You are on page 1of 29

ფსიქოლოგიისა და განათლების

მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადამიანის განვითარება 1

ლექცია 13
მანანა მელიქიშვილი
2020
სასწავლო მასალა

 ფიზიკური და მოტორული განვითარება შუა ბავშვობაში

 კოგნიტური განვითარება შუა ბავშვობაში: კონკრეტული


ოპერაციების სტადია

 მეხსიერება და მეტა მეხსიერება

 სწავლის დარღვევები
ფიზიკური ზრდა და ცვლილება
 შუა ბავშვობა დასავლურ ქვეყნებში 6-დან 12-წლამდე ასაკობრივ პერიოდს მოიცავს.

 შუა ბავშვობის განმავლობაში ზრდა უფრო ნელი და მყარია, ვიდრე სიცოცხლის


პირველი 2 წლის განმავლობაში, სანამ დადგება მოზარდობის ზრდის აფეთქება,
რომელიც გოგოებისთვის დაახლოებით 9 წლის ასაკისთვის იწყება, ხოლო
ბიჭებისთვის – დაახლოებით 11 წლისთვის.

 მზარდი ტკივილები დამახასიათებელია მოზარდი ბავშვებისათვის, რადგან მწიფდება


ძვლოვანი სისტემა. შუა ბავშვობის განმავლობაში მუდმივი კბილები იწყებს ამოსვლას.

 ტვინის განვითარება გრძელდება შუა ბავშვობის განმავლობაში, როცა ზოგიერთი


ნეირონი აგრძელებს გაყოფას, სხვები კი მცირდება. ლატერალიზაცია უფრო ნათელი
ხდება და მიელინიზაციის პროცესი გრძელდება მთელი შუა ბავშვობის განმავლობაში.
მოტორული უნარების განვითარება
 შუა ბავშვობის განმავლობაში, მსხვილი მოტორული უნარები აგრძელებენ
განვითარებას, მზარდ ფიზიკურ ძალასთან ერთად.

 შუა ბავშვობის პერიოდში ბიჭები უფრო სპორტულები არიან ვიდრე


გოგონები, თუმცა ფიზიკურ უნარებში გენდერული განსხვავებების
უმეტესობას ყველაზე მეტად პრაქტიკა და კულტურული მოლოდინები
ხსნიან.

 ასევე ვითარდება ნატიფი მოტორული უნარები. რომლებიც, სხვა


შესაძლებლობებთან ერთად, უკეთეს ხელწერას განაპირობებენ.

 მხედველობით-მოტორული კოორდინაცია ვარჯიშით უმჯობესდება. ეს


ბავშვებს საშუალებას აძლევს, დახატონ უფრო და უფრო რთული ფორმები.
კოგნიტური განვითრება

კონკრეტულ-ოპერაციული აზროვნება

 კოგნიტური განვითარების მესამე საფეხური იწყება დაახლოებით 5-7 წლისთვის.

 აზროვნება ნაკლებად ინტუიტური და ეგოცენტრული და უფრო მეტად ლოგიკური


ხდება.

 კონკრეტულ-ოპერაციულ პერიოდში ბავშვების აზროვნება უფრო შექცევადი,


მოქნილი და რთული ხდება. ბავშვები პრობლემის გადაჭრაში იწყებენ
მეტყველებაზე, როგორც დამხმარე საშუალებაზე, დაყრდნობას და ისინი იძენენ
შენახვის/კონსერვაციის უნარს. მიუხედავად ამისა, მათი აზროვნება ჯერ კიდევ
კონკრეტული მაგალითებითაა შეზღუდული; ისინი ჯერ არ დაუფლებიან
აბსტრაქტულ იდეებსა და ურთიერთკავშირებს.
კონკრეტულ-ოპერაციული აზროვნება

 ბავშვები საგნის ერთზე მეტ ასპექტს ამჩნევენ და პრობლემების


გადაჭრისათვის ლოგიკას იყენებენ.

