You are on page 1of 28

კაზუსი 1:

გელამ საქართველოში დააარსა რელიგიური ორგანიზაცია. ხსენებული ორგანიზაციის


წევრები მოქალაქეებს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელნი არ
გაწევრიანდებოდნენ აღნიშნულ ორგანიზაციაში და არ შეასრულებდნენ
შესაბამის რელიგიურ წესებს, რაც თავის თავში გულისხმობდა
მხოლოდდამხოლოდ ლოცვებსა და კეთილი საქმეების კეთებას, დაისჯებოდნენ
მსუბუქი ძალადობის გზით, რომელიც განხორციელდებოდა სათანადო
რელიგიური წესჩვეულებებისა და რიტუალის დაცვით. (ეს დასჯა არ
გულისხმობდა სხეულის დაზიანებას ან სხვა მძიმე შემთხვევებს). ერთერთი
ასეთი წესის აღსრულების დროს პოლიციელებმა გამოიყენეს რა თავისი
სამსახურებრივი მდგომარეობა, უხეშად ჩაერივნენ მითითებულ რელიგიური
წესის აღსრულებაში. კერძოდ წესის აღსრულების პროცედურისას სამმა
პოლიციელმა დააკავა ყველა ამ წესის აღმსრულებელი და მათ შორის გელა.
პოლიციელების ასეთმა ქმედებამ შეურაცხო დაკავებული რელიგიური
ორგანიზაციის წევრების რელიგიური გრძნობები.

გარდა ამისა გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელები უნებართვოდ


ახორციელებდნენ გელას და მისი რელიგიური ორგანიზაციის წევრთა კერძო
საუბრების მიყურადებას და იწერდნენ მას. საბოლოოდ ჩანაწერები 158-ე
მუხლის შესაბამისი შენიშვნის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინეს და გადასცეს
საგამოძიებო ორგანოებს.

გთხოვთ კაზუსი ამოხსნათ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის შესაბამისად და შეაფასოთ


პოლიციელების ქმედება როგორც სსკ 155-ე მუხლის ასევე 158-ე მუხლის
კონტექსტში.

მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა


 
1. საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან
საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს
მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების
განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით
ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით
სამ წლამდე.

განსახილველი მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს


კონსტიტუციის 22-ე მუხლი, კერძოდ: კონსტიტუციის ძალით, ყველას, ვინც კანონიერად
იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და
საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ასევე შეუძლია თავისუფლად გავიდეს
საქართველოსთან, ხოლო საქართველოს მოქალაქეს შუძლია თავისუფლად შემოვიდეს
საქართველოში.

დაზარალებული შეიძლება იყოს:

1.საქართველოს მოქალაქე

2. საქართველოში კანონიერად მყოფი პირი

განსახილველი ნორმა არ ეხება იმ პირებს ვინც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს


ტერიტორიაზე.

სუბიექტი 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირია

ობიექტური მხრივ 152-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ძირითადად მოქმედებაში


გამოიხატება, თუმცა გამორიცხული არაა მისი ჩდენა უმოქმედობითაც (მაგალითად პირს არ
აძლევენ შესაბამის დოკუმენტს, რაც საჭიროა მისი საქართველოდან გასვლისათვის). ამ
დანაშაულისათვის აუცილებელია ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად
სახეზეა შედეგიანი დანაშული.

შესაბამისად სახეზე გვაქვს ქმედება, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს


შორის.
ადამიანის უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლა კანონიერი იქნება მაშინ, თუ ის
ხორციელდება სახელმწიფო უშიშროების, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან
აცილების ან მართლსაჯულების განხორციელების მიზნით. მაგ: საქართველოს მოქალაქეს არ
აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას მძიმე ინფექციური დაავადების თავიდან
ასაცილებლად (კარანტინის მდგომარეობა). ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლის უფლების აკრძლვა კანონიერად ჩაითვლება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებაში იგულისხმება პირის მიერ


ადგილსამყოფელის თავისუფლად შეცვლა.

საცხოვრებელი ადგილის თვისუფლად არჩევა ნიშნავს პირის უფლებას, მისი ნება-სურვილით


აირჩიოს, თუ სად იცხოვრებს - თბილისში ქუთაისში, სოფლად თუ ბინაში სასტუმროში და
სხვაგა.

საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება ნიშნავს საქართველოში კანონიერად მყოფის


შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს კანონის დაცვით დატოვოს ჩვენი ქვეყნის საზღვრები.

