You are on page 1of 13

კაზუსი:

სისხლის სამართლის საქმის მასალიდან ირკვევა, რომ

2018 წელს გიორგი 17 წლის იყო, რა დროსაც 23 წლის ბიძაშვილმა დავითმა


ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით აიძულა გიორგი თოვლის გროვაში
გადმომხტარიყო მე-3 სართულიდან, რაც გიორგი შეასრულა.

იმავე წელს გიორგი დააკავეს დანაშაულის ჩადენისათვის და მიუსაჯეს 3 წლიანი


პატიმრობა.

2021 წელს ციხიდან გამოსულმა გიორგიმ დეიდაშვილ ლაშასთან საუბარში დაიმუქრა.


კერძოდ: აღნიშნა, რომ 3 წლის წინ მე-3 სართულიდან გადმოხტომის
იძულებისავის დავითს მოამტვრევდა ფეხებს. ლაშამ მუქარა სიტყვასიტყვით
გადასცა დავითს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რამოდენიმე კვირაში ჩასაფრებაში მყოფმა გიორგიმ ხელკეტის მეშვეობით აასრულა


მუქარა. კერძოდ რამოდენიმე ძლიერი დარტყმის შედეგად დავითს წვივის
მიდამოში მოტეხა ორივე ფეხი, რაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნის მიხედვით ნაკლებად მძიმე დაზიანებათა კატეგორიას განეკუთვნება.

გთხოვთ კაზუსი ამოხსნათ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის შესაბამისად და დავითისა და


გიორგის ქმედებები შეაფასოთ და დააკვალიფიციროთ 2021 წლის
მდგომარეობით.

მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია


 
დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დანაშაულის პროვოკაციასა და წაქეზებას აქვს როგორც საერთო ისე განმასხვავებელი ნიშნები.


საერთო ნიშანია ის, რომ ორივე შემთხვევაში პირი დაიყოლიებს სხვას კონკრეტული
დანაშაულის ჩასადენად. დაყოლიება შეიძლება მოხდეს რჩევით, მოსყიდვით, მუქარით,
აგიტაციით და ასე შემდეგ. დანაშაულის პროვოკაციასა და წაქეზებას შორის განსხვავება ისაა,
რომ წამქეზებელს გამიზნული აქვს სხვა პირს ჩაადენინოს დანაშაული, მაგრამ არ სურს მისი
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. დანაშაულის პროვოკატორი კი იმიტომ
დაიყოლიებს სხვას დანაშაულის ჩასადენად, რომ შემდგომში იგი მიაცემინოს
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ამდენად პროვოკატორისათვის სხვა პირის მიერ
დანაშაულის ჩადენა მისთვის სასურველი მიზნის მიღწევის მოტივია. პროვოკაციული
საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად. ამასთან ის პირი
ვისაც დაიყოლიებენ დანაშაულის ჩასადენად უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანაშაულის
სუბიექტის ყველა მოთხოვნას - ასაკს შერაცხადობას და სხვა. თუ დაყოლიებული არ
აკმაყოფილებს სუბიექტის სტანდარტებს, გვექნება არა დანაშაულის პროვიკაცია, არამედ
შუალობითი ამსრულებლობა.

განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა დაყოლიებული პირი დაიწყებს


დანაშაულის მომზადებას (თუ დანაშაული განსაკუტრებით მძიმე კატეგორიისაა) ან
მცდელობას. შესაბამისად დანაშაული მატერიალური კატეგორიისაა.

სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა შეიძლება პირდაპირი განზრახვით. ამასთანავე,


აუცილებელია პირს ამოძრავებდეს სპეციალური მიზანი - პროვოცირებული პირის
სისხლისსამარლის პასუხისგებაში მიცემა. მიაღწევს თუ არა დამნაშავე ამ მიზანს, მის
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია არსებობდეს ეს მოტივი. თუ ასეთი
მოტივი არ არსებობს ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულის წამქეზებით.

(მაგალითი: გამომძიებელმა ორბელიანის მოედანზე პირი რომ გააქურდინა, ნარკოტიკების მაგალითი და ა.შ.)

მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ


პასუხისგებაში

1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


თავისუფლება, ღირსება და პატივი.
ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება შემდეგში: უდანაშაულო პირის სისხლისსამართლის
პასუხისგებაში მიცემაში. პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულად უნდა
ჩაითვალოს მაშინ, როცა პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი გამოიტანს
დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ, რაც 48 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს
ბრალდებულს.

ამ დანაშაულისათვის არ არის საჭირო რაიმე შედეგის დადგომა იგი დამთავრებულად


ჩაითვლება ამ დადგენილების გამოტანის მომენტიდან. შესაბამისად დანაშაული ფორმალურია.

განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება, როცა პირის მიმართ


არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც მიუთითებენ პასუხისგებაში მისაცემი პირის
ბრალეულობაზე. მთავარი მიზანი ამ ნორმისა არის ის, რომ არ მოხდეს უნდანაშაულო პირის,
ანუ მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, მისი სისხლისსამართლის პასუხისგებაში
მიცემა.

იმ შემთხვევაში თუ უდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემას მოჰყვა დაკავება, ამ


შემთხვევაში გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა 146-ე და 147-ე მუხლები (განზრახ უკანონო
დაკავება ან დაპატიმრება).

სსკ-ის 146-ე მუხლის ამსრულებელი სპეციალური სუბიექტია. ესეთად ჩაითვლება ის პირები


ვისაც კანონით მინიჭებული აქვს უფლება მისცეს პირი პასუხისგებაში ასეთებად კი
გვევლინებიან პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ
უფლებამოსილებას.

სუბიექტური მხრივ დანაშაული გაზრახია.

დანაშაულის მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია.


იგი შეიძლება იყოს ამ პირისადმი სიძულვილი, ანგარება, შური, ეჭვიანობა და სხვა.

146-ე მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს უდანაშაულო პირის


სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების
აღკვეთით.

მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება


1. განზრახ უკანონო დაკავება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. განზრახ უკანონო დაპატიმრება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე
შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

კანონიერი დაკავება არის ადამიანის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც


გამოიყენება მაშინ, როცა არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე ისეთი
დანაშაულის ჩადენაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

დაკავების მიზნია დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა, ასევე გაქცევის, დამალვის ან


მტკიცებულებების მოსპობის თავიდან აცილება.

დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების უფლება აქვს პოლიციის თანამშრომელს,


აგრეთვე საქართველოს შს თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს.

გარდა ამისა დაკავების უფლება აქვს პირს, რომელიც არ არის სამართლადამცავი ორგანოს
თანამშრომელი, რომელმაც წაასწრო პირს დანაშაულის ჩადნაზე ან დააკავა დანაშაულის
ჩადენისთანავე.

დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების კანონიერი საფუძვლები მითითებულია


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლში. ამავე მუხლის მესამე
ნაწილის მოთხოვნათა დაცვით დაუშვებელია დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის
ხელმეორედ დაკავება იმავე ფაქტზე. საქართველოს კონსტიტუციის მე18-ე მუხლის თანახმად
ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებული პირი უნდა
წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ
მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების
ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა
განთავისუფლდეს.

ამდენად, პირის დაკავება უკანონოდ ჩაითვლება, როცა არ არსებობს სსსკ-ის 142-ე მუხლით
გათვალისწინებული დაკავების საფუძვლებიან დაკავება განხორციელდა ამავე (სსსკ-ის 142-ე)
მუხლის მოთხოვნათა უგულვებელყოფით.

დაპატიმრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთი ღონისძიების


ერთ-ერთი სახეა.
147-ე მუხლის მეორე ნაწილი დასჯად ქმედებას აწესებს უკანონო დაპატიმრებას. იგი
კანონიერად ჩაითვლება, როცა დაპატიმრება ხორციელდება მოსამართლის ბრძანებით ან სხვა
სასამართლო გადაყწვეტილებით. დაპატიმრება გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც
ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია
თავისუფლების არკვეთა ორი წლით ან მეტი ვადით.დაპატიმრება ასევე შეიძლება
გამოყენებული იქნას მაშინ, როცა ბრალდებულმა დაარღვია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის
ღონისძიება.

