You are on page 1of 24

განათლების ფსიქოლოგია _ დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სწავლებისა

და სწავლის პროცესებს, იყენებს ფსიქოლოგიის მეთოდებს,


თეორიებს და აქვს საკუთარიც.

რა არის კარგი სწავლება?

სწავლება თეორიაზე დაფუძნებული მეცნიერებაა. ფსიქოლოგები წლების მანძილზე


სწავლობდნენ ბავშვების აზრებს და გრძნობებს. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ
სწავლობენ ბავშვები, რა განაპირობებს მოტივაციას, რა გავლენა აქვს სწავლებას
დასწავლაზე. ეს ზოგადი და აბსტრაქტული კონცეფციები სხვადასხვა ტიპის სიტუაციებში
გამოიყენება. საუკეთესო მასწავლებელ ისაა, რომელიც სწავლებისას მხოლოდ თეორიის
იმედად კი არის, არამედ ღრმად სწვდება სწავლების არსს და შემოქმედებითად
უდგება მას. მასწავლებელი უნდა იყოს რეფლექსიური რაც გულისხმობს რომ, ის უნდა იყოს
გამჭრიახი, მოაზროვნე და უნარი ქონდეს იმისა განიხილოს, გაანალიზოს განვლილი
სიტუაცია, შეაფასოს და შემდეგ გააუმჯობესოს იგი. მათ სხვადასხვა სტრატეგიებისა და
ხერხების გამოყენება უნდა შეეძლოთ. უნდა იყვნენ თეორიული ცოდნით აღჭურვილნი.

ექსპერტი მასწავლებელი- გამოცდილი, წარმატებული მასწავლებლები, რომლებსაც


ჩამოყალიბებული აქვთ პრობლემების გადაჭრის მეთოდები. სწავლების პროცესის
და შინაარსის შესახებ მათ კარგად ორგანიზებული და ფართო
ცოდნა აქვთ. ექსპერტმა მასწავლებლებმა იციან:

1. აკადემიური საგნები, რომლებსაც ისინი ასწავლიან. შინაარსის ღრმა ცოდნა.


2. სწავლების ზოგადი ეფექტური სტრატეგიები.
3. საკუთარი საგნის სხვადასხვა დონისთვის სასწავლო მასალა და პროგნოზირება.
4. სწავლებისთვის საგნის თავისებურების ცოდნა. როგორ ჯობია რომელიმე თემის
ახსნა.
5. მოსწავლის თავისებურება და კულტურული ფესვები.
6. ის პირობები, რომლებშიც ისინი სწავლობენ
7. სწავლების მიზანი და დანიშნულება.

კვლევის ტიპები

აღწერითი კვლევა- ერთ კონკრეტულ ან რამდენიმე საკლასო ოთახში მომხდარი მოვლენების


ზუსტი აღწერა. მოიცავს გამოკვლევის შედეგებს, გამოკითხვის შედეგებს, საკლასო ოთახში
დიალოგების მაგალითებს ან საკლასო ოთახის საქმიანობის აუდიო და ვიდეოჩანაწერებს.

ეთნოგრაფიული მეთოდი- ერთი ჯგუფის ცხოვრებაში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებს


შეისწავლიან და ცდილობენ დაადგინონ თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ამ ჯგუფის
წევრებისათვის.

ჩართული დაკვირვება - მასწავლებელი თვითონ არის საკლასო სიტუაციების მონაწილეები


ხდებიან.

კონკრეტული შემთხვევა- ერთი მოსწავლის ან სიტუაციის საფუძვლიანი შესწავლა.


კორელაცია- ორ ცვლადს შორის კავშირი.

ექსპერიმენტული კვლევა

მიკროგენეტიკური კვლევა - კოგნიტური პროცესების ინტენსიური შესწავლა.


მახასიათებლები: 1. აკვირდებიან ცვლილებას დასაწყისიდან, შედარებით სტაბილურ
მდგომარეობამდე. 2. დაკვირვება ხორციელდება ვიდეო ჩანაწერებით, გასაუბრებით (ზუსტი
სიტყვების ჩაწერით) 3. ყველა ქცევას, მომენტს დეტალურად აკვირდებიან.

თემა 2 განვითარება

პიაჟე- ყველა სახეობა მემკვიდრეობით იღებს ორ ფუნქციას. ორგანიზაცია და ადაპტაცია.

ორგანიზაცია - ქცევებისა და აზრების დალაგება. მარტივი სტრუქტურების დალაგება


გაერთიანება. დამხმარეა სქემები ქმედების ან ფიქრის მენტალური ორგანიზებული
სისტემები, რომლებიც სამყაროში არსებული ხატების აღქმაში გვეხმარებიან.

ადაპტაცია - ადამიანები დამატებით გარემოსთან ურთიერთობის, შეგუების ტენდენციას


იღებენ მემკვიდრეობით. არსებობს ორი სახის.

ასილიმაცია- ახლის გაგება ხდება უკვე არსებულ სქემებთან მისადაგებით.

აკომოდაცია- ახალი სიტუაციის საპასუხოდ ხდება არსებული სქემის შეცვლა, რადგან ის არ


შეესაბამება ამჟამინდელ აღქმის ობიექტს ან სიტუაციას.

პიაჟე თვლიდა, რომ ამ ორ ფუნქციას შორის აუცილებელია წონასწორობა, ბალანსი . ეს ნიშნავ


გონებრივი ბალანსის ძიება კოგნიტურ სქემებსა და გარემოდან შემოსულ ინფორმაციას
შორის. როდესაც გარემოდან შემოსული სტიმული არ შეესაბამება არსებულ ქცევებს საქმე
გვაქვს წონასწორობის დარღვევასთან - გამოსავალს ასიმილაცისა და აკომოდაციის
დახმარებით ვეძებთ.

პიაჟეს საფეხურები !!!!

1. სენსომოტორული სტადია (ჩვილობის პერიოდი 0-2)- ბავშვის აზროვნება მოიცავს


ხედვას, სმენას, მოძრაობას, შეხებას, გასინჯვას და ა.შ . ავითარებენ საგანთა
მუდმივობას. სამყაროში საგნები აგრძელებენ არსებობას იმისდა მიუხედავად
არსებობს თუ არა ის მხედველობის არეალში. მეორე მიღწევაა მიზანმიმართული
აქტივობა - შეგნებული მტკიცე სვლა მიზნის განსახორციელებლად.
2. პრე/წინა ოპერაციული სტადია (2-7) სენსომოტორულ პერიოდის ბოლოს ბავსს
მრავალი სქემა აქვს ჩამოყალიბებული, რომელთა მეშვეობითაც მან გარკვეული
ქმედებები უნდა შეასრულოს. პიაჟე ამას გონებრივ ოპერაციებს ეძახის.
ხორციელდება მენტალური, გონებრივი გზებით და არა ფიზიკურად როგორც წინა
საფეხურზე. ამის შედეგად ბავშვის გონებაში ყალიბდება საგანთა სიმბოლოები. ამ
სიმბოლოების გამოყენება ჟესტებით, სიტყვებით, ნიშნებით - ამ სტადიის მიღწევაა.
ყალიბდება სემიოტური ფუნქცია - სიმბოლოების გამოყენების უნარი . მენტალური
აქტივობის ან ობიექტის წარმოდგენის მიზნები. ასევე უჭირთ შექცევადი აზროვნება
- აზროვნება უკუ მიმართულებით. ანუ საწყისთან დაბრუნება. დამახასიათებელია
კონსერვაცია- პრინციპი, რომლის მიხედვითაც ობიექტის გარკვეული
მახასიათებელი უცვლელი რჩება იმისდა მიუხედავად რომ, შესაძლებელია სხვა
სახით წარმოგვიდგეს. ახასიათებთ ეგოცენტრიზმი - სამყაროს აღიქვამენ მხოლოდ
საკუთარი თვალსაზრისით. ბავშვებს სჯერათ რომ ყველა იმ ემოციას და აზრს
იზიარებს რასაც თვითონ. კოლექტიური მონოლოგი- ჯგუფში ბავშვები საუბრობენ,
ტუმცა რეალურად ერთმანეთთან კომუნიკაციას არ ამყარებენ.

რეკომენდაციები:

1. გამოიყენეთ კონკრეტული მაგალითები და ვიზუალური ხასიათის მასალა.


2. არუნდა იყოს ბევრი სიტყვიერი მითითება. გამოიყენეთ სიტყვები არანაკლებ
ვიდრე მოქმედებები.
3. მოახერხეთ მოსწავლეების სხვა ადამიანის თვალსაზრისით დანახული სამყაროს
აღქმის უნარის განვითარება.
4. იყავით სენსიტიურები მათ მიერ გამოყენებული სიტყვების მიმართ.
აუცილებლად განმარტონ მათ მიერ გამოგონილი სიტყვები.
5. გამოიყენეთ მრავალი პრაქტიკული სამუშაო.
6. ცნებათა და მეტყველების განვითარებაზე სხვადასხვა სახის გამოცდილების
მაგალითი გამოიყენეთ.
3. კონკრეტული ოპერაციები (7-11) - მიღწევა იმის გაცნობიერება, რომ საგნებმა ან
მოვლენებმა შესაძლოა განიცადონ ტრანსფორმაცია თუმცა, შენარჩუნდეს
თავდაპირველი თვისებები. სამი ძირითადი ასპექტი: იდენტობა- მოსწავლემ იცის,
რომ საგანს ტუ არაფერს დავუმატებთ ან მოვაკლებთ იგივე დარჩება. კომპენსაცია-
ერთი მიმართულებით ცვლილება შესაძლოა დაბალანსდეს მეორე მიმართულების
ცვლილებით. (ამ ეტაპზე ვითარდება კლასიფიკაციის უნარიც - საგნის ერთ
კონკრეტულ თვისებასე ფოკუსირების მიხედვით მისი დამახასიათებელ ჯგუფში
გაერთიანება. (მაგ წითელი სათამაშოები ...) შექცევადობა - უკუ მსვლელობის
მენტალურად მოხდენის პროცესი საფეხურობრივად. სერიაცია - საგანთა
თანმიმდევრული დალაგება ერთი გარკვეული ნიშნის მიხედვით (ზომა,წონა)

რეკომენდაციები:

1. განაგრძეთ კონკრეტული და ვიზუალური მაგალითების გამოყენება.


