You are on page 1of 4

კაზუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის


გადაწყვეტილებით, ნასამართლობის არმქონე ნოდარი ცნობილი იქნა დამნაშავედ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–3 ნაწილით.
კერძოდ, მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების
დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და რამაც
გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 14 საათზე, თბილისში, ერთ–ერთ გამზირზე,


ნოდარი მართავდა ვტომანქანა „ მერსედესს“ და მან დაარღვია“საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის
თანახმად, ამ კანონის მე–20 მუხლის მე–2 პუნქტითა და 34–ე მუხლის 11 პუნქტით
დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო
მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელის
არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას
ახორციელებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწწილზე შესულ
ქვეითებს. ამასთან მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ
ქვეითების მიმართ რომლებიც გზის სავალ ნაჭილზე გადადიან სამარშრუტო–
სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად. სწორედ სამარშრუტო –
სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლის შემდეგ, (მამუკა გადმოდიოდა
სამარშრუტო ტაქსიდან), იგი შეეჯახა ქვეითად მოსიარელეს– მამუკას.

შეჯახების შედეგად მამუკამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

აღნიშნული ქმედებისათვის ნოდარს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–4 ნაწილით მიესაჯა 3


წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი
ვადით, მასვე სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა პირობითი მსჯავრის


ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში მოხდით.

მან მიუთითა, რომ პირობითი მსჯავრი აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი


დანაშაულის ხარისხსა და ხასიათს.იგი უსამართლოა. ნოდარმა აღიარ
ა დანაშაული, მაგრამ ეს აღიარება მიმართული იყო სასჯელის შემსუბუქებისკენ. მას
დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებიც არ აუნაზღაურებია.
იმსჯელეთ დანიშნული სასჯელის შესახებ და დააკმაყოფილებდით თუ არა
ბრალდების მხარის მოთხოვნას?

ამოხსნა

ჰიპოთეაზ-შესაძლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული


გადაწყვეტილება ნოდარისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა იყო მის მიერ
ჩადენილი ქმედების პროპორციული, სამართლიანი და მიზანშეწონილი.

ნოდარის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ–ის 276–ე მუხლის მე–4


ნაწილით და სასჯელად ნოდარს შეეფარდეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც
ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ–ის 43–ე მუხლის
საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ნოდარის მიერ ჩადენილი ქმედებასთან რამდენიმე გარემოებაა


გასათვალიეწინებელი.სასჯელის დანიშნვისას სასამართლოს უწევს, მხედველობაში
მიიღოს უამრავი გარემობა, რაც უკავშირდება ჩადენილ დანაშაულს, დამდგარ
მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ეს გარემოებებია ქმედების სიმძიმე, ბრალის ხარისხი,
მოტივი, მიზანი, შედეგი. მოკლედ, დანაშაულის როგორც სუბიექტური, ისე
ობიექტური მხარე. მხედველობაში აგრეთვე მიიღება ყველა გარემოება,
შემამსუბუქებელიცა და დამამძიმებელიც.სასჯელის დანიშვნას რაც შეეხება ,სასჯელი
უნდა იყოს დანაშაულის შესაბამისი და თანაზომიერი.სასჯელი უნდა იყოს
სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და თანაზომიერი. სასჯელის
სამართლიანობაში უნდა ვიგულისხმოთ სასჯელის შეფარდების სამართლიანი
გადაწვეტა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის


დანიშნვის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და
მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა
დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და
მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და
ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის
მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის
დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი ისე დამამძიმებელი
გარემოებები.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლით
გათვალისწინებულია შემამსუბუქებელი გარემოებათა არსებობისას სასჯელის
დანიშვნის წესი.იმისათვის რომ მოხდეს სასჯელის დანიშვნა შემამსუბუქებელი
გარემოებით სახეზე უნდა გვქონდეს: ა) დამნაშავემ უნდა აღიაროს ბრალი;ბ)
დანაშაულის გახსნის პროცესის ხელშეწყობა გ) დამამძიმებელი გარემოების არ
არსებობა .ნოდარის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე წარსულში
ნასამართლობის არქონა წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებებს. ნოდარის მიერ
ჩადენილი ქმედება კერძოდ სამარშრუტო –სატრანსპორტო საშუალებიდან
გადმოსვლის შემდეგ, (მამუკა გადმოდიოდა სამარშრუტო ტაქსიდან), იგი შეეჯახა
ქვეითად მოსიარელეს– მამუკას. შეჯახების შედეგად მამუკამ მიიღო
ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე
მართალია ჩადენილი ქმედება საფრთხის შემცველია მაგრამ ის არის
გასათვალისწინებელი,რომ ქმედება არ იყო განზრახ ჩადენილი.რაც შეეხება
დამამძიმებელ გარემოებებს, სასამართლო მხედველობაში იღებს პირის უარყოფით
დახასიათებას, მის ნასამართლობას, ოჯახის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო
დამოკიდებულებას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ
მიდრეკილებას, კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან და ა.შ.მნიშვნელოვანია თუ
რამდენად გვქავს სახეზე დამამიმებელი გარემოებები .მართალია, რომ
სატრანსპორტო დანაშაული საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად მძიმე შედეგი
მოჰყვება, მაგრამ არაპროპორციურად მკაცრი სასჯელის გამოყენება ნოდარის მიმართ
არ მიმაჩნია სწორად.საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი
არის ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანის მიერ
ავტომობილის მართვა, რასაც ყველაზე დიდი ალბათობით მოჰყვება ავტოსაგზაო
შემთხვევები.ნოდარის შემთხვევაში აღნიშნული სახეზე არ გვაქვს და ამ
ყველაფერთან ერთად, იგი დადებითად ხასიათდება, არ არის ნასამართლევი და
ინანიებს დანაშაულს.ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია
ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე ,რომ ნოდარს დაზარალებულის
მკურნალობის ხარჯები არ აუნაზღაურებია.ნოდარი არ იყო ვალდებული ,რომ
აუნაზღაურებინა მკურნალობის ხარჯები,მაგრამ ის რომ ნოდარმა არ გამოიჩინა
განსაკუთრებული სიფრთხილე რის შედეგადაც მამუკას მიიღო ჯანმრთელობის
მძიმე ხარისხის დაზიანება.შესაბამისად რადგან ნოდარის უყურადღებობის გამო
მიადგა ზიანი კანონიერეი იქნებოდა ,რომ აუნაზღაურებინა.ჩადენილ ქმედებისათვის
ნოდარს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–4 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების
აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ–ის 43–ე
მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება.სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პირობითი მსჯავრის დანიშვნის
ერთ-ერთი საფუძველია:თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან
გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს
გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული
სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ
ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.ამავე
კანონის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5
ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას
სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა
არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული
მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის
სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა,
თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი
წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს
სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და
არაუმეტეს ექვსი წლისა.საქმის გარემოებებისა და ნოდარის ბრალის
შემამსუბუქებელი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, ვფიქრობ,
ნოდარისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არ არის
მიზანშეწონილი.შესაბამისად,ნოდარის ბრალის დამძიმება არ იქნება სამართლიანი
და სასჯელის მიზნის მიღწევასაც არ უწყობს ხელს.

დასკვნა-ყოვლივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, ნოდარის მიერ ჩადენილი


დანაშაულის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, გაანალიზების
შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ
შეფარდებული სასჯელი პროპორციული, სამართლიანი და მიზანშეწონილია.

მილენა მკოიან

You might also like