პირის დაპატიმრება უკანონოდ ჩაითვლება ასევe თუ გასულია წინასწარი პატიმრობის ვადა,


პატიმრობის ვადა კანონიერად არ არის გაგრძელებული და პირს მაინც არ ანთავისუფლებენ,
ანდა მოსამართლემ გასცა ბრძანება პირის დაპატიმრების შესახებ, მაშინ როცა ამისათვის
კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. ამდენად ამ ნორმის სუბიექტი შიძლება იყოს
მოსამართლე ან პატიმრობის დაწესებულების მუშაკი. (სპეციალური სუბიექტები)

ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგოც მოქმედებით ისე


უმოქმედობით, მაგალითად უმოქმედობად ჩადენილად ჩაითვლება ეს ქმედება თუ ციხის
დაწესებულების დირექტორი არ უშვებს იმ პირს, რომელსაც გაუვიდა პატიმრობაში ყოფნის
ვადა.

147-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვაისწინებულია პასუხისმგებლობა თუ უკანონო დაკავებამ


ან დაპატიმრებამ გამოიწვია მძიმე შედეგი. ამდენად ამ ნაწილისათვის აუცილებელია მძიმე
შედეგის დადგომა ანუ მატერიალური შემადგენლობა და შესაბამისად მოითხოვს მიზეზობრივი
კავშირის არსებობას უკანონო დაკავებასა და მძიმე შედეგის დაგომას შორის.

მძიმე შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სიკვდილი, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად


მძიმე დაზიანება, თვითმკვლელობა და ა. შ.

სიკვდილის მიმართ სახეზე უნდა იყოს გაუფრთხილებლობა, ხოლო სხვა მძიმე შდეგის მიმართ
შესაძლოა სახეზე იყოს როგორც განზრახვა, ისე გაუფრთხილებლობა.

  მუხლი 148. (ამოღებულია)

მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან


დაკავება
 
1. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან
სხვა მძიმე შედეგი;
გ) ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ეს დანაშული არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფელბის უკანონო აღკვეთის ნაირსახეობად,


რადგან მათ შორის არის არსებითი განსხვავება. თავისუფლების უკანონო აღკვეთისას პირის
იძულებითი დაკავება არ ხდება ფსიქიატრიულ საავამდყოფოში, სადაც მას უნდა ჩაუტარდეს
იძულებითი მკურნალობა, არამედ ამ დროს პირის დაკავება ხდება სხვა ნებისმიერ ადგილას -
ბინაში, სარდაფში, ავტომანქანის საბარგულში და ა. შ. 149-ე მუხლით გათვალისწინებული
ქმედების დროს პირს არამარტო თავისუფლება აქვს უკანონოდ აღკვეთილი, არამედ იგი
მოთავსებულია სულით ავამდყოფებს შორის, სადაც მასზე უნდა განხორციელდეს იძულებითი
მკურნალობა, რაც არაა საჭირო მისი ჯანმრთელობისათვის. სწორედაც ამიტომ ეს დანაშაული
მომეტებულად საშიშია ვიდრე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სასჯელიც შესაბამისად
მკაცრია.

პირი ფსიქიატრიულ საავამდყოფოში უკანონოდ მოთავსებულად ჩაითვლება, როცა მისი


ფსიქიკური მდგომარეობა არ ქმნის ამ პირის საავამდყოფოში იძულებით მოთავსების
აუცილებლობას, თუმცა მაინც ათავსებენ მისი ნების საწინააღმდეგოდ.

მაგალითად პირს სურს თავიდან მოიშოროს თავისი ოჯახის წევრი რაიმე პირადი მოტივით. ამ
მიზნის მისაღწევად იგი მოაწყობს ინსცენირებას, ვითომ ეს პირი მოულოდნელად გახდა
აგრესიული, თავს დაესხა ოჯახის სხვა წევრებს და უპირებდა მათ მოკვლას ასვე თითქოსდა
დაამტვრია ყველაფერი და გახდა უმართავი. ამ მიზეზებით გამოიძახებს სათანადო სამედიცინო
სამსახურს, რის შედეგადაც პირი იძულებით მიჰყავთ ფსიქიატრიულ საავამდყოფოში
გამოსაკვლევად, სადაც იგი გარკვეული ვადის მანძილზე იმყოფება სანამ არ გამოიკვლევენ მის
სულიერ მდგომარეობას.

