You are on page 1of 16

afeqturi sferos

aSlilobebi

MAC GEORGIA
2017 წელი
სარჩევი

აფექტური სფეროს აშლილობები ................................................................................................................ 2


დეპრესია .......................................................................................................................................................... 2
სიმპტომები ................................................................................................................................................. 2
რისკ ფაქტორები ......................................................................................................................................... 3
მკურნალობა და თერაპია.......................................................................................................................... 4
დეპრესია ბავშვებში ................................................................................................................................... 4
ბავშვებში დეპრესიის სიმპტომები.......................................................................................................... 5
ბავშვთა დეპრესიის მიზეზები................................................................................................................. 5
დეპრესიის დიაგნოსტირება ბავშვებში .................................................................................................. 6
მკურნალობა ................................................................................................................................................ 6
რეკომენდაციები......................................................................................................................................... 6
ბიპოლარული აშლილობა ............................................................................................................................ 7
მანიაკალური ფაზის სიმპტომები ........................................................................................................... 8
ბიპოლარული აშლოლობა ბავშვებში ..................................................................................................... 8
მახასიათებლები ბავშვებსა და მოზარდებში ........................................................................................ 8
მიზეზები ..................................................................................................................................................... 9
მკურნალობა .............................................................................................................................................. 10
სუიციდი ........................................................................................................................................................ 10
რისკ-ფაქტორები ...................................................................................................................................... 10
რეკომენდაციები....................................................................................................................................... 12
შიზოფრენია .................................................................................................................................................. 13
შიზოფრენიის მახასიათებლები ............................................................................................................ 14
ძირითადი სიმპტომები ........................................................................................................................... 14

1
აფექტური სფეროს აშლილობები

დეპრესია
დეპრესია მიეკუთვნება აფექტური სფეროს აშლილობების ჯგუფს. ეს არის კლინიკური
მდგომარეობა, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ
ცხოვრებასა და ფუნქციონირებაზე. დეპრესია უფრო ხშირად ვლინდება ზრდასრულ
ასაკში, თუმცა მისი იდენტიფიკაცია ხდება, ასევე, ბავშვობისა და მოზარდობის
პერიოდშიც.

დეპრესიის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მიერ და


ემყარება მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლებიც სპეციალურ
სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოებშია მოცემული.

დეპრესიის სიმპტომები უკავშირდება ადამიანის როგორც ემოციურ (აფექტურ), ასევე,


ფიზიკურ და კოგნიტურ (შემეცნებით) ფუნქციონირებას.

დეპრესიის სიმპტომები
o მკვეთრად დაწეული გუნება-განწყობა დროის უმეტეს ნაწილში
o სევდის ,,შინაგანი სიცარიელის“ სუბიექტური განცდა
o უიმედობის განცდა, პესიმიზმი და ადვილი გაღიზიანებადობა
o საკუთარი თავის დადანაშაულების (თვითბრალეულობის) და უსუსურობის,
საკუთარი თავთან დაკავშირებული არასრულფასოვნების განცდები
o დაბალი თვითშეფასება
o სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება (ანჰედონია) იმ ტიპის აქტივობებისგან,
რომლებიც ჩვეულებრივ, სიამოვნების მომგვრელი იყო ინდივიდისთვის
o ინტერესების დაქვეითება დღის განმავლობაში მიმდინარე ყველა ან თითქმის ყველა
მოვლენის მიმართ
o ენერგიის დაქვეითება ან არქონა თითქმის ყოველდღიურად
o საუბრის და ზოგადად მოქმედებების და რეაქციების შენელებული ტემპი
o მომატებული შფოთვა და ხშირი მოუსვენრობა
o ყურადღების კონცენტრაციის, დამახსოვრებასა და გადაწყვეტილების მიღებასთან
დაკავშირებული სირთულეები
o მომატებული ძილიანობა ან პირიქით, უძილობა თითქმის ყოველდღიურად
o მადის მატება, ან პირიქით უკიდურესი დაქვეითება, რასაც თან ახლავს წონის
მკვეთრი ცვლილებები

2
o ფიზიკური ტკივილის შეგრძნებები, როგორიცაა, მაგალითად, თავის ან კუჭის
ტკივილი. როგორც წესი, მსგავსი ჩივილები არ ექვემდებარება მკურნალობას და
სიმპტომები კლებულობს დეპრესიის დაძლევის კვალდაკვალ
o ფიქრები სიკვდილის ან თვითმკვლელობის შესახებ

დეპრესიის დიაგნოსტორებისთვის არ არის აუცილებელი ყველა აღნიშნული


სიმპტომის არსებობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს
მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

დეპრესიის გამომწვევი რისკ ფაქტორები

თანამედროვე კვლევების მიხედვით დეპრესის გამომწვევ მიზეზებად მიჩნეულია


გენეტიკური, ბიოლოგიური, გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა,
რომლებიც ურთიერთზემოქმედების შედეგად გავლენას ახდენენ აღნიშნული
კლინიკური მდგომარეობის აღმოცენებაზე.

