You are on page 1of 5

საქმე N 010100122006071118 საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება საქართველოს სახელითსაკასაციო საჩივრის დასაშვებობის


შემოწმების შესახებსაქმე №1064აპ-23
29 იანვარი, 2024 წელიფ–ე დ., 1064აპ-23
ქ. თბილისისაქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილიზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2023 წლის 4 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის
პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განაჩენი საკასაციო
წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, პაატა
ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას
მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და
მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების
შესაბამისი, მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორი მიიჩნევს, რომ
დაზარალებულ ს. ხ–სის ჩვენება, რომლის მიხედვით, 2022 წლის 24 მაისს
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. ფ–სე და აიძულა ბანკიდან 12000-
ლარიანი სესხის აღება, დასტურდება მოწმეების – ს. ხ–სის, თ. მ–ს, გ. ხ–ს, გ. კ–
სა და მ. მ–ს ჩვენებებით, რომელთა ერთობლიობით, სარწმუნოდ დგინდებაა
2022 წლის 24 მაისის მუქარის ფაქტი, ხოლო სასჯელთან მიმართებით,
გასათვალისწინებელია, რომ დ. ფ–ე მხილებულია სიცოცხლის მოსპობის
არაერთი ეპიზოდის ჩადენისათვის, მისი ქმედებების შდეგად დაზარალებულია
ოთხი პირი და დაზარალებულებთან კონფლიქტი არ არის ამოწურული.2.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ფ–ს, – დაბადებულს 19..
წლის .. –ს, – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას,
ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,
ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (9 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა,
როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:2.1. 2022 წლის 24
მაისს დ. ფ–ე თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლეს – ს. ხ–ს – მობილური
ტელეფონის საშუალებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც,
დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.2.
2022 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, დ. ფ–ე თავისი ოჯახის წევრს,
კერძოდ, მეუღლეს – ს. ხ–ს – მობილური ტელეფონის საშუალებით დაემუქრა
სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.3. 2022 წლის 7 ივლისს, ღამის
საათებში, დ. ფ–ე თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლეს – ს. ხ–ს –
მობილური ტელეფონის საშუალებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის
გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი
შიში.2.4. 2022 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, დ. ფ–ე თავისი ოჯახის
წევრს, კერძოდ, მეუღლის ს. ხ–ს მშობელს – გ. ხ–ს – დაემუქრა სიცოცხლის
მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში.2.5. 2022 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, დ. ფ–სე თავისი
ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლის ს. ხ–ს მშობელს – გ. ხ–სეს – დაემუქრა
სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.6. 2022 წლის 7 ივლისს, საღამოს
საათებში, დ. ფ–ე მობილური ტელეფონის საშუალებით სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრა – ს. ხ–ს, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.7. 2022 წლის 7 ივლისს, ღამის
საათებში, დ. ფ–ე თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლის ს. ხ–ს მშობელს –
თ. მ–ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.8. 2022 წლის 7
ივლისს, ღამის საათებში, დ. ფ–ე მობილური ტელეფონის საშუალებით
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – ს. ხ–ს, რის გამოც, დაზარალებულს
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.9. 2022 წლის 8
ივლისს, საღამოს საათებში, დ. ფ–ე თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლეს –
ს. ხ–ს – მობილური ტელეფონის საშუალებით დაემუქრა სიცოცხლის
მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში. 2.10. 2022 წლის 8 ივლისს, საღამოს საათებში, დ. ფ–ე
თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლის ს. ხ–ს მშობელს – გ. ხ–ს – დაემუქრა
სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.11. 2022 წლის 8 ივლისს, საღამოს
საათებში, დ. ფ–ე თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლის ს. ხ–ს მშობელს –
თ. მ–ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.2.12. 2022 წლის 8
ივლისს, ღამის საათებში, დ. ფ–ე მობილური ტელეფონის საშუალებით
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – ს. ხ–ს, რის გამოც, დაზარალებულს
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.3. დ. ფ–სეს წარედგინა
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (9 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).4.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დ. ფ–ე ცნობილ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022
წლის 24 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; იგი
ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული ს. ხ–ე) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,
რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის
გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული ს. ხ–ე) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,
რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის
გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული ს. ხ–ე) – საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომა – 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული გ. ხ–ე) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,
რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის
გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული გ. ხ–ე) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,
რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის
გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული ს. ხ–ე) – საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომა – 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 7 ივლისის ეპიზოდი,
დაზარალებული ს. ხ–ე) – ჯარიმა – 1000 ლარი; საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 7
ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული ს. ხ–ე) – ჯარიმა – 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი
ნაწილით (2022 წლის 8 ივლისის ეპიზოდი, დაზარალებული ს. ხ–ე) – ჯარიმა –
1000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 ივლისის ეპიზოდი,
დაზარალებული თამარ მუშამბაძე) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით,
ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 ივლისის
ეპიზოდი, დაზარალებული თ. მ–ე) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
– 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და
თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, დ. ფ–ს მიესაჯა – 1 წლით
თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ
ვადად დაუდგინდა – 2 წელი. 5. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ფ–მ
ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან,
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის
წევრის მიმართ (8 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას,
ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3
ეპიზოდი), თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა 2022 წლის 24 მაისს მეუღლეზე
მუქარის ბრალდება.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი
სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის
პროკურორმა, პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, დ.
ფ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების
ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.7. ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის
განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.8. საკასაციო
სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ
აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის
მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად,
კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე
მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს,
რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად
ჩაითვლება, ასეთებია:ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის
გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს
სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ
მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე,
სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული
გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო
სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის
ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა
საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი
არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი
ზემოაღნიშნული საფუძველი. 10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება
პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2022 წლის
24 მაისის მუქარის ეპიზოდში, დ. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობასთან მიმართებით,
უკანონოა და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილებას მის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან
დაზარალებულების: ს. ხ–ს, გ. ხ–სა და თ. მ–ს ჩვენებები, რომლებზეც
აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, დ. ფ–სათვის
ბრალადშერაცხილ ამ კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით ირიბია და,
შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო
მოწმეების: გ. ფ–სა და მ. მ–ს მონათხრობი, 2022 წლის 24 მაისის მუქარასთან
მიმართებით – არაფრისმთქმელია, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო
სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც
პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში
წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით ვერ
დაადასტურა დ. ფ–ს ბრალეულობა. 11. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ
სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4
ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ
დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო
დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის
შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი
ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე
შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის
სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე
მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო
ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და
დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს,
ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა
დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და
მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და
ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის
მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი
დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.12.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ
სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი
შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების
პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და
რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების
დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის
რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის
პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც
საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ
უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა
გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).13.
სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის
ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური
მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე
მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ფ–ს ჩადენილი დანაშაულების
სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დადგენილი აუცილებელი წინაპირობებიდან (ჩადენილია განზრახი,
ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს;
წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი
მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) გამომდინარე, ჩაუთვალა პირობით
მსჯავრად, რომლის გამკაცრებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში
მოსახდელად განსაზღვრის აუცილებლობას, ვერც კასატორი ასაბუთებს და
არც საქმის მასალებით არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო კვლავაც
იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და
შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა
გამყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორის
საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.14. ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს
სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული
რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. 15.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების
შესაბამისად, საკასაციო სასამართლომდ ა ა დ გ ი ნ ა :1. დაუშვებლად იქნეს
ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის
საკასაციო საჩივარი; 2. განჩინება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძელ. ფაფიაშვილი

You might also like