ასეთი ფაქტი შეიძლება განხორციელდეს რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელის


მხრიდან მისი ქვეშევრდომის მიმართ, რომელიც კანონიერად აკრიტიკებს ხელმძღვანელს და
ამხელს მას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. ასეთ შემთხვევებში ფსიქიატრიული
დაწესებულების თანამშრომლების ქმედებები კანონიერია. ისინი ვალდებულნი არიან იძულებთ
მოათავსონ პირი ამ საავამდყოფოში, რათა გაირკვეს მისი ჯანმრთელობის რეალური
მდგომარეობა, ხოლო დაზარალებულის ოჯახის წევრის ან დაწესებულების ხელმძღვანელის
ქმედება უნდა შეფასდეს როგორც შუალობითი ამსრულებელი 149-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშულისა. ამდენად პირის უკანონო მოთავსება ფსიქიატრიულ
საავამდყოფოში შეიძლება ჩაიდინოს კერძო პირმაც.

აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს ასევე უმოქმედობითაც, მაგალითად


ფსიქიატრიული საავამდყოფოს ხელმძღვანელი ან შექმნილი კომისია რაიმე პირადი მოტივით
არ უშვებს უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს სამკურნალო დაწესებულებიდან.

ამ დანაშულის ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ნებისმიერი პირი. ასევე ექიმ
ფსიქიატრი ან მოხელე.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს, რომ უკანონოდ


ფსიქიატრიულ საავამდყოფოში ათავსებს ადამიანს, ვისაც თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან
გამომდინარე არ სჭირდება ფსიქიარტიული მკურნალობა.

149-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალსიწინებს შემდეგი სახის დამამძიმებელ
გარემოებას - „იგივე ქმედება ჩდენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აქ უკვე
გვევლინება სპეციალური სუბიექტი ვისაც შესაძლებლობა აქვს თავისი სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით ზეგავლენა მოახდინოს ექიმ ფსიქიატრზე ან მოსამართლეზე
გადაწყვეტილების გამოტანისას. მაგ: ფსიქიატრიული საავამდყოფოს მთავარი ექიმი, ჯანდაცვის
მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ა. შ.

მუხლი 150. იძულება


 
1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი
ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის
შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ
თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ. 
იძულება ობიექტურ მხრივ გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო
შეზღუდვაში, კერძოდ: პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ
შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება.

პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება - მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე
დოკუმენტის ან საგნის გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ასე შემდეგ.

იმ შემთხევაში თუ დაზარალებულისადმი გამოყენებულ იძულებაში, მაგალითად ცემას,


შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება ან სიკვდილი, ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით, ხოლო თუ პირის იძულებისათვის
გამოყენებული იქნება ისეთი ხერხი, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, ქმედება 150-ე
მუხლით არ დაკვალიფიცირდება და იგი შეფასდება 143-ე მუხლით.

მაგალითად:

დამნაშავემ ხელები შეუკრა დაზარალებულს იმ მოტივით, რომ მას არ დაერეკა პოლიციაში.


(იძულება)

დამნაშავემ ხელ-ფეხი შეუკრა დაზარალებულს, რათა მას ხელი არ შეშალა


ბოროტმომქმედისათვის დაუფლებოდნენ ისინი სხვის ქონებას (თავისუფლების აღკვეთა)

ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის -


მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, გატაცების,
ბინიდან გაგდების და ასე შემდეგ. მუქარა შეიძლება მიმართული იყოს, როგორც იმ პირის
მიმართ, რომლისგანაც ითხოვს გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმი,
ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული.

მაგალითად: პირს ემუქრებიან, თუ უკან არ გამოიტანს სასამართლოში შეტანილ საჩივარს, მას


შვილს მოუკლავენ.

