You are on page 1of 10

ტერმინთა განმარტება

ადაპტური უნარები დამოუკიდებლად და სრულყოფილად ცხოვრებისათვის


საჭირო უნარებია. ის მოიცავს: თვითმოვლის, სოციალური ურთიერთობებისა და
ცხოვრებისეულ სიტუაციებში დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარებს.

აკომოდაციის მეთოდი - მისი გამოყენებით მასწავლებელი ცდილობს შეცვალოს


სწავლების სტრატეგიები და გარემო იმგვარად, რომ ბავშვს უფრო გაუმარტივდეს
სწავლა.

ADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის აბრევიატურა;

აკადემიური სირთულეები - სკოლაში სასწავლო გეგმის დაძლევის პრობლემა, რის


გამოვლენის ერთ-ერთი გზაც დაბალი ქულებია;

არავერბალური უნარები ისეთი უნარებია, რომელთა გამომჟღავნება სიტყვების


გარეშე, ჟესტით, მიმიკით, მოქმედებითაა შესაძლებელი.

არტიკულაცია - ხმის იოგების საშუალებით სამეტყველო ბგერების, სიტყვების,


წინადადებების მკაფიოდ წარმოთქმა.

აღქმა არის შეგრძნების ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია (მხედველობა,


გემო, ყნოსვა, შეხება, სმენა), რომელიც გვეხმარება საგნების და მოვლენების
წვდომაში.

ბრაილის შრიფტი - უსინათლო პირებისთვის შექმნილი შრიფტი, რომელიც


იყენებს ამობურცულ წერტილებს ასოების, რიცხვების და სხვა სიმბოლოების
გამოსახატავად.

ბრაილის დაფა/ფანქარი - მოწყობილობა, რის მეშვეობითაც ხდება ბრაილის


სიმბოლოების შექმნა

ბრაილერი - ბრაილის შრიფტის საბეჭდი მანქანა

ბრტყელი ანბანი - ანბანი, რომელიც არის ბრტყლად ასახული ქაღალდზე;


დაწერილი/დაბეჭდილი სიმბოლოები.

გენერალიზება , ანუ განზოგადება ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ნასწავლი უნარ-


ჩვევების ან ქცევის გამოყენება სხვა ან მსგავს სიტუაციაში
გენეტიკური განპირობებულობა - როდესაც, ამა თუ იმ ნიჭის ან სირთულის
გადაცემას გენეტიკური საფუძველი აქვს;

განმტკიცება - იგივეა, რაც წახალისება;


განვითარების დარღვევები - ადამიანის ქრონიკული მდგომარეობები, რომელიც
იწყება ბავშვობის ასაკში და თან ახლავს მენტალური ან ფიზიკური დარღვევები.
ტერმინის ქვეშ ერთიანდება სხვადასხვა დიაგნოზები, მაგ. როგორიცაა: დაუნის
სინდრომი, პერვასიული დარღვევები, ინტელექტუალური დარღვევები და სხვა.

დაგეგმილი იგნორირების ტექნიკა -ქცევის მართვის ერთ-ერთი ტექნიკა, რომელიც


გულისხმობს არასასურველი ქცევის გამოვლენისას მის იგნორირებას, ანუ
ყურადღების არ მიქცევას. მოცემული ტექნიკა ეფექტურია როდესაც ბავშვის
ქცევის შემანარჩუნებელი ფაქტორი სხვების ყურადღების მიღებაა. მოცემული
ტექნიკის გამოყენებისას ასევე ხდება ალტერნატიული, მისაღები ქცევის
განმტკიცება.

დაუნის სინდრომი - ქრომოსომული დარღვევა,რომლის დროსაც ადამიანს 46


ქრომოსომის ნაცვლად აქვს 47. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში ხშირია:
გულის თანდაყოლილი მანკი, საჭმლის გადამუშავების პრობლემები,
მხედველობის და სმენის დარღვევები, გონებრივი განვითარების შეფერხება.

