You are on page 1of 16

კაზუსი:

“ა“ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თავს დასხმოდა და დაეპყრო „ბ“ სახელმწიფო.

ამ მიზნით „ა“ სახელმწიფოს მეთაურმა თავის შესაბამის სამსახურებს დაავალა


შეემუშავებინა შესაბამისი სამხედრო კონცეფციაც, მაგრამ ეს პროცესი ცნობილი გახდა
„ბ“ სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის და მომავალი შემოჭრისა და საომარი
მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით ატომური იარაღი ესროლა „ა“ სახელმწიფოს
დედაქალაქს. შედეგად განადგურდა „ა“ სახელმწიფოს სამხედრო ინფრასტრუქტურა,
დაიღუპა რამოდენიმე ათასი ადამიანი და განადგურდა მთელი ქალაქის ატმოსფერო.

გთხოვთ შეაფასოთ „ა“ და „ბ“ სახელმწიფოს ქმედებები.

კარი მეთოთხმეტე
დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო იზრდება და იხვეწება ტრანსნაციონალური


დანაშაული. აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის წარმატების გასაღები სახელმწიფოთა
თანამშრომლობაშია, რაზედაც სათანადო ყურადღება გაამახვილა გაერომაც.
შემუშავებული და მიღებულია არაერთი რეზოლუცია. ამ ბრძოლის ეფექტურობის
გაზრდის მიზნით მსოფლიო მაშტაბით ნელნელა სისხლისსამართლებრივი და
პროცესუალური სისტემების დაახლოება მიმდინარეობს, რასაც თავის მხრივ ხელს
უწყობს საერთაშორისო კონვენციების ზრდაც. შეიქმნა მუდმივი საერთაშორისო
სასამართლოც, რომელიც გამოიყენებს საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ ნორმებს.

საერთაშორისო სამართალი იცნობს ორ ძირითად მიმართულებას.

1. საერთაშორისო დანაშაულს, (გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის


წინააღმდეგ, ომის დანაშაული და სხვა) რომლისთვისაც პასუხისმგებლობა
გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით და
2. საერთაშორისო ხასიათის დანაშაული (ტერორიზმი, ნარკოტიკები, ფულის
გათეთრება და სხვა.) რომლისთვისაც პასუხისმგებლობა დგება კონვენციების
საფუძველზე.

სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ ეთმობა


მე-14 კარის 47-ე თავი. ამ თავში ასახულია კაცობრიობის მშვიდობის,
უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულები.
საქ. სს კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ დანაშაულს ახასიათებს
ბლანკეტურობა. კერძოდ იგი მიუთითებს საერთაშორისო სისხლის სამართლის
კონკრეტულ აქტებზე, მაგალითად 406 მუხლი - მასობრივი განადგურების
იარაღი, 413 მუხლი - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება და სხვა.
როგორც ცნობილია მათ უფრო დიდი იურიდიული ძალა აქვთ ვიდრე კოდექსის
სხვა ბლანკეტურ ნორმებს.

როგორც ავღნიშნეთ საერთაშორისო დანაშაულის ერთერთ სახეს წარმოადგენს


საერთაშორისო ხასიათის დანაშაული. მისი განსაზღვრება ასეთია:
საერთაშორისო მართლსაწინააღმდეგო ქმედება (უცხოური ელემენტის
არსებობით), რომელიც ქმნის საერთაშორისო ურთიერთობის განვითარების
საფრთხეს.
ქმედების ჩადენის გარემოებათა გამო საერთაშორისო ხასიათის დანაშაულს
ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს. ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც ისჯება
ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, მაგრამ კონკრეტულ გარემოებათა არსებობის
გამო საერთაშორისო ხასიათი გააჩნია.
საერთაშორისო ხასიათის დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის
უშუალო ობიექტი ზოგადი სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა (მაგ:
მეკობრეობის, საერთაშორისო ტერორიზმის, საერთაშორისო ნარკოდანაშაულის
და ა.შ. შემთხვევაში) და მისი ჩადენა ხდება ორ ან მეტ სახელმწიფოს
ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო დანაშაულისაგან დაცვის ობიექტი კი
საერთაშორისო ურთიერთობა და კაცობრიობის ცხოვრებისეული ინტერესია.
განვიხილოთ აღნიშნული დანაშაულები ცალცალკე:
თავი XLVII
დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ 