ამდენად, იძულების ძირითად პრინციპია ადამიანს აიძულონ შეასრულოს გარკვეული


მოქმედება. მაგალითად:

მასწავლებელს აიძულებენ დაუწეროს მოსწავლეს მაღალი ქულა. დაწესებულების


ხელმძღვანელს აიძულებენ სამუშოზე მიიღოს პირი, ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისგან - არ
გარიცნოს სტუდენტი არ დაითხოვოს სამსახურიდან მუშაკი და ასე შემდეგ.
საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ:
პირს აიძულებენ დალიოს ახალი სამედიცინო პრეპარატი, რათა დადგინდეს ამ პრეპარატის
სასარგებლო ან მავნე თვისებები. ასევე პირს აიძულებენ თავის თავზე გამოსცადოს ჰიპნოზის
ზემოქმედება და ასე შემდეგ.

იძულება, როგორც დანაშაული სახეზეა იმ შემთხვევაში როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან


არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მისი უფლებაა,
ანუ მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. შესაბამისად დანასაული ფორმალური
ხასიათისაა.

იმ შემთხვევაში როცა პირი სხვას აიძულებს ისეთი ქმედების ჩადენას, რომელიც მას კანონით
უნდა შეესრულებინა 150-ე მუხლით პასუხისმგებლობა გამორიცხულია. მაგალითად არ
გვექნება იძულება, როცა ავამდყოფის მშობელი მუქარით აიძულებს მედიცინის მუშაკს
დახმარება აღოუჩინოს ავამყოფ ბავშვს. ამ შემთხვევაში მედიცინის მუშაკი ისედაც ვალდებულია
დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს.

მუხლი 1501. ქორწინების იძულება


 
1. ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიცია, რა დროსაც მშობლები და


ახლონათესავები წყვიტავენ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ პირთან ქორწინებაში. ასეთი
ქმედება კანონმდებელმა სისხლის სამართლის კანონით დასჯადად გამოაცხადა.

ქორწინების იძულება ზოგადად იძულების ერთერთი სახეა და იმავე გაგებუთ უნდა


გავიგოთ როგორც ეს 150-ე მუხლის (იძულება) განხილვისას იყო. კერძოდ: იძულების
ძირითად პრინციპია ადამიანს აიძულონ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. ამ
შემთხვევაში ქორწინებაში შევიდეს არასასურველ პირთან. უარი არ თქვას მის
შემოთავაზებაზე დაქორწინების შესახებ და სხვა.
მაგ: შვილს მამა აიძულებს, რომ ცოლად გაყვეს შვილისათვის არასასურველ პირს.
თავდაპირველად მამა თავისი ავტორიტეტისა და ფსიქოლოგიური ხრიკების
გამოყენებით ცდილობდა ეიძულებინა შვილი, რომ დათანხმებულიყო. შემდგომში კი
იძულებამ უფრო სერიოზული სახე მიიღო და მამამ შვილს შეუწყვიტა ფინანსური
დახმარება, შეუზღუდა თავისუფალი ნებით გადაადგილება და სხვა.

მუხლს გააჩნია დამამძიმებელი გარემოებაც, რომელიც ეხება არასრულწლოვნის


მიმართ ჩადენილ იძულებას და არაერთგზის ჩადენილ ქორწინების იძულებას.

მუხლი 151. მუქარა


 
1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების
მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, –
დ) ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ. 

ამ დანაშაულისაგან ს/სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური


ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.


კაზუსი: გიორგი რომელიც არაერთხელ არის ქურდობისთვის ნასამართლევი პირადი
განაწყენების მოტივით, დაემუქრა ირაკლის, რომ მოპარავდა ძვირად ღირებულ ავტომანქანას.
გიორგის ქმედება შეიცავს თუ არა მუქარის ნიშნებს? (არა)

სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოხატავდეს


სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა
სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას, რაც შეიძლება ნორმის ხარვეზად
ჩაითვალოს.

მუქარა ობიექტურ მხრივ გამოიხატება მოქმედებაში (ანუ თავად მუქარაში). მისი უმოქმედოთ
ჩადენა შეუძლებელია, შედეგში შიშში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატეფონო საუბრით, იარაღის


დემონსრტირებით. ასევე დამნაშავემ მუქარა შეიძლება შეუთვალოს დაზარალებულს სხვა პირის
მეშვეობით. მუქარათ ჩაითვლება ასევე ის გარემოებაც, როცა დამნაშავე დაზარალებულების
ახლობლებთან იმუქრება ამ პირის მოკვლით.

