You are on page 1of 4

სკოლა ევრო 2000 2022-2023 სასწ წ.

შემაჯამებელი /კომპლექსური ტიპის დავალება

საგანი: მოქალაქეობა

კლასი: VIII

მოსწავლე :

თარიღი______________ პედაგოგი:

ესგ- საბაზო საფეხური 8,9,12,13


 დემოკრატიული საზოგადოება არის სამოქალაქო საზოგადოება რომელიც აქტიური მოქალაქეებისგან შედგება;
 სამოქალაქო მონაწილეობა საზოგადოებრივ საჭიროებებზე/ქვეყანაზე ზრუნვის საშუალებაა;
 აქტიური მოქალაქეები სხვადასხვა გზით (სოციალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელებით, მოხალისეობრივი
საქმიანობით, ადვოკატირებით, ლობირებით) ზრუნავენ საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე. ამ დროს ისინი
თანამშრომლობენ ერთმანეთთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო
სტრუქტურებთან;
 სამოქალაქო მონაწილეობის დროს მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინება;
1) სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები, მაგალითად:
 ადვოკატირება;
 მოხალისეობა;
 ლობირება;
 პეტიცია;
 დასახლების საერთო კრებაში მონაწილეობა;
 ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობა;
 თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან;
 თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა.
2) პრობლემები, რომლებიც მონაწილეობის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით გვარდება, მაგალითად:
 ინფრასტრუქტურული პრობლემები;
 სოციალური პრობლემები;
 ინფორმირებულობის დაბალი დონე და სხვა.
3) ინსტიტუციები, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა სამოქალაქო მონაწილეობის დროს, მაგალითად:
 სკოლა;
 მუნიციპალური ორგანოები;
 არასამთავრობო ორგანიზაციები;
 ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები (პარლამენტი, სამინისტრო, სასამართლო...) და სხვა.

კომპლექსური დავალების მოკლე აღწერა: კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ
სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა, გააცნობიეროთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დემოკრატიის
განვითარების პროცესში, გაეცნობით მათ საქმიანობას და შეაფასებთ მათ მუშაობას, როგორ აგვარებენ ეს
ორგანიზაციები ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ თუ საგანმანათლებლო პრობლემებს. რა
როლი შეაქვთ მათ საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის კეთილდღეობის საკითხებში.

სამიზნე „სამოქალაქო მონაწილეობა“


ცნება:

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა სამოქალაქო


საკითხი: მონაწილეობის დროს“

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც სურს სათემო პროექტის
კომპლექსური განხორციელება, ამისათვის თქვენ გჭირდებათ შეარჩიოთ პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც
დავალების დაგეხმარებათ თქვენი იდეის რეალიზებაში. თქვენ დაიწყეთ ძიება ასეთი ორგანიზაციების
პირობა: შემდეგ ვებ-გვერდებზე: cso.ge და csogeorgia.org - თქვენ ნახეთ ამ გვერდზე არაერთი
ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია . გაეცანით მათ საქმიანობებს
და დადგა დრო როდესაც უნდა აირჩიოთ თქვენს პროექტზე მორგებული ის არასამთავრობო
ორგანიზაცია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში. აირჩიეთ ისეთი
ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც უკავშირდება თქვენი პროექტისთის შერჩეულ პრობლემას.
მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმენით სლაიდშოუ Power Point ან მოამზადეთ
წერილობითი ანგარიში, რომელსაც გააცნობთ კლასს.

სლაიდშოუში ან წერილობით ანგარიშში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


1. შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ტიპი (ადგილობრივი თუ
საერთაშორისო, „მოდარაჯე“, ანალიტიკური, საზოგადოების გამაძლიერებელი თუ
მომსახურეობის მიმწოდებელი)
2. რომელ საერთო საჭიროებებსა თუ პრობლემებს პასუხობენ? რა შედეგები აქვს მათ
საქმიანობას?
3. წარმოადგინეთ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ერთი პროექტი, რომელიც
განსაკუთრებულად პასუხობდა თემის საჭიროებებს და გამოწვევებს და რომლის
შედეგიც თვალნათელია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
4. როგორ უწყობს დემოკრატიის განვითარებას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების
აქტიურობა? დემოკრატიის რომელი პრინციპები ძლიერდება სამოქალაქო სექტორის
ჩართულობით?