ცხვორებისეული მოვლენები
კვლევები ადასტურებენ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული
გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად: ხანგრძივი
უმუშევრობა, ძალადობრივ და არამზრუნველ გარემოში ცხოვრება, ხანგრძლივი
დროით სოციალური იზოლაცია ან სიმარტოვე, სამსახურებრივი სტრესი... ამდენად,
მიმდინარე ნეგატიური მოვლენა, მაგალითად სამსახურის დაკარგვა, ან ამგვარი
მოვლენების ერთობლიობა შესაძლოა, იქცეს დეპრესიის განმაპირობებელ რისკ
ფაქტორად, თუკი მასთან ერთად არსებობს წარსული ნეგატიური გამოცდილების ან
პიროვნული რისკ ფაქტორების ზემოქმედების ალბათობაც.

პიროვნული ფაქტორები
ოჯახური ისტორია - ზოგიერთ შეთხვევაში არსებობს გენეტიკური ფაქტორებით
გამოწვეული დეპრესიის გამოვლენის გაზრდილი ალბათობა, თუმცა, ეს გარემოება არ
ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ოჯახურ ისტორიის მქონე ინდივიდი ერთმნიშვნელოვნად
იმყოფება დეპრესიის რისკის ქვეშ. ამ შემთხვევაშიც, გარემოში არსებული და
პიროვნული ფაქტორების გავლენას ენიჭება დიდი მნიშვნელობა.
პიროვნული მახასიათებლები - ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მისი პიროვნული
თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება, არსებობდეს დეპრესიის გამოვლენის
გაზრდილი ალბათობა. მაგალითად, მიდრეკილება ძლიერი დარდისა და
მღელვარებისკენ, დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი, კრიტიკის მიმართ
გადაჭარბებული მგრძნობიარობა, თვითკრიტიკულობა და ნეგატივიზმი.

3
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები - ჯანმრთელობის
პრობლემებთან გამკლავება, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება ქრონიკულ დაავადებას ან
ტკივილებს, იწვევს სტრესს და მღელვარებას, რაც თავის მხრივ შეიძლება, ხელს
უწყობდეს დეპრესიის სიმპტომების აღმოცენებას.
ნარკოტიკი და ალკოჰოლი - ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება შეიძლება იყოს,
როგორც დეპრესიის სიმპტომების აღმოცენების ხელშემწყობი, ასევე, დეპრესიის
შედეგიც.

თავის ტვინში მიმდინარე ბიო-ქიმიური პროცესების დარღვევა


ამ სფეროში ჩატარებული უმარავი კვლევა არსებობს, რომელთა საფუძველზეც
დადგინდა, რომ მხოლოდ ცალკე აღებული თავის ტვინში არსებული ქიმიური და
ჰორმონალური დისბალანსი არ წარმოადგენს დეპრესიის მიზეზს. როგორც აღინიშნა,
კლინიკური დეპრესიის მრავალი რისკ ფაქტორი არსებობს, როგორიცაა გენეტიკური
მოწყვლადობა, მძიმე სტრესორები, ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება და სხვადასხვა
სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც ერთობლიობაში და ცალცალკე გავლენას
ახდენენ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს თავის ტვინში ემოციური რეგულაციის
პროცესი.

მკურნალობა და თერაპია
ითვლება რომ, დეპრესიის ყველაზე მძიმე შემთხვევებიც კი განკურნებადი შეიძლება
იყოს სწორი ჩარევის შედეგად. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო
დიდია სასურველი შედეგის მიღების ალბათობა.
მკურნალობის სახეები:
მედიკამენტური მკურნალობა - ანტიდეპრესანტი არის მედიკამენტის სახეობა,
რომელიც კვალიფიციური ექიმის დანიშნულების შესაბამისად გამოიყენება დეპრესიის
ზოგიერთი ფორმის მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს ემოციის რეგულაციაზე
პასუხისმგებელ თავის ტვინში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ქიმიურ პროცესებზე.
ფსიქოთერაპია - ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგიური კონსულტირება წარმოადგენს
დეპრესიასთან გამკლავების ეფექტურ საშუალებას. აღნიშნული მეთოდი შეიძლება
კომბინირებული იყოს მედიკამენტურ მკურნალობასთან.

დეპრესია ბავშვებში
ბავშვების შემთხვევაშიც დეპერსია ხშირად ვლინდება დაწეული გუნება-განწყობით,
მკვეთრად გამოხატული ქცევითი სირთულეებით, ადვილი გაღიზიანებადობით,
სიჯიუტით. სიმპტომები მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და ისინი მნიშვნელოვან
ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ ბავშვის ყოველდღიური
ფუნქციონირებისთვის.

