You are on page 1of 46

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და

თავისუფლებების წინააღმდეგ
მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია
მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ
პასუხისგებაში
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება
მუხლი 149 . ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება
მუხლი 150. იძულება
მუხლი 1501. ქორწინების იძულება
მუხლი 151. მუქარა
მუხლი 1511. ადევნება

საგანი: სისხლის სამართალი


მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია

 დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის


ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით
 რა განსხვავებაა დანაშაულის პროვოკაციასა და წაქეზებას შორის.
 ორივე შემთხვევაში პირი დაიყოლიებს სხვას კონკრეტული დანაშაულის
ჩასადენად. დაყოლიება შეიძლება მოხდეს რჩევით, მოსყიდვით,
მუქარით, აგიტაციით და ა.შ.
 განსხვავება ისაა, რომ წამქეზებელს გამიზნული აქვს სხვა პირის
ჩაადენინოს რაიმე დანაშაული, მაგრამ არ სურს მისი სს პასუხისგებაში
მიცემა. დანაშაულის პროვოკატორი იმიტომ იყოლიებს სხვას დანაშაულის
ჩასადენად, რომ შემდგომში იგი მიეცეს სს პასუხისგებაში.
 პროვოკატორისათვის სხვა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა მისთვის
სასურველი მიზნის მიღწევის საშუალებაა.
მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია

 დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც დაყოლიებული პირი


დაიწყებს დანაშაულის მომზადებას ან მცდელობას.

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.

 მიზანი - პროვოცირებული პირის სისხლისსამართლებრივ


პასუხისგებაში მიცემა.

 მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.


მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში

 ქმედების ობიექტი - ადამიანის თავისუფლება, პატივი და ღირსება.


 დამატებითი ობიექტი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
 ქმედება - მოქმედება, კერძოდ, უდანაშაულო პირის მიცემა
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულად ჩაითვლება
მაშინ, როდესაც გამომძიებელი ან პროკურორი გამოიტანს
დადგენილებას ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის
შესახებ.
 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა, მისი დამთავრებულად
ცნობისათვის საჭირო არაა შედეგის დადგომა.
მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
 დაზარალებული - უდანაშაულო პირი ანუ პირი, ვის მიმართაც არ
არსებობს მტკიცებულებები, რაც საკმარისია მისი სს პასუხისგებაში
მისაცემად.
 არ გვაქვს განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა იმ
შემთხვევაში, როცა პირის მიმართ არსებობს საკმარისი მტკიცებულება
რომელიმე დანაშაულისათვის (მაგალითად, ქურდობისათვის), მაგრამ
გამომძიებელი ან პროკურორი პირადი მოტივით, განზრახ მას
პასუხისმგებლობას უმძიმებს - ქმედება დაკვალიფიცირდება
სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად.
 თუ უდანაშაულო პირის განზრახ მიცემას სისხლისსამართლებრივ
პასუხისგებაში თან ერთვის უკანონო დაპატიმრებაც - დანაშაულთა
ერთობლიობა სსკ-ის 146-ე და 147-ე მუხლებით.
მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
 თუ უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
მისაცემად გამომძიებელი ან პროკურორი ხელოვნურად ქმნის
მტკიცებულებებს - დანაშაულთა ერთობლიობა სსკ-ის 146-ე და 335-ე
(განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) ან 341-ე
(სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით.
 ამსრულებელი - სპეციალური, ვისაც კანონით უფლება აქვს მისცეს პირი
სს პასუხისგებაში (გამომძიებელი და პროკურორი).
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
 მოტივი და მიზანი ზეგავლენას არ ახდენენ ქმედების კვალიფიკაციაზე
(პირისადმი სიძულვილი, ანგარება, შური, ეჭვიანობა და სხვა).
 მაკვალიფიცირებელი გარემოება - იგივე ქმედება, თუ მას ერთვის
ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება

 ქმედების ობიექტი - ადამიანის თავისუფლება.