როგროც უკვე აღინიშნა ეს დანაშაული შდეგიანია რაც გამოიხატება მნიშვნელოვანი ზიანის


გამოწვევაში. თუ ასეთი ზიანი არ დადგა სახეზეა ადმინისტრაციული ან დისწიპლინური
გადაცდომა. მნიშვნელოვან ზინად შეიძლება ჩაითვალოს მატერიალური ფაქტორი, (სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა) მორალური ფაქტორი, (ვერ მიუსწრო მშობლის
დაკრძალვას), პირადი ხასიათისფაქტორი, (ვერ ჩაიტარა აუცილებელი მკურნალობა, რადგან არ
მისცეს საშუალება დროულად მისულიყო სამკურნალო დაწესებულებაში) და ა. შ. დანაშაული
მატერიალური შემადგენლობისაა.

სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის


ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი.

მეორე ნაწილი ამ დანაშაულისა ითვალისწინებს იმავე ქმედებას ჩადებილს ძალადობით,


ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული
დამამძიმებელი გარემოებების განხილვაზე აღარ შევჩერდებით.

(მაგალითი -- უსაფრთხოების მიზნით საზღვარზე რომ არ უშვებენ გარკვეული კატეგორიის უცხოელებს -- ავუხსნა
--- შესაძლებელია ირანის სასტუმროს კაზუსის მოყოლაც)
მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა
 
სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების
განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში მითითებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს


სიტყვის თავისუფლება. ამ დროს ხასგასმულია, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის,
აზრის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება, ხოლო 24-ე მუხლში
აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი
საშუალებებით.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიტყვისა და


გამოხატვის თავისუფლება.

სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სიტყვის თვისუფლების ანდა


ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის
შეშლაში.

დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უფლების


შეზღუდვამ მნიშვნელვანი ზიანი გამოიწვია, რაც შეფასებითი ცნებაა. მასში უნდა
ვიგულისხმოთ პირისათვის უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვა, სამსახურში მოწყობაზე
უარის თქმა და ა. შ.

მეორე შედეგი ამ დანაშაულისა არის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, მაგალითად


გაზეთის რედაქტორის მიერ მოქალაქისათვის უსაფუძვლოდ უარის თქმა ისეთი სტატიის
გამოქვეყნებაზე, რომელშიც გაკრიტიკებულია მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლის
საქმიანობა.

სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მისანხ მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით
დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქნას პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
    მუხლი
154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლა
1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი
მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმავია. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია.

ჟურნალისტია ის პირი, რომელიც კრებს ინფორმაციას და ამზადებს მასალას მასობრივი


ინფორმაციის საშუალებებისათვის, რომელთანაც იგი დაკავშირებულია შრომითი ან
სახელშეკრულებო ურთიერთობით, ან კიდევ ეწევა ამგვარ საქმიანობას მასმედიის მიერ
უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე. ჟურნალისტის იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია
ან თავი შიკავოს მისი გავრცელებისაგან, ნიშნავს მის ნებაზე სხვადახვა ხერხით ზემოქმედებას,
გარდა ძალადობისა, რამდენადაც იგი ამძიმებს პასუხისმგებლობას და აღნიშნულია 154-ე
მუხლის მეორე ნაწილში. ზემოქმედების საშუალება შეიძლება იყოს შანტაჟი, სამსახურში
დაწინაურება ან დაქვეითება და სხვა .

აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ჟურნალისტზე იძულების განხორციელების


მომენტიდან, იმისდა მიუხედავად , მიაღწია თუ არა დამნაშვემ მისთვის სასურველ შედეგს.

სუბიექტურ მხრივ აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს მხოლოდ პირდაპირი


განზრახვით.

თუ თანამდებობის პირი ხელს შეუშლიშს ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში


სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქმედება დაკვალიფიცირდება 154-ე მუხლის
მეორე ნაწილით და დამატებით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლი
საჭირო არ არის.
ამ მუხლის მეორე ნაწილის სანქცია ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას ან
თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

(კასპის გამგებლის მაგალითი (გია))

მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის


შეშლა
 
1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის
უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას
ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის
აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა
სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი
აზრი მათ შესახებ.

დანაშულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური


წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში ძლადობით ან
ძალადობის მუქარით ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური
გრძნობის შეურაწყოფა.

რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლა შეიძლება გულისხმობდეს რელიგიური


ორგანიზაციის საქმიანობის, წესის და ჩვეულების აღსრულებისათვის დაბრკოლების შექმნას,
გამოხატულს ფიზიკური ზემოქმედებით, მუქარით, ღვთისმსახურების განმახორციელებელი
შენობის (ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა) დარბევით, დაკეტვით და სხვა ისეთი
მოქმედებით, რომელიც ხელს უშლის ნათლობის, ქორწინების რიტუალისა და სხვა რელიგური
წესის თუ ჩვეულების აღსრულებას.

სისხლისსამართლებრივი დაცვის ქვეშ იმყოფება მხოლოდ ისეთი რელიგიური დაწესებულება


წეს-ჩვეულების აღსრულება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. ამიტომ კოდექსის 252-ე
მუხლით სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად ითვლება ისეთი რელიგიური
გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ასევე
ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

155-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია ძალადობის ან მისი მუქარის


გამოხატვის, ან მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაწყოფის
მომენტიდან.

სუბიექტური მხარე ამ დანაშაულისა პირდაპირ განზრახვას ითვალისწინებს, ხოლო მოტივს ან


მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.

155-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებად იგივე ქმედებას


ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

(მაგალითი: იაღოველების შეკრების ჩაშლა - მარნეული)

მუხლი 156. დევნა


 
1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის
გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ
მოღვაწეობასთან დაკავშირებით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქენი


თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
კონსტიტუციის 19-ე მუხლში კი ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის,
აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი
შეხედულება მათ შესახებ.

დაზარალებულის დევნა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით: მისთვის სამუშაოდ


მიღებაზე უარის თქმით, სამუშაოდან უკანონო დათხოვნით, მეცნიერულ მოღვაწეობაში
დაბრკოლების შექმნით, პროფესიული საქმიანობის უკანონო აკრძალვით, პრემიის
მიუცემლობით, დაწინაურებაზე უარის თქმით და სხვა.

156-ე მუხლის პირველი ნაწილი ფორმალური სახისაა. იგი დამთავრებულად ჩაითვლება


დევნის განხორციელების მომენტიდან. სავალდებულო არ არის, რომ დაზარალებულის დევნას
რაიმე არასასურველი შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული დანაშაული მხოლოდ პირდაპირ განზრახვას
გულისხმობს.

მუხლის მეორე ნაწილში უფრო გამკაცრებულია პასუხისმგებლობა, თუ ადამიანის დევნა


ჩადენილია ძალადობით ან ასეთის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს ნორმა კი შედეგიანი დანაშაულია, რის გამოც
აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა დევნასა და დამდგარ მნიშვნელოვან ზიანს
შორის.

მნიშვნელოვანი ზიანის ცნება შეფასებითი ხასიათისაა და სასამართლო ვალდებულია


გაითვალისწინოს საქმის ყველა კონკრეტული გარემოება რათა სწორედ შეფასდეს
მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა.
მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური
მონაცემების ხელყოფა
1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის
სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული
ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის
ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების
დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება,
შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია
საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი
ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

საქართელოს კონსტიტუციის 20-ე მუხლში ჩაწერილია, რომ ყოველი ადამიანის პირადი


ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას. კონსტიტუციის 41-ე მუხლში მითითებულია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში
არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის
ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ
ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს
აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვა უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.

პირად და ოჯახურ საიდუმლოებას წარმოადგენს ცნობები, რომლებიც დაზარალებულის


აზრით არ უნდა იქნეს გახმაურებული. პირადი ცხოვრების საიდუმლოება შეიძლება ეხებოდეს
მის ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, სექსუალურ ორიენტაციას, შემოქმედებით გეგმებს და
სხვა.

საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება გულისხმობს სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით


კონკრეტული პირის თუ ოჯახის კერძო ცხოვების შესახებ ცნობების მოძიებასა და შეგროვებას.
ინფორმაცია შეიძლება იკრიფებოდეს საიდუმლოდ ან ღიად ორგანიზაცია-დაწესებულებაში
დოკუმენტების გაცნობის გზით, ნათესავებთან, მეზობლებთან საუბრით ცნობების გატაცებით
და სხვა.

საიდუმლოების შემცველი ცნობების გამოყენება შესაძლოა მისი გავრცელების გარეშეც,


როდესაც დამნაშვე ამ ცნობებს იყენებს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების მიზნით, ხოლო
ცნობების გავრცელებად ითვლება მისი შინაარსის შეტყობინება სხვა პირისა ან პირთა
ჯგუფისათვის.