    მუხლი 404. აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან


წარმოება
1. აგრესიის აქტის დაგეგმვა ან მომზადება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
2. აგრესიის აქტის დაწყება ან წარმოება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
 შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო აქვს
სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტიანი კონტროლის ან
ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.
 2. ამ თავის მიზნებისთვის „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ
შეიარაღებული ძალების გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან
სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.
3. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ მუხლით
გათვალისწინებული ისეთი აგრესიის აქტის დაგეგმვისთვის, მომზადებისთვის,
დაწყებისთვის ან წარმოებისთვის, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და
მასშტაბით აშკარად არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.

გაეროს გენერალური ანსამბლეის 1974 წლის რეზოლუციის თანახმად „აგრესიას


წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს
სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური
დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან მისი განხორციელება სხვა ისეთი ხერხით, რაც არ
შეესაბამება გაეროს წესდებას“.

404 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის ძირითადი


წყაროა გაეროს წესდება, 1974 წლის რეზოლუცია „აგრესიის განსაზღვრის“ შესახებ და
სხვა.

აგრესიის ფაქტის არსებობას ადგენს გაეროს უშიშროების საბჭო და მას სავალდებულო


ხასიათი აქვს ქვეყნების სასამართლოებისათვის.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მშვიდობა


და სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა.

დანაშაულის სპეც. სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია, რომელსაც


სახელმწიფო პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტური კონტროლის ან
ხელმძღვანელობის შესაძლებლობა გააჩნია (ფაქტობრივად ამა თუ იმ სახელმწიფოს
მეთაური).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირველი ნაწილი --- აგრესიის აქტის


დაგეგმვაში ან მომზადებაში და მეორე ნაწილი ---- დაწყებაში ან წარმოებაში.

აგრესიის აქტის დაგეგმვაში იგულისხმება აგრესიული აქტის იდეურ-პოლიტიკური


და სამხედრო კონცეფციის შემუშავება, სამხედრო მოქმედებათა ტაქტიკისა და
სტრატეგიის შემუშავება, სათანადო სამობილიზაციო და ორგანიზაციულ-ტექნიკური
გეგმებისა და პროექტების შედგენა, მატერიალურ - ტექნიკური და ომის წარმოების სხვა
რესურსების გაანგარიშება, შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, შემადგენლობის,
დისლოკაციის წინადადებათა შემუშავება, სადაზვერვო საქმიანობის ორგანიზაცია,
ინფორმაციული საქმიანობა და აგრესიის განხორციელების სხვა საწყისი ეტაპები.

აგრესიის აქტის დაწყებაში იგულისხმება სხვა სახელმწიფოს მესაზღვრეებზე


ეპიზოდური შეიარაღებული თავდასხმა, გემის გატაცება და ამგვარი მოქმედებები.

აგრესიის აქტის წარმოება გულისხმობს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ სრული და


ფართომაშტაბიანი აგრესიის განხორციელება სამხედრო ოპერაციების გამოყენებით.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია ჩამოთვლილი


ქმედებების განხორციელებისთანავე.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივი და მიზანი შესაძლებელია მრავალნაირი იყოს,


მაგრამ იგი კვალიფიკაციაზე არ მოქმედებს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით
დანაშაული შესაძლებელია ცადენილი იქნეს პირდაპირი განზრახვით.

  
    მუხლი 405. მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ,
მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ
1. საქვეყნოდ მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ,
დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საინფორმაციო საშუალებით ან სახელმწიფო-
პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამ დანაშაულის საშიშროება მდგომარეობს სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის


მშვიდობიანი მოწესრიგების მექანიზმისათვის იდეოლოგიური, პოლიტიკური და
ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებაში.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია


საერთაშორისო მშვიდობა და სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა, მსოფლიოს
ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური უშიშროება ხალხთა სოპლმხედველობით
ღირებულებათა სისტემა, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოთაშორის საკითხების
ძალადობრივი გზით გადაწყვეტის საშიშროებას.

