You are on page 1of 4

108066 ჯგუფის სტუდენტი ნიკა შონია პასუხები

1. საგნის დანიშნულებაა აზრის გაგების, დამახსოვრების, სხვათათვის გაგებინებისა


და წერის წესების სწავლება, რაც მთელ მსოფლიოში აკადემიური სფეროს –
მეცნიერებისა და განათლების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტითაა
დადგენილი, ანუ სავალდებულო ნორმაა.

2. წერითი მეტყველების უმთავრესი ნიშანია დროითი გამძლეობა. ამით


ზეპირმეტყველება მას ვერ შეედრება.

3.წერითი მეტყველების მიზნები :

<> ვწერთ, რათა გავიგოთ;

<> ვწერთ, რათა დავიმახსოვროთ;

<> ვწერთ, რათა ვიაზროვნოთ;

<> ვწერთ, რათა სხვას გავაგებინოთ;

<> ვწერთ, რათა სხვასთან ურთიერთობა დავამყაროთ;

<> ვწერთ, რათა საკუთრი თავი შევიცნოთ;

<> ვწერთ, რათა ჩვენი წარმოვაჩინოთ.

4. მეტყველებას კომუნიკაციური მიზანდასახულობის შესაბამისად გამოხატვის ორი


საშუალება აქვს: ერთი ლინგვისტიკური (ენობრივი), მეორეა ექსტრალინგვისტური
(არაენობრივი), ჩვეულებრივ, სხეულის ენით რომ რეალიზდება.

სხეულის ენა კი ისეთ კომუნიკაციურ ერთეულებს მოიცავს, როგორიცაა: მიმიკა ,


ჟესტიკულაცია, გამომეტყველება, როგორც შინაგანი მეტყველების ვიზიონური
გამოხატულება. სხეულის ენით სათქმელის ისეთი ასპექტების წარმოჩენა ხერხდება ,
რომელთა გამოხატვა სიტყვით, ჩვეულებრივ, შეძლებელია.

ბუნებრივ ენას კომუნიკაციის დამყარებისათვის ლექსიკური , ფონრეტიკური ,


მორფოლოგიური, სინტაქსური საშუალებები მოეპოვება. ამათ ემატება მეტყველების
სტილური სახეობები და ვარიაციები.
5. მეტყველების ზნეობრიობა. მეტყველება ყოველთვის შედეგზეა
ორინეტირებული და გათვლილი. ამის გამო მეტყველება ბუნებრივად შეიცავს
მოლაპარაკე სუბიექტის მსმენელისადმი პასუხისმგებლობის ასპექტებს, რადგან
სიტყვას ორმაგი ბუნება აქვს: „ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა“
(ვაჟა ფშაველა). ამ აზრის საფუძვლიანობა მეტ დამარწუნებლობას შეიძენს, თუ
გავითვალისწინებთ, რომ საერთოდ მეტყველების და, განსაკუთრებით, საჯარო
სიტყვის არსი ხალხის, საზოგადოების მსახურებაში იკითხება. მეტყველებით
(სიტყვით) ადამიანთან რაიმეს მიღწევა, როგორც ვნახეთ, იძულებით, დაყოლიებით
და დარწმუნებით არის შესაძლებელი და ეს მესამე გზა (სოციოტექნოლოგია)
ყველაზე სასურველი, ყველაზე შედეგის მომტანია იმიტომ, რომ ეთიკურია,
ზნეობრივია. სამეტყველო ურთიერთობებში საზოგადოების ზნეობრივ-ეთიკური
ნორმების დაცვის აუცილებლობის კი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში შემნილი
რიტორიკის სახელმძღვანელოებით იყო დაკანონებული. ეს კანონი მოლაპარაკეს
კატეგორიულად ურჩევდა სიტყვით მხოლოდ იმ ადამიანობისათვის მიემართა,
რომელთა მიმართაც კეთილად იყო განწყობილი. გარკვეულია, მოლაპარაკე
სუბიექტი სამეტყველო მიზანდასახულობის რეალიზების პროცესში ვერაფერს
უხერხებს ქვეცნობიერ სამეტყველო მოტივაციას, რადგან ადამიანის შეგნება, როგორც
წესი, ვერ აკონტროლებს ქვეცნობიერს. ქვეცნობიერის ენა ემოციურია, ემოციები კი
ნაკლებად ექვემდებარება გონების, ინტელექტის მეურვეობას, რადგან
„მოულოდნელად“ ჩნდება. ასევე მოულოდნელი (დაუგეგმავი) საქციელისაკენ
უბიძგებს. ადამიანის შეგნება კომუნიკაციის პროცესში ქვეცნობიერის მართვას ვერ
ახერხებს და ამის გამო მისი მოქმედების შედეგები ყოველთვის სააშკარაოზეა
„გამოსული“.
6. მეცნიერული კვლევა სოცილური მოვლენაა და საზოგადოების ინტერესთა
დაკმაყოფილებას ემსახურება. ისიც ვიცით, მკვლევარმა უნდა დაარწმუნოს , რომ ნაშრომი
მისთვის საჭიროა და დასმულ პრობლემებზე აზრი შეაცვლევინოს , თანამოაზრედ
გახადოს. მკვლევარმა უნდა შექმნას ერთი აზრით შეკავშირებულ ადამიანთა
საზოგადოება, რომელიც განსაზღვრავს მეცნიერული ნაშრომის ღირსებას.

