You are on page 1of 1

პირადი პლანეტებია (ის რაც ჩვენს შიგნით მიმდინარეობს ) : მზე, მთვარე, მერკური, ვენერა ,

მარსი (ნაწილობრივ).

სოციალური პლანეტებია (ის რაც ჩვენს გარეთ მიმდინარეობს, გარეთ გამოიხატება


სოციუმში) - იუპიტერი, სატურნი.

მზე- ადამიანის ნება, ადამიანის ეგო. ჩვენი იდენტობა, ვინ ვარ მე? რასთან მაქვს საკუთარი
იდენტობები. ის, რასაც საკუთარ თავზე ვაცნობიერებთ. როცა ადამიანს კითხავ როგორი ხარ
ის ძირითადად მზის ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს ჩამოთვლის. მზეა ჩვენი ინდივიდუალიზმი ,
ჩვენი უნიკალურობა.

მთვარე- ადამიანის ადაპტაცია, ქვეცნობიერი, ხშირად მეხსიერებაც , ჩვენი ემოციები ,


სურვილები, მოთხოვნილებები- პირველადი მოთხოვნილებები: უსაფრთხოება, ფიზიკური
მოთხოვნილებები, რომ გადავრჩეთ, ვიარსებოთ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.

მერკური- შუამავალი, შიკრიკი. მედიატორის ფუნქციის შემსრულებელი. კომუნიკაციები ,


ურთიერთობები, ინფორმაცია და მისი გადატანა, გავრცელება. მენტალური მხარე .
სიმბოლური მხარე გამოხატული მეტყველებით. იდეებისთვის სიმბოლური ფორმის მიცემა ,
იდეების გამოხატვა.

ვენერა- ადამიანის შინაგანი ეთიკა/მორალი/პრინციპები. რა მომწონს და რა არ მომწონს.


როგორ აღვიქვამ რაიმეს ესთეტიური და მორალური მნიშვნელობით და რა არის მისაღები
ჩემთვის. რა მიყვარს და რა არ მიყვარს.

მარსი- ენერგია, ქმედება. მოქმედება. მზის ნების შემსრულებელი, რომელიც დაეფუძნა


მთვარის მოთხოვილებას, მერკურში გონებრივად გადამუშავდა , მერე ვენერამ მორალურად
შეაფასა და ბოლოს მარსმა განახორციელა ქმედების სახით.
შემსრულებელი/აღმასრულებელი.

იუპიტერი- განვითარება, გაფართოება, წინსვლა. სოციალური ეთიკა, თუ ვენერა შინაგანი


ეთიკა იყო, იუპიტერი აჩვენებს ინდივიდის სოციალურ ეთიკას.

სატურნი- სტრუქტურა, ფორმის მიცემა, ორგანიზება. შემზღუდველი იმ გაგებით, რომ


როგორც კი რაიმეს ფორმას აძლევ ის თავისი ჩარჩოებით უკვე შეიზღუდა გარკვეუწილად . ეს
შეზღუდვა უფრო ფორმალური და სოციალურია, რომელიც გულისხმობს უკვე
საზოგადოებრივი ნორმების, წესების დ ინსტიტუტების სახით შეზღუდვას .

You might also like