომ ერთ დღეში მოათავებდა ამ საქმეს, სამაგიეროდ ის ჯოგის მეათედს
ითხოვდა. ავგეამ თანხმობა განაცხადა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ერთ დღეში ამ
დავალების შესრულება შეუძლებელი იყო. მეფის ამ უზარმაზარ ბოსელს ორი მხრიდან
ჩაუდიოდა მდინარეები – აფეოსი და პენეოსი. ჰერაკლემ ბოსელის კედლები მოპირდაპირე
მხარეებში გაარღვია, მდინარეებს კალაპოტი უცვალა, წყალი მიუშვა ნაკელს და ერთ დღეში
გაწმინდა ბოსელი. ავგეამ პირობა დაარღვია, ჰერაკლეს უარი უთხრა საქონლის მეათედზე და
გმირი მუქარით გააბრუნა ტირინთოში. რამდენიმე წლის შემდეგ ჰერაკლემ შური იძია მეფე
ავგეაზე. მან ჯარი შეაგროვა, ააოხრა ქალაქი და მუხანათი მეფე ისრით განმგმირა. ამ ომში
მოპოვებული ნადავლი ჰერაკლემ მსხვერპლად შესწირა ოლიმპოს ღმერთებს და მათ
საპატივცემულოდ დააარსა ოლიმპიური თამაშები. თამაშები იმართებოდა ყოველ ოთხ
წელიწადში ერთხელ, ჰერაკლეს მიერ დარგულ ზეთისხილიან წმინდათაწმინდა ვაკეზე.
აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის შეჯიბრება იმართებოდა მხოლოდ ერთ სახეობაში –
სირბილში ერთ სტადიაზე. ჰერაკლემ დისტანცია თავად გადაზომა და იგი 600 ტერფს, ანუ
დღევანდელ 192 მეტრსა და 27 სმ უდრიდა. მრავალი წლის მანძილზე ათლეტები მხოლოდ ამ
სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
შემდგომი ლეგენდა მოგვითხრობს ზევსის შვილიშვილის პელოპსის გამარჯვებაზე
ქალაქ პისის მეფე – ენომაოსზე. პელოპსი, სახელგანთქმული ლიდიელი გმირი, სულ მცირე
ხანს მეფობდა თავის ქალაქში. ტროას ძლიერმა მეფე ილოსმა ომი გამოუცხადა, სძლია და
განდევნა იგი. პელოპსმა მცირე აზია მიატოვა და დასახლდა შორეულ ნახევარკუნძულზე.
ერთხელ ელიდაში თვალი მოჰკრა პისის მეფის ენომაოსის ასულს – მშვენიერ ჰიპოდამიას და
განიზრახა მისი ცოლად შერთვა. ეს არ იყო იოლი საქმე. ომის ღმერთის არესისა და მდინარის
ღმერთის ასოპოსის ასულ ჰარპინოას ძე – მრისხანე ენომაოსი თავის ასულს მიათხოვებდა
მხოლოდ მას, ვინც ეტლით რბოლაში დაამარცხებდა. მეფეს მამის ნაჩუქარი მერნები ჰყავდა,
ქარის უსწრაფესად დაჰქროდა მისი ეტლი, სასიძოებს დაეწეოდა, ზურგში შუბს სცემდა და
სიცოცხლეს ასალმებდა. მოასპარეზეთ ეტლით უნდა გაევლოთ გრძელი გზა პისიდან ისთმოს
პოსეიდონის საკურთხევლამდე, მაგრამ ბევრ ვაჟკაცს არ ეწერა ისთმომდე მისვლა. ენომაოსი
არავის ინდობდა, რადგან მისანს ნათქვამი ჰქონდა: სიძის ხელით დაიღუპებიო. პელოპსის
საქმე რთულად იყო, რამეთუ, უკვე თორმეტი სასიძო განეგმირა შუბით პისის მბრძანებელს.
მართალია, თავისმა მფარველმა პოსეი-დონმა პელოპსს რჩეული რაშები აჩუქა, მაგრამ
ენომაოსის მერნები მათზე გაცილებით სწრაფნი იყვნენ. პელოპსიც გააფრთხილა, გზა
გრძელი და საბედისწერო იქნებაო, მაგრამ ჭაბუკმა სასიძომ ანუგეშა: იმედი მაქვს ღმერთები
დამეხმარებიანო. ემონაოსის სახეზე ასპიტივით გაიელვა გესლიანმა ღიმილმა. მერე შუბლი
შეკრა და უთხრა: "მაშ იჩქარე, პელოპს! მე ჯერ წესისამებრ ზევსს ზვარაკს დავუკლავ და მერე
დაგედევნები, ვინძლო გამასწრო". პელოპსმა იცოდა, ვერაფერი იხსნიდა, თუ არა მზაკვრობა.
ამიტომ წინასწარ ენომაოსის მეეტლე – მირტილე მოისყიდა, რომელსაც მდიდრული
97
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

