Professional Documents
Culture Documents
ძირითადი საკითხები:
• ტაქსონომიის არსი;
(მაგ მეწყერის).
blumma taqsonomiis meore, afeqturi sferos doneebi SeimuSava kraTvolsa da masiasTan erTad (1964).
blumis modelis mixedviT ganwyobis Camoyalibebis struqturis, adamianis Rirebulebebis sistemis
Camoyalibebisa da emociuri damokidebulebebis codna mniSvnelovania gakveTilis, treningis dagegmvis,
CatarebisadaSefasebisaTvis.
7
imitacia: bavSvi uyurebs sxvis moqmedebas da cdilobs gaimeoros is – velosipedze dajdoma, saWis
sworad daWera, pedlebis triali;
manipulacia: bavSvi ixsenebs, rogor unda dajdes velosipedze, rogor unda mohkidos xelebi saWes,
maswavleblis daxmarebiT cdilobs velosipedis marTvas. Semdeg maswavlebeli sityvieri miTiTebiT
exmareba: “saWe sworad geWiros, fexi cota ganze gawie da a.S.” 134
8
sizuste: bavSvi ukve damoukideblad, Tumca mouqnelad atarebs velosipeds, xSirad vardeba da
cdilobs gaavarjiSos naswavli moZraobebi.
Cvevebis kombinacia: bavSvi cdilobs iswavlos aRmarTze da daRmarTze siaruli, rodesac xelebis,
fexebis da tanis korpusis SeTanxmebuli moZraobebi sxvagvar koordinacias saWiroebs, vidre swor
gzaze moZraoba;
naturalizacia: bavSvi velosipeds atarebs avtomaturad, ise, rom ar fiqrobs sakuTari sxeulis moZraobebze da
paralelurad sxva moqmedebebis ganxorcielebac ki SeuZlia, mag., SeuZlia xelebi dakavebuli hqondes da ise
ataros velosipedi.
ბიჰევიორიზმი
• შესავალი;
• ბიჰევიორიზმის ძირითადი პოსტულატები;
• სკინერის ოპერანტული განპირობებულობა;
• პოზიტიური და ნეგატიური განმამტკიცებელი სტიმულები;
• პოზიტიური და ნეგატიური დასჯა;
• სწავლის მოტივირების ბიჰევიორისტული ფორმები;
• ბიჰევიორიზმი სასწავლო პროცესში.
ჟეტონების სისტემას ზოგ ტიპიურ სკოლაშიც მიმართავენ. მოსწავლე კარგი ქცევის შემთხვევაში
ღებულობს ჟეტონებს, მაშინ როდესაც ცუდი ქცევის შემთხვევაში მას აკლდება ჟეტონები.
(ჟეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთ დასაკრავები, დახატული გაცინებული და მოწყენილი
სახეები). წინასწარ დადგენილი რაოდენობის ჟეტონების შეგროვების შემდეგ მოსწავლეები ცვლიან
ჟეტონებს გარკვეულ მატერიალურ განმამტკიცებლებზე, ღებულობენ პრიზს. პრიზად,
განმამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ საკვები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები. ასევე
სოციალური განმამტკიცებლები - ქება, ღიმილი, თავზე ხელის გადასმა. ამასთან მნიშვნელოვანია,
რომ პრიზი მოსწავლისთვის სასურველი იყოს, წინააღმდეგ შემთვევაში ის არ გამოიწვევს ქცევის
განმტკიცებას.
ბევრი მეცნიერი აკრიტიკებს სწავლის ბიჰევიორისტულ თეორიას, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს
ბიჰევიორიზმი კვლავ სერიოზულ მიდგომას წარმოადგენს და მასთან ბრძოლის მიუხედავად უნდა
ვაღიაროთ მისი დიდი პოტენციალი.
ძირითადი საკითხები
• თვითრეგულირებული სწავლა.
ძალაუფლების მქონe
• თუ მოდელის ქცევა სქესისთვის შესაფერისია (მაგ. გოგონებს იზიდავთ, მათი შეფასებით, უფრო
ქალური პროფესიები და არ იზიდავთ მამაკაცური პროფესიები, მაგ. ინჟინერი, ქირურგი და სხვა).
ბანდურა აღწერს ოთხ პროცესს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სხვაზე დაკვირვების გზით
რაიმეს დასწავლაზე:
• ყურადღება;
• შენარჩუნება;
• გამეორება;
21
• მოტივაცია.
ამრიგად, ყურადღება და შენარჩუნება ხელს უწყობს მოდელის ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა
და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ მოდელისაგან ნასწავლი ქცევის რეალურ
განხორციელებას.
თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია
ძირითადი საკითხები:
თეორიის ძირითადი პოსტულატები;
კოგნიტური სქემები, წონასწორობა, ასიმილაცია და აკომოდაცია;
კოგნიტური განვითარების სტადიები და მათი თავისებურებები;
თეორიის მნიშვნელობა განათლებისთვის.