დანაშაულის სუბიექტი შერაცხადი პირია (პირველი ნაწილი) აგრეთვე სახელმწიფო


პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი (მეორე ნაწილი).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქვეყნოდ მოწოდებაში --- ა) აგრესიის


აქტის დაგეგმვისაკენ, ბ) მომზადებისაკენ, გ) დაწყებისაკენ დ) წარმოებისაკენ.

საქვეყნოდ მოწოდებაში იგულისხმება პირთა წრის მიმართ ნებისმიერი ფორმით


აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოების იდეის მიწოდება და
მისი აუცილებლობის და მიზანშეწონილების დასაბუთება.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია მოწოდებისთანავე.


სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივი და მიზანი შესაძლებელია მრავალნაირი იყოს,
მაგრამ იგი კვალიფიკაციაზე არ მოქმედებს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით
იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

    მუხლი 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება,


შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან
გადაგზავნა
 
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური,
ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა,
გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ამ დანაშაულის საშიშროება მდგომარეობს მასში, რომ სახელმწიფოთა შორის ან


შიდანაციონალური კონფლიქტის დროს შეიძლება შეიქმნას მასობრივი განადგურების
იარაღის (კასეტური ბობმები, სპეცღარიანი ტყვიები, მომწამვლელი იარაღი და სხვა)
გამოყენების შესაძლებლობა როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალება, რაც
შეიცავს კონფლიქტის რეგიონში საზოგადოებისა და გარემოსდაცვისათვის
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხეს.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია


საერთაშორისო ურთიერთობები ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების
სხვა იარაღის მიმოქცევის სფეროში, რომელიც აკრძალულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით.

დანაშაულის სუბიექტი შესაბამისი ასაკის შერაცხადი პირია.

დანაშაულის საგანი თავად ამ დანაშაულის შემადგენელი ელემენტია და იგი


წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღს.
დანაშაულის ობიექტური ნიშნებია --- ასეთი იარაღის ა) დამზადება, ბ) შეძენა, გ)
შენახვა, დ) გასაღება, ე) გადაზიდვა, ვ) ტრანზიტი ან ზ) გადაგზავნა.

საქვეყნოდ მოწოდებაში იგულისხმება პირთა წრის მიმართ ნებისმიერი ფორმით


აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოების იდეის მიწოდება და
მისი აუცილებლობის და მიზანშეწონილების დასაბუთება.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია ობიექტურ


შემადგენლობაში ჩამოთვლილი ერთერთი მოქმედების განხორციელებისთანავე.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივი და მიზანი შესაძლებელია მრავალნაირი იყოს,


მაგრამ იგი კვალიფიკაციაზე არ მოქმედებს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით
იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

     მუხლი 407. გენოციდი


გენოციდი, ესე იგი ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად
რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით
გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა
ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის
ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის
იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
გენოციდი ლათინური სიტყვაა და იგი თავისთავში გულისხმობს ეროვნული,
ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ან რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის
მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობას ან ასეთი საფრთხის შექმნას. ასეთად ითვლება
ნებისმიერი მოქმედება ზემოთჩამოთვლილი მიზნის მისაღწევად.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია


კაცობრიობის მშვიდობისა და ადამიანურობის საფუძვლები.

დანაშაულის სუბიექტი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირია.

დანაშაულის ობიექტური ნიშანია ქმედება შეთანხმებული გეგმის


განსახორციელებლად რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა
რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად,
რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით
შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში.

ობიექტური ნიშნის მთავარ ელემენტად გვევლინება შეთანხმებული გეგმა. ასეთის არ


არსებობის შემთხვევაში დანაშაული არ გვექნება სახეზე.

გენოციდი ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია ჩამოთვლილ


ქმედებათა განხორციელების მომენტიდან, მიუხედავად იმისა მიყვანილი იქნა თუ არა
იგი (განადგურება-მოსპობა) ბოლომდე.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის,


ხოლო მიზანი თავად მუხლშია მითითებული და იგი „შეთანხმებული გეგმის
განხორციელებაა“ (მიზნით დაფუძვნებული დელიქტი).

რაც შეეხება ბრალის ფორმას, იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

    მუხლი 408. დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ


დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი
სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური
თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი
განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების
უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით,
პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით,
პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური,
კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და
სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის
ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია


მშვიდობიანობისა და ომის წარმოების ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს
სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი საყოველთაოდ აღიარებული
უფლებები.

