You are on page 1of 8

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სასწავლო კურსის სახელწოდება

შესავალი ფსიქოლოგიაში

Introduction to Psychology

სასწავლო კურსის კოდი: SOS30312G1-LS


აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური
ბაკალავრიატი მაგისტრატურა დოქტორანტურა

სწავლების ენა

ქართული

ავტორი
გვარი, სახელი: ხიზანიშვილი სალომე
სამუშაო ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის,
მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77.
მე-6 კორპ. მე– 6 სართული, ოთახი
თანამდებობა: პროფესორი
ტელეფონი: 599 517-357;
ელ–ფოსტა: s.khizanishvili@gtu.ge

სასწავლო კურსის მიზანი

სტუდენტებს გააცნოს ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხებიი და ძირითადი ცნებები;


ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქიკური ფუნქციების კანონზომიერებები;
აუხსნას ფსიქოლოგიისა და სხვა სოციალური მეცნიერებების ურთიერთდამოკიდებულების
საკითხი, ფსიქოლოგიის პრაქტიკული დანიშნულება;
გააცნოს ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა; მათი
კონკრეტული რეკომენდაციები და გამოყენების მეთოდები;
შეასწავლოს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საქმიანობის ფსიქოლოგიური წეს-
ჩვეულებები;
გამოუმუშაოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში (ფირმებში, კომპანიებში) არსებული
ფსიქოლოგიური პრობლემების შეცნობისა და მართვის ფსიქოლოგიური უნარი.

დაშვების წინაპირობები

არ აქვს

-1- (სულ 8 გვ.)


სწავლის შედეგები
№ საგნის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები
აღწერს ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს;
ჩამოთვლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ძირითად ცნებებს, თეორიულ მიდგომებსა და ემპირიულ
აღმოჩენებს.
ხსნის შრომითი ორგანიზაციების წარმატებით ფუნქციონირებაში ადამიანის ფსიქიკური ფაქტორების
როლს;
პროგნოზირებს გლობალიზაციის პროცესის ფსიქიკური მექანიზმების მოქმედებას და მის ნეგატიურ
და პოზიტიურ შედეგებს.
ადგენს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მოვლენების თანმიმდევრობას;
იყენებს აპრობირებულ მეთოდებს საზოგადოებრივად აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემების
ანალიზისთვის;
შეიმუშავებს ფსიქოლოგიური პროპლემების გადაჭრის გზებს, როგორც ზეპირად ისე წერილობით;
ამზადებს კონკრეტულ ფსიქოლოგიურ საკითხთან დაკავშირებულ თემაზე სემინარს და ახდენს მის
პრეზენტაციას;
პატივს სცემს თითოეული ჯგუფის წევრის მოსაზრებებს;
მონაწილეობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებულ ჯგუფურ დისკუსიებში.

სწავლის შედეგების მიღწევის (სწავლება-სწავლის) მეთოდები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული


პრაქტიკა საკურსო სამუშაო/პროექტი კონსულტაცია დამოუკიდებელი მუშაობა

სწავლება-სწავლის მეთოდების შესაბამისი აქტივობები:


1.დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულიაქტივობაა.
დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს ხარისხსა და
აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ესპროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს სტუდენტს მსჯელობისა და
საკუთარიაზრისდასაბუთებისუნარს.
2.თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება –სწავლების იმგვარი სტრატეგიაა, როდესაც ჯგუფის
თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის
თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე
ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
3.ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამაქტივობის გამოყენებით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა
ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფი სწევრები
ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ თავისმოს აზრებებს ჯგუფის
დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში
წევრებსშორის მოხდესფუნქციებისგადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის
მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
4.გონებრივიიერიში (Brain storming) – ეს აქტივობ აგულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული
საკითხის/პრობლემი სშესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული,
აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული აქტივობა განაპირობებს
პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომი სგანვითარებას. მისი გამოყენება ეფექტიანია სტუდენტთა
მრავალრიცხოვანი ჯგუფისარსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: −
პრობლემის/საკითხის განსაზღვრა შემოქმედებითი კუთხით; დროის გარკვეულ მონაკვეთში
საკითხის ირგვლივ მსმენელთა მიერ გამოთქმული იდეების კრიტიკის გარეშეჩანიშვნა
(ძირითადადდაფაზე); 3 −შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა კვლევის მიზანთან იდეის
შესაბამისობის დასადგენად; − შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული

-2- (სულ 8 გვ.)


