You are on page 1of 34

ჩინური მითოლოგია

მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს,


კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე,
გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური
სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენებს ადრეკლასობრივ
საზოგადოებაში.
ყველაზე გავრცელებულია: ძველი საბერძნეთის, რომის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები.
მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა და უშუალო გავლენა იქონია
ლიტერატურა, ხელოვნება, რელიგია, ფილოსოფიაზე.
მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ კვეთა, ორივესთვის
რელიგიისთვისაც და მითლოგიისთვისაც დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი
ძალებისა.
ზემოთ ჩამოთვლილი მითოლოგიებს ბევრი საერთო აქვთ. მაგალითად ყველა
მათგანს გააჩნია დიდი ღვთაებათა პანთეონი. ყველა მათგანში თითქმის იდენტური
ისტორია ისახება სამყაროსა და კაცობრიობის წარმოშობაზე. ბერძნული, რომაული,
ეგვიპტური და ინდური მითოლოგიისგან განხვავდება აღმოსავლეთ აზიის
(შორეული აღმოსავლეთის) ჩინეთის, იაპონია და კორეის მითოლოგია.

ჩინური მითოლოგია

რაც შეეხება ჩინურ მითოლოგიას, იგი აერთიანებს ძველი ჩინეთის


ტერიტორიაზე არსებულ მითებსა და ლეგენდებს. კლასიკაში, უძველეს ჩინურ
წიგნსა და კონფუციურ სახელმძღვანელოებში გადმოცემულია მოთხრობები
ადამიანებზე, მეფეებსა და დიდგვაროვნებზე, ჯარისკაცებსა და გლეხებზე (ასევე,
ბევრია დრაკონებსა და არაამქვეყნიურ სულებზე), მაგრამ არა ღმერთებზე, რაც ჩინურ
მითოლოგიას გარკვეულწილად განასხვავებს სხვა მითოლოგიებისაგან.
ჩანაწერები ცხადყოფს, რომ უძველეს ჩინელებს ჰყავდათ
გაისტორიებული მითიური პერსონები. განსხვავებით ძველი ბერძნებისგან,
რომლებიც ევჰემეროსის (დაახლ. ძვ. წ. 300 წ.) თანახმად, კაცებს ღმერთებად
აქცევდნენ, უძველესი ჩინელები ღმერთებს აქცევდნენ კაცებად. კონფუცის მიმდევარ,
ტრადიციების შემნახველ სწავლულებს აინტერესებდათ საზოგადოება,
ხელისუფლება და ზნეობრივი მოძღვრება. ამ სწავლულებს ისტორია უფრო უკეთ
ემსახურებოდა ამ სფეროებში, ვიდრე - მითოლოგიური ცნებები.
ყველაზე ადრეული ჩანაწერები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია უძველესი ჩინეთიდან,
არის სამარჩიელო ძვლების მოკლე წარწერები ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან და ისინი
გვიჩვენებს უამრავ არსებას, რომლებსაც მსხვერპლს სწირავდნენ. ძალიან მცირე რამ
არის ცნობილი თითოეულ მათგანზე. ისინი ძლევამოსილებად მიიჩნეოდნენ და მათი
სახელები გვიჩვენებს, რომ აღმოცენდნენ ბუნების მითებიდან, თუმცა მათი
ისტორიები სამუდამოდ დაკარგულია. როგორც ჩინური მითებისა და რიტუალების
ავტორიტეტული მცოდნე მეცნიერები ამბობენ - უძველეს ჩინეთში, რა თქმა უნდა,
იყო მითები, მაგრამ არა ერთიანი მითოლოგია.
დაოისტური ტრადიციის ადრეული ჩანაწერები - დაო დე ჯინგი და ჟუანგზი, შეიცავს
ცნობებს მისტიკურ პერსონებზე, რომლებიც, შესაძლოა მომდინარეობდნენ
ტრადიციული მითოლოგიიდან. მაგალითისთვის, ჟუანგზიში არის ამბავი ქაოსზე,
რომლის მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას მის სხეულში ხვრელების
გაკეთებით, რათა შეძლებოდა სუნთქვა, ხედვა, სმენა. ეს მოთხრობები თავის
დანიშნულებას კარგად ასრულებდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ცნობიერ
ლიტერატურულ ნაწარმოებს წარმოადგენდა და არა მითების სიუჟეტებს, რომლებიც
ჩინური ტრადიციების უფრო ღრმა, არაცნობიერი და დამწერლობამდელი
წყაროებიდან მომდინარეობს.
ჩინური მითოლოგია ისტორიის, ფოლკლორისა და რელიგიური წარმოდგენების
ნაკრებია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ზეპირი და წერილობითი სახით. ჩინური
მითოლოგიის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ მისი პერსონაჟები რეალურ
ისტორიულ პიროვნებებად განიხილებოდა. მითები საუკუნეების მანძილზე
გადაიცემოდა ზეპირი ფორმით მანამ, სანამ არ დაიწყეს მათი ჩაწერა წიგნებში
(„შანხაიძინგი“
ანუ „მთებისა და ზღვების წიგნი“, ძვ. წ. 4-2 სს.). დანარჩენი მითები გადაიცემოდა
ზეპირი სახით (თეატრებისა და მუსიკის საშუალებით). დიდია მითების გავლენა
კონფუციანიზმსა და ტაოიზმზე. არსებობს ერთი და იმავე მითის სხვადასხვა ვარიანტი,
ხშირად ისინი ერთმანეთს არც კი ემთხვევა და მეტიც, ეწინააღმდეგება კიდეც.

ფუსი და ნიუვა. ფუსი და ნიუვა ჩინელებს ნახევრად გველ და ნახევრად ადამიან


არსებებად წარმოედგინათ. ისინი იყვნენ და-ძმა, რომლებიც გადაურჩნენ დიდ
წყალდიდობას. მათზე მითი ცნობილია , როგორც დედამიწის ხელახლა ადამიანებით
დასახლების მითი. ძველი ჩინელი ხალხი თვლიდა, რომ ფუსი მართავდა ცას, ხოლო
ნიუვა დედამიწას. ამბობენ, რომ ნიუვამ ნივთები და ადამიანები თავისი ხელით
თიხისაგან შექმნა და ასე მოახერხა წყალდიდობის შემდეგ დედამიწაზე სიცოცლის
დაარსება.

ფანკუ - ჩინურ მითოლოგიაში მოაზრება, როგორც გონიერი არსება. მასზე მითი


უკავშირდება სამყაროს წარმოშობას. მითის თანახმად - თავდაპირველად სამყაროში
სუფევდა მხოლოდ ქაოსი, რომელიც იყო უფორმო და უკონტროლო. ამ ქაოსში 18000
წლის მანძილზე კვერცხში ეძინა ფანკუს. როდესაც ინი და იანგი ( ინი და იანი)
სამყაროში დაბალანსდა, ფანკუმ გამოიღვიძა. დააცილა ერთმანეთს ინი და იანგი. ინი
გადაიქცა დედამიწად, ხოლო იანგი – ცად. ფანკუ მათ შორის მოექცა და აკავებდა ცას.
18000 წლის შემდეგ ფანკუ წამოწვა დასასვენებლად ანუ გარდაიცვალა. მისი
ამონასუნთქი გადაიქცა ნიავად, ხმა ჭექაქუხილად გაისმა, მარცხენა თვალი – მზედ,
მარჯვენა – მთვარედ, თმა და წვერულვაში – ცაზე გაბნეულ ვარსკვლავებად იქცა. მისი
ხმა გახდა სამყაროს ოთხი პოლუსი, ტანი ხუთ წმინდა მწვერვალად ამოიზარდა.
სისხლი – აქაფებულ მდინარედ, ძარღვები – გზებად და ბილიკებად, კუნთები – სახნავ
მიწებად, ნაყოფიერ ნიადაგად, ხოლო კბილები, ძვლები და ძვლის ტვინი – თეთრ
იასპად, მწვანე ნეფრიტად და სხვა ძვირფას თვლებად იქცა. ბალანი, რომელიც ტანს
უფარავდა უღრან ტყეებად და გაუვალ ბარდებად იქცა, მისი ოფლი კი კეთილშობილ
წვიმად გარდაიქმნა, ის პატარა არსებები კი, რომლებიც მის ტანზე დაცოცავდნენ,
ადამიანებად გადაიქცნენ. ფანკუ გვევლინება სამყაროს შემქმნელად.
ასევე არსებობს სხვა უამრავი მითი, მათ შორის ყველაზე ცნობილი მითები შეეხება
სამყაროს შექმნას: „ფანკუ ქმნის ცასა და მიწას“, “ნიუვა ქმნის ადამიანს“; ადამიანის
ბრძოლას ბუნებასთან: „მშვილდოსანი ანადგურებს მზეს“, „ძინ ვეი ზღვის სტიქიას
მიწად აქცევს“, გმირულ თავგანწირვას: „შენ-ნუნგი სინჯავს წამლებს“, „კუნ იუი
აწყნარებს წყლის სტიქიას“ და ა.შ. ეს ლეგენდები წარმოაჩენენ ძველი ჩინელების
მსოფლმხედველობას, და მათ სურვილს დაიმორჩილონ ბუნების ძალები. ჩინური
მითოლოგია აისახა ჩინურ ლიტერატურაშიც. მან უდიდესი გავლენა მოახდინა
ჩინური ლიტერატურის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მითოლოგია
წარმოადგენს ჩინური ლიტერატურის სათავეს.
ძველი ჩინური ღვთაებები და უკვდავები

ძველ ჩინეთში ორასზე მეტ ღმერთსა და ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს. თითოეულ


ქალაქს, სოფელს, ფერმას და ზოგჯერ ცალკეულ ნაკვეთს სასაფლაოზეც კი ჰყავდა
საკუთარი მიწიერი სული (თუტი გონგი), რომელსაც აღიარებდნენ და დიდ პატივს
სცემდნენ. ასევე არსებობდნენ სულები სახელად კუეი შენ, რომლებიც ბაღში ხეზე ან
ნაკადულის პირას ბინადრობდნენ ისინი ბაღის მფარველები იყვნენ. კუეი შენ იყვნენ
მარადიული სულები, რომლებიც უკვდავებით გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ
პარალელურად არსებობდნენ მოკვდავი სულები გუეი (guei , ან kui). ისინი ოდესღაც
იყვნენ ადამიანები, ხოლო გარდაცვალების შემდგომ გადავიდნენ სხვა ცხოვრებაში.
ღვთაებათა პანთეონში ადგილს ასევე იკავებდნენ ისეთი ღმერთები, რომლებიც
ადამიანებად ცხოვრობდნენ და გარდაცვალების მერე გადაიქცნენ ღვთაებებად. ერთ-
ერთი ასეთნი იყვნენ პა სიენი. ტაოისტური ფილოსოფიის რვა უკვდავი, რომლებიც
დასავლეთის ქალღმერთმა დააჯილდოვა უკვდავებით.

ყველა ღვთაება და სული მნიშნელოვან როლს თამაშობდა ძველი ჩინელი ხალხის


ცხოვრებაში, მათი ზეგავლენა დღესაც გვხვდება თანამედროვე ჩინეთში. ჩვენი
განხილვის თემაა ყველაზე ცნობადი ღვთაებები და უკვდავი არსებები ჩინური
მწერლობის მიხედვით.

პირველ ადგილზე დგას დრაკონი. ის ყველაზე ხშირად ჩინურ მწერლობასა თუ


კულტურის სხვადასხვა სფეროში გვხვდება. დრაკონი ჩინეთში უძველესი
ღვთაებრივი სიმბოლოა. მისი გამოსახულება ნეოლითური პერიოდის ჭურჭელზეა
აღმოჩენილი რომელიც ჩვ.წ. 4500-3750 წლებით თარიღდება. იგი ითვლება ინის და
იანგის ენერგიების დამბალანსებლად, რომელიც იყო კეთილი და ბრძენი. დრაკონი
ინლუნგი ცნობილი იყო, როგორც დრაკონების მეფე და წვიმისა და წყლის ღმერთი. მას
ასევე ჰონგ შენის სახელითაც მოიხსენიებდნენ, მისთვის მეზღვაურები და მეთევზეები
ლოცულობდნენ. თუ დასავლურ მითოლოგიასთან გავავლებთ პარალელს, შეიძლება
ის პოსეიდონის აღმოსავლურ ანალოგად მოვიხსენიოთ. ჩინურ მხატვრობაში მას
შეხვდებით ადამიანის გამოსახულებითაც. იგი განსახიერებულია ბრძენი კაცის სახით,
რომელსაც ზურგს უკან უხატია მზე და გაჰყურებს ხალხით სავსე ნავს.