157-ე მუხლის მეორე ნაწილის ობიექტური შემადგენლობა დასჯადად აცხადებს პირადი ან


ოჯახური საიდუმლოს უკანონო გამოყენებას ანდა გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით
გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით, საჯარო გამოსვლისას ან ინტერნეტით.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პასუხუსმგებლობა დგება იმ პირების მიმართ რომლებსაც


საიდუმლოების დაცვა ევალებოდათ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოებათა გამო და მიუხედავად ამისა გაავრცელეს ეს ინფორმაცია.
ასეთი პირები შეიძლება იყვნენ - მოსამართლეები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შვილად
აყვანა, ექიმი, რომელსაც არა აქვს უფლება გაახმაუროს პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობა, ასევე სასულიერო პირი, რომელსაც ასევე ეკრძალება აღსარების შედეგად
მიღებული ინფორმაციის გახმაურება და სხვა.

მოცემული მუხლის შენიშვნის თანახმად ამ ნორმის პირველ ნაწილით გათვალისწინებული


დანაშაულისათვის (მოპოვება შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილლი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით
მიაწოდა.

(მაგ: ბეს-ს საქმე - კუდი (იგივეა შემდეგ მუხლზეც))


მუხლი 1571. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა
1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება,
გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ
იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური
ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც
აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება,
შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია
საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი
ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა

1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ


სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული
მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების
უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის
ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული
მონაცემის უკანონოდ შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული
ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან
ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული
სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული
განმარტებების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია
საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი
ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ ყოველი ადამიანის


საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრთვე ტექნიკური
საშუალებით შეტყობინება ხელშეუხებელია.

მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტურ შემადგენლობას ქმნის კერძო


საუბრის კომუნიკაციის უკანონო ჩაწერა ან მიყურადება ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
იგი გულისხმობს ამ კომუნიკაციის შინაარსის ჩაწერას იმ პირისთანხმობის გარეშე, რომელიც
საუბრობს და მეორე მხრივ ამგვარი საუბრის (კომუნიკაციის) მოსმენას კანონის საფუძვლის
გარეშე. ადამიანის ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას.

157-ე მუხლის მეორე ნაწილით დამამძიმებელი გარემოებაა კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის,


ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ
გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

მუხლის ამ ნაწილით დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას ქმნის მოპოვებული


ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება. გამოყენება შეიძლება მიზნად ისახავდეს
შანტაჟს, პირის რეპუტაციის შელახვას და სხვა. ხოლო ინფორმაციის გავრცელებაში უნდა
ვიგულისხმოთ დაზარალებულის კომუნიკაციის შინაარსის თუნდაც ერთი პირისათვის
გადაცემა, ასევე ინფორმაციის მიწოდება მასმედიისათვის და სხვა.

განსახილველი მუხლის სხვა დამამძიმებელი გარემოებებია მეორე ნაწილში აღნიშნული


ქმედების ჩადენა ანგარებით, არაერთგზის, ასევე რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

„კომპიუტერული სისტემა“ არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ


მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს
(მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით,
აგრეთვე მობილური ტელეფონი)

„კომპიუტერული მონაცემი“ არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშვებისათვის ხელსაყრელი


ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც
უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

„უნებართვო“ გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების


მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.

მოცემული მუხლის შენიშვნის თანახმად ამ ნორმის პირველ ნაწილით გათვალისწინებული


დანაშაულისათვის (მოპოვება შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით
მიაწოდა.

მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი


ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა
1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით
ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ
მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით
ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ
გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია
საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი
ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

აღნიშნული მუხლის სტრუქტურა იდენტურია 157-ე და 158-ე მუხლებისა განსხვავება


მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ 157-ე მუხლი არეგულირებს პირადი ან ოჯახური
საიდუმლოს, ან პერსონალური მონაცემების ხელყოას - ავამდყოფობასთან სექსუალური
ორიენტაციასთან დაცული პირადი ინფორმაციასთან დაკავშირებით. 158-ე მუხლი კერძო
კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას - კერძო საუბრის, კომპიუტერული სისტემის
მეშვეობით გადაცემული ინფორმაციის „ვორდის“„ექსელის“„პედეფ ფაილებში“ არსებული
ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას. რაც შეეხება 159-ე მუხლს იგი არეგულირებს
ტელეგრაფის, ფოსტის ფაქსის ან ტელეფონის მეშვეობით კომუნუიკაციის უნებართოდ
მოპოვებას ან გავრცელებას.

აღნიშნული მუხლიც ოთხი ნაწილისაგან შედგება და როგორც უკვე ავღნიშნეთ იდენტურია


157-ე და 158-ე მუხლების სტრუქტურის და მათში მოყვანილი დამამძიმებელი გარემოებების.
მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა
 
1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ
შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა
მფლობელობის ხელშეუხებლობას, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არ აქვს უფლება


შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების
საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან
კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.

აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა


მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან
სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

ბინისა და მფლობელობის ცნებაში იგულისხმება არა მარტო სახლი თუ საცხოვრებელი ბინა,


არამედ სასტუმროს ნომერი, ოთახი საერთო საცხოვრებელში, სარდაფი, გარაჟი და სხვა.

გარდა ამისა, კანონი კრძალავს უკანონო ჩხრეკასა და სხვა მსგავს მოქმედებას. სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბინაში ჩხრეკისა და სხვა მოქმედებათა ჩასატარებლად
(მაგალითად, ამოღება) სავალდებულოა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც პირს
ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელების უფლება ეძლევა.
160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ
შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის ან
უკანონო ჩხრეკის თუ სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან.

160-ე მუხლის მეორე ნაწილით პირის პასუხისმგებლობა მძიმდება თუ ქმედება ჩადენილია


ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე თუ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.

(მაგალითი: 1. გამომძიებელმა გაჩხრიკა იმ დროს, როდესაც არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა. 2.


მდგმური არ გამოდის ხელშეკრულების გასვლის შემდგომ. 3. ლტოლვილები შეიჭრნენ სხვის მფლობელობაში.)

მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა


1. შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების
განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ან რამაც მასობრივი არეულობა,
სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის საფუძველზე ყველას, გარდა იმ პირებისა,


რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის
შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და
უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების
წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან
მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი
მიიღო.

ამ დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, მაგრამ ზოგიერთ


შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქქონდეს სპეც. სუბიექტთან, როგორიცაა სხვადასხვა
თანამდებობის პირი, ჩინოვნიკი და სხვა.
აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება შეკრების ან მანიფესტაციის
მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის
შეშლაში, თუ იგი განხორციელდა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით.

შეკრება ეს არის მოქალაქეთა ჯგუფის თავშეყრა ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი -


საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
მანიფესტაცია კი გულისხმობს მოქალაქეთა დემონსტრაციას, მასობრივ საჯარო გამოსვლას,
ქუჩეში მსვლელობას პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტებისა და სხვა სახვითი
საშუალების გამოყენებით.

ამგვარ შეკრებათა აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი მშვიდობიანი ხასიათი და


იარაღის უქონლობა, ანუ როდესაც იგი ტარდება როგორც კანონით ნებადართული ღონისძიება.

161-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა მყარდება, თუ იგი


ჩადენილია იარაღის გამოყენებით ან თუ ქმედებამ მასიური არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან
სხვა მძიმე შდეგი გამოიწვია.

შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების


განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, თუ მან მასობრივი არეულობა გამოიწვია,
გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენას, ანუ ისეთი მოქმედების განხორციელებას, რასაც თან ახლავს ძალადობა,
რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა
ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახვას გულისხმობს. კერძოდ პირდაპირ
განზრახვას.

მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების


განხორციელებისათვის ხელის შეშლა
1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის
შეშლა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
ბ) მოტყუებით;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) ჯგუფურად, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის საფუძველზე ყოველ მოქალაქეს 18 წლის


ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო ან თვითმართველობის ორგანოების არჩვნებში
მონაწილეობის უფლება. ამ დროს უზრუნველყოფილია ამომრჩევლთა ნების თავისუფალი
გამოვლინება. კონსტიტუციაში ასევე დათქმულია, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში
მონაწილეობის მიღება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან
სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს არჩევნებში, რეფერენდუმში ან


პლებისციტში მოქალაქის ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას. კანონმდებელი მუხლის
პირველ ნაწილში არ მიუთითებს დანაშაულის ჩადენის ხერხზე, იგი სხვადასხვა საშუალებით
შეიძლება განხორციელდეს.

ხელის შეშლა შეიძლება გამოიხატოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისაგან


ჩამოშორებაში, საარჩევნო სიის გაცნობისათვის შეშლაში, სიაში შეტანის თაობაზე განცხადების
მიღებაზე უარის თქმაში და სხვა.

162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია ხელის შეშლის ფაქტის


დადგენიდან, იმისდა მიუხედავად, რეალურად დაირღვა თუ არა მოქალაქის უფლებები.

მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობა მძიმდება, თუ იგი ჩადენილია სამსახურებრივი


მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, ასევე მოტყუებით, ძალადობით, ძლადობის მუქარით
ან ჯგუფურად.