კრიტერიუმებით; − გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად
შეესაბამება დასმულ საკითხს; − უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის
გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
5. დედუქციური მეთოდი - განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც
ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ
პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდა კონკრეტულისაკენ.
6. ანალიზის მეთოდი - გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ
ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული
საკითხების დეტალური გაშუქება.

კრედიტების რაოდენობა: 3
საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (სთ)
ლექცია: 15
სემინარი (ჯგუფში მუშაობა): 15
პრაქტიკული: -
ლაბორატორიული: -
საკურსო სამუშაო/პროექტი: -
პრაქტიკა: -
შუასემესტრული/დასკვნითი გამოცდა : 1/1
დამოუკიდებელი მუშაობა: 43

ლექცია
№ თემების დასახელება და შინაარსი
ფსიქოლოგიის საგანი
ფსიქოლოგიის განვითარების ეტაპები;
1
ტრადიციული და თანამედროვე ფსიქოლოგია ადამიანის ფსიქიკის შესახებ;
ფსიქოლოგიის მნიშვნელობა ცხოვრებაში.
კვლევები ფსიქოლოგიაში
2
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები.
ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები
ადამიანის ქცევის ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები;
3
ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა.
ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები.
შეგრძნება და აღქმა
სოციალური გარემო. აღუქმელი განმღიზიანებლები და „ფარულ ღირებულებათა“ გავლენა
4
ადამიანის ცნობიერებაზე;
ფსიქიკის „დამცავი“ მექანიზმები.
ცნობიერების ვარიაციები
ყურადღება; უნებლიე და ნებისმიერი ყურადღება;
5
სხვათა ქცევების მცდარი აღქმა, მისი მიზეზები და შედეგები;
დასწავლა-დავიწყების ფსიქოლოგია“.
ადამიანის მეხსიერება
6 ნებისმიერი და უნებლიე; ფიზიოლოგიური მეხსიერება;
ადამიანთა ტიპოლოგიური სხვაობები მეხსიერების მიხედვით;
-3- (სულ 8 გვ.)
ადამიანი და კომპიუტერული მეხსიერება;
შემეცნება და ინტელექტი
ინტელექტის როლი შემეცნების თეორიაში;
7 ონტოლოგიური საკითხების კვლევაში;
ეთიკის საკითხებში;

მოტივაცია და გრძნობები
ვნება და აფექტი.
8 პიროვნული მიღწევის მოტივაცია;
მოთხოვნილებათა იერარქია;
პროფესიის შერჩევა.
ადამიანის განვითარება
9 ადამიანის ხასიათის ტიპები;
ტემპერამენტის ტიპები;
ადამიანის პიროვნულობა
ნებისყოფა, ტემპერამენტი, ინტერესი;
10
ნიჭი, ნასახი, ტალანტი, გენიოსობა.
ნიჭისა და კარგი მეხსიერების განსხვავებულობა.
ემოცია, სტრესი და ჯანმრთელობა
სტრესი და მისი მოხსნის ფსიქოლოგიური მეთოდები.
11
ჯანმრთელობის ფსიქოლოგია;
პიროვნება, პიროვნული თვისებები და ჯანმრთელობა.
ფსიქოლოგიური დარღვევები
12 ფსიქოანალიზი; ტაბუ, სუბლიმაცია, კულტურა;
კომპლექსები და მისი ქვეცნობიერი მიზეზები.
ფსიქოლოგიური დარღვევების მკურნალობა
ფსიქიკური გადახრები;
13
ფსიქიატრია
ფსიქოთერაპია.
სოციალური ქცევა
განწყობა და ადამიანის ქცევები; განწყობის კვლევის მეთოდები;
14
სოციალური პროცესები და ურთიერთობები;
ინტერნეტდამოკიდებულება.
სოციალური ფსიქოლოგია
საზოგადოება და კულტურა;
15
ცრურწმენები;
კონფლიქტისა და მშვიდობის ფსიქოლოგია.

სემინარი
№ თემების დასახელება და შინაარსი
ფსიქოლოგიის საგანი
რა არის ფსიქოლოგია; ფსიქოლოგიის მიზნები;
1 რა არის ფსიქიკა და რა პრობლემები დგას მის წინაშე;
ფსიქოლოგიის შესწავლის საჭიროება;
ფსიქოლოგიის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში;
კვლევები ფსიქოლოგიაში
2 ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდები:
დაკვირვება;

-4- (სულ 8 გვ.)