დანაშაულის შემადგემნლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება


არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი
შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს
წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და მნიშვნელობა არ აქვს მუქარა აღსრულდა თუ


არა.

სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს და ბრალის ფორმის


მიხედვით დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი.

აღსანიშნავია, რომ მესამე პირთან განხორციელებული მუქარა ამ დანაშაულის კვალიფიკაციას


ვერ მოგვცემს. მაგალითად გიორგიმ დათოსთან საუბარში განაცხადა, რომ ყელს გამოჭრიდა
ნიკას. იმ შემთხვევაში, თუ დათო ამის შესახებ აცნობებს ნიკას, გიორგის ვერ მივცემთ სს
პასუხისგებაში.

რა არის იძულების და მუქარის განმასხვავებელი ნიშნები?

იძულების დროს მუქარა არის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იმისთვის, რომ დაზარალებულს
შეასრულებინონ რაიმე ქმედება ანდა საკუთარ თავზე გამოაცდევინონ თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება. ხოლო მუქარის დროს დამმუქრებელს არ აქვს ასეთი მიზანი, იგი
არანაირ ქმედებას არ მოითხოვს დაზარალებულისგან, მაგალითად: პირი ემუქრება ადამიანს,
თუ შეიტანს განცხადებას პოლიციაში მის წინააღმდეგ მას შვილს მოუკლავს. ამ შემთხვევაში
გვაქვს იძულება, ხოლო თუ ერთი პირი ემუქრება მეორეს, სადაც კი შეხვდება მას აუცილებლად
მოკლავს, სახეზეა მუქარა.

კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ამ დანაშაულებს შორის არის შემდეგი: 150-ე მუხლით
გათვალისწინებული ფსიქიკური იძულება (მუქარა) შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, ხოლო
151-ე მუხლით მუქარის შინაარსი შეზღუდულია და ის სულ სამი სახისაა - სიცოცხლის
მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა.

(მაგალითი ციხიდან რომ ემუქრებოდა ყოფილ ცოლს და საბოლოოდ ვაკეში რომ დაჭრა.)

მუხლი 1511. ადევნება


 
1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო
ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება
ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი
ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას
ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის
გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების
წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ
საჭიროებას უქმნის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება


დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან.

სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.


ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებაში, ალტერნატიულ შედეგში
და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
კერძოდ:
ქმედება ---- პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან
ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება
ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი
ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
შედეგი ---- იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან
ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების
საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან
მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
მიზეზობრივი კავშირი --- თუ სუბიექტი არ აედევნებოდა დაზარალებულს, მაშინ ამ
უკანასკნელს არ გაუჩნდებოდა შიში, არ შეეცვლებოდა ცხოვრების სტილი და ა.შ.

აღნიშნული ქმედება იძულებისაგან უნდა გაიმიჯნოს იმით, რომ 1. იძულებისას პირი


იყენებს ფიზიკური ან ფსიქიკური ზეწოლის ხერხს, რათა აიძულოს დაზარალებული
შეასრულოს ან უარი თქვას გარკვეულ მოქმედებაზე, ხოლო ადევნებისას არაა
აუცილებელი დამნაშავეს ამოძრავებდეს იგივე მიზანი. 2 იძულება ერთჯერადი აქტია,
ხოლო ადევნება სისტემატიური ხასიათის. 3. იძულებისას არ არის აუცილებელი რაიმე
შედეგის დადგომა, რაც აუცილებელია ადევნებისას, ანუ პირის ფსიქიკური ტანჯვა და
ა.შ.
სუბიექტურ მხრივ დამნაშავის მოტივს ან მიზანს კვალიფიკაციისათვის არ აქვს
მნიშვნელობა, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული შესაძლებელია
ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

ამ დანაშაულს გააჩნია შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებები, რაც ასახულია თავად


მუხლში.

(მაგალითი: ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ ადევნება ბოკოვის მხრიდან)  

You might also like