მოტყუება გულისხმობს პირის შეცდომაში შეყვანას ამა თუ იმ მოქმედების ან მოვლენის


ნამდვილი თვისების, დანიშნულებისა და მიზნის შესახებ.

მაგ: მოქალაქის შეცდომაში შეყვანა დეპუტატობის კანდიდატის მონაცემების შესახებ.


აგრეთვე არჩევნების დროის შეცვლის მოტყუება, საარჩევნო უბნის მისამართის მოტყუება და
სხვა.
მუხლი 1621. კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების
ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო
აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს
ძალადობა ან ძალადობის მუქარა
 
1. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე
კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე
ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების
დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა, −
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე
კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე
ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების
დროს ძალადობა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ანუ ცემაში ან


სხვაგვარ ძალადობაში, რასაც არ უნდა მოყვეს ამ კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი. აგრეთვე ან ძალადობის მუქარაში.

აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროსა და ადგილს.

კერძოდ ასეთი ქმედება უნდა იყოს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების


საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს.

აგრეთვე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ


მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ კომპონენტებიდან (დრო, ადგილი) ერთერთის არ არსებობა გამორიცხავს პირის
ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციას.
მაგ: კენჭისყრის შენობაში ერთერთი კანდიდატის მომხრეებმა ცემეს სხვა კანდიდატის
მომხრეები, ხოლო კონფლიქტში ჩართული პირებიდან რამოდენიმე კი სიკვდილით
ემუქრებოდა მეორე ჯგუფის წევრებს.
სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს,
ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც
პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

  მუხლი 163. საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის


ხელის შეშლა
საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის
პროცესის ჩაშლა გამოიწვია, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

განსახილველი დანაშაული ახლოს დგას კოდექსის 162-ე მუხლით აღწერილ ქმედების


შინაარსთან, რამდენადაც ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციით
გათავლისწინებული იმ ძირითადი პოლიტიკური უფლების განხორციელებისათვის ხელის
შეშლას, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის


მუშაობისათვის ხელის შეშლას, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა
საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლა გამოიწვია.

ხელის შეშლა შეიძლება გამოიხატოს საარჩევნო კომისიისათვის შენობის მიუცემლობაში,


შენობის ბლოკირებაში, საარჩევნო კომისიის წევრისათვის ხსდომაზე დასწრების თუ ხმების
დათვლაში მონაწილეობის აკრძალვაში და სხვა.

დანაშაული მატერიალური შინაარსისაა და საჭიროებს ქმედებას -- საარჩევნო ან


სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას, შედეგს -- რამაც არჩევნების,
რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლა
გამოიწვია და ამ ორს შორის მიზეზობრივ კავშირს.

დანაშაულის სუბიექტია 14 წლის ასაკს მიღწეული პირი. თუ ამ არჩევნებს, რეფერენდუმს ან


პლებისციტს ჩაშლის ის პირი ვინც იყენებს სამსახურებივ მდგომარეობას, ეს დანაშაულის
კვალიფიკაციაზე არ იმოქმედებს (ეს მუხლი ერთი ნაწილისაგან შედგება), თუმცა აისახება
სასჯელის ზომაზე.
სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად


დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება
არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის
დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში
რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან
საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა,
არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან
პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება,


საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული
კენჭისყრით. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე და საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით
სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ხელყოფს
ობიექტს --- მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებას კანონით განსაზღვრული ხმის მიცემის წესით
მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 8-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არჩევნები


ტარდება ფარული კენჭისყრით. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს
ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენასა და მასზე კონტროლს. კენჭისყრის ფარულობა
გარანტირებულია იმით, რომ საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის
დასწრება. ამომრჩეველს, რომლესაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო
ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრის კაბინაში დახმარებისათვის მიიწვიოს
ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენლისა და დამკვირვებლია.

რაც შეეხება, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში


რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო სარეფერენდუმო ან
საპლებისციტო დოკუმენტების გაყალბებას, იგი გულისხმობს ამგვარ დოკუმენტში ცრუ
ცნობების შეტანას, ნამდვილი დოკუმენტის შინაარსის შეცვლას, ტექსტის ნაწილის შესწორებას,
სხვა რიცხვით დათარიღებას, ასევე ყალბი შინაარსით ახალი დოკუმენტის შექმნას
მაგ; საარჩევნო სიაში მკვდარი სულების ან ისეთი პირების შეყვანას, რომელთაც არ აქვთ
საარჩევნო უფლება. საარჩევნო დოკუმენტს მიეკუთვნება საარჩევნო ბიულეტინი, ამომრჩეველთა
სია, კენჭისყრის ოქმი და სხვა.