ტესტირება;
ექსპერიმენტი;
ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები
დასწავლა და ქცევითი ანალიზი;
3
დასწავლის უნარის კვლევა;
კლასიკური განპირობებულობა.
შეგრძნება და აღქმა
აღქმა;
შეგრძნება;
4
ორგანიზება;
იდენტიფიკაცია და ცნობა;
ვირტუალური რეალობა;
ცნობიერების ვარიაციები
გონება, ცნობიერება და შეცვლილი მდგომარეობები
5
ცნობიერების შინაარსი;
ცნობიერების ფუნქციები.
ადამიანის მეხსიერება
6 რა არის მეხსიერება?
სენსორული მეხსიერება.
შემეცნება და ინტელექტი
ინტელექტი და ინტელექტის შესწავლა;
7
რა არის შეფასება?
ინტელექტის შეფასება.
მოტივაცია და გრძნობები
მოტივაცია
8
რა არის მოტივაცია?
კვება, გენები და სიმსუქნე.
ადამიანის განვითარება
ადამიანის განვითარების მახასიათებლები: ხასიათი და ტემპერამენტი;
9
ხასიათისა და ტემპერამენტის განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური მახასიათებლები;
ხასიათი, ტემპერამენტი, ქცევა;
ადამიანის პიროვნულობა
პიროვნების ფსიქოლოგია;
10 პიროვნების ნიშნები;
პიროვნების ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმები;
ქცევის თავისუფლება და იძულება;
ემოცია, სტრესი და ჯანმრთელობა
ემოცია, სტრესი და ცხოვრება;
11
სტრესის გამომწვევი მიზეზები;
სტრესის მნართვის მექანიზმები;
ფსიქოლოგიური დარღვევები
ფსიქოლოგიური აშლილობები;
12
ფსიქოლოგიური აშლილობების ბუნება;
პიროვნების ცვლილებების თერაპიები;
ფსიქოლოგიური დარღვევების მკურნალობა
ფსიქიატრია;
13
ფსიქოთერაპია.
მკურნალობის მეთოდები და ხერხები.
14 სოციალური ქცევა

-5- (სულ 8 გვ.)


სოციალური პროცესები და ურთიერთობები;
სიტუაციის ძალა;
როლები და წესები; სოციალური ნორმები; კონფორმულობა;
სოციალური ფსიქოლოგია
სოციალური ფსიქოლოგია;
15
საზოგადოება და კულტურა;
ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.


დადებითი შეფასებებია:
• (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
• (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
• (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
• (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
• (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
• (FX ) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
• (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
FX-ის მიღების შემთხვევაში სტუ ნიშნავს დამატებითი გამოცდას დასკვნითი გამოცდის
შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე
მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით
გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო
პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების
გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შუალედურ (მიმდინარე აქტივობა
და შუასემესტრული გამოცდა) და დასკვნით შეფასებას. შეფასების თითოეულ ფორმაში
განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: შუალედურ შეფასებაში 30 ქულა და დასკვნით
შეფასებაში 11 ქულა.

შეფასების ფორმები, მეთოდები და კრიტერიუმები:

შეფასების ფორმები შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები


მიმდინარე აქტივობა მიმდინარე აქტივობის შეფასება ხდება ღიაკითხვებიანი
ტესტით სემინარის დროს ან საშინაო დავალებით.
მიმდინარე აქტივობის მაქსიმალური ქულაა 30.
მიმდინარე ყოველკვირეული აქტივობის შეფასება ხდება
ღიაკითხვებიანი ტესტით ან საშინაო დავალებით და
შეადგენს მაქსიმუმ ორ ქულას.
ღიაკითხვებიანი ტესტის შეფასების კრიტერიუმებია:
1. 1.5-2.0 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული, სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და

-6- (სულ 8 გვ.)