1. მომწიფება;
2. ემპირიული გამოცდილება;
3. სოციალური გარემო;
მეორე მხრივ, ცვლილებებს, თუნდაც უმნიშვნელოს, ასიმილაციის დროსაც აქვს ადგილი, მაგ.
უკვე დაუფლებულ მოქმედებაში გავარჯიშდებით. მაგ. მოსწავლე, რომელიც დაუფლებულია
რომელიმე ასო-ბგერის წერას, ის თანდათან უფრო სწრაფად და ლამაზად წერს მას.
შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციამდელი პერიოდი არის თვალისა და აზრის ბრძოლის ველი,
სადაც ბრძოლა თვალის (აღქმის) სასარგებლოდ მთავრდება. მაგალითად, თუ ბავშვს ვაჩვენებთ
რძით თანაბრად სავსე განიერ და დაბალ ჭიქას, და შემდეგ რძეს გადავასხამთ მაღალ და ვიწრო
ჭიქაში, ბავშვი გვიპასუხებს, რომ მაღალ ჭიქაში უფრო ბევრი რძეა. ვინაიდან ჭიქაში რძის სიმაღლეზე
გაამახვილებს ყურადღებას. ამის მიუხედავად, ოპერაციამდელ სტადიაზე ბავშვი ეუფლება
სიმბოლურ აზროვნებას. ის სწავლობს სიმბოლურ თამაშს, მაგალითად ქილის სახურავებს იყენებს
თეფშებად ან მუყაოს ყუთს - მაგიდად. სიმბოლურ აზროვნებასთან ერთად დროის შეგრძნებაც
უვითარდება: წარსული, აწმყო და მომავალი.
ბავშვის აზროვნების კიდევ ერთი თავისებურებაა ეგოცენტრიზმი. ბავშვს არ შეუძლია დადგეს სხვა
ადამიანის პოზიციაზე. მაგალითად, პიაჟეს ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბავშვს სვამდნენ მაგიდასთან,
რომელზეც მოთავსებული იყო მთის მაკეტი და აჩვენებდნენ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ
მთის მაკეტის ფოტოებს. პირველად ბავშვს სთხოვდნენ აერჩია ის ფოტო, რომელიც მისი ადგილიდან
ჩანდა. ხოლო შემდეგ, ფოტო მთების მაკეტის ისეთი გამოსახულებით, რომელსაც სხვა ადგილას
მჯდომი თოჯინა ხედავდა. ბავშვების უმრავლესობას არ უჭირს პირველი ფოტოს მოძებნა, მაგრამ
განიცდის სირთულეებს მეორე ფოტოს არჩევისას. 5 წლის ასაკიდან ბავშვი უკვე უშვებს სხვა
პოზიციის არსებობის შესაძლებლობას, მაგრამ თვლის, რომ სწორია მხოლოდ მისი პოზიცია,
თვალსაზრისი, რასაც პიაჟე სწორედ ეგოცენტრიზმით ხსნის. (იხ. ნახატი 1.)
ნახატი 1.
ინტუიტური აზროვნება (4-7 წწ.). ოთხი წლიდან ბავშვის აზროვნება ლოგიკურ ფორმას იძენს,
მაგრამ მაინც აღქმით, საგნის თვალსაჩინო ნიშნებით არის განსაზღვრული. ვითარდება
სიმბოლური აზროვნება. იცვლება მისი თამაშის ფორმაც, ხდება უფრო შემოქმედებითი. ეს
არის სიმბოლური თამაშის პერიოდი. თუმცა, ამ პერიოდის ბავშვის აზროვნება კვლავ
ეგოცენტრულია (მხოლოდ მე-ს პოზიციიდან განიხილავს მოვლენას), დამახასიათებელია
საგანთა არასწორი კლასიფიკაცია (ანუ დაჯგუფება) და ინტუიტურობა (დროში შეკუმშული და
მინიმალურად გაცნობიერებული აზროვნება).
მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის ასაკის ბავშვის აზროვნება საკმაოდ განსხავდება 4-5 წლიანის
აზროვნებისაგან, ოპერაციამდელ სტადიას გარკვეული ზოგადი თავისებურებები ახასიათებს.
ესენია: თვალსაჩინოება, კონკრეტულობა, შეუქცევადობა, ეგოცენტრიზმი და ცენტრირება საგნის
ერთ ნიშანზე.
30
ნახატი 2.
31
სიგრძე - ორ ტოლ ფანქარს ერთმანეთის პარალელურად დებენ. ისე, რომ ზუსტად დაემთხვეს
მათი სიგრძე ერთმანეთს. ეკითხებიან ბავშვს, ტოლია თუ არა მათი სიგრძე. ბავშვი პასუხობს,
რომ ტოლია. შემდეგ ერთ-ერთს მარჯვნივ გაწევენ და ეკითხებიან ტოლია თუ არა ფანქრების
სიგრძით. ბავშვი ამბობს, რომ ისინი არ არის ტოლი.