2. მიეცით ობიექტების მანიპულირების და ცდის საშუალება.
3. დარწმუნდით რომ საკითხავი მასალა მოკლე, კონკრეტული და ორგანიზებულია.
4. ზოგადი იდეების ახსნისას ნაცნობი მაგალითები გამოიყენეთ.
5. შესაძლებლობა მიეცით საგნების და აზრების კლასიფიცირება და დაჯგუფება
მზარდ კომპლექსურ დონეზე მოახდინონ.
6. წამოწიეთ ის პრობლემები რომლებიც ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს.
გამოიყენეთ თავსატეხები, ამოცანები.
4. ფორმალური ოპერაციები (11 დან მოზარდობამდე) სიტუაციების მენტალური
წარმოდგენა. ერთვება ფანტაზიის, წარმოდგენების უნარი. რა/როგორ შეიძლება
რამე მოხდეს. ახდენენ ჰიპოთეზურ-დედუქციურ მსჯელობას - პრობლემის
გადაჭრის სტადია. ინდივიდი იწყებს ყველა იმ ფაქტორის განსაზღვრებას რაც
შეიძლება გავლენას ახდენდეს პრობლემაზე. დაწყებული დედუქციური
მსჯელობით (ზოგადიდან კონკრეტული დასკვნის გაკეთება) დამთავრებული
ინდუქციური მსჯელობით (კონკრეტული მაგალითებიდან ზოგადი დასკვნის
გაკეთება) თავს იჩენს მოზარდობის ეგოცენტრიზმი - დარწმუნება იმაში, რომ ყველა
იზიარებს შენს აზრებს, მსჯელობებს და წუხილს. ისინი საკუთარი რწმენების
ანალიზს აკეთებენ.

რეკომენდაციები:

1. განაგრძეთ კონკრეტულ ოპერაციაზე გამოყენებული სტრატეგიები.


2. მიეცით მოსწავლეს უფლება იმსჯელოს რაიმე ჰიპოთეტურ საკითხზე. სთხოვეთ
ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება რაიმე საკითხის მიმართ.
3. პრობლემის თავად გადაჭრის და დასაბუთების საშუალება მიეცით.
4. მოაწყვეთ ჯგუფური დისკუსიები
5. წარუდგინეთ ფაქტების შესახებ შესაფერისი ცხოვრებისეული მასალები

ვიგოტსკის სოციოკულტურული გავლენა. თეორია რომელიც ხაზს უსვამს კულტურული და


სოციალური გარემოს გავლენას ადამიანის განვითარებაზე.

თვითშემოქმედების პროცესი- სოციალური პროცესი, მოლაპარაკება, რომელშიც ჩართული


ადამიანები ურთიერთობენ პრობლემის გასაგებად ან გადასაჭრელად. საბოლოო შედეგს
ყოველი მონაწილე იზიარებს.

კულტურული ბერკეტები- მატერიალური ინსტრუმენტები და სიმბოლოთა სისტემა,


რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს დაამყარონ კომუნიკაცია საზოგადოებაში,
იაზროვნონ, გადაჭრან პრობლემები და შექმნან ცოდნის ახალი სისტემები.

ავტონომიური მეტყველება - ბავშვების საკუთარ თავთან ლაპარაკი მათი აზროვნებისა და


მოქმედებების თანმდევია. საბოლოოდ ამგვარი ვერბალიზაცია ხდება ინტერნალიზებული
როგორც შინაგანი საუბარი. ვიგოტსკის საკუთარ თავთან საუბარი კოგნიტურ განვითარებაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მას ბავშვი თვითრეგულაციამდე მიჰყავს ესაა
დაგეგმვის უნარი, დაკვირვება ადამიანის აზროვნების მართვა და პრობლემის გადაჭრა.

ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ თვითრეგულაცია საფეხურთა სერიებად ვითარდება ;


თავდაპირველად ბავშვის ქცევა რეგულირდება სხვების მიერ მეტყველების და სხვა ნიშნების
საშუალებით. შემდეგ ბავშვები იგივე მეტყველების საშუალებით ქცევებს რეგულირებას
სწავლობს - ახდენენ იმიტირებას.

ქცევის რეგულირებისთვის ბავშვები საკუთარ მეტყველებასაც იყენებენ, რაც მომავალში


შინაგან მეტყველებაში გადადის.
უახლოესი განვითარების ზონა - ფაზა როდესაც ბავშვი ახერხებს ამოცანის დაუფლებას
მისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ.

კრიტიკა:

*ვიგოტსკი შესაძლოა სოციალურ ინტერაქციას ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა.

*ვიგოტსკიმ თავისი თეორიების გადამოწმება ვერ შეძლო. მისი თეორიები ზოგადი


იდეებისგან შედგება.

*მას არ დასცალდა სწავლებასთან დაკავშირებული ღეორიების დეტალური დანერგვა.

ხარაჩოები- დახმარება სწავლასა და პრობლემის გადაჭრაში. ეს სეიძლება იყოს ბიძგი,


კარნახი, წახალისება, პრობლემის საფეხურებრივად დაშლა, მაგალიტის მოყვანა რაც
გაზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობას.

სწავლა დახმარებით - დახმარების სტრატეგია სწავლის საწყისს საფეხურებზე, რომელიც


თანდათან მცირდება მოსწავლეების დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად.

ხარაჩოების სტრატეგიები :

*პროცედურული საშუალებები, ეხმარება იმპლიციტური უნარების განვითარებაში.

* საშუალებების მოდელირებული გამოყენება.

*ხმამაღლა ფიქრი

*სირთულეების წინასწარი განხილვა.

,,

,,,

ცოდნის ფონდები- განათლება, რომლებსაც ფლობენ ოჯახის წევრები, სხვადასხვა


საქმიანობის სფეროშიც, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს განათლებას

თავი 3
ფსიქოსოციალური თეორია- პიროვნების ემოციური მოთხოვნილებების მიმართება
სოციალურ გარემოსთან.

განვითარების კრიზისი- წარმოიქმნება თითოეულ სტადიაზე, რომელიც უნდა გადაიჭრას


წარმატებით.

ერიკსონის რვა სტადია


1. ნდობა-უნდობლობა - თუ ჩვილის კვების მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია და
გარემოდან მოდის დადებითი ენერგია ეს სტადია დაკმაყოფილებულია. ამ დროს
ჩვილს უჩნდება ნდობის განცდა.
2. ავტონომია- სირცხვილი/ორჭოფობის საპირისპიროდ - თვითკონტროლის და
თავდაჯერებულობის საწყისი. იწყება ფიზიკური აქტივობების განვითარება,
დამოუკიდებლად ჭამა, საპირფარეშოს მოხმარება. მათ თავად უნდა შეისწავლონ
საგნები და დაათვალიერონ ისინი.
3. ინიციატივა-დანაშაულის გრძნობის საპირისპიროდ - ახალი აქტიურობის დაწყების
სურვილის ქონა. ბავშვი არ უნდა შევზღუდოთ და დავუშალოთ გარკვეული
აქტივობის შესრულება. თუ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არ
მივცეთ მან შეიძლება იფიქროს რომ ის მას არასწორად აკეთებს მაშასადამე მას
საკუთარი თავის რწმენა დაუქვეითდება.
რეკომენდაციები
1. ხელი შეუწყვეთ ბავშვის არჩევანის გაკეთებას და ხელი შეუწყვეთ მის
განხორციელებას.
2. დარწმუნდით იმაში, რომ ნებისმიერ ბავშვს აქვს წარმატების მიღწევის საშუალება.
3. როლების მრავალფეროვნებით ხელი შეუწყვეთ ილუზიურ თამაშს.
4. იყავით მიმტევებლები, ბავშვების ინიციატივებისგან გამოწვეული შეცდომების
მიმართ.
ფსდფდს

4. სიბეჯითე - არასრულფასოვნების საპირისპიროდ - ბავშვი უნდა გაუმკლავდეს


მოთხოვნებს , რათა გამოიმუშავოს ახალი უნარ-ჩვევები. ამ დროს თავს იჩენს
ურთიერთობების წარმართვის შესაძლებლობა. ამ ასაკზე მიზაშეწონილია რომ, არ
მოვახდინოთ ბავშვის შედარება მის თანატოლთან

5. იდენტობა-როლების აღრევის საპირისპიროდ- თავი დაიმკვიდროს გენდერულ,


პოლიტიკურ საზოგადოებაში. განსაზღვროს მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები.

რეკომენდაციები

1. მიაწოდეთ მოსწავლეებს კარიერის შერჩევისა და ზრდასრულობის სხვა როლები.


2. დაეხმარეთ მოსწავლეებს პირადი პრობლემების მოსაგვარებლად რესურსების
მოძიებაში.
3. მოითმინეთ გარდატეხის ასაკში მქონე მოსწავლეების ახირებები, თუკი ამით სხვას არ
ვნებენ.
4. მიეცით მოსწავლეებს რეალური რჩევა და ხელი შეუწყვეთ მის სრულყოფილებისკენ
სწრაფვას.

იდენტობის სტატუსები

იდენტობის დიფუზია- თავს იჩენს მაშინ როცა პიროვნება არ აანალიზებს თავის


არჩევანსა და ქმედებებს. არ ფიქრობს ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში.
იდენტობის დაკარგვა- ქმედება გაანალიზების გარეშე. არ ფიქრობენ ალტერნატიული
არჩევანის გამოყენებას. ისინი იღებენ სხვის ფასეულობებს და ცხოვრების სტილს.

მორატორიუმი - ალტერნატივებთან შეჭიდების პროცესში მიღებულ გამოცდილებას


ერიკსონმა მორატორიუმი უწოდა. შესწავლა- გაანალიზების პროცესი რომელსაც
პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს.

იდენტობის მიღწევა - რეალური ალტერნატივების განხილვის შედეგად პიროვნება იღებს


გადაწყვეტილებას და ცდილობს მის ცხოვრებაში დანერგვას.

6. სიახლოვე-მარტოობის საპირისპიროდ - ახლო ურთიერთობების დამყარება ადამიანებთან


რათა ადამიანმა მოახერხოს თავისი გრძნობების ემოციების გაზიარება სხვათათვის.