საჩუქრები და სამეფოს ნაწილი აღუთქვა. იმანაც ენომაოსის ეტლის ღერძში ჭილები არ ჩასვა
(ბორბალს რკინის მანების ნაცვლად ცვილისა გაუკეთა), რითაც უზრუნველყო პელოპსის
გამარჯვება. დამშვიდებით შესწირა მეფემ ზევსს თავისი უკანასკნელი მსხვერპლი, ჩაჯდა
ეტლში და დაწინაურებულ სასიძოს დაედევნა. ის იყო უნდა წამოსწეოდა, შუბიც მოუღერა,
რომ ბორბალი ტრიალა ტარს მოწყდა, დაიშალა, ეტლი გადაბრუნდა და მეფე სასიკვდილოდ
დაშავდა. პელოპსმა შეირთო მისი ასული ჰიპოდამია და ხელთ იგდო ელიდის ტახტი.
ღმერთების საპატივსაცემოდ და მადლობის ნიშნად პელოპსმა ოლიმპიაში ააგო ტაძარი და
დაფუძნდა თამაშები. ამ თამაშებზე ყველაზე მეტი პოპულარობით ეტლებით რბოლა
სარგებლობდა და მასში გამარჯვებულს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ლეგენდის
მიხედვით, პელოპსის წყალობით, თამაშებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო. ითვლება, რომ
ეს თამაშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 884 წელს დაიწყო.
მიუხედავად არსებული ლეგენდებისა, არსებობს პირველი ოლიმპიური თამაშების
ჩატარების უტყუარი ცნობა, რომ იგი ჩატარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს და
სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს უძველესი ოლიმპიური თამაშების ისტორია. ეს
თარიღი მთელ მსოფლიოში იმიტომ არის მიღებული საფუძვლად, რომ შესაძლებელი გახდა
თამაშებში გამარჯვებულის ვინაობის დადგენა. იმხანად საბერძნეთში დამკვიდრებული
ტრადიციის თანახმად ოლიმპიური ჩემპიონის სახელებს ამოტვიფრავდნენ მარმარილოს
სვეტებზე, რომლებიც ალფეის სანაპიროზე იდგმებოდა. სწორედ ასეთ სვეტზე იქნა
აღმოჩენილი პირველი გამარჯვებულის ვინაობა. ეს იყო ქალაქ – პოლისის ელიდის მკვიდრი,
პროფესიით მზარეული – კოროიბოსი, რომლის გვარის გასწვრივ ეწერა თარიღი – 776 წელი.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზაცია და პროგრამა


პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მხოლოდ ერთ სახეობაში – ერთ სტადიაზე
რბენაში იმართებოდა. სირბილის ეს სახეობა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე (13
თამაშებში) ერთადერთი შეჯიბრება იყო ელინთა ზეიმზე. მეთოთხმეტე ოლიმპიურ
თამაშებზე (724 წელი ჩვენ წ.აღრიცხვამდე) პროგრამაში შეაქვთ რბენა ორ სტადიაზე (384.54
მეტრი), მე-15 თამაშებიდან მოყოლებული კი შეჯიბრებები უფრო გრძელ დისტანციაზე, ჯერ
8, შემდეგ 10, 12, 14 სტადიებზე იმართება.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 708 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩნდება
პენტატლონი, რომელშიც ხტომა, სირბილი, ბადრო, შუბი და ჭიდაობა შედიოდა. 688 წლის
თამაშების პროგრამაში შეტანილ იქნა შეჯიბრება კრივში. 680 წლიდან კი შეჯიბრებები
ეტლებით რბოლაში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნის შუა პერიოდიდან (648 წ.)
ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის – პანკრეატიონი (ჭიდაობისა და კრივის ნაერთი).
520 წლის 65-ე თამაშებიდან რბენა საჭურველით. 396 წლიდან, 96-ე თამაშებიდან
ოლიმპიადის პროგრამაში შეაქვთ მესაყვირეთა და მაცნეთა რბენა. ამის შემდეგ ოლიმპიური
თამაშების პროგრამისათვის სხვა სპორტის სახის დამატების შესახებ არავითარი ცნობა არ
მოიპოვება.
ძველბერძნული ცივილიზაციის გასაოცარ მონაპოვართა შორის, რომლებიც
დაკავშირებული იყო ოლიმპიურ თამაშებთან, უნდა აღინიშნოს ტრადიცია იმის შესახებ,
რომლის თანახმადაც ქალაქ-სახელმწიფოებს ეკრძალებოდათ საომარი მოქმედებების
წარმოება ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერიოდში. სავარაუდოდ ელადაში
საყოველთაო ზავი, ანუ "ეკეხერია" სამ თვემდე გრძელდებოდა. ეს დრო საჭირო იყო
ათლეტების მოსამზადებლად, თამაშებში მონაწილეობის მისაღებად და მგზავრობაზე
98
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ოლიმპიადაზე და უკან. ამ ტრადიციას ბერძნები მკაცრად იცავდნენ – მაშინაც კი როდესაც