დამატებითი ლიტერატურა, შეცდომები არ არის, მსჯელობა
მაღალ დონეზეა.
2. 1.0-1.5 ქულა - პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი,
არსებითი შეცდომები არ არის. სტუდენტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა. მსჯელობა
კარგია.
3. 0.5-1.0 ქულა - პასუხი არასრულია. სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება
ნაკლოვანებები. მსჯელობა ფრაგმენტულია.
4. 0.1-0.5 ქულა-პასუხი არსებითად მცდარია, გადმოცემულია
საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები.
5. 0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არაა მოცემული.
საშინაო დავალება სტუდენტმა უნდა მოამზადოს
დამოუკიდებლად და წარმოადგინოს წერილობით ფორმით.
საშინაო დავალების მაქსიმალური შეფასებაა ორი ქულა და
ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. 1.6-2.0 ქულა - დავალება სრულად არის შესრულებული.
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული.
სპეციალური ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს გავლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და
დამატებითი ლიტერატურა. შეცდომები არ არის.
2. 1.1-1.5 ქულა - დავალება სრულად არის შესრულებული,
თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია.
არსებითი შეცდომები არ არის. სტუდენტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ გავლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა. მსჯელობა
კარგია.
3. 0.6 -1.0 ქულა - დავალება არასრულად არის
შესრულებული. სპეციალური ტერმინოლოგია ნაკლოვანია.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას,
მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. მსჯელობა
ფრაგმენტულია.
4. 0.1–0.5 ქულა - დავალების შესრულება ნაკლოვანია.
სპეციალური ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული.
პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია დავალების
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
5. 0 – შესრულება დავალების შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.
შუასემესტრული შუასემესტრული გამოცდა ტარდება დახურულკითხვებიანი
გამოცდა ტესტით.
შუასემესტრული გამოცდის მაქსიმალური ქულაა 30.
შუასემესტრული გამოცდის შეფასება ხდება დახურული
კითხვებიანი ტესტით და იგი მოიცავს 30 საკითხს.
თითოეული სწორი პასუხი ფასდება შესაბამისად 1 ქულით,
არასწორი პასუხის შემთხვევაში შეფასება შეადგენს 0 ქულას.
დახურული კითხვების შემთხვევაში თითოეულ საკითხს
აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ

-7- (სულ 8 გვ.)


ერთია სწორი.
დასკვნითი/დამატებითი დასკვნითი/დამატებითი გამოცდა ტარდება
გამოცდა დახურულკითხვებიანი ტესტით.
დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულაა 40.
დასკვნითი/დამატებითი გამოცდა მოიცავს 40 საკითხს,
სწორად ამოხსნილი თითოეული მათგანი ფასდება
შესაბამისად 1 ქულით, არასწორი პასუხის შემთხვევაში
შეფასება შეადგენს 0 ქულას. თითოეულ საკითხს აქვს
რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ
ერთია სწორი.

ძირითადი ლიტერატურა

1. გამოყენებითი ფსიქოლოგია, ავტორთა კოლექტივი - გაფრინდაშვილი რ., ფანჯიკიძე თ.,


ხიზანიშვილი ს., თბ., გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2012 წ., 245 გვ. სტუ-ს ბიბლიოთეკის
კეტერი: 159.9(02)28;
2. იმედაძე ი. ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბ., გამომცემლობა „მწიგნობარი“ , 2008 წ , 429 გვ, სტუ-ს
ბიბლიოთეკის კეტერი: 159.9(02)/16.

დამხმარე ლიტერატურა

1. ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები. თბ., გამომცემლობა ტექნიკური უნივერსიტეტი, 2017 წ,


223 გვ.
2. ზიმბარდო ფ., გერიგი რ., ზიმბარდო ფ. ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბ., „ილია ჭავჭავაძის
სახელობის უნივერსიტეტი“, 2009წ. 196 გვ.;
3. ნარგიზაშვილი მ. ”პრაქტიკული ფსიქოლოგია.” თბ., 2008. 245გვ.;
4. Weiten, W. (2011). Psychology: Themes and Variations (8th edition). Belmont, CA: Wadsworth. ISBN-
10: 0-495-81310-9 ISBN-13: 978-0-495-81310-1;
5. Пугачев В.П. ”Руководство персоналов организации”. 2002г. 279 с.

სილაბუსის ავტორი/ავტორები სალომე ხიზანიშვილი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკატერინე შაკიაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი იაშა კუტუბიძე

მოდიფიცირებულია
საინჟინრო ეკონომიკის,
მედიატექნოლოგიებისა და
სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
13.01.2020 წელი
ოქმი №46
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჯაგოდნიშვილი

-8- (სულ 8 გვ.)

You might also like