4
ბავშვებში დეპრესიის სიმპტომები
o გაღიზიანებადობა ან ბრაზი
o სევდის და უიმედობის განცდა დიდი ხნის განმავლობაში
o სენზიტიურობა ფრუსტრაციის მიმართ
o მადის დაქვეითება ან მომატება
o უძილობა ან მომატებული ძილიანობა
o ემოციების ყვირილით ან ტირილით გამოხატვა
o ყურადღების კონცენტრირების სირთულე
o გამოფიტვა, ენერგიის ნაკლებობა
o თვითბრალეულობის ან დანაშაულის განცდა
o ფიზიკური ტკივილის ჩივილები (მაგ, თავის ან მუცლის ტკივილი), რაც არ
ემორჩილება მკურნალობას
o ინტერესის დაქვეითება სხვადასხვა სოციალური აქტივობების მიმართ და
სოციალური იზოლაცია
o ფიქრები სიკვდილზე ან სუიციდზე

უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომები სხვადასხვა ინდივიდის შემთხვევაში


განსხვავებულად შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ზოგიერთი ბავშვი წარმატებით
აგრძელებს სოციალურ ფუნქციონირებას, მაგალითად სკოლაში, ხოლო, ზოგის
შემთხვევაში ადგილი აქვს მნიშვნელოვან ცვლილებებს სოციალურ აქტივობებში
ჩართულობის კუთხით, რაც შეიძლება გამოხატული იყოს სკოლისადმი ინტერესის
დაკარგვით, დაბალი აკადემიური მიღწევებით, გარეგნული ცვლილებებით და აშ. 12
წლის ასაკის ზევით კი არსებობს ალკოჰოლის და ნარკოტიკების გამოყენების დაწყების
რისკი.

ბავშვების შემთხვევაში (12 წლის ქვემოთ უფრო იშვიათად) არსებობს იმპულსურად


ჩადენილი სუიციდის ან მისი მცდელობის რისკი ბრაზის ან იმედგაცრუების
მდგომარეობაში. გოგონები მეტად არიან მიდრეკილნი მცდელობისკენ, ხოლო ბიჭების
შემთხვევაში უფრო ხშირია ფატალური დასასრული. ის ბავშვები, ვისაც აღენიშნებათ
დეპრესიის სიმპტომები და არიან ძალადობის მსხვერპლი, იმყოფებიან სუიციდის
განხორციელების მაღალი რისკის ქვეშ.

ბავშვთა დეპრესიის მიზეზები


ისევე როგორც ზრდასრულების შემთხვევაში, ბავშვებთანაც დეპრესია შეიძლება,
გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით, ეს ფაქტორებია: ფიზიკური
ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრებისეული მოვლენები, ოჯახური ისტორია,

5
გარემო, გენეტიკური მიდრეკილება, და თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური
პროცესების ცვლილებები.

ბავშვები, ვისი მშობლებიც არიან დეპრესიის მქონენი, მიდრეკილნი არიან


გამოავლინონ დეპრესიის ნიშნები უფრო ადრეულ ასაკში იმ ბავშვებთან შედარებით,
ვის ოჯახშიც არ არსებობს მსგავსი გამოცდილება. დეპრესიის რისკს მოზარდებში
ზრდის ძალადობა, ქაოტური და კონფლიქტური გარემო ოჯახში, ნარკოტიკის და
ალკოჰოლის გამოყენება.

დეპრესიის დიაგნოსტირება ბავშვებში


იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნება სულ მცირე 2 კვირის
განმავლობაში აუცილებელია, კონსულტაციისთვის მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს
ან ფსიქიატრს.

ფსიქოლოგიური შეფასება უნდა მოიცავდეს ინტერვიუს მშობლებთან ან ბავშვზე


პასუხისმგებლობის მქონე პირთან და უშუალოდ ბავშვთან, ასევე ყველა საჭირო
ტესტირებას და დაკვირვებას. დამატებითი ინფორმაციის მიღება საჭიროა სხვადასხვა
გაერემოდან, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, მაგალითად სკოლის მასწავლებელი და აშ.

სხვადასხვა გარემოდან მიღებული ინფორმაცია აუცილებელია იმისათვის, რომ


დავრწმუნდეთ სიმპტომების კონსისტენტურობასა და ამ კუთხით წარსულთან
შედარებით რეალური ცვლილებების არსებობაში.

მკურნალობა
ისევე როგორც მოზრდილებში, ბავშვების შემთხვევაშიც დეპრესიის მკურნალობის
დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობა,
ასევე ფსიქოთერაპია.