ქალაქ-სახელმწიფოებს უმძიმესი ჟამი ედგათ.
ოლიმპიადებში გამარჯვებულებს – ოლიმპიონიკებს ჯილდოდ ზეთისხილის რტოს
გვირგვინი ეძლეოდათ. რტო ოქროს დანით უნდა მოეჭრა ბავშვს, რომელსაც მშობლები
ცოცხალი ჰყავდა. გამარჯვებულებს ასევე დამატებით ეძლეოდათ საჩუქრები და ძლევის
სიმბოლო – პალმის რტო. წმინდა ჭალაში მათი ძეგლი იდგმებოდა, უმართავდნენ ნადიმს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 444 წელს, 84-ე თამაშებიდან მოყოლებული, ოლიმპიური
თამაშების ნაწილად იქცა კონკურესები ხელოვნებაში, ბერძნები დიდად არ მიჯნავდნენ
ერთმანეთისგან ხელოვნებაში, თუ სპორტში დაოსტატება-დახელოვნებას. ოლიმპიაში
თალესის, ჰერაკლიდეს, პლატონის, სოკრატეს და დიოგენეს ფილოსოფიური აზრები და
სიბრძნე ჟღერდა, იკითხებოდა სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები, პინდარეს ოდები.
სახელოვანმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პითაგორამ ოლიმპიური ჩემპიონობა
მოიპოვა ჭიდაობაში. პითაგორა გამორჩეული მწვრთნელი – დამრიგებელიც ყოფილა.
როგორც ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი გვამცნობს, პითაგორას აღზრდილი იყო
სახელოვანი კროტონელი ფალავანი, ნახევრად ლეგენდარული მოჭიდავე მილონი,
რომელმაც ექცსჯერ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის წოდება ჭიდაობაში.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღორძინების წინაპირობები

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლად სამართლიანად ითვლება


თვალსაჩინო ფრანგი განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, ლიტერატორი და
სოციოლოგი ბარონი პიერ დე კუბერტენი. მისმა დაუღალავმა შრომამ და მიზანმიმართულმა
მოღვაწეობამ არა მარტო განაპირობა ოლიმპიური თამაშების აღორძინება, იგი მსოფლიო
თანამეგობრობის საზოგადოებრივი ცხოვრების წესად აქცია.
ოლიმპიური თამაშების აღდგენის იდეა არაერთხელ წამოიჭრა XIX საუკუნეში რიგ
ქვეყნებში (კანადა, შვეცია და სხვ.). იყო მცდელობა ჩაეტარებინათ სპორტული შეჯიბრებები _
"ოლიმპიური თამაშების" სახელწოდებით. 1834 და 1836 წლებში შვეციის ქალაქ რამლესში
ორჯერ ჩატარდა სკანდინავიური "ოლიმპიური თამაშები". ამ ასპარეზობის პროგრამაში იყო
რბენები მოკლე და გრძელ დისტანციებზე, სიმაღლეზე და ჭოკით ხტომა, ჭიდაობა.
თამაშების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო ლენდსის უნივერსიტეტის პროფესორი
გუსტავ იოჰან შარატაუ, რომელმაც 1833 წელს შექმნა ორგანიზაცია "ოლიმპიური კავშირი". ამ
ორგანიზაციის წესდების თანახმად, მთავარი ამოცანა იყო გაეღვივებინათ ხალხის ინტერესი
უძველესი ოლიმპიური თამაშებისადმი და ჩაეტარებინათ ასპარეზობები ოლიმპიური
ტრადიციების შესაბამისად. ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ი. შარატაუ ამბობდა _ "მართალია
ოლიმპიური თამაშები ძალზე დიდი ხნით იყო დამარხული საუკუნეებში, მაგრამ არის
იმედი, რომ სკანდინავიის შვილები განიმსჭვალებიან ოლიმპიური იდეების
კეთილშობილური სულისკვეთებით".