დანაშაულის სუბიექტი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირია.

დანაშაულის ობიექტური ნიშანია ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო


მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის
ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო
აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით,
პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით,
პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური,
კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და
სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის
ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს


კვალიფიკაციისათვის.

რაც შეეხება ბრალის ფორმას, იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

    მუხლი 409. ეკოციდი


1. ეკოციდი, ესე იგი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან
მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც შეეძლო
ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.

ეკოციდი (ლათინურად ბუნების მკვლელობა) -- აღნიშნული დანაშაულისაგან


სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ბინადრობის ბუნებრივი
გარემო.

დანაშაულის სუბიექტი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირია.


დანაშაულის საგანია ატმოსფერო, მიწა, წყლის რესურსები და ა.შ.

დანაშაულის ობიექტური ნიშანია ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა,


ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც
შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია (პირველი ნაწილი) და შეიარაღებული
კონფლიქტის დროს (მეორე ნაწილი).

მოწამვლა გულისხმობს ობიექტების გაჯერებას ქიმიური, ბიოლოგიური ან


რადიაქტიული ნივთიერებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის
ჯანმრთელობაზე და აგრეთვე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე.

მასობრივი განადგურება გულისხმობს ადამიანის საწარმოო ან სხვაგვარი საქმიანობის


შედეგად გამოწვეული ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ამათუიმ სახეობის მოსპობას.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს


კვალიფიკაციისათვის.

რაც შეეხება ბრალის ფორმას, იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

    მუხლი410. დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ


კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში
1. შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა
დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ
მოქმედებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან
არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
3. დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ
მოქმედებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან
საომარ მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე და მოქმედებს მატერიალური
გასამრჯელოსათვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე
ის, ვინც გაგზავნილი არაა ოფიციალური მოვალეობის შესასრულებლად.
აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია
საერთაშორისო ურთიერთობა სხვა სახელმწიფოს რეგულარული შეიარაღებული
ძალების გამოყენების სფეროში.

დანაშაულის სუბიექტი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირია.

დანაშაულის ობიექტური ნიშანია დაქირავებულთა ა) შეგროვება, ბ) გაწვრთნა, გ)


დაფინანსება დ) ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა ე) აგრეთვე მისი
გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში.

დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ


მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე და მოქმედებს მატერიალური
გასამრჯელოსათვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე
ის, ვინც გაგზავნილი არაა ოფიციალური მოვალეობის შესასრულებლად.

დანაშაული ფორმალურია და დამთავრებულად ითვლება რომელიმე


ზემოთხსენებული მოქმედების განხორციელებისთანავე.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს


კვალიფიკაციისათვის.

რაც შეეხება ბრალის ფორმას, იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