თავისუფლების აღკვეთა ან შეზღუდვა დაუშვებელია
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
 ქმედება გამოიხატება უკანონო დაკავებაში (პირველი
ნაწილი) ან უკანონო დაპატიმრებაში (მე-2 ნაწილი).
 დამთავრებულია ამ ქმედებათაგან ერთ-ერთის
ჩადენისთანავე. სახეზეა ფორმალური დანაშაული.
 დაკავება შეიძლება იყოს როგორც კანონიერი, ასევე
უკანონო.
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება
 დაკავება კანონიერია, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ
პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი
მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს
საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ
დანაშაულს (სსსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი).
 დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით
აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს
ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს
სისხლისსამართლებრივ დევნას.
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება
 საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის დაკავება
დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით
უფლებამოსილი პირის მიერ.
 დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის
მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა.
 თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ
მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების
სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.
 კანონის ამ მოთხოვნათა დარღვევით პირის დაკავება ჩაითვლება
უკანონოდ და იგი დაიჯება სსკ-ის 147-ე მუხლით.
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება
 პირის დაკავება უკანონოდ ჩაითვლება, როცა:

 არ არსებობს სსსკ-ით გათვალისწინებული დაკავების საფუძველი;


 დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ იგი არ წარადგინეს
სასამართლოში;
 დაკავებიდან გავიდა 72 საათი და სასამართლოს არ მიუღია
გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარად
შეზღუდვის შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად პირი მაინც
დაკავებულია.
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება
 უკანონო დაკავების განსხვავება თავისუფლების უკანონო
აღკვეთისაგან:

 უკანონო დაკავებას ახდენს სამართალდამცავი ორგანოს


თანამშრომელი. უკანონო დაკავება არის სამსახურებრივი
მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კერძო შემთხვევა;
 თავისუფლების უკანონო აღკვეთას სჩადის პირი, რომელიც არაა
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ან შეიძლება ამ
ორგანოს თანამშრომელია, მაგრამ პირის დაკავებისას არ იყენებს
სამსახურებრივ მდგომარეობას (პოლიციის თანამშრომელმა პირადი
მოტივით მეზობელი ჩაამწყვდია სარდაფში).
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება
 სსკ-ის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას
განზრახ უკანონო დაპატიმრებისათვის.
 პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ
მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
 ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
 ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
 ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
 ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9
თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს
პატიმრობიდან.
მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება
 პირის დაპატიმრება უკანონოდ ჩაითვლება სისხლის სამართლის საპროცესო
ნორმების დარღვევით პირის პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში
(მაგალითად, გასულია წინასწარი პატიმრობის ვადა, იგი კანონიერად არ
არის გაგრძელებული და პირს მაინც არ ათავისუფლებენ, მოსამართლემ
გასცა ბრძანება პირის დაპატიმრების შესახებ მაშინ, როცა ამისათვის
კანონიერი საფუძველი არ არსებობდა).
 ქმედების სუბიექტი - სპეციალურია. იგი შეიძლება იყოს მოსამართლეც.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივსა და მიზანს
მნიშვნელობა არა აქვს (შურისძიება, ეჭვიანობა, კარიერიზმი და სხვა).
 დამამძიმებელი გარემოება - განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება,
რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია (ადამიანის სიკვდილი, ჯანმრთელობის მძიმე
ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, თვითმკვლელობა, ოჯახის დანგრევა და ა.შ.).
მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო
მოთავსება ან დაკავება

