You are on page 1of 3

ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები Qwelly

თავი IX - ფოკუს-ჯგუფი
ფოკუს-ჯგუფი დისკუსიაზე დაფუძნებული ინტერვიუა. მონაცემები რესპონდენტთა
ჯგუფისაგან მიიღება, ეს არის კარგად გამიზნული და ორგანიზებული შეკრება.

ჯგუფური პროცესების შესწავლას მდიდარი კვლევითი ისტორია აქვს და სათავეს


სოციოლოგიაში იღებს, რადგან სოციალურ კომუნიკაციასთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად ამისა, ამ მეთოდს სოციოლოგების გარდა მარკეტოლოგები და ფსიქოლოგებიც
იყენებენ, განსაკუთრებით ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში.

ფოკუს-ჯგუფის დანიშნულება
ფოკუს-ჯგუფი სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება, მისი მიზანია გაიგოს
მონაწილეთა აზრი, თუ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ის სხვა მეთოდებთან
ერთად მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენება იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეეფერება
საკვლევ გეგმას. მას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია რაიმე აქტუალური საკითხის შესახებ,
ან პირიქით, წამოჭრას ახალი საკითხი. ფოკუს-ჯგუფის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს,
რომ ის აკონტროლებს, თვალს ადევნებს აზრის ფორმირებისა და მისი გამოხატვის პროცესს
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფოკუს-ჯგუფი ძალიან სასარგებლოა კროს-კულტურული
კვლევისთვისაც.

ფოკუსური სტიმული
ფოკუს-ჯგუფის კვლევის ფოკუსში მყოფი საკითხი კონკრეტული დისკუსიისაკენაა
მიმართული, რომელიც გარკვეულ სტიმულურ ობიექტთან, მოვლენასთან თუ
სიტუაციასთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს სარეკლამო რგოლი ან მთელი კამპანია,
პრობლემური საგაზეთო სტატია ან ტელე-რადიო გადაცემა, ადამიანების რეაქცია რაიმე
სამომხმარებლო პროდუქტზე, ან რაიმე სოციალური მოვლენა. სტიმულების შესაძლო
არეალი საკმაოდ ფართოა და ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს.

ფოკუს-ჯგუფის ზომა
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 9 ადამიანით განისაზღვრება, თუმცა,
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 6 ან 8 წევრი უმჯობესია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რაც
უფრო ნაკლებია წევრთა რაოდენობა ჯგუფში, მით უფრო ნაყოფიერია მუშაობა. დიდი
ჯგუფების გაკონტროლება რთულია, მით უმეტეს, რომ ფოკუს ჯგუფის მუშაობას იწერენ
აუდიო-ვიდეო აპარატურაზე, ხოლო სესიის ჩაწერა დიდი ჯგუფის პირობებში
გართულებულია, ვინაიდან ყველა ადამიანი განსხვავებული ხმით, ტემბრით, და სისწრაფით
საუბრობს. აქედან გამომდინარე, ყოველივე ამის კასეტაზე დაფიქსირება შეიძლება
შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყოველი ახალი სესიის დაწყების
წინ საჭიროა მონაწილეთა რაოდენობის 25%-ით გაზრდა, რადგან წინა სესიების მონაწილეთა
სრული რაოდენობა შემდგომ სესიებზე არ გამოცხადდება.