დე-ესკალაცია - რთული ქცევის გამწვავების თავიდან აცილება, ,,სიტუაციის


განმუხტვა“

დასწავლის უნარის დარღვევა - რაც გულისხმობს, ინფორმაციის მიღების,


გადამუშავების და გამოყენების სირთულეს, რაც აკადემიურ სფეროში ვლინდება
კითხვის, წერის და არითმეტიკის ათვისების პრობლემაში;

დაბალი თვითშეფასება - რაც გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების


ადეკვატური შეფასების და თვით-დაჯერებულობის პრობლემას;

დეკოდირება/გაშიფვრა კითხვის დროს ასოების (გრაფიკული ხატი) ბგერებთან


(აკუსტიკური ხატი) დაკავშირების უნარები, რომელიც ინდივიდს საშუალებას
აძლევს სწორად წარმოთქვას ნაბეჭდი (ნაწერი) ასო ან სიტყვა. ასოებსა და
ბგერებს შორის მიმართებების ცოდნა ბავშვებს საშუალებას აძლევს სწრაფად
ამოიცნონ ნაცნობი სიტყვები და სწორად ამოიკითხონ უცნობი სიტყვები.

ემპათია არის თანაგანცდა ანუ სხვისი ემოციებისა შეგრძნებისა და გაგების უნარი.

ექსპრესიული მეტყველება გულისხმობს აზრების, სურვილებისა და


მოთხოვნილებების სიტყვიერად გადმოცემას, მოიცავს სახის გამომეტყველებას,
ჟესტებს, სიტყვათა მარაგს, თხრობისა და გრამატიკული წესების დაცვის უნარს.
იმპრესიული მეტყველება კი მოსმენილის შინაარსის გაგებას გულისხმობს.

ექსპრესიული ენის დარღვევა - ექსპრესიული ენის განვითარების დარღვევა


გულისხმობს ენის გამოყენების სირთულეებს იდეებისა და აზრების
გამოსახატად. ეს არ ეხება იმას, თუ რამდენად გამართულად მეტყველებს
ადამიანი, არამედ მოიცავს ისეთ უნარებს, როგორიცაა იდეების თავმოყრა,
თხრობა, შესაფერისი სიტყვის შერჩევა, წინადადებების ორგანიზება და
გრამატიკულად სწორად აგება. აღნიშნული პრობლემის მქონე ბავშვებს ესმით,
რასაც ეუბნებიან, მაგრამ თავად უჭირთ სათქმელის სწორად ფორმულირება.

ეპილეფსია - თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება


განმეორებითი ეპილეფსიური გულყრებით.

ექოლალია - სხვისი ნათქვამი სიტყვების ან ფრაზების უნებლიე განმეორება.

ვიზუალური უნარები გულისხმობს ადამიანის მიერ დანახულის აღქმას,


ინტერპრეტაციასა და მნიშვნელობის მინიჭებას.

ვერბალური უნარები არის ინფორმაციის სიტყვიერად გადაცემის გზები.


ვერბალური აგრესია -სიტყვიერად გამოხატული აგრესია, უცენზურო სიტყვები,
ყვირილი, მუქარა, დამამცირებელი კომენტარები და ა.შ

ვერბალიზმი - მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა იცის სიტყვა, მაგრამ არ იცის


მისი მნიშვნელობა.

ვიზუალური დისკრიმინაცია/დიფერენცირება - ვიზუალური სტიმულების


ამოცნობა და დიფერენცირების, დანახულის აღქმის უნარი.

ვიზუალური მეხსიერება - ვიზუალური ინფორმაციის დაფიქსირება, შენახვა და


აღდგენა

ვიზუალური დისკრიმინაცია - ვიზუალური ხატის დეტალების აღქმის უნარი. ამ


უნარის მეშვეობით შეგვიძლია ვიზუალური სტიმულების შედარება.

ვიზუალური აღქმა - მხედველობით მიღებული ინფორმაციის გაგების, შემეცნების


პროცესი

თვითრეგულაცია ბავშვის განვითარებაში გულისხმობს მისი ქცევების, აზრებისა


და ემოციების კონტროლის უნარს.
თვითცნობიერება ბავშვის განვითარებაში გულისხმობს საკუთარი თავის,
მახასიათებლების, შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ მკაფიო
შეხედულებისა და აზრის ქონას.
თვალისა და ხელის კოორდინაცია - თვალის მოძრაობის ხელის მოძრაობასთან
კომბინირების უნარი. მხედველობის საშუალებით ხელების მოძრაობის
კონტროლი.