მოცულობა - ბავშვის წინ ტოლი ზომის ჭიქას ავსებენ წყლით. შემდეგ ერთ-ერთი ჭიქიდან
უფრო მაღალ ჭიქაში გადაასხავენ წყალს და ეკითხებიან, ერთნაირია თუ არა წყლის
რაოდენობა ორივე ჭურჭელში? (იხ. ნახატი 3)/
ნახატი 3.
მათ ასევე უჭირთ ისეთი ცნების გაგება როგორიცაა _ თანმიმდევრობა (სერიაცია). მაგალითად,
თუ ბავშვს ვაჩვენებთ სხვადასხვა სიგრძის 6 ჩხირს, ის გვიპასუხებს რომელია მათ შორის ყველაზე
გრძელი და ყველაზე მოკლე. მაგრამ ვერ შეძლებს მათი სიგრძის მიხედვით აღმავალი ან დაღმავალი
თანმიმდევრობით დალაგებას, ვინაიდან ამოცანის წარმატებით გადასაწყვეტად მან უნდა
გაითვალიწინოს ერთდროულად ორი ფაქტორი: ყოველი ჩხირი წინაზე მოკლე უნდა იყოს და
მომდევნო ჩხირზე უფრო გრძელი.
32
მათ naxes, რომ სიჩქარეზე არ მოქმედებს არც ვარდნის სიმაღლე და არც წაკვრის ძალა და არც
წონა. მაშ დარჩათ ძაფის სიგრძე. მათ დაასკვნეს, რომ ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე მოქმედებს
მხოლოდ ძაფის სიგრძის ცვლილება.
ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ წინასწარ ვასწავლით ბავშვს ისეთ რამეს, რაც მან
მოგვიანებით თვითონ უნდა აღმოაჩინოს, ამით ბავშვებს საშუალებას ვუკარგავთ და არ ვაძლევთ
შანსს თვითონ წვდეს მოვლენის არსს - აღნიშნავს პიაჟე.
როგორც ცნობილია, სწავლების პროცესის ორი გაგება არსებობს. პირველი გულისხმობს, რომ
მასწავლებელმა მზა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, რომელმაც თავის მხრივ ეს
პროდუქცია უნდა მოიხმაროს. ეს არის ე.წ. დირექტიული სწავლება. მეორე მიდგომა ასახავს პიაჟეს
შეხედულებას, რომელიც გულისხმობს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას სწავლების პროცესში. ეს
არის კონსტრუქტივიზმი, რომლის მთავარი არგუმენტია ის, რომ ცოდნა მოსწავლეს მზა სახით კი არ
ეძლევა, არამედ მისი მონაწილეობით იქმნება. მოსწავლე გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედებით
თვითონ ქმნის გარკვეულ წესთა ერთობლიობას, რომლის მეშვეობით ხორციელდება შემდგომი
ურთიერთქმედება.
ძირითადი საკითხები:
სწორია თუ არა ჟან პიაჟეს თეორიის მიმართ გამოთქმული ზემოთ მოყვანილი შენიშვნები?
პასუხის გაცემის საშუალება მას შემდეგ გამოჩნდება, როდესაც გავეცნობით თვით ლ.
ვიგოტსკის თეორიას სწავლისა და განვითარების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
ვიგოტსკი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სწავლა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე
სასკოლო სწავლა და სკოლა არასოდეს არ იწყებს სწავლებას ნულიდან. მაგრამ სასკოლო
სწავლა, პრინციპულად ახალია ბავშვის განვითარებაში, miuxedavad imisa, rom სწავლა და
განვითარება ერთმანეთს აქ არ ხვდებიან პირველად, ისინი დაბადებიდან ერთად არიან. რა
სპეციფიკური დამოკიდებულება არსებობს მათ შორის სასკოლო ასაკში? სვამს შეკითხვას ლ.
ვიგოტსკი. სწავლა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს განვითარების დონეს, ამაზე არავინ
დავობს.
სწავლის პროცესში უნდა განვასხვავოთ ბავშვის განვითარების ორი დონე მაინც: 1. ბავშვის
განვითარების აქტუალური დონე და 2. განვითარების უახლესი ზონა. პირველში იგულისხმება
ის ძალები, რომელთა განვითარება უკვე დამთავრებულია. მას ითვალiსწინებს ის ტესტები,
რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის გონებრივი განვითარების დონეს.
ვიგოტსკი ასე წარმართავს თავის მსჯელობას: ვთქვათ, რომ ორი შვიდი წლის ბავშვი
ერთნაირად წყვეტს მათი ასაკისთვის შესაფერის გონებრივ ამოცანას. ეს იმას ნიშნავს რომ
ორივეს განვითარების აქტუალური დონე ერთნაირი აქვთ. გავართულოთ ამოცანა: ერთმა,
ჩვენი მცირედი დახმარებით, გადაწყვიტა ისეთი ამოცანა, რომელიც ორი წლით უსწრებს მის
ასაკს (9 წლის ბავშვისთვის განკუთვნილი), მეორემ კი უფროსის დახმარებით გადაჭრა 7,5
წლის ასაკისათვის განკუთვნილი ამოცანა. ეს არის სწორედ ის ზონა, რომელსაც ლ. ვიგოტსკი
”განვითარების უახლოეს ზონას” უწოდებს.