რეკომენდაციები
o ფსიქო-თერაპიის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული მიდგომა წარმოადგენს ყველაზე
ეფექტურ საშუალებას. რაც შეეხება ანტიდეპრესანტებს, ისინი განსაკუთრებით
ეფექტურია გენეტიკური ფაქტორების არსებობის შემთხვევაში
o ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი
შეასრულოს დეპრესიის სიმპტომების მართვის თვალსაზრისით
o რეგულარული სპორტული ვარჯიში ეფექტური მეთოდია დეპრესიის სიმპტომების
დასამარცხებლად. ფიზიკური აქტივობის წყალობის ორგანიზმში იცვლება ბიო-
ქიმიური ბალანსი (სეროტონინისა და ენდორფინის სეკრეციის ცვლილებები).
ყოველ დღე 30-60 წუთი ოპტიმალური დროა ვარჯიშისთვის

6
o ჯანსაღი კვება - კანსაღი კვება და კვების სწორად შერჩეული რაციონი სასარგებლოა
როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. ხილი და
ბოსტნეული, ასევე ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით სავსე საკვები ხელს
უწყობს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას
o ძილის რეჟიმი - მნიშვნელოვანია მოხდეს ძილის რეჟიმის დაცვა. 7-9 საათი ძილი
დღე-ღამის განმავლობაში ოპტიმალურია.
o სოციალური მხარდაჭერა - სოციალური მხარდაჭერა უზრუნველყოფს იმას, რომ
ემოციური სირთულეების მქონე ადამიანი არ აღმოჩნდება იზოლირებული და მას
მიეცემა საკუთარი ემოციებისა და აზრების გაზიარების საშუალება. სოციალური
მხარდაჭერის სისტემა მოიცავს ოჯახს, მეგობრებს, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა
და აქტივობებს.
o ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება მნიშვნელოვანია,
რადგან ეს ნივთრებები იმგვარ ბიო-ქიმიურ ცვლილებებს იწვევეს ადამიანის თავის
ტვინში, რომლებიც თავის მხრივ, ხელს უწყობს დერესიის სიმპტომების
გამოვლენას.

ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობა, ასევე, მიეკუთვნება აფექტური სფეროს აშლილობათა


კატეგორიას. მისთვის დამახასიათებელია ორი კონტრასტული ფაზის, ერთი მხრივ,
მანიაკალური, მეორე მხრივ, კი დეპრესიის ფაზების ურთიერთმონაცვლეობა.
მანიაკალურ ფაზას მოყვება დეპრესიის ფაზა, რაც ქმნის აღნიშნული დარღვევის
ციკლურ ბუნებას.

ეპიზოდები თავს იჩენენ სხვადასხვა ინტენსივობით და ხანგრძლივობით.


ბიპოლარული აშლილობის დროს, ასევე თავს იჩენს რემისიის პერიოდები. რემისიის
პერიოდის განმავლობაში აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანს საერთოდ არ
აღენიშნება, როგორც დეპრესიის ფაზისთვის, ასევე, მანიაკალური ფაზისთვის
დამახასიათბელი სიმპტომები.

დეპრესიის ფაზის დროს სახეზე გვაქვს დეპრესიის სიმპტომები (იხილეთ თავი


დეპერსიის შესახებ). ძირითადი გამოვლენებებია: სერიოზული ცვლილებები წონაში
(მატება ან კლება); ძილთან დაკავშირებული პრობლემები (უძილობა ან პირიქით,
მომატებული ძილიანობა); ენერგიის ნაკლებობა; დაწეული თვითშეფასება და
საკუთარი თავის დადანაშაულება; კონცენტრაციის სირთულეები.

დეპრესიის ფაზას მოყვება მანიის ფაზა, რომელიც გრძელდება მინიმუმ 1 კვირის


განმავლობაში და რომლის დროსაც, დეპრესიის ფაზისგან რადიკალურად

7
განსხვავებით, ადამიანი განიცდის ენერგიის უდიდეს მოზღვავებას, პიროვნება ხდება
გადაჭარბებულად აქტიური. ამ დროს ინდივიდს აღენიშნება ირაციონალური აზრები,
რაც მთლიანობაში, ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებისთვის შემაფერხებელ და
ხელისშემშლელ ხასიათს ატარებს.

მანიაკალური ფაზის სიმპტომები:

o ენერგიის მოზღვავება;
o გულმავიწყობა;
o ეიფორია;
o უცნაური, უჩვეულო ან რისკის შემცველი ქცევები;
o საუბრისა და აზროვნების აჩქარებული ტემპი;
o აზრების სწრაფი მონაცვლეობა;
o აგზნებულობა;
o ძილის შემცირებული მოთხოვნილება;
o საკუთარი შესაძლებლობების არარეალისტური და ამასთან, აღმატებულ ხარისხში
შეფასება;
o არალოგიკური აზროვნება;
o მომატებული სექსუალური მოთხოვნილებები;;
o ნივთიერებებზე დამოკიდებულება;
o პროვოკატორული, გამომწვევის ქცევა;
o პრობლემის არ აღიარება;
o ფულის არამიზნობრივი და იმპულსური ხარჯვა დიდი რაოდენობით არასაჭირო
ნივთების ყიდვის გამო.

ბიპოლარული აშლოლობა ბავშვებში


ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი უფრო ხშირად ზრდასრულებში გვხვდება,
თუმცა ბავშვობისა და მოზარდობის ასაკშიც შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს.
ამასთან, მცირე ასაკის ბავშვებთან შედარებით, გარდატეხის ასაკში უფრო ხშირად
ვლინდება. ამ დროსაც დეპრესიისა და მანიის ფაზების მონაცვლეობის შედეგად
ადგილი აქვს გუნება-განყობის ფაზურ ცვალებადობას. თავს იჩენს რთული ქცევები,
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მახასიათებლები.

ბიპოლარული აშლილობის მახასიათებლები ბავშვებსა და მოზარდებში:


o ფეთქებადობა, აგრესიული ქცევა, ვერბალური აგრესია სხვების ან ნივთების და
მოვლენების მიმართ;
o ემოციების მაღალი ინტენსივობით გამოხატვა;

8
o იმპულსური, აგრესიული და ძალადობრივი ქცევები და მინიმუმ კვირაში სამჯერ და
ასაკობრივი მახასიათებლებისგან განსხვავებული სიხშირითა და ინტენსივობით;
o უკიდურესად დაწეული, სევდიანი გუნება-განწყობა და თამაშისადმი ინტერესის
დაკარგვა;
o გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის
ფაზური მონაცვლეობით;
o ბრაზი, დესტრუქციული ემოციები;
o მომატებული შფოთვა ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან განშორების დროს;
o დაუმორჩილებლობა ავტორიტეტების მიმართ;
o მომატებული შფოთვა და აღგზნებადობა;
o უძილობა ან პირიქით, მოჭარბებული ძილიანობა;
o ღამის კოშმარები და ენურეზი;
o ნახშირყწლებისა და ტკბილეულობის მიღების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება;
o ერთდროულად უკიდურესად ბევრ პროექტში და აქტივობაში ჩართულობა;
o უცნაური, ზოგჯერ ალოგიკური მსჯელობა, იმპულსურობა, ხშირად ცვალებადი
აზრები და ფიქრები, ბევრი საუბარი;
o სარისკო ქცევები, როგორიცაა მაგალითად სახურავიდან გადმოხტომა ან დაძრული
მანქანიდან გადმოხტომა და ა.შ.;
o ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალური ქცევა;
o გადაჭარბებული და არარეალისტური შეხედულებები საკუთარ შესაძლებლობებზე,
მაგ.: რომ შეუძლია ფრენა და აშ.

ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთა არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს იმას,


რომ ინდივიდს აქვს ბიპოლარული აშლილობა. მაგალითად ერთ ან ორივე მშობელთან
განშორების დროს შიში და შფოთვა, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც
გარკვეულწილად ნორმალური მდგოამარეობა.

როდესაც ბავშვს ან მოზარდს, აღენიშნება ჩამოთვლილ სიმპტომთა დიდი ნაწილი


გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობისა და ჰიპერაქტივობის პარალელურად,
შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მას აქვს ბიპოლარული აშლილობა. სიმპტომები უნდა
ვლინდებოდეს სულ მცირე ორ გარემოში, მაგალითად სკოლა და სახლი, სულ მცირე 2
კვირის განმავლობაში.

ბიპოლარული აშლილობის მიზეზები:


არ არსებობს მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი. მიჩნეულია, რომ ერთი
მხრივ, გენეტიკური, ხოლო მეორე ხრივ, გარემოს სოციალური ფაქტორები შეიძლება,
გავლენას ახდენდნენ მის განვითარებაზე. გარემოს ფაქტორების ქვეშ იგულისხმება

9
სტრესული მოვლენები, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარება, რაც თავის მხრივ,
ართულებს კიდევაც მკურნალობის პროცესს.

მკურნალობა
ფსიქოთერაპია და მედიკამენტები ბიპოლარული აშლილობის მქონე მოზარდის
სიმპტომების მართვისთვის მნიშვნელოვანია. ფსიქოთერაპიის შედეგად შესაძლებელია,
ადგილი ჰქონდეს, როგორც ქცევის, ასევე, ცხოვრების სტილის და კომუნიკაციური
თავისებურებების ცვლილებებს.

სუიციდი
სუიციდი ანუ თვითმკვლელობა საკუთარი სიცოცხლის მიზანმიმართულ ხელყოფას
ნიშნავს. სუიციდისა და მისი მცდელობის რისკი დიდია გარდატეხის ასაკის მქონე
მოზარდებში. სტატისტიკის მიხედვით აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის
შემთხვევაში თვითმკვლელობა საშუალოდ მესამე, მეოთხე ადგილს იკავებს
გარდაცვალების მიზეზებს შორის.

სუიციდი ეს არის კომპლექსური ქცევა, რომელსაც არ გააჩნია ერთი კონკრეტული


მიზეზი და შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორის ერთობლიობით, ეს
ფაქტორები განსხვავებული ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, თუმცა არსებობს
საერთო მახასიათებლებიც.

სუიციდის რისკ-ფაქტორები:
o იმ ადამიანების 95% -ს, ვინც განახორციელა სუიციდი, აღენიშნება ფიქოლოგიური
და ფსიქიატრიული დარღვევევები, მაგალითად, დეპრესია, ბიპოლარული
აშლოლობა, შიზოფრენია;
o ფსიქო-ემოციურ პრობლემებს ხშირად უკავშირდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკის
გამოყენება;
o სუიციდის ჩადენის მცდელობები, ყურადღების მიქცევის მიზნით
განხორციელებული მცდელობების ჩათვლით;
o საუბარი თვითმკვლელობის უკვე განხორციელებულ მცდელობებზე;
o საუბარი სიკვდილის შესახებ, თუ როგორი კარგია სიკვდილი და რამდენად
ბედნიერი იქნება ყველა მისი გარდაცვალების შემდეგ;
o ჩანაწერები და მინიშნებები თვითმკვლელობის შესახებ, მათ შორის, სოციალური
მედიის, წერილების, დღიურების და აშ. საშუალებით;
o თვითდამაზიანებელი ქცევები (ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გამოყენება, მანქანის
გაადჭარბებული სიჩქარით ტარება და აშ);
o სუიციდის ფაქტების არსებობა ოჯახში, სოციალურ გარემოცვაში, სკოლაში;;
o ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა;
o ცეცხლსასროლი იარაღის იოლი ხელმისაწვდომობა მაგალითად, სახლში;

10
o ჰომოსექსუალობა, თუკი ამ დროს ოჯახი და სოციუმი არ არის მხარდამჭერი;
o ბავშვის დამცირება, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით;
o ბულინგი;
o სევდიანი გუნება-განწყობა, მღელვარება, ნეგატიური ემოციები;
o უიმედობის, უსარგებლობის განცდები, რაც როგორც წესი დეპრესიას ახლავს ხოლმე
თან. როდესაც მოსწავლე ვერ აღწევს წარმატებას სკოლაში, ოჯახი არის
ძალადობრივი, თავს გრძნობს იზოლირებულად და ვერ პოულობს საკუთარ
ადგილს თანატოლებში;
o სოციალური კავშირების სიმცირე ან არარსებობა თანატოლებთან, მშობლებთან და
ოჯახის სხვა წევრებთან, თანატოლოლების მხრიდან კომუნიკაციის ქონის
არარსებობა;
o გუნება-განწყობის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები;
o თვალშისაცემი ცვლილებები გარეგნობაში, წონაში. საკუთარ გარეგნობასა და პირად
ჰიგიენაზე ნაკლებად ზრუნვა;
o ყურადღების კონცენტრაციის და აზროვნების სირთულეები;
o ზრუნვა იმ ადამიანების მომავალზე, ვინც უყვარს იმ მიზნით, რომ მისი არყოფნის
შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყვნენ მაგალითად მატერიალურად. ასევე,
დამახასიათებელია სამახსოვრო ნივთების დარიგება მეგობრებისთვის და
ახლობლებისთვის;
o იმ აქტივობებისგან თავის არიდება, რომლებიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა;
o უფრო მცირე ასაკის ბავშვებში იმპულსურობა, ყურადღებისა და ჰირაქტივობის
სინდრომი, ანტისოციალური ქცევა.

ბავშვების შემთხვევაში, არსებობს სპონტანურად, ყოველგვარი ფსიქოლოგიური


მიზეზის გარეშე ჩადენილი თვითმკვლელობის რისკი. მაგალითად, ძმასთან
შელაპარაკების გამო უეცრად ფანჯრიდან გადახტომა, ან დედაზე გაბრაზებული
უეცრად შეიძლება გაუფრთხილებლად შეიჭრას მანქანების სავალ ნაწილში.
განაწყენენებული და იმედგაცრებული ბავშვები ხშირად აკეთებენ იმას, რაც
აკრძალულად ითვლება.

სუიციდური აზრების მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, არ ეძებენ დახმარებას და


მხარდაჭერას ირგვლიმყოფებისგან, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არავის
შეუძლია მათთვის დახმარების გაწევა; მათ არ აქვთ სურვილი ან გამბედაობა, რომ
სხვებს ესაუბრონ საკუთარ პრობლემებზე; ფიქრობენ, რომ დახმარების თხოვნა არის
სისუსტის ნიშანი; არ იციან ვის მიმართონ დახმარებისთვის ან სად ეძებონ მხარდაჭერა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტორების არსებობა ერთმნიშნვნელოვნად არ ნიშნავს იმას,


რომ ადამიანი ჩაიდენს თვითმკვლელობას ან ადგილი ექნება თვითმკვლელობის

11
მცდელობას. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი იგნორირება და
რეაგირების გარეშე დატოვება.

სტატისტიკის მიხედვით, უფრო ხშირია სუიციდის მცდელობები, ვიდრე ისეთი


შემთხვევების რაოდენობა, როდესაც სუიციდი ფატალური შედეგით მთავრდება.
მცდელობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმანიშნებელს იმაზე, რომ ადამიანს
დახმარება სჭირდება. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ჰქონდა სუიციდის
მცდელობა, მომდევნო 1 წლის მანძილზე კვლავ ახორციელებს მსგავს მცდელობას,
რომელთა 10 % სიკვდილით სრულდება.

რეკომენდაციები:
o ინფორმაცია სუიციდის რისკ-ფაქტორების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ადამიანებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს საშიშროების იდენტიფიკაცია;
o ნებისმიერ საუბარს თვითმკვლელობის შესახებ უნდა მივუდგეთ სერიოზულად და
არ აღვიქვათ, როგორც ბავშვური ფანტაზია;
o ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ ვის შეიძლება მიმართონ დახმარებისთვის
საჭიროების შემთხვევაში;
o სუიციდური აზრების ან სხვა მიმანიშნებლების არსებობის შემთხვევაში
მნიშვნელოვანია მშობლების მყისიერი ინფორმირება, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს
სკოლის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის ინფორმირება და ბავშვის
გადამისამართება კლინიცისტთან ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის;
o წაახალისეთ ბავშვი გესაუბროთ თავისი სირთულეების შესახებ. დაეხმარეთ
საკუთარი ემოციების სიტყვიერად გადმოცემასა და პრობლემის გადაჭრასთან
დაკავშირებული აზრების გენერალიზებაში;
o ხშირ შემთხვევაში დეპრესიის დამარცხება ავტომატურად გულისხმობს სუიციდის
პრევენციას, თვითმკვლელობის 75% დეპრსიის მქონე ადამიანებზე მოდის;
o მნიშვნელოვანია თანატოლების პოზიტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა,
აზრებისა და ემოციების გაზიარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით გარდატეხის
ასაკში;
o მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ტიპის პრობლემების ან საკუთარ თავში
დაურწმუნებლობის შემთხვევაში, მოხდეს თანატოლების მხრიდან მხარდაჭერის
გამოვლენა, ემოციების გაზიარების ხელშეწყობა;
o არ უნდა დაველოდოთ, რომ პრობლემა თავისით მოგვარდება, თუკი საქმე ეხება
სუიციდთან დაკავშირებულ ქცევებს ან აზრებს;
o სუიციდური აზრების მქონე ადამიანთან კომუნიკაციის დროს, მნიშვნელოვანია
ემპათია, აქტიური მოსმენა და თავის შეკავება კრიტიკისა და განსჯისგან;
o სუიციდის რისკის არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება;

12
o უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი ნივთების ფიზიკური არიდება, რომლებიც
პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც თვითმკვლელობის იარაღი;
o არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ სუიციდი განხორციელდა სკოლაში, სხვა
ბავშვებმაც სცადონ მსგავსი რამ. ამიტომ, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში,
მნიშვნელოვანია ბავშვებთან შესაბამისი პრევენციული მუშაობის დაგეგმვა, რათა არ
მოხდეს მათ მიერ აღნიშნული ქცევის მოდელირება;
o შესაძლოა, მსგავსი ფაქტი მოხდეს ისეთ რეგიონში, სადაც სწრაფი ფსიქოლოგიური
ან ფსიქიატრიული მომსახურების მიღება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ბავშვის
გარემოში უნდა მოხდეს ისეთი ადამიანის იდენტიფიკაცია, საუკეთესო შემთხვევაში
ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან მასწავლებელი, რომელსაც ბავშვმა უნდა
მიმართოს პირველ რიგში, თუკი მას ექნება რამე ტიპის პრობლემა. მშობლები
ყოველთვის ინფორმირებულები უნდა იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია
ბავშვის თანატოლებთან კონფიდენციალობის შენარჩუნება.

შიზოფრენია
შიზოფრენია ქრონიკული ხასიათის ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც უარყოფითად
მოქმედებს ადამიანის შემეცნებით ფუნქციებზე, როგორიცაა მაგალითად, ყურადღების
კონცენტრაცია, მეხსიერება, აზროვნება. ასევე ემოციებზე, ქცევაზე და ადამიანის
ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. შიზოფრენიის მქონე ადამიანთა დიდი ნაწილის
შემთხვევაში არ ვხვდებით ძალადობრივ და ირგვლიმყოფებისთვის საშიშ ქცევას. მისი
გამოვლინება არ არის გამოწვეული წარსული გამოცდილებით, აღზრდის სტილით ან
სხვა სოციალური თუ პიროვნული ფაქტორით.

შიზოფრენიის გამომწვევი მიზეზების შესახებ რამენიმე მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი


მიდგომის მიხედვით იგი გენეტიკური მიზეზით არის გამოწვეული და მემკვიდრეობით
გადაეცემა მიდრეკილება ანუ ტენდენცია, რომელიც განაპირობებს დაავადების
გამოვლენას; ბიოლოგიურ ფაქტორებს შორის აღნიშნავენ თავის ტვინში არსებულ ბიო-
ქიმიურ ან სტრუქტურულ ცვლილებებს; არსებობს ფაქტორები, რომლებიც
დაკავშირებულია ინფექციებთან და იმუნური სისტემის დარღვევებთან.

მიმდინარეობის მიხედვით შიზოფრენია არსებობს უწყვეტად მიმდინარე და ფაზური,


როდესაც შეტევებს შორის რემისიები, ანუ დროებითი გამოჯანმრთელების ეპიზოდები
იჩენს თავს. სწორი მკურნალობის შედეგად რემისიის პერიოდი შეიძლება საკმაოდ
ხანგრძლივიც იყოს.

13
აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანები გადიან სამედიცინო-ფსიქიატრიულ
მკურნალობას და გარკეულ შემთხვევებში სწორი მედიკამენტოზური ჩარევა და
ფსიქოთერაპია ეფექტურია შიზოფრენიის სიმპტომების მართვისთვის.

ბიო-ქიმიური ფაქტორი - ერთ-ერთი მეცნიერული მიდგომის მიხედვით შიზოფრენიის


დიაგნოზის მქონე ადამიანებს აქვთ ბიო-ქიმიური დისბალანსი, რომელიც ეხება თავის
ტვინის ნეიროტრანსმიტერებს (ქიმიური ნივთიერებები, რომელთა საშუალებით თავის
ტვინის უჯრედების ერთმანეთთად დაკავშირება ხდება): დოფამინს და გლუტამატს. ამ
ნივთიერებათა დისბალანსი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ადამიანის
თავის ტვინი სხვადასხვა ტიპის სენსორულ სტიმულაციაზე და ასევე შეიძლება
წარმოადგენდეს ჰალუცინაციისა და ბოდვის ამხსნელ მექანიზმს.

შიზოფრენიის მახასიათებლები
შიზოფრენიის კონკრეტული სიმპტომები შეიძლება განსხვავებული შინაარსით იყოს
წარმოდგენილი ცალკეულ ინდივიდში. სიმპტომები შესაძლოა, თანდათანობით
იჩენდეს თავს თვეების ან წლების განმავლობაში, ან გამოვლინდეს უეცრად.

ქცევები, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ შიზოფრენიის გამოვლენის გამაფრთხილებელ


ნიშნებად:

o ესმის ან ხედავს გარემოში რაღაც ისეთს, რის შესახებ ინფორმაცია რეალურად არ


შემოსულა მისი შეგრძნების ორგანოების საშუალებით;
o აქვს მუდმივი განცდა იმის, რომ უთვალთვალებენ;
o ახასიათებს წერისა და საუბრის უცნაური და თავისებური ფორმა (შეიძლება
მოგვეჩვენოს ალოგიკური ან უცნაური ლოგიკის მქონედ);
o სხეულის უცნაური და უჩვეულო მოძრაობები და მოქმედებები;
o სწავლის ან მუშაობის ეფექტურობის შემცირება;
o ცვლილებები პირად ჰიგიენასა და გარეგნობაში;
o პიროვნული ცვლილებები;;
o სხვადასხვა სოციალური სიტუაციებიდან დისტანცირება;
o ძილის და კონცენტრაციის პრობლემები;
o ირაციონალური ბრაზის რეაქციები.

შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომები:


ჰალუცინაცია - ეს არის უობიექტო აღქმა, როდესაც ადამიანი აღიქვამს რეალურად
არარასებულ ობიექტს, სუნს, ხმას, რაიმე ტიპის გემოვნებით ან შეხებით შეგრძნებას.
ხშირად ეს არის არარსებული ხმა, რომელიც შეიძლება შიზოფრენიის მქონე ადამიანს
აძლევს მითითებებს ან უბრალოდ გარკვეული ხასიათის შეფასებებს;

14
ბოდვა - ეს არის მცდარი, უსაფუძვლო მსჯელობა, რომელიც არ ექვემდებარება
შესწორებას, კონტროლს და ადამიანს არ აქვს კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი
იდეების მიმართ. ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ იგი არის ცნობილი, ისტორიული
ან რელიგიური ფიგურა.
არათანმიმდევრული აზრები და მეტყველება - მახასიათებელი გულისხმობს საუბრის
დროს თემების არალოგიკურ მონაცვლეობას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გამოგონილი
სიტყვების და რითმების გამეორებასაც;
არათანმიმდევრულობა ქცევაში კი შეიძლება ვარირებდეს, როგორც ყოველდღიური
რუტინული ქცევების ფარგლებში, როგორიცაა, მაგალითად, პირადი ჰიგიენის დაცვის
სირთულე, ამინდის შესაბამისად ტანსაცმლის შერჩევის პრობლემა, ასევე გამოიხატოს
იმპულსურობაში და უცნაურ მოქმედებებში, უმიზეზო აღელვებაში, დაძაბულობაში ან
უმოძრაობაში.
უმეტესად, შიზოფრენია ვლინდება ადრეული ზრდასრულობის ასაკში 20 -დან 30
წლამდე პერიოდში და ასევე, მისი დიაგნოსტირება ხდება გარდატეხის ასაკშიც.

ამრიგად, ემოციური და ფსიქიატრიული სფეროს დარღვევები შესაძლოა, გახდეს


მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციის
მნიშვნელოვანი საფუძველი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოხდეს სფეროს
სპეციალისტების დროული ჩარევა და სწორი მკურნალობის უზრუნველყოფა.

15

You might also like