ჩინურ მითოლოგიაში ცნობილია ღმერთია - შანგთი (shangti). ის იყო კანონის და


სამართლიანობის უმაღლესი ღვთაება. ის ასევე ცნობილია, როგორც ნეფრიტის
იმპერატორი, ყვითელი იმპერატორი ან იუ ჰუანგ შანგთი. ღმერთი შანგთი ითვლება,
ჩინელი ხალხის წინაპრად, რომელმაც ჩინელებს მისცა ცოდნა არქიტექტურის,
კულტურის, დააჯილდოვა საბრძლო უნარებით. იგი აკონტროლებდა ამინდს და
სეზონებს. შანგთი ითვლებოდა სხვა ღმერთების მეფედ. მას განსაკუთრებით შანგის
დინასტიის პერიოდში ეთაყვანებოდნენ. ის განიხილებოდა როგორც ზეცა.
ძალიან საინტერესო მითოლოგიური პერსონაჟია დასავლეთის დედა დედოფალი - იგი
იყო უკვდავების ქალღმერთი და მფარველობდა უკვდავ სულებს. აღსანიშნავია, რომ
ის განსაკუთრებით მდედრობითი სქესის სულებს მფარველობდა, რომლებიც
ცხოვრობდნენ ჯადოსნურ მიწაზე სიჰუა-ზე (დასავლეთის ყვავილი). ეს ქალღმერთი
ასევე გვხვდება სი ვანგ მუ-ს სახელწოდებით, რომელიც ცხოვრობდა ოქროს სასახლეში
კუნლუნის მთაზე. სასახლეს გარშემორტყმული ჰქონდა თხრილი, რომელიც
ქალღმერთის ატმის ბაღს იცავდა. ამ ბაღის ხეების ნაყოფის წვენი უკვდავების
მომნიჭებელი იყო. ქალღმერთი სი ვანგ მუ-ს ხშირად განსახიერებულია როგორც
ლამაზი ქალი, ბასრი კბილებითა და ლეოპარდის კუდით ან როგორც მოხუცი კუზიანი
ქალი, ბასრი კბილებით და ლეოპარდის კუდით. მისი ასეთი ცვალებადი იერსახე
დამოკიდებულია მის ხასიათზე. ხანის დინასტიის პერიოდში მისი ღვთაება ძალიან
პოპულარული იყო და მისთვის სალოცავებიც კი შენდებოდა სახელმწიფოს
მმართველის ბრძანებით. დასავლეთის ქალღმერთი არის მუგონგის - სულების
მბრძანებლის მეუღლე, რომელიც მამრობითი სქესის სულებს მფარველობდა.

ასევე ძლიან საინტერესო ფიგურაა თანაგრძნობისა და შეწყალების ქალღმერთი


გუანინი - რომელიც მეთევზეებს მფარველობდა. მისი ფიგურა მომდინარეობს ძვ.
ინდური მითოლოგიიდან და გაიგივებულია ქალღმერთ ტარა-სთან, რომელიც იშვა
ბოთჰისატვა ავალოკიტესვარა-ს ცრემლებისაგან, რომლის სახელიც ნიშნავს „ ის ვინც
ზეციდან დაჰყურებს მსოფლიოს და ესმის ადამიანთა ვედრება“. მისმა ფიგურამ
ჩინეთში ინდოეთიდან შეაღწია აბრეშუმის გზის მეშვეობით.

იან(გ) ვანგი - სიკვდილისა და იმიერი ქვეყნის მბრძანებელი. ის არის საიქიო სამყაროს


ყველაძე ძლიერი მმართველი. ის ასევე ლორდ იამა კინგ-ის სახელითაც არის
ცნობილი. იანგ ვანგი ანაწილებს გარდაცვლილთა სულებს მათ მიერ ჩადენილი
ცოდვების მიხედვით, თუ სად უნდა მოიხადონ სასჯელი- უნდა შეუერთდნენ
ღმერთებს თუ უნდა მოხდეს მათი სულების რეინკარნაცია. ერთ-ერთი ლეგენდის
თანახმად ახალგახრდა ჯარისკაცი სახელად იანგი, რომელმაც მთელი ცხოვრება
მხოლოდ ტანჯვა და უბედურება დათესა, გარდაცვალების შემდეგ წარსდგა იანგ
ვანგის სამსჯავროზე. იანგ ვანგმა ჰკითხა მას, თუ როგორ მოახერხა ასეთი ხანმოკლე
სიცოცლის მანძილზე ამდენი ცოდვების დაგროვება რაზეც ჯარისკაცი იანგი თავს
იმართლებდა და დაჟინებით გაიძახდა, რომ იყო უდანაშაულო და ეს ცოდვები მას არ
ეკუთვნოდა. რაზეც ღმერთმა იან ვანგმა მისი ცხოვრების ყველა ცოდვა გააჟღერა,
ყველა იმ ადამიანის სახელი თქვა ვინ ჯარისკაცის სიჯიუტეს და სიბოროტეს
ემსხვერპლა. ღმერთმა იგი დაგმო და მას არ მისცა რეინკარნირების საშუალება, ასეთ
დროს გამოჩნდა დიადი ხელი, რომელმაც ჯარისკაცი იანგი გააქრო. არის ასეთი
გამონათქვამი : „დედამიწაზე ყოფნის დროს შეგიძლია ცოდვები გამოისყიდო, მაგრამ
იან ვანგის სასამართლოში სამართლიანობას ვერავინ გაექცევა“.

ცაიშენი - ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ღვთაება ძვ. ჩინეთში,


რომელსაც დღემდე სცემენ პატივს. ცაიშენი არის სიმდიდრის ღმერთი. მისი
ქანდაკებები ხშირად გვხვდება ადგილობრივი მაღაზიებში და ჩინელი ხალხის
სახლებში. ღვთაება გამოსახულია მდიდარი კაცის სახით, რომელსაც აცვია აბრეშუმის
სამოსი, ორივე ხელში უკავია სიმდიდრეები. ზოგჯერ მის ქანდაკებას გვერდით ყავს
ორი ადამიანი, რომლებსაც მოაქვთ ოქროთი სავსე ტომრები. ის არა მხოლოდ
სიმდიდრის არამედ ბედნიერი ოჯახის, კარგი სამსახურის და კეთილდღეობის
ღვთებაც იყო. ცაიშენი ძალიან გულუხვი იყო მისი თაყვანისმცემლების მიმართ,
თუმცა იგი თავის ქონებას ყველას არ ურიგებდა. ხალხს მისთვის უნდა დაემტკიცებინა
რომ ღირსნი იყვნენ მისი ჯილდოსი. ამის დამტკიცება კი, მხოლოდ მძიმე შრომით,
მის მიმართ ლოცვით და მისთვის მადლობის გადახდით იყო შესაძლებელი. ძველ
ჩინეთში ცაიშენის სახელობის უამრავი ტაძრები და სალოცავები იყო.

კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი ღვთაებააა ჩანგ-ი (chang’e) მთვარის ქალღერთი. მისი
პერსონაჟი ყველაზე ხშირად ჩინურ პოეზიასა და ლიტერატურაში გვხდება.
ქალღმერთი ჩანგ-ი იყო მშილდოსანი გმირის მეუღლე, რომელმაც ის მთვარის
დაბნელების დროს გადაარჩინა.

ლეგენდის თანახმად, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე ახალი შექმნილი იყო ცაზე 10


მზე ანათებდა. ყოველივე ამის გამო ძალიან ცხელოდა და მოსავალი არ მოდიოდა,
მდინარეები შრებოდა და ხეები ხმებოდნენ. ერთ დღეს ამ ყველაფრით დაღლილმა და
შეწუხებულმა მშვილდოსანმა გმირმა სახელად ჰოუ ი-მ გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამ
ტანჯვისთვის, ცას დაუმიზნა მშილდი და გაისროლა, გასროლის შედეგად მან 9 მზე
ჩამოაგდო. იგი ამ გმირობისთვის ქალღმერთმა სი ვანგ მუ-მ დააჯილდოვა
უკვდავების ელექსირით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯილდოს მხოლოდ ისინი
იღებდნენ ვინც საგმირო საქმეს ჩაიდენდა. ჰოუ ი ბედნიერი იყო ამ ჯილდოთი, მაგრამ
არ სურდა მისი გამოყენება. მას არ უნდოდა ყოფილიყო უკვდავი მაშინ როდესაც მისი
მეუღლე მოკვდავად დარჩებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა არ დაელია ელექსირი და
მისი ცოლის გვერდით გაეტარებინდა დარჩენილი ცხოვრება. მისმა მეუღლემ ჩანგ-მა
ამ ჯილდოს შესახებ მალევე შეიტყო და დაიწყო გეგმის შემუშავება. მან მოპარა ქმარს
ელექსირი და დალია. როდესაც ღამით ჰოუ იმ აღმოაჩნა, რომ მეუღლე საწოლში არ
იწვა გარეთ გავიდა და მისი ძებნა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში დაიწყო. ჰოუ ი
ისეთი გაბრაზებული იყო, რომ აიღო მშილდი და მას ესროლა, თუმცა ვერ მოახვედრა.
დროთა განმავლობაში მისმა სიბრაზემ იკლო, იგი ხშირად ფიქრობდა თუ რაოდენ
მარტოსული იქნებოდა ჩანგ-ი. იმ იმედით, რომ მის მეუღლეს ნაკლებად
მარტოსულად ეგრძნო თავი და იმისათვის რომ ეჩევებინა, აღარ ბრაზობდა
გადაწყვიტა ყოველ ღამით მისი საყვარელი ტკბილეული და ხილი გარეთ
დაეტოვებინა. ეს ტრადიცია ჩინეთში ცნობილია, როგორც შემოდგომის მთვარის
ფესტივალი. ამ ფესტივალის დროს ადამიანები გადიან გარეთ და მთვარეს სცემენ
თაყვანს, მიირთმევენ მთვარის ნამცვხარს და საჩუქრებს ჩუქნიან მეგობრებს, ოჯახის
წევრებს.

წაო შენი- სამზარეულოს ღვთაება, რომელიც ცხოვრობდა სამზარეულოში ღუმელის


თავზე. მის ფიგურას ქაღალდისგან ქმნიდა ოჯახის ყველაზე უხუცესი ქალი. მისი ეს
ფიგურა ერთი წლის მანძილზე რჩებოდა სამზარეულოში. ყოველი წლის ბოლოს წაო
შენი მიმგზავრებოდა ზეცაში ღმერთებთან, რათა მოეხსენებინა იმ ოჯახის წევრების
ცხოვრების და ცოდვების შესახებ. წაო შენი პასუხისმგებელი იყო ოჯახის
კეთილდღეობაზე. იგი აჯილდოვებდა მათ ვინც სწორად და ცოდვის გარეშე
ცხოვრობდა.

ნიუ ლანგი და ჭ ნუ - სიყვარულის ღმერთი და ქალღმერთი. ჭ ნუ იყო ქსოვის


ქალღმერთი და შანგთის ქალიშვილი. ყოველ დღე ის უალმაზეს სამოსს ქსოვდა
ღმერთებისთვის, რომლებიც ზეციდან დაჰყურებდნენ დედამიწას და ოცნებობდა რომ
ერთ დღეს ემოგზაურა მიზაწე. ერთ დღეს მამამისმა მას დართო ნება რომ მიწაზე
ჩამოსულიყო სადაც ჭ ნუ-მ დატოვა თავისი სამოსი მდინარის ნაპირთან და საბანაოდ
შევიდა. მწყემსმა, სახელად ნიუ ლანგმა დაინახა იგი და შეუყვარდა, ამიტომ მოპარა
მას ტანსაცმელი, რათა არ გაქცეულიყო მისგან. როდესაც ჭ ნუ წყლიდან გამოვიდა და
დაინახა რომ მისი ტანსაცმელი გაქრა ძალიან გაბრაზდა, მაგრამ როდესაც ნიუ ლანგმა
აუხსნა თუ რატომ მოიქცა ასე ჭ ნუს ის შეუყვარდა. მან დაივიწყა ღმერთები და
ღვთაებრივი ქსოვის მოვალეობების შესახებ და დარჩა დედამიწაზე ნიუ ლანგთან
ერთად. რაც მეტი დრო გადიოდა მათ ერთმანეთი სულ უფრო ძლიერ
უყვარდებოდათ, შეეძინათ ბევრი შვილი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ყოველივე
ამით შანგთი ძალიან უკმაყოფილო იყო, ამიტომ გაგზავნა ჯარისკაცები ჭ ნუ-ს უკან
დასაბრუნებლად. ნიუ ლანგი შეეცადა მათ შეჩერებას, მაგრამ შანგთიმ ვარსვლავების
კედელი აღმართა და შეაკავა ის. ეს ვარსკვლავები დღეს ცნობილია ირმის ნახტომის
სახელით. ჩინურ ლიტერატურაში ეს ისტორია ყველაზე ხშირად გვხვდება, ის
თანამედროვე ხელოვნებასა და მწერლობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩინელი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ბევრ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ.


ხალხისთვის ყველა ღვთაებას თუ მისტიურ არსებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
არსებობდა მრავალი სხვა ცნობილი ღმერთი, რომლებიც იმსახურებენ აღნიშვნას: გუან
გონგი (ასევე ცნობილი როგორც გუანდი), ომის ღმერთი, რომელიც იყო დიდი მეომარი
და მისი სიკვდილის შემდეგ გაღმერთებული გმირი;
სუნ ვუკონგი, ბოროტების ღმერთი, რომელიც ჭამდა უკვდავების ატმებს და ატყუებდა
ღმერთებს, რათა მისთვის მარადიული სიცოცხლე მიეცათ; ფუ-შენი, ბედნიერების
ღმერთი; ფან კუ; ფუსი და ნიუვა და მრავალი სხვა.
მითოლოგიის გავლენა ჩინურ კულტურაზე

ჩინეთის მითოლოგია არ არის ერთიანი ჰარმონიული ეპოსი, როგორც რომაული ან


ბერძნული, იგი ფილოსოფიური აზროვნების სხვადასხვა მიმართულების
მსოფლმხედველობის სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც წარმოიშვა
ქვეყანაში მისი განვითარების პროცესში: წინაპრების უძველესი კულტი, ბუდიზმი,
კონფუციანიზმი, ტაოიზმი. ეს არის ის, რაც ხსნის ჩინური მითების
მრავალფეროვნებას და მათ განსხვავებულობას. ამ ტიპის ფოლკლორმა თვალსაჩინო
კვალი დატოვა ჩინეთის კულტურაზე. თანამედროვე ავტორების შემოქმედებაშიც კი
იგრძნობა მისი გავლენა ჩინელი ხალხის ცნობიერებაზე.

მითოლოგია და ფილოსოფია.

ჩინური ფილოსოფიური მიმდინარეობები სათავეს სწორედ მითოლოგიაში იღებს.