რეკომენდაციები დავალების შესრულებისას:


1. გაითვალისწინეთ, რომ დემოკრატიის აღიარებულ პრინციპებს თანასწორობა, კანონის
უზენაესობა, გამჭირვალობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი მეთოდებით
მოქმედება და სხვ. წარმოადგენს;
2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებში განსაზღვრულია დემოკრატიული
მოქალაქეობისათვის დამახასიათებელი შემდეგი ღირებულებები: ადამიანის
ღირსებისა და უფლებების დაცვა და დაფასება; კულტურული მრავალფეროვნების
დაფასება; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა
და კანონის უზენაესობის დაფასება.
3. იმ შემთხვევაში თუ ქმნით სლაიდშოუს დაწერეთ მცირე ტექსტები, რომელსაც
წარმოდგენისას ზეპირსიტყვიერად განავრცობ;
4. შედარებით დიდი ტექსტი დაყავი ბულეტებად (თავებად)
5. სლაიდები ტექსტის შესაბამისი ფოტოებით გააფორმე, თუმცა არ გადატვირთო.
6. უყურეთ ვიდეოს, სადაც ჩანს რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს
არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა თემის გაძლიერებისათვის.
ვიდეო 1 – „ნიკო კავშირზეა“ -https://www.youtube.com/watch?v=lWgltRiMTSg&t=1s
ვიდეო 2 – „ქვებთან მოლაპარაკე“ - https://www.youtube.com/watch?v=vg7e2cIOsPg
მაქსიმალური ქულა : 20

ინსტრუქცია, შეფასების კრიტერიუმები:

ნაშრომში შეფასდა შემდეგი ცოდნა და უნარები:

1. შინაარსის ორგანიზება -2ქ.

2. შეთავაზებული მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება -2 ქ.

3. დასკვნები -2 ქ.

4. შინაარსობრივი თანამიმდევრობა - 2 ქ.

5. ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარს - 2 ქ.

ცოდნა და უნარები შეფასდა შემდეგი აქტივობებით:

1. ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა და გამოყენებით;


2. დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემით;
3. განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობითა და ანალიზით;
4. არგუმენტებით წერითი ნამუშევრების შექმნით.

ელემენტარულად - 1ქ. მისაღებია- 1,5ქ. ოსტატური -2ქ.

სუსტად ორგანიზებული, არ გააზრებულია თანმიმდევრულობა, კარგად ორგანიზებული


შინაარსის არის იდეებს შორის ორგანიზების ნიშნებით, ზოგი ფორმატი, ლოგიკური გადასვლა
ორგანიზება ლოგიკური ჯაჭვი, რაც გადასვლა იდეებს შორის არის ერთი იდეიდან მეორეზე,
აბნევს მკითხველს/მსმენელს მარტივი, ზოგი გაუგებარი ორგანიზება ზრდის ესეს
ეფექტურობას
შეთავაზებული მოსაზრება მოკლებულია მოსაზრების გასამყარებლად მოსაზრება ორიგინალურია და
მოსაზრების ლოგიკურ კავშირს გამოყენებულია ფაქტები და გამყარებულია ფაქტებით,
არგუმენტებითა და საკითხთან და არ არის ცნებები. ცნებებით. არის ლოგიკური
მაგალითებით გამყარებული ფაქტებით. ცდილობს შემოგვთავაზოს კავშირი საკითხთან.
გამყარება არ აქვს საკუთარი პოზიცია საკუთარი ხედვა საკითხთან ავლენს საგნის კარგ ცოდნას,
მიმართებაში, თუმცა საკუთარ დამუშავებული მა-სალის
პოზიციის დაცვა უჭირს. მოშველიებით კარგად აყალიბებს
საკუთარ პოზიციას და ამყარებს
მას არგუმენტებით
მსჯელობს თამამად, ანგარიშს
უწევს, მაგრამ ბრმად არ ენდობა
ავტორიტეტებს.
დასკვნები არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები ჩამოყალიბებულია დასკვნებში არის სიახლე
დასკვნები მაგრამ არ არის მკაფიო (ორიგინალობა), ლოგიკური
კავშირი იგრძნობა, ისინი
მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
იცავს საკითხები შეესაბამება არათანამიმდევრულად გადადის თანმიმდევრულად განიხილავს
შინაარსობრივ სათაურს, თუმცა წყობის ერთი საკითხიდან მეორეზე. საკითხებს
თანამიმდევრობას მიხედვით ერთამენთთან
კავშირში არ არის.
ავლენს ანალიზისა ყურადღებას ამახვილებს აანალიზებს ერთ-ორ საკითხს და მოსწავლე აანალიზებს
და კრიტიკული მხოლოდ ფაქტებზე, არ მათ მიმართ გამოხატავს საკუთარ მასალაში მოცემულ საკითხებს,
აზროვნების უნარს ავლენს კრიტიკული დამოკიდებულებას გამოხატავს მათთან
აზროვნების უნარს. დაკავშირებით საკუთარ
პოზიციას
მიღებული ქულა

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:

თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი) 2

საუბარი (გამართულობა, ტემბრი) 2

აუდიტორიასთან კონტაქტი 2

ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი) 3

დროის ლიმიტის დაცვა 1

ჯამი 10 ქულა

You might also like