თეთრი ხელჯოხი - ჰუვერის ჯოხი, რომლის მეშვეობითაც მხედველობითი


დარღვევის მქონე პირები გადაადგილდებიან.
თერაპიული ინტერვენცია - თერაპიაზე, პოზიტიურ ცვლილებაზე მიმართული
ჩარევა

თვითდამაზიანებელი ქცევა - ქცევა, რომლის დროსაც პიროვნება ფიზიკურ ზიანს


აყენებს საკუთარ სხეულს.

თვითსტიმულაცია - შეგრძნებების გამოწვევა და ამით სიამოვნების მიღება


საკუთარი სხეულის, სხეულის ნაწილების ან საგნების განმეორებითი
მოძრაობებით, ბგერების და სიტყვების წარმოთქმით და ა.შ.

იმპულსურობა - როდესაც ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციების, სიტყვების,


ქმედებების გაკონტროლება, მოქმედებს დაუფიქრებლად, შედეგზე ფიქრის
გარეშე;

იმპულსის კონტროლი გარკვეული ქცევისაგან თავის შეკავების ან ქცევის ტემპის


რეგულირების უნარია.

ინტერვენცია არის სხვადასხვა სტრატეგიებისა და პროგრამების ერთობლიობა,


რომლის განხორციელების შედეგად ადამიანის მდგომარეობა უმჯობესდება.
ინტერვენცია - საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების მომსახურება

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - წერილობითი დოკუმენტი, შედგენილი


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.
ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა
საგანმანათლებლო საჭიროებას, ამ საჭიროებების დაკმაყოფილების გზებსა და
ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
ინკლუზიური განათლება - თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო
პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია
განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და
შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება

IQ არის ინტელექტის კოეფიციენტი. ეს არის ქულა, რომელსაც ადამიანი იღებს


ინტელექტის ტესტის შესრულების შედეგად და მიღებული ქულა განსაზღვრავს
მის გონებრივ შესაძლებლობებს.

კრეატიული - შემოქმედებითი

კრიზისული ინტერვენცია - მყისიერი ჩარევა, რეაგირება კრიზისული სიტუაციის


დროს. მიმართულია მიმდინარე რთული ქცევის აღკვეთაზე

კოგნიცია არის შემეცნება. ის მოიცავს ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა


ოპერაციათა ერთობლიობას, დაწყებული ინფორმაციის მიღებით და
დასრულებული მისი ორგანიზება და ინტერპრეტაციით.
კოგნიტური განვითარება - ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, შენახვის და
გამოყენების პროცესი. წარმოადგენს ისეთი ფსიქიკური პროცესების
ერთობლიობას , როგორიცაა ყურადღება, აღქმა, აზროვნება, სწავლა და
მეხსიერება.
კლასიფიკაცია - დაჯგუფება გარკვეული ნიშნის მიხედვით

მოდიფიკაციის მეთოდი - მისი გამოყენებით, მასწავლებელი ცვლის სასწავლო


მასალას. მაგალითად, ბავშვს შეიძლება მისცეს თანატოლებისგან განსხვავებული
წიგნი მოსამზადებლად ან დაუსვას განსხვავებული შეკითხვები.
მოდელირება - სწავლების ერთ-ერთი ტექნიკა, როდესაც მოსწავლისთვის ჩვენების
მიზნით თვითონ ახორციელებენ კონკრეტულ ქცევას, ანუ ასე აჩვენებენ რა
როგორ უნდა გააკეთოს და ის იმეორებს.