მეცნიერული ნაშრომი, რაც არ უნდა გენიალური იყოს, თუ მას საზოგადოებრივი


ღირებულება არ აქვს, თუ მხოლოდ მკვლევრის ლტოლვა-მისწრაფებებს აკმაყოფილებს,
ორმოში ჩამარხულ განძს დაემსგავსება.

მეცნიერულ კვლევაში მკთხველის ინტერესების გათვალისწინება თავად მკვლევრისა და


მისი ნაშრომისათვის არის სასარგებლო: კვლევა უფრო მიზანმიმართულია, მყარი და
ჭეშმარიტებასთან მიახლოებული. ამას გარდა, მკვლევარსაც უადვილებს საქმეს (რადგან
დაილოგის აზროვნებითს ფორმას მოიმარჯვებს).

აღნიშნული ეთიკური ნორმები საერთო ინტერესების რეალიზებაზეც აისახება , რადგან


ერთნაირადაა ჩართული მკვლევარიცა და მკითხველიც. კვლევის შედეგი საზოგადოების
საკუთრებად იქცევა. მკვლევარი ნაშრომის დასრულების მომენტიდან მის მიერ შექმნილი
ცოდნის ისეთივე მომხმარებელი ხდება. როგორც მისი მკითხველი.
7. როგორც კი გონებაში კვლევის კონკრეტულ ამოცანებს (თემას) ჩამოაყალიბებთ,
მისი რეალიზებისათვის თქვენს ყოველ გადასადგმელ ნაბიჯს გაიცნობიერებთ,
მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ, კვლევის დაგეგმვაა.

დაგეგმვა არც ისე იოლი საქმეა და პირველად ეჭვიანობასაც ადვილად


დაძლევთ, თუ შემდეგ რჩევას გაითვალისწინებთ:

 ყველაფერი შეკითხვების დასმითა და მათზე მცირე შენიშვნა-


შთაბეჭდილებების დაფიქსირებით დაიწყეთ.

ამორჩეული თემის შესახებ ბევრი უნდა იკითხოთ სპეციალური ლიტერატურა


და წყაროები, გზადაგზა ყოველ შეკითხვასთან დაკავშირებით, მცირე შენიშვნები
უნდა „ჩაინიშნოთ“ ეს პრობლემაც დაგიკონკრეტებთ და კვლევის ათვლის
წერტილსაც გაპოვნინებთ. გაიცნობიერეთ, პრობლემის კვლევაში რა კონკრეტულ
დონეზე დგახართ და მისი გადაწყვეტისათვის საით უნდა იაროთ. მართალია, ასე
გაცნობიერებით მეტი მუშაობა გამოგივათ, ვიდრე თქვენი კონკრეტული პროექტი
(თემა) საჭიროებს, მაგრამ ცოდნაც მეტი დაუგროვდებათ და კვლევის უნარიც. ეს
ყველაფერი თქვენს კვლევებშიც გამოიღებს ნაყოფს.

კვლევის დაწყების მომენტში აუცილებელია:


<> შეარჩიეთ ისეთი რეალური თემა, რომ საკმარისი ინფორმაციის მოპოვება
შეძლოთ;
<> თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასვათ ისეთი კითხვები, რომელთა
პასუხები პრობლემას მიზეზ-შედეგობრივად გადაგაჭრევინებენ;
<> თავი მოვუყაროთ იმ მონაცემებს, რომლებიც პასუხებს გაგაცემინებთ თქვენ მიერ
დასმულ კითხვებზე. როცა ასეთ მონაცემებს თავს მოუყრით, მათ არგუმენტების
ფორმას მისცემთ და სქემას (მონახაზს) შეადგენთ.

You might also like