    მუხლი 411. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის


ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის
დროს
1. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა
სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის
დროს, კერძოდ:
ა) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო პირებზე თავდასხმა;
ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა,
როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან
დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს;
გ) მომეტებული საშიშროების შემცველ ნაგებობაზე ან დანადგარზე თავდასხმა, როცა
ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს
სამოქალაქო ობიექტებს;
დ) დაუცველ ადგილზე ან დემილიტარიზებულ ზონაზე თავდასხმა;
ე) პირზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ მან შეწყვიტა საომარ მოქმედებაში
მონაწილეობა;
ვ) ცეცხლის დროებით შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის,
მოწინააღმდეგე მხარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, წითელი ჯვრის,
წითელი ნახევარმთვარის, წითელი კრისტალის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ
გამოყენება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია;
ზ) ოკუპანტი ქვეყნის მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე გადაყვანა ანდა ოკუპირებული ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ან
სამოქალაქო პირების დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ამ
ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;
თ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის უსაფუძვლოდ
შეფერხება;
ი) აპარტეიდი ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული სხვა არაჰუმანური
მოქმედება, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას;
კ) მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაზე, მათ შორის, ისტორიულ ძეგლზე,
ხელოვნების ნიმუშზე ან საკულტო ადგილზე, როგორც ხალხთა კულტურული
მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მისი განადგურება ან ხელში
ჩაგდება და რაც სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა
საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს,
მიმართული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში
ან არა აქვთ თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე დაჭრილთა, ავადმყოფთა, სამედიცინო
და სასულიერო პერსონალის, სანიტარიული ნაწილების, სანიტარიული სატრანსპორტო
საშუალებების, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ან საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის, დევნილების,
აპატრიდების, საომარი მოქმედებების დროს დაცვით მოსარგებლე სხვა პირების
წინააღმდეგ, კერძოდ:
ა) განზრახ მკვლელობა;
ბ) წამება ან სხვა არაჰუმანური მოპყრობა, სამედიცინო ექსპერიმენტის ჩათვლით;
გ) განზრახ მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ტრამვის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის
პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას;
დ) მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქის, სამხედრო ტყვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა
პირის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში ან/და
მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში,
მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში;
ე) სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად წარმოების უფლების ჩამორთმევა
სამხედრო ტყვისათვის, მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქისათვის ან დაცვით
მოსარგებლე სხვა პირისათვის;
ვ) დაცვით მოსარგებლე პირის დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი
გასახლება ანდა დაპატიმრება;
ზ) მძევლად აყვანა;
თ) თვითნებური და ფართომასშტაბიანი ნგრევა ან ქონების მითვისება, რაც არ იყო
გამოწვეული საომარი აუცილებლობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება ამომწურავადაა


ჩამოთვლილი მუხლის პუნქტებში. იგი გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.

    მუხლი412. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის


ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან
შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის
დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან
ფიზიკური დასახიჩრებით
მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან
სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის
ჩატარება, რომელსაც არ მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ
შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის
თანხმობით, კერძოდ:
ა) ისეთი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური დასახიჩრება;
ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება;
გ) გადანერგვისათვის ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს
ნაწილის ან ქსოვილის აღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ომის
წარმოებისა და შეიარაღებული კონფლიქტის გადაწყვეტის საერთაშორისო სამართლით
აღიარებული წესები.

დანაშაულის სუბიექტი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირია.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების


დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირის
მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარებაში, რომელსაც არ მოითხოვს მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ
სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის თანხმობით,
კერძოდ:
ა) ისეთი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური დასახიჩრება;
ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება;
გ) გადანერგვისათვის ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს
ნაწილის ან ქსოვილის აღება, –

დანაშაული ფორმალურია და დამთავრებულად ითვლება რომელიმე


ზემოთხსენებული მოქმედების განხორციელებისთანავე.

სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს


კვალიფიკაციისათვის.

რაც შეეხება ბრალის ფორმას, იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

    მუხლი413. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის


ნორმების სხვა დარღვევა
ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის
ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც
დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა
ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა;
ბ) მოქალაქეთა გამოყენება ჯარის ან ობიექტების სამხედრო ოპერაციებისაგან
დასაცავად;
გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო
მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე
ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ
გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების
საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი,
საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები
საყოველთაოდ აკრძალულია;
დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.
შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეიარაღებულ
კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების ანდა მათი ქვედანაყოფების მეთაური
ან/და სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს ამ თავის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა
აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მის ხელმძღვანელობას ან/და კონტროლს
დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან/და
სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის


საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს ომის წარმოებისა და
შეიარაღებული კონფლიქტის გადაწყვეტის საერთაშორისო სამართლით აღიარებული
წესების დაცვას.

დანაშაულის სუბიექტი 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირია.

დანაშაულის ობიექტური ნიშნები გამოიხატება შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში:


ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის
ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც
დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა
ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა;
ბ) მოქალაქეთა გამოყენება ჯარის ან ობიექტების სამხედრო ოპერაციებისაგან
დასაცავად;
გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო
მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე
ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ
გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების
საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი,
საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები
საყოველთაოდ აკრძალულია;
დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით, –
სუბიექტური მხრივ დანაშაული მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს
კვალიფიკაციისათვის.

რაც შეეხება ბრალის ფორმას, იგი გულისხმობს პირდაპირი განზრახვას.

You might also like