 უჩნდებათ ლოგიკური აზროვნების ნიშნები, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ


კონკრეტულია;

 იშვიათად იყენებენ კავშირს: მსჯელობა-დასკვნა. მთავარ როლს ბავშვის


შემეცნებაში ასრულებს მეხსიერება, ამიტომ ბავშვები ხშირად იყენებენ
ანალოგიით მსჯელობას;

 6-7 წლის ასაკის ბავშვისთვის ჯერ კიდევ დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი;

 დამახასიათებელია ისეთი კოგნიტური სქემების განვითარება, როგორებიცაა


შექცევადობა, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, სერიაცია;
კონკრეტულ-ოპერაციული აზროვნება
 ეუფლება შექცევადობის ოპერაციას- გაგება იმისა, რომ ყველა ფიზიკური, თუ
გონებრივი მოქმედება შეიძლება იყოს შექცევადი; ობიექტი შეიძლება დაუბრუნდეს
პირვანდელ მდგომარეობას.

 ეუფლება სერიაციის ოპერაციას- უნარი, დააწყო ობიექტები მათი ზრდის, ან კლების


მიხედვით.

 უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნების პროცესი შედგება - კონკრეტული


ელემენტებისაგან (ობიექტი, მიმართება, ზომა), კონკრეტული ოპერაციებისგან
(მიმატება, გამოკლება) და წესებისაგან- აღწერს ამ ოპერაციების შესრულების ხერხებს.

 ძირითადი კოგნიტური ამოცანაა კლასების, მიმართებებისა და რაოდენობის ცნების


დაუფლება. ბავშვს შეუძლია ერთდროულად მხოლოდ 2 კლასით, მიმართებით, ან
რიცხვითი მაჩვენებლით ოპერირება.
მეხსიერება და მეტამეხსიერება
 შუა ბავშვობაში ბავშვები უფრო დახვეწილ ინტელექტუალურ პროცესებს
ავითარებენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ, აკონტროლონ მათი
აზროვნება, მეხსიერება, ცოდნა, მიზნები და მოქმედებების უნარი.
 ბავშვების მეხსიერების სტრატეგიები და მეთოდები, რომელთაც კონტროლის
პროცესები ეწოდება, ასაკთან ერთად უმჯობესდება.
 ადრეულ ბავშვობაში, ბავშვები დასამახსოვრებლად უყურებენ მასალას და
იმეორებენ მას. მოგვიანებით, ისინი სწავლობენ მასალის კატეგორიებში
ორგანიზებას და გარკვეული ნივთების დასამახსოვრებლად, შეიძლება შექმნან
მოთხრობები ან ვიზუალური ხატები.
 მეტაკოგნიცია - ინტელექტუალური პროცესი, რომელიც ადამიანებს მათი
აზროვნებისა და მეხსიერების გაკონტროლების საშუალებას აძლევს; აზროვნება
აზროვნების შესახებ.
 აზროვნებისა და მეხსიერების კონტროლის უნარი, დაახლოებით, 6 წლის ასაკში
იწყება და უფრო სრულყოფილად 7-10 წლის ასაკში ჩნდება.
მეტყველების განვითარება
 შუა ბავშვობაში, ენის უფრო კომპლექსურ გამოყენებასთან ერთად,
გაფართოებას აგრძელებს სიტყვათა მარაგი და ბავშვები ეუფლებიან უფრო
და უფრო რთულ გრამატიკულ სტრუქტურებსა და მეტყველების უფრო
დახვეწილ გამოყენებას.

 სკოლაში გამოყენებული მეტყველების უფრო რთული და დამუშავებული


ფორმების ბავშვზე ზემოქმედებით, ბავშვების აზროვნების პროცესები უფრო
იხვეწება და ფართოვდება. იმის გამო, რომ მეტყველება და აზროვნება
ახლო ურთიერთკავშირში არიან, ფორმალური მეტყველების სისტემები
შეიძლება, ასევე, მონაწილეობდეს იმაში, თუ ბავშვები როგორ ააგებენ
მათემატიკურ ან მეცნიერულ პრობლემებს სკოლაში.