ხმების განზრახ არასწორად დათვლა გამოიხატება ხმის მიცემის შედეგის განზრახ


დამახინჯებაში, ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიმცემთა რაოდენობის შემცირებასა
თუ გაზრდის გზით.

არჩევნების შედეგის განზრახ არასწორად შეჯამება და განზრახ არასწორად დადგენა,


განსხვავებით ხმების არასწორი დათვლისაგან, გულისხმობს ხმის დათვლის საბოლოო ეტაპს და
მის გამოქვეყნებას როდესაც ხდება ცრუ, არასწორი შედეგის გამოცხადება, მაგ: არსებული
სინამდვილის საწინააღმდეგოდ ესა თუ ის კანდიდატი ცხადდება არჩეულად ან რეფერენდუმის
შედეგი გაუქმებულად და სხვა.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და 164-ე მუხლით გათვალისწინებული


დანაშაული დამთავრებულია ჩამოთვლილ მოქმედებათაგან თუგინდ ერთი მოქმედების ჩადენის
შემდეგ და მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი, გაყალბდა თუ არა საბოლოოდ
არჩევნებისა თუ რეფერენდუმის შედეგები.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

აღნიშნული მუხლიც ერთი ნაწილისაგან შედგება მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

მუხლი 1641 . ამომრჩევლის მოსყიდვა


1. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ
შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების
ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი
შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის
არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, თუ ასეთი
გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, −
ისჯება ჯარიმით.
2. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ
შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების
ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი
შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის
არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, თუ ასეთი
გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები −
მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.
2. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო
ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში
არაუმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის,
დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.
3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება პირი,
რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ
ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების,
ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან გაწევას,
ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებით,
თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე
ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
4. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და
საარჩევნო დაპირებებისათვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების
სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა
პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

სსკ-ის 1641 მუხლი ბლანკეტური ნორმაა და საქარელოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლით
გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) კანონით განსაზღვრული
კონკრეტული წესების დარღვევის დროს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.

დანაშაულის სუბიექტია სისლხის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიწეული პირი,


რომელიც მოქმედებს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის
მიცემისგან თავის შეკავების მიზნით. ეს შეიძლება იყოს საჯარო ხელისუფლების
წარმომადენლობით ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი,
მისი წარმომადგენელი ან სხვა პირი.
საარჩევნო ბატალიებში ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონიერი საარჩევნო კომისიის
ნაცვლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ცდილობენ
ამომრჩეველთა მოსყიდვას, ისეთი აკრძალული მოქმედებებით, როგორიცაა: ფულადი
სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან
ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახუების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი
ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა დაპირება.

რაც შეეხება უფასო მომსახურების გაწევას, იგულისხმება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო,


სამედიცინო, სადაზღვევო ან სხვა სახის მატერიალურ ფასეულობათა სამომავლოდ გადაცემის
დაპიერბა.

დანაშაული დამთავებულად ითვლება აკრძალული ქონების განხორციელებისთანავე ან ზემოთ


აღნიშნული რომელიმე შეღავათის ან სიკეთის სამომავლოდ განხორციელების დაპირების
მომენტიდან.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს არჩევნების დანიშვნის


მომენტიდან მისი საბოლოო შედეგების გამოქვენებამდე პერიოდში რათა მოხდეს ასეთი
ქმედებების ამ მუხლით დაკვალიფიცირება.

1641-ე მუხლს გააჩნია შენიშვნა, რომლის მიხედვითაც დისპოზიციაში მოცემული სიტყვა -


„ქონება-ში“ არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კომპანიის მცირე
ღირებულების მქონე აქსესუაები მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავში
ნივთები.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების


აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არ უნდა
აღემატებოდეს 5000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის ან
გადაცემისათვის, ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.

სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობიდან განთავისუფლდება პირი, რომელსაც შესთავაზეს


ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის,
სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურებისა ან სხვა უპირატესობის გადაცემას ან
გაწევას, ანდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით
მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე
ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
პასუხიმგებლობისგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის
პროცესის მწარმოებელი ორგანო.
პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო
დაპირებებისათვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და
სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

ამ ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება


სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ან ჯარიმით.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ


შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს.