7. გენერატულობა - სტაგნაციის საპირისპიროდ - ხელი შეუწყოს მომავლის განვითარებას.


მონახოს პარტნიორი რომელთან ერთადაც ხელს შეუწყობს თაობათა განვითარებას.

8. ეგოს მთლიანობა- სასოწარკვეთის საპირისპიროდ - როგორ გადავლახე ყველა ეს სტადია.


საკუთარი თავის მიღება.

ბროფერბენი ეკოლოგიური მოდელი - სოციალური კონტექსტები, რომლებშიც ჩვენ


ვვითარდებით ეკოსისტემებია რადგან ისინი მუდმივ ურთიერთობებში არიან და
ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ნებისმიერი პიროვნება მაკროსისტემაში , მეზოსისტემის
შიგნით ეგზოსისტემაში ცხოვრობს . თითოეული მათგანი კი მაკროსისტემის ნაწილია.

მიკროსიტემაში იგულისხმება უშუალო ურთიერთობები ოჯახთან მეგობრებთან.

მეზოსისტება მიკროსისტემის ყოველი ელემენტის ურთიერთქმედებათა მდგომარეობაა.

ეგზოსისტემა მოიცავს სოციალურ მომენტებს რომლების ბავშვს ეხება შეიძლება უშუალო


მისი წევრი არ იყოს. ურთიერთობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საბჭოსთან.

მაკროსისტემა - უფრო დიდი საზოგადოებაა ფასეულობებით ტრადიციებით და წესებით.

აღზრდის ტიპები

ავტორიტარული - ბავშვებთან ურთიერთობისას ცივები და მკაცრები არიან. ყოველთვის


აკონტროლებენ და მოელიან იმას რასაც მიუთითებენ.

ავტორიტეტული - აწესებენ წესებს და მოელიან მათ შესრულებას. თუმცა ისინი თბილად


ექცევიან სვილებს. ყურს უგდებენ მათ პროტესტს . ეხმარებიან შვილებს ამათუიმ საქციელის
გააზრებაში.

ლიბერალი - არიან გულთბილები და მზრუნველები, ვერ აკონტროლებენ შვილის


საქციელებს და მათ ამართლებენ.
უყურადღებო - არც ყურადღებას იჩენენ არც სითბოს.

აგრესიის ტიპები

ინსტრუმენტული აგრესია- აქტიური მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნივთის ან


ადგილის, უპირატესობის მოპოვებას. არ ახლავს წყენის განზრახვა.

მტრული აგრესია - თავხედური პირდაპირი მოქმედება განზრახ ზიანის მიყენებისთვის.


შეიძლება ქონდეს ღია აგრესიის ფორმა - მუქარის და ფიზიკური თავდასხმის ფორმა; ან
ურთიერთობითი აგრესია რომლითაც ფუჭდება საზოგადოებრივი ურთიერთობები.

სოციალური აგრესია - ურთიერთობაში აგრესიის გამოხატვა დაცინვა, ჭორის მოგონება,


გარიყვა . ამას გოგონები უფრო სჩადიან რადგან გენდერულ სტერეოტიპებს ეცნობიან და
შესაძლოა ამ აგრესიას ფარული სახე მიეცეს რაც კიდევ უფრო ცუდია.

მე კონცეფცია და თვითშეფასება გვ 128

მე კონცეფცია გულისხმობს პიროვნების ცოდნას საკუთარ თავზე, რწმენებზე,


შეხედულებებზე.

თვითშეფასება- შეფასებითი მსჯელობა საკუთარი ღირებულებების შესახებ. მე-კონცეფციის


შეფასება.

გონების თეორია- აღმოჩენა ,რომ სხვა ადამიანებიც ადამიანები არიან თავიანთი გონებით,
გრძნობებით, ემოციებით, რწმენებით, სურვილებით და აღქმით . ბავშვები 2-3 წლის ასაკში
იწყებენ ამის გაცნობიერებას.

სხვათა თვალსაზრისის გათვალისწინების უნარი- სხვების გრძნობებისა და გამოცდილების


გაგების უნარი.

მორალური მსჯელობა- აზროვნების პროცესი, რომელიც მოიცავს მსჯელობას იმის შესახებ


თუ რა არის სწორი და არასწორი.

განაწილების სამართლიანობა-რწმენა იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს განაწილებული


პრივილეგიები ან მასალები სამართლიანად ჯგუფის წევრებს შორის.

მორალური რეალიზმი- საფეხური სადაც ბავშვები წესებს განიხილავენ როგორც, უდავო


ჭეშმარიტებას.

კოოპერაციული მორალი - განვითარების ეტაპი, სადაც ბავშვი ხვდება რომ ადამიანები


თანხმდებიან წესებზე და თავადვე შეუძლიათ მათი შეცვლა.

მორალური დილემა- ისეთი სიტუაცია სადაც არც ერთი არჩევანი არ არის


ერთმნიშვნელოვნად სწორი.

კოლბერგის მორალური მსჯელობის თეორია


მან მორალურ განვითარებაში გამოყო სამი საფეხური და თითოეული კიდევ ორ ნაწილად
დაყო.

1. პრე-კონვენციური -როცა მორალური მსჯელობა პირად საჭიროებას და აღქმას


ემყარება.
 სასჯელმორჩილებაზე ორიენტაცია- ემორჩილება წესებს რათა თავიდან აირიდოს
სასჯელი. კარგი და ცუდი საქციელი განსაზღვრულია ფიზიკური შედეგით.
 პირად ჯილდოზე ორიენტაცია- სწორს და არასწორს განსაზღვრავს პირადი
მოთხოვნილება.
2. კონვერციული - მსჯელობა ეფუძნება სხვათა მოწონებას, ოჯახის მოლოდინს,
ტრადიციულ ფასეულობებს, საზოგადოების კანონებს და სამშობლოს ერთგულებას.
 ორიენტაცია სასიამოვნო და მოსაწონი ტერმინებზე.
 ორიენტაცია კანონსა და წესრიგზე. ავტორიტეტის პატივისცემა.
3. პოსტ-კონვენციური - აბსტრაქტულ სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება
 ორიენტირება საზოგადოებრივ ხელშეკრულებაზე. ‘’კარგს’’ განსაზღვრავს
საზოგადოებაში მიღებული შეხედულება.
 ორიენტირება უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე. კარგი და სწორი ქცევა
ინდივიდუალურ ცნობიერებაზეა დამოკიდებული და მოიცავს სამართლიანობის,
ადამიანის ღირსების აბსტრაქტულ სცენებს.

კრიტიკა : ეს სტადიები განცალკევებით არ არსებობს, ურთიერთკავშირშია ; ზნეობრივი


არჩევანის გაკეთება არ არის მხოლოდ მსჯელობა. არჩევანზე გავლენას ახდენს ემოციური
ფონი.

პიროვნული და მორალური განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები.

 დაეხმარეთ მოსწავლეებს იმ დილემების გადალახვაში, რასთანაც შეხება აქვთ ან


მომავალში ექნებათ.
 დაეხმარეთ მოსწავლეებს სხვათა პერსპექტივების დანახვაში.
 დისკუსიის დროს გააცვლევინეთ მოსწავლეებს ერთმანეთის როლები. ნება
მიეცით სხვათა შეხედულების თავისებური ინტერპრეტაცია წარმოადგინოს.
 დაეხმარეთ წარმოდგენილი ღირებულებებისა და მოვლენების დაკავშირებაში.
 დაიცავით ყველა მონაწილის საიდუმლოება.
 დარწმუნდით რომ მოსწავლეები ნამდვილად უსმენენ ერთმანეთს.

სოციალური თანხმობა- შეთანხმებული წესი გარკვეულ სიტუაციაში მოქცევის შესახებ.

მზიას რიდერი
პრობლემის გადაჭრა კოგნიტური პროცესის კომპონენტია. არსებობს ორი სახის პრობლემა

 კარგად განსაზღვრულ პრობლემა -აქვს მხოლოდ ერთი სწორი გადაწყვეტა და


რამდენიმე გზა (მეთოდი) მის მისაღწევად. მაგ: მათემატიკის, ფიზიკის ამოცანა.
 ცუდად განსაზღვრულ პრობლემას აქვს ერთზე მეტი მისაღები გადაწყვეტა
(გამოსავალი) და არაერთგვაროვანი მიზანი.

პრობლემის გადაწყვეტისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი სამი სტრატეგია:

 მივეხმაროთ მოსწავლეებს, გაიგონ პრობლემის გადაჭრის მოდელი, რომელიც


შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადა სხვა სფეროში
 აღვწეროთ პრობლემის გადაწყვეტის ექსპერტების მახასიათებლები იმისთვის,
რომ გამოვიყენოთ მოდელად ახალბედებისთვის;
 ვასწავლოთ სტრატეგიების გარკვეული ნაკრები იმისთვის, რომ დავეხმაროთ
მოსწავლეებს გაიუმჯობესონ პრობლემის გადაჭრის უნარი.

პრობლემის გადაჭრის მოდელი

პრობლემის იდენტიფიცირება - პრობლემის ამოცნობა. მთავარია მოთმინება, მზადყოფნა და


სწრაფი გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილება.პრობლემის იდენტიფიცირების
წინააღმდეგობები მოიცავს შემდეგს:

1. სფეროს დარგის სპეციფიკური ცოდნის ნაკლებობა: ისევე როგორც სწავლის ყველა


სფეროში, საწყისი, წინარე ცოდნა არსებითიაპრობლემის გადასაჭრელად
2. გამოცდილების ნაკლებობა პრობლემის ჩამოყალიბებაში, განსაზღვრაში
3. პრობლემის მკაფიოდ გააზრებამდე მისი სწრაფი გადაწყვეტისკენ სწრაფვის
ტენდენცია.
4. ტენდენცია იაზროვნო კონვერგენტულად. პრობლემის ახალბედა გადამჭრელები
მიდრეკილები არიან პრობლემის გადაჭრისას ერთ მიდგომაზე გაამახვილონ
ყურადღება და ხშირად ინარჩუნებენ ამ მიდგომას, მაშინაც კი, როდესაც ის არ
მუშაობს.

პრობლემის წარმოდგენა - ეხმარება შემსწავლელს გააცნობიეროს პრობლემა ნაცნობი ცნების


საფუძველზე. პრობლემა წარმოდგენილია სამი გზით. 1) პრობლემა ჩამოყალიბდეს უფრო
ცხადად სხვა სიტყვების გამოყენებით; 2) პრობლემა დაუკავშირო წინა პრობლემას; 3)
პრობლემა წარმოადგინო ვიზუალური ფორმით.

სტრატეგიის არჩევა - ორი სახის ევრისტიკა და ალგორითმი. ალგორითმი- საფეხურობრივი


ნაბიჯების სპეციფიკური ნაკრები . ევრისტიკა - ვიყენებთ ფართოდ გამოყენებად ზოგად
პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს. საშუალება მიზნების ანალიზი- ყოფს პრობლემას
ქვემიზნებად და თანმიმდევრულად მუშაობს მათზე. ანალოგიების შექმნა. სტრატეგია,
რომელიც გამოიყენება უცნობი პრობლემების გადასაჭრელად უკვე გადაჭრილ
პრობლემასთან შედარების გზით.

სტრატეგიის დანერგვა - სტრატეგიის არჩევის შემდეგ მისი განხორცილება და


პრობლემასთან მორგება.

შედეგების შეფასება - ბოლო.

ექსპერტსა და ახალბედას შორის განსხვავება. პრობლემის გადაჭრა.


ექსპერტი ახალბედა

ეძებს პრობლემის კავშირებს და პრობლემას განიხილავს იზოლირებულად.


კონტექსტებს.
წყვეტს პრობლემას სწრაფად და დიდ პრობლემას ჭრის ნელა და ფოკუსირდება
ინფორმაციას ავტომატურად ამუშავებს. ტექნიკურ ასპექტებზე.

უჩვეულო პრობლემის შემთხვევაში სანამ როცა ცდილობს უჩვეულო პრობლემის


გადაჭრას შეეცდება, მანამდე ფრთხილად, გადაჭრას, გეგმავს მოკლედ, სწრაფად
ყურადღებით გეგმავს არგებს და ცდილობს გადაჭრა
ავლენს კარგად განვითარებულ ავლენს შეზღუდულ მეტაკოგნიტურ
მეტაკოგნიტურ უნარებს; უარყოფს უნარებს; ჯიუტად ინარჩუნებს
არაეფექტურ სტრატეგიებს არაპროდუქტიულ სტრატეგიებს

რეკომენდაციები განუვითაროთ ექსპერტული ცოდნა.

* წარმოადგინეთ პრობლემები რეალური ცხოვრების კონტექსტიდან და


გაითვალისწინეთ სტუდენტების წინარე ცოდნა.
2.აქცენტი გააკეთეთ სოციალურ ინტერაქციაზე.
3.შეუქმენით სკაპოლდინგი(ხარაჩო)დამწყებპრობლემის გადამჭრელებს.
4.ასწავლეთ პრობლემის გადაჭრის ზოგადი სტრატეგიები.

მეტაკოგნიცია

მეტაკოგნიცია ეს არის საკუთარი კოგნიტური პროცესების ცოდნა და კონტროლი.


მეტაკოგნიცია ეს არის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ სტრატეგია მიზანს
მოვარგოთ. სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებას, საკუთარი სწავლების
მეტაკოგნიციასთან ერთად, აქვთ ორი სხვა მახასიათებელიც: 1. ფართო წინარე ცოდნადა
2.სტრატეგიების რეპერტუარი.

სწავლის სტრატეგიები ეს არის სპეციალური ტექნიკა, რომელსაც მოსწავლეები იყენებენ


იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ ნაწერი ტექსტი და მასწავლებლის პრეზენტაციები.

 ჩანაწერების გაკეთება - ძირითადი იდეების ჩამოწერა. გეგმის სახე.


მიმართულების მიმცემ ჩანაწერებს აქვს დამატებითი სარგებელიც.
მიმართულების მიმცემი ჩანაწერები ახდენს ძირითადი საკითხების ორგანიზებას
და მოსწავლეები იძენენ რა ამგვარი ჩანაწერების გამოყენების გამოცდილებას,
ისინი ამავდროულად ივითარებენ ამგვარი ჩანაწერების შექმნის ორგანიზაციულ
უნარებსაც.
 ტექსტის სიგნალების გამყენება -ტექსტის სიგნალების გამოყენება. ეს არის
სტრატეგია, რომელიც მიმართულია წერითი მასალის ორგანიზაციაში
უმთავრესის გამოყოფაზე . (სათაურები , დანომრილი ჩამონათვლები,
გამუქებული, ხაზგასმულუ სიტყვები, წინასწარი განხილვის სიტყვები.
 შეჯამება - შეჯამება არის ვერბალური ან ნაწერი ნაწყვეტის მოკლე აღწერის
მომზადება. ეს არის გაგების მონიტორინგის საშუალება გაგებულისა თუ
წაკითხულის შემოწმების გზით. თუ ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ საკითხის
რეზიუმე, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ გავიგეთ ეს საკითხი.
 დამაზუსტებელი კითხვები ეს არის შესასწავლ მასალაზე დასკვნების გაკეთების,
მიმართებების დადგენის და მაგალითების მოყვანის პროცესი.
 SQ3R – ეს არის კომპლექსური სწავლის სტრატეგია, რომელიც ასწავლის
მოსწავლეებს გამოიყენონ თანმიმდევრული ნაბიჯები გაგების
მონიტორინგისთვის კითხვის პროცესში.
1. .დათვალიერება/გადახედვა. მოსწავლეები ათვალიერებენ ტექსტს, რომლის
წაკითხვასაცაპირებენ.
2. შეკითხვა. წინასწარი გადათვალიერების საფუძველზე, მოსწავლეები ადგენენ
დამაზუსტებელ შეკითხვებს, რომლებზე პასუხის მიღებასაც ისინი მოელიან
ტექსტის წაკითხვისშედეგად.
3. წაკითხვა.მოსწავლეები კითხულობენ მასალას.
4. გადმოცემა/მოყოლა. მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, რაც წაიკითხეს,
ცდილობენ პასუხი გასცენ მათ მიერ შედგენილ შეკითხვებს და ცდილობენ
იპოვონ კავშირები.
5. განხილვა (რევიუირება). შემსწავლელები აჯამებენ იმას, რაც ისწავლეს,
ახლიდან კითხულობენ იმ ნაწილებს, რომელთა დაკავშირებითაც ეჭვი
ეპარებათ და საჭიროებისამებრაკეთებენჩანაწერებს.

კრიტიკული აზროვნება

1. კომპონენტური უნარები - არის აზროვნების „ინსტრუმენტები“. ეს არის კოგნიტური


პროცესები, რომლებსაც შემსწავლელი იყენებს დასკვნების გაკეთებისას და მათ
შესაფასებლა
2. დარგის სპეციფიკური ცოდნა - წინარე, ზოგადი ცოდნა.
3. მეტაკოგნიცია - ის საშუალებას გვაძლევს მიზნისკენ მივმართოთ ჩვენი კოგნიტური
ძალისხმევა. იყო მეტაკოგნიტური, ნიშნავს, რომ იცოდე ის, თუ როდის გამოიყენო
კომპონენტური უნარები, როგორ დაუკავშირო ისინი დარგის სპეციფიკურ ცოდნას და
რატომ გამოიყენო ისინი.
4. მოტივაცია - შემსწავლელის მოტივაცია განაპირობებს განწყობასა და დისპოზიციებს,
რომლებსაც მოსწავლეები მიჰყავს სწავლის გამოცდილებამდე.
კრიტიკული აზროვნების განვითარება

 მოახდინეთ კრიტიკული აზროვნების რეგულარულ კურიკულუმში ინტეგრაცია.


 მოსთხოვეთ მოსწავლეებს, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები საკუთარი
დასკვნებისთვის, და ისეთ კითხვებთან ერთად, როგორებიცაა, „საიდან ვიცით ეს?„
და„რატომ?“
 .წაახალისეთ მოსწავლეები საკუთარი აზროვნების გათვითცნობიერებაში
 ისარგებლეთ შესაძლებლობებით, განუვითაროთ ფიქრის/აზროვნების
დისპოზიციები, როდესაც მათ რაიმე აზრები უჩნდებათ.

სწავლების ტრანსფერი

ადრე ნასწავლის ახალ სიტუაციაში გამოყენება. ტრანსფერი აღმოცენდება მაშინ, როცა


მოსწავლეს შეუძლია გადაჭრას პრობლემა, რომელიც მანამდე მას არ შეხვედრია. ტრანსფერი
შეილება იყოს ან პოზიტიური, ან ნეგატიური. პოზიტიურ ტრანსფერს ადგილი აქვს მაშინ,
როცა ერთ კონტექსტში ნასწავლი აადგვილებს მეორეში სწავლას, მაშინ როცა ნეგატიური
ტრანსფერი ხელს უშლის მეორეში წარმატებას.

*თავი 4 სწავლებაზე ფოკუსირებული გარემო.

მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე მოქმედი ფაქტორებიიი.

 თვითრეგულირებადი მოსწავლე - მოსწავლისთვის თვითრეგულაციის


გაზრდა რაც გულისხმობს მიზნების დასახვის მათი სტრატეგიულად
გამოყენების და მეტაგოგნიციის ქონის უნარს. რეკომენდაციები როგორ
გავზარდოთ : მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიის ფოკუსი შინაგან
მოტივაციაზეა, თეორია ითვალისწინებს, რომ თავდაპირველად ყველა ქცევა
შინაგანი მოტივაციით არ არის განპირობებული. თავდაპირველად
მოსწავლეები ჯილდოს გამო ცდილობენ მიზნების მიღწევას. შემდეგ
თანდათან გადადის შინაგან მოტივაციაში.
 მასწავლებლის მახასიათებლები - მასწავლებლები ქმნიან სასწავლო გარემოს,
ნერგავენ სასწავლო პროცესს. უნდა ახასიათებდეს : პირადი თვითშეფასება
სწავლებაზე, მზრუნველობა, მოდელირება, ენთუზიაზმი , პოზიტიური
მოლოდინები.
 კლიმატური ცვლადები - მამოტივირებელი და უსაფთხო გარემოს შექმნა.
მახასიათებელი: წესრიგი და უსაფრთხოება, წარმატება, გამოწვევა, ამოცანის
გაგება.
 სწავლების პროცესის ცვლადები - ფოკუსი გაკვეთილის დასაწყისში,
პერსონალიზება, ჩართულობა, უკუკავშირი.
განათლების ფსიქოლოგია/მზია წერეთელი
ფინალური გამოცდის 10 ქულიანი თემები.

1.აღწერეთ ატრიბუციის თეორია, გამოყავით ძირითადი ასპექტები და მოიყვანეთ


მაგალითები. გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში გამოყენებასთან
მიმართებით;

ატრიბუციის თეორია - წარმოადგენს მოსწავლის მიერ საკუთარი წარმატებისა და


წარუმატებლობის ახსნის სისტემატიზებულ აღწერას და აგრეთვე, იმის აღწერას, თუ როგორ
გავლენას ახდენს ის მოსწავლეთა მოტივაციასა და ქცევაზე.
ატრიბუცია ვლინდება სამ განზომილებაში: პირველი ეს არის ლოკუსი, ანუ მიზეზის
ადგილმდებარეობა, რომელიც მოსწავლის შიგნით ან გარეთ მდებარეობს. მაგალითად,
შესაძლებლობა და მცდელობა მოსწავლის შიგნითაა, მაგრამ იღბალი და დავალების
სირთულე გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. მეორე არის მდგრადობა , შესაძლებელია თუ
არა მიზეზის ცვლილება. მცდელობა და იღბალი არამდგრადია, რადგანაც შეიძლება
შეიცვალოს, მაგრამ ადამიანის უნარები, ატრიბუციის თეორიის მიხედვით, მდგრადია. მესამე
არის კონტროლი , რაც გულისხმობს, თუ რამდენად არის მოსწავლე მზად საკუთარ თავზე
აიღოს პასუხისმგებლობა თავის წარმატებისა და წარუმატებლობაზე და აკონტროლებს თუ
არა სასწავლო სიტუაციას. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი
მცდელობა, მაგრამ შეუძლებელია იღბლისა და დავალების სირთულის კონტროლი.

ატრიბუციის თეორიის მიხედვით,მოსწავლეზე გავლენას ახდენს შემდეგი გარემოებები:


ემოციური რეაქცია წარმატებასა და წარუმატებლობის შესახებ; მომავალი წარმატების
მოლოდინი; მომავალი მცდელობა; მიღწევა. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანი მიდრეკილია
წარმატება ახსნას შიდა ფაქტორების მეშვეობით (ბევრი შრომა ან კარგი
შესაძლებლობები/უნარი), და წარუმატებელობა კი გარე ფაქტორების გამო (ცუდი იღბალი,
სხვების საქციელი).
კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანი მიდრეკილია წარმატება ახსნას შიდა ფაქტორების
მეშვეობით (ბევრი შრომა ან კარგი შესაძლებლობები/უნარი), და წარუმატებელობა კი გარე
ფაქტორების გამო (ცუდი იღბალი, სხვების საქციელი). როდესაც მოსწავლე ბევრს არ
შრომობს, ის აბრალებს საკუთარ წარუმატებლობას მასწავლებელს, მოსაწყენ თემას,
ტესტისსირთულესდასხვაგარეფაქტორებს.

მასწავლებელს დაეხმარება შემდეგი პრინციპები: გავზარდოთ მოსწავლის


თვითკომპეტენტურობა მისი წარმატების აღნიშვნითა და თქვენი საკუთარი
თვითეფექტურობის მოდელირებით. წარმატების შინაგანი ფაქტორებისა და
წარუმატებლობის კონტროლირებადი ფაქტორების ხელისშეწყობა, გაუმჯობესებული
უნარების მნიშვნელობის ხაზგასმა. მოსწავლის დახამრება საკუთარი ინტერესის გამოვლენის,
მაგალითის ჩვენების,მათი ჩართულობისა და არჩევანის მიცემის საშუალებით. სწავლისა და
სოციალური პასუხისმგებლობის მიზნების, ეფექტური სტრატეგიისა დამეტაკოგნიციის
ხაზგასმა. დაეხმარეთ მოსწავლეებს, რომ თავიანთი წარმატება საკუთარ კომპეტენციის
დამსახურებად ჩათვალოთ, ხოლო წარუმატებლობა მცდელობის ნაკლებობად და
არაეფექტურ სტრატეგიად.

2. აღწერეთ თვითეფექტურობის თეორია, გამოყავით ძირითადი ასპექტები და


მოიყვანეთ მაგალითები. გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში
გამოყენებასთან მიმართებით;

თვითეფექტურობის თეორია: რწმენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. - საკუთარი


შესაძლებლობების რწმენა იმაში, რომ შეგიძლია დაგეგმო და შეასრულო აქტივობების წყება,
რომლებსაც მოითხოვს გარკვეული დავალება. კვლევებმა აჩვენეს, რომ თვითეფექტურობა
ძალზე სპეციფიკურია. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვითეფექტურობა
ესეების წერაში, მაგრამ საერთოდ არ იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული, როდესაც საქმე
ქიმიურ გამოთვლებს ეხება.

თვითეფექტურობა მე-კონცეფციას ჰგავს, მაგრამ ერთი და იგივე არ არის. თვითეფექტურობა


უფრო კონკრეტული მოცემულობაა.მაგალითად,თუ მოსწავლეს სჯერა, რომ იგი
კომპეტენტურია მათემატიკაში (მათემატიკაში დადებითი მე-კონცეფცია), მაგრამ წააწყდა
სიძნელეებს გარკვეული მათემატიკური მაგალითების ამოხსნისას, მან შეიძლება ჩათვალოს,
რომ არ გააჩნია ამ კონკრეტული ამოცანების ამოხსნის უნარები (ნაკლები
თვითეფექტურობაამსიტუაციაში).

ოთხი ფაქტორი ახდენს გავლენას ადამიანის რწმენაზე საკუთარი შესაძლებლობების შესახებ:


1. წარსული გამოცდილება, 2.მოდელირება, 3.ვერბალური დამაჯერებლობა,
4.ფსიქოლოგიური მდგომარეობა. წარსული გამოცდილება ან წარსულში მსგავსი ამოცანები
ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის
თვითეფექტურობაზე. მაგალითად, სიტყვიერი შეფასება ზრდის ადამიანის
თვითეფექტურობას, რომელიც მომავალი შეფასების საწინდარი იქნება. მათ საქციელზე
დაკვირვება, ვისაც კარგი შეფასება აქვს, ასევე ზრდის საკუთარ თვითეფექტურობას,
რადგანაც ჩნდება მოლოდინი, რომ კარგი საქციელი და შესაძლებლობა შეიძლება კარგად
შეფასდეს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ვერბალური დამაჯერებლობა, როგორიც შეიძლება
მასწავლებლის კომენტარი იყოს: „ვიცი, შენ კარგ შეფასებას მიიღებ,“ ზრდის მოსწავლის
დამაჯერებლობას. ფსიქოლოგიური ფაქტორი, როგორიც შეიძლება იყოს დაღლილობა ან
შიმშილი, რაც იწვევს აზროვნებისა და მეხსიერების დაქვეითებას, რამაც შეიძლება
შეამციროს თვითეფექტურობის დონე, თუნდაც არ იყოს რთული დავალება, ან უარყოფითი
ემოციური მდგომარეობა, ან მღელვარება.

თვითეფექტურობას დიდი გავლენა აქვს სწავლის მოტივაციაზე. მაგალითად, თუ


შევადარებთ ნაკლებად ეფექტურ მოსწავლეებს უფრო მეტად თვითეფექტურ
მოსწავლეებთან, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს უკანასკნელნი უფრო მეტ გამოწვევას
უმკლავდებიან.
მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვებში თვითეფექტურობის
გაზრდა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ თვითეფექტურობის აღქმის გაზრდა შესაძლებელია,
თუ მოსწავლეებს დავეხმარებით კონკრეტული მიზნების დასახვაში, რომლებიც რეალურად
მიღწევადია“.

3. აღწერეთ თვითდეტერმინაციის თეორია, გამოყავით ძირითადი ასპექტები და


მოიყვანეთ მაგალითები. გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში
გამოყენებასთან მიმართებით;

თვითდეტერმინაციის თეორია არის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი მოტივაციის


თეორია. იგი აღწერს მოვლენების ერთობლიობას, რომელიც იწყება ექსტრინსიკული
მოტივაციის ეტაპებით და მთავრდება ინტრინსიკული მოტივაციით. იგი ძირითადად
განეკუთვნება კოგნიტურ თეორიას,აგრეთვე შეიცავს მოტივაციის ჰუმანისტური მიდგომის
ასპექტებსაც.

თვითდეტერმინაცია პროცესია, რომლის დროსაც ჩვენ ვწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცეთ ამა


თუ იმ გარემოში. თვითდეტერმინაციის თეორიის მიხედვით, არჩევანი და გადაწყვეტილების
მიღება შიდა მოტივაციას განეკუთვნება. ადამიანი ვერ იქნება კმაყოფილი, თუ მას არ ექნება
საშუალება გააკეთოს არჩევანი თვითონ. თვითგამორკვევის თეორიის მიხედვით, ადამიანს
აქვს სამი შინაგანი ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, ესენია: კომპეტენტურობა,
ავტონომიურობა და მიკუთვნებულობა.

კომპეტენტურობის მოთხოვნილება, უნარი იმოქმედო ეფექტურად ამა თუ იმ გარემოში,


შეიძლება აღწერილ იქნეს რამდენიმე დონეზე. კომპეტენციის მოთხოვნილება ასევე ჰგავს
გაგების მოთხოვნილებას, რომელიც განსაზღვრავს წარმატებასა და წარუმატებლობას, რაც
აღწერილია ატრიბუციის თეორიაში. კომპეტენციის ზრდასთან ერთად, იზრდება
თვითდეტერმინაციის განცდა. მაგალითად, ძირითად, ანთროპოლოგიურ დონეზე, თუ
ორგანიზმს არ შეუძლია ეფექტური ფუნქციონირება ამა თუ იმ გარემოში, იგი ვერ გადარჩება.
სხვა დონეზე კი, კომპეტენტური ადამიანი წარმატებას აღწევს და კარიერული ზრდა აქვს,
როდესაც ნაკლებად კომპეტენტური დუნდება და სტაგნაციას განიცდის. მასწავლებელი
ასევე გავლენას ახდენს მოსწავლის რწმენაზე საკუთარი კომპეტენციისა და უნარების შესახებ
შემდეგი გზით:

1.ატრიბუციული მიდგომით; 2. შექებითა და კრიტიკით; 3. ემოციის გამოხატვით; 4.


