You are on page 1of 4

საქმე # 140100121004605212 საქართველოს უზენაესი სასამართლო განჩინება

საქართველოს სახელითსაკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების


შესახებსაქმე №1047აპ-23
ქ. თბილისი კ. ნ. 1047აპ-23 30
იანვარი, 2024 წელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ლალი
ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძეზეპირი
მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის
20 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ
დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი დაგ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:1.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. კ–ს, - დაბადებულს
19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
(შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
დანაშაულებში.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: 2.1. 2020 წლის
28 აგვისტოს, ღამის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ბ–ში, ნ. კ–ე,
შელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ც. ჯ–აიას,
კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, რა დროსაც ც. ჯ–ს გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში;2.2. 2020 წლის 28 აგვისტოს, ღამის
საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ბ–ში, ნ. კ–მ, შელაპარაკების ნიადაგზე,
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ც. ჯ–ს, კერძოდ, მოქაჩა თმებზე, გაუკაწრა
შუბლის არე და პისტოლეტის მსგავსი საგანი ჩაარტყა სახის არეში, რის
შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.3. გორის რაიონული
სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენით:3.1. ნ. კ–ე ცნობილ იქნა
უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი
ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;3.2. ნ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე
მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა სახის
არეში პისტოლეტის მსგავსი საგნის ჩარტყმის ეპიზოდი;3.3. ნ. კ–ე ცნობილ იქნა
დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი;3.4. ნ. კ–ს განემარტა, რომ მას,
როგორც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ
ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული
ზიანი.4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენი
სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის
პროკურორმა ოთარ დოხნაძემ და მოითხოვა ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობა
წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის
დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა
უცვლელად. 6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გორის რაიონული
პროკურატურის პროკურორი ოთარ დოხნაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ.
კ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და
მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება
რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან. 7. სასამართლო ითვალისწინებს
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და
საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის
სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს
დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.
49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). 8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ
საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო
საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ
შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. კ–ს
დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე წარდგენილი
ბრალდების ყველა ეპიზოდში რეალური თავისუფლების აღკვეთასთან
დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრას. 9. სასამართლო ითვალისწინებს,
რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ
მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ
დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის
ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს
მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ
დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება
„საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-41-43).10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს
ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები
საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ნ. კ–ს მიერ
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენას. 11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა
დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით
დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.12.
სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ც. ჯ–სა და მისი ოჯახის
წევრების მ. თ–სა და მეუღლის ვ. ქ–ს ჩვენებებს, რომლებმაც მიუთითეს ნ. კ–ს
მხრიდან მუქარის ფაქტზე. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე
მიუთითებენ ნ. კ–ს ოჯახის წევრები – გ. ქ–ე და ლ. ს–ე, ასევე თავად ნ. კ–ე.
ნეიტრალური მოწმეები ი. ლ–ი და თ. ბ–ი ადასტურებენ, რომ 2020 წლის 28
აგვისტოს, ც. ჯ–აიას სახლიდან გაიგეს ყვირილის და გინების ხმა, თუმცა
სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე არაფერი გაუგიათ. 13. სასამართლო
ასევე ითვალისწინებს ც. ჯ–ას საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული გარე
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომლითაც უტყუარად დგინდება, ნ. კ–
იიძესა და ც. ჯ–ს შორის არსებული კონფლიქტი, რა დროსაც ც. ჯ–ა გამოხატავს
აშკარა აგრესიას და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ შერბის ეზოში,
საიდანაც გამოაქვს მილი და ისევ მიემართება ნ. კ–ს მიმართ, მას გზად
აჩერებს ვ. ქ–ე. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა
ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ნ. კ–ს
ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი
შიში, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა
ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის
სასარგებლოდ.14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის
მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო
ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი
შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმეს. 15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ
„თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის
უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის
უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ
პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ
შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს
სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების
გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24
ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). 15.1.
პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით
პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს
ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების,
დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და
სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან
პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა
საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. 16.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით
ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას
ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი
თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ
შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი
გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის
ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და
სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ნ. კ–ს განუსაზღვრა
სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე
მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ
სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს
(სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და
დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული
სანქციის ფარგლებშია. მსჯავრდებულმა ნ. კ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე
კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი. ამასთან, მოცემულ
შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე
მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას,
პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის
საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის
დამძიმება.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო
სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ
აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე
დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის
მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და
საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც
შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.19. საქმის
მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ
საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან
მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე,
რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს
პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ
სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს
საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან
განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.20. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს
სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე
საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.21.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე
მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით დად ა ა დ გ ი ნ ა:1. თბილისის
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენზე გორის
რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი
არ იქნეს დაშვებული განსახილველად; 2. განჩინება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება. თავმჯდომარე ლ.
ფაფიაშვილი მოსამართლეები: შ.
თადუმაძემ. ვასაძე

You might also like