Professional Documents
Culture Documents
ილუმინატების ტარო
(მაღალი არკანები)
ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი
მთარგმნელი (ინგლისურიდან): მამუკა გურული
1
„დასაწყისამდე იყო მხოლოდ იდეა ღმერთის გონებაში, ეს იყო ჩემი ნაბიჯი ამ მსვლელობისა
მზის ცენტრისგან გამომავალ გაუკვალავ ბილიკზე. რა მსურდა მე? არაფერი. და ყველაფერი. მე
ვარ ცარიელი ფურცელი, რომელიც ელის, თუ როდის დაწერენ მასზე, თასი, რომელიც შევსებას
ელის. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ჩვენი წარმოშობის სათავეს და იმედი გვაქვს, რომ
გასხივოსნება თავად გვიპოვნის. ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, და მხოლოდ ამის
შემდეგ გადაიშლება გზა ჩვენს წინ. მე ვდგავარ სამყაროს ყველა შესაძლო გზის ცენტრში, ჯერ
საჭიროა თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც
მიბიძგებს ცხოვრებაში თავზეხელაღებით გადაშვებისკენ, მძირავს სამყაროს საოცრებებითა და
ფათერაკებით აღსავსე სამყაროში, და მე სიხარულით ვიღებ ამ ყველა გამოწვევას, რადგან
ყველაფერი ეს გამოცდილებაა და იაფად არაფერი გვეძლევა. ვიღაც გეტყვის, რომ სანამ
გადახტები უნდა გადაიხედო, მე კი გეუბნები - გააკეთო ნახტომი და არ შეიზღუდო თავი
შიშითა და პირობითობით. ნება მომეცი გაჩვენო. ნება მომეცი ხელი ჩაგკიდო. ჩვენ ვდგავართ
მოგზაურობის უფსკრულთან, მიზეზთა და შესაძლებლობათა კიდესთან. ნუ შეშინდები, გულში
მხოლოდ სიხარული გქონდეს, და გაიცინე, როდესაც იგრძნობ, რომ ფრიალო კლდის ნაპირი
ფეხქვეშ გეცლება. ეს მოსახდენია, და შეუძებელია არ მოხდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება
თავგადასავალში, გულღია და ალალო სულელო!“
შთაგონება ტრანსფორმაციისთვის
2
„რაც დადგენილია ზემოთ, იგივეა დაწესებული ქვემოთ. მატერიალურ და სულიერ სფეროებს
პირდაპირი თანაფარდობა გააჩნიათ, და ისინი ერთმანეთის ანარეკლები არიან. მე და შენ
ვდგავართ, როგორც დიდი ხეები ამ ორ სფეროს შორის, სვეტები, რომელთა გასწვრივაც
გადაჭიმულია თანაფარდობა და ანარეკლი: ჩვენ ვართ ღვთაებრივი ენერგიის ტრანსფორმაციისა
და ცვლილებათა არხები; ჩვენში დევს ტყვიის ოქროდ გარდაქმნის ძალა. ამგვარად, ჩვენ ვართ
ცვლილებათა ნება და მიმართულება, ჩვენ ვართ ორივე - წამომწყებიც და მისი შედეგიც. მაგრამ
შენ უნდა ისწავლო ცვლილების შექმნის ხელოვნება და მეცნიერება. უნდა განაწყო შენი გონება
და იცნობდე საშუალებებს, რომლებიც შენს განკარგულებაშია და მიმართულებას, რომლისკენაც
მოძრაობა გწადია; ასევე უნდა შეიცნო, თუ რას ნიშნავს განზრახვის ქონა. გახდი ჩემი შეგირდი,
ოქროს მაძიებელო, და მე გასწავლი ვარსკვლავთა მოძრაობას ცაში და ბუნებრივ წესრიგს
სამყაროში; გაჩვენებ, როგორ აქვს ყველაფერს თავის სისტემა და როგორ ერთიანდება ყველა ეს
სისტემა; და გადმოგცემ ალქიმიის საიდუმლოს. სამყარო და მისი ყოველი ნაწილი,
რომლისგანაც ხარ შექმნილი, არაა სტატიური ობიექტი, არამედ პროცესებისა და
ტრანსმუტაციების დაუსრულებელი სერიაა, ხოლო მე და შენ შეგვიძლია უბრალოდ დავიკავოთ
ჩვენი ადგილები ამ მარად-ცვალებად ვარსკვლავებს შორის, როგორც ამ დიადი მისტერიის
მემკვიდრეებმა“.
4
„განაყოფიერებული სიჩუმიდან და მისტერიიდან ფორმები უნდა გამოვლინდნენ, და მე ვარ
ქმნილების კარიბჭე. მე ვბადებ უამრავ რამეს: მე ვარ შემქმნელი ყოველი მომენტისა, რომელიც
წარმოშობს ყველა შესაძლებლობას აქტიური ძალით გამოვლინებისკენ. დედამიწა, რომელზეც
დავაბიჯებთ, ჩემი სხეულია ისევე, როგორც ჩემი ბავშვი. მისი სილამაზე და საოცრება ჩემი
ხელოვნების ნიმუშებია, ჩემი საჩუქარი ყველა დანარჩენი ბავშვისათვის, რომლებსაც შეუძლიათ
ისეირნონ ამ სილამაზესა და საოცრებაში. რა აზრი აქვს სიცოცხლეს სილამაზის გარეშე? რა არის
იგი, სიყვარულის გარეშე? მე ვარ სიყვარულის დედოფალი, და ესაა ჩემი საომარი ყიჟინა და
გულის ფარი. როდესაც უპირობოდ გიყვართ, გულს უხსნით სამყაროს ტკივილებისთვის, მაგრამ
ეს გულისტკივილი და დარდიც ჩემი სიყვარულიდან მოდიან. მე ყველა ქმნილებას ვჩუქნი
იმდენ სასიცოცხლო ძალას და მგრძნობელობას, რომ მათ შეძლონ ცხოვრებაში ჩაბმა, მის
მდიდრულ კალთაში ღრმად ჩაშვება და ყველაფრის განცდა. როგორ შეიძლება, შენი გული
ალალი არ იყოს, როდესაც იცი, რომ ტკივილის სათავე ასევე სიყვარულის სათავეცაა? არაფერი
იქმნება სირთულეებისა და წვალების გარეშე. შემოქმედებისა და წარმოშობის სიმღერა - ესაა
მშობიარე ქალის ყვირილი, შეყვარებულების კივილი შეერთების მომენტში, გამარჯვების ყიჟინა
ფინალის დროს. შენ ხარ შემოქმედი და თანა-შემოქმედი ყოველი მომენტისა და ყოველი
ნაბიჯისა დედამიწის ზურგზე“.
4 – The Emperor–იმპერატორი
5 – The Hierophant–იეროფანტი
სულიერი ტრადიციები
6
„ათასწლეულმა ჩაიარა და მრავალი ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე მოვიდა და წავიდა. თავის
ადგილზე მათ დატოვეს ისტორია და ამ ისტორიაში დატოვეს სიბრძნის საგანძური,
გამოცდილება, ცოდნა და სწავლებები. ისინი მომდინარეობენ წარსული სიბრძნისა და ცოდნის
ამ კოლექტიური საუნჯისგან, და ყველაზე ეფექტური გზა ამ ტრადიციების შესწავლისთვის და
წვდომისთვის - ესაა ორგანიზაციები და ინსტიტუტები. მათი თავდაპირველი მიზანი იყო
უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას ტრადიციებისა და მასში არსებული სიბრძნის
შენარჩუნებისთვის. როდესაც ჩემს ტაძარში შემოდიხარ, ჭეშმარიტების მაძიებელო, შენ ფეხს
ადგამ იმ მდიდარ ტრადიციაზე, რომელსაც იგი ეყრდნობა; როდესაც ცოდნას ეძებ ჩემთან, ასევე
იკავებ შენს კანონიერ ადგილს ცოდნას მოწყურებულ მსახურთა და ნეოფიტთა გრძელ რიგში. მე
ვარ მაცნე ამ დიადი და კეთილშობილი ცოდნისა, რომელსაც მილიონები ეძებენ, და რომელიც
ეხსნებათ მათ იეროფანტის მანტიით მოსილი წმინდა საიდუმლოთა დამცველების მეშვეობით.
მე შემიძლია გაჩვენო მისტერიები, და გადმოგცე ცოდნის კართა გასაღებები, მაგრამ უნდა
იცოდე, რომ მასწავლებლისგან ტრადიციული სიბრძნის მიღება აუცილებელი ნაბიჯია ცოდნის
ნებისმიერ ჭეშმარიტ გზაზე.
6 – The Lovers–შეყვარებულები
7
„ყოველი მამაკაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია: ჩვენ, და სამყარო ყველანი ერთი მასალისგან
ვართ შექმნილნი. როდესაც ვიქმნებით, ჩვენში უკვე დევს ღვთაებრიობის ნაპერწკალი,
ვარსკვლავი ჩვენს სხეულებში პირდაპირი ანარეკლია ყველა სხვა ვარსკვლავისა დედამიწის სხვა
არსებებში. ჩვენ ვერთიანდებით ჯგუფებად, რათა ნიმუშები შევქმნათ ცაში. ჩვენვმოძრაობთ
ცაში და ორბიტები გაგვაჩნია, და ზოგიერთი ჩვენგანი ეჯახება ერთმანეთს, ზოგი კი
ერთიანდება მშვენიერ თანავარსკვლავედებად. მაგრამ ჩვენ ყველანი ვარსკვლავი-ბავშვები ვართ,
და-ძმანი ერთი ცის ქვეშ, და ყველანი ვეძებთ კვლავ-შეერთებას ჩვენს პირველ-მიზეზთან.
ვარსკვლავები ჩვენში ჰყვებიან თავიანთ წყაროზე, და ჩვენ გვწყურია მასთან დაბრუნება.
მოგზაურობა ხანგრძლივია, მაგრამ ჩვენ ვპოულობთ სხვა პიროვნებას, ვარსკვლავს, რომელიც
ყველაზე ახლობელია და ყველაზე მეტად გვიზიდავს, და მასში ვხედავთ სიცოცხლის წყაროს, ის
კი - ჩვენში. ჩვენ ვუერთდებით მას, მწველი სურვილით, ვნებით და ჟინით, და მისი მეშვეობით
დასრულებულნი და მთლიანნი ვხდებით. ეს სიყვარულია: ადამიანის სხეულებში მოქცეული
ორი ვარსკვლავის შერწყმა, გამოხატული მათ შორის დამაკავშირებელი ხიდით. მაშ, არ
დაწყევლო ხიდი, შეყვარებულო, არ დაიტირო ის სივრცე, რომელიც კვლავ გაერთიანებისთვის
უნდა გადალახო, სწორედ ამ ხიდის წყალობითაა, რომ მონატრება და სიყვარულიშეგიძლია
საერთოდ.“
7 – The Chariot–ეტლი
8
„სული - ეტლია, ცხენებზე შებმული და მეეტლით მართული. მათ, ვინც იციან სულის ბუნება,
იციან, რომ ეს არაა უძრავი, წყნარი არსება, არამედ უფრო მბრუნავი ცეცხლის ძალაა, რომელიც
ზღვარს სცდება მოქმედებით და შემოაქვს სამყაროში განზრახვა, სხეული, სიტყვა და
კეთილგონიერება. სული მაძიებელ გმირს ჰგავს, რომელიც ამ დიდ სამყაროში გამოწვევებს,
კითხვებსა და პასუხებს ეძებს. მე - შენი სული ვარ, მამაცო მაძიებელო, შენი სულის ძალა ვარ,
კეთილგონიერებისა და მართვის ნიჭი. ყველაფერი ეს შეუღლებული უნდა იყოს სულის
წადილთან ისე, რომ გამარჯვება მიღწეულ იქნას. შენს წინ გრძელი გზაა, და ამ მეკავშირეების
გარეშე, რომლებსაც წინ მიჰყავხარ, მარცხს განიცდიდი. შენ არ დანებდები, რადგან არ შეგიძლია:
ძიება იქაა, და თუმცა თვალებს ხუჭავ და უარს ამბობ ეტლზე, შენი სული მაინც წინისკენ
მსწრაფი იქნება, მაგრამ სადავეები შენს ხელებში ძალზე მიშვებულია და დაუმორჩილებელი
ცხენების ძალა უმეცრებისკენ და კატასტროფისკენ წაგიყვანს. გაბედე შენი სულის სადავეების
ხელში აღება, გქონდეს სიმამაცე და ხელების ძალა კონტროლის განხორციელებისთვის,
გამოავლინე ნებისყოფა საკუთარ თავზე და გამარჯვებაში დარწმუნებულმა გასწიე
მსოფლიოსკენ.
8 – Strength– ძალა
ქალიშვილი და მხეცი
9
„არსებობს ამბავი გმირი რაინდის შესახებ, რომელმაც თავისი სიყვარული, მშვენიერი
ქალიშვილი, საშინელი მხეცის კლანჭებისგან იხსნა და მოკლა ეს მხეცი. მან გამარჯვება მოიპოვა
ცხოველზე, ამიტომ გადალახა თავისი ლიბიდო და ცხოველური ბუნება, რომლებსაც მისი
სიყვარული და თავად თვითონ მოიცავდა. მაგრამ ამ რაინდმა ორივეს, საკუთარ თავსაც და
თავის სიყვარულსაც ცუდი სამსახური გაუწია. ამბავი მცდარადაა განდიდებული. შინაგანი
მხეცის მოკვლა, მისი დამორჩილება და გისოსებში მოქცევა, საკუთარი თავის ნაწილის
დანგრევას ნიშნავს. ძალა მახვილში ან მკლავში არაა, არამედ მოთმინებასა და სიკეთეშია: ეს
შიგნიდან მოდის. ვერც ყველაზე სწრაფი მახვილი და ვერც ყველაზე ძლიერი მკლავი ვერ
მოგცემს სიმამაცეს, თუკი უკვე არ გაგაჩნია იგი. იცოდე: მე არ მეშინია მხეცის ჩემს სხეულში, არ
მეშინია არც მისი ძალისა და ზომების. მე გავწვრთენი იგი, მაგრამ არ დამინგრევია მისი ძალა,
რამეთუ ამით ჩემს საკუთარს დავანგრევდი. იგი მე ვარ და მე - იგია. ასეთი დიადი მხეცი
არასოდეს არ უნდა მოიკლას, არამედ გაგებული და მიღებული უნდა იქნეს, და უნდა
გახსოვდეს, რომ დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც ჩვენც ცხოველები ვიყავით...“
10
„მე გრძელი გზა გამოვიარე, რათა აქ ვყოფილიყავი, სიბნელეში, სამყაროს წიაღში, სიცოცხლის,
სიკვდილისა და კვლავ დაბადების დიდ კოსმიურ ჩვენებაზე. ჩვენს ზემოთ, ვარსკვლავები
კვდებიან და იბადებიან, პლანეტები მოძრაობენ, და სამყაროს სახე მარადიულად იცვლება. ჩვენს
ქვემოთ მიწა იძვრის, ლავა მოძრაობს, ჭიები შთანთქავენ ხრწნად მატერიას და წარმოიქმნება
თესლები. ესაა პირველყოფილი ცეკვა, საიდუმლო, რომელსაც მოკვდავები ეძებენ, იქექებიან
მასში, როგორც ადამიანი, რომელიც ბნელ გამოქვაბულში სინათლითეძებს. მე ამ მისტერიის
გზამკვლევი ვარ, იმ გზების გიდი, რომლებიც უნდა გაიაროთ მის აღმოსაჩენად. ეს გზები თავად
გავიარე, მრავალი ეპოქის წინ, და სინათლე, რომელსაც ვასხივებ და რომელიც შესაძლოა ნახოთ,
ჩემი საკუთარი სიბრძნეა. ეს არის პატარა შუქი, სუსტი და მბჟუტავი, მაგრამ სიბნელის იმ
სიღრმეებში, სადაც ჩვენ დავდივართ, იგი შესაძლოა მზის სინათლეს ჰგავდეს. შენ მეკითხები,
რატომ ვარ ასე მარტო - ესაა გზა, რომელზეც მარტო უნდა ვიყო. მე უნდა გავუძლო
მარადიულობის სიბნელეს იმისთვის, რომ სხვებმა შეძლონ სინათლის დანახვა. მე ვარ ის, ვისაც
ეყრდნობა ყველა თვალი, როდესაც ყველაფერი დანარჩენი მარცხს განიცდის, და მე ვარ ის, ვინც
გაგიძღვებათ ველური უდაბნოდან აღქმული ქვეყნისკენ. ეს შუქი, რომელსაც ვატარებ, ჩემი
ტვირთიცაა და კურთხევაც; ხელებგაშლილი ვთავაზობ მას ყველას, რადგან ესაა თესლი,
რომელიც სამყაროს იხსნის.
10 – The Wheel–ბორბალი
11
„გამოცანა მაქვს შენთვის. თუ სწორად უპასუხებ, გაივლი გამოცდას, რამეთუ მართლა
გესმით სამყაროს ბუნება და ტაროს ძვირფასი სიბრძნე. არსებობს დიდი ძალაუფლების
მქონე ოთხი არსება: ერთს წყალი დააქვს, მეორე მაღლა ნავარდობს, მესამეს მიწის ძალა
აქვს, ხოლო მეოთხე დიდებულების წარმომადგენელია. რისი პოვნა შეიძლება მათ
შორის?“
11 – Justice– მართლმსაჯულება
12
ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას (რეაქციას). ყოველი მიზეზი იწვევს შედეგს. მე ვდგავარ
ყველა შედეგის შუა ცენტრში, დინამიური პროცესის, რომლის მეშვეობითაც შენარჩუნებულია
სამყაროს ბალანსი. მე ვარ ცენტრში მდგომი საყრდენი წერტილი. ზოგი ამბობს, რომ ბრმა ვარ,
მაგრამ მე ყველაფერს ვხედავ; მე არ განვსჯი, მაგრამ ამასთან ერთად არც ერთ საგანს არ ვაძლევ
მეორეზე მეტ ღირებულებას. მე მხოლოდ ვანგარიშობ, რამეთუ სამყარო - ერთი დიდი
ანგარიშია. იცოდეთ ფორმულა, და დაინახავთ, როგორ უთმობს გზას ერთი საგანი მეორეს,
რაღაცის შექმნა ყოველთვის მოითხოვს მეორეს გადანაცვლებას, და თქვენი სამყაროს ნატიფი
ბალანსი დამოკიდებულია ბუნებაზე, კბილებიანზე და ბრჭყალებიანზე, რომელიც თამაშობს
თავის, როგორც მოხერხებული შემქმნელის, შემანარჩუნებელის და დამანგრეველის როლს. ჩემს
კოსმიურ სასწორში შეგიძლიათ იხილოთ თქვენი საკუთარი სამართლიანობის ანარეკლი, და
უნდა იცოდეთ, რომ ყოველ თქვენს საქმეს თავისი შედეგი და საფასური აქვს - თქვენი არსებობის
ყოველ მომენტშისასწორის თასებს ამა თუ იმ მხარეს გადახრით. მაგრამ საშუალება არ მისცეთ
მორალსა და წესებზე საუბარს, რომ თავგზა აგიბნიოთ. იმ ფარდის გადასალახად, რომლიც
თქვენს დასაცავად მაქვს ჩამოფარებული, პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ თქვენც ასევე
დგახართ კოსმიური წონასწორობის საყრდენ წერტილში, და რომ თქვენც მიზეზისა და შედეგის,
ქმედებისა და უკუქმედების ქსელის ნაწილი ხართ, ქსელისა, რომელთანაც დაკავშირებულია
ყველა ცოცხალი არსება. ამ ქსელის დაშლა შეუძლებელია, და იცით რა ეს, თქვენ მაინც
შეგიძლიათ გააწონასწოროთ თქვენს გულში ჩემი სასწორის თასებს შორის ბალანსი და
გადალახოთ ფარდა.
13
„მათ მოღალატე მიწოდეს, მაგრამ თავის მხრივ თვითონ მიღალატეს, და ეს არაა ჩემი ჯილდო
ჩემი სულის თავისუფლების პოვნისთვის. საშუალება უნდა მივცე ჩემს ყოველ ნაწილს, რომ
განმშორდეს, დავიტოვო მხოლოდ ის, რაც რჩება შიშველი,ქვემოთ, ბნელ უფსკრულში
მჭვრეტელი. სიყვარულსა და სინათლეს მოწყვეტილი, ჩემი სულის ბნელ ღამეში ვიძირები.
მაგრამ რა არის ის, რაც რჩება? მხოლოდ ის, რასაც შეუძლია გამოეკიდოს წარსულსა და
მომავალს, ცასა და მიწას შორის. ესაა დაღმავალი გზა ხვეული კიბით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ქვემოთ,
ქვემოთ, ქვემოთ. ესაა მსხვერპლის გზა, და ცოტა თუ გაივლის მას სიამოვნებით. ესაა დანებების,
გაშვების და მინდობის აუცილებლობა - არა იმის გამო, რომ ყველაფერი დაკარგულია, ან იმედი
აღარ დარჩა, არამედ თავად იმედის მიზეზის გამო. თუკი შეგიძლიათ მთლიანად დანებდეთ,
მაშინ შეძლებთ გაიგოთ, თუ რას ნიშნავს იყო გეგმის ნაწილი, პაწაწინა ნაწილი დიადისა, და
დაუკავშირდეთ თქვენს უმაღლეს მეს. არ იბრძოლოთ, არ გააპროტესტოთ, არამედ იპოვეთ
უშფოთველობა და სიმშვიდე თქვენს დანებებაში. ყველა მოვლენას აქვს თავისი მაღალი
დანიშნულება, თქვენს ტკივილსაც, და იმ სიბნელესაც, რომელშიც თქვენი სული მიაბიჯებს.
ყველაფერი ეს თქვენთვისაა მოცემული, რათა თავიდან ფეხებამდე ამოაყირავოთ სამყაროს
თქვენეული ხედვა და სხვა კუთხით დაგანახოთ იგი. ნუ იბრძოლებთ.“
14 – Temperance– ზომიერება
17
„რა შეუპოვრად მუშაობდით, რომ აგეშენებინათ ასეთი მაღალი, ასეთი დიდი კედლები და
შეგექმნათ მშვენიერი საგნები. ერთგულებდით მათ და თვლიდით, რომ ისინი გააფართოებდნენ
თქვენს მე-ს, თქვენს პიროვნებას, თქვენს ეგოს... ეს იყო თქვენი შეცდომა: ბოლოს ყველაფერი
უნდა დაინგრეს. თუკი ყალბ კოშკებს აშენებთ არამდგრადი საძირკვლით, თქვენი შენობები
დაიშლება და მტვრად იქცევა. ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდით, ყველაფერი, რაც
წარმოუდგინეთ სამყაროს, როგორც საკუთარი თავი, უნდა განადგურდეს: მხოლოდ მაშინ
მიაღწევთ გასხივოსნებას, როცა მოიკვეთთ ეგოს ყველა შეგრძნებას და მისადმი ერთგულებას.
მრავალი წლის განმავლობაში გარესამყაროს უმზერდით პაწაწუნა სარკმელებიდან, რომლებიც
უკნიდან დაცულნი იყვნენ აგურებისა და კირდუღაბის ნიღბით. უკვე ძალიან დიდი ხანია
იცნობთ საკუთარ „მე“-ს. ყველანაირი ცოდნა, რაც დღემდე გქონდათ, მცდარია; რაც უფრო
ძლიერად ეჭიდებით მას, მით უფრო ძნელი იქნება მისი გაშვება. ეს გასხივოსნების დროა, და
რადგანაც ასე რთული გახადეთ მისი თქვენდამი გამომჟღავნება, მეხის დაცემას უნდა შეეჯახოთ.
თქვენამდე მოსაღწევად მან ყველაფერი უნდა დაანგრიოს, რაც გარს შემოიწყვეთ, და როდესაც ეს
მოხდება, თქვენ ჩამოვარდებით. ვერანაირი შეწყალება ვერ გადაგარჩენთ ამისგან. თქვენ
განთავისუფლდებით ამ კოშკისგან და როდესაც ჩამოვარდებით, შეძლებთ, რომ კვლავ იხილოთ
ვარსკვლავები, რომლებიც ასე მოგენატრათ.
საერთო წარმოდგენა: უეცარი ნგრევა და აოხრება; კატასტროფა; ეგოს, ანუ საკუთარი „მე“-ს
შეგრძნების ნგრევა; მტკივნეული გაღვიძება და რეალიზაცია; ციდან მეხის ჩამოვარდნა; თქვენი
ცხოვრების კონსტრუქციის შეცვლა; წყალობის დაკარგვა; თქვენი ცხოვრების მცდარად აგებული
ნაწილების ნგრევა; სიამაყე; მეტისმეტი ტკივილის შედეგად მოსული ზეშთაგონება.
განახლებისმომტანი სინათლე
18
ყოველთვის იქნება ბნელი დროებები, მაგრამ არასოდეს დადგება დრო, როდესაც სინათლე
საერთოდ გაქრება. დაქანცულო მოგზაურო, მე გთავაზობ შანსს, რომ დაიცხრო წყურვილი და
დაიამო ცეცხლისგან დამწვარი სხეული მსოფლიოს ყველაზე ღრმა გუბურებში; ისინი
ზედაპირზე ზემოდან ვარსკვლავების შუქს ირეკლავენ, ხოლო ქვემოთ წარმოადგენენ
წყალსატევს განკურნებისა და გაახალგაზრდავებისთვის. მე იქ თავიდანვე ვიყავი, როდესაც
შემოქმედმა ყოველ არსებას დაუდგინა თავისი ვარსკვლავი და დედამიწაზე გამოუშვა
ცეცხლოვანი კვალის სახით. თქვენ მეტეორად ხართ დაბადებულნი, ბრილიანტად, ციდან
ჩამომავალ ოქროს ცეცხლად, რომელიც კვალს ტოვებს დედამიწაზე, და ზოგიერთ თქვენგანი
საკმარისად იღბლიანი ხართ იმისთვის, რომ თქვენი სულის უკვდავება ღამის ცაზე,
თანავარსკვლავედებში და ადამიანთა შესახებ ნაამბობში აისახოს. და მაინც, რა იოლია, მისცეთ
საშუალება თქვენს სინათლეს, რომ მოზომილად ანათოს, და სხვების სინათლესაც იგივე
აიძულოს; და როდესაც სინათლექრება ამ სამყაროში, მე ვეშვები იმ გზებით, რომლებსაც
მრავალი ათასწლეულის წინ თქვენ აბრწყინებდით, რათა გავხდე მაცნე გამოღვიძების ახალი
განთიადისა და დავამშვიდო ეს დაჭრილი სამყარო. იქნებით ის, ვინც გულთბილად შემხვდება
მე, ვარსკვლავად შობილს? იქნებით ის, ვინც საჯაროდ გამოაცხადებს მშვიდობისა და ჰარმონიის
ეპოქას?
19
ახლა თქვენ მთვარის ველით უნდა დაბრუნდეთ, გამოიაროთ ილუზიის მიხვეულ-მოხვეული,
ნისლიანი გზა, რომელზეც ყველაფერი იცვლება და მიედინება. სამყაროში ყველგან არის
მიქცევა-მოქცევები და თქვენ არა მხოლოდ მათი ნაწილი ხართ, არამედ ისინიც ღრმად არიან
თქვენში, და სწორედ ჩემი სინათლის მეშვეობით გიყვართ და გძულთ, გეშინიათ და გიხარიათ,
გიყვარდებათ და გადაგიყვარდებათ. და მაინც, ჩემს სინათლეს არ გააჩნია საკუთარი ძალა,
არამედ მზისგან აქვს ნასესხები, და მე გადმოგცემთ ამ სიმართლეს ისე, რომ არ დაბრმავდეთ.
მაგრამ სინათლე სრულად არასოდეს აღწევს თქვენამდე, იგი მახინჯდება. ნუ გეშინიათ,
აჩრდილებშიც კია სიმართლესთან მსგავსება: ისინი ხომ სინათლის წყალობით არსებობენ. და
მაინც, ნუ შეჩერდებით: მგლები სისხლისთვის ყმუიან და მალე ძაღლებიც მათ მიბაძავენ. მაგრამ
შიშის მიზეზს არ უნდა წარმოადგენდნენ არც ველური ცხოველები და არც მტრებად ქცეული
მოკავშირეები: გეშინოდეთ მხოლოდ თავად შიშის, რომელიც თქვენი საკუთარი
ქვეცნობიერიდან იზრდება, პრიმიტიული არსების, რომელიც მხოლოდ გადარჩენის
ინსტიქტისგან შედგება და შემორჩენილია იმ დროიდან, როცა არაფერი იყო გარდა კბილებით
გამარჯვებისა, ბრჭყალებით ფლეთისა და უსასრულო სიბნელისა. გამოუყევით მთვარის ველს
და ნუ შეგეშინდებათ აჩრდილების, მხოლოდ იცოდეთ, რომ ეს ვერცხლისფერი გზა წინაპირობა
და მზადებაა იმისა, რაც გელოდებათ.
ჭეშმარიტების სინათლე
20
ნება მიეცი სიბნელეს – გაიქცეს, ხოლო აჩრდილებს–გაქრნენ, ნება მიეცით სიცოცხლეს –
აღმოცენდეს იქ, სადაც ჩემი სხივები მიწაზე ეშვებიან. მე ვარ ყველა სიცოცხლის ცენტრი და მათი
წყარო... და მე ვარ ასევე მათი დანიშნულების ადგილი. როდესაც ჩემგან შორს წახვედი, როგორც
პატარა ნაპერწკალი, ამით გინდოდა ჩემი გაცნობიერება და ჩემთან გაერთიანება, და ახლა უკვე
აღარ ხარ ნაპერწკალი, არამედ ნათელი, ელვარე ალი ხარ, საოცარი დიდებით მოსილი და ჩემი
სინათლის დროშის გადამცემი. შენ –ჩემი ოქროსფერი განთიადის ბავშვი ხარ, პატარა მზე
დედამიწაზე, მაგრამ ყოველთვის ასეთად რჩებოდი: მხოლოდ ამის გაცნობიერება გაკლდა.
უამრავ აჩრდილს შორის დააბიჯებდი, მრავალგვარ ჭეშმარიტებას ხედავდი, მრავალი სახის
ილუმინაციას წარმოადგენდი, მაგრამ ეს მხოლოდ მე ვარ, ვისაც ძალუძს ნამდვილი განათლება
გადმოგცეს. არასოდეს მისცე ნება შენს დაჟინებულ მზერას, რომ ჩემგან შებრუნდეს, ამიერიდან
გამოჰყევი ჭეშმარიტებას და სინათლეს, და ხელი ჩამკიდე, მზის შვილო, რამეთუ ჩვენ ვახარებთ
მსოფლიოს სინათლესა და ჭეშმარიტებას. თვალი ადევნე ჩვენს აღზევებას!
20 – Judgement– სამსჯავრო
მოწოდება გამოღვიძებისკენ
21
დაბადებიდან სიკვდილამდე თქვენ იმყოფებით ამქვეყნიური ნივთების გალიაში, რომელიც
გტვირთავთ და ქვემოთკენ გექაჩებათ. თქვენ ხართ ტყვია, მეტალი, რომელიც უგვანოა
ყოველდღიური გამოყენებისთვის, და რომელსაც ოდნავ ეხება სინათლე. მაგრამ შეგიძლიათ
სინათლით სავსე მზერა მოავლოთ თქვენი საფლავების აჩრდილებს, მიუახლოვდეთ მათ და
მოათავსოთ თქვენი „მე“ ალქიმიურ პროცესში, რომელიც ტყვიას ოქროდ გარდაქმნის. თქვენ
ქვისგან, მიწის მტვერისგან ხართ შობილი, მაგრამ არ დაგჭირდებათ მიწად დაბრუნება თქვენი
დღეების აღსასრულის დროს, თუკი სინათლისკენ ისწრაფვით. ერთხელაც, გაიგებთ ჩემს
მოწოდებას გამოღვიძებისკენ და მკვდრეთით აღდგომისკენ. გადააგდებთ ჯაჭვებს და
განაგდებთ შიშებს, წამოხვალთ სიბნელიდან სინათლისკენ. ხელებს აღაპყრობთ ზეცისკენ და
იყვირებთ, რომ თავისუფლები ხართ, და ცრემლები, რომლებიც წამოგივათ, თქვენს შიშებს თან
წაიღებენ. დასაწყისში დედამიწა ცარიელი იყო, ფორმის გარეშე, და სიბნელეს მოეცვა
ყველაფერი; და ანგელოზი მოევლინა წყალთა ზედა და თქვა: დაე იყოს სინათლე! და იქმნა
სინათლე. ეს მხოლოდ დასაწყისია, და არა დასასრული.
22
დიადი გზა გრძელია, და შენ ყოველდღიურად გადიოდი ამ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს.
ცხოვრების ყოველი გამოცდა და უსიამოვნება - ესაა გაკვეთილი და შესაძლებლობა, რომელიც
ზრდის საშუალებას მოგცემს და ცხოვრების ცეკვის შეგნებულ მონაწილედ გაქცევს. ახლა, როცა
უკან იხედები, უკვე იცი, თუ რამდენის სწავლა შეიძლება მათგან. და ასევე ხედავ, რამდენი რამ
შეცვალე. ცვლილებები გარდუვალია, და ვერასოდეს შეძლებ განვლილი გზის დაბრუნებას,
ვერასოდეს დაუბრუნდები საწყის წერტილს, თუმცა შეგიძლია კვლავაც შთაგონებით შეუდგე
ახალ გზას, დადგე ახალ საწყის წერტილზე - ახალი დანიშნულების პუნქტით. იქ ყოველთვის
უფრო მეტი გელოდება, ვიდრე წარმოგიდგენია, მოგზაურო, და არასოდეს დაიღლები ამ
მოგზაურობით. შენ ახლა რითმულად ცეკვავ ცხოვრების ზეიმში, იცი, თუ რას ნიშნავს
საკუთარი გულისა და სამყაროს რიტმთან ერთად მოძრაობა, ხედავ ანარეკლს ამ ორს შორის და
ადგილს პოულობ მათ შორის. ახლა მე და შენ ვდგავართ უსასრულოდ მცირე წერტილში
დასაწყისსა და დასარულს შორის, და შენ სამყაროს ცენტრში ხარ, ყველა შენი თავგადასავლის
შედეგში და ყველა შენი ცოდნის სინთეზში. იცეკვე ჩემთან ერთად, ამ მომენტში, წარსულისა და
მომავლის გარეშე, უბრალოდაწმყოში, უბრალოდ დაბადებიდან მონიჭებული უფლებით, იცეკვე
შენი სამყაროს გულისცემასთან ერთად: ესაა გაცნობიერებულობა, და ესაა გასხივოსნება.
23
საქართველოში ეზოთერული ცოდნის განვითარებაში, გადმორიცხეთ
თქვენთვის სასურველი თანხა ამ რეკვიზიტებზე:
24