როგორც მათი საფუძველი, მან განსაზღვრა გარკვეული ფილოსოფიური სკოლების
პოპულარობა მოსახლეობაში. ცნობილია, რომ ნატურფილოსოფიური (ბუნების
ფილოსოფია) მსოფლმხედველობა ჩინელებში ფართოდ არ გავრცელებულა.ეს
შეიძლება აიხსნას მითოლოგიური შეხედულებების სპეციფიკით, რომლებიც
განსაზღვრავენ გარკვეული ფენომენების მნიშვნელობას. ფაქტია, რომ ეპოსი შეიცავს
მცირე რაოდენობით ინფორმაციას სამყაროს ფორმირების შესახებ, ასევე მის კავშირს
ადამიანთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თემები ნაკლებად აინტერესებდა ჩინეთის
მაცხოვრებლებს. აქედან გამომდინარე ნატურფილოსოფიას არ შეუძლია ძირითადი
ადგილი დაიკავოს ფილოსოფიური სკოლების სისტემაში, ვინაიდან ის შორს არის
ჩინელების რეალური შეხედულებებისგან. მაგრამ ყველაზე ცნობილმა ჩინურმა
ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა ისარგებლა პოპულარული მითოლოგიური
შეხედულებებით, სამყაროს ხედვის თავიანთი კონცეფციის დასამტკიცებლად.
მაგალითად, ტაოიზმმა თავის სწავლებებში აქტიურად შემოიტანა უძველესი გმირების
ფიგურები, მათი მაგალითის გამოყენებით ცდილობდა დაემტკიცებინა ტაოისტური
იდეების სისწორე.

მითოლოგიის გავლენა ქანდაკებებზე

ჩინურ მითოლოგიაში დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი.


ამან თავისი კვალი დატოვა ხელოვნების ისეთ ფორმაზე, როგორიცაა
ქანდაკება/მოქანდაკეობა. სხვადასხვა მითიური ცხოველი გახდა მხატვრული
გამოსახულება, რომელიც შთააგონებდა შედევრების შემქმნელებს. ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩინურ ლეგენდებში არის დრაკონი, რომელიც
განასახიერებს დიდებასა და ძალაუფლებას. იგი ჩინელი ოსტატების მრავალი
სკულპტურული ქმნილების მოდელი იყო. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დრაკონების
მრავალი ფიგურა, რომელიც ნეფრიტისგან არის დამზადებული და უძველელეს
პერიოდს მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, მაშინ მითოლოგიამ დიდი როლი ითამაშა
ადამიანების ცხოვრებაში და მათ ცნობიერებაზე. მაგრამ თანამედროვე დროშიც კი,
როდესაც ჩანდა, რომ მეცნიერებამ მთლიანად შეცვალა აზროვნების ყველა არქაული
ფორმა, მითები განაგრძობენ გავლენას ადამიანთა ცნობიერებაზე, უბიძგებს მათ
შექმნან დიდი ხელოვნების ნიმუშები. ამის მაგალითია ცნობილი ცხრა დრაკონის
კედელი, რომელიც აშენდა პეკინში მე-18 საუკუნეში.

მითოლოგიამ ასევე დიდი გვალენა იქონია ჩინურ სახვით ხელოვნებაზეც.


თქმულებებიდან აღებული სიუჟეტები/სცენები ძირითადად სამარხების კედლებს
ამშვენებდა და ბარელიეფებსა და კედლის მხატვრობაში ხშირად იყო გამოყენებული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს სიუჟეტები არ იყო მიძღვნილი იმქვეყნიურ
სცოვრებისადმი, არ გამოხატავდა სცენებს საიქო ცხოვრებიდან , პირიქით , კედლებს
ამშვენებდა ცოცხალი სამყაროს სურათები. მთავარი თემას კი ღვთაებებისა და წმინდა
ცხოველების გამოსახულებები წარმოადგენდა, ასევე, მითებიდან აღებული საგმირო
საქმეები. ამ ნიმუშების უმეტესობა თარიღდება ჰანის დინასტიის პერიოდით.

დღესდღეობით, ჩინელი მხატვრები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მითოლოგიას


შთაგონებისთვის. თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო ხუ
ბეიჰონგ-ის ნახატი, რომელიც ეფუძნებოდა მითს იუე-ზე, რომელმაც საკუთარი
სხეულის ნაწილები მსხვერპლად გაიღო რათა წყალდიდობის კონტროლი და
შეჩერება შესძლებოდა.

მითოლოგიის გავლენა ლიტერატურაზე


ჩინურმა მითოლოგიამ შესამჩნევი გავლენა მოახდინა ქვეყნის მხატვრულ კულტურაზე.
თუმცა ღვთაებებზე, როგორც წინაპრებზე, ისტორიულ ფიგურებზე, კონფუცის
მსოფლმხედველობის განვითარებაზე და ძველ ჩინეთში ეპიკური და დრამის
არარსებობის გამო, მითოლოგია ნაკლებად არის ასახული ვერბალურ ხელოვნებაში.
პოეტ ციუ იუანის ნაწარმოების გარდა, ძველი ჩინური მითოლოგიის გამოსახატულება
მხოლოდ ცალკეულ პატარა ლექსებში იყო განვითარებული, მაგალითად, ცაო ჭის (cao
zhi) "მდინარე ლუოს ფერიები". შუა საუკუნეების დასაწყისში დაიწყო პროზის
განვითარება, რომელიც ზღაპრების მსგავსი მოთხრობებისა და მოთხრობების სახით
(ადამიანის სულებთან შეხვედრის შესახებ) არის გადმოცემული. ისინი ტაოისტური და
ხალხური თქმულებებს წარმოადგენს. ბიანვენის ზღაპარი, რომელიც განვითარდა მე-8-
მე-10 საუკუნეებში, ავლენს ძირითადად ბუდისტური შინაარსის ისტორიებს. ეს
ისტორიები მოგვითხრობენ ბუდას და ბოდჰისატვას ცხოვრებაზე, ფილოსოფიურ და
რელიგიურ გზაზე. მუსიკალური დრამა, რომელიც წარმოიშვა მე-12-მე-13
საუკუნეებში, მოიცავდა საინტერესო, თუმცა არა მრავალრიცხოვან ნაწარმოებებს
მითოლოგიურ თემებზე, როგორც ტაოისტური (მაგალითად, რვა უკვდავის
შესახებ), ისე ბუდისტური პერსონაჟების შესახებ.
ზეპირსიტყვიერი ზღაპრების საფუძველზე შექმნილი წიგნების ეპოსებში ზოგიერთ
შემთხვევაში ასევე გამოყენებული იყო მითოლოგიური თემები და გამოსახულებები
(ვუ ჩენგ-ენის „მოგზაურობა დასავლეთში“, სუი ჭუნგ ლინის „სულების წოდებაზე
ამაღლება“, ჭოუ იუ „თხზულება სამყაროს დაარსებაზდე“ . ყველა ეს ნაწარმოები XVI
საუკუნით თარიღდება). ყველა ამ გვიანდელ ეპოსში შესამჩნევია ხალხური
სინკრეტული მითოლოგიის გავლენა. თანამედროვე ჩინურ ლიტერატურაში
მითოლოგიური სიუჟეტების წარმატებული გამოყენების მაგალითად შეიძლება
მივიჩნიოთ ლუ სინის „ძველი ისტორიები ახალ გადმოცემაში“ რაც ჩინური
ლიტერატურის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. მათში ავტორმა, ნაწილობრივ
სატირული და პოლემიკური მიზნებისთვის, მოგვითხრო მშილდოსან გმირზე და მის
მეუღლე ჩანგი-ზე.

უდავოა, რომ მითოლოგიამ დიდი გავლენა იქონია ძველ ჩინელი ხალხის


ცნობიერებაზე, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ დღევანდელ დღესაც, თანამედროვე
მწერლები და მოქანდაკეები, მხატვრები და არქიტექტორები თავიანთ შთაგონების
წყაროდ მაინც მითოლოგიას მიიჩნევენ.
იაპონური მითოლოგია

იაპონური მითოლოგია წარმოადგენს ტრადიციული ისტორიების, თხზულებებისა და


რწმენა-წარმოდგენების კრებულს, რომელიც იაპონიის არქიპელაგზე წარმოიშვა.
იაპონური მითოლოგიის ქვაკუთხედს შინტოს ტრადიციები წამოადგენს. ჩინურ და
ინდურ მითებთან ათასობით წლის ურთიერთობამ, ასევე, დიდი გავლენა იქონია
იაპონურ რელიგიურ და მითოლოგიურ წარმოდგენაზე.

იაპონური მითების გადაცემა ხდებოდა ზეპირსიტყვიერად, ძირითადად


ლიტერატურული წყაროების (მათ შორის ტრადიციული ხელოვნების) მეშვეობით.
იაპონიის ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში ხალხი ძირითადად ცალკეულ
თემებად ცხოვრობდა, რამაც საშუალება მისცა ადგილობრივი ლეგენდებისა და
მითების არეალის გაზრდას და ერთმანეთში გაცვლას.

ორი მნიშვნელოვანი წყაროა შემონახული სადაც საფუძვლიანად არის გადმოცემული


იაპონური მითები. ეს არის კოჯიკი და ნიჰონ შოკი. კოჯიკი არის უძველესი
შემორჩენილი წყარო იაპონიის მითების, ლეგენდებისა და ისტორიის შესახებ. გარდა
ამისა, არსებობს წყარო „შინტოშუ“ (იაპონური ლიტერატურული ჟანრი სეტსუვა-ს
სტილის კრებული 10 ტომეული, თარიღდება 1336-92წწ) აღწერს იაპონური
ღვთაებების წარმოშობას ბუდისტური პერსპექტივიდან. მასში ხაზგასმულია, რომ
იაპონური ღვთაებები/სულები „კამი“ არის არც მეტი არც ნაკლები ბუდიზმის ინდური
ღვთაებების ანალოგი. იაპონიის ეროვნული და ყველაზე უძველესი რელიგიაა
შინტოიზმი. შინტო ნიშნავს ღმერთების გზას. სწორედ რომ შინტოიზმია ყველაზე
მჭიდროდ დაკავშირებული იაპონურ მითოლოგიასთან. შინტოს თანახმად,
იმპერატორი ზეციურ სულთა შთამომავალია, ხოლო თითოეული იაპონელი კი
მეორე რანგის სულების/ღვთაებების „კამის“ შთამოვავალნი.

იაპონიის არქიპელაგის შექმნის ისტორია იყოფა ორად, ღვთაებების დაბადებად


(კამიუმი) და მიწის/იაპონიის დაბადებად (კუნიუმი). ისტორია ღვთაებების
დაბადებაზე იწყება პირველი თაობის ღმერთების გამოჩენით, ისინი დაუმუშავებელი
ნედლეულისგან (ზეთისგან) იშვნენ. მათ გამოჩენას მოჰყვა ღმერთების ტრიო,
რომლებმაც შექმნეს ღმერთების შემდეგი შვიდი თაობა (ცისა და მიწის გაჩენის
შემდეგ).

ისევე, როგორც ჩინურ მითოლოგიაში იაპონურშიც სამყაროს დასაწყისი ქაოსიდან


იწყება, ასევე სამყაროს წამოშობა დაკავშირებულია ორ საწყისთან- მამაკაცურ და
ქალურ. ჩინურ მითოლოგიაში ეს არის ინი და იანგი, ხოლო იაპონურში ინი და იო.
ნიჰონ შიოკში (წიგნს ასევე ეძახიან ნიჰონგი-ს) გადმოცემული ისტორია სამყაროს
შესახებ რაღაცით ჰგავს ჩინურ მითს დრაკონ ფან კუ-ზე. ნიჰონგში მოთხრობილია,
რომ ინმა და იომ ქაოტურ მასისგან შექმნეს კვერცხი, რომელსაც ჰქონდა ბუნდოვანი
საზღვრები, გაურვეველი შიგთავსით. შემდეგ საბედნიეროდ ეს კვერცხი გარდაიქმნა
და ასე ჩამოყალიბდა ცა და დედამიწა. კვერცხის ის ნაწილი, რომელიც უფრო წმინდა
და სუფთა იყო გარდაიქნმა ზეცად, ხოლო მძიმე მასა კვერცხის გარდაიქმნა
მიწად. უეცრად იდუმალი ლერწამი წარმოიშვა ზეცასა და მიწას შორის და უეცრად
გადაიქცა ღმერთად, რომლის სახელია კუნი-ტოკოტაჩი. იგი ფუჯის მთაზე დასახლდა.
ის იმ ღმერთების სამუელიდან არის, რომელიც სამყაროს შექმნის შემდეგ წარმოიშვნენ.
კუნი ტოკო-ტაჩი კოჯიკში მოყვანილია როგორც ჰიტორიგამი ანუ უსქესო ღვთაება,
ხოლო ნიჰონშიოკში როგორც მამაკაცი ღმერთი.

იაპონურ მითოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მითს და-ძმა ღვთაება


იზანამი და იზანაგი-ზე. ეს მითი მოგვითხრობს იაპონიის წარმოშობის ისტორიას.

სამყაროს ჩამოყალიბებამდე, როდესაც მიწა უფორმო იყო, პირველი ღვთაებები


გაჩნდნენ ტაკამაგაჰარაში - სამოთხის მაღლობი.

დაწყებული ღმერთების სამეულით, სამი პირველადი კამით: ამენომინაკანუში,


ტაკამიმუსუბი და კამიმუსუბით, გაჩნდა ღმერთებისა და ქალღმერთების შვიდი
თანმიმდევრული თაობა. წორედ მეშვიდე თაობას მიეკუთვნება მამრობითი კამი
იზანაგი (ის he, ვინც იწვევს) და მდედრობითი სქესის კამი იზანამი (ის she, ვინც
იწვევს). უფროსმა კამებმა იზანაგის და იზანამის დაავალეს შეეტანათ წესრიგი და
იერსახე მიეცათ უფორმო ქაოსისთვის/სამყაროსთვის. ამ მისიის შესასრულებლად მათ
ძვირფასი შუბი გადასცეს.