50
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები Qwelly

მდებარეობა და მოწყობა
ფოკუს-ჯგუფის ჩატარების ადგილი ხელსაყრელი უნდა იყოს როგორც თითეული
მონაწილის, ასევე კვლევის მიზნისათვისაც. უმჯობესი იქნება, თუ კვლევა ნეიტრალურ
ადგილას ჩატარდება, თუმცა, ამ მიზნის სისრულეში მოყვანა რთულია. ხშირ შემთხვევაში
კვლევა გარკვეულ დაწესებულებაში მიმდინარეობს, მაგ: საავადმყოფოში.
მონაწილეებისათვის წამყვანია ორი მოთხოვნა: კომფორტი და შესატყვისი გარემო. დიდი
მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე იმ ადგილის გემოვნებით მოწყობასაც, სადაც უნდა
წარიმართოს კვლევა, ვინაიდან ესთეტიკური გარემო კვლევის წარმატებულად ჩატარების
ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, კვლევამ ხელი არ უნდა შეუშალოს თვითონ
მონაწილეს და არ უნდა დაურღვიოს დღის რეჟიმი – ვთქვათ, ბავშვის მოვლა ან
ტრანსპორტირების პრობლემა. ჯგუფის წევრები საკუთარ სახელებს (მხოლოდ სახელებს და
არა გვარებს) წააწერენ ქაღალდზე და მაგიდაზე დადებენ, ან გულზე მიიბნევენ. შედეგად,
ჯგუფის წევრები ერთმანეთს სახელით მიმართავენ.

სესიის ხანგრძლივობა
ფოკუს ჯგუფის მეთოდის მცოდნეთა უმეტესობის აზრით, სესიის ხანგრძლივობა
უფროსებში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, (თუმცა არსებობს 3 ან 3 საათ ნახევრიანი
ჯგუფებიც), ბავშვებში 1 საათს.

თემების ცვლის მართვა დისკუსიის დროს.


არსებობს თემიდან თემაზე გადასვლის ორი ტიპი: პირველი, რომლის დროსაც
ინიციატივას თვითონ რესპონდენტი იჩენს და მეორე, როდესაც ინიციატივა წამყვანის
მხრიდან მოდის.
რესპონდენტის მიერ ინიცირებული ცვლილება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას არ
სურს ამ თემაზე საუბარი, რასაც სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს: თემა მისთვის
ნაკლებად ნაცნობია, ან ეუხერხულება ამ თემაზე საუბარი და სხვ. ამM დროს წამყვანი უნდა
შეეცადოს მოხსნას ამ მოუხერხებლობის ან გაუგებრობის წარმოშობისა და მისი შემდგომი
გავრცელების მიზეზები – მაგალითად, სხვებიც იზიარებენ ამ უხერხულობას, თუ იზიარებენ,
რა არის ამისი საფუძველი?
წამყვანის მიერ ინიცირებული ცვლილებები უფრო სტრატეგიულ ხასიათს ატარებს:
წამყვანს შეუძლია დაუბრუნდეს იმ თემის ანალიზს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო
ზერელედ ან საერთოდ არ იქნა განხილული.

რთული ადამიანების მართვა


ხანდახან ჯგუფში აღმოჩნდებიან რთული ადამიანები, რომელთა გაკონტროლება
აუცილებელია: 1) ჯგუფის მოუსვენარი წევრი: თუ არსებობს ადამიანი, რომელიც მთელი
ჯგუფის განმავლობაში ვერ ისვენებს და ხელს გიშლით მუშაობაში, უმჯობესია მას
შესაფერის მომენტში, (ვთქვათ, შესვენების დროს) და რაც მთავარია, სხვების თანდასწრების
გარეშე ვთხოვოთ დატოვოს ჯგუფი. 2) ჯგუფის ჩუმი წევრები: მათ ასალაპარაკებლად და

51
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები Qwelly

ჯგუფის მუშაობაში ჩასაბმელად უმჯობესია გამოვიყენოთ კითხვების დასმის მეთოდი.


ამასთან, ეს კითხვები გონივრულად უნდა იყოს შედგენილი. 3) ჯგუფის ზედმეტად აქტიური
წევრი: ამგვარი წევრების ენერგიის შესამცირებლად უმჯობესია მათ წინააღმდეგ მივმართოთ
ჯგუფის დანარჩენი წევრების რეაქცია და ვაგრძნობინოთ, რომ სხვებსაც სურთ აზრის
გამოთქმა.

კონსპექტი დამუშავდა და აიკინძა სპეციალურად www.qwelly.com_სთვის!


იხილეთ კატეგორია ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ა!

52

You might also like