 ენის გამოყენება მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის კულტურის გადასაცემად.


წიგნიერება
 კულტურათა უმეტესობაში, შუა ბავშვობა წიგნიერებაზე – კითხვისა და წერის უნარებზე –
ორიენტირებით იწყება.
 შუა ბავშვობაში კითხვისა და წერის უნარების განვითარება რთული,
მრავალგანზომილებიანი პროცესია. იგი ეყრდნობა ტვინის განვითარებას, მაგრამ,
ამასთანავე, სოციოკულტურული კონტექსტიდანაც წარმოიქმნება .
 მთლიან-ენობრივი მიდგომების მიხედვით, კითხვა და წერა წიგნიერების ის უნარებია,
რომლებიც უფრო ადრეული ენობრივი უნარებიდან ვითარდება და მათზე გავლენას
სოციოკულტურული კონტექსტი ახდენს.
 ბავშვები წიგნიერების საფუძვლებს მშობლებთან, დედმამიშვლებთან, მასწავლებლებსა
და თანატოლებთან ურთიერთობისას იძენენ.
 მიუხედავად იმისა, რომ ბგერების დასწავლა მნიშვნელოვანია, კითხვა უფრო მეტია,
ვიდრე უბრალოდ ასოებისა და სიტყვების გაშიფვრა; წერა უფრო მეტია, ვიდრე
სიტყვებისა და სასვენი ნიშნების სწორი მართლწერა. სწორედ ისე, როგორც სოციალურ
კონტექსტში სახეზეა კომუნიკაცია ან პრობლემის გადაჭრა, ბავშვები კითხვასა და წერას
სოციალურ გარემოში სწავლობენ.
ინტელექტში ინდივიდუალური განსხვავებები
 ინტელექტის ტესტებში ბავშვების ქულებს ხშირად მნიშვნელოვანი შედეგები
აქვთ მათი საგანმანათლებლო და სოციალური შესაძლებლობებისთვის.
 ინტელექტის პირველი ტესტები განკუთვნილი იყო ბავშვების სასკოლო
წარმატების პროგნოზირებისთვის და ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ
მსჯელობის, დასკვნის, მეხსიერებისა და გაგება/ გააზრების უნარებზე.
 დღეისთვის, ინტელექტის ორი საყოველთაოდ გამოყენებული ტესტია
სტენფორდ-ბინეს ინტელექტის სკალა, რომელიც ბინეს საწყისი ინტელექტის
ტესტის გადასინჯული ვარიანტია და ვექსლერის ტესტები.
 ტესტის ქულები ბავშვის ძირითადი ინტელექტის სრულყოფილი საზომები არ
არის. ინტელექტის ტესტები არ არის სრულყოფილად სანდო, გარემოს
ფაქტორებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქულებზე, ტესტები არ აფასებენ
ინტელექტის ყველა ასპექტს, ტესტები მხოლოდ ერთი ნიმუშია ქცევისა,
რომელიც მიღებულია დროის მოცემულ მომენტში.
კულტურა და ინტელექტი
 მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტს ხშირად იყენებენ ცალკეული პიროვნული
ნიშნის გააზრებისთვის, ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსი მას განიხილავს,
როგორც რამდენიმე განსხვავებული უნარისგან შემდგარს. პიროვნების
კულტურაში არსებულ მოთხოვნებზე დაყრდნობით, უნართა გარკვეული სახეობანი
შეიძლება იყოს უფრო მეტად, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი.

 როცა საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენელი ბავშვების ტესტის საშუალო


ქულებს ადარებენ დაბალი ფენის წარმომადგენელი ბავშვების ქულებს,
ეკონომიკურად განვითარებული ჯგუფის ბავშვების ქულები, როგორც წესი, უფრო
მაღალია.