 ობიექტი - ადამიანის თავისუფლება, პატივი და ღირსება. დამატებითი


ობიექტი - პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა. პირის ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ხორციელდება მოქმედებით,
ხოლო უკანონო დაკავება შეიძლება განხორციელდეს როგორც
მოქმედებით, ისე უმოქმედობით (პირს არ აძლევენ საშუალებას
წავიდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან).
 დანაშაული დამთავრებულია ამ ქმედებათაგან ერთ-ერთის
ჩადენისთანავე (როცა პირს უკანონოდ მოათავსებენ ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში ან უკანონოდ უხანგრძლივებენ იქ ყოფნის ვადას).
დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა.
მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
უკანონო მოთავსება ან დაკავება
 პირი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსებულად ჩაითვლება
მაშინ, როცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ ქმნის ამ პირის
საავადმყოფოში იძულებით მოთავსების აუცილებლობას, მაგრამ მას მაინც
ათავსებენ მისი ან კანონიერი წარმომადგენლის ნების საწინააღმდეგოდ.
 მაგალითად, პირს სურს თავიდან მოიშოროს თავისი ოჯახის წევრი. ამ
მიზნის მისაღწევად იგი მოაწყობს ინსცენირებას, ვითომ ეს პირი გახდა
აგრესიული, თავს დაესხა ოჯახის წევრებს და მათ მოკვლას უპირებდა. იგი
იძახებს სამედიცინო სამსახურს და პირი იძულებით მიჰყავთ
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც იგი გარკვეული ხნის მანძილზე
იმყოფება გამოსაკვლევად.
 ამ შემთხვევაში ოჯახის წევრის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც
შუალობითი ამსრულებლობა.
მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
უკანონო მოთავსება ან დაკავება
 პირი, რომელიც კანონიერადაა მოთავსებული ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში, უნდა შემოწმდეს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ
48 საათის განმავლობაში. თუ ეს კომისია არ მიიჩნევს საჭიროდ პირის
ჰოსპიტალიზაციას, იგი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს
საავადმყოფოდან. თუ ეს არ მოხდა ადგილი ექნება პირის უკანონო
დაკავებას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
 დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა ასევე მაშინ, როცა
ექიმფსიქიატრთა კომისია რაიმე პირადი მოტივით, სათანადო
საფუძვლების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას პირის
ჰოსპიტალიზაციის შესახებ ანდა, როცა სასამართლო განზრახ
უკანონოდ ღებულობს გადაწყვეტილებას პირის ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის შესახებ.
მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
უკანონო მოთავსება ან დაკავება
 ქმედების სუბიექტი - ნებისმიერი პირი, ექიმ-ფსიქიატრი და
მოსამართლე.

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.

 მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი


შეიძლება იყოს ანგარება, სიძულვილი, პოლიტიკური ან სხვა
ოპონენტის თავიდან მოცილება და სხვა.
მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო
მოთავსება ან დაკავება

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (პირი, ვისაც


შესაძლებლობა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
ზეგავლენა მოახდინოს ექიმ-ფსიქიატრზე ან მოსამართლეზე
გადაწყვეტილების გამოტანისას. მაგალითად, ფსიქიატრიული
საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ჯანდაცვის მინისტრი და სხვა).
 რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის
მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი (განზრახვის შემთხვევაში ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით);
 ჩადენილი არაერთგზის.
მუხლი 150. იძულება

 ქმედების ობიექტი - პირის თავისუფლება, კანონის ფარგლებში


იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
 ქმედება - მოქმედება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების
უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება,
შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან
რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა
საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება.
 ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. როცა პირი
კანონიერად უზღუდავს მეორეს ქმედების თავისუფლებას,
დანაშაულის შემადგენლობა არა გვაქვს.
მუხლი 150. იძულება

 დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა ადგილი აქვს


უკანონო ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედების გზით პირისათვის
თავისუფალი მოქმედების ან უმოქმედობის შეზღუდვას;
 ფიზიკური იძულება - პირის გათოკვა, ხელების გაკავება,
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (მაგალითად, პირმა ცემით აიძულა
მისი ახლო ნათესავი შეედგინა ანდერძი, რითაც მთელ ქონებას მას
უანდერძებდა.
 თუ ფიზიკურ იძულებას შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე ან მძიმე დაზიანება ან სიკვდილი ქმედება დაკვალიფიცირდება
დანაშაულთა ერთობლიობით.
მუხლი 150. იძულება

 თუ პირის იძულებისათვის გამოყენებულია თავისუფლების უკანონო


აღკვეთა ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ სსკ-ის 143-ე მუხლით
(მაგალითად, იმისათვის, რომ დაზარალებულს საჩივარი არ შეეტანა,
დამნაშავემ იგი სარდაფში გამოკეტა).
 ფსიქიკური იძულება (მუქარა) შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის
(მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან
დაზიანების, ადამიანის გატაცების, სქესობრივი დანაშაულის ჩადენის და
ა.შ.).
 მუქარა შეიძლება მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი,
ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ასევე სხვა
პირებისადმი (მაგალითად, პირს ემუქრებიან, თუ უკან არ გამოიტანს
სასამართლოში შეტანილ საჩივარს, მას შვილს მოუკლავენ).
მუხლი 150. იძულება

 ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებით პირს აიძულებენ შეასრულოს


გარკვეული მოქმედება (მასწავლებელს აიძულებენ დაუწეროს
მოსწავლეს დადებითი ნიშანი), ან თავი შეიკავოს რაიმე
მოქმედებისაგან (სასწავლებლის ხელმძღვანელს აიძულებენ
სასწავლებლიდან არ გარიცხოს აკადემიურად ჩამორჩენილი
სტუდენტი), ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება (პირს აიძულებენ მიიღოს ახალი
სამედიცინო პრეპარატი, რათა დადგინდეს ამ პრეპარატის თვისება).
 პირს აიძულებან შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება,
რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი
უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ
არა.
მუხლი 150. იძულება

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივს


მნიშვნელობა არა აქვს.
 მიზანი - სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, ან
საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება.
 იგივე ქმედება, ჩადენილი:
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ან ორსული ქალის მიმართ;
 ჯგუფურად;
 არაერთგზის.
მუხლი 1501. ქორწინების იძულება

 ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება.

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;


 არაერთგზის.
მუხლი 151. მუქარა

 სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების


განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა
მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
 ქმედების ობიექტი - ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი
სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
 ქმედება - მოქმედება, კერძოდ, მუქარა.
 მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილობით, სატელეფონო
საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით, სხვა
ადამიანის მეშვეობით.
მუხლი 151. მუქარა

 მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატოს


სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების
განადგურების მუქარაში.
 აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც,
რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს
დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
 დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც მუქარის შედეგად
დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუხლი 151. მუქარა

 მუქარის გამიჯვნა იძულებისაგან:

 იძულებისას მუქარა არის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იმისათვის,


რომ დაზარალებულს შეასრულებინონ რაიმე ქმედება, ანდა საკუთარ
თავზე გამოაცდევინონ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება. მუქარის დროს დამმუქრებელს არა აქვს ასეთი მიზანი.
 მაგალითად, თუ პირი შეიტანს განცხადებას პროკურატურაში
ემუქრებიან მას, რომ შვილს მოუკლავენ - სახეზეა იძულება; თუ ერთი
პირი ემუქრება მეორეს, სადაც კი შეხვდება მას, აუცილებლად
მოკლავს - სახეზეა მუქარა.
მუხლი 151. მუქარა

 მუქარის გამიჯვნა იძულებისაგან:

 იძულება შეიძლება განხორციელდეს მუქარის გამოყენებით, მაგრამ


მუქარა იძულებისათვის არაა ერთადერთი ხერხი (იგი შეიძლება
განხორციელდეს ძალადობითაც).
 სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა შეიძლება იყოს
ნებისმიერი სახის, ხოლო 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი
შეზღუდულია.

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მუქარის მოტივსა


და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
მუხლი 151. მუქარა

 იგივე ქმედება, ჩადენილი:


 ჯგუფურად;
 არაერთგზის;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ან არასრულწლოვნის მიმართ;
 ოჯახის წევრის მიმართ.
მუხლი 1511. ადევნება

 პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის
 უკანონო თვალთვალი, ან
 არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით,
ან
 ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს
პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ
ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,

 რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად


შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.


მუხლი 1511. ადევნება

 იგივე ქმედება, ჩადენილი:

 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო


მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ან ორსული ქალის მიმართ;
 ჯგუფურად;
 არაერთგზის;
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის
უფლების ხელყოფა
 საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი
ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად
გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის
საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების
განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია.
 ქმედების ობიექტური შემადგენლობა ძირითადად მოქმედებაში
გამოიხატება, თუმცა არაა გამორიცხული მისი ჩადენა უმოქმედობითაც
(მაგალითად, პირს არ აძლევენ შესაბამის დოკუმენტს, რაც საჭიროა
მისი საქართველოდან გასვლისათვის).
მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის
უფლების ხელყოფა
 ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებაში
იგულისხმება პირის მიერ ადგილმდებარეობის თავისუფალი შეცვლა.
 საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევა ნიშნავს პირის
უფლებას, მისი ნება-სურვილით აირჩიოს, თუ სად იცხოვრებს.
 საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება ნიშნავს
საქართველოში კანონიერად მყოფის შესაძლებლობას, ნებისმიერ
დროს კანონის დაცვით დატოვოს საქართველო.
 საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად
შემოსვლის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა უკანონოა
მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეს არ აძლევენ საშუალებას
შემოვიდეს საქართველოში (უქმნიან სხვადასხვა დაბრკოლებას).
მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად
არჩევის უფლების ხელყოფა
 აუცილებელია ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. სახეზეა
დანაშაულის მატერიალური შემადგენლობა. მნიშვნელოვანი ზიანი
ფაქტის საკითხია.

 ასეთ ზიანად შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვანი მატერიალური


ზიანი (ხელი შეეშალა სამეწარმეო საქმიანობაში), მორალური ზიანი
(ოჯახი დაენგრა, ვერ მოუსწრო მშობლის დაკრძალვას), პირადი
ხასიათის ზიანი (ვერ ჩაიტარა აუცილებელი მკურნალობა) და ა.შ.

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა.


მოტივსა და მიზანს კვალიფიკასიისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის
უფლების ხელყოფა

 განსხვავება თავისუფლების უკანონო აღკვეთისაგან:


 თავისუფლების უკანონო აღკვეთის დროს დაზარალებული შეიძლება
იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის ისიც, ვინც უკანონოდ იმყოფება
საქართველოში.
 თავისუფლების უკანონო აღკვეთისას პირს საერთოდ წართმეული აქვს
თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ხოლო ამ შემთხვევაში
პირს ეკრძალება კონკრეტულ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება
(მაგალითად, ხელს უშლიან შევიდეს აჭარის ტერიტორიაზე), ხოლო
სხვაგან მას შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს.
მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად
არჩევის უფლების ხელყოფა
 იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 ძალადობაში იგულისხმება გაკოჭვა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი


დაზიანება და სხვა. ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამ შედეგის შემთხვევაში ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით.

 ძალადობის მუქარა - ნებისმიერი ძალადობის, მათ შორის


მკვლელობის, გამოყენების მუქარა.
მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა

 სიტყვის თავისუფლება - ეს მოქალაქის პოლიტიკური უფლებაა.


 ობიექტურური შემადგენლობა გამოიხატება სიტყვის თავისუფლების
ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების
განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში.
 პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლების შეზღუდვამ
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,
 მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი ცნებაა (პირისათვის უკანონოდ
თავისუფლების შეზღუდვა, სამსახურში მოწყობაზე უარის თქმა და ა.შ).
 დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულად
ითვლება მნიშვნელოვანი ზიანის დადგომის მომენტიდან.
მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა

 ობიექტურ შემადგენლობაში შედის ასევე მითითებულ ქმედებათა


ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 მაგალითად, რედაქტორის მიერ პირისათვის უარის თქმა ისეთი


სტატიის გამოქვეყნებაზე, რომელშიც გაკრიტიკებულია
ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობა, მეცნიერისთვის
საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის სიტყვის მიუცემლობა და
სხვა).

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი და არაპირდაპირი


განზრახვა
მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

 დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს


ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლას, რაც, თავის მხრივ, ვლინდება, ერთის მხრივ, მის იძულებაში
გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, მისი
გავრცელებისაგან თავის შეკავებაში.
 ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიხატება
როგორც თვითონ ჟურნალისტზე, ასევე სხვა პირებზე ზეგავლენაში,
რათა ჟურნალისტს მოუსპონ შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი
კანონიერი პროფესიული საქმიანობა, აიძულონ ისინი გაავრცელონ
ცრუ ინფორმაცია ან დამალონ ნამდვილი ინფორმაცია
მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა
 ხელის შეშლაა ჟურნალისტის მიერ შეგროვილი ინფორმაციის
განადგურება, ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნა და
სხვა.
 ხელის შეშლაა ცენზურის განხორციელება, რედაქციის
საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებათა გავრცელების უკანონო შეჩერება, ტირაჟის მთლიანად
ან ნაწილობრივ ამოღება და განადგურება, ინფორმაციის
გავრცელების შეზღუდვა.
 ჟურნალისტის იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს
მისი გავრცელებისაგან ნიშავს მის ნებაზე სხვადასხვა ხერხით
ზემოქმედებას, გარდა ძალადობისა (მე-2 ნაწილი).
 ზემოქმედების საშუალება - შანტაჟი, სამსახურში დაქვეითება და სხვა.
მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

 დანაშაული დამთავრებულია ჟურნალისტზე იძულების


განხორციელების მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მიაღწია თუ არა
პირმა სასურველ მიზანს.
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მიზანი
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებისათვის ხელის
შეშლა და თავის სასარგებლოდ წარმართვა. მოტივი შეიძლება იყოს
სხვადასხვა და იგი ზეგავლენას არ ახდენს კვალიფიკაციაზე.
 იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით.
მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის
უკანონოდ ხელის შეშლა
 ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების
აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით
ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან
ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა.
 რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლა გულისხმობს
რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის, წესისა და ჩვეულების
აღსრულებისათვის დაბრკოლების შექმნას, გამოხატული ფიზიკური
ზემოქმედებით, მუქარით, ღვთისმსახურების განმახორციელებელი
შენობის დარბევით, დაკეტვით და სხვა ისეთი მოქმედებით, რომელიც
ხელს უშლის ნათლობის, ქორწინების რიტუალებისა და სხვა
რელიგიური წესის თუ ჩვეულების აღსრულებას.
მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ
ხელის შეშლა

 მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა -


ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების დაკნინება, დაცინვა, მის მიმართ
შეურაცხმყოფელი გამოთქმები და სხვა.
 დანაშაული დამთავრებულია ძალადობის ან მისი მუქარის გამოხატვის
ან მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის
შეურაცხყოფის მომენტიდან.
 ძალადობა გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას. თუ
ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე
დაზიანება სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.
მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის
უკანონოდ ხელის შეშლა
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივი
- შურისძიება, რელიგიური შეუწყნარებლობა, შუღლი და სხვა. ისინი
დანაშაულის კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ ახდენენ.

 იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის


გამოყენებით – მაკვალიფიცირებელი გარემოებაა.

 აქ იგულისხმებიან ის თანამდებობის პირები, რომელთაც თავისი


სამსახურებრივი მდგომარეობით შეუძლიათ უკანონოდ ხელი
შეუსალონ ღვთისმსახურების განხორციელებას.
მუხლი 156. დევნა

 ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან


მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ,
რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დანაშაულია
და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
 დევნა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით: მისთვის სამუშაოდ
მიღებაზე უარის თქმით, სამუშაოდან უკანონო დათხოვნით, მეცნიერულ
მოღვაწეობაში დაბრკოლებათა შექმნით, პროფესიული საქმიანობის
უკანონოდ აკრძალვით და სხვა.
 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია დევნის
განხორციელების მომენტიდან.
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა. მოტივი - რელიგიური
თუ ეთნიკური შეუწყნარებლობა, შურისძიება, შუღლი და ა.შ.
მუხლი 156. დევნა

 იგივე ქმედება:

 ჩადენილი ძალადობით (დაზარალებულის ცემა, ჯანმრთელობის


მსუბუქი დაზიანება) ან ძალადობის მუქარით (მუქარა უნდა მოიცავდეს
დაზარალებულის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნას);
 ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
 რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (შეფასებითი ხასიათისაა და
ადგენს სასამართლო. მაგალითად, უმუშევრობა და ამით გამოწვეული
ოჯახის წევრების მძიმე მატერიალური მდგომარეობა,
დაზარალებულის მძიმე ნერვული დაავადება და სხვა).

You might also like