დახმარების შეთავაზებით.
ატრიბუციული მიდგომა გულისხმობს მასწავლებლის კომენტარს მოსწავლის ქცევის
მიზეზზე. ქებისა და კრიტიკის გამოყენება ასევე გავლენას ახდენს მოსწავლის მიერ
საკუთარი კომპეტენციის აღქმაზე. მაგალითად, უფროსკლასელები შექებას აღიქვამენ,
როგორც წარმატებას საკუთარი მცდელობის გამო, ხოლო მარტივი დავალების გამო შექების
შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ მასწავლებელი მათ დაბალი კომპეტენციის მქონე
მოსწავლეებად განიხილავს. მასწავლებლის ემოციურმა რეაქციამ მოსწავლის წარმატებასა და
წარუმატებლობაზე შეიძლება ასევე გავლენა იქონიოს მოსწავლის თვითეფექტურობისა და
თვითდეტერმინაციის თვალსაზრისით. მოსწავლეს დახმარება შესთავაზო, არ არის მარტივი.
მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ პატარა ბავშვებმა, ვინც დახამრების შეთავაზება მიიღო,
ჩათვალეს, რომ მათ ჰქონდათ ნაკლები უნარები

ავტონომიის მოთხოვნილება - დამოუკიდებლობა და გარემოს შეცვლის შესაძლებლობა


საჭიროების შემთხვევაში - არის მეორე თანდაყოლოლი ინტრინსიკული მოთხოვნილება,
რომელიც აღწერილია თვითდეტერმინაციის თეორიაში. როგროც უკვე ვნახეთ, ავტონომია
ინტრინსიკული მოტივაციის ერთ-ერთი ფაქტორია. ხოლო ავტონომიის ნაკლებობა ამცირებს
ინტრინსიკულ მოტივაციას და იწვევს სტრესს. მაგალითად, ფართოდ გავრცელებული აზრია,
რომ სტრესის ერთ-ერთი მიზეზი არის გარემოზენაკლებიკონტროლის შეგრძნება.

ავტონომია, როგორც აღწერილია თვითდეტერმინაციის თეორიაში, მსგავსია ისეთი


კონცეფციებისა, როგორიცაა, მაგ., კონტროლის ლოკუსი. ავტონომია და კომპეტენცია
აგრეთვე დაკავშირებულია ერთმანათთან. როდესაც მოსწავლის კომპეტენცია
იზრდება,იზრდება ავტონომიის აღქმაც.

ავტონომიის აღქმის გაძლიერება შესაძლებელია შემდეგი გზით: 1.დავეხმაროთ მოსწავლეებს


შექმნან საკლასო წესები დ ამიჰყვნენ მას; 2. დავეხმაროთ მოსწავლეებს მიზნების დასახვასა
და მათ მონიტორინგში; 3. ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ სასწავლო
აქტივობებში; 4. მოვახდინოთ შეფასება და მივაწოდოთ მოსწავლეს უკუკავშირი.

ურთიერთობების მოთხოვნილება - სურვილი იყო სხვებთან დაკავშირებული სოციალურ


გარემოში და გრძნობდე სიყვარულსა და პატივისცემას. ურთიერთობების მოთხოვნილება
მასლოუს თეორიაში აღწერილი მიკუთვნებულობის მოთხოვნილების მსგავსია.

იმგვარი საკლასო გარემო, რომელშიც მხარდაჭერა იგრძნობა და ყველა მოსწავლე


დაფასებულია განურჩევლად შესაძლებლობისა და აკადემიური მოსწრებისა, ხელს უწყობს
ურთიერთობის ქონას, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მოტივაციის ზრდისთვის.

თვითდეტერმინაციის თეორიას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის.


შემდგომი პრინციპები დაგეხმარებათ გამოიყენოთ აღნიშნული თეორია სწავლების დროს:

 გამოიყენე შეფასება,რომელიც გაზრდის ინტრინსიკულ მოტივაციას;


 დააჯილდოვე რეალური შედეგი და მზარდი კომპეტენცია, და არა მარტივი მონაწილეობა
აქტივობაში;
 შექმენი საკლასო გარემო და გამოიყენე ისეთი აქტივობები, რომლებიც გაზრდის
მოსწავლეში ავტონომიურობის შეგრძნებას;
 გამოიყენე ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლის არსებულ ცოდნასა და უნარებს
შეამოწმებს;
 მოეპყარი მოსწავლეს უპირობოდ პოზიტიური დამოკიდებულებით, დაამყარე
კომუნიკაცია და აჩვენე,რომ დაინტერესებული ხარ მისი სწავლით.
ასევე :  დაიწყე გაკვეთილი კითხვებით და აქტივობებით, რომელიც ხელს შეუწყობს
მოსწავლის გაგებას და გაზრდის ცნობისმოყვარეობას.

4. აღწერეთ მოლოდინი X ღირებულების თეორია, გამოყავით ძირითადი ასპექტები


და მოიყვანეთ მაგალითები. გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში
გამოყენებასთან მიმართებით;

მოლოდინი X ღირებულება - აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადამიანი მოტივირებულია,


თუ მისი ქმედება უდრის მისი წარმატების მოლოდინი გამრავლებული წარმატების
ღირებულებაზე. ამ შემთხვევაში გამრავლების ნიშანი მნიშვნელოვანია, რადგანაც ნული
რაზეც არ უნდა გავამრავლოთ, მივიღებთ ისევ ნულს. შესაბამისად, თუ წარმატების
მოლოდინი ან მისი ღირებულება არის ნული, მაშინ მოტივაციაც უდრის ნულს.

მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა კარიერა მუსიკაში განევითარებინა.


თუმცა მისი ნიჭი საკმარისი არ იყო და შესაბამისად, წარმატების მოლოდინი იყო დაბალი.
ამან კი გამოიწვია დაბალი მოტივაცია მუსიკალურ საქმიანობაში, ბედისწერამ შეუცვალა
მიმართულება, რამაც მიიყვანა სწავლასთან, მოტივაციასთან და შესაბამის მედებასთან.

წარმატების მოლოდინში იგულისხმება მოსწავლის საკუთარი თავის რწმენა, რომ მას


შეუძლია დავალების წარმატებით შესრულება. ამას ორი ფაქტორი განაპირობებს, ესენია: 1)
დავალების სირთულის აღქმა და 2) საკუთარი სქემები. დავალების სირთულის გავლენა
წარმატების მოლოდინზე ნათელია. როდესაც ადამიანი მიიჩნევს დავალებას ძალზე
რთულად, ის ნაკლებად ელოდება წარმატების მიღწევას, ვიდრე იმ შემთხვევაში,როდესაც
თვლის, რომ დავალება მარტივია. საკუთარი სქემა არის საკუთარი თავის შესახებ
მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის ორგანიზებული კავშირი. იგი მოიცავს როგორც ჩვენს
იდეებს, ისე ჩვენს რწმენას, თუ როგორი გვინდა, რომ ვიყოთ.

დავალების ღირებულება პასუხობს კითხვას: „რატომ უნდა შევასრულო ესა თუ ის


დავალება?“, და განპირობებულია ოთხი ფაქტორით: 1.ინტრინსიკული ინტერესი,
2.მნიშვნელოვნება 3.სარგებლის ღირებულება, 4.დანახარჯი. ინტრინსიკული ინტერესი არის
მახასიათებელი, რომელიც ადამიანს უბიძგებს ჩაერთოს ამა თუ იმ საქმიანობაში.
მნიშვნელოვნებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად იძლევა საშუალებას აქტივობა
დაადასტუროს საკუთარი სქემების მნიშვნელოვანი ასპექტები. მაგალითად, თუ ადამიანი
თვლის, რომ ის კარგი ათლეტია, მაშინ წარმატება ათლეტურ ასპარეზობაში/აქტივობაში
მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაადასტურებს მის რწმენებს საკუთარი ათლეტური
შესაძლებლობების შესახებ. სარგებლის ღიებულება არის ის, რომ მაგალითად ცოდნა,
სასარგებლო იქნება მომავალი მიზნების ასასრულებლად. დანახარჯი ამა თუ იმ დავალების
შესრულების ნეგატიური ასპექტია.

საკუთარი სქემები მნიშვნელოვანია მოტივაციაში, რადგანაც მოლოდინი X ღირებულების


თეორიის მიხედვით, ისინი გავლენას ახდენენ როგორც წარმატების მოლოდინის
ჩამოყალიბებაზე, ასევე - დავალების ღირებულების შეფასებაზე.
კლასში ეფექტურად გამოყენება: წარმატების მოლოდინის ხელისშეწყობა და
მოსწავლისთვის იმდენი დახმარების შეთავაზება,რაც მისთვის არის საჭირო. დავალების
მნიშვნელობის ჩვენება კონკრეტული მაგალითების ჩვენებით, რათა გაიზარდოს მოსწავლის
ინტერესი საკითხისადმი და ხაზი გაესვას საკითხის სწავლის ფასეულობის საკითხს.

5. აღწერეთ მიზანზე ორიენტირებული თეორია, გამოყავით ძირითადი ასპექტები და


მოიყვანეთ მაგალითები. გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში
გამოყენებასთან მიმართებით;

მიზანი და მიზანზე ორიენტირებეული თეორია - სწავლის მიზანი (ხანდახან დახელოვნების


მიზანსაც უწოდებენ) გულისხმობს ამა თუ იმ საკითხში დახელოვნებას, გაუმჯობესებასა და
უკეთ გაგებას. განსხვავებით, შესრულების მიზნისაგან, რომელიც ორიენტირებულია
კომპეტენციასა და შესაძლებლობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისინი შეუდარდეს
სხვების კონპეტენციებს.

თითოეული მოსწავლის აზროვნება გამოხატავს მიმართებას „მიზანი - შედეგი“, რასაც ყველა


ადამიანი ცდილობს რომ მიაღწიოს. მოსწავლეების მიზნები განსხვავდება. მაგალითად,
ერთი მიზანი შეიძლება იყოს, გაეცნოს რენესანსის პერიოდს და მასწავლებელს ასიამოვნოს,
მეორეს მიზანი კი მხოლოდ ურთიერთობის განვითარება იყოს, მესამესთვის კი პრიორიტეტი
მცირე სამუშაოს გაწევა იყოს.

შესრულების მიზანი ორი სახისაა: შესრულებაზე მიმართული მიზანი, რომელშიც


იგულისხმება საკუთარი კომპეტენციის ჩვენება სასიამოვნო შეფასების მისაღებად. თავის
არიდების მიზნი მიუთითებს საკუთარი არაკომპეტენტურობის წარმოჩენისათვის თავის
არიდებაზე და გამოკვეთს იმის მცდელობას, რომ პიროვნების ქმედება უარყოფითად არ
შეფასდეს.
სწავლასა და შესრულებაზე ორიენტირებული მიზნები არ არის აუცილებლად
განცალკევებული; მოსწავლეს შეიძლება ერთდროულად ორი ან სამი მიზანი ჰქონდეს.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ მოსწავლე, რომელსაც სურს გაიგოს რენესანსის პერიოდი,
გააკეთოს კარგი პრეზენტაცია და თავი არ წარმოაჩინოს ისე, თითქოს არ იცოდეს,რას
აკეთებს.
მასწავლებელმა საწვრთნელი სტრატეგიების გამოყენებით შეიძლება დადებითი გავლენა
მოახდინოს სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც მიმართულია გაგებასა და
მაღალი დონის აზროვნებისკენ. ადამიანიები მდგრადი ინტელექტის ხედვით (გაგებით)
მიდრეკილნი არიან შესრულების მიზნებისკენ, ხოლო მზარდი ინტელექტის მქონე
ადამიანები უფრო მეტად სასწავლო მიზნებს ისახავენ. გარდა სწავლისა და აკადემიურ
მოსწრებაზე ორიენტირებული მიზნებისა, მოსწავლეს ასევე აქვს სოციალური მიზნები.
სოციალურმა მიზანმა შეიძლება სწავლის მოტივაცია გაზარდოს ან შეამციროს.

მიზნების სწორად გამოყენების პროცესი -ეფექტური მიზნის დასახვა, მიზნის მონიტორინგი,


სტრატეგიის გამოყენება, მეტაკოგნიცია.
ეფექტურ მიზანს 3 მახასიათებელი აქვს: 1.კონკრეტული(და არა ფართო და ზოგადი); 2.
მოკლევადიანი(და არა შორეული); 3. ზომიერად რთული. როდესაც ადამიანი მიმართულია
მიზნის შესრულებისაკენ, მონიტორინგის პროცესი დაეხმარება მას მიზნის შესრულებაში და
შემატებს თვითეფექტურობას. სწორი სტრატეგიის გამოყენება არის მესამე საფეხური,
რომელიც საჭიროა მიზნის ეფექტური მიღწევისთვის. მიზნის მიღწევის მთლიანი პროცესი
დაფუძნებულია მეტაკოგნიციაზე.

კლასში ეფექტურად გამოყენება: მოსწავლის პასუხისმგებლობის გაზრდა და მიზნის


დასახვასა და საკუთარი თავის მონიტორინგის ხელშეწყობა. მასწავლებელი შეიძლება
მოსწავლეს დაეხმაროს გახდეს უფრო მეტად მეტაკოგნიტური საკუთარი მეტაკოგნიციის
მოდელირების გზით და ეფექტური და არაეფექტური სწავლის სტრატეგიების ახსნით.
მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მიაწოდოს მთავარი გზავნილი, რომ სწავლა არის
დაფუძნებული საკუთარ ცნობიერებაზე, განზრახვასა და მცდელობაზე.

6. აღწერეთ კარლ როჯერსის თეორია: პოზიტიური დამოკიდებულების


მოთხოვნილება, გამოყავით ძირითადი ასპექტები და მოიყვანეთ მაგალითები.
გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში გამოყენებასთან მიმართებით;

კარლ როჯერსი, ჰუმანისტური თეორიის მიმდევარი, რომელმაც დააფუძნა „პიროვნებაზე


ორიენტირებული“ თერაპია, ხაზს უსვამდა ადამიანის მცდელობას გახდეს
თვითაქტუალიზებული. როჯერსის მიხედვით, აქტუალიზაციის პროცესი ადამიანის
ზრდაზე, ავტონომიასა და გარე ძალებისგან თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ეს
ფაქტორები ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებლებია, თუმცა მათი შეძენა საკუთარი ან
სხივის გამოცდილების შედეგადაც არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე,უპირობო
პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც გამოხატავს პიროვნებისადმი დადებით
დამოკიდებულებას მისი თანდაყოლილი თვისებებისა და საქციელის გამო,ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია.

უპირობო დადებითი დამოკიდებულება მარტივად მისაღწევი არაა, როგორც ეს ჩანს.


მაგალითად, მსგავსი დამოკიდებულება გააჩნიათ მშობლებს შვილების მიმართ, მიუხედავად
იმისა, რომ ისინი შვილების ყველა საქციელით კმაყოფილები არ არიან. მაგრამ როდესაც
ბავშვები იზრდებიან, მშობლების დამოკიდებულება მათ მიმართ ხდება „პირობითი“, რაც
გამოიხატება მათ ქმედებაში, მაგალითად, როგორებიცაა, კარგი ქცევა და მაღალი ნიშნები.
ოჯახის გარეთ უფრო მეტად ვაწყდებით პირობით დამოკიდებულებას, რადგანაც
საზოგადოება ადამიანებს მათი საქციელის მიხედვით აფასებს.

სკოლაში კი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება


უფრო პოზიტიურია, ვიდრე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებისადმი, ისინი უფრო
მეტად მონაწილეობენ ისეთ კლასგარეშე აქტივობებშიც,როგორებიცაა,მუსიკა და სპორტი.
როჯერსის აზრით, მსგავსი პირობითი დამოკიდებულება ადამიანს აბრკოლებს უფრო მეტად
განვითარდეს. იგი გვირჩევს ბავშვებს მოვეპყრათ როგორც განვითარებად ინდივიდებს დიდი
პოტენციალით; ბოლოდროინდელი ნაშრომებიც ადასტურებს როჯერსის მოსაზრებას.
„მოსწავლე, რომელიც გრძნობს მასწავლებლისგან უპირობოდ პოზიტიურ
დამოკიდებულებას, უფრო მეტად დაინტერესებულია ისწავლოს და ხალისით ხვდება ყველა
გამოწვევას აკადემიური წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ აირჩიოს უფრო იოლი
დავალება,რომელსაც ნამდვილად გაართმევსთავს“.

რეკომენდაციები მასწავლებლებს: 1. მოსწავლეებს მოექეცი, პირველ რიგში, ისე როგორც


პიროვნებას და შემდგომ როგორც მოსწავლეს; 2. გქონდეს მოსწავლის მიმართ უპირობოდ
პოზიტიური დამოკიდებულება, განაცალკევეთ მათი ქცევა მათი შინაგანი
ფასეულობებისგან; 3. შექმენი უსაფრთხო და მოწესრიგებული საკლასო გარემო, სადაც
მოსწავლეებს შეეძლებათ ისწავლონ და შექმენი მათი კარგი სწავლის მოლოდინი.

7. აღწერეთ ჰუმანისტური თეორია მასლოუს მოთხოვილებათა იერარქიის ჭრილში,


გამოყავით ძირითადი ასპექტები და მოიყვანეთ მაგალითები. გაეცით
რეკომენდაციები სწავლების პროცესში გამოყენებასთან მიმართებით;

ჰუმანისტური ფსიქოლოგია განვითარდა, როგორც „რედუქციონისტური“ აზროვნების


საწინააღმდეგო რეაქცია; ის კონცენტრირებულია მთლიან პიროვნებაზე - ფიზიკურ,
სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ პოტენციალზე და „თვითაქტუალიზაციაზე“,
რომელიც მეტად საჭიროა ადამიანის წარმატებისთვის.

ჰუმანისტური თეორია მიმართულია ადამიანის პირადი პოტენციალის გამოყენებაზე.

აბრაჰამ მასლოუმ, ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, განავითარა


იერარქია, რომელიც ასახავს ადამიანის, როგორც „მთლიანი პიროვნების“ მოთხოვნილებებს.
მაგალითად, როგორებიცაა, ფიზიკური გაგებით უსაფრთხოებისა და დაცვის
მოთხოვნილება; სოციალური გაგებით - მიკუთვნებულობის მოთხოვნილება; ემოციური
გაგებით - თვითპატივისცემის მოთხოვნილება; ხოლო განვითარების კუთხით -
ინტელექტუალური და ესთეტიკური თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.

დეფიციტისა და ზრდის მოთხოვნილება.

მასლოუმ (1968, 1970) ადამიანური მოთხოვნილებები ჩამოაყალიბა ორ ჯგუფად: დეფიციტისა


და ზრდის მოთხოვნილებებად. თუ კი დეფიციტის მოთხოვნილება მიუღწეველია, ადამიანი
ყოველთვის მისი დაკმაყოფილებისკენ მიილტვის; იგი იერარქიის ქვედა საფეხურებს იკავებს.
მასლოუს აზრით, თუკი ადამიანი ვერ დაიკმაყოფილებს პირველად, დეფიციტის
მოთხოვნილებებს - გადარჩენის, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და
თვითპატივიცსემის მოთხოვნილებებს, ვერ გადავაშემდეგ,უფრო მაღალ საფეხურებზე.

მას შემდეგ, რაც პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, შესაძლებელია ზრდის


მოთხოვნილებებზე გადასვლა, რომელიც ადამიანთა გამოცდილების განმავლობაში
ვითარდება. დეფიციტის მოთხოვნილებებისგან განსხვავებით, ზრდის მოთხოვნილებები
ბოლომდე არასდროს მიიღწევა. მაგალითად, თუ ადამიანი დაიწყებს ლიტერატურის
შესწავლას, მისი ინტერესი ლიტერატურისადმი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება.
სწორედ ამ მაგალითით ნათლად ჩანს, თუ რატომ აქვს ადამიანს მუდმივის წავლის სურვილი
და რატომ არასდროს იღლება ხელოვნებისა და მუსიკის შესწავლით.
მასლოუს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანი მიიღწვის თვითაქტუალიზაციისკენ, თუმცა
მხოლოდ 1%-ზე ნაკლებითუ აღწევსმას

ჰუმანისტური თეორიის მიმდევარი ფსიქოლოგების აზრით, სწავლა-სწავლების პროცესის


ორი ელემენტი არის მნიშვნელოვანი მოტივაციის განვითარებისთვის: 1) მასწავლებლისა და
მოსწავლის კარგი ურთიერთობა და 2) კარგი საკლასო გარემოს შექმნა. აღნიშნულის
მისაღწევად საჭიროა ქვემოთ მოყვანილი პრინციპების გამოყენება:

1.მოსწავლეებს მოექეცი, პირველ რიგში, ისე როგორც პიროვნებას და შემდგომ


როგორცმოსწავლეს; 2. გქონდეს მოსწავლის მიმართ უპირობოდ პოზიტიური
დამოკიდებულება, განაცალკევეთ მათი ქცევა მათი შინაგანი ფასეულობებისგან; 3. შექმენი
უსაფრთხო და მოწესრიგებული საკლასო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ ისწავლონ
და შექმენი მათი კარგი სწავლის მოლოდინი.

გაკვეთილზე მოტივაციის ჰუმანისტური მიდგომის ეფექტურად გამოყენება

●შექმენი უსაფრთხო გარემო და ეცადე მოსწავლეების მიმართ გქონდეს უპირობო


პოზიტიური დამოკიდებულება.

1. დაწყებით საფეხურზე - პირველი კლასის მასწავლებელი მოსწავლეების ყველა კომენტარსა


და კითხვას პასუხობს. ის მოსწავლეებს უხნის, რომ შეცდომა სწავლის განუყოფელი ნაწილია.
2. საბაზო საფეხურზე - მე-7 კლასის მასწავლებელი მოითხოვს, რომ ყველა მოსწავლე კარგად
მოექცეს და პატივი სცენ ერთმანეთს. პირადი კრიტიკა და სარკაზმი საშუალო სკოლაში
მკაცრად უნდა იყოს აკრძალული.
3. საშუალო საფეხურზე - გეომეტრიის მასწავლებელი გაკვეთილის წინ და შემდგომ
მოსწავლეებს დავალებების შესრულებასა და ახსნაში ეხმარება. ის ასევე ყურადღებით უსმენს
მოსწავლეს,როდესაც იგი საუბრობს პირად პრობლემებზე.

●დაეხმარე სტუდენტებს დეფიციტისა და ზრდის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.


1.დაწყებით საფეხურზე - მე-4 კლასის მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს თავი
იგრძნონ თავდაჯერებულად, რადგანაც ისინი არიან კლასის ნაწილი. მასწავლებელი მათ
ეხმარება, რომ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ - როდესაც ბავშვები ვერ სცემენ პასუხს დასმულ
კითხვზე, მასწავლებელი პასუხობს სწორად.
2.საბაზო საფეხურზე - მე-7 კლასის მასწავლებელი ორ კლასში შედარებით პოპულარულ
გოგოს სთხოვს სხვა კლასელებს გააცნოს ახალი მოსწავლე გოგონა და დაეხმარონ
ყველაფერში, სანამ ახალი კლასელი გაეცნობა და შეეჩვევა გარემოსა და სიტუაციას.
3.საშუალო საფეხურზე - ამერიკის ისტორიის მასწავლებელმა კლასში პოლიტიკური გაზეთის
ამონარიდი მოუტანა მოსწავლეებს და უთხრა, რომ ეს მისთვის საინტერესო იყო და მათ
წაკითხვა და საკუთარი აზრის გამოხატვა სთხოვა.

8. აღწერეთ ბიჰევიორისტული თეორია, გამოყავით ძირითადი ასპექტები და


მოიყვანეთ მაგალითები. გაეცით რეკომენდაციები სწავლების პროცესში
გამოყენებასთან მიმართებით.

ბიჰევიორისტული მიდგომა - განიხილავს სწავლას, როგორც ქცევის ცვლილებას, რომელიც


გამოცდილების შედეგად მიიღწევა. ბიჰევიორისტულ მიდგომას მოტივაციაშიც მსგავსი
გაგება გააჩნია. სწავლის ან სწავლების ხარისხის ზრდა მოტივაციის შედეგია, ხოლო შექება,
დადებითი კომენტარი საშინაო დავალების შესრულებისას, ტესტშიმაღალი შეფასება და
კარგი ნიშნები არიან მოტივატორები, რომელიც ქცევას აძლიერებენ.მიუხედავად იმისა, რომ
გაკვეთილზე ჯილდოს გამოყენება საკამათოა, მას მაინც ხშირად გამოიყენებენ. თუმცა
ჯილდო, რომელიც ქცევას აკონტროლებს, ან გაცემულია მხოლოდ მარტივი დავალების გამო,
ამცირებს შიდა მოტივაციას.

მაგალითად ქვემოთ მოყვანილია ის ჯილდოები,რომელიც დაწყებით კლასებში გაკვეთილზე


გამოიყენება:  მოწონება, როგორიც არის მასწავლებლის შექება, ან კლასის ჯგუფხელად
დანიშვნა;  ტკბილეულის ან ბატიბუტის ჩუქება;  გართობა,როგორიცაა კომპიუტერული
თამაშები;  შეჯიბრებაში წარმატების მიღწევა, როგორიცაა, თამაშის პირველი დამთავრება.
საშუალო სკოლაში კი შემდეგი ჯილდოები გამოიყენება:

 ტესტში მაღალი ქულები და კარგი შეფასება;  საკონტროლო წერის შემდგომ


მასწავლებლის დადებითი კომენტარი;  ინდივიდუალურად და სხვებისგან დაფარულად
გაკეთებული მასწავლებლის დადებითიშეფასება;  თავისუფალი დროის გამოყოფა
თანაკლასელებთან სასაუბროდ.

ჯილდოების გამოყენებას, როგორც მოტივატორების, სამი ძირითადი მიზეზის გამო


აკრიტიკებენ. პირველი მიზეზი ფოლოსოფიურია. კრიტიკოსები თვლიან, რომ სკოლამ
მოოსწავლეებს ინტრინსიკული მოტივაცია უნდა გაუღვივოს, ხოლო ჯილდოები კი არასწორ
წარმოდგენას ქმნიან სწავლის შესახებ. მეორე მიზეზი კი კვლევაზეა დაფუძნებული და
ეყდნობა იმ ფაქტს, რომ ჯილდოს გამოყენება ინტრინსიკულ მოტივაციას აქვეითებს. მესამე
და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიჰევიორიზმი გვაძლევს მოტივაციის
არასრულ განმარტებას. ბიჰევიორიზმში სწავლა და მოტივაცია ერთნაირად // ერთგვარად
მოიაზრება; მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან საკმაოდ დაკავშირებულია, ისინი
იდენტურები არ არიან.

იმის გათვალისწინებით, რომ ბიჰევიორიზმი არ აღიარებს კოგნიტურ ფაქტორებს,


როგორიცაა, მოსწავლის რწმენა, თეორია ვერ ხსნის, თუ რატომ არ არის მოსწავლე
მოტივირებული შეასრულოს დავალება.

ჯილდოს სწორედ გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს გაზარდოს სწავლის


მოტივაცია. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

1.გამოიყენე ჯილდო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასწავლო თემა არ არის საინტერესო


სტუდენტებისთვის; 2. ჯილდო გაეცი მხოლოდ ძალიან კარგი ნაშრომისთვის და არა უბრალო
მონაწილეობისთვის; 3. დააჯილდოვე, რათა აღიარო სტუდენტის კომპეტენტურობა.

გაკვეთილზე მოტივაციის ბიჰევიორისტული მიდგომის ეფექტურად გამოყენება.


დააჯილდოვე მოსწავლეები მათი რეალური წარმატებისა და ცოდნის გაზრდის გამო და არა
უბრალო მონაწილეობისთვის.

დაწყებით საფეხურზე - დადებითი მაგალითი: ყოველ დილას მეორე კლასის მასწავლებელი


მოსწავლეებთან ერთად აკეთებს მათემატიკის სავარჯიშოს. ყველა მოსწავლე, ვინც სწორად
პასუხობს, ან წინა დღესთან შედარებით გაუმჯობესებულ პასუხს იძლევა, იღებს ვარსკვლავს.
უარყოფითი მაგალითი: მესამე კლასის მასწავლებელი ამბობს: „ყველამ, ვინც კი შეასრულა
დღეისთვის დავალება,დამატებით მიიღო ორი ბონუს ქულა.“

საბაზო საფეხური - დადებითი მაგალითი: ინგლისური ენის მასწავლებელი ხაზს უსვამს


მოსწავლეების მიერ დაწერილ ესეში კარგ ნაწილებს, უწერს კომენტარს და ხსნის, თუ რატომ
დაიმსახურა ამ მონაკვეთმა მოწონება. უარყოფითი მაგალითი: მე-7კლასის მეცნიერების
მასწავლებელი ამბობს: „თქვენ ჯგუფურად ყველამ კარგად იმუშავეთ, ამიტომაც არ გექნებათ
ამ კვირის განმავლობაში საშინაო დავალება.“

საშუალო საფეხურზე - დადებითი მაგალითი: ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებს


მომავალ ტესტზე ესაუბრება: „კარგად მოემზადეთ ტესტისთვის. მასალა, რომელიც ტესტში
შევა, ძალზე მნიშვნელოვანია, და მათი სწორედ გაგება დაგეხმარებათ შემდეგი თემების
შესწავლისას.“ უარყოფითი მაგალითი: სხვა ბიოლოგიის მასწავლებელი ასევე მომავალ
ტესტზე საუბრობს: „კარგად იმეცადინეთ ტესტისთვის. თუ არ ისწავლით, შეიძლება ჩაიჭრათ
და ჩარჩეთ მომავალ წელსაც კლასში.“

You might also like