ერთ დღეს იზანაგი და იზანამი სამოთხის მოტივტივე ხიდზე იდგნენ და ქვემოთ


უფსკრულში იყურებოდნენ. ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა იყო ამ მცურავი ხიდის
ქვეშ. ამის გასარკვევად მათ გადაწყვიტეს ძვირფასი შუბი ჩამოეგდოთ და ასე
აღმოაჩინეს ოკეანე. როდესაც შუბი ამოწიეს მისგან წყალი ამოისხა, გასქელდა და
გადაიქცა კუნძულად, რომელიც ცნობილია როგორც ონოგორო ჯიმა. მათ სწორედ ამ
კუნძულზე დაიდეს ბინა და ააშენეს რვა განზომილებიანი სასახლე. სასახლის შუაში
იდგა ზეციური სვეტი. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს დაქორწინება, შემოეხვივნენ
ზეციურ სვეტს, იზანაგი მარცხნივ მიბრუნდა, ხოლო იზანამი მარჯვნივ ისე, რომ
ერთმანეთს პირპისპირ შეხვდნენ. აღფრთოვანებულმა იზანამიმ თქვა: „რა მშვენიერი
ახალგაზრდა მამაკაცია“, იზანაგიმ მას იგივე გაუმეორა: „რა მშვენიერი ახალგაზრდა
ქალია“, თუმცა მალევე გაბრაზდა და უსაყვედურა იზანამის იმის გამო, რომ მან
ინიციატივა თავის ხელში აიღო და არ აცადა მამაკაცს პირველს თქმა. მალევე იზანამის
შეეძინა ვაჟი ჰირუკო, რომელიც უფორმო და უძვლო იყო, ამიტომ ის ნავზე დასვევს და
ზღვაში გაუშვეს. დამწუხრებული იზანამი და იზანაგი მივიდნენ კამებთან და ჰკითხეს
თუ რა გააკეთეს არასწორად ასე რომ დაისაჯნენ. რაზეც კამებმა მიუგეს, რომ იზანამის
არასწორი საქციელის გამო, იმის გამო რომ მან ინიციატივა აიღო საკუთარ თავზე. შინ
დაბრუნებულებმა ისევ სცადეს, შემოხვივნენ სვეტს და ამჯერად პირველად იზანაგიმ
თქვა : „რა მშვენიერი ახალგაზრდა ქალია“. მალევე იზანამიმ შვა
კუნძულები; ავაჯი, კიუშუი, შიკოკუ, ცუშიმა და ბოლოს ყველაზე დიდი კუნძული
ჰონშიუ. სულ 8 კუნძული გააჩინა. წყვილმა მათ შექმნილ მიწას ოიაშიმაკუმი დაარქვეს
რაც ნიშნავს „რვა დიდებული კუნძული“ .

როდესაც იზანამიმ წარმოშვა კუნძულები, ხეები, მცენარეები, მათ გადაწყვიტეს


წარმოეშვათ კამები/ღმერთები. პირველი კამი, რომელიც იზანამიმ გააჩინა იყო მზის
ქალღმერთი ამატერასუ, შემდეგ იშვა მისი ძმა მთვარის ღვთაქება ცუკიომი, შემდეგი
იყო სუსანო, ზღვისა და შტორმის/ქარის ღმერთი, მათ შემდეგ იზანამიმ შვა ცეცხლის
ღმერთი კაგუცუჩი, მისი გაჩენის შემდეგ ის დაიწვა და ფერფლად იქცა. იზანამის
დამწვარი სხეულიდან კიდევ ერთი ღვთაება იშვა - სიკვდილი, ასევე ტკივილი და
სევდა.

იზანაგის ძალიან უყვარდა თავისი მეურლე ამიტომ გადაწყვიტა იომის


სამფლობელოში წასულიყო და დაებრუნებინა ის. იომი - ქვესკნელის ღმერთი ( იომი
იგივეა რაც ჰადესი ბერძნულ მითოლოგიაში). ხანგრძლივი და საშიში მოგზაურობის
შემდეგ, იზანაგი მივიდა დიდ სასახლეში, რომელსაც საშინელი დემონები იცავდნენ.
უკანა შესასვლელიდან ჩუმად შეიპარა. როდესაც მის საყვარელ მეულეს შეხვდა, იგი
ემუდარებოდა იზანამის მასთან ერთად წასულიყო, რაზეც იზანამიმ მიუგო, რომ უკვე
ძალიან გვიანი იყო. სანამ იზაგანი მასთან მივიდოდა დიდი დრო გავიდა და მან უკვე
ჭამა საჭმელი იომის სამფლობელოში. იზანაგი დაჟინებით სთხოვდა მეუღლეს
დაბრუნებას, რაზეც იზანამიმ უთხრა, რომ წავიდოდა და ჰკითხავდა იქ მცხოვრებ
კამის თუ დართავდნენ ნებას ქმართან დაბრუნების, მაგრამ იზანაგი მას არ უნდა
შეყოლოდა სასახლეში. იზანაგი მთელი დღე იცდიდა და როდესაც დღის ბოლოს მისი
ცოლი არ გამოჩნდა მან გადაწყვიტა შესულიყო და მოეძებნა ის. სასახლეში ძალიან
ბნელოდა და მან გასანათებლად თავისი სავარცხელი გამოიყენა როგორც ჩირაღდანი.
ბნელ სასახლეში მოხეტიალე იზანაგი გაქვავდა როდესაც იზანამი დაინახა, მისი
სხეული გახრწნილი იყო და საშინლად გამოიყურებოდა, გარშემო ახლად
დაბადებული ჭექა-ქუხილის კამები ეხვივნენ. იზანამი გაბრაზდა როდესაც ქმარი
დაინახა, მიხვდა რომ მან სიტყვა არ შეასრულა და მის გასადევნად რვა მახინჯი ქალი
და ქუხილის კამები დაადევნა. გაქცევისას იზანაგიმ ქუხილის კამების შეჩერება
შეძლო. მან თავისი ჯოხი (კუნადო ნო კამი) ისროლა, სწორედ ასე შეიქმნა გზის
ღმერთები ჩიმატა ნო კამი და იაჩიმატა ჰიკო. იზანაგიმ დაამარცხა მადევრები და
მოახერხა იზანამის დატყვება, მან დიდი ლოდი დააგორა და იომის სამფლობელოს
გასასვლელის ჩაკეტვა მოახერხა. იზანამი დარჩა შიგნით და გახდა გარდაცვლილთა
ქალღმერთი- იომოტსუ ო კამი.

არსებობს ამ მითის მეროე ვარიანტიც, სადაც იმქვეყნიური მიწიდან დაბრუნებული და


გადარჩენილი იზანაგი მდინარე ვოტოს ნაპირზე გადაწყევტს განბანვას რათა
ჩამოიშოროს იმქვეყნიური ჭუჭყი და ამ დროს დაიბადება ქალღმერთი ამატერასუ
იზანაგის მარჯვენა თვალისგან, ხოლო მარცხენა თვალისგან მთვარის ღმერთი ცუკი
იომი, მისი ცხვირისგან ზღვისა და შტორმის ღმერთი სუსა ნო, მისი სუნთქვისგან
ქარის ღმერთი შინა ცუ ჰიკო. მისი ტანისამოსისგან, რომელიც მდინარეში ჩააგდო და
12 ნაწილად გაიყო დანარეჩნი 12 ღვთაება გაჩნდა.
იაპონურ ღვთაებათა პანთეონი

როდესაც იაპონურ ღმერთებსა და ქალღმერთებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა


ავღნიშნოთ, რომ მითოლოგიისა და ღვთაებათა პანთეონის დიდი ნაწილი შინტოს
ტრადიციული ფოლკლორიდან მომდინარეობს.

შინტოიზმს (იაპონურად შინტო ნიშნავს- ღმერთების გზას) იაპონიაში


გავრცელებულ რელიგიებს შორის უმთავრესი ადგილი უჭირავს. ახ.წ. მე-6 საუკუნის
შუა ხანებში იაპონიაში ჩინეთიდან (კორეის გზით) ბუდიზმი და კონფუციონიზმი
გავრცელდა, მე-16 საუკუნეში კი ევროპიდან ქრისტიანობამ შეაღწია. მისი
გავრცელება იაპონიის არქიპელაგზე პირველი ევროპელების- პორტუგალიელების
გამოჩენას უკავშირდება. საუკუნეთა მანძილზე, ისტორიული განვითარების
სხვადასხვა ეტაპზე, ცალკეულ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებებს, კონფესიებს
და სარწმუნოებებს იაპონიაში ერთმანეთისგან განსხვავებული სტატუსი ჰქონდათ.
რაც შეეხება დღევანდელობას, იაპონიაში არსებული ყველა რელიგიური
ორგანიზაციები თავიანთი წესების შესრულებაში სრული თავისუფლებით
სარგებლობენ. იაპონიის კონსტიტუციის მეოცე მუხლის თანახმად, რელიგიის
თავისუფლება ყველასათვის გარანტირებულია, არცერთი რელიგიური ორგანიზაცია
არ უნდა იღებდეს სახელმწიფოსაგან პრივილეგიას და არ უნდა საერგებლობდეს
პოლიტიკური ძალაუფლებით.

შინტოიზმი (იგივე შინტო) იაპონელთათვის იყო და არის ისტორია, ტრადიციები,


ყოველდღიურობა და თვით სიცოცხლეც. მის თანახმად, იმპერატორი ზეციურ
სულთა შთამომავალია, თითოეული იაპონელი კი მეორე რანგის სულების - კამების
შთამომავალია. შინტოიზმი შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური
წყობილების პერიოდში ჩაისახა, თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია. იაპონიის
არქიპელაგის იმჟამინდელ მოსახლეობაში უდიდესი როლი ენიჭებოდა მაგიის
ხელოვნებას. ამიტომაც იყო, რომ უძველესი სარწმუნოების საწყისი ფორმა მაგიური
რიტუალებისა და შამანიზმის საფუძველზე აღმოცენდა, რომელსაც მოგვიანებით
შინტოიზმი ეწოდა. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, მაგიის, ასევე ანიმიზმის,
ფეტიშიზმისა და შამანიზმის სინთეზის შედეგად თანდათან იაპონელთა რელიგიური
რწმენა- წარმოდგენების ფორმირება მოხდა.

შინტოიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია წინაპართა სულების მიმართ


განსაკუთრებული პატივისცემა. მასთან უშუალო კავშირშია სულების ანუ კამების
(იაპონურად- ღვთაება, უზენაესი) თაყვანისცემა. შინტოიზმის თანახმად, კამი
ყველგან და ყველაფერშია, სულიერ თუ უსულო საგნებში, ცხოველებში, მცენარეებში,
მთებში, ზღვებში, მდინარეებში, ასევე, წინაპართა სულებში, რომელნიც ზებუნებრივი
ძალებით იყვნენ დაჯილდოებულნი. კამის ძალუძს განსახიერდეს რიტუალურ
ნივთებშიც, მაგალითად, მახვილში, სარკეში და სხვა. შინტოიზმის დოქტრინის
მიხედვით, რამდენადაც ადამიანი დასაბამს სულისაგან იღებს, ამიტომ ყოველი
ადამიანის წმინდათა წმინდა მოვალეობაა პატივი მიაგოს კამის და წინაპრებს
იმისთვის, რომ მას სიცოცხლე უბოძეს. შინტოიზმში არ ჩანს მკვეთრი გამიჯვნა
ადამიანსა და კამის შორის, ვინაიდან გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანი თავად
მოიაზრება როგორც კამი ან შესაძლოა, მომავალში, სიკვდილის შემდეგ იქცეს ასეთად.
შინტოიზმის მრავალრიცხოვან ღმერთების პანთეონში მთავარი ადგილი უჭირავს
ქალღმერთ ამატერასუს. ამატერასუ- მზის დიადი ქალღმერთია. იგი არის ამომავალი
მზის და თავად იაპონიის განსახიერება. ის არის კამების დედოფალი და თავად
სამყაროს მმართველი. იაპონიის საიმპერატორო კარი თვლიდა, რომ ისინი იყვნენ
თავად ამატერასუს შთამომავლები და სწორედ ეს აძლევდათ უფლებას ემართათ
იაპონია. ამატერასუ ითვლება შინტოს და იაპონური სულიერი ცხოვრების
ფუძემდებლად. სახელი ამატერასუ ნიშნავს „ზეციური ბრწყინვალებას“. მიუხედავად
იმისა, რომ მან არ შექმნა სამყარო, ის არის შემოქმედების ქალღმერთი, ეს წოდება მან
მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, იზანაგისგან, რომელიც ახლა იცავს სამყაროს
მიცვალებულთა სამყაროსგან.

ვინაიდან იაპონიის იმპერატორები ამატერასუს შთამომავლებად ითვლებიან


საიმპერატორო ოჯახი ფლობს სამ წმინდა რელიქვიას, რომლებიც უშუალოდ თავად
ამატერასუს ეკუთვნოდა. ეს რელიქვიებია:

იატა ნო კაგამი - სარკე, რომელიც ამატერასუმ გამოიყენა დასამალად.

იასაკანი ნო მაგატამა - ძვირფას თვლიანი ყელსაბამი

კუსანაგი ნო ცურუგი - ხმალი, ასევე ცნობილი ამენ ნო მარაკუმო ნი ცურუგის სახელით.

იაპონიის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი შინტოისტური ტაძარია, რომელიც ქალღმერთ


ამატერასუს სახელს მიეკუთვნება, მათ შორის ყველაზე დიდი ტაძარი ისე ჯინგუს
სატაძრო კომპლექსში მდებარეობს.

ამატერასუს გენეოლოგიური შტო

იზანაგი (მამა) იზანამი (დედა)

/ \

(ძმები)

ცუკიომი ცუკიომი (მეუღლე)

სუსანო \

ებისუ ამე ნო ოშიჰომიმი (ვაჟი)

კაგუცუჩი

ფუჯინ

რაიჯინ
ლეგენდა ქალღმერთ ამატერასუზე

როდესაც იზანაგი იომის სამფლობელოდან გამოიქცა, მან მდინარის პირას გადაწყვიტა


ებანავა, რათა ჩამოერეცხა იმქვეყნიური სამფლობეოლოს ჭუჭყი. როდესაც მან პირის
დაბანა დაიწყო მისი მარცხენა თვალიდან იშვა ულამაზესი, მზის სხივივით
გაბრწყინებული და ნათელი ახალგაზრდა ქალი, ეს იყო ამატერასუ. მეორე
თვალიდან მთვარის ღმერთი ცუკიომი. ხოლო ცხვირიდან ზღვების ღმერთი სუსანო.
ამატერასუ ამ სამეულის ლიდერი გახდა. მან იქორწინა თავის ძმაზე ცუკიომზე და
ერთად გახდნენ დღისა და ღამის მმართველები. ამატერასუსგან განსხვავებით მისი
მეუღლე მასსავით კეთილი არ იყო, მან მალევე გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი სახე
და მოკლა ქალღმერთი უკე მოჩი. მისი ამ საქციელით გაბრაზებულმა ამატერასუმ
უარყო იგი და სწორედ ასე დაედო საფუძველი დღისა და ღამის განცალკევებას.

ამატერასუ იზანაგის საყვარელი შვილი იყო, მისი პირველი და ყველაზე ძლიერი


პირმშო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან მისთვის ებოძებინა სამოთხის/ზეცის
მმართველობა. მამის ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ამატერასუს
უმცროსი ძმა სუსანო, მან სცადა მამის ასეთი გადაწყვეტილების გაპროტესტება,
მაგრამ იზანაგიმ ის განდევნა. გაბრაზებული სუსანო სანამ ზეცას დატოვებდა მივიდა
ამატერასუსთან „დასამშვიდობებლად“. ქალღმერთი მისმა ასეთმა საქციელმა
დააეჭვა, რაზეც სუსანომ მიუგო, რომ იგი გულწრფელი იყო და მისი გულწრფელობის
დასამტკიცებლად შესთავაზა მოეწყოთ შეჯიბრი, ოღონდ ამ შეჯიბრის დროს
თავიანთი იარაღი/რელიქვიები გაეცვალათ. რაზეც ქალღმერთი დათანხმდა. სუსანომ
აიღო მისი ყელსაბამი ძირფასი ქვით, ხოლო ამატერასუმ სუსანოს ხმალი. ამ ნივთების
მეშვეობით თითოეულს უნდა შეექმნა ქალღმერთები. ამატერასუმ ხმლის მეშვეობით
სამი ქალღმერთი შექმნა, ხოლო სუსანომ ყელსაბამის ძვირფასი ქვის მეშვეობით
ხუთი. შეჯიბრის ბოლოს ქალღმერთმა ძმას უთხრა, რომ მან მოიგო რადგან
ყელსაბამი მისი იყო და შესაბამისათ მისი ძალის გამოყენებით მოხდა 5 ქალღმერთის
შექმნა. განრისხებულმა სუსანომ გაანადგურა ზეცისა და დედამიწის დიდი ნაწილი,
პირისაგანმიწისა აღგავა ამატერასუს პირადი ბრინჯის მინდვრები, ცხოველები და
ა.შ. სუსანოს გამანადგურებელ ბრაზს შეეწირა ამატერასუს ერთ-ერთი მცველი.
ყოველივე ამან ძალიან დაამწუხრა ქალღმერთი, იგი საკუთარ თავს ადანაშაულებდა,
რომ არა ის და მისი ნიძლავი ძმასთან ყოველივე ეს არ მოხდებოდა. საკუთარი
ქმედებით შერცხვენილი ამატერასუ გაიქცა ზეციდან და თავი გამოქვაბულს ( ამა ნო
ივატო) შეაფარა, რომელიც დღეს ზეციური კლდის გამოქვაბულის სახელით არის
ცნობილი.

ამატერასუს გაქცევით და მიმალვით სამყარო ბნელეთსა და ქაოსში ჩაიძირა, დადგა


პირველი ზამთარი და უკუნეთი, ვინაიდან მზე ქალღმერთის მიმალვის შემდეგ აღარ
ანათებდა. მიწაზე შექმნილი ქაოსით შეწუხებულმა კამებმა ქალღმერთს სთხოვეს
დაბრუნება და მისი ქმედებებით გამოწვეული ქაოსის გამოსწორება, რაზეც უარი
მიიღეს. გაბრაზებულმა ამატერასუმ გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით ჩაკეტა
რათა მასთან მიახლოვება არავის შესძლებოდა. თითქმის ერთი წლის უშედეგო
მცდელობის შემდეგ ომოიკანე-მ - სიბრძნისა და გონიერების კამიმ/ღვთაებამ
გადაწყვიტა ამატერასუ გამოეტყუებინა გამოქვაბულიდან. ამისათვის კამებმა
მოაწყვეს დიდი წვეულება, სადაც უკრავდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ომოიკანეს
ამ გეგმამ გაამართლა, ჟრიამულის ხმამ მოახერხა გამოქვაბულში მიმალული
ქალღმერთის ყურადღების მიპყრობა. მხიარულებამ იმატა, როდესაც ცისკრის
ქალღმერთმა ამე ნო უზუმემ საოცარი ცეკვა შეასრულა. ცნობისმოყვარეობით
აღვსილი ამატერასუ მიუახლოვდა გამოქვაბულის გასასვლელს, რომელსაც დიდი
ლოდი კეტავდა, სწორედ იქ აღმოაჩინა მან სარკე, საკუთარი ანარეკლით მოხიბლული
ამატერასუ კიდევ უფრო ახლოს მივიდა გასასვლეთან, რა დროსაც ომოიკანემ გაწია
ლოდი რომელიც გასასვლელს კეტავდა და ქალღმერთმა გამოანთა, მისი ნათება
გაიფანტა და ქაოსში ჩაძირული სამყარო კვლავ განათდა, ზამთარი გაქრა, ისევ
გაზაფხული და ზაფხული დაბრუნდა. სუსანო საბოლოოდ განდევნეს ღმერთების
სამფლობელოდან ,ხოლო ამატერასუ თავის ადგილს დაუბრუნდა. რაღაც დროის
შემდეგ მან აპატია ძმას, სუსანომ კი მადლობის ნიშნად ზეციური ხმალი უბოძა. მას
შემდეგ რაც ამატერასუს ვაჟმა მიწიერი სამეფოს მმართველობაზე უარი განაცხადა,
ქალღმერთმა თავისი შვილიშვილი ნინიგი გაგზავნა, თან საიმპერატორო რეგალია
გაატანა, რომლის მეშვეობითაც ნინიგიმ შეძლო სამართლიანი და ჰარმონიული
სამეფოს შექმნა, ხოლო მისი შვილთაშვილი ჯიმუ გახდა პირველი
იმპერატორი/მმართველი იაპონიის.

ზოგ იაპონურ ისტორიულ ჩანაწერებში ქალღმერთი ამატერასუ გაიგივებუილია


შამან/ქურუმ ქალ ჰიმიკო-სთან და მზის კულტის თაყვანისცემასთან რაც ერთ-ერთი
დამახასიათებელი ნიშანი იყო ადრეული შინტოს მრწამსისთვის.
მითოლოგიის გავლენა იაპონურ კულტურაზე.

როგორც უკვე ავღნიშნეთ იაპონიაში მითოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული


შინტოიზმთან, შამანიზმთან, ზებუნებრივ ძალებთან და მაგიასთან. ყოველივე ამან კი
დიდი გავლენა იქონია იაპონურ კულტურაზე, კერძოდ კი ხელოვნებაზე.

იაპონური ხელოვნება მრავალფეროვანია, იგი მოიცავს როგორც ფერწერას ასევე,


კერამიკას, მელნით მხატვრობას და კალიგრაფიას, მოქანდაკეობას, ხეზე გრავირებას
და უიკო ე-ს (მოტივტივე სამყაროს სურათები). იაპონური ფერწერა ჩინური
ხელოვნების დიდი ზეგავლენის ქვეშ მოექცა, მათ შორის იყო იაპონიის ისტორიაში
ყველაზე ძლიერი და ცნობილი ხელოვნების სკოლა „კანო“. იგი დაარსა სამურაის
შვილმა კანო მასანობუმ 15-ე საუკუნის ბოლოს. მასანობუს გარდაცვალების შემდეგ
მისმა ვაჟმა მოტონობუმ გადაიბარა სკოლის ხელმძღვანელობა და ითვლება, რომ
სწორედ მისი მმართველობის დროს კანოს სკოლა გახდა უძლიერესი თავის სფეროში.

კანოს სკოლა იყო იაპონიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე და ყველაზე


გავლენიანი ფერწერის სკოლა. მისი 300 წლიანი მოღვაწეობა უნიკალურია მსოფლიო
ხელოვნების ისტორიაში. კანოს სკოლის მხატვრების ნამუშევრები ძირითადად
მითოლოგიური პერსონაჟებით იყო დატვირთული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ნამუშევარია 17-ე საუკუნეში შესრულებილი ნახატი „შუტენ დოჯი“ (იორიმიცუ და
მთა იბუკის მთვრალი მონსტრი). ამ ნახატს საფუძვლად უდევს ცნობილი ლეგენდა
ონი-ზე/ დემონ-ოგრზე სახელად შუტენ დოჯი (მთვრალი ბიჭი). ლეგენდის თანახმად
იმპერატორ იჩიჯო-ს მმართველობისას 986-1011, კალაქ კიოტოდან უჩინარდებოდნენ
დიდი რაოდენობით ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები.
საიმპერატორო კარის ნათელმხილველმა და იმპერატორის მრჩეველმა აბე ნო სიმეი-მ
განაცხადა, რომ ამ გაუჩინარებების უკან იდგა მთა ოე-ს დემონების მეფე (მოგვიანებით
მას უწოდეს შუტენ დოჯი). 995 წელს კიოტოს მმართველმა მინამოტო რაიკოს იგივე
მინამოტო ნო იორიმიცუს დემონის განადგურების მისია დაავალა. იორიმიცუ თავის
თანმხლებ ჯარისკაცებთან ერთად გაეშურა მთისკენ სადაც ონი (დემონი) ცხოვრობდა.
გზაში იორიმიცუს და მის თანმხლებს ოთხი ღმერთი გამოეცხადა, მათ ურჩიეს, რომ
თავი შეენიღბათ და გადაცმულიყვნენ როგორც იამაბუშის მღვდლები. როდესაც
გამოქვაბულს მიუახლოვდნენ გზად შემოხვდათ გატაცებული მოხუცი ქალი,
რომელიც სარეცხს რეცხავდა მდინარეში. მოცუხებულმა ქალმა მათ მოუყვა, რომ
დემონს გატაცებული გოგონები მონებად ჰყავს, რომ მათ სასტიკად ხოცავს, სისხლს
სვავს და შემდეგ ჭამს. ამ ამბის მოსმენის შემდეგ რაიკომ და მისმა მეომრებმა
გადაწყვიტეს შენიღბვა და მოატყუეს შუტენ დოჯი რომ იყვნენ ბერები და
თავშესაფარი
ითხოვეს, მოტყუებულმა დემონმა ისინი მიიღო და საკეთი გაუმასპინძლდა თან
დასძინა , რომ მისი საკესადმი დიდი სიყვარულის გამო შეარქვეს სახელი „მთვრალი
ბიჭი“. იორიმიცუმ დემონს მადლობის ნიშნად უბოძა სასმელი, რომელიც ღმერთებმა
აჩუქეს, როგორც კი დემონმა ის დალია მაშინვე დაკარგა გონება, იორიმიცუმ და მისმა
ერთგულმა მეომრებმა დრო არ დაკარგეს, შეიარღდნენ, იარაღი მათ ბერის
ტანისსამოსის ქვეშ ჰქონდათ დამალული. ისინი თავს დაესხნენ დემონების თავშეყრის
ადგილს. როდესაც შუტენ დოჯი გამოფხიზლდა ის ძალიან განრისხდა და მისი
ნამდვილი ფორმა მიიღო. ის იყო 15 მეტრი სიმაღლის, წითელი ფერის დემონი. თავზე
ჰქონდა ხუთი რქა, თხუთმეტი თვალი, შავი და თეთრი ფეხები , ყვითელი და ლურჯი
ხელები. მის მოსაკლავად იორიცუმის 4 ღვთაება ეხმარებოდა, მათ გააკავეს შუტენ
დოჯი რათა რაიკოს შესძლებოდა მისთვის თავის მოკვეთა. მან მოჰკვეთა თავი დემონს
მაგრამ ის არ გარდაიცვალა, მოკვეთილი თავი დაფრინავდა და ცდილობდა
რაიკო/იორიმიცუს მოკვლას. იორიცუმიმ შეძლო დემონის თავის დატყვებება და შინ
გამარჯვებულები დაბრუნდეა, ხოლო შუტენ დოჯის მოკვეთილი თავი უჯი ნო ჰოზო-
ს ტაძარში დამარხეს.

ამ ლეგენდის მთელი სერია ნამუშევრების ეკუთვნის სწორედ კანოს ფერწერის სკოლას.


ნამუშევრები შესრულებულია ოქროს ქაღალდზე მელნის და მდიდარი ფერთა გამის
გამოყენებით. განსაკუთრებული ფერთა გამის სიუხვით, მკვეთრი კონტურებით და
მოოქროვილი კანტებით გამორჩეულია ნამუშევრის ის მონაკვეთი სადაც
გამოსახულია იორიმიცუსა და მისი ჯარისკაცების მიერ მდინარის გადაკვეთა
დემონის სამფლობელოსკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ყველა ზემოთხსენებული
კომპონენტი გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის კანოს სკოლას.
იაპონურ მხატვრობაში ხშირად ვხვდებით დემონებს და არაამქვეყნიურ არსებებს.
ასეთებია :კინტარო - ოქროს ბიჭი, რომელიც არაამქვეყნიური სიძლიერით
გამოირჩეოდა. ლეგენდის თანახმად ის შეებრძოლა ონის, რომელსაც უზარმაზარი
ობობის სახე ჰქონდა. კინტარომ დიდი ხე მოგლიჯა და ამ ხით გაანადგურა დემონი.
იაპონურ ნახატებში კინრატო ხშირად წარმოჩენილია, როგორც მებრძოლი ველურ
მხეცთან ან დემონთან.

ასევე ხშირად გვხვდება ონი-ს (დემონის) გამოხატულებები. ლეგენდების თანახმად


ონი არის ბოროტი არსება/დემონი, რომელსაც აქვს ორი რქა, დემონის სახე, შემოსილია
ვეფხვის ტყავით და შეუძლია ფრენა. ონი ძირითადად მათ სულებზე ნადირობს ვინც
ბოროტება ჩაიდინა. იაპონელები ონის სახელით მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებსაც,
რომლებიც იაპონიის საზღვრებს გარეთ ცხოვრიბდნენ.

იაპონურ მხატვრობაში ხშირია ღვთაება რაიდენის ლეგენდის შინაარსის


ნამუშევრები. რაი - ნიშნავს ჭექა-ქუხილს, ხოლო დენ - ელვას. ლეგენდის თანახმად
რაიდენმა 1274 წელს გადაარჩინა იაპონია მონღოლთა თავდასხმისგან. იგი იჯდა
ღრუბელზე და ელვის ისრებს ესროდა მონღოლთა ფლოტს. ვინაიდან იგი ელვისა და
ჭექა-ქუხილის ღვთაებაა ნახატებში ხშირად წარმოდგენილია დოლით ხელში.

როგორც უკვე ავღნიშნეთ უკიო-ეს ერთ-ერთი მიმდევრობაა ხეზე გრავირებით


შესრულებული ნამუშევრები. ამ კუთხით გამორჩეული შედევრია უტაგავა კუნიოშის
ნამუშევარი „ ჯადოქარი ტაკიაშა და ჩონჩხის აჩრდილი“.

უტაგავა კუნიოში დაიბადა 1798 წლის 1 იანვარს აბრეშუმის მღებავების ოჯახში. იგი
დიდი თაყვანისმცემელი იყო უკიო-ეს ხელოვნების. ბავშვობაში ის ხშირად
ეხმარებოდა მამას ნამუშევრების შეღებვაში, რაც მას ფერთა გამის უკეთ აღქმაში
დაეხმარა. როდესაც კუნიოში 12 წლის იყო მისი ნიჭი შეამჩნია უკიო-ეს ხეზე
გრავირების ოსტატმა უტაგავა ტოიოკუნიმ, რომელიც უტაგავას ხელოვნების სახლის
უკანასკნელი და ყველაზე წარმოსადეგი წარმომადგენელი იყო. იგი გახლავთ ბევრი
შედევრის ავტორი, მისი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. კუნიოში
მოხიბლული იყო მითოლოგიური პერსონაჟების ბრძოლის სცენებით, ამიტომ ამ
კუთხით დაიწყო მუშაობა. მალევე მისმა ნამუშევრებმა აღიარება ჰპოვა ედოს
პერიოდის იაპონურ საზოგადოებაში. ყველაზე გამორჩეული და თავლის მომჭრელი
არის „ ჯადოქარი ტაკიაშა და ჩონჩხის აჩრდილი“.

ნამუშევარი აგებულია პრინცესა ტაკიაშას ლეგენდაზე. თქმულების თანახმად ტაკიაშა


იყო გენერალ სამურაი ტაირა ნო მასაკადოს ქალიშვილი, რომელიც მეთაურობდა დიდ
საბრძოლო დაჯგუფებას კიოტოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ტაირას
სურდა დაეარსებინა “აღმოსავლეთის სასამართლო“ რაც იმპერატორის ინტერესებს
ეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროდ აჯანყება მარცხით დასრულდა და ტაირა
სიკვდილით დასაჯეს. მამის გარდაცვალებით განადგურებულმა ტაკაიაშამ თავი სამა-
ს სასახლის ნანგრევებს შეაფარა და იქ დაიმალა. ტაკაიაშა ნიშნავს ჩანჩქერის დემონი
პრინცესა. რადგანაც იგი იყო ჯადოქარი და ჰქონდა მაგიური ძალები გარდაცვლილთა
მკვდრეთით აღდგომის, გადაწყვიტა ყველაზე ძლიერი და ღირსეული მეომრები
გაეცოცხლებინა, ასე შეეკრიბა ჯარი და გაელაშქრა იმპერატორის წინააღმდეგ.
ლეგენდის თანახმად როდესაც იმპერატორის ერთგულმა მებრძოლმა ოია ნო ტარო
მიცუკუნი-მ შეიტყო ტაკაიაშას გეგმის შესახებ, გადაწყვიტა თავად გაერკვია
სიმართლე. როდესაც მიცუკუნი სასახლის ნანგრევებს მიაუხლოვდა იქ მეძავ ქალად
გადაცმული ტაკაიაშა დახვდა, რომელიც მის შეცდენას ცდილობდა. მიცუკუნი მიხვდა
რომ მახეში იყო და სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა, დეტალურად დაიწყო იმ სცენის
მოყოლა თუ როგორ დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა გენერალი ტაირა. ამის
მოსმენისას ტაკაიაშამ თავი ვერ შეიკავა და ატირებული გაიქცა, მოუხმო თავის
მკვდრეთიდან აღზევებულ მეომრებს (ჩონჩხებს) და მიცუკუნის მიმართულებით
გაეშურა, სწორედ ამ მემორებში იყო უზარმაზარი ჩონჩხი აჩრდილი „გაშადოკურო“,
რომელიც სასახლის სიმაღლის იყო. მიცუკუნიმ მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
და დაამარცხა ტაკიაშა თავის მებრძლებთან ერთად.
მითოლოგია კორეაში

მითები ინახავენ ამბებს სამყაროს შესახებ, მისი განვითარების და ტრანსფორმაციის


შესახებ. ხშირად მითები ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, ამიტომაც არის რომ
ერთიდაიგივე თქმულება სხვადასხვა სოფელსა თუ პროვინციაში სხვადასხვა სახით
გვხვდება. არც კორეის ტერიტორიაა ამ კუთხით გამონაკლისი.

კორეაში ყველაზე კარგად შემონახული ლეგენდები, მითები და თქმულებები ჯეჯუ-


ს კუნძლზე გვხვდება. კუნძული ჯეჯუ მდებარეობს სამხრეთ კორეის ტერიტორაზე, ის
კორეის ტერიტორიას შემოუერთდა X საუკუნის დასაწყისში, გორეო-ს სამეფო
მმართველობის პერიოდში (918-1392). დღესდღეობით იგი ყველაზე დიდი კუნძულია
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში. ცნობილი მწერალი ლი კიონდოკი სწორედ რომ ამ
კუნძულის მითებით იწყებს თავის ნაშრომს. ამ რეგიონის მითების უმეტესობა
პირველადი გადმოცემის სახით არის შემონახული, მეტწილად შამანურ (შამანიზმი
კორეაში ანუ მუიზმი) სიმღერებში და თქმულებებში (პონპჰური). აღსანიშნავია , რომ
შამანიზმმა და მაგიამ დიდი გავლენა იქონია კორეულ მითებსა და ლეგენდებზე.
შამანური რწმენის თანახმად ისინი ეთაყვანებოდნენ 1000 გარდაცვლილის სულს,
სწორედ აქედან ჩამოყალიბდა კორეელ ხალხში დიდი პატივისცემა გარდაცვლილთა
სულების მიმართ, ასევე სულიერი და უსულო ბუნების თაყვანისცემა. ისევე როგორც
იაპონიაში, აქაც ბუდიზმმა დიდი გავლენა იქონია მითოლოგიაზე, კერძოდ სამ
საფეხურიანი სისტემის შემოტანით, რაც გულისხმობს სამყაროს დაყოფას უმაღლეს,
საშუალო და დაბალ საფეხურებად. შამანურ ღვთაებათა პანთეონში შედიოდა
ბუდისტური ღვთაებებიც. შამანები სამყაროთაშორისი კომუნიკაციისათვის ხშირად
იყენებდნენ ორეულების რიტუალებს, რომელიც ცეკვის საშუალებით სრულდებოდა.

სწორედ ასეთი რიტუალის შესრულებისას ქურუმი ქალები (მუდან) და ბრმა-შამანები


(პაკსუ) ასრულებდნენ პონპჰურის, თან ხმამაღლა უკრავდნენ დასარტყამებზე, რათა
სულების ყურადღება მიეპყროთ. ყველა ეს პონპჰური გადმოცემულია კორეული
მითების წიგნში, სულ 7 თქმულებაა:

1. „ თქმულება ზეციური მბრძანებლის შესახებ“ (Chongzhi-wan ponphuri ჩანგზი


ვან პონპჰური) არის კოსმოგონიური მითი, რომელიც ცნობილია მხოლოდ
კუნძულ ჯეჯუზე, იგი მოგვითხრობს თუ როგორ გამოჩნდა ცაზე ერთი მთვარე
და ერთი მზე, როგორ მოხდა ცოცხლების და მკვდრების განცალკევება. ჩინური
მითებისგან, კერძოდ კონფუციურისგან განსხვავებით ზეციურ მბრძანებელს
(სამყაროს) აქვს მატერიალური სახე, მას აქვს სურვილები და მოთხოვნილებები
ასევე ყავს ოჯახი და ცხოვრობს სასახლეში ზეცაში. მაშინ როცა კონფუციურ
მითებში სამყაროს მბრძანებელს არ გააჩნია ფიზიკური იერსახე, არც
სურვილები და ოჯახი ჰყავს, ის მატერიის, ენერგიის სახით არის
წარმოდგენილი.
2. "სამსინ-ხალმანის თქმულება, სიმღერა" (სამსინ-ხალმან პონფჰური)
მოგვითხრობს მშობიარობის ქალღმერთის მიერ ადამიანების გაჩენის შესახებ.
3. "ბედის ქალღმერთის სიმღერა თქმულება" (სამგონ-პონფჰური) ეძღვნება
გოგონას კამინჩჟანის ისტორიას, სამი დიდან ყველაზე უმცროსს, რომელიც
უსამართლოდ გააძევეს სახლიდან, რადგან იგი თვლიდა, რომ მშობლებისა და
ზეციური მბრძანებლის გარდა მას მადლობა უნდა გადაეხადა და თაყვანი ეცა
საკუთარი ბედისთვის. მისმა ასეთმა მოსაზრებამ მშობლების განრისხება
გამოიწყვია, თუმცა ისინი საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ღრმად შეცდნენ
შვილთან მიმართებაში.
4. „ამბავი მაცნეზე“ (ჩჰასა-პონფური) ლეგენდის თანახმად ახალგაზრდა კაცმა
კანგნიმ უნდა იპოვოს ქვესკნელის მმართველი იომნა, რათა გაარკვიოს თუ
რატომ გარდაიცვალა ერთ ოჯახში სამი ვაჟი ერთდროულად. სწორედ ეს
თქმულება გადმოგვცემს ზუსტ პირველად ამბავს კანნიმ-ის შესახებ, რომელიც
არის მაცნე ორ სამყაროს, ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყაროებს შორის,
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კორეულ ფოლკლორში ამ გმირს კიდევ
მრავალი სხვა ისტორია ეძღვნება.
5. „სიმღერით გადმოცემული ზღაპარი სამანაზე“ (სამანი-პონფჰური) ეს არის
ისტორია ადამიანზე სახელად სამანაზე, რომელმაც სძლია მის უკან
დადევნებულ იმიერი სამყაროს მადევრებს და ასჯერ გაიხანგრძლივა
სიცოცხლე.
6. „სიმღერის სახით გადმოცემული თქმულება მარცვლეულის ქალღმერთის
შესახებ„ (სეგიონგ-პონფური) . თქმულება საოცარი გოგონა ჩაჩეონბის შესახებ,
რომელიც იბრძოდა თავისი სიყვარულისთვის. იგი არ შეუშინდა არც ზეციური
ღვთაებების რისხვის და არც საკუთარი სიკვდილს.
7. „პონფჰური კარის ამბავი“ (Munjeong-ponphuri, მუნგეონგ პონფჰური)
განმარტავს, საიდან გაჩნდა საყოფაცხოვრებო სულები, ვინ იყვნენ ისინი და
როგორია მათი ისტორია.

კორეულ მითებში ხშირად გვხვდება 5 სტიქიის, 5 ფერის ელემენტები. მაგალითად


ჩრდილოეთი ასოცირდებოდა შავ და ლურჯ ფერებთან, ზამთრის სტიქიასთან და
კუსთან, რომელსაც გველი ყავს შემოხვეული. აღმოსავლეთი - ფირუზისფერთან,
ლურჯ-მწვანე დრაკონთან, გაზაფხულთან და დაბადებასთან. დასავლეთი - თეთრ
ფერთან, თეთრ ვეფხვთან და სიმბოლურად გარდაცვალებასთან. სამხრეთი -
ალისფერთან, ზაფხულთან და წითელ ფრინველთან. ცენტრი რომლის გარშემოც 4
სტიქია ერთიანდებოდა ყვითელ და ყავისფერთან ასოცირდებოდა, მას არ ქონდა
მინიჭებული წელიწადის დრო ამიტომ ამ ფერებით სეზონებს შორის დროის
მონაკვეთი აღინიშნებოდა. სამყაროს აღქმის ხუთ ელემენტიანმა სისტემამ კორეის
ნახევარკუნძულზე ჩინეთიდან შეაღწია, ასევე ეს ხუთი ელემენტი ადამიანის 5
ორგანოსთან ასოცირდებოდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ როგორც ჩინეთში ასევე
კორეაში ყვითელი და ოქროსფერი საიმპერატორო კარის ფერად ითვლება და ამ ფერს
მხოლოდ დიდგავროვნები ატარებდნენ.

კორეულ მითებში გმირების ისტორიები ძირითადად დაბრკოლებებთან გამკლავებას


ეთმობა, ისინი საკუთარ თავს მსხვერპლად წირავენ, ხშირია იერსახის შეცლის და
შენიღბვის სცენები, წინააღმდეგობების წარმატებით გადალახვისთვის თავსატეხების
ამოხსნის ელემენტები. მითების დიდი ნაწილი საიქიო სამყაროს, სულებს და მათთან
ბრძოლას ეძღვნება.

იაპონურ-ჩინურ და კორეული მითების შედარებას თუ გავაკეთებთ დავინახავთ, რომ


სამივეს აერთიანებს ბუდიზმის გავლენა. კორეულ და იაპონურ მითოლოგიას შორის
საერთო არის შამანიზმი, ორივე ქვეყანაში შამანურ რიტუალებს და ღვთაებათა
პანთეონს ეთაყვანებიან.
კორეული მითები სამყაროს წარმოშობაზე

კორეაში ისევე, როგორც შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მითები


ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, სწორედ ამიტომ არის ერთი და იმავე მითის
რამოდენიმე სახეობა. ამ კუთხით არც კორეაა გამონაკლისი. ყველაზე ცნობილი და
პირველი მითი არის ისტორია ზეციური სამყაროს/სამოთხისა და დედამიწის შექმნის
შესახებ.

მითი სამოთხისა და დედამიწის შექმნის შესახებ

ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად, როდესაც სამყარო შეიქმა მალევე გამოჩნდა


მაიტრეა (იგივე მომავლის ბუდა კორეულად მირუკ) . მან გადაწყვიტა სამყაროს გაყოფა
და დააცალკევა დედამიწა ზეცისგან. მაიტრეიამ სამოთხე ცენტრში მოათავსა და
გარშემო ოთხი სვეტი ააგო. იმ დროს სამყაროს ორი მზე ათბობდა და ორი მთვარე
ანათებდა, ამიტომ მაიტრეიამ გადაწყვიტა შეექმნა დიდი და პატარა ვარსკვლავები.
მთვარის ნაწილისგან მან შექმნა დათვის თანავრსკვლავედი და მშილდოსანი, ხოლო
დიდი ვარსკვლავები მან მზის მოგლეჯლი ნაწილებისგან წარმოშვა. მან გადაწყვიტა,
რომ დიდ ვარსკვლავებს უნდა განეგოთ ღმერთების, სამოთხეში მცხოვრები
ღვთაებების და დედამიწისა და ზეცის დამაკავშირებელი ვასალების ცხოვრება,
ხოლო პატარა ვარსკვლავები პასუხისგებელნი უნდა ყოფილიყვნენ ისეთი დაბალი
რანგის არსებების სიცოცხლესა და ბედზე როგორიც იყო ადამიანი.

მაიტრეას სურდა შეექმნა ტანისამოსი, რომელიც იმ დროს არ არსებობდა, მაგრამ


ამისათვის მას არ ჰქონდა საკმარისი ქსოვილი, ამიტომ გადაწყვიტა მარანტა
(ბალახოვანი მარადმწვანე მცენარეა) გამოეყენებინა. ეს მცენარე მთიდან მთამედე იყო
გადაჭიმული, მან მისი ქერქი მოხარშა და შექმნა ძაფი. ასე მოქსოვა მან ბერის
ტანისამოსი, შემდეგ ქუდი და ასე შეიმოსა. იმ დროს ღვთაებების საკვებს უმი ბრინჯი
წარმოადგენდა, ვინაიდან ცეცხლი არ გააჩნდათ. სწორედ მაიტრეას დამსახურებაა,
რომ ბრინჯის მომზადება დაიწყეს. ნელ-ნელა მაიტრეა იხიბლებოდა ასეთი ცხოვრების
სტილით, ერთ დღეს მან გადაწყვიტა მიეგნო იმისათვის თუ საიდან წარმოიშობა
ცეცხლი და წყალი. მან დაიჭირა კალია, დასვა სკამზე, სამჯერ ჩაუკაკუნა თავისი
კვერთხი და საუბრის ნიჭით დააჯილდოვა. კალიას ჰკითხა თუ იცოდა მან საიდან
წარმოიქმნა წყალი და ცეცხლი, რაზეც კალიამ მიუგო, რომ ის მხოლოდ უსუსური
არსებაა, რომელიც დილის ნამის წვეთებით იკვებება, საიდან უნდა იცოდეს მან ასეთი
ამბავი? თან ურჩია, რომ ბაყაყისთვის ეკითხა. მაიტრეას მოეწონა ეს იდეა და ამჯერად
ბაყაყს ჰკითხა. ბაყაყმა თაგვთან გადაამისამართა. როდესაც თაგვს იგივე კითხვა
დაუსვა, იცოდა თუ არა საიდან წარმოიშობოდა ცეცხლი და წყალი, თაგვმა უპასუხა: -
თუ გიპასუხებ როგორ დამაჯილდოვებო? მაიატრეა დაპირდა რომ თაგვს
დანიშნავდა მთელი მსოფლიოს ბრინჯის საცავების მეთაურად. თაგვმა მას უამბო, რომ
არსებობდა ორი ქვა მთა კუმჯონგიდან. ერთი კვარცის ქვა და მეორე თუჯის ქვა.

- თუ ამ ორ ქვას ერთმანეთს დააჯახებ გაჩნდება ცეცხლი. ასევე მთა სოჰა-ზე


არსებობს ნაკადული, როდესაც იქ მიხვალ და მოჩხრიალე ნაკადულს დაინახავ
აღმოაჩენ წყლის წარმოშობის საიდუმლოს.

ყოველივე ამის შემდეგ მაიატრეას გაუჩნდა სურვილი ადამიანის შექმნის. მან დაიწყო
ლოცვა, ხელები ზეცას მიაპყრო, ცალ ხელში ვერცლის, ხოლო მეორეში ოქროს
ლანგარი ეკავა და ისე ლოცულობდა. ზეციდან ხოჭოები ჩამოცვივდენენ და
ზეცისაკენ მიპყრობილ ლანგრებზე დაცვიცდნენ. ვერცხლის ლანგარზე დაცემული
ხოჭოები ქალებად გადაიქცნენ, ხოლო ოქროსაზე დაცემულები მამაკაცებად. სწორედ
ეს ქალები და მამაკაცები შეუღლდნენ და დაიწყო დედამიწის დასახლება. ადამიანთა
მოდგმა მვშიდად ცხოვრობდა, მანამ სანამ ზეციდან არ გამოჩნდა კიდევ ერთი
ღვთაება საკიამუნი - ის ბოროტი და შურიანი იყო, სურდა მაიტრეას სამყაროს
დაუფლება. ამიტომ მაიტრეამ შესთავაზა მას შეჯიბრი, ხოლო მოგებულს აწ უკვე
შექმნილი სამყარო ხვდებოდა ჯილდოდ, წაგებული კი განიდევნებოდა სამუდამოდ.

მაიტრეამ ოქროს ლერწამი მოათავსა ბოთლში ხოლო საკიამუნიმ ვერცხლი, ორივე ეს


ბოთლი აღმოსავლეთის ზღვის შუაში გაუშვეს. ვისი ლერწამიც პირველი
გადატყდებოდა ის ითვლებოდა წაგებულად. პირველი ვერცხლის ლერწამი
გადატყდა. ამით უკმაყოფილო საკიამუნიმ ახალი შეჯიბრი მოითხოვა. ამჯერად მათ
მდინარე სონგჩონი უნდა გაეყინათ პაპანქება სიცხეში, რომელიც შეძლებდა მდინარის
სრულად გაყინვას ის ჩაითვლებოდა გამარჯვებულად. საკიამუნი ამჯერადაც
დამარცხდა, მაგრამ კვლავ ახალი შეჯიბრი მოითხოვა, რაზეც კვლავ თანხმობა მიიღო.
ბოლო შეჯიბრი აღმოჩნდა გადამწყვეტი, ორივე ღვთაებას მუხლებზე პიონის
ყვავილის კოკორი უნდა მოეთავსებინა, რომლის მუხლზეც პირველი აყვავდებოდა
გამარჯვებულიც ის იქნებოდა. საკიამუნი როგორც ავღნიშნეთ ბოროტი და ცბიერი
იყო. როდესაც მან დაინახა ჩაძინებულ მაიტრეას მუხლზე პირველად აყვავებული
პიონის ყვავილი მოწყვიტა და თავის მუხლზე მიიმაგრა, ხოლო თავისი დამჭკნარი
მას დაუმაგრა. მაიტრეა ჭკვიანი და გამჭრიახი იყო, იგი მიხვდა მზაკვრულ საქციელს
და უსაყვედურა, რაზეც მხოლოდ მართლება და აქეთ ბრალდება მიიღო. ყოველივე ამ
უაზრო შეჯიბრებებით დაღლილი და გაბრაზებული მაიტრეა გადაწყვეტს
ადამიანთა სამყარო საკიამუნის გადასცეს, თან დასწყევლის:
„შენს საკუთრებაში ყოფნის დროს ადამიანთა სამყაროს ყველა ოჯახში იქნება ქვრივი
ადამიანი, ავადმყოფობა, შიმშილი, კაცკვლა, ყველა სოფელში აღიმართება შამანური
სვეტები და ყოველ მათგანს გაუჩნდება ღმერთად გახდომის სურვილი, რასაც შენ წინ
ვერ აღუდგები!“
მითი დიდი წყალდიდობის შესახებ

ერთ დროს არსებობდა დიდი და ლამაზი ხე. ამ ხეზე უალამაზესი ზეციური არსება
ცხოვრობდა, რომელიც დროდადრო დედამიწას სტუმრობდა ხოლმე. ის ხის ღმერთის
მეუღლე იყო და მათ ყავდათ ერთი ვაჟი სახელად მოკ ტორიონგ-ი. როდესაც მოკ
ტორიონგი 8 წლის იყო, დედამ ის დიდ ხესთან, თავის მამასთან დატოვა და ზეცაში
დაბრუნდა. ამ ამბიდან მალევე საშინელი წვიმა დაიწყო, ოთხი დღე-ღამე
გადაუღებლად წვიმდა, მთელი დედამიწა წყლით დაიფარა, უზარმაზარი ტალღები
ფესვებიანად გლეჯდნენ დიდ ხეებს, ანგრევდნენ კლდეებს და მთებს. უზარმაზრი
ტალღები ყველაზე დიდ ხეს უახლოვდებოდა, ამიტომ მან ბიჭს უხმო და უთხრა, რომ
მალე ფესვიანად ამოგლეჯდა მას ტალღა და ამიტომ ის მასზე უნდა აცოცებულიყო
და მაგრად მოჭიდებოდა ტოტებს, რათა არ დამხრჩვალიყო. ბიჭიც ხეზე აცოცდა და
ტოტებს მოეჭიდა. ხე და ყმაწვილი 4 დღე-ღამის მანძილზე ებრძოდნენ ტალღებს,
როდესაც მშიდ ადგილზე გავიდნენ მათ ყვირილის ხმა შემოესმათ. როდესაც
მიიხედმოიხედეს წყალში ჭიანჭველების ოჯახი დაინახეს, რომელიც შველას
ითხოვდა. მოკ ტორინგს ისინი შეეცოდა და გადაარჩინა. მალევე მათ ქარიშხალთან
ბრძოლით დაღლილი კოღოების ხმა შემოესმათ, ისინიც შველას ითხოვდნენ, მოკ
ტორიონგიმ და მამამისმა, დიდმა ხემ კოღოებიც გადაარჩინეს.

გავიდა რაღაც დრო, მათ კვლავ ხმა შემოესმათ, რომელიც შველას ითხოვდა. როდესაც
მოკ ტორიონგმა გაიხედა დაინახა წყალში პატარა ბიჭი, რომელიც მისი ასაკის
იქნებოდა, მისი გადარჩენის სურვილი გაუჩნდა და მამას ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა
რომ ისიც წამოეყვანათ, რაზეც ხემ მას არაფერი უპასუხა. ეს კითხვა პატარა ბიჭმა
რამოდენიმეჯერ დაუსვა მამას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, ამიტომ გულმა ვერ
გაუძლო და თავად გადაწყვიტა მოქმედება. ამ დროს დიდმა ხემ მას უთხრა: „- მოიქეცი
როგორც შენ გსურს, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ამ ბიჭის გადარჩენა გინდა?
იცოდე შენს ამ საქციელს მალევე ინანებ.“

სამშვიდობოს გასული ხე და გადარჩენილები კუნძულს მიუახლოვდნენ, რომელიც


სინამდვილეში მაღალი მთის მწვერვალი იყო. ხმელეთზე გადასულ ბიჭებს
მოხუცებული ქალი შემოხვდათ, რომელსაც 2 ქალიშვილი ჰყავდა, ერთი მისი
საკუთარი, ხოლო მეორე ნაშვილები. მოხუცმა ქალმა გადაწყვიტა ორი ახალგაზრდა
შეეფარებინა, ასე გავიდა წლები. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ ქალს გაუჩნდა
სურვილი მათი დაქორწინების და დედამიწაზე ხელახლა ადამიანებით ამ გზით
დასახლების. საქმე იმაში იყო, რომ მოხუცი ქალის ნამდვილი შვილი ლამაზი და
ჭკვიანი იყო, ხოლო გერი უშნო და უჭკუო. მასზე დაქორწინება არცერთ ბიჭს არ
სურდა, ამიტომ მოკ ტორიონგის მიერ გადარჩენილმა ბიჭმა გადაწყვიტა მის
წინააღმდეგ ინტრიგები დაეხლართა. მივიდა ქალთან და უთხრა : „ ბებია, იცოდი რომ
მოგ ტორიონგს ისეთი ნიჭი აქვს რაც არცერთ ჩვენგანს გააჩნია, მას შეუძლია
თვალისდახამხამებაში გააცალკევოს ერთმანეთში არეული ფეტვი და ქვიშა. არ გინდა
გამოსცადო?“ მოხუც ქალს ეს აზრი მოეწონა და ყვაწვილს თავისი ძალის
დემონსტრირება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააყოლებდა ცოლად თავის
ქალიშვილს. მოგ ტორიონგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა, აურია
ერთმანეთში ფეტვი და ქვიშა, ასე იდგა სასოწარკვეთილი როცა ხმა შემოესმა,
დაიხედა და მის მიერ გადარჩენილი ჭიანჭველების ოჯახი დაინახა, ჭიანჭველები მას
დაეხმარნენ და ეს დავალება წამიერად შეასრულა. ქალი გაოგნებული იყო, ასევე
გადარჩენილი ბიჭიც, რადგან მისმა მზაკვრულმა გეგმამ არ გაამართლა. მას ისე ძალიან
სურდა უფროს ქალიშილზე დაქორწინება, რომ მოხუც ქალს სთხოვა მისთვის
მიეთხოვებინა. ქალმა მიუგო: „თქვენ ორივენი ძვირფასები ხართ ჩემთვის, ამიტომ
სამართლიანი რომ ვიყო ამაღამ, როდესაც ცაზე მთვარე არ გაანათებს და სრული
უკუნეთი იქნება, ჩემს ქალიშვილებს სხვადასხვა საძინებელში დავაწვენ, ერთს
აღმოსავლეთ მხარეს ხოლო მეორეს დასავლეთით, როდესაც გეტყვით თქვენ შეხვალთ
სახლში და რომელ საძინებელსაც აირჩევთ ის ქალი გახდება თქვენი ცოლი.“

უეცრად მოგ ტორიონგს კოღოს ხმა მოესმა „აღმოსავლეთ ოთახი აირჩიე“ და


გატაწყვიტა დაეჯერებინა. იგი შევიდა სახლის აღმოსავლეთ საძინებელში და იქ
მოხუცი ქალის ნამდვილი შვილი დახვდა, მან შეირთო ის ცოლად, ხოლო შურიანი
მეგობარი გაწბილებული დარჩა.

ამ მითის მორალი იმაშია, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება, ხოლო სიბოროტე და


ღალატი ყოველთვის მარცხდება.
ცხოველთა სიმბოლიზმი კორეულ ტოტემურ მითებში

კორეის უძველესი მითები დაფუძნებულია რელიგიების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა:


ტოტემიზმი, ანიმიზმი, შამანიზმი და გეომანტიზმი: მითებში მეტწილად გვხვდება
ტოტემური ცხოველები, მთის სულები, და რელიგიების არქაული ფორმებისთვის
დამახასიათებელი სხვა პერსონაჟები. მაგლითად მითში თანგუნზე გვხვდება როგორც
ტოტემიზმის ასევე შამინიზმის და დაოსიზმის ელემენტები. აღნიშნულ მითში
მოცემულია საკურთხეველი ხის სახით, რომელთანაც დედალი დათვი მიდის და
ლოცულობს , რაც შამანიზმის დამახასიათებელი ნიშანია. ღმერთი ჰვანინი , რომელიც
ზეციური მმართველია, ხოლო მისი ვაჟი დედამიწაზე ჩამოდის საცხოვრებდად რის
შემდეგაც ქორწინდება ადამიანზე , ეს არის დაოსიზმის გავლენა. და ბოლოს , დედალი
დათვი, რომელიც ადამიანად გადაქცევის შემდეგ შვავს თანგუნს, ხოლო შემდგომში ის
გახდება სახლემწიფოს ფუძემდებელი, ყოველივე ეს კი არის ტოტემიზმის ნიშანი.
მითში ვეფხვისა და დათვის არსებობის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს
ცხოველები ერთმანეთთან მებრძოლ სხვადასხვა კორეული ტოტემებს
წარმოადგენდნენ. მითის თანახმად ცხოველებს იმისათვის, რომ ადამიანად
ქცეყლიყვნენ 100 დღე უნდა ემარხულათ და ელოცათ, რაც მხოლოდ დათვმა შეძლო.
აქედან შეგვიძლია დავასვკნათ, რომ იმ ტომმა რომლის ტოტემიც დათვი იყო მოუგო
და სძლია ტომს რომელსაცვ ეფხვი ყავდა ტოტემად.

ძველ დროში ადამიანები ცხოველებს, ფრინველებს, მწერებს სცემდნენ თაყვანს და


მათ ზებუნებრივი ძალებით აჯილდოვებდნენ. იმ დროს ადამიანები ცხოველბზე
იყვნენ დამოკიდებულნი, რადგან მათი საკვების თუ ტანისამოსის ობიექტს სწრედ ეს
არსებები წარმოადგენდნენ. ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით იმდროინდელმა
ადამიანმა ისწავლა სტიქიური მოვლენების მოახლოების წინასწარ განჭვრეტა. დროთა
განმავლობაში ადამიანმა დაიწყო სკუთარი თავის ცხოველბთან გაიგივება და მათ
წინაპრებად მოხსენიება, სწორედ ასე შეიქმნა ტოტემიზმი.

თაყვანისცემის უბრალო ობიექტიდან ტოტემური წინაპრები მალე მითოლოგიურ


ფიგურებად იქცნენ, რომლებმაც შექმნეს ახალი სამყარო, მითოლოგიური, აწმყოსგან
გამოყოფილი დროითა და სივრცით. პირველი მითები, რომლებიც ძველმა
ადამიანებმა განავითარეს, იყო მითები ცხოველებზე, ეგრეთ წოდებული
ტოტემისტური მითები. მათ უწოდებენ ტოტემისტურს, რადგან ისინი
მომდინარეობენ სიტყვიდან "ტოტემი", რომელიც ინდიელთა ენაზე ნიშნავს "მისი
ჯიშის ან მისი სახის". სწორედ ამიტომ ითვლებოდა , რომ ტოტემი ადამიანის
პირველყოფილი წინაპარი იყო.
ცალკეული ტომების და ჯგუფის წევრებს სჯეროდათ, რომ მათი წინაპრები ნახევრად
ადამიანები იყვნენ, ხოლო ნახევრად ცხოველი. ლევი-სტროსი თავის წიგნში
"პრიმიტიული აზროვნება" წერს, რომ ძველი ინდიელები ამბობდნენ: „ჩვენ ვიცით, რას
აკეთებენ ცხოველები, რა სჭირდება თახვს, დათვს, ორაგულს და სხვა არსებებს,
რადგან ოდესღაც ადამიანები მათთან დაქორწინდნენ და ეს ცოდნა მათგან მიიღეს“.

თუ კორეაში აღმოჩენილი ნეოლითის პერიოდის სხვადასხვა ძეგლებით ვიმსჯელებთ


, რომლებიც ძირითადად ცხოველთა ფიგურებს წარმოადგენს , დავინახავთ, რომ
კორეელებს ჰქონდათ ისეთი ცხოველების კულტები, როგორიცაა ვეფხვი, ძაღლი,
დათვი, გარეული ღორი და ყვავი. ამ სიაში ასევე შდიან: მამალი, ლოკოკინა , ბაყაყი.
შუა საუკუნეების კორეაში მითოლოგიზირებული იყო გომბეშო, მრავალფეხა, ჭია,
გველი და ღორი. ყველა ამ ცხოველის გამითება ჩინეთის გავლენას უკავშირდება. ასევე
ჩინური მითოლოგიიდან მოხდა ისეთი არაამქვეყნიური არსებების გადმოღება
როგორიცაა მარტორქა (უნიქორნი) და ფენიქსი.

ერთერთი ცხოველი რომელიც კორეაში დიდ პატივისცემას იმსახურებს და ასევე


ითვლება კორეელების წინაპრად არის დათვი. როგორც უკვე ავღნიშნეთ სწორედ
დათვია თანგუნის წინაპარი, ხოლო თანგუნი ჩოსონის იმპერიის სულის ჩამდგმელია.
დათვის კულტი ასევე დაკავშირებული იყო გამოქვაბულთან. მღვიმე, როგორც
მითიური წინაპრის ადგილი ,დაჯილდოებული იყო თავად დათვის ჯადოსნური
თვისებებით. გამოქვაბული შეიძლება ყოფილიყო ტოტემის თაყვანისცემის ცენტრი,
სადაც მიდიოდნენ და წინაპარს კეთილდღეობას შესთხოვდნენ.

აღმოსავლეთ აზიის მითოლოგიაში ვეფხვის კულტს ასევე ძალიან დიდი როლი


ენიჭება. შორეული აღმოსავლური მენტალიტეტით ვეფხვს პატივს სცემდნენ, როგორც
ცხოველთა მეფეს და მთების მფლობელს. კორეელები თვლიდნენ, რომ ვეფხვის
შუბლზე ზოლები იყო იეროგლიფი "ვან" რაც ნიშნავს "ბატონს". კორეაში ვეფხვი
აღიქმებოდა როგორც ღვთაება, ამის ისტორიული მტკიცებულებაა მისი სხვადასხვა
სახელი: "მთის ღვთაება", "მთის მბრძანებელი", "მთის ხელმწიფე", "მთის სული", "მთის
გმირი". ეს ცხოველი ასოცირდებოდა სიძლიერესთან, დაუნდობლობასთან,
სიმამაცესთან, ბრძანებლობასთან. სწორედ ამიტომ გადხა ის საბრძოლო ძლიერების
სიმბოლოდ.

კორეულ მითოლოგიაში ასევე მნიშვნელოვანია ცხენის კულტი. ის კარგის


მომასწავებლის ნიშნად ითვლეობდა, განსაკუთრებით თეთრი ცხენი. პირველად
ცხენი გამოჩნდა სილას სახელმწიფოს დამაარსებლის მითში. სილას სახელმწიფო
ჩამოყალიბდა ძვ.წ 57 წელს და 953 წლამდე არსებობდა. მის დამაარსებელია პაკ
ჰიოკესე.
სილას დამაარსებლის მითის თანახმად უხუცესები შეოკრიბნენ, რათა მოეღოთ
გადაწყვეთილება და ეპოვათ ღირსეული ხელმწიფე, რომელსაც შეეძლო სამეფოს
დაარსება და ხალხის მართვა. სწორედ ამ დროს ცაზე სოფელ იანსონის თავზე
უცნაური შუქი გამოჩნდა და ტყეში ჭის მახლობლად დაეცა . როდესაც უხუცესები
შუქის დაცემის ადგილზე მივიდნენ მათ თეთრი ცხენი დახვდათ, რომელმაც მათ
დანახვაზე დაიჭიხვინდა და ისევ ცაში აიჭრა, ხოლო იმ ადგილზე სადაც ცხენი იდგა
უზარმაზარი კვერცხი აღმოაჩინეს. სწორედ ამ კვერცხიდან იშვა მომავალი მმართველი
და დამაარსებელი სამეფოსი.

პაკ ჰიოკესეს მითში მისი მომავალი მეუღლის ისტორიაც არიც მოყვანილი. სწორედ
იმ დროს როდესაც ცხენი დედამიწაზე დაეშვა მეზობელ სოფელში იმავე დროს ციდან
დრაკონი ჩამოვიდა და ისიც ჭის მახლობლად გაცერდა. ამ დრაკონის გვერდიდან იშვა
ქალიშვილი. გოგონას პირის ნაცვლად ქათმის ნისკარტი ჰქონდა , მაგრამ როდესაც ის
განიბანა მდინარეში ნისკარტიც მოძვრა, მას იმ ჭის სახელი დაარქვეს სადაც ის
დაიბადა - არიონ. 13 წლის ასაკში იგი და პაკ ჰიოკესე შეუდგნენ სამეფოს მართვას.

ამ მითიდან შეგვიძლია დავსკვნათ, რომ თეთრი ცხენი შობადობასთან და


დაარსებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მას შობადობის ქალღმერთადაც
მოიხსენიებენ. სხვა ხალხებსაც ჰქონდათ ცხენის, როგორც ქალღმერთის კულტი.
მაგალითად, ბერძნებს, კელტებსა და გერმანულ ტომებს. ამ მითში კარგად ჩანს
ჩინეთის გავლენა კორეაზე. როგორც ვიცით ჩინეთში სწორედ ცა არის ყველაფრის
შემქნმელი და გამნგებელი. კორეულ მითებშიც ხშირად ვხვდებით ციდან მოვლენილ
არსებებს, როგორც დამაარსებლებს და სამეფოების შემქმნელებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტოტემიზმი საკმაოდ


გავრცელებული იყო აზიაში, ხოლო ტოტემისტური მითების მრავალი თქმულება
ერთმანეთის მსგავსია არა მხოლოდ კორეის ტერიტორიასა და მის სამეზობლოში,
არამედ სხვა ხალხებშიც.

You might also like