You are on page 1of 3

1

შეყვარებულები - The Lovers

სხვა სახელები - არჩევანი, ბრმა

არკანის ვიზუალური აღწერა


მთავარანგელოზი - წყალობის ჟესტით დაჰყურებს, ანუ წყალობს მათ კავშირს. 4 მტავარანგელოზი
შეგვხვდება - ზომიერებაში, შეყვარებულებში, სამსჯავროში და მსოფლიოში . ოქროს განთიადის
ორდენი. მთავარანგელოზი რაფაელი, წარმოადგენს ღმერთის სხვადასხვა ნიჭის გამოვლინებას ,
ღმერთის მკურნალი - უკავშირდება ჰაერის სტიქიას, არის დამცველი და მკურნალი, გავლენას ახდენს
მტლიანად არკანის მნიშვნელობაზე.

ამომავალი მზე - უკვდავების სიმბოლო, ფიიზკური და სულიერი აღდგომის სიმბოლო, უმაღლესი


ნათელის მიღების სიმბოლო.

მთა ადამსა და ევას შორის - დაბრკოლების სიმბოლო, სირთულეებით აღსავსე გზა რომლის
გადალახვაც მოუწვს ადამიანს სულიერი განვიტარების მისარჭევად .

2 ხე : ადამის მხარე სიცოცხლის ხე, ევას მხარეს შემეცნების ხე (ვაშლის ხე) . შემეცნების ხე -
გაცნობიერებული არჩევანის სიმბოლო. სიცოცხლის ხე - უკვდავების, შეუწყვეტელი სიცოცხლის
სიმბოლო

გველი - ცდუნების, ტყუილის, განადგურების, არასწორი არჩვანის სიმბოლო. ამავდროულად გველი


სიბრძნის სიმბოლოა.

სპირალისებური დაგრეხვა - განვითარებას, დინამიკას, სულიერი ზრდის სიმბოლო

ვაშლი - ცდუნების, სიკეთის და ბოროტების, სიყვარულის, სიბრძნის სიმბოლო

სიშიშვლე - თავდაპირველი უმანკოების სიმბოლო, სიწმინდის, გახსნილობის, სიმართლის, მიწიერი


მანკიერებათაგან თავისუფლების სიმბოლო.
2

არკანის ფილოსოფია
ადამმა და ევამ თავისუფალი ნება გამოავლინეს, გახდნენ ადამიანები .

ვაითის დასტაში შეყვარებულებამა შეიძინეს სიყვარულის , ქალის და მამაკაცის წმინდა კავშირის


სიმბოლო, დატვირთვა. მათი ორმხვრივი მიჯაჭვულობის, სირულეების გადალახვის სიმბოლო მიიღეს ,
თუმცა ძირითადი მნიშვნელობა არის არჩევანი და მისი გარდაუვალობა. ეს არის გულის ცოდნის არკანი
თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი. შინაგანი ხმა რომელმაც იცის რა არის შენთვის კარგი და რა არა .
ამ გულის ცოდნას ვერ მოკლავს, ვერ დაახშობ, ის აუცილებლად გესმის და შეუძლებელია ვერ გაიგო ის .
ამ ცოდნას ვერ გააქრობ. ეს არკანი ასახავენ არცევანის გაკეთებას, ცხოვრების ერთი მოდელის
შეცვლით მეორე მოდელის გამო. ამ არკანის ენერგიის ქვეშ ადამიანი ცდილობს მიაღწიოს
მთლიანობას, ერთობას, ბედნიერებას ამ მთლიანობის შედეგად. მთა ასახავს გარკვეულ გარდამყეხ
ეტაპს განვითარებაში, ადამიანმა მიაღწია გარკვეულ მზანს , განვიტარების დონეს და მოვიდა დრო
ადამიანი გაჩერდეს, დაფიქრდეს, გაანალიზოს, შემოიხედოს გარშემო და გადაწყვიტოს სად წავა ის
სამოვავლოდ, როგორ შეცვლის თავის ცხოვრებას. ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე შეგვიძლია
დასვენების, შესვენების არკანიც ვუწოდოთ.

შეყვარებულები წარმოადგენენ საწინააღმდეგო ძალების მიზუდულობას , ქალისა და კაცის უწყვეტი


კავშირი. აღწერს სულიერი განვითარების იმ დონეს როდესაც ადამიანი საკუთარ თავში აცნობიერებს
საკუთარი ნატურის საპირისპირო მხარეებს, ის ცდილობს აირჩიოს ერთ ერთი და შეებრძოლოს ან
დათრგუნოს მეორე. ეს არ ნიშნავს საპირისირო საწყისების ბრძოლოს არამედ ეს არკანი გვასწავლის
მათ გაერთიანებას სიყვარულით მიღებას, ანუ ადამიანმა სიყვარულით მიიღოს საკუთარი თავის
ნებისმიერი გამოვლინება. ჩვენთვის არამისაღები ხასიათის თვისებები და პიროვნული მხარეები ხელს
გვიწყობენ განვითარებაში.

ეს არკანი ასახავს ცნობიერის და არაცნობიერის კავშირს, გაერთიანებას , რომელიც ბადებს სინერგიულ


კავშირს. ჩვენი ნათელი და ბნელი მხარის გაერთიანება, დადებითი და უარყოფითი თვისებების
გართიანება - ბადებს სინერგიას, უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა .

ემოციები, თვისებები რომლებიც ადამიანს აქვს განდევნილი ხელს გვიშლის განვითარებაში , ვინაიდან
და რადგანაც ეს არკანი გვაყენებს განვითარების როგორც არჩევანის მიღების ვალდებულების წინაშე ,
არკანი მოითხოვს, გვირჩევს შევისწავლოთ ჩვენი საწყისები, გამოვიკვლიოთ ისინი , არ ვეცადოთ მათ
წაშლას. დაინახო შენი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და გააერთიანო ისინი . ამ არკანში
ადამიანი მთლიან გაერთიანებას ვერ აღწევს, ამას მიაღწევს არკანში სამყარო .

მე6 არკანზე ადამიანი ხვდება და შეიმეცნებს საპირისპირო საწყისების ერთდროულ არსებობას , მათ
უწყვეტ კავშირს და ამავდროულად მათ გაყოფილობას. ურთიერთსასარგებლო კავშირი .

ზოგადი მნიშვნელობა გაშლაში


გამოცდის ჩაბარება, არჩევანის გაკეთება ყველნაირ სიტუაციაში . არჩევანი თავისუფალია . რთული
გამოცდაა, ორივე ვარიანთი ერთფასოვანია, ერთმნიშვნელოვანია, ორივე საჭიროა . იმისატვის რომ
სწორი არჩევანი გააკეთოს გულის ხმას უნდა მოუსმინოს. აღნიშნავს ადამიანში მიმდინარე შინაგან
კონფლიქტს. აღწერს სიტუაციას როცა ადამიანი იმყოფა იმ ეტაპზე როცა უნდა გააკეთოს არჩევანი ,
მიიღოს გადაწყვეტილება რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს მის მომავალზე . დილემა ,
გამოცდის ჩაბარება, კონფლიქტი, დასვენება. დანებდეს სურვილს თუ გაჩერდეს არ აყვეს მას .

სიგნიფიკატორი - სუფთა გულის ადამიანი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო სუფთა გულით ,


რომელმაც საღი აზრი უგულვებელყო და ემოციებს აყვეს.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება რაღაცა გამოცდილებაზე დაყრდნობით ,


სხვისი გავლენით
3

 ასტრალური სხეული
 ვენერა, სასწორი
 დუალიზმის, სქესის პრინციპები

კავშირი, ცხოვრებაში ისეთი ადამიანის გამოჩენა რომელიც შეავსებს ადამიანს , მისი ნაწილი გახდება ,
შესაბამისად ბედნიერება ურთიერთობისგან. ახალი რომანი , ისეთი ურთიერთობა რომელსაც ადამიანი
არ მოელოდა.

შეიძლება ნიშნავსდეს რომ ადამიანი იმყოფება რაღაც გაერთიანებაში , ვიღაცის გაერთიანების ქვეშ
მოქცეული, ვიღაცის ზედავლების ქვეშ არის. სიტუაცია მოითხოვს სხვასთან კავშირის დამყარებას .

არკანის ამოტრიალებული მნიშვნელობა


შეიძლება ნიშნავდეს არჩევანის ფატალურობას, არასწორი არჩევანის გაკეთების ტენდენცია . შეიძლება
ნიშნავდეს ცალმხვრივ სიყვარულს. შეიძლება ნიშნავდეს სექსუალურ შეუთავსებლობას . ანგარებაზე
დაყრდნობილი ურთიერთობა, პლატონური სიყვარული. ურთიეღტობა რომელსაც მატერიალური ,
მიწიერი დაბრკოლებები უშლის ხელს. კონფლიქტი, გაურვევლობა, გამოცდის ვერ გავლა .
ურთიერთობა რომელიც აკარგვინებს ადამიანს პიროვნულ მეს, ურთიერობა რომელიც აქვეს მას
ჩარჩოში, პიროვნული გაორება, სასიყვარულო სამკუთხედი, ოთხკუთხედი, განსხვავებული ინტერესები
ადამიანებს შორის.

მიიღო სწორი არჩევანი, გულის ხმას მიენდო, კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბო

პირადი ურთიერთობები
ღრმა გრძნობების არკანი. სწორი არჩევანის გაკეტება, ახალი ურთიერთობების დასაწყისის ან ძველის
გაძლიერება. ჭეშმარიტი გრძნობები, ორმხვდივი სიყვარული. სხვა არკანებთან ერთად ბედნიერ
ქორწინებასაც შეიძლება ნიშნავდეს. ურთიერთმოვალეობების არკანი . უარი უნდა თქვა ცხოვრების
გარკვეულ სტილზე, შეცვალო ცხოვრების მოდელი. დათმობის არკანია - უნდა დაუთმო ადამიანს,
რაღაცა სიყვარულით მიიღო რაც არ მოგწონს. პარტნიორის გაიდიალიზირება.

ჯანმრთელობა
კარგი ჯანმრთელობა, მიანიშნებს ჰორმონებზე.

ფინანსური ნაწილი
არ არის დიდი ფინანსების არკანი. ნიშნავს ერთობლივ პარტნიორობაში მიღებულ სარგებელს .

პროფესიები
აყენებს არჩევანის წინაშე ადამიანს. კოლექტივში მუშაობა, მოითხოვს ადამიანებისგან აქტიურობას ,
კონტაქტს, კომუნიკაციას. სექსუალური ან პირად ინტერესებით მიღებული თანამდებობა . სამსახური .

You might also like