მორფოლოგია - შეისწავლის სიტყვების სტრუქტურას. ყველა სიტყვა შედგება


მორფემებისაგან. ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, რომ თუ სურს, მიიღოს ერთი
მანქანა, უნდა თქვას - ‘’მანქან-ა’’; ხოლო თუ ბევრ მანქანას ითხოვს, მაშინ - ‘’მანქან-
ებ-ი’’. ანუ, ერთ შემთხვევაში მორფემას ‘’მანქან’’ დაურთავს მორფემას - ‘’ა’’, ხოლო
მეორე შემთხვევაში მორფემას - ‘’ებ’’ და ‘’ი’’.
მულტისენსორული მეთოდი , იგივე მულტიმოდალური მეთოდი გულისხმობს
სწავლების პროცესში შეგრძნების ერთზე მეტი არხის გამოყენებას. მაგალითად,
ფერის სწავლაში ერთდროულად მონაწილეობს მხედველობა (ბავში აკვირდება
ფერებს), შეხება (ხელებით ეხება სხვადასხვა ფერის საგნებს) და სმენა (ისმენს
დასახელებულ ფერებს).

მუშა მეხსიერება გულისხმობს იმ მცირე ინფორმაციის დამახსოვრებას, რომელიც


საჭიროა მოქმედების განხორციელების პროცესში.
მცირემხედველობა - მცირემხედველობა არის სათვალის ან კონტაქტური
ლინზების გამოყენების, მედიკამენტების მიღების ან ოპერაციის ჩატარების
მიუხედავად მხედველობის დაქვეითება.

მოტორული განვითარება - სხეულის ფიზიკური განვითარება რომელიც


გულისხმობს როგორც მსხვილ ასევე ნატიფ მოტორულ უნარებს.

მოტორული იმიტაცია - სხვის მიერ შესრულებული მოძრაობის გამეორება

მსხვილი მოტორიკა - მოქმედებები, რომლებსაც ვასრულებთ სხეულის მსხვილი


კუნთების გამოყენებით (სიარული, სირბილი, სროლა და ა.შ.

მხედველობის სიმახვილე - დანახვის სიცხადე, თუ რამდენად კარგად ხედავს


ადამიანი

მხედველობითი ველი - როდესაც ადამიანის მზერა წინ არის მიმართული, ის


ხედავს ასევე ორივე მხარეს (მარჯვნივ და მარცხნივ) თვალის მოძრაობის გარეშე.

მხედველობის ფუნქციური შეფასება - დადგენა იმისა, თუ რას ხედავს ადამიანი


და როგორ იყენებს მხედველობას ყოველდღიურად.
ნატიფი მოტორიკა - ხელის თითებით შესრულებული წვრილი მოძრაობები
საგანთა ასაღებად, დასაჭერად. მაგ., ხატვა, წერა და ა.შ.

ნარჩენი მხედველობა - ის მინიმალური მხედველობა, რომელიც შენარჩუნებული


აქვს უსინათლო ადამიანს

ოკუპაციური თერაპევტი არის პროფესიონალი, რომელიც მუშაობს ადამიანთან


მისი სოციალური და პრაქტიკული უნარების შეფასებისა და განვითარების
კუთხით, რათა ეფექტურად ჩაერთოს სხვდასხვა აქტივობებში და უკეთესად
იფუნქციონიროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ორიენტაცია და მობილობა - სივრცის შეგრძნება და მასში საკუთარი სხეულის
პოზიციის აღქმა და უსაფრთხო გადაადგილება

პრაგმატიკა - პრაგმატიკა გულისხმობს ენის გამოყენებას სოციალური სიტუაციის


შესაბამისად. მისი მეშვეობით ადამიანებმა იციან, თუ რა და როგორ შეიძლება
ითქვას კონკრეტულ სიტუაციაში, ან როგორ გამოიყენონ ჟესტები და სხვა
მიმანიშნებლები კომუნიკაციის პროცესში.

პრევენცია - გარკვეული ღონისძიებები წინასწარი , გატარება პრობლემის თავიდან


ასარიდებლად

პროსოდიკა - გულისხმობს მეტყველების რითმს, ტონალობასა და ინტონაციას.


ჩვეულებრივ, საუბრის დროს, ადამიანები აქცენტს სხვადასხვა სიტყვებზე
აკეთებენ და ინტონაციით გამოთქვამენ. მაგალითად, კითხვითი და ბრძანებითი
წინადადებები სხვადასხვა ინტონაციით წარმოითქმის.

