You are on page 1of 4

საქმე # 010100122006023179 საქართველოს უზენაესი სასამართლო განჩინება

საქართველოს სახელითსაკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების


შესახებსაქმე №1199აპ-23 ქ.
თბილისი გ-ძე ხ, 1199აპ-23 7
თებერვალი, 2024 წელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:ლევან თევზაძე
(თავმჯდომარე), შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილიზეპირი მოსმენის
გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული
პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის
დასაშვებობის საკითხი დაგ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ხ. გ-ს, - დაბადებულს .. წლის ... ოქტომბერს, - და ვ. დ-ს, - დაბადებულს ...
წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი ქმედება, რომელიც
უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი
აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,
რაც გამოიხატა შემდეგში: · 2022 წლის 2 ივნისს, დილის საათებში, ქ.ბ-ში, ხ-
ის ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოსულ მ. ქ-ს,
რომელიც მართავდა თავის საკუთრებაში არსებულ „ლექსუსის“ მარკის
ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით: ...) და მგზავრს, რ. ქ-ს, ავტომობილის
სავალი გზა, საპირისპირო ზოლში მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილით
(სახელმწიფო ნომრით: ...) მოულოდნელად გადაუკეტა ხ. გ-მ, რომელიც
იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრთან ერთად. მ. ქ-ის მოთხოვნაზე, მიეცა
ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობა, ხ. გ-ძე გახდა აგრესიული.
მან უმოტივოდ დაუწყო მ. ქ-სა და რ. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება,
რაც გამოიხატა დედის მისამართით გინებით. აღნიშნულის პარალელურად, ხ.
გ-მ მ. ქ-ს ორჯერ ჩაარტყა მუშტი სახეში, ხოლო მძღოლის გვერდით მჯდომმა ვ.
დ-მ რ. ქ-ს ორჯერ ჩაარტყა ხელი ზურგის არეში. მომხდარის დანახვისას,
შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეები. თავდამსხმელები,
დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში, ძალადობითა და ძალადობის
მუქარით ჯგუფურად გამოხატავდნენ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა
უპატივცემულობას, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. ·
2022 წლის 2 ივნისს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ხ-ს ქუჩა №..-ში მდებარე
საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოსულ მ. ქ-ს, რომელიც მართავდა თავის
საკუთრებაში არსებულ „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო
ნომრით: ...) და მგზავრს, რ. ქ-ს, ავტომობილის სავალი გზა, საპირისპირო
ზოლში მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით: ....)
მოულოდნელად გადაუკეტა ხ. გ-მ, რომელიც იმყოფებოდა რამდენიმე
მგზავრთან ერთად. მ. ქ-ის მოთხოვნაზე, მიეცა ავტომობილით
გადაადგილების შესაძლებლობა, ხ. გ-ძე გახდა აგრესიული და უმოტივოდ
დაუწყო მ. ქ-სა და რ. ქ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა
დედის მისამართით გინებაში. აღნიშნულის პარალელურად, ხ. გ-მ მ. ქ-ს
ორჯერ ჩაარტყა მუშტი სახეში, ხოლო მძღოლის გვერდით მჯდომმა ვ. დ-მ რ. ქ-
ს ორჯერ ჩაარტყა ხელი ზურგის არეში მომხდარის დანახვისას, შემთხვევის
ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეები. თავდამსხმელები დაახლოებით 8-10
წუთის განმავლობაში, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჯგუფურად
გამოხატავდნენ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას,
რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.2. ბათუმის საქალაქო
სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით: 2.1. ხ. გ-სა და ვ. დ-ის
მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით
წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ
ნაწილზე. 2.2. ხ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 თვითა და 26 დღით თავისუფლების
აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 15 ივლისიდან. იმის
გათვალისწინებით, რომ ხ. გ-მ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული
სასჯელი მოიხადა, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის
დარბაზიდან. 2.3. გაუქმდა ხ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
შეფარდებული პატიმრობა. 2.4. ვ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 თვითა და 26
დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 15
ივლისიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. დ-მ თავისუფლების აღკვეთის
სახით დანიშნული სასჯელი მოიხადა, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა
სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 2.5. გაუქმდა ვ. დ-ს მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.3. ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19
სექტემბრის განაჩენით: 3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ
დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის
განაჩენი დარჩა უცვლელად. 4. კასატორმა - ბათუმის რაიონული
პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხ. გ-სა და
ვ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი
სასჯელის შეფარდება. 5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები: საკასაციო
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად
არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი
დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის
გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს
სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ
მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე
სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული
გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო
სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის
ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა
საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი
არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. 5.1. შესაბამისად, საკასაციო
სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის
მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში
განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი. 6. საკასაციო
სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხ.
გ-სა და ვ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ
ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, კერძოდ: 7. უსაფუძვლოა
სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია მსჯავრდებულების მიერ ხულიგნობის
წინასწარი განზრახვით ჯგუფის მიერ ჩადენის თაობაზე. 8. საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,
დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის
განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის
ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ
მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება
დამნაშავეთა შორის და რა ფორმითა და საშუალებით იქნა გამოხატული იგი.
უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის
მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის
პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე
არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად; წინააღმდეგ შემთხვევაში,
საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ
შეუთანხმებლად დანაშაულის ჯგუფის მიერ ჩადენა, რომელშიც ერთობლივად
მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. 9. საქმეში წარმოდგენილი
მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა მოცემულობა, რომლის
თანახმადაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ,
დაზარალებულების - მ. ქ-ს, რ. ქ-სა და ფაქტის თვითმხილველი მოწმეების
თანმიმდევრული ჩვენებებით დასტურდება შემდეგი: მას შემდეგ, რაც ხ. გ-მ
ავტომანქანით, რომელსაც თავად მართავდა, გზა გადაუკეტა მ. ქ-ეს, ხოლო
მან სთხოვა გზის დათმობა, ხ. გ-მ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა
დაზარალებულს. მ. ქ-ძე გადმოვიდა ავტომანქანიდან და იკითხა, რატომ
აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამ დროს ხ. გ-მ მას მუშტი ორჯერ დაარტყა
ცხვირში. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა მ. ქ-ის და - რ. ქ-ძე,
რომელიც შეეცადა მის დახმარებას, რა დროსაც დაზარალებულს ზურგის
არეში ხელი ორჯერ ჩაარტყა ხ. გ-ის ავტომანქანიდან ამ დროს გადმოსულმა ვ.
დ-მ. მომხდარის გამო, 10-15 წუთის განმავლობაში, ქუჩაში შეჩერდა
მოძრაობა, ადგილზე მოგროვდა ხალხი. ხ. გ-ძე და ვ. დ-ძე განაგრძობდნენ
უწმაწური სიტყვებით მიმართვებს. 10. საკასაციო სასამართლოს,
გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ ხ. გ-მ დამოუკიდებლად
დაიწყო დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა მის მიერ მ. ქ-ის მიმართ
სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და შემდეგ მისთვის ორჯერ სახის არეში
მუშტის დარტყმაში. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვიდა ვ. დ-ძე ავტომანქანიდან
და იძალადა რ. ქ-ზე, ანუ შემდგომ შეუერთდა იგი ხ. გ-ს დანაშაულის
ჩასადენად. 11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქედან გამომდინარე
არაგონივრული და ზედმეტად აბსტრაქტული იქნება ვარაუდი იმისა, რომ
ისინი დანაშაულის ჩადენისას წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ. ასეთი
ვარაუდი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც კონკრეტულ
საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. 12. ამდენად, საკასაციო
სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ხ. გ-სა და ვ.
დ-ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების
თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით,
სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და
საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულების - მ. ქ-სა და რ.
ქ-ის ჩვენებებით, მოწმეების - მ. ქ-ის, მ. ქ-ის, ი. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით,
შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით,
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..., №... დასკვნებითა და სხვა
მტკიცებულებებით) დასტურდება მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად
შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ უხეშად
დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი
აშკარა უპატივცემულობა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით. 13.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილებას როგორც ხ. გ-სა და ვ. დ-ის ქმედების კვალიფიკაციის, ისე
სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა
ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო
გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებანი, პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის
39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის
შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - ხ. გ-ისა და ვ. დ-ს განუსაზღვრა ისეთი
სასჯელები, რომელიც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. 14. საკასაციო
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების
უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე
დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31,
ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური
არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს
ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად
(Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021). 15.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ
იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი
საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. 16.
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-
33, მე-4 ნაწილების საფუძველზედ ა ა დ გ ი ნ ა :1. ბათუმის რაიონული
პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023
წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ხ. გ-სა და ვ. დ-ს მიმართ
არ იქნეს დაშვებული განსახილველად; 2. განჩინება საბოლოოა და არ
საჩივრდება.თავმჯდომარე ლ.
თევზაძემოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი

You might also like