 ეროვნება არ წარმოადგენს ინტელექტის განმსაზღვრელ ფაქტორს, თუმცა


კულტურა ალბათ – კი!
სწავლა და აზროვნება სკოლაში
 ბევრი სკოლა ყურადღებას ამახვილებს ქცევის შესაფერის წესებზე, თუმცა ბავშვები
უფრო მეტს მაშინ სწავლობენ, როცა მასწავლებლები მეტ დროს სწავლებასა და
სწავლას უთმობენ და ნაკლებ დროს კი – წესრიგის დაცვას.

 განსაკუთრებით სასარგებლო მიდგომაა მოსწავლეების მცირე ჯგუფურ პროექტებსა


და აქტივობებში განაწილება, რაც ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრის უნარების
განვითარებას და ზრდის თვითშეფასებას, განსაკუთრებით გოგოებში.

 სასკოლო წარმატებაზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს, მათ შორისაა მოსწავლეების


მიღწევის მოტივაცია - დასწავლილი მისწრაფება, რომელიც გულისხმობს
წარმატებისა და უპირატესობისკენ მათ მდგრადობას. ინდივიდის მიღწევის
მოტივაციის დონეზე გავლენა აქვს კულტურას, ისევე, როგორც ოჯახურ
ღირებულებებს.
სწავლა და აზროვნება სკოლაში
 როგორც ჩანს, ინტელექტუალურ უნარებში არსებობს გარკვეული გენდერული
განსხვავებები, თუმცა ისინი ახლა უფრო მცირეა, ვიდრე ეს 40 წლის წინ იყო.
ეს განსხვავებები შესაძლოა ტვინში სქესთა შორისი განსხვავებებით იყოს
განპირობებული, მაგრამ გენდერული საფუძვლის მქონე სოციალური
მოლოდინებიც, უდავოდ, თავის როლს ასრულებენ.

 მშობლებს შეუძლიათ მათი შვილების აკადემიური წარმატების წაქეზება


მხარდამჭერი გარემოს შექმნით, განათლების მნიშვნელობაზე ხაზგასმითა და
თვითშეფასებისა და თვითეფექტურობის განვითარების წახალისებით.
ბავშვები, ასევე, სარგებელს იღებენ მაშინ, როცა მშობლები ყურადღებას
უფრო მეტად ძალისხმევაზე ამახვილებენ, ვიდრე უნარზე, როგორც
აკადემიური წარმატების მისაღწევ საშუალებებზე.
ინტელექტუალური და განვითარების
უნარშეზღუდულობები
 ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა - დარღვევა, რომელიც ხასიათდება
საშუალოზე გაცილებით დაბალი ინტელექტუალური ფუნქციონირებითა და
შეზღუდული თვითმომსახურების უნარჩვევებით, რომელიც 18 წლის ასაკიდან
იწყება; ადრე უწოდებდნენ „გონებრივ ჩამორჩენილობას“.
 თუ უნარშეზღუდვა ძალიან მწვავე არ არის, ინტელექტუალური
უნარშეზღუდულობის შესახებ დიაგნოზი, როგორც წესი, ბავშვის სკოლაში
შესვლის პერიოდისთვის დაესმევა, როცა ახალი მოვლენების დასწავლის
სირთულე უფრო აშკარა ხდება.
 ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა შეიძლება გამომდინარეობდეს
რამდენიმე ასეული განსხვავებული მიზეზიდან ნებისმიერისგან, თუმცა მათგან
სამი ყველაზე მეტად გავრცელებულია – დაუნის სინდრომი, ნაყოფის
ალკოჰოლური სპექტრის აშლილობა (fetal alcohol spectrum disorder / FASD) და
მყიფე X-სინდრომი.
 ინტელექტუალური უნარშეზღუდვის მიზეზი ზოგჯერ ბიოლოგიურია, ზოგჯერ კი
გარემო მიზეზებითაა პროვოცირებული.
ინტელექტუალური და განვითარების უნარშეზღუდულობები

 იშვიათ შემთხვევებში ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა შეიძლება


სოციალური დეპრივაციისგან გამომდინარეობდეს, თუმცა, როგორც წესი,
ბავშვთა მიმართ ცუდი მოპყრობა შედარებით მსუბუქ დარღვევაში აისახება,
ვიდრე უნარშეზღუდვის დიაგნოზში.

 ბევრ შემთხვევაში, ინტელექტუალური უნარშეზღუდვის მიზეზი უცნობია.

 კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ


ინტელექტუალური უნარშეზღუდულობების მქონე ადამიანებს გარკვეული
შეზღუდვები აქვთ, მათ შესაძლოა, უკეთ შეძლონ გარკვეულ კონტექსტებთან
მინიმალური დახმარებით ადაპტაცია, მაგრამ სხვა პირობებში ბევრად
უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ.
სწავლის დარღვევები
 სწავლის დარღვევები - დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეული
კონკრეტული აკადემიური უნარების, მაგრამ არა – სხვების, შეძენაში
სირთულესთან, ნორმალური ინტელექტისა და სენსორული ან მოტორული
უნარშეზღუდულობების არარსებობის მიუხედავად; შეიძლება ისეთ სფეროებში
ჰქონდეს ადგილი, როგორებიცაა კითხვა, წერა ან მათემატიკა.
 სწავლის დარღვევის მქონე ბავშვებს შესაძლოა, ჰქონდეთ საშუალო ან
საშუალოზე მაღალი ზოგადი ინტელექტუალური უნარი და არანაირი სენსორული
ან მოტორული უნარშეზღუდულობები; თუმცა, ისინი შესაძლოა აკადემიური
თვალსაზრისით, დიდ ძალისხმევას საჭიროებენ გარკვეულ სფეროში.
 ტრადიციული მიდგომა ცნობს სწავლის დარღვევების სამ ძირითად კატეგორიას:
 კითხვის დარღვევა
 წერითი გამოხატვის დარღვევა
 მათემატიკური დარღვევა
სწავლის დარღვევები
 დისლექსია (ბერძ. „dys“ ნიშნავს მცირეს, „lexis“ ნიშნავს სიტყვებს) პირველად
აღწერა კ.მორგანმა და ჯ.ჰინშელვუდმა , მე-20 საუკუნის დასწაყისში.

 დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით ნიშნავს კითხვის უნარის დაქვეითებას, ფართო


მნიშვნელობით კი მეტყველებით გაშუალებული დასწავლის უნარის დაქვეითებას,
რომელიც ხასიათდება კითხვის, წერის და ზეპირი მეტყველების პრობლემებით.

დისლექსიის სახეები:

o გენეტიკური (მემკვიდრეობითი) დისლექსია

o პრობლემები პრენატალური განვითარებისას და მშობიარობისას

o შეძენილი დისლექსია
სწავლის დარღვევები
დისგრაფია- წერის უნარ-ჩვევების დარღვევა.
მოსწავლეები სირთულეებს აწყდებიან წერის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე:
 უჭირთ ასოს გრაფიკული გამოსახულების ზუსტი დამახსოვრება
 უჭირთ ასოს გრაფიკული გამოსახულების სწორად მოხაზვა
 უშვებენ შეცდომებს მსგავსი მოყვანილობის ასოების გამოხაზვისას
 ასოს რვეულის სიბრტყეში და ხაზებს შორის მოთავსებისას
 სიტყვების ჩაწერისას ტოვებენ, ანაცვლებენ ასოებს ან არ ასრულებენ სიტყვას
 წინადადებების ჩაწერისას ტოვებენ სიტყვებს
 წერისას აღენიშნებათ სხეულის უჩვეულო პოზა
 შეძლიათ ნებისმიერი სიტყვის გადმოწერა, მაგრამ უჭირთ განსაზღვრა, თუ რა
სიტყვა დაწერეს
სწავლის დარღვევები
დისკალკულია- სირთულეები მათემატიკური უნარ-ჩვევების ათვისებაში, რაც
სხვადასხვა სახით ვლინდება:
 მოსწავლეს უჭირს ციფრების სვეტებში განლაგება (ქვეშ მიწერა), უკუღმა წერს
ციფრებს
 მოსწავლე ხშირად წერს უფორმო, დიდ ციფრებს
 მოსწავლე არასწორად კითხულობს მათემატიკურ ნიშნებს, ავიწყდება სიმბოლოები
 მოსწავლეს მიმატება-გამოკლების დროს ავიწყდება დამახსოვრებული ციფრები
 მოსწავლე ასრულებს ერთი სახის მოქმედებას, როდესაც საჭიროა სხვა სახის
მოქმედება
 მოსწავლეს არ შეუძლია ძირითადი მათემატიკური წესების გახსენება და არ ესმის
ძირითადი მათემატიკური ტერმინები, როგორცაა: დაჯგუფე­ბა, გამოკლება,
მიმატება და ა.შ
 მოსწავლეს ვერ ხვდება, თუ რატომაა მისი პასუხი არასწორი ისეთი მაგალითების
ამოხსნისას, როგორიცაა: 9-6=15 ან 4+3=43.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომი (Attention


Deficit Hyperactivity Disorder)- ბავშვებში (გადადის მოზარდობასა და
მოზრდილობის ასაკშიც) გავრცელებული ნეირობიოლოგიურ და ქცევით
დარღევევა; ზოგადად დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა
და ჰიპერაქტიურობა.
 ADHD-ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი:
 ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე.
 ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი განსხვავებულია
სირთულის ხარისხების მიხედვით:
 სუსტი
 საშუალო
 მძიმე
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის
შეფასების კრიტერიუმები:
ჰიპერაქტიურობა:
 ხშირად ცქმუტავს.
 მუდმივად მოძრაობაშია.
 არ შეუძლია წყნარად ჯდომა, გამუდმებით წრიალებს.
 ჯდომისას ამოძრავებს ხელებს, ფეხებს, ხელს კიდებს ყველაფერს.
 არ ფიქრობს, სანამ რაიმეს ჩაიდენს.
 ხშირად ყვირის უადგილოთ და იძლევა არაადექვატურ პასუხებს.
 უცებ წამოხტება და გარბის.
 ვერ იცავს რიგითობას, უჭირს წესების დაცვა.
ზემოთ ჩამოთვლილი 6 ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს 6 თვის
განმავლობაში, იმ ხარისხით, რომ ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან
ადაპტაციაში.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის შეფასების კრიტერიუმები:

უყურადღებობა:
 უჭირს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება და მალე გადადის ერთი
საქმიანობიდან მეორეზე.
 უჭირს რუტინული სამუშაოს შესრულება.
 ხშირად არის გაფანტული. რჩება შთაბეჭდილება, რომ არ გისმენს, როცა მას
მიმართავ.
 ხშირად კარგავს ნივთებს.
 ერთდროულად იწყებს რამდენიმე აქტიობას და ვერ ასრულებს ბოლომდე.
 უჭირს დავალების ბოლომდე შესრულება.
 არ მოსწონს დავალებები, რომელიც ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს.
 გულმავიწყია.
 გარე სტიმულები ადვილად იწვევს ყურადღების გადახრას.
ADHD სინდრომთან დაკავშირებული პრობლემები:
 ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში

 პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში

 დაბალი თვითშეფასება

 უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ

 ქცევის პრობლემები

 ნეგატიური დამოკიდებულება მშობლების მიმართ

 ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ

 აგრესიულობა
აუტისტური სპექტრის აშლილობა
 აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) სიმწვავის განსხვავებული დონეების
მქონე მონათესავე აშლილობათა ჯგუფი, რომელიც ადრეულ ბავშვობაში
ვლინდება და მოიცავს დარღვევებს სოციალურ ურთიერთქმედებაში,
კომუნიკაციასა და ქცევაში.
 აუტიზმი - აუტისტური სპექტრის აშლილობის ყველაზე მწვავე ფორმა; მოიცავს
მნიშვნელოვან დარღვევებს სოციალურ ურთიერთქმედებაში, კომუნიკაციასა და
ქცევაში.
 ASD-ის სიმპტომები 3 წლამდე ასაკში ჩნდება, მაგრამ ნაკლებად მწვავე
ფორმების დიაგნოზირება ხშირად შუა ბავშვობაში ხდება.
 ამ აშლილობების განმასხვავებელი სიმპტომები მოიცავს დარღვევებს
 სოციალურ ურთიერთქმედებაში
 კომუნიკაციაში
 ქცევაში
აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული
სიმპტომები
სოციალური ურთიერთქმედება
 დარღვევა არავერბალური ჟესტების გამოყენებაში იმისთვის, რომ წამოიწყოს და
შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები;

 არანაირი რეაგირება, როცა მიმართავენ სახელით;

 არანაირი ღიმილი, ან სოციალური რეაქტიულობა/ მგრძნობიარობა;

 დამეგობრების უნარის დარღვევა;

 სოციალური ან სიმულაციური თამაშის მიმართ მცირე, ან არანაირი ინტერესი;

 თვალით სუსტი კონტაქტი;

 ორმხრივ ურთიერთქმედებებში სხვებთან ერთად მცირე ან არანაირი ჩართულობა


აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული
სიმპტომები

კომუნიკაცია

 1 წლის ასაკისთვის არანაირი ტიტინი ან მითითება;

 16 თვისთვის არანაირი ცალკეული სიტყვები;

 2 წლისთვის არანაირი ორსიტყვიანი ფრაზები;

 დარღვევა სხვებთან საუბრის წამოწყებისა და შენარჩუნების უნარში;

 ენის სტერეოტიპული ან განმეორებითი გამოყენება.


აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული
სიმპტომები
ქცევა

 სათამაშოებისა ან საგნების ზედმიწევნით ჩამწკრივება;

 ორიენტირება საგნების მცირე ნაწილებზე, თავად საგნებზე ორიენტირების


ნაცვლად;

 სტერეოტიპული ან შეზღუდული პატერნებით დაინტერესება (მაგ.; ღილებით


ან ელვაშესაკრავებით გატაცება, ობიექტების მოძრაობით მოხიბვლა);

 ახალ რუტინებთან/დადგენილ პრაქტიკებთან შეგუებაში სიხისტე;

 განმეორებითი მოძრაობა (მაგ.; ტრიალი, ქანაობა, ხელების ქნევა,


მთლიანი სხეულის მოძრაობები).
აუტისტური სპექტრის აშლილობა

 იმისთვის, რომ დაისვას ASD-ს დიაგნოზი, სიმპტომები წარმოდგენილი უნდა


იქნას 3 წლის ასაკამდე.
 ამ აშლილობის უფრო სუსტ ფორმაში, რომელიც გულისხმობს ასპერგერის
სინდრომს, მშობლებმა შესაძლოა არ შეაფასონ ბავშვი განვითარების
შედარებით გვიან ეტაპამდე.
 მეცნიერები დარწმუნებულნი არ არიან, თუ რა იწვევს აუტიზმს, თუმცა აშკარად
ჩანს, რომ გენები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
 უცნობი მიზეზების გამო, გოგონებთან შედარებით, 5-ჯერ უფრო მეტადაა
მოსალოდნელი, რომ ბიჭებს დაესვათ აუტიზმის დიაგნოზი.
 მკურნალობა, როგორც წესი, მოიაზრებს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის
გარკვეულ ფორმას, რაც გულისხმობს, უკეთესი სოციალური და სამეტყველო
უნარების განვითარებისთვის, ბავშვის წვრთნას განმტკიცების გამოყენებით და
შემდეგ, პროგნოზირებადი გარემო პირობების შექმით, რომელშიც ეს
განმტკიცებები შენარჩუნებულია.

You might also like