მუხლი 1642. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში


ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების
დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის
ხმის მიცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლი უთითებს, რომ თითოეული ამომრჩეველი


ხმას აძლევს პირადად. აქვე განსაზღვრავს კანონმდებელი ხმის მიცემის პროცედურის წესს და
თანმიმდევრობას.

აღნიშნული წესების დაცვისათვის საარჩევნო კოდექსის 521-ე და 54-ე მუხლები


ითვალისწინებენ ამომრჩეველთა მარკირებას, რაც ნიშნავს უხილავი და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ცერის ან
საჩვენებელი თითის ფრჩხილზე.

საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ზუსტი წესების მიუხედავად, ხშირად ხდება სხვისი


პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება და ხმის მიცემა, ანდა არაერთგზის
ხმის მიცემა ე. წ. საარჩევნო კარუსელის გავრცელებული ხერხით.

დანაშაულის სუბიექტია ამომრჩეველი.


დანაშაული დამთავრებულად ითვლება ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებისთანავე,
მიუხედავად იმისა ამან გავლენა მოახდინა თუ არა არჩევნების, რეფერენდუმის პლებისციტის
შედეგებზე.

კონკრეტულ შემთხვევაში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის


კოდექსის 362-ე მუხლის შემადგენლობას გვაძლევს თუმცა ამ შემთხვევაში 1641 მუხლს
პრიორიტეტული მნიშვნელობა გააჩნია და არჩევნებისას ყალბი ან სხვისი დოკუმენტის
გამოყენება სსკ-ის 362-ე მუხლით კვალიფიკაცია არ არის საჭირო (სპეც ნორმა).

განსახილველი დანაშაული ერთი ნაწილისგან შედგება. იგი შეიზლება ჩადენილი იყოს მხოლოდ
პირდაპირი განზრახვით.

მუხლი 1643. არჩევნების გაყალბება


არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების,
სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

განსახილველი დანაშაული საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი


პოლიტიკური უფლების - არჩევნების უფლების განხორციელების ხელის შეშლას უკავშირდება.
მიუხედავად ამ მუხლის სათაურისა - „არჩევნების გაყალბება“ ( რომელზე შედეგზე ან
არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას გულისხმობს).

დანაშაული ფორმალურია, დამთავრებულად ითვლება ქმედების განხორციელების


მომენტიდან და საჭირო არ არის საარჩევნო დოკუმენტების გაყალბებას შედეგად მოჰყვეს
არჩევნების შედეგების გაყალბება. ამ მუხლით დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის
მნიშვნელობა არ აქვს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია თუ არა საარჩევნო
დოკუმენტაციის გაყალბებამ.

განსახილველ მუხლში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები რომელთა გაყალბებაც ჩაითვლება


არჩევნების გაყალბებად, ესენია საარჩევნო სიები, ოქმები, ბიულეტენების, სარეგისტრაციო
ჟურნალები და საკონტროლო ფურცლები.

საარჩევნო სიები არის ამომრჩეველთა ერთიანი სია, ანუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე
პირთა სია, რომლებსაც სისწორეს ამოწმებს საარჩევნო ადმინისტრაცია.

ოქმები არის საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი


ოქმები.
ბიულეტენი არის ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისას დაფიქსირებული მისი ნების ამსახველი
დოკუმენტი (რაზეც ხდება სასურველი პარტიის ან პირის შემოხაზვა).

კ ონკრეტულ შემთხვევაში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის


კოდექსის 362-ე მუხლის შემადგენლობას გვაძლევს თუმცა ამ შემთხვევაში 1643 მუხლს
პრიორიტეტული მნიშვნელობა გააჩნია და არჩევნებისას ყალბი ან სხვისი დოკუმენტის
გამოყენება სსკ-ის 362-ე მუხლით კვალიფიკაცია არ არის საჭირო (სპეც ნორმა).

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

    მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა


 
გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი
ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან
სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს
გაფიცვისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების


განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით „ კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების
წესის შესახებ“. ეს კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს გაფიცვის უფლების
რეალიზაციის წესს და ვრცელდება ყველა მუშაკზე, საწარმო-დაწესებულებასა და
ორგანიზაციაზე.

ობიექტური მხრივ გაფიცვის უფლების ხელყოფა გულისხმობს გაფიცვის უფლების


განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა
მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის
იძულებას თავი შეიკავოს გაფიცვისაგან.

გაფიცვის უფლების ხელყოფა ფორმალური დანაშაულია და დამთავებულია მისი


განხორციელების მომენტიდან და მავნე შედეგის დადგომას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა
არა აქვს.
სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

You might also like