პოზიტიური განმტკიცება -პროცესი, როდესაც ადამიანი რაიმე სახის ქცევას


ავლენს და შედეგად მისთვის სასურველს (მატერიალურს თუ არამატერიალურს)
იღებს

პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი გეგმა - ქცევის მართვის გეგმა, რომელიც


მიმართულია მისაღები ქცევების სწავლებასა და განმტკიცებაზე, რაც ჩაანაცვლებს
რთულ ქცევებს.

რეცეპტული ენის დარღვევა - რეცეპტული ენის დარღვევა გავლენას ახდენს


ბავშვის უნარზე, გაიგოს ენა, რომელზეც გარშემომყოფები ლაპარაკობენ. ამ
სირთულის მქონე ბავშვს უჭირს, იყოს კარგი მსმენელი და მიჰყვეს ინსტრუქციას;
რეფერირება -გადამისამართება

რთული ქცევა - ქცევა, რომელიც ვლინდება იმდენად ისეთი სიხშირით,


ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, რომ ხელს უშლის პიროვნების
ყოველდღიურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის თავად მას ან სხვების
კეთილდღეობას, აფერხებს სწავლებისა და განვითარების პროცესს, კომუნიკაციას
და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სენსორული ინტეგრაცია არის არაცნობიერი პროცესი. ის გულისხმობს


სხვადასხვა შეგრძნების არხიდან (მხედველობა, ყნოსვა, სმენა და ა.შ.) მიღებული
ინფორმაციის აღქმას, გაფილტვრას, ორგანიზებას, ინტერპრეტაციასა და
შემდგომში სწორად რეაგირებას.
სტიგმა არის ფიზიკური ან სოციალური ნიშნით ინდივიდის დისკრიმინაცია,
გამოყოფა. უკმაყოფილება მისი იმ უნიკალური თავისებურებით, რომლითაც იგი
განსხვავდება სოციალური გარემოსგან.

სტერეოტიპული ქცევა არის განმეორებითი მოძრაობა, მდგომარეობა ან სიტყვების


გადმოცემა, რომელიც შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ინტელექტუალური
დარღვევისთვის, აუტისტური სპექტირსთვის თუ სხვა ზოგიერთი განვითარების
დარღვევისთვის. სტერეოტიპული ქცევა შეიძლება იყოს ისეთი მარტივი
მოძრაობა, როგორიცაა სხეულის რწევა-ქანაობა.

სინტაქსი - მოიცავს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განლაგდეს სიტყვები


აზრიანი, გრამატიკული წინადადების ჩამოსაყალიბებლად.

სემანტიკა - გულისხმობს სიტყვების ფრაზებისა და წინადადებების შინაარსს; მისი


ფუნქციაა სიტყვებისა თუ ფრაზების როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი
(ხატოვანი გამოთქმები, მეტაფორები) მნიშვნელობების ცოდნა, გაგება და
გამოყენება წარმოადგენს. სწორედ სემანტიკური ცოდნა იძლევა იმის საშუალებას,
რომ ფრაზა - ‘’სიხარულისგან დაფრინავს’’ ან ‘’რკინის ნებისყოფა აქვს’’, სწორად
იქნას გაგებული.

სერიაციის უნარი - გულისხმობს საგნების დალაგებას ზრდადობის ან


კლებადობის მიხედვით, თანმიმდევრობის შექმნა რაიმე პრინციპის მიხედვით
(მაგ., პატარა დიდისაკენ, დაბლიდან მაღლისაკენ და ა.შ.)

სკრინინგი - ბავშვის განვითარების შეფასება და დარღვევების აღმოჩენა.


სენსორული - შეგრძნებითი

სენსორული ოთახი -სპეციალური ოთახი, სადაც წარმოდგენილია მულტი-


მოდალობის შეგრძნებების გამომწვევი ობიექტები. მაგალითად, შეიძლება იყოს
სპეციალური განათება, მუსიკა, სხვადასხვაგვარი ზედაპირის მქონე ნივთები, და
ა,შ. გამოიყენება განვითარების და თერაპიული და მიზნებისთვის.

ტანტრუმი - ბავშვის ემოციურ-ქცევითი გამოვლინება, გაბრაზების, განაწყენების,


იმედგაცრუებისა თუ ყურადღების მოპოვების მიზნით. ამ დროს ბავშვი
უკონტროლო ხდება – ყვირის, ტირის, იატაკზე წვება, იქნევს ხელ-ფეხს და ა.შ.

ტოტალური უსინათლობა - მდგომარეობა, რომლის დროს ადამიანი სრულიად


უსინათლოა
ტაქტილური - ზედაპირი, რისი აღქმაც შეიძლება კანით, შეხებით

ტაქტილური რუკა - რუკა, რომლის შესწავლა შეიძლება შეხებით

ფონოლოგიური ანალიზი და სინთეზი არის სამეტყველო ენაში ბგერებით


მანიპულირება, რაც გულისხმობს სიტყვაში შემავალი ბგერებისა და მარცვლების
დაშლას (ანალიზი) და შემდგომში ბგერების სიტყვებად გაერთიანებას (სინთეზი).
ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება სამომავლოდ კითხვის უნარის
დაუფლების საფუძველია. ის დაკავშირებულია სმენით და სამეტყველო ბგერებით
მანიპულაციასთან.

ფსიქოგანათლება გულისხმობს სპეციალისტის მხრიდან განვითარების


დარღვევის შესახებ სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, როგორც
ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის.

ფონოლოგია - ფონოლოგია შეისწავლის იმას, თუ როგორ ქმნის ბგერათა


ერთობლიობა ენას. ბავშვები დროთა განმავლობაში სწავლობენ , თუ რომელი
ბგერები უნდა გააერთიანონ კონკრეტული სიტყვის წარმოსათქმელად.
მაგალითად, ისინი დაისწავლიან, რომ თუ უნდათ მიიღონ ბუშტი, უნდა თქვან
‘’ბუშტი’’ და არა ‘’ბურთი’’

ფიზიკური აგრესია -ფიზიკური ზიანის ან ტკვილის მომტანი ქმედებები,


მაგალითად როგორიცაა დარტყმა, დაკაწვრა, ხელის კვრა,ა.შ.

ფიზიკური ინტერვენცია - ფიზიკური მანევრირებით, პირდაპირი ფიზიკური


კონტაქტის გზით პიროვნების მოქმედებების მართვა, შეზღუდვა, შეჩერება,
გადაადგილება, მიმართულების შეცვლა, ა.შ. რათა არ დაიზიანოს თავი, არ
დააზიანოს სხვა, ან ფიზიკური გარემო.

ქცევასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაცია - სიტუაცია, რომელიც


საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას გარშემომყოფების მხრიდან, რამდენადაც
პიროვნება იქცევა ისე, რომ სერიოზული საფრთხე ექმნება თავად მას, სხვებს ან
ფიზიკურ გარემოს.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი - წარმოადგენს


ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევას, რაც
გულისხმობს: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას (გონებაგაფანტულობა,
უყურადღებობა), იმპულსურობას (ქცევის, ემოციის გაკონტროლების პრობლემა)
და ჰიპერაქტიურობას (მოუსვენრობა, ჭარბი მოქმედება);
ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა - როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ერთი
აქტივობაზე დიდხანს კონცენტრირებას, ადვილად ეფანტება ყურადღება, კარგავს
ნივთაბს, გულმავიწყია;
ყურადღების გადანაცვლების სტრატეგია - ქცევის მართვის ერთ-ერთი სტრატეგია,
რომელიც გულისხმობს ბავშვის ყურადღების გადატანას ისეთ მოვლენაზე, რაც
მის ინტერესს გამოიწვევს და აღძრავს სხვა ქცევას, რის საფუძველზეც შეწყდება
კონკრეტული რთული ქცევა

ჰიპერაქტიურობა - როდესაც ადამიანი მოუსვენარია, მოძრაობს ბევრს და ჭარბად,


უჭირს მჯდომარე პოზიციაში დიდხანს გაჩერება, მშვიდად, უმოძრაოდ ყოფნა;

You might also like