You are on page 1of 7

1. ანტიკური ლიტერატურის ისტორიის საგანი და პერიოდიზაცია.

1) ელინური პერიოდი (ძვ.წ VIII-IVს-ის 30-იანი წლები)-მხოლოდ ბერძნულენოვანი


ლიტერატურა, რომელიც ბერძნებით დასახლებულ ტერიტორიაზე იქმნება. ამ
დროისათვის, ფაქტობრივად, ლათინურენოვანი ლიტერატურა ჯერ არ არსებობდა.

2)ელინისტური პერიოდი (ძვ.წ IVს-ის 30-იანწლები - Iს)-ბერძნული ლიტერატურა,


რომელიც იქმნებ ალ. მაკედონელის მიერ შექმნილი მსოფლიო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე და რომაული ლათინურენოვანი ლიტერატურა, რომელიც თავისი
შინაარსით, მეტწილად საკმაოდ ახლოა ამ ეპოქის ელინურენოვან ლიტერატურასთან.

3)რომაული ბატონობის პერიოდი (ძვ.წ I - ახ.წ V)-ლათინურენოვანი ლიტერატურა


იქმნება, რომელმაც თვითმყოფადობის საკმაოდ მაღალ ხარისხს მიაღწია. აქვე
შეიძლება ქვეპერიოდად გამოვყოთ გვიანანტიკური პერიოდი (ახ.წ IV-Vსაუკუნეები)

ბერძნული ლიტერატურის პერიოდები

 გეომეტრიული რენესანსის პერიოდი (ძვ.წ IX-VIIIს) გეომეტრიულმა სტილმა


აღმავლობას მიაღწია, შეიქმნა ანბანი, ჟანრის ეპოსი. ეს არის ჰომეროსის ეპოქა.

 არქაიკის პერიოდი (ძვ.წ. VII-VIს) არქაიკა ანუ ძველი;

 კლასიკის პერიოდი (ძვ.წ V-IVს-ის 30-იანიწლები) აყვავების ეპოქა;

 ელინისტური (ელინიზმის) პერიოდი (ძვ.წ IV 30-იანიწლები-I)

 რომაული ბატონობის პერიოდი (ძვ.წ Iს-ახ.წ V ს)

რომაული ლიტერატურის პერიოდები

1) რესპუბლიკის პერიოდი ძვ.წ V-Iსაუკუნეები

2) კლასიკის პერიოდი ძვ.წ I-ახ.წ V საუკუნეები

მასში შეიძლება გამოვყოთ:

ა)ავგუსტუსის ხანა, რომელიც ძვ.წ I 30-იანი წლებიდან იწყება

ბ) კეისრების პერიოდი ახ.წ Iსაუკუნის 10-იანი წლები-ახ.წ V საუკუნე.

2. ევრიპიდეს მედეა, შინაარსი. ტრაგედიის არსი


ევრიპიდე ასრულებს გენიალურ ტრაგიკოსთა ტრილოგიას ( ესქილე, სოფოკლე,
ევრიპიდე). ევრიპიდეს ათენის მაყურებელი დიდად არ სწყალობდა, თუმცა
აღიარებდა მის გენიალურობას, ამ არაკეთილგანწყობილების ბრალია, რომ
ევრიპიდემ სულ ოთხჯერ მოიპოვა ტრაგიკულ აგონებში პირველი ადგილი, მე-5
გამარჯვება სიკვდილის შემდეგ მისივე შვილის დადგმულა ტრაგედიამ მოუტანა.
ევრიპიდეს ნაკლებად ერთვებოდა სამოქალაქო აქტივობაში, ალბათ, როგორც დიდი
მოაზროვნე და ხელოვანი საერთო ენას ვერ პოულობდა თანამედროვეებთან.
ევრიპიდეზე მეტად ქალის სიშმაგე და ბუნება ასე ცხადად სხვა არც ერთ მწერალს არ
წარმოუდგენია. დრამის სტრუქტურა ევრიპიდეს არ შეუცვლია, მის ნოვატორობად
ითვლება გმირის ახალი კონცეფციის წარმოჩენა, რაც არისტოტელეს თქმით,
ადამიანების ისეთებად წარმოჩენაში გამოიხატა, როგორებიც ისინი არიან.მედეა ის
ტრაგედიაა, რომელსაც სვადასხვა ეპოქის დრამატურგთა თუ ლიტერატორთა
შემოქმედებაში ყველაზე დიდი გამოძახილი ჰპოვა, თუმცა თავის დროზე, როცა
ათენში იგი პირველად დაიდგა, ტრილოგიაში მესამე ადგილი მოიპოვა, ე.ი
დამარცხდა. მედეაში გამოკვეთილია ევრიპიდეს ხელოვნბისა თუ აზროვნების
ნოვატორული ნიშნები. ტრაგედია აგებულია არგონავტთა თქმულების ერთ-ერთ
ყველაზე დრამატულ ეპიზოდზე, მედეასა და იასონის თავგადასავალზე
კორინთოსში. კოლხთა მეფის აიეტის ასული დაეხმარა იასონს ოქროს საწმისის
მოპოვებაში და მასთან ერთ ად ხომალდ არგოთი გაექცა კოლხთა რისხვას.
ფათერაკებიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი ელადაში შეუღლებულნი დაბრუნდნენ,
მედეა იასონს დაეხმარა თავის ვერაგ ბიძაზე შურისგებაზე, შემდეგ მათ უწევთ
კორინთოსზე გადასახლება. მათ შვილები უჩნდებათ, კორინთოსში იასონი
ღალატობს მედეას და განიზრახავს აქაური მეფის კრეონის ასულის ცოლად შერთვას.
ტრაგედია სწორედ ამ ღალატისთვის სასტიკ შურისგებას ეძღვნება. ძიძისგან ვიგებთ,
რომ იასონს მედეასთვის უბრძანებია შვილებითურთ დატოვოს კორინთოსი.
საინტერესო და ემოიციურია მედეას მონოლოგი, რომელშიც მძაფრადაა გამოხატული
ნაღალატევისა და მარტოსული ქალის განცდები, მედეა უჩივის ქალთა ხვედრს.
ქალებს ნაკლები თავისუფლება და არჩევანი აქვთ, მაგრამ სამშობლოსაგან
მოწყვეტილი მედეა ყველა სხვა ქალზე უბედურია, კორინთოელ ქალებს ახლობლები
მაინც ჰყავთ გვერდით, მას კი ,,ბარბაროსთა მხარეში“ მარტოს უწევს ამედნი
ტკივილის დათმენა. მოქმედებაში შემოდის კრეონი, იგი უბრძანებს მედეას
დატოვოს ქალაქი და არც ამ გადაწყვეტილების მიზეზს უმალავს, თუმცა ეშინია
კოლხი ქალის მოსალოდნელი შურისძიების. სასოწარკვეთილი მედეა კრეონს ერთ
დღეს სთხოვს მოსამზადებლად, მეფეც დათმობს, მედეა კი ამ ერთ დღეს არა
წასასვლელად, არამედ შურისგებისთვის მოსამზადებლად იყენებს. შემოდის იასონი,
იგი გრძნობს, რაოდენ ძნელია გამეხებულ მედიასთან ლაპარაკი და ცოლს აქეთ
საყვედურობს სიბრაზის თავაშვებულობაში, ისე გამოჰყავს, თითქოს ოჯახის
კეთილდღეობისთვის ირთავდეს მდიდარ ცოლს და მედეა, პირიქით, ბედნიერი
უნდა იყოს. იასონი თითქოს ელოდა ცოლის რისხვას და მზადაც დახვდა,
ორატორული ოსტატობით აბათილებს მედეას ბრალდებებს და ეუბნება, რომ თუ
ოდესმე დახმარებია, მხოლოდ იმიტომ, რომ აფროდიტემ აღუძრა სიყვარული.
მოქმედებაში შემოდის ათენის მეფე, ეგევსი, თავისი უშვილობის მიზეზის გასაგებად
სამისნოდან დაბრუნებული, მედეა მას შვილიანობის წამალს დაჰპირდება და
ლტოლვილების შეფარებას სთხოვს. მედეა უკვე აყალიბებს შურისძიების გეგმას,
სურს ამოწყვიტოს იასონის მოდგმა და აქ ჩნდება შვილების მოკვლის მოტივი,
მართალია, ეს საქციელი მას შვილის მკვლელი დედის დაღს დაასვამს,თუმცა
შეურაცხყოფილისვის მთავარია, ტკივილი მიაყენოს მათ, ვისაც მისი სასაცილოდ
გახდომა განუზრახავს. მედეა მსახურს ავალებს იასონის მოყვანას, იასონს ხვდება
სულ სხვანაირი მედეა, გაწონასწორებული, მშვიდი, ცოლი ეუბნება, რომ მზადაა
დატოვოს ქალაქი და სთხოვს ბავშვები მასთან დაიტოვოს და თავადვე აცნობოს
კრეონის ასულს ამის შესახებ, მისი კეთილგანწყობისთვის კი ბავშვების ხელით
სამკაულებს უგზავნის საჩუქრად. იასონი შვილებითურთ მიდის კრეონის ასულთან.
მოქმედებაში შემოდის გამზრდელი, რომელიც მედეას უყვება იქ განვითარებულ
ამბავს. მეფის ასულს მიუღია ბავშვები და სიხარულითვე დასთაანხმებია მათ
დატოვებას, ამ დროს მედეას პიროვნებაში ჩნდება გაორება, ჭიდილი განრისხებულ
შურისმაძიებელსა და შვილების მოყვარულ დედას შორის, დედის სინაზე და
მკვლელის სისასტიკე გრძნობათა კონტრასტულობას ამძარფრებს, ბოლოს მაინც
სისასტიკე სძლევს. მაცნე ქალს გაქცევას ურჩევს და უყვება, თუ როგორ მოირგო
კრეონის ასულმა სარკესთან საჩუქრები, როგორ მიიკრო შხამმა, როგორ დაეკონა მამა
შვილის ცხედარს ა როგორ განუტევა ორივემ სული. ეს ამბავი ქალში კმაყოფილებას
იწვევს, სცენის მიღმიდან მოისმის ბავშვების განწირული ძახილი. შემოდის
აღშფოთებული შვილების ბედით შეძრწუნებული იასონი, მაგრამ აღმოაჩენს, რომ
აღარც შვილები ჰყავს. ჩნდება ჰელიოსის გველეშაპებშებმული ეტლი, მასზე დგას
მედია შვილების გვამებით, იგი თითქოს მოშორებულია ამქვეყნიურ ვნებათაღელვას
და არის არამიწიერად მშვიდი. იასონი სთხოვს, მათი დაკრძალვის ნება მისცეს,
თუმცა მედეა თავად აპირებს შვილების ქალღმერთის ჭალაში დაკრძალვას, ქმარს
ცხედრებთან უკანასკნელად შეხების უფლეასაც კი არ აძლევს. იასონის უკანასკნელი
სიტყვები ცოტა ხნის წინ საკუთარ თავში დარწმუნებული გმირის უძლურებასა და
სასოწარკვეთას გადმოსცემს.
ტრაგედიის ინტერპრეტაცია ბევრ სირთულეს ქმნის დაწყებული იქიდან, თუ
როგორ შეცვალა ევრიპიდემ ტრადიციული მითი, დამთავრებული იქიდან, თუ
როგორ უნდა გავიაზროთ მედეას სახე. ევრიპიდემ შეცვალა მითის ტრადიციული
ფინალი, არც ერთ ევრიპიდემდელ წყაროში მედეას მიერ შვილების შეგნებული
დახოცვის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ამ მოტივის შემოტანით ევრიპიდემ მედეა
ჭეშმარიტ ტრაგიკულ სახედ აქცია, ანტიკური ტრაგედიის არსი ხომ კოსმოსური
ჰარმონიის რღვევაში გამოიხატება, ტრაგიკოსები აღწერენ არა უბრალოდ,
ლოგიკურად დასრულებულ ამბებს, არამედ მოქმედებებს, რომელთა ფინალი თავისი
მოულოდნელობით, ბუნებასთან შეუთავსებლობით აღძრავს მძაფრ ემოციას
მაყურებელში. შემოდგომი ეპოქის შემოქმედთა ყველა ცდა, მოეშორებინათ
მედეასთვის ეს ცოდვა, ამ მხატვრული სახის ტრაგიკულიდან მელოდრამატულამდე
ჩამოქვეითებით სრულდებოდა. რისმაგ გორდეზიანი ამბობდა, რომ ევრიპიდემ
ბერძნულ დრამაში პირველად მიმართა ორმაგი ოპოზიციის პრინციპს. ერთი მხრივ,
მან გამოკვეთა დაპირისპირება მედეასა და იასონს( კრეონითა და მისი ასულითურთ)
შორის, ამ დაპირისპირებაში ევრიპიდე გამოკვეთს მედეას დადებითსა და იასონის
უარყოფით თვისებებს, ქალის მოთქმა თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში,
შესაბამისად ამ დაპირისპირებაში მაყურებელი მედეასკენაა, გვერდით ჩნდება მეორე
ოპოზიცია, რომელიც ყალიბდება თავად მედეაში. ერთმანეთს უპირისპირდება
შურისმაძიებელი ქალი და დედა. ამ ოპოზიციით ევრიპიდემ ბერძნული
ლიტერატურისთვის მანამდე უჩვეულო სიღრმით აჩვენა ადამიანის სულში
მიმდინარე ჭიდილი გრძნობასა და გონებას შორის. მედეას ძლევს გადაწყვეტილება,
რომლის ბოროტება მას თავადვე აქვს გაცნობიერებული, გმირის მოქმედებას არც
მისნობა, არც ღმერთი არ წარმართავს, შესაბამისად კატასტროფა, რომელიც ხდება,
სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობას აღარ ტოვებს. მაყურებელიცა და
დრამის პერსონაჟებიც რჩებიან კატასტროფის წინაშე ყოველგვარი ილუზიებისა და
პერსპექტივების გარეშე. ყოველივე ეს ბერძნული ტრაგედიისთვის სავსებითა ხალი
მოვლენაა. მედეა ჩვენ წინაშე წარმოდგება ერთდროულად როგორც ბოროტების
ჩამდენი და ბოროტებასთან მებრძოლ, ამიტომ შეუძლებელია მის ამაყ, შმაგ სახეში
მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი თვისებები ვეძიოთ. მედია
უპირისპირდება იმ თავდაჯერებულ საზოგადოებას, სადაც ეთიკურ ღირებულებეს
დაკარგული აქვს ფასი, სადაც შეიძლება გაამართლო ყველაფერი, ფიცის გატეხვაცა
და ღალატიც, საკუტარი შვილების მოვლით იგი დროებით მაინც შეძრავს ამ
ზნედაქვეითებულ საზოგადოებას, ჩააფიქრებს იმაზე, თუ რატომ მოხდა ყოველივე.
მაგრამ პიესის ტრაგიზმი ამითაც არ ამოიწურება, ესაა სულიერი დრამა ადამიანისა,
რომელმაც უღალატა თავის მშობლებსა და სამშობლოს. ეს არის უცხოობაში
მარტოობის, დაკარგული სიყვარულის ტრაგედიაც.

3.აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ მესამე წიგნის მოკლე შინაარსი.კოლხები


და ბერძნები

აპოლონიოს როდოსელი იყო ალექსანდრიის სახელგანთქმული წიგნსაცავის


ბიბლიოთეკარი, პტოლემაიოს მესამე ევარგეტოსის აღმზრდელი და თავისი
ეპოქის განათლებული კაცი. წოდება „როდოსელი“ მას შემდეგ მიიღო, რაც
როდოსზე გადაიხვეწა.

„არგონავტიკა“ არის აპოლონიოს როდოსელის პოემა, რომელიც ოთხ თავად იყოფა.


შეიძლება თავის მხრივ, სტრუქტურულად ორ თანაბარ ნაწილად დავყოთ. ორივე
ნაწილი ერთგვარი შესვლით იწყება. ამგვარი კომპოზიციური დაყოფა გასაგები
გახდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აპოლონიოს როდოსელის მიზანს
წარმოადგენდა აღეწერა, როგორც გმირების კოლხეთში ლაშქრობა, ასევე სამშობლოში
დაბრუნება. მას სურდა , ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოეცა
ლაშქრობასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა და შეექმნა, რაღაც „ილიადისა“ და
„ოდისეას“ ნაზავის მსგავსი.

პირველ სიმღერაში აპოლონისადმი მიმართვის შემდეგ მოთხრობილია წინა


ისტორია, რომელიც უძღვოდა არგონავტთა ლაშქრობას. მეფე პელიასს
უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპავდა ის ადამიანი, რომელიც მასთან ცალი
ქალმნით მივიდოდა.

იასონმა მდინარეზე გადასვლისას ცალი სანდალი დაკარგა. როგორც კი ნადიმზე


მივიდა და პელიასმა იხილა მისი თავიდან მოშორება განიძრახა. მის დასაღუპად
გადაწყვიტა იასონი შორეულ ქვეყანაში სალაშქროდ გაეგზავნა. ლაშქრობისათვის
ელადის გმირები შეიყარნენ.

მათი ჩამოთვლით იწყება პოემა. მათ ააგეს ხომალდი „არგო“, თავად ეკიპაჟის
წევრებს კი „არგონავტები“ ეწოდათ. სულ 55 გმირი შეიკრიბა, ყველა ღვთაებრივი
შთამომავლობის იყო. მათ სამი ზღვა ჰქონდათ გასავლელი.

მოადგნენ დემნოსს, უკაცო კუნძულს , სადაც ქალებს თავიანთი ქმრები ამოეხოცათ.


პალესპონტოსში მათ გმირი ჰერაკლე დაკარგეს, თუმცა „არგომ გზა განაგრძო“.

ხომალდი ბითვინიის სანაპიროს მოადგა, სადაც ბერბიკოსთა მეფე ცდილობდა მათ


შეჩერებას. აქ არგონავტები უსინათლო ფინევსს დაეხმარნენ. მან მადლობის ნიშნად
ნაოსნებს უთხრა თუ როგორ დაეღწიათ თავი ფათერაკებისაგან. გმირები უკვე შავ
ზღვას მოადგნენ, ბოლოს კავკასიონი გამოჩნდა.

ჰერამ და ათენამ, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ აქ გმირებს მთავარი


განსაცდელი ელოდათ დახმარებისათვის აფროდიტეს მიმართეს. ეროსს, მის ვაჟს,
კოლხთა მეფის ასულისათვის იასონის სიყვარული უნდა შთაენერგა, რათა ის გმირს
დახმარებოდა.

მართლაც მედეას იასონი დანახვისთანავე შეუყვარდა. იასონმა აიეტს ოქროს


საწმისის დაბრუნება მოსთხოვა. მან კი დაავალა სპილენძისჩლიქებიანი
ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეება და არესის ველზე დრაკონის კბილები
დაეთესა, საიდანაც ამოსული მეომრები უნდა დაეხოცა. თუკი ამ დავალებას
შეასრულებდა, მაშინ ოქროს საწმისი ბერძნებს ერგებოდათ. იასონს მედეა დაეხმარა
ამ ყველაფრის შესრულებაში.

მედეას გული ცუდს უგრძნობდა, ამიტომ ღამით იასონი არესის წმინდა ჭალაში
წაიყვანა, სადაც მუხაზე ჩამოკიდებულ საწმისს დრაკონი დარაჯობდა. ქალმა მას
საწმისი მოატაცებინა.

ბერძნები მედეასთან ერთად „არგოთი“ გაიქცნენ, მათ მედეას ძმა აფრისტოსი


დაედევნა და იასონს დისა და საწმისის დაბრუნება მოსთხოვა. მედეას ბრძანებით
იასონმა აფრისტოსი აკუწა. ამ ცოდვის გამო „არგოს“ არაერთი განსაცდელი
მოუვლინეს ღმერთებმა.

ფეაკების კუნძულზე მედეამ და იასონმა იქორწინეს. საშინელმა ავდარმა ხომალდი


ცხრა დღე ატრიალა. კიდევ დიდხანს იმოგზაურეს არგონავტებმა და დიდი ხნის
შემდეგ მოადგნენ სამშობლოს.

სამწუხაროს პელიასმა მაინც არ დათმო ტახტი. მედეას დახმარებით იასონმა იგი


მოკლა. ამის გამო მათ კორინთოსში მოუწიათ გადასახლება.

აპოლონიოს როდოსელი უხვად იყენებს ჰომეროსისეულ მხატვრულ ხერხებს.


პირდაპირ ბაძავს „ილიადისა“ და „ოდისეას“, მაგრამ არ არის შინაგანად შეკრული,
მთლიანი ნაწარმოები.

აპოლონიოსი იყო პირველი პოეტი, რომელმაც მოქმედების განვითარება


სასიყვარულო მოტივს დააყრდნო. გასათვალისწინებელია ისიც , რომ იგი გვაწვდის
ცნობებს ქართული ტომებისა და გეოგრაფიული პუნქტების შესახებ, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის.

You might also like