99
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ოლიმპიური თამაშების აღდგენის მცდელობა იყო თვით საბერძნეთშიც. თურქეთის


უღლისაგან განთავისუფლების შემდეგ, 1832 წელს იყო წინადადებები აღედგინათ
ოლიმპიადები, როგორც ბერძნული ნაციონალური თამაშები.
ოლიმპოს მიდამოებში არქეოლოგიური გათხრების დიდი მოცულობის სამუშაო
შეასრულა ოლიმპიზმის იდეებით გატაცებულმა ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა,
ანტიკური ხანის უთვალსაჩინოესმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა, ბერლინისა და
ჰეტინგენის უნივერსიტეტების პროფესორმა ერნსტ კურციუსმა (1814-1896). სხვადასხვა
დროს (განსაკუთრებით 1875-1881 წლებში) მის მიერ აღმოჩენილ იქნა მნიშვნელოვანი
განძეულობა, რომელმაც საგრძნობლად შეავსო ჩვენი ცოდნა არა მხოლოდ უძველეს
ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ ანტიკური ხანის ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე,
ქანდაკებაზე, საერთოდ კულტურაზე. მდინარე ალფეოსის სანაპიროზე ჩატარებული
გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა 130-ზე მეტი ანტიკური ეპოქის ქანდაკება, 13
ათასამდე ბრინჯაოს ნივთი, 10 ათასამდე ფილა უძველესი წარწერებით.
ერნსტ კურციუსი 82 წლის გარდაიცვალა და ეს 1896 წელს მოხდა, სწორედ იმ
წელიწადს, როცა მისი ოცნება რეალობად იქცა და გაიმართა თანამედროვეობის პირველი
ოლიმპიური თამაშები.
თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღორძინებას დიდად შეუწყო ხელი მე-19
საუკუნის მეორე ნახევრიდან სხვადასხვა სპორტის სახეების გავრცელება-განვითარებამ და
უდიდესი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებამ.
ოლიმპიური თამაშების ჩატარების აუცილებლობამ დიდი ბიძგი მისცა ნაციონალური
და საერთაშორისო სპორტული გაერთიანებების კავშირების, ფედერაციების, ლიგებისა და
კლუბების ჩამოყალიბებამ.
გარდა ფედერაციებისა და კავშირებისა, იქმნებოდა ნაციონალური და საერთაშორისო
სპორტული გაერთიანებები, რომელთა საქმიანობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენენ
სახელმწიფოებრივი ინტერესები, პოლიტიკური მდგომარეობა და რელიგიური
შეხედულებები. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციების უმრავლესობა ისწრაფოდა ფართო
საერთაშორისო კავშირებისაკენ.

პიერ დე კუბერტენი

როგორც აღვნიშნეთ, 394 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით ძველბერძნულმა ოლიმპიურმა


თამაშებმა არსებობა შეწყვიტა. თანამედროვეობის პირველი თამაშების ჩატარება მხოლოდ
1500 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. იგი XIX საუკუნის ბოლოს, 1896 წელს, ახალ
ისტორიულ პირობებში გაიმართა.
თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლად სამართლიანად მიიჩნევენ ფრანგ
ბარონს, პიერ დე კუბერტენს, რომელმაც ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეა
ოფიციალურად 1893 წელს წამოაყენა.

ოლიმპიური დროშა

ოლიმპიურ დროშას აქვს თეთრი ფონი საზღვრის გარეშე. მის ცენტრში მოთავსებულია
ოლიმპიური სიმბოლო თავის ხუთ ფერში (ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი).

100
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

დროშა პიერ დე კუბერტენის წინადადების საფუძველზე საერთაშორისო ოლიმპიური


კომიტეტის მიერ 1913 წელს იქნა დამტკიცებული.
პირველად ოლიმპიური დროშა აფრიალდა პარიზის 1914 წლის საერთაშორისო
ოლიმპიური კომიტეტის კონგრესზე, რომელიც ოლიმპიური თამაშების აღდგენის 20
წლისთავს მიეძღვნა.
საინტერესოა, რომ ოლიმპიური დროშა 1914 წლის 5 აპრილს პანეგვიპტურ თამაშებზე
იქნა აღმართული. ეს თამაშები გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის
პატრონაჟით.
ოლიმპიური დროშის აღმართვის პირველი ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა 1920
წლის 20 აპრილს ანტვერპენის VII ოლიმპიურ თამაშებზე.
ამ დროშას საინტერესო ისტორია აქვს. ანტვერპენის თამაშებზე ამერიკელმა წყალში
მხტომელმა ჰარი პრისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მას სამახსოვროდ თანამედროვე
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად აფრიალებული ოლიმპიური დროშაც
გააყოლა. მხოლოდ 80 წლის შემდეგ, სიდნეიში სოკ-ის 111-ე სესიაზე, სადაც 103 წლის ჰარი
პრისტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით ჩავიდა, დროშა უკან დააბრუნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად 99 წლის ასაკისა, იგი
1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის საჩირაღდნო ესტაფეტაშიც მონაწილეობდა.
დღეისათვის ეს დროშა ინახება ოლიმპიურ მუზეუმში – ლოზანაში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური დროშის ნიმუშად ითვლება ის,
რომელიც 1914 წლის პარიზის კონგრესზე იქნა აღმართული. საერთაშორისო ოლიმპიურ
კომიტეტს ეს დროშა 1920 წლის ოლიმპიური თამაშების დამთავრების შემდეგ ბელგიის
ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საჩუქრად გადასცა. ასე მოხდა ზამთრის ოლიმპიური
თამაშების დროშის ირგვლივაც. 1952 წელს ნორვეგიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა
საჩუქრად გადასცა იგი სოკ-ს.
აღსანიშნავია, რომ მთავარ ოლიმპიურ სტადიონებზე ეს დროშები არ აღიმართებოდა
თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე, წინა ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი
ქალაქის წარმომადგენელი ოფიციალურ დროშას გადასცემს საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის პრეზიდენტს, რომელიც თავის მხრივ მას მომავალი ოლიმპიური თამაშების
მასპინძელი ქალაქის მერს გადასცემს. ეს დროშა ოთხი წლის მანძილზე ინახება ქალაქის
მთავარ შენობაში – მერიაში. დროშებს, რომლებიც ოლიმპიური თამაშების გახსნის
ცერემონიალზე აღიმართება, ამზადებენ ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების
ორგანიზატორი ქალაქები.

ოლიმპიური დევიზი და სიმბოლო

ოლიმპიური სიმბოლო – ხუთი გადაჯაჭვული რგოლი გამოხატავს ხუთი კონტინენტის


ერთობას.
ოლიმპიური დევიზი „Citius, Altius, Fortius” (უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო
ძლიერად), გამოხატავს ოლიმპიურ მისწრაფებას და სულისკვეთებას. ამ დევიზის ავტორია
პიერ დე კუბერტენის მეგობარი, ფრანგი მღვდელი ანრი დიდონი. დევიზი საერთაშორისო
ოლიმპიური კომიტეტის მიერ 1913 წელს იქნა მოწონებული და დამტკიცებული.
ოფიციალური ოლიმპიური ემბლემა დამტკიცებული იქნა 1920 წელს და წარმოადგენს
ოლიმპიური რგოლებისა და სხვა ელემენტების ერთიან გამოსახულებას. თავიანთ
101
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ოლიმპიურ ემბლემებს ქმნიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები და ოლიმპიური


თამაშების ჩამტარებელი საორგანიზაციო კომიტეტები. ნებისმიერი ოლიმპიური ემბლემის
გამოსახულება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის აღმასრულებელ საბჭოს. ასეთი დამტკიცება აუცილებელი წინაპირობაა ემბლემის
ნებისმიერი გამოყენებისათვის.

ოლიმპიური ცეცხლი

ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიური თამაშების ტრადიციული ატრიბუტია, რომელიც


ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. ოლიმპიური ცეცხლის მზის სხივებით (სპეციალური
ლინზების მეშვეობით) "დანთების" იდეა პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის. ეს იდეა მან 1912
წელს წამოაყენა.
ტრადიციისამებრ ოლიმპიაში, ღმერთქალ ჰერას ტაძრის ნანგრევებში ანტიკურ
სამოსელში გამოწყობილი მანდილოსნები გამადიდებელი შუშის საშუალებით მზის
სხივებისაგან ანთებენ ცეცხლს და შემდეგ ოლიმპიურ ჩირაღდანს. ოლიმპიური ჩირაღდანი
ესტაფეტის საშუალებით მიაქვთ იმ ქალაქამდე, სადაც ტარდება ოლიმპიური თამაშები.
ჩირადღნის მოგზაურობის ბოლო ეტაპზე მას გადასცემენ ოლიმპიური თამაშების
მასპინძელი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენს, რომელიც მთავარ სტადიონზე აღმართულ
ვეება ფიალაში ცეცხლს ანთებს.
ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე დანთებული ცეცხლი
თამაშების ბოლომდე უნდა ენთოს.
პირველად ოლიმპიური ცეცხლი 1918 წელს ამსტერდამის ზაფხულის ოლიმპიურ
თამაშებზე აინთო. თუმცა იგი ჩირაღდნის ესტაფეტის გარეშე მოხდა. ოლიმპიურ ცეცხლთან
დაკავშირებული ცერემონიალი პირველად 1936 წელს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე
გაიმართა.
ოლიმპიური ცეცხლის დანთება ტრადიციად იქცა ზამთრის ოლიმპიური
თამაშებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ 1952 წელს ესტაფეტამ სტარტი აიღო არა ოლიმპიაში,
არამედ ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მორგედალში.
ჩირაღდანი ანთებული იქნა იმ სახლის ბუხარში, სადაც ცხოვრობდა თანამედროვე
სათხილამურო სპორტის ფუძემდებელი ს. ნორდჰეიმი (1825-1897 წ.). სწორედ
მორგედალიდან იქნა ჩატანილი ცეცხლი 1952 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების
დედაქალაქ ოსლოში, 1956 წელს კორტინა დ’ამ-პეცოში და 1960 წელს სკვო-ველში.
1964 წელს ზამთრის ყველა ოლიმპიურ თამაშებზე ცეცხლი საბერძნეთიდან, კერძოდ
ოლიმპიიდან წამოღებული ჩირაღდნით ინთება.
1976 წელს მონრეალის თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლის მიტანა კანადის დედაქალაქ
ოტავში ანთებული ჩირაღდნით მოხდა. კოსმოსური თანამგზავრის საშუალებით ლაზერის
სხივით ოტავაში გადაიცა იმპულსი, რომელმაც აანთო ჩირაღდანი და შემდეგ ესტაფეტის
მონაწილეებმა მონრეალში ჩაიტანეს.
როგორც წესი, ჩირაღდნის ესტაფეტის ბოლო ეტაპის და მთავარი სტადიონის ფიალის
ანთების პატივი ეძლევათ სახელოვან სპორტსმენებს, ან პერსპექტიულ ათლეტებს. თუმცა
იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი აანთო იოშინორი
საკაიმ, რომელიც სპორტსმენი არ იყო, მაგრამ იგი დაიბადა 1945 წლის 6 აგვისტოს,
ხიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დღეს. ეს თავისებური აქცია იყო ატომური ომის
102
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

წინააღმდეგ. 1952 წელს ოსლოში ოლიმპიური ცეცხლი აანთო ეიგილ ნანსენმა – ცნობილი
ნორვეგიელი პოლარული მკვლევარის ფ. ნანსენის შვილიშვილმა. 1984 წელს ლოს-
ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე ცეცხლი აანთეს სახელგანთქმულმა ამერიკელმა
მძლეოსანმა – რეფერ ჯონსონმა და ლეგენდარული ჯესი ოუენსის შვილიშვილმა – ჯინა
ჰემფილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1968 წლამდე (მეხიკო) ოლიმპიური ჩირაღდნის ბოლო ეტაპზე
მიღების და შემდეგ სტადიონის ფიალაზე ცეცხლი ანთების პატივი მხოლოდ მამაკაცებს
ჰქონდათ. პირველად მეხიკოს XIX ოლიმპიურ თამაშებზე ცეცხლი 20 წლის ქალმა – ენრიკეტა
ბასილიო დე სოტელომ აანთო. ასეთი პატივი ხვდა წილად 2000 წელს სიდნეიში
ავსტრალიელ ქალს – კეტი ფრიმენს.

ოლიმპიური ფიცი

ოლიმპიური ფიცი თამაშების გახსნის ცერემონიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


რიტუალია. ფიცის ტექსტი ეკუთვნის პიერ დე კუბერტენს, რომელმაც საერთაშორისო
ოლიმპიურ კომიტეტს იგი 1913 წელს შესთავაზა.
ოლიმპიური ფიცის ტექსტი პირველად 1920 წელს ანტვერპენის VII ოლიმპიურ
თამაშებზე გაჟღერდა. ქარტიის თანახმად, მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენი ადის
ტრიბუნაზე, მარცხენა ხელში უჭირავს ოლიმპიური დროშა, მარჯვენა ხელს ზეაღმართავს და
საზეიმოდ დებს ფიცს: "ყველა სპორტსმენის სახელით გპირდებით, რომ ჩემი გუნდის
სპორტული დიდებისა და ღირსებისათვის, ჭეშმარიტი სპორტული სულისკვეთებით
მონაწილეობას მივიღებ ოლიმპიურ თამაშებში, პატივს ვცემ და დავიცავ მის კანონებს".
1968 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური ფიცი მიეღოთ ოლიმპიური თამაშების მსაჯებსაც.

ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან

/ 1952 - 2012 /

№ გვარი, სახელი სპორტის სახეობა ჩატარების ჩატარების


წელი ადგილი
1 სანეევი ვიქტორ მძლეოსნობა 1968 მეხიკო
1972 მიუნხენი
1976 მონრეალი
2 თედიაშვილი ლევან თავისუფალი ჭიდაობა 1972 მიუნხენი
1976 მონრეალი
3 ციმაკურიძე დავით თავისუფალი ჭიდაობა 1952 ჰელსინკი
4 ჯუღელი მედეა სპორტული 1952 ჰელსინკი
103
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ტანვარჯიში
5 ჩიმიშკიანი რაფაელ ძალოსნობა 1952 ჰელსინკი
6 ცალქალამანიძე მირიან თავისუფალი ჭიდაობა 1956 მელბურნი
7 კარტოზია გივი კლასიკური ჭიდაობა 1956 მელბურნი
8 შავლაყაძე რობერტ მძლეოსნობა 1960 რომი
9 ქორიძე ავთანდილ კლასიკური ჭიდაობა 1960 რომი
10 კაჭარავა ვაჟა ფრენბურთი 1964 ტოკიო
11 ასათიანი ნუგზარ ფარიკაობა 1964 ტოკიო
12 რურუა რომან კლასიკური ჭიდაობა 1968 მეხიკო
13 საკანდელიძე ზურაბ კალათბურთი 1972 მიუნხენი
14 ქორქია მიხეილ კალათბურთი 1972 მიუნხენი
15 ჩოჩიშვილი შოთა ძიუდო 1972 მიუნხენი
16 კრატასიუკი ვიქტორ ნიჩბოსნობა 1972 მიუნხენი
ბაიდარებით
17 ანპილოგოვი ალექსანდრე ხელბურთი 1976 მონრეალი
18 ლოსაბერიძე ქეთევან მშვილდოსნობა 1980 მოსკოვი
19 ბლაგიძე ვახტანგ ბერძულ-რომაული 1980 მოსკოვი
ჭიდაობა
20 ხაბარელი შოთა ძიუდო 1980 მოსკოვი
21 სალუქვაძე ნინო ტყვიის სროლა 1988 სეული
22 კეტაშვილი გელა ფეხბურთი 1988 სეული
23 გობეჯიშვილი დავით თავისუფალი ჭიდაობა 1988 სეული
24 აფციაური ვლადიმერ ფარიკაობა 1988 სეული
25 გოგოლაძე ვლადიმერ სპორტული 1988 სეული
ტანვარჯიში
26 ხახალეიშვილი დავით ძიუდო 1992 ბარსელონა
27 ხაბელოვი ლერი თავისუფალი ჭიდაობა 1992 ბარსელონა
28 კახიაშვილი კახი ძალოსნობა 1992 ბარსელონა
29 ზვიადაური ზურაბ ძიუდო 2004 ათენი
30 ასანიძე გიორგი ძალოსნობა 2004 ათენი
31 კვირკველია მანუჩარ ბერძნულ-რომაული 2008 პეკინი
ჭიდაობა
32 ცირეკიძე ირაკლი ძიუდო 2008 პეკინი
33 მინდორაშვილი რევაზ თავისუფალი ჭიდაობა 2008 პეკინი
34 შავდათუაშვილი ლაშა ძიუდო 2012 ლონდონი

გამოყენებული ლიტერატურა:
104
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

1. ასტახიშვილი. ტურიზმი. ”განათლება”, 1976.


2. კიკალიშვილი ლ., მანჯავიძე თ., ხერხეულიძე მ., ყავლაშვილი ნ. საუბრები ჯანსაღ
კვებაზე. მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაცია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრი, სს ,,სოსიეტე პუღ ლ’ ექსპორტასიონ დეს პროდუიტს ნესტლე ს.ა.“
საქ. წარმომადგენლობა ,,ს.ი.პ.ნ კავკასია’’. 2011.
3. მანჯავიძე თ., კიკალიშვილი ლ. ავტორთა ჯგუფი. მოძრავი თამაშების კრებული. (I-VI
კლასი). საქ. ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია,
საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, UNICEF. 2012.
4. მანჯავიძე თ., კიკალიშვილი ლ., ავტორთა ჯგუფი. მოძრავი თამაშები სკოლაში (I-VI
კლასი). საქ. ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია,
საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, UNICEF. 2012 .
5. მატვეევი ლ., ნოვიკოვი ა. ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა. I ტომი.
”განათლება”, 1979.
6. მატვეევი ლ., ნოვიკოვი ა. ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა. II ტომი.
”განათლება”, 1983.
7. მატვეევი ლ. სპორტული წვრთნის საფუძვლები. ”განათლება”, 1987.
8. პაჭკორია თ., მურვანიძე ე., ჭელიძე მ. ინკლუზიური განათლება. სპორტი სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. თბილისი, 2013.
9. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. რედ.
გ. კახიძე. I ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2002.
10. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. რედ.
გ. კახიძე. II ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2004.
11. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. სპორტის
თეორია. რედ. გ. კახიძე. III ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2007.
12. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. სპორტის
თეორია. რედ. გ. კახიძე. III ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2007.
13. ძაგანია გ. ოლიმპიური თამაშები. თბილისი, 2004.
14. ძაგანია გ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ისტორია. ”თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა”, 2004.
15. ძაგანია გ., ქობალია ქ., ლეჟავა ნ., უთურგაიძე მ. სპორტი (I-VI კლასები). თბილისი, 2011.

სარჩევი

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის


მასწავლებლის სტანდარტი .................................................................. Error! Bookmark not defined.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ძირითადი ცნებები ............................................................... 1
ფიზიკური კულტურის ფუნქციები ................................................................................................... 2
105
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ფიზიკური აღზრდის ამოცანები ........................................................................................................ 1


ფიზიკური აღზრდის საშუალებები ................................................................................................... 4
ფიზიკური ვარჯიში - ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება ............. 4
ფიზიკური ვარჯიშების შინაარსი და ფორმა ................................................................................... 5
მოძრაობათა მახასიათებლები ............................................................................................................ 9
ფიზიკურ ვარჯიშთა კლასიფიკაცია ................................................................................................ 11
სწავლების მეთოდები ფიზიკურ აღზრდაში.................................................................................. 12
დატვირთვა და დასვენება, როგორც ფიზიკური აღზრდის მეთოდების სპეციფიკური
კომპონენტები .................................................................................................................................. 12
თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდები ................................................................................ 13
ზოგადპედაგოგიური მეთოდები ფიზიკურ აღზრდაში .......................................................... 14
თვალსაჩინოების მეთოდები......................................................................................................... 14
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური დატვირთვა ....................................................... 16
სწავლების პროცესის წინაპირობა და ეტაპები .............................................................................. 18
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის სტრუქტურა .......................................................................... 21
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ტიპები .................................................................................... 22
მოსწავლეთა ორგანიზაციის მეთოდები ......................................................................................... 23
მეცადინეობათა გაკვეთილებრივი ფორმის მრავალფეროვნება .... Error! Bookmark not defined.
გაკვეთილის სიმკვრივის განსაზღვრა (ქრონომეტრაჟი) .............................................................. 25
მოტორული განვითარება .................................................................................................................. 26
ფიზიკური მომზადება ....................................................................................................................... 26
ძალის განვითარების თავისებურებანი ფიზიკური მომზადების პროცესში ...................... 26
სისწრაფის განვითარების თავისებურებანი ფიზიკური მომზადების პროცესში .............. 27
მოქნილობის განვითარება............................................................................................................. 28
სიმარჯვის განვითარეაბა ............................................................................................................... 29
კოორდინაციული უნარიანობის განვითარება .......................................................................... 30
გამძლეობის განვითარება .............................................................................................................. 31
აერობული და ანაერობული ვარჯიშები ........................................................................................... 9
ტერმინოლოგია მძლეოსნურ და ტანვარჯიშულ სახეობებში..................................................... 32

106
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019
ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის

ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და მისი ძირითადი პრინციპები ............................................. 36


ტანადობის განვითარება ................................................................................................................... 39
ტანადობის განმსაზღვრელი ფაქტორები ................................................................................... 40
ტანადობის ტიპები და მათი დარღვევების მიზეზები ............................................................. 41
ტანადობის განვითარების მეთოდიკის საფუძვლები .............................................................. 44
მოძრავი თამაშები ............................................................................................................................... 47
დაზღვევა და დახმარება .................................................................................................................... 50
მოსწავლეთა ფსიქოლოგიური ასაკობრივი თავისებურებები ....... Error! Bookmark not defined.
ტურისტულ ღონისძიებათა ორგანიზაცია ..................................................................................... 52
რაციონალური კვება ........................................................................................................................... 53
მიზნები და ამოცანები .................................................................................................................... 53
საკვების 5 ძირითადი ჯგუფი ....................................................................................................... 54
პირადი ჰიგიენა: სხეულის მოვლის წესები და პროცედურები .................................................. 57
მავნე ჩვევები ........................................................................................................................................ 60
პ ირველადი სამედიცინო დახმარება .............................................................................................. 62
უსაფრთხოება ...................................................................................................................................... 77
ინკლუზიური განათლება ................................................................................................................. 84
ოლიმპიური თამაშები ძველ საბერძნეთში..................................................................................... 96

107
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2019

You might also like