ძირითადი საკითხები;
პიროვნების არსის ასეთი გაგება კი მან განწყობის ფსიქოლოგიაში მოგვცა. რა არის განწყობა?
განწყობა არის არაცნობიერი, მთლიანპიროვნული მზაობა სუბიექტის მიერ მიზანშეწონილი ქცევის
განსახორციელებლად.
ისევე როგორც ლ. ვიგოტსკი, ჯ. ბრუნერიც დიდად აფასებს პიაჟეს როლს ბავშვის კოგნიტური
განვითარების შესწავლაში, ეყრდნობა კიდეც მის მოსაზრებებს მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ
კრიტიკასაც გამოთქვამს. ახასიათებს რა ინტელექტის განვითარების პიაჟესეულ სტადიებს, ჯ.
47
ამგვარად, ნებისმიერი თემის სწავლება ამ სამ ასპექტს უნდა მოიცავდეს. ავიღოთ, მაგალითად,
თემა ,,ფოტოსინთეზი” ბიოლოგიაში. აქ მოყვანილი უნდა იქნას მაგალითები ბიოლოგიიდან
(ინფორმაცია), რომელიც, თავისმხრივ, მიზანშეწონილია დავუკავშიროთ და მივუყენოთ ენერგიის
ერთი ფორმის მეორე ფორმად გარდაქმნის უფრო ფართო კონცეფციას (ტრანსფორმაცია). რამდენად
ადეკვატურად ვეპყრობით ახლად ნასწავლ ინფორმაციას, სწორია თუ არა ჩვენს მიერ გაკეთებული
განზოგადებული დასკვნები ფოტოსინთეზის შესახებ, მისაღებია თუ არა ცოდნის ამგვარი
გაფართოება და სხვა (შემოწმების პროცესი). ყველა ამ პროცესში დიდია მასწავლებლის როლი.
შეიძლება თუ არა მოვიქცეთ ასე და იქნება თუ არა ეს სწორი, სვამს შეკითხვას ბრუნერი: ბავშვებს
თავდაპირველად მივცეთ მინიმალური ინფორმაცია და აღვძრათ მათში ისეთი ცნობისმოყვარეობა,
რომ თვითონ გააკეთოს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნების მაქსიმუმი.
არსებული გარემო. ამისათვის მიმართავს ცნებების ფორმირებას. ბრუნერი თავის თეორიაში იყენებს
ტერმინს კატეგორია. ანუ, გამოცდილების საფუძველზე გამოჰყოფს მოვლენის თუ ობიექტის ზოგად
არსს. ეს ოპერაცია ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინოს გარემოს კლასიფიკაცია
(კონცეპტუალიზაცია). კატეგორია - აღნიშნავს თვისობრივად მსგავსი ობიექტების ერთობას,
ობიექტის მიკუთვნებას რომელიმე კლასისადმი. მაგალითად: დიდები, შენობები, ზოლიანები,
ცხოველები და ა.შ.
ცნებებს შორის კავშირს ბრუნერი კოდირების სისტემას უწოდებს. კოდირება ეს არის ახალი
ინფორმაციის ჩართვა უკვე არსებულ სქემებში და იმგვარად გადამუშავება, რომ შესაძლებელი
გახდეს მისი ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვა. მაგ. მოსწავლეებს უკითხავდნენ პატარა, შინაარსის
თვალსაზრისით, ერთგვარად მოუწესრიგებელ მოთხრობას, რის გამოს ის ძნელად გასაგები იყო.
ერთ ჯგუფს მოთხრობის სათაურს ეუბნებოდნენ, მეორეს -არა. მათ, ვისაც სათაური ეძლეოდათ,
უკეთ ახსოვდათ მოთხრობის შინაარსი, ვიდრე მეორე ჯგუფს. სათაურმა ერთგვარი ორგანიზაცია
გაუკეთა შინაარსს, მოახდინა ეფექტიანი კოდირება. გამოყოფენ კოდირების სამ ტიპს: ორგანიზაცია,
ხატოვანება/ვიზუალიზაცია და დაზუსტება. ორგანიზაცია გულისხმობს სხვადასხვა მომენტების
ერთ მთელად გაერთიანებას, დაჯგუფებას საერთო თემის, ფუნქციის მიხედვით. მაგ: რძის
პროდუქტები, ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი... ეს არის ინდუქციური აზროვნების პროცესი.
კოდირებას ხელს უწყობს მასალის ხატის სახით წარმოდგენა. ამ დროს ხდება სიტყვიერი,
ვერბალური ინფორმაციის გარდაქმნა ვიზუალურ ხატად. მაგ. უცხო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ
თუ შეგეკითხებიან ოთახში ნათურა ანათებდა თუ მაგიდის ლამპა, თქვენ შეეცდებით თვალსაჩინოდ
წარმოისახოთ ოთახი, რაც დაგეხმარებათ პასუხის გაცემაში. ვიზუალიზაცია მოსწავლეებს ეხმარება
მასალის კოდირებაში, რადგან ვიზუალური წარმოდგენები ორი ასპექტით არის კოდირებული-
ვიზუალურით და ვერბალურით. ორმაგად კოდირებული, რასაკვირველია, უკეთ უზრუნველყოფს
დამახსოვრებას. კოდირება დაზუსტების დახმარებით გულისხმობს ახალი ინფორმაციის ნაცნობთან
დაკავშირებას და ძველი ცოდნის გამოყენებით ახალის დაზუსტებას. მაგ. ვთქვათ მოსწავლეს
ვასწავლით სიტყვის- “დედამიწა“- დაწერას. მასწავლებელი მათ ეუბნება, რომ ამ სიტყვის ნაწილი
არის სიტყვა „დედა“, რომლის დაწერაც მათ უკვე იციან. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება უკეთ
წაიკითხონ ან დაწერონ ახალი სიტყვა, რადგან ხდება უკვე ნასწავლი სიტყვის („დედა“) ერთგვარად
განვრცობა.
ცხოველები
შინაური გარეული
50
მაგალითების დემონსტრირება;
მომზადება ან ჩატარება;
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს კვლევის შესაძლო ვარიანტებს, აძლევს გეზს: ნამი წარმოიქმნება ცივ
ობიექტებზე, უღრუბლო ღამეს, აბსოლუტურად მშრალ საგნებზე.
საბოლოოდ, მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა, რომ ნოტიო ჰაერის გაციებისას ხდება ჰაერიდან წყლის წვეთების
გამოყოფა, რომლებიც წარმოიქმნებიან ობიექტების ზედაპირზე.
2. სწავლების პროცესი ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ხელი შეუწყოს არსებულ ცოდნაზე ახალი
ცოდნის აგებას და თან შეავსოს ცარიელი, გამოტოვებული ადგილები საჭირო ინფორმაციებით;
3. სწავლება ისე უნდა აიგოს, რომ ადვილი და საინტერესო იყოს გასაგებად (სპირალური სასწავლო
პროგრამა ).
ამ საკითხს ბრუნერი ეხება წიგნში ,,სწავლის პროცესი”, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა
მთელ მსოფლიოში. ამ პატარა მოცულობის ნაშრომში ავტორი შემჭიდროვებულად გადმოგვცემს
თავის მოსაზრებებს სწავლაზე და მის როლზე ფსიქიკურ განვითარებაში. აანალიზებს რა
მეცნიერებისა და ცნობილი პედაგოგების გამოცდილებას ჯ. ბრუნერი გამოთქვამს მოსაზრებას,
რომელიც ლოზუნგივით გაისმა: ნებისმიერი საგნის საფუძვლები გარკვეული ფორმით, ბავშვს
შეიძლება ვასწავლოთ ნებისმიერ ასაკში, თუ მას ბავშვისთვის გასაგები ფორმით მივაწვდით. ეს იმას
გულისხმობს, რომ ბავშვს განვითარების ყოველ სტადიაზე გააჩნია სამყაროს ხედვის და მისი ახსნის
თავისებური საშუალებები. თუ ჩვენ ვიცით, ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ენა (სამყაროს მისეული ხედვა)
და ამ ენაზე დავამყარებთ მასთან კონტაქტს, ჩვენ შევძლებთ მას დავეხმაროთ გადავიდეს
აზროვნების სულ უფრო და უფრო მაღალი დონის საშუალებათა გამოყენებაზე. სწავლების ეს ხერხი
ერთნაირია ყველა საგნისთვის, იქნება ეს მათემატიკა, ლიტერატურა, თუ საზოგადოებრივი
მეცნიერებები.
განვიხილოთ მაგალითი: თუ ჩვენი მიზანია ბავშვს თანაგრძნობის განცდა ჩავუნერგოთ, რათა მან
თანდათან მოახერხოს ტრაგედიის, როგორც ჟანრის, წვდომა, სრულიად შესაძლებელია ბავშვობაშივე
გავაცნოთ მას შესაფერისი ლიტერატურა. მან ბავშვს ცოდნა უნდა მისცეს, მაგრამ არ უნდა შეაშინოს
(მაგალითად: ძველი მითები, კლასიკური საბავშვო ლიტერატურა, ვუჩვენოთ მაღალმხატვრული
ღირებულების ფილმები სათანადო კომენტარით და სხვა). საკითხი იმის შესახებ თუ რა მასალა
უნდა იქნას გამოყენებული მასწავლებლის მიერ გარკვეულ კვლევას მოითხოვს, რომელიც
რამდენიმე მიმართულებით უნდა გაიშალოს. პირველ რიგში უნდა დავინტერესდეთ, რა წარმოდგენა
აქვთ ბავშვებს ტრაგედიის შესახებ. რას გულისხმობენ ისინი ამ ცნებაში. აქ შეიძლება იგივე გზით
წავიდეთ, როგორც ამას პიაჟე აკეთებდა. ის ბავშვებს უსვამდა შეკითხვებს მიზეზობრიობის,
52
ბევრი მეცნიერი და პედაგოგი გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რაც ბრუნერმა განაცხადა
ნებისმიერი საგნის ნებისმიერ ასაკში სწავლების შესაძლებლობის შესახებ. 4 წლის ბავშვს შეიძლება
რაიმენაირად ავუხსნათ მაგ. პროპორციულობის რომელიმე ასპექტი? ეკითხებიან მას. ბრუნერი
პასუხობს, რომ საკითხი მარტივად გადაწყდება თუ გადაცემის ხერხს შეუსაბამებ ბავშვის
წარმოდგენათა სისტემას. მასწავლებელმა სწავლების მეთოდები უნდა ცვალოს მოსწავლეთა
განვითარების შესაბამისად. მაგალითად, ვიდრე მოსწავლეები აბსტრაქტული მათემატიკური
სიმბოლოების გაგებას შეძლებენ, მათ მათემატიკური ამოცანები მოქმედებითი (მაგალითად საგნების
გადაადგილებით) ან წარმოსახვითი (მაგალითად, ნახატების) ფორმების გამოყენებით უნდა
მიაწოდოს მასწავლებელმა. აქ, რასაკვირველია, ბრუნერი მიჰყვება პიაჟეს ხაზს ინტელექტის
განვითარებაში.
სწავლა/სწავლების პროცესზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის აგებული სასწავლო
პროგრამები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს შემდეგი საკითხები:
53
ყველა მეცნიერი და პედაგოგი როდი ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ სწავლა აღმოჩენის გზით
საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს. მიიჩნევენ, რომ ბრუნერის, ასე ვთქვათ, ,,ახალგაზრდა
მკვლევარების” მეთოდი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მასალის უკეთ ათვისებას. არ არის
სავალდებულო ყველაფერი ხელმეორედ აღმოვაჩინოთ, რაც უკვე დიდი ხნის აღმოჩენილია. ჩვენ
შეგვიძლია მრავალი ინფორმაცია უფრო მარტივი გზით შევიძინოთ. აღმოჩენა მეცნიერების საქმეა,
მოსწავლის საქმე კი მისი სწავლაა. მოსწავლემ მართლაც რომ გააკეთოს რაიმე აღმოჩენა, მან ჯერ
აუცილებლად უნდა ისწავლოს. უმრავლეს სასკოლო სიტუაციებში აღმოჩენა არაეფექტურია და
დროის ტყუილად ხარჯვას ნიშნავს. ამ გაგებით, საწინააღმდეგო მოსაზრებების მკვლევართა აზრით,
კლასი წარმოადგენს ადგილს, სადაც სწავლება დირექტიული მეთოდებით უნდა მიმდინარეობდეს.
ფუნდამენტური განსხვავება ბრუნერისა და დირექტიული სწავლების მომხრეთა თეორიებში ის
არის, რომ ამ უკანასკნელთათვის მოსწავლეები უნდა უზრუნველვყოთ ორგანიზებული
ინფორმაციით, ბრუნერი კი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს კონკრეტული ინფორმაციის გაცნობასა და
მოსწავლეების მიერ საკუთარი ცოდნის ორგანიზებას.
55
ცხრილი 3.
ცხრილების დამუშავება.
დევიდ პერკინსი
საგანგაშო ნაკლია - არამყარი ცოდნა ანუ ცოდნა თეთრი ლაქებით, ინერტული, გულუბრყვილo
და რიტუალური. შეზღუდული აზროვნება - მაგ. მათემატიკური ამოცანის პირობის არასათანადო
აღქმა, წაკითხულიდან არასწორი დასკვნების გამოტანა და სხვა.
როგორ შეიძლება ხელი შუვუწყოთ ეფექტიან სწავლებას? სწავლის შესახებ შესაძლოა, შემდეგი
პირობები ჩამოვაყალიბოთ:
რეალური რამ იყოს, მასწავლებელს შეუძლია თვითონ მოიფიქროს კავშირი სხვადასხვა ელემენტებს
შორის. მაგ. ისტორიის გაკვეთილზე რომელიმე მეფის მოღვაწეობის თარიღების დამახსოვრების
მაგიერ, მოსწავლეებს დაავალოს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნების მეფეებზეც ინფორმაციის მოპოვება
და გაანალიზება ეპოქის კონტექსტში;
,,ცოდნა მაშინ არის ნამდვილი, როდესაც ადამიანი ახალ სიტუაციაში ახერხებს მის
გახსენებას და გამოყენებას”.
3. ცოდნის
აქტიური 5. მიზეზების მოძიება და
გამოყენება მოვლენების შეფასება;
სკოლის
გარეთ, 6. მეტაკოგნიტურობა-
აზროვნება საკუთარი
აზროვნების შესახებ.
ძირითადი საკითხები:
• ინტელექტის ტიპები;
• სწავლის სტილი;
• თეორიის პედაგოგიური მნიშვნელობა.
თეორიას უზნაძის ერთი ციტატით დავიწყებთ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს მისი
შეხედულებების თანამედროვეობას:
“ისე, როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი მეორისგან განსხვავდება, ყველა თავისებურ მოვლას
თხოულობს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასე განსხვავდება ერთი მეორისგან
ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც
ყველაფერი ეადვილება. მაგრამ ისეთებიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი
საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს. ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში,
66
მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორც ვირი არღნის
დაკვრაში, ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან
პოეზია ან ლოგიკა და სხვა”.
1. ყველა ადამიანს გააჩნია ყველა ნიჭი რაღაც დოზით; მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს
სასურველი ნიჭის განვითარებას;
2. საკლასო აქტივობები მიმართული უნდა იყოს ინტელექტის რაც შეიძლება მეტ სფეროზე,
რათა ყველამ იგრძნოს წარმატება;
ძირითადი საკითხები:
კოლბერგი თვლის, რომ ბევრი უფროსი ადამიანი მესამე დონეზე რჩება მთელი სიცოცხლე და, თქვენ
წარმოიდგინეთ, მეორეზეც კი.
72
4. თვითშეგნება, განცდა იმისა, რომ რეალურად შეუძლიათ სხვისი დახმარება, როცა მათთვის
მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის უფლებები და კეთილდღეობა;
ძირითადი საკითხები:
ჰუმანისტური ფსიქოლოგია;
ა. მასლოუს ჰუმანისტური თეორიის ძირითადი პრინციპები;
კ. როჯერსის ჰუმანისტური თეორია;
ჰუმანისტური ფსიქოლოგია და განათლება
ერთის მხრივ, პატივს სცემს კულტურულ კონტექსტს, მეორეს მხრივ, არის შინაგანად
დამოუკიდებელი.
მასლოუს პირამიდა
76
77
კარლ როჯერსი
უაზრო მარცვლების დამახსოვრებას რომ ეხება - ძნელად სწავლობ, მალე გავიწყდება. სწავლაში მე
ვგულისხმობ დაუცხრომელ ცნობისმოყვარეობას, რომელიც ამოძრავებს მოზარდის გონებას, რათა
შეითვისოს ყველაფერი ის, რასაც ხედავს, ესმის და კითხულობს მისთვის პიროვნული საზრისის
მქონე თემის შესახებ. არავინ დავობს სწავლაში ინტელექტის როლის შესახებ, მაგრამ პიროვნული
კომპონენტი (ჩართულობა, საზრისი, თვითინიციატივა, აღმოჩენის, მიღწევის ,თვითშეფასების
უნარი,შეფასების შინაგანი ლოკუსი და სხვა) სწავლას მთლიანობითს ხდის“.
“როცა თვალს ვავლებ ჩემს სასკოლო პერიოდს, ვხედავ, რომ სკოლაში გატარებული თითოეული
წელი, სხვადასხვაგვარ გამოცდილებას მაძლევდა. ზოგიერთი მასწავლებელი მაიძულებდა
მესწავლა, სხვები ამაში მეხმარებოდნენ, ერთნი ჩემთან ერთად იცინოდნენ, სხვები დამცინოდნენ,
ერთნი მატირებდნენ, სხვები ისე იქცეოდნენ, რომ მე სიცილი მინდებოდა, ერთნი მაიმედებდნენ,
სხვებს სასოწარკვეთამდე მივყავდი, ზოგიერთებთან თავს სულელ და უნიჭო არსებად ვგრძნობდი,
სხვებთან გაოცებული ვიყავი ჩემი ნიჭიერებითა და შესაძლებლობებით. მოკლედ, ერთი ჯგუფი
მასწავლებლებისა თვლიდა, რომ ყოველწუთიერი თვალყურისდევნება მჭირდებოდა, მაშინ როცა
სხვები სწავლისთვის თავისუფლებას მაძლევდნენ”-კ. როჯერსი.
2. ბავშვის ცნობიერებაში შემოდის ე.წ. არაპირდაპირი გამოცდილება, მაგ: ბავშვს ეუბნებიან: „შენ
ნამდვილი გენიოსი ხარ", „რა კარგი ბავშვი ხარ". ეს გამოცდილებაც მონაწილეობს „მე"-ს შესახებ
პოზიტიური წარმოდგენის ჩამოყალიბებაში. მისი საპირისპირო, ნეგატიური წარმოდგენა ,,მე”-ს
შესახებ კი ყალიბდება ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: ,,შეხედეთ როგორი ცხვირი აქვს ამ
ბავშვს”, ,,რა ცუდი ბავშვი ხარ”, ,,მე”-ზე ასევე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ცუდმა ნიშნებმა და
მასწავლებლის ცინიკურმა შეფასებამ.
ადამიანის ქვევა დაკავშირებულია მის მე - კონცეფციასთან. ბავშვი, რომელიც მიიჩნევს, რომ კარგი
ორატორის უნარები აქვს, ხალისით დათანხმდება მასწავლებლის დავალებას გააკეთოს პრეზენტაცია
კლასის წინაშე.
ცხრილი 4.
1. რას ნიშნავს იყო მოსწავლე, რომელსაც სურს რაიმე მნიშვნელოვანის სწავლა? - ამ შეკითხვას
პასუხი რომ გასცე, ღრმად უნდა ჩაიხედო თითოეული ბავშვის შინაგან სამყაროში, გაიგო
მისი ინტერესების სფერო, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი;
2. მზად ვარ მათთან ურთიერთობისთვის და შემიძლია პატივი ვცე მათ? ვიყო ღია და მივცე
საშუალება თვითონაც გულaხდილი იყოს? მზად ვარ ვაღიაროთ რომ, რაღაც სფეროში
მოსწავლემ ჩემზე მეტი იცის და შესაძლოა ჩემზე ნიჭიერიცაა? ეს საკითხები დიდ
სიფრთხილეს მოითხოვს და რისკსაც გულისხმობს: წარსდგე ისეთი, როგორიც
სინამდვილეში ხარ – არასრულყოფილი. საჭიროა სწორად განსაზღვრო როდის და რა
შემთხვევაშია შესაძლებელი ჩამოხვიდე მასწავლებლის kvarcxlbekidan და გახდე მოსწავლე,
თანაც ისე რომ ფასილიტაცია გასწიო;
3. რა აწუხებთ მათ? არა მარტო ყველას ერთად, არამედ თითოეულს ცალ-ცალკეც? ხშირად
დაუსვით მოსწავლეებს შეკითხვა: რატომ? იცით, რამდენი რამის მოყოლა უნდათ მათ?!
4. როგორ ავღძრათ მათში ცნობისმოყვარეობა? ამის ყველაზე კარგი “წამალი” არის კვლევაზე
დაფუძნებული მეცადინეობები, უნდა მოვძებნოთ მათთვის მნიშვნელობის მქონე სწავლების
მეთოდი;
84
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ეგრეთ
წოდებული ”ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა” შექმნა, რომელიც ეყრდნობოდა
მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ კვლევებს.
ჯონ დიუი
ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის (X1X ს. ბოლო XXს. პირველი ნახევარი)
სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპებს
წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და სოციალური ინტერაქცია. ეს არის მოსწავლეზე
ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა მოკვლევით, საკუთარი
გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.
ჯონ დიუიმ 1896 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ჩამოაყალიბა დაწყებითი სკოლა (მოგვიანებით
სრული), რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიას უფრო გავდა. იგი, სწავლების ტრადიციული
მეთოდების ნაცვლად, იყენებდა ფართო მასშტაბიან ჯგუფურ პროექტებს: ექსკურსიები, ბუნებაში
მოგზაურობა, კულინარია, კერვა, ქსოვა, დურგლობა, მეტალების გადადნობა. ასე სწავლობდნენ
ქიმიას, ფიზიკას და სხვა.
დოუის აზრით, სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები აქტიურად იქნებიან
ჩართულები თანამშრომლობის გზით ერთობლივი მიზნების, და როგორც საკუთარი, ასევე სხვების
ინტერესების განხორციელებაში. დიუის სწამდა, რომ პედაგოგიური აქტივობა, რომელიც ამგვარად
არის ორგანიზებული, შეგნებული, პასუხისმგებელი, დემოკრატი მოქალაქეების საუკეთესო
მომზადების საწინდარს წარმოადგენს.
დიუის ბევრი კრიტიკოსი და მომხრე ჰყავდა და ჰყავს. სკოლებმა ვერ შეინარჩუნა მისი მიდგომის
მთავარი მომენტი - ექსპერიმენტალურობა. ამ ტიპის სკოლები ძალიან ძვირია. სწავლებაც ფასიანი
იყო და ყველა ფენისთვის არ იყო მისაწვდომი. მისი იდეებით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ
ნაკლებად ინერგებოდა პრაქტიკაში.
88
სწავლა გამოცდილებით;
ინდივიდუალიზაცია;
დემოკრატიზაცია;
აღმოჩენით/გამოკვლევით სწავლაში;
მარია მონტესორი
“იმისათვის, რომ აღვზარდოთ ბავშვი – უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება, იმისათვის, რომ
მისი ბუნება შევისწავლოთ, უნდა ვაკვირდებოდეთ მას, ხოლო იმისათვის, რომ
ვაკვირდებოდეთ – უნდა მივცეთ მას თავისუფლება.”
1. პრაქტიკული ცხოვრება;
2. სენსორიკა;
3. ენა;
4. მათემატიკა;
5.ბუნებისმეტყველების საფუძვლები
ცხოვრებისეული პრაქტიკა
სენსორული განვითარება
მათემატიკური განვითარება
კოსმიური